შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი გრძნობები(6)


3-02-2017, 00:01
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 15 550

სახეზე თბილი ხელების შეხებას ვგრძნობდი, მარიამის ხმა ჩამესმოდა.მეგონა სიზმარს ვხედავდი და თვალების გახელა არ მინდოდა.
-დემეტრეე ... გაახილე თვალები თორე ჩემი ხელით მოგკლავ გეფიცები- მისი ტუჩები ლოყაზე შემეხო თავი დამადო და ღრმად ამოისუნთქა -დემეტრეე განგებ აკეთებ ხო? გინდა შემაშინო
-სიზმარშიც როგორ მეჩხუბები დედოფალო
-როგორც იქნა
-ნამდვილი ხარ?
-შენ რა სიზმარშიც მხედავ?
-ხო კოშმარები ხშირად მაწუხებს... კარი არ ჩამიკეტავს? თუ მოჩვენება ხართ და გამოძვერით კარში
-გირჩევნია დროულად ადგე და წახვიდე ქუთაისში თორემ სტუმრები მიგასწრებენ!
-წავიდე რას ნიშნავს... თქვენ არ მოდიხართ?
-არც ეგეთი ბოროტი ვარ საახალწლო განწყობაც რომ ჩაგიშხამოთ- ხომ ვამბობ ყველა გრძნობას მიქრებს და მარტო ის რჩება , ის ხდება გრძNობაც, ერთადერთი არსებაც დედამიწაზე,სულიერიც და უსულოც. ისე წამოვვარდი და ჩავავლე ხელი მკლავზე ვერ გავიაზრე რომ მხოლოდ ტრუსი მეცვა, ვერც ის გავიაზრე რომ ვეხვერწებოდი ცემთან წამოსვლას და ვერც ის ასე ძალიან რომ მაწუხებდა მისი სევდა ხმაში.
-გუშინ მეგონა შევთანხმდით ...
-არ შევთანხმებულვართ ,ხელი გამიშვი და დროულად წაბრძანდი.ის შენი გადარეული წაიყვანა უკვე ჩემმა ძმამ
-ვინ წაიყვანა?
-ნუ ღელავ არ რცება შენთან ნიკოლოზი...უბრალოდ ლიზი წაიყვანა და ვითომ საქმე ჰქონდა ქუთაისში. -ხელი გასწია და ისევ წასვლა დააპირა . ნერვებმა მიმტყუნა და კედელზე ავაკარი ძალიან მარტივად. აბა ისე ვერ ვაჩერებ და რა გავაკეთო.
-რომ გელაპარაკებით ნუ გარბიხართ ქალბატონო მარიამ... ეს ერთი და მეორე ვინ გითხრათ რომ თქვენთან ყოფნა განწყობას მიფუჭებს , ახლავე დავურეკავ შენს მოსამსახურეებს და ჩაალაგებენ ბარგს შემდეგ კი წავალთ . ჩემებს ვუთხარი რომ ერთად ჩავიდოდით და იმედი მაქვს არ გაანაწყენებ დედაჩემს
-პირველ რიგში მომშორდი... მეორეც თქმა არ მჭირდება ისედაც ვხვდები. შენ მშობლებს რატომ უთხარი ... შენ არ დაიწყე კონცერტები რომ არ წამოვსულიყავი? ახლა შეიცვალე აზრი? არა უბრალოდ ფიქრობ რომ გავბრაზდი და ისე უბრალოდ მეუბნები მაგას
-რა სისულელეა...ისე უბრალოდ რატომ გეტყვი. თქვენი აზრით რომ არ გაიბუტოთ მაგიტო ვმსახიობობ? შევიწუხებ მაგის გამო თავს? ვერც ვერაფერს ხედავთ და იგებთ რაც ცემთანაა კავშირში
-ხმას ნუ უწევ... –სუსტი ხმით მეუბნება, წესით მკაცრი უნდა იყოს და მისი ხმა მაიძულებდეს გაცერებას. ის კი ისეა ჩემ მკლავებში მოქცეული თიტქოს ჩემი მოშორებისას ძალა გამოეცლება და ჩაიკეცება. თვალები უფრო გაუმუქდა , ეს იმდენად საოცარი სანახავია მათში ჩაკარგვა მინდება ,მაგრამ თავს ვიკავებ როგორც ყოველთვის . ამასაც თუ გამძლეობა ჰქვია არ ვიცი ! - გეყოფა ! უბრალოდ გამიშვი
-გაგიშვებ რა თქმა უნდა ... ბარგი უნდა მოგიტანონ და ასე ვერ გამოვართმევთ- თვალებში ვუყურებ ,არ მჯერა რომ მასზე ვმოქმედებ,მაგრამ ფაქტია. იმედგაცრუებას გრძNობს ჩემი რაღაც ნაწილი, მეგონა მასზე ვერასდროს იმოქმედებდა ჩემი მზერა ახლა კი ისეა დამუნჯებული როგორც ყველა სხვა...-თუ არ გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა ...დაცვაც გამოგყვება -ერთ ტონალობაში ვსაუბრობ ,თითები მის თამში მაქვს ისე შეცურებული რომ ხელის გულით ყელზე ვეხები ცერას ლოყაზე ვატარებ თავს ოდნავ ხრის როცა თიტებს ყელზე ვატარებ და უკვე ჩემ თითებს უყურებს
-დაცვა შვებულებაშია ... საახალწლოდ გავათავისუფლე ლევანი
-ე.ი ყველაფერი გავარკვიეთ,შევთანხმდით და ისღა რჩება რომ ბარგი მოგიტანონ- უცებ ვშორდები , იმდენად მოულოდნელია მისთვის სახეზე აღშფოტება და იმედგაცრუება ეტყობა. ისე მიყურებს თითქოს ბრაზობს რომ მოვშორდი. თვალებს აშორებს წამიერად მზერას და ცემი სხეულის შესწავლას იწყებს. ო რა ცუდი გოგო ხარ მარიამ ,ძალიან ცუდი. არ ვაცლი „ტკბობას“ უცებ ვაქცევ ზურგს და საწოლამდე სანამ მივალ და მობილურს ავიღებ ჩემ ზურგს უკან ჩნდება ერთ ხელს ბეჭზე მადებს,მეორეს ჭრილობასთან და შეშფოტებული ამბობს
-ჭრილობიდან სისხლი მოგდის... უნდა დაგიმუშაო ნორმალურად თორემ გამწვავდება და
-დამშვიდდი ,დაუბრუნდი პირვანდელ მდგომარეობას და უბრალოდ დამელოდე- ხელს ვხვევ და სავარძელში ვსვამ მერე შუბლზე ვკოცნი ცებ, ეს რაღა საჭირო იყო. არ გამიაზრებია საერთოდ თორე საჭიროება რომ არ იყო მივხვდებოდი. თვალების ფახუნით მყურებს და ახლა უკვმე გააზრებულად მინდა რომ დავუკოცნო თვალები, ამ აზრის გამო ჩემ თავზე ვბრაზდები და სწრაფად ვაქცევ ზურგს. ძირს დაგდებულ შარვალს ვირებ და უბრალოდ ვიცვამ. მერე მობილურს ვპოულობ როგორც იქნა საბნის ქვეშ და იმდენი გამოტოვებული ზარი მხვდება ნახვაც არ ღირს. პირდაპირ მარიამის ბარგის მოტანის ბრძანებას გავცემ და მობილურს ტუმბოზე ვდებ . სწრაფად ვიღებ კარადიდან ტანსაცმელს და იმავე პოზაში მყოფ მარიამს ვუყურებ
-სააბაზანოში შევალ და მალე გამოვალ...
წყალს ვერ ვისხამ ჭრილობაზე და საერთოდ სარკეში რომ ჩავიხედე შემეშინდა,აი რატომ გასეშდა მარიამი .მეც არ გამიკვირდა? ისე მაქ დასიებული თვალები ჩემი მზერა ვის გათიშავდა აბა.
ცოტა ადამიანს ვემსგავსები ეს თმაც მომეზარდა და თუ არ გადავიპარსე ნერვებს მიშლის უკვე ისე ეხვევა. რა მოუწესრიგებელი გამხადა ამ სამსახურმა ,კოშმარი!
პერანგს ვიცვამ და ისე შევდივარ საძინებელში მარიამი გამოცოცხლებულა ხელში აფთიაქის ყუთი უჭირავს რომ მხედავს მაშინვე მიჭერს და გაქცევაც არ შემიძლია ! როგორ ვერ ვიტან ექიმებს მეზიზღებიან! ეს კიდე გახდა აქ პატარა ექიმი. რათ უნდა ამდენი გადახვევა და ამბები ასე რო გამეკეთებინა სხვა ჭრილობებეზე ხო გავაფრენდი!
-იცოდე არც გაბედო გაპროტესტება! უცებ გავწმენდ პერეკისით და მერე მალამოს წავუსვამ. - მტკიცედ იყო მარა როგორც კი სემეხო და ჭრილობას საფენი მოხსნა მაშინვე გაუხსირდა სუნთქვა, ისე უკანკალებდა ხელები სიცილი ვერ შევიკავე, წესით რომ მტკივა ის უნდა მაწუხებდეს და არა იმაზე დაკვირვებას ვახდენდე როგორი სახიტ უყურებს ჩემ ზურგს მარიამი. მაგრმა მეცინება და რა გავაკეთო ,ისეთი საყვარელია... მოცა რა არი? რა სისულელა საყვარელი ეს? ალქაჯი? გამორიცხულია, მგონი გუშინ თავი დავარტყი რაღაცას!-ხომ არ გტკივა? დემეტრე ...
-ა არა არ მტკივა თუმცა თუ სწრაფად გადაახვევ დამავალებ ბარგი მეც მაქვს ჩასალაგებელი
-ანუ დღეს ვერ ჩავაღწევთ? შენ ალაგებ?
-არაა მოსამსახურე მყავს და ახლა ამოვიყვან უჯრიდან ...-როგორც კი ახვევს მაშინვე ვისვამ პერანგს და ღილებს სანახევროდ ვიკრავ. კარადიდან ჩანთას ვირებ სწრაფად ვალაგებ ნივთებს და რომ ვბრუნდები მარიამი ისევ ისე დგას- როგორ ლაგდება ბარგი მასტერკლასიც გაგატარე ხომ ხედავ...
-ბარგსაც შენ ჩაგალაგებინებ მომავალში
-ზუსტად შენ საცვლებში ხელების ფათური მაკლდა და ეგეც დამავალე - ისე ვეუბნები წამში წითლდება. რაღაც სენსორი აქ უეჭველი,ასე უცებ როგორ ახერხებს დაბნევას ვგიჟდები. არ ვაცლი არაფრის თქმას სწრაფად ვასწორებ საწოლს და ოთახში დაყრილ ტანსაცმელს სწრაფად ვკრეფ იატაკიდან. სააბაზანოში გავდივარ სარეცხთან ერტად ვყრი და მერე უკან ვბრუნდები.-ყავას დალევთ? რა თქმა უნდა დალევთ . მართალია ჩემი საძნებელი მოგწონთ,მაგრამ სამზარეულოში გადმონაცვლება სჯობს ვგონებ
ყავა მალე გავამზადე, ფინჯნები მაგიდაზე დავდე. რა თქმა უნდა მიყურებდა და მეც რომ არ ვიმჩნევდი არც ფიქრობდა თვალის მოშორებას. სანამ ყავა მივირთვით მარიამის ბარგიც მოტანეს. ყველაფერს გადავხედე ,რამე ხომ არ მრჩებოდა შევამოწმე და როგორც იქნა გავაღწიეთ. მანქანას რომ მივუახლოვდით ცემი ყურადღებიანი ჯადოქარი გაჩერდა
-იქნებ მე დავჯდე საჭესთან ...
-ამ ახალ წელს ავარიით სიკვდილს და დალეწვას არ ვაპირებ!
-სისხლისგან დაცლა სჯობს აშკარად- ცხვირს იბზუებს და გაბრაზებული ჯდება მანქანაში.ღვედს მაშინვე იკრავს ხელჩანთას უკანა სავარძელზე დებს და მობილურს ათამაშებს გრძელ თითებში. მეღიმება ...
საჭესთან ვჯდები და სწრაფად მივდივარ ჩემი ქუთაისისკენ. თუმცა იმხელა მანძილია სწრაფად წასვლასაც არ აქვს აზრი, მაინც ვიღლები მგონი ქალბატონი მართალი იყო ზურგზე ჭრილობამ ცოტა შემაწუხა. მგონი ტემპერატურაც მქონდა, საეჭვოდ მცხელოდა, შუბლი რამდენჯერმე დამისველა ოფლის წვეთებმა. მარიამი გზას აკვირდებოდა, შროშაში რომ შევედით გზაში გამოფენილ ნაკეთობებთან დაკავშირებით მკითხა რაღაც არ ვიცი, შუაში გაწყვიტა საუბარი და უცებ ვიგრძენი შუბლზე გრილი ხელის შეხება.ისე მესიამოვნა ლამის თვალები დავხუჭე
-სიცხე გაქვს? -ისე შეიცხადა თითქოს ცუნამი უახლოვდებოდა და შევლას ითხოვდა- დემეტრე!
-რატომ ყვირით? პასუხს ისედაც გეტყვით. კი ,სიცხე მაქვს
-გააჩერე სადმე აფთიაქი იქნება
-აქ? აფთიაქი სად იქნება შენი აზრით
-მანქანა გააჩერე მაინც ასე ...
-დავიჯერო მეტყობა მართვაზე რომ სიცხე მაქვს?
-სანამ არ გაითიშები და დავიმტვრევით მანამ გინდა გაძლო? რა დაშავდება რომ დამსვა საჭესთან თუ ქალი საჭესთან არ შეიძლება...
-რა სისულელეა...უბრალოდ არ მინდა მეორედ შეიწირო ჩემი მანქანა. მახსოვს ბოლოს გაბრაზებულზე რაც უქენი მინებს „ჟესტი“ ასე მარტივად არ გასწორდება
-დემეტრე გეყოს ცინიკოსობა და გააჩერე მანქანა...-წყაროსთან გავაცერე,პირი მიშრებოდა და ცივ წყალს მაინც დავლევდი.
მანქანიდან რომ გადავედი მივხვდი ,რომ მართლა ცუდად ვიყავი. ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წონასწორობა დამერღვა,თვალები ამიბრჭყვიალდა . მანქანას მივეყრდენი ,წამიც არ დაგვიანებია ჩემ ალქაჯს ისე გაჩნდა ჩემთან შეშინებული ხმით და ხელების კანკალით, მეჩვენება თუ ცემზე მეტად ის ნერვიულობს. დაცვარულ შუბლზე ისევ მისვამს გრილ ხელებს და ლოყებზეც გადადის .ისევ მავიწყდება ყველაფერი და ახლა უბრალოდ მისი შეხება მსიამოვნებს, მინდა ხელისგულზე ვაკოცო ასეთი საოცარი მუხტი რომ მოაქვს .გამშრალ ტუჩებს ვილოკავ და ნერწყვს ვყლაპავ სიტყვის თქმა რომ მოვახერხო . მანქანიდან წყლის ცარიელ ბოთლს იღებს წყაროზე ავსებს და მაწვდის. ერთი ამოსუნთქვით ვცლი. ისეთი შეგრძნება მეუფლებათითქოს ცხელ ნაკვერჩხალზე ვასხამ ცივ წყალს .
ზუსტად არ მახსოვს რას მეუბნება გაბრაზებულ-შეწუხებული სახით.მარტო ის მესმის რომ მძღოლის ადგილს თავად იკავებს მე კი მის გვერდით ვარ. თავს უკან ვწევ და ვიძნებ. ვიცი მიშველის , ეს ხომ არც პირველია და არც უკანასკნელი. წყლის დალევა მთლად კარგი აზრი არ იყო,მაგრამ არაუშავს. სახლში ჩემი პატარა ექიმი ძამიკო მიმკურნალებს.
ბურუსიდან მარიამის ხმას გამოვყავარ. ისევ სახეზე მისვამს ხელებს თვალებს ვახელ ქუთაისში ვართ . აფთიაქთანაა გაჩერებული და წამალს მიწოდებს წყალთან ერთად.
-სიცხის დამწევია... -მიხსნის და მეც ვსვამ.- ახლა გზა მასწავლე თორემ მეეჭვება უბრალოდ მისამართის თქმით მივხდე სად წავიდე
-რა ცუდი მასპინძელი ვარ...ახლა უნდა გიხსნიდე ყველაფერს..პირველად ხარ ქალაქში
-მეტყვი თუ დავრჩეთ აქ
-პირდაპირ იარე და მერე პირველივე შესახვევში აუხვიე.რომელი საათია?
-ხუთი...
-ნაძვისხეს უჩემოდ ააწყობდნენ ვითომ?
-მეღადავები?
-რა სიტყვას იყენებ დედოფალო?
-შენ რა ნაძვისხის მორთვას აპირებდი?
-თქვენ არ ვიცი რომელ დეკორატორს იწვევთ ახალ წელს,ჩვენ კი ტრადიცია გვაქვს ასეთი ერთად ვაწყობთ ნაძვის ხეს და საერთოდაც ყოველთვის სახლში ვართ ამ დროს .პირველშ მივდივართ სტუმრად ან დასასვენებლად თუ გავდიოდით. 31 დეკემბერს კი ყოველთვის სახლშიი...
-ეგრე თუა უშენოდ არ ააწყობდნენ ნუ ღელავ...
-მამშვიდებ ალქაჯო?-ეს რომ ვუთხარი ისე დაამუხრუჭა მადლობა ღმერთს ღვედი მეკეთა თორემ ცუდად დასრულდებოდა ჩემთვის ის დღე
-რაო ვინო?
-ჩემი მოკვლა თუ გინდოდათ სხვა გზა ვერ გამონახეთ?
-ანუ ალქაჯი... ალქაჯი
-რა ალქაჯი...გეჩვენებათ? და მე უნდა ვიჯდე აქ და თქვენ მანდ? -ისე მიყურებს აზრი არ აქვს, ტუჩის კუთხეს ვერ ვიმორჩილებ მერიმება, რა ვქნა მათამამებს ის ფაქტი რომ მასაც უცინის თვალები, ხო უცინის თვალები და რა გავაკეთო . მგოი უკეტ ვარ..არა ტემპერატურა ისევ მაქვს ,მაგრამ ვეღარ ვგრძნობ. სახლის დანახვისას ხომ საერთოდ მიმაღლდება განწყობა. მარიამი მართალი იყო ,სტუმრებმა მომასწრეს. ნიკოლოზიც აქ ბრძანდება რა თქმა უნდა. მამა როგორ გაუშვებდა სახლში მისულ სტუმარს მითუმეტეს მიხეილის ვაჟს. გამორიცხული ფაქტია, უბრალოდ შეუძლებელი.
-ქალბატონო დედოფალო...იცოდეთ მე კარგად ვარ, ხარივით ჯანმრთელი ... არაფერი მაწუხებს და არც კი გაბედო რამის თქმა!-სანამ მანქანიდან გადავა მანამ ვეუბნები
-ახლა სახლსი ხარ და მე არ ჩამაკვდები ხელში !
-დიდი მადლობა...- მანქანიდან გადავდივარ .ჩანთებს მაშინვე ვიღებ ჟაკეტს ვიცვამ რომ სისხლის გამოსვლის შემთხვევაში არაფერი გამოჩნდეს. დედა როგორც ყოველთვის მაშინვე გამორბის და არ მაცლის სახლში შესვლას. ყელზე მეხვევა და ლოყებს მიკოცნის. მე ხომ სულ პატარა ბიჭი ვარ მისთვის
-როგორ ვინერვიულე დე...სად იყავი ამდენ ხანს . შენმა ძმამ მითხრა საქმე ჰქონდაო ,მაგრამ რომ გირეკავდი და არ მპასუხობდი ავნერვიულდი! რომ არ იცოდი შენ ეგრე ახლა რა დაგემართა- მარტო კოცნას ხომ არ დაჯედებოდა თან კოცნა თან ლაპარაკი. მერე ჩემი სახე მოიქცია თავის თბილს თეთრ ხელებში და უკეთ დამაკვირდა, ისე მიყურებდა როგორც მხოლოდ მას შეუძლია მზერა. ასე სხვა ვერავინ შემომხედავს. მისი სურნელით ვივსებ ფილტვებს და მერე შუბლზე ვკოცნი
-კარგად ვარ ტყუილად ღელავ მაკუნა - არც მისმენს ისე უღიმის გაბადრული ჩემ ალქაჯს .თქმაც არ სჭირდება პირდაპირ ხვდება ვინც არის
-ღმერთო როგორ ჰგავხარ მიხეილს...-თვალები უცრემლიანდება ,მაგრამ რა თქმა უნდა ქვითინს არ იწყებს ის ხო ჩემი დედიკოა...მარიამს ეღიმება, ისე გულწრფელად და მთელი გრძნობით როგორც არასდროს. - მე მაკა ვარ ამ ვაჟბატონის დედა
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ...
-ჩემთვისაც ჩემო კარგო... ახლა კი სახლში შევიდეთ. ცივა გარეთ...
მარიამს ჩვეულებრივად მართმევს მაკო . მე უკან მივყვები და ყურადღებას არც არავინ მაქცევს. როგორც კი შევდივარ მამაც ჩნდება ხელში ღვინო უჭირავს ეტყობა მარანში იყო და იმიტომ არ გამოვიდა გარეთ. ჩემკენ მოდის და მეხვევა, ხელი პირდაპირ ჭრილობაზე დამარტყა და ლამის დავიყვირე. სხვებსაც ვესალმები, ჩემ ძამიკოს ერთი გადახედვა სჭირდება ხვდება რომ უნდა გამომყვეს. საძინებელში ამაქ ბარგი და ისიც შემოდის
-სად იყავი ბიჭო აქამდე. რამდენჯერ დაგირეკე იცი? დედა ლამის გაგიჟდა-სანამ მეჩხუბებოდა გავიხადე და ჭრილობა ვაჩვენე- ეს რა ჯანდაბაა ...როდის ასწრებ გაფიცებ
-ხო იცი რა მონდომებული ძმა გყავს... მიშველე რამე თორე ჩამშხამდა ახალი წელი ამის დედას შევეც.
-ეს ჯიჯგნე მერე თუ რა დედის ტყვნ..
-კაი ახლა ნუ შეუბერავ შენებურად. იყავი ჩემთანაც მუნჯი და გააკეთე რამე მტკივა
-ტერმინატორი ხარ შე ჩემა? ასე რანაირად გაძელი თბილისიდან
-რა არის ასეთი ...
-სიცხეც გაქ ხო?
-ჩემი პატარა ექიმი როგორ ზეპირად ხვდება ...მომესწრო ბიჭი- ფეხზე ვარტყამ ხელს ის კიდე სულ არ მიცინის მიბღვერს და წამლებს ეძებს.რაღაც ჯანდაბა ტაბლეტებს მაყლაპებს ჭრილობის დამუშავების მერე . აი ნემსს რო იღებს მანდ უკვე მშვიდად აღარ ვარ
-კაი ახლა იზმენები ნუ დაგემართება...ერთს დაგარჭობ
-დაგარჭობ ცუდად მხვდება ყურში
-დაგასობ მაშინ... - არც იცინის ისე ისვრის ირონიული ტონით სიტყვებს შპრიციდან ოდნავ უშვებს წამალს და მიყურებს- ცაწიე ახლა შარვალი რას მიყურებ კნუტის თვალებით
-რა ჯანდაბას მიკეთებ ახლა რო დამეძინოს ან გავითიშო იცოდე მოგკლავ. ეგ სტუმრები ჩემ გამოა რიან აქ და თქვენთან დავტოვო?
-რამდენს ლაპარაკობ!- ისე უცებ მარტყამს ნემსს მინდა შევაგინო ,მაგრამ ვაი რომ ჩემი ძმაა და უბრალოდ ვღმუი. ის სადისტი კიდე იცინის
-ცოტა ნელა არ შეგეძლო?
-ქალიშვილი გოგო- ჩაილაპარაკა ირონიული ტონით,ისევ და ისევ . შპრიცი ბამბებთან ერთად ჩააგდო და ყველაფერი ნაგავში მოისროლა
-შენც თუ ძმა ხარ რა...
-წამოხვალ თუ მოგეფერო და დაგამშვიდო
-როცა არ მინდ ამაშინ რატო მემსგავსები
-შენნაირი გველი ვარ? ამის თქმა გინდა?- ისე შეიცხადა ზუსტად როგორც მე ვიცი. არა ვინ ამბობს სერიოზული ძმა მყავსო? მე ? ესაა სერიოზული?
რა გამიკეთა არ ვიცი ,მაგრამ სუსტად აღარვგრძნობდი თავს.
-მორფინი გამიკეთე ბიჭო?
-აბაა შენთვის მაქ ზუსტად მომარაგებული ...
-შენთვის რას ნიშნავს ისე გაქ რო?
-არ ვგავარ ნარკომანს? -ისე გამომხედა მეგონა მიმახრჩობდა. ხო ჩემ საყვარელ ძამიკოს ალერგია აქვს ნარკოტიკებზე ... საერთოდ ისეთი დიდი ნებისყოფა აქვს, ძლიერი ნერვული სისტემა და მოთმინების უნარი არცაა გასაკვირი მისი ეს დამოკიდებულება.
მისაღებში რომ შევედი ნორმალურად დავაკვრიდი შეკრების საზოგადოებას. უნახავ მეგობრებს მივესალმე . თაი , ლიზიკო და თქვენ წარმოიდგინეთ ქალბატონი მარიამიც კი დედაჩემთან ერთად იყვნენ სამზარეულოში.
გიო ,ცოტნე, დაჩი და ნიკოლოზი ერთად ისხდნენ მამაჩემთან ერთად . მამა რაღაც ამბავს ყვებოდა, ნიკოლოზის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ მიხეილს ეხებოდა ამბავი მათი ახალგაზრდობიდან.რაც მილიარდჯერ მექნებოდა მოსმენილი ამიტომ ჩემ ქუთათურ ძმაკაცებს მივუჯექი ,რომლებიც ახალი მოსულები იყვნენ
-მომენატრეთ ძმებო ...
-სად ხარ ამდენ ხანს შე ჩემა... აქამდე ცხრაჯერ გექნებდოათ აწყობილი ნაძვი
-ოოო ელით ცერემონიას?- წარბები ავათამაშე და ბექას გავეკრიჭე
-ტუჩზე რა გჭირს ..უფრო სწორად ვის ეჩხუბე დემე?- ზურამ გამომხედა და გაიცინა
-არ ვიცი შენ წარმოიდგინე...სახელი არ მიკითხავს-ჩემმა ძმამ ჩაიცინა დამცინავად და თავი გადააქნია. ისინი სხვათაშორის ჩემი გადარეულის ბავსვობის მეგობრები არიან. კლასელები ,მართალია ჩემზე ბევრად პატარები არიან,მაგრამ ხომ იცით მე ყველა ასაკის ადამიანთან შემიძლია ურთიერთობა თუ შესაძლებელია...-ჩემი ქაჯანა სად არის?
-ვერ მოვა- მაშინვე მოიწყინა ჩემმა ძმამ როგორც კი მართა ვახსენე- ბებიამისი ჩამოვიდა..ვირაც ნათესავები კიდე რა მოკლედ ვერ ახერხებს მოსვლას. ამ დღეებში შემოგვივლის ისე.რატომრაც მეგონა რომ ეს მოწყენა ხელოვნური იყო,თან ისე გამომხედა და მერე ზურას სეხედა ერთ წუთს იმ წამსვე მოვწვი რომ მალე გამოჩნდებოდა ჩვენი ქაჯი.
დედა გამოვიდა გოგონებთან ერთად უზარმაზარი ყუთით. ჩვენი ნაძვის ხის მოსართავები ...
მამამ და ალექსმა ნაძვი გამოიტანეს და როგორც ყოველთვის კიბესთან დავდგით
ჩვენი უცვლელი ოჯახისწევრები ადგილზე გაჩნდნენ. უცხოებმა არ იცოდნენ რა ხდებოდა და შესაბამისად შორიიდან გვიყურებდნენ
-სადაა ის გიჟი აქამდე... პირველი მან უნდა დაკიდოს წელს მისი რიგი არაა?
-მოვა ერთ წუთს რა იყო ... მაცადე ვიხალისო- მშვდიად მითხრა და ზურას გახედა
-ბოროტო არსებავ!
-წელს ახალი სტუმარი დაკიდებს... მართა არ გამოვა
-ჩემო ოჯახოოო ხომ არ დავაგვიანე? მომეცით სათამაშო უცებ პირდაპირ უნდა ავფრინდე მაღლა და მაღლა- შემოიჭრა ქარბობრბალა და უცებ დაამუხრუჭა- უიიი სტუმრები გვყოლია ... გამარჯობაა მე მართა - გაიცინა და კეპი მოიხსნა რევერანსი გააკეთა და დედაჩემს მიეჭრა,უცებ აკოცა და გაეკრიჭა- ჩემი სათამაშო სად არის?
-სადაც დადე იქ იქნება- გაუცინა მაკუნამ და ისიც ჩაძვრა ყუთში თავისი საყვარელი ზარი აიღო და ყველას დაასწრო შეკითხვის დასმა- აბა მბრძანებელო მაკრინე ვინ დაკიდებს წელს პირველ სათამაშოს ნაძვზე და გახსნის საახალწლო კვირეულს? - წარბები ააათამაშა და გაიკრიჭა ისევ
-ვინაიდან არ იცით გეტყვით რომ ნაძვისხეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვრთავთ რადგან ძირითადად ჩვენი ახლო ადამიანები ხვდებიან ახალ წელს ჩვენთან ერთად... წელს ჩემი დემეტრეს მეგობრები იქნებიან ჩვენტან ერთად ვინაიდან სამი გოგოა ნიკოლოზი რომ არ მიწყენს ვიცი და ისინი დაკიდებენ სათამაშოებს .მარიამი ბოლოში დაამაგრებს იმედია ხომ?
-მე?- გაღიმებულმა ამოიჩურჩულა აქამდე ჩუმად მყოფმა დედოფალმა და გაუკვირდა. ნიკოლოზი იდგა და იღიმოდა. ლიზიკოს ვინ დაასწრებდა მაშინვე აიღო სათამაშო და ერთიც ტაის მიაწოდა
-აბაა იმედია მაგრად გავატარებთ ამ ახალ წელს... აქამდე რატომ არ გიცნობდი ჩემო შოკოლადის უფროსო? - გაიცინა და სათამაშო დაკიდა.
ნუ თავიდან ვიყავით მშვიდად თორე მერე ძალიან მხიარულად გაგრძელდა უზარმაზარი ნაძვის მორთვა. იმხელაა დამიჯერეთ პატარა ბავშვები ვერ მორთავენ . ლიზიკო და მართა აქტიურობდნენ. ისე გიჟობდნენ ორივე ამიყოლიეს მეც , ნუ გიორგის და ცოტნეს აყოლიება რათ უნდოდათ. სანდრიკოს დასტოინი სასტავი უბრალოდ ცერემონიაში იღებდა მონაწილეობას მერე გოგონებს დაუთმეს ასპარეზი. ნიკოლოზმაც დაკიდა ერთი სათამაშო. მარიამი იდგა და საოცარი მზერით შესცქეროდა სანახაობას, ერთდორულად სიხარული, ბედნიერება, სევდა და ტკივილი ჩანდა მის თვალებში.
ყველა სათამაშო დავკიდეთ, მხოლოდ ბოლოში მარიამის სათამაშოს ჯერი იყო.
-თქვენი ჯერია დედოფალო- სწრაფად ვუთხარი და სანამ გონს მოეგებოდა ხელში ავიყვანე ერთი წამოიკივლა და ხელისგულებით მხრებზე დამეყრდნო. ხელები მის ბარძაყებზე მქონდა მოხვეული თავი მუცელზე მივადე და ავხედე- მძიმე ხართ დედოფალო და თუ დიდხანს მოანდომებთ სათამაშოს დამაგრებას დამივარდებით თქვენო უმაღლესობავ- ჩუმად ვუთხარი . ერთი ხელი რომელშიც სათამაშო ეჭირა ფრთხილად მომაშორა და დაამაგრა ზედ მწვერვალზე . მე კი ისევ არ ვადროვე აბა ისე რა მუღამი ჰქონდა. უცებ ჩამოვასრიალე და ძირს დავსვი ინსტიქტურად ამეკრო სხეულზე. ოვაციებით დასრულდა ნაძის მორთვა, შემდეგ ნატურები აინთო და სახლის სხვა დანარჩენი ნაწილების მორთვა განაგრძეს. ბიჭები ეხმარებოდნენ, ნიკოლოზის მზერა მომყვებოდა ,თუმცა ლიზამ გამაშორა და დავრჩით მე და დედოფალი. ისევ სიე იდგა და თვალების ფახუნით მიყურებდა
-რა იყო ეს...ამხელა კაცი ბავშივით რატომ იქცევი. ნუთუ სულ არ ფიქრობ შენს ქცევაზე
-დავიჯერო კიბეზე დგომას ჩემს ხელში ყოფნა არ გირჩევნია?- მშვიდი დაყენებული ხმით ვუთხარი და უფრო ახლოს მივწიე თავი. იმ წამსვე დადუმდა- გირჩევნია რა თქმა უნდა...ასე რომ წუწუნს აზრი არ აქვს. სანამ ისინი სახლს რთავენ წამოდი ოთახს გაჩვენებ . მართალია ისეთი დიდი არ არის როგორიც შენი საძინებელია ,მაგრამ რამდენიმე დღეს გაუძლებ იმედია ოთახის კარი გავარე და შევატარე
-დანარჩენები?
-ნუ ღელავ! ეს სახლი ისე ჩანს პატარა შენთვის თორე იმატებს ზომაში. აი შენი ჩანთები ... ამოლაგებას შეძლებთ დედოფალო თუ დავკავდე თქვენი სამოსის დალაგებით
-თავად მივხედავ! რამე წამალი დალიე?
-ჩემმა ძმამ იმდენი რამე გადამაყლაპა ნუ გამახსენებ- სახე დამემანჭა..რა საშინელი გემო ჰქონდა ერთს .- მართლა..მომიტევეთ ისეთი გრანდიოზული ცერემონიები თუ არ დაგხვდებათ ჩვენთან.
-ხუმრობ? საოცარი ოჯახი გყავს... უნდა ამაყობდე. მაკა ისეთი კარგია ... სანდრო ძალიან ჰგავს მამას ,მასსავით დინჯია შენ კიდე არცერთს გავხარ დარწმუნებული ვარ გიშვილეს! თორემ ასეთ კარგ ხალხს შენ როგორ...
-რომ არ მომშხამო ისე ვერ ისვენებ მოკლედ! წავედი მე მივეხმარები მორთვაში ,თორე მოგვდგა კარს ახალი წელი
-მე მარტო მტოვებ?
-გეშინია?
-მეც წამოვალ... გიყურებთ. დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით,მაგრამ არასდროს გამიკეთებია და მოუხერხებელი ვარ - გულწრფელად მეუბნება და მოკაკუნებს ჩემ გვერდით. ხომ ვაპირებდი მისი ფეხსაცმელების გადაკეთებას არა?
-კარგი რა მართლა არასდროს მოგირთავს სახლი საახალწლოდ?
-დეკორატორი მოდიოდა ... თან ძირითადად სკოლა-პანსიონში ვიყავი
-რა უბედურებაა ახალ წელს იქ როგორ გტოვებდა ნატალია ! - ალბათ ცუდა დმოვიქეცი, სულელურად ძალიან სულელურად ასე არ უნდა მეთქვა ,მაგრამ მე ხო ვერ ვფიქრობ . მართალია ალექსანდრე რომ მეუბნება ფეტქებადი ხარ და ტვინს ვეღარ ატან ძალასო.
-შენნაირი ბედნიერი ბავშვობა არ მქონია... ახალი წელი ამიტომ არ მიყვარს ალბათ
-შეგაყვარებ არაუშავს... - ვერ ვიტან მოწყენილს რომ ვხედვა,მითუმეტეს ჩემი ტლიკინს გამო. ხელს სწრაფად ვკიდებ მკლავში და ქვემოთ მიმყავს. უკანა გასასვლელიდან ეზოში გავდივართ. თბილ მანტოს ჩემი ხელით ვაცვამ და სწრაფად მიმყავს გარაჟისკენ. იქ ეზოს მორთულობებია. ნათურები , თოვლის ბაბუა და ირმებიც.
-ესენი ჩვენ უნდა დავგათ? გამორიცხულია...
-კარგი რა მარიამ..ერთხელ ცხოვრებაში გააკეთე ისეთი რამ რაც არასდროსგაგიკეთებია ...ცხოვრებაშ პირველად იყავი ბავშვი - წარბები მაცდურად ავათამაშე და ნათურების გროვა მივაჩეჩე ხელში. ეზოში გავიტანე ყველაფერი. დიდი გასაშლელი კიბეც და ქალბატონს ფეხზე რომ შევხედე მივხვდი ასე არაფერი გამოვიდოდა. დედაჩემის კოპლებიანი ბოტები ვიპოვე და წინ დავუდე
-რა...
-ამით უნდა ახვიდე კიბეზე..თან მალე გაწვიმდება და ისე არაფერი გამოვა...
-ბოტებით?
-ახლა არ მითხრა ესეც არასდროს მცმიაო
-და რომ გითხრა?
-ღმერთო უცხოპლანეტელია? -მაღლა ავიხედე და მერე ისევ ქალბატონს შევხედე- სწრაფად მარიამ
-კარგი ხოო ...იმედია დედაშენი არ გაბრაზდება მის ბოტებში რომ მნახავს
-ღადაობ? მაკუნა არასდროს ბრაზდება თუ მამამ ვინმე ქალს არ გააყოლა თვალი ან ვინმე ქალმა თუ არ დაუწყო ჟღურტული
-მხოლოდ მაგ დროს ბრაზდება?
-ასე სიცილით ნუ ამბობთ ქალბატონო მარიამ ... დედაჩემმა ისეთი ეჭვიანობა იცის სახლიდან გავრბივართ მე და ჩემი ძმა მაგ დროს რადგან შეიძლება კედელიც მოხსნას და ესროლოს მამას- მარიამი სიცილს იწყებს და დამყოლი ხდება უფრო. კიბეზე ვუშვებ მეც მივყვები ,რომ არ გადმოვარდეს ნათურებს სახლს ვახვევთ უცებ უცდება ფეხი ,კივის ,მაგრამ ვიჭერ .ის კი მაინც აგრძლებს კივილს თვალებდახუჭული მგონი გონია რომ მიფრინავს და მალე დაენარცხება. ყურთან მიმაქვს ტუჩები და ბოლო ხმაზე ჩავყვირი“ბრახ“ .ხელებს უფრო ვხვევ წელზე თორემ ჩავარდებოდა ნამდვილად. მერე სიცილი მიტყდება და ისე ვხარხარებ ამდენი ბოლოს როდის ვიცინე არ ვიცი. თვალები რომ გავახილე ისე მიყურებდა სწრაფად გავეცალე
-ძირს თუ ვიყავით და თუ არ ვვარდებოდი რატომ არ მითხარი..ან ის ჩაყირება რა იყო.ნამდვილი სატანა ხარ...ბოროტო !
-მთავარია გადარჩი და პირველი საფეხურიდან არ ცამოვარდი - ვიცინი ისევ და ყველა კუნთი მტკივა მუცლის არეში. ისე მიბღვერს უფრო მეცინება. ისეთი საყვარელია კოპლებიან ბოტებში და კლასიკურ კაბაში, ზემოდან იასამნისფერი მანტოთი და შავი კულულებით ,თვალებანთებული, სიცივისგან აწითლებული ლოყებით და ტუჩებით .ჯანდაბა , ის საცორებაა!
-როგორ ვერ გიტან ღმერთო ეს რატომ გამაცანი საერთოდ - ზემოთ იხედება მე კი უკვე ვამცირებ მანძლს, ისევ ვხვევ წელზე ხელბს და ლოყაზე ვკოცნი.წამში დუმდება, იტრუნება და ხელებს ძალაგამოცლილი უშვებს ჩემ მხრებზე
-შევრიგდეთ დედოფალო... ახალ წელს ჩხუბი არ შეიძლება. უკვე თვალებში ვუყურებ, მალევე ვშორდები და ისე ვაგრძელებ ეზოს მორთვას თითქოს მისი რეაქცია არც შემიმჩნევია. გაბუტული პატარა ბავშვივით მიყურებს. იმდენად მოსწონს ეს პროცესი მაიცნ მეხმარება . უკვე დაბინდდა, სანდრო გარეთ გამოვიდა დედაც გამოჰყვა
-დემე უკვე დაასრულეთ? ჩართეთ დე
-არის მბრზანებელო-დედას ვუღიმი და ქალბატონ მარიამს ვუთმობ გზას- გთხოვთ ქალბატონო მარიამ გაანათეთ ჩემი ეზო .ისიც აჟიტირებული რთავს ნათურებს და უყურებს განათებულ სახლს და ეზოს.
-ძალიან ლამაზია...
-პირველი მცდელობისტვის დამაკმაყოფილებლად კარგად იმუშავეთ ქალბატონო მარიამ...
-გმადლობთ - მიღიმის და დედაჩემისკენ მიდის. შუა გზაში ახსენდება რომ ბოტებია ცვია და უცებ ბრუნდება. თავის ფეხსაცმელს იცვამს და ისე ბრუნდება. ისევ მართმევს მაკა მის თავს და აზრზე არ ვარ გოგონები სად ჰყავს გამოკეტილი, სიცილ-კისკისი ისმის და მათ შორის მარიამის ხმასაც ვარჩევ. რა საინტერესოა რას უყვება გოგონებს ჩემი გადარეული დედიკო.
ჩემი სუპერ კულინარი დედა ყოველთვის საოცარ კერძებს ამზადებს. საახალწლო სუფრა ხომ ერთდროულად გვასუქებს ყველას. მაგიდის გაწყობას თავად შეუდგა, გოგონები გამოუშვა ჩვენთან ,რადგან ამ საქმეში არავის რთავს.
ვუყურებდი მეგობრების ბედნიერ სახეებს და მიხაროდა...სწორედ ეს არის ახალი წლის სასწაული, როცა შენ საყვარელ ადამიანებს ბედნიერს ხედავ. როცა გარეთ ყინავს შენ ირგვლივ კი სითბოა გამეფებული...
არ გამომრჩენია ნიკოლოზის თბილი მზერა როცა გაღიმებულ მარიამს უყურებდა. სევდიანი თვალები როცა მამა ელენას ახსენებდა. ამ დროს და ძმას სევდა იპყრობდა, ამავე დროს სიამოვნებდათ მათი ამბების გახსენება. მამა კი ორივეს ისეთი სითბოთი უყურებდა შეუძლებელი იყო ამის არშემჩნევა.
თვალთახედვიდან არ გამომრჩენია თაის და დაჩის დუეტიც .ბატონი დაჩი ჩვენთან თავს იკავებდა და გოგონას არ აბრაზებდა, სამაგიეროდ ისე აიგნორებდა თაი იყო მოწყენილი. აი ლიზიკოს კი არ ადარდებდა მიაქცევდა თუ არა ნიკოლოზი ყურადღებას, ყველაფერს აკეთებდა, კიდეც საუბრობდა ბიჭებთან,ერთობოდა, მაკას ეხმარებოდა,დაქროდა ქარიშხალივით . ნიკოლოზიც გამოიწვია რამდენჯერმე და მისი თვალების ანთებაც მოახერხა,მერე კრავის მზერა მიიღო და ისე გაეცალა ბიჭს მეეჭვება მშვიდად დაეტოვებინა.
მგონი გადავრჩი, იმ ჩხუბის გამო „დიადი საჩუქარი“ ვერ ნახა მარიამმა.
რაც ამხიარულებდა ყველას მართას დუეტი იყო ჩემ ძმასთან. ამათ შემხედვარე ცუდად ვერ გახდებოდი უბრალოდ. თუმცა ქალბატონი მართა ზურას ისე ეჩხუბებოდა როგორც ყოველთვის ვეღარ გაიგებდი უნდა გაგეცინა და შეგბრალებოდა ის საწყალი ბიჭი. რაც თავი მახსოვს სულ ასე არიან... მართა აგიჟებს ის კი არაფერს ამბობს. დიდ მოთმინებას იჩენს და ითმენს...რამდენ ხანს გაუძლებს ვერ გეტყვით,მაგრამ რომ იფეთქებს მერე გვეშველება ალბათ.
ასაფეთქებლების მარაგი გამოვიტანეთ და ზუსტად თორმეტზე დაიწყო ჩვენთვის საყვარელი ეტაპი...
ყინავდა , როგორც ყოველთვის ქუთაისში ახალ წელს თოვლი არ გვსტუმრობდა. მარიამი მრავალფერად განათებულ ცას უყურებდა და იღიმოდა. ყველასგან მოშორებით იდგა და ისე იღიმოდა თავისთავად მიმიზიდა. ხელები ჰქონდა გადაჯვარედინებული და სიცივის გამო კანკალებდა. ზურგიდან მოვეხვიე ,მისი გაყინული ხელები თითებში მოვიქციე და ოდნავ მოვუჭირე.
-გილოცავთ დედოფალო- ჩუმად ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. გამომხედა და გამიღიმა ,მერე შემობრუნდა ხელები მომხვია და ჩამეხუტა
-მადლობა ... საუკეთესო ახალი წელია
მის ჩახუტებაზე უკეთეს მადლობას ვერ მივირებდი ნამდვილად. გამეღიმა , ხელები მოვხვიე და უკეთ მოვეხვიე...
ნახევარი საათის შემდეგ გადავინაცვლეთ სუფრასთან. ყველა ვსვამდით, ქალბატონი მარიამის და თაის გარდა. ერთი ანგელოზი,ერთი ალქაჯი და ჩვენ მთვრალები. მაგრად რომ გავერთობოდით უკვე ნათელია...
გამთენიისას დავიძინეთ. თავის ბალიშზე დადება და გათშვა ერთი იყო. დილით ვიღაც რომ დამახტა თავზე გამეღვიძა, ვინ იქნებოდა ორი გიჟი იყო სახლში გოგონებიდან ლიზა და მართა.ლიზა საწოლში არ შემომიხტებოდა ანუ მართა იყო ამიტომ ხელი მოვხვიე და საწოლზე დავაგდე
-პატარა მაიმუნო რით ვერ გადაეჩვიე ჩემ გაღვიძებას
-საახალწლო ტრადიცია დემკა...- ხელებს მხვევს და ლოყებს მიკოცნის- გილოცავ ძამიკოოოო
-საჩუქარს არ მოგცემ - ვეუბნები და ლოყაზე ვკბენ- საახალწლო ტრადიციაა ძვირფასო-ვუგებ უცებ და მერე ვიღაც გვახტება კიდევ თავზე. ტრადიციას თუ დავუჯერებთ წესით გიორგი და ცოტნე უნდა იყვნენ .ახლა მართას გამომტაცებს სანდრო და ის ორი შემიძლია ჩავაკლა ..ვეღარ ხვდებიან რომ გაიზარდნენ და დამძმდნენ ... ჩამემტვრა ნეკნები და ჩემი ჭრილობა ვიღას ახსოვს როგორ მეტკინა... ჯანდაბა!
-მომშორდი თორე დანაპირებ საცუქარს მოგცემ!-ბოლო ხმაზე ვხარხარებ .ცოტნეც მყვება
-მომგებიან პოზიციაში საჩუქრის გადასაცემად მე უფრო ვარ გიჟოოო- გიორგი დამყვირის და ბალიშს ვესვრი იცის მერე მუშტს მივაყოლებ ,მაგრამ ტრადიციაში მარიამი არ მყავდა გათვალისწინებული.ეტყობა ხმაური რომ გაიგო დერეფანში იყო და შემოიჭყიტა ჩემი ნასწროლი უზარმაზარი ბალიში მოხვდა და შეაქანა სრული ამ სიტყვის მნისვნელობით. უცებ წამოვვარდი და დავიჭირე
-მარიამ...კარგად ხარ?
-საახალწლო საჩუქარი იყო? - ცდილობს არ გაეცინოს ბიჭებს რომხ ედავს საწოლზე მიგდებულებს ნახევრად შიშვლებს სიცილს ვერ იკავებს- უი საჩუქრის გადმოცემის პროცესსი ყოფილან ბიჭები ხელი შეგიშალეთ?
-ახალ წელს იუმორით ვიწყებთ დედოფალო?- მეორე ხელაც ვუცურებ წელზე და ჩემკენ ვწევ- კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალბატონო მარიამ- თვალტან ახლოვს ვკოცნი,ისევ იმ ადგილას სადაც გუშინ ღამით ,უცებ უხურდება ღაწვები .ვხედავ როგორ ქრებიან ოტახიდან გიჟები მე კი კარს ვხურავ და გათიშლ ქალბატონს ჩემი რეალური საჩუქრისკენ მივაჩოჩებ. -იმედია მოგეწონებათ
-კიდევ ერთი საჩუქარი?- მაგის გახსენება მინდოდა ახლა? იმედია იმას საერთოდ არ ნახავ. უხერხულად ვუღიმი .ყუთს ხსნის და ვერ ვხვდები გაუხარდა, გაუკვირდა, გაბრაზდა თუ რა მოხდა . თითი გადაუსვა ყუთში მოთავსებულ პეპელას და როგორც იქნა შემომხედა
-მგონი ჰგავს თქვენს ტატუს და ვიფიქრ...
-ეს როდის ნახე...
-რეალურად არ მინახავს თქვენს სხეულზე. ოთახში წავაწყდი ფოტოს და მივხვდი რომ გაკეთებული გქონდათ
-მადლობა... სიმართლე გითხრა გამიკვირდა. წესით არ უნდა გცოდნოდა ტატუს შესახებ... არავინ იცის
დამაინტრიგა სად აქვს ნეტა ეს ტატუ...
-მე ქვემოთ მივდიოდი...მადლობა საჩუქრისთვის.- კარი გააღო და ოტახი დატოვა.
მეც მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. ლიზა გათიშული იყო , სანდროს მხარზე ედო თავი და კრუსუნებდა
-დილამშვიდობის ხალხოოო
-რა გაყვირებს შოკოლადო თავი მისკდება
-ბოლო ჭიქა აღარ უნდა დაგელია- გიო იცინის და ბორჯომს მიწოდებს
-დედა სად არის?
-მარიამთან ერთად არის სამზარეულოში- სანდრო მეუბნება და ეცინება ლიზის სახის დანახვისას
-თავია რ წეიქციო ნატრულიი- უცებ კივის საიდანღაც ცოტნე და ლიზასთან მინერალურის ახალი ბოთლი მიაქვს ერთს თავზე ადებს მეორეს დასალევად აწოდებს. ნიკოლოზი კარში მხვდება
-გამარჯობა...-ვესალმები და ვაპირებ გვერდი ავუარო რომ მაჩერებს
-დალაპარაკება მინდა შეიძლება სადმე გავიდეთ?
-ეზოში გავიდეთ ...- უკანა კარისკენ მივდივარ ისიც მომყვება დინჯად
-გავიგე რომ დაჭრილი ხარ... წესით იქ არ უდნა ყოფილიყავი ! მადლობა დახმარებისთვის...არ ველოდი- გულწრფელად მესაუბრება ბატონი „კლდე“ და მეორე მდუმარება მარიამის შემდეგ.
-მე კიდე ვფიქრობ რომ უნდა ვყოფილიყავი ! ლიზას გამო -ვამატებ და ეღიმება . ასე მეტყობა რომ მაინც არ მევასება ბოლომდე?- აი შენ რატომ იყავი მთავარი საქმე ეგ არის
-შენ რატომ გადაეფარე ჩემ დას კითხვათა ჩამონათვალში ეგეც დგას- მოკლედ მიჭრის და ხელს მიწოდებს- ახლა როცა იცი რომ მარიამის ცოლად შერთვა არ მინდა და ეჭვიანობის მიზეზი არ გაქვს, მეც მივხვდი რომ უბრალო ტლიკინა ბიჭი არ ხარ და მიხეილი არ ცდებოდა შენში, მეგობრობას გთავაზობ
-ეჭვიანობა? - ვიცხადებ და ხელს ვართმევ- შევეცდები ლიზას გამო ...
-ხო რა ტქმა უნდა ლიზას გამო- ნიშნისმოგებით მეუბნება და ჯიბიდან სიგარეტს იღებს- ახალი წელი ახალ გარემოში...
-მგონი საინტერესო წელი გექნება, დასთან ერთად გარკვეული და დამშვდიებული ცხოვრებით
-მიხარია რომ შობლებზე ამბებს ვისმენ... შენმა მშობლებმა ნამდვილად ბევრი იციან მათ შესახებ..მე კი არაფერი ვიცი მათზე
-ბევრს მოგიყვებიან დამიჯერე...იმდენს რომ წარმოიდგენ კიდეც მათ ცხოვრებას. რაც ვიცი დანამდვილებით ისაა რომ შენ მშობლებს ერთმანეთი არაამქვეყნიურად უყვარდათ. მიხეილი აღმერთებდა ელენას
-ნიკოლოოზ... შენი მობილური გაუჩერებლად რეკავს- მარიამი გამოვიდა მე რომ დამიანხა გაუკვირდა- იმედია კიდე ვინმეს ცემის გეგმას არ ადგენთ ორი ველური
-არაა... დემეტრეს ჭრილობა არ შეხორცებია ჯერ- მარიამმა ისე აატრიალა თვალები გამეცინა. ნიკოლოზმა ხელი მოხვია გაბრაზებულ დას და ჩაეხუტა- სულ როგორ ბრაზდები გოგო რა იყო
-ყვავი ყვავს დასცინოდა შე შავოოო- ამოიბურდღუნა და თავი მის ყელში ჩამალა- კიდე თუ იჩხუბებთ იცოდეთ ორივეს მოგკლავთ
-ვისთანაც გაგდის მუქარა და გყავს დაქვემდებარებაში, დემეტრეს დაემუქრე რა- ოჰ ამეტყველდა ბიჭი და ეგრევე მე მწვდა. და ძმა ერთმანეთზე უარესები არიან!
საჩუქრების გახსნის დრო მოვიდა. აღმოვაცინე რომ ქალბატონ მარიამს თიტქმის ყველასთვის ჰქონდა საჩუქარი ... ზურამ და მართამ საჩუქრების გახსნამდე მოასწრეს ჩხუბი . მართამ მისი საჩუქარი რომ გახსნა ჯერ ყუთს უყურებდა მერე გაექანა კუთხეში მდგომი ბიჭისკენ და ყელზე მოეხვია. ყველას გვეგონა რომ გვეჩვენებოდა, მხოლოდ სანდრო იცინოდა . მაგან ყოველტვის ყველაფერი იცის . ჩემ სახლში რაღაც საოცრება ხდება და მე ჯერ ვერ ვიგებ ვერაფერს.
-ზურიიი...ზურიკოოო .ზურიკელა ბიჭო რა დაგემართა ახლა მიბრაზდები მაინცადამაინც? ზუუურ .კაი რა ჩემი პატარა ტყუილად ხარ? -აი იცის როგორ გააბრაზოს ბიჭი .მაშინვე აენთო თვალები ზურაბს
-გოგოოო!
-მეც მიყვარხარ ხო იცი ჩემო პატარავ - შოკი მიგიღიათ? რას რას და მართა ,გადარეული ჯიუტი მართა თუ იტყოდა ამას არ მეგონა. აი აქ სანდროც კი გაშტერებული იყო. დედაჩემი ტიროდა მის თვალწინ გაიზარდა ორივე და ვინ იცოდა მაგათი სიყვარულის ამბავი თუ არა მაკუნამ .
მერე ისე მოეხვივნენ ერთმანეთს მეეჭვება ვინმეს დაეშორებინა. ყველას გაგვიხარდა და მერე ვულოცავდით ზურას
-ვიზიარებ ძმაო ... ახლა ხარ ცოდვა შე საწყალო- გიომ ‘გაამხნევა“ და მიიღო კიდეც მართასგან.
-უნდა მოგბაძო რა...საინტერესო იყო . მე როგორც პატარა ფემინისტკა ხო არ დაველოდები სანამ ჩემი გულის პატრონი მოაბავს თავს რომანტიკულ სიყვარულსი ახსნას ვაჯახებ ეგრევე- ლიზიკომ მაშინვე დაიწყო სიცილი. მხარზე დამეყრდნოდ ა თვალი ცამიკრა- რას იტყვი შოკოლადო?
-დღესვე უთხარი ლიზიკო ბარემ...ყველაზ ეგანსხვავებული ახალი წელი იქნება ჩვენი სახლისთვის
-მიხეილმა ელენას სიყვარული ჩვენთან აუხსნა...ღამით ზუსტად 12 საათზე -ისე თქვა მამაჩემმა თიითქოს იცოდა ლზიას ვინ უყვარდა.ნუ შეყვარდება მაინც მალე-ნიკოლოზმა მამას გახედა და გაეღიმა - არ აპირებდა თქმას...უნდოდა სხვა დროისტვის აგდაედო, არ ვიცი რა იგრძნო მაშინ რატომ გადაწყვიტა იმ წამს ყველა ვულოცავდით ერტმანეთს როცა უცებ მოხვია ხელი ელენას და უთხრა მიყვარხარო ...
ლიზას არ უთქვამს ნიკოლოზისთვის „მიყვარხარ“ . დაჩი მეეჭვება საერთოდ აპირებდეს მაგ სიტყვის თქმას თაისთვის. მაგრამ ჩვენი წყვილი კი იყვნენ პირველად ცხოვრებაში მშვიდად .
შუადღეს ყველა თავის სახლს დაუბრუნდა. ლიმიტი ჰქოდნათ დაწესებული. დარჩნენ მხოლოდ სტუმრები ,მაგრამ ნიკოლოზს აშკარად მნიშვნელოვანი საქმის გამო ურეკავდნენ და საღამოს ისიც წავიდა. ლიზა ისედაც აპირებდა პირველში წასვლას , მისი მშობლები ელოდნენ ამიტომ მას გაჰყვა. არ ვიცი დაციმ რა ჩაიდინა ,მაგრამ თაიმაც გადაწყვტა მათ გჰყოლოდა,ბატონს კი ყურადღება არ მიქცევია ამ ამბისთვის. გიო, ცოტნე და დაჩიც წავიდნენ თავიანთ სახლებში. დარჩა მხოლოდ ჩემი ქალბატონი ,რომელიც ეზოში იდგა მაკასთან ერტად და რაღაც ამბავს საოცარი გატაცებით უსმენდა, შიგადაშიგ ისე კისკისებდა ერთი სული მქონდა როდის გავივლიდი მანძლს და გავიგებდი რას უყვებოდა დედა ასეთს. ნეტა არ მივსულიყავი რა მინდოდა
-აი ზუსტად აქ იყო აუზი თევზებისთვის. მაშინ ძალიან მაგარი ყინვა იყო . აუზი თოვლით დაიფარა. ჩემი გადარეული კიდე ისედაც ხო შიშველი დატანტალებდა სულ , წინდებს როგორც კი ჩავაცმევდით მაშინვე იშორებდა. გადმოაგდებდა ღიპს და დატანტალებდა ასე. დილით ცაგვეძინა ბატონს გაუღვიძია თოვლი რომ დაინახავს ეგრევე გავარდნილა გარეთ და ასე შიშველი დახტოდა თოვლში . მაგის მერე მახო იძახდა მეორე ბიჭი სწრაფად უნდა გავაკეტო თორე მეეჭვება ეს ისეა გაყინული ბავშვის გაკეთება შეძლოსო- და აი ამ დროს დავადექი თავზე ახარხარებულ მარიამს. კი არ იცინოდა უბრალოდ ხარხარებდა მოკეცილი ცრემლებს იწმენდდა .
-მაკა!
-დემე აქ ხარ?
-მაკააა ოხ მაკა ხომ გითხარი ეგ აღარავის მოუყვეთქო !
-გამახსენდა უბრალოდ რრა იყო. თოვლია გამოცხადებული ჩვენ სინოპტიკოსებს თუ დავუჯერებთ და წელს სიეთი ცივი ზამთარია შობას იქნებ დიდი მოთოვოს
-იქნებ გაიმეორო კიდეც- მარიამმა აშკარად ვერ მოთოკა თავი და ისევ გაეცინა. ფხუკუნებდა და თავს ვერ იკავებდა.
-კარგი შევალ მე სახლში თორე მახო დამრჩა მშიერი- უცებ აგავრდა მაკუნა მე კიდე აფხუკუნებულ ქალბატონს მშვიდად მივაპყარი მზერა
-მაგის წარმოდგენა თუ გინდა შიშველი როგორი ვარ არაა აუცილებელი თოვლის მოსვლა ახლავე შემიძლია დავაკმაყოფილო შენი ინტერესი - აი როგორ უნდა გააქვავო აკისკისებული ქალი. რა თქმა უნდა მშიდად ვაქციე ზურგი და სახლში შევედი.
მთელი დღე რამდენჯერაც დამინახავდა ხან სიცილი უტყდებოდა ხან წითლდებოდა. ხან ორივე ერთად ემართებოდა და მერე მე მეცინებოდა. მაკა კიდე სანახაობით ტკბებოდა...
საღამოს ბუხარი დავანთეთ , ყველანი ერთად ვისხედით ჩაისა და მაკას საფირმო ნამცხვრის თანხლებით.
-შეიძლება ალბომები დავათვალიერო?- ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის
-კი რა თქმა უნდა
-დედა თქვენი ალბომები...-დავუძახე მაკას და მადლობა ღმერთს ძველი ალბომი გამოიტანა. ყველა ფოტოს თავის ისტორიას აყოლებდა.
-აქ ელენა ნიკოლოზზეა ფეხმძმედ... მაშინ უთხრა მიხეილს .გახოვს მახო როგორი გახარებული იყო მიხეილი? ... მაპატიე მარიამ იქნებ არც გსიამოვნებს ელენაზე ამდენი საუბარი..უბრალოდ მამაშენს მას მერე დავუახლოვდით რაც ელენა შეუყვარდა. ჩვენთვის მიხეილი ელენას გარეშე არ არსებობს
-არა რას ამბობთ..პირიქით. მიხარი როცა ნამდვილ მიხეილზე საუბრობთ, ისეთზე როგორიც ჩვენტან არასდროს ყოფილა. ჩემ მეხსიერებაში ცხოვრებისგან განადგურებული მიხეილია ,რომელსაც ვუყვარდი ,მაგრამ უბრალოდ არ შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო. ჩემ გამო ვერ ახერხებდა...ნიკოლოზის შესახებ რომ სცოდნოდათ... ელენას რომ გაეგო შვილის შესახებ ალბათ ჩემი ბავშვობაც სხვანაირი იქნებოდა
-მიხეილს ძალიან უყვარდი ... შენით ამაყბდა. უნდოდა რომ მასტან გეცხოვრა,მაგრამ დედაშენი არ აძლევდა ნებას . არასდროს უნდოდა შენი იმ სკოლაში გაგზავნა .უბრალოდ იმდენად იყო განადგურებული ბრძოლის უნარი აღარ ჰქონდა. ფიქრობდა რომ უარესად გაგაუბედურებდა თუ მასთან იქნებოდი ...
-ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ცხოვრებაში...ალბათ ასე იყო საჭირო. მთავარია ნიკოლოზია ჩემთან...
-იცი ძალიან გავხართ მამას ორივე...უბრალოდ ნიკოლოზს ელენას თვალები აქვს ... - მაკა თან რაღაც ფოტოს ეძებდა- აი ვიპოვე..ნახე როგორ ჰყავს ამ ფოტოში
-მართლა ძალიან ჰგავს...- გაეღიმა და ფოტოს გადაუსვა თითები .მერე თვითონ ათვალიერებდა და ეკითხებოდა ხოლმე რაღაცეებს. მაკუნასაც მოაყოლა მისი და მახოს ისტორია და გაბადრული იჯდა მთელი ამ დროის განმავლობაში . მერე უცებ გაჩერდა და ფოტოს დააკვირდა . ყურადღებას არ ვაქცევდი მშვიდად ვიყავი იმ იმედით რომ ჩემი ბავშობის ფოტო არ იქნებოდა იმ ალბომში... ჩაის მორიგი ყლუპი გავუშვი ხახისკენ უცებ რომ მოაბრუნა ალბომი ,ტუჩები ისე ჰქონდ ამოკუმული ცოტაც და იხეთქებდა მისი კისკისი.ფოტოს დავხედე ჩემი ხველის ატეხვა, მდუღარე ჩაის ყელში გაჩხერა და მარიამის აკისკისება ერთი იყო . ამხელა მსხვერპლი ღირდა მის გასამხიარულებლად და ამ მომაკვდინებელი სიცილის აგსაგებად? იმის სანახავად როგორ უბრჭყვიალებდ შავი სფეროები,როგორ უწვრილდებოდა თვალები
-აშკარად მიდრეკილება გაქვს ჩემი შიშველი ფოტოების ნახვის ... ვინც ეზებს ის პოულობს და მგონი გინდა უკვე ზრადსრულ ასაკშიც ნახო რამე მსგავსი , ფარხმალი არ დაყარო- მისკენ გადავიხარე რომ ამოვისუნთქე და ისე ვუთხარი. ამჯერად არ გაჩუმებულა, უბრალოდ მობრუნდა და წარბები მაღლა აზიდა
-ფოტო რატომ ვეძებო დილას არ შემომტავაზე ცოცხლად პოზიორობა?
-ოჰ ბევრი გიფიქრია მაგ საკითხზე..ასე კარგად რომ დაიმახსოვრე
-თეორიას გადავამოწმებდი თან..ამბობენ ვინც ბევრს ტრაბახობს იმას სულაც არ აქვს სახარბიელო მდგომარეობაო
როდის გაფუჭდა ეს გოგო ასე? ჩემი ბრალია ვითომ? მე ვაიძულე თავის დასაცავად ასე გატუტუცებულიყო?
რა თქმა უნდა ჩემი ფოტოების უზარმაზარი ალბომიც დაიდო მუხლებზე და მოკალათდდა ხალიცაზე მას მერე რაც ჩემი მშობლები და ძამიკო დასაძინებლად წავიდნენ.
დედაჩემს ლამის ყველა ჩემი ნაბიჯი ჰქონდა დაფიქსირებული . ფოტოს არ უსვებდა ხელიდან . წარწერებიც ჰქონდა ქვემოთ გაკეთებული როდის გადავიღეთ და სად .
-არ მჯერა რომ ეს ლამაზი ბავშვი შენ ხარ...
-ჯერ სად ხარ ვერ დაიჯერებ მე რომ ვარ ...- ჩემი ბავშობის წონა გამახსენდა და გამეცინა. ერთი წლის უკვე იმხელა ვიყავი სიცილს ვერ იკავებდა
-ბუშტი ხარ ჩვეულებრივი ..ვაიმე რამდენი ნაკეცები გაქ ხელებზე
-ჩასაკბეჩი ვარ ახლაც თუ გაინტერესებს ...უბრალოდ ტერიტორიები შეიცვალა
-არ მაინტერესებს... -მშვიდად მითხრა და ფოტოს დააკვრიდა- ეს რა არის
-ვაშლის ჩემში ვარ ამოსვრილი . რომ მოადუღეს სახლში დიდი ქვაბით ედგა . გაციებული იყო უკვე რომ მივეპარე , მხოლოდ დაგემოვნება მინდოდა მაგრამ შიგნით აღმოვჩნდი . შიგ ქვაბში ვიჯექი და მოთუთხნული თიტები პირში მქონდა ჩაჩრილი, თმაზეც კი ჯემი მესვა
-ხუჭუჭა თმა გაქ
-ხუთ წლამდე ხვეული მქონდა...მერე გამისწორდა .ყველა ბავშვს ეგრე აქ
-მე სულ სწორი მქონდა...იცი ასეთი ფოტოები არ მაქვს. ყველა ფოტო რაც მაქვს იმიტომა აგადაღებული რომ რომელიმე ჟურნალში გამოექვეყნებინათ. არაბუნებრივია ყველა, ხელოვნური როგორიც მთელი ჩემი ცხოვრება..დადგმულია ყველაფერი ,წინასწარ გათვლილი და განსაზღვრული. შენ კი ყველაფერი ბუნებრივია, ხალისი ჩანს უბრალო ფოტოშიც კი, სიცოცხლე ,ემოცია...
-შენ არასდროს გაიჟებულხარ რომ რეალური ფოტო გქნოდა...დარწმუნებული ვარ სულ მოწესრიგებული იჯექი და სწავლობდი
-არ ცდები...აქ სკოლაში მიდიხარ? ვაიმე როგორ ფორმაში ხარ
-მანდ შემზიზღდა ბაბთა და პიჯაკი
-გეტყობა ისე გაქ შეკრული წარბები ! სკოლაში კარგად სწავლობდი?
-ვსწავლობდი შენ წარმოიდგინე...უბრალოდ ყველა მასწავლებელს ვაგიჟებდი ...
-არ მომიყვები?
-გაინტერესებს?
-გისმენ...- ნამცხვრის მომდევნო ნაჭერი გადმოიღო და ჩანგლით მოჭრა
-შენ დიეტაზე არ იყავი?
-დარღვევების კვირეულია... თან ეს ნამცხვარი ამად ღირს
-არაფერი განსაკუთრებული როგორც ყველა ბავშვი მეც ბაყაყებს ვსვამდი მასწავლებლების უჯრებში, ან კალიებს ...გველი თუ ჩამივარდებოდა იმათაც ვუშვებდი ოთახში როცა საკონტრლო გვქონდა და ჩემები არ იყვნენ მზას
-რაა? გველი? ბაყაყი და კალია? ეგ ჩვეუებრივია?
-ხო ყველა გიჟი ბავში ამას აკეთებდა..და კიდევ ჭიკარტები.ოღონდ მე სკამზე არ ვახვედრებდი. დაფასთანრ ომ დადგებოდნენ და მერე ჯდებოდნენ მაშინ ხვდებოდათ.ასე რატომ მიყურებ მართლა არ გაგიგია მსგავსი რამ?
-ჩვენთან არავინ იქცეოდა ეგრე...
-ღმერთო სად იყავი ასეთ ადგილას! ალბათ თმებსაც არავინ გწიწკნიდა
-ჩემ თმებს ვინ უნდა შეხებდოა ხომ არ გაგიჟდი
-შენ თინეიჯერობის შეყვარებულიც არ გეყოლება და შესაბამისად პირველი ბავშვური კოცნით გამოწვეული ემოციაც არ გემახსოვრება რომ გავმხიარულდე ცოტა მაინც. კოცნა რომ ეგონებოდა იმ ვიღაც კაი ტიპს და რეალურად კოცნის გარდა ყველაფერი იქნებოდა
-მოსაყოლი თუ არაფერი გააქვს ალბომს დავათვალიერებ
-კაი რა შეყვარებულიც არ გყოლია? ამერიკელი გოგონა რომელსაც 16 წლის ასაკში არ დაუკარგავს ქალივშვილობა ...მითოლოგიაშიც არ ჯდები რა
-16 წლის უკვე ისე ვაზროვნებდი რომ მსგავსი სისულელე არ ჩამედინა და ვიღაც ლაწირაკის ჰორმონების დასაკმაყოფილებელი მასალა არ ვყოფილიყავი...
-სხვათაშორის ცალმხირივი საიმოვნება არ არის სექს.. მინდა გითხრა -და აი დროული გაწითლება. როგორ მიყვარს უკვე მისი გაწითლებული ლოყების ხილვა. -დამშვიდდი საქართველოში „ბანკეტზე“ ქალიშვილობას არავინ კარგავს. მანამდე თუ არ აქვს „დაკარგული“ ჩვენთან თხოვდებოდნენ პირდაპირ. ეგრე იმდენმა მოიყვანა ცოლი ჩემი კლასიდან და გაიუბედურა თავი,ნუ ცოლებზე აღარაფერს ვამბობ. რათ უნდოდათ 15 წლის ბავშვი ცოლად ვერ ვხდებოდი ,მაგრამ ქორწილში კი ვერთობოდით კარგად.
მარიამი ფოტოებს ათვალიერებდა. მივაღწიეთ თინეიჯერობის ხანას სადაც ძირითადად მეგობრებთან ერთად ვიყავი
-ახლა რომ იკრიჭები ყველაფერზე აქ რატომ გაქვს სულ შეკრული წარბები
-თინეიჯერობისას ტვინი მწყობრში არ მქონდა სხვა ყველაფერთან ერთად და ტყუილად ვირტულებდი ცხოვრებას მაგ შეკრული წარბებით და დასტოინობით
-ახლაც არ გაკლია სულელური ქცევები..შენ ზურგს ეტყობა კარგად.დანარჩენი ჭრილობები ალბათ ამ დროს გაქვს მიღებული
-ძირითადად ხო..თინეიჯერობისას ძალიან ფეტქებადი ხასიათი მქონდა. შეიძლება ითქვას რომ ყოველ მეორე დღეს საქმის გარჩევაზე ვიყავი . ეგ მგონი ყველა ბიჭის ცხოვრებაში იყო მაშინ,თუ შკოლნიკი არ იყო ვიოლინოთი ხელში
-როიალთან ხარ? უკრავ?
-ხო... ვუკრავდი დიდი ხნის წინ. დედას დაჟინებული თხოვნით შევედი
-თუ არ გინდოდა რატომ დარჩი მეეჭვება ისეთი რამ გაგეკეთებინა რაც არ გინდოდა
-მართალი ხარ..არ მინდოდა ,მაგრამ მასწავლებლის გოგო მომწონდა და აბა ისე ვერ შევაბი და რა გზა მქონდა. კი შემომესწავლა მისი დატყვევბის დროს ...
-ასე შემოგესწავლა დოლზე დაკვრაც? ბენდში უკრავდი?
-ბენდი არა...ჯგუფი იყო სკოლაში მაშინ 15 ვარ .სადღა მახსოვს ახლა რაღაცას ვუპარტყუნებდი .ქართულ ცეკვებზე კი ნამდვიალდ გოგონების გამო დავდიოდი... თვითონ ცეკვის დროს არა მაგრამ რეპეტიციების დროს შეიძლებოდა რამდენიმე გოგოსთან ერთად ფლირტი
-ე.ი ბავშობიდან გარყვნილი იყავი
-რა ჩემი ბრალია მარტივად გამომდიოდა და როცა რაღაც გამოგდის არ ეშვები რა...თან თინეიჯერი გოგოსთვის თავის მოწონება ყველაზე მარტივი იყო
-ესეც შეყვარებულია?
-არაა ეგ მეგობარია... კარგი მეგობარი რომელიც ერთმა ჩემზე მეტად გარყვნილმა ბიჭმა გააგიჟა და კი ჰყავს ცოლად უკვე 7 წელია .საქართველოში არ ცხოვრობენ თან გათხოვილ ქალთან მეგობრობა ძნელია როცა მის ქმართან არ მეგობრობ ... ეჭვიანები ვართ კაცებიც
-ხშირად ხარ მასთან ერთად...ეს გრძელთმიანი შენ ხარ?
-არ თქვა რომ არ მიხდება..
-რა თავმდაბალი ხარ...
-ასე უფრო კომფორტულია თორე კიდე გავიზრდიდი ... თან ძალიან გრძელი არ არის უბრალოდ ხელის გადასმის მომენტი იყო მაგარი- გამახსენდა როგორ ვიშორებდი სახეზე ცამოყრილ თმას და იმტაცია გავაკეთე
-ახლა მართლა გაიზარდე და კიკინებით იარე...მერეც დაკერავ ვინმეს
-ეჭვია რ სეგეპაროს... საერთოდაც ვინმეს დასაკერად არ ვიცვლიდი სტილს არასდროს. უბრალოდ ეგრე მომწონდა მაშინ. არავინ მომწონებია ისე მის გამო რომ გამეკეთებინა განსაკურებული რამ
-მხოლოდ მე არ მჯერა სიყვარულის თუ შენც ჩემ აზრზე ხარ...რომანტიკული საუბრები ჯერ ვერ გავიგე უკვე აქ მგონი 17 ხარ
-სიყვარულის მჯერა ,უბრალოდ ჯერ არ მყვარებია და ტყუილად ვერ გეტყვი რომ რომელიმე მათგანის დანახვისას თვალები მიბრწყინავდა,გული მიჩერდებოდა რამე მსგავსი ...- ბუხარში შეშა შევდე და ტკაცუნის ხმაც გაძლიერდა.
-ჩემნაირებისთვის არ არსებობს!- ალბომი მორიგ გვერდზე გადაშალა. მერე სასაცილო არც არაფერი იყო. უბრალოდ ათვალიერებდა და შემდეგ ეღიმებოდა როცა ფოტოების უმრავლესობა სანდროსთან ერთად მქონდა გადაღებული. მასთან ერთად ცალკე ჰქონდა დედას გადანაწილებული ფოტოები. - სანდროსთან რომ ხარ ფოტოებშიც კი მზერა სხვანაირი გაქ...
-სანდრიკო რომ დაიბადა უკვე დიდი ბიჭი ვიყავი და უბრალოდ კი არ მიყვარდა ,გააზრებულად მიყვარდა პირველივე წამიდან.
-ეს საყვარელი გოგო ვინ არის?
-მართაა
-მართა? ვაიმე როგორი ნაზი და საყვარელია
-დედამისი ზრუნავდა მის ჩაცმულობაზე
-ეტყობა რომ ახლა თავად ზრუნავს.რომ შემოვიდა ბიჭი მეგონა... რომ დაილაპარაკა მერე მივხვდი რომ გოგო იყო
-ან ბიჭი ჰგონიათ...ან ლესბოსელი და ამ დროს ჩვენი ზურია უყვარს ბავშობიდან . სულ გვეგონა მოიტაცებდა ზურიკოს ... მაგათ არ ახსოვთ თორე მე კარგად ვიცი ბაღში რომ იჩხუბა ზურას გამო ,ვიღაც გოგო თმით ითრია საწყალი ბავშვი სულ გაპუტა ზურა ჩემია მარტოო გაიძახოდა. ის კიდე მაგას რო დაინახავდა შტერდებდოა ეგრევე... ჯერ მეგონა ესინოდა,მერე რომ მივხვდი მშიშარა ბიჭი არ იყო ,უბრალოდ არ უნდოდა მისთვის ეწყენინებინა, მასთან ეჩხუბა და ჩუმად ყოფნას არჩევდა.
-როცა დამყოლი ხასიათი არ გაქვს რთული იქნებოდა დამორჩილება...
-შენ მეეჭვება ოდესმე ეგ შეძლო...
-შენზეც იგივეს თქმა შეიძლება
-არადა შვენივრად მმართავ?
-მე? შენი მართვა შეუძლებელია!
-კარგი რა ასე გინდა დამიჩმორო?
-ჩმორი რა შუასია
-აბა მორჩილებას ახლაც ვცდილობ და უკიდურესი ფორმა ჩმორია უკვე ,რაც მეეჭვება გინდოდეს!
-შენ უბრალოდ როცა გინდა დამორჩილება მაშინ ასრულებ ჩემ დავალებას..რეალურად კი ვერ გიმორჩილებ!
-ხერხები უნდა შეცვალო
-მეეჭვება შევძლო... - ალბომი დახურა და ცეცხლს მიაჩერდა. არაფერი მითქვამს ,ისიც დუმდა,თვალები დახუჭა და უსმენდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს რომელსაც შეშის დაწვისას გამოცემული ტკაცუნის ხმა არღვევდა.
-მგონი ცხოვრებაში პირველად ვისვენებ ... არდადეგების გამო კი არა ,როცა სახლშ ვარ ნატალიასთან ერთად მაინც რაღაცის გაკეთება მიწევს.აქ კი არავინ არაფერს ითხოვს ჩემგან ,თითქოს სხვა ცხოვრებააა,სხვა სამყაროში ვარ
-მაკუნა გიშვილებს თუ გინდა და ბავშვობიდან დაიწყე გაბედნიერება
-შენთან წუწუნსაც არააქ აზრი...აბა მე თუ გიშვილე ბავშვობაში ვერა და თინეიჯერობაში რაც უნდა გაგეკეთებინა იმას გასწავლი უპრობლემოდ ,მაღალი ხარისხით
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს..ან ხუმრობ...ან ხუმრობ უხამსად
-ცუდზე რატომ ფიქრობბ ვერ გავიგე ...მიზეზი მოგეცი? -შევიცხადე უცებ და თვალებში ჩავხედე- მე ვიგულისხმე მოწევა,გართობა, დალევა, ცეკვა, სიმღერა .ტატუებს გავიკეთებდით ერთად. შენი პეპელა მაინც არ ჩანს
-ასე ნუ მიყურებ მაინც ვერ გაიგებ ვერასდროს სად მაქ
-იმედია ბოქვენზე არ აქვს მიხატული...ქალი იყო ტატუმეიქერი?
-ხომ ვამბობ ხუმრობითაც კი ვულგარულად ხუმრობ
-რა მანდ არ შეიძლება ტატუს გაკეთება? ზედმეტად ფაქიზი მიდამოა თუმცა ... მკერდზე? არა მკერდი ხომ მაქვს ნანახი სევნიშნავდი პეპელას- მშვიდად ვეუბნები და ისევ წითლდება . საჯდომზე ტატუს ვინ იკეთებს
-ბოქვენზე ხო რას ამბობ ყველა იკეთებს...
-მადროვე რა დამოუკიდებლად ვაზროვნებ... სადღაც აქ იქნება - ხელი მუცლიდან ქვემოთ ჩავასრიალე და თეძოს ძვალთან გავჩერდი ,მერე ხელი მეორე ძვლისკენ წავიღე-ან ამ მხარეს იქნება ..ან სულაც აქ- უკან გადავინაცვლე და ხერხემლის მალების დასასრულთან გავჩერდი- სწორი ვერსია დასახელდა ქალბატონო წამყვანო?- როგორც ყოველთვის წამში მოვშორდი და თვალები დავაწვრილე- არ მეტყვით?
-აღარ მაქვს... რომ გავიკეთე მალევე მოვიშორე
-მაინცადამაინც პეპელა რატომ..თან ძალიან განსხვავებულია, ფერადი .თითქმის ყველა ფერი იყო
-პეპლები მიყვარს... ფერადი იმიტომ რომ ლამაზია და თან რაღაც მაინც მინდოდა ფერადი ყოფილიყო ჩემ სხეულზე მაინც.
-სად გქონდათ მითხარით რა
-სწორად თქვი
-ეგრე ბევრი ვერსია დავასახელე და ასე რომ მიყურებთ მაინც ბოქვენისკენ მივდივარ
-ღმერთო ჩემო !
-კარგი ანუ მანდ არა.. დუნდულებიც გამოვრიცხე. მკერდიც და ყველაზე ლამაზი სანახავი უკან ,ზურგზე იქნებოდა იმდენად მტკივნეულიც არ იქნებოდა გაკეთებისას ალბათ როგორც თეძოსთან..მუცელზე კანი უფრო ნაზია
-ლოგიკის მეფე ხარ...
-ცინიკოზი ნუ ხდებით ხოლმე! მე აქ ვმსჯელობ
-მსჯელობას ჩემი ტატუს შესახებ თუ მოვისმენდი არ მეგონა... ვის დაამზადებინე ის პეპელა?
-ნანცობ იუველირს შევუკვეთე ... ნუ ღელავთ ერთადერთი იქნება
-ხარისხ თუ გავითვალისწინებთ საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარია...
-არ მეგონა მაგაზე თუ გაამახვილებდით ყურადღებას..ისე არცაა საჩუქარი თქვენივე ფულით გიყიდეთ
-რომელი ფულით რომელიც უკან დააბრუნე ჩემ ანგარიშზე?
-საიდან გაიგე?
-შენ გარდა მუშაობს ჩემთან ხალხი ვინც ინფორმაციას მაწვდის... ხო მართლა მეორე საჩუქარი რა არის? ვერ მოვახერხე ნახვა
-მეორე... მეორე თქვენთვის ნამდვილად არ იყო გათვლილი
-ხო ვიცი ...მაგრამ რა არის
-მთავარია რომ პირადად ტქვენთვის ან რომელიმე თანამშრომლისთვის არ შემირჩევია...
-ვიცი რომ ლიზამ იყიდა ...
-მართლა?
-ხო და რა არის ასეთი ასე რომ ღელავ
-საყვარელი გყავთ? უკაცრავად ბოიფრენდი - ისე უცებ ვუთხარი გამომეტყველება შეეცვალა
-რა კითხვაა
-მაპატიეთ... ცუდად გამომივიდა ანუ იმის თქმა მინდოდა რომ თუ გყავთ გახსენით ყუთი და თუ არ გყავთ სანამ გეყოლებათ გქონდეთ. საჩუქარი ნამდვილად არ დაძველდება. პასუხი არ მაინტერესებს... არაა ჩემი საქმე ნამდვილად.მაგრამ თუ გადააგდებთ მაინც უკეთესი იქნება...ინტუიციით ვგრძნობ რომ არ გამოიყენებთ....მგონი უკვე გვიანია ჩემი ბავშობის ფოტოებიც აღარ გაქვთ და დავიძინოთ
სანამ რამეს მეტყოდა კიბისკენ დავიძარი. ისიც გამომყვა სხვა რა გზა ჰქონდა. ტკბილი ძილი ვუსურვე და საძინებელში შევედი. ძილი ნამდვილად არ მაწყენდა ,სწრაფად გავიხადე და დავწექი სპორტული შარვლის ამარა.
თოვლის რა გითხრათ და როგორც ქუთაისს შეეფერება ისეთი ქარი ამოვარდა და დაიწყო წვიმა მეგონა ხეები გადატყდებოდა სათითაოდ. იმდენი ხმა ისმოდა და ისე ზუზუნებდა ქარი ,წვიმის წვეთებთან ერთად თავი საშინელებათა ფილმში გეგონებოდა. შუქი რომ არ გამოერთოთ ეს ხომ საერთოდ შეუძლებელი იყო. ახალი წლის ღამეს ხომ მაგარია? ასეთ ამინდში უფრო ღრმად მეძნება ხოლმე, არც ამჯერად იყო გამონაკლისი, ბალიშს შემოვხვიე ხელები თითქმის მედიალურად დავწექი და ნელ-ნელა გადავეშვი მორფეოსის სამყაროში. ის ის იყო ღრმად უნდა წავსულიყავი სიზმრების სამფლობელოში საძნებლის კარი რომ გაიღო. მეგონა მეჩვენებოდა ,მაგრამ სწრაფი ნაბიჯების ხმა და ჩემ საწოლში გაჩენილი მარიამი სხვა რამეს მაუწყებდა. ისე უცებ წამოვჯექი შუბლით ნიკაპზე მომეჯახა ,მობილური მივანათე ისე ჰქონდა თვალები გაფართოებული და კანკალებდა თითქოს ურჩხული მოსდევდა მოსაკლავად
-არ მითხრათ რომ ჭექა-ქუხილის შიში გაქვს
-თუ სიბნელეა და უცხო სახლში ვარ მარტო კი ... - უცებ თქვა და მომდევნო გაელვებისას ისე ჩამეხუტა მგონი მკვდარტან მოუწევდა დარჩენა,რადგან აუცილებლად დავიხრჩობოდი. მისი გულისცემა მესმოდა იმდენად ძლიერად აუძგერდა მეგონა სხეულზე მეხეთებოდა თითოეული დარწყმისას. კაი რა დავიჯერო ასე ეშინია? ვის მარიამ? კიდევ ერთი აღმოჩენა ჩემი ალქაჯი ყველასგან განსხვავებული ალქაჯია -გეფიცები შუქი რომ მოვა წავალ...
-ოდნავ თუ გამიშვებ ხელს დამავალებთ ...
-მე ..მაპატიე - უცებ მომშორდა და ახლაღა დავნახე მისი პიჟამას ზედა, მობილური უკეთ მივანათე და ქუხილს ჩემი სიცილი მიემატა მისი გრძელმკლავიანი ზედა გულებით და ისეთივე შარვალი დავინახე ,ამას მარიამის დამრგვალებული თვალები და მოკუმული ტუჩები ემატებოდა და როგორ არ გამეცინებოდა.
-ვაიმეე ცუდად ვარ.... ვეღარ ვსუნთქავ
-იდიოტო!
-კაი მოიცადეთ სად მიდიხართ- ხელი მოვხვიე და მასთან ერთად დავწექი. -დაიძინე ალბათ შუქი დილამდე არ იქნება და ხომ არ გაათენებ
-აქ დაძინებას არ ვაპირებ..ხელი გამიშვი
-ჩემი საწოლიდან თავისი ნებით გაქცეული არავინ მინახავს და პირველი არ იქნები ნამდვილად...დამშვიდდი და დაიძინე. მე აქ ვარ- ხელი თმაზე ჩამოვუსვი და თვალებში ჩავხედე. ოთახში ძალიან მკრთალი სინათლე იყო ისიც გაელვებისას-შეგიძლია ისუნთქო ...
-ვერ გიტან..-მითხრა განაბულმა და თავი მკერდზე დამადო, ხელი ფრთხილად გადმოიტანა მუცელზე ისე თითქოს ვუკბენდი . თვალები დახუჭა ,მაგრამ კიდევ დიდხანს ვერ მოდუნდა. როგორღაც სუნთქვა დაარეგულირა, სხეულიც მოუდუნდა და ჩაეძინა. სამაგიეროდ მე ვერ დავიძინე...უკვე მეორედ ვდარაჯობდი მის მშვიდ ძილს ,თვალს ვერ ვაშორებდი ...
უკვე ბედობაა...ნუთუ მარიამთან ყოფნა უნდა დამებედოს , მთელი წელი მასთან ყოფნა რომ მომიწევს ფაქტია,მაგრამ სიტუაცია შეიცვლება.მეეჭვება ასე ჩემ მკლავებში მოქცეული იყოს კიდევ ...
გაღვიძებაც როგორი განსხვავებული იცის, ჯერ ხელებს და ფეხებს ამოძრავებს, თავს აბრუნებს ,ცხვირს კანეზე მიხახუნებს ინსტიქტურად და უცებ ჯდება საწოში.ფანჯარაში იყურებდა და რომ ხედავს სინათლეს ღრმად სუნთქავს
-ბედობას გილოცავ დედოფალო...
-ბედობას?
-ხო 2 იანვარია დღეს...ბედობაა . ანუ დღეს როგორც მოიქცევი ისე გაატარებ მთელ წელს
-ანუ ის დროა რომ შენ საწოლს უნდა მოვშორდე- სიცილით მეუბნება და უცებ დგება .ისევ მეცინება მის გაშლილ შარვალსა და დიდ ზედაზე.რომელშიც მთლიანადაა ჩამალული.თმები აბურდული აქვს და კი არ მიდის მიპლატუნებს. კართან ჩერდება და ბრუნდება-მეც გილცოავ ბედობას...-მიცინის და მიდის
ეს ის იშვიათი მომენტია ანგელოზს რომ ჰგავს და სულს მითბობს...
ქვემოთ ჩასულს მთელი ოჯახი მისაღებში მხვდება. მარიამი და მაკუნა სამზარეულოში არიან.იქედან ისმის ხმა და მერე ერთიანად მეცლება ძალა გაოცებისგან. თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ ,როდესაც ოთახში მაკა და მარიამი ერთად შემოდიან. მაკა რაღაცას ეუბნება ორივე იცინიან , ხელში სხვადასხვა კერძები უჭირავთ და მაგიდაზე დებენ. მარიამს დედა უჩვენებს სად რა უნდა დააწყოს ისიც ემორჩილება და აკვირდება თეფშების განლაგებას.
-თვალს თუ არ დაახამხამებ გაითიშები მალე - სანდრო მეუბნება და აშკარად ფხუკუნებს ჩემ ზურგს უკან
-მეჩვენება ხო?
-მეგონა შიშველი ქალები გეჩვენებოდა შენ გარყვნილ გონებაში და ჩვეულებრივი მაგიდის გაწყობაც გეჩვენება?
-ალექსანდრე!
-რა ხდება უბრალოდ დედას შესთავაზა დახმარება და მანაც ნება მისცა
-პირველი ის რომ მარიამი ეხმარება დ ამეორე ის რომ დედა აძლევს ნებას
-აშკარად გრძნობს მომავალი რძლის სურნელს დედა ჩვენი- ისევ იღიმის და მარიამისკენ მიდის- ქალბატონო მარიამ თეფში გაასწორეტ თორემ საცივი დაიღვრება
-გმადლობ შესწორებისთვის... დებიუტანტი ვარ - იღიმის ისევ ისე თვალების დაწვრილებამდე და თეფშს მაგიდაზე დებს - ეს საცივი ჩემ ფორმებს შეიწირავს ,მაგრამ მზად ვარ ... განსაკუთრებით ხაჭაპური ,საცივი და შენი საფირმო ნამცხვარი ყველაფრად მიღირს- მაკას ეუბნება და ისიც ლოყაზე კოცნის
-შემიძლია რეცეპტი გაგიმხილო...
-მართლა? ხო მაგრამ მე არაფერი გამეგება... საერთოდ. ჩემ მზარეულს მივცემ და გამომიცხობს ხოლმე .
-ეგრე არ გამოვა... მაკუნას რეცეპტებს ვერავინ იგებს საერთოდაც სამზარეულოში არავის უშვებს შენ პირველი ხარ
-ყურადღებას ნუ აქცევ ამათ...
-დედი არ ვტყუი ხომ ასეა... მითუმეტეს რეცეპტს არავსი აძლევს
-დიდი პატივია...
-მგონი დროა ვისაუზმოთ ..ძალიან მშია- ვერთვები საუბარში რადგან ამის ყურება აღარ შემიძლია. არ მინდა ჩემი ალქაჯი შეიცვალოს, ასე უფრო მომწონს და ეს არ მაწყობს საერთოდ არ მაწყობს!
არ მიმართლებს, საუზმობის დროსაც გრძელდება მათი დიალოგი. მარიამი სრულიად სხვა ადამიანია.თითქოს ახალი წელი სხვა ქალის სულით დაიწყო.
მთელი დღე ,წარმოიდგინეტ მთელი დღე ვაკვირდებოდი ყველა მის ქცევას და ერთხელაც ვერ დვაინახე ჩემი ალქაჯი. მეგონა დიდი სიზმარი იყო და მალე გამღვიძებოდა, დაღამდა კიდეც ,სტუმრებიც მოვიდნენ.ამჯერად ჩვენი ნათესავები ,მაგრამ ის ისევ არ იცვლება. სულ ცოტათი ,უბრალოდ იმათთან იმდენს არ ლაპარაკობს. უბრალოდ ჩუმადაა, ისევ ისეთი ჩაკეტილი გახდა. რამდენიმე საათი თორემ როგორც კი მიდიან სტუმრები მაკას მიჰყვება უკან და როცა სამზარეულოში გავდივარ ჭიქის დასაბრუნებლად ვხედავ როგორ წმენდს მაკას დარეცხილ თეფშებს ,მაგიდაზეა შემოსკუპულლი და თან ახარისხებს უკვე გაწმენდილ ჭურჭელს. თმები დაუდევრად აქვს შეკრული,უზარმაზარი კოსა აქვს მაკიაჟი საერტოდ არ უკეთია ერთიანი გრძელმკლავიანი კაბა აცვია,ყელით . ფეხზე ერთიან ძირზე ჩექმა და სულ არ გავს ჩემ ალქაჯს...რატომ არ ჰგავს რატოოომ !
-დემეტრე კარგ დროს მოხვედი...ესენი ზემოთ შემოაწყვე რა-დედა რაღაც ნივთს მიწოდებს და კარადის თავზე ვდებ . მარიამი ყურადღებას არ მაქცევს. თეფშებს იღებს და კარადაში აწყობს
-მაკა ესენი სად დავდო?
-თეფშები სადაც დადე იქ ...
და ესენი ასე აპირებენ ხვალაც? ჩვეულებრივი ორი დიასახლისია... მალე შევიშლები. მგონი ფარული კამერაა და ჩემ გაგიჟებას აპირებენ. მაგრამ არა მარიამი ამაზე არ წავიდოდა..აბა სახლის მილაგებას დაიწყებდა? ახლა ცოცხი და აქანდაზი აკლია . რომ გამოგავოს და ეგაა . არა მაგას ნამდვილად არ გააკეთებს მტვერზე ალერგია აქვს.
-დემეტრე მანდ რას უდგეხარ , გასვლას აღარ აპირებ?
-მარიამ მინდა ქალაქი დაგათვალიერებინო ...მოემზადე და წავიდეთ
-ახლა?
-ხო ღამით სეირნობა უფრო კარგია...
-სხვა დროს წავიდეთ... საკმაოდ გვაქვს დრო
-ხვალ წასვლას არ ვაპირებთ?
-ხვალ? მაკამ მითხრა რომ შობას სოფელში ხვდებით ყოველთვის და წასვლას არ აპირებ?
-ვიფიქრე თბილისში წაგიყვანდი და შემდგე დავბრუნდებოდი... საერთოდ არ გინდა მარტოებმა ვილაპარაკოთ?
-რა საჭიროა... წასვლა არ მინდა დავრჩები ,მგონი არავის ვაწუხებ- მაკას გახედა და გაიღიმა-კიდევ გინდა რამის თქმა?
-არა რა უნდა მინდოდეს სხვა
-ბრაზობ თუ მეჩვენება... -უკან გამომყვა და საძინებელში მიმიმწყვდია -რამე დავაშავე და არ ვიცი?
-აი კიდევ ერთი..ჩემი აზრი გაინტერესებს! რა გჭირს მარიამ?
-არაფერი რა უნდა მჭირდეს...აჰა გასაგებია იმაზე ბრაზობ რომ მთელი დღე დედაშენთან გავატარე? ბედობააო ხომ თქვი ხოდა მინდა მთელი წელი ასეთი მქონდეს როგორიც ეს დღე, ვიყო უბრალოდ ქალი და მშვიდად გავაკეტო ელემენტარული საქმე ,ვისაუბრო და არ ვიფიქრო არაფერზე. ერთი დღე დავუჯერებ ამ რწმენას და ვიფიქრებ რომ ასეტი წელი მაქნება არ შეიძლება?ნუთუ მეკრძალება ერთი დღის მშვიდად გატარება...
-ეგ არ მითქვამს..უბრალოდ
-უბრალოდ რა... გგონია რომ რაღაცას ვგეგმავ ხომ ასეა...შენ ხომ ვერ წარმოიდგენ რომ მეც შემიძლია სიცილი მთელი დღის განმავლობაში, გულწრფელი ღიმილი და საუბარი .მოსმენა უბრალო ამბების და ისე რომ მათში საქმე არ ერიოს...
-ნუ ბრაზობ !
-არ ვბრაზობ... ვამბობ იმას რასაც ფიქრობ! ნუ დარდობ შენთან ურთიერთობის შეცვლას არ ვაპირებ... მხოლოდ მათთან .შეიძლება არც გინდა რომ მთელი საახალწლო პერიოდი აქ ვიყო ,შენ ოჯახთან ერთად ,მაგრამ მე მინდა და ისე იქნება როგორც მე მსურს!
-ასე ნუ მიდიხარ! არაფერიც არ მინდა..უბრალოდ მეგონა რომ ვერ გაძლებდი ამ პატარა სახლში, უბრალო ოტახში,უბრალო ხალხთან.რომლებთან ურტიერთობაც შენ არაფერს მოგიტანს, ჩვეულებრივ ქალაქში და მითუმეტეს სოფელში წამოსვლას მოხუც ცოლ-ქმართან . იმერულ სოფელში სადაც ღორის დაკვლის ცერემონია გაიმართება. მთელი ქუჩის კაცები შეიკრიბებიან და წავა ღრეობა. არ მეგონა ამის ყურება თუ მოგინდებდოა და საერთოდ ვერც გავივლებდი გონებაში შენს იქ დაპატიჟებას რადგან შენგან განსხვავებით არ ვაკეთებ ისეთ რამეს რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებს. იქ კი ნამდვილად არ არის კომფორტი და ის გარემო როგორსაც მიჩვეული ხარ
-და ვინ გითხრა რომ იმ გარემოშ ყოფნა მინდა რასაც მიჩვეული ვარ. იქ მთელი ცხოვრებაა ვარ..ასეთ გარემოში, მარტო მდიდრულ ოთახში, სასახლეში გამოკეტილი, ან კიდევ კომპანიაში უამრავი შეწუხებული ტანამშრომლის ირგვლივ რომელტაც ჩემი ეჭინიათ, ვეზიზღები და ერთი სული აქვთ როდის გავა სამუშაო საათები რომ სახლშ გაიქნენ. მე კი მეზიზღება როცა საქმე მელევა, როცა სახლში წასვლა მიწევს რადგან იქ არ არის არც დედა ,რომელსაც ჩემი დანახვა ისე უხარია რომ პატარა ბავშივით მეფერება, არც მამა რომლის გამოხედვაშიც ცანს როგორ ამაყობს ჩემით...არავინ არ არის ისევ მოსამსახურეები,ისევ დაქირავებული ხალხი რომელიც კომფორტს მიქმნის...
-კარგი მაშინ ბოტებს გიყიდი... სენ ქუსლიან ფეხსაცმელს ჩემოდნის ყველაზე ღრმა ადგილას ჩადებ და ეზიარები სოფლის ცხოვრებას ერთი კვირის განმავლობაში- რომ მოვრჩით ყვირილს და ხელების უმისამართოდ ქნევას ჰაერში. მშვიდად ვუთხარი,ღიმილიც არ დავაკელი და მერე ხელი მოვხვიე. უკვე ვეღარ ვძლებ ყოველი სუაბრის დროს ახლოს რომ არ მყავს თუ მე მეჩვენება? - მე შენი სურვილების ბოლომდე გამოცნობას ვერ ვახერხებ იმდენად რთული ხარ მარიამ ... სხვა დროს თუ მეტყვი რა გინდა ყველაფერი მარტივად გამოვა და ისე გავაკეთებთ როგორც შენ გინდა
-არ ვარ მიჩვეული ...
-ხოდა უნდა მიეჩვიო..მხოლოდ ჩემთან საუბარს .ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგო რომ მე ყველაფრის გაგება შემიძლია, მოსმენა და შენი სურვილის ასრულება- სახეზე ჩამოყრილ თმის ნაწილს ყურს უკან ვუწევ. კოსა ჩამოშლილა და რამდენიმე ღერი ჩამოვარდნილა.
-შევეცდები...- უკვე დამშვიდებული ხმით მითხრა და თვალებში შემომხედა. როცა ასე მიყურებს მეღიმება და რით ვუშველო საკუთარ თავს?
-შემოთავაზება ქალაქის დათვალიერებაზე ძალაშია...
-ხუთ წუთში მზად ვიქნები და წავიდეთ
-დროს ვინიშნავ
ხელს ვუშვებ და ისიც სწრაფად ტოვებს ოთახს. ქურთუკს ვიღებ და ქვემოთ ჩავდივარ, სანდრო მაშინვე მზერას მაპყრობს და ტუჩის კუთხეს სწევს
-სადმე გადიხარ?
-ძიძა.. უნდა გამომყვე?
-კლასელები რესტორანში სხდებიან და თუ გამიყვან დამავალებ. ვიცი დავთვრები და აზრი არ აქვს მანქანით წასვლას
-ჩემი მოწესრიგებული ,კანონდამცველი ძმა .აბა მთვრალი ხომ არ დაჯდები საჭესთან
-მართვის მოწმობა არ მაქვს ...
-მითუმეტეს...
-მორჩი დაცინვას..წამიყვან თუ არა
-წაგიყვან ხო ... მარიამი ჩამოვა და გაგიყვან
ქალბატონი მართლაც მალე დგას ჩემ გვერდით. სამივე გავდივართ სახლიდან...ჯერ ჩემ სანდრიკას ვტოვებთ რესტორანში და შემდეგ მთელს ქალაქს ვაჩვენებ . ბოლოს მოწამეთაზე ამყავს,იქედან ლამაზი ხედი შლება,სიმშვიდეა და არც არავინ არის ირგვლივ. მანქანიდან მობუზული გადმოდის და ფარებით განათებულ გარემოს უყურებს
-მდინარეა? იქეთ მონასტერი? ძალიან ლამაზია
-ხვალ სათაფლიაზე წაგიყვან...- მეცინება და ვეხვვეი
-იქ რა ხდება?
-დინოზავრის ნაკვალევს და მღვიმეს გაჩვენებ .ახლა გააკეთეს და ლამაზია...
-კარგი ,წავიდეთ... აქ ძალიან ცივა - მეხუტება და ყელზ ეგაყინულ ცხვირს მახებს ,მაჟრჟოლებს
-ასე უცბე გაიყინე წამო წავიდეთ თორე ყინულის დედოფალი გახდები მალე ჩემო დედოფალო
-წავიდეთ... გვიანია უკვე მგონი
-ორი საათია...
-ასე უცებ გავდია დრო? არადა მეგონა რამდენიმე წუთი იყო გასული
-ხვალ იმ გიჟებსაც ეცლებათ და ერთად წავდიეთ...
მანქანაში ცავსხედით და სახლში წავედით. როგორც ყოველთვის ჩუმად იჯდა და ისევ უყურებდა გარემოს
-სოფელში როდის წავალთ?-მხოლოდ სახლში შესვლის შემდეგ მითხრა და ფრთხილი ნაბიჯებით განაგრძო გზა საძინებლისკენ
-ზეგ ... ხვალ სათაფლიაზე ავიდეთ ერთად და მეორე დილით წავიდეთ.
-ვინ წამოვა ჩვენთან ერთად?
-ამჯერად მხოლოდ ჩვენ წავალთ . ბიჭებს არ სცალიათ..მართაც ვერ მოდის სოფელში იშვიათად მოდის ხოლმე.
-მე რომ საჩუქარი არ მაქვს შენი ბებოსთვის და ბაბუსთვის?- ვაიმეე ახლა შევიშლები ! როგორი ტონით მეუბნება, როგორი გამომეტყველება აქვს ცოტაც და მთელ სახეს დავუკოცნი. ჯანდაბააააააააააა!
-გაუღიმე ხოლმე ლამროს და შაქროს და ეგაა რა
-სერიოზულად გეუბნები დემეტრეე
-მეც სერიოზულად გეუბნები დედოფალო
-დედოფალს რომ მეძახი როგორ შეიძლება სერიოზულ წინადადებად მივიღო !
-რა არ ხარ დედოფალი? მსახური გყავს ჩემი სახით იმპერიაც გაქვს და სხვა რა გავაკეთოთ დედოფალო..დედოფალო მომიტევეთ ძმა ჩემი ერთადერთი რეკავს- მობილური როგორც კი აზუზუნდა ამშნვე ვუპასუხე ვიფიქრე უნდა სახლში წამოვიყვანოთქო - მოგაკითხავ არ წაიქცე სადმე ბიჭო ...დაჯექი ეზოში და ხუთ..
-საავადმყოფოში ვარ...
-რა? რა დაგემართა ...
-ნუ გაჰკივი ახლა ბოლო ხმაზე ! კარგად ვარ, მოდი უბრალოდ „ჯეო ჰოსპიტალში“ ვარ
-ხუთ წუთში მანდ ვარ... ხომ კარგად ხარ მართლა სანდრო
-კაი არ გინდა ახლა ცრემლები ...
-მოგკლავ ჩემი ხელით რომ მოვალ.-არც გამხსენებია მარიამი ისე გავიქეცი უკვე მანქანასთან ვიყავი,რომ ჩავჯექი და ისიც გვერდით მომიჯდა მერე გავიაზრე რომ მომყვებოდა-აქ რა გინდა,სახლში სედი და დაიზინე
-სანდრო საავადმყოფოშია და სახლში როგორ დავრჩე. წადი დროზე იქნებ და რა ჭირს
-მოკლედ რაა - სწრაფად დავძარი მანქანა და მალევე მივედი საავადმყოფოში. მიმღებში ვიკითხე და პალატისკენ გამიძღვა ექთანი. კართან მისული ადგილზე დავრჩი რადგამ წინ მიმავალმა მარიამმა ხელი მკრა და უკან გამწია-რა არი!
-მარტო არ არის - ღიმილი ვერ შეიკავა და მანიშნა სეიხედეო. წინ გადავიწიე და ვაჟბატონთან ვიღაც გოგო იჯდა . მისი ხელი ჰქონდა ჩაბღუჯული ის კიდე ცივი გამომეტყველებით, ურეაქციოდ უცქერდა. აშკარად გაბრაზებული იყო გოგო კი რაღაცას უხსნიდა
-ვირი! როგორ უყურებს შეხედე... შევიდეთ თორე გავგიჯდები მალე -პალატაში შევედი და ტავზე დავადექი- აბა მაჩვენე რა გჭირს..დაგჭრე..თავი გაგიტეხეს? გადმოვარდი? რამე მოიტეხე?
-არაფერი! წავიდეთ...ამდენ ხანს სად ხარ!
-კი მაგრამ...ექიმმა თქვა არ შეიძლებაო და
-გოგონა ძალიან კარგად ვიცი რა შეიძლება და რა არა. თუ შეიძლება ჩემი კაპოტზე აკვრის მცდელობა იკმარე და გაქრი ჩემი თვალთახედვიდან !
-როგორ ლაპარაკობ!- ეს ჩემი ძმა არის ნამდვილად? როგორ ელაპარაკება გოგოს , რა წესია სად დაკარგა ზრდილობა. არადა მშვიდი მეგონა ,გაწონასწორებული და ზრდილობიანი
-ისე როგორც საჭიროა! -უკვე მე მიბრიალებს თვალებს და ახლა თუ არ შევეშვები ვიცი სიტუაციას არ გაითვალისწინებს და სერიოზულად იფეთქებს.
-მე მაპატიეთ..მართლა ვერ დაგინახეთ ..განგებ ხომ არ მინდოდა არა?
-გოგოო მე რა გითხარი გაქრი აქედან ...დაივიწყე უბრალოდ და წადი რა.ხო არ გიქმნი პრობლემას თუ მაინცადამაინც გინდა პოლიცია დაგაყენო და ის სასწაულებრივად აღებული მართვის მოწმობა ჩამოგართვან - ღრიალებს კი არ ლაპარაკობს.არა აქ რაღაც სხვა ამბავია ასკარად, ასე არასდროს დაელაპარაკებოდა ჩემი ძმა გოგოს...
გოგოს თვალები აემღვრა, არც ბრაზობდა . ისეთი ნაზია ,ისეტი ბავშვური ჩემი თაიაც კი ველურია მასთან შედარებით.
-კარგით...გამოჯანმრთელებას გისურვებთ .კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს-ამოიჩურჩულა ხმა ჩამწყდარმა და წავიდა.
ჩემმა ძმამ უმისამართოდ შეიკურთხა. ხელიდან ნემსი მოიშორა წამოდგა
-ექიმს დაველოდოთ..და მერე წავიდეთ
-კარგად ვარ დემეტრე რაა გაუგებარი! შენი აზრით ცუდად რომ ვიყო გამოვიქცეოდი ? არ მიცნობ?
მარიამი ხმას არ იღებდა. ალექსს გაჰყვა, რა გზა იყო სხვა. აღმოჩნდა რომ თანხა გადახდილი იყო უკვე ამაზე სულ გაცოფდა. უკვე ხმამაღლა შეიგინა მარიამსაც არ მიაქცია ყურადრება. გარეთ გავიდა და მანქანისკენ წავიდა. ხელი ისე მიარტა მგონი გაღუნა რკინა. ახლა არაფერს მეტყვის აზრი არ აქვს... ამიტომ უბრალოდ ჩავსხედით მანქანაში და სახლში წავედით. როგორც კი გადავიდა უკან არც მოუხედავს პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა
-ასე არ უნდა წამოგვეყვანა..იქნებ ცუდადაა.
-დაველაპარაკები ! ნუ ღელავ ცუდად რომ ყოფილიყო საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნიდა ... დაიძინე ,არ იდარდოო
-კარგი ... - საძინებელში შევიდა მე კი ალექსანდრეს ოთახის კარზე დავაკაკუნე
-შემოდი ... -ოჰ რა ხმა აქვს , აშკარად გაგიჟებულია. კარს ვაღებ და შევდივარ. ტრუსით დგას და სპორტულ სარვალს იცვამს, ჩალურჯებებს ვხედავ და მაისურს ხელიდან ვგლეჯ
-რა არის ეს
-აუ ნუ გაატრაკებ თუ ძმა ხარ რა... დამეჯახა და ჩალურჯება არ მექნება ?
-ანალიზები აგიღეს? იქნებ სისხლდენა გაქ...როგორ მოხდა
-რესტორნიდან გამოვედი ტაქსის გაჩერებას ვაპირებდი. მეორე მხარეს გადავდიოდი გამოვარდა და მსუბუქად დამეჯახა. გონება დავკარგე და რომ გავიღვიძე კი დაგირეკე ...უკვე ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ. ექიმს ვესაუბრე და სასიში არაფერია,უბრალოდ იწექი ცოტა ხანსო და რა მინდოდა ახლა იქ დავწვები საწოლში და დავიძინებ
-და იმ ანგელოზივით გოგოს იმიტო ელაპარაკე ასე?
-ანგელოზს? კი როგორ არააა
-იცნობ?
-პირადად არა... მის ძმას ვიცნობ სამაგიეროდ კარგად..უფრო სწორედ ძმებს ვიცნობთ ის კი თავად ქალბატონი ლილე აბაშიძეა
-ლაშას და ლუკას და არის?
-დიახ...მისი აღმატებულება ქალბატონი ლილე... როდის ჩამობრძანდა ნეტავ. იმიტომ იყვნენ ჩწყნარებულები მაგის გამო....ვ... ძმები ამ ბოლო დროს . არადა დახვედრას ველოდი- მაისური გადაიცვა და დაწვა
-კიდე აპირებ მაგათთან ჩხუბის გაგრძელებას?
-რა თქმა უნდა... ჩააქრე შუქი და წადი .ხვალ გვიან გავიდეთ რა ცოტას გამოვიძინებ
-კარგი...
-აუ ნუ მიყურებ ეგრე კარგად ვარ- გაიცინა როგორც იქნა და ბალიშს მოეხვია - ფუ როგორ ჩამაშხამა ქეიფი იმ სულელმა გოგომ - ჩაიბურდღუნა და თვალები დახუჭა. ოთახიდან გამოვედი და ჩემ საძინებლამდეც მივაღწიე როგორც იქნა. მარიამის იქ ნახვა აღარ გამკვირვებია... ემოციურობის პიკზეა დღეს
-როგორაა?
-კარგადაა ... უბრალოდ ის გოგო ცუდი ბიჭების დაა- გავიცინე და სკამზე ჩამოვჯექი
-წავედი ..დავიძინებ თორე მეძინება უკვე ძალიან. ემოციური დღე იყო- მარიამი წავიდა. გათიშულს უნდა ჩამძნებოდა ,მაგრამ რაღაც არ მასვენებდა. ასე რობოტივითა ვდექი და მის ოთახში შევედი. არ ეძინა ,მაშინვე წამოჯდა და შემომხედა
-უბრალოდ დავიძინოთ ,გთხოვ- მგონი იმდენად დაღლილი ვიყავი შევებრალე ,არაფერი უთქვამს გვერდით მიიწია და ადგილი გამიტავისუფლა.
იმ წამსვე დამეძინა როგორც კი მის გვერდით დავწექი . ამ ღამეს დავივიწყებ იმედია და გავლენას არ მოახდენს...
მეორე დღეს გეგმას მივყევით. სათაფლია მოეწონა მარიამს. მეც არ ვიყავი განახლებულ მღვიმეში . ბავშვებმა გიდობა გაგვიწიეს. იმათთან ვინ მოიწყენდა, რა თქმა უნდა მარიამსაც ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და საღამოს აშკარად ცქმუტავდა. მგონი ძალიან უნდოდა სოფელში წასვლა... მისი კახეთის სახლს ჩემი სოფლის სახლი ნამდვილად არ გავს, გავერთობი ტალახში თუ ჩავარდება . ბებოს ვთხოვ და გომურშიც თუ შევაგდე ხო საერთოდ კომედია გამოვა...
დილით დავადექი ტავზე ბოტებით ხელში კივილი დაიწყო ისე შეეშინდა
-ღმერთო გული გამიხეთქე რომელი საათია
-ექვსია... გაემზადდე გავდივართ მალე
-ადამიანურად რომ გაგეღვიძებინე არ შეიძლებოდა?
-კარგი დამშვიდდით დედოფალო ... ეს ბოტები ჩემგან
-როდის იყიდე
-დღეს... მიდი უცებ რას ელოდები . დაკლეს ღორი უჩვენოდ
-სახლში უნდა მოკლან ღორი?
-ხო მოკლავენ მარიამ.. მერე პოლიცია მოვა და გამოძიებას დაიწყებენ -სერიოზუალდ ვეუბნები ,მაგრამ ხვდება რომდ ავცინი და ბრაზდება . ბალიში გამომიქანა, არ ველოდი და პირდპაირ მომარტყა თავში. რა თქმა უნდა უკან დავუბრუნდე ისე ძიე რმომივიდა საწოლზე დაებერტყა და ზედ დაეცა ბალიში. იმდენ ხანს ეგდო გათიშული შემეშნდა არ დაიგუდოსთქო და საწოლზე ავბობღდი-მარიამ... სუნთქავ?- ვინ მაცადა ისე უცებ მომიქნია ბალიში ახლა მე დავვარდი საწოლზე- მომატყუე გაიძვერა დედოფალო? არ შეგარჩენ იცოდე
-არ გაბედო! -მუხლებზე იდგა და საწოლიდან მიღოღავდა რომ დავიჭირე და ზემდოან მოვექეცი- დემეტრეეე
-გამაბრაზეთ და როგორ მოვიქცე ახლა?
-რა დროს ესაა უნდა წავიდეთ...მაკა გველოდება ალბათ..მახოც ხომ არ ვალოდინებთ-რომ მგონია გავაბრუე-თქო ხელით ბალიში დაუთრევია და ისე მომარტყა თავში მეგონა სხეულს მოსორდა ჩემი საწყალი ტავი და სადღაც გადაგორდა რა ძალა აქვს ასეთი .არადა არ მინდოდა მისი გაგიჟება და მაიძულებს უცებ ვუჭერ ხელებს და სხეულზე ვეკვრი -ძალიან გამაბრაზე მარიამ! ძალიან ...ძალიან - მისკენ ვიხრები თვალები უფართოვდება როცა ტუცებს ვუახლოვდები ნაცნობი მზერა აქვს... არადა არ მეგონა ჩემი კოცნა თუ მოუნდებოდა მის რაღაც ნაწილს მაინც. თვითშეფასება დამიქვეითა ამ ქალმა... თვალებში ვუყურებ მერე სწრაფად ვწევ თავს და გეგმას ვასრულებ. ის შემთხვევაა როცა ვამპირობის სურვილი ნამდვილად მინდება. იმდენად ტკბილი კანი აქვს მინდა ვუკბინო...კი არ მინდა ვუკბინე კიდეც ნუთუ ეს ხმა ასე საამოდ რომ ცამესმის ყურში მისი წარმოთქმული ბგერებია. სრულიად გაბრუებული, გათიშული და დამტკბარი ყელზე კოცნის კვალს ვუტოვებ ,ხანგრძლივად და არაფერი მადარდებს..უბრალოდ ვერ ვშორდები.სხვაგან რომ გადავინაცვლო ვიცი უარეს სისულელეს ჩავიდენ.არადა მხოლოდ სულ ოდნავ მინდოდა გამეჩერებინა სხვა ხო არაფერი... კიდევ ვერ ვაფასებ ამ ქალის გავლენას ჩემზე. ძლივს ვიკრებ გონებას და წამის მეასედში ვსორდები. თუ რამ ენერგია გამაჩნდა უემოციო სახეს ვკერავ ქალბატონს თვალს ვუკრავ და გამოვდივარ ისიც ვუტხარი სწრაფად მოემზადე_თქო . ხმას რომ ევრ გავაკონტროლებდი ეგ სულ დამავიწყდა,მაგრამ მეეჭვება ესმოდეს რამე...
ვიწვი...
სისხლი ამიდუღდა ...
ერთმა კოცნამ გამხადა ასე? ადრე ას ეუცებ არ ვინთებოდი და რა ჯანდაბაა ეს ქალი ჯადოქარია?
არა უბრალოდ მისი დავალებების გამო იმდენი ხანია ქალი თვალით არ მინახავს ავურიე მგონი! არა ამის ახლა მჯერა მე თვითონ? ვის ვატყუებ!
-დემეტრე... ჰეიი- ცემი ძმა ხელს ცხვირ წინ მიფრიალებს - გესმის ?
-ა ჰა? რამე მიტხარი?
-რა გჭირს ...
-არაფერი რა უნდა მჭირდეს. მარიამი მალე მოემზადება და გავიდეთ
-წამოდი დედამ რაღაც-რაღაცეები უნდა იყიდოს და დავეხმაროთ.
-მეზარება შენ გაყევი რა..ჩემი ძლიერი ბიჭი ტყუილად ხარ?
-ღმერთო რა დონეზე გააფერისტდდი- თვალებს ატრიალებს და მიდის.
შოპინგი კი არა სული მეცლება სხეულიდან...
ოტახში დავდივარ წინ და უკან . ახლა მართლა იმ გოგოს ვგავარ პირველი კოცნის მერე რო ღელავს თუ მეჩვენება?
ერთ-ერთი შემობრუნებისას მარიამი მხვდება წინ ,ჩანთას მაჩეჩებს და ზურგს მაქცევს. ესღა მაკლდა .. ახლა სულ უნდ აგაწითლდეს სანამ რამე სხვას არ მოვიფიქრებ. ყელიანი კაბა აცვია, ალბათ კბილები ეტყობა. ჯანდაბაა! სულ გამოვშტერდი არა ამას სიშტერე აღარ ჰქვია უკვე . არაკაცივით ვიქცევი და ეს მაგიჟებს უკვე! მორჩა ვწყვეტ თამაშს, მასთან თამაში არ გამომდის და რით ვერ შვეიგნე.
“რაღა თამაში, ისეთი კარგია ოდესმე მოშორდები კი? შეძლებ ტავის შეკავებას როცა მიუახლოვდები? ნუთუ მისი კოცნა არ მოგინდება“- ეს რაღა ჯანდაბაა ალტერ ეგო თუ მეორე მე ენას თუ ჩაიგდებ და ისედაც არეულ ტვინს უარესად არ მოტყნ... მაგრად გამისწორდება.
მანქანაშ ვაგდებ ჩანთას. მარიამი მახოს ელაპარაკება, რომ მიყურებს ისევ მაშორებს მზერას.
რომ დამელაპარაკება ალბათ მიმახრჩობს ...
მეტის ღირსიც ვარ,მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობ სინანულს და რა გავაკეთო ამ გრძნობის გამოსაწვევად?
დედა რომ ბრუნდება სიტუაცია იმუხტება . იმდენი რამე აქვთ ნაყიდი მანქანა სავსეა. სესაბამისად ერთ მანქანაში ვერ ჩავეტევით. ორით გვიწევს წასვლა, მარიამს კი ჩემთან ერთად მარტო მგზავრობა.
მშვიდად , შესაშური გაწონასწორებული სვლით მიდის მანქანისკენ.
ხომ ვამბობ მე ვიქცევი ქალიშილი გოგოსავით... იმედია აშკარა არა რის ეს ჩემი აღელვება თორემ დავიწვები
საჭესთან ვჯდები და ღვედს ვიკრავ.
ჩუმადაა ...
ეს სიჩუმე მაგიჟებს... რამე მაინც მითხრას,მითხრას რომ ყურადღება არ მიუქცევია ამ ჩემი გამოხტომისთვის და ისე მიიღო ეს კოცნა -კბენა როგორც ხელქვეითის უბრალო ჟესტი
„ სულ გამო....ვ... ხელქვეითის ჟესტი არა ტოროლა“-შენ ვაფშე მოკეტე !
-ასე თუ ატარებ რამეს დავეჯახებით- მშვდიად მეუბნება. ვგრძნობ რომ ჩემი ალქაჯი ისევ დავაბრუნე. არადა რა კარგი იყო მომღიმარი მარიამი...“შნეი ვერ გავიგე , იცინოდა გაგიჟდი, ახლა ისევ ისეთი ჩუმი და ცივია და არ მოგწონს?“
-მალე მივალთ...დიდი გზა არ არის და არც არაფერს დავეჯახებით
-სანდრომ მითხრა რომ მთაშია სოფელი
-ხო ,მაგრამ იმერეთში მაღალი მთები არ არის და საშიშიც არაა- ვერ ვლაპარაკობ რაღაც მიჭერს ყელში. წყლის ბოთლს ვპოულობ და ერთიანად ვცლი. თურმე რა მინდოდა, ძლივს ამოვისუნთქე ნორმალურად. ახლა დავმშვიდდები და ყველაფერი გაქრება .დიდი ამბავი ერთი კოცნაა სხვა ხო არაფერი ! „ერთი კოცნაა ,მაგრამ ყველაზე დიდი ემოცია მოგიტანა შე საწყალო „
ჩუმად ვართ...
მხოლოდ სიმღერის ხმა ისმის .არ ვიცი ვინ მრერის ან რას ,მელომანი არ ვარ უბრალოდ განწყობა მიმაღლდება და ხასიათიც მიუმჯობესდება.
