უშენობა ვისწავლე(18)
უსენობა ვისწავლე(18) მოწყენილობა დაავიწყდა როცა მონატრებული დედა დაინახა საღამომდე ისხდნენ და ამბებს ცვლიდნენ დედის მუხლებზე ედო თავი და ყველაფერს დეტალებში უყვებოდა.... -ემილი დე ალექსანდრესაც გაუგე მთვრალმა ვერც გაიგო რა გააკეთა -არ ვიციი რაა არაფერი ვიცი იმის გარდა რომ მიყვარს და ვუყვარვარ -მერე შვილო მეტი რა არის საჭირო წადი რაჭაში ჩააკითხე და ყველაფერი მოგვარდება -ჰოო? -კი ჩემო პატარა-ქალი დაიხარა და ემილის შუბლზე აკოცა მომდევნო ხუთი დღე სახლში გაატარა ყოველ დღე ურეკავდა ნატას და ამბებს ეკითხებოდა ალექსანდრეზე არაფერს ეუბნებოდა არც ნატა საუბრობდა მასზე პარასკევი იყო ბარგი ჩალაგებული ქონდა დედა დაემშვიდობა და მანქანით დაადგა რაჭისკენ გზას...როგორც კი რაჭაში შევიდა იგრძნო გულის გაორმაგებული ძგერა ხშირად დაყავდა მატარა ემილი მამას აქ წარსულის მოგონებებმა შეიპყრეს ცრემლი უკუაგდო და გაიღიმა...ზუსტად არ იცოდა სად ცხოვრობდა გუგას ბებია ამიტომ ბიჭს დაურეკა -გუგაა როგორ ხარ? -კარგად ემილი შენ? -რავი აბა არამიშავს,ისა რაღაც მაინტერესებს -მიდი მკითხე -რაჭაში ზუსტად რა ადგილას ხარ? -რა იყო ჩამოსვლას ხომ არ აპირებ?-სიხარული შეატყო გუგას ხმაზე -აუ ვერა უბრალოდ დამაინტერესა მამას ადრე ხსირად დავყავდი და -აჰაა..გზატკეცილზე პირველივე ასახვევი რომ არის აი მანდ უნდა შემოუხვიო მერე სულ ზევით იარო მთებში ვართ ფაქტიურად დიდი ხის ორ სართულიანი სახლია ერთია მარტო აქ ორ სართულიანი -აჰაა უი ვიცი ეგ ადგილი,ძალიან ლამაზიაა -კიი იქნებ ჩამოხვიდე? -ამმ არ ვიცი ვნახოთ,კარგი წავედი მე -კარგი გაკოცეეე საათი სსაღამოს 6-ს უჩვენებდა რომ მიადგა დიდი ორ სართულიან ხის სახლს საკმაოდ დიდი სახლი იყო რომელსაც წლები დატყობოდა მანქანა ეზოსთან დააყენა გარეთ არავინ იყო რამოდემინეჯერ დაიძახა მაგრამ ხმა არავინ გასცა ფრთილად შეაღო კარები საერთოდ არავინ ჩანდა იფიქრა ალბათ სადმე არიან წასულებიო ქვაზე ჩამოჯდა და დაელოდა ---------- მართლაც მალევე გაისმა ყიჟინის ხმა საბა,თორნიკე,გუგა,ნატა,ბექა და ბექას და სიცილით მოდიოდნენ..ალექსანდრე დააკლდა ყელი მოიღერა იქნებ დავინახოო მაგრამ სულ ტყუილად -ვაიმეე...-ნატა ერთ ადგილზე შეხტა და კივილი დაიწყო -რა გაკივლებ გოგო-გუგა -ნახე ვინ მოვიდააა გუგამ წინ გაიხედა და მომღიმარი ემილი დაინახა სწრაფად წავიდა წინ მონატრებულ მეგობარს ჩეხუტა -აბა არ მოვალო? -ნუ ძალიან მომენატრეთ და ვეღარ მოვითმინე -უხ მაიმუნო შენ იმიტომ დამირეკე -აჰამ-საყვარლად გაუცინა ბავშვებს ,მოესიყვარულა ჩემოდანი ზევით აიტანეს დაღლილი ემილი დივანზე ჩამოჯდა თვალები სულ ფანჯრისკენ ქონდა მიმართული -წყალოსთან დარჩა სანამ არ დაბნელდება არ მოვა-ნატა მიუხვდა მეგობარს ფიქრებს -ახლოს არის? -ისე რა -წავალ -მოიცადე გოგო სად წახვალ რომ დაიკარგო? -არ დავიკარგები შენ მითხარი საით წავიდე -ემილი... -ნატა მიდი რა-ხელები ყელთან მიტანა და საყვარლად ჩამოქაჩა -კარგი ჰოო წყაროსკენ მიმავალ გზას დაადგა ფრთხილობდა ტყეში არ დაცემულიყო თან ფიქრობდა წამოსული რომ იყოს უკვე მერე რა ვქნაო მაგრამ იმდეს იტოვებდა წყლის ხმას მიყვებოდა ნელ ნელა ხმა ახლოვდებოდა და მიხვდა რომ სწორ გზაზე იყო მალევე დაინახა პატარა წყარო ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მზეზა არემარეს მოავლო იქავე პატარა ქვაზე ჩამომჯდარი ალექსანდრე დაინახა ხელში ყვავილი ეჭირა და ჩაფიქრებული ატრიალებდა ხელში მის დანახვაზე გულში სითბო იგრძნო ძალიან მონატრებია ასე სევდიანს რომ უყურებდა გული ტკიოდა მშვენივრად იცოდა მიზეზი მოწყენისა..ფრთხილად მიუახლოვდა და უკინად მოეხვია -რატომ ზის მარტო მოწყენილი კლდევამოსილი ალექსანდრე დადიანი? -ერთი გოგო მოენატრა -იმ გოგოსაც რომ მოენატრა? ალექსანდრე უკან შეტრიალდა და მთელი ძალით მოეხვია გოგოს -ჯანდაბა რას მიკეთებ უშენოდ ერთი წუთიც არ მინდა გავატარო -არც მე შემიძლია უშენოდ ალექს ძალიან მიყვარხარ -შენ ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ მიყვარხარ-აწყლიანებული თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს სახეს ფრთხილად უკოცნიდა ემილიც გატრუნული ყვებოდა ალექსის ნებას ბოლოს მონატრებული ტუჩების გემოც იგრძნო... უკვე დაბნელებულიყო სახლში რომ შევიდნენ ბავშვები დივანზე მოკალათებულიყვნენ და ცხელ შოკოლას მიირთმევდნენ...მიუხედავად იმისა რომ შუა ზაფხული იყო ღამით მთიან ადგილას მაინც ციოდა -ოჰ გვრიტები შერიგებულან-თორნიკემ გაიღიმა -ააღარ იკამათოთ რა ხომ ხვდებით რომ უერთმანეთოთ ვერ ძლებთ-ნატა -ჰო ვიცით-ალექსმა გაუღიმა გოგოს -მოდით დაჯექით-გუგამ ადგილი გაუნთავისუფლა წყვილს დივანზე -ცხელ შოკოლად გაგიკეთებ და მოვალ-ალექსი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა უკნიდან ბავშვების ხმა ესმოდა და ეღიმებოდა,ნახეთ ერთი როგორ ზრუნავს ემილიზეო... რაჭაში გატარებული საოცარი დღეები მუდამ დარჩებოდა მათ გულში ერთი თვე მხიარულად გაატარეს...წამოსვლის დრო რომ დადგა გოგონები მოწყენილები იყვნენ არ უნდოდათ აქაურობის დატოვება გუგა ამხნევებდა მომავალ წელსაც ჩამოვიდეთო,დროის შეჩერება რომ შეძლებოდათ ამას გააკეთებდნენ ----------------------------------------------------- ბოლო კურსის დახურვამდე ორი თვეღა იყო დარჩენილი მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა უნუვერსიტეტში სწავლობდნენ ერთმანეთ მაინც ყოველ დრე ნახულობდნენ ხშირად ღამის სამ საათზე გააღვიძებდა ალექსანდრეს ზარი ჩამოდი გაკოცებ ერთს და წადიო რათქმაუნდა უცებ გავარდებოდა გარეთ ხუთი წუთი ჩახუტებულები იდგნენ მერე ისევ სახლებში ბრუნდებოდნენ..... სწავლა როგორც იქნა დაასრულეს ალექსანდრემ მალევე დაიწყო მამაისის კომპანიაში მუშაობა საკმაოდ კარგად გამოდიოდა საქმე ოთარი აქამდე თუ ბიჭს ყველაფერსი საყვედურობდა ახლა მისით ამაყობდა...ჩხუბისთავი ბაბნიკი ბიჭი საქმიან მამკაცად ჩამოყალიბდა მკაცრი მაგრამ სამართლიანის სახელი ქონდა კომპანიაში ბევრი რამ შეიცვალა ერთის გარდა მას ემილი ისევ ისე უყვარდა როგორც ადრე შეიძლება ითქვას იმაზე მეტადაც კი...აი ქალბატონი ემილი აწ უკვე საქმროსთან ერთად მუშაობდა კომპანიის კერძო ადვოკატი გახდა სამსახურში რომ შეგეხედათ მათთვის ვერაფერს შეატყობდით რათქმაუნდა ყველამ იცოდა რომ ქალბატონი ემილი ჯაფარიძე ალექსანდრე დადიანის მომავალი მეუღლე იყო დიდი რეპუტაციით სარგებლობდნენ....სამეგობრო ისევ ისეთი მხიარული და გიჟი იყო ხშირად შეიკრიბებოდნენ კლუბში და ძველებურად ერთობოდნენ ნატა გუგას ცოლია და პატარასაც ელოდებიან ჯერ მხოლოდ სამი თვის ფეხმძიმეა მაგრამ მაინც...რაც შეეხება ალექსანდრე და ემილის, საოცარად თხოვა ემილის ხელი მთაწმინდაზე ყველას თვალწინ გასაოცარი სანახაობა მოაწყვეს ემილის შეუკავებელი ცრემლები და თანხომობა ბედნიერების პიკი იყოო...ქორწილი ზაფხულისთვის გადადეს..... -აუუ დედა სამსახურში მაგვიანდება ჩემი ლურჯი კაბა სად არის?-დილიდანვე აწუწუნდა ემილი -ვაიმე შვილო 24წლის ხარ და ტანსაცმელს მე მეკითხები? -ოო ნუ მახსენებ სულ რაა -ბერდები ხო?-სიცილი დაიწყო ქალმა -გეყოოოს-დაიყვირა ემილიმ სამსახურში დაგვიანებით მივიდა სწრაფად შევადრა ლიფტში ძირს იხედებოდა ვიღაცას რომ დაეჯახა არც აუხედავს ზევით -უკაცრავად -სამსახურში რომ არ უნდა დააგვინოთ არ იცით ?-ალექსანდრემ ვითომ მკაცრად უთხრა -ვუიმე შენ რა გითხარი-კისკისი დაიწყო ემილიმ ხელები კისერზე მოხვია და ჩაეხუტა -ძალიან მომენატრე -მე ალექს მაგრამ ახლა არ შეიძლება გააჩერე ხელები ასე ატარებდნენ ძირითადად დროს სამსახურის შემდეგ დაღლილები ემშვიდობებოდნენ ერთამენთს თუ იმას არ ჩავთვლით ღამე ჩუმად რომ მიიპარებპდა ალექსი ემილისთან სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ მშვიდად ეძინა დაღლილს ტელეფონი რომ ამღერდა არ პასუხობდა მაგრამ ზარი რომ არ შეწყდა უპასუხაა -ჰმმ -ჰმმ კი არა გოგო ნატას მშობიარობა დაწყოო -ვაიმე რააა?-ისე შეიცხადა თოთქოს არ იცოდა ნატა ვინ იყოო -დროზე მოდიი სწრაფად ჩაიცვა ფეხსაცმელები აწეწილ თმას ყურადღება არ მიაქცია ჩახტა მანქანაში და საავადმყოსკენ წავიდა...ლიფტს ვერ დაელოდებოდა ხუთი სართული სირბილით აიარა დერეფანში კივილის ხმა ისმოდა უცებ ალექსანდრე დაინახა სახეზე ფერი არ ედო -ალექს....ნატა....ის როგორ არის?-ჩამწყდარი ხმით იკითხა -არ ვიცი ახლა შეიყვანეს გუგაც მასთანაა წუთი საათად ეჩვენებოდათ ნატას კივილის ხმა არ წყდებოდა -ჯანდაბაა ამდენ ხანს რას აკეთებენ?-ემილი მოსუვენრად ცქმუტავდა -იცოდე ალექსანდრე მე ბავშვს არასდროს გავაჩენ-ისე საწყალი ხმით თქვა ყველას გაეცინა -მოდი ჩემთან-ალექსმა თავისკენ მიიზიდა-არ გინდა ჩემი მსგავსი პატარა გვყავდეს? -კი მინდა მაგრამ ამას ვერ გავუძლებ მოვკვდები -ნუ გეშინია და ეგ მეორედ აღარ თქვა-მკაცრად უთხრა და გულში ჩაიკრა მალევე გაიგეს ტირილის ხმა რომელიც ახალი სიცოცხლის დაბადებას იუწყებდა ლუკა გახარებული გამოვარდა პალატიდან პატარა ფერია მყავსო ყვირობა ეს წუთები ყველაზე ამაღელვებელი იყო ლუკას დედა რომელიც ცრემლებად იღვრებოდაა...პატარა ლანა დედიკოსთან შეიყვანეს ჯერ ლუკას გარდა არავინ შეუშვეს....გვიანი იყო სახლებში წამოვიდნენ მაინც ვერ ნახავდნენ ნატას..საავადმყოფოდან გამოვიდნენ ემილი თავის მანქანასთან მივიდა ჩაჯდომას აპირებდა ალექსი რომ მოეხვია -ჩემთან წამოდი -ალექს.... -შენ გვერდით დაძინება მომენატრა -კარგი რა დედაშენი რას იფიქრებს -რა უნდა იფიქროს ემილი უბრალოდ ჩამეხუტები და დავიძინებთ -კარგი ჰოო მაგრამ მანქანას რა ვუყო -აქ დატოვე დაცვა მიხედავს მალევე მივიდნენ ალექსის სახლთან თემური და მაია მომავალ რძალს დიდი სიხარულით შეხვდნენ აწითლებული ემილი ძლივს იღიმოდა -დედა ჩვენ ზევით ავალთ -ახლავე გავამზადებინებ ემილისთვის ოთახს -აპაპაპ დედა ემილი ჩემ ოთახში დარჩება -კი მაგრამ შვილო.... -მაია შეეშვი ბავშვებს-თემური ეშმაკური ღიმილით ჩაერთო საუბარში -დედა არ ინერვიულო არაფერს ვაპირებთ თუ რამე კვნესის ხმას გაიგებ და გამოდი -დედა რას ამბობს ეს მოცილდი აქედან ახლა-მაია სიცილით სულს ძლივს ითქვამდა აი ემილი მკვლელი მზერით შეცქეროდა ალექსანდრეს ოთახში შევიდნენ თუ არა უცებ ეძგერა ტუჩემზე გოგოს ამოსუნთქვის საშვალება არ მიცა მორიგეობით უკოცნიდა ქვედა და ზედა ტუჩს ემილიმაც თმაში შეუცურა ხელი და თავისკენ მოქაჩა კოცნას კბენით ცვლიდნენ -ასე თუ გააგრძელებ ხვალ ჩალურჯებებით მომიწევს სამსახურში მოსვლა -მმმ გაჩუმდი მაცადე მოგეფერო მომენატრე -კარგი გაჩერდი სირცხვილია ვინ მოუსმინა ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა ნელ ნელა აუყვა ზევით გრძნობდა ემილის რეაქციას მის თოთოეულ შეხებაზე და ეღიმებოდა ბოლოს რომ მიხვდა თავს ვეღარ შეიკავებდა მოშორდა მოწყვეტით აკოცა და აბაზანაში შევიდა ალექსანდრეს გულზე ედო თავი დაძინებას ცდილობდა მაგრამ ვერ ისვენებდა -ჩემო პატარა რამე გინდა? -მოდი ერთ კითხვას დაგისვამ?-ქვემოდან ახედა და საყვარლად გაუღიმა -გისმენ -რატომ შეგიყვარდი? ალექსანდრე ამ კითხვას არ ელოდა გაუკვირდა მაგრამ მაინც შეეცადა ეპასუხა -აი რატომაც შენ შეგიყვარდი იმიტომ -დამიკონკრეტე -თავიდანვე მოახდინა შთაბეჭდილება ჩემზე მეამბოხე გოგონამ რომელსაც საერთოდ არ ეშინოდა ჩემი მიუხედავად იმისა რასაც ჩემზე იგონებდნენ მაინც ვერ ვხედავდი შენში შიშს არ ვიცი რა გითხრა შენ იყავი ის ვინც იწვევდა ჩემი გულის ამოვარდნას ერთადერთი ხარ და იქნები ვერავინ შეგცვლის ვერასდროს უშენოდ ერთი წუთიც კი არ წარომიდგენია და საერთოდ ხედავ რამდენს ვლაყბობ?-ფრთხილად აკოცა შუბლზე განაბულ გოგოს -სულას არ ლაყბობ მე მომწონს ასეთი სიტყვების მოსმენა თანაც იმ ადამიანისგან რომელზე ვგიჟდები -ახლა დაიძინე ხვალ დილით წავიდეთ ნატასთან -სამსახური? -არაუშავს მოვაგვარებ ახლად გამომცხვარი დედიკოც მოინახულებ მთელი დღე ნატასთან გაატარეს პატარა ლანაც გაიცნეს ემილიმ ბავშვი რომ დაიჭირა ხელში მის მერე აღარ გაჩერებულა დაძინებულსაც ესაუბრებოდა ხან ხელებზე კოცნიდა ალექსანდრე უყურებდა ამ საცარ სცენას და გული სიხარულისგან სალტოებს აკეთებდა წარმოიდგინა მისი შვილი და გააჟრჟოლა -ემილი ჩემი შვილი დამაჭერინე ხელში რა?-გუგა გაეხუმრა -გადი რა სახლში წაიყვან და მერე სულ შენია..... -დაანებეთ ჩემ გოგოს თავი-ნატა ჩაერთო სიცილით საუბარში -ლანაჩკა რომ იცოდე რა საზიზღარი დედიკო და მამიკო გყავს-ემილი დაიხარა ისე უთხრა ბავშვს ვითომ რამეს გაიგებდა -გუგა დროზე წაართვი ბავშვი რეებს ასწავლის ნახე ----------------------------------------------------------------------------- ნატალი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან პატარა ქალბატონი პირველად მიდიოდა სახლში რათქმაუნდა ეს ამბავი აღნიშნეს.............. ზაფხულის მშვენიერი დღე გათენდა,ემილიმ მზის სხივმა გააღვიძა თვალები ზანტად გაახილა საათს გახედა 10საათი მალე შესრულდებოდა მერე გაახსენბდა რომ დრეს მისი ქორწილი იყო სწრაფად წამოხტა ოთახის კარები გამოგლიჯაა უნდოდა დედამისისთვის დაეძახა მაგრამ არ დააცადეს -აჰჰ როგორც იქნა გაიღვიძეთ ქალბატონო ემილი მე დიანა ვარ გუნდთან ერთად თქვენს ვარცხნილობაზე და მაკიაჟზე ვიზრუნებ-უცებ მიაყარა სასაცილო წრიპინა ხმით ემილი ოთახში შეაგდო რამოდენიმე გოგოს დაუძახა და დაიწყო ვარცხნილობის გაკეთება.... -აბა დღეს ვინ თხოვდებაო ვინოო?-ნატა შევარდა აჟიტირებული ოთახში -არ მჯერაა-ემილი -ვაიმე არც მე გამიფრინდა ჩიტიიიი -გაჩუმდი გოგო ლუკა სად არის ან ლანა?- -ლუკა ალექსანდრესთანაა ლანას მას გავაყოლე -ბავშვი ლუკას ყავს?-სიცილი დაიწყო ემილიმ -ნუ ჰოო ერთი ამბავი იყო დადიანებთანაც -ვახ დავიწვები ამ კოსტუმში-ალექსანდრე დილიდავნე ჯუჯღუნებდა -შვილოო დღეს ცოლი მოგყავს ცოლიიი-დაუქაქანა მაიამ - დაწყნარდი ცოლი მოგყავს მოსაკლავად ხომ არ მიყავხართ-თორნიკე უარესად აბრაზებდა -ეს მომაცილეთ-თითი თორნიკესკენ გაიშვირა -აუ შენ დატოვებ ემილის ქალიშვილს გული არ წაგივიდეს პირველ ღამეს-თქვა თუ არა ლუკამ მაშინვე მოხვდა ფეხსაცმელი -ეს შენ უნდა გეცვას ბიჭები ნერვების მოშლის მეტს არაფერს აკეთებდნენ ალექსანდრე აღელვებული იყო იცოდა რომ მარტო ემილის დანახვა დააწყნარებდა დარეკვა ცადა მაგრამ არ იღებდა -დეეე ალექსანდრე მოვიდაა ქვევით არიან უცებ ადგა სარკეში კიდევ ერთხელ დააკვირდა საკუთარ თავს თეთრი ზურგ ამოღებული ტანზე მომდგარი კაბა უმშვენებდა ნაკვთებს ფატა იატაკზე იყო გაშვილი დედამისი ქვევით ჩავიდა ყველა დედოფლის გამოჩენას ელოდა და აი გამოჩნდა ფრთხილად ჩამოუყვა კიბეს მზე იქ შეკრებილებს მოავლო ბოლოს ალექსანდრეს შეხედა როგორც ყოველთვის ზალიან კარგად გამოიყურებოდა ფატამ ხელი ვერ შეუშალა ალექსანდრეს მზერას უყურებდა გოგონას რომელიც დაქალებულიყო იმის გააზრება რომ ეს მშვენება მალე მისი ცოლი გახდებოდა გულს უჩქარებდა აწყლიანებული თვალები სწრაფად დაახამხამა ამ ვითარებაში ცრემლი უადგილო იყო ემილი გვერდით დაუდგა და გაუღიმა -ჩემო დედოფალო რა ლამაზი ხარ წელზე მოხვია ხელი და ტავზე აკოცა სახლიდან ეკლესიაში წავიდნენ სამებაში დაიწერეს ჯვარი ღვთის წინაშე უკვე ცოლ ქმარი იყვნენ....საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერებას ასხივებდა ორივე,რესტორანში უამრავი ნაცნობი დახვდათ ყველა ულოცავდა წყვილს თამადა ლუკას მამა იყო ლოცავდნენ ახლად შეუღლებულებს ბედნიერებას და მარადიულ სიყვარულს უსურვებდნენ ემილი ალექსანდრესთან ერთად მათთვის განკუთვნილ ადგილას იდგა -ცოლო-რიმილით მოეხვია ალექსანდრე -ქმარო-ემილიმაც გაუღიმა და აკოცა ტრადიციულად მეფე დედოფალმა ქართული იცეკვა ულამაზესი მოხდენილი მიხვრა მოხვრით ცეკვავდა დედოფალი რომელსაც მხარს ალექსანდრე უმშვენებდა....... -დედაა მოვესწარი ამ დღეს როგორც იქნა-გუგა არ ისვენებდა -აბაა რაღა მოგკლავს-ემილი -ნწნწნწ....აუ ეს ფოე ფოე ხალხი მალე წავა და დავიწყოთ მერე ჩვენებურად-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ეშმაკურად გადახედა საზოგადოებას რომელიც ნელ ნელა წასვლას იწყებდა..................... ბოლოს ახალგაზრდები დარჩნენ და დაიწყო ნამდვილი მხიარულება დარბაზი სხვადასხვა ფერად განათდა მუსიკის გამაყრუებელ ხმაში ვერაფერს გაიგებდი ემილი ყოფილ კურსელებთან ერთად ცეკვავდა საკმაოდ ბევრი ქონდა დალეული ზლივს მოძრაობდა იგრძნო როგორ მიყავდათ დარბაზიდან წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ქონდა მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როცა ალექსანდრემ მანქანაში ჩასვა -ჩვენი წასვლის დროა მალე დავასრულებ შემდეგ თავზე ვეცდები არ გალოდინოთ,თქვენი აზრი მაინტერესებს ვიცი ბევრი შეცდომა იქნება ვერ გადავხედე...მადლობა ყველას ვინც კითხულობთ ამ ნაჯღაპნს :/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.