შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 9


4-02-2017, 15:41
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 4 809

ყელს ჩახველებით ვიწმენდ და სანამ პასუხს გადავწყვეტ, წამით კვლავ ვყოყმანობ. გვანცასთან გატარებული საღამოს შემდეგ, როგორც წესი, ვერაფერი მოქმედებს ჩემს განწყობაზე, მაგრამ მაინც ვეჭვობ, რომ ,,მომღერალ ბულბულს'' არ გაუჭირდება ტრადიციის დარღვევა.
_ამჯერად რა გინდა?_პირდაპირ შეტევაზე გადავდივარ და თავს პირობას ვაძლევ, რაც არ უნდა მითხრას, არ ავყვები.
_გამარჯობა, მეც კარგად._დარწმუნებული ვარ, უკვე იცინის.
_მეც კარგად ვიყავი, სანამ ვიღაც დამირღვევდა მყუდროებას.
_ვაუ, მართლა ასე ვმოქმედებ შენზე?
_ღმერთო, რამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზე.
_ღმერთს მიწოდებ და მერე გიკვირს, დიდი წარმოდგენა რომ მაქვს?
_ღმერ..._ისევ დაუფიქრებლად მცდება. _იდიოტო!
_კარგი, დამშვიდდი._სიცილით აგრძელებს._ახლა ბალიშს მიეყრდენი და მოდუნდი, თვალები დახუჭე და ჩხუბის რეჟიმი გამორთე, ამისთვის არ დამირეკავს._წამების შემდეგ ვაცნობიერებ, რომ მისი ხმით მონუსხული ზუსტად იმას ვიმეორებ, რასაც მიბრძანებს და გაოცებული ვხტები. რა ჯანდაბას მიკეთებს?
_და რისთვის დარეკე, თუ საიდუმლო არაა?
_სალაპარაკოდ.
_სასწაული, ეს რა მითხარი._ხარხარს ვერ ვიკავებ, არადა ასეთი არაფერი უთქვამს.
_სიცილიც გვცოდნია, კარგია.
_კიდევ ვიცით იმდენი რაღაც.
_სწრაფად მომზადება შედის შენს ნიჭთა ჩამონათვალში?
_რა?
_ანუ შენი 15 წუთი საათის მეოთხედია თუ სხვა გოგოებივით დროის განსხვავებული შეგრძნება გაქვს?
_რას ბოდიალობ?
_ნახევარი საათია შენი ბინის წინ ვდგავარ, სანამ ყინულის პრინცად გადავიქცევი, იქნებ დამდო პატივი და ჩამოხვიდე.
_ ვინ დაგპატიჟა?_პრინცობაც რომ მოინდომა._მოიცა საიდან იცი ჩემი მისამართი?
_ჯერ-ჯერობით გრიფით საიდუმლო არ არის. რას იზამ, გადაარჩენ ეულ მომღერალს გაყინვას?
_შანსი არ არის, ამ წვიმაში სახლიდან ფეხს არ გავადგამ._ჩვენი წინა ,,შეხვედრებიდან'' მიღებული გამოცდილება მკარნახობს, რომ არც ისე კარგი იდეაა._,საერთოდაც, რატომ უნდა გნახო?
_შენ რა, წვიმა არ გიყვარს? ნახე, გული როგორ დაწყდა, ცრემლები სდის._შეკითხვას მიიგნორებს და სრული სერიოზულობით ამბობს. _მოუსმინე, რა სევდიანად მღერიან, როგორ შეიძლება ესენი გძულდეს. დო...რე...მი..._წვეთების რიტმს ყვება და ღიღინს იწყებს, მე კი საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ სრულ ჭკუაზე ვერ არის, თუმცა, არის კი ვინმე დღეს?
_სიცივეა, თან მომზადება მეზარება, ნელი ვარ._სწრაფად ვთვლი ყველა არგუმენტს, რომლებიც ენაზე მადგება.