მარიამი გზას აკვრიდება, ტრაფარეტებზე გაკეტებულ წარწერას კითხულობს და ჩემკენ არც იხედება. რა თქმა უნდა, თავის შეკავებაში და ემოციის დამალვაში ვინა ჯობებს. თვალებში თუ ჩავხედე ხომ დაიწვება მარტივად.
საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ნაცნობ სახლს ვხედავ.
ერთიანად მაწვება ნოსტალგია და გული სითბოთი მევსება. როგორ მიყვარს აქაურობა , ყველა კუთხე-კუნჭული და ჩემი საოცარი ბებია და ბაბუა.
ჩემები უკვე ეზოში არიან.ჭიშკარი ღია მხვდება, მეც შევდივარ მანქანას ვაჩერებ.
ლამრო შორდება ალექსანდრეს და ჩემკენ მორბის, წელში ოდნავ მოხრილი ხელებგაშლილი ზუსტად ისეთია როგორც ყოველთვის . მისკენ მივდივარ ხელს ვხვევ და მაღლა ვწევ. მისი დანაოჭებული ლოყები ყველაზე თბილია ამქვეყნად. ერთიანად მითბება მთელი სხეული , გული და სული. მისი სუნი ყველაზე განსხვავებულია, უბრალოდ ბებოს სურნელია და მორჩა. ზამთარ-ზაფხულ იმ ყვავილების სურნელს რომ ვგრძნობ რომელიც კაბაზე აქვს გამოსახული ზაფხულობით. მისი წყლიანი თვალები და სითბოთი წარმოთქმული სიტყვები ხომ ნირვანაში მაგდებს. მთელი ძალით ვევხევი და ძირს ვსვამ ბევრი თხოვნის შემდეგ . დანაოჭებულ ხელებს სახეზე მისვამს, მერე თავზე და დიდი სითბოთი შემომცქერის
-გამეეცალე შე ქალო წოუვიდა გული ისე შემეეკონე ბოვშვს... -შაქროს ხმა მესმის და მეღიმება
-არ მაცადო ახლა ბოვშთან ჩახუტება ...ვითამ ყოოველ დღე ვნახულობ .ამას ენაცვალოს მისი ბებია ჩემი ბიჭი რაფერ ვაშკაცდება თანდათან შენ გემგვანება მაინდამაინც ..იმედია შენნაირი გამოპრუტუნებული არ იქნება სიბერეში - ბებია ჩემ მოფერებასაც ახერხებს და როგორც ყოველთვის შაქროს წაკბენასაც.
-ბოვში კი რავა არა.. დედის რძე აცხია კიდო ტუჩზე-ფხუკუნებს შაქრო და თან აგრძელებს-მე რო მემგვანება მაგიტოა კაი თვარა შენ ჩემი მტერები დეგემგვანა ... გამეეცალე_თქვა ქალო მიმიშვი ბიჭთან
ბებო მშორდება და ახლა ბაბუს ვეხვევი. ზურგზე ხელს რამდენჯერმე მირტყამს და ლოყაზე მკოცნის. ბებოს მსგავსად არ მაყრის საფერებელ სიტყვებს ,მაგრამ მისი თვალები ყველაფერზე მეტყველებს. ბებო მართალია მამაზე მეტად ბაბუას ვგავარ. ზოგჯერ მგონია რომ მისი ახალგაზრდობის გაცოცხლებული ვარიანტი ვარ ახალი სამოსით და ცხოვრებით. თვალებიც კი მასსავით თაფლისფერი მაქვს, თითქოს ყავისფერი, რგოორც ბებო ამბობს“ ზუსტად მა თვალებმა დაღუპა თვარა იმფერი ბიჭები ეძლეოდნენ რო გამეეხედა თვალში ...“
მარიამი რომ გამახსენდა უკვე ბებოს და მაკას ჰყავდათ გატაცებული. ბაბუ მანამ გაიცნო სანამ მე ბებოს ვეხვეოდი . სახლში შევედით, ხის სურნელი ტრიალებდა ირგვლივ სასიამოვნო და მშობლიური. შეშის ტკაცუნის ხმა და სითბო ...
სახლს გარედან აქვს უზარმაზარი ქვის კიბე, მას მივყვები და ჩანთები მიმაქვს. საძინებლებში ვაწყობ და ისევ ქვემოთ ვბრუნდები. დედა უკვე ფუსფუსებს ლამროსთან ერთად , ეს ის შემთხვევაა როცა მაკა სამზარეულოს სადავეებს თმობს. დედა და ბებია ისე გვანან ერთმანეთს მიკვირს როგორ არ ჩხუბობენ.
ერთ საათში ვლაგდებით, ეზოში კი რამდენიმე მეზობელი შემოდის. ყველას ვესალმები ,მოვიკითხავ და სახლში ვბრუნდები რომ ძველი ტანსაცმელი ჩავიცვა. მარიამი გაოცებულია , ვერ ვხვდება ასე რატომ გამოვიყურებით. წავიყვანდი და ვაყურებინებდი როგორ საცოდავად მოვკლავთ ღორს ,მაგრამ დილანდელი დანაშაული მახსენებს თავს და მეტჯერ ვერარ გავიმეტებ. თან ცოდოა ,, მაგას ნამდვილად ვერ ვაყურებინებ.
მკვლელობას ჩავდივართ ჩვეულებრივს.ნუ მე არა მაგრამ თანამონაწილე ვარ.
ხორცის დაჭრასა და გამზადებაში ვეხმარები მამას. უკვე დახელოვნებული ვარ ამ საქმეში. ალექსანდრე მაყალს ანთებს და მწვადებს ამზადებს. ეზოში მეზობლები შემოდიან, იმდენ უნახავ ადამიანს ვნახულობ საქმეს ვწყდები. როცა ყველაფერს ვამზადებთ, ხორცს ვინახავთ და სახლში შევდივართ მარიამი დედასტან და ბებოსთან ერთად სამზარეულოში მხვდება.
სააბაზანო სახლშია ,მაგრამ კიბესთან ახლოს,ფაქტობრივად გარეთაა თან არაა . მოკლედ ვიბან, სუფთა ტანსაცმეს ვიცვამ და ჩვეულ ფორმაში ვბრუდნები უკან.
მესმის როგორ აქებს მარიამს ბებო და ვერ ვხვდები რიტ დაიმსახურა ჩემმა დედოფალმა ეს .
-რა ხდება აქ ჩემო ლამაზო ქალბ... ვაიმე ამას არაფერი გააკეთებინოთ გინდატ მოვკლატ ნახევარი სოფელი? -ის ისაა მარიამმა ფქვილში უნდა ჩაყოს თითები ჯამს რომ ვაცლი . გაბრაზებული მიყურებს სამივე და უკან ვიხევ- კარგიიი ..როგორც ჩანს თქვენთან ჩხუბს აზრია რ აქვს..ხელებს ვწევ და გავდივარ,მაგრამ მაინც იცოდეთ ეს ქალი მილიარდელია და ზედმეტადაც ნუ შეტოპავ ბებო
-რას ბოდიალობ თუ იცი... ქალი ქალია, მილიონერიც, ღარტაკიც და მილიარდელიც . რა გესაქმება ნეტაი შენ აქ. წაი საქმე ნახე თუ კაცი ხარ . გამომივიდა აქ ჭკვიერი ბიჭი
-მე მეუბნები ლამრო მაგას? ბებოო
-შეხედე ახლა ...შეხედე რაფრა მიყურებს . მოკლედ ტყვილა მიხარია ისე იზრდები თვარა ტვინი არ გემატება . ბაბუაშენი ხარ გამსოახული ხო ვამბობ...არა ის რაც დაბერდა თლა გამოცერჩეტდდა მარა მანამდე ისიც შენსავით იყო გვარათ უბერავთ სუყველა თქვენ.არ მიაქციო შვილო ამას ყურადღება შენ - ლამროს ლოყაზე ვკოცნი და ჩუამდ ვტოვებ იქაურობას.
სუფრა მისაღებში იწყობა. ისე უცებ ტრიალებს მწვადის სუნი, მხოარშული ხორცი და კიდევ ათასი რამ... მამა მარანში გადის და ახალ ღვინოს ასხამს გრაფინებში. ის დროა ზუსტად ბოლო მოსავალი რომ დააგემოვნონ როგორი გამოვიდა. როგორც ყოველთვის ფერით მაშინვე ამაყობს და ბაბუას აქებს. ნუ თავადაც იღებდა მონაწილეობას,მაგრამ მაინც ბაბუს შემოქმედებაა...
მაგიდასთან მხოლოდ კაცები ვსხდებით... მარიამსაც დავპატიჟებდი მაგრამ სჯობს მეორე ოტახიდან ესმოდეს ხმა ვიდრე აქ იჯდეს და გვიყურებდეს. შეიშლება...ისე რატომ ვღელავ გაგიჟდეს რა..ნახოს როგორია ქართული ქეიფი ღიპიან ბაბუებთან და ბიძებთან ერთად.
-მარიამ არ შემოგვიერთდდები?
-გადირიე ბიჭო შენ? მა ლოთებთან რა უნდა გოგოს
-მერე არ თქვა ქალთა უფლებებია შელახულიო..ხვალ გადმოვლენ ლამროს დაქალები და ერთად იჭუკჭუკეთ ნამცხვარზე და ყავაზე. თუმცა ესენი ღვინოსაც გადაკრავენ
-დედა რაფრა გაფუჭებულა ე ბოვში...თლა წაგიხდა ბიჭო სიტყვა პასუხი? რაფრა ჯღანაობს შეხედე ერთი
-რა ვქნა ლამრო მითხარი...
-შენ რა უნდა ქნა დია..ამის გვარს ვერევინ გაზრდის და გამოზრდის. ა აგერ შენი ქმარი... ამფერი წამხდარი ენა აქ იმასაც, მამამისსაც და იმის ამმასაც კიდო ...
-ბებო მე ხო ვარ კაი ბიჭი- ალექსანდრე გაიჭიმა უცებ ოტახსი და ბებოს ლოყები დაუკოცნა
-შენ? შენ ვითამ გამოკეთებული ვარიანტი ხარ მარა მეეჭვება რაცხა..მხეიძე და დალაგებული
-ზა ტო ორივე სგვიყვარხარ მაგრად...ვაფშე მხეიძეების ამ ოჯახს გვეკეტება შენზე ლამრო= მეორ ემხრიდან მე ჩავეხუტე და უცებ მოლბა
-აფერისტები ორივე... - გაცინებულმა თქვა და ხელები დაგვიკოცნა- ჩემი ორი სიცოცხლე... ის ფრუნცქები სად არიენ ამდენ ხანს ნეტა
-ვინმეს ველოდებით კიდევ?
-ჩემ გოგოს ,მის გამოწკიპულ ქმარს და ბოვშებს...
-გოგოც გყავთ?
-გოგოც მყავს და ბიჭი კიდო არ მყავს? მარა იგი შვილო არაა ახლა აქეთ ...მერე ჩამოვა ძველით ახალი წლიზა თავისი ბოვშებიანა და ყველა მევიყრით ერთად თავს
-ბავშვების მეტი რა ყავს ლამროს... რა ქონდათ მეტი საქმე ამას და შაქროს მაიმუნობდნენ და იყვნენ
-დედაა ეგი რა თქვა... ვინ გეკითხება ბოშო შენ მაგას . ტუტუცი ეს..თავის მამჭრელი . რანაირად ლაპარაკობ გოგოსთან- ისე შეიცხადა ვითომცუდი სიტყვა ვთქვი რამე. ლამროს ჩემი და მარიამის დიალოგები რომ ჰქონდეს მონასმენი გაგიჯდებოდა. ორივეს გვეცინება,აშკარად ერთ რამეზე ვფიქრობთ.
-გადით ახლა აქედან ნუ მინევრიულებ ქალს...
-კარგით ქალბატონო დედა გავქრები ახლავე
-რა დალიე ამდენი
-ორი ჭიქა დავლიე შენ ტავს ვფიცავარ დე... პროსტა რა მაგარია ხო იცი ეგრევე თავში ვარდება
-ტვინი არ დახვდეს ერთბაშად იქ - ჩაიბურდღუნა მარიამმა და გამომიწვია.კი არ იცის მთვრალი კაცის გაბრაზება რომ არ სეიძლება,თან როცა შაქროს ღვინო აქვს გადაკრულ. ხელს ისე ვხვევ ვერავინ ხედავს და ოტახიდან გამყავს. მეზობელ ოთახში შემყავს სანამ გონს მოვა და კარზე ვაკრავ
-რაო ქალბატონოო..რისი თქმა გინდა რომ ტვინი არ მაქვს?
-ხელი გამიშვი... მთვრალი ხარ და
-თითქოს პირველად ვარ მთვრალი...
-ხელი გამიშვი დემეტრე! დილანდელი გეყ...
-დილა სასიამოვნოდ დავიწყე და ეჭვი მაქვს საღამოსაც იმავე გაგრძელებას მოვახერხებ- საყელოში ვაცურებ თითებს და წინ ვწევ. კარგად ვხედავ გალურჯებულ კანს ,თითებს ვახებ და წრულიად ვუსვამ ზუსტად იმ ადგილას. ესეც საკმარისია ჩემი ურჩი დედოფლის გასაჩერებლად, როცა ყელზე ვეფერები ძალიან ნელა და ნაზად თვალები ეხუჭება და დარწმუნებული ვარ სხვა სამყაროშია,ისევე როგორც მე დილით...
;ვერ უძლებ ცდუნებას, ნაკბენ ადგილას თითებს ტუჩებით ვანაცვლებ. მინდა რომ მკურნალობა შემეძლოს კოცნით, ძალიან ფრთხილად ვახებ ტუჩებს არ ვკოცნი უბრალოდ კანზე ვეხები. მისი სურნელი ისევ ისე გამაბრუებლად მოქმედებს.
-ასე არ შეიძლება...
-შეიძლება... მე უბრალოდ - არ ვიცი რა ვთქვა ცხვირს ლოყაზე ვუხახუნებ მერ ეისევ ყელზე გადავდივარ .თმებს მხრებზე ვუშლი და სახეს მის შავ ტალღებში ვფლობ.
დამეფიცება არცერთ ქალს, ყველას ერთად არებულსაც კი არ მოუნიჭებია ამხელა სიამოვნება როგორც მარიამის ერთი ჩახუტება,მისი სურნელი, მისი ერთი კოცნა მგვრიდა.
აი ასე უბრალოდ, სრულიად უმანკოდ მისი თმის სურნელიც კი სიამოვნებისგან მანგრევდა, მშლიდა მაგიჟებდა...
-დემეტრეე -მისი ხმა უფრო მრევს..მთელ არსებას თავდაყირა მიყენებს.
რა დიდი სიამოვნებით დავაბრალებდი ყველაფერს შაქროს ღვინოს ..
-გთხოვ- ჩამესმის მისი ხმა ..არ ვიცი რას მთხოვს.მე ხომ აღარც ვეხები,უბრალოდ ვდგავარ და მისი თმის სურნელს ვგრძნობ. განა რას ვაშავებ... ხელებს ნაზად ვხვევ წელზე და ახლაღა ვგრძნობ როგორ ცახცახებს მთელი სხეულით, როგორ უცემს გული . ნუთუ არც მისთვისაა ეს ყველაფერი უბრალო ქმედება...
-თქვენ დიდი სურვილი გქონდათ აქ წამობრძანების ქალბატონო მარიამ..გახსოვთ შემოგტავაზეთ თბილისში დაბრუნება...ახლა აქ მე აღარ მინდა თქვენი სურვილების შესრულება
-სხვა ვერაფერი მოიფიქრე?
ჯანდაბა! ხომ ვამბობ სანამ მე გავიაზრებ მიზეზს მანამ ამოიცნობს ჩემ ქმედებას...
მადლობა ბებია <შენ რო არ იყო რა მესველებოდა. დამიძახა და რა თქმა უნდა მაშინვე გავეცალე მარიამს.
მერე როგორ მოვწყდებოდი სუფრას, ბიჭებთან ერთად შევყვეი საუბარს და დალევას. შუაღამე იყო რომ წავიდნენ. ამდენლი ლოთი ერთად სად შევიყრებით ხოლმე. ერთია რ ითიშება ორ ჭიქაში... ალექსანდრეც მთვრალი იყო თქვენ წარმოიდგინეთ. ისიც საძინებლისკენ გავარდა და დავრჩი მხოლოდ მე. ეზოში ვიჯექი, სიგარეტის კოლოფი ამოვიღე მანქანიდან და ერთი ღერი ამოვიღე. ახლა ნამდვილად მინდა მოწევა...
ყინავს, თიტქოს მაფხიზლებს სიცივე და თან უფრო მძაფრად მიედინება სისხლში ალკოჰოლი, სულ ვერ ვგრძნობ სიცივეს ისე მცხელა,თუმცა სახეზე რომ მიბერავს სიო მსიამოვნებს. თავი უკან გადავწიე და სიგარეტის კვამლი ღრმად შევისუნთქე. არ ვიცი იქ რამდენ ხანს ვიჯექი. ვერ დავიძინე, ფაქტია უკვე თენდებოდა და ამ ლამაზ სანახაობას ვერ გამოვტოვებდი. ფეხზე წამოვდექი ,დაბუჟებული გათოშილი სხეული ზლივს ავამოძრავე სახლში რომ შევსულიყავი. კიბეს ავუყევი და ახლაღა შევამჩნიე მარიამი . კიბის ავლის შემდეგ აივანი უნდა გამევლო სახლში რომ შევსულიყავი. აივანზე სარწეველა გვედგა , მარიამი პლედ მოხვეული ,მოკუნტული იჯდა და სიცივისგან სულ გაფითრებული იყო. როგორც ჩანს ჩაეძინა. ისევ გულებიანი პიჟამა ეცვა , მაგრამ მეეჭვება მას გაეთბო. რატომ გამოვიდა გარეთ ასე ჩაცმული . ჩემ მიახლოებასაც ვერ გრძნობს, სახეზე ფრთხილად ვახებ ხელს, ისეა გაყინული სწრაფად ვხვევ ხელს და სახლში სემყავს. პლედს ვასორებ და საწოლში ვაწვენ. საბანს და სქელ ადიელას ვაფარებ . თვალებს ახლაღა ახელს, მიყურებს მიბნედილი თვალებით და ისევ ხუჭავს
-მარიამ... მარიამ შემომხედე.კარგად ხარ? მიპასუხე ნუ მაშინებ- გაყინულ ხელებზე ვუჭერ და ხელებს ვუხახუნებ რომ გაუთბეს სწრაფად. სხეული გაყინული არ აქვს, პლედმა დაიცვა.მადლობა ღმერთს მხოლოდ სახე და ხელები აქვს ცივი -მარიამ!
-ძილი მინდა... კარგად ვარ - მეუბნება ისე რომ არც მიყურებს და ზურგს მაქცევს. მისი ხმა ჩემი ალქაჯის ხმას არ ჰგავს. ზედმეტად დიდი დოზით ჩანს სევდა და ეს არც ლაღ მარიამს ჰგავს. ემბრიონის ფორმაში წვება საბანს მკერდზე იკრავს და თვალებს მაგრად ხუჭავს...
სირაქლემას პოზიციას ირგებს მე რომ თავი ამარიდოს. ყველაფერი კი ჩემი სულელური გამოხტომის ბრალია! თითქოს სულელი თინეიჯერი ვიყო რომელსაც თავის კონტროლი არ შეუძლია და დაუფიქრებალდ აკეთებს ყველაფერს!
გვიან ვხვდები რომ ადგილიდან არ დავძრულვარ... არ ძინავს, მაგრამ არც ტოკდება .
ოთახიდან გავდიავრ,მაგრამ ვერ ვისვენებ. გამოვიცვალე და საწოლზე წამოვწექი. მალე გავიგე ბებიას და ბაბუას ხმა. ეზოსი იყვნენ და დილის საქმეს აგვარებდნენ. დანარჩენებს ისევ ეძინათ. ფრინველების და საქონლის ხმა ისმოდა. მერე მარიამის ხმა მომესმა, ბებო ეძახდა და მანაც გააგონა. სწრაფად წამოვდექი და ფანჯარასთან მივვარდი. ლამის გადავვარდი ქალბატონი რომ დავინახე რეზინის ბოტებში გამოწყობილი. დუტის ქურთუკში , ჯინსის შარვალსა და თბილ ფუმფულა ქუდში გამოწყობილი იდგა ბებოს გვერდით და რაღაცაზე გაბადრული უსმენდა. მერ ებებო ლოყაზე მოეფერა , მარიამი უცებ მოეხვია ძალიან მაგრად მოეხვია და დიდხანს იდგნენ ასე. ბებომ ხელი ჩამოუსვა ზურგზე მერე ჯოხი მიაქოდა და უკვე ეზოდან გასულ შაქროს უკან გაჰყვნენ. წინ კი ნახირი მიდიოდა...რამდენიმე წუთი ვაყოლებდი თვალს ტალახიან ქუჩაში მიმავალ სამეულს. შემდეგ მოსახვევსი შევიდნენ და ვერარ ვხედავდი. თქვენი აზრით იქ გავჩერდებოდი ? რამე მაინტერესებდა? ან წინაღამის ამბავი შემაჩერებდა? ისევ დავივიწყებდი ,ვითომ დვაივიწყებდი და გავაგრძელებდი ყველაფერს მშვიდად.
ქვემოთ ჩავედი მარანში რეზინის ბოტები ვიპოვე სწრაფად ჩავიცვი და ქუჩაში გავედი. წვიმის გამო ისეა გზა ერთ სუფთა ადგილს ევრ ნახავ. პირდაპირ უნდა გაცურო ტბაში ან ტალახში. გუბურებში მეზობლის იხვები დაცურავენ. ღობეებთან ბატებიც არიან და სიე იგრძელებენ კისერს ყოველ ჯერზე მგონია რომ რომელიმე მათგანი სასტიკად დამკბენს. როგორც იქნა ვუახლოვდები ჩვენ „მამულს“ ჭიშკარს ვაღებ და ბალახზე გადავდივარ. მინდორიც ისეა დატბორილი წყალის ჭყაპუნის ხმა მესმის სიარულისას. შორიდან მარიამის კისკისის ხმა მესმის. ეკლის ხეებს შორის დგანან და საქონელს საბალახოდ ერთ გადაღობილ არეალში უშვებენ. ნუ მარიამი არ უახლოვდება მათ ის ბებოსთან დგას და შორიდან უყურებს ბაბუს . მეზობელი ეზოდან დემნა გადადის და მათ უახლოვდება. როგორ მეცნობა ეს მზერა... ეს ბაბნიკი როგორ უყურებს ჩემ ალქაჯს. ისიც უღიმის და ხელს ართმევს ... ბებო რაღაცას ეუბნება და დემნაც მომხიბვლელად ეკრიჭება... ვაიმე ბავშობის ძმაკაცი როგორ გავიმეტო მისახრჩობად ხალხო ! რა ჯანდაბა დამმართა ამ ქალმა !
-დედა ამას ვის ვხედავ ...შენ რა გინდა ბებია აქანა
-ადრიანად გამეღვიძა და ვიფიქრე გავისეირნებ=თქო.რამდენი ხანია არ ვყოფილვარ აქეთ... თხილები შემოგიღობავთ
-ხო დემნა გვეხმარებოდა..ამისმა გამჩენმა იხარა .ეგი რო არ იყოს რა გვეშველებოდა,ხო იცი რაფერი მარჯვეა .ყველაფერი გამოდის ამის ოქრო ხელებს
-როგორ არ ვიცი - დემნას ვუყურებ, მაშინვე იცინის და მხარზე ხელს მირტყამს
-არ მეგონა ასე ადრე თუ გაგეღვიძბეოდა წუხელ იმდენი დავლიეთ... შაქრო ბაბუს როგორც ყოველთვის მაგარი ღვინო აქვს... ძლივს გავიღვიძე ამ დილას
-აბაა გეტყობა როგორი გამოუძინებელი ხარ...- ასე მეტყობა რომ გაბრაზებული ვარ? ეს გველი ისევ იცინის მე ხო ვიცი რო დამცინის ,თან არც მალავს.როდის იყო რამეს მალავდა და ზურგს უკან აკეთებდა ,მაგრამ ახლა ესეც ნერვებს მიშლის -მარიამ იც..-უკან შევბრუნდი ,მაგრამ სადღაა მარიამი. შაქროსკენ წავიდა , ბროწეულის ხეებისკენ ხელში კალატი ეჭირა .ბებოც მიჰყვებოდა
-გავიქცე თუ ახლავე მომჭრი თავს
-რას ბოდიალობ თუ იცი
-მე მითხრეს მეგობრის შვილია..ეხმარება კომპანიის მართვაშიო..არ უთქვამთ ჯულიეტა თუ იყო
-სწორად უთქვამთ... ისიც უნდა დაეყოლიებინატ უბრალოდ რომ შენნაირ ქალების მუსუსთან არაფერი ესაქმება მარტივი მიზეზის გამო მაშინვე ხვდება ვის რა უნდა მისგან
-ძალიან კარგი თუ ხვდება...ეჭვიც არ მეპარებოდა მის შესაძლებლობებში
-ოჰ როგორ გიყვარს ჩემ ნერვებზე თამაში როცა იცი რო ვერ მოგდებ ყბაში
-თუ ძმა ხარ... ამ ტალახში ნუ მაგორავებ ახლა .სტუმრად ვარ წასასვლელი
-გადარეული ხარ ...
-რა დამაჭკვიანებდა ერთი შენც კიდე ამბობ ახალ ამბავს- ხელი ჩაიქნია გვერდულად გაიცინა- ასეთ ქალთან წარმომედგინე სულ... ხომ გეუბნებოდი მაგარი ქალი გჭირდება რომელიც მოგათვინიერებს-თქო
-სისულელეებს ნუ მიედ მოედები დემნა რა
-ისე გამოიშტერე თავი კიდე ვერ ხვდები ხომ ის რომ ის ერთადერთია
-ერთადერთია კი...ვინც მმართავს და ვერაფერს ვეუბნები რადგან ჩემი უფროსია. საშინელება ყოფილა მუშაობა.როგორ უძლებ
-მე ლმობიერი უფროსი მყავს... ასე ვთქვად მარტივად გაიხედნა
-კაი რა ნათიასთან იწექი შე ბაბნიკო?
-ვიწექი რა სიტყვააა...ასე აფასებ ჩემ შესაძლებლობებს? 14 წლის ხომ არ ვარ- ისე იცხადებს სიცილს ვერ ვიკავებ. ყველა ჩემი ძმაკაცი ასეთი გადარეული რატომაა ნეტავ.. ალბატ იმიტომ რომ ჩემნაირები არიან
-საქმრო არ ყავდა ბიჭო მაგას?
-ჰყავდა... ჰყავდა ნამდვილად
-კლასელს თუ შეაცდენდი რას ვიფიქრებდი !სულ წასულხარ ხელიდან
-არაფერი განსაკუთრებული...უბრალოდ თქვენი ბავვსობის დროინდელი წინასწარმეტყველება გამართლდდა.დაგვიანებით,მაგრამ მაინც
-რა წინასწარმეტყველება..ეგრე მე იმდენი ბრძნული რამ მაქვს ნათქვ... მოიცა გიყვარს? შანსი არაა -ისე წამოვიყვირე მეც გამიკვირდა
-დაიჯერე! მე კი არ შევაცდინე იქეთ გამაბა..თან მგონი სამუდამოდ. პირველი კლასიდან კრავს ჯაჭვს და აჰა ...
-ანუ ქორწილში საქეიფოდ მომიწევს ჩამოსვლა
-ტუილად ნუ გადადებ გეგმებს... კიდევ კარგა ხანს არ ვაღირსებ ქორწილს. სანამ შემიძლია უნდა გავგიჟო...ცოლად რომ მოვიყვან მერე ასე ვეღარ გავაბრაზებ !
-ავადმყოფი ხარ ! არ იცვლები
-დემნა ბაბუ ხო გადმოხვალ ჩვენთან... საუზმეზე . გამოვფხიზლდეთ თვარა ნამეტანი ბევრი მოგვივიდა დალევა წუხელ .დავბერდი გონია ,რაცხა თავი მტკივა დღეს-შაქრო მოგვიახლოვდა და დემნას მხარზე ხელი დაკრა
-შაქრო ბაბუ რა დაბერდით ყველა დაგვათვრეთ წუხელ
-ჭკვიერი მეგონე დია და შენც ვერ ყოფილხარ დალაგებული..მაგის თქმა უნდა ამ გამოპრუტუნებულს კიდე? ერთხელად იქნება მა ღვინო დაღუპავს და დევისვენებ მერე მეც და მაგიც რო ოვუკოჭავ ღრანჭებს და ცავაგდებ კუბოში
-გაჩერდი ქალო ნუ ქაქანებ ერთი... გამოართვი კიდო გოგოს მაგ კალთი სირცხვილია
-მასწავლის ახლა ეს მე სტუმარს... წამევიღებო ბოვშმა და ვეწიდავო თუ რაფრა ვქნა ნეტა
სანამ შაქრო და ლამრო კამათობდნენ ჩვენ სიცილს ვერ ვიკავებდით.მერე ორივე ერთად მოგვიბრუნდა
-თქვენ რა გაცინებთ ...გაით გამასწარით ახლა სახლში სუყველამ...
-დემნა ხო მოხვალ ბაბუ
-არა შაქრო ბაბუ... ქუთაისში მივდივარ აუცილებელი საქმე მაქვს. ხვალ შემოგივლით აუცილებლად
-კაი თუ მასეა მშვიდობიანი მგზავბრობა შვილო
ბებო და ბაბუ წინ წავიდნენ. მარიამი გარემოს ათვალიერებდა და დილის გრილ ჰაერს ღრმად ისუნთქავდა,რა თქმა უნდა მაიგნორებდა. და რაღა თქმა უნდა მეც არ მითქვამს არაფერი!
ბროწეულებით სავსე ლამაზი კალათი მოჰქონდა. სახლში რომ შევედით სამზარეულოში წავიდა სადაც დედაჩემი ფუსფუსებდა უკვე. ჩემი ძმა დავინახე ეზოში მობილურზე ესაუბრებოდა ვიღაცას და აშკარად დაძაბული იყო.
-რა ხდება?-სახლში რომ შემოვარდა მაშნვე წინ გადავეღობე
-არაფერი!
-სანდრო..
-მეჩქარება..მერე მოგიყვები
-სად მიდიხარ...
-საქმეზე
-აქ?
-ხო აქ ...მეც მყავს ნაცნობები აქ სხვათაშორის
-ნუ მიბღვერ ბიჭო
-ხოდა ისწავლე როცა გაბრაზებული ვარ ვერ ვიტან ლაპარაკს- ქურთუკი მოიცვა , მობილური ჯიბეში ჩაიდო და ისე წავიდა არც არაფერი უთქვამს.
-სად წავიდა სანდრო ?
-არ ვიცი მაკუნა...მშია და მაჭმევთ რამეს?
-შენ სულ გშია ...
-მერე არ უნდა მაჭამო მაგიტომ?
-ბოსტანში უნდა გავიდე მწვანილს ამოვიტან და გავამზადებ მერე...
სამზარეულოში შევედი , მარიამი იჯდა მაგიდასთან დანით ხელსი წინ ჯამი ედგა და ბროწეულები ელაგა. ისე დაჰყურებდა ბროწეულს თიტქოს ციური სხეული იყო. ხელტათმანები მოერგო ხელზე და აშკარად ბროწეულის გარჩევას აპირებდა. რამდენიმე წუთი ვუყურე უშედეგოდ როგორც ცდილობდა გათლას , ან ხელი უცდებოდა, ან წვენი ასხავდა და თვალებს ხუჭავდა სახედამანჭული ,ანდაც ხელიდან უვარდებდოა ჯამზე ...
-პირდაპირ გაოცებული ვარ... მოუხერხებლობასი და უცოდინრობაშიც კი ბადალი არ გყავთ დედოფალო- მის გვერდით ვჯდები. ჯამს ვართმევ, ბროწეულს და დანასაც ვაცლი- რამე არ დაიშაოთ...საშიშია დანა
-რა გინდა აქ შენ...
-შენი თითები მინდა გადავარჩინო და ბროწეული გავარჩიო რათა თქვენმა უმაღლესობამ მიირთვას - ბროწეული შუაზე გავხლიჩე და წითელი კაკლები ჯამზე დავყარე
-მაგას არ შევჭამ...
-რატომ ვითომ...
-პირდაპირ ხელებით ეხები მარცვლებს რომელიც უნდა ვჭამო სხვათაშორის ...ხელები კი როგორც ვხვდები გარცევის წინ არ დაგიბანია
-ღმერთო მომკალი...ეს რა დამემართა. კარგი მე შევჭამ - მუჭში ვიყრი პირდაპირ მარცვლებს და პირისკენ ვაქანებ-დაე ბაქტერიებმა მომკლას
-საზიზღარი ხარ
-დედოფალო სოფელში ხარ...აქ პრეტენზიულობა და სინაზე არ გარგებს. სხვათაშორს ჩემ თითებს ბევრი კოცნის კიდეც...თქვენ კი ბროწეულს იწუნებთ
ჩემი ტონი აგიჟებს.. ბრაზდება ,თვალები უელავს. გახლეჩილი ბროწეულის ნახევარს ირებს და თავად აგრძელებს გარჩევას. ერთ-ერთი სკდება და წვენი სახეზე ესხმება. ლოყაზე წითელი წვეთები აჩნია. მისკენ ვიხრები და ვკოცნი ზუსტად იმ ადგილას
-რას აკეთებ
-წვენს გაშორებ...
-უფრო ცივილიზებული გზაც არსებობს
-მაგრამ უფრო სასიამოვნო არა!- რატომ ვეუბნები სიმართლეს..რატომ ვახდენ მისი გრძNობების აფიშირებას, ვუმტკიცებ რომ ვხვდები ჩემი შეხებისას რაც ემართება? ეს ხო სრული იდიოტიზმია რაში მჭირდება, კაი ბიჭის როლის თამაში. რა უბედურებაა... სამზარეულოდან გამოვდივარ .ჩემ ძმაზე მეფიქრება,ვერ ვხვდები სად შეიძლება წასულიყო. თიტქოს დაგეგმილივით ნაცნობი მირეკავს, თავისთან მეპატიჟება სახლში. მეზობელ ქუჩაშია და ფეხით გადასვლაც ჩვეულებრივად შეიძლება. მარიამი რომ დავტოვო დიდად არ იდარდებს,ისე მოსწონს ლამროსთან და მაკასთან ყოფნა . ამიტომ მივდივარ...
ეზოში ბიჭები არიან.როგორც ჩანს ამათ დღეს დაკლეს ღორი და ახლა მწვადებს ამზადებენ. ყველა მეგებება , სუაბარშ ვერთვები. ამბებს ვიგებ და მერე მათთან ერთად სახლში შევდივარ. მასპინძლის და მეგებება, სულ პატარა მახსოვს ეს გოგო რა მალე იზრდებიან ბავშვები. მას ვესაუბრები ნაცნობი ხმა რომ მესმის. უკან ვიხედები და ქალბატონ ლილეს ვაწყდები,მგონი არ მეშლება .აბაშიძეების და არის ნამდვილად. ვცდილობ გავიხსენო რა კავშირი აქვს ამ ოჯახთან აბაშიძეებს ,მაგრამ ვერ ვხდები.ამდენად კარგად არ ვიცნობ ოჯახს...
აშკარად მიცნო და თვალების ფახუნით მიყურებდა. ნამდვილი პატარა ბავშვია, ასაკს ამართლებს. ალბათ 15-16 წლის იქნება და ის ინდივიდია რომელიც გაზრდას არ ცქარობს. არავითარი მაკიაჟი, გამომწვევი ჩაცმულობა,ნამდვილი თინეიჯერია, საყვარელი და მომღიმარი ,მუდამ ციმციმა თვალებით. იმ ვირებს უნდა ჰყავდეტ ასეთი და ?
მაგიდასთან ვსხდებით, ლილე ქალებს ეხმარება და დაცქრიალებს ირგვლივ. მალე ლაპარაკში ვერთვები და ყურადღებას ვეღარ ვაქცევ. შემდეგ სასმელიც მეძალება და ვწყვეტ დალევას. მალე ვემსვიდობები ოჯახს, მადლობას ვუხდი მასპინძლობისთვის და ეზოში გავდივარ. შემთხვევით ვამჩნევ ლილეს ,აშკარად ტირის.ხელში მობილური უჭირავს და სწრაფად გარბის მანქანისკენ. გაუაზრებლად ვაჩერებ
-რამე პრობლემაა? შემიძლია დაგეხმარო?
-მე... ჩემი ძმა ლუკა...უნდა წავიდე
-მე წაგიყვან... ასე ვერ გაგიშვებ პატარავ- გასაღებს ვართმევ და ისიც მემორჩილება. საჭესთან ვჯდები და ვუყურებ
-საავადმყოფოში... რაიონულ საავადმყოფოში
-დამშვიდდი...ყველაფერი კარგად იქნება ნუ ტირი რა ...-გული მიკვდება ისე ტირის. აშკარააა ჩემი ძმის ხელი ურევია ამ ამბავში. რა ჩაიდინე სანდრო ! მალევე მივდივართ კლინიკაში. მთელი გზა ტიროდა , ცახცახი აუვარდა. ვერ დავამშვიდე. მანქანიდან კი არ გადავიდა გადაფრინდა და გაიქცა. მიმღებში თვალი მოვკარი მის უფროს ძმას რომელსაც თვალი კარგა გვარიანად ჰქონდა ცალურჯებული და ისე იყო დასვრილი გეგონებოდატ ღორებთან ერთად იბანავაო...მე აღარ ვჭირდები პატარა ლილეს, ამიტომ უკან გამოვდივარ და ძამიკოს ვურეკავ.მალევე მპასუხობს , თან სიეთი ხმით რომ წარმომიდგენია რა სიამოვნება აქვს მიღებული ლუკას ცემით..ა.ნ რა ვიცი რა გაუკეთა
-გისმენ დემე...
-სად ხარ...
-რა ხმა გაქ მშვიდობაა?
-სად ხარ -მეთქი გკითხე მგონი
-სახლში ვარ სად უნდა ვიყო...ჩვენები მოვიდნენ შენ სად დადიხარ
-მოვალ მალე
-კარგიი-აშკარად მიხვდა რომ გაბრაზებული ვიყავი. ტაქსი იყო კლინიკასთან მადლობა ღმერთს და სახლშ მალევე დავბრუნდი.
მამიდა ,ბიძა და მამიდაშვილებიც მოსულან . სახლიდან ხმაური ისმოდა. გიჟობენ ალბათ და აგიჟებენ მარიამს. ჩემი მამიდაშვილები ჯერ კიდევ პატარები არიან ,ყველაზე უფროსი 14 წლისაა, შუათანა 10 წლის ხოლო სულ პატარა 3 წლის კუსკუსა
სახლში რომ შევდივარ,უბრალოდ მავიწყდება ბრაზი. ბავშვებს სათითაოდ ვკოცნი მერე მამიდას და ბიძას ვეხვევი . კუსკუსელაც მოდის ჩემთან.ქვემოდან მიყურებს და ელოდეა როდის ავიყვან. არ ვალოდინებ სწრაფად ამყავს ხელშ და გაბუშტულ ლოყებს ვუკოცნი. ბავშვის სურნელი ,კიდევ ერთი არომატო რომელსაც არაფერი შეედრება.
-მეგუტუნება...
-უნდა მოგეგუტუნოს ...- ვეუბნები ზუსტი მიბაძვით და ყელში ვკოცნი.ისიც კისკისებს და სესაჩერებლად მხრებზე მიტყაპუნებს ხელებს-ჩემი გემრიელი გოგოოო , იცი მე შენთვის საჩუქარი რომ მაქვს?
-ლა საჩუქალი? დააგილცე ბებოც და პატალა ბაია უნდა მომიკანო?
-რაო?- გაოცებული ვრჩები და მამიდას ვუყურებ
-რა მოხდა... ბავშვმაც იცის უკვე როგორ ველით ყველა შენი ცოლის შერთვას
-ოხ მარიკა ... შენ რო არ მოიგონებ ისეტი რა არის. დედაჩემი არ მაწვება და თქვენ რა გინდათ ვერ ვიგებ.აგერაა შენი ბიჭი ამხელა კაცია და მოიყვანოს ცოლი- ირაკლიზე ვუთითებ , თვალებს ატრიალებს ბიჭი და ბოლოს მაინც ეცინება ჩუმად მარიკას შეკივლებაზე
-რა დროს მაგის ცოლია ღმერთო ჩემო... ბავშია ჯერ რას ეუბნები
-ბავშვი? მეც ბავშვი ვარ ეგრე..წვერი რო მაქ იმიტო/ არ იცი სულის სიღრმეში ჯერ კიდევ ბავშვი ვარ
-ღმერთო რა არასერიოზული ხარ!
-მარიკა გეყოს ახლა ... რას შეიკალი ბიჭი ხელში
-ბიძია ჯიგარი ხარ- თვალს ვუკრავ მიშკას და იცის მიცინის
-რათ უნდა ჯერ ცოლი კარგ ჭკუაზე...ყველა ჩემნაირი სულელი კი არაა- აი ახლა იწყება ის მომენტი მე და მთელ ოჯახს რომ გვიყვარს. მარიკას და მიშკას ჩხუბი.
რეალურად მარიკა და მიშკა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან. მარიკა ძალიან გვიან გაუჩნდათ და კი არის განებივრებული მამიკოს გოგო. შაქროს თვალის ჩინია, ლამრო კი ეჩხუბება სულ მარა რა აზრი აქ.
ჩემი ლამაზი მამიდა და მისი ბაბულიკა ქმარი ამ ქვეყნად ყველაზე მაგარი წყვილია . მიშკამ მოიტაცა ,თუმცა ხელის სათხოვნელად იყო ,ყველანი თანახმა იყვნენ მარიკას გარდა ხოდა ამანაც დავალო ხელი და მოიტაცა, იცოდა რო ამ ჩემ ქაჯ მამიდასაც უყვარდა და პროსტა აწვალებდა. მიშკა კიდე ის ტიპი არ იყო ვინმეს ეწვალებინა და ასე შეიქმნა ეს გიჟური ოჯახი. ისევ ისეთი ხასიათი აქვთ და ისევე ჩხუბობენ სულ როგორც ლამრო და შაქრო. მიშკა სიდედრზე გიჟდება, იმიტო რო ლამრო სულ მის მხარესაა და უბრალოდ გიჟდება სიძეზე.
კუსკუსა გვერდიდან არ მშორდება, მეტიტინება და მაბრუებს. როგორც იქნა მარიკამ თავისთან მიიყვანა და მეც ჩავიგდე ჩემი ძმა ხელში
-რა გაუკეტე აბაშიძეს- პირდაპირ ვუტხარი და თვალებში ჩავხედე
-არაფერი ისეთი... რაც შენ არ გაგიკეთებია
-მაგას ნუ ამბობ ... მე იმდენი რამ მაქვს გაკეთებული ძნელია მივხვდე
-დანა არ დამირტყავს... შეუარაღებელი ვარ ხომ იცი ყოველთვის
-რა სჭირს
-მე რა ვიცი რა სჭირს...
-საავადმყოფოშია
-პიდარასტი...მოიცა შენ საიდან იცი
-იცოდი ლილე რომ ჩვენ მეზობლად იყო?
-ლილე ვინღაა...
-ძალიან კარგად იცი ვინც არის! მას ეხება თქვენი ჩხუბი?
-როდიდან გაბარებ ანგარიშს
-უბრალოდ მითხარი ხომ შეიძლება არა? კარგად ვიცით ორივემ რო ის ძმები უბრალო პაიკები არ არიან...არ მინდა პრობლემები შეგექმნას და მე არაფერი ვიცოდე
-იმ სულელი გოგოს გამო იჭიმებიან... ვიღაცეებმა ერთად დაგვინახეს. ახლა ხო აქაა და იმ იდიოტებს ჰგონიათ მაგათ სულელ დას ვეჩალიჩები!
-მერე შენც ხომ არ გაიმართლებდი თავს შანსი გამოიყენე და იჩხუბე....
-რა გაცინებს
-მერე იტყვი არ ვგავართ ერთმანეთსო... კოპიო ხარ..ჩემი ასლი ხარ და როდის შეიგნებ ნეტა
-დიდი ამბავი ახლა ჩხუბის პონტში ვგავართ-მასაც ეცინება
-რა უქენი ასეთი...
-ხელი მოტყდა ,მგონი რომ დავარტყი ფეხი აიცდა და ხელზე დაეცა ცუდად. ეგეთი სატანაც არ ვარ ...თან მიზეზიც არ მქონდა მაგდენად გასაბრაზებლად
-ხო რა თქმა უნდა... და იმ გოგოსთან ხო მართალი ხარ არა?
-რა მესაქმება იმ სულელ ბავშვტან შეგიძლია მითხრა?
-ნუ ინთები ეგრევე ! არანაირი პრობლემა არაა ანუ
-არის! ის ბავშვი ჩემი კლასელი ყოფილა
-აუუფ შარია...
-ყველაზე ცუდი ... ვერ გავიგე რატომ,მაგრამ მართას გაუცნია და ძალიან მოსწონს. ტვინი შეჭამა იმდენი აქო ეს ლაწირაკი .ვერაფერი გავიგე, ვეჩხუბე და გავუთშე ახლა ისიც შემოსარიგებელი მყავს. ზურას უნდა ვებაზრო,...სად გამომადგა ზურიაა
-როდის გადმოვიდა
-მე რომ წასული ვიყავი მაშინ გადმოსულა... უბრალოდ მე რომ მივედი ის არ იყო მაშინ და რა ვიცი ახლა მე სად ვეძებ ვინ მოდის და მიდის არ ?
-უბრალოდ ნუ ეჩხუბები და მორჩება...
-ორგანულად ნერვებს მიშლის... რო ვხედავ მაგის გველი ძმები მახსენდება...ეგეთი წიიწლია ეგეც და მინდება თავი წავაცალო
-შენ აზრზე თუ ხარ... რა თავი წააცალო .როგორი საყვარელი გოგოა
-შენ შიგ ხო არ გა.. ვინაა საყვარელი . დიდი აფერისტკაა უბრალოდ .ჩემი მართა როგორ გააბრიყვა მაგას ვერ ვხვდები...საერთოდ მაგის გამოსირებ..ლი ძმების ნამოქმედარი მგონია და რომ გავიგო განგებ დაუმეგობრდა ჩემ მართას მოვკლავ
-სისულელეებს ნუ ამბობ რა...
-არ მინდა ახლა მაგთზე ლაპარაკი... დავბრუნდეთ მისაღებში. მომენატრნენ ბავშვები.
მაგიდასთან ვისხედით, კიდე რომ დამელია ალბათ ღვიძლი კი არ გადიდდებოდა გასკდებოდა.ამიტომ ბავშვებს ველაპარაკებოდი. ჩემ კუსკუსას ვეფერებოდი, მერე ჩემ ხელებში ჩაეძინა და საძინებელში ავიყვანე. ფრთხილად გავხადე და მაისურის ამარა ჩავაწვინე საწოლში. გვერდი იცვალა,კომფორტულად მოეწყო ქალბატონი და ღრმად გადაეშვა თავის ფერად სიზმრებში. ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი და დავუბრუნდი ოჯახისწევრებს. მარიამი მამიდას ჰყავდა ხელში ჩაგდებული ,მივხვდი რაღაც უხერხულ კითხვას უსვამდა ტვალებზე ეტყობოდა მარიამს რომ გაქცევა უნდოდა იქედან. მარიკას უხესად ვერ მოექცეოდა და გაჭედილი იყო. გვერდით მივუჯექი და მარიკას გავუცინე
-რა ხდება მარიკა? დაკითხვაზე გყავს ქალბატონი მარიამი?
-უბრალოდ ვეკითხებოდი ჰყავს თუ არა ვინმე...
-საკმაოდ ჰყავს თაყვანისმცემლები იმისთვის შენ რომ უპოვნო კიდევ ერთი მამიდუკი
-არც ვაპირებდი საყვარელო... ნუ ცხარობ- ოო ასე რომ იღიმის აშკარად რაღაც საშინელებას ფიქრობს.
-ჩენ მალიამი ქალ ქო?- ჩემი ლანა მარიამთან მიდის და ქვემოდან უყურებს თვალების ფახუნით
-დიახ ... და შენ ლანა ხომ?- ფართოდ უღიმის გოგოს და ხელში იყვანს
-დე ნუ შეაწუხებ მარიამს ....- მარიკა არიგებს შვილს და ოთახიდან გადის .
ლანა ლექსებს უყვება მარიამს ,მოკლედ მაშინვე შემეცნებაზე გადავიდა ქალბატონი . კუსკუსას ლაპარაკზე ეცინებოდა და ხშირ ხშირად კოცნიდა ბუთქუნა თითებზე .
-კუსკუსა ჩემთან არ მოხვალ?
-არააა... მარიამთან მომწონს- თავი გადააქნია და მარიამს მიეკრა
-მოღალატევ ... ამაში გამცვალე?
-რას ეუბნები ბავშვს... -მარიამი თვალებს მიბრიალებს
-მოგალატე ლა ალი?
-მოღალატე ის ადამიანია რომელიც ერთს ცვლის მეორეში... ანუ ერთს რო ტოვებს და მეორესთან მიდის
-მელე მე ლოდიც დაგტოვე აქ ალ ვალ დემეტლე?-ისე მითხა ხელებით და მიმიკებით სწრაფად ავიყვანე და ლოყები დავუკოცნე
-როგორ მიყვარხარ შენ ხო არ იცი ... ჩემი კუსკუსაა
-გაჩელდი ... ვეგალ ვსუნთქავ დემეტლეე
-შეგჭამ გოგო ...მაგ ლოყებს მოგკბეჩ
-ალააა ალ მოკიჩო - ხელებს ასავსავებდა და კისკისებდა
-რა ხდება ?- უფროსი ძამიკო შემოვარდა და რომდ აინახა ჩემთან იყო ამოისუნთქა- რა გაყვირებს გოგო გამისკდა გული
-მიჩელეე ჩემი ჩაპაპვა უნდააააა....
-ვერავინ გიშელის უნდა გადაგსანსლო
-მონადილე მიჩელიც ....- მუცელს ვუკოცნიდი, ფეხები ყელზე შემომაწყოდ ა ფართხალებდა, თმები უკან გადაეყარა თავის გადასწია და კისკისებდა
-მექაჭუნებააა
-სულ გაგიჟდა მგონი - ალექსანდრეს ხმა გავიგე და ისე ამართვა ბავშვი დავრჩი ხახამშრალი
-სანდლიკოოო შენ ძმაც ჩემი გააპაპვა უნდოდა
-ვერავინ გადაგყლაპავს შენ ჩემო ბუთხუზა
-რას მიკეთებთ მომიყვანეთ ბავშვიიი
-რამდენი ხანია გყავს... მეც მინდა ბუთქუსთან- სანდრო დამეჭყანა და კუსკუსას ძმებთან ერტად გავიდა ოთახიდან. საძინებლიდან ისმოდა მერე მათი ხმა
-ხო მყავდა მე რატომ წამართვი
-ოოო დედოფალო გიყვართ ბავშვები?
-ვის არ უყვარს ბავშვები...
-ალქაჯებს...
-მე თუ ალქაჯი ვარ შენ თვით ეშმაკი ხარ
-შენზე ძლევამოსილი გამოვდივარ? - უკან გავყევი გაბრაზებულს და თვალები რომ დამიბრიალა მივხვდი გაყოლას აზრი არ ჰქონდა.
მეორე დღეს დილიდან ფუსფუსებდნენ სახლში.
ღამით ალილოს მოლოდინში ვიყავით. გამახსენდა ბავშობაში მეც დავდიოდი ალილოზე ,კარგი დრო იყო.
დილიდან ველით თოვლის მოსვლას ,მაგრამ არ ჩქარობს. ისე ცივა ვიცი აუცილებლად მოთოვს.
დაბინდებისას გაისმა ქუჩაში ბავშვების ხმა...შორიდან ისმოდა სიმღერა ,ჟრიამული და ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ჩვენ სახლს.
მარიამი პირველად ხვდებოდა შობას ამ ცერემონიით და ყველაფერს აკვრიდებოდა. პირველი ჯგუფი მოვიდა, მეზობლის რამდენიმე ბავშვი სიცივისგან ცხვირები ჰქოდნათ გაწითლებული. ბებომ ხილი, ხურდა ფული და ტკბილეული მისცა და კიდევე რთხელ ამღერა მთელი ტექსტი.
-აუ მეც მინდა ალილოზე
-ვაიმე კარგი რა შარშან ხო იყავით... გაიყინეთ
მარიკა ეჩხუბებოდა უჩას გიჟური იდეა რომ მომივიდა. მარიამს გავხედე რომელიც ფანჯარასთან იდგა და უყურებდა უკვე შორს მყოფ ბავშვებს და ეღიმებოდა.
-ჩაიცვით უცებ მოიტანეთ კალათები და ხურჯინები ... ალილოზე მივდივართ
-რაა?
-ხო რა იყო ...ასაკი ჟეზღუდული არაა .შარშან თქვენ არ იყავით?- მამაჩემს მივბრუნდიდ ა გამახსენდა მის ძაკაცებთან ერთად მთვრალი როგორ წავიდ ამეზობლებთან ალილოზე. იმდენი ფული შეაგროვეს მთელი კვირა ქეიფობდა ქუჩა.
ბავშვები გავარდნენ მე კი მარიამს ჩავავლე ხელი და გარეთ გავიყვანე
-სულ გადაირიე? რას აკეთებ
-ჩაიცვი თბილად დროზე წავიდეთ...
-რა?
-არ მითხრა ახლა ყოველ წელს დავდიოდი ამერიკაშ ალილოზე და მომბეზრდაო
-მარტლა არასდროს ვყოფილვარ ,მაგრამ ვინმემ რომ მიცნოს მერე რა ვთქვა ხურდების მოსაგროვებლად სოფელში დავდიოდი ალილოზეთქო?
-თუ გინდ აიქეთ დაურიგე ხალხს ფული.ეს ტრადიციაა რა შუაშია აქ ხურდა . გაერთობი აი ნახავ,იმდენი დადებითი ემოცია წამოვა მიხვდები რომ ყველა ფენის ადამიანს შეუძლია დადებითი მუხტი გადმოგდოს... ნატალიასაც დიდი სიამოვნებით გავიყოლებდი
-არა! გამორიცხულია...
-მარიამ ნუ მაიძლებ შენი დაყოლიების ჩემებური ხერხები გამოვიყენო- ხელი ჩავავლე ისევ და ჩემკენ მოვიზიდე
-მე... მე რა ხერხები
-აი ხომ ხედავ უკვე მეუბნები რომ გინდა წამოხვიდე და სიგიჟე ჩაიდინო.პატარა უწყინარი სიგიჯე, რომელიც არასდროს გაგიკეთებია -თვალებში ვუყურებდი ,მერე ლოყაზე ვაკოცე და გავუღიმე- მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.
რა თქმა უნდა წამოვიდა...
მარიკამ თქვენ თუ მიდიხართ მე რატო ვერ წამოვალ ვითომო დააავლო ხელი კალათს და გვერდით ამოგვიდგა. მიშკამ მე ვერ ვიმღერებ თუ რაო...მოკლედ სანდრიკოც ავიყოლიეთ და წავედით ყველანი ერთად.
მარიამი დაძაბული მოდიოდა...არ იცოდა სად როგორ დაგვხვდებოდნენ
-ასე პირდაპირ რომ აღებთ კარს და შედიხართ უხერხული არ არის? რომ გაბრაზდნენ?
-მარიამი საქარტველოში ხარ, თან იმერეთში აქ ალილოს კი არა ისე არ აგდებს სტუმარს არავინ გარეთ. გაიღიმე ,ამოისუნთქე და იმღერე
-არ ვიცი ტექსტი
-ჩვენ ხო რას ამბობ ბოლომდე ვიცით...
-დემეტრეეე
-ნუ ბუზღუნებ
-რას ბუტბუტებთ მანდ...სწრაფად წამოდით თინა ბებოს უნდა წავართვა ჩურჩხელები - მარიკა გაიკრიჭა და ეზოში შევიდა.
თინა ბებოს ჩურჩხელებზე ვართ ყველა გაზრდილები,შეიძლება ითქვას. მთელ ქუჩაში თუ სადმე ბავშვი დადიოდა ყველამ ვიცოდით რომ ბევრ ჩურჩხელას აკეთებდა და ზამთარშიც მეტი რა გვინოდა,ისიც რამდენიც დაგვინახავდა სულ გვაძლევდა თითოს მაინც. ძირითადად ერთ თვეში ელეოდა და მერე ვრჩებოდით ხახამშრალები,მაგრამ მანამ ვიტკბობდით პირს.
ქალი სიხარულისგან გაგიჟდა რომ დაგვინახა, დაგვლოცა, მოგვეფერა. ნუ ხილი და ხურდა ფული მოგვცა და მერე ჩურჩხელები მიაწოდა პერსონალურად ყველაზე „წუწკ“ მარიკას.
ვაგრძელებდით გზას და თანდათან უფრო გვემატებოდა მხიარულების ტალღა. ჩემი მეგობრების ოჯახში რომ მივედი ,თანატოლების განმიცხადეს ჩვენც შემოგიერთდდებითო. მარიამი გაბუტული მიყურებდა როცა მათ ველაპარაკებოდი , მერე უცებ მოვხვიე ხელი და ზურგიდან ავეკარი
-ჩემი დედოფალი რატომ გაბრაზდა?
-რატომ გაინტერესებს..მიხედე შენს მეგობრებს
-მე მხოლოდ შენი მოხედვა მევალება- ჩუმად ვუთხარი და გაყინულ თითებზე ვაკოცე- ხელთათმანი გაიკეთე-თქო ხომ გითხარი ,სულ გაყინულხარ დედოფალო
-განგებ აკეთებ ხომ? ეს ზრუნვის გათამაშებაც შენი გეგმის ნაწილია. - უცებ მომიახლოვდა ტუჩები ყურთან მომაკრო და ჩამსისინა რასაც ჰქვია, ტონალობაზეც კი ეტყობოდა როგორი ზიზღით ამბობდა სიტყვებს.
რატომ? რატომ ? რატომ აფუჭებს ყოველთვის ყველაფერს, რატო იგებს არასწორად რატოოოომ არ შეუძლია უბრალოდ ისიამოვნოს იმით რასაც აკეთებს . ბრაზი მიპყრობსი , თან ისე რომ შემიძლია წინ მიმავალი ხალხი დავივიწყო და აქვე დავუწყო ჩხუბი
-გეგმები არ მჭირდება! ისედაც გავაკეთებ და მივირებ იმას მე რაც მჭირდება. ძალიან ამრტივად, მაშინვე როგორც კი მომინდება!
-ახლა რა გინდა... ის რომ მაგრძნობინო როგორ შეგიძლია ჩემი მართვა
-მართვა... მართვა და კიდევ მართვა. რატომ არ შეგიძლია ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაივიწყო ეს წყეული სადავეები და იყო მხოლოდ შენ თავისუფალი არავის იმორჩილებდე და არავინ გიმორჩილებდეს. რატომ ცდილობ ჩემ ფერად სამყაროში შენი ბნელი ცხოვრების შემოტანას,როცა ვცდილობ ერთი დრე მაინც გაგფერადო, რამდენიმე საათი მაინც იყო ბავშვივით ლაღი-ჩუმად ველაპარაკებოდი სხვებს რომ არ გაეგოთ, ტემბრის დამორჩილება მიწევდა სულ დამეჭიმა ყელზე ძარღვები მეგონა მალე დასკდებოდა კაპილარები
-აშკარად ცუდი ხერხები გაქვს ... ზედმეტად ცუდი ტაქტიკა გაქვს - მეუბნება და ყელზე ისვამს ხელს- ძალიან ცუდი!
მეუბნება და მიდის.
შემდეგ უბრალოდ ერთობა... ძირიტადად კუსკუსა უჭირავს ხელში და ეფერება.უყურებს ყველაფერს და ხალისობს...
სახლსი გვიან ვბრუნდებით...
ისე ვიძინებ მარიამს ვერ ვნახულობ.
შობის დილაც თენდება...
ისეთი სიცივეა ოთახში სუნთქვის დროს ცხვირი მეყინება. თვალებს ვახელ ,ფანჯრიდან ვიყურები და თოვლით გადათეთრებულ არემარეს ვავლებ თვალს.
ვგიჟდები თოვლზე...
სწრაფად ვიცვამ , პირველი ბიძკოს ვუვარდები .მამიდას არ ვეხები მიშკას ვაღვიძებ და მერე თავად იცის რაც უნდა ქნას. საყოველთაო გუნდაობის დროა. სანდრიკო და ბიჭები უკვე ფეხზე იყვნენ. ხელთათმანებს ირგებდნენ და მემუქრებოდნენ. მარიამი დაბარებულივით გამოჩნდა, ლამრო აფრთხილებდა ,რომ დავავლე ხელი და პირველი ვისროლე თოვლში. ჯერ კიდევ გაუკვალავ თოვლში პირველები ჩვენ ჩავვარდით, ზემოდან მოვექეცი აკივლებულ ქალბატონს და ხელები გავუკავე
-შობის მოსვლას და პირველ თოვლს გილოცავ ქალბატონო მარიამ
-მოგკლავ... მომშორდი! ველურო დამემსხვრა ძვლები
-გაუძლებ როგორმე . სანამ მას ვაჩერებ თავში გუნდა მხვდება და ვიხრები- თავდასხმაა ...გირჩევნია დამეხმარო თორე არ დაგინდობენ დამიჯერე
-რა უდნა ვიგუნდაოთ? ხო არ გაგიჟდი
-მარიკა და მიშკა ჩემპიონები არიან...თუ არ დამეხმარები წავაგებთ მარიამ - ვეუბნები და ხის უკან ვიმალები.მარიამი მიმყავს და მომყავს ის კი ყოველ აყვანაზე კივის
-გამისვი ხელი ... გამიში ველურო
-ნუ კივი დეოფალო . ჩშ- ხეზე მივაყუდე და თითები ავაფარე ტუჩებზე. თვალები გაუფართოვდა მაშინვე
-მოკლ..- ამოიბურტყუნა მაგრამ ვეღარ თქვა ისე მოვუჭირე,მერე ბურტყუნებდა უბრალოდ.
გუნდა გავაკეთე და პირდაპირ ბიძკოს გავუქანე. არ ელოდა და კი შეაქანა კარგად
-ბიძას როგორ დაარტყი შე არასწორო- დამიყვირა და კიდეც მაჯინდა უზარმაზარი გუნდი ზურგში
-ბავშვს როგორ მჩაგრავ ბიძიკოო?
-რას ტლიკინებ ოე ჩამგუდა მამიდამ- სანდრომ დამიყვირა და სალტო გააკეთა იმენა .- თეთრი დროშა უნდა ჩამედო ტო ...ამას მიშკა ავარჯიშებს ეტყობა
- რა დღეში ხართ უჩემოდ თქვე არასწორებო - დემნას ხმა გავიგე ,უკან გოგოები მოყვებოდნენ. ჩემები და სანდროს მეგობრები ჩვენკენ იყვნენ. ხეებს ევფარებოდით ან სკამებს. მარიამი ზუსტად ათი წუთი გაოცებული იდგა,მერე მობილური ამოიღო ჯიბიდან და აშკარად ვიდეოს გვიღებდა. ეგღა მაკლია ახლა ჩემი სიგიჟე ჩავაწერინო. პირდაპირ მუცელზე მივარტყი გუნდა და გაბრაზებულმა აღარ დამინდო. თავიდან როგორც გამოუცდელი ვერ მარტყავდა , იმდენი ვიხარხარე ბოლოს გაბრაზდა ძალიან ,ძალიან და პირდაპირ ცხვირში გამარტყა
-აი ასე მოგიხდება... იცინე კიდე
-ჩემი საწყალი ცხვირი... პლასტიკურს გაგაკეთებინებ იცოდე
-ისედაც უშნო გაქ მე ნუ დამაბრალებ. მირბოდა და იცინოდა. რა თქმა უნდა ვესროლე და მოვარტყი, უცებ გაჩერდა საიდან გააცინა არ ვიცი მაგრამ ისევ გამომიქანა და ამჯერად გულში დამიმიზნა
-ქვებს აყოლებ გოგო? -გამწარებულმა დავიყვირე და კიდეც დამახტა ვირაც თავზე. რომ გავიხედე და გიორგი დავინახე აღარ ვიცოდი გამხარბეოდა თუ ჩამეკლა იქვე
-ჩემო სულის წიარო უჩემოდ როგორ დაიწყე გუნდაობა..თუ გაპატიო
-მიგაკლავ ახლავე მაგ თოვლე
-გაიწიეთ ვეშები - ცოტნეს ხმა გავიგე და ისიც რომ დაგვახტა ზემოდან მივხვდი რომ ჩემი ძლები ნაცარტუტად იქცნენ.
მანამ ვიგუნდავეთ სანამ ნახევარი ეზო გავწმინდეტ თოვლისგან ,გაგვეთოშა სხეული და გაგიჟებულმა ლამრომ ქოთქოთი დაიწყო.
საფინალო სვლა იყო მაკუნას თოვლში ჩაგდება. ვინ იკადრებდა ამ „საშნელებას“ თუ არა მახო. მერე ბებო იძახდა ერთნაირი სულელები ხართ სუყველა ამხელა ხალხი რამ გაგაგიჟათო,შაქრო კი იდგა ფანჯარასთან და იცინოდა.
ყველა რომდ აიძრა სახლისკენ მე ჩემ დედოფალს გავხედე. იდგა და თოვლს იშორებდა აწეწილი თმიდან.ეს რომ არ გადამეღო მოვკვდებოდი. ლოყები სულ აწითლებული ჰქონდა, ტუჩები და ცხვირიც სისხლისფრად შეფერადებოდა,მაგრამ თვალები ისე უბრწყინავდა როგორც არასდროს. პატარა ბავშვს ჰგავდა, სწორედ მათ უხტით ასე ჭნკები თვალებში. უცებ ჩავეხუტე და შეხტა
-ბუუჰ
-ააა გამისკდა გული
-აბა მოგეწონა გუნდაობა?
-საინტერესო იყო... - გაიცინა და მეორე სართულისკენ გაიქცა. მეც გავყევი.
გამოვიცვალეთ და ქვემოთ ჩავედით, მაკუნა გველოდა უკვე ცხელი ჩაით, ყავით და კაკაოთი. ვისაც რა გაგვისწორდებდოა. გიორგი და ცოტნიკო ტლიკინებდნენ და იყო ერთი ალიაქოთი. ჩემი გიჟმაჟი ბიძაშვილი რომ შემოვიდა
-უჩემოდ იგუნდავეთ ხო?
-ვაკოოოოო- ყველა მსიკენ გაექანა. როგორც იქნა მივაღწიე მეც.
-დაკარგულო მხეიძევ როგორ ბრძანდებით?
-კარგად ... როგორ ვიქნები. ბიძია და ბიცოლა სად არიან
-მოვლენ მალე ..მეზობელს ელაპარაკებიან.
მალე ისინიც მოვიდნენ და მერე მართლა უნათებდა სახე ცემ ბებიკოს. ყველა შვილი და შვილიშილი თავისტან ჰყავდა, სატიტაოდ გვეფერებოდა ყველას და თბილი მზერით გვიცქერდა. რძლები და სიძეც არ ავიწყდებოდა...
ვაკომ საცოლე ჩამოიყვანა და სიხარულისგან გაგიჟდა, რავარც იქნა მეღირსა ერთმა მაინც გამეიხედეთ თვალშიო. მომავალი რძალი ძალიან მოეწონა, ყველას მოგვწონს ლიკუნა. დიდი ხანია ვიცნობთ ასე რომ შეჩვევა და კონტაქტში შემოსვლა არ გაჭირვებია.
ერთად ვისხედით ყველა მაგიდასთან, მხეიძეების სრული შემადგენლობა.მარიამი ჩემ გვერდით იჯდა, უცებ წამოდგა და წავიდა. ვერ მოვითმინე რომ არ დაბრუნდა და მოსაძებნად წავედი. საძინებელში იჯდა ფანჯრის რაფაზე და თოვლის ფიფქებს უყურებდა, რომლებიც შეუცერებლად ეშვებოდნენ ციდან
-რატომ მოიწყინა ჩემმა დედოფალმა? -მის გევრდით დავჯექი და თვალებში ცავხედე. ამღვრეული ჰქონდა, აშკარად ტიროდა და ჩემი შესვლისას მოიწმინდა ცრემლები
-თავი ამტკივდა და
-ისევ არ დაურეკავ ნატალიას? - მე ხომ კარგად ვიცოდი მისი თავის ტკივილი რა საჭირო იყო ზედმეტი აღიარება. მზერა მომარიდა, ისევ ფანჯარაში გაიხედა, დავინახე როგორ დაენამა ლოყა ცრემლებით. მხოლოდ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და დაორტქლილ მინას მიადო შუბლი.
არ შემეძლო,მისი ცრემლების ყურება...
მისკენ გადავიხარე, თავი შემოვატრიალებინე, მერე ნიკაპ ქვეს ამოვდე ორი თითი და მაღლა ავაწევინე, მაინც არ შემომხედა ,თითქოს ცრემლების რცხვენოდა .
-ხომ იცი რომ ძალიან უყვარხარ...უბრალოდ ყველას ერთნაირად არ შეუძლია გრძNობების გამოჩენა. იქნებ ის შენ ზარს ელოდება...
-დავურეკე... შეტყობინება დავუტოვე ,მაგრამ არ გადმოურეკავს .უბრალოდ არ ვაინტერესებ. ახლა როცა ვიჩხუბეტ მითუმეტეს... მაიკლის ამბის შემდეგ ვეღარაფერს მაძალებს და სანამ ძალებს არ მოიკრებს მანამ არც გავახსენდები,მერე ისევ თავისი გეგმები შეაწუხებს და მოვა...მოვა და ისევ მის ნებაზე სიარულს მომთხოვს.მხოლოდ ეს შეუძლია და ეს ჰგონია დედობა.
-უბრალოდ ნუ დაუჯერებ და ყველაფერი დასრულდება...
-ერთადერთია ვინც მყავს, იცის ეს და ამიტომ იყენებს ჩემ წინააღმდეგ. ასე თამაშობს ჩემით
-ვერ დავიჯერებ...შენ ხო მარიამი ხარ ვერავინ
-სისულელეა ყველაფერი ... როგორც ამბობ უბრალოდ ალქაჯი ვარ ის კი დედაჩემია. მეც მას ვგავარ, ცივი და უგულო.ყველაფერს გავაკეთებ მიზნის მისაღწევად .ერთნაირები ვართ და იმიტომ ვერ ვშორდები...ურჩხულები იქცევიან მომხიბვლელ პრინცებად..ალქაჯები კი ყოველთვის ალქაჯებად რჩებიან .
-მარიამ...
-წავიდეთ ,უხერხულია...
იცინოდა,მაგრამ ისევ მოწყენილი იყო. ვერაფერი გადაფარავდა მის სევდას...
დილით უფრო დიდი იყო თოვლი,მაგრამ წინა დღის გამო ვერცერთი ვახერხებდით სიარულს.ყველაფერი გვტკიოდა და ერთი დღე ცავაგდეთ.
იმ დღეს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული.
არც შემდეგ...
ორი დღის მერე ნიკოლოზმა დაურეკა მარიამს, მორიგი მოკითხვა მეგონა,მაგრმა სევცდი. უკვე კომპანიაში დაბრუნების დრო იყო,რადგან თავად ამირეჯიბი ამერიკაში ბრუნდებოდა და კომპანია მმართველის გარეშე ვერ იქნებოდა.
ჩემი შვებულება გააგრძელა, თავად კი ლევანმა ჩამოაკითხა და წავიდა.
გული დასწყდა ყველას, თავადაც მოწყენილი იყო. ყველას თბილად დაემშვიდობა და წავიდა...
მომდევნო დღეები ისე გავატარე თიტქოს მანამდე მარიამის გარეშე არ გამეტარებინოს რომელიმე დღე. ვერ ვისვენებდი მის გარეშე ,მისი შავი თვალების ბრიალი მომენატრა და მოსვენება დავკარგე.
არ მეგონა ასე ცხადი თუ იყო,მაგრამ თურმე ზედმეტად მეტყობოდა უხასიათობა .
მისაღებში ვიჯექი და ვფიქრობდი მამაჩემის ხმამ რომ გამომაფხიზლა
-დემეტრე თუ ღმერთი გზამს ადექი აიღე ბარგი და წადი თბილისში! დავიღალე უკვე შენი გაქვავებული სახის ყურებით
-რა?
-რაც გაიგონე... ადექი და წადი მარიამთან.არ დაიწყო ახლა ახსნა და სულელური თავის მართლება...
იმ დღესვე წავედი...
გვიან ღამით ჩავედი თბილისში,ბინაში მივედი. ვიფიქრე ხვალ სამსახურში ვნახავ-თქო.რეალურად კი ერთ საათში მის საძინებელშ ვიყავი და ველოდი როდის შემოვიდოდა.
საძინებლის კარი გააღო ,კი არ შემოვიდა მოლასლასებდა. თავიდან მეგონა სულ სხვა იყო ..
უკვე ჩემ წინ იდგა რომ გაჩერდა და ამომხედა . იმ წამს მეგონა მის შავ თვალებში მთელ სამყაროს ვხედავდი. არ ვიცი რა არის ეს, რას ვგრძნობ,რა მინდა რეალურად უბრალოდ იმ წამს ვიცოდი რომ მისი ჩახუტების გარდა არაფერი მინდოდა. დიდი დრო არ დამიხარჯავს ფიქრისთვის, ხელები მოვხვიე და გულში მაგრად ჩავიკარი.
საერთოდ არაფერი გვითქვამს, არც ერთი სიტყვა. ვიდექით შუა ოთახში ჩახუტებულები და ერთ კვირიან მონატრებას ვიხშობდით.
გვიან მივხვდი რომ ნასვამი იყო...
როცა მომშორდა და საწოლისკენ წაფრატუნდა , პირდაპირ დაეშვა ზედ და ბალიშს ჩაეხუტა.
ისე იქცეოდა თითქოს სიზმარში მხედავდა და არა რეალურად...
-მარიამ...
-მომენატრე იცი? - ამღვრეული ჩვალებით ამომხედა და ჩემკენ გადმოჩოჩდა. თავი ფეხებზე დამადო და გაიტრუნა . მერე ჩემი ხელი აიღო და თავზე დაიდო -არ მომეფერები?
ინსტიქტურად ვასრულებდი მის სურვილებს. დიდხანს ვხლართავდი თიტებს მის ყორნისფერ თმაში. მეგონა ჩაეძინებოდა, მაგრამ უბრალოდ იწვა და მშვიდად სუნთქავდა.
არ ვიცი როდის ჩაგვეძინა.მალევე გამეღვიძა ,დილის ექვსი იყო. მარიამს ჩემ მკერდზე ედო თავი და მშვიდად ეძინა. თითები ისევ მის თმაში მქონდა ახლართული. ძალიან ფრთხილად დავაწვინე საწოლზე და სახლი დავტოვე.
სახლში გადავივლე, მოვემზადე და სამსახურში დროულად მივედი. თაი ადგილზე დამხვდა, რაღაცას კითხულობდა რომ დამინახა გახარებული წამოდგა და მომეხვია
-ბოოს ..მომენატრეთ
-მეც მომენატრე ანგელოზო... როგორ გაატარე დასვენების დღეები?
-კარგად... გეგმა შევასრულე და ოჯახთან ერთად ბაკურიანში ვიყავი
-ბაკურიანში?
-ხო რა მოხდა?
-ა არა არაფერი- გარდა იმისა რომ ბატონი დაჩის მოულოდნელი შვებულების აღების მიზეზი გავიგე და საერთოდ რომ არ უყვარს თოვლი და ბაკურიანი იქ წასვლის მიზეზიც ავტომატურად გაირკვა-კარგად გაერთე?
-ჩემი ნათლულიც იყო და კარგად გავერთე... არ მეგონა ჯერ თუ დაბრუნდებოდით
-ხო უცებ გადავწყვიტე... კარგი მივხედავ საქმეს თორემ მარიამი არ მაპატიებს. ბოლო დროინდელი საბუთენი შემომიტანე ხო?
-ახლავე ...
მარიამი არც შემოსულა, ვხედავდი როგორ მუშაობდა, თანაც შეხვედრები ჰქონდა და მე ჩემ საქმეს ვასრულებდი. ის დღე ისე გავიდა არც მინახავს იმ მინის კედლის მიღმა...
თაიდან ვიფიქრე რომ უბრალოდ დამთხვევა იყო,რადგან რეალურად მუშაობდა. მაგრამ ეს ყველაფერი ერთი კვირა რომ გაგრძელდა მივხვდი რომ თავს მარიდებდა. ვიფიქრე რომ უბრალოდ ფიქრობდა და არ შევაწუხე.
კაბინეტში ვიყავი საბუთებში ჩაფლული ოთახში ვიღაც რომ შემოვიდა
-თაი დროული იყო ყავა ნამდვილად მჭირდება ...თორე რამემ თუ არ გამომაფხიზლა გავგიჟ...-სიტყვა შუაზე გამიწყდა მაგიდაზე ვიღაც რომ ცამოჯდა უცებ ავწიე თავი ,ანუკის დანახვა და ჩემი ტუჩების დაკავება ერთი იყო. ისე მკოცნიდა მგონი ეს თვეები ერთად აანაზღაურა
-ჯანდაბა! უფრო მომნატრებიხარ ვიდრე ვიმედოვნებდი - რომ მომშორდა ამოიჩურჩულა და კიდეც წამოვდექი. ხელი მოვხვიე და ჩავეხუტე
-გადარეულო არ უნდა გეთქვა თუ მოდიოდი?
-სიურპრიზი ტკბილო ... მაპატიე აქ რომ მოვედი უბრალოდ მომენატრე .შენ არ მოგენატრე ...სულ სულ არა?
-შეიძლება ითქვას კი ...
-რა დამპალი ბიჭი ხარ ..მომატყუე მაინც - გაბუტვის იმიტაციას აკეთებს ,იცინის და ისევ მკოცნის -ჩემ გამო სამუშაო საათებს ვერ გააცდენ?
-მგონი მოვიფიქრებ გაცდენის მიზეზს....-მაისურის ქვეშ ვუცურებ ხელს და ყელში ვკოცნი . უნდა ვაღიარო მეც მომენატრა ...
კაბნეტს ვტოვებ ,მარიამთან შევდივარ და სულ მავიწყდება რომ ისედაც ყველაფერს შეხედავდა. რაღაცას კითხულობს არც კი მიყურებს,თან კალამს ათამაშებს ხელში
-მარიამ გავდივარ და თუ გადაუდებელი საქმე გამოჩნდება მოვალ აუცილებლად
-ყველა საქმე რაც ამ კედლებში ხდება გადაუდებელია ! შენი ქალის დაკმაყოფილების გადადება რამდენიმე საათით კი ჩვეულებრივად შეიძლება ! - ბოლო სიტყვებს ამბობს და მიყურებს,პატივი დამდო რომ შემომხედა. ზუსტად ის ცივი გამომეტყველება აქვს როგორც პირველ დღეს ,რატომ აქვს ასეთი ცვალებადი ხასიათი.ქამელეონია...
-არაფერი არ არის ისეთი რასაც სხვა ვერ გააკეთებს ... ასე რომ ხვალამდე
-გინდა თქვა რომ შენთვის ვიღაც ქალის გაჟიმვ.. უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელია ვიდრე საქმე ხომ? კარგი მაშინ რომ წახვალ შენ ნივთებსაც მოგიტანენ კართან და სამუდამოდ გაქრები კომპანიიდან !- უცებ დგება მაგიდაზე ხელს ურტყამს და ისე მიყურებს მგონი ჩემი მოკვლა იმ კალმითაც შეუძლია ხელსი რომ უჭირავს. შემოტევა აქვს თუ მეჩვენება...
-იცით მე დიდი ხნის წინ წავედი აქედან...მერე მომაკითხა ერთმა ქალბატონმა და უკან დამაბრუნდა ,სხვათაშორის დიდად დამავალებთ თუ გამათავისუფლებთ ! ნივთები კართან დატოვონ ... ზარს ტყუილად ნუ დარეკავენ,ვერ გავუღებ დაკავებული ვიქნები
მშვიდად ვეუბნები, ზუსტად ისეთი ტონით როგორითაც მსგავს შემთხვევაში ნებისმიერს დაველაპარაკებოდი . ვუღიმი და კარისკენ მივდივარ . ვხვდები როგორი გამომეტყველება აქვს, მაგრამ არ მაინტერესებს. ერტხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს რომ მხოლდო მე არ მინდება მასთან ყოფნა და აღიაროს რომ თავადაც ვჭირდები. თუ არ აღიარებს ,ორივე დავისვენებთ და შეწყდება ეს სისულელე ერთხელ და სამუდამოდ.
ანუკი თებერვლის ბოლომდე დარჩა. ნამდვილად კარგ დროს ვატარებდი მასთან ერთად, როგორც ვამბობდი ანუკისთან მოწყენა შეუძლებელია . მართალია მთლაინად გამომაცალა ენერგია და ისე წავიდა ,მაგრამ ღირდა.
სახლში მარტო ხომ არ გავჩერდებოდი ამიტომ ქუთაისში წავედი ცოტა ხნით.
იქ გავარკვიე რომ ჩემი მისტერ დასტოინი ძმა შარშია... აქამდე თუ თვეში ერთხელ უწევდა ჩხუბი , რაც ლილესთან ერთად სწავლობს და ვერ ისვენებს , აწუხებს და აგიჯებს იმ გოგოს . რა გამორჩებოდათ იმ ორს და რომ ჩავედი კარგად შელამაზებული დამხვდა, ანუ გასართობიც მქონდა.
-ვაახ სენ კიდე ლურჯი ხარ ძამიკოო?
-გააჯ..
-იყოოს ... როგორი საოცარი ფერი აქ შენს თვალს...მაგრამ ყელზე თიტების კვალი უკეთ გეტყობა ყავისფერია თუ ყვითელი ვერ ვხვდები იცი ?
-კიდე აღარ მორჩი დემეტრე? შეეშვი სანამ გაგიჯდება
-აუ მაკუნა ასე რომ ხედავ ცნობ? იმ დღეს ისე იყო მე პირადად ვერ ვიცანი სანამ ხმა არ ამოიღო. მე წაგიყვან სკოლაში თორე რამეს არ მიეჯახო...ცალი თვალით გამოხედვა ჭირს ალბათ
-დედა მომასორე ეს სისხლის მწოველა წურბელა თორე მოვკლავ!- მშვიდად წამდა ისე იძახდა სიტყვებს თორე დამიჯერეთ სულ ვერ ვუშლიდი ნერვებს. ისაუზმა ჩანთა მხარზე მოიკიდა და წავიდა .
სკოლაში მართლა მივიყვანე და დავინახე როგორ დაიძრა მაშინვე ლილესკენ .
ეს ბიჭი ცეცხს ეთამაშება და მიზეზს ტავადაც ვერ ხვდება.თავს იტყუებს აშკარად.
მთელი დღე დავბორიალებდი ქალაქში,მერე უცებ მომინდა თბილისში დაბრუნება და იმ საღამოსვე წავედი.
ბინაში ვიყავი.ტანსაცმელი მივალაგე და დავწექი. დაღლილი ვიყავი და მალევე ჩამეძინა. რამდენიმე ღამეა მარიამი მსიზმრება, ახლაც არ „გადამაგდო“ შუა სიზმარში ვიყავი კარის გაღების ხმა რომ გავიგე. მეგონა ისევ სიზმარი იყო ნორმალურად ვერ გამოვფიხლდი.თვალები რომ გავახილე და მარიამი დავინახე რამდენჯერმე მაგრად დავხუჭე თვალი,მაგრამ კადრი არ იცვლებოდა. ჯალათის სახით იჯდა და მიყურებდა ... სწრაფად წამოვჯექი და თვალები მოვიფშვნიტე
-მე რაც წავედი მოჩვენებად იქეცი ?
-შემოთავაზება მაქვს... გამოდი ვილაპარაკოთ- საქმიანი ტონი აქვს. დგება და გადის. შარვალს ვიცვამ და უკან მივყვები. თავზე ხელს ვისვამ თმა რომ გადავწიო უკან ,ჩემ ბართან დგას, ჭიქებს და სასმელს იღებს. შემდეგ დივანზე ჯდება და მეც ისე მითითებს მის მოპირდაპირე სავარძელზე თითქოს მის სახლში ვიყო.ეჭვი კი შემეპარა ,მაგრამ აშკარად ჩემი ბინა იყო. დავჯექი და უკვე ჩამოსხმული სასმელი გადავუშვი ყელში...ცოტა გამომაფხიზლა , ის კი იჯდა მიყურებდა და ნელ-ნელა სვამდა. ისე მიყურებდ აორი რამ მაფიქრდებოდა ან ჩემი მოკვლა უნდოდა და წარმოიდგენდა როგორ მსერავდა დანით და ისვრებოდა სისხლში ან კიდევ კოცნით მიუყვებოდა ზუსტად იმ ადგილებს დანა სადაც უნდა ჩამოესვა. სიმართლე გითხრათ ორივე ერთად უფრო გამოდიოდა და ცოტა არ იყოს დავიბენი. საერთოდაც მგონია რომ ისევ მძინავს. დუმს , ჭიქაში სასმელს ამოძრავებს ნელ-ნელა სვამს ტუჩებს ილოკავს და თვალს არ მაშორებს. მე უკვე მესამე ჭიქა გამოვცალე , ისე მიყურებს ძნელია ფხიზელიდ არჩე
-იმისთვის თუ მოხვედი რომ ჩემი ცქერით დატკბე შეგეძლო მძინარეს დამკვირვებოდი- ნერვები აღარ მყოფნის და გაღიზიანებული ვახლი . ეღიმება...ისე სატანურად რომ შემიძლია მოვკლა,მაგრამ ვერ ვხვდები რატომ იმიტომ რომ დამცინის თუ იმიტომ რომ საშინლად მომწონს მისი სიცილი . მომენატრა ! ეს მაგიჟებს ...სად არ გავიქეცი რა არ გავაკეთე ,მაგრამ ისე მენატრებოდა ლამის ანუკისთან ყოფნის დროსაც მასზე ვფიქრობდი. ძლივს მოვერიე თავს და ჩემი სიამაყე გავაცოცხლე ,რომელიც მან დაჭრა სასიკვდილოდ . ახლა თიტქოს იგრძნო და ზუსტად დროულად გამოჩნდა.
-ვერ გეტყვი რომ შენი ცქერა არ მინდა, მაგრამ კონკრეტულად მაგისთვის დრო მერეც მექნება. ახლა შემოთავაზებაზე გადავალ
ენა მივარდება..მოიცა რა მითხრა რომ მართლა უნდა ჩემი ყურებ და არც ის მომესმა რომ მერე ექნება დრო? შეიშალა?
-თუ აპირებ ისევ მითხრა რომ გჭირდები და დაბრუნების შემდეგ ისევ შენებურად გააგრძელო არ ვაპირებ! ბავშვი არ ვარ ,სათამაშოდ ნამდვილად არ მცალია .
-შენმა წასვლამ დამარწმუნა,რომ ნამდვილად მჭირდები ...მჭირდები არა მხოლოდ სამსახურში,რადგან შეუცვლელი ხარ
-მომესმა ხომ?
-არა ,არ მოგესმა . მომბეზრდა ნიღბის მორგება ,შენ მაინც ხვდები რას ვგრძნობ და რა დიდი გავლენა გაქვს ჩემზე. მაინც იცი რომ ვერასდროს მოგერევი ... აღარ მინდა თვალთმაქცობა, საკუთარი თავის მოტყუება და იმის თქმა რომ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ რომ მამამ მირჩია შენთვის ნდობის გამოცხადება. მინდა გულწრფელი ვიყო ,ცხოვრებაში პირველად ვთქვა ის რასაც ვფიქრობ და გავაკეთო ის რაც მინდა. პირველად და მხოლოდ შენთან...რადგან ერთადერთი ხარ ვისაც ვენდობი, ვისთანაც სუსტი ვარ, ვისტანაც ეს დაუცველობა ბედნიერებას და სიმშვდიეს მანიჭებს ...ერთადერთი ხარ ვინც ყველანაირი გაგებით მინდება...
თვალებში მიყურებს, ძალიან მშვიდად ამბობს ყველაფერს .აშკარაა რომ გულწრფელია და ბოლოს ლოყები უხურდება. სულ ოდნავ ,მაგრამ მაინც ვამჩნევ. მერე ვიწყებ იმის გაანალიზებას ბოლოს რაც თქვა. ჩემდაჭირად ჩუმდება და აღარაფერს ამბობს. ისევ სვამს ერთ ყლუპს, იატაკს უსწორებს წამით თვალს და მერე ისევ მე მიყურებს
-ანუ სამსახურში დაბრუნებას მთავაზობ იმ პირობით რომ ადამიანური ურთიერთობა გვექნება. ვიმეგობრებთ, ხუმრობას ხუმრობით მიპასუხებ, არ გაბრაზდები, არ შეხედავ ყველა სიტყვაში მახეს და იქნები გულწრფელი ისევე როგორ მე ვარ შენთან -ვივიწყებ მის ნათქვამს,რადგან მგონია რომ სხვანაირად გავიგე და მხოლოდ იმას ვიმეორებ რაც ნათელი იყო მისი სიტყვებიდან
-ნაწილობრივ ... მაგრამ მხოლოდ სამსახურსი დაბრუნებას არ გთავაზობ. შენთან მეგობრობის სურვილი არ მკლავს...სხვა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გრძNობასთან ერთად ჩემში პირველად გამოიწვიე ქალური სურვილები, გრძნობა რომელსაც ვნება ჰქვია და თან დართული უამრავი უხამსი აზრი რომელთა წარმოთქმას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს ... ამ და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ვგრძნობ შენც არ მიყურებ როგორც „დას“ ისევე გიზიდავ როგორც მე ...ჯანდაბა რა რთული ყოფილა !- თანდათან ერეოდა სიტყვები , სულ წამოხურდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ბოლოს შუბლზე მიიდო ხელი და ტუჩები მოიკვნიტა .
მე კიდე ტვინი თავდაყირა დამიდგა, აქამდე არ მღალატობდა ხოლმე ახლა როც აყველაზე მეტად მჭირდებოდა გაქრა მგონი...
-მარიამ ...
-მე ..
-არაფერი თქვა თუ ღმერთი გწამს. აშკარად ცუდად ხარ . საძინებელში შეხვალ გამოიძნებ და ხვალ დილას ყველაფერი დავიწყებული გექნება ! რამე წამლის ზემოქმედების ქვეშ ხარ ალბათ , მითხარი რა მიიღე უარესი უკუჩვენება არ მოგცეს და მერე დაიძინე
-კარგი რა... მე მოვახერხე და აქამდე მოვედი. შენ კი ყველაზე აფსურდულ ,სულელურ გამოსავალს პოულობ ,რაც დროებით გიხსნის
-ნუ გამაგიჟებ მარიამ ... აბა რა გინდა მითხრა რო მოგწონვარ ? მერე რა არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი,ყველას ყველა მოსწონს...რა ააქ საოცარი-თავს ვერ ვერევი გიჟივით ვაქნევ ჰაერში ხელებს და ვყვირი კი არ ველაპარაკები. ისევ მშვიდდება ჩემგან განსხვავებით, იბრუნებს პირვანდელ ემოციას და ჩემ წინ დგება, რომ მიახლოვდება ისე მიყურებს მგონი მზად ვარ დავიმალო. -ასე ნუ მიყურებ ! ვერ ხვდები რა გინდა
-გაუგებარი და მიუხვედრელი რა არის ამაში მხეიძე?
-ისეთ ასოციაციას ქმნი თითქოს მკერავ და სულ არ მომწონს ეს ...
-არც ეგრეა საქმე...ვიცი რომ შენც გიზიდავ
-ყველას მიიზიდავ ეგრე მარიამ.შენი ძმის გარდა რადგან საოცრად სექსუალური ხარ , ეგრე რამდენი ვინმეც მომწონებია ყველასთან კი არ ...ყველას კი არ ვეუბნები მაგას
-იმედებს მიცრუებ!
-რატომ ... რა ...- უფრო მიახლოვდება, იმ მანზილზე რომ ჩემი ყელიდან სურნელს ისრუტავს .თვალები ნამდვილ მონადირედ გამოსულ ხვად ლომს მიუგავს ,მე კი ასკარად ის ირემი ვარ რომელსაც სისხლისგან დაცლის და მერე დაჯიჯგნის -მარიამ გეყოფა! საერთოდ არ ვარ ხუმრობის განწყობაზე
-ხოო? ხუმრობის განწყობაზე მეც არ ვარ... წინადადებით მოვედი შენ კი არც მისმენ. როგორ მოაგვარებ ისე საქმეს თუ არ გაეცნობი შემოთავაზებას- თითებს მხრებზე მადებს ერთ ხელს მოზრდილ თმაში მიცურებს , მეორეს კი მკერდზე მიაცურებს თითქოს პიანინოს კლავიშებს ეხება ისე ატამაშებს თითის ბალიშებს ჩემ სხეულზე შარვლის სათავემდე ჩადის და თეძოს ძლისკენ აგრძელებს სვლას . სისხლი მიდუღდება, სუნთქვაც გამიხშირდა და ახლა მართლა ვეღარ ვფიქრობ იმ ერთის გარდა რაც .... არა ვერ ვიჯერებ რომ ნამდვილად ეს უნდა. - აბა მოუსმენ ჩემ წინადადებას?
-გისმენ ! გისმენ დიდი ყურადღებით და იმედია ისეტ რამეს არ მეტყვი რომ აუქციონზე გასაყიდი მონა მეგონოს თავი. ხო და თუ შეიძლება მოკლედ და თან გარკვევით- ვშორდები, მადლობა ღმერთს რაღაც მოვახერხე. ვუსხლტები და ვისკის მორიგ ჭიქას ვსვამ. სხეულში ჟრუანტელი მივლის . არ ჯდება , ახლა უკვე უკნიდან მიახლოვდება, არ მეხება მაგრამ ვგრძნობ სულ მილიმეტრები აშორებს ჩემამდე მისი სუნთქვა ზურგზე მეფრქვევა . შემდეგ ტავს წევს და ყურთან აქვს ტუჩები,ზუსტად ყურთან რომ დაილაპარაკებს თანვე კანზე შემეხება და ვხვდები რომ მეც ამ წამს ველი ... უთავმოყვარეო არსების ტყავში შესვლას ვგრძნობ, სულ არ მაწუხებს ეს ამბავი .
-საყვარლობას გთავაზობ...




ახლა ისე ველი თქვენს შეფასებებს როგორც არასდროს...



№1 სტუმარი Annnastacia

რა ჯანდაბა ჭირს ამბიჭს ასეთი ჩამოუყალიბებელი, როდის უნდა მიხვდეს რომ გიჟდება და აფანატებს ამ გოგოზე დამაწყდა ნერვები

 


№2  offline წევრი Nessa

შეხედე შენ რავარი მოუნდა მარიამს დემეტრე

 


№3  offline წევრი თეონა.უ

ეს რა იყოოოო......რა მაგარი ხარ ვერც წარმლიდგენ შენ მინდა სულ ვიკითხო არ მყოფნის რამხელა თავიც არ უნდა იყოს, იმედია ხვალაც გამიხარებ გულს.მადლობა შენ

 


№4  offline წევრი aNuGi

ვაიმეეე! ამას ნამდვილად არ ველოდი ამ გასაგიჟებელი ქალისგაან! იმედია დათანხმდება ეს ვაჟბატონიიი! :დდ წინ დიდი და ვნებიანი თავები გველის ხოო? როგორც ჩანს, უჰუჰუ <3
სასწაული ხარ შენ!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

წერა რო დავიწყე მეც არ ველოდი ამას მარიამისგან მარა რა ვიცი ეტყობა ძალიან შემომიტია მარტოსულობამ და მაგიტო გავხადე მარიამი"ცუდი" გოგო laughing smile smile წინასწარ როგორც ყოველთვის არ ვციი რას დავწერ ამიტო ნებისმიერ სისულელეს და სიშტერეს ელოდეთ ჩემგან

 


№6 სტუმარი Guest nita

vaimee ra iko es. saocari gogo xar. cota ar ikos gamikvirda mariamis shetavazeba. sainteresoa demetres reakcia. ara mgonia kargi reakcia kondes.

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Guest nita
vaimee ra iko es. saocari gogo xar. cota ar ikos gamikvirda mariamis shetavazeba. sainteresoa demetres reakcia. ara mgonia kargi reakcia kondes.

არ ვიცი დემეტრეს რეაქცია მოგეწონებათ თუ არა...
უბრალოდ ეს ბიჭიც ჩვეულებრივი ადამიანია რომელიც იბნევა და ყველაფერს სწორად ვერ აკეთებს

 


№8  offline წევრი Everything

vaimeee ramis tvalebi gadmomicvibda axali tavi rom davinaxe.dzalian magari gogo xar!!
mariamosgane set ragacaa namdvilad ar movelodi bolos ainteresoa demetrea reaqcia albat viski gadacdeba;ddddd
lizas da nikolozis wkvili ise mainteresebs rom raviciii....
demetreze da mariamze agar vlaparakob,imedia isev ertmanetsi chamas ar gaagtdzeleben...
sulmputqmelad velodebi shemdeegs da umagresi gogo xar sheen!!

 


№9  offline წევრი LonnDa Bedianidze

ვგიჟდებიი შენზეე

 


№10 სტუმარი Sota

Am istoriaze gveubnebi qalbatono, arvici girs tu ara dadebao? Es tuar daido aba ra unda idos aq?? Ara ra, ashkarad gadaigale gamocdebze. Opicialurad vgijdebi shenze.

 


№11  offline წევრი Peoplefallformysmile

ვაიმე ეს რა იყოო :დდდ

 


№12  offline წევრი Mariammmo

შოკოლადის გოგო ხარ შენ !!! ^^

 


№13 სტუმარი Guest ლიზი

Gosh! ეს რა იყო... ამ ადგილას გაწყვეტა იქნებოდა ახლა? :დ ველი შემდეგ თავს როგორც არასდროს... მაგარი გოგო ხარ რა <3

 


№14 სტუმარი Guest ელენე

საუკეთესო ხარ!!! ❤❤❤სხვა წყვილებზე დაწერას არ აპირებ? მიგვაჩვიე "მვრავალწყვილიან" ისტორიებს და კარგი იქნება აქაც თუ წამოწევ წინა პლანზე სხვებსაც.

 


№15 სტუმარი Uhuu

Ubralod sauketeso xaar ❤️❤️❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი Guest ნუცი

ძალიან მომეწონა. საერთოდ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. ლაღი, მსუბუქი და სასიამოვნო ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი. დემეტრე ძალიან მომწონს როგორ ებრძვის საკუთარ თავს. ნუღა ტანჯავ რაა. მიახვდრე რაც ჭირს ჩამოყალიბდეს. ძალიან კარგი გოგი ხარ შენ

 


№17  offline წევრი mavnebeli

აახალ თავს ველი... ძალიან მომწონს...
ყოველდღიურ პრობლემებს მავიწყებს და რეალობას ვშორდები

 


№18  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ძალიან ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო.ეს ბიჭი ხომ გააგიჟა ამ გოგომ და გადარია რა.კარგია.მომეწონა სხვაზე რომ გქონდა გამახვილებული ყურადღება.ერთი სული მაქვს როდის დადებ ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№19  offline წევრი NiniG-1

აუ დათანხნდეს რა

 


№20  offline წევრი ucnobi_18

ძლივსს მარიამი მიხვდა რაღაცას ამ ვირს კიდე რაუნდა :D

 


№21  offline წევრი კალლ აია

მილიმეტრი შმილი მეტრიიიიი

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

Საყვარობას გთავაზობ... ვაიმე რა კარგად ჟღერს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent