მკვლელი (1)
დაკითხვის მაგიდასთან ვზივარ, და ვიხსენებ აქ რას ვაკეთებ. გონს ახლახან მოვედი, ხელებს ვამოძრავებ მაგრამ, ხელბორკილი მადევს. 1 დღით ადრე. -სად მიდიხარ დემეტრე? -ლაილა, პატარავ, საქმე მაქ გავალ და ძალიან მალე დავბრუნდები. კარები გაიკეტა და წავიდა. ასე გვიან სად წავიდა ? ღმერთო, ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს. სანამ წავიდოდა მობილურ ტელეფონზე დაურეკეს. ძალიან ანერვიულებული გავარდა. თვალი ვერ მივხუჭე, უკვე ღამის 1საათი იყო ის კი არადა არ ბრუნდებოდა. ტელეფონზე დავურეკე მაგრამ, გათიშული დამხვდა. ეს წინათგრძნობაც არადა არ მშორდება, კარების ხმაა ალბად დემეტრე დაბრუნდა. სასწრაფოდ წამოვხტი ლოგინიდან და მისაღებ ოთახში გავვარდი, კარებთან ჩაკეცილიყო ჩემი მეუღლე და ძვლივს სუნთქავდა, თავიდან სისხლი მოსდიოდა, მოსდიოდა და არ ჩერდებოდა. - დემეტრე შევკივლე და მივვარდი, ხელი მოვკიდე და დივანზე დავსვი წამოწვა უკვე ითიშებოდა, როგორმე სისხლი უნდა შემეჩერებინა, თეთრეულს დავავლე ხელი და თავზე მივადე მაგრამ, არც ამან უშველა, ხელი მოვკიდე ავაყენე, და სახლიდან გამოვიყვანე რომ გონს აღარ იყო, არც კი ვიცი რა ძალა მეყო რომ კიბეებზე ჩამეყვანა, სადარბაზოსთან დავაწვინე და ისტერიული ტირილი ამიტყდა მივხვდი რო აღარ იყო, ჩემი დემეტრე, ჩემი საყრდენი ძალა, სიყვარული, ბედნიერება ერთი ხელის მოსმით დამთავრდა. - დედა -ღმერთო ჩემო ანასტასია, აქ რა გინდა დროზე სახლში შედი გონებას ვკარგავ, რატომ? რაღაც მგუდავს, პირზე ნაჭერი მადევს და ყველაფერი ბნელდება. დღევანდელი დღე. გონს პოლიციაში მოვდივარ. -ჩვენმა მკვლელმაც გაიღვიძა. ჩაიცინა გამომძიებელმა და ბადგრაგს მიუტრიალდა. -მკვლელმა?! რას ამბობთ სუ შეიშალეთ? რა ხდება აქ რატომ ვარ?! კივილი ავტეხე, თან პარალელურად ცხარე ცრემლით ვტიროდი. -აქ რატომ ხარ?? გაიგე სანდრო აქ რატო ვარო. შე პატარა ძ*კნა. ქმარი და შვილი როგორ მოკალი? ეგ დამპალი ხელები როგორ მოგიბრუნდა და ანგელოზივით შვილი როგორ მოკალი. ბრალი გედება შენი ქმრის, დემეტრე ნაკაშიძის და ქალიშვილი 3 წლის ანასტასია მაკაშიძის მკვლელობაში. -რ..რ..რ რას ამბობთ? დემეტრე სახლში დასისხლიანებული მოვიდა, ძირე ძვლივს ჩავიყვანე, ვიფიქრე საავადმყოფოში წავიყვან თქო, შემდეგ.. შემდეგ, კი გონება დაკარგა და მივხვდი რომ მოკვდა, მერე უცებ ანასტასია გამოვიდა სახლიდან, სანამ ვუთხარი სახლში შედი თქო, გონება დავკარგე.. ვბლუყუნებდი საცოდავად, და ვერ ვხვდებოდი რას ამბობდა ეს კაცი, როგორ თუ ანასტასია.. ღმერთო. -ყოჩაღ პატარა, კარგი ზღაპარია. ახლა მე მოგიყვები. გუშინ ქმართან ჩხუბი მოგივიდა, და თავში ჩაარტყი, შემდეგ ძირს ჩაიყვანე რადგან, გვამი მოგეშორებინა, მაგრამ უცებ ბავშვი გამოვიდა და ტირილი დაიწყო შენ კიდე ანერვიულებულზე მოკალი, შემდეგ კიდევ შენი მეუღლის, დ.ნ-ს მანქანაში ჩასვი, შემდეგ ქმართან დაბრუნდი რომ ისიც მანქანაში ჩაგესვა, და ორივე თავიდან მოგეშორებინა მაგრამ უცებ გონება დაკარგე. მერე მეზობლებმა პატრული გამოიძახეს და ახლა, აქ ხარ. -თქვენ, თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? ხვდებით მაინც რას მაბრალებთ? ამას როგორ მაბრალებთ? ეს ხომ სრული აბსურდია.. ჩემი ანასტასია, ჩემი პირველი სიხარული როგორ შეიძლებოდა მომეკლა?? ან დემეტრე.. დემეტრე რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო და არის. ამას როგორ მეუბნებით! უცებ კივილს ვიწყებ, ხმამაღლა ვუყვირივარ გამომძიებელს, მაგრამ, სახეში მწარე ტკივილს ვგრძნობ, ხელი გამარტყა გამომძიებელმა, და განრისხებული სახით მიყურებს. -მომისმინე, შენ ამ ყველაფერს აღიარებ, და აღიარებით ჩვენებას ხელს მოაწერ, თუარ გინდა შენ ქმარ-შვილს მიგაწიოთ. -არ ვაღიარებ, გესმით?! ამ ყველაფერს ვაღიარებ. რას მეუბნებით? როგორ ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია! მე არ მომიკლავს არა!! -ბიჭებო, წაიყვანეთ, და იქამდე ურტყით, სანამ არ აღიარებს! -ხელი არ მახლოთ, არ მომეკაროთ, მიშველეეთ. კივილს ვიწყებ, მაგრამ არავინ მშველის, ხელს მკიდებენ და სადღაც მიმათრევენ, ვკივივარ, ხელებს ვურტყავ, ვევედრები გამიშვან, მაგრამ არავის ესმის, არავის ესმის ჩემი. ბნელ ადგილას ვარ, ყველგან სისველე და ნესტია, აქაურობა ყარს, მაგრამ რაც უნდათ ის მიქნან, როგორ უნდა ვაღიარო ეს ყველაფერი... ჩემთვის აზრი დაკარგა ყველაფერმა, პირველ დარტყმას, მუცელში ვგრძნობ და ტირილით ვიკეცები, მაგრამ დარტყმის სიმწარე არ მატირებს, მახსენდება ანასტასიას პირველი ღიმილი, პირველი სიტყვა, პირველი დაბიჯები... ერთხელ სოფელში ვიყავით, და წაიქცა, ტირილით გამოიქცა ჩემსკენ. -დეე, დეე ტივა დე თან ისე ტიროდა ძვლივს სუნთქავდა, ხელში ავიყვანე და დამშვიდება დავუწყე ვკოცნიდი და ვეხუტებოდი. -ჩუ დედი, ჩემი სიცოცხლე გოგო. არ იტირო დედი. ისიც მალევე მშვიდდება. ეს ჩემი პირველი ისტორიაა ბავშვებო, შემიფასეთ.ისტორია ქალზე, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და იბრძვის რომ ადამიანზე ვინცა ასე გაიმეტა შური იძიოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.