_კარგი ჰო, მანქანით ვარ, საკმაოდ თბილა, თუ გინდა, შიშველი ჩამოდი.
_რა, მომატყუე?_ბოლო ნაწილი თითქოს არ გამიგონია.
_რეაქციებზე აშკარად სამუშაო გაქვს._დაცინვით ამბობს,_ვიფიქრე, თავს შევაცოდებ-მეთქი, მაგრამ შენ წვიმაში დგომის გარეშეც ყინულის გული გაქვს._ისეთი პათეტიკური ხმით ლაპარაკობს, ლამის ცრემლი მომადგეს.
_არ გამომიშვებენ._უკანასკნელ ხავსს ვეჭიდები.
_გველეშაპი გიცავს?
_არა, დედა მიცავს გველეშაპისგან.
_კარგი, რა ჭირვეული ბავშვივით იქცევი, გინდა, მე ამოვიდე?_ეს რა, მეღადავება?
_როგორ არა, აივანზე დაგელოდები.
_ეე, მეგონა ეს ბაბულიკური რომანტიკა აღარ იყო მოდაში.
_შეცდი, ხომ ხედავ. ჰა, რას იტყვი?
_რაპუნცელი რომ იყო, დავფიქრდებოდი, მაგრამ შენი თმების იმედად ვერ ვიქნები.
_შენი სიმაღლის პატრონს არ უნდა გაგიჭირდეს, ნუ წუწუნებ.
_ანუ სადღაც პირველი–მეორე სართულია?
_მესამე._ინსტიქტურად ვპასუხობ და კბილს ვაჭერ, მაგრამ უკვე გვიანია.
სანამ გონზე მოსვლას ვასწრებ, ზარის ხმა მესმის. თურმე, არ ხუმრობდა, დროული აღმოჩენაა. მოგნება ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, 5 წლის ვიყავი, მამა მთელი სართული რომ იყიდა, შესაბამისად, ერთადერთი კარია. ხალათს მჭიდროდ ვიკრავ და სარკეშიც არ ვიხედები, ჰოლში ისე გავრბივარ, მაგრამ გვანცას ვერ ვასწრებ.
_ვინმე დაპატიჟე?
_მე...თვითონ დაიპატიჟა._მხრებს ვიჩეჩავ და ვცდილობ, დაბნეულობა არ შემეტყოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ვერაფერს გამოვაპარებ. ,,ახსნა მოგიწევს'' სახით მიყურებს და აღებს.
დერეფანში მომღიმარი ალექსანდრე დგას და ხან ერთს გვიყურებს გაოცებული, ხან მეორეს. როგორც ჩანს, ორ ნატალის ერთად არ ელოდა. რა იცოდა, რომ მე და დედაჩემი ასე გავართ ერთმანეთს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჩემზე ოდნავ მაღალია და გრძელ თმას ატარებს...კარგი ჰო, ჩემზე ბევრად ლამაზია.
_გამარჯობა!_როგორც იქნა, გონზე მოდის.
_გამარჯობა, მობრძანდით._გვანცა გვერდზე დგება და ხელს მკრავს._შემოიპატიჟე სტუმარი.
_შემოდი._ნაძალადევად ვიღიმი, თითქოს ნებართვა აეღოს მოსასვლელად._ეს ალექსანდრეა, ეს გვანცა, დედაჩემი._უცებ ვამატებ. რა თქმა უნდა, ორივესთვის სასიამოვნოა.
,,სტუმარს'' მისაღებისკენ მივუძღვები და ხალათს მკერდთან წამდაუწუმ ვისწორებ. სიგრძეზე დიდად არ ვღელავ, უფრო მოკლე კაბებითაც ვმოძრაობ ხოლმე, მაგრამ თავს მაინც უხერხულად ვგრძნობ. მადლობა ღმერთს, გვანცა შედარებით მოკრძალებულადაა ჩაცმული, თორემ სერიოზულად ვიეჭვიანებდი.
_ბოდიში, ასე გიჟივით რომ დაგხვდით._ახლახანს შელაგებულ პროდუქტებს კვლავ მაგიდაზე აწყობს და საახვათაშორისოდ ამბობს._ვიღაცას თავი არ მოუკლავს გაფრთხილებით._თვალებს მიბრიალებს.
_რას ამბობთ, მშვენივრად გამოიყურებით._ალექსი ისეთი ხმით ამბობს, გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტან. ეჭვიანობასთან დაკავშირებით ნაადრევი დასკვნა ხომ არ გამოვიტანე? ღმერთო, სულ გავაფრინე, რაზე ვფიქრობ.
_თუ შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობ, დროს ტყუილად ნუ დაკარგავ, ჩემი შვილი ჩემს მოსაზრებებს იშვიათად ითვალისწინებს ხოლმე...მაგრამ, მადლობა._გვანცა იღიმის და დადიანიც სიცილს აგებებს. მგონი, ამათ ხელს ვუშლი, მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს._კარგი, მე ჩემს ოთახში გავალ, სამუშაო მაქვს._კიდევ კარგი, დროულად ხვდება.მისი საძინებელი საკმაოდ შორსაა და იმდენი ტაქტიც აქვს, ჩემს მეგობრებთან საუბარს ჩუმად არ უსმინოს._დროებით, ალექსანდრე, კიდევ ერთხელ სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
_ჩემთვისაც ძალიან._თვალს ღიმილით აყოლებს და როგორც კი გადის, მიბრუნდება._რა ჯიგარი დედა გყავს!
_ამაზე სასაუბროდ მოხვედი?
_სციოდა და არ უშვებდნენ._ირონიულად ამბობს და კმაყოფილი მათვალიერებს მის წინ ნახევრად შიშველს მჯდომს.
_მეძინება და არ მიყვარს დაუპატიჟებელი სტუმრები._ფეხს ფეხზე გამომწვევად ვიდებ. მახსენდება, რომ თვითონაც არანაკლებ ფორმაში დამხვდა, თანაც დაგეგმლ შეხვედრაზე.
_ვის დაემსგავსე ასეთი უხასიათო? _ცდილობს, არ შეიმჩნიოს, მაგრამ თვალები უელავს.
_გის-მენ! თუ იმ ,,სამუშაოსთან'' დაკავშირებით გინდა ლაპარაკი, უმუშევარი აღარ ვარ და რომც ვიყო, შენ არანაირად არ გეხება.
_სად მუშაობ?_უინტერესოდ მეკითხება და წვენს ისხამს._ჟურნალ ,,ყვითელ სამყაროში'' *თუ ,,ექსკლუზიურ ინტრიგაში''? _სიცილი მიტყდება ამ სახელების გაგონებაზე, ფანტაზია აშკარად აქვს.
_არა ,,ელიტარულ საზოგადოებაში'' ცალკე სვეტი დამითმეს... მაგრამ შენი შემოთავაზება მაინც საინტერესოა, არც თუ ისე წარმატებული ,,თანამშრომლობის'' შემდეგ.
_არც თუ ისეო... შენი ადეკვატურობა მოწოდების სიმაღლეზეა ჰო, თავს უბრალოდ არც თუ ისე ბედნიერად ვგრძნობ, ჰომოსექსუალად რომ მთვლიან, მეტი არაფერი.
_დიდად ვერ გატყობ, ხალხის აზრს შენთვის მნიშვნელობა ჰქონდეს._თემა გადამაქვს და თითებს ერთმანეთში ნერვიულად ვხლართავ
_საზოგადოების აზრს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, იმის მიუხედავად, ითვალისწინებ თუ არა, მაინც მოქმედებს და ჩემი აზრით, სწორედ იმ ადამიანებს აინტერესებთ ყველაზე მეტად, რომლებიც საპირისპიროს მტკიცებას ცდილობენ...საერთოდ, რაზე მალაპარაკებ, აქ ინტერვიუერი არ ხარ.
_თქვი, ბოლოს და ბოლოს.
_მოკლედ, ,,ობლივიატე'' რომ ორ თვეში საქართველოს წარადგენს ევროვიზიაზე, ხომ იცი...
_დასაწყისი უკვე მომწონს...ბოდიში._მისი მზერის დანახვაზე უცებ ვჩუმდები.
_ცოტა ხნით გაჩუმება შეგიძლია?
_ეგ ნიჭი გადამალულია, მაგრამ ყველაზე არასაჭირო დროს იჩენს ხოლმე თავს._მეცინება, მაგრამ თავის შეკავებას ვცდილობ და ყურადღებით ვუსმენ.
ალექსანდრე მიხსნის, რომ საზოგადოებრივუ მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც ძირითადად იყო დაკავებული ევროვიზიისა და ჯგუფთან დაკავშირებული ყველა სიახლის გაშუქებით, საშინელი ტოქსიკოზი აქვს და ჩემდა გასაოცრად, მის ადგილს მთავაზობენ. თავდაპირველად გიგის ხუმრობით ნათქვამი იდეა ყოფილა, რომელიც სიამოვნებით აიტაცეს. დასრულებამდე საუბარს რამდენჯერმე ვაწყვეტინებ და ვეკითხები, თუ სწორაფ გავიგე ყველაფერი. მეხუთე ჩაჭრაზე მემუქრება რომ პირს ამიკრავს, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ.
_დარწმუნებული ხართ, რომ გამოვდგები? შენ განსაკუთრებით...
_კიდევ ერთხელ გაიმეორე, _მთქნარებით ამბობს და როიალთან ჯდება. _თუ არ მოგვეწონები, ვინმე ჩაგანაცვლებს, მარტივია. _ზედმეტად გვიანია?
_რა?_ახლაღა ვაცნობიერებ და მის გვერდით ვჩნდები. _არ გაბედო.
_რა მოხდა, გარდაცვლილია ვინმე? _გაოცებული კითხულობს და თითებს კლავიშებზე აწყობს. ხელს ზემოდან ვაფარებ, მაგრამ მასთან შედარებით მინიატურული მტევანი მაქვს. არადა, სასწავლებელში ყველა მარწმუნებდა, ნამდვილ პიანისტად ხარ დაბადებულიო.
_შენ რა, ყველაფერი დიდი გაქვს?_დაუფიქრებლად მცდება და ამ ფრაზის ორაზროვნებისგან ალექსანდრე სიცილით იხრჩობა. გაბრაზებული ვბრუნდები, მაგრამ წელზე ხელს მიჭერს და წამში მის კალთაში ვჩნდები.
_აბა, რას ვუკრავთ?_ისე მშვიდად ამბობს, ვითომც არაფერი, მე კი ყველა ნერვი მიცოცხლდება.
_არაფერი მახსოვს._სიმშვიდის მოკრებას ვცდილობ. ჩემს ხელებს თავისაში იქცევს და კლავიშებს ფრთხილად მიუყვება. იმის მიუხედავად, რომ როიალი ასაწყობია, მელოდიას მაიმც ვიგებ და საიდანღაც მეცნობა. ალბათ, ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერიდანაა. გონებას ვძაბავ და სათაურიც მახსენდება, ინტერვიუსთვის მზადებისას(კარგი, მას შემდეგაც) ვუსმენდიცდა მახსოვს, ტექსტი განსაკუთრებულად მომეწონა._Indian Summer?
_ეგაა._აშკარად უხარია, რომ ვიცი._მოგწონს?
_იმდენად, რომ ვერ წარმომიდგენია, შენი დაწერილი იყოს.
_ბატონო? ახლა პლაგიატობაც დამწამე.
__ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება, ასეთი სიტყვების ავტორი ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული პიროვნება იყოს.
_როდის მოასწარი ჩემი პიროვნების შეცნობა?
_ყველა შეხვედრიდან ერთი და იგივე შთაბეჭდილება დამრჩა.
_ შენი აზრით, ადამიანს მხოლოდ ერთი სახე აქვს?
_ასეც მგონია, მაგრამ ყოველდღე იმდენ ნიღაბს ვირგებთ, დროთა განმავლობაბაში გვავიწყდება, რომელია ჩვენი ნამდვილი სახე.
_ნამდვილი ნატალი რომელია? ის, რომელიც ენას არ აჩერებს და თავს მაბეზრებს თუ ის, რომელიც ჩემს მუხლებზე მჯდარი ცახცახებს და არ იცის, რა ქნას? _ამ სიტყვების გაგონებაზე დამდუღრულივით ვხტები და კიდევ ერთხელ ვაძლევ სიცილის მიზეზესს._ყველაფერი გასაგებია._როიალს ხურავს და დგება._ჩემი სიტყვების ტექსტები იმაზე რეალურია, ვიდრე ბევრი ადამიანის ცხოვრება.
_ნატალი, ჩემი სათვალე ხომ არ აგიღია?_შორიდან გვესმის გვანცას ხმა და რამდენიმე წამში შემოდის. მადლობა ღმერთო, რომ ასეთი მიხვედრილი დედა მყავს, რომელიც კარგად ხვდება, რომ შემოჭრა არასწორია.
_არა, არ მინახავს.
_ჩემი წასვლის დროა._ალექსანდრე ტელეფონს იღებს და თავაზიანად იღიმის. დერეფნისკენ მივყვებით._მოიფიქრე, რას იზამ. არ გვაწყდენდა ,,გადატვირთვის პოლიტიკა'._მეუბნება კარში გასვლამდე და დედაჩემის ცნობისმოყვარე სახე შეუმჩნეველი არ რჩება._რას იტყვით, თქვენი შვილი შვედეთში რომ წამოვიდეს?_სიამოვნებით მოვკლავდი. სიახლის საჭირო დროს შეპარებაზე აშკარად არაფერი სმენია.
_ბარგს ჩავულაგებ._სერიოზულად არ იღებს და დაუფიქრებლად პასუხობს._მომავალ შეხვედრამდე.
_ეჭვიც არ მეპარება, კარგად ბრძანდებოდეთ._კმაყოფილი გვემშვიდობება და კიბეებზე ჩარბის. ვგრძნობ, რომ დაკითხვა არ ამცდება, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ზედმეტად კარგ ხასიათზეა და მხოლოდ მაგიდის ალაგებას მთხოვს. მგონი, უკვე მამამაც უნდა იეჭვიანოს!
რა თქმა უნდა, დაძინებას კარგა ხანს ვერ ვახერხებ და მთელ ღამეს ,,გადატვირთვაზე'' ფიქრში ვატარებ. ეჭვიც არ მეპარება, რომ უარი არ უნდა ვთქვა, შესაძლოა, მსგავსი შანსი მეორედ აღარც მომეცეს. თანაც, არც ისე ცუდი იქნება დაბადების დღესთან შვედეთში შეხვედრა.
***
მორჩა გამოცდები და თავისუფლება მე და წერას :D
დაწერეთ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ ^_^



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეეე მომწონს ეს მოთხრობა !!! ძაან ძაან ძააან !!!!!!!!
მომწონს მოთხრობისა და მუსიკის კავშირი, რაღათქმაუნდა მომწონს პერსონაჟები და რავიცი . ველი შემდეგს!!!!

 


№2  offline წევრი ჭირვეული

გვანცას რეაქციებზე ვხალისობ..მომეწონა, ეს თავი ალექსანდრეს რომ დაუთმე. იმედია, ყოველდღე გაგვანებივრებ ახალი თავით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent