შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათვალე (5)


1-02-2017, 18:23
ავტორი სალი-სალი
ნანახია 1 834

5

სამსახურში დღე უაზროდ იწელება, ხალხი კვლავ მეკითხება თუ რომელი წიგნი იქნება კარგი წასაკითხი, მეკი მრჩეველივით ვუთითებ თითოეულ მათგანზე და ვიღიმი. იმის გათვალისწინებით რომ 5 დღის წინ სიცხე მქონდა ახლა კვლავ სუსტად ვარ. ყავის მესამე ჭიქას ვსვავ, ამას საერთოდ არ აქვს კოფეინი? ისევ სახეჩამომხმარი რატომ ვარ?.საათს რომ დავხედე ბედნიერმა ჩავაქრე სინათლე და თვალი სიცარიელეს მოვავლე. თბილი ჟაკეტი, ჩემი შავი ჩანთა და შარფი რომელიც ასე ძალიან მიყვარს. მობუზული მივაბიჯებ ქუჩაში და ავტობუსს ველოდები.5 წუთში ადგილზე იქნებოდა ამიტომ სკამზე ჩამოვსკუპდი და წინ გავიხედე. შორიდან კისკისის ხმა შემომესმა, ვიღაც როხროხებდა. მალევე გამოიკვეთა ამ ხმის პატრონები. გოგონა და ბიჭი, ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე და ბოლო ხმაზე იცინოდნენ. მათ დანახვაზე გული სითბოთი მევსება, სახეზე ღიმილი მეკვეთება და თვალებში წყალი მიდგება.წამიერად დავხუჭე თვალები და მივხვდი რომმ რაღაც მაკლდა. მთელი ცხოვრებაა მამა მაკლლია მაგრამ არა! მისი არსებობის გარდა კიდევ სხვა რამ მაკლია.იქნებ ტვინი ანასტასია! ამომძახა ქვეცნობიერმა. ქვედა ტუჩს კბილებშორის ვათავსებ და ჩუმად ვოხრავ. სითბო მაკლია, ვგრძნობ რომ სადღაც ჩემი მეორე ნახევარი დადის და ვერვხედავ. მის ნაკლებობას ვგრძნობ. თიქოს ნახევრად ვარსებობ, თითქოს ცალი მხრით სხვაგან უფსკრულშივარ გაჩერებული. გული მეკუმშება, სული მეხუთება. მაინცდამაინც ახლა რატომ გამიჩნდა ეს საშიელი შეგრძნება. ალბათ იმ წყვილის დანახვამ იმოქმედა ჩემზე ასე მძაფრად. თვალებს ვახელ და ავტობუსიც მოდის. მშვიდი სახით ავდივარ და ბილეთს ვიღებ. უკან ადგილი მოვლანდე, ძლივსძლივობით დავსკუპდიი და გარეთ გავიხედე. მაინცდამაინც ახლა მოუნდათ ყველა შეყვარებულ წყვილს გარეთ გამოსვლა და ჩემს ირგვლივ ტრიალი. ამ წყვილებზე გაბრაზებული სწრაფად ჩავდივარ და ჩემი კორპუსისკენ მივემართები. სადაცაა პადიეზდს უნდა მივუახლოვდე როცა ვგრძნობ რომ ვიღაც პირზე ხელს მაფარებს და სადღაც მიმათრევს.ინსტიქტურად ვაფართხალებ ხელფეხს და რაც ხმამაქვს ვკივი, თუმცა ჩემი ხმა არავის ესმის. სწრაფად მსვავენ რაღაც მანქანაში და თვალებზე სახვევს მიკეთებენ.შიშისგან სადაცაა გული ამომივარდება. აკანკალებული ვცდილობ დაწყნარებას მაგრამ ამაოდ. თავგზა მერევა ვერაფერს ვერ ვხვდები, რახდება ჩემს ირგვლივ საერთოდ ვერ ვიაზრებ მხოლოდ ნაცნობი სუნამუს სურნელი დის Chanel-ის Bleu. ვერაფრით ვერვიხსენებ ვის ასდის ეს სუნი, თუმცა ვიცი რომ ნაცნობია. ისე შენც კაი დებილიხარ ტასიკო! მაგ სუნამო ქვეყანას ასხია!.ისევ ჩემი მეორე მე და ნერვები უფრო მეშლება. წამებში მანქანა ჩერდება, მე გარეთ გადმოვყავარ გამტაცებელს, სახვევს მხსნის და ამას რა ჯანდაბა უნდა?!.
-ანდრონიკე შენ რა სულ გაგიჟდი?.ვკივი ბოლოხმაზე.
-მერაგიითხარი.სიგარეტს უკიდებს და ჩემსკენ იწევსს.
-უკაცრავად?.
-ის ა**არი რატომ ცხოვრობს შენს სახლში გამაგებინე!.ხმამაღლა ყვირის და ჩემსკენ კვლავ მოიწევს.
-შენ ვინ გგონია თავი ჰა? მინდა და ცხოვრობს რა შენი საქმეა.გავგულიანდი და მეც ავყვირდი.
-ბედავ და მეტლიკინები?!.ხელი ლოყაზე მომიჭირა და გამობურცულ ტუჩებს დააკვირდა.-არმინდა რომ შენს სახლში ცხოვრობდეს გაიგე?!.
-მე მინდა.
-შენ მგონი სულ გააფრინე.სიმწრისგან იცინის და სიგარეტის ბიჩოკს უმისამართოდ ისვრის.
-სახლში მინდა.ჯიუტად ვეუბნები და თავს გვერდით ვწევ.
-იმ *ირს რომ გაეპრანჭო არა?!.კვლავ აგრძელებს ხმამაღლა ყვირილს,ცალ ხელს წელზე მხვევს ცალით კი თავს მიკავებს.-ბებიაშენისამ! ხალვე წაეთრეს სახლიდან გასაგებია?.
-სახლში მინდა შე ცხოველო.ბოლო ხმაზე ვყვირი და მის გამომეტყველებას ძლივს ვამჩნევ, აბა სათვალე გზაში მომაძვრეს და ღაღაც აყროლებული ნაჭერი ამაკრეს თვალებზე.-სათვალე მაინც დამიბრუნე.ზიზღით ვბურტყუნებ და ვცდილობ რომ ხელი გავინთავისუფლო. ახლა ის ჩემთვის ყველაზე უკანასკნელი ადამიანია, მისმა საქციელმა სულმთლად შემაზარა მისი თავი.სწრაფად ბრუნდება მანქანაში, რაღაცის ძებნას იწყებს და შემდეგ სათვალეს მაწვდის. თვალებზე ვირგებთუარა სიმსუბუქეს ვგრძნობ, არადა როგორი მძიმეა. წამიერად მიშეშდება მზერა ანდრონიკეზე და ვიყინები. ისეთი გაცოფებული სახე აქვს რომ გული მიჩქარდება და ყელში მებჯინება. ახლოს მოიწევს თითების ზურგს ლოყაზე მისმევს და იღიმის. ღმერთო რა ღიმილი აქვს.
-მე და შენ, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები ანა, მეკი ვერვიტან როცა მასთან ერთად ცხოვრობ.ჩუმად მეჩურჩულება და ყურის ბიბილოზე კბილს მარსობს.ტანში ჟრუანტელი მივლის, სიამოვნებისგან კინაღამ ჩავიკეცე და პარალიზებული ძირს დამდნარი სანთელივით გავიფანტე.
-სახლში მინდა.კვლავ ვწუწუნებ და მის ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევ. მალევე სახლში მივყავარ და ლიფტის დაკეტვას ელოდება კიდეც. ავდივართუარა მეღიმება.შენ გოგო სულ გააფრინე? რა გაცინებს ბიჭმა კინაღამ მანქანის კარი გლეწა სიფათში.მიღრენს ჩემი მეორე მე.თავს ვაქნევ და ვცდილობ ფიქრები გავიფანტო,სახლის კარს ვაღებ შემდეგ კი ჩემს ოთახში შევდივარ. ლაზარე ალბათ სააბაზანოშია, წყლის ხმა გამოდის. სწრაფად გავდივარ სამზარეულოში წყალს ყავისთვის ვადგავ და გამოცვლილი მისაღებში შევდივარ. მალევე ლაზარე გამოდის.სპორტული შარვალი აცვია, ზემოთ კი სულ შიშველია. ეს კუნთები სად დაიყენაკიმარა?. ჩემს დანახვაზე კრთება და უკან ხტება.რამე მაცხია? ჩემს თავს ვუყურებ მერე თმაზე ვისმევ ხელს ,მაგრამ ყველაფერი მწყობრში მაქვს.
-მაპატიე არვიცოდი რომ მოხვედი.უხერხულად იშმუშნება და პისრახოცს თავიდან იცილებს.აჰაა შიშველი რომ გამოვიდა მაგის შერცხვა! ეს რა ნამეტანი კულტურული ყმაწვილია.
-არაუშავ ლაზ.ვიღიმი და მერეღა ვხვდები რომ სახელი შევუმოკლე. ადრე სულ ლაზარეს ვეძახდი ან კი ლაზალოს მაგრამ ეხლა,ეს ლაზ რა უბედურება იყო.სწრაფად იცმევს თეთრ მოკლემკლავიან მაისურს. ნეტა რას იცმევს მაინც უჩანს ის დაბერილი კუნთები.ჩემთვის ვფხუკუნებ და ის გაოცებული მიყურებს.
-რამე ვთქვი სასაცილო?.გამომცდელი თვალებით მიყურებს მეკი ვიბნევი. ჯანდაბა ტასო რა გაბნევს მოდი აზრზე!.
-არა რაღაც გამახსენდა და.
-მაინც რა?.ამ ჩაძიების მამას უყურე ერთი, იქნება ჩემი პირველი ღამე გამახსენდა და არ გეუბნები.
-ადიდასზე გამახსენდა ჩემი ერთი მეგობარი.უცბად ამოვიკითხე მკერდთან ადიდასი და რაღაც მოვროშე. ალბათ გულში გაიფიქრებდა „შენთუ ყველას ადიდასის მაისურის დანახვაზე ასე გახსენდება რაღაცა და იცინი კარგად გქონია საქმე“, მართლა ასეთი თვალებით მიყურებდა.
-კარგი. თავს მიკრავს და მდივანზე ჯდება.
-აბა სასწავლებელზე რაშვები?.ასე ჩუმად არმინდოდა ვმჯდარიყავით.
-ხო სულ სხვა რამეს ვაპირებდი და ახლა სულ სხვა რამ მოხვდა.შესავალი გაუკეთა.
-მაინც რა?.მისკენ მივტრიალდი და გავუღიმე.
-ხომ ვაპირებდი სასწავლებელში შესვლას, ხოდა ჩემმა ერთ-ერთმა ნათესავმა თურქეთში შემომთავაზა 3 თვიანი სტაჟირებასავით, ადრე ვსწავლობდი ბიზნესის მართვაზე, ბოლო წელი კი ვეღარ მოვახერხე ჩამეხურა, ახლაკი ალბათ წავალ ეს 3 თვე თურქეთში გავივლი სტაჟირებას და უკან ჩამოვალ რომ მუშაობა დავიწყო.
-ანუ ეგ დაზუსტებით იცი რომ მუშაობას დაგაწყებინებენ და არანაირი აფერისტობა?.
-არა ზუსტად ვიცი და 1 კვირაში წავალ ალბათ.
-ვაა ძაან კარგია, აქ აღარ მოგიწევს ტყუილად ფულის ყრა.გახარებულმა გადავხედე თუმცა უნდა ვაღიარო გულში ცუდად გამკრა როცა მითხრა რომ 1 კვირაში მიდიოდა.
-ხო თან აღარ შეგაწუხებ.
-გაჩუმდი ბიჭო, რა შემაწუხებ! ეხლა გაგიბრაზდები იცოდე.
-ხო კარგი ოღონდ შენ არ გაბრაზდე.ხელები ჰაერში აღმართა და გაიცინა.
-ხოდა ეს 1 კვირა კარგად უნდა გავერთოთ ჩემო ლაზარეე.
-ხოდა ხვალ საღამოს ლალიკოს უთხარი და სადმე წავიდეთ.
-ჰმ შენ გვპატიჟებ?.
-რათქმაუნდა.
-კარგი მაშინ სამსახურის მერე გავიგულაოთ.სახით ტელევიზორისკენ შევტრიალდი და არხებზე ფილმის ძებნა დავიწყე.

მეორე დილას ადრიანად გამეღვიძა.ზანტად ავდექი და გავრეთ გავიხედე. ოჰ მზემ გამოანათა, ცოტახანი დამალულიყო რაიქნებოდა. უკმაყოფილოდ გამოვაღე კარადა და ტანსაცმელს დავწვდი. კვლავ შავი შარვალი და დიდი სვიტერი. თმები ავიკოსე სათვალე მოვირგე და ასე მოუწესრიგებელი გავარდი გარეთ. კაფეში მისულს ლალიკო დამხვდა, საყვარლად ფუსფუსებდა და წიგნებს თაროებზე ალაგებდა. უკნიდან ჩუმად მივეპარეე და წელზე ხელები შემოვხვიე.შეშინებულმა წამოიყვირა და გაბრაზებული თვალებით გადმომხედა.
-კიდეკაი ეს წიგნი არ შემოგაფერთხე სახეზე.
-უი მანახე, ამას წავიღებ მე წავიკითხავ.ჩემს ჩანთაში ადგილი გავუნთავისუფლე და მუსიკას ავუწიე. Ellie Goulding-Still Falling For You ყველას ძალიან მოეწონა ჩემი შერჩეული სიმღერა და მეც ამაყად დავიწყე თვალების ბრიალი.ფანჯრებთან სწრაფად მივედი, მუქი ფარდები ჩამოვაფაე და მკრთალი შუქი ავანთე. ბოლოს ფინჯანი ყავა მოვიმარჯვე და ხალხის მომსაახურეობა დავიწყე.
-თავპირი რომ ჩამოგტირის დათუნია დრუნჩა თუხვდები.გვერდით მომისკუპდა ლალიკო.
-მეე?.გაოცებულმა გადავხედე.
-რამოხვდა?.
-გუშინ ანდრონიკემ დამავლო ხელი და სადღაც წამიყვანა.
-მართლა? ვაიმე რა რომანტიულადჟღერს ნეტაიცოდე.ნეტარებისგან ჩაილაილაპარაკა.
-დამამთავრებინე ჯერ.დავტუქსე.-თვალებზე რაღაცა ამაფარა არცვიცოდი ვინ იყო, მერე მითხრა რომ ლაზარე გააგდე შენი სახლიდანო და მოკლედ ძალიან მეჩხუბა.
-მაგას თავბრუ ხოარეხვევა? რაუნდა? რა მაგის საქმეა ეხლა შენს სახლში ვინ იცხოვრებს.
-მერავიცი ლალიკო დამიწყო ეგეთები და ჰეე.
-რასაპირებ?.
-ლაზარე მელაპარაკა 1 კვირაში თურქეთში მიდის, რაღაც სტაჟირებაო 3 თვით მივდივარო, რომ ჩამოვა მერე მუშაობას დაიწყებს.
-ოოოო მაგი კარგი ამბავიც არის და ცუდიც.
-მერე ხო მაინც გაგანებებს ანდრონიკე თავს.
-რანაირად, მემგონი მოვწონვარ.
-გამაგიჟებენ რა ეს ბიჭები, ჩამოუყალიბებელი იდიოტები არიან დედამომიკვდეს.
-გეთანხმები.თავი მხარზე დავადე და მოვიბუზე.
-დაწყნარდი ეხლა შენ, მოგვარდება ყველაფერი.
-უი ხო ლაზარემ საღამოს გავიაროთ სადმე მე შენ და ლალიკომო მე გპატიჟებთო.
-ხედავ რავარი ბიჭი ყოფილა ეს შენი ლაზაზოო.
-მაცადე ახლა კლიენტები მოვიდნენ და საღამომდე შენ აარჩიე რასაც ჩაიცვამ.
-კაი მიდი მიხედე კლიენტებს.ბოლო სიტყვა სასაცილოდ მითხრა და კლიენტებში სულ სხვა რაღაც იგულისხმა.
-ნუხარ შენ ასეთი გარყვნილი.
საღამოს ლიკუნას გავძახე, ხალხიც უკვე გაკრეფილიყო. სიცილ ხარხარით დავადექით გაჩერებისკენ მიმავალ გზას და ამტობუსში შევარდით. რამდენიმე გაჩერებაში ნაცნობ ტერიტორიაზე ჩამოვედით და სახლშე ავედით.
-გამარჯობა ლაზაზო.სწრაფად წავიდა ლალიკკო ლაზარესკენ და გადაკოცნა.
-გამარჯობა ლალიკო.მანაც თბილად გაუღიმა.-აბა ასე ნახევარ საათში გავიდეთ.საათს დახედა და მოჭუტული თვალებით გადმოგვხედა.
-კარგი მაგრამ სად მივდივართ?.
-ჩემმა მეგობარმა ერთიი ბარი მირჩია, იქ წავიდეთ და თან მასაც გაგაცნობთ.
-ოჰო საინტერესოდ ჟღერს.
-კარგი წამოდი ახლა მოემზადე.ჩემს ოთახში შემიყვანა ლალიკომ და კარადის წინ დამაყენა.-ესეიგი,მაგ სვიტრით ხოარ წამოხვალ.კარადა გააღო და არეულ ტანსაცმელს დააკვირდა.
-მერე რაუჭირს.
-გამასწარი ახლა აქედან.ისეთი თვალებით გადმომხედა იქვე გავშრი.-დედა დედა ეს რა ტანსაცმელია, შვილო სვიტრების გარდა არაფერიგაქვს?.გაცოფებული ეძებდა რამე გამომწვევს მაგრამ უშედეგოდ.
-კარგი რა ლალიკო, ჩავიცმევ რამეს სხვას.
-არა რაა, შენა აწი მე გაყიდინებ ტასაცმელს.
-მაცადე მიმიშვი.კარადასთან მივედი შავი წვრილბრეტელიანი ზედა და კრემისფერი ჟაკეტი გადავიცვი, წელზე წვრილი ქამარი გავიკეთე და თმა კუდივით შევიკარი.
-არაუშავს, მაგრამ თმა გაიშალე.
-არმინდა გაშლა ასე უფრო თავისუფლად ვარ.
-არმაინტერესებს.თმისამაგრი მომხსნა და თმა შუაზე გადამიყო, ჩოლკა თმის უთოთი ჩამომისწორა და კონტური გამომიწოდა.დიდი ვაივაგლახით გადავისვი ტუჩისფერი კონტური ტუჩებზე და მისკენ მივტრიალდი.-მზადხარ კუკლა.თვალი ჩამიკრა და ახლა თავის თავს მიხედა. ცოტახანში გარეთ გავედით და უკვე ჩაცმულ ლაზარეს გადავხედეთ. გაოცებული მზერა მომაბყრო ბიჭმა.ერთხანს გაშტერებული მიყურებდა და იღიმოდა.
-გაგიკვირდა ხო? ამას ამ სვიტრებს დავუჭრი, დაიმახსოვვრე შენ.
-ორივე ძალიან კარგად გამოიყურებით.ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
-კი კი ორივე.ჩუმად ამოიფრუტუნა ლალიკომ და აფხუკუნდა.
ეზოში ჩასვლისას ტაქსი გავაჩერეთ, წინ ლაზარე ჩაჯდა უკან კი მე და ლალიკო. 15 წუთში დანიშნულების ადგილას მივედით. გადმოსვლისას კარი თავაზიანად გაგვიღო და ხელკავით მიგვიყვანა კაფის შესასვლელთან. შენობაში შესულებმა დავინახე ვიღაც ნაცნობი ბიჭი ხელს გვიქნევდა. ყველანი მისკენ წავედით და ჩვენს ადგილებზე მოვთავსდით.
-გოგოებო გაიცანით ეს საბაა ესენი კი ლალიკო და ანასტასია.საუბარი დაიწყო ლაზარემ.
-საბა?.ჩუმად ჩავიფრუტუნე.-მემგონი გიცნობთ.
-მემგონი კიარა მიცნობ.
-არარსებობს.გაოცებულმა თავი ვერ მოვთოკე.
-არსებობს ტასიკო არსებობს.
-როგორხარ?.ორივენი ფეხზე წამოვხტით და ერთმანეთს გადავეხვიეთ.
-მშვენივრად თავად?.
-რავი არამიშავს.
-რამხელა გოგო გაზრდილხარ.
-იცანით ხო ერთმანეთი.მერეღა ამოიღო ხმა ლაზარემ.
-დედა მეროვერგიცანი.შეიცხადა ლალიკომ.
-შენ არცმიცნობ გეთაყვა.თვალი ჩაუკრა საბამ.
-საიდან იცნობთ ერთანეთს? იქნებ განმანათლოთ.
-მახსოვს ადრე 10 წლის რომ ვიყავი, ბაბუმ პატარა ცხენი მაჩუქა, მეთქი შევჯდები გავაჭენებტქო, მაგრამ გადმოვარდი, მერე საბა მოვიდა და ხელშიაყვანილმა წამიყვანა სახლამდე, იმის მერე სულ ერთად ვიყავით, ვთამაშობდით.
-მერე რატო დაცილდით ერთმანეთს?.
-მე მამა დამეღუპა, ცუდადვიყავი, თბილისში წამოვედი, საბა კი უცხოეთში გადავიდა.სევდიანად დავასრულე საუბარი.თვალზე ცრემლები მომადგა, თავი ძლივს შევიკავე რომ არ ავტირებულიყავი.
-მაგარმ ახლა ჩამოვედი და ჩემი დაიკო კვლავ ჩავიხუტე გულში.მიხვდა რომ ჩემთვის რთული იყო ეს თემა, ახლოს მიმიხუტა და თავზე ბაგეები მომმაკრო.
-ახლა რასაპირებ კიდევ აპირებ სადმე წასვლას?.გულუბრყვილო თვალებით ავხედე.
-არა ქალბატონო, ახლა ვრჩები და ვაპირებ რომ ეს დაკარგული წლები ავინაზღაურო.
-რით უნდა აინაზღაურო?.ეშმაკურად ავხედე.
-შენი ჩამტკბარუნებით.
-ჰმ დაკარგულო ჩიტებო ერთმანეთი რომ იპოვეთ იქნებ დასხდეთ.ყურში მომწვდა ლალიკოს ხმა.
-პრობლემაა რამე?.გაეჭიმა საბაც.
-დიახაც.
-და მაინც რა პრობლემაა?.
-ხალხი გიყურებთ, მალე ტაშს დაგიკრავთ და მოგილოცავთ დაოჯახებას.
-ოხ რა ენაჭარტალა დაქალი გყოლია.
-რაო? ენაჭარტალობა შენ არიცი რა არის.
-დაწყანარდით ხალხოო.შეჰყვირა უცნაური აქცენტით ლაზარემ და ყველამ თავისი ადგილი დაიკავა.მთელი 3 საათი ისტორიებს ვიხსენებდით და ბოლო ხმაზე ვიცინოდით.ლალიკოც იცინოდა მაგრამ აშკარა იყო საბა არ მოეწინა. მაგრამ მოიცა რა არ მოეწონა, პირიქით ძალიან მოეწონა და უარყოოფითი მხარის ძიებაში გადაიმტერა კიდეც.ბოლოს იმდენი ვქენით რომ ცოტა დავლიეთ და სახლში წასვლაც გადავწყვიტეთ. საბამ აიჩემა მე წაგიყვანთო, იმისდა მიუხედავად რომ მთვრალი იყო. მე ვერავინ ვერ გამაჩერებსო.მთელი გზა ბონიემის სიმღერას ვღიღიინებდით. სახლთან რომ მივედით საბა ავიპატიჟეთ და ისიც დიდი სიამოვნებით ამოგვყვა. ღამით ჩვენთან დარჩა, მე და ლალიკო ჩემს ოთახში დავწექით, ლაზარე თავის ოთახში და საბა მისაღებში. დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, ფეხზე წამოვხტი და მერეღა გამახენდა რომ დღეს შაბათი იყო, მე და ლალიკო ვისვენებდით. გახარებული დავაფრინდი თავზე დაქალს და გამოვაფხიზლე.
-დღეს ვისვენებთ.ჩუმად ვუჩურჩულე.
-მერე მაგისგამო გამაღვიძე?.
-ხოო, თან საუზმის მომზადებაში დამეხმარე.
-ჯანდაბას.საღამურებში გამოწყობილებმა გავაბიჯეთ სამზარეულიში და ომლეტის მომზადებას შევუუდექით. ამასობაში ბიჭებიც ადგნენ და ვისაუზმეთ.
-დღეს რავქნათ?.
-მე კითხვას ვაპირებდა.
-წამოდით კოჯორში ავიდეთ ჩემთან.სახეზე ღიმილმა გადაურბინა საბას.
-ოჰ აღარ ხუმრობ საბუ.
-აბა წამოხვალთ?.
-კი.ყველანი დავთანხმდით ლალიკოს გარდა.
-შენ ლალი?.ვაიდედიკო ეს არუნდაეთქვა საბას, ლალი არ უნდა დაეძახა.
-ლალი. თავსითვის ჩაიბუტბუტა, ფეხზე წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით გავიდა ოთახში.
-რავთქვი ამისთანა.ამაზე საბა აფხუკუნდა.
-ლალი არ უნდა დაგეძახა.უკან გავყევი ლალიკოს და ოთახში შევედი.-ლალიკო.მშვიდი ხმით დავუძახე.
-მაგას თავი ვინ გონია, ლალიკო რისთვის მქვია მე?.გააფთრებული ოთახში ბოლთას ცემდა და ცოფებს ყრიდა.
-კარგი რა ლალიკო, რაიცოდა ეხლა მაგან.
-არა რა სახეზე შევატყე რა იდიოტიცაა.
-ლალიკო მორჩი გთხოვ, არაფერი იცოდა ისე უბრალოდ სახელი შეგიმოკლა.
-შეიძლება?.უკნიდან საბას ხმა შემომესმა.
-არდამენახო იდიოტო.გაჰკიოდა ლალიკო.
-კარგი რა ლალიკო, მერავიცოდი ეს სახელი ასე თუ გაგაბრაზებდა.
-მაინც არუნდაგეთქვა!.
-კარგი ბოდიში!.
-ბოდიში რომ საქმეს შველოდეს აფთიაქში გაიყიდებოდა!.
-ბოდიში მოვუხადე მეტი რა გავაკეთო?!.ლაზარესკენ გატრიალდა და საწყლად მოელვარე თვალები ააფახუნა.
-გადით აქედან.ბიჭები ოთახიდან გაყარა და კარი გადაკეტა.
-ასე დიდხანს უნდა იბობოქრო?.
-მომიშალა აბა ნერვებიდა.
-არაფერი არ იცოდა.
-მაცა დავწყნარდები და გამოვალლ.კარი გააღო და მეც გარეთ გამაპანღურა.
-რაეტაკა?.
-არუყვარს როცა ვინმე ლალითი მიმართავს.
-რატო?.
-ადრე ერთი ბიჭი იყო, სულ ლალის ეძახდა, დაქორწინებას აპირებდნენ და ამ ბიჭმა მიატოვა, ხოდა ასე ვერ იტანს როცა ლალის ეძახიან.
-მერე ესე ყველაფერზე რატო ფეთქდება, მერავიცოდი ადრე ვინ მიატოვა და ვინრაუქნა.
-ჰმმ.ლალიკოს გმინვა შემომესმა.-ბოდიში ზედმეტი მომივიდა.სადღაც ზევით იყუდებოდა და ისე ლაპარაკობდა.
-არაუშავს, აბა წამოხვალ?.
-არვიცი.
-მოსაწვევი გამოგიგზავნო?.
-უარს ვერ გეტყვი.
-გაემზადეთ 1 საათში გავდივართ.უცებ მოგვიჭრა საბამ და სააბაზანოში შევიდა.
მალე მომზადილები კარებთან ვიდექით და ლაზარეს ველოდებოდით. სწრაფად მოკიდა ჩემოდნებს ხელი და წინ გაგვიძღვა. მე და ლალიკო ხელჩაკიდებულები მივდიოდით მანქანისკენ როცა წინ ანდრონიკე და ლადო დაგვხვდნენ.
-გამარჯობა მაინც გეთქვათ.ირონიული საუბარი დაიწყო ანდრონიკემ.
-გამარჯობა.მოკლედ მოვუჭერი და ლალიკოს გვერდით ვუბიძგე.
-მოიცათ გოგოებო.თან გამოგვყვა ლადო.
-საით?.
-გვეჩქარება ანდრონიკე.შევეცადე თავი დაგვეძვრინა.
-საითმეთქი!.ხმა გაამკაცრა.
-ტასიკო აღარ მოდიხართ?.საბას ხმა შემოგვესმა.
-კი საბუ ეხლავე.
-საბუ.თავისთვის ჩაიხითხითა ანდრონიკემ.
-წავედით ლალიკო.მათგან გაკეთებული ბარიერი წამებში გავარღვიე და მანქანასთან მივედი. 1 საათში კოჯორში გადავუხვიეთ. მთელი გზა ჩვენი საყვარელი სიმღერები გვქონდა ჩართული და ჩვენი არაადამიიანური ვოკალით ვყვებოდით. მერე ერთმანეთს დავცინოდით, ვირივით ნუ ყროყინებთქო. მანქანა ერთ, პატარა სახლთან გაჩერდა. დიდი ეზო ჰქონდა, ირგვლივ კი სულ ყვავილებით იყო გადაჭრელებული არემარე. 1 სართულიან სახლში შევარდით და იქაური დიზაინით მოვიხიბლეთ. ისეთი ლამაზი იყო, ძველებური და ახალი სტილი ერთმანეთს შერეოდა და საოცარ კონტრასტს ქმნიდა.ჩემი და ლალიკოს ოთახის მონახულების შემდეგ სამზარეულოში ჩავედით, სავახშმოდ კერძები გავაკეთეთ და დაქანცულები მისაღებში გავედით რომ ფილმი გვეყურებინა.
-ღამე მუზეუმში ვიყუროთ რაა.ყელს სასაცილოდ წელავდა ლალიკო და ფეხებს მდივანზე აბაკუნებდა.
-აი დიდი ბავშვიო ამაზე ითქმის.დამცინავად გადახედა საბამ.
-აბა თქვენ რისი ყურება გნებავთ გეთაყვა?.ვსო დაიწყეს.
-მცდარი მოსახვევი არ აჯობებს?.
-ოჰ საშინელებათა ფილმს ვყურობთ და კაცი ვართო?.
-შენ ჩემს კაცობაში ეჭვი გეპარება?.
-როგორ გეკადრებათ ბატონო საბა, თქვენ იმდენად მამაკაცურიხართ მეტი რომ არ შეიძლება.
-მაგ შენ ეჭვებს მალე გაგიქრობ პატარა ქალბატონო.ცხვირზე ხელი დაკრა ლალიკოს და პულტი ხელიდან გამოაცალა.
-წარმატებები ბიჭუნავ.
-ჰე ეხლა რას ვყურობთ?.
-უბის წიგნაკს ვრთავ.სწრაფად ავკრიბე საძიებო სისტემაში და ბიჭების გასაპროტესტებელ მზერასა და სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე.საბოლოოდ ყველანი დამდნარები ვუსმენდით ამ საოცარ ისტორიას და გულის სიღმეში ვნატრობდით რომ ასე ჩვენც შეგვყვარებოდა. გაღიმებულმა გადავხედე ჩემს მეგობრებს და გულმა თითქოს ვიღაცის ნაკლებობა იგრძნო. თვალში არ მომხვდა ანდრონკეს მზერა, შესაძლოა მისი საქციელით ყველაზე ცუდ ადამიანად რაცხავს მაგრამ ჩემთვის ის რატომღაც მნიშვნელოვანია. ფილლმის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტეთ გვევახშმა, მართალია ცოტა ნაადრევად მაგრამ მაინც.
-რაარი ეს რა საშინელი საჭმელია.სახეგაბადრული საუბრობდა საბა და სპაგეტს გემრიელად ჭამდა.
-საშინელი შენხარ.შეუბღვირა ლალიკომ.
-ეტყობა შენი გაკეთებული რომაა.
-ოჰ აბა უკეთესი შენ გაგეკეთებინა.
-ამაზე უკეთეს ლაზარეც გააკეთებს.
-თუარმოგწონს აბა რატომჭამ?.
-მაინტერესებს შხამი რამდენხანში იმოქმედებს.
-ცეცხლად შეგერგოს.ბოლოს მიაწყევლა და სახედამანჭულლმა გააგრძელა ვახშმობა. საღამოს როგორც იქნა ესს ორი მოსიარულე ქარიშხალი შევარიგეთ და კვლავ კინოს ყურება დავგეგმეთ. ერთ-ერთ არხზე ციდან სამ მეტრზე გადიოდა. ჩემთვის ყველაზე საყვარელი, დასამახსოვრებელი და მოგონებებისეული ფილმი. ყველას ძალიან გვინდოდა ამის ყურება განსაკუთრებით მე და ლაზარეს. უკვე იმ მომენტზე ვიყავით როცა ბაბი კლუბში მივიდა ჰაჩის სანახავად და მუსიკაც ჩაირთო. Dorian- La Tormenta De Arena ჩემთვის იმდენად მძაფრ მოგონებას ინახავს რომ არშემიძლია მისი მოსმენა. ვგრძნობდი როგორ ვკვდებოდი უჰარობისგან.სახეზე ფერიც არ მედო, ცხვირის წვერი სასინლად მეწვოდ, იმ ოთახში ვერ გავძლებდი, ვერ ვისუნთქებდი. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და გარეთ გავარდი. გაფაციცებით ვეძებდი რამე სკამს რომ ჩამომჯდარიყავი რადგან ასე დგომა არ შემეძლო.ბოლოს როგორც იქნა ჩამოსაჯდრომი ადგილი მოვლანდე და ღრმად ამოვისუნთქე. არვიცი რამჭირს, ეს მოგონება ასე რატომ მოქმედებს ჩემზე, რატომაა ასეთი სულისშემძვრელი და მნიშვნელოვანი. თვალები წამიერად დავხუჭე და 5 წლის წინ მომხვდარი ამბავი გავიხსენე. სოფელში ვიყავი, მამას საფლავზე. როგორც ყოველთვის ჩემი ხელით დაკრეფილი ყვავილები ავიტანე მის საფლავთან და დამჭკნარი გვირილები ახლით ჩავანაცვლე. მისი საფლავის ქვა ჯიბეში ჩაკუჭული ნაჭრით გადავწმინდე და გვერდით მივუჯექი. ემოციებს გასაქანი მივეცი, ავტირდი და სასაფლაოდან წამოვედი. გული ყელში მქონდა მიბჯენილი, ათრთოლებული მივუყვებოდი ანგრეულ გზებს და ცრემლებს ვიწმენდი. გზაში ლაზარე შემხვდა, ჩვეულად „გამოწკეპილიყო“ გვერდით ამომიდგა, ჩემთანერთად სეირნობა დაიწყო. მიხვდა რომ უხასიათოდ ვიყავი, ამიტომ ჩვენს საყვარელ ტირიფის ხესთან წამიყვანა. ხისქვემოთ მოვკალათდით, არცერთი არ ვიღებდით ხმას. უკვე საკმაოდ დიდი ვიყავით ორივე და არციყო საჭირო რამის ახსნა. დამშვიდება რომ ეცადა უფრო ცუდად გამხდიდა, ხელი ხელზე დამადო, მე თავი დავადე მხარზე. ესიყო ჩემი დამამშვიდებელი, უხმო თანაგრძნობა, არანაირი ბანალური სიტყვები, უბრალოდ სითბოს ასეთი გამოხატულება მეტი არაფერი. ასე ვისხედით ერთხანს, შემდეგ თავი ავწიე და მოღრუბლულ ცას გავხედე. წვიმის წვეთები ნელნელა ასველებდნენ მიდამოებს, მეც პირველრიგში სათვალე დამისველდა, მერე კი ლოყები. თმაც საკმაოდ გაიჟღინთა წვიმის წვეთებით და ყელამდე ნელა ჩააღწია. გვერდით გავიხედე, უნდა მეთქვა რომ წასვლის დრო იყო მაგრამ ლაზარეს იმდენად ახლოს ჰქონდა სახე მოტანილი გავშრი. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი მის ათასფრად მოელვარე თვალებს და ვერავითარ მოძრაობას ვასრულებდი. ერთადერთი ის იყო რომ მთელს ტანზე ვხუდი. ასემეგონა ციებ-ცხელება დამეწყო, ოღონდ არ ვკანკალებდი.თვალები ნელნელა მიმელულა, გულმა ფეთქვა შეყწვიტა, სუნთქვა შემეკვრა.წამებში ვიგრძენი დიდი მუხტი, რომელიც ბაგეებიდან მოდიოდა. ჩემი პირველი კოოცნა სწორედ რომ ლაზარემ მომპარა, იმ საღამოს როცა ასე ძლიერ მჭირდებოდა სითბო და სიყვარული. მახსოვს ციდან სამ მეტრზე ახალი გამოსული იყო და მისი სიმერები ყველას გვქონდა ტელეფონში ჩაწერილი. მეც ერთერთი სიმღერა რომელიც წეღან ავღნიშნე ზარად მეყენა, მთელი ის დრო რაც ლაზარესთან ვიყავი ტელეფონზე დედაჩემი მირეკავდა, მეკი არვპასუხობდი, უფროსწორედ ვერვპასუხობდი. იმ მუსიკის ფონზე ლაზარესთან ერთად ვიჯექი და მისი სითბოთი ვტკბებოდი. ამიტომ ჩაგვრჩა ჩვენ ორს ეს მუსიკა გულში. იმის მერე ყველანაირად შევეცადე რომ ლაზარეს გავქცეოდი და თბილისში წამოვედი. დროის გასვლასთან ერთად ეს ამბავიც წარსულში დავტოვეთ და მომხვდარი უბრალოდ გადაჭარბებულ ემოციებს და ბავშვურობას მივაწერეთ. უნდა ვაღიარო რომ იმის მერე ვერვბედავ ესფილლმი ვუყურო. ყოველთვის ვცდილობდი რომ ბოლომდე მეყურებინა მაგრამ ამაოდ, შუაგზაში გული ათასგვარ სალტოს აკეთებს და ვჩერდები. კვლავ წარმომიდგა ის მომენტი თვალწინ და გამეღიმა. ამასობაში გვერდით გავიხედე და ლაზარე დავინახე. ჩემს გვერდით იჯდა და მე მიყურებდა.
-ხდება რამე?.გაოცებულმა გადავხედე.
-რატომ გამოხვედი კარგადხარ?.სახეგაბადრული ვუცქერდით ერთმანეთს.
-ცოტა თავი ამტკივდა და. ღიმილი ჯანდაბაში მოვისროლე, თავი გავაქნიე და სახე მოვღუშე.
-ჰაჰ.თავისთვის ჩაიცინა.
-რაიყო?.
-ყოველთვის როცა იტყუები თვალებს ატრიალებ.
-არვიტყუები.
-როგორ არა იტყუები.
-სახლში უნდა შევიდე.გაბრაზებული წინ წავიწიე და სახლისკენ დავიძარი.
-მოიცადე.მკლავში ხელი წამავლო დამისკენ მიმატრიალა.უნებურად მის მკერდს შევეჯახე და შეშინებულმა ავხედე.-გაორება გჭირს ანასტასია, მართალია ცოტახნით ვიცხოვრე შენთან, მაგრამ ეს სავსებით საკმარისია რომ მივხვდე რაგჭირს, არც ჩემს მიმართ ხარ გულგრილი და არც ანდრონიკეს მიმართ.
-ანდრონიკე? საიდან მოიტანე?.თავში სისხლი ჩამექცა როცა ჩემი გრძნობების გამოაშკარავება დაიწყო.
-არგინდა თვალთმაქცობა, კარგად ვხვდები რა როგორცაა, ასე არ შეიძლება, შენი ერთი ნაწილი 5 წლის წინ მომხვდას იხსენებს მეორე კი ანდრონიკეს ეძებს.
-საიდან?.
-იქიდან რომ დიდიხანია გიცნობ და დებილი არვარ.
-სახლში უნდა შევიდე მცივა.მოვიმიზეზე უაზრო მიზეზი, არადა ისე მცხელოდა.
-შენს თავში გაერკვიე, მგონი 5 დღე უნდა გეყოს.
-ლაზარე იქნებ გამიშვა ხელი.
-გაგიშვებ მაგრამ იცოდე რომ ვერაფერს გამომაპარებ.სახე ახლოს მომიტანა, ცხვირი შუბლზე გამიხახუნა და ჩემი სურნელით ფილტვები აივსო. წამებში გავინთავსუფლე ხელი და სახლისკენ სირბილით გავიქეცი.


დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდი. იმედია მოგეწონათ. მიყვარხართ ძალიან.



№1  offline მოდერი bla.ell

აუუ რააა ცუდად ვარ ორივე კაი ბიჭიია:(((კარგი იყოოოო heart_eyes ველი შემდეგ თავს და ნუ აგვიანებ რაა❤❤

 


№2 სტუმარი ნი

ლაზარე უფროო მომწოოონს
საოცრება ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent