შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 7


21-01-2017, 00:52
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 4 223

,,აქამდე რაც იყო, არაფერიც არ იყო, ყველაფერი ახლა იწყება''... გაუცნობიერებლად მახსენდება ფრაზა ჩემი საყვარელი მწერლის ნაწარმოებიდან და სიმწრით ვიღიმი. ღმერთო, ახლა არ დავიბნე და არავის აღარასოდეს დავცინებ...თითქმის არავის... კარგი ჰო, ვაღიარებ, პირობას ვერ შევასრულებ.
_გამარჯობა!_მთელი გამბედაობით ვამბობ ოდნავი ჩახველების შემდეგ.
თითქოს შენელებულ კადრს ვუყურებ_სანდრო სავარძლიდან დგება და მიღიმის, გიგი და ალექსი, რომლებიც წამის წინ რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, მობილურიდან თავს სწევენ, ნიკა კი სიგარეტს საფერფლეში აგდებს და ისიც ჩემსკენ იხედება. თავს ფილმში შემთხვევით მოხვედრილი კადრივით ვგრძნობ, რომელმაც სცენა გააფუჭა. ახლა ვხვდები, რად გულისხმობენ, როცა მიწის გასკდომას ნატრობენ.
_ვა, ნატალი?!_საბედნიეროდ, უხერხულ სიტუაციას მალევე გიგი მუხტავს, რომელიც ჩემსკენ მოდის და ლოყაზე მკოცნის. _როგორ ხარ?
_კარგად, შენ?_გულწრფელად ვუღიმი და ამ წუთას მისი ისეთი მადლობელი ვარ, თითქოს უდიდესი გმირობა ჩაედინოს.
_მშვენივრად...ბოდიში, რომ შემოგეჭერით._ეშმაკური სახით ამატებს.
_სად შემოგვეჭერი?_დაბნეული ვკითხულობ და სიტყვა მიწყდება, როცა მახსენდება, რა ფორმაში ვარ. უკვე გასაგებია, რასაც ფიქრობს.
_შეეშვი, ამოასუნთქე!_სანდრო კბილებში ცრის._მოდი აქ, ნუ მიაქცევ ყურადღებას.
_ამას როგორ უძლებ?_გიგი სრული სერიოზულობით მეკითხება და სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებ, თავში ბალიში ხვდება.
_,,ვწუხვარ''. _მისი გაოგნებული სახის დანახვაზე სიცილს ვერ ვიკავებ და სანდროს გვერდით ვჯდები. ეს უკანასკნელი წელზე ხელს ოდნაც მხვევს და კმაყოფილი იღიმის, როცა ამჩნევს, რომ უხერხულად ვიშმუშნები. ჩანს, ეს სიტუაცია ძალიან ართობს, მე კი ეკლებზე ვზივარ. ვცდილობ, დადიანისკენ მზერა არ გამექცეს, არ მინდა, მის ირონიულ სახეს წავაწყდე.
_ახალი რა ხდება?_ყურადღების გადასატანად ზოგადად ვკითხულობ, მაგრამ თვალებით მხოლოდ გიგის ვეკონტაქტები.
_შენს ცნობილ სტატიაზე მიყვებოდნენ._ძნელაძე მის მაგივრად პასუხობს._ეს რა იყო?_ესღა მაკლდა, იქნებ ოდესმე ვინმე ღვთისნიერმა მასწავლოს ენაზე კბილის დაჭერა.
_რა გინდა, მაგარი პიარი გაგვიკეთ._ნიკა პირველად იღებს ხმას.
_ღადაობ?
_Ты что?_აქამდე თუ მსმენელთა ასაკი მაქსიმუმ 30-ს არ სცდებოდა, ახლა მთელი ქვეყანა გვიცნობს.
_წვერსაც მოუშვებს ლექსო და რითია კონჩიტაზე ნაკ..._გიგი აგრძელებს და დასრულებას ვერ ასწრებს, რადგან ამჯერად დადიანისგან გამოტყორცნილი ბალიში უპობს სახეს. ნიკა ხარხარისგან ლამის იატაკზე წვება და უკვე აღარც მე და სანდრო ვართ ნაკლებ დღეში.
_რა გჭირთ, ტო!_შუბლს ისრესს და მტრული მზერით გვიყურებს.
_ენას ზედმეტად ატლიკინებ, ყიფიანი._მკაცრად ეუბნება ალექსი, მერე კი ჩემსკენ იხედება და ისეთი გამომწვევი სახით მიყურებს, ღიმილი მაცივდება._რაო, დაგაწინაურეს სამსახურში?_ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი კითხვით მანადგურებს.
_მეგონა, უკვე დაასკვენი, რომ რეიტინგისთვის არ დამიწერია._ვივიწყებ, რომ მარტო არ ვართ და თვალს თამამად ვუსწორებ._და ცდები, საერთოდ აღარ ვმუშაობ, თუ ეს დაგამშვიდებს.
_წამოხვედი?_საუბარში გაოცებული სანდრო გვეჭრება.
_ეე, რატო?_ნიკაც უერთდება. _მეგონა, შემდეგ ნომერში განიხილავდი, Threesome რომ გვაქვს ხოლმე.
_აჰჰ!_გიგი ხმამაღლა კვლესის და სიცილისგან სუნთქვა ისე მეკვრება, ძლივს ვსულიერდები. მისდა საბედნიეროდ, მეტ ბალიშს ვერ ვხედავ.
_მანამდე გეთქვათ, მერე გენახათ რეიტინგი._ვითომ გულწრფელად ვბრაზდები, როცა სიცილისგან გულს ვიჯერებ._მარტო ალექსანდრე აღმოჩნდა თამამი რესპოდენტი.
_ოჰ, რა პატივია, დიდი მადლობა. _კვლავ ცინიკურად მიყურებს დადიანი. სიამოვნებით ავახევდი ამ სახეს, ზედმეტად სრულყოფილი ნაკვთები რომ არ მენანებოდეს... ჯობდა, იმისთვის აეხიათ თავის დროზე, ვინც პირველად თქვა, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო. მგონია, რომ ადამიანების ფიზიკურ მხარეს რომ ვერ ვხედავდეთ, გაცილებით მარტივი, თავისუფალი და გულწრფელი იქნებოდა ურთიერთობები.
_არაფერს!_ვალში არ ვრჩები და გამომწვევად ვუღიმი. ახლაღა ვამჩნევ, რომ სანდრო ხელს ისე ძლიერად მიჭერს, წელი მტკივა. ნეტა, რამე ხომ არ იგრძნო?
თავს ვითავისუფლებ და ელეს ზარის მომიზეზებით, უახლოეს ოთახში გავდივარ. იმედი მაქვს, მალე მოვა.
ძნელაძე უკან მომყვება, მობილურს მართმევს და ტუმბოზე აგდებს.
_რა იყო?_თავს ვისულელებ და ვცდილობ, თავი მშვიდად დავიჭირო, მაგრამ უცერემონიოდ მკრავენ ხელს და კედელზე მაყუდებენ._გთხოვ..._დასრულებას არ მაცდის და კოცნით მაჩუმებს. შეწინააღმდეგება არ გამომდის, ვერც ვმალავ, როგორ მსიამოვნებს და დაუფიქრებლად ვყვები. ორიოდე წუთით თავდავიწყების მორევში ვეშვებით, რომლიდანაც კარზე ზარის ხმას გამოვყავართ.
_ალბათ, ელენე მოვიდა._ვშორდები და ვხედავ, რა შეწუხებული სახე აქვს. რამდენიმე წამში სუნთქვას ორივენი ვირეგულირებთ და გარეთ გავდივართ.
***
საღამომდე ელენესთან ვრჩები და ორი დღის ამბებს მცირე ნიუანსების გამოკლებით დეტალურად ვუყვები. უამრავჯერ მიწევს იმის მოსმენა, რომ სულ გავაფრინე და ზოგადად, ვეღარ მცნობს, რაც საერთოდ არ მიკვირს, რადგან თავადაც ვაცნობიერებ, როგორ შევიცვალე, ნამდვილ მეგობარს კი ეს არასოდეს ეპარება.
ცხადია, ყველაზე დიდხანს ძნელაძესთან დაკავშირებულ ,,ინციდენტს'' განვიხილავთ, მაგრამ ჩემს საქციელს ახსნას ვერც ერთი ვუძებნით და ყველაფერს სასმელს ვაბრალებთ. გულის სიღრმეში ვაღიარებ, რომ სიმთვრალე უბრალოდ თავის მართლების საშუალებაა და ალკოჰოლი მხოლოდ იმას ათავისუფლებს, რის მიჩქმალვასაც რაციონალური გონება ახერხებს.
ბევრი ყოყმანის შემდეგ სახლში მისული თამარს ვურეკავ და ერთსაათიან ლექციას ვისმენ იმის შესახებ, როგორ გავუცრუე იმედი. ბოლოს, როცა უკვე მგონია, რომ ხმას აღარასოდეს გამცემს, მეუბნება, რომ ერთ-ერთ რადიოში ახალგაზრდული გადაცემის პროდიუსერთან რეკომენდაცია გამიწია და ხვალ 12 საათზე გასაუბრებაზე რომ არ მივიდე, სადაც მნახავს, იქ მომკლავს. გაოცებისგან მადლობის გადახდა ძლივს მახსენდება და დამშვიდობებიდან რამდენიმე წუთი შოკიდან ვერ გამოვდივარ. როგორც ჩანს, თამართან დაკავშირებით არ ვცდებოდი_ამდენი ჩხუბის და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩემი იმედი მაინც აქვს.
რადიოს შესახებ ინფორმაციას ვათვალიერებ, რათა ინტერვიუზე პირდაღებული არ ვიჯდე და ტანსაცმელსაც ვარჩევ, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. საათს რომ ვხედავ, თვალები მიფართოვდება, კარგა ხანია, ძილის დროა და მიკვირს, ორგანიზმმა თუ არა, გვანცამ მაინც რატომ არ შემახსენეს ამის შესახებ.
აბაზანიდან გამოსულს გამოტოვებული ზარი მხვდება. ნომერს ვერ ვცნობ და წამიერი ყოყმანის შემდეგ ვრეკავ.
_გაგაღვიძე?_დადიანის ხმის გაგონებაზე ფენი ხელიდან მივარდება და აშკარად ესმის, რაზეც მისი სიცილი მეტყველებს.
_რა გინდა?_უკმეხად ვეკითხები და საკუთარ თავზე ვბრაზდები, როდის გავხდი ასეთი დაბნეული.
_სულ კამათის რეჟიმი რატომ გაქვს ჩართული?_სიცილს არ წყვეტს. ახლა მის დახვეწილ ფიზიონომიასაც არ დავინდობდი.
_მაგას მე მეკითხები?
_რავიცი, კიდევ გვისმენს ვინმე?
_ამ შუაღამეზე ჩემს დასაცინად დარეკე?
_საქმეზე დავრეკე, მაგრამ არც ეგაა ცუდი იდეა.
_საქმეზე ჩემთან?
_რაკი იმ იდიოტური ჟურნალიდან წამოხვედი, სამუშაო დაგჭირდება... _ეს მეკაიფება?
_შენი პრობლემა როდის აქეთ გახდა ჩემი დასაქმება?
_გარკვეულწილად ჩემთანაცაა დაკავშირებული და არ სცადო უარყოფა. _ რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე...მე ვერ შემედრება, მაგრამ მაინც._დუმილი თანხმობის ნიშანია, ჰო? და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
_პირდაპირ რომ თქვა, არა?_უკვე ინტერესს ვყავარ შეპყრობილი.
_გვიანია ახლა, ხვალ გიგი დაგირეკავს დეტალებზე, პირველს მინდოდა მეთქვა._არა, ეს აშკარად დამცინის.
_არაადამიანი ხარ, დადიანი!_თავს ვერ ვიკავებ და პირდაპირ ვახლი.
_შენც ძილი ნებისა!_ძალიან მშვიდად ამბობს და სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებ, მითიშავს. ამ ადამიანს სასწაულებრივი უნარი აქვს, ჩემი მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი 180°-ით შემოატრიალოს. გაოცებისგან, სიბრაზისგან და ინტერესისგან იმდენად ვფხიზლდები, რომ გათენებამდე თვალს ვერ ვხუჭავ და მთელ ღამეს მის ცემაზე ფიქრში ვატარებ.
***
ბოდიში როგორ მოვიხადო აღარ ვიცი უკვე, არც მაქვს უფლება.
იმედია, მაპატიებთ და ვეცდები, ასე ძალიანაც აღარ დავაგვიანო.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

რა გავაკეთო მე სანდრო მომწონს...
სანდრო ,სანდრო და მხოლოდ სანდრო .
დადიანის გავრი მომწონს მარტო smile
იმედია მალე დადებ მომდევნოს ,მაინტერესებს რა მოიფიქრა მომღერალმა ბულბულმა

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მომწონს ეს მომთხრობა და რა ვქნა? მაგარი ხარ!!!!
მოუთბენლად ველი შემდეგს!!!!

 


№3  offline წევრი ჭირვეული

ვეღარ ჩამოვყალიბდი სანდრო თუ ალექსი... ოღონდ შუა გზაში არ შეწყვიტო და ლომკაში არ დაგვტოვო მკითხველი და როცა გინდა მაშინ დადე.. რაღაც ძალიან კარგი გამოდის!

 


№4  offline წევრი Suicide_Blonde

სანდრო VS მომღერალი ბულბული :D
ვნახოთ, მაგრამ ჩემთვის, როგორც აღვნიშნე, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ ვისთან ,,დარჩება''. მთავარია, პერსონაჟები განვითარდნენ სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად.
მადლობა მოთმინებისთვის და მეც იმედი მაქვს, დიდხანს არ მოგიწევთ ლოდინი :D
ვეცდები, შედარებით დიდი თავები დავდო, თორემ ძალიან გამეწელება ვატყობ.
P.S. პირველი თავი ატვირთვამდე ძალიან დიდი ხნით ადრე დავწერე და ახლა რომ გადახვედე, თურმე ნინა ერქვა მთავარ გმირს...ვინმემ შეამჩნიეთ? :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent