შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..


2-02-2017, 14:54
ავტორი lile-eli
ნანახია 6 277

-ძალიან დახვეწილხარ ჩემო ლამაზო! (გაიცინა)
კომპლიმენტიც დავიმსახურე ბიძაშვილისგან რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, საბა ჩემი ძმა (მამიდაშვილი) არის, ერთად გავიზარდეთ ტყუპისცალივით ორი დღეა სხვაობა 20 ივლისს საბა დაიბადა 22 ივლისს მე, ალბათ ამიტომაც გვესმის მარტივად ერთმანეთის.
-როგორ იმგზავრე?
-მშვენივრად. თქვენ როგორ ხართ? როგორ მომენატრეთ?
-იცოდე ვქეიფობთ! (დიტო)
-ხვალ. ახლა ვერ შევძლებ..
-კარგი ჩემი გოგო გამოიძინებს და მერე შევხვდეთ.. (საბა)
სახში მისულს სუფრა გაშლილი დამხვდა, რომელიც ორ დღიან ქეიფში გადაიზარდა.. როგორც საქართველოშია მიღებუილი.. გავიხსენეთ ბავშვობა, კურიოზები, თუ ვის ვინ მოსწონდა და როგორ ვაწონებდით ერთმანეთს თავს.. სკოლაში ყველას დიტო ჩემი შეყვარებული ეგონა და როგორ დამცინოდნენ სხვა გოგოებსაც ხვდებაო.. გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, არავის სჯეროდა მე და დიტო შეყვარებულები რომ არ ვიყავით.. საჩუქრები ჩამოვურიგე ყველას და ერთი მთავარი საჩუქარი დიტოს დაბადების დღისთვის ნაყიდი ”Aრმანი” - ს საათი შევინახე..
მე ლილე მქვია, სვანი ბებიას მარიამ ჯაფარიძის საყვარელი სახელი, მან თავისი სახელის დარქმევაზე უარი განაცხადა, ამიტომ ის სახელი დამარქვა რაც მას ძალიან უყვარდა, ეს გოგო ჩემი “მზეაო” და წილად მხვდა ბედნიერება სვანეთის მზის ქალღმეთის “ლილეს” (ელის საბა მეძახის, ყველას შებრუნებული სახელით მიმართავდა ბავშობაში) სახელის ტარებისა.. ვარ 20 წლის და პროფესიით მომავალი ,,ბავშვთა ფსიქოლოგი”. საყვარელი საქმიანობა ფოტოების გადაღებაა, ფაქტების ასახვა ფოტოზე.. ამერიკაში ვცხოვრობდი ორი წელი 2013 წელს მშობლები დამეღუპა ავარიაში, ამიტომ მამიდასთან და ბიძასთან საბას მშობლებთან ვცხოვრობდი 2014 წლიდან, გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი და დამატებით მასაჟის (რეაბილიტოლოგის) საქმე შევისწავლე.. მარტო დარჩენის შიში ჯერ კიდევ მაქვს, თუმცა ამის საშუალებას ახლობლები და მეგობრები არ მაძლევენ.. ახლა კი უნდა ვაღიარო ისე დავიღალე ყველას სტუმრობითა და ქეიფით მარტო მინდა ყოფნა.. სამი წლის შემდეგ პირველად გამიჩნდა სურვილი მარტო ყოფნის..
-საბა, ორი სამი დღით წავიდეთ სადმე, ოღონ მარტო მე და შენ!
-ცუდად ხარ?... შენ მარტო?
-კი ძალიან დავიღალე, ორი დღით რა, სანამ სწავლა დაიწყება ცოტა აზრზე მინდა მოვიდე.
-წამო წავიდეთ, სად გინდა?
-შენ სადაც იტყვი.
-ლოპოტა?
-ეგ ისევ ისეთი ძვირია?
-რა მნიშვნელობა აქვს? ორი სამი დღე ძვირი არ დაჯდება.
-კარგი ხვალ ან ზეგ წავიდეთ. ისე სწავლამდე დიდი დროა და დასვენებას მოვასწრებთ კიდე..
კუს ტბაზე ვირბინეთ და მივუახლოვდით ჩვენს საყვარელ ადგილს, სადაც დავრბოდით და ვისვენებდით ხოლმე, ტბის იმ მხარეს სადაც ყველაზე ლამაზი ხედი იშლება და სიჩუმეში ისმის მხოლოდ ფოთლების შრიალი, რომელიც გაახლოვებს საკუთარ თავს, ორივეს სიჩუმემ დაგვრთგუნა და უცებ ერთად წარმოვთქვით:
-რა გვჭირს????!!!!!!
გაგვეცინა... სიჩუმემ ისე შემაშინა, რომ შევეცადე ეს სიჩუმე დამერღვია..
-აღარ დარბოდი ხოლმე? წამო გავიაროთ, უკვე ღამდება და სალომეზე არ ვისაუბროთ?
-რა გითხრა? ურთიერთობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას...
-ისევ ფიქრობ, რომ არაფერი გამოგივათ?...
-არ უნდა ვიფიქრო?...
-არ ვიცი, ხომ უნდა ეცადოთ? ერთად როცა ხართ არ გეტყობათ პრობლემები..
-შერიგება პატიებას არ ნიშნავს...
-კარგი რა საბა.. მთავარი სიყვარულია დანარჩენი მოგვარდება..
-ვნახოთ.. დრო გვიჩვენებს.
-დროს შენ უნდა აჩვენო საბა!
-კარგი წამო და ეგ თემა მერე..
საღამოს “ისთ ფოინტი” დავათვალიეთ მე საბამ და ანასტასიამ, ამჯერად მეგობრების გარეშე ყველას საქმე ჰქონდა, აპარატებზეც კი ვითამაშეთ, შემდეგ ბილიარდის თამაშსს შევყევით.. ძალიან გვიანი იყო სახლისკენ რომ მივდიოდით, Aნასტასია ისე დაიღალა მანქანაში ღრმა ძილს მიეცა.. ერთ-ერთ ბენზინ გასამართ სადგურთან, რომ გავჩერდით გადავედი და სურათების გადაღებას ისევ ვაგრძელებდი, საბამ ბევრი გადამიღო სავაჭრო ცენტრში და თან ვათვალიერებდი... შორი ახლოს ყვირილის ხმა ისმოდა აშკარად ვიღაცას სცემდნენ, ლანძღავდნენ, მანქანაში ჩავჯექით და ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით ჩხუბის ადგილს, ტელეფონი ავიღე ხელში..
-არც იფიქრო! ჩვენ არ გვეხება!
-რატომ არ გვეხება? შენ არ გეხება მე არ მეხება და ვხოცოთ ერთმანეთი?..
-ელი საქართველოში ხარ! შენ მეტი პრობლემა შეგექმნება ვიდრე ამათ.. ეე
დიტოს მანქანას აქ რა უნდა...
-რაა, დიტო? გააჩერე!
-შენ აქ იყავი!
-დამცინი?
-ეე ბიჭებო ვიღაც მოვიდა.. ერთერთმა წამოიძახა
-ელი დარჩი მეთქი!
-ნუ მიყვირი!.. დიტო აქ რა გინდა?..
-ელი არ მოხვიდე გთხოვ..
საბა შეერია ხროვას, დიტო კი ჩემთან მოვიდა და ცდილობდა არ მივეშვი..
-დიტო როგორ ხარ, აქ რას აკეთებ? სახეზე რა გჭირს?
-ელი გთხოვ, აგიხსნი ოღონდ მანქანაში დაჯექი და დამელოდე..
-და თქვენ განაგრძობთ ხოცვას?..
გავექეცი დიტოს.. ანასტასია სულ დამავიწყდა, მაგრამ არ გაუგია ისე ეძინა..
-ელი ნუ მაბრაზებ აქ არ მოხვიდე მეთქი! აქ რა გინდა?.. მიყვიროდა საბა
-რა მინდა და პატრულში დავრეკე!
-რატომ დარეკე? ვინ გეკითხება? ვინ ხარ?!..
ერთ-ერთი ბიჭი გამოეყო, მომიახლოვდა და მუშტი სახეში გამარტყა, თან დააყოლა..
-რა იცი აქ რატომ ვართ?
ატყდა ჩოჩქოლი, დავეცი მოულოდნელი დარტყმისგან, დიტო დამეწია და სანამ საბა დაარტყამდა “ჯენტმენს” დიტომ გაიყვანა, თუმცა დიტომაც არ დააკლო, ყველა ერთმანეთში ირეოდა, ნაცემი ბიჭი დავინახე სახით იწვა მიწაზე, მივედი გადმოვაბრუნე, ცოცხალი იყო შეიძლება ითქვას ახალი დაწყებული ჰქონდათ ცემა, კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ იყო..
-ასეთი რა გააკეთე, ასე, რომ მოგექცნენ?
ხველა დაეწყო, ბიჭები გართულები იყვნენ ძალიან, დიტომ შემამჩნია და მოვიდა ჩემთან:
-არაკაცია, მაგის გამო შენ ნუ ნერვიულობ..
-შენ რასაც აკეთებ ეგ კაცობა?
-ელი გთხოვ..
-მე შენ საქმეში არ ვერევი, ამის უფლება არ მაქვს, უბრალოდ გთხოვ აქ
არ დატოვოთ.. და შედეგებზე დაფიქრდი!..
ავდექი და წამოვედი, საბასთან მივედი “ჯენტმენს” (თურმე თემო ჰქვია) ისევ დაძაბული ესაუბრებოდა, ბიჭებიც მანდ იდგნენ, ყველა იმ ბიჭს ადანაშაულებდა რომ, თურმე ჩემთვის არ უნდა დაერტყა.. საბა დავიყოლიე და მანქანისკენ წავედით.. სანამ მანქანაში დავჯდებოდი, დიტომ დამიძახა ხვალ ყველაფერს ამიხსნიდა, შევბრუნდი, ხელი დავუქნიე, თანხმობის ნიშნად და დავინახე, ნაცემი ბიჭი დგებოდა, რაღაცამ მანქანის და განათების შუქი აირეკლა, დავიყვირე დანა აქვს და გავიქეცი, დიტო შებრუნდა ფეხი აუქნია, ყველა მივცვივდით, დიტოს ფეხი სტკიოდა შარვალი გავუჭერი იმ დანით, კუნთი ჰქონდა დაზიანებული, ძვლის მხარეს ზედაპირულად, ნაკაწრი იყო.. იმ “საწყალს” კი რამდენჯერმე ისევ მოხვდა.. დიტოს ცხვირსახოცი ამოვაცალე ჯიბიდან გადავუჭირე, სისხლდენისგან რომ თავი დამეზღვია..
-საშიში არა, წამო სახში მე დაგიმუშავებ.
-იყოს სახში მივხედავ..
-და ლია დეიდას რას ეტყვი? ძაღლმა მიკბინაო?..
-აუ ხო ისედაც ყველაფერზე ნერვიულობს.. გიგი მე საბას გავყვები რა..
-ადექი, მე დამეყრდენი..
საბამ მხარზე დაიყრდნო დიტო. გიგის, რომელიც ყველაზე აქტიური იყო, რომელის ყველა მითითებას ასრულებდნენ ბიჭები, როგორც უფროსის ბრძანებებს, ახლა შევამჩნიე, ძალიან სიმპატიური და სასიამოვნო ბიჭი იყო, თუმცა არასოდეს მინახავს დიტოსთან.. ვიფიქრე ამას (სიმპატიურ უფროსს) ვთხოვ იქნებ არ დატოვონ ის ნაცემი ბიჭი.. დიტოს მიეხმარა მანქანაში დაჯდომაში..
-უკაცრავად.. ბოდიში, რომ ვერევი, მაგრამ ძალიან გთხოვ აქ არ დატოვოთ რა..
არაფერი არ უთქვამს, განერვიულებული და შეშინებული იყო, წამოვედით, გზაში ხმა არ ამომიღია, თითქმის გზის ნახევარი გავიარეთ და ვიგრძენი, რომ რაღაც მაკლია.. ფოტოაპარატი საკიდით აღარ მეკიდა კისერზე.. შევყვირე ფოტოაპარატი მეთქი.. დამენანა, რადგან ის დედისა და მამის სახსოვარი იყო, რომელიც ოთხი წლის წინ მაჩუქეს, დაბადების დღეზე... მას შემდეგ სულ თან დამაქვს, მარტოობას ეს აპარატი მივსებს... ანასტასიას გამო აღარ დავბრუნდით, დამპირდნენ ბიჭები, რომ დილით მოძებნიდნენ.. სახში, მივედით. ჭრილობა დავუმუშავე, დიტოც მოყვა მიზეზს, ერთ-ერთი გიგის (სიუ-ს) მეგობრის, გიორგის დეიდაშვილის გაუპატიურებას ცდილობდა, ორივე ნასვამ მდგომარეობაში ყოფილან, როცა დიტო, გიგი, თემო და გიორგი მოდიოდნენ ბარიდან შარდენზე, გიგის და დიტოს ბარი აქვთ, უნდათ განაახლონ და მუშაობდნენ, დიტო ადრე გასულა, მანქანის გამოსაყვანად, ჩიხში შეუმჩნევია, როგორ დაარტყეს და აიძულებდნენ იმ გოგოს ურთიერთობას ორი ბიჭი, დიტო მიეშველა დანარჩენებიც მიცვივდნენ.. მოკლედ ჩემი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა არადამიანური ფაქტის მოწმეც და მოსამართლეც.. ერთ-ერთი გაქცეულა, ამიტომ აღმოჩნდნენ კახეთის გზატკეცილზე..
-საბა ძალიან მშია, საჭმელად გვინდოდა წასვლა და კარგადაც ვჭამე..
-ელი მიდი რამე მოამზადე..
-აუ ბიჭები მწერენ, როგორ ვარ და ვეტყვი ამოვიდნენ, რა?..
-რას მეკითხები!? აბა რა უნდა ქნა.
-არაფერი არ მაქვს, მხოლოდ ის რაც ქეიფიდან მორჩა, და პიცას
გამოვაცხობ..
-მეტი არაფერი არ გვინდა, ელი ჩვენ დასალოცად ეყოფათ..
-დაგლოცავ თუ მოვედი მანდ!
-კარგი ნუ ნერვიულობ მართლა ქორწილი კი არ გვაქ.. აი მოვიდნენ.
საბაც აჰყვა დიტოს.. შემოლაგდნენ ბიჭები.. გავიცანი ყველანი თავიდან და “ზრდილობიანად”, არცერთი აღარ იგინებოდა.. სამზარეულოში გავედი, საბამ ჯერ კიდევ ვერ მოინელა თემოს საქციელი და საუბარში ეტყობოდა, თუმცა “სიუმ” საკმაოდ მშვიდად და დამაჯერებლად “შეარიგა”, მესიამოვნა სიტუაციას ასე კარგად, რომ ფლობს ვიღაც მაინც.. გავიფიქრე.. ჩემი პიცა გამოცხვა, მეორეც მოვამზადე, ხაჭაპურიც გავაცხელე.. წინადღის სადილებიც გამოვიღე მაცივრიდან.. ვიღაც გავიდა გარეთ.. ვერ დავინახე ვინ, თუმცა დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.. მისაღებში დავიწყე გატანა მომზადებული ვახშმის და მხოლოდ გიორგი იჯდა სტუმრებიდან, გული დამწყდა ისე წავიდა არც დამემშვიდობა.. თუმცა აღარ მიკითხავს, გავაგრძელე საქმე.. მეორე პიცაც გამოცხვა და ვჭრიდი, სამზარეულოში შემოვიდა ვიღაც საბა მეგონა, ვთხოვე თეფში გაეტანა.. უხმოდ აიღო ხელში, რომ შებრუნდა შემთხვევით შევხედე და სიმპატიური უფროსი აღმოჩნდა.. გავეკიდე..
-უკაცრავად საბა მეგონე..
-არაუშავს, მეც შემიძლია.
-გიგი რას დალევთ?
-ცოტა ვისკი.. ან კონიაკი..
-კარგი. Oრივე გვაქ, ელი ყინულიც რა..
დასხდნენ ბიჭები წვენი მიმქონდა გავჩერდი და გამეღიმა.. ყველამ გამომხედა..
-ბიჭებო რას აღნიშნავთ?..
მეგონა დავცინე.. გაეცინათ.
-ჩვენს ნიშნობას ელი. (აქეთ დავიცინე)
-დიტო მეორე ფეხს მე გატკენ! და ენასაც მივაყოლებ!
-მოდი აქ დაჯექი რა.. ბავშვი როგორ არის?
-სძინავს. მოვალ ეხლავე, ყინულს და ტელეფონს მოვიტან.
-სახეზეც დაიდე და არ გაგილურჯდება.
-დავიდე უკვე, გაივლის.. შენ არ დალიო!
-ელი ბოდიში, განერვიულებული ვიყავი და ცუდად მოვიქეცი..
-არაუშავს გავუძლებ. სხვასთან ასე არ მოიქცე, თორემ დიტო დაგადგება თავზე..
გემრიელად იცინესს, რადგან ძალადობა ვიგულისხმე რის გამოც გაასამართლეს ის ბიჭი.. მეც დავჯექი დიტოსა და საბას შორის, ვისაუბრეთ ბევრიც ვიხალისეთ, დიტო არ გაჩუმებულა განაგრძობდა ჩემზე ხუმრობას, თან სასმელს მაძალებდა სასმელი კარგად მოგვეკიდა, ბიჭები აირივნენ, ეს თემო ცოტა მაღიზიანებდა ალბათ ჩემმა დარიგებამ გააბრაზა, თან თითქოს ცდილობდა ეგრძნობინებინა, რომ მანდ არ უნდა დავმჯდარიყავი, ამიტომ სიტუაციის დაძაბვას ვარჩიე ოთახიდან გამოსვლა. ანასტასიამ გაიღვიძა ოთახიდან გამოვიდა, მოვიდა ჩამეხუტა, ბიჭები რომ დაინახა დაიმორცხვა..
-ეს რა ლამაზი გოგოა.. ვინ არის?
იკითხა გიორგიმ, დიტომ ისევ იმაიმუნა:
-ელის გოგოა. Aი ცოლად რომ მოვიყვან მერე ჩემიც იქნება.
-ალა მეთქი თქვა!
გაუბრაზდა Aნასტასია, ყველამ იცინა, რადგან მართლა ბრაზობს, როცა ჩემს გათხოვებაზე ელაპარაკება ვინმე, მითუმეტეს დიტო..
-ელი, ბაბა მინდა ლა..
-არ გვაქვს.
-დავატეთოთ ლა..
-კარგი გავაკეთოთ.
სამზარეულოში პატარა ჭადი გამოვუცხვე და ბაბაც გავაკეთე, დედა გვიკეთებდა ხოლმე მე და საბას.. თეფშზე დაულაგე, პატარა ბურთებს მიირთმევდა ქალბატონი თან ვსაუბრობდით.. უცებ სიუ შემოვიდა წყალი მოიმიზეზა, გამიკვირდა, რადგან წყალი ჰქონდათ მაგიდაზე. Aნას თეფშს უყურებდა, უცნაურად გაიღიმა და გაბრუნდა. Aნასტასიაც გაიქცა ბიჭებთან, მე არ გავსულვარ თემოს გამო, სამზარეულოს დალაგება ვარჩიე.. დიტო შემოვიდა კოჭლობით:
-რატომ აღარ გამოხვედი? ელი მართლა გწყინს, რომ გეხუმრები?
-არ მწყინს, მაგრამ ასე მგონია არანაირი შანსი არ მაქვს ბიჭებთან და ცდილობ გული გამომიკეთო.
-კაი ტო, მართლა? ხომ იცი რომ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი გოგო ხარ ვინც მინახავს.
-ესე იგი ბევრი არავინ გინახავს.
-კარგი რა.. შენ თუ ლამაზი არ ხარ, იმ ჟურნალში ვინ არის? მე?
-რა ჟურნალში რას ყვირი?.. წამო დაჯექი ფეხი გეტკინება. Iმჟურნალს სერიოზულად უყურებ შენ?
-დედას გეფიცები აწი აღარ ვიხუმრებ ამ თემაზე.. ჩემი “ლევისას” აღარ გავაბრაზებ..
-აუ წამოდით რა.. ელი Aნასტასია წუწუნებს და მიხედე.
-წამო ცოტა ვაწვალო ტიკტიკა.. ჩემი ტიკტიკა მოდი აქ დაჯექი. იცით ამან რა მაგარი ლექსები და ლაპარაკი იცის?..
-მე შენი სიმგელა მომტონს.
-ვიმღეროთ?
-კი. ელის სატაპული მინდა!
-აი აიღე, რომელი სიმღერა ვიმღეროთ?
-ყველა.
-ჩვენს შინაურ გარემოს სიმღერა აკლდა და ისი გამოცხვა, დიტო და საბა მღეროდნენ. მე მოშორებით “დესაუს” მივეყრდენი და ვისმენდი სიმღერებს.. გიორგი მომიახლოვდა, ჩემთან საუბარი სცადა:
-ელი დიდი მადლობა. ძალიან გემრიელად ამზადებ.
-რას?.. მადლობა.
-ბოდიში, დღეს ცუდ სიტუაციაში მოგვიწია შეხვედრა..
-არაუშავს ხდება ხოლმე, საცემი უნდა იცემოს!
-ასეთი კატეგორიული ხარ ხოლმე?
-საბას და დიტოს ხელში..
სიცილის დროს შევამჩნიე რომ სიუ გვიყურებდა, დავიძაბე.. სიგარეტის ბოლი სახეს უფარავდა, თუმცა მისი შავი თვალები კარგად ჩანდა, რომელიც ძალიან მომწონდა.. სასმელი მასაც ეტყობოდა, თუმცა ყველაზე დინჯად იჯდა და ყველას აკვირდებოდა შორიდან.. მერე ანასტასიამ მოირბინა, ხელში აყვანა მთხოვა და ჩუმად მითხრა გიორგის რომ არ გაეგო:
-დედას დაულეტოთ და მამასთან დავატინოთ ლა..
-კარგი. იცი დიტო აქ რჩება.
-ლატო? ცოლად გაკევი? შეჰყვირა პატარამ, ყველას გაგვეცინა..
-არა. ფეხი სტკივა და წასვლას ვერ შეძლებს.
-ელი ძალიან კარგი გოგოა? ჰკითხა გიორგიმ
-კი და მალტო ცემია, ალავის გავატან!
-ოჰო..
-განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.. ახლა კი
შეგჭამ!
-მაგარი გოგო ხარ შენ. დედიკოს გავხარ!
ეს შეფასება გამიკვირდა, მაგარამ ყურადღება არ მივაქციე..
ამ “ნიშნობამ” კარგად ჩაიარა, თემოს რეპლიკებს ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, ვერ მივხვდი რატომ იყო ჩემზე გაბრაზებული, ან ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობდა, ან აზიატურ ხასიათს ვერ თოკავდა, ამდენ ბიჭში ერთი გოგო, თან ვსვამდი.. მეორე დილით, დიტოს მივაკითხე, ის ჩემს ოთახში მოვათავსეთ, მე და ანასტასია ერთად ვიწექით მამიდას ოთახში.. ის და საბა უკვე საუბრობდნენ. დიტოს მოვუბოდიშე ბევრი სისულელე გითხარი გუშინ და ყურადღებას ნუ მიაქცევმეთქი, მანაც დამცინა.. ერთი კვირით მივლინებაში მყოფი დიტო სახში გავუშვით მანმადე გოგონებიც ამოდიოდნენ ხოლმე.. სიუ კი არ გამოჩენილა, გული დამწყდა და ვფიქრობდი ბიძაშვილი, რატომ არ მოინახულა ერთხელ მაინც... და აი გამოჩნდა კიდეც, თავის სახში წვეულება მოგვიწყო, მე, და საბა დაგვპატიჟა, მე კი მარტო ყოფნა მოვიმიზეზე და სალო წავიყვანე, თან საბას ვიცი მასთან შერიგება უნდა..
გოგონები გვიან წავიდნენ, ყველაფერი განვიხილეთ.. სალომეს შერიგებისკენ მოუწოდებდნენ.. მართლაც, საუკეთესო წყვილის სტატუსი ჰქონდათ, როცა საბა და სალო დაქორწინდნენ.. თითქოს ორივეს უნდა შერიგება, ბიძგი ჭირდებათ.. Aმიტომ ერთი იდეაც დაიბადა მათი შერიგების, ჯერ საბასთან შევათანხმებ.. საბამ გამოგვიცხადა, რომ დიტოს დაბადების დღეზე, არა რესტორანში არამედ, სიუსთან სახლში წვეულებაზე მივდივართ, ძალიან მოვინდომე და მაღლებზეც დავდექი, მოკლედ გამოვეწყვე ისე როგოც გოგონები ცდილობენ ბიჭების ყურადღების მიქცევას..
“ვილაშიც” აღმოვჩნდით.. სახლი იყო საოცრად დიდი და ლამაზი.. “დიღომის დიდი სახლებიდან ერთ-ერთი მათგანი” დიდი აუზით, ალბათ ეზოც დიდი იყო... საკმაოდ ბევრი ხალხით, (ახალგზრდობა) თვალით სიუს ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ.. სასიამოვნო გარემო იყო.. დიტოს საჩუქარი გადავეცი, ვერ მოითმინა და გახსნა.. გადაირია მისი ლურჯი თვალებითაც მიხდიდა მადლობას და დამკოცნა “არამნის ფანმა” მაშინვე გაიკეთა.. საბას და სალომეს სიმღერის დროც მოვიდა “Goapele - Back To You“ საუკეთესო შესრულების შემდეგ პირველად ოთხი წლის შემდეგ გამიჩდა სურვილი მეც მემღერა, არ ვიცი ან თავი გამომეჩინა..
... ეს კაცი, სავარაუდოდ სიუს მამაა, ჰგვანან ერთმანეთს და ძალიან უცნაური მზერა შევამჩნიე, ვერ მივხდი და ვერც ავხსნი როგორი გამოხედვა ჰქონდა, მაგრამ ძალიან დავიძაბე, უსიამოვნოდ ვიგრძენი თავი, ბართან მივედი და წყალი მოვითხოვე..
-დიდი მადლობა, რომ მოხვედი..
მომიახლოვდა და მითხრა, მისმა ხმამ ისე დამაბნია წყალი გადამცდადა ჭიქა დადგმის მაგივრად დამივარდა.. ბარმენს ყველაფერი დავუსველე..
-ბოდიში..
-არაუშავს... უკაცრავად.. (ბარმენს მივმართე)
-ელი ეს სიმღერა შენ გეძღვნება, მიყვარხარ!..
"RAIGN - Knocking On Heavens Door" ძალიან შემცხვა, მაგრამ სიმღერის სურვილი არ გამიქრა, ალბათ ჩემი ეგოს გამოძახილი იყო, მინდოდა მეც მათთან ერთად ვმდგარიყავი და მემღერა.. სიმღერა, რომ დასრულდა ეკლები დამაყარა ტანზე, მკლავზე ხელის გასმა დავიწყე და სიუმ მკითხა:
-გცივა?
-არა. რა საჭირო იყო მიძღვნა, მე რა შუაში ვარ?
-ლამაზად მღერიან. შეიძლება მეც მოგიძღვნა ერთი სიმღერა?..
დავიბენი, გაოცებისაგან თვალებში შევხედე, ვცდილობდი გამეგო რატომ მკითხა.. პასუხი არ გამიცია ადგა მივიდა დიტოსთან და საბასთან აიყვანა სცენაზე..
-მოგესალმებით ყველას. მადლობა რომ მობრძანდით.. ერთი სიმღერა მეც მინდა მივუძვღნა ადამიანს.. დიდი ხანია არ მიმღერია და სიმღერის სურვილი მან გამიღვიძა, ერთ მშვიდ და ლამასზს გოგოს ჩემი ძმის მეგობარს...
თვალი ჩამიკრა და ანიშნა ბიჭებს, რომ დაეკრათ და.. "Royksopp – Here She Comes Again"(dj antonio remix) ვარიანტი. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, მეგონა სამყარო ჩემი იყო, ბიჭი რომელიც მომწონდა სიმღერას მიძღვნის და რომელს? რომელიც ძალიან მიყვარს.. საოცარი შესრულება.. საზოგადოების აღფრთოვანება და კომენტარები.. სალომ ვისკი მომიტანა განტვირთვისთვის, ეს მართლა მჭირდებოდა.. ამდენი სასიამოვნო ემოცია ერთად.. ბიჭები ბართან ჩამოსხდნენ, სალომეს საბაზე ვუთხარი ააცეკვე, კიდევ ერთი ბიძგი რომ შერიგდნენ.. ან რაზე იჩხუბეს ალბათ თვითონაც არ იციან.. მე კი გადავწყვიტე მადლობა გადამეხადა "სიუ"-სთვის და ბართან მივედი.. შეიძლება ქვეცნობიერად საბა და სალომე არა შერიგებისთვის არამედ მარტო დარჩენისთვის ავაცეკვე..
-მოდი ელი.. დალევ კიდე?
ჭიქაგამომიწოდა, რადგან უკვე ცარიელი მეჭირა ხელში. უკვე გამოცლილიც მან გამომართვა და ბარმენს დაუდო.
-დიდი მადლობა. რატომ ღოყკსოპპ-სი?
-ტელეფონზე ეგ ზარი გაქვს, თან საბას ვკითხე...
-ვაიმე გიგი რა მაგარი იყო.. რამდენი ხანია არ გიმღერია, მეც რომ
გთხოვო არ მღერი და დღეს რა მოხდა?..
გოგო შემოუერთდა ჩვენ საუბარს... საოცარი სილამაზის, გარეგნობის, თუ აღნაგობის, არ ვიცი ამ დროს რას ამბობენ.. ან ყველაფერი ერთად სინქრონში აწყობილი.. გოგო, რომლის გარეგნობაზეც, გოგო, რომელზეც ყველა ოცნებობს და ფიქრობს განურჩევლად სქესისა.. ვიგრძენი ეს გოგო ახლობელია, იმდენად ახლობელი, რომ თავი ზედმეტად ვიგრძენი და მეტოქედაც კი.. ვის მეტოქედ საკუთარ თავს დავცინე გამეღიმა და სასწრაფოდ გარეთ გამოვედი.. ძალიან დავპატარავდი, უსუსრი არსება მეგონა თავი, რომელიც თავის დაღწევას ცდილობს ყველაფრისგან, მაგრამ როგორ?.. ან რისგან?..
ყელში ბურთი გამიჩდა. სახში წასვლის სურვილმა იმატა. მუხლებს ვეღარ ვიმორჩილებდი, ნამდვილად ჩემი სახში წასვლის დრო იყო. სასწრაფოდ საბა მოვძებნე და სახში წასვლაზე დაველაპარაკე. წინააღმდეგობა არ გაუწევია გაციება მოვიმიზეზე ისე ვკანკალებდი სიცხიანი ვეგონე. მივხვდი მას და სალოს არ უნდოდათ წამოსვლა და გიორგიზე ვუთხარი ის გამოყვანსთქო, შევატყვე გიორგის ესიამოვნა. გულის სიღრმეში გავიფიქრე თუ მომიკითხავს, ხომ გაიგებს გიორგიმ რომ გამიყვანა. (ქალური ეგო ჩემშიც ყოფილა) ჩემ თავს ისევ დავცინე, იმ გოგოს მერე შენზე როგორც ქალზე?. ელი რა სასაცილო ხარ. მოკლედ მთელი გზა ხმა არ ამომიღია, თუ გიორგი მკითხავდა რამეს ვპასუხობდი, ვცდილობდი არ ეგრძნო, რომ მასთან საუბრის თავი ნამდვილად არ მქონდა, მე ხომ ღრუბლებიდან პირდაპირ “მიწაზე დავეცი” ყოველგვარი დაცვის გარეშე, როგორც იქნა მივედით სახლთან..
-პატარა ვისთან არის?
-ბებოსთან.
-ძალიან ცუდად ხარ?
-დიდი მადლობა გიო. თუ არ გეწყინება სხვა დროს შევხვდეთ, ახლა
ბიჭები მოგიკითხავენ.
-მებოდიშები?..
-დაახლოებით.
-არა მადლობა, სხვა დროს გინახულებ.
-კარგი, ნახვამდის..



პ.ს. მოგესალმებით ყველას, ვინც ამ ისტორიას წაიკითხავთ.
ჩემთვის ახალია მსგავსი საქმიანობა და მინდა შეაფასოთ.
დიდი მადლობა ყველას!



№1 სტუმარი Guest ანი

ცუდი არ არის,გააგრძელე.ვნახოთ მოვლენების განვითარება,თავიც არაა პატარა.. უბრალოდ რაღაცეები ცოტა გაურკვევლად გიწერია,დიალოგებში განსაკუთრებით :* წარმატებები :*

 


№2 სტუმარი Guest lile-eli

დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გავითვალისწინებ და ვეცდები გამოვასწორო.

 


№3 სტუმარი ბებო

ისწავლე ქართული მართლწერა, სახში კი არა სახლში!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent