შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუმჩნეველი (V ნაწილი)


2-02-2017, 21:22
ავტორი DarkRoses
ნანახია 1 548

იმ ღამეს დამესიზმრა რომ თბილისის ყველაზე მაღალ ადგილას მდგარი ქანდაკება ვიყავი. მთლიანად გაშეშებულს ხელები ჰაერში მქონდა აღმართული და ყველაფერს ზემოდან დავჰყურებდი. ვხედავდი ხეებს, ძველ და ახალ შენობებს, ზოგჯერ გადატენილ ზოგჯერ კი - ცარიელ ქუჩებს, ამწვანებულ ბაღებს და ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნებდი თვალს. გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას, ვერ ვინძრეოდი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვსუნთქავდი. უსულო არსება ვიყავი, მაგრამ მაინც ყველაფერს ვხედავდი. თვალების დახუჭვაც კი არ შემეძლო, რომ თბილისის ხედი ცოტა ხნით მაინც ჩამენაცვლებინა იმ შავი ფერით, რომელიც ყველაზე ძალიან მომწონს.
როდესაც სახლიდან გამოვიდა ეგრევე გამეპარა თვალი მისკენ, ამდენ ადამიანში მაინც დავინახე და გავარჩიე მისი სახე. როგორც ყოველთვის კლასიკურად იყო გამოწყობილი სამსახურისთვის, თუმცა მის გარეგნობაში მაინც იყო რაღაც სხვა, რაც არ მეცნობოდა. კარგად რომ დავაკვირდი მივხვდი, რომ თმები შეჭრილი ჰქონდა. ის ლამაზი კულულები, რომლებიც ადრე სახეზე ეყრებოდა აღარ არსებობდნენ, თითქოს მის თმას ხიბლი დაეკარგა. სულ სხვანაირი გამოჩნდა, მაგრამ მის მიმართ მაინც ვგრძნობდი რაღაცას.
უსულო არსება ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი.
მეორე ღამეს უკვე წყალში ჩაძირული ვიყავი. ყველანაირად ვცდილობდი ფსკერზე ამოსული მცენარეებისგან თავის დაღწევას, თუმცა ჩემი ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. ნელ-ნელა ვკარგავდი გონებას, ვითიშებოდი და ვერაფრის გააზრებას ვახერხებდი. ერთადერთი რაც ბოლოს დავინახე მისი სახე იყო,იქ იყო, ჩემს გვერდით, თავისუფალი და მიყურებდა. ჩემს გადასარჩენად არაფერს აკეთებდა, მხოლოდ მკაცრი სახით მაკვირდებოდა და ჩემს უკვე შესწავლილ სხეულს კიდევ ერთხელ, ახლიდან შეისწავლიდა.
ზუსტად ამ ღამეს მისი მოკვლის სურვილი გამიჩნდა.
მესამე ღამეს ჩემთვის უცხო ადგილას ვიმყოფებოდი, კლდის თავზე, იმ ამაღლებულ ადგილზე, რომლის ყოველთვის მეშინოდა. სადაც მხოლოდ მდინარის ჩხრიალი, ქარის ძლივს შესამჩნევი ბზუილი და წვიმის წევეთების ქვებზე დაცემის ხმა ისმოდა. იქიდან დათოვლილ მთებს და მათთან შერწყმულ კუპრივით შავ ღრუბლებს ვხედავდი. მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებდა არაფერს. იმ არაფერს, რომელიც ალბათ რეალობაზე გაცილებით უკეთესი იყო, უფრო ბედნიერი და კარგის მომტანი. მხოლოდ ერთი, სულ ერთი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი, როდესაც უკნიდან ვიღაცამ ხელი დამიჭირა და ჩემი შიშველი სხეული მისსას ააკრა. მისმა შეხებამ საშინელი გრძნობა განმაცდევინა, ერთიანად გააღვიძა ჩემში სიძულვილი და სიბოროტე. ლამის ხელები დავუშინე და ჩემთან ერთად გადავაგდე კლდიდან, თუმცა ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო, ვიცოდი რომ მას წინააღმდეგობას ვერაფრით გავუწევდი. შემდეგ ჩემი დასუსტებული სხეული ხელში აიყვანა და ყველაფერი გაუჩინარდა, ჩვენი ჩათვლით.
დღესაც ზუსტად იგივე სიზმარი ვნახე, ისევე როგორც გუშინწინ. უკვე ჩემი და მისი ყოველი მოქმედება დაზეპირებული მაქვს და ველოდები იმ საბოლოო მომენტს, როდესაც ეს სიზმარი ძლივს შეიცვლება, ან ყველაფერი მართლაც დასრულდება. ეს კვირაა ღამე გაოფლიანებული ვიღვიძებ და შემდეგ ძილს ვეღარ ვიბრუნებ. მთელი ღამე ფანჯარაში ყურებით გამყავს.
ორი საათის წინ მძინარე თორნიკე სახლში დავტოვე, თვითონ კი სარბენად წავედი. იქამდე ვირბინე სანამ არ ვიგრძენი რომ ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი. მიუხედავად დაღლილობისა თავს მაინც ძალიან კარგად ვგრძნობდი, თითქოს ყველაფერი ამოვყარე და ძლივს დავისვენე იმ დარდისგან, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემში ვინახავდი. ახლა კი აბაზანაში ვარ, ცივ წყალში გაუნძრევლად ვწევარ და ჭერს ვუყურებ. არ ვიცი, რას ველოდები, არც ის ვიცი რის გავაკეთებ ვაპირებ მომავალში, მაგრამ ამ ყველაფრით ისეთი დაღლილი ვარ ნებისმიერ წუთში შემიძლია თამაშზე უარი ეგრევე ვთქვა, როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდება.
ქვემოთ ვცურდები, სახის ყოველ ნაწილს წყალში ვყოფ, ცხვირის გარდა რომ სუნთქვა შევძლო. ვცდილობ ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადო. არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა, როგორ უნდა დავიწყო ჩვენი საუბარი, როგორ შევაპარო, როგორ დავაჯერო რომ ეს ხუმრობა არ არის. დარწმუნებული ვარ ეწყინება, პირველად გაბრაზდება ჩემს წინაშე ისე როგორც არასდროს, ალბათ ყველაფერს დალეწავს სახლში, ბოლოს კი მისთვის შეუფერებელ სიტყვებს მომაძახებს და ჩვენი სახლიდან ცხოველივით გავარდება. შემდეგ ჩვენს მეზობლებს ახალი საჭორაო თემა გამოუჩნდებათ. გამკიცხავენ, გამაკრიტიკებენ, გაიცინებენ და ჩუმად, ჩემს ზურგს უკან ათას შეურაცხყოფას მომაყენებებენ, როცა თორნიკე ნივთების წასაღებად მოვა, როგორც მაინც პატიოსანი მამაკაცი, ისეთ მომენტს დაიჭერენ რომ სადარბაზოში შეაჩერონ და უთხრან თუ როგორ წუხან რომ სიყვარულში არ გაუმართლა და როგორ ღელავენ მასზე.


- იფიქრე? - მესმის თორნიკეს ხმა, როდესაც სახლიდან ერთად გავდივართ და სკვერში სასეირნოდ მივდივართ. მის ხმაში ცინიზმი იგრძნობა, გაოცებული ვატრიალებ თავს მისკენ, როდესაც მის სახეს თვალს ვუსწორებ მზერა პატარა სკვერში მოთამაშე ბავშვებისკენ გადამაქვს. ვერ ვუყურებ, არ შემიძლია. პასუხის მოლოდინში მამამისის ნაჩუქარ ვერცხლის ბეჭდის წვალებას იწყებს.
- ჯერ არა, მაპატიე, ვიცი ეს ის არ არის რისი გაგონებაც გინდოდა, მაგრამ დრო მჭირდება.
- ჰო, მესმის შენი, უბრალოდ ეს უკვე მეორე მცდელობაა, წინაზეც იგივე პასუხი გამეცი, შემდეგ კი როგორც აღმოჩნდა საერთოდ არ გიფიქრია, - მხრებს იჩეჩავს და ცდილობს დამაჯეროს, რომ დიდად არ აინტერესებს ეს საკითხი. ნაღვლიანად ვუღიმი, მაგრამ არც მიყურებს. - არ ინერვიულო, მე შემიძლია დაგელოდო, თუ მომცემ იმის გარანტიას რომ ლოდინს აზრი ექნება.
ბეჭდის წვალებას აგრძელებს. მისკენ ვიხედები, მიუხედავად იმისა რომ ბეჭედს უყურებს, მაინც ვხედავ თუ როგორი ნაწყენი სახე აქვს. აქ აღიარება არ ღირს, აქ უამრავი მშობელი და ბავშვია, რომლებიც გაკვირვებით და ინტერესით შემოგვხედავენ ამ საქმის გარჩევას თუ დავიწყებთ.
- რა თქმა უნდა, აქვს, - ცოტა ხნით ვჩუმდები. ისიც დუმს და არაფერს მეუბნება. - უბრალოდ, მგონი ჯერ ადრეა, რა საჭიროა ქორწილი? ისედაც კარგად ვართ.
- შენს აზრს ალბათ გავითვალისწინებდი და არაფერს გეტყოდი უფრო პატარები რომ ვიყოთ, უკვე 37 წლის ვარ და ნამდვილად არ მსურს ასე უბრალოდ დაბერება, ჯერ მაქამდე ბევრი მაკლია, მაგრამ უნდა მივხედოთ ჩვენს ცხოვრებას. შვილი არ გინდა? პატარა ბავშვს რა ჯობია? ის ჩვენ ურთიერთობასაც უფრო გაამყარებს და ჩვენს ოჯახსაც ახალი სიცოცხლე შეემატება. არც კი მახსოვს როდის მინდოდა ბავშვი, მგონი ადრეული ასაკიდან, როდესაც დეა გაჩნდა და მეც შევიტყვე რომ და მეყოლებოდა და კარგი ძმა უნდა ვყოფილიყავი. - აღტაცებული მელაპარაკებოდა, თან სკვერში მოთამაშე ბავშვებს აკვირდებოდა. მათ თვალს არ აცილებდა, ჩემკენ გამოხედვაზე არც უფიქრია.
- ბავშვზე საუბარი მაინც ადრეა. - ჩემსას არ ვეშვები და ისევ მას ვუყურებ. არ მჭირდება ბავშვი, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, როდესაც მეთვითონვე არ ვარ ჩამოყალიბებული და ყველაფერში გარკვეული. ბავშვის ყოლა ოჯახში უდაოდ კარგია, მაგრამ მას მოვლა სჭირდება, ყურადღება და ის სიყვარული, რომელსაც მე სავარაუდოდ ვერ ვიგრძნობ. ბავშვს პატიოსანი და გულრწფელი დედა სურს და არა ის ქალი, რომელიც ყველას ატყუებს და შემდეგ უკვე მისივე მოფიქრებულ ტყუილებს იჯერებს. ალბათ ელენესნაირი ქალი გამოდგებოდა, ლამაზი, მიმზიდველი და მზრუნველი ქალი. მისთვის ოჯახი მართლა ბევრს ნიშნავს, ყოველთვის მაინტერესებდა მეც დავმალავდი თუ არა ცრემლებს და განცდებს ოჯახის გამო თუ - არა. პასუხი ახლა უკვე ვიცი. დარწმუნებული ვარ რომ სულ ჩემს თავს დავაყენებ პირველ ადგილას. ამ ეგოისტი ადამიანის ფიქრებს თავიდან ვერ ვიშორებ, მაგრამ ამის დამალვას უკვე არანაირი აზრი აქვს. ისედაც ყველა ყველაფერს ხვდება.
- ისევ შენსას იმეორებ.
- ხო, აზრს იმიტომ ვერ შევიცვლი რომ შენ ფიქრობ სხვანაირად. ამას ვერ მომთხოვ. თორნიკე, უკვე ოთხი წელია ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ მაინც არ არის ჩვენი ურთიერთობა ისეთი მყარი რომ ამ ყველაფერს გაუძლოს. ბავშვის ამბავს თუ გადავწყვიტავ იმ ბავშვსაც გააწვალებ და მეც დამტანჯავ. არ მინდა დედობა, ჯერ არა. - ხმას ვეღარ ვიმორჩილებ. ხალხის რაღაც ნაწილი უკვე ჩვენ გვიყურებს, ბევრის მზერას ვგრძნობ, ვიცი რომ გვაკვირდებიან და ყველანაირად ცდილობენ საუბარი უფრო კარგად მოისმინონ. თორნიკეს ბრაზი ერევა, მაგრამ მაინც ხმას არ იღებს. ნერვები კიდევ უფრო მეშლება, ასე ადამიანს ყველაფერი როგორ უნდა დაუთმო? რა უნდა ვაკადრო ისეთი რომ ბოლოს და ბოლოს ვათქმევინო ის, რასაც სინამდვილეში, გულის სიღრმეში გრძნობს? მინდა გავარტყა, ის ტკივილი მივაყენო რისი ღირსიც არის, თუმცა ამას ვერ ან არ ვაკეთებ. ამის მაგივრად გაცეცხლებული თვალებით ვუყურებ, რომელიც მას ასე ძალიან ეზიზღება.
ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ მომენტს, რომლის დადგომაც არაფრის დიდებით არ მინდა, მაგრამ ვიცი რომ მომიწევს. ამაზე პირიქით - ღიად უნდა დაველაპარაკო, ალბათ ყველაფერი, ეს საშინელება რომ ჩამოვირეცხო ყველა დეტალი უნდა მოვუყვე, ვუამბო ის რაც ჯერ არავისთვის მითქვამს, ვისაუბრო მასზე, იმაზე თუ როგორ მიყვარს, თუ როგორ შემიყვარდა, როდის, რა დროს. როგორ გამოიყურება, რითი ჯობია და რა უპირატესობები აქვს.
ჰაერს ღრმად ჩავისუნთქავ, სპეციალურად ვამზადებ უკვე ტექტს, რომელიც დარწმუნებული ვარ როგორც კი ხმას ამოვიღებ ეგრევე დამავიწყდება. სახლში დაბრუნებას ვთავაზობ და მისი სახის შესწავლას ვიწყებ, მინდა ყველა ემოცია დავინახო, არ მინდა არც ერთი გამომეპაროს. მინდა ვიცოდე თუ რა გაუხარდა ამ საუბრამდე, რა ეწყინა და რამ გააბრაზა.
ჩემს გონებაში მაინც ის თორნიკე იქნება. ის კეთილი, საყვარელი და პოზიტიური თორნიკე, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის არ მემეტება.



№1  offline წევრი ჭირვეული

რა მრავალწახნაგოვანია ადამიანის ბუნება.. მებრალება ეს გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent