შავი ქვრივი(prologue-#1-#2)
თუ გვარი დაწყევლილია, მაშინ მისი არსებობა უნდა შეწყდეს. საუკუნეების განმავლობაში ამ ოჯახის გვარის ქვეშ გაჩენილი ყველა გოგონას სასტიკი ბედი ხვდებოდა. რატომ? ეს არავინ იცოდა, მათ უბრალოდ იცოდნენ, რომ იყვნენ დაწყევლილები და ამის გამოსწორების გზა არ იცოდნენ. სწირედ ამიტომ თითქმის ყველა გოგონა ამ გვარისა სასიკვდილოდ იყო განწირული, რათა წყევლა არ გავრცელებულიყო, ან სხვა ადამიანები არ შეეწირა მას. ვივიანსაც ასეთი ბედი ელოდა, რომ არა მისი დეიდა და ბებია, რომლებმაც მისი გადარჩენა მოახერხეს და გადამალეს. ვივიანი იყო სწორედ ის, ვინც თავისივე ოჯახს უნდა მოეკლა, რათა წყევლა დაესრულებინათ. თუმცა პატარა უცოდველი გოგონა ვერ გაიმეტა დეიდამ და ბებიამ სასიკვდილოდ. მათ ისიც ეყოფოდათ, რომ და და ამავდროულად შვილი ამ წყეულ ოჯახში მოხვდა. ვივიანი, უფრო კი ვივი დეიდასთან და ბებიასთან ერთად იზრდებოდა. ასეთი ლამაზი გოგონა მათ არასდროს ენახათ, მას ჰქონდა დედის აზიური გარეგნობა და ამავდროულად დასავლეთისთვის დამახასიათებელი გარეგნული ელემენტები. გოგონა შავი გრძელი თმით, თეთრი კანით, ფართო შავი თვალებითთ, და სისხლისფერი ტუჩებით. ამ გარეგნობით შეიძლება ისიც იფიქროთ, რომ ვივის ზედმეტსახელი ფიფქია იყო, თუმცა არამგონია ფიფქიას ისეთივე მიმზიდველი ტანი ან გამოხედვა ჰქონოდა, როგორიც მას ჰქონდა. სწორედ ამის გამო, სადაც კი მოხვდებოდა მას თვალებს ვერ აშორებდნენ. ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო და იქნებ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ის სულ რაღაც 17წლის ასაკში გაათხოვეს. -ვივი გთხოვ გაგვიგე, ბებიაშენი ძალიან მოხუცია, მე ვერაფერს ვახერხებ. მის ოჯახს აქვს შესაძლებლობა, რომ გვიპატრონოს. -დეიდა... ჩემთვის არ აქვს მნიშნვნელობა._ცივად უპასუხა ვივიმ შუა ხნის ქალბატონს და საქორწილო მარშიც დაიწყო. ვივიმ იცოდა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე ნამდვილი ანგელოზის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის ისეთივე ჭკვიანი და ეშმაკი გოგო იყო როგორებიც იყვნენ სხვები. "სულაც არ ვაპირებ ამ ბებერთად დაწოლას." გაიფიქრა ჩაბნელებულ ოთახში შესულმა ვივიმ, რომელსაც მხარზე მისი საქმრო და აწ უკვე გალეშილი ქმარი ჰყავდა გადაკიდებული. მიუხედავად ასაკისა ვივიანმა თანატოლებისგან განსხვავებით ბევრი რამ იცოდა. მისი სრული არსება იყო ფენომენი და ეს არც იყო გასაკვირი მისი წარმომავლობიდან გამომდინარე, თუმცა ეს დეიდის ბებიისა და მის გარდა არავინ იცოდა. არ ღირს ყველაფრის გავრცობა რადგან ეს ყველაფერი წლების უკან ხდებოდა, მანამ სანამ აარკეში ჩახედვუსთანავე ვივი თავის მეორე მეს "შავ ქვრივს" უწოდებდა. პირველი ქმარი რომელთანაც მხოლოდ 3თვე იცხოვრა მასთან ერთად ავარიაში მოყვა. ვივი გადარჩა, მაგრამ "საყვარელი" ქმარი დაკარგა. მართალია არ უყვარდა და არც პატივს სცემდა რადგან ის არც იმსახურებდა ამას, მაგრამ დაკრძალვის დღეს ღირსეულად გააცილა გარდაცვლილი მეუღლე. მაგრამ უნდა ითქვას სიმართლე, რომ ცოტა წაიმსახიობა კიდეც და კარგადაც გამოუვიდა. როგორც წესია ხოლმე ქონება მას დარჩა, რადგან გარდაცლილ მეუღლეს ანდერძი არ ჰქონდა. "არ ვაპირებ სამუდამოდ მის გლოვაში ვიყო." ჩაიცინა ვივიმ და კარგი ნაბიჯიც გადადგა. ქონების ნახევარი ქმრის ნათესავებს დაუტოვა. თავისი წილის ნახევარი კი კეთილ საქმეს მოახმარა. -შენ რა გაგიჟდი? ამ ქონებით შეგვეძლო მთელი ცხოვრება უდარდელად გვეცხოვრა!_გაჰყვიროდა ტელეფონში დეიდა, რომელიც აშკარად უკმაყოფილო იყო დიშვილის საქციელით. -გვეცხოვრა არ დეიდა გეცხოვრათ. არც ამის დატოვებას ვაპირებ. ხვალვე თანხა შენს ანგარიშზე იქნება, ბანკში._ესღა თქვა და გათიშა. ვივიანი სამწუხაროდ მარიონეტი იყო დეიდამისის, რომელიც დიშვილის წყალობით ცდილობდა ცხოვრების გაუმჯობესებას. ამ დროისთვის ვივიანი უკვე 19წლის იყო და მის მეუღლესაც შვილი ჰყავდა, რომელიც სულ რაღაც 2 წლით უმცროსი იყო მასზე. ვივიანს დიდხანს სურდა დაშორებოდა მეორე ქმარს, თუმცა იმდენად შეუყვარდა მისი გერი დეიზი, რომ უბრალოდ არ სურდა გოგონას მარტო დატოვება. არამგონია გაგიკვირდეთ როცა გეტყვით, რომ ვივიანმა მეორე ქმარიც დაკარგა და ეს პირველზე მეტად განიცადა. რატომ? რადგან დეიზი შეეცოდა. იცოდა, რომ მისი დატოვება მოუწევდა და არ უნდოდა საბრალო გოგონა ისევე გაეწირა საშინელი რეალობისთვის, როგორც თვითონ გასწირეს. მაგრამ მეუღლის სახლი და თავად დეიზიც ყველაფერს ართულებდა. ვივიანში იზრდებოდა სინდისის ქენჯნა, მაგრამ ცდილობდა ის დაეთრგუნა. როგორც კი დეიზი სრულწლოვანი გახდა ვივიანმა მას გადაუფორმა ქონება და მხოლოდ მცირე ნაწილი დაუთმო დეიდას. თავად კი გააკეთა ის, რაც პირველი მეუღლის სიკვდილისთანავე უნდა გეკეთებინა. ვივიანი ლონდონში გადავიდა სრულიად მარტო. მართალია დაენანა ბებიის დეიდასთან დატოვება, რომლებიც ამერიკაში დარჩნენ, თუმცა იცოდა, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ახალ გარემოსთან შეგუება რთული აღმოჩნდა. თვითონაც არ იცოდა და ყველაფერს ლონდონის ღრუბლიან და მოღუშულ ამინდს აბრალებდა, მაგრამ ფაქტი იყო რომ თავდაპირველად მის გარდერობში იმატა შავებმა და მუქმა ფერებმა. მიუხედავად იმისა, რომ მას მოსწონდა კიდევაც როცა თავის თავს "შავ ქვრივს" უწოდებდა, ვივი მაინც ცდილობდა არ ყოფილიყო "ბნელი." თუმცა ლონდონმა თუ რაღაც გაურკვეველმა ზებუნებრივმა ძალამ ის შეცვალა. მალე ამას ისიც დაერთო თან, რომ ღამე ხედავდა კოშმარებს, რომლებშიც ვივი ჩანდა როგორც თავისი ორივე ქმრის მკვლელი. ერთ დღესაც ყველაფერი გადაწყდა. "მე მინდა სიცოცხლე, მაგრამ ჩემი ბედი არ მაძლევს უფლებას ჩემი არსებობის გამო სხვები დავღუპო." ეს გაიფიქრა ბოლოჯერ და პარკის შუაგულში მდებარე ტბაში შევიდა. წყლის დონე მატულობდა და როცა ყელს მისწვდა, ერთი ამოსუნთქვა და ვივი თავიდან ფეხებამდე წყალში იყო. მიიწევდა სიღრმისკენ, რომ თავადაც ვერ შეძლებოდა გათავისუფლება, მაგრამ გონების დაკარგვამდე დაინახა რაღაც ან ვიღაც. და იგი ისევ გათხოვდა. ვივიანი ამჯერად 21წლის ხდებოდა როცა იმ ადამიანზე დაქორწინდა, ვის გამოც მართლა იგრძნო ნამდვილი ბედნიერება და სიხარული. ჯეიმსმა იმ დღეს ვივიანი გადაარჩინა. თავდაპირველად ვივი გულგრილი იყო მის მიმართ და ნდობას არ უჩვენებდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი მეზობლები იყვნენ და ეს მათ დაეხმარათ კიდევაც დაახლოებაში. მალე ჯეიმსი ის ადამიანი გახდა ვისზეც ვივიანი სიყვარულის გამო გათხოვდა. თუმცა ეს ასე არ იყო, ვივიანი უბრალოდ შეეჩვია ჯეიმსს და ჯეიმსიც უბრალოდ მონუსხული იყო ამ ახალგაზრდა გოგონათი და ეს მისთვის უბრალო გატაცება იყო. ქორწილი მეორე დღესვე ჯეიმსი გალეშილი დაბრუნდა სახლში. ერთი წლის მანძილზე მათ უამრავი ჩხუბი და აყალმაყალი ჰქონდათ, რომელიც უბრალო მაპატიეთი ან კოცნით სრულდებოდა. მაგრამ ვივიანს მაინც უყვარდა ჯეიმსი. უფროსწორად ეგონა, რომ უყვარდა. ყველაფერში ხედავდა მისი წყევლის ფესვებს და ცდილობდა მდგომარეობა გაენეიტრალებინა. მაგრამ ყველაფერი ერთმა შემთხვევამ შეცვალა. ვივიანი საყიდლებიდან ბრუნდებოდა, უნდოდა ჯეიმსისთვის განსაკუთრებული საღამო მოეწყო და იქნებ უფრო მეტის მოლოდინიც ჰქონდა ვიდრე უბრალო სადილი. მაგრამ სახლში ფეხიც არ ჰქონდა შედგმული როცა ქალის ხმა გაიგო. არა ჩვეულებრივი ხმა, არამედ უცნაური შეძახილები და ოდნავი კივილიც. ამას მალე კაცის ხმაც დაერთო რომელიც ეჭვ გარეშე იყო ჯეიმსს ეკუთვნოდა. ვივიანს არაფერი დაუნახავს, მაგრამ ყველაფერი გაიგონდა. იდგა საძინებლის კარებთან და ჩუმად ტიროდა. რამმოდენიმე დღე ეცადა დაევიწყებინა ეს შემთხვევა, მაგრამ სწორედ მაშინ დასრულდა ყველაფერი, როცა გალეშილმა ჯეიმსმა მასზე ხელის აღმართვა სცადა. -დავშორდეთ..._უცებ თქვა ვივიანმა, თანაც ხმა ისე უკანკალებდა, რომ ჯეიმსმა ძლივს გაიგო რა თქვა. -რა თქვი??? არა არა საყვარელო. მისმინე, ერთი წელია ცოლ-ქმარი ვართ და ნორმალურად გახდილი არც კი მინახიხარ! შენ რა სულელი გგონივარ? ცოლ-ქმარი ერთად უნდა იწვეს გაიგე? არა, ის წოლა არა შენ რაც გგონია, ერთ ლოგინზე წოლა არა იდიოტო!_ჩაყვიროდა პირდაპირ ყურებში ვივიანს,რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა. -მე ყველაფერი ვიცი. ვიცი, რომ ვიღაც ძუკნასთან მღალატობ. -გღალატობ?? ჰაჰა! ეს ღალატი არაა. აი ღალატი იქნებოდა შენ ქალიშვილი აღარ იყო ჩემი წყალობით და მე სხვასთან დავდიოდე. ამიტომ თავს არ ვგრძნობ დამნაშავედ. ახლა კი დროა მასიამოვნო._ბოროტულად ჩაიცინა ჯეიმსმა, წამოდგა და ქამრის შეხსნა დაიწყო. ვივიანი ასე შეშინებული არასდროს ყოფილა. საბედნიეროდ კარზე გაისმა ზარის ხმა და ჯეიმსიც გინებით წავიდა კარისკენ. საცოდავი გოგო ისე იყო შეშინებული, რომ იატაკიდან ვერც კი წამიდგა, სადაც ჯეიმსის სიახლოვის გამო ჩაიკეცა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ როცა მისი ქმარი აღარ გამოჩნდა ძალა მოიკრიბა და წამოდგა. კარისკენ ფეხაკრებით მიდიოდა და როცა ღია კარებში გაშხლართული ჯეიმსი დაინახა, რომელიც სისხლში ცურავდა მისმა კივილმა მთელი სამეზობლო შეძრა. გამოძიებამ ვერ დაადგინა რა ხდებოდა და ეს უბრალოდ იმ შემთხვევას მიაწერეს სადაც ქურდები მკვლელობაზე გადადიან. მიუხედავად იმ შიშისა რაც ვივიანმა მკვდარი ჯეიმსის დანახვისას განიცადა, გულში მაინც ფიქრობდა რომ ის ღირსი იყო. მას შეეცვალა ხედვა მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების მიმართ. "იქნებ ეს არცაა წყევლა. მე ეს ძალა გამაჩნია და თუ შემიძლია ის გამოვიყენო, მაშინ უნდა გავაკეთო კიდეც." ამიერიდან ის აღარ იყო უბრალო ვივიანი, რომელსაც შავი ქვრივის სახელი ახსენდებოდა თავისი ცხოვრების გამო, ის ნამდვილად გახდა შავი ქვრივი, რომელიც ელოდა თავის მსხვერპლს და იქნებ მისი დაწყევლილი გვარის ისტორიაში ყველაზე უგულოც სწორედ ის აღმოჩნდა. *** ახლანდელი დრო, ვივის POV. -დეიდა სერიოზულად? კორეაში? ღმერთო ჩემო გავგიჟდები. ლონდონიდან კანადაში გადავედი და ახლა კორეაში მთხოვ წასვლას? -ვივიან მისმინე. შენი სამი ქორწინება მართალია დაძალებით მოხდა, ხოლო ჯეიმსს კი სიყვარულით გაჰყევი, მაგრამ დამერწმუნე ეს ყველაზე უბრალო ქორწინება იქნება. შენ არაფერი გევალება, უბრალოდ უნდა მოირგო ცოლის როლი. -და ყველა ქორწინებაში ამ როლს არ ვასრულებდი?_ირონიულად ვიღიმი და ეს ჩემს საუბარშიც იგრძნობა. -ვივიან!_მესმის მისი მკაცრი ხმა ტელეფონში. -კარგი ჯანდაბას. იცოდე ამას ბებიას გამო ვაკეთებ. როდის მივდივარ? -არ არის ამის შეხსენბა საჭირო. ერთ კვირაში ყველაფერი მზად იქნება. -ძალიან კარგი...რაღაც მაინტერესებს. ჩემი საყვარელი ოჯახი არ დაესწრება ამ ულამაზეს ქორწილს?_ისევ ირონია საუბარში. -ღმერთო შენ გვიშველე._ამბობს დეიდა და ზარიც წყდება. -კორეა? იქნებ კარგიცაა. ახალი გარემო, ახალი მსხვერპლი. ისე უნდა მეკითხა დეიდასთვის როგორია ჩემი მომავალი ქმარი. ო ღმერთო რა საოცარია ასე ცხოვრება. რას იტყვი შავო ქვრივო? ხომ არ გავამდიდროთ შენი გარდერობი?_ვუცინი სარკეში მდგარ გოგონას, ჩანთას ვიღებ და საყიდლებზე მივდივარ. მე შავი ქვრივი არ გავმხდარვარ. მე ვივი ვარ, მაგრამ ჩემში დაიბადა ახალი არსი, "შავი ქვრივი." ისე ყველაზე ძლიერი და გულცივი ადამიანია ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. რა გასაკვირია ოთხი ქმრის სიკვდილი, რომ ასე მედგრად გადაიტანა. მეოთხე ქმარი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ალბათ ავტორმა არც კი ისურვა მის შესახებ მოეყოლა და არც მე შევიწუხებ თავს. -ასეთ ლამაზ გოგონას რაში სჭირდება ამდენი შავი ტანსაცმელი?_მეკითხება გამყიდველი როცა ხედავს, რომ ხელში ყველაფერი შავი მიჭირავს. -იცით ეს ჩემი მეგობრისთვისაა._ვუღიმი ნაზად და ტანსაცმელს დახლზე ვაწყობ. -შავი უყვარს?_მეკითხება ისევ. -არა, ქვრივია._ ვუღიმი და გაოგნებულ გამყიდველს მაღაზიაში ვტოვებ. მე კი ტაქსს ვაჩერებ და სახლისკენ მივდივარ. სახლში ყველაფერს ვიცვამ რაც ვიყიდე და აღტაცებული ვიხედები სარკეში. -ასეთი ლამაზი და მიმზიდველი ქვრივი მთელს მსოფლიოში არ იქნება._ეშმაკურად ვუღიმი სარკეში მყოფ გამოსახულებას. აი ეს ერთი კვირაც გადის. ქორწილამდე ვცდილობ რაც შეიძლება ლამაზი და მიმზიდველი სამოსი ავარჩიო. შავებიც მხოლოდ ახლები და ჩემი ფავორიტები მიმაქვს. ვიცი დამჭირდება, თუმცა კორეაში უკეთესი არჩევანი მექნება სამოსის. რატომ ვცდილობ, რომ კარგ ფორმაში ვიყო? დეიდამ დაწვრილებით მითხრა, რომ ჩემი საქმრო ახალგაზრდა და სიმპათიური მილიონერია. შეგიძლიათ ჩემი კრიტიკა დაიწყოთ, თუმცა თუ მაინც მალე უნდა მოკვდეს ცოტა ხნით მაინც დატკბეს. თვითმფრინავში ვჯდები და ველოდები როდის ასცდება ბოინგი ასაფრენ ბილიკს. ინჩონის აეროპორტში ვეშვებით და საშინლად ვარ დაღლილი. გასასვლელთან ვხედავ კაცს დიდი პლაკატით ხელში "ვივიან ბოუენი." ეშმაკურად ვიცინი და მზის სათვალეებს ვისწორებ. -მე ვარ ვივიანი._სათვალეს ვიხსნი და ჩემს დამხვდრს თვალებში ვუყურებ. -კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება კორეაში მის ვივიან. მე მისტერ კიმის მძღოლი ვარ და სასტუმრომდე მიგიყვანთ. -სასიამოვნოა._მხოლოდ ამას ვეუბნები და ვუღიმი. ესე იგი მისტერ კიმი. მძღოლიც კი სიმპატიურია, იმედია უფროსიც ასეთივეა. მძღოლი სასტუმროს წინ აჩერებს, რომელიც ოქროსფრად ბზინავს. კარსაც მძღოლი მიღებს და ამჯერად სასტუმროდან გამოდის რამოდენიმე ახალგაზრდა და ჩემი ნივთები მიაქვთ. -აჰ ვივიან ბოუენი არა?_მეკითხება გოგონა თავაზიანად. -კორეული მესმის._ყურში ვეჩურჩულები გოგონას. ისიც დაბნეული თვალებს აცეცებს, მიბოდიშებს და კორეულად აგრძელებს საუბარს. -მისტერ კიმმა თქვენთვის ყველაზე კომფორტული ნომერი დაჯავშნა, იმედია მოგეწონებათ._მაცილებს გოგონა ოთახში და მარტო მტოვებს. ოთახს ვათვალიერებ და ყველაფერი ძალიან მომწონს. მოსაცმელს ვიხდი და საწოლზე ვეშვები. თავი ღრუბლებში მგონია და სიამოვნებისგან ვიღიმი. დაღლილს იქვე მეძინება და საღამოს კარზე კაკუნი მაღვიძებს. -მის ვივიან, მისტერ კიმი სადილზე გეპატიჟებათ და ერთ საათში ფოიეში გელოდებათ._ამბობს გოგონა და მიდის. ყველაზე ლამაზ კაბას ვიღებ და ვიცვამ. მაკიაჟსაც ვიკეთებ და ჩემს ახალ "სიყვარულთან" შესახვედრად მივდივარ. ლიფტიდან გამოვდივარ და იქ მყოფთა ყურადღებას ვიქცევ. სტუმრებიან მომსახურე პერსონლიანა მე შემომშტერებია. -ნელა წაიქეცი._ირონიულად ვუღიმი ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ლამისაა კედელს შეასკდეს, რადგან თავი 180გრადუსით აქვს შემოტრიალებული ჩემსკენ. ისევ გამომწვევად ვიღიმი. ახლა უკვე ჩემს უკანაა ხმაური. ძირს გაშხლართულ ბიჭს წამოდგომაში ეხმარებიან. მე კი გასასვლელისკენ მივიწევ სადაც ვხედავ მისტერ კიმის მძღოლსა და კიდევ უცნობ მამაკაცს. -მის ვივიან, გაიცანით მისტერ კიმი._მეუბნება თავაზიანად მძღოლი და მის გვერდით მდგომ მამაკაცზე მიმითითებს. თვალები მიფართოვდება. ის სრულყოფილ ქმნილებას გავს. მაღალია, ფართო და მამაკაცური მხრებით, გამოხედვა მკაცრი აქვს, მაგრამ ამავდროულად გამომწვევი, ტუჩები ერთად აქვს მოკუმული, მაგრამ ისეთ შეგრძნებას მიტოვებენ, თითქოს მოძრაობენ და რაღაცას მანიშნებენ. მონუსხული ვუყურებ მას და ვცდილობ ამ სამყაროს არ გავცდე. -სასიამოვნოა ვივიან._ ჩემს ხელს იღებს და თავაზიანად კოცნის. ტანში ჟრუანტელი მივლის და ისღა დამრჩენია უბრალოდ გავუღიმო. მანქანაში ვსხდებით და ვცდილობ გონება არ დავკარგო, რადგან მისი სუნამო თავბრუს მახვევს. "ვივიან, ასე ადვილად დაგამარცხა?" მეუბნება შინაგანი მე და ამჯერად თავს მაღლა ვწევ. მინდა საუბარი წამოვიწყო მაგრამ ის მასწრებს და თანაც თვალებში მიყურებს. -როგორ მოგწონთ აქაურობა? იმედია ჩემს მიერ დაჯავშნული ნომერი თქვენთვის შესაფერისი იყო. -ყველაფერი შესანიშნავი იყო ..... -მინგიუ, მინგიუ დამიძახეთ და თუ არ მიწყენთ იქნებ ეს ფორმალობაც მოვიშოროთ?_მიღიმის და მე მის კბილებს ვაკვირდები. ზედა ეშვები გასაოცარი ფორმის აქვს და ეს კიდევ უფრო მაბნევს, ის ხომ ასე უფრო არარეალურ არსებას ემსგავსება. -რა თქმა უნდა მინგიუ. ქორწილი როდის შედგება._პირდაპირ ვეუბნები. -არ დავიწყებ მიკიბ-მოკიბვას, ვიცით რომ ეს ფიქტიური ქორწინებაა, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს. არ მინდა ძალიან აგაჩქაროთ, ამიტომ ვიფიქრე 2კვირაში ხომ არა. -არა თქვენ მე არ ამაჩქარებთ, რაც მალე მით უკეთესი ასე არ ფიქრობთ?_გამომწვევად ვუღიმი და მის სახეზე კმაყოფილებას ვამჩნევ. მძღოლი კარებს აღებს და ხელს მიწვდის, მაგრამ მინგიუ ასწრებს და მას გადმოვყავარ მანქანიდან. მის შეხებაზე ფეხებში თითქოს ძალას ვკარგავ და ლამის ვეცემი, მაგრამ წელზე მის შეხებას ვგრძნობ. რესტორნამდე ასე მივდივართ, ხელი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული და ამაყი სახით მიაბიჯებს. ორივენი ჩვენთვის სპეციალურად გამზადებულ მაგიდასთან ვსხდებით ერთმანეთის საპირისპიროდ. რესტორანი მყუდრო და ლამაზია, თუმცა ჩვენ ყველასგან განცალკევებით ვართ. ოფიციანტები რიგ-რიგობით შემოდიან და სხვადასხვა რამ მოაქვთ. ვცდილობ მას თვალებში არ ჩავხედო და ამიტომ აქეთ-იქით ვიყურები და ინტერიერს ვათვალიერებ, თუმცა ვგრძნობ მის დაჟინებულ მზერას. ოფიციანტების მიმოსვლა წყდება და მეც იძულებული ვარ მას შევხედო. წითელი ღვინით შევსებულ ჭიქას ვიღებ და ცოტას ვსვამ, თან მას ვუყურებ. უცებ მისგან ირონიულ ღიმის ვიღებ და ლამისაა მთელი ღვინო ზედ გადავიღვარო. -რას საქმიანობდი ამერიკაში ვივიან?_უცებ მეკითხება. -იცით სწავლის დასრულების შემდეგ მალევე გავთხოვდი, უფროსწორად გამათხოვეს. ქორწილებისა და დასაფლავებების მეტი თითქმის ჩემს ცხოვრებაში არაფერი მინახავს._ვამბობ და ბოლოს მეღიმება კიდეც. -იმედია ჩემს შემთხვევაში მხოლოდ ქორწილის ცერემონიას ნახავთ._ამბობს საოცრად სექსუალური ხმით და ასეთივე ღიმილით მიღიმის. -თქვენ რას საქმიანობთ._ვუბრუნებ კითხვას. -კი მაგრამ ცვენ ხომ შევთანხმდით, რომ თქვენობით აღარ ვისაუბრებდით._გაკვირვებული სახით მიყურებს. -აჰ ბოდიში, შესაძლოა დრო დამჭირდეს რომ მივეჩვიო._უხერხულად ვიღიმი და თმას ვისწორებ. -მე საკუთარი კომპანია მაქვს და მართალია ჯერ კიდევ ახლაგაზრდა ვარ, თუმცა მას კარგად ვუძღვები. ჩემს სავაჭრო ცენტრებში უამრავი ცნობილი ბრენდის მაღაზიაა. ნებისმიერ ქალს დედოფალივით ვაცხოვრებდი._ამბობს და სკამის საზურგეს ეყრდნობა. -ღმერთო ჩემო, ნუთუ მე მხვდა წილად ასეთი მამაკაცის დედოფალი გავხდე?_ირონიულად ვუღიმი და თანაც ჩემს თავს ვაქებ. -სწორად გამოიცანით. იცით დიდხანს ვფიქრობდი, როგორი ადამიანი ყოფილიყო ჩემი მეუღლე, თუმცა სიყვარული არც ისეთი ადვილი რამაა. ბაბუამ დატოვა ანდერძი. თუ 27წლამდე ცოლს არ მოვიყვანდი მთელ ქონებას დავკარგავდი. სხვა გზა არ მქონდა. -ანუ ჯერ კიდევ 26ის ხართ რადგან ქონება არ დაგიკარგავთ._ისევ ვუღიმი. -რა თქმა უნდა. როგორც გავიგე ჩვენს შორის მხოლოდ 2წელია ასაკობრივი სხვაობა, რაც რაღა დაგიმალოთ და მახარებს. იქნებ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს._ისევ იღიმის და საოცარ კბილებს აჩენს. მე კი უბრალოდ ვეთანხმები და მალე ჭამასაც ვიწყებთ. -ერთი წუთით დაგტოვებთ._ვეუბნები 15წუთის შემდეგ და საპირფარეშოში გავდივარ. მაკიაჟს ვისწორებ და თან ვფიქრობ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. "ვივიან, უამრავი მომხიბვლელი მამაკაცი გინახავს. მის დანახვისას რა გემართება? ახლა უფრო მონდომებული უნდა იყო, ხომ ხედავ ადვილი მოსანადირებელი არაა." ვფიქრობ გულში და ტუჩსაცხს ვისვამ. უცებ ვხედავ, რომ სარკეში რაღაც გამოძრავდა. უკან ვიხედები და არაფერია. -არადა თითქოს მომეჩვენა, რომ კარებთან ვიღაც შევნიშნე._შეშინებული გულზე ხელს ვიდებ და სასწრაფოდ ვბრუნდები მინგიუსთან. -ძალიან კი მეუხერხულება და იმედია უზრდელობად არ ჩათვლი, მაგრამ მინდა რაღაც გკითხო._მეუბნება ცოტა ხნის შემდეგ. -გისმენ. -ქალიშვილი ხარ?_ლამისაა ლუკმა გადამცდეს და მეც ხველება მიტყდება. -ეს კითხვა რატომ გაგიჩნდა. -იცი დეიდაშენს როცა ველაპარაკე წამოსცდასავით. ოთხჯერ გათხოვდა, მაგრამ ისეთივე სუფთაა როგორც ახლადგარეცხილი ქათქათა ზეწარიო. -შედარება საოცარი იყო. იცი არაფერი მაქვს დასამალი და დეიდაჩემის შედარებას ვეთანხმები. არასდროს არავისთან არაფერი მქონია._ამაყად ვამბობ და ღვინის ჭიქას ბოლომდე ვცლი. -სახალისო იქნება ჩვენი ქორწინება ვივიან._ჭიქას წევს და ისევ ეშმაკურად მიღიმის. *** უკვე საღამო ხანია და მინგიუსთან ერთად სასტუმროში ვბრუნდები. ფოიშეი შესულებს მომღიმარი პერსონალი გვეგებება და მთავაზობენ ოთახში ამაცილონ, მაგრამ მათ მინგიუ ისტუმრებს უარით და თავად მომყვება ნომრამდე. -შემოხვალ?_ვეუბნები მას როცა კარებს ვაღებ. -უკვე გვიანია, ჯობს დაისვენო. ხვალ მინდა სეული დაგათვალიერებინო რას იტყვი? -სეულის დათვალიერება მერეც მეყოფა._თვალებს ვახამხამებ და ქვემოდან შევყურებ, მას კი ეღიმება. -არც ისეთი უმწიკვლო ხარ როგორიც ჩანხარ._ამბობს და ყურის ძირში მკოცნის. ტანში ჟრუანტელი მივლის და ლამისაა წავიქცე. სიამოვნება მხოლოდ რამოდენიმე წამს გრძელდება, შემდეგ ტელეფონის ნომერს მართმევს და უბრალო გასეირნებაზე ვთანხმდებით. დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს. უკმაყოფილოდ ვწევ თავს და ეკრანზე დახედვის გარეშე ვპასუხობ. -გისმენთ. -ულამაზი ხმა გაქვს ახალ გაღვიძებულს._მესმის ბოხი და საოცრად სექსუალური ხმა. მაშინვე მივხვდი ვინც იყო. -მინგიუ? -გაემზადე, სასეირნოდ მივდივართ როგორც შევთანხმდით. "გამომწვევი ხომ არაა?" ვფიქრიბ გულში და კიდევ ერთხელ ვიჭყიტები სარკეში. -არაა, თუ თავბრუს დახვევაა, ბოლომდე მივიყვანოთ საქმე._ვუღიმი ჩემს თავს სარკეში. თმას ვისწორებ და ნომრიდან გამოვდივარ. სასტუმროს წინ მანქანას ვხედავ. უკანა სავარძლის ფანჯარა იწევა და იქიდან მომღიმარ მინგიუს ვხედავ. კარს მძღოლი აღებს, მეც მადლობას ვუხდი და მინგიუს გვერდით ვჯდები. -ძალიან ლამაზი ხარ საყვარელო._მიყურებს და ლამისაა თვალებით შემჭამოს. ვინ იცის გონებაში რამდენჯერ გამხადა. -საყვარელო? ასე კარგად შეგიძლია როლის მორგება?_ირონიულად ვუყურებ და თან მიხარია კიდევაც ასე, რომ მომმართა. -არ მინდა ვინმეს ჩვენს "სიყვარულში" ეჭვი შეეპაროს. -რა გაეწყობა._ვუღიმი და ფანჯარაში ვიხედები. მალე რაღაც პარკთან მივდივართ და მანქანაც ჩერდება. -ძვირფასო, ნება მომეცი._ამბობს მინგიუ და მანქანიდან გადმოვყავარ. მანქანა გვტოვებს და ჩვენ ორნი ვრჩებით. -ნაყინი გინდა?_მეუბნება უცებ. მეც თავს ვუხრი და ვეუბნები, რომ შოკოლადის მინდა. ისიც იქვე ნაყინის დახლთან მიდის და გამყიდველს რაღაცას ეუბნება. ახლაღა დავაკვირდი მის ჩაცმულობას ნორმალურად. ისევ ფორმალური ტანსაცმელი აცვია, თუმცა უფრო თავისუფალი. დარწმუმებული ვარ ყველანაირ ტანსაცმელში მშვენიერია....იქნებ უტანსაცმლოდაც. ვცდილობ ფიქრებიდან გამოვერკვიო და სწორედ ამ დროს ვხედავ, რომ ვიღაც შორიდან მიყურებს. სკამეიკაზე ზის და თვალებით მჭამს. მეც მზერას არ ვაშორებ, მინდა რომ თავი უხერხულად იგრძნოს და შეწყვიტოს ეს საქციელი. მინგიუც მალევე მოდის. ჯერ მე მიყურებს და შემდეგ უცნობს. ცალ ხელს მხვევს და მას ისეთ მზერას აძლევს, რომ უცნობი არა თუ ტრიალდება, არამედ დგება და მიდის. -სხვა დროს უბრალოდ დამიძახე._თვალს მიკრავს და შუბლზე მკოცნის. ვგრძნობ, რომ დაცხა და ლამისაა ეს კაბაც შემოვიხიო. "ამ ბიჭს ზებუნებრივი ძალაა აქვს თუ რა ჯანდაბა ხდება!" ვუბრაზდები ჩემივე თავს და ნაყინის ჭამას ვიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზი წინასწარ გავითვალისწინე და გულიც დაიმედებული მქონდა, უეცრად იღრუბლება და წვიმასაც აპირებს. -შეიძლება გაწვიმდეს. ჩემი ოფისი აქვეა, წავიდეთ._მეუბნება, ხელს მკიდებს და ჩქარი ნაბიჯით მივდივართ. სიჩქარეში ფეხი მიბრუნდება და ლამისაა ძირს გავწვე. -კარგად ხარ?_ბრუნდება ჩემსკენ. სწორედ ამ დროს წვიმაც იწყება. თავის პიჯაკს მე მაფარებს და ხელში ავყავარ. აი უკვე 10წუთია გაუჩერებლად მირბის...თანაც მე ვყავარ აყვანილი. ვერ მივხვდი ასეთი ძალა საიდან ჰქონდა ან რატომ არ დაიღალა. მაგრამ ჩემი ყურადღება იმაზე გადადის, რომ ორივე სველები ვართ, თავიდან ბოლომდე. არ ვიცი რატომ მაგრამ ვცდილობ რაც შეიძლება ძლიერად მივეკრა მას. მალე დიდ შენობას ვუახლოვდებით, რომელსაც მინგიუ უკნიდან უვლის და იქიდან შედის. -ლიფტი გამოიძახე._მეუბნება და მეც ღილაკს თითს ვაჭერ. თმაც სულ სველი აქვს და წვეთები ღაპა-ღუპით მოსდის. ჩემდა გაუცნობიერებლად თმაზე ხელს ვახებ და შუბლიდან ვუწევ, რომ წყლის წვეთები არ მოხვდეს თვალბში. ახლა მე მაშტერდება, მე კი ლამისაა გული წამივიდეს, მაგრამ ვუღიმი და ლიფტისკენ გადამაქვს ყურადღება. აი კარებიც იღება და მინგიუ სულ ბოლო, ღილაკს აჭერს თითს რომელზედაც ციფრი "13"-ია გამოსახული. სანამ ბოლო სართულზე ავალთ მინგიუ ძირს მსვამს, მაგრამ ხელი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული რომ არ წავიქცე. კარები იღება და ისევ ხელში ავყავარ. ოფისის კარებს მე ვაღებ და მგონია, რომ უბრალო ოთახში უფრო ვარ ვიდრე რაღაც დაწესებულებაში. მინგიუ იქვე მდგარ დივანზე მაჯენს, თავად კი უშველებელ ფანჯრებთან მიდის და ჟალუზებს აფარებს. ოთახში ფაქტობრივად სინათლის სხივი აღარ შემოდის. შემდეგ ჩემს მოპირდაპირედ კარადასთან მიდის და იქიდან ყუთი გადმოაქვს სავარაუდოდ წამლები უნდა იყოს. იქიდან ბინტი გადმოაქვს და ჩემთან მოდის. უეცრად მისი გაყინული ხელი მეხება, არა გაყინული კი არა ისეთი ცივი, რომ ლამისაა ჭკუიდან შევიშალო, მაგრამ არაფერს ვამბობ. ჯერ რაღაც მალამოს მისვამს მერე კი ბინტს მახვევს. -ორივე საშინლად სველები ვართ და უნდა გამოვიცვალოთ.რამეს დალევ?_დუმილს არღვევს. -წყალი უბრალოდ. კი მაგრამ ტანსაცმელი?_ამ დროს კარადის სხვა განყოფილებას აღებს და იქიდან ყველაფერი ახალი გადმოაქვს, იმ განსხვავებით, რომ ორი თეთრი პერანგი უჭირავს. ერთს მე მესვრის და კიდევ შავ პირსახოცსაც აყოლებს თან. -შეგიძლია ოთახიდან გახვიდე?_ვეკითხები მას. ის კი ეშმაკურად იღიმის, შემდეგ კი ჩემთან მოდის, ლოყაზე ხელს მადებს და ჩამჩურჩულებს. -ჩვენ მალე დავქორწინდებით, ნუთუ ეს აუცილებელია._ახლა ბოლომდე იღიმის და მის წაგრძელებულ კბილებსაც უკეთ ვხედავ. ისეთი გაშტერებული მზერით ვუყურებ ალბათ მიხვდა, რომ უნდა გასულიყო, მაგრამ გონებაში ერთი გიჟური იდეა მარტყავს და მეც ისევე ვუღიმი, როგორც ორი წამის წინ თავად. -მართალი ხარ, ამის საჭიროება არაა. შეგიძლია დარჩე.....უბრალოდ მიბრუნდი._უკვე კარებისკენაა ზურგით, მაგრამ ვგრძნობ როგორ ეღიმება და ჩემი მიზანიც ესაა, დარტყმაზე დარტყმითვე ვუპასუხო. თავის ტანსაცმელს მაგიდაზე აწყობს, ზურგს მაქცევს და გახდას იწყებს. მეც იგივეს ვაკეთებ, ოღონდ დამჯდარი, რადგან ფეხზე დგომა არ შემიძლია. წელს ზემოთ სრულიად შიშველია და მის შოკოლადისფერ კანს კიდევ უფრო კარგად ვხედავ. მხრები ასე უფრო დიდი და მამაკაცური უჩანს და ვგრძნობ, რომ ოთახში ტემპერატურა მატულობს. კაბის გახდა მიჭირს და ლამისაა ვიკივლო, რადგან სველი მატერია ისე მომეკრო ტანზე, რომ ვეღარ ვიცილებ. ჩემი ტანჯვა არ ვიცი როგორ, მაგრამ მინგიუმ ეს იგრძნო და ჩემსკენ ტრიალდება. -დაგეხმარო?_მისი საოცარი ხმით მეკითხება. მეც უბრალოდ თავს ვუქნევ და ის ჩემსკენ მოემართება. ახლა კი ლამისაა ცხვირიდან სისხლი წამსკდეს, რადგან ის შოკოლადის ფილას გავს. ჩემთან ახლოს მოდის დივანზე ჯდება და ელვა შესაკრავს მიხსნის. "ჯანდაბა, მე ხომ კაბის შიგნით ზემოთ არაფერი მაცვია." -გმადლობ, დანარჩენს როგორღაც მოვახერხებ._ვეუბნები და ხელს ვაშვებინებ. -სინაზის გარეშეც შემიძლია ეგ კაბა ორ წამში გაგხადო. -მიწვევთ ბატონო კიმ?_არ ვცხრები და ვცდილობ გაოგნება დავმალო. -როგორც გსურს ისე ჩათვალე მომავალო მეუღლე, მაგრამ შენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არაფრის გაკეთებას ვაპირებ. მინდა, რომ ქორწილამდე უმანკო იყო._ისევ იღიმის და მშორდება. რა იგულისხმა ამით? ქორწილის შემდეგ აპირებს რამეს? აი უკვე კარგად ვხედავ ვინცაა. როგორც ჩანს ბევრთან უგორავია და ამიტომ საუბრობს ასე თამამად. "გგონია ამ თამაშს მოიგებ კიმ მინგიუ? რომ იცოდე რა ბედი გელის წინ ასე არხეინად არ იქნებოდი. მაცადე ვაჟბატონო შენი სუსტი წერტილები ვიპოვო და მერე ჩემს შეხებაზეც გული წაგივა." წარბშეკრული გეგმებს ვაწყობ გონებაში. ამასობაში კი მის პერანგსაც ვიცვამ, რომელიც თითქმის მუხლებამდე მწვდება. ისიც ჩაცმული ტრიალდება ჩემსკენ და აშკარა კმაყოფილება ეტყობა სახეზე. მიახლოვდება და წამოდგომაში მეხმარება. მისი თვალები ჩემს ტანს არ შორდება. -ნეტავ უფრო გამჭვირვალე პერანგი მომეცა შენთვის._ამბობს და მისი თვალები ჩემს მკერდზე ჩერდება. -ღმერთო ჩემო! ბატონო კიმ, იცით რომ მრისხანების განსახიერება ვარ?_ირონიულად ვუყურებ და ხელებს მკერდზე ვიფარებ. -შენი არ ვიცი ძვირფასო, მაგრამ ნამდვილი მრისხანება ახლა ჩემს შარვალში იმალება და შეგიძლია უფრო განარისხო თუ მაგ ხელებს მკერდიდან მოიშორებ._უფრო ახლოს იწევა ჩემსკენ და მეც თავს ვეღარ ვიმაგრებ და დინავზე ვეშვები ხელებსაც ვიშველიებ, რომ არ დავენარცხო. -აი ასე..._კმაყოფილი სახით ამბობს. უეცრად კი ჩემი 5სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი მის "მრისხანებასთანაა" მიბჯენილი. -რამეს დააპირებ საყვარელო და დარწმუნებული ვარ შენს სიამაყეს არ მოეწონება ის რასაც ამ მაღალქუსლიანით ვუზამ._ვეუბნები და თვალს ვუკრავ. -კარგი, კარგი. ვაღიარებ, რომ მომიგე, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ბრძოლა იყო. მოდი დავლიოთ._ახლა მინი ბართან მიდის და იქიდან ერთ ბოთლსა და ორ ჭიქას იღებს. შემდეგ კი გამჭვირვალე სითხეს ორივე ჭიქაში თანაბრად ასხამს და ერთს მე მაწვდის. -გაუმარჯოს ჩვენს ქორწინებას._იწყებს ის და მალე მწარე სითხე ყელში გადადის. ჭიქა ჭიქაზე მიდის და ბოლოს ორივე ერთმანეთის გვერდით დივანზე ლოთი კაცებივით ვდევართ. -ჰეი მინგიუ, ხვალ ქმრად მომყავხარ გასაგებია?!_ჩავჩხავი ყურებში მინგიუს. -რას მიყვირი! თუ ეგრე ძაან გინდა ახლავე წავიდეთ._ჯიბრში მიდგას მინგიუ. -რაო ახლაო? წავიდეთ შენ გგონია მეშინია? ქორწინების სახლი უკვე ჩემი საკუთარი სახლი მგონია._პატარა წაკამათების შემდეგ ორივე ვჩუმდებით, მაგრამ დუმილს მინგიუ არღვევს. -ჰეი ვივი....გამომყვები ცოლად?_იწყებს საოცრად რბილი ხმით. -არა!_ამ პასუხზე მოჭუტულ თვალებს აფართოებს და მე მიყურებს. -არ გამოგყვები ცოლად....იმიტორო უკვე იმდენს ვუთხარი გამოგყვებითქო რო მრცხვენია პასუხის._თან მეცინება და თან ლამისაა ვიტირო. დიდი სიამოვნებით ვეტყოდი, რომ ის უკანასკნელი არაა....თუმცა არ შემიძლია. -მაშინ რას აპირებ?_მიამიტურად მეკითხება. -ხომ გითხარი ქმრად მომყავხართქო! უარი არ მიიღება გაიგე?_ვეუბნები და თმას ვუჩეჩავ. ბოლოს მხოლოდ მისი ხმა მესმის თუ როგორ ელუღლუღება თავის მძღოლს, რომ მე ის ქმრად მომყავს და ოფისში მოვიდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.