სადღაც შორს... მთებში თავი 18
მთელი კვირა ისე გავიდა რომ სოფომ და რეზომ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს შეხვედრა. ისიც ნახევარი საათით. ეზოში ისხდნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ. თამუნამ ბოდიში მოუხადა ოთახში დავრჩებიო განაცხადა. მიტუმეტეს რომ გაიგო წასაყვანად დათამ მოაკითხავდა. დიდად არ სურდა მასთან შეხვედრა. სოფომ ჩაი მოადუღა და ცოტა ხანს ისაუბრეს. -აბა მომიყევი როგორ მიდის შენი საქმები?-ჰკითხა რეზომ -რავიცი ბევრი რამე ხდება. რომელი ერთი გითხრა? -ყველაფერი მე ხომ იცი ყველაფერი მაინტერესებს შენს შესახებ. პატარა წვრილმანიც კიი. -კარგი,-გაეცინა გოგოს და თავი მხარზე ჩამოადო.-მოკლედ გადავწყვიტე ჩემი ბიზნესი გავაფართოვო და ამჯერად თბილისის ბაზარი დავიპყრო. მართალია ამისთვის ცოტა მეტი ფინანსები დამჭირდება და მეტი შრომა, მაგრამ არაუშავს. ამისთვის მზად ვარ. -ჩემი ბიზნესვუმენი ხარ შენ.-გაეცინა რეზოს.-ასე თუ გააგრძელე მგონი მეც მაჯობებ -შენ ვერ გაჯობებ და არც არავის არ ვეჯიბრები ამით. უბრალოდ მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი დავასაქმო და მეტ ხალხს დავეხმარო. -ამას ამიტომ აკეთებ? -ნუ მთლად ამიტომ არა. მოსავალი ბევრია და მხოლოდ ამ პატარა დასახლებაში ვერ გავყიდი, თან ეხლა ზაფხული გადის და ტურისტების რაოდენობაც შემცირდება. ასე რომ ჯობია უფრო ფართო მასაზე ვიმუშავო. -მართალი ხარ. ფართი ნახე ამისთვის?სად აპირებ?როგორ უნდა მოაწყო? -რამდენიმე ვარიანტი ვნახე, მაგრამ ხვალ უფრო დავაზუსტებ და საბოლოოდ გადავწყვიტავ ყველაფერს -მე დაგეხმარები. ჩვენ გვაქვს ამისთვის საკმარისი ფართები რომ შენ გამოგადგეს. -არა რეზი არა. ეს მე მარტო უნდა გავაკეთო, შენს შეთავაზებას ვერ მივიღებ. -რატომ?შენზე კარგს ვის უნდა დავეხმარო?მე ეს მინდა -არა. ახლა არა ყოველშემთხვევაში. მარტო უნდა შევძლო ეს. -კარგი როგორც გინდა .მაგრამ დაფიქრდი მაინც.ეს ყველაფერი კარგად ვიცი და ისიც კარგად მესმის რომ საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოგიწევს. სესხად მაინც აიღე ეს ფული და მერე დამიბრუნე. - დავფიქრდები თუ დამჭირდა გპირდები გამოგართმევ.-გაეცინა სოფოს.-შენ ეს მითხარი შენი სასტუმროს ამბები როგორ მიდის? -ხვალ დიზაინერს ველოდებით რომ მოვაწყოთ. რემონტი დასრულებულია, მაგრამ მალე გავხსნით. ალბათ ერთი თვე დაგვჭირდება ამისთვის. -ძალიან კარგია. იმედია ისეთივე წარმატებული იქნება როგორც დანარჩენები. -ჩვენც ამის იმედი გვაქვს. ამ რეგიონში ეს ჩვენი პირველი სასტუმრო იქნება. ხვალ რომელ საათზე მიდიხარ? -დილით ადრე. -მაპატიე საყვარელო არ მცალია თორემ მარტო არ გაგიშვებდი. მოწყენით უთხრა რეზომ -არუშავს ძვირფასო მართლა არ მწყინს. შენც შენი საქმეები გაქვს და მგონი არ უნდა მოცდე . როცა ყველაფერს მოვრჩებით მერე ერთად ყოფნასაც შევძლებთ... -საყვარელო.ძვირასო. ჩემო სიხარულო..-ჩეცინა რეზოს...-ამ ბოლო დროს ძალიან დაეჩვიე ასეთ სიტყვებს. -არ მოგწონს? -პირიქით მიხარია რომ ასე იხსნები და მიმტკიცებ რამდენად ძვირფასი ვარ შენთვის -ხვალ კიდევ რაღაც მაქვს დაგეგმილი. გადავწყვიტე რომ ჩემ ძმას შევხვდე, დაველაპარაკო. შევურიგდე. თამომ მითხრა რომ გეძებსო. მგონი დროა რომ მშობლებს, ოჯახს დავუბრუნდე. მოუწევთ რომ თვალი გაუსწორონ ყველაფერს და მიმიღონ ისეთი როგორიც ვარ. -აი ეს მომწონს. ეს ძალიან კარგია. მიხარია რომ ასე ფიქრობ და ასე გადაწყვიტე. რეზომ სახე დაუჭირა და აკოცა..... მეორე დღეს ადრიანად გამოემგზავრა სოფო თბილისში ზეზვასთან ერთად.თამუნა ისევ სახლში დარჩა. გავისეირნებ და აქაურობას უფრო კარგად დავათვალიერებო. სოფოს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბევრი საქმე ჰქონდა და ზუსტად იცოდა რომ მალე აწუწუნდებოდა. ის კი მის წუწუნს ვერ გაუძლებდა და საქმეს ვერ მოაგვარებდა. მთელი დღე მოანდომეს შენობების დათვალიერებას. ზოგის ფასი არ მოეწონა ზოგი სარემონტო იყო და ამის არც დრო ჰქონდა და არც ფული. ბოლოს როცა იმედი გადაეწურა სწორედ მაშინ მიაგნო იმას რასაც ეძებდა.უფრო სწორად არ ეძებდა შემთხვევით გაიარა იქ სადაც ადრე მამამისს ერთ-ერთი მაღაზია ჰქონდა. თვალი შორიდან შეავლო. დაკეტილი დახვდა. არ გაჰკვირვებია მისი მეპატრონის ამბავი ხომ კარგად იცოდა რატომაც მოხდა ეს. მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა. მანადე კი ზეზვას გადაულაპარაკა. -ვიპვეთ ზეზვა . ეს სწორედ ის ადგილია რაც ჩვენ გვჭირდება. შეთანხმება შედგა. იმ დღეს მამამისის ძველი მეგობარი არ გამოჩენილა. მას მხოლოდ მეორე დღეს შეხვდა როცა უკვე ხელშეკრულება გაფორმებული იყო. სოფოს დანახვაზე თვალები შუბლზე აუვიდა. დაიბნა და გაოცებული შეჰყურებდა მას. -რაო ბატონო დიმიტრი?მიცანით? -შენ სოფო არ ხარ? -მე ვარ. არ გეჩვენები. მოჩვენება არ დაგინახავს. ასე შევიცვალე? -ძალიან ხარ შეცვლილი. ესეგი შენ აპირებ ამ ფართის ქირაობას? -კი მე ვაპირებ და მომავალში მის შესყიდვასაც ვგეგმავ. -აჰ რატომ არ მიკვირს.-ირონიულად უთხრა მან.-რომელ საყვარელს გამოართვი ფული? -შენ რომელ საყვარელს შეატენე მამაჩემის ფულები და დაახარჯე ?-არ დაუთმო გოგომ -მიწვევ?-წარბის აწევით ჰკითხა მან -არა პასუხი გაგეცი იმაზე რაც მკითხე. შენ გგონია არაფერი არ იცი? მე კარგად ვიცი ყველაფერი შენზე. ისიც კარგად ვიცი რა გაუკეთე მამაჩემს. ისარგებლე იმით რომ კაცი შოკში იყო და ყველაფერი წაართვი. რა იყო მადა გაგეხსნა?ბევრი მოინდომე? აი სწორედ აქ დაუშვი შეცდომა. შენ არაფერი არ იცოდი. ყველაფერს მამაჩემი აკეთებდა და შენც ამით სარგებლობდი. მერე როცა გვერდით მისნაირი პროფესიონალი აღარ აღმოგაჩნდა ასე გაანიავე ქონება. -შენ რა იცი რა იყო და როგორ? არ მოგცემ შეუარწყოფის უფლებას. წამოიწია სკამიდან კაცი. მაგრამ ზეზვამ უბიძგა მზარზე და უკან დააბრუნა. -დაჯექი ჩემი მოსმენა მოგიწევს. მკაცრად უთხრა სოფომ. თვითონაც არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. იხტიბარი აღარ გაიტეხა და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.- -იცი ყველაზე ცუდი რა არის?შენნაირი გაუმაძღარი და უნამუსო ადამინები რომ არსებობენ ამ ქვეყანაზე.რატომ არ გეყო ის რაც მამაჩემმა მოგცა გულწრფელად მითხარი ოღონდ?შენ ხომ არაფერი გაგაჩნდა საერთოდ. -არ ვიცი. ალბათ როცა დავინახე რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი წამერთმია და ჩემო გამხდარიყო რატომ უნდა დავკმაყოფილებულიყავი იმ გროშებით? -ახლა ეგ გროშებიც რომ აღარ გაქვს? ახლა ის სახლიც დაკარგე. ნახევარი მაღაზიების დაკეტე. აღარ ფუნქციონირებს. შემოსავალი ის კაპიკები დაგრჩა რასაც ამ ყველაფრის გაქირავებით აიღებ. ნუთუ ეს გინდოდა? -მე მეტი მინდოდა ყველაფერი მინდოდა. მაგრამ რაც ყველაზე მთვარია მამაშენი ვნახე განადგურებული. -ეს ხომ დროებითია?ახლა მე გამოვასწორებ ყველაფერს. -ხო აბა რაა საყვარლის ფულებით. -არ მაინტერესებს შენ და შენნაირები რას იტყვიან და რას ილაპარაკებენ ან რას იფიქრებენ საიდან მომაქვს ეს ფულები. არავინ არ იცით ეს რა შრომის ფასად მიჯდება ან რის ფასად მივაღწიე ამ ყველაფერს. არავის წინაშე არ ვარ ვალდებული თავი ვიმართლო. მართალია გვიან მაგრამ მაინც მივხვდი ამ ყველაფერს. გეფიცები გაგანადგურებ, ბოლო კაპიკსაც წაგართმევ. სხვათა შორის ის სახლი უკვე დავიბრუნე და ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა. სულ მცირე ერთ წელში კი გპირდები ყველაფერი ისევ ჩემი საკუთრება გახდება.-გამოსცრა კბილებში სოფომ -ამას ვერ ეღირსები. ეს არ მოხდება წამოხტა დიმიტრი. -დაიმახსოვრე ეს დღე. ამ დღეს აუცილებლად გაგახსენებ. აი ნახავ თუ არ მოხდება. ახლა როგორც არასდროს ისე ვარ ძლიერი . დიმიტრი უკან მოუხედავად გავარდა რესტორნიდან, სოფომ კმაყოფილმა გააყოლა თვალი. -ეს ის კაცია ვისზეც მომიყევი?ჰკითხა ზეზვამ სოფომ თავი დაუქნია. -ასე მოქცევაც არ იყო საჭირო. ცოდოა. -იცი ზეზვა არ ვაპირებდი მაგრამ ეს იდეა თანდათან მოვიდა, შურისძიებას არ ვაპირებდი მაგრამ სხვა გზა არაა. ასეთებს ასე უნდა მოექცე როგორც იმსახურებენ. ისეთ დღეში ჩავადგებ როგორც ერთ დროს მამაჩემი და ეჭვი მაქვს რომ კიდვ ბევრი ადამინიც. -სოფო შურისძიება გამოსავალი არაა. -შეიძლება.მაგრამ ახლა უკან არ დავიხევ და ვერავინ გადამაფიქრებინებს და გთხოვ რეზოს ეს არ უთხრა ძალიან გთხოვ. -არ ვეტყვი ერთი პირობით თუ დაფიქრდბი კარგად და გაიაზრებ ამ ყველაფერს რის გაკეთებსაც აპირებ. ეს ცოდვაა და ღმერთი არ გაპატიებს. -ვიცი და გპირდები დავფიქრდები, ახლა კი ადექი კიდევ ერთი საქმე გვაქვს -თუ ისევ ასეთ რაღაცაზე მივდივართ არ წამოგყვები -არა სხვაგან მივდივართ, ცუდი არაფერია. სოფომ ანგარიში გადაიხადა და ზეზვს წინ გაუძღვა... მანქნა ერთ-ერთ პარკთან გააჩერა ახლოს და გაჩუმდა. ხმას არ იღებდა. ნახევარი საათი მაინც ჩუმად იყო -აქ რას ვაკეთებთ?-ჰკითხა ზეზვამ სოფო შეკრთა მოიხედა და თვალს მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. -ზეზვა შეხედე იქ რომ ბავშვი თამაშობს. პატარა წითელი მაისური რომ აცვია ჩემი ძმისშვილია, ის კი ჩემი ძმა და მისი ცოლია. ანიშნა სოფომ სათამაშო მოედანზე მყოფებზე -მართლა?რა საყვარელია. შენ გგავს შენნაირი შავი კულულები აქვს გაეცინა ზეზვას.-მერე აქ რას დამდგარხარ?წადი მიესალმე. -მე.. მე არ ვიცი რა ვუთხრა როგორ ველაპარაკო. რაზე ველაპარაკო?მეშინია რომ ხელი მკრას. რომ არ მიმიღოს-დასევდიანდა გოგო -თუ არ მიხვალ ვერასოდეს გაიგებ რას ფიქრობს ის. -მოდი დღეს წავიდეთ. დღეს ძალიან დავიღალე.სხვა დროს იყოს. სოფომ გასაღები გადაატრიალა და მანქანა ნელ-ნელა დაძრა, მერე მთავარ გზაზე გავიდა და სიჩქარეს მოუმატა. ყურადღება არ მიუქცევია ზეზვას სიტყვებისთვის. რომელიც ეუბნებოდა რომ ახლა არ უნდა დაეხია უკან დრო იყო ყველასთან ყველაფერი გაერკვი და შერიგებოდა..... ზეზვა სახლთან დატოვა და თვითონ რეზის მოსანახულებლად წავიდა. არ დაურეკავს სიუპრიზის გაკეთება გადაწყვიტა. მანქანა სასტუმროს წინ გააჩერა.. სარკეში ჩაიხედაა ,მოეწონა საკუთარი თავი. ღრმად ჩაისუნთქა და თამამად გადავიდა მანქანიდან. მუშებს ჰკითხა მისი ადგილსამყოფელი, მათაც ზუსტად მიასწავლეს. ზემოთ არის ოთახებს ათვალიერებენო. ისიც იქით წავიდა. ნელა მიიკვლევდა გზას გრძელ დერეფანში. ბოლოდან ხმაური შემოესმა. რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო იკვეთებოდა ქალის ხმა. მასაც ნელ-ნელა ეცვლებოდა სახეზე ღიმილი. ოთახს გაუსწორდა და შიგნით შეიხედა. ელდა ეცა და თვალებს არ დაუჯერა. ქალს რეზისთვის კისერზე შემოეხვია ხელები დაეხვეოდა. ერთიანად აკანკალდა. თვალზე ცრემლი მოადგა . -რეზი.. ოდნავ გასაგონად დაიჩურჩულა მან. ბიჭმა ქალს ხელი გააშვებინა და სწრაფად მოიხედა. -სოფო...დაბნეულმა თქვა მან.-აქ არ გელოდი. -რა თქმა უნდა.რატომ დამელოდებოდი. გამოსცრა სოფომ მობრუნდა და გამოიქცა. გარბოდა და ტიროდა. ბექაურიც გონს მოვიდა. -განთავისუფლებული ხარ. ფულს გადმოგირიცხავ.-მიაძახა ქალს და სოფოს გაეკიდა. მაშინ დაეწია როცა გოგო მანქანაში ჯდებოდა. მკლავში ხელი მოჰკიდა თავისკენ მიატრიალა და მანქანას ააკრა. -რას აკეთებ?თავი დამანებე. გამიშვი. -არა. არ მოგცემ უფლებას რომ წახვიდე და გაიქცე.ყველაფერს აგიხსნი. -ასახსნელი არაფერია. არ ეშვები ქალებში გულაობს. მეც გინდივარ დ ასხვებზეც არ ამბობ უარას. -უყვირა სოფომ -იმას ნუ იტყვი რაც არ არის. მომეცი უფლება აგიხსნა ყველაფერი. მართალია დაინახე რომ ის კისერზე მეხვეოდა, მაგრამ შენ ხომ ჩემი რექცია არ იცი?შენ ხომ არ იცი მე რა ვუთხარი. -რომ არ მოვსულიყავი და არ შემეწყვეტეინებინა უარს არ ეტყოდი დარწმუნეული ვარ. გამიშვი გაიბრძოლა გოგომ და თავის განთავისუფლება სცადა. -არა სოფო ასე არაა და ნუ იტყვი იმას რაც არ იცი. მერე ერთმანეთს რომ არ ვაწყენინოთ. -მე უკვე მეწყინა და აღარ მჯერა შენი. -კარგი მაშინ წადი. მიდი წადი. ხო გაიქეცი. უყვირა რეზომაც და ხელი გაუშვა.-შენ ხომ ყოველთვის გარბიხარ. პრობლემები რომ მოაგვარო ამის მაგივრად გაქცევას ამჯობინებ. -მე ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. -არაფერი არ მომხდარა ადამიანო.-მოთმინება გამოელია ბიჭს და ზურგი შეაქცია.-ვაღიარებ ანი ჩემი საყვარელი იყო. ადრე მართლა გვქონდა ურთიერთობა მაგრამ ეს ადრე იყო. რაც შენ გაგიცანი მას არ გავკარებივარ, არ მაინტერესებს, არვინ შენს გარდა. წეღანაც ძველი დროის გახსენება უნდოდა .ჩემთან დაბრუნება სცადა მაგრამ მე უარი ვუთხარი. შენც ამ დროს მოხვედი და სწორად ვერ გაიგე . -არ მჯერა გესმის არ მჯერა? -რა გაყვირებს ერთი ვიცოდე? მობრუნდა რეზო და ისევ მანქანას ააკრა განერვიულებული გოგო.-ნუთუ არ დაგმტკიცე რომ უნდა მენდო?ნუთუ ამას ვიმსახურებ შენგან? -შენ რომ გენახე იმავე სიტუაციაში რას იფიქრებდი? -მე შენში იმდენად ვარ დარწმუნებული რომ არასოდეს არ გავიფიქრებდი ასეთ რამეს -ხომ იცოდი რო მასზე ვიეჭვიანებდი? ხომ იცოდი რომ არ მესიამოვნებოდა?რატომ არ გაუშვი სამსახურიდან?არ იცოდი რომ ადრე თუ გვიან გავიგებდი რომ ის შენი საყვარელი იყო? -რას მეუბნები ეხლა შენ ხვდები?მეუბნები რომ ადამიანი გავანთავისუფლო იმის გამო რომ ჩვენ წარსულში რაღაც ურთიერთობა გვქონდა? გავანთავისუფლო ადამიანი რომელიც თავის საქმეში ერთ-ერთი უძლიერესია საქართველოში? -ხო აბა რაა თავის საქმე ხუთიანზე იცის.ეგ საქმე მაგრად გამოსდის.-ირონია გაურია სოფომ -ასეთი თუ იყავი ვერ წარმოვიდგენდი. აი გამოაჩინე შენი სახეც. ეჭვიანი და ცხოვრებისგან გამწარებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. თუმცა კარგად ვიცი ასეთი არ ხარ. არ გინდა თამაში, მოიშორე ეგ ნიღაბი. და უბრალოდ ის იყავი ვინც ხარ. უბრალოდ მენდე.-რეზო ნაწყენი გამობრუნდა და სოფო მარტო დატოვა. გოგო მანქანში ჩაჯდა და გამწარებულმა მიაჯახუნა კარები. ერთ ხანს უყურა ბიჭს, იმედი ჰქონდა რომ მობრუნდებოდა და ეტყოდა მაპატიეო. მაგრამ ის არ მობრუნებულა.გამწარებულმა საჭეს ხელი დაარტყა და ნიაღვარივით წასკდა ცრემლები.... ერთ ხანს ბექაურმაც იფიქრა რაც არის არის, დავუთმობ და მივბრუნდები შევურიგდებიო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ის დაამნაშავე არ იყო და თან სოფოსგან ისიც ეწყინა რომ არ ენდობოდა და მისი არ სჯეროდა. ეწყინა მისი ეჭვიანობა თუმცა გულში ჩაეცინა ეს იმის ნიშანი იყო რომ გოგო მის მიმართ გულგრილი არ იყო.... გადაწყვიტა დრო მიეცა დასაფიქრებლად ამიტომ თამამად გააგრძელა გზა და დაწყებული საქმე განაგძო სასტუმროში, თუმცა ანის არ გაკარებია... რამდნეიმე დღემ გაიარა. სოფო და რეზო ერთმანეთს არც დალაპარაკებიან და არც შეხვედრიან. არც ერთი ზარი და არც ერთი შეტყობინება არ დაფიქსირებულა მათ ნომერზე. სოფო ძირითადად ქალაქში იყო და მაღაზიის მოწყობით იყო დაკავებული. რეზო სასტუმროს დიზაინის მოწყობაში აღარ ერეოდა, დათას მიანდო ეს საქმე ანითან შეხვედრას გაურბოდა. ძირითადად ან კაბინეტში იყო და საბუთებს აწესრიგებდა ან თავის ნომერში სვავდა და სოფოზე ფიქრობდა. ძალიან ენატრებოდა. ჩუმად რამდენჯერმე აედევნა გოგოს და უკან გაჰყვა. შორიდან შეავლო თვალი.რომ დარწმუნდებოდა კარგად იყო და საფრთხე არ ემუქრებოდა მაშინვე უკან ბრუნდებოდა. სოფო კი მაღაზიის გახსნისთვის ემზადებოდა. საღამოობით როცა საქმეს მორჩებოდა მშობლების სახლთან მიდოდა და ჩუმად უყურებდა მათ. განსაკუთებით პატარა აგიჟებდა. ისეთი ენერგიული და ისეთი მხიარული იყო. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ერთ საღამოს როცა მისი ძმა და რძალი პარკიდან უკან ფეხით ბუნდებოდნენ მანქანიდან გადავიდა და უკან აედენა. ერთ ხანს სდია, მერე კი ხმადაბლა დაუძახა. -გიოო.. ბიჭი უკან მოტრიალდა და ადგილზევე გაშეშდა. -სოფო დაიძახა მერე და დისკენ გაიქცა. ხელები გაშალა და ძლიერად მოეხვია.-დაიკო. ცოცხალი ხარ?როგორ მენატრებოდი. კარგად ხარ? სად იყავი. დააყარა კითხვები და გულში იკრავდა. მერე ხელი გაუშვა და გარშემო შემოუარა შენ ხარ?აბა დამენახე?რა კარგად გამოიყურები. -მე ვარ ხო მეე გაეცინა გოგოს.-გაჩერდი ერთი წუთით თავბრუ ნუ დამახვიე. -ჩემი დაიკო. რომ იცოდე სად არ გეძებე. ისევ ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა. -შენს ოჯახს არ გამაცნობ? -კი როგორ არა. მოდი მოდი. ეს მაიკოა ჩემი მეუღლე ეს პატარა ქალბატონი კი ჩვენი შვილია, მასაც სოფო ჰქვია შენსავით. -ეს ყველაფერი ვიცი. ამ ქალბატონსაც ვიცნობ შორიდან. გაეცინა სოფოს და ცხვირზე ხელი მოუთათუნა ბავშვს რომელმაც დაიმორცხვა და დედას მიეკრო. -ძალიან მიხარია როგორც იქნა გაგიცანი.-გაუღიმა რძალმა. -გიო წამო სადმე გავიდეთ, დასხდეთ და ვისაუბროთ. მომიყევი როგორ ხართ. -კარგი წავიდეთ.მაშინვე დაეთანხმა გიო -მე სახლში წავალ გვიანია უკვე ბავშვს ეძინება. -შენც წამოდი მაიკო. ხომ უნდა გაგიცნო კარგად. მეწყინება იცოდე. თან დიდი დრო მეც არ მაქვს. უკან უნდა დავბრუნდე. რამდენიმე წუთში სოფომ ერთ მყუდრო კაფესთან გააჩერა მანქანა და შიგნით შევიდნენ. სუფრას მიუსხდნენ. მიმტანს შეკვეთა მისცეს და მის მოლოდინში საუბარი დაიწყეს. პატარა სოფო ერთ ადგილზე ვრ ისვენებდა სულ ცქმუტავდა. ბოლოს მაიკომ სათამაშო მოედანზე წაიყვანა და იქ თამაში დაიწყო. -აბა მომიყევი სახლში როგორ ხართ?დედა და მამა როგორ არიან? -რა ვიცი სოფო იმდენი რამეა მოსაყოლი უკვე აღარ ვიცი საიდან დავიწყო. ძალიან ბევი რამე მოხდა ამ წლების განმავლობაში. -რაღაცეები ვიცი, თამუნამ მითხრა. -ესეგი თამუანმ იცოდა შენი ადგილსამყოფელი და არ მითხრა? -არა არ იცოდა. ამ ერთი თვის უკან დავურეკე და შევხვდი.მაშინ მითხრა ყველაფერი. -მიანც სად გაქრი სად წახვედი მაშინ?ბევრი გეძებე მაგრამ ვერ მიგაკვლიე... -ასე მინდოდა. -უთხრა სოფომ და წარსული გაახსენდა ის ავბედითი დღე გაახსენდა. "სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა. თან განერვიულებული იყო. ერთი თვე ხდებოდა რაც ის და ზაზა დაშორდნენ. ბიჭს საერთოდ არ გახსენებია. არც კი დაინტერესებულა როგორ იყო,როგორ გააგრძელა ცხოვრება. როგორ იყო. ეჭვობდა რომ ამ ყველაფერში ქალი იყო დამნაშავე და მისი ინტუიცია მართალი აღმოჩნდა. იმის გააზრება რომ მიატოვეს რთული და ძნელი იყო.სჯეროდა რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და ისევ დაუბრუნდებოდა.მაგრამ ამოდ ის არ ჩანდა. სამსახურში ძველებურად დადიოდა. ის რომ არა ალბათ საბოლოოდ გააფრენდა და ჭკუიდან შეიშლებოდა. მუხლჩაუხრელად შრომობდა. ღამის მორიგეობებზე ხშირად რჩებოდა რომ დაღლილს სახლში მისულს მაშინვე ჩასძინებოდა და ამ ყველაფერზე არ ეფიქრა. უკვე დაიღალა ტირილისგანაც. იმ საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო. რაღაც ვერ იყო კარგად. თავი სტკიოდა და გული ერეოდა. დედამ რომ საჭმელი შეუტანა ოთახში მაშინაც წამოაზიდა, მაგრამ თავი შეიკავა რომ არაფერი გაეგო. როგორც კი გავიდა ოთახიდან მაშინვე სააბაზანოში გავარდა და გული აერია. სახეზე ცივი წყალი შეისხა უკან დაბრუნდა და თამუნას დაურეკა. -სად ხარ თამო?...აფთიაქში ორსულობის ტესტი მიყიდე და სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდი... თხუთმეტ წუთში თამუნა მასთან გაჩნდა. სულს ძლივს ითქვამდა. -არ მითხრა რომ ორსულად ხარ. ეს როგორ დაემართა. -ჩუმად რა გაყვირებს. ჩემები გაიგებენ, სოფომ ოთახის კარი მიხურა და პარკს დასწვდა. ერთი ცალი ამოიღო და საააბაზანოში გაუჩინარდა. გამოსვლა რომ დააგვიანა თამუნამ თვითონ მიაკითხა. სოფო იატაკზე იჯდა . ხელშო ორსულობის ტესტი ეჭირა დადებითი პასუხით და ტიროდა. -რა ხდება? -ორსულად ვარ.-ამოიკნავლა გოგომ და ტირილს უმატა. თამუნა გვერდით მიუჯდა მეგობარს და ჩაეხუტა. თავზე ხელს უსვამდა და აწყნარებდა.-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს ეშველება, ოღონდ არ გამაგონო რომ აბორტს იკეთებ, ამას არასოდეს გაპატიებ ეს რომ ახსენო. -არ რას ამბობ, თამო ეს ხომ ჩემი სიყვარულის ნაყოფია. უკვე ვგრძნობ მას ჩემში, საოცარი შეგრძნებაა არც კი ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა -ეტყვი მას? -არა. მან არჩევანი გააკეთა და თან არ მინდა ბავშვის გამო იყოს ჩემთან. არ ვუნდივართ?კი ბატონო წავიდეს. იყოს იქ სადაც უნდა და ვისთანაც უნდა. ეს ბავშვი მხოლო ჩემი იქნება. თქვა სოფომ მტკიცედ და ამ დროს დედის გაფართოებულ თვალებს წაააწყდა რომელიც კარში იდგა და ყველაფერი მოესმინა. -დედაა. ჩაუწყდა ხმა. -ეს რას ნიშნავს?რა ჩაიდინე?ეს როგორ გააკეთე?უნამუსო გოგო.-უყვირა დედამ ბოლო ხმაზე. -დამშვიდდით ეთერ დეიდა. მგონი სხვებს არ უნდა გავაგებინოთ, ჯერ ჩვენ ვილაპარაკოთ. ჩაერია თამუნა. და სოფოსთან ერთად ფეხზე წამოდგა. -შენ ნუ ერევი. ამ უნამუსოსთან მაქვს საქმე. ქალი თმაში სწვდა სოფოს. ამას არ ელოდნენ და ორივე დაიბნა. -ეს როგორ ჩაიდინე ?უსინდისო. ერთი რაღაც გებადა და იმას ვერ გაუფრთხილდი. აუშვირე ფეხები ვიღაც უცხო ბიჭს. ყვიროდა ქალი და სოფოს მისაღები ოთახისკენ მიათრევდა. ხმაურზე მამამისი და მისი ძმა გამოვარდნენ. თამუნა მათ გაშველებას ცდილობდა. როგორც იქნა ხელი გააშვებინა და უყვირა., -ყვირილით ვერაფერს ვუშველით, წყნარად ვილაპარაკოთ.-თქვა თამუნამ -შენ ნუ ერევი. აქედან გაეთრიე. უყვირა ქალმა მასაც -გაჩერდით და ამიხსენით აქ რა ხდება. იკითხა მამამ, მის მკაცრ ბარიტონზე სოფოს გააკანკალა. -რა ხდება?რა ხდება და ეს ქალბატონი ორსულადაა. ქორწინებამდე ჰქონდა ურთიერთობა შეყვარებულთან. ხომ გეუბნებოდი ასე ნუ ათამამებ-თქო. შენი ბრალია მიუბრუნდა ქმარს. -რაა?ახლა მამამ მიიღო შოკი. გიო საერთოდ ხმას ვერ იღებდა მოწყვეტით დაეშვა სავარძელში. -ამოიღე ხმა რას გაჩუმებულხარ. -ეს მართალია შვილო? -კი მამა, დედა მართალას ამბობს, მე ორსულად ვარ. -მდაა... თქვა კაცმა და უცებ მისმა ღრიალმა ოთახი შეძრა. - ხარ ნამდვილი . არაფრით განსხვავდები მათგან ქუჩაში რომ დგანან. მისმა ხელმა ჰაერში წრე მოხაზა და სოფოს ლოყაზე ძლიერად მოხვდა. თავი ვერ შეიკავა და იატაკზე დაეცა. -მამა. რას აკეთებ. ის ხომ შენი შვილია?-ჩაუდგა შუაში გიორგი და შეაჩერა -მე დღეიდან შვილი აღარ მყავს. აქედან გაეთრიე. საცემრად გაიწია ისევ. მაგრამ გიო ძლიერად იჭერდა. -ბილოსდაბოლოს ის შენი შვილია და არა ცხოველი. ასე ცემით ვერაფერს იზავ. მოსახდენი მოხდა და გეყოს. არ მოგცემ უფლებას რომ სცემო. ის ჩემი დაა. ჩემი სისხლი და ხორცია. ისევე როგორც შენი. შენ კი დედა რას აკეთებ?ასე იმეტებ შვილს?ის არც პირველია და არც უკანასკნელი ვისაც ეს დაემართა. იყვირა გიომ. სოფოს გული გაუთბა. თვითონაც ვერ შეამჩნია მისი პატარა ძმა ასე როდის გაიზარდა და როდის დაკაცდა. თვარმეტი წლის ბიჭივით კი არა, დიდი კაცივით მსჯელობდა. -აქედან გაეთრიე. აღარასოდეს დაგინახოს ჩემმა თვალებმა,მე შვილი აღარ მყავს. -რას აკეთებთ?სად უშვებთ შვილს?ასეთი უგულოები როგორ ხართ?ჩაერია თამუნა და სოფოს ტუჩიდან წამოსული სისხლი მოსწმინდა. -მამა ასე სახლიდან გაგდება არ იქნება. დაველაპარაკოთ იმ ბიჭს იქნებ დაქორწინდნენ და ეს ყველაფერი არავინ გაიგოს. -გაჩერდი გიო გეხვეწები. დაანებე თავი. ჩემი ბრალია. მე შევცდი. თან ის ბიჭი ამაზე არ დათანხმდება. ჩვენ დავშორდით. ასე რომ გეყოს მათი დარწუნება. -აბა რა გეგონა ფეხებს რომ უშვერდი ქორწინებამდე.მეტის ღირსი ხარ. ახლავე, ახლავე გაეთრიე აქედან ისევ ყვიროდა მამამისი. -ახლავე წავალ. ჩემს ნივთებს ჩავალაგებ და წავალ.-წამოდგა სოფო და ოთახში გავიდა. -აქედან ვერაფერს წაიღებ. რაც გაცვია მაგით წახვალ. ხელი მოჰკიდა მამისმა და ძალით გაათრია . მერე სახლის კარი გააღო და გარეთ ისე გააგდოს თითქოს ძაღლი ყოფილიყოს. -მ დღეიდან შვილი აღარ მყავს. მიაძახა და კარი ცხვირწინ მიუხურა. -მამა , დედა ასე არ მომექცეთ.-კარებზე ბრახუნი ატეხა სოფოს. ტიროდა, ღრიალებდა ,მაგრამ ამაოდ. არავინ გამოსულა და არავინ შეხმიანებია. -გეყო. ყველაფერი დასრულდა. დღეიდან შენ აღარც მშობლები გყავს, აღარც მეგობრები და აღარც ზაზა. დღეიდან მე გყავარ და არასოდეს არვის მივცემ უფლებას რომ დაგამციროს. ადექი წამოდი. ჩემთან წავიდეთ. შენ ჩემი და ხარ. მაგ ბავშვსაც ერთად გავზრდით და მას ორი დედა ეყოლება. ააყენა თამუნამ, ჩაეხუტა და ტაქსი გამოიძახა...." -იმ დღეს უკან გამოგეკიდე, მაგრამ მამამ არ გამომიშვა. მითხრა თუ ახლა გახვალ აღარ დაბრუნდებიო. მე კიდევ შემეშინდა, მაშინ პატარა ვიყავი და ვერ გავბედე რომ მისთვის წინააღმდეგობა გამეწია. მაპატიე დაიკო. კარგი? -შენი ბრალი არაა გიო. ეს ჩემი ბრალია. როცა საჭირო იყო მაშინ უნდა გამომეჩინა სიმტკიცე მაგრამ ვერ შევძელი და დავისაჯე ყველაფრისთვის. -მატო შენ არა ისინიც იტანჯებოდნენ და განიცდიდნენ ამ ყველაფერს. მათთვისაც არ იყო ადვილი. რამდენჯერ მინახავს დედა შენს სურათს უყურებდა და ტიროდა ისე რომ არავის შეემჩნია. -ხო მაგრამ ასე ცხოველივით როგრ მომექცნენ?ასე როგორ გამიმეტეს?მე ხომ მათი ღვიძლი შვილი ვიყავი?უცოდველი ხომ არავინაა? -სოფო ერთი რამ უნდა გკითხო?ბავშვი გააჩინე? -ბავშვი დაიღუპა გიო. ნაადრევი მშობიარობა დამეწყო და ვერ გადარჩა. ვერც მე შევძელი მისი დაცვა. ვიცოდი რომ რთული ორსულობა მქონდა, ექიმმა გამფრთხილა მაგრამ არ დავუჯერე. მერე ჩემი მდგომარეობა გართულდა და ოპერაცია დამჭირდა. ცუდად წავიდა ჩემი საქმე . ექიმმა მითხრა რომ შვილის გაჩენას ვეღარ შევძლებ.-დასევდიანდა სოფო -ყველაფერი კარგად იქნება დაიკო. ყველაფერს გავუძლებთ და გადავიტანთ. კიდევ დიდხან ისაუბრეს და-ძმამ. ერთმანეთს თითქმის ყველაფერი მოუყვნენ. დრო ისე გაეპარათ ვერ გაიგეს. ამასობაში პატარა სოფოს ძილი მოერია და წასასვლელად მოემზადნენ. -გიო სანამ წავალთ რაღაცას მოგცემ კიდევ. სოფომ ჩანთიდან საბუთები ამოიღო და წინ დაუდო. -ეს რა არის? -ეს ჩვენი სახლის საბუთებია. მე ვიყიდე. აი აიღე შენზე გავაფორმე, ხვალვე შეგიძლიათ გადახვიდეთ. ოღონდ დედასთან და მასთან არაფერი წამოგცდეს. -სოფო ამას ვერ ავიღებ არ შემიძლია ის შენია. -ის ჩვენია გიო ორივესია და კიდევ ამ პატარა ქალბატონის. გაეცინა სოფოს. დამპირდი რომ იქ გადახვალთ.გთხოვ გიო. -როგორ იყიდე? -მაგას მერე მოგიყვები. ხო მართლა. მალე აქ ახალ მაღაზიას ვხსნი და მინდა იქ თქვენ იმუშავოთ. რას იტყვი მაიკო ხომ შეძლებ ? -მე რა უნდა გავაკეთო?-გაიოცა გოგომ -ისეთი არაფერი რომ ვერ შეძლო. მომსახურე პერსონალს უხელმძღვანელებ და მთლიანდ მაღაზიას. რასაც ვერ შეძლება და გაგიჭირდება მე დაგეხმრები. -ეს ეს... ძალიან მაგარია. მე ხომ ადრე მამაშენის მაღაზიაში ვმუშაობდი. გიოც იქ გავიცანი. გაეცინა გოგოს. -ხოდა ძალიან კარგი თქვენი იმედი მაქვს. გიო გთხოვ დაელაპარაკე მამას და უთხარი რომ ვითომ ეს სახლი დიმიტრიმ დაგვიბრუნა უკან ან რა ვიცი რაც გინდა ის უთხარი, მთავარია იქ დაბრუნდეთ და ამ გაჭირვებაში აღარ იყოთ. -ანგელოზი ხარ დაიკო ნამდვილი ანგელოზი. გაშალა ხელები გიომ და დას ჩაეხუტა. მერე სოფომ ისინი სახლთან დატოვა და უკან გაემგზავრა. თითქოს შვებით ამოისუნთქა და გულზე მოეშვა, როცა წარმოიდგინა რომ მისი ოჯახის წევრები კარგად იქნებოდნენ.... **************** თამუნას სოფოს ლოდინი მობეზრდა. ტანსაცმელი გამოიცვალა და წასასვლელად მოემზადა. -სად მიდიხარ ბებო?-კართან დაეწია მარო -გავისეირნებ ბებო თორემ აქ მარტო ვეღარ ვძლებ. სულ მიმატოვა მეგობარმა.-გაეცინა მას. -კარგი მაგრამ თბილად ჩაიცვი. აქ სიცივე იცის და საღამოა უკვე. -მაცვია ბებო უკვე. აბა წავედი და მალე დავბრუნდები. ფეხით ჩაუყვა გზას. ნელა მიდიოდა თან ათვალიერებდა ყველაფერს და ტკბებოდა ამ სილამაზით. მზე უკვე ჩადიოდა, მთის წვერის უკან იმალებოდა და ულამაზესი სანახაობა იყო. შორიდან მანქანის ხმა შემოესმა. იფიქრა სოფო იქნებაო და შეჩერდა, მაგრამ მისდაგასაკვირად ის არ იყო. რეზო აღმოჩნდა. მანქანა მის წინ შეაჩერა და მიესალმა. -საით გაგიწევია ქალბატონო?- -სახლში მოვიწყინე და გასეირნება გადავწყვიტე. -სოფო არ არის სახლში? -არა თბილისშია, კვირის ბოლოს მაღაზიას ხსნის და მთელ დღეებს იქ ატარებს. მოიცა შენ ეს არ იცოდი? დაეჭვდა გოგო. -არა არ ვიცოდი. -რაღაც ამ ბოლო დროს აღარ ჩანხარ ჩვენთან და რა ხდება ხომ არ იჩხუბეთ? -ხო ცოტა ვიკამათეთ. იეჭვიანა და არ დამიჯერა, მოწყენა დაეტყო რეზოს. -ეჰ შეყვარებულიების ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო. გაეცინა თამუნას.-შერიგდებით, აი ნახავ მალე შერიგდებით. -ხო ეგ ვიცი რომ შევრიგდებით, მაგრამ ძალიან მეწყინა. აი ესეც მეწყინა რომ მაღაზიას ხსნის და მე არაფერი არ მითხრა. საწყენი აბა რა არის? -წამო ქვემოთ ჩამიყვანე და თან ვისაუბროთ, -დაჯექი. უთხრა რეზომ და მანქანა მოატრიალა. -იმედია სადმე შენი გადარეული ძმაკაცი არ გელოდება თორემ მოვკლავ. -თქვენ რაღა გაჩხუბებთ ერთი გამაგებინა. გაეცინა რეზოს. -აი უბრალოდ ვერ ვიტან გესმის ვერ ვიტან?რომ შეიძლებოდეს ჩემი ხელით დავახრჩობ. -ეგ იცი რისი ნიშანია?ჩაეცინა რეზოს -რისი? -დიდი სიყვარულის დასაწყისია. -რომელი სიყვარულის?აბა სიყვარული?სადაა?დამანახე. ხელები სასაცილო გაშალა თამუნამ. -იქნება მალე იქნება.-ამ დღეს კი აუცილებლად გაგახსენებ. შენ ეს მითხარი სოფო რას შვება? -შენს თვალებში ვკითხულობ რომ მართლა ძალიან აფასებ ჩემს მეგობარს და ძალიან გინდა მასთან ყოფნა. რეზო გთხოვ არ მოარტყუო, არ მიუატოვო. არ ითამაშო მისი გრძნობებით. მე და სოფოს ერთად ისეთი დღეები გადავიტანეთ, ისე საშინლად იყო რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩა და მის გამო მზად ვარ ყველას და ყველაფერს დავუპირისპირდე, შენც კი თუ აწყენინებ. -ვიცი თამო რომ სოფოს მძიმე ცხოვრება ჰქონდა და ძალიან ცუდად ყო. ისიც ვიცი რაც გადაიტანა არ ვაპირებ მის მოტყუებას. მე მასთან ოჯახის შექმნა მინდა, მინდა ჩემი ცოლი გახდეს, ჩემი შვილების დედა. -დედა? ჰკითხა თამუნამ -ხო დედა. ეგ ამბავიც ვიცი და დარწმუნებული ვარ ღმერთი არ გავწირავს. ჩვენ გვეყოლება შვილები და ბედნიერი მშობლები ვიქნებით. -ღმერთმა გისმინოს რეზი. ღმერთმა გისმინოს. ჩაილაპარაკა თამუნამ. ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს. მერე რეზოს ტელეფონმა დაურეკა. დათა იყო. თამუნას ბოდიში მოუხადა და პასუხა მაგრამ არ შეიმჩნია რომ დათა იყო. უთხრა სადაც იყო და ვისთან ერთადაც. იმანაც დრო იხელთა და სთხოვა ისე მოახერხე რომ მასთან მარტო დამტოვეო. რეზოს გაეცინა და დაეთანხმა. შეტყობინება მისწერა რაც მოიფიქრა და დაელოდა პასუხ. -თამო აქვე ახლოს ორი წუთის საქმე მაქვს. რაღაცას ავიღებ და მერე მიგიყვან იქ სადაც მეტყვი. -კარგი არაა პრობლემა. ბექაურმა მანქანა გზიდან გადიყვანა და იქვე გააჩერა, გადავიდა და შენობაში შევიდა, თამუნა ტელეფონში ჩაერთო. კარის გაღებისას არ მოუხედია. მხოლოდ მაშინ მოსწყდა მობილურუ როცა ნაცნობი ხმა შემოესმა. -ჩავარდი ჩემს ხელში ქალბატონო. აიხედა და დათა შერჩა ხელში. ყურებამდე გაღიმებული საჭესთან იჯდა. -მოგკლავ რეზო ბექაურო. -ახლა ნახავ შენ გართობას და მაიმუნობას. გასაღები გადაატრიალა და სწრაფად დაძრა ადგილიდან.ყურადღება არ მიუქცევია მისი წუწუნისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.