მე ასეც მიყვარხარ (თავი 7)
მისი ნახატების ყურებით იმდენად ვტკბებოდი რომ თვალს ვერ ვაშორებდი მათ. -და ლუკა! -მივმართე მას -გისმენ... -თქვა და თავისი ნახატი შეათვალიერა. -რატომ არასოდეს არავისგან მსმენია ამაზე?! -რაზე... -უმნიშვნელოდ მკითხრა მან. -იმაზე, რომ შენ ხატავ... -ნინა შენ ამბობ, რომ ქალაქი პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის ჩემზე, მაგრამ... აი ხომ ხედავ, არავის არაფერი სცოდნია! ეს სახელოსნო... ჩემმა დიდმა ბაბუამ შექმნა. მე კი ასე მოვაწყე როცა გავიზარდე. დედას და მამასაც კი წარმოდგენა არ აქვთ იმაზე რომ მე ხატვა მიყვარს. ბავშვობაში რომ ვხატავდი საერთოდ არ შეუმჩნევიათ. ძალიან უმნიშვნელოდ მიიჩნევდნენ და ჩემს ნახატებს ფურცლის ნაგლეჯზე ნაჯღაპნს ეძახდნენ... -მოიწყინა მან. -და ხატვაზე არ გივლია?! -ვკითხე ინტერესით. -არასოდეს! -დარწმუნებით მითხრა მან -შესანიშნავია... -ეს მოგწონს?! -ჩემს პორტრეტზე მიმითითა. -საოცრებაა... განა იმიტომ რომ ამ პორტრეტზე მე ვარ, არამედ იმიტომ რომ შენ ასე საოცრად გამოგდის ხატვა. -პირველად თვალები დავხატე... შენი ულამაზესი და განსხვავებული თვალები, მერე შენი სწორი ცხვირი, მერე წითელი ტუჩები. ბოლოს კი შენი გასაოცარი თმა... რომელზეც უბრალოდ ჭკუა მეკეტება. -ვფიქრობ აზვიადებ... -არაფერიც! -მბრძანებლური ტონით მიპასუხა მან. -კარგი კარგი... ჯობს წავიდეთ. ექვსი ხდება! ხომ იცი ანა ორსულადაა და ხასიათი შეეცვალა. გაბრაზდება! -შევეცადე უხერხული სიტუაციისგან თავი დამეღწია და რამოდენიმე წამიანი სიჩუმე დავარღვიე. -კარგი წავედით. ოღონდ კიბეებზე ფრთხილად უნდა ახვიდე. არ მინდა რამე დაიშავო. -სერიოზული ხმით მითხრა მაგრამ ბოლოს მაინც დამცინა. -ეგეთი მოუხერხებელიც არ ვარ ლუკა! -ვუსაყვედურე მესხს. -ჰმ... -ისევ ჩაეცინა მას. -კარგი. ვაღიარებ ყოველთვის ყველაფერს ვაფუჭებ... -არაუშავს! მე ასეც მიყვარხარ! -შემაწყვეტინა მან... უბრალოდ გავიღიმე და კარისკენ წავედი. როცა გარეთ გავედი ისევ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით... მთელი გზა ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. ანას და ვატოს გავუარეთ, შემდეგ კი ბექასთან წავედით... -გამარჯობა ბექა! -ვუთხარი როცა კარი გააღო და გადავეხვიე. -გამარჯობაა ნიინ! მააქვს უფლება ახლა რაც ხდება გავიკვირვო?! -დაბნეულად იკითხა ბექამ. -მოდი პასუხს ჯერ მე მოვითხოვ.. რას გულისხმობ?! -მართლაც რომ ვერ ვხვდებოდი. -შენ და ლუკა!... ერთად... -აღარ გააგრძელა მან. აშკარად არ უნდოდა შეკითხვა არასწორად დაესვა. -ჰო... სწორად აზროვნებ. -ვუთხარი და მხარზე ხელი დავადე. შემდეგ კი სახლში შევედი. -ყოჩაღ ძმაო! -ზურგსუკან გავიგე როგორ მიმართავდა ბექა ლუკას. -ჩემი გოგოა!!! -მესხის ხმა ვიცანი და დარწმუნებული ვიყავი რომ მისი მზერა ჩემკენ იყო მომართული. ნახევრად შევტრიალდი და ლუკას გამომცდელად შევხედე. ის კი უბრალოდ მიღიმოდა. -ცოტახნით მოდი! -ანის დავუძახე. -რა იყოო... -ესენი ვინ არიან?! -წიგნების თაროს გვერდით მყოფ ფოტოზე მივუთითე. -აჰაჰაჰ... -იცინოდა ანი.. -რა გაცინებს! სერიოზულად გეკითხები -ვუსაყვედურე მას. და ცოტა არიყოს მის სიცილზე მეც მეცინებოდა. -ტატო, ბექა და ლუკა! -ისევ ჩაიხითხითა ანიმ. -რაა?! -ახლა მეც გამეცინა. -ჰო... ნახე რა პატარები არიან. -ლუკა რა დაბალია! -ვთქვი უცბად. -ამ ფოტოში რა დაბალია და ახლა შეხედე -ხელი გაიშვირა მისკენ -ყველა ძმაკაცზე მაღალია. -ვატოს რამხელა თმა აქვს... -ვხარხარებდი მე. -ეხლაც რომ ასე ჰქონდეს თმა ალბათ გავშორდებოდი... -ბექას სახეს შეხედე! -ამჯერად ნამდვილად ხმამაღლა მომივიდა გაცინება. -რა გაცინებთ გოგოებო?! -შამპანიურის ჭიქით მომხიბვლელად მოგვიახლოვდა სამივე. -არაფერი... -თქვა ანიმ მაგრამ სიცილს ვერ ვიკავებდით -ოო ძმაო ხომ გითხარი ის ფოტო დამალე მეთქი!!! -გაოცდა ლუკა -არც გამხსენებია გეფიცები! -შერცხვა ბექას. -კარგით რა... რა არის ამაში დასამალი?! -დაჟინებით მიმართა ანიმ. -ნახე რას ვგავარ! -გაბრაზდა ვატო. -დაა აქ რამდენი წლისები ხართ?! -ინტერესით ვიკითხე გაღიმებულმა. -დაახლოებით 12... -ჩაფიქრდა ბექა. -აი ნინა. ახლა ნამდვილად არ ვართ ისეთები როგორიც ფოტოზე ჩანს. -ისეთი თვალებით მიყურებდა მესხი თითქოს რაიმეს მთხოვდა. -კარგი რა იყოთ! მშვენივრად გამოიყურებით! -სერიოზული ხმით ვთქვი მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევიკავე. -აიი ნინა! ანი! გაიცანით ეს ჩემი შეყვარებულია... ელენე! -თქვა ბექა გელოვანმა როცა მის გვერდით შავგვრემანი გოგო დადგა. -სასიამოვნოა! -თქვა ანიმ. არაფერი არ მითქვამს უბრალოდ გავიღიმე და ხელი ჩამოვართვი მას. -ჩემთვისაც! იმედია კარგად გავუგებთ ერთმანეთს და დავმეგობრდებით ისე როგორც ჩვენი ბიჭები! -თქვა და ბექას მხარს ჩამოეყრდნო. -იმედია!... -ისევ იღიმოდა ანი და ეჭვიც არ შემპარვია რომ ეს ღიმილი გულწრფელი იყო. მე კი თვალებგაფართოებული ვიდექი "ჩვენი ბიჭების" ხსენების შემდეგ. -მიირთვით! -ხელით მიგვითითა ბექამ ხილით, ტკბილეულით და ნამცხვრებით სავსე მაგიდაზე. -მე გამოვაცხვე! -მხიარულად შესძახა ელენემ როცა დააფიქსირა რომ ჩემი მზერა ნამცხვრებისკენ იყო მიმართული. -მშვენიერია! -აღვფრთოვანდი მე. ეს გოგო უკვე ძალიან მომწონს... -ადექი რა... იცეკვე!!! ნახე მე ორსულად ვარ და მაინც ვცეკვავ. -შეწუხებული სახით მომმართა ანიმ. -ხომ იცი მე არასოდეს ვცეკვავ. -და ვატოს დაბადების დღეზე რომ იცეკვე?! -ბუზღუნებდა ის. -მაშინ მთვრალი ვიყავი. -ხოდა მოგიწევს დღესაც დათვრე... -ეშმაკურად ჩაიღიმა ანიმ. -დღეს მე ერთ ჭიქასაც არ დავლევ! მხოლოდ წვენს ან წყალს. ისიც მხოლოდ იმიტომ რომ წყურვილი დავიკმაყოფილო. ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი უფროსი ისევ გავაბრაზო და სანანებელი გამიხდეს რომ ერთი ჭიქის გამო სამსახურიდან გამაგდეს! -ჩემს ხმაში მკაცრი ტონი იგრძნობოდა. -ჰო კარგი კარგი. -შენ გაერთე. მე დავისვენებ! -იმედიანად გავუღიმე ანის. მუსიკები ძალიან ხმამაღალ ხმაზე იყო ჩართული. -შეიძლება გაგეცნო გოგონავ?! -ზურგს უკან ვიღაც ბიჭის ხმა შემომესმა. -ლუკა! -შეუტრიალებლად ვთქვი და გამიკვირდა მისი ხმა ასეთ ხმაურში რომ გავარჩიე. -თქვენი სახელი?! -დავიჯერო ერთმა ჭიქამ უკვე დაათრო?! -ნინა! -ღიმილის გარეშე ავყევი სულელურ დიალოგში. -მე ლუკა... სასიამოვნოა! ვიცეკვოთ?! -განაგრძობდა მომხიბვლელობას. -ჰმ... -ჩავფიქრდი და თავით ხელს დავეყრდენი. თვალები დავხუჭე. -რა გჭირს ნიინ?! -მზრუნველი ხმით მომიახლოვდა ის. -არ ვარ მხიარულების ხასიათზე. -და რატომ?! -ინტერესით მკითხა. -თავი მტკივა... -ამის თქმის დროს არც ტონი მქონია დამაჯერებელი და არც გამომეტყველება რაც ძალიან მაღიზიანებდა. -თავი როცა გტკივა შენ გაცილებით ცუდ ხასიათზე ხარ. ამიტომ გთხოვ ნუ მატყუებ. -არ გატყუებ... -წავიბუზღუნე მე. -შამპანიური?! -ჭიქა გამომიწოდა მან. -არ ვსვამ. -ეს რამე ახალი პრინციპია?! -გაუკვირდა მას. -მე ვიგულისხმე რომ დღეს არ ვსვამ. ხომ იცი სამსახური... -კარგი არაუშავს. დალევის გარეშეც მოგიყვან ხასიათზე! ადექი! -არც კი დაელოდა ჩემს პასუხს ისე მომკიდა ხელი და ტახტიდან წამომაგდო. იქ მიმიყვანა სადაც ჩვენი მეგობრები ცეკვავდნენ. -ლუკა კარგი რა! -მორიდებულად და ღიმილით ვუთხარი ბიჭს რომელიც ჩემს წინ საოცრად ომძრაობდა რიტმულ მუსიკაზე. -უბრალოდ ამყევი! -მისი მომხიბვლელი მოძრაობები უბრალოდ მაგიჟებდა -ვერ ვცეკვავ! -საწყალი თვალები მქონდა. თან მეცინებოდა და სახეზე ხელებს ვიფარებდი. -როცა ჩემთან ხარ მოგიწევს უბრალოდ იცეკვო ნინა! არ მინდა სევდიანს გხედავდე! რადგან ჩემთან ვერასოდეს მოიწყენ!... -თბილად დაამთავრა მან. -ლუკა... -შეწუხებულმა მივმართე მას. -არ გირჩევნია რომ უბრალოდ დავსხდეთ?! -რატომ უნდა დავსხდეთ როცა შეგვიძლია რომ მაგრად გავერთოთ. -მაშინ მე დავჯდები! -ვთქვი და შევბრუნდი რომ ტახტისკენ წავსულიყავი. -არც იფიქრო! -ხელი ხელზე მომკიდა და თავისკენ შემატრიალა. სწრაფად ამიტაცა ხელში და დამატრიალა. ამით ოდნავ თავბრუ დამეხვა. -რა ცანცარა ხარ! -თავი გავაქნიე და სიცილით ვუთხარი მას. -ცანცარა კი არა მხიარული ვარ! -თქვა და შუბლზე მაკოცა.-ნახე შენი საყვარელი მუსიკა ჩაირთო. ამაზე მაინც იცეკვე... -ეგ საიდანღა იცი! -გამიკვირდა მე. -კარგი რა შენ გონია ვერ ვამჩნევ?! დებილი ნუ გგონივარ. სადაც ეს მუსიკა ირთვება სულ ცდილობ არ შეიმჩნიო მაგრამ ვიცი რომ ცეკვა ძალიან გინდება. -გენიოსი ხარ! ესეიგი იმდენი რამ იცი ჩემზე რომ ან ახლავე უნდა მოგკლა ან კიდევ ცხოვრების ბოლომე შენთან უნდა ვიყო! - ჩავიხითხითე და უბრალოდ მუსიკის რიტმს ავყევი. -ასე გამოდის! მე ალბათ მეორე ვარიანტს ვამჯობინებდი. რადგან ამ ასაკში სიკვდილი ნამდვილად არ მინდა. თან შენთან ყოფნა უკეთესია... ვცდილობდი შეუმჩნევლად მეცეკვა. და არავის ყურადღება არ მიმეპყრო. მათშორის ლუკასიც. არც კი ვიცი როგორ ავხსნა ეს ფაქტი. ან საერთოდ რა დავარქვა ამას. სიყვარული თუ გატაცება... ჯერაც ვერ გამიგია როგორ შეიძლებოდა ლუკას ისე ძალიან შევყვარებოდი როგორც თვითონ ამბობს. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ რაზე მეტყველებს მისი ქცევები?! რას დავაბრალო მისი სიგიჟეები. მისი ქცევები ჩვეულებრივ მოვლენაზე არ მიგვითითებს. ნუთუ ის მაინც არის ჩვეულებრივი მოვლენა რომ მეშინია?! მეშნია იმის, რომ ეს ყველაფერი, რასაც ლუკა აკეთებს შეიძლება უბრალოდ გიჟური გატაცება იყოს... ეს თუ სიმართლეა გული ნამდვილად დამწყდება. მოდი მეორე ვარიანტზეც დავფიქრდეთ... იქნებ ლუკა მესხს მართლა არაამქვეყნიურად ვუყვარვარ?! ვფიქრობ მეორე ვარიანტს ვამჯობინებდი რადგან მე ლუკა ნამდვილად მიყვარს! უამრავმა მუსიკამ ჩაიარა ჩემი ცეკვის თანხლებით. ვცეკვავდი და ვასრულებდი გიჟურ მოძრაობებს ლუკასთან ერთად. რატომ?! იმიტომ რომ ჩემს პრინციპეპს ვუღალატე და დავლიე. ეს ხომ იმას ნიშნავს რომ ჩემი პრინციპები არც თუ ისე დიდ გავლენას ახდენს ჩემს ქცევებზე. არადა მე ხომ აქ დალევას არ ვაპირებდი. არ გამიკვირდება თუ ხვალ დილით გაღვიძებულს თითზე საქორწინო ბეჭედი დამხვდება, თუ რაიმე ისეთ საბუთზე მექნება ხელი მოწერილი რის გამოც შეიძლება დამიჭირონ, თუ სამსახურიდან ისევ გამომაგდებენ, თუ ქუჩაში გავლისას შემაწუხებს ხალხის უცნაური მზერა რომელიც ჩემკენ იქნება მომართული. იქნებ ჯობს მომავალი უხერხული სიტუაციებიდან ახლავე დავაღწიო თავი და სახლში წავიდე?! ბოლოს და ბოლოს ჩემს უკანასკნელ შემოსავლის წყაროს მაინც შევინარჩუნებ. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ აღარასოდეს წავალ დაბადების დღეებზე. და თუ ესეც პრინციპის საკითხია რაღაც არ მგონია დარღვევას არ ექვემდებარებოდეს. როგორ შეიძლება ასეთი ცუდი შთაბეჭდილება დავუტოვო ჩემზე ბიჭს, რომელიც მიყვარს და მასზე ბევრი დავლიო... სულ უცხოც კი იმას იფიქრებს რომ მე წარმატებული ჟურნალისტი კი არა ის გოგო ვარ 24 საათი თავისნაირ დაქალებთან ერთად სულ ბარში რომ გდია, სვამს, ეწევა, ქუჩაში დახეტიალობს მხოლოდ იმიტომ რომ რაიმეთი გაერთოს... უკვე ძალიან მრცხვენია ხვალინდელი დღის. მართლა სჯობს სირცხვილს ეხლავე დავაღწიო თავი. -უკაცრავად... -ჩემივე სიმთვრალით შეწუხებულმა გვერდი ავუარე ერთერთ ნაცნობს და კარისკენ წავედი. ყველანაირად ვეცადე თავი ისე დამეჭირა როგორც მოწესრიგებულ, ცივილიზებულ, ზრდილობიან, გაწონასწორებულ, სერიოზულ ჟურნალისტ ქალს შეეფერება. კარამდე ერთი ვერტიკალური ხაზი განვსაზღვრე და მასზე გავიარე რომ სიმთვრალე არ შემტყობოდა. ლუკას არც კი ვემშვიდობები. რა დამპალი ვარ! -სად მიდიხარ?! -ანის ხმა შემომესმა ზურგს უკან. -სახლში... -დაღლილი და სუსტი ხმით მივუგე. -დავიღალე. სჯობს სახლში წავიდე, და კარგად გამოვიძინო. -კარგი რა დარჩი! -ანის საწყალი ხმა მთრგუნავდა. და მინდოდა დავრჩენილიყავი. თანაც ზუსტად ვიცოდი რომ წვეთიც არ ჰქონდა დალეული ორსულობის გამო და შეძლებდა ჩემს გაკონტროლებას. მაგრამ გამახსენდა რომ ის ასეთი არ არის. არასოდეს არავის არაფერში არ უშლის ხელს და არაფერს კრძალავს. -უკვე საკმარისზე მეტი დავლიე და სანამ რამე სისულელე და სამარცხვინო გამიკეთებია სჯობს წავიდე. -არაფერს არ გააკეთებ. კარგად ვიცი როგორი გაწონასწორებულიც ხარ... -თავის ჭკუაში დამამშვიდა მან. -შარშანაც გაწონასწორებული ვიყავი ხომ?! -მკაცრი ტონი გამოვიყენე. -არა რატო... მშვენივრად ცეკვავდით შენ და ბექა აჭარულს. -სერიოზული ხმით მითხრა მაგრამ ბოლოს მაინც გაეცინა. -მაინც არ უნდა მეცეკვა! -დღემდე ვინახავ მაგ ვიდეოს... და თან წაშლასაც არ ვაპირებ. -არავის აჩვენებ! -ვუბრძანე მას. -განსაკუთრებით მესხს. -სწრაფად დავამატე. -არა მესხს არ ვაჩვენებ. უკვე ნანახი აქვს! -რა?! -დავუყვირე ანის და შევეცადე დავწყნარებულიყავი. -რატომ აყურებინე?!!! -ბრაზი მომერია. -ვაიმე ნინა ეხლა არ გამაგიჟო. -შუბლზე ხელი შემოირტყა. -რომ ცეკვავდი იქ იყო ისიც... ეს ვიდეო ვინ გადაიღო შენ როგორ გგონია. -ცალი წარბის აწევით მითხრა მან. -რა?! არც კი მახსოვდა! წარმოგიდგენია როგორი მთვრალი ვიყავი რომ ვერც კი შევამჩნიე... ნეტავ მიწა გამსკდომოდა და არავის დავენახე. -კარგი დაწყნარდი მგონი თვითონაც არ ახსოვს. -კარგი იქნება. მოკლედ წავედი მე... -არ წახვალ! -მიბრძანა მან. -წავალ! ანი, იმისთვის უკვე საკმარისად მთვრალი ვარ რომ რამე სისულელე გავაკეთო... -მე ვიზრუნებ შენს ქცევებზე... არაფრის შეგრცხვება დამერწმუნე... -ზურგს უკან ლუკას ხმა გავიგე რომელსაც ხელში შამპანიურის ჭიქა ეჭირა. -არ მინდა ისევ გამაგდონ სამსახურიდან... -დარეკილია! -ლუკა! რატომ დარეკე. მე ხვალ წასვლას ვაპირებდი! -ვუსაყვედურე მესხს. -ისე როგორც მახსოვს თქვი რომ ჩემი სამსახურის საქმეზე შეწუხებას აღარ აპირებდი. -ჰო... მაგრამ როცა საქმე შენ გეხება მზად ყველაფრისთვის ვარ. -აჭარბებ! -ვუთხარი და ტახტისკენ წავედი იმდენი მქონდა დალეული კინაღამ ჩამეძინა. ცოტაც და ხვრინვას დავიწყებდი... ზოგი სვამდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი უბრალოდ თავისთვის იჯდა. ვატო და ანი ფანჯარასთან იდგნენ და ლაპარაკობდნენ. ბექა და ელენე კი მოპირდაპირე ტახტზე ისხდნენ და ტორტს მიირთმევდნენ. მუსიკა კი ისევ ჩართული იყო. პირდაპირ ვიყურებოდი მაგრამ თვალის კუთხით დავინახე ჩემს გვერდით როგორ დაჯდა ლუკა. რომელიც ხელში ისევ შამპანიურის ჭიქას ატრიალებდა. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არცერთი არ ვიღებდით. -დღეს რაც მითხარი სიმართლეა?! -სწრაფად ამოღერღა, როცა ფიქრებში იმდენად ვიყავი ჩაძირული რომ მისი კითხვა გავიგე მაგრამ ვერ გავაანალიზე... პასუხის გაცემას ვამჯობინე რომ კითხვა გაემეორებინა -რა?! -სუსტი ხმით ვკითხე. -დღეს მთელი დღე ვცდილობდი რომ ამ თემაზე ლაპარაკი წამოგეწყო, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს. ამიტომ იქნებ შეკითხვაზე მიპასუხო... -სახეზე ოდნავი ღიმილიც კი არ შეპარვოდა. -ლუკა... ვერ ვხვდ... -შევეცადე დამაჯერებლად მეკითხა მაგრამ შემაწყვეტინა -აუ ნინა ძალიან გთხოვ არ გინდა თავის მოჩვენება ვითომ ვერ ხვდები რას ვგულისხმობ და რისი თქმა მინდა. არ მინდა შენი ნათქვამი "მიყვარხარ" უბრალოდ ვალდებულებითი იყოს. ჰოდა ახლა ამის დაზუსტებას ვცდილობ. და თუ მართლა ტყუილია დღეს რაც მითხარი... სჯობს პირდაპირ მითხრა რომ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა და ჩვენ ყველანაირ კონტაქტს შევწყვეტთ ვიდრე ჩვენი ყოველი დიალოგი იმ სიტყვით დაამთავრო რომელიც უბრალოდ სიცრუეს და გაუგებრობას შეიცავს. შევეცდები გაგიგო! -... -გელოდები ნინა! -მოუთმენლად მომმართა. -... -ხმას არ ვიღებდი და უბრალოდ პასუხზე ვახდენდი კონცენტრაციას. -კარგი ყველაფერი გასაგებია!.. -ნაღვლიანად თქვა და ფეხზე წამოდგა. ალბათ წასვლას აპირებდა. -არარის ასე! -სწრაფად ვდავუახე რითაც ისი შეჩერება ვცადე. -მაშინ როგორ არის ნინა?! -სულ სხვანაირად. -მაინც როგორ! -მკაცრი გამომეტყველებით მელაპარაკებოდა. -სიმართლეა! რაც დილით ვთქვი... სიმართლეა!!! -ჩვენი ლაპარაკი კამათში გადაიზარდა. -შენ რა, ფიქრობ ამ თემაზე შემიძლია ვიხუმრო?! რადგანაც შეყვარებული არასოდეს მყოლია და არავინ არასდროს მყვარებია გგონია სიყვარულს პატივს არ ვცემ და ვუგულებელვყობ?! -მაშინ მითხარი ეს... უბრალოდ გამიმეორე. თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი! -თბილად მითხრა, ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა და თვალებში შემომცქეროდა. -... -ნინა! -მისი დაჟინებული მზერა მთრგუნავდა. -მიყვარხარ!!! -სწრაფად ვუთხარი მე -დარწმუნებული ხარ? -ინტერესით და იმედიანად მკითხა მან. -სავსებით!!! -ვუთხარი. მან კი ცალყბად და მომხიბვლელად გაიღიმა. უცბად წინ წავიწიე და მესხს ვაკოცე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.