გოგონა, რომელმაც სამყარო შეცვალა #2
თუმცა ცხოვრება არც თუ ისე უსამართლო აღმოჩნდა, როდესაც ანასტასია უბედურებაში ბედნიერებას ეძებდა და ცდილობდა დაეძლია პრობლემები, სიბნელეში ნათელმა წერტილმა გამოანათა, ეს გოგონასათვის პირველი სიხარული იყო რომელმაც თითქმის რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება. ერთ დღეს როდესაც ტასო სახლიდან გამოვიდა დაღონებული მისი ლამაზი, მაგრამ ჩაფიქრებული და მოწყენილი სახე ერთმა მოხუცმა ქალბატონმა შენიშნა. ქალბატონს გოგონას დანახვისას, ბავშვობამ გაურბინა თვალწინ, თითქოს მასში ამოიკითხა ყველა ის მწუხარება და ტკივილი , რომელიც ანასტასიას აწუხებდა. თავიდან არიცოდა დედაკაცმა თავისთან მოეხმო გოგონა თუ უბრალოდ შორიდან ეყურებინა მისთვის,თუმცა ორიოდე წუთის შემდეგ ანასტასიას შემოესმა ოდნავ ხრიწიანი, მკაცრი, დაღონებული და ამავდროულად დაღლილი ხმა :" გოგონა, მომიახლოვდი". ტასო შეკრთა ვერ მიხვდა ვინ იყო, რას სურდა მისგან. ნელი ნაბიჯით, აუღელვებლად, თავდახრილი, მორცხვად მიუახლოვდა მოხუცს და ჰკითხა :"რით შემიძლია დაგეხმაროთ?" ჭაღარა ქალბატონმა გვერდით დაისვა პატარა გოგონა და მოფერება დაუწყო. ტასო გაკვირვებული იყურებოდა, როგორც წესი ხალხი მას უსამართლოდ და უხეშად ექცეოდა, ამხელა სითბო და სიყვარული არავისგან ეგრძნო. თითქოს 2 წუთში ქალბატონი ტასოსთვის ახლობელი გახდა. მაგრამ მათი პირველი შეხვედრა ხანმოკლე აღმოჩნდა,მოხუცი დაპირდა გოგონას დახმარებას და ანუგეშა. პატარა გოგო ბედნიერებისგან ცაში დაფრინავდა, ღმერთს მადლობა შესწირა და სახლში გაიქცა. სახლში არმისულს ცუდი ამბავი დაახვედრეს გზაში. ანასტასიას დედა.... " ტასო არ ინერვიულო შენი დედიკო ყოველთვის შენთან იქნება, უბრალოდ ის უფალთანაა, რომ შენზე ილოცოს." ტასოს ბუნდოვნად ჩაესმოდა მეზობელი დედაკაცების "ნუგეში", გოგონას თვალები ცრემლით აევსო და სახლში გაიქცა. იქ მისულს საზარელი სურათი დახვდა, ყველა ტიროდა, ყველაფერი შავ ფერს მოეცვა. ვაი ვაგლახში გათენებული მეორე დილა ტასოს წარსულისთვის ბოლო იყო და პირველი მომავლისაკენ. მეორე დღეს მოხუცმა ქალმა ტასოს ხელი ჩასჭიდა და უმისამართოდ წაიყვანა. ვერ ხვდებოდა პატარა გოგო სად მიჰყავდა დედაბერს, მაგრამ დუმდა და მორჩილად მიჰყვებოდა მას.დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ორი დედაო გამოჩნდა, რომლებმაც ტასოს ჩაბარებისას გოგონას ცხოვრებაც ჩაიბარეს. გოგონა მორჩილად იყო მონასტერში, ლოცულობდა ოჯახისთვის, ხალხისთვის, რათა მათ სახეზე მუდამ ღიმილი ყოფილიყო, სიკეთეს გაემარჯვა ბოროტებაზე და რაც მთავარია ის მუხლმოდრეკილი ლოცულობდა დედის სულის საცხონებლად. მხოლოდ მაშინ, როცა ანასტასიას ხილვა ჰქონდა, სადაც იგი ფერად ყვავილებს რგავდა და ამით ახარებდა ხალს, მან გადაწყვიტა ყოველ საღამოს ერთი ქუჩა, ერთი ეზო გაეფერადებინა, ან თუნდაც ერთი ძირი ყვავილი მაინც დაერგო. რამოდენიმე ხნის შემდეგ ტასოს ყველა ცნობდა, როგორც გოგონას, რომელმაც ზოგისთვის სულიერი და ზოგისთვის მთლიანად სამყარო გააფერადა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.