ქვა, ქაღალდი, მარკატელი (სრულად)
ხანდახან გიყვარდება. აი ასეც ხდება. მერე ამას მოყვება ისტორიები ტკივილები ცრემლები. ხანდახან ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვინდა, რომ იყოს. ხანდახან ყველაფერი ერთ დღეში იცვლება. ხანდახან… თავიდან დავიწყოთ *** - რაო? - სიგარეტს მოუკიდა მიშომ. - ჰო, რა. უნდა მოვსვათ, მიშო. სხვა გზა არაა, - ბრაზობდა გუგა. - დააყენე ცოტა ხანი, რა. - რანაირად, ბიჭო. როგორ გამიბედა? - ნუ წიკვინებ. - ეე, მიშო რა… - ნუ წიკვინებ-მეთქი. მიშო რაღაცაზე დაფიქრდა და ღრმა ნაპასი დაარტყა. - სტრელკა იქნება სავარაუდოდ, რა. სავარაუდოდ კი არა, ყველა პონტში, - ყვებოდა სანდრო. იმ დღეს იხსენებდნენ ზედა ბახტრიონზეც. - კაი, ეგრე რა გააპაზორე, ? - სიცილი ატყდა სიგარეტის კვამლით სავსე ოთახში. - კიოდა ქალივით, ბიჭო, ლამის მოვკვდი სიცილით. წითელი იყო მაიმუნის პროჭივით იმენა მე შემრცხვა მაგის მაგივრად. - აუ, იმდენ ხალხში, ბიჭო? - იკითხა ერეკლემ. - იმდენ ხალხში, ხო. - ანუ დაგვენძრა? - სავარძელში გასწორდა ნიკუშა. - ხო, აი დარეკავს ცოტა ხანში წიკვინით და… - კაი, ცოდოა, , რა. *** ნიტა ჯაფარიძე ყველაზე მაგარი გოგო იყო ბახტრიონზე. ნიტა იყო ჯაფარიძე და აქ იწყებოდა და მთავრდებოდა ყველაფერი. გიორგი ჯაფარიძისთვის მთელი სამყარო იყო ნიტა ჯაფარიძე. ქალაქის მთავარი პროკურორის და ცნობილი დიზაინერის, ეკა მეტრეველის ოჯახში ერთადერთი ქალიშვილი და ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ნიტა ჯაფარიძე. იდეალური გოგო იყო ნიტა. იდეალური იყო და ყველას უყვარდა ყველას დიდთან დიდი იყო პატარასთან პატარა დედისერთა იყო, მაგრამ არც ეგოისტი ყოფილა არასდროს და არც ქედმაღალი. ნიტა ჯაფარიძე საუკეთესო გოგო იყო და ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნოდა. არ ყვარებია არასდროს. ძალიან, ძალიან ლამაზი იყო და მთელ ბახტრიონზე ბიჭს ვერ ნახავდით, ნიტა რომ არ ყვარებოდა. მაგრამ ქვედა ბახტრიონის ბიჭები - ნიტას უახლოესი მეგობრები ბავშვობიდან არავის აკარებდნენ ნიტას საერთოდ არავის. ექვსი წლის შემდეგ ნიტას ერთი დღე არ ახსოვს ლიზას გარეშე არ ერქვა ამას დაქალობა არც მეგობრობა რაღაც მეტი იყო, უფრო მეტი და არ დაიბრალოთ, რომ ამდენი შეგიძლიათ. *** - აუტანელია უკვე, ეკა, ეს ყველაფერი. - ხოდა, წადი მაშინ! ხმაურმა გააღვიძა ნიტა, უკვე მერამდენედ. - რა გაღრიალებთ, ხალხო? - ფეხშიშველმა ჩამოირბინა კიბეები და მშობლებს თავზე დაადგა, - არ შეიძლება რო დამთავრდეს ერთხელ? პატარა ბავშვები ხართ? - შეიძლება, ნიტა. შეიძლება… - სევდიანი ხმით თქვა გიორგიმ და ორივეს ზურგი აქცია. - რა ხდება, ეკა? - ახლა დედამისს მიუბრუნდა ნიტა. - მიდის. *** - შორდებიან, ლიზაზუ, ხვდები? - მეღადავები, ნიტ? - არ გეღადავები, ლიზაზუ. გიორგი ჯაფარიძის ოჯახი ინგრევა. - რა მოხდა, ნიტა? - დაშორდნენ. რა მოხდა?! - კაი, რატო მეჩხუბები? - დაიბნა ლიზა. - შენ რა შუაში ხარ, ხო… მაპატიე, რა. - კაი, ნიტ. არაუშავს. დარჩები დღეს? - კი, დავურეკავ ეკას და ვეტყვი. - ლიზუ… - ჰოუ… - მიშოს არ მოუწერია დღეს? - არა, - ცივად ჩაილაპარაკა ლიზამ. - რა იყო? - ვერ გავიგე, რა უნდა რა… - ნაწყენი იყო ლიზა. - რა უნდა უნდოდეს, ლიზაზუ, - ღიმილით უპასუხა ნიტამ. - არ ვიცი. - ხო იცი, სხვანაირი ტიპია მიშო. ესე, დადგეს და სიყვარულები გიხსნას, ნუ მოთხოვ, მაგრამ შენ არაფრით არ გაწყენინებს, ხო იცი? - არაფერიც არ ვიცი. - მოგწერს. - ან მომწერს ან არა. - მოგწერს, გეუბნები. *** ვერ დაიძინა იმ ღამეს ნიტამ. ან რა დააძინებდა? ოჯახი თავზე ენგრეოდა. მის ცხოვრებაში კი არაფერი საერთოდ არაფერი ხდებოდა. ბახტრიონის და ბავშვების გარდა. იმ წელს სკოლა უნდა დაემთავრებინა. უნდა ესწავლა. წარმატებული ქალი გამხდარიყო ათასი გეგმა ჰქონდა. ეს ისედაც საშინელი წელი ახლა კიდევ უფრო უმძიმდებოდა. შეეცადა, ისე ამდგარიყო, ლიზა არ გაეღვიძებინა ჩუმად ჩაიცვა ტანსაცმელი და წამოვიდა. პირდაპირ ლიზას სახლთან გააჩერა ტაქსი “ბახტრიონზე” - უთხრა მძღოლს და მანქანის მინას თავი მიადო. უკვე ახლოს იყვნენ, კატასტროფა რომ დაინახა ნიტამ იქ სადაც არ უნდა დაენახა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო. იქ, სადაც არავინ არ დადიოდა ქვედა ბახტრიონიდან. ზედა ბახტრიონზე საშინელი ჩხუბი იყო. და ნიტამ იგრძნო, რომ ყველა იქ იქნებოდა მიშო, ბექა, გუგა, რეზი…. ყველა. ტაქსი გააჩერებინა და მანქანიდან სასწრაფოდ გადმოხტა. გიჟივით გაიქცა ბიჭებისკენ და არავინ რომ არ ელოდა, ისე ატეხა კივილი. ერთმანეთის მიყოლებით იძახდა თავისი ბიჭების სახელებს. ბნელოდა, მაგრამ ყველა იცნო ყველა იცნო, ერთის გარდა. იმ ერთის გარდა, წამის მეასედით რომ შეაჩერა მასზე მზერა და კატასტროფა დაატეხა თავს. იმის მერე არც დავიწყებია ის მზერა. არასდროს. ცივი იყო, ძალიან ცივი და უხეში უცხო. აქამდე არავისგან რომ არ უგრძვნია, ისეთი ცივი და ისეთი უხეში. ტანში ჟრუანტელმა დაუარა. სულ წამის მეასედში. - ნიტა, რა გინდა აქ? - მაშინვე აფეთქდა მიშო. - თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ? რა ხდება აქ? - ატეხა უმისამართოდ ყვირილი ნიტამ, - აქ ხალხი ცხოვრობს, რას აკეთებთ? ადამიანები არ ხართ? ცხოველებო! ველურებო! - ვახ, ბიჭო, თქვენ სასტავში ყველა ასე წიკვინებთ? - ეს ერეკლე ავალიანის ხმა იყო. აი იმ ცივი მზერის, კიდევ უფრო ცივი და დამცინავი ხმა. მთელი ზედა ბახტრიონი ერთად ჩაიკეცა სიცილისგან. ვერ ჩერდებოდნენ, ვერ სუნთქავდნენ. ქვედა ბახტრიონის ყველაზე მაგარი ბიჭები იდგნენ და ხმას ვერ იღებდნენ. ნიტა არც კი სუნთქავდა. მთლიანად გაიყინა. ერთიანად დაინგრა. არც ახსოვს, როგორ ჩასვეს მანქანაში და როგორ მიიყვანეს სახლამდე, როგორ მიაცილეს კარამდე და ჩააბარეს სახეწაშლილ დედამისს, მერე როგორ ჩაწვა ტანსაცმლიანად ლოგინში და როგორ დაეძინა არ ახსოვს. მისი თვალები იყო ყველგან. ცივი და უხეში თვალები. *** - ეკე, სად ხარ, , ამდენი ხანი? - დაიჯუჯღუნა ნიკუშამ. - საქმეები მქონდა, რაღაც, რა იყო? - მემგონი ჩაიჯვეს იმათ, - გაეცინა სანდროს. - ჩაიჯვამდნენ, რა იქნებოდა აბა, წიკვინა ბარბები არიან ეგ ჩემისები, მეტი კი არაფერი, - ერეკლე მშვიდად დაჯდა ტყავის სავარძელში და კონიაკი დაისხა. - ბიჭო, ის ნიტა ჯაფარიძე რა დღეში იყო ნახეთ? - გაახსენდა ზუკას. - აუ, აბა, ტო! - აყვა ნიკუშაც, - რა იყო იქ რო მოვიდა და კივილი ატეხა. - ვინაა ეგ ვაბშე? - წამოჯდა ერეკლე. - ნიტა ჯაფარიძე ერთი გათამამებული გოგოა ქვედა ბახტრიონიდან. ამ ბარბების და პირადად მიშო ამაშუკელის პროტეჟეა. მთელი უბანი მაგაზე ანძრევს და ესენი კიდე ჯაან ერთგული როჟებივით ყველას უბაგუნებენ ვინც მაგ ....ქალასთან ახლოს გაივლის. დებილები არიან მემგონი, - ჩაირთო ნიკუშა. - ოე, ოე, ჩვენი ძმა! დაატორმუზე აბა ცოტა… - გაეცინა ეკეს. - ბიჭო, მაგაზე რო ლაპარაკობს, სუ ესე იჭრება, - გადაულაპარაკა ზუკამ. - კიმარა, პრინცესაა ეგ ჩემისა? - ბიიჭო, ბავშვობიდან ეგრე იყო, არ გახსოვს? გიორგი ჯაფარიძის ერთადერთი და განუმეორებელი და მთელი ამბავი რა.. არ გახსოვს მართლა? - აგრძელებდა ნიკუშა. - კაი, საიდან უნდა ახსოვდეს, ასერთი წლისაა და ასი წელია მოსკოვში ცხოვრობს, - უპასუხა სანდრომ. - არ მახსოვს, რავი, - დაფიქრდა ეკეც, მაგრამ ვერანაირი ნიტა ჯაფარიძე ვერ გაიხსენა. *** იმ დღეს მამამისთან დარჩა. გვიანი იყო პროკურატურიდან რომ დაურეკეს გიორგის. ერთ-ერთი საქმის ახალი მასალები გამოჩნდა. ნიტას მარტო დატოვება მოუწია. ვერ იტანდა მარტო ყოფნას. ეწყინა, მაგრამ ესმოდა. ბევრი იწრიალა, ვერაფრით დაიძინა. სახლში წასვლა გადაწყვიტა. ციოდა, გვიანი იყო... იცოდა რომ გიორგი გაგიჟდებოდა, მაგრამ არ აინტერესებდა ნიტას. მიდიოდა მშვიდად, აუჩქარებლად… ცივი ჰაერი სასიამოვნოდ ეხებოდა სახეზე. შენობები რომ ეცნო მერე გაიაზრა, გაიაზრა და მიხვდა სადაც იყო. შეცბა ზედა ბახტრიონზე იდგა შუაღამეს სულ მარტო. მიდიოდა ნელა, ეგონა სამშვიდობოს იყო.. - არ ეშინიათ? - მოულოდნელობისგან შეხტა. ვერ გაიგო საიდან ისმოდა ეს ნაცნობი ხმა. სისხლი გაეყინა ნიტას. მექანიკურად შემობრუნდა. არავინ იდგა იქ. - მიშოებს არ ეშინიათ-მეთქი? - კიდევ ის ხმა, ამჯერად უფრო ახლოს. სიბნელიდან გამოვიდა ერეკლე. კანკალებდა ნიტა. რამდენიმე ნაბიჯი იყო მათ შორის. ძალიან, ძალიან ინანა თავისი საქციელი. - რა გინდა? - ძლივს ამოიღო ხმა ნიტამ. გაეცინა ეკეს. - შეგძლებია, თურმე. - ცინიკურ ტონს არ იცვლიდა ეკე და საშინლად სიამოვნებდა იმის გააზრება თუ რა დღეში იყო მის წინ მდგომი. - გეშინია, ვახ, როგორ კანკალებ. - ერთობოდა ერეკლე. მერე უფრო მიუახლოვდა, ნიტამ ინსტინქტურად უკან გადადგა ნაბიჯი, მაგრამ გაჩერდა. მისკენ დაიხარა ეკე, თმაზე ეხებოდა და ყურთან ძალიან ახლოს ჩასჩურჩულა. - რო არ გაქვს თავს ნუ გამოიდებ კივილით და ლანძღვით ხო, ნიტ? - დენდარტყმულივით მოშორდა ერეკლეს, გაიმარჯვა ერეკლემ, ამჯერადაც გაიმარჯვა. შეშინებულმა ზურგი აქცია. სწრაფად მიდიოდა, იცოდა იქ იდგა, ზუსტად იცოდა. - მიხეილს მოკითხვა ჩემგან. - სიცილით დააწია სიტყვები ერეკლემ მიმავალს და ნიტამ ვეღარ შეიკავა ცრემლები. ერეკლემ ზუსტად იცოდა, რომ ტიროდა ნიტა. სანამ ნიტა დაიწყებდა ტირილს, იქამდე იცოდა. ეწეოდა და ფიქრობდა. ნიტა ჯაფარიძე მიშო ამაშუკელის პირადი პროტეჟე. პროტეჟეო პრო ტე ჟე ხმამაღლა გაეცინა ეკეს, მაგრამ ნიტას არ გაუგია. *** გაჩვეულებრივდა ნიტას ცხოვრება, უფრო სწორედ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. თითქოს დამშვიდდა სიტუაცია, მაგრამ გიორგი და ეკა ისევ ცალკე, ლიზაც და მიშოც, ან.. იმ ღამის მერე არ უნახავს ერეკლე ავალიანი და არც რომელიმე ზედა ბახტრიონელი. მაქსიმალურად კონცენტრირდებოდა სწავლაზე, ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც. მაგრამ მაინც ახსენდებოდა ხმა, ცივი და უხეში თვალები და ვერაფრით ერეოდა უსუსურობის განცდას, რა თქმა უნდა, მიშოს არ და ვერ უთხრა იმ ღამის ამბავი. უნარებიდან გამოდიოდა ლიზას ნომერმა რომ დაურეკა. - რას შვები, ნიტ? - მიშო იყო. - უნარებს მოვრჩი აამ წამს. - კიბეებზე ჩამორბოდა ნიტა და ჩანთაში რაღაცას ეძებდა. - 5 წუთში მანდ ვართ და მოვსხდეთ სადმე. მიშომ და ლიზაზუმ გაუარეს. რეზი, ბექა და გუგა იქ დახვდნენ. ბექა ღლიცინებდა უაზროდ, როგორც ყოველთვის. გუგა, რეზი და ნიტა სამ ხმაში იცინოდნენ. მიშო სერიოზულობას არ კარგავდა. ლიზაზუ ცდილობდა არ შეტყობოდა, მაგრამ მიშოს გარდა ვერავის ამჩნევდა. - იმ დღეს, რა მოხდა? - კონტექსტიდან ამოვარდნილი კითხვა დასვა ნიტამ ბიჭების მისამართით. - რას გვეკითხები, ნიტ? რამ გაგახსენა? - გაეცინა ბექას. - ან, ის ბიჭი ვინ არის? - ერთიანად მოაწვა ნიტას ცნობისმოყვარეობა და გაცოფებულ მიშოს მზერა გაუსწორა. - რა არი რო? - პირველად ამოიღო ხმა მიშომ. - არ მეცნო, ეგ არის და ეგ. - მარტივად გამოძვრა ნიტა. - ეგეთი რაღაცეების ცოდნა არ გჭირდება, ნიტუ - თვალი ჩაუკრა გუგამ და წვენი მოსვა. - ამათ რო კითხო, საერთოდ არაფრის ცოდნა არ გვჭირდება, ჩვენ. - იგველა ლიზამ და მიშოს გაბრაზებული მზერა ახლა მან დააიგნორა. - კაი, საბასთან რას შვები, შენ? - თემა შეცვალა რეზიმ და მსუბუქად წამოარტყა თავში ნიტას. რომ იკითხოთ საბა ვინ არის და როდის გაჩნდა ნიტა ჯაფარიძის ცხოვრებაშიო, ვერავინ გიპასუხებთ. საბა სულ იყო. რა დროც არ უნდა ყოფილიყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო, საბა ნიტასთვის ყველგან იყო. უყვარდა ნიტა, მაგრამ ნიტა ვერ პასუხობდა, არ შეეძლო. არავინ იცის რატო გიყვარდება, ან პირიქით, არ გიყვარდება. ქართულიდან მოდიოდა, მანქანიდანვე შეამჩნია საბა. სადარბაზოსთან ელოდებოდა. - საბა.. - გაუღიმა ნიტამ და გადაკოცნა - შენ არ უნდა გაგახსენდე, ხო? - ნაწყენმა ჩაილაპარაკა. - აუ, საბა, აქეთ მშობლები, იქით გაკვეთილები, ბოდიში, რა. - ნიტა, მიყვარხარ და ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ეგ ბოდიშები და გამართლებები. - ხო იცი რო არ გამოდის და არ გამოვა, არა? - დანანებით ჩაილაპარაკა ნიტამ. - რატო ტოო? რას ვერ ვაკმაყოფილებ, რამე გაწყენინე? რამე ვერ აგისრულე? - ყვიროდა საბა. - მეღადავები, ხო? - ხმა ძლივს ამოიღო ნიტამ, წასვლა დააპირა, მაგრამ მხარში წვდა და გააჩერა. - რო გელაპარაკები უნდა მომისმინო. - შედარებით მშვიდი იყო საბა. - მიყვირი საბა და არ ვაპირებ შენ მოსმენას, ხელი გამიშვი, დროზე. - ვინმეა? - რა? - ვინმე გყავს-მეთქი? - რას ბოდავ? - ნიტა რო გავიგო რო ვინმე გყავს, აი რო გავიგო. - რას იზამ? - შეიშალა ნიტა. საბამ ხმა ვეღარ ამოიღო, - ხო, აი რას იზამ? - მოგკლავ, ნიტა. შენ თავს ვფიცავარ, მოგკლავ. მერე ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა. - წადი ახლა სახლში. ასეთი საბა არ ახსოვს, ყოველთვის დამნაშავედ გრძნობდა თავს ნიტა საბას მიმართ, მაგრამ ასეთი არ ახსოვს. აბაზანიდან ახალი გამოსული იყო ლიზამ რომ დაურეკა. სველი თმა შეიკრა, მობილურს ხელი გადაუსვა და საწოლში შეწვა. - ჰო, ლიზ. - ნიტა დაჯექი, თუ არ ზიხარ, - იცინოდა ლიზაზუ. - შენი ჭირიმე, რა, - გაეღიმა ნიტასაც. - გაგიგე ვინც არის, - ლიზას სასწაულად კმაყოფილი ხმა ისმოდა მეორე მხრიდან. - რა? - ინსტინქტურად წამოჯდა. - ავალიანი ერეკლე, ეკეს ეძახიან, ზედა ბახტრიონელი როა ეგ იცი უკვე, 24 წლის არის და ძირითადად მოსკოვშია ხოლმე. - ისე სწრაფად მიაყარა ლიზამ, ძლივს ასწრებდა ნიტა გააზრებას, მარტო ერეკლე ავალიანი უტრიალებდა თავში. ერეკლე ავალიანი ერეკლე ერეკლე ავალიანი ერეკლე. საშინლად იდეალური სახელი და გვარი და ისევ არეული ვერდალაგებული ემოციები. *** მაღაზიაში გააგზავნა ეკამ. სტუმრებს ველოდები საღამოსო. სახლის სპორტულებზე პალტო მოიცვა და ლოცულობდა ვინმე არ შეხვედროდა. მას მერე, რაც კიდევ ერთხელ გადახედა მობილურში სიას და დარწმუნდა, რომ არაფერი რჩებოდა, ყველაფერი დახლზე დააწყო და მის წინ მჯდარ გოგოს ფართოდ გაუღიმა. ღიმილი სახეზე შეეყინა, გოგონამ მის მიღმა რომ გაიხედა და ვიღაცას საშინლად, საშინლად გაეპრანჭა. - მომე, ეკე, გაგიტარებ. - ჯიგარი ხარ, ელე, მარა ტეხავს, - ის იყო. ერეკლე ავალიანის ხმა იყო და კინაღამ გააფრინა, რომ მიხვდა, როგორ აკანკალებდა მაშინ. - ნუ, კაი, - გაიბუსხა “ელე” და ნიტამ იგრძნო, როგორ გაიღიმა ავალიანმა მის ზურგს უკან. გონს ვერ მოვიდა. შეძენილ პროდუქტებს ატარებდნენ აპარატი აუტანლად წრიპინებდა ლორი ყველი კეტჩუპი შოკოლადი ყავა ერეკლე ისევ იქ იდგა და არსად წასვლას არ აპირებდა. ფული ძლივს ამოიღო საფულიდან მერე ხურდა გამოართვა “ელეს” და უკან არ მოუხედავს, ისე გავარდა მაღაზიიდან. ყველაფერი დახლზე დატოვა. ზებრასთან დადგა ძალიან ბედნიერი, სიამაყით აივსო რომ არ დაეცა, ან რამე უარესი არ მოუვიდა. გადასვლას აპირებდა, მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო, ერთი, ორი და სამი, არც ერთი პარკი არ ეჭირა არც ერთი, გესმით? ცივმა ოფლმა დაასხა გული აუჩქარდა ხელისგულებს უყურებდა გაგიჟებული. ახლა იმ მაღაზიაში მიბრუნებას სიკვდილი ერჩივნა ერჩივნა იქვე გაეტანა რომელიმე მანქანას და სამუდამოდ დავიწყებოდა, რომ იქ იმ მაღაზიის დახლზე თავისი პროდუქტები დატოვა და რომ იქ ერეკლეც იყო ავალიანი და რომ ის უნდა მიბრუნებულიყო იქ ისევ “ელესთან” და ერეკლესთან უნდა მიბრუნებულიყო. მერე ერთი წამით გაიფიქრა, იქნებ არ დამხვდესო იქნებ იქნებ ჰოდა, ამ იქნებ-ს ჩაჭიდებულმა, თამამად გააგრძელა გზა. არ უნდა დაეკარგა იმედი ერეკლე არ იქნებოდა იქ არ უნდა ყოფილიყო რატომ უნდა ყოფილიყო? ფეხები მოეკვეთა, ფერი წაუვიდა, გული გაუსკდა მაღაზიის კედელთან ცალი ფეხით მიყრდნობილი ავალიანი ერეკლე რომ დაინახა. ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა, მეორეში - ნიტას პარკები. გეფიცებით, ასე იყო. ნიტა ვერ უჯერებდა თვალებს, საკუთარ თვალებს, მაგრამ ასე იყო. ელოდებოდა და იღიმოდა ავალიანი. რომ არ უნდა გაეღიმა, ისე იღიმოდა. იმ დღეს პირველად ნახა ნიტა ჯაფარიძემ ერეკლე ავალიანი დღის შუქზე. პირველად მაშინ ნახა, როგორ იღიმოდა აი ისე, რომ არ უნდა გაეღიმა. იცოდა, რომ მისი პარკები ეჭირა ერეკლეს, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია და ისე შესულიყო მაღაზიაში, თითქოს ის იქ სულ არ იდგა ნიტას ასიათასი პარკით ხელში და არ იღიმოდა აი ისე… ვერ შეძლო. ნაბიჯი მაინც შეანელა მაღაზიის შესასვლელთან და მზერაც გააპარა თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ არ არის ასეთი ადვილი, ერეკლე ავალიანს შეხედო და არ შეგამჩნიოს, როცა ასე ცდილობ, საერთოდ არ არსებობდე და მას კი შენი საყიდლებით დატვირთული ათასი პარკი უჭირავს. - პირდაპირ სახლში მოგართმევდი, რატო შეწუხდი? - ისევ ზურგიდან იყო ეს ხმა. პასუხის ასიათასი ვერსია დაუტრიალდა თავში. ბოლოს გადაწყვიტა, ამდენი აღარ შეიძლებაო და ნიტა ჯაფარიძის ჩვეული თავდაჯერებულობით შებრუნდა ერეკლესკენ, მაგრამ თავდაჯერებულობაც და მთელი არსებაც თავზე დაემხო, ავალიანმა მზერა რომ გაუსწორა. აი ასე იყო რა. ხმა არ უნდა ამოეღო. არაფერი უნდა ეთქვა. უნდა წასულიყო, უნდა გასცლოდა იქაურობას. უნდა დაეტოვებინა ერეკლე ავალიანი და თავისი ყავაც და შოკოლადიც და სტუმრებიც და ბახტრიონიც და ქალაქიც და ყველაფერი სულ ყველაფერი და უნდა წასულიყო, თორემ ცუდი ძალიან ცუდი მოხდებოდა. მაგრამ სად წავიდოდა? სად? იქ იდგა და ვერ ინძრეოდა. იღიმოდა ერეკლე ავალიანი ავალიანი ერეკლე მისი სახელი და გვარი ტრიალებდა ახლა ნიტას გონებაში მარტო და არაფერი სხვა. არც ის, ასე რომ დასცინა და ვერც ის, რომ პასუხი უნდა გაეცა. სახელის და გვარის უაზროდ ლამაზი კომბინაცია ეხეთქებოდა ტვინის კედლებს და არაფერი ხდებოდა მისი ღიმილის გარდა. - რატომ წამოიღე? - საიდანღაც მოგროვილი ხმით თქვა ნიტამ. - ვახ, უკვე მეგონა, რომ ლაპარაკის უნარიც დაგაკარგვინე, - ისევ გაიღიმა ერეკლემ და ისევ მოიშალა ნიტა. - რა თქვი? - გაბრაზდა. უნდა გაბრაზებულიყო. - გაბნევ, ხო, ნიტ? ნახე, როგორ გაბნევ… - თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა მის წინ მდგარ მაღალ გოგოს და ის ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. - რას ბედავ? - გადაუარა აფორიაქებამ ნიტას. - რას ვბედავ? - შეუბრუნა კითხვა ღიმილით. - ჰო, აი, რამის უფლება გაქვს და მე არ ვიცი? - ოჰო, - გაეცინა ავალიანს. - დებილი ხარ? - არ უპასუხია ავალიანს, ისევ იღიმოდა, თვალებით ანიშნა, - გაგონილის აღქმასთან გაქვს პრობლემები, ერეკლე? - ახლა პირდაპირ თვალებში შეხედა. - გამიკითხე და რამე, ნიტ? - უნდა გამეკითხე? - ანუ, აი ეხლა რამე კითხვა რო დაგისვა ჩემზე, იმენა მიპასუხებ ხო? - დამიბრუნე ჩემი პარკები, თუ შეიძლება, - კითხვას თავი აარიდა ნიტამ და ხელი გაუწოდა პარკების გამოსართმევად. - შემდეგამდე, ნიტა. მაქსიმალურად ცდილობდა, ნაბიჯი არ არეოდა, სანამ თვალს არ მიეფარებოდა. იდგა ავალიანი და უყურებდა ქვედა ბახტრიონის უპრინცესეს პრინცესას როგორ მიდიოდა და როგორ არ შერჩენოდა არაფერი საერთოდ არაფერი პრინცესული და როგორ იკავებდა თავს, არ დაცემულიყო არ გამქრალიყო არ აორთქლებულიყო. იდგა და უყურებდა, მაგრამ აღარ იღიმოდა. *** ერეკლე ავალიანზე არავინ არაფერი იცოდა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არაფერი. გარდა იმისა, რომ ნახევარი ცხოვრება მოსკოვში ჰქონდა გატარებული და ესეც ჭორის დონეზე. სინამდვილეში, არავინ იცოდა ვინ იყო ერეკლე ავალიანი. მეორე დღეს მიშომ დაურეკა შენ და ერეკლე ერთად დაუნახიხართ ვიღაც-ვიღაცეებსო საშინლად ელაპარაკა, ამოასხა ნიტას არ დაუთმო, ვისი რა საქმეა მე ვის დაველაპარაკებიო ყველა მე როგორ უნდა მიკონტროლებდეს ცხოვრებასო შენით დაწყებული საბათი დამთავრებულიო და დაუკიდა. მიშოს აღარ დაურეკავს იმის მერე, ბიჭების დარეკილს კი ნიტა არ პასუხობდა. მარტო ლიზას ეკონტაქტებოდა. ყველგან რაღაც უფუჭდებოდა ყველა ურთიერთობაში. სიგიჟის ზღვარზე იყო. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა იყო ნამდვილი სიგიჟე და ეგონა, ამაზე მეტს ალბათ ვერაფრით გაუძლებდა. მაშინ რა იცოდა… - აღარ უნდა შერიგდეთ, თუ რა ხდება? - ბექა შეხვდა სკოლასთან ერთხელ. - რას ქვია აღარ უნდა შევრიგდეთ? - ნიტა, მე მადებილებ თუ თავს იდებილებ? - რა გინდა, ბექა? - საშინლად იყო გაღიზიანებული. - მართლა რამე გაქვს იმ სირთან? - აი ეს არ უნდა ეთქვა. - რა? - მთელი ბრაზი სახეზე მოაწვა ნიტას - ერეკლე ავალიანი, - რახან დაიწყო, აღარ აპირებდა გაჩერებას, - გაწუხებს? - რას ბოდავ? - ისტერიულად გაეცინა ნიტას და ზებრაზე გაჩერდა. - რამე თუ გაგიბედა, ნიტა, იცოდე არ ვაცოცხლებ. - ავად ხართ. ყველანი, - თქვა და ტაქსიში ჩაჯდა. სამზარეულოში იჯდა მაგიდაზე ედო თავი და რაღაცეებს ბუტბუტებდა თავისთვის - რას შვები, დე? - შემოიხედა ეკამ. - არაფერს რავი, - მოწყენილი ხმა ჰქონდა. - მოხდა რამე? - გვერდით მიუჯდა ეკა. - რა აღარ მოხდა? - სახე აწია, სიმწრით ჩაეცინა ნიტას. - დალაგდება, ნიტ. დავლაგდებით ყველა. - შენ და გიორგიმ ესე რო გააგრძელოთ, შეიძლება გავგიჟდე, დე. - ვეღარ შეიკავა ცრემლები, სახეზე აიფარა ხელები, ისტერიკამდე ცოტა აკლდა. - შენ რა შუაში ხარ, ნიტა… - აი, ეს როგორ გააკეთეთ, ეკა? როგორ გააკეთეთ.. - არ იყო სხვა გზა, - თავისი ნათქვამის თვითონაც ვერ დაიჯერა ეკამ. - კარგი, რა… - ჩაილაპარაკა და ადგა. - მერე უარესი იქნებოდა, ნიტა, დამიჯერე. - ვერ დაგიჯერებ. - ნიტა… - ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, დედა, მითხარი. ხმა ვეღარ ამოიღო ეკამ. ნიტა ისე გავიდა სამზარეულოდან, დედამისს არაფერი გაუგია. სადარბაზოსთან დახვდა მიშო თვალები აატრიალა ნიტამ - ნუ ბავშვობ, - შეუბღვირა მიშომ - და როგორ მოვიქცე? იქნებ ეგეც მასწავლოთ. - როგორ და რო გიხსნი გაიგე, რთულია? - რა გავიგო, მიშო, რა? ვიღაც ტიპს გამოველაპარაკე და ამიტომ მთელმა ქვედა ბახტრიონმა ძაძები უნდა ჩაიცვათ? - ვიღაც ტიპი რო იყოს, ხო არ გავატრაკებდი, ნიტა? დაფიქრდი რა. - და ვინ არის? ეგეთი ვინ არის, ბავშვობის მეგობრები რო გადამეკიდეთ? - საშიშია ნიტა, ისეთებშია გარეული, რო საშიშია, შეიგნე.. - რო გკითხო, მაინც არ დამიკონკრეტებ და აი ესე, ზოგადი ლაპარაკებით ვერაფერს მიმტკიცებ, მიშ. - აი, ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ეხლა არა, რა, - სასაცილოდ გამოიწია ყელი მიშომ, - მოდი აქ, დებილო ბავშვო, - ჩაეხუტა მონატრებულ ნიტას. კვირა იყო, ლიზამ დაურეკა გამოდიო დაეზარა მთელი დღე საწოლში ტრიალებდა. მიყოლებით რთავდა და თიშავდა ფილმებს, ბოლოს რატომღაც გაბრაზებულმა დახურა ლეპტოპი და ღრმად ამოისუნთქა, საშინელმა აზრმა გაუელვა თავში, თავიდან დააიგნორა საკუთარი ფიქრები, მაგრამ ვერ მოერია ძალიან, ძალიან უნდოდა თუნდაც ერთხელ, კიდევ ერთხელ ენახა ერაკლე ავალიანი. მერე რა რომ ცინიკოსი იყო მერე რა რომ ნაწილ-ნაწილ შლიდა ნიტას უღირდა, ყველა დაულაგებელ ემოციად უღირდა ავალიანის ნახვა. შეძლებისდაგვარად მოემზადა ისეთი მარშრუტი აირჩია, რომ ზედა ბახტრიონიდან მოხვედრილიყო ქვედაზე. ისიც კი არ იცოდა სად ცხოვრობდა, რომელ შენობაში, სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა საერთოდ, სადღაც ინანა. ისე ჩამოვიდა სახლამდე, რომ არანაირი ერეკლე ავალიანი არ შეხვედრია, სრული იდიოტი ვარო გაიფიქრა და სახლში ავიდა. ეძინა მობილური რომ აწრიპინდა, ძლივს აწია თავი, იფიქრა დილით ვნახავო, მაგრამ მაინც, ჯერ საათს დახედა, მერე უცხო ნომერს. - <<მეძებდი?>> თვალები გაუფართოვდა, გიჟივით წამოხტა, მომენტალურად გამოფხიზლდა, ხელები გაეყინა, შეშლილივით დადიოდა ოთახში. მიხვდა ვინც იყო. ნიტას ნომრის გაგება არ გაუჭირდებოდა ერეკლე ავალიანს. ხმამაღლა სუნთქავდა, არანორმალურად შერცხვა იმის გაფიქრებაზე, რომ ნიტას ყველა ნაბიჯი იცოდა ერეკლემ. რატომ იცოდა? რატომ მიწერა? რატომ არ ტოვებდა ყველაფერს ისე, როგორც იყო? - <<რა გინდა რო გიპასუხო>> - << ისეთი იდეალურიც ვერ ხარ, უნდა გეძინოს ამ დროს, ისტერიჩკა.>> გაეცინა ნიტას, არანორმალურად უცემდა გული და დებილივით იღიმოდა, იმარჯვებდა ერეკლე ავალიანი, მერამდენედ იმარჯვებდა. - <<მეძინა იქნებ>> რამდენიმე წუთი გავიდა, მერე ათი, თხუთმეტიც, და მეოცე დაიწყო, ნახევარი საათი შესრულდა. აღარ უპასუხია ერეკლეს, დანევროზებული უყურებდა მობილურს და ალბათ გათენებამდე ელოდებოდა, მერე ჩაეძინა. *** - დღეს საღამოსთვის გაემზადე, ბერიძეებთან მივდივართ, - თავი შემოყო ეკამ ნიტას საძინებელში დილით. - ჯერ რო გათენდეს, არ შეიძლება? - ბოლომდე არც ეღვიძა. - გაიგე, რა გითხარი? - დამაძინე, ეკა, რა. - ნიტა! - დედა, გადი ოთახიდან. არც კი იცის, ვერავინ გაიგებს, რატომ ეჩხუბა ეკას მაშინ. როგორია, ღამე ავალიანის მესიჯებს კითხულობდე და დილით დილით მერე ბერიძეებიო. საბას ადგილი იყო მაშინ სადმე? არ იყო. არაფრით არსად. - ინებე ადგომა? - შეხვდა სამზარეულოში ჩასულს ეკა. - ეკა, რა ხდება? - საღამოს ბერიძეებთან მივდივართ-მეთქი. დარეკეს. გველოდებიან. მნიშვნელოვანი ვახშამია რაღაც. - გული ამერევა ეხლა. - ნიტა, ნორმალურად! - რა ნორმალურად, ეკა. ნორმალურია ეს ყველაფერი? - მამაშენიც მოდის… - ჩაილაპარაკა სხვათა შორის ეკამ. - რა? - გაოცდა ნიტა. - რაც გაიგე. - რა სტატუსით მოდის? - ჩაიცინა და ჩაიდანი ჩართო. - ნიტა, ნუ ხარ სწერვა. არ მაინტერესებს, ჩაიცვამ და წამოხვალ. საღამოს ცხრის ნახევარზე ეცვა და მიდიოდა. ელოდებოდნენ. ნერვები აღარ ჰყოფნიდა. არ შეეძლო შეწინააღმდეგება. არ ჰქონდა აზრი. ჰოდა ეცვა და სარკის წინ იდგა. საშინელება იყო მისთვის ეკას და გიორგის შეხვედრის გადატანა. ცივად რომ გადაკოცნეს ერთმანეთი და თვალებში ვერაფრით რომ ვერ უყურებდნენ ერთმანეთს გული უსკდებოდა ტირილი უნდოდა გაქცევა უნდოდა ყველაფერი უნდოდა საბას და ბერიძეების გარდა. ერთ საათში უკვე იქ იყვნენ. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც უნდა ყოფილიყო. გიორგი და ეკა საბას მშობლებთან ლაპარაკით იყვნენ გართული. ნიტა დაძაბული იჯდა და მაგიდის ერთ წერტილს უყურებდა უაზროდ, საბას დაჟინებულ მზერას არ იმჩნევდა. მარაზმი იყო იქ ყველაფერი მაშინ და არ შეიძლებოდა, ამაზე უარესად ყოფილიყო რამე. - ბატონო გიორგი, ქალბატონო ეკა, რაღაცის თქმა მინდა, - ჩაახველა საბამ და ნიტას უარესად დაეჭიმა ყველა ნერვი. - გისმენ, საბა, - სრულ სიჩუმეში გაისმა გიორგი ჯაფარიძის ხმა. - მგონი დროა, ოფიციალური სახე მივცეთ ყველაფერს, არა? - ისე გაიღიმა საბამ, კინაღამ გული აერია ნიტას. - რას გულისხმობთ, ვერ გავიგე, - საკუთარი ხმა ვერ იცნო ნიტამ. როგორც აღმოჩნდა, ნიტას გარდა, ყველამ ყველაფერი არაჩვეულებრივად გაიგო იქ. ყველას უზომო ბედნიერება ეწერა სახეზე. ჭკუიდან როგორ არ გადავიდა, არ იცის ვერ იგებს, იქ ღრიალი როგორ არ ატეხა, ყველაფერი როგორ არ დაამტვრია და როგორ არ გაიქცა. და აი, იმ წამის მეათასედში სადღაც ერეკლე ავალიანის თვალები მოელანდა. წამის მეათასედში, მაგრამ მაინც მოასწრო აბსოლუტური გაგიჟება უსასრულოდ შეშლა და ყველაფერი სახეზე დაეხატა. არაფერი უთქვამს საერთოდ არაფერი ადგა და წამოვიდა. ამჯერად არაფერი დარჩენია, ჩაიცვა და წამოვიდა. მიდიოდა და არ ფიქრობდა არაფერზე ვერც ტიროდა არ შეეძლო. გვიანი იყო და არ იცოდა, სად მიდიოდა. პირველად უნდოდა, საერთოდ არსად არ ჰქონოდა წასასვლელი. - იტირე, რას იპრანჭები. ყველანაირი თავის მოტყუების გარეშე, უაზროდ გაუხარდა ამ ხმის გაგონება მაშინ. აი იმ უცხო და ცივი ხმის გაგონება გაუხარდა. გვერდით მოყვებოდა შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. არ გაუხედავს მისკენ. გაეცინა, ძალიან, ძალიან გაეცინა და ვერც გაიგო, ისე გადაეზარდა ეს სიცილი ტირილში. ხმას არ იღებდა ავალიანი არც პოზა შეუცვლია. ისევ ისე მიყვებოდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ამჯერად არ იღიმოდა და იმ რაღაც არომატს ისუნთქავდა მთელი ქვედა ბახტრიონის და პირადად მიშო ამაშუკელის პროტეჟეს რომ დაყვებოდა თან და საერთოდ არ ცდილობდა, თავი აერიდებინა. - დაჯექი, მოდი, - უთხრა ერეკლემ. ვერც შეამჩნია, როგორ მივიდნენ მანქანასთან. - სად დავჯდე? - ნიტა… - სიცილი ვერ შეიკავა ერეკლემ. ასე არასდროს უთქვამს მისი სახელი. ასე… არასდროს. ჟრუანტელმა დაუარა ნიტას. - მიშო რო გაიგებს ამ ამბავს, რას იზამს შენი აზრით, რა ვარიანტები გაქვს? - სიცილით ახედა ნიტამ. - შენ ნორმალური ხარ? - აბსოლუტურად ნორმალური კითხვა დავსვი, რავი. - კიბო უნდა გამიჩინო? - გაიღიმა და მანქანის გაღებული კარი ოდნავ დაკეტა. ისევ გაეცინა ნიტას და ცრემლიანი თვალები მოიწმინდა. მერე დაწყნარდა და უთხრა: - ხო არ გეშინია? - რა გინდა რო გიპასუხო? - ორივეს გაეღიმა ერთდროულად. - ეს სამაგიეროა? - შენ როგორ გგონია? - ნუ დამცინი, - გაიღიმა და საკუთარ ხელებს დახედა. აი ახლა ავალიანს დაუარა ჟრუანტელმა. - დაჯექი, ნიტა, რა. ხმა აღარ ამოუღია, ისე ჩაჯდა მანქანაში. ჩუმად იარეს ცარიელ ქალაქში, იარეს და ვაკის “სმარტის” პარკინგზე გააჩერა მანქანა ერეკლემ. - რას აკეთებ? - ვერ მიხვდა ნიტა, რა ხდებოდა. - წამოდი აბა. - სად წამოვიდე? - ნუ ხარ პანიკიორშა, თორე დაგტოვებ ქუჩაში იცოდე. გაჩუმდა ნიტა და გაყვა ავალიანს, უზარმაზარი ნაბიჯებით რომ მიდიოდა მაღაზიისკენ. ერთი პატარა კალათი აიღო ერეკლემ. ჯერ სასმელების სექციაში შეიარა და ორი ბოთლი მარტინი აიღო, მერე სადღაც კონსერვებისკენ და ზეთისხილის უამრავი ქილა ჩაყარა კალათში. მწვანეც და შავიც, ათ-ათი ცალი მაინც იქნებოდა და არც ერთი არ იყო უკურკო. - იდიოტი ხარ? - ახლა ამოიღო ხმა პირველად ნიტამ. - რა შემამჩნიე? - რად გინდა ამდენი ზეთისხილი? - შენი აზრით, ნიტ? - მეზიზღება. - რა? - რა და ზეთისხილი. - ვახ, ჩემი… ძაან კაი, - გაიღიმა ეკემ, - შენ წადი ეხლა მაგიდა მოძებნე, მე გადავიხდი და მოვალ. - ჰო, ძაან გამიჭირდება, ღამის სამი საათია, - გაიცინა ნიტამ და ზეთისხილის ქილებით სავსე კალათს გვერდი აუარა. კუთხის მაგიდასთან დაჯდა და დაფიქრდა. რას აკეთებდა? “საშიშია, ნიტ” გაუელვა თავში და ერთი წამით გაშეშდა სად იყო? რას აკეთებდა? გაგიჟდებოდა მიშო ყველა გაგიჟდებოდა ეკა და გიორგი ხომ ისედაც გაგიჟებულები იყვნენ ახლა ყველა შეიშლებოდა ყველა ილაპარაკებდა მთეელი საბურთალო. მაგრამ ფეხებზე ეკიდა. იმ წუთას ყველაფერი ფეხებზე ეკიდა ცარიელ სმარტში იჯდა და ელოდებოდა ერეკლე ავალიანს. იმ ცივი და უხეში ხმის პატრონს ცინიკოსს აუტანელს დამცინავს. იჯდა და ელოდებოდა. რას აკეთებ, ნიტა, იცი მაინც? იცი მაინც, თავს სად ყოფ? ვერ მოასწრო. ვერ მოასწრო იმაზე დაფიქრება, სად ყოფდა თავს. ერეკლემ მაგიდაზე მარტინი და ზეთისხილის ქილები დაახვავა და ერთი უზარმაზარი ჭიქა ნიტას დაუდგა, მეორე თავისთვის დაიდო. ჯერ ზეთისხილის ერთი ქილა გახსნა და ნიტას უთხრა: - დაიწყე. - რა დავიწყო? - ბიჭო, დებილი ხარ თუ რა ხდება? - რა გინდა, ერეკლე? - ყველა ესე ორორჯერ გიმეორებს, რასაც გეუბნება? - არ მიყვარს-მეთქი ზეთისხილი, ხო გითხარი. - ვინმემ გკითხა, რა გიყვარსო, ნიტ? - აი, ეგრე არა რა, ეკე თუ შეიძლება. - ჭამე, ნიტა. აიღე და შეჭამე. - არ შევჭამ. - გოიმი ხარ. - რა? - გაეცინა ნიტას. - ხო, გოიმი ხარ. გოიმი ისტერიჩკა. - კიდე რას მეტყვი ერეკლე ჩემზე. - ევასები? - სასმელი დაასხა ერეკლემ. - მაგ სიტყვას ვერ ვიტან. - ზეთისხილს ატრიალებდა ხელში ნიტა. - შინაარსი ხო გაიგე, რაც მთავარია, - თავის ნათქვამზე გაეცინა ერეკლეს. - ვუყვარვარ. - მერე? - მერე ის, რომ აქ არ ვიჯდებოდი, მეც რომ მიყვარდეს. - გაიშიფრა, აი ასე, მარტივად, ადგა და გაიშიფრა. უცნაურად უყურებდა ერეკლე და ვერ გაუძლო ნიტამ. - შეჭამე ზეთისხილი. - რო არ შევჭამო? - რო არ შეჭამო, აქ ჯდომის ერთადერთ შანსსაც დაკარგავ. - სულ მე უნდა ვილაპარაკო? - ჩაილაპარაკა თავისთვის. - თუ გინდა, ნუ ილაპარაკებ, - ერეკლე უკვე მეორედ ისხამდა. ნიტას ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, უნდა ეჭამა თუ არა ზეთისხილი. - არ მინდა რა ეს ზეთისხილი, - დაიბუზღუნა და უკან დააბრუნა მარცვალი. - ჯეირანი ვითამაშოთ, - არაფრით არ მიაქცია ყურადღება ერეკლემ ნიტას წუწუნს. - რა ჯეირანი? - ჯეირანი რა. ქვა, ქაღალდი, მაკრატელი, არ გაგიგია? კაი, იმ დებილების ხელში გაიზარდე, არ გამიკვირდება, რო არ იცოდე. - რას ვერ იყოფთ? - ეგ ზოგადსაკაცობრიო საკითხები მერე რა. ჯერ ჯეირანზე მოვგვარდეთ. - მღლი. - კაი? - გაიცინა ეკემ, - მეთამაშე ჯეირანი. - გეთამაშები, კაი. - რამდენჯერაც წააგებ, იმდენ ზეთისხილს შეჭამ. - და შენ თუ წააგებ? - მე დავლევ, - თქვა და მარტინი დაისხა. გაეცინა ნიტას. რაღაცა ეწინააღმდეგებოდა შიგნიდან. რაღაცა აპროტესტებდა ოღონდ ხელოვნურად. იმ “საშიშია ნიტას” მოყვებოდა საიდანღაც ეს პროტესტი. სინამდვილეში, ასე კარგად ბოლოს როდის იყო, არ ახსოვდა. - მოსულა, - თვალებში შეხედა ერეკლეს. პირველი ხელი წააგო ნიტამ. პირველი ზეთისხილი ძლივს შეჭამა. ძლივს. კინაღამ მოკვდა. ჯერ ერთი სიკვდილი არ ჰქონდა გადატანილი, მეორე ხელიც რომ წააგო. მეორეც შეჭამა და მეორედაც მოკვდა. მესამე ხელიც წააგო. მესამეს არაუშავდა. მერე ისევ წააგო. მერე ისევ. მერე ერეკლემ წააგო. ერთხელ ორჯერ სამჯერ წააგო ერეკლემ და მარტინი ერთხელ ორჯერ სამჯერ. თავისთვის ზეთისხილის მეორე ქილა გახსნა. მერე ისევ ნიტამ წააგო. გააპროტესტა, მაგრამ კიდევ შეჭამა შავი პრიალა ზეთისხილები. ერეკლე თვალს არ აშორებდა ნიტას ყველა ნაკვთს, ყველა მიმიკას იმახსოვრებდა და მართავდა თამაშს. თვრებოდა ოდნავ. - შენ არ სვამ, ხო ალბათ? - რატო არ ვსვამ? - იი, “რატო არ ვსვამ”, - დასცინა ერეკლემ, - კაი, რა, ნიტა. მე მაინც არ ვიცოდე, სად იზრდებოდი და როგორ. - რა იცი? აი, რა იცი? - ისტერიჩკა, - ჩაილაპარაკა და გვერდით გაიხედა, - აიღე, აიღე ეგ ზეთისხილი, არ გიყურებ, კაი. - რა გინდა, ერეკლე? - ბიჭო, ჩაიხვიე თუ რა გჭირს? სხვა კითხვა არ გიჩნდება, დავიჯერო? - კი, მიჩნდება. - ვაჰ! გისმენ აბა. - ეკე თუ ერეკლე? - ძილის წინ, აი როგორ ამბობენ? გარდამავალი წუთიო თუ რაღაც ....ობა, მაგ მომენტში ამაზე ფიქრობ, ნიტ? - აი, შენ მიშოს და ყველა დანარჩენს ერთმანეთზე ძაან დიდი სიამოვნებით გადაგაბამდით. - რა შუაშია ეხლა აქ მიშო, შენ თუ ნორმალური ხარ? - ყველა ერთნაირები ხართ, აი, აბსოულუტურად ყველა. - პროსტა ისეთი დასაცინი ხარ ეხლა რო აი არ იცი. - აი, რატო, - ეწყინა ნიტას, - ამოვარდნილი ხართ ყველანაირი კონტექსტიდან. - გამარჯვებული ღიმილი შეაგება ეკეს. - რატო მეფრონცკები ოღონდ? - ვინ გეფრონცკება? - აი კონტექსტი და კონცეპტი და ეგზისტენციალიზმი და კაფკა და მურაკამი? - შენ საიდან? ანუ, შენ მაგათთან როგორ? - აშკარად დაიბნა. - გოიმი ხარ-მეთქი, ხო გეუბნები. - მთვრალი ხარ? - იმენა საშიშები არიან ის შენი მაგარი ბიჭები ხო? შენ თვალწინ დავლიე მთელი ბოთლი მარტინი მარტომ და ფხიზელი როგორ უნდა ვიყო? - და შენ საშიში ხარ, ერეკლე? - გეშინია, ნიტა? - უნდა მეშინოდეს? ჩემ კითხვას ვუბრუნდებით, ეკე. - რას გეუბნებიან? - რატო ახუჭუჭუებ, ხო შეგიძლია პირდაპირ მიპასუხო, კი ან არა? - შენ რო გაინტერესებდეს, გიპასუხებდი, ნიტა. გაჩუმდნენ. ნიტას ქილაში ერთადერთი ზეთისხილი ეგდო უკვე. - შეჭამე ეგ ერთი ცალიც და გავიდეთ, მოწევა მინდა, - ეუცნაურა ერეკლეს ხმა ნიტას. რაღაც საყვედურივით მოესმა და ეტკინა. ხმა არ ამოუღია იმის მერე არცერთს. ისე ჩასხდნენ მანქანაში, გაიკეთეს ღვედები და მივიდნენ ჭავჭავაძიდან ბახტრიონამდე. თენდებოდა უკვე. ქვედა ბახტრიონზე, ნიტას კორპუსთან გააჩერა მანქანა ეკემ. არ გაკვირვებია ნიტას. მშვიდად მოიხსნა ღვედი და მანქანიდან გადავიდა. სანამ მოხურავდა, იქამდე დაუძახა ერეკლემ. - ზეთისხილები გრჩება. და პარკი მიაწოდა. მაინც გაეღიმა ნიტას. გაეღიმა და დაუტოვა ეს ღიმილი მანქანაში ერეკლეს. თვითონ გამოართვა პარკი და სადარბაზოში შევიდა. მერე გაახსენდა წინა დღის ისტერიკა და ეკა და გიორგი და საბა და კინაღამ უკან გაბრუნდა. იყო კიდეც გზა ისევ უკან. ალბათ იყო, მაგრამ ვერ მიბრუნდა. ის ხმა ვერ დაივიწყა და თან ოდესმე ხო უნდა დაემთავრებინა ეს კატასტროფა საბას სახელი რომ ერქვა და დაესვა წერტილი. ჰოდა ზეთისხილებიანი პარკი კარგად დაიჭირა ხელში და საკეტს გასაღები მოარგო. *** იჩხუბა. არასდროს რომ არ უჩხუბია, ისე იჩხუბა. აღარ მიხსენოთო საბას სახელი არასდროსო მერე ვეღარ გაუძლო და სახლიდან წამოვიდა. - ლიზაზუ… - სხვაგან ვერც წავიდოდა. - ნიტა, რა გჭირს? - გაგიჟდა ლიზა. მოუყვა ყველაფერს. ვერ იჯერებდა ლიზა. არადა, რა იყო დაუჯერებელი. ასე ხდება, რა. ვიღაცები იღებენ ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს და ჩვენ მერე ვქრებით. აღარ ვარსებობთ და აღარ გვაქვს არაფრის უფლება. ერეკლემ ზეთისხილი მაჭამაო, აი ესე უშესავლოდ პირდაპირ მიახალა ლიზაზუს, რას მაბოლებო ლიზამ. იმ ღამეს შემხვდაო, ბევრი ვიარეთო, მერე სმარტში წავედითო, ის მარტინის სვამდა მე ზეთისხილს ვჭამდიო, ერეკლე - მარტინის, ნიტა - ზეთისხილსო იმდენი ვილაპარაკეთ და მაინც ვერაფერი გავიგე ერეკლეზეო, მთელი ღამე ერთად ვიყავით, მაგრამ თითქოს არც ყოფილაო. მაშინ თვითონ არ ჯეროდა საკუთარი ნათქვამის. ვერ იჯერებდა რანაირად როგორ რატომ ან როდის. იქნებ, ვიგონებო გაიფიქრა. იქნებ არც ყოფილაო. აბა, სად გაქრა? სად წავიდა? არ ყოფილა იმ დღის მერე ერეკლე. - წარმოდგენილი მაინც გაქვს, მიშო რას გიზამს? - რა უნდა მიქნას, ლიზაზუ? - შეგიყვარდა, დებილო? - ვინ? - ავალიანი ერეკლე. გიყვარს, ნიტა? - კაი, რა სისულელეა, - გაეცინა ნიტას. - რა არი, სისულელე, დებილივით იღიმი ორი საათია. მიყვები, არ ჩერდები და იღიმი და იღიმი. მე მეგონა, მარტო ფილმებში იყო ეგრე. - მარტო ფილმებშია ეგრე, - თქვა და სადღაც გაიხედა. - მე მაინც რას მატყუებ, ნიტა? - არც კი მოუწერია იმის მერე, ლიზაზუ, რას გატყუებ. მერე გაახსენდა, როგორი ხმა ჰქონდა ერეკლეს ბოლოს და იქ დამთავრდა. იგრძნო, რომ დამთავრდა და რომ არაფერი იქნებოდა არასდროს. - მიწერე, ნიტა, - თავიდან ეგონა მომესმაო, მაგრამ ლიზა აშკარად არ ხუმრობდა. - რა მივწერო? - დაიბნა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. - მომენატრე და ვგიჟდები შენზე-თქო, - თვალი ჩაუკრა ლიზამ. - რას მეკაიფები, ლიზა? - ეწყინა ნიტას. - კაი, კაი, ხო, - ხელები აწია დანებების ნიშნად ლიზაზუმ , - რაც გინდა მიწერე. << ზეთისხილზე შემიძლია დაგპატიჟო :) >> - სამ წამში აკრიფა და გააგზავნა მესიჯი ნიტამ. თითქოს პირველად ლიზამ უთხრა და თითქოს თვითონ არ უფიქრია რომ მიწერდა და რას მიწერდა თუ მიწერდა. - მოგკლავს მიშო, ნიტა. გაგაქრობს. - ერეკლეზე უარესს მაინც ვერავინ მიზამს, ლიზუ. - დღეს ღამე ჩამოვა ტრაილერები, ეკე, ხო იცი? - სანდრო, ერეკლე, ნიკუშა და ზუკა ერეკლეს მისაღებში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. - ვიცი, ჰო. აქეთ მზადაა ყველაფერი. - მოშნადაა ეს პარტია, ერეკლე. - მერე რა? განაწილდება და გასაღდება. - ჰო, რავი მაინც. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რა. - ფრთხილად… - მესიჯი მოუვიდა. რაღაცა უგრძნო გულმა და ლაპარაკიც კი არ დაამთავრა ისე გადაუსვა ხელი მობილურის ეკრანს. ზეთისხილიო დაგპატიჟებო ნიტა იყო გაგიჟდა. - ეკე! - დაუძახა ნიკუშამ, - ოე! - რა გჭირს, ? - იკითხა სანდრომ. - ერეკლე, გამო....ევდი? - ვინაა ბიჭო? - ნიტა ჯაფარიძე. გავმაზავ, ნიტაა ჯაფარიძე, - გამოიცნო სანდრომ, - ეგაა, ხო? ერეკლე ხმას არ იღებდა. - ქვედა ბახტრიონის უპრინცესესი დაგევასა, ბიჭო? ააააააააეე ნიტა ჯაფარიძე გევასება, ? - თვალებს ვერ უჯერებდა ნიკუშა. - გამო....ვდებიან, - ჩაილაპარაკა ზუკამ. - ამაშუკელს აეწვება, - სავარძელში გადაწვა ნიკუშაც. - ....ზე არ ? - პირველად ამოიხედა ერეკლემ. - რო რამე, მთელ კოკაინსაც ....ზე დაიკიდებ, ხო? რა სახე აქვს ტიპს, ნახე პროსტა. - ნახუი, რა, სანდრო, - გაეცინა ეკეს. << იკისრებ? >> არც ჩაუცვამს ისე გავიდა სახლიდან მანქანაში ჩაჯდა და << გელოდები >> ალბათ ისევ იქნებოდა “ავალიანთან დაუნახიხარ ვიღაც-ვიღაცეებს” იმიტომ, რომ იმ უბანში არავის არაფერი არ ეპარებოდა, მაგრამ ნიტა ისე ჩაჯდა ერეკლეს მანქანაში, არსად გაუხედავს. - საით? - თბილისიდან რომ გავიდნენ მერე გახედა ნიტამ. - ნაზუქები უნდა გაჭამო, - არც გამოუხედავს, ისე უპასუხა. - რაო? - სიცილი ვერ შეიკავა ნიტამ - ნაზუქები არ გევასება? - სრული სერიოზულობით იკითხა ეკემ. - ჰო მარა, რა ნაზუქები ერეკლე? - ვერ წყნარდებოდა. - სათქმელს ვერ გადმოვცემ, ნიტ? - პირველად გადმოხედა ერეკლემ და ნიტამ ვერ გაიგო, ისევ ისეთი ცივი იყო, როგორც პირველად, თუ ისეთი ნაწყენი, როგორც მაშინ, ბოლოს. - სად მივდივართ მართლა? - იკითხა ახლა სერიოზულად. - სურამში, ნიტა. - ხო არ ღადაობ, - ხმამაღლა გაეცინა ნიტას. მერე დამშვიდდა. - რაიყო, იქიდანაც მიუტანენ ენას მიხეილს, ერთად ნახეს ერეკლე და ნიტაო? - ეგ რა შუაშია, - ჩაიბურტყუნა. - კიდე კაი, თავში არ არი, ნიტ. - კარგი, რა. - გააპროტესტა ისევ ნიტამ. - მოკეტე ცოტა ხანი რა. - ეგრე ელაპარაკე ზედა ბახტრიონელ ნაშებს. - ა, შენ ქვედა ბახტრიონელი ნაშა ხარ, ანუ? - ბევრი გეშლება, ერეკლე. - მაგალითად? - როგორც მელაპარაკები, ეგ კარგი ტონი გგონია? ერეკლეს მთელი ხმით გაეცინა, მერე მოუბრუნდა და უთხრა: - გოიმი ხარ, გოოიმი, ნიტა. გო-ი-მი. - კაი, გასაგებია. - მართლა რო გაჩუმდე, არ შეიძლება? ნიტას აღარაფერი უთქვამს. მუსიკის ხმას აუწია ერეკლემ. კაფე დე ფლორი ისმოდა და ნიტა არ უყურებდა ერეკლეს ცდილობდა, მაქსიმალურად ცდილობდა, არ შეეხედა. გაბრაზებულიყო. ეყვირა და თავის ადგილზე მოესვა ეს თავხედი უზრდელი დეგენერატი, და ალაგებდა ფრაზებს აზრებს წინადადებებს. უცებ ერეკლეს ხმა რომ გაიგო: - ლამაზი ხარ, ნიტა. ყველა დალაგებული აზრი ერთმანეთის მიყოლებით დაენგრა და აერია ყველაფერი. გახედა ერეკლეს არ უყურებდა ეკე არც არანაირი ემოცია ეტყობოდა სახეზე არადა, როგორ უნდოდა მაშინ მისი თვალები დაენახა. მარტო თვალები და არაფერი მეტი. მერე საერთოდ აღარ შეხედავდა. ოღონდ თვალები დაენახა. კაფე დე ფლორი ისმოდა ისევ. - შენზე არავინ არაფერი რატო არ იცის? - იკითხა ჩუმად ნიტამ. - არ არის საჭირო, ალბათ. - გზას უყურებდა ერეკლე, - შენზე ყველაფერი იციან, ნიტა? - ახლა გამოხედა. - არა, ყველაფერი არა, მაგრამ შენნაირადაც არ ვარ, - გაეღიმა რატომღაც. - რა გაინტერესებს, აბა? - უკვე ეკესაც ეღიმებოდა. - აუ, ესე ვერ გკითხავ, - გაიწელა ნიტა, - აი, რას აკეთებ, რითი ცხოვრობ? - მაინც დანებდა. - მამაჩემის ბიზნესები, მარტივია, - მხრები აიჩეჩა ერეკლემ, თითქოს გასაგებად აუხსნა ნიტას. - და მამაშენი? - რა მამაჩემი? - სად არის? - რავი, აღარ არის, - ჩვეული სიმშვიდით აგრძელებდა ერეკლე. არაფერი უთქვამს ნიტას, - კაი რას მეგრუზები, - სიტუაცია განმუხტა ეკემ. - არ ვიცოდი რა მეთქვა, უბრალოდ. - შემდეგი კითხვა უნდა დაგესვა, - გაიღიმა. - ჩემი ბავშვები რატო ვერ გიტანენ? - ამას იმათ ვერ ეკითხები? - არ ვეკითხები. - არა, ნიტა. ვერ ეკითხები. - ზოგჯერ რა საზიზღარი ხარ. - და ზოგჯერ? - ისევ ისე გაეღიმა, ცოტა ხანი არც ერთს ამოუღია ხმა, ისევ გაიშიფრა ნიტა, - ბავშვობიდან, ნიტა. ბავშვობაში ვერ მოვრიგდით ალბათ რამეზე და დღემდე ესე ვართ. - რაზე ვერ მორიგდით, ბურთზე? - გაეცინა ნიტას. - შეიძლება. შეიძლება ბურთზე, შეიძლება სხვა რამეზე. - აი ხანდახან ისე მინდა, გარშემო ნორმალური ხალხი მყავდეს და თქვენნაირებისგან შორს ვიყო.. - საბა ხო გყავს ნორმალური? - მოდი საბას თემას ნუ შეეხები. - ძვირფასია? - სარკასტულად ჩაიცინა ერეკლემ. - არა, შენ ხარ არაფერ შუაში, ერეკლე, - ძალით გაუღიმა ნიტამ. აღარაფერი უთქვამს ერეკლეს. - ზაფხულში სად ისვენებდი ხოლმე? - რა? - გაკვირვებულმა შეხედა ნიტას. - ჰო, რა, ბავშვობაში სად ისვენებდი? - ბიძაჩემს დავყავდი ხოლმე, ხან სად ხან სად, რავი. სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა. - ნორმალურად რო ვიწყებთ ლაპარაკს, როგორ გიკვირს, ხვდები? - ჩვენ ქორწილში მიშოები არ მოვლენ? - ძალიან ეცადა ერეკლე რომ არ გაცინებოდა. - რა ჩვენ ქორწილში? - ნიტას აღარ ეცინებოდა. - ჰო აი, ვივა პროტესტოო და არ გაიჩითებიან შენები? - ხელით უხსნიდა ერეკლე. - ეკაიფე ჯოდასენს. - ფანჯარაში გაიხედა ნიტამ. - ჯო დასენი ცალ-ცალკე უნდა თქვა, გოიმო ისტერიჩკა. ბევრი ილაპარაკეს ძალიან ბევრი და ნიტა გრძნობდა, რომ არ ხდებოდა იქ ჩვეულებრივი ამბავი და რომ ყველაფერი შეიცვლებოდა ამის მერე მერე ნაზუქები იყო მაშინაც ვერ იჯერებდა რომ სურამში იყვნენ ნაზუქები იყიდეს და უკან ბრუნდებოდნენ არ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო არ შეიძლებოდა. ორჯერ ეკამ დაურეკა ლიზაზუმ მესიჯებით აიკლო. არცერთისთვის არ უპასუხია. თბილისში რომ ჩავიდნენ, უკვე გვიანი იყო. - სახლთან დაგტოვო? - ნწ. ლიზაზუსთან. - აი ეს ლიზაზუ რაღაა გამაგებინე, - სიცილით უთხრა ეკემ. - და ეკე რაღაა, ერეკლე? - გაიბუსხა ნიტა. - ისტერიჩკა, ისტერიჩკა, ისტერიჩკა! გადადი მანქანიდან, - ისევ ეცინებოდა და ისევ ბრაზობდა ნიტა. არ უთქვამს დაგირეკავო ან დამირეკეო არაფერს დაპირებია და შეეშინდა ნიტას. << ნუ გაათენებ მაინცდამაინც :) >> მესიჯი იყო ღამის სამ საათზე. *** რამდენიმე დღე გავიდა. სოფოს ბარბაქაძის ქორწილი იყო. დიდ უზარმაზარ ქორწილს იხდიდნენ და სოფო ბარბაქაძის ყველაზე ნამდვილი მეგობრები ყველაზე ლამაზები უნდა ყოფილიყვნენ. დილიდან ემზადებოდნენ ლიზა და ნიტა. კაბა თმა ფეხსაცმელი ჩვეული ისტერიკა იყო მოასწრებ ვერ მოვასწრებ გიხდება არ მიხდება იდეალურად უნდა ყოფილიყო ყველაფერი. - მილიონი .... იქნება იქ და ჭკვიანად იყავით იცოდეთ, - გააფრთხილა გოგოები მიშომ. - ნუ გეშინია. მივხედავთ თავს. - თქვენ რისი მიმხედავები ხართ. არ მოგვშორდებით გვერდიდან. - მიშო, ნორმალური ხარ? - ხო გაიგე, რაც გითხარი? ნიტამ არაფერი უპასუხა და ოთახიდან გავიდა. უკვე უნდა გასულიყვნენ. ლიზა რომ შემოყვა უკან და ჩუმად უთხრა: - ნიტ, მიშომ ყველაფერი იცის და როდის აფეთქდება არ ვიცი. - რა ყველაფერი იცის? - შენზე და ავალიანზე. ყველაფერი იცის ვაბშე. - მე არ ვიცი და მაგან რა იცის, ლიზა, ნუ გადამრიე. - აუ, ხო იცი, რა, რო არ დატოვებს ასე მაგ ამბავს. - ნუ ერევიან, აღარ შემიძლია, ლიზა, შემეშვან. - კაი, კაი, დაწყნარდი რა. ყველა იქ იყო მთელი ბახტრიონი კიარა მთელი საბურთალო კი არა მთელი თბილისი იქ იყო. ერთ მაგიდასთან ისხდნენ ნიტა, ლიზაზუ, მიშო, ბექა რეზი და გუგა. ლაპარაკობდნენ იცინოდნენ ერთობოდნენ ნიტა არ იყო იქ. საერთოდ არსად არ იყო. ერეკლეზე ფიქრობდა. როგორ შეუძლია, ასე გაქრეს. ყველანაირი მიზეზის გარეშე, როგორ შეიძლება გაქრეს. - წამო, ვიცეკვოთ, რა, ნიტ. - ჭკვიანად-მეთქი, - დააწია სიტყვა მიშომ. - ავადმყოფი ხარ, მიშო. ჩვეულებრივი ავადმყოფი, - თქვა ნიტამ და საცეკვაო მოედნისკენ გაყვა ლიზას. კაფე დე ფლორი გული აუჩქარდა, სუნთქვა გაუხშირდა მთელი დღე ერთ წამში გაახსენდა რაღა მაინცდამაინც კაფე დე ფლორი არ ესმოდა, რას ეუბნებოდა ლიზაზუ ვერ ხედავდა, რა ხდებოდა გარშემო მარტო ხმა ესმოდა მუსიკის მარტო კაფე დე ფლორი იყო და მოძრაობის უნარი დაკარგა გული საერთოდ გაუჩერდა ხელზე შეხება რომ იგრძნო და მიხვდა ის იყო შეუძლებელია, სხვა ყოფილიყო. ეგონა მთელ დარბაზში მარტო მისი გულისცემა ისმოდა. ერთი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული მეორეთი თმა გადაუწია ყურზე და გაიღიმა, რომ გაწითლდა ნიტა. პატარა ბავშვივით გაწითლდა. არაფერს ამბობდნენ. როგორ შეეძლო ერეკლე ავალიანს ყოფილიყო ასეთი. თან ეს მუსიკაც ისეთი იყო, სიგიჟეს გავდა ყველაფერი. ნელა დაიხარა ავალიანი ერეკლე ნიტასკენ მისი გასაგიჟებელი არომატი ღრმად შეისუნთქა და ტუჩის კუთხეში მსუბუქად, ძალიან მსუბუქად აკოცა. ვერც იტყოდით ზუსტად, იყო თუ არა ეს კოცნა, მაგრამ იყო მეტი. უფრო მეტი. მერე რაღაც აირია. ერეკლეს არომატს და მის ხელს რომ ვეღარ გრძნობდა წელზე მიხვდა რომ რაღაც აირია. ერთმანეთში აირივნენ ბიჭები საშინელი ხმაური იყო, ვინ ვის აგინებდა ვინ ვის ურტყამდა, კატასტროფა ხდებოდა ცალკე პატარძალი კიოდა, წამიერად გაახსენდა ლიზას სიტყვები არ ვიცი მიშო როდის აფეთქდებაო, ყველა უჯრედით დაუარა შიშის ჟრუანტელმა. შემოხეული პერანგები თეთრზე წითლები ან ცისფერზე წითლები სისხლი სისხლი და ბევრი სისხლი. ფეხები არ ემორჩილებოდა ვერ კიოდა ძლივს იდგა რაღაცას ებღაუჭებოდა დაინახა მიშო და ერეკლე დაინახა, არ უნდა დაენახა ამის ეშინოდა ყველაზე მეტად. როგორ აღმოჩდა იქ, არ ახსოვს. რაღაც უნდა გაეკეთებინა უნდა გაეჩერებინა ყვიროდა ეძახდა სთხოვდა ტიროდა. ერეკლე ურტყამდა მთელი ძალით ამაშუკელს ნიტას ხმა რომ გაიგო და მუშტი ჰაერში გაუშეშდა. შეშლილს გავდა ერეკლე, ადამიანური სახე აღარ ჰქონდა. უყურებდა აკანკალებულ ნიტას ფეხზე ძლივს რომ იდგა და ერთადერთი რაც მოიფიქრა ჩახუტება იყო. ძვლების ტკენამდე უჭერდა ხელებს ნიტას და არ უშვებდა, თითქოს ვინმე წართმევას უპირებსო. - რა გააკეთეთ? - ძლივს გაიგო ნიტას ხმა. - ერეკლე, ეს რა გააკეთეთ? - პანიკა ეწყებოდა ნელ-ნელა. - ხელები გამიშვი, ერეკლე, - ებრძოდა ერეკლეს, მაგრამ ის არაფრით უშვებდა ნიტას. - არა, რა. არა, ნიტა, რა, - ჩურჩულებდა და უფრო მეტად უჭერდა ხელებს. - ერეკლე გამიშვი. - არა, ნიტა. - ერეკლე, რა უქენი მიშოს, - ეჭიდავებოდა ავალიანს. - ნიტა, წადი სახლში, - მიშოს ხმა იყო. - სად წავიდე, მიშო, რა გააკეთეთ, რა არის ეს? ამიხსენი, როდემდე შეიძლება ასე მოქცევა? მართლა არ ხართ ადამიანები? საკუთარ თავს შეხედე, რას გავხართ, შეხედე, ნორმალური საქციელია ეს? - კიოდა ნიტა და ავალიანს რატომღაც ის დღე გაახსენდა, პირველად რომ ნახა ეს გოგო. - ის ნორმალურია, ბარიგასთან რო დადიხარ, ნიტა? - იღრიალა მიშომ და ნიტა შეხტა. ერეკლეს უნებურად მოუდუნდა მკლავები. - რა თქვი? - წართმეული ხმით იკითხა ნიტამ. - რა და ბარიგაა ეგ შენი ერეკლე, ხალხზე ასაღებს ნარკოტიკს, ნიტა, გაიგე ეხლა? - რა ნარკოტიკი? - ტირილს იწყებდა უკვე. - ფხვნილი ნიტა, ფხვნილი. ერეკლე ხმას არ იღებდა, თითქოს განაჩენს ელოდებოდა. - ერეკლე… ეკესკენ შემობრუნდა ახლა ნიტა რაღაცას ეძებდა ერეკლეს თვალებში, იმედს, გამართლებას, ვერ იპოვა, ვერაფერი ვერ დაინახა. თვალებში უყურებდა ავალიანი და ეუბნებოდა, რომ არ ტყუოდა მიშო. არ ეშინოდა და არ მალავდა, მაგრამ ერთი, სულ ერთი სიტყვა აკლდა დასრულებამდე. არ უთხრა ნიტამ არაფერი. არ უთხრა და დატოვა ასე ჰაერში გამოკიდებული გამოაცალა მიწა ფეხქვეშ და წავიდა. დამთავრდა ყველაფერი. ნიტა დამთავრდა მაშინ. *** - აუხსენი, . - რა ავუხსნა, სანდრო, რაა??? - ცოფებს ყრიდა ერეკლე. - რა და როგორცაა, ბიჭო, ყველაფერი უთხარი, ოტ ი დო. - ეს ნიკუშა იყო. - ბიძაჩემი მაშანტაჟებს მამაშენს მოვკლავო და ამიტო ვასაღებ ნარკოტიკს-მეთქი ვუთხრა? შიგ ხო არ გაქვთ, ბიჭო თქვენ? - ადგილს ვერ პოულობდა ერეკლე ავალიანი. - აბა, იყავი და იღრიალე ესე. - აუ, რა თვალებით მიყურებდა, იმენა ვეზიზღები, - ნერვებს ვერ იმორჩილებდა ავალიანი. - შანსი არაა, ერეკლე. უნდა დაელაპარაკო. ბიჭები დაადგნენ ლიზასთან სალაპარაკო გვაქვსო ლაპარაკობდნენ არიგებდნენ ტონს იცვლიდნენ. არ უსმენდა ნიტა არც ერთს არც ერთ სიტყვას არ უსმენდა და არ აინტერესებდა არავინ დედამიწის ზურგზე. არავის სიტყვა არ აინტერსებდა ერეკლე ავალიანის გარდა. ნარკოტიკით ვაჭრობდა ნიტას ეკე, ნარკოტიკს ასაღებდა და ეზიზღებოდა საკუთარი თავი იმიტომ, რომ ვერ შეიზიზღა ერეკლე ავალიანი. ძილში გრძნობდა ვიღაცის დაჟინებულ მზერას. მერე ცივ თითებს სახეზე, არ უნდოდა გაღვიძება, თვალები მძიმედ გაახილა ეგონა ეჩვენებოდა, არ შეშინებია ნაცნობი სილუეტი იდგა მის წინ. სიბნელეშიც კი გრძნობდა მის მწველ ცივ თვალებს. ცოტა ხანი უყურებდა ნიტა ერეკლეს ერეკლე ნიტას და არაფერს ამბობდა არც ერთი. - არ არის საჭირო, - ძილისგან დაბოხებული ხმით დაიწყო ნიტამ, - არ არის საჭირო, ახსნები, თავის გამართლებები, ღამე თავზე დადგომები. ვერ შეცვლი ერეკლე, ვერაფერს ვეღარ შეცვლი. ეს ამბავი ეხლა ხდება, აი ეხლა, ამ წამს, შეიძლება შენ გასაღებულ ნარკოტიკს ვინმე იყენებდეს და მე შევიშლები, - ვეღარ გააგრძელა ნიტამ და სახეზე ხელები აიფარა. - ეგრე მარტივად არ არის. - შეცვლილი ხმა ჰქონდა ერეკლეს. - და რთულად როგორ არის? ან, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, - წამით გაჩერდა და თავი გააქნია. - აუხსნელად არ გაგიშვებ, ნიტა, - შლიდა ერეკლეს თბილი ხმა, არ უნდა ეგრძნო, არაფერი აღარ უნდა ეგრძნო მის მიმართ. წამოჯდა, ფეხები მოკეცა და საბანი აიწია ყელამდე. იქვე სკამზე ჩამოჯდა ერეკლე. - ძალიან პატარა ვიყავი, მამას და ბიძაჩემს უთანხმოება რომ მოუვიდათ ბიზნესზე, წილები ვერ გაიყეს მოკლედ, - ღრმად სუნთქავდა ერეკლე, - მერე ბიძაჩემმა ისე მოახერხა, რომ ფაქტობრივად მამაჩემის ყველა ბიზნესი გადაიფორმა. მერე რაღაც ააგორა მამაჩემმა იმ ს წინააღმდეგ. გაუგო და არ გამოუვიდა. ამაზე ვაბშე გაგიჟდა და დააჭერინა. აზრზე ხარ, ნიტა? მამაჩემი ჩასვეს. მე თუ იმას არ გავაკეთებ, რასაც ვაკეთებ, მოკლავს. ერთხელ კიარა, ასჯერ აქვს ნათქვამი და ვიცი, რო მოკლავს. მერე დამთავრდება ყველაფერი რა. - ანუ, ერთის სიცოცხლეს სხვისი სიცოცხლის ფასად ინარჩუნებ? - ერთის არა, ნიტა, მამის. გაჩუმდა ნიტა. მზერა კედელზე არარსებულ წერტილს გაუშტერა და გაჩუმდა. მერე პირდაპირ თვალებში შეხედა ერეკლეს. - რატო არ მითხარი? - რა მეთქვა, ნიტა? - ნერვიულად გაეცინა ერეკლეს, - გამარჯობა, ნიტა, მე ერეკლე ვარ ავალიანი და ნარკოტიკებს ვასაღებ მამა რომ არ მომიკლან-მეთქი? ეს მეთქვა? - არ ვიცი… - დაბნეულმა ჩაილაპარაკა ნიტამ. - გეზიზღები, ხო? - სევდა ჩაუდგა ხმაში და ნიტას მთელი სხეული გაეყინა, - შენ არ იცი, მე როგორ მეზიზღება. - არა. - რა? - ვერ მიხვდა ერეკლე. - შენ ვერ შეგიზიზღებ, ერეკლე, - მშვიდად აგრძელებდა ნიტა. - ესე ნაღდად არ მინდოდა, რა, - დანანებით ჩაილაპარაკა ავალიანმა. - ესე როგორ? - ესე დამთავრება, ნიტა. - რა დავიწყეთ? - მომენატრე, ნიტა. ხმა არ ამოუღია ნიტას. ჩამქრალი თვალებით გახედა ავალიანს. რაღაც ჩაწყდა ერეკლეს. უნდა ამდგარიყო და წასულიყო. ყველაზე სწორი ეს იქნებოდა, მაგრამ ერეკლე ავალიანის ცხოვრებაში არასდროს არაფერი მიდიოდა სწორად. ადგა ადგა და ნიტასკენ წავიდა, დაიძაბა მომენტალურად, თავთან დაიხარა, საფეთქელთან აკოცა ხურდა ნიტა ჯაფარიძე შიგნიდან და ვერ ინძრეოდა. ერეკლეს არომატით იყო გაჟღენთილი და ვერ აზროვნებდა. - ნიტა ჯაფარიძე ერეკლე ავალიანზე ბევრად კარგ ტიპს იმსახურებს. დაიმახსოვრე, ნიტ, - თავზე აკოცა და გავიდა. *** მიშოს დაურეკა ერეკლეს მისამართი მინდაო ზუსტად ასე უთხრა. პირდაპირ ყველანაირი შესავლის გარეშე, არ უკითხავს მიშოს არაფერი გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და რამდენიმე წამში ნიტას ერეკლე ავალიანის მისამართი ეწერა მობილურში. მაღაზიაში შევიდა და ძალიან ბევრი ზეთისხილი იყიდა. სალაროსთან “ელე” დახვდა ისევ და ის დღე გაახსენდა ისევ დაუარა ჟრუანტელმა. გაეღიმა. მერე ქვედა ბახტრიონს რომ გასცდა, სუნთქვა შეწყვიტა, მაგრამ იცოდა, რომ უნდა მისულიყო. რადაც უნდა დაჯდომოდა, უნდა მისულიყო ერეკლესთან სახლში საკუთარი ფეხით. ერთი ორი სამი ოთხი ხუთი ექვსი სართული აიარა და შავ რკინის კარს მიადგა. სანამ რამეზე დაფიქრდებოდა, მანამდე დარეკა ზარი და ზეთისხილით სავსე პარკებს ღიმილით დახედა. თმააბურდულმა ერეკლე ავალიანმა გააღო კარები და ცოტა ხანს აზრზე ვერ მოვიდა. შეშლილივით ათვალიერებდა ზღურბლზე მდგომ ნიტას თავიდან ფეხებამდე და მაინც ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს მაშინ. - პირდაპირ სახლში მოგართვი, ხედავ? - ნიტა… - ჰო, ერეკლე, - პირველად იყო ასეთი დარწმუნებული თავის თავში ნიტა. - აუ, ნიტა, - ეცინებოდა ერეკლეს. - შემომიშვებ? არ ვიცი, რას ელოდა ნიტა იქ, მაგრამ აშკარად სხვა რამე დახვდა. იმაზე მეტი სინათლე იყო ერეკლეს სახლში, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა. გაუხარდა. - მომეცი ეს ზეთისხილი, რამდენი გიყიდია, გიჟი ხარ? - გამოართვა პარკები ერეკლემ. - ორივეს რომ გვეყოს, იმდენი. - საკაიფო სვლა იყო, მაგრამ რაღაც დაგავიწყდა, - გაიღიმა ეკემ. - მე უნდა გამოვიცნო, რა დამავიწყდა? - რაიყო, ვერ გამოიცნობ? - დღეს მე უნდა დავლიო ანუ. - ჩემს მოედანზე მაშინაც არ დალევ, თუ ზეთისხილი შენია? - არ მინდა დალევა. - არც ზეთისხილი გინდოდა მაშინ, - თვალი ჩაუკრა ეკემ. - აუტანელი ბიჭი ხარ, - გაეცინა ნიტას, - მოდი ჯეირანი ვითამაშოთ. - არაგიშავს, აგითვისებია, - მაცივრიდან გამოღებული მარტინი მაგიდაზე დადო, - რაზე ვითამაშოთ? - თუ წავაგებ, დავლევ მაშინ. - მოდი, - ისე უთხრა, თითქოს საბრძოლველად ემზადებაო. წააგო ერეკლემ. სამივე ხელი წააგო. ნიტამ კმაყოფილმა გახსნა ზეთისხილის ქილა, გადაწურა და პირდაპირ ქილიდან ამოიღო ერთი ცალი. - აუ, ტექნოლოგიებიც რო უსწავლია უკვე, - მთელი ხმით გაეცინა ერეკლეს და პატარა ჯამში გადაყარა ზეთისხილი. - აქამდე როგორ მოგიშვეს ისე? - აივანზე ისხდნენ. - რას ქვია, როგორ მომიშვეს? - კაი ეხლა. ვითომ არ იცი, რას გეუბნები. - აი, ესე. მომიშვეს რა. - რა მაგრა გინდოდა ჩემი ნახვა, აზრზე ხარ? - გაეცინა ეკეს. - მე კი. შენ არ ხარ აზრზე. პირდაპირ უთხრა ნიტამ და თავში უროს ჩარტყმა იყო ეს სიტყვები ერეკლესთვის. ძალიან დიდხანს უყურა ერეკლემ ნიტას ხელებს მერე ნელა მიუახლოვდა და - შევიშალო შეიძლება. სანამ შეეშინდებოდა, იქამდე აკოცა ერეკლემ. სანამ შეეშინდებოდა, იქამდე მოხდა ყველაფერი, რასაც მერე ერეკლე და ნიტა დაერქვა. *** ერთად არიანო. ზედა ბახტრიონის ერეკლე და ქვედა ბახტრიონის ნიტა არიანო ერთად. ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ქოთქოთებდნენ ჭორაობდნენ ღელავდნენ იცინოდნენ. როგორო? არაო. შანსი არააო. შეეგუა მიშო ბექაც რეზიც და გუგაც, ლიზასთვის ახალი ამბავი არ იყო. ეკა გაგიჟდა ვინ არის ერეკლე ავალიანიო, გიორგის ზარებს არ პასუხობდა ნიტა. ერთადერთი საბა იყო მშვიდად. არაფერი არ აინტერესებდა ნიტას საერთოდ არაფერი ერეკლე ავალიანის გარდა. *** “მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან” პანიკის პირველი გაელვება იყო. არასდროს თიშავდა ერეკლე ავალიანი ტელეფონს მით უმეტეს, მაშინ, როცა ნიტას უნდა დაერეკა. კიდევ მილიონჯერ დარეკა ნიტამ. არაფერი შეცვლილა. ისევ იგივე ავტომუპასუხე და იგივე ტექსტი. რაღაც ხდებოდა. სანდროს დაურეკა. არ უპასუხა სანდრომ. ეძებდა ყველგან, სადაც იცოდა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ყველგან არ იყო ბევრი. ეძება ქუჩაში, სახლში და მორჩა. სულ ეს იყო. სად წასულიყო? რა ექნა? ლიზას დაურეკა. ისე, უბრალოდ, ვიღაცისთვის ხო უნდა ეთქვა, რომ გული უსკდებოდა ნერვიულობისგან. ჰოდა დაურეკა. - გამოდი ჩემთან. დროზე. ერთადერთი იყო, რაც ლიზამ უთხრა და გაუთიშა. - ლიზაზუ… - ცრემლები ვეღარ შეიკავა ნიტამ. - რა გჭირს, ნიტა, რა მოხდა. ტელეფონი აქვს გათიშული უბრალოდ. - რას ნიშნავს უბრალოდ გათიშული ტელეფონი, ლიზა, რას ნიშნავს? - დაუჯდა ალბათ და არ სცალია, ნიტა. - არ შეიძლება არ ეცალოს. არ შეიძლება, რა. არ მოხდება ეგ. - ნიტა, პანიკაში ნუ ხარ. ნიტა, გესმის, რას გელაპარაკები? - არ ვარ პანიკაში. რამე რომ მოსვლოდა, ლიზა, მიპასუხე, რამე რომ მოსვლოდა, ერეკლეს? - პანიკაში ხარ ზუსტად. რა უნდა მოსვლოდა, რა? - საშიშია, ლიზაზუ, - პირველად თქვა ეს ნიტამ და გაჩუმდა. წარმოიდგინა. ყველაფერი. ყველაზე უარესი წარმოიდგინა. ნარკოტიკები გასაღება ბიზნესი შანტაჟი საშინელება კოშმარი და ეს ყველაფერი ერეკლეს გარშემო ტრიალებდა. ნიტას ერეკლეს გარშემო და საშიში იყო ძალიან საშიში. - გავგიჟდები ეკეს ხმა რომ არ გავიგო ახლა. - არ გაგიჟდები. დაიცადე და დაგირეკავს. - გავგიჟდები ლიზაზუ. - ნიტა… მთელი ღამე ტირილში და კანკალში გაატარა. არც ერეკლეს დაურეკავს და არც სანდროს. სხვა არავის ნომერი იცოდა მეტი არაფერი იცოდა საერთოდ ცუდად იყო. ცუდად არა საშინლად იყო და ვეღარ უძლებდა უყველაფრობას ვერ უძლებდა ვერ სუნთქავდა არ შეეძლო ერეკლეს გარეშე. როგორღაც ჩაეძინა მერე. და შუადღემდე ვერ გაიღვიძა. თვალი არ ჰქონდა გახელილი, ლიზამ რომ მიახალა მოსკოვშია წასულიო. - არ არსებობს. - როგორ არ არსებობს, ნიტა. მოსკოვშია რაღაც საქმეზე. - არა, არა. ტყუილია. - მიშომ თქვა. - მიშომ საიდან იცის? - ხმა ჩაუწყდა ნიტას. კიოდა, მაგრამ ხავილის მეტს ვერაფერს ახერხებდა, - მიშომ რა იცის ერეკლეზე, რა? - იცის, ნიტა. აი, წავიდა შენი ერეკლე. - ლიზაზუ, რას იძახი? - ცრემლები წამოუვიდა ნიტას. - რას და იდიოტია. ესე როგორ წავიდა, პროსტა. დაკრა ფეხი და წავიდა, დეგენერატი. - მოგატყუა ხო მიშომ? - უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა ნიტა. - რატო უნდა მოვეტყუებინე, ნიტა. - იმიტომ, რომ ვერ ეგუება ჩემი და ერეკლეს ამბავს. - სანდრომ უთხრა, ნიტა, და ნუ იგონებ რაღაცებს რო აი ეგ იდიოტი გაამართლო გეხვეწები. წავიდა და დამთავრდა. წავიდა და დამთავრდაო. ესე ადვილად მთავრდება? თურმე მთავრდება. თურმე შეიძლება ასე გაგიმეტონ გამოგფატრონ და დაგტოვონ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. სიტყვის უთქმელად დაგტოვოს იმან, ვინც ამქვეყნად ყველაფერს გირჩევნია და ყველაზე ცუდი იცით რა არის? ამას რომ აცნობიერებ და უკვე მარტო ხარ. ერეკლემდე არაფერი იყო და ერეკლეს მერეც არაფერი დარჩა. როგორ გაიმეტა, რაზე ფიქრობდა, ნუთუ საერთოდ არ გახსენებია ნიტა. ესეიგი არც არაფერი ყოფილა არასდროს. არ ყოფილა მათი ამბავი არ ყოფილა ნიტა და ერეკლე. *** საბა ბერიძემ ერეკლე ავალიანს ესროლაო თქვა ვიღაცამ ზედა ბახტრიონზე და ქვედა ბახტრიონზე ნიტა ჯაფარიძე მოკვდა. შეასრულა საბამ, იცოდე, რომ გავიგო, ვინმე გყავს, მოგკლავო. დაფიცებული ჰქონდა და შეასრულა. არ გაბედო მისვლაო აუკრძალეს, მაგრამ არ უსმენდა არავის ნიტა. ერეკლეს გარდა, უკვე დიდი ხანია არსად ჰქონდა წასასვლელი და ვერ პატიობდა საკუთარ თავს ვერც ახლა რომ ვერ ნახა სხვა გზა ერეკლე ავალიანის გარდა. მძიმედ იყო ერეკლე. ბიჭები ადგნენ თავზე დღე და ღამე ერთ-ერთი მაინც იყო იქ. ყველაფერი გაიყინა, ნიტა რომ გამოჩნდა დერეფანში. ხმა ვერც ერთმა ვერ ამოიღო. - არ შეხვიდე, ნიტა, - უთხრა მერე სანდრომ ჩუმად. - რატო, არ მელოდება? - თვითონაც ვერ იცნო საკუთარი ხმა ნიტამ. - რო გელოდება, იმიტომ გეუბნები. - შემეშვი, რა, სანდრო. ნელა შეაღო პალატის კარი. ეძინა ერეკლეს. ძვლები ასტკივდა, ისე მოენატრა ისე მოენატრა, კინაღამ ფეხები მოეკვეთა. იჯდა მერე ერეკლეს საწოლზე და ელოდებოდა, როდის გაახელდა თვალებს და როდის ეტყოდა ნიტა, როგორ ეზიზღებოდა და როგორ დაუნგრია ცხოვრება და როგორი არაკაცი იყო და როგორ აღარაფერს ჰქონდა აზრი და როგორ საშინლად გრძნობდა თავს. ისევ ალაგებდა თავში წინადადებებს აზრებს მოგონებებს ალაგებდა და ეგონა, ზუსტად იცოდა ყველაფერი, რაც უნდა ეთქვა მაშინვე, როგორც კი ერეკლე თვალს გაახელდა და ვერ შეხედავდა თვალებში იმიტომ, რომ არ შეიძლება თვალებში შეხედო ადამიანს, რომელსაც მთელი სამყარო დაამხე თავზე და წახვედი. ყველაფერი იცოდა ნიტამ ძალიან შემთხვევით გახედა ერეკლეს ეგონა ეძინა. ეგონა ეგონა. - აუტანლად, აი წარმოუდგენლად, არარსებულად, აუხსნელად მიყვარხარ, ერეკლე. საკუთარი ნათქვამი რომ გაიგონა, მერე დაფიქრდა რა თქვა რა გააკეთა რას ელოდა რას აპირებდა. - ნუ გეშინია, ნიტ, - ჩხლეჩილი ხმა ჰქონდა ერეკლეს და კიდევ ერთხელ დაინგრა ნიტა. - დავიღალე, ერეკლე. - ვიცი, ნიტ. - არ იცი, ერეკლე. გონზე არ ხარ რად დამიჯდა, რომ შენი გამორთული მობილურის მერე ჩვეულებრივად გამეგრძელებინა ცხოვრება. - არ გინდა, ნიტა, რა. - მინდა, ერეკლე. არ უნდა ადგე და წახვიდე, ასე, აუხსნელად, არ გაქვს რა უფლება. - მორჩა, ნიტა. - მორჩა, ხო? აი, ესე, ადექი და მორჩა? - ყველაფერი მორჩა, ნიტა. საბაც, ბიძაჩემიც, კოკაინიც და ყველაფერი მორჩა. - როგორ მორჩა? - აი, ეგრე მორჩა. არ მაქვს, ნიტა, მე უფლება. სუფთა ვარ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენზე რამე უფლება მაქვს. როგორც არ უნდა მიყვარდე და როგორი სუფთაც არ უნდა ვიყო, მაინც არაფრის უფლება არ მაქვს. გაგიჟებამდე არაფერი მაკლია ახლა, მაგრამ მე მაინც ვერასდროს ვიქნები ერეკლე ავალიანზე იმდენად უკეთესი ტიპი, ნიტა ჯაფარიძე რომ იმსახურებს. ძალიან დიდხანს ჩუმად იჯდა ნიტა. მერე მერე გაეცინა და - მეთამაშე, ერეკლე, ჯეირანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.