შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექტორი (3)


4-02-2017, 20:01
ავტორი aNuGi
ნანახია 4 852

ღამე გვიან მომიწია გამოსვლა, ცივი ჰაერი უსიამოვნოდ მომხვდა და გამაჟრჟოლა, კაშნი მჭიდროდ შემოვიხვიე და ამოვიოხრე, ისე დავაგვიანე არამგონია დანიელი დამლოდებოდა კი არა, სადმე ტაქსი მაინც ვიპოვო.
მშვიდად მივაბიჯებდი ჭიშკრისკენ ფარები რომ აინთო ერთ-ერთი მანქანის და ჩემს ფეხებთან გაჩერდა, მსუბუქად შევკივლე და ტუჩებზე ხელი ავიფარე აკანკალებულმა, მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი მანქანიდან გადმომავალი მომღიმარე დანიელი რომ დავინახე.
- ბატონო დანიელ - ღრმად ვსუნთქავ ოდნავ დამშვიდებული და ღიმილით ვუყურებ, არ ველოდი და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
- გეგონა არ დაგელოდებოდი? - ზედმეტად ახლოს დამიდგა და ვიგრძენი როგორ მომეფრქვია მისი სუნთქვა ტუჩებზე.
- მეე… - პასუხი რომ გავცე სიტყვებს ვერ ვაგროვებ გონებაში, ყველაფერი დაფანტული და არეულია, ახლართული ერთმანეთში.
- რა შენ დეა? - უფრო დაბალ ხმაზე და ვნებიანად მეჩურჩულება, ტანში მცრის და უხერხულად ვიშმუშნები.
- გთხოვ, არ გინდათ! - სასოწარკვეთილი ძლივს ვაბამ სიტყვებს ერთმანეთს და თვალები მიცრემლიანდება.
- რა არ მინდა? - უფრო იხრება ჩემკენ და ღიმილით მიყურებს.
- დანიელ! - ოდნავ ხმამაღლა ვამბობ, ხელებს ვმუშტავ და თვალებს სწრაფ-სწრაფად ვახამხამებ.
- ბატონო სადღა გაქრა? - ქვემოდან მიყურებს მისი თბილი თვალებით.
- ბატონო დანიელ - ინსტიქტურად ვიმეორებ და ტუჩს ვკბენ თვალებ მილულული.
- ეს რატომ გააკეთე? - ოხრავს და თვალებს ვჭყეტ, ვხედავ როგორი ამღვრეული აქვს სფეროები და უცნაური მზერით მიყურებს.
- რა გავაკ… - სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ისე ვიგრძენი რაღაც ფაფუკი და საოცრად ტკბილი ტუჩებზე, ნელნელა ფრთხილად მიკოცნიდა ტუჩებს, თითქოს ცდილობდა რომ არ დავეფრთხე, ხელი წელზე მომხვია და უფრო ახლოს მიმიკრა, მეორე კი ჯერ კისერზე შემომხვია, მერე თმებში შემიცურა და ოდნავ მომქაჩა, სიამოვნებისგან წესით უნდა გავგიჟებულიყავი, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ რეალობა მთელი ძალით მეხეთქება სხეულზე და სიცივესავით მივლის ერთიანად, ხელები, ფეხები, ტუჩები ყველაფერი გაკავებული მაქვს, სინამდვილე შემოხვეულია სუროსავით და განძრევის საშუალებას არ მაძლევს.
“მას საცოლე ჰყავს” ყურებში მთელი ძალით მიგუგუნებს, ვხვდებოდი რომ ვაშავებდი და ასე ცხოვრება არ შემეძლო, არ შემეძლო მხოლოდ იმ წუთით განმესაზღვრა ყველაფერი.
სიცივე რომ იგრძნო მომშორდა, ამოიოხრა და მხარზე დამადო შუბლი.
- დეა, რატომ ხარ ასეთი ცივი? - წყვეტილ-წყვეტილ ძლივს მეუბნება, ვგრძნობ როგორ უჭირს სიტყვის თქმაც კი.
- თქვენი საცოლე
- რა ჩემი საცოლე? - გაკვირვებული წევს თავს და მაკვირდება.
- თქვენ საცოლე გყავთ! - ცივად ვუჭრი და თავს ვატრიალებ. მსუბუქი ჩაცინების ხმა მესმის, ვვოგნდები მაგრამ სანამ რამეს ვიტყვი მასწრებს.
- სად მიდიხარ?
- ანჩოსთან.
- დაჯექი, გაგიყვან - კარებს მიღებს და მეც მშვიდად ვთავსდები, არ მინდა შევიმჩნიო შინაგანი მღელვარება, ღრმად ვსუნთქავ რომ დავმშვიდდე.
როგორც კი დანიშნულების ადგილზე მივდივართ, ხელებს მშვიდად ვიწყობ მუხლებზე და თვალებში ვუყურებ.
- მომისმინე, დანიელ
- ბატონო? - ეშმაკურად აციმციმებს თვალებს.
- ის რაც თქვენ გააკეთეთ, სწორი არ არის, ჩემი მხრიდანაც არ იქნება სწორი თუ პატარა გოგოსავით ავცანცარდები.
- რას გულისხმობ დეა?
- იმას, რომ თქვენ გყავთ საცოლე, რომელსაც ალბათ სიგიჟემდე უყვარხართ, არ მესმის რატომ ართულებთ ყველაფერს? მეც გამირთულებთ ცხოვრებას ასე.
- დეა, არ დავნებდები, არ დაგკარგავ, აზრი არ აქვს ამის ლაპარაკს!
- როგორ თუ, რას ამბობთ? - გაოცება მერევა ხმაში.
- რა ვერ გაიგე დეა? არ დავნებდები, მაინც ჩემი იქნები!
- არ მჯერა რომ ამას თქვენგან ვისმენ, ნუთუ ასეთი სახალისოა სტუდენტთან თამაში?
- ნელნელა მიხვდები ყველაფერს, ადი ანჩოსთან, ხვალ გნახავ უნივერსიტეტში! - შუბლზე მკოცნის და მეც მორჩილი ბავშვივით გადავდივარ მანქანიდან.
გათიშული ავდივარ ბინაში, ჩუმად ვაღებ კარებს და ჩემს წინ გადაშლილი სანახაობისგან ყბა მივარდება.

***

ჩემს წინ ჩხუბის სცენა იშლება, აქეთ დემნა დგას, იქეთ დიკო და ბოლო დონის სიტყვებით ლანძღავენ ერთმანეთს, კარებს ჩუმად ვხურავ და მისაღები ოთახის კარის ჩარჩოს ვეყრდნობი, ანჩოც ჩემს სიტუაციაში არის, ზის და მშვიდად სვამს ჩაის.
- იდიოტო, კრეტინო! ნეტა საერთოდ ვინ შემოგხედავს ამხელა წარმოდგენა რომ გაქვს საკუთარ თავზე?
- შენ ვინ შემოგხედავს თორემ მე ბუზებივით დამეხვევიან თავზე!
- განახო გინდა რამდენი შემომხედავს? გინდა განახო რამდენი გადაყლაპავს ნერწყვს ჩემი დანახვისას?
- აბა გაბედე, გაბედე და ვინმეს შეხედე დიანა! გაბედე - კბილებს შორის ცრის დემნა და მისკენ მიიწევს.
- რას მიზამ? კიდე სხვა გოგოებს აეკიდები? - გაავებული იქნევს ხელებს დიკო, მეცინება და ჩუმად ჩემთვის ვქირქილებ.
- ვის ვეკიდები ვის? შენ რომ იმ გიდს დაზდევდი გითხარი რამე?
- რას ჰქვია დავსდევდი? - ფერები გადასდის სახეზე დიანას.
- რას და დასდევდი! იმიტომ რომ სიმპატიური იყო, იმიტომ რომ ლამაზად საუბრობდა და ჩემსავით შენგან შორს არ იჭერდა თავს, კარგად გიჟუჟუნებდა არა თვალებს?
- რა ვირი ხარ, ხვდები მაინც?
- ვერ ვხვდები, იმიტომ რომ შენი სიყვარულით ვარ დაბრმავებული, ვერაფერს ვერ ვხვდები ირგვლივ! - ღრიალებს ბოლო ხმაზე და უღონოდ ყრის ხელებს.
- ხო მართალია, შენ ჩემდამი სიყვარულის მეტი არაფერი არ უნდა დაინა.. მოიცა რა? - თვალები უმგვრალდება და თვითონაც უღონოდ ყრის ხელებს.
- მიყვარხარ! - ძლივს სუნთქავს და მისკენ ფრთხილად მიიწევს.
- შეუძლებელია - იქვე ტახტზე ჯდება დიანა და ხელებს სახეში რგავს.
- რა არის შეუძლებელი?
- მე მეგონა რომ.. მე მეგონა… - თვალები უცრემლიანდება.
- ეგონა რომ მე გიყვარდი - სიცილით შევდივარ ოთახში, იქვე ვაგდებ ჩანთას და ვაშლს გემრიელად ვკბეჩ.
- რაო? - სიცილი უტყდება დემნას - მე მიყვარდი შენ? - სიცილი ხარხარში გადასდის - რა სულელი მყავს - მასთან ახლოს მიდის და თავზე კოცნის, დიკო გაბაზებული იყურება, მერე ყველასგან მოულოდნელად დემნამ ფეხებზე ხელები ამოსდო და გაურკვეველი მიმართულებით გააქანა.
მხრები ავიჩეჩეთ მე და ანჩომ და ერთმანეთს გადავხედეთ სიცილით.
- აბა რას ვუყუროთ? მიდი კინო აარჩიე, პოპკორნს მოვიტან!

***

მეორე დილით მე და ანჩო ერთად მივდივართ უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა დიკო არსად ჩანს, სანამ უნივერსიტეტს დავინახავ შესანიშნავ ხასიათზე ვარ, როგორც კი შენობას ვუყურებ ეგრევე გუშინდელი ღამე მახსენდება და გული მეკუმშება, არ ვიცი ბედნიერი უნდა ვიყო თუ უბედურად უნდა ვგრძნობდე თავს, ან საერთოდ უნდა ვგრძნობდე თუ არა რამეს. მეშინია მომავლის, არა, რა თქმა უნდა არასდროს მაინტერესებდა ხალხის აზრი, ახლა ყველაზე მეტად მის საცოლეზე ვდარდობდი, წარმომიდგენია როგორ უყვართ ერთმანეთი, მე კიდევ მათ შორის ასე დაუდევრად ვდგები და ყველაფერს ვაფუჭებ, ცრემლები მერევა, მაგრამ ანჩომ რომ არ დამინახოს ეგრევე ვიყვან თავს ხელში და მყარი ნაბიჯებით მივდივარ უნივერსიტეტისკენ.
ჩემი მყარი ნაბიჯები მუხლების კანკალში გადადის, როგორც კი დანიელის მანქანას ვხედავ, თავაწეული გადმოდის მანქანიდან, შავი საროჩკა და შავი შარვალი აცვია, სათვალეები ისე უხდება ლამის მივვარდე და რაც გუშინ არ ვაკოცე ახლა ავინაზღაურო ერთიანად.
მხედავს, ოდნავ მიღიმის და თავს მიკრავს, სათვალეს იხსნის და მანქანას კეტავს.
- გამარჯობათ გოგოებო - ტუჩის კუთხეში იღიმის და იქვე მდგომ მასზე მიშტერებულ გოგოებს ესალმება, ყბები მეჭიმება გაბრაზებისგან, რას ეფლირტავება ყველას?! ცხვირს ვიბზუებ და კიბეებზე ავდივარ.
- გოგო მე ფეხით ავალ, მეორეზე მაქვს - მხიარულად კისკისებს ანჩო და კიბეებისკენ მიდის.
ახლა ორი არჩევანი მაქვს, ან კიბეებზე ავიდე, დავაგვიანო, ფეხები დამაწყდეს და ვერაფერს მოვუსმინო, ან ჩემს გვერდით მდგომ დანიელთან ერთად მოვხვდე ერთ ლიფტში და გულის შეტევა მივიღო.
ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და მერე ჩემს ფეხებს ვუყურებ, მგონი ჯობია ლიფტით ავიდე.
პირველი ვვარდები ლიფტში, ვცდილობ როგორმე დავკეტო მაგრამ აშკარად მასწრებს და ღილაკს აჭერს ხელს.
ეგრევე შემოდის და ძალიან ახლოს მიდგება ისე, თითქოს ადგილი არ იყოს ამხელა ლიფტში.
- რომელ სართულზე დეა? - ზემოდან დამყურებს ეშმაკური ღიმილით და ვგრძნობ ნელნელა როგორ მიბინდავს გონებას ეს საზიზღარი.
- მეშვიდე - უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ.
- რა დამთხვევაა! მეც - მხიარულად ამბობს, სათვალეს ჯიბეში იდებს და თითებს ატკლაცუნებს - მაგრამ მანამდე ერთი საქმე დაგვრჩა მოსაგვარებელი
- რა საქმე? - ძლივს ვხავივარ და დაბნეული ვაცეცებ თვალებს.
- რა დაა.. ამ საღამოს გაიგებ, არც იფიქრო რომ დამემალო იცოდე! - თითს გამაფრთხილებლად მიქნევს, თან მეორე ხელით ლიფტს იჭერს რომ არ წავიდეს.
- რას მიპირებ? - თვალებს ვქაჩავ გაბრაზებული.
- ჩემი უნდა გახდე, სამუდამოდ - სერიოზული სახით მიყურებს და ვგრძნობ როგორ მეცვლება სახეზე ფერი.
- რა.. თქვი…
- სულელო - იცინის და ცხვირზე მკრავს თითს.
- კარგი რა, ხუმრობის დროა? - ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვმშვიდდები.
- ძალიან საყვარელი ხარ აწითლებულ ლოყებში - სრული სერიოზულობით მეუბნება, ვგრძნობ სიწითლე კისრიდან მეპარება და ერთიანად ვხურვარ, ხელის გულები მიოფლიანდება მისი სიახლოვით.
- მხოლოდ ერთს - ღიმილით მიყურებს.
- რა ერთს?
- მოგპარავ - ტუჩებზე მეტანება და ვგრძნობ როგორ ადის ნელნელა ლიფტი მაღლა.
როგორც კი ჩერდება ეგრევე განზე დგება და დაბნეული ვდგავარ ღია კარებში.
- დეა! - ოდნავ ხმამაღლა მეძახის, დაბნეული ვუყურებ, რამდენიმე წამი გამოსაფხიზლებლად მჭირდება, მერე ფეთიანივით ვვარდები გარეთ და აუდიტორიაში შევრბივარ.

***

რთულია გაურკვევლობაში ცხოვრება, მაშინ როდესაც არ იცი რა გინდა, როგორ გინდა, რატომ ხდება ეს ყველაფერი შენს ირგვლივ.
ვერ ვიჯერებ რომ დანიელთან შეჯახებამ ამხელა გავლენა იქონია ჩემზე, ნუთუ ამ შემთხვევამ ამდენი რამე განაპირობა ჩემს ცხოვრებაში?! ვაღიარებ მანამდეც მომწონდა მისი მანერები, მის მიმართ უზარმაზარი სიმპატია გამაჩნდა, მაგრამ მისმა თვალებმა, იმ ერთი ჩახედვით იმდენად დამატყვევა, მის მარწუხებში მომაქცია და საერთოდ ამიშალა ყველანაირი ფიქრი, რომლის გაქრობასაც ვცდილობდი რაც ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე.
ნუთუ ასე უნდა ვიყო მთელი ცხოვრება, ან რატომ გადამეკიდა? რა უნდა?
გამწარებული მიმოვდივარ დერეფანში, არც კი ვიცი რა ნაბიჯი უნდა გადავდგა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო.
ღრმად ვსუნთქავ, მინდა რომ დავწყნარდე, მაგრამ მაინც და მაინც ახლა მოდის ჩემკენ ჭორიკანა.
თვალებს ვატრიალებ და მის მოსასმენად ვემზადები.
არც აციებს, არც აცხელებს და პირდაპირ მეტაკება.
- გოგო ახალი ამბავი გაიგე? - თვალები უელავს კმაყოფილებისგან, თემა ააგდო და მეტი ამას რა უნდა.
- გამარჯობა - წარბაწეული ვესალმები.
- ხო ხო, გაგიმარჯოს, გაიგე მეთქი ახალი ამბავი?
- არა, არაფერი არ გამიგია, რა ხდება? - ვითომ ძალიან დაინტერესებული ვაჩერდები თვალებში.
- დანიელს ეხება, აი ჩვენს ლექტორს - ვითომ მახსენებს ვინ არის დანიელი, მეცინება.
- ჰო, რაო?
- მაგისი საცოლე ხო იცი, კატო, ეგ დაწინაურებულა და მაგარ ადგილზე გადავიდაო, ხვალ აღნიშნავენ - ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა და ჩუმად დაიჩურჩულა - ამბობენ ხვალ დანიელი ხელს სთხოვსო
ამის გაგონებაზე თვალები მებინდება, რას ნიშნავს ხელს თხოვს? აბა თავს არ დაგანებებო? ეს რას ჰქვია.
ვგრძნობ როგორ მელეწება სახე, გაბრაზება კისერში მიჭერს და მინდა ვიკივლო, მაგრამ გაუაზრებლად ვაშტერდები ჭორიკანას თვალებში და მსუბუქად ვახველებ რომ ცოტა მოვსულიერდე.
- გოგო რა სახე გაქვს, დანიელი ხომ არ შეგიყვარდა? - კისკისებს ჭორიკანა მხარზე ხელს მირტყამს - არაფერი გამოგივა ტყუილად, “პროსტა” რა გოგო ჰყავს! შოკია! მაგის მერე ვის უნდა შეხედოს, კაი რა - ამაზრზენად კისკისებს, მინდა ცხვირპირში მივარტყა მაგრამ ვიცი რომ მართალია.
გული მეწურება, ტუჩი სატირლად მებრიცება მაგრამ მაინც შეურყევლად ვდგავარ.
ვერ დამამწუხრებენ, ვერ მატკენენ.
ჩანთას ვიღებ და მშვიდად ვტოვებ იქაურობას.
არ მინდა არაფერი.
არავის ნახვა არ მსურს, ჩანთას ვალაგებ, ლექტორებს ყველას მეილზე ვწერ და ვთხოვ რომ არა არ ჩამიწერონ, ჩუმად ვიპარები და ისეთი ადგილის საძებნელად მივდივარ სადაც მარტო ვიქნები. 


***

ვისაც უნდა გაქცევაში ჩამითვალოს, არავის აზრი არ მაინტერესებს, ვერ შევძლებდი მის ნახვას და ხო, გამოვიქეცი, ლაჩარივით ავდექი და წამოვედი.
მე მტკიოდა, ვერ შევძლებდი მის თითებზე მენახა ბეჭედი, ბეჭედი რომელიც საბოლოოდ მომიშლიდა მასთან მიმავალ ბილიკს. 
ჯანდაბა! რატომ მივეჯაჭვე ასე? რატომ ვარ მასზე დამოკიდებული ასე საშინლად? მინდა რომ შორს წავიდე, გავეცალო, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს, ვერ ვხვდები საერთოდ რა თამაშს მეთამაშება.
ისედაც, საშინელი დაბრკოლებებით იყო სავსე ყველაფერი, ახლა კი ჯერ კიდევ ვერ გადადგმულ ნაბიჯზე უკან ვიხევ, რაც შემიძლია და შორს მივდივარ მისგან.
წყნეთში ამოვედი, მშვიდ გარემოში, აქ სიცივეა, მაგრამ ბუხარი დავანთე, ზუსტად ისეთი გარემოა მე რომ მჭირდება, მომარაგებული წიგნებიდან ერთ-ერთი ამოვარჩიე და ბუხრის წინ მოვკალათდი.
უკვე რამდენიმე დღეა აქ ვარ, არავის არ ვეკონტაქტები, ტელეფონი გათიშული მაქვს, იქამდე ვერ წავალ, სანამ ძალას არ მოვიკრებ, სანამ თვალებში შეხედვას არ შევძლებ, ვერ ვიცხოვრებ ისე.
ჩვეულ ფორმაში ვარ, პლედშემოხვეული ბუხრის წინ მოკალათებული, ჩაის ფინჯანით ხელში, შიგნით ლიმნის ნაჭერი ტივტივებს, მეღიმება, ახლა ყველაზე მეტად მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს.
არ უნდა მოეცა იმედი, მან მე დამაიმედა, არ შეგეშვებიო, არ დავნებდებიო, ახლა კიდევ სხვას თხოვს ცოლობას.
უეცრად კარზე კაკუნი ისმის, ფეხზე ვხტები და ნერვიულად მიმოვდივარ, ვინ არის? ან აქ რა უნდა? იქნებ მეზობელია? მაგრამ წესით არავინ არ უნდა იყოს აქ.
ღრმად ვსუნთქავ და “ჭუჭრუტანაში” ვიყურები.
თვალები მიფართოვდება.
ნუთუ..


***

- დანიელ? - კარის ჩარჩოს მიყრდნობილს გაოცებული ვუყურებ, ვხედავ როგორ ალდება მის თვალებში ცეცხლი, როგორ აქვს შეკრული წარბები და დაჭიმული ყბები.
- დეა! - კბილებს შორის ცრის და სახლში შემოდის, ერთ ადგილზე დგას და ღრმად სუნთქავს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ცდილობს სიტყვები შეარჩიოს.
- გისმენ! - მკაცრად ვეუბნები და თვალს-თვალში ვუყრი.
- რატომ წამოხვედი?
- ბედავ და კითხვას მისვამ?
- შენობით ფორმაზე როდის გადმოხვედი შენ? - ცალ წარბს მიწევს.
- იმ დღიდან რაც შენი ზრახვების შესახებ გავიგე! - ოდნავ ვუმატებ ხმას და თვალს ვარიდებ.
- რა ზრახვების დეა?
- იმის, რომ შენს ძვირფას კატოს ცოლობა უნდა თხოვო, მე კიდევ მეთამაშებოდი არა? შენთვის გასართობი იყო ეს ყველაფერი!
- დეა
- დეა, დეა იმეორე ახლა დეა,დეა მეტი რა შეგიძლია? თამაში, სიცილი და ადამიანების დაცინვა, შენ ჩემი გრძნობები მასხრად აიგდე და აქ რა ნამუსით მეცხადები? რას ელოდებოდი? - გაავებული ვიქნევ ხელებს.
- დეა გეყოფა - მშვიდად მეუბნება.
- მეყოფა? რა მეყოფა?
- დეა, ჩემი პირადი ცხოვრება შენი საქმე არ არის, იქ ნუ ერევი! - მკაცრად მეუბნება და ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა, იქვე მდგომ ტახტს ვეყრდნობი და მოწოლილ ცრემლებს უკუვაგდებ, არც კი ვიცი საიდან ვიკრებ ძალას, თვალს თვალში ვუყრი, ვსწორდები და მასთან ახლოს მივდივარ.
მთელი ძალით ვუქნევ ხელს და ის ისაა სახეში უნდა გავარტყა რომ ხელს მიკავებს და გაავებული მიყურებს.
- წადი აქედან! - რაც ძალა მაქვს ვკივი და პირდაპირ ვუთითებ კარებზე, თურმე მის ცხოვრებაში ნუ ჩავერევი! თავხედი! მაშინ რომ მკოცნიდა და მეუბნებოდა ვერ მომიშორებო, მაშინ უნდა ჩავრეულიყავი, ახლა - არა! იმიტომ რომ საქმე მის ძვირფას კატოს ეხება.
დინჯად ბრუნდება და კარებში გადის.
მთელი ძალით ვაჯახუნებ მის ზურგს უკან კარს.

***

1 კვირაში ვბრუნდები თბილისში, სხვანაირი მეჩვენება აქაურობა, აქამდე თუ სიამოვნებით მიმოვდიოდი ქუჩებში, ახლა ყველაფერი გაყინულია, ან იქნებ მე ვარ შინაგანად გამოფიტული და ამიტომ მეჩვენება ჩემს ირგვლივ არსებული სამყარო ასეთი?!
კითხვები ერთმანეთში ირევა, ნუთუ მართლა მეთამაშებოდა?
სასაცილოა, ჩემს ნაწილს იმედი აქვს კიდევ რომ რაიმე გამოვა, რომ დამიბრუნდება, რომ მართლა ვუყვარვარ.
თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვიმშრალებ და სახლში შევდივარ.
სიცარიელის გრძნობა არ მასვენებს, აივანზე გავდივარ და იქვე სკამზე ვთავსდები.
ტელეფონი ბზუის, მეცინება, გავახსენდი, ამასაც კი არ ვახსოვდი ამდენი დღე.
“სად დაიკარგე მშიშარა?”
“განვიტვირთე” 
“რატომ გაგეღიმა ჩემს მესიჯზე? მელოდებოდი ჰო?”
“არა, უბრალოდ მივხვდი რომ შენც დაგავიწყდი მთელი ეს დრო.” 
“ც?”
“ხო, ც” ცრემლებით ისევ მევსება თვალები და თმებს ნერვიულად ვისწორებ, არ მინდა სისუსტე გამოვიჩინო.
“ყველაფერი დალაგდება მალე, აი ნახავ”
“რანაირად დალაგდება თუ კი მას ცოლი მოჰყავს?”
“აგერ მე ვარ უცოლო და მე მოგიყვან შენ ცოლად!”
“მეხუმრება ახლა მე?” 
“რავიცი, აბა გამხნევება მე არ გამომდის და, ზედმეტად ბებერი ვარ მაგისთვის”
“ჰმ, ბებერიო? შენ რა პედოფილი ხარ?” ვითომ სერიოზული სახით ვწერ მაგრამ მაინც მეპარება ღიმილი.
“არ მითხრა მეშინიაო თორემ ფანჯრიდან გადმოვხტები” 
“გადმოხტი, იმას მაინც გავიგებ ვინ იყო ჩემი ფარული პედოფილი”
“შეხედე, ის კი არა ფრთხილად რამე არ მოიტეხოო, გამითამამდა ეს ლაწირაკი” 
“იცი ახლა რა დავაწერე შენს ნომერს?” 
“ოღონდ პედოფილი არა!”
“ზუსტად” ვიკრიჭები და ტელეფონის ეკრანს წინ მდგომი ბინებისკენ ვიშვერ.
“მთლად ასეც ვერ ვხედავ მაგრამ, სიცილი გიხდება” 
“ბებერი ხარ რას დაინახავ, მე რომ მხედავ არ გიკვირს?” 
“შეხედე, შეხედე როგორ გამითამამდა, შეშინება გინდა ახლა კარგი!”
“ნუ გამწირავ ასეც” 
“ეჰ, ეჰ, ლაწირაკო” 
“პედოფილო!” ენას ვუყოფ აივნიდან.
“ენა გოგო!” 
“მაცოდინა სად ხარ!” 
“რას იზამდი, მოვარდებოდი და ჩამეხუტებოდი გამხიარულებისთვის?”
“მოვვარდებოდი რომელია, სახესაც დაგიკოცნიდი და სახლში წამოგიყვანდი კიდე” 
“ეს ირონია იყო თუ მომეჩვენა?”
“მოგეჩვენა”
“დაიძინე ქალბატონო, გვიანია, ხვალ ლექციები გაქვს”
არაფერი მივწერე, ისე თითქოს ტრადიციად მქონდა ასეთ ესემესზე პასუხი არ დამებრუნებინა, გაღიმებული შევედი საძინებელში და საბანში გავეხვიე.

***

მეორე დილით დამშვიდებულმა შევაბიჯე უნივერსიტეტში, გოგოებმა ეგრევე დამინახეს და ჩემსკენ წამოვიდნენ.
- სად იყავი გოგო? - თვალებს მიბრიალებდა დემნაზე აკრული დიკო.
- დასასვენებლად! - მოკლედ ვუჭრი და თვალს ვარიდებ სამივეს.
- რა გჭირს დეა? რა მოხდა?
- არაფერი, მერე დაგელაპარაკებით რა, ლექცია მაქვს!
- მისმინე რაღაც უნდ..
- მერე იყოს ანჩო, მერე! - ხელს ვიქნევ და აუდიტორიისკენ მივდივარ.
მშვიდად ვიკავებ ადგილს და ლექტორის მოლოდინში ტელეფონში ვიქექები.
- რატომ იგვიანებს? - წიკვინებს ქერა და მისი ყავისფერთმიანი დაქალიც მხარს უბამს წუწუნში.
თვალებს ვატრიალებ, მაგრამ ატრიალებული ვრჩები უცებ კარებში მენეჯერთან ერთად დანიელი რომ ჩნდება. 


არვიცი გამომივიდა თუ არა, იმედი მაქვს არ გაგიცრუეთ იმედები <3
ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის <3
ყოველ საღამოს დავდებ თავს, ყველანაირად ვეცდები <3
ჩემი სტიმული ხართ!
მიყვარხართ!



№1 სტუმარი Ledd

როგორ ველოდებოდი მთელი დღე <333 არ მეყო !!! <3

 


№2 სტუმარი lile

Ulalaa moutmenlad velodebi shemdegs es bichi cota mabrazebs magramm araushavss :D

 


№3  offline წევრი aNuGi

Ledd
როგორ ველოდებოდი მთელი დღე <333 არ მეყო !!! <3

<3 <3 <3 დიდი მადლობა თბილო, რა ვქნა მეტს ვერ ვდებ, ჯობია ამდენი დავდო და ყოველდღე <3 <3

lile
Ulalaa moutmenlad velodebi shemdegs es bichi cota mabrazebs magramm araushavss :D

დანიელი კიდევ დიდხანს გაგაბრაზებთ, მაგრამ მერე ისე შეგაყვარებთ თავს რომ რავიცი :) <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4 სტუმარი Tako

Nu magari istoria roa magas ratkma unda mara Cota meti ro dawero arikeba cudii,Ar mkofniis ra.an amagam ro
dadi kide erti suli makvs wavikitxo

 


№5 სტუმარი Mariami

Rogor velodebodi axal tavs,wavedi aba wavikitxo..

 


№6  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა! <3
საღამოს ვერ დავდებ, მაგრამ ხვალ შუადღისთვის ყველანაირად შევეცდები <3
მიხარია რომ კითხულობთ <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7  offline მოდერი bla.ell

აუუუ მაგარი იყოოოო საშინლად მომწონს ველი შემდეგ თავს:**

 


№8 სტუმარი manana

au ra kai iyo.ra .

 


№9  offline წევრი DevilGirl

შენ რა მაგარი გოგო ხარ ეეე <3 გულზე მალამოსავით მედება თითოეული თავი. გასაოცარი ხარ ჩემო გოგო <3 ძალიან მიყვარხარ შენი ისტორიებიდან გამომდინარე ჩემო ფავორიტო <3 ველოდები ხვალინდელ და ალბათ გასაოცარ თავს . <3

 


№10 სტუმარი girl from marss

ვაიმეე როგორ გამახარეე <3 <3 მთელი დღე ველოდებოდი... ძალიან ძალიან საინტერესო იყო და ის უცნობი ,,პედოფილი" დანიელი მგონია რატომღაც... მიუხედავად იმისა რო ასეთი ფიქრის საფუძველი არ იყო.... დიკო და დემნაც კაი იყო საყუარლები :D ნუუ შენ საოცრება რო ხარ მაგაში ორი აზრი არ არსებობს... დეა და დანი ჩემი ფავორიტი წყვილია... ხო და კიდე წყნეთში უფრო მეტს ველოდი :D

 


№11  offline წევრი Everything

სიამოვნებით გავპუტავდი დანიეელს!!
საშიბლად კარგი ისტორიაა !!!
ველი შემდეგს,ნიჭიერო!!

 


№12  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მაბედნიერებთ თქვენი სიტყვებით!
მაქსიმალურად ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუოთ!
მიყვარხართ! <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№13  offline წევრი TeddyBear

ძალიან მომწონს ანუკ ^^
შეიძლება დანიელი რომ წავიყვანო ? შევფუთავ მეთვითონ არ მინდა არაფერი joy
ძალიან მიყვარხარ შენ და ასევე ძალიან მიყვარს შენი ისტორიებიც ^^
დანიელიც შემიყვარდა უკვე heart_eyes

 


№14  offline წევრი Ana Imnadze

მოიცადე,დანიელის სიტყვები არ მომეწონა,რა ჩემ პირადში ნუ ერევიო? ო.ო
საიდუმლო თაყვანისმცემელი დანიელი როა რა უნდა მაგის მიხვედრას <3
მომწონს !

 


№15 სტუმარი Anna

Perangi da ara sarochka

 


№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ის პედოფილი დანიელი რატომ მგონია?საინტერესოა კატოსთან რა აკავშირებს,საოცარი ხარ შენ.ძალიან კარგი იყო
--------------------
ლანა

 


№17  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს! მაბედნიეერებთ, ყველანაირად, თითოეული თქვენი სიტყვა მანიჭებს სიხარულს!
მადლობა კიდეც ერთხელ! <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№18  offline წევრი Bsellsb

elle...
ვაიმე, სად ვიყავი აქამდე?
ჩემს გოგოს რა ამბები დაუტრიალებია აქ...
აი, ნიკოლოზის მერე, მეთქი რა უნდა იყოს ისეთი, სხვაც რომ ამ დონეზე შემიყვარდეს-მეთქი და ეს დანიელი არ გამომეჩხირა თვალებში?!:დდდ
ვუაიმე, როგორია, ვერ ვუძლებ!
ჯერ ხო დეასი მშურს, ასეთი ლექტორები მეც რომ მყავდეს დაიქცევა ქვეყანა?! (შურიანისმაილი) :დდდ
სუპერ გოგო ხარ, ვგიჟდები ისეთი!
უნიჭიერესი, აი აღარ ვიცი რა ვთქვა.
უზომოდ დიდი ფანტაზიის უნარით და ისეთ სიტკბოს ატრიალებ აქ, ლამის გავგიჟდე (აქამდე თუა რ გავგიჟდი:დდ).
არა, ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევიო, ეს როგორ გაუბედა, ნერვები მომეშალა:დდდდდ
რამდენი ვიბოდიალე, ახლა აჟიტირებულიც ვარ და ნერვებმოშლილიც :დდდ
ვგიჟდები შენზე!

ოჰჰ ესეც გამოჩნდა...ქალბატონო ელეონორა :დდ როდის უნდა დაგვიბრუნდეთ თქვენი სასწაული და ტკბილი ისტორიებით? ❤❤❤

 


№19  offline წევრი An-El

Ratomgac danieli da dea tavshi ro cyvili iyo isini mgoniaaa

 


№20  offline წევრი aNuGi

დიდი მადლობა ყველას <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№21  offline წევრი ლილიტიი

ამ გოგოს არც ღირსება აქვს
არც სინდისი და საერთოდ არაფერი?
არ ვიცი მაგრამ დეასნაირი გოგოები მაღიზიანებს პირადად მე.
არაფრით განსხვავდენა
"ოღონდ ქალაქელი კაცი ჩავიგდო ხელთ"
აი სამი დღეა იცნობს რა სიყვარული
რის სიყვარული
და ტირილი და ამბები
არაფერს დაპირებია დანიელი და თან იცის საცოლე ყავს, არ უტყდება ?
როცა უნდა კოცნის, როცა უნდა იკიდ ებს ნუ რავიცი
არ ზის რა ჩემში მსგავსი გოგონები.
წარმატებები

 


№22  offline წევრი aNuGi

ლილიტიი
ამ გოგოს არც ღირსება აქვს
არც სინდისი და საერთოდ არაფერი?
არ ვიცი მაგრამ დეასნაირი გოგოები მაღიზიანებს პირადად მე.
არაფრით განსხვავდენა
"ოღონდ ქალაქელი კაცი ჩავიგდო ხელთ"
აი სამი დღეა იცნობს რა სიყვარული
რის სიყვარული
და ტირილი და ამბები
არაფერს დაპირებია დანიელი და თან იცის საცოლე ყავს, არ უტყდება ?
როცა უნდა კოცნის, როცა უნდა იკიდ ებს ნუ რავიცი
არ ზის რა ჩემში მსგავსი გოგონები.
წარმატებები

ვწუხვარ :))))))))))))))
რას ვიზამთ.
გაირკვევა ყველაფერი.
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№23  offline წევრი kookie127

ვაიმე ვაიმე რა კარგიაა ><
მეც ასე საინტერესოდ გამომდიოდეს რა იქნებაა ><

 


№24  offline წევრი aNuGi

kookie127
ვაიმე ვაიმე რა კარგიაა ><
მეც ასე საინტერესოდ გამომდიოდეს რა იქნებაა ><

არც მე არ გამომდიოდა თავიდან ჩემო კარგო, ვინ იცის მერამდენე ისტორიაა და მე მაინც უკმაყოფილო ვარ ჩემი ნაწერით! <3
დარწმუნებული ვარ გამოგივა, აუცილებლად ვნახავ შენს ისტორიას <3
მადლობა რომ კითხულობ <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

მითხარი დანიელის ხომ მესიჯების ავტორი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent