შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყვიით დამსხვრეული ბავშვობა (სრულად)


2-02-2017, 12:56
ავტორი mariamgg
ნანახია 3 608

***
ახლა ყველანი დიდები ვართ. ჩვენში მაინც ყოველთვის დარჩება ის ტკივილი, ტკივილი რომელმაც შეცვალა ჩვენი სამყარო...
***
2008 წელი. აგვისტო.
მე 6 წლის ვარ. 6 წლის მარიამი, რომელიც სულ სხვა ფერებში ხედავს სამყაროს. უფრო ცივად. თითქოს ყველა უფერული ეჩვენება. თითქოს შეცდომაა მისი ამ ქვეყნად დაბადება. უყურებს ხალხს, მხოლოდ დაბნეულ სახეებს ხედავს, შიშისგან დაბნეულს.
***
ვხედავ ტანკებს, მოდიან და უამრავი ტკივილი, სისხლი, ცრემლები მოაქვთ.
***
2008 წელი. აგვისტო. ცხინვალი.
იმედგაცრუებას ყველას სახეზე ვხედავ. ვზივარ ჩაბნელებულ ოთახში და ვუსმენ უამრავ ტყუილს.
-მხოლოდ ფეიერვერკებია საყვარელო. . . (ამშვიდებს დედაჩემი ჩემ 4 წლის ძმას.)
მესმის ბიცოლაჩემის ტირილის ხმა და ჩემი ძმის და ბიძაშვილის ბღავილი. ვცდილობ თავი დავიმშვიდო. ვუყურებ ყველაზე დიდ ბიძაშვილს.( ანას) რომელიც რათქმაუნდა ყველას გვამშვიდებს. მე კი უბრალოდ გაქვავებული სახით შევქცერი ფანჯრიდან ბომბებს.
ბომბებს, რომლებიც ლამაზ ფოიერვერკს გავს, მაგრამ მხოლოდ ჩვენ წარმოსახვაში.
*** 9 აგვისტო. ღამის 3 საათი.
მაღვიძებს უჩვეულო ჩურჩული.
- მაღაზიაც ააფეთქეს.
- (ბიცოლაჩემი და დედაჩემი ტირიან)
როგორც ჩანს მხოლოდ მე მღვიძავს ბავშვებიდან. თავს მაღლა ვწევ და უკუნით სიბნელეში მხოლოდ ფანჯარას ვაკვირდები. თითქოს სიჩუმეა და გული ბედნიერებით მევსება. უცბად ანას ხმას გამოვყავარ ილუზიიდან, ილუზიიდან რომელიც მინდა რეალობად იქცეს.
-მარიამ... გღვიძავს?
-(ვხვნეში) კი .
-ნუ გეშინია გთხოვ.
-არ მეშინია ანა. გადავრჩებით. ყველა გადავრჩებით.
-ხო, შენ არ ინერვიულო კაი?
-კარგი.
-მოდი მომიწექი.
ცრემლს ვიწმინდავ მხრით და ანას ვუგორდები ლოგინში. ლოგინი ცივია, მაგრამ ჩემთვის თბილა, იმიტომ რომ გვერდზე ანა მიწევს. ადამიანი რომელიც თავის ტკივილს მალავს და მხოლოდ ბედნიერებას ასხივებს. ის მხოლოდ 10 წლისააა, მაგრამ იმაზე უფრო ჭკვიანია , ვიდრე ბევრი 40 წლის ადამიანი.
***
მეორე დღეს თვალები რომ გავახილე, დედაჩემის გვერდით ვიწექი.
-როგორ ხარ საყვარელო?
-კარგად დედი, შენ როოგორ ხარ? (ჩავეხუტე და შუბლზე ვაკოცე)
დედას სევდით ჩაშავებულ თვალებს რომ შევხედე, ცივმა ჟრუანტელმა დამიარა.
***
ტირილი, უამრავი ტირილი, უამრავი იმედით სავსე სიტყვა, რომელიც ყველას უხანგრძლივებს სიცოცხლეს.
***
ბავშვები კიდევ ტირიან, მე ხატებთან ვდგავარ და ლოცვას ვკითხულობ. უფალს მთელი გულით ვთხოვ გადარჩენას. ცრემლები თვალში მიდგება, თვალები მებლანდება მაგრამ არაფერს ვიმჩნევ. მე ხომ მინდა ძლიერი გოგო ვიყო. როცა ლოცვას მოვრჩი სავარძელზე წამოვჯექი და ლიზას(ჩემ პატარა ბიძაშვილს ) და ლაშას(ჩემ ძმას ვუყურებდი) 4 წელი. მხოლოდ 4 წელი. ვერაფერს ხვდებიან. (ვფიქრობ გულში) . ლიზა მოდის ჩემთან და მხიარულად მეკითხება.
-მალიი, დედიკო რატომ ტირის?
- ბედნიერებისგან ტირის საყვარელო. უხარია რომ ასეთი კარგები ვართ.
ყველაზე მწარე ტყუილი. ყველაზე იმედგაცრუებული სახე, რაც კი ოდესმე მინახავს. წყლიანი თვალები, რომლებსაც ტირილი უნდათ, მაგრამ ახლა არ არის ამის დრო. ჩემ თავს ვამშვიდებ და ბებიაჩემისკენ მივდივარ, რომელიც მდუმარედ ქსოვს.
-ბები რას შვრები?
- ლიზას თოჯიას კაბას ვუქსოვ ბე, შენ რას შვრები?
-რავიციი ბებო დედიკო სად არის?
- ვარდისფერ ოთახში იქნება საყვარელო.
***
(ვარდისფერი ოთახი)
ყველაზე მწარე მოგონებები. ვარდისფერი შპალერი, ვარდისფერი კარები, ვარდისფერი საწოლები, ვარდისფერი ფანჯარა დაბოლოს: ვარდისფერი ფოიერვერკი.
***
ყველა ბავშვი ტირის. მხოლოდ მე და ანა ვსხედვართ საწოლზე და მივჩერებივართ ერთ წერტილს. გული გატეხილი, ნამტირალევი თვალებით შევხედავთ ერთმანეთს და მერე ისევ იმ წერტილს ვაშტერდებით. ბებო ბოლთას სცემს. ხელში ჩემი ძმა მიჭირავს და შუბლზე ვკოცნი. სხვები მხოლოდ ტირიან. ტირიან გაუჩერებლად. ტირიან უსასრულოდ. შემოდის ბიძაჩემი, რომელიც ბებიაჩემთან მიდის და რაღაცას გაურკვევლად ეკითხება. ბებო ცხვირზე ხელს იფარებს და ოთახიდან გადის. დედა და ბიცოლა არ ჩანან. მე მამა მომენატრა. მამა თბილისშია საქმე ჰქონდა ერთი კვირით და წავიდა. მე მომენატრა მამა. თან ძალიან მომენატრა. მაგრამ დედაც მომენატრა, არ ჩანს.
-ძია დედიკო სად არის?
-მაღაზიაში გავიდნენ ნათია და ნინო და მოვლენ მალე.
-ააა კარგიი.
***
დედაჩემი ხელს მკიდებს, მე ჩემ ძმას ხელში ვიყვან. ყველანი სადღაც მივდივართ . უკუნითი სიბნელეა, ანა მეუბნება რომ მალე ყველაფერი მორჩება. ერთ დიდ ნივაში ვსხდებით 13 ადამიანი და ბიძაჩემი მხოლოდ დაქოქვას ცდილობს. ლაშას ლოყაზე ვკოცნი და ვეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვხედავ დაბნეულ სახეებს, კვლავ შიშისგან დაბნეულს. მანქანა მიდის. ყველაფერი ნორმალურად ხდება. უცბად ჩვენ წინ ტანკი ჩნდება და მანქანაც ჩერდება.
ბიძაჩემი გადადის, და რუსულად ელაპარაკება ვიღაცას. ისმის გასვრის ხმა და აღარაფერი ჩანს.
***
ტირილი, უთვალავი ცრემლი. ჩაშავებული თვალები. ანაც ტირის. მანქანა კვლავ მიდის.
-დეე , დაწყნარდი გთხოვ.
-(ხმას არ იღებს, უბრალოდ მიყურებს და ტირის) ცრემლს ვწმინდავ და შუბლზე ვკოცნი.
***
ბიძა. ბიძა აღარ არის. მიჭირს ამის გააზრება. ვუყურებ ანას ცარიელ სახეს და მთელ ხმაზე მინდება ტირილი. გვტკივა, ყველას ძალიან გვტკივა. ბევრი უთქმელი სიტყვა... ბევრი უთქმელი გრძნობა. ბიძა აღარ არის. მიჭირს ამის გააზრება.
***
შევედით თბილისში. აქაც ბევრი ტანკია. ფეთქდება მაღაზიები. ჩემთვის უკვე უჩვეულო ფაქტია. ავდივართ ჩემ ბინაში ყველანი, ახლა უკვე თორმეტნი ვართ. ბიცოლაჩემი თეთრია სახეზე. ანა ლიზას და ლაშას აძინებს. მე ფანჯრიდან კვლავ ვუყურებ ჰორიზონტს, რომელიც სავსეა სისხლით , ტკივილით....
კარებზე კაკუნი ისმის.
-ყველანი საწოლის ქვეშ და ბავშვები გააჩუმეთ(ისმის პაპაჩემის ხმა)
მიდის კარებთან და ჩვენ თვალწინ უამრავი სისხლი იღვრება. მთელ ხმაზე ვტირივარ. კარებს ბებო კეტავს. მივდვიარ პაპასთან.
-პაპი გთხოვ..
-არა შვილო... უფალმა ასე ინება
თავს გვერდზე წევს და უცბად დედაჩემი ხელს მკიდებს და გავყავარ მეორე ოთახში.
-დაწყნარდი საყვარელო გთხოვ, დაწყნარდი(პანიკურად ტირის). ყველაფერი კარგად იქნება
***
უკვე თერთმეტნი ვართ.
რამდენიმე საათში მამაჩემი აღებს კარს და მთელი ძალით გავრბივარ მისკენ . ვეხუტები, ვკოცნი , ის ცრემლებს მიწმინდავს.
*** (25 აგვისტო)
- ადიელებს ავიღებ, ტყეში იქნებ გამოგვადგეს.
-ხო აიღე საყვარელო.
ალბათ ტყეში მივდვიართ რომ გადავრჩეთ ყველანი არა? დღეს ლაშას დაბადების დღეა. ვცდილობ გახარებული ვიყო. ტორტის მაგივრად ატამში ვურჭობთ სანთელს და ვაქრობინებთ. მას უხარია, კვლავ ვერაფერს ხვდება. მინდა სულ ასეთი ბედნიერი სახე ჰქონდეს.
***
9 საათიანი ქრონიკა: თბილისში იკლო ტანკების რაოდენობამ და დასავლეთ საქართველოში შეინიშნება ბომბის აფეთქება.
ყველანი კვლავ ამ ოთახში ვართ და ერთმანეთს ვამშვიდებთ. ტანკები მართლაც აღარ ჩანან. თითქოს ყველაფერი მთავრდება.
***
ბიძა და ბაბუა. ყველაფერმა ჩაიარა , მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი ისევ სიცივით გვივსებს გულს.
***
ახლა ყველანი დიდები ვართ. ჩვენში მაინც ყოველთვის დარჩება ის ტკივილი, ტკივილი რომელმაც შეცვალა ჩვენი სამყარო...



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

გული ამეწვა
relieved

 


№2  offline წევრი mariamgg

aanamaria
გული ამეწვა
relieved

<3

 


№3  offline წევრი mimimimo

თითქოს იყო ემოციური
მაგრამ
მე მაინც დამაკლდა.

 


№4  offline წევრი mariamgg

mimimimo
თითქოს იყო ემოციური
მაგრამ
მე მაინც დამაკლდა.

<3

 


№5  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Maxsovs es weli mec 6 wlis viyavi verafers viazrebdi chemi mshoblebi iq iyvnen da bebias asaflavebdnen im dges omi daiwyo dzlivs damarxes da wamovidnen yvela gadarcha madloba gmerts istoria ki kai iyo
--------------------
M.D

 


№6  offline წევრი mariamgg

mtirala var
Maxsovs es weli mec 6 wlis viyavi verafers viazrebdi chemi mshoblebi iq iyvnen da bebias asaflavebdnen im dges omi daiwyo dzlivs damarxes da wamovidnen yvela gadarcha madloba gmerts istoria ki kai iyo

madloba

 


№7  offline წევრი ლილიანი

როგორ საშინლად მახსოვს ეს პერიოდი მაშინ 9წლის ვიყავი ძაან მეშინოდა მეგონა მამაჩემს წაიყვანდნენ ჯარში და სულ ვტიროდი საშინელი პერიოდი იყო ეხლაც კი მაჟრიალებს ამის გახსენებაზე ძალიან ემოციური ისტორია იყო კარგად გადმოეცი

 


№8  offline წევრი mariamgg

ლილიანი
როგორ საშინლად მახსოვს ეს პერიოდი მაშინ 9წლის ვიყავი ძაან მეშინოდა მეგონა მამაჩემს წაიყვანდნენ ჯარში და სულ ვტიროდი საშინელი პერიოდი იყო ეხლაც კი მაჟრიალებს ამის გახსენებაზე ძალიან ემოციური ისტორია იყო კარგად გადმოეცი

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent