სიყვარულს საზღვრები არ გააჩნია! (სრულად)
*** -დაშორდნენ? -ჰო,გუშინ. -კი,მაგრამ როგორ? -არ ვიცი.ამბობენ დოლიძემ უღალატა მაყაშვილსო. -ღადაობ? -არა,რას ვღადაობ!მთელი თბილისი ამაზე წერს და ლაპარაკობს! *** -გაიგე ნია და ანდრია რომ დაშორდნენ? -კი გოგო და გავგიჟდი!რა მოხდა იცი? -ზუსტად არა,მაგრამ ისე სერიოზულად ყოფილა საქმე,რომ მაყაშვილი ბიძამისთან მიდის გერმანიაში. -ვაიმე ღმერთო! *** -თბილისის ყველაზე "ზე წყვილი" რომ დაშორებულან იცი? -ვინ? -ანდრია მაყაშვილი და ნია დოლიძე! -უი,ეგენი 6თვის უკან არ დაინიშნენ?კი მარა რა ეტაკათ? -მემგონი ნიას უღალატია და მაყაშვილი საზღვარგარეთ მიდის ვაფშე! -უი არ გადამრიო!არადა მთელი თბილისი მაგათ სიყვაულზე ლაპარაკობდა და გიჟდებოდა! -ნუ რას ვიზავთ! *** -ნათელა!გეიგე ქალო რა ამბები ტრიალებს ქალაქში? -რა? -ის ელიტა საზოგადოების...ელიტა ხო იცი რა არი შენე? -კი,კი რავა არ ვიცი შე ქალო!მერე? -ჰო მოკლედ მაგ საზოგადოების მისაბაძი წყვილი დაშორებულან თურმე გუშინ. -უიმე არ გადამრიო!რათა ქალო? -თურმე გოგომ უღალატა საქმროს და... -კი მარა რამ გადარია ეს ახალი თაობა ერტი.თუ არ უყვართ რას ინიშნებიან!ფუი,შეურცხვეთ ნამუსი! -აბა ქალო აბა! *** ყველა ლაპარაკობდა თბილისის ყველაზე საყვარელ და მისაბაძ წყვილზე. დიდი თუ პატარა. მოხუცი თუ ახალგაზრდა. სულელი თუ ჭკვიანი. იგონებდნენ ახალ-ახალ ჭორებს და ცეცხლზე ნავთს ასხავდნენ ამით. არავინ იცოდა რა მოხდა სინამდვილეში. არავინ გარდა თავად ამბის გმირებისა,მშობლებისა და სამეგობროს. არც ვინმე ცდილობდა საზოგადოებისთვის რამის ახსნას. იცოდნენ აზრი,რომ არ ქონდა და იმიტომ. ხალხი მაინც ისე იფიქრებს და იტყვის,როორც თვითონ უნდა. ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ვერც ყოვლის შემძლე ღმერთი და ჭეშმარიტი სიმართლე. ხომ იცით არა? ყველა-ყველაზე მეტის მცოდნეა სხვის საქმეში, თავისაში კი არა... *** ყველა ნიას ოთახში იყვნენ შეკრებილნი. უფროსიც და უმცროსიც. მამა,დედა და მათი შვილები. ნათესავები და მეგობრები. ყველა ღელავდა მომხდარის გამო. არც მალავდნენ ამ ღელვას. თვითონ ნია? ის უგონოდ იწვა საწოლში. ელოდნენ მის გამოფხიზლებას და გოგონამაც არ დააყოვნა. მძიმედ გაახილა თვალები. გამშრალ ყელში ძლივს შეძლო ნერწყვის გადაგორება. დაბუჟებულ, დამსკდარ ტუჩებზე კი ენის წვერი გადაისვა. ირგვლის მოატარა მზერა და ნაცნობ სახეებს,რომ შეხედა ცოტა დამშვიდდა. მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად... ყველას აღელვებულ,შეძრწუნებულ სახეს,რომ წააწყდა გაახსენდა... ყველაფერი გაახსენდა... ერთიანად მოწყდა სააქაოს. თითქოს სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა. თითქოს წამიერ დუმილში ჩარჩა. -სად არის? ძლივს ამოიხავლა გოგონამ. ყველა თავჩაქინდრული იდგა. ვერავინ ბედავდა მისთვის თვალებში ყურებას. -სად არის-მეთქი? ისედაც დაბოხებული ხმა უფრო დაუბოხდა მწოლიარეს. -ნია...ის... ძლივს ამოილუღლუღა დაჩიმ და გოგონას ჩამკვდარ თვალებს შეხედა. -დაჩი,მითხარი სად არის... უკვე მუდარა ისმოდა მის ხმაში. -ანდრია წავიდა... ამ სიტყვების გაგონება არ უნდოდა ყველაზე მეტად ნიას. "წავიდა" "ანდრია წავიდა" მხოლოდ ეს ფრაზები უტრიალებდნენ თავში. ვეღარაფერს გრძნობდა... თითქოს სმენა დაკარგა.. მგრძნობელობა... მხედველობა... ლაპარაკის უნარი... თითქოს ცოცხლად მოკლეს. სიტყვებით დაჭრეს. დაუნდობელი, სასტიკი სიტყვებით. -წავიდა?სად წავიდა? -გერმანიაში,ბიძამისთან.გვითხრა,რომ შენთვის ბედნიერება გვესურვა და კიდევ... -კიდევ? -თქვა,რომ აღარასდროს დაბრუნდება... კიდევ ერთხელ,მწარედ დაჭრეს დაუნდობელი სიტყვებით ნია. კიდევ ერთხელ მოკლეს ცოცხლად. *** ოთხი წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ. ოთხი ტკივილიანი,აუტანელი წელი. ისე,რომ დავუფიქრდეთ რა ცოტაა არა? ერთი...ორი...სამი...ოთხი.. მაგრამ ამავდროულად ძალიან გრძელი და აუტანელი. ოთხჯერ განცდილი წელიწადის ოთხი დრო. ყოველ წელს სხვადასხვა ინტერესებით,რომ ვხვდებით და ყოველი წლის ყოველი სეზონი სხვადასხვანაირად გვიხარია. გაზაფხული,იმიტომ რომ სეზონებს შორის ყველაზე ლამაზი პერიოდია. როცა,ბუნება თითქოს თავიდან იბადებაო... თითქოს თავიდან იწყებს სიცოცხლესო... ყველაფერი ცუდი,რომ წარულში რჩება და ახალს,უფრო განსაკუთრებულს რომ ექცევა ყურადღება. ზაფხული,იმიტომ რომ ეს წელიწადი ის პერიოდია,როცა ყველა ერთობა და ისვენებს. რა თქმა უნდა ყველა სხვადასხვანაირად. შემოდგომა,იმიტომ რომ ის ყველაზე ფერადი სამი თვისგან შედგება. როცა,სოფელში მცხოვრები მოსახლოება სხვადასხვა მოსავალს იღებს. შემდეგ კი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებთ თავის ნაშრომს,რომ უყურებენ. ზამთარი იმიტომ,რომ... ზამთარი ყველასთვის ახლის დააწყისია... ახალი წლის,თვის,დღის... ყველაფერს ცუდს წარსულში,რომ ტოვებენ და უკან აღარც იხედებიან. მაგრამ გამონაკლისები ხომ ყველგან, ყოველთვის არსებობენ? ჰოდა ნია დოლიძეც ამ უკანასკნელს მიეკუთვნება. მანაც ვერ დატოვა წარსულში ის რაც წლების წინ მოხდა. ალბათ,იმიტომ რომ სულაც არ იყო ეს ცუდი. ან უბრალოდ არ უნდოდა ცუდი რქმეოდა ამ ყველაფერს. მან ხომ ულამაზეს და ძალიან ბევრი წელი გაატარა ყველაზე ძვირფას ადამიანთან. განა ასე ადვილია დაივიწყო ის,ვინც უამრავი რამ გასწავლა? რა თქმა უნდა არა. ან ვერა. და ეს ვრც ნიამ შეძლო... ასეთმა ძლიერმა და უდრეკმა ქალმა. ჰო. ამ ოთხ წელში ისე დაქალდა და გალამზდა... რომ გენახათ ალბათ სახტად დარჩებოდით,ისე მოიხიბლებოდით მისი სილამაზით. არც ადრე უჩიოდა გარეგნობას. ყოველთვის გამოირჩეოდა სხვებისგან ამითაც. სწორედ ამიტომ დაიმსახურა ყველასთვის საოცნებო ბიჭის,ანდრია მაყაშვილის შეყვარებულობა. შემდეგ საცოლეობაც კი. მაგრამ ყველაფერი აირია. ბოროტმა ადამიანებმა არიეს. ერთმანეთს არ ენდობოდნენო,ამბობდნენ. როგორ შეიძლება ნდობის გარეშე ურთიერთობა? ეს ხომ წარმოუდგენელია... სისულელეა... წარმოუდგენელი სისულელე! სხვა არაფერი... ამდენწლიანი ურთიერთობა ნდობის გარეშე? არა,არა და არა! ვინც ამას ამბობს,საერთოდ თუ იციან რა არის ნდობა ან უნდობლობა? რა თქმა უნდა არ ეცოდინებათ... არ ეცოდინებათ,თორე ამას არ იტყოდნენ. *** -სახელი? -ნია -გვარი? -დოლიძე -რამდენი წლის ხარ ნია? -25 -ოჰ,ჯერ ძალიან ახალგაზრდა ყოფილხარ! -შეიძლება. -რატომ გადაწყვიტე ჩემთან მოსვლა ასე ახალგაზრდამ? -მითხრეს,რომ ყველაზე კარგი ფსიქოლოგი ბრძანდებით თბილისში. -მართლა?არ ვიცოდი ასე თუ მოვწონდი ხალხს. გაიჯგიმა დაახლოებით ოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცი და ნიას გაცინებაც მოახერხა. -კარგი ნია,საყვარელო...ალბათ იცი,რომ ჩემთან გახსნილი უნდა იყო,თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკები,რასაც ფიქრობ,განიცდი,გაწუხებს,გიხარია ყველაფერი უნდა მითხრა,რომ შევძლო შენი დახმარება.სხვანაირად უბრალოდ არ გამოგვივა...არც ერთს... გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია და გაუღიმა. -მიხარია,რომ დამთანხმდი.მოდი პირველი მიზეზი მითხარი თუ რატომ დაგჭირდა ფსიქოლოგი ან ვინ გირჩია. -მე...მე ჩემით გადავწყვიტე. -შენით? -დიახ. -რატომ? -უბრალოდ ვინმესთან ლაპარაკი მინდოდა გულწრფელად. -მეგობრები არ გყავს როგორც ჩანს,ხო? -მყავს,თან ძალიან ბევრი. -მაშინ არ ენდობი მათ ისე,როგორც საჭიროა. -როგორ არა!საკუთარ თავზე ,ეტად ვენდობი თითოეულ მათგანს!ისინი ჩემთვის მეგობრებზე მეტი არიან. -გასაგებია...და მაინც არჩიე ფსიქოლოგთან მისვლა? -დიახ.მეც მიკვირს,მაგრამ ალბათ მჭირდებოდა ვინმე უცხოს და უფრო გამოცდილის დავლაპარაკებოდი. -და რა არის მიზეზი ამ ყველაფრის?აშკარად,გეტყობა ვიღაცაზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევს. -დიახ,მართალია. -ვინ არის ის ბედნიერი? -ჩემი ყოფილი საქმრო...ანდრია...ანდრია მაყაშვილი. -ანდრია? -ფსიქოლოგი გაოცდა. -დიახ. -მოიცა...თქვენ ის ნია დოლიძე ხართ? -კი ის ვარ. -აჰ...სასიამოვნოა ქალბატონო ნია თქვენი გაცნობა რომ პირდაპირ მომიწია. -მადლობთ. -ყველაფერი გასაგებია. ექიმს გაეღიმა. გოგონა დაიბნა. -რა არის გასაგები? -აქ რისთვისაც ხართ... -და თვქენ რა იცით? -მე ხომ ტყუილად არ მქვია ფსიქოლოგი,არა? -დიახ... -ნია!მოდი ასე გკითხავთ...თქვენი დაშორების ამბავში ადანაშაულებთ საკუთარ თავს? გოგონა გაჩუმდა. არ იცოდა რა ეპასუხა. ბოლოს ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა. -არ ვიცი.სიმართლე გითხრათ,ზოგჯერ ჩემი თავი მეზიზღება რომ ვფიქრობ ყველაფერი მე გავაფუჭე,მაგრამ ზოგჯერ სრულიად ვამართლებ საკუთარ თავს.ხომ შეეძლო მოესმინა,არა?ის კი უკანმოუხედავად წავიდა და დამტოვა.ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ,მაგრამ არ დაბრუნებულა.წასვლისას სამეგობროსთვის უთქვამს,რომ ბედნიერებას მისურვებდა და აღარასდროს დაბრუნდებოდა.პირობასაც ზედმიწევნით ასრულებს.რამდენიმეჯერ ისიც კი ვიფიქრე,იქ ჩავაკითხავ და ვაიძულებ მომისმინოს-მეთქი,მაგრამ მაშინვე უკუვაგდე ფიქრები.შემეშინდა...ჰო,შემეშინდა რომ ისევ დამტოვებდა და წავიდოდა... -ჰო,მაგრამ ხომ შეიძლებოდა ყველაფერი პირიქით ყოფილიყო?რატომ უყურებთ ყველაფერს პესიმისტურად? -მე უბრალოდ ხომ გითხარით შემეშინდა იგივეს გამეორების. -ამ ვარიანტზე მეგობრებს უთხარით რამე? -არა. -რატომ? -არ ვიცი. -არ ვიცი პასუხი არ არის.ეს კითხვაზე თავის არიდებაა.კარგად დაფიქრდი და რაც პირველი მოგივა თავში ის მიპასუხე. -მიყვარს! -რა? -რა კი არა ვინ. -ვინ? -ანდრია... -ნია,მე სულ სხვა რაღაცა გითხარი. -ჰო,მაგრამ პირველი ეს მომივიდა თავში. გულუბრყვილოდ ამოილაპარაკა ნიამ. ექიმს გაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე. *** რა იყო ოთხი წლის წინ? რა იყო მანამდე სანამ ეს საბედისწერო დღე არ დადგებოდა? ყველაფერი ფერადი იყო. ყველა ლაღი და მხიარული. სიყვარულით სავსე თვალები, ღიმილით გაპობილი ბაგეები და ბევრი, ძალიან ბევრი სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ბედნიერება და ისევ ბედნიერება. *** "მთაწმინდაზე გამოფენილი თბილისელები" ასე მოიხსენიებდნენ ყველაზე გიჟ სამეგობროთა წრეს. ყველა იცნობდა მათ და ყველას იცნობდნენ ისინი. თბილისელები სიყვარულით მოიხსენიებდნენ ყოველთვის და ყველგან. რამდენი ოცნებობდა მათთან ახლოს ყოფნას,დაახლოებას,მეგობრობას. მაგრამ სულ ტყუილა. საკმარისად ბევრი იყვნენ ახალი წევრის შესამატებლად. თან არც ჭირდებოდათ არავინ ზედმეტი ერთნანეთის გარდა. ნია,კატო,ლიზა,ნინი,ანდრია,ლუკა,სანდრო,დაჩი,რატი... ეს ცხრა ისეთი შეკრული გუნდი იყო მისი დაშლა ადვილი საქმე არ იყო. მაგრამ ბოროტმა ენებმა ესეც მოახერხეს... იმ საბედისწერო დღის შემდეგ... მათი სიგიჟე აკლდა მთაწმინდას. არ უხდებოდა სიჩუმე ამ უბანს და საერთოდ მთლიანად თბილისს აკლდენენ "მთაწმინდაზე გამოფენილი თბილისელები." *** სკოლა #53 ამ სკოლაში სწავლობდნენ ყველასტVის შოკისმომგვრელი ოთხეული: ანდრია მაყაშვილი,დაჩი კვიციანი,რატი ჟორჟოლიანი და სანდრო მაისურაძე. გოგოები დნებოდნენ ამათ დანახვაზე. არ იცოდნენ,როგორ მიექციათ მეათე კლასელი "ზე სიმპატიური" ბიჭების ყურადღება. არაფერს იშურებდნენ,მაგრამ სამაგიეროდ ვერაფერს იღებდნენ. ბიჭების ასეტი "გაჩითულობა" არ გამორჩენიათ მრვე კლასელ სამეულს: ნია დოლიძეს,კატო ამირეჯიბს და ლიზა ბერიძეს. მაგრამ ისინი არ გავდნენ თბილისელი გოგონების თითქმის 90%-ს და იცოდნენ თავის დაფასება. თან ზედმეტს ვერც გაბედავნდენ, ნუ ნია მაინც. სანდრო მაისურაძე მისი ნათლიის შვილი იყო და ისე აკონტროლებდა დოლიძეს თითქოს მისი ძმააო. პრინციპში ასეც იყო. და-ძმასავით უყვარდათ ერთმანეთი და ისეთი ურთიერთბა ქონდათ,რომ ბევრ ბიოლოგიურ და-ძმას შურდა მათი. ერთხელ,სპორტის გაკვეთლზე გოგოები კალათბურთს თამაობდნენ,როცა ეზოში ანდრია და დაჩი გამოჩნდნენ. არხეინად მოაბიჯებდნენ და სიცილით კვდებოდნენ. სპორტის მასწავლებელი წყრომით მივიდა მათთან. გოგოებმა ვითომ ვერც შეამჩნიეს და თამაში გაარძელეს. ნიას უნდა ესროლა ბურთი. ფეხისწვერებზე აიწია,ხელი მაღლა აწია და ჰოპ... ბურთი ისე სწრაფად ააცალეს ხელიდან ვერც გაიაზრა. ანთებული თვალებით შებრუნდა უკან და მომღიმარი ბიჭები,რომ დაინახა ნერვები მოეშალა. -როგორ ბედავ ასეთ სითავხედეს? ისეთი ხმით და გამომეტყველებით უთხრა,რომ ბიჭებს ღიმილი სახეზე შეეყინათ. ჯერ ასე არავინ დალაპარაკებიათ,მითუმეტეს გოგოები. ბურთიანმა გასცა პასუხი გოგონას. -რა ბრაზიანი ყოფილხარ! -ბურთი დამიბრუნე ახლავე! -თავაზიანად რომ გეთხოვა შეიძლება დავფიქრებულიყავი! ცალი ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა. გოგონა დაიბნა. -ბურთი დამიბრუნე-მეთქი,თორე მასწავლებელს ვეტყვი! -მასწავლებელმა მოგვცა უფლება გეთამაშა,ასე რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვითამაშებთ. -რა?კი მაგრამ თქვენ ხო ახლა გაკვეთილი გაქვთ? -კი მაგრამ გამოგვაგდეს,ამიტომ სხვა გზა არ გვაქვს უნდა ვიტამაშოთ. ცალყბად გაუღიმა ბიჭმა გაბრაზებულ გოგონას. -თავხედი იდიოტები! თავისთვის ჩაილაპარაკა ნიამ,მაგრამ ბურთიანმა მაინც გაიგო. -რა თქვი? -არაფერი!სხვაგან ითამაშეთ თუ შეიძლება,ჩვენ ხელს გვიშლით! -მემგონი შენთვის არავის არაფერი უკითხავს,პატარავ!ან ითამაშებ ჩვენთან ერთად ან აქედან აორთქლდები შენი დაქალებიანად! -ჯერ ეს ერტიც პატარა შენ თვითონ ხარ!და მერე მეორე ნუ მემუქრები თორე კარგი დღე არ დაგადგება! -ნია გეყოს რა,წავიდეთ... ხელზე დაქაჩა დაქალი ლიზამ. -ანუ ნია გქვია,არა? ბიჭმა ისევ ცალყბად გაიცინა. ამ დროს ზარიც დაირეკა. აივნიდან ყველა ამ წყვილს უყურებდა. უკვირდათ გოგონას სითამამე და ბიჭის სიმშვიდე. სანდრომაც მოკრა თვალი ამ სურათს და მაშინვე კისრისტეხვით ჩავიდა ეზოში. წყილს მიუახლოვდა და მსჰვიდი ხმით იკითხა. -აქ რა ხდება? -სანდრო მე უბრალოდ გოგოებთან ერთად ვთამაშობდი და ეს თავის ძმაკაცთან ერთად მოვიდა და რაღაცეები დაიწყო. -რა ხდება,ანდრია? ბიჭმა ყველაფერი აუხსნა. სანდროს არაფერი უთქვამს,უბრალოდ გაეღიმა ნიას ბავშვურ საქციელზე. მერე ზარიც დაირეკა და ყველა კლასებში შევიდა. მეორე დღეს სანდრომ ისევ შეახვედრა გუშინდელი ამბის გმირები ერთმანეთს და მათ შორის ზავიც დაიდო. მერე... მერე უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი და ისე მოხდა,რომ მოგვიანებით დაახლლოვდნენ. დაახლოვდნენ,ოღონდ ძალიან უცნაურად. თვითონაც ვერ ხვდებოდნენ,როგორ. უბრალოდ ყოველდღე, ყოველ დასვენებაზე ერთად ატარებდნენ დროს. მერე სკოლაც ალაპარაკდა. ბოლოს დიდი და სამეგობრო წრე შექმნეს. ბიჭები სკოლას,რომ ამთავრებდნენ,ზუსტად მაშინ გადავიდა გოგოების კლასში რატი ჟორჟოლიანის და,ნინი ჟორჟოლიანი. უკვე იცნობდნენ სამეული მას რა თქმა უნდა. უფრო დაახლოვდნენ და ახლა უკვე ოთხეული გახდნენ. ბოლოს გოგონებმაც,რომ დაამთავრეს სკოლა და უნივერსიტეტში მოეწყვნენ,ბიჭები გვერდიდან აღარ ცილდებოდნენ. რატო? იმიტომ,რომ გაიზარდნენ და გალამაზდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვინმე რომ არ აკიდებოდათ შეუძლებელი იყო. მაგრამ მეორე დღეს ყველა ორთქლდებოდა მათი ცხოვრებიდან. ბიჭები საიდანაც მოდიოდნენ იქ აბრუნებდნენ. მერე... მერე ლიზა ბერიძეს დაბადების დღეზე მოხდა ყველაზე სასწაული და გასაგიჟებელი რაღაც. ყველა შოკში იყო. სანდრო მაისურაძე და კატო ამირეჯიბი გაიპარნენ... აი,ასე შუა დაბადების დღეზე, შუა ქეიფიდან ადგნენ და გაიპარნენ,ისე რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. მეორე დღეს უკვე ჯვარდაწერილები ჩამოვიდნენ თბილისში. გაგიჟებული დახვდათ ყველა. მშობლები ისეთი გამწარებულები იყვნენ,რომ მოეკლათ არავის გაუკვირდებოდა. მაგრამ ბოლოს ყველაფერი დაწყნარდა. თუ უყვართ ერთმანეთი რა უნდა ვქნათო და ეს თემა დაიხურა. *** სანდრო მაისურაძის და კატო ამირეჯიბის ქორწილი იყო სასწაული. მთელი თბილისი იქ მომხდარ ამბებზე ლაპარაკობდა. თუ როგორ თხოვა ხელი ლუკა ჯაფარიძემ ნინი ჟორჟოლიანს და როგორ აუხსნა სიყვარული დაჩი კვიციანმა ლიზა ბერიძეს. ეს ამბები ყველასთვის მოულოდნელი იყო,მაგრამ ისე გაუხარდათ ემოციებს ვერ მალავდნენ. რატი გაგიჟდა ეს როგორ გაბედეთო,მაგრამ ბოლოს ისიც დანებდა. ან რა უნდა ექნა? უყვარდათ ერთმანეთი. თან ლუკა მისი ბავშვობის ძმაკაცი იყო და ენდობოდა. მხოლოდ ანდრია და ნია ტკბებოდნენ ერთმანეთით შორიდან. ყველაზე დიდი ხანია რაც ერთმანეთი უყვართ,მაგრამ ჯერ რატომღაც ორივე თავს იკავებს. ალბათ,უნდათ რომ კარგად გაერკვნენ თავიან გრძნობებში. ხომ იცით გვიანი არასდროს არ არის, მითუმეტეს როცა საქმე სიყვარულს ეხება. *** შაბათი დღე იყო. ყველა ისვენებდა. ამიტომ გადაწყვიტეს ახალდაქორწინებულებს დადგომოდნენ თავზე. ორი კვირა იყო გასული უკვე ქორწილის დღიდან. ჰოდა გუშინ ჩამოვიდნენ ზუსტად ვენეციიდან. ისეთი დაღლილები იყვნენ,გათიშულებს ეძინათ. უცებ კარზე ატყდა გაბმული ზარი და ბრახუნი. ძლივს აიზლაზნა სანდრო და ხალათით და ჩუსტებით გაუღო კარი სამეგობროს. ამ უკანასკნელებმა ისეთი ხარხარი ატეხეს მთელი სამეზობლო გააღვიძეს. სანდრო ისეთი თვალებით უყურებდა სასტავს უკან წასვლაც კი გაიფიქრეს,მაგრამ როგორც ყველაზე ყველაზე გიჟმა,რატი ჟორჟოლიანმა შამპანიურის გახსნით შეაბიჯა ახალგამომცხვარი ცოლ-ქმარის სახლში. მერე მიყვნენ დანარჩენებიც. ისეთი ამბები იყო დედა შვილს ვერ იცნობდა. გათიშვამდე სვეს. მერე იცეკვეს და იმღერეს კიდეც. გამთენიისას დაიშალეს. სახლში ყველა ტაქსით წავიდა. *** გაბმული ტელეფონის ზარმა გააღვიძა დილით ნია. ზლივს მოძებნა ტელეფონი და არაადამიანური ხმით თქვა კომუნიკაციის დასამყარებელი სიტყვა. მობილურში ხარხარი გაისმა. -რა ხმა გაქვს გოგო გკლავდნენ? -არა ლიზა მეძინა! -რა დროს ძილია,ადე გამომიარე უნივერიტეტში გვაგვიანდება. -რა?რომელი საათია? -ორი იწყება.ადე,ადე მალე და გამომიარე. -ჰო კაი დამაცადე! ძლივს აიზლაზნა დოლიძე ლოგინიდან. მოემზადა და სახლიდან გიჟივით გავარდა. ერთ საათში ეწყებოდათ გოგონებს ლექცია და მიუსწრეს კიდეც. რომ დაუმთავრდათ კაფეში გადაწყვიტეს შევლა. -ღმერთო,ოღონდ ეხლა ეს შუალედურები გადამატანინა და მეტი არ მინდა არაფერი! -კარგი რა,ნია!შენ თუ ვერ ჩააბარებ აბა მე რაღა ვთქვა?კარგად სწავლობ და ნუ გეშინია! -აუ რავიცი რა,ვნერვიულო.ასე მგონია წერას,რომ დავიწყებ ყველაფერი დამავიწყდება. -ჰოდა შენც სხვა რამეზე იფიქრე. ნიამ წვენი მოსვა და საზურგეს მიეყრდნო. -დაჩისთან რას შვები შენ? -აუ იცი რა საყვარელია?ასეთი დაჩი რაღაც წარმოუდგენელია. -ოჰ,ერთი კვიციანს დამიხედეთ რა! -გუშინწინ ვიჩხუბეთ და ჩემხელა დათუნიით დამადგა თავზე,შემირიგდი და მეტჯერ აღარ გაგაბრაზებო. -ვაიმე საყვარელი... -და შენ რას შვები ქალბატონო ანდრეასთან? -რა უნდა ვქნა ლიზა?არაფერს მეუბნება და მუხლებში ხო არ ჩავუვარდები გინდა თუ არა ერთდ ვიყოთ-მეთქი? -ეტყობა უნდა რო კარგად გაერკვეს შენ გრძნობებში. -კაი რა ლიზა!ვერ ხვდება ხო მის მიმართ რას ვგრძნობ? -ნუ რავცი რა. -თან არც სხვას რო არ აძლევს ჩემთან მოკარებას ვგიჟდები! -ვაიმე ბაირამოვი გახსოვს? -რა დამავიწყებს! დიდხანს ილაპარაკეს კიდევ. მერე დაჩიმ და სანდრომ მოაკითხეს გოგონებს და სახლში წაიყვანეს. ნია მაშინვე სააბაზანოში შევიდა. შხაპის შემდეგ თბილ ლოგინში შეწვა და მშვიდად დაიძინა. *** ნინისთან იყვნენ გოგონები შეკრებილი და სვავდნენ. -აი,ამ ჭიქით მინდა სიყვარულს გაუმარჯოს!ყველაზე წრფელ და მარადიულ გრძნობას.არ ვიცი გოგოები რო ვუფიქრდები შეიძლება სანდრო არ ყოფილიყო ჩემს ჩხოვრებაში ალბათ მოვკვდებოდი.ყოველი დღის გათენება იმიტომ მიხარია,რომ ვიცი მის სახეს დავინახავ,მის ღიმილს,მის თბილ და ყველასგან განსხვავებულ სიტყვებს მოვისმენ.ის,რომ არ გამეცნო არ ვიცი ალბათ ისევ ისეთი გიჟი კატო ამირეჯიბი ვიქნებოდი,რომელსაც არაფერი აინტერესებდა გართობის და მეგობრების გარდა.მაგრამ ამ ლამაზ გრძნობასთან ერთად შიშიც დამეუფლა.იმის შიში,რომ შეიძლება "ის" ოდესმე დავკარგო,თუმცა როცა მას ვხედავ მერე აღარაფერზე ან ვეღარაფერზე ვფიქრობ.მოკლედ სიყვარულლს გაუმარჯოს და ყველას მოგცეთ ღმერთმა იმის საშუალება,რომ შეიგრძნოთ მთლიანად თქვენში! -გაუმარჯოს! თითქმის ყველამ ერთხმად თქვა და ბოლომდე დალიეს სასმელი. -მიხარია ყველას ასეთ ბედნიერს რომ გხედავთ! მთელი გულით თქვა ნიამ ეს სიტყვები. მართლა უხაროდა მეგობრების ბედნიერება. მათი გაბრწყინებული თვალები და რაც მთავარია ღიმილი ყოველთვის სახეზე. -და შენ? -რა მე? -ანდრია... -კატო!არაფერი არ ხდება მე და მას შორის! -ხო გიყვართ ერთმანეთი? -არ ვიცი... -კარგი რა ნია...ყველაფერს უბრალოდ ძალიან ართულებთ ორივე. უნდოდა დოლიძეს რაღაცის თქმა,მაგრამ ბიჭები დაადგნენ თავზე და ეს თემაც წამშივე დაიხურა. -ეე უჩვენოდ როგორ სვავთ უნამუსოებო! ვითომ ნაწყენმა რატიმ ყველა შეათვალიერა. -აი ესე! ნინიმ ჭიქა აიღო და ბოლომდე დალია. ამ საქციელზე ყველას გაეცინა რატის გარდა. გაბრაზებული იდგა და ალბათ აჯერ ჩადო უკვე თავის და მიწაში. ნუ ეს ხუმროით რა თქმა უნდა... -ჯაფარიძე გააჩუმე შენი საცოლე თორე დარჩი უცოლოდ! -მე კი არა შენ დარჩები უცოლოდ ვინმეს თუ არ იპოვი! ისევ გაეცინათ ყველას და რატი ისე დაბღვერილი იდგა. -ყველა ჩემი დის მხარეს ხართ თქვენ,რა! -ჩემი ბუზღუნა ძამიკო! ნინი მიკუსკუსდა ძმასთან და მოეხვია. მერე ლოყაზე აკოცა. ამ ჟესტმა თვით სვან, ხისთავიასაც მოულბო გული და ისიც ჩაეხუტა დას. -ე,მე ვეჭვიანობ! პატარა ბავშვივით ამოიბუზღუნა ლუკამ. -ლუკა მოკეტე შენც ჩაგეხუტები! ისევ ყველას გაეცინა. აი,ასე გიჟები იყვნენ ყოველთვის და ყველგან. მხიარულები და ბედნიერები. -ნია შენც ბევრი დალიე? გვერდით მიუჯდა ანდრია მომღიმარ ნიას,რომელიც მეგობრების ბედნიერებით ტკბებოდა. ცოტა შეაშინა კიდეც მოულოდნელმა ხმამ. -იმდენი რამდენიც შემეძლო! -ჩემი ჭკვიანი გოგო! გაუღიმა. მერე თავისკენ მიიზიდა და თავზე აკოცა. ისეთი საყვარლები იყვნენ. ყველა მათ უყურებდა და ხვდებოდნენ, ხვდებოდნენ,რომ ეს წყვილი რაღაც სხვა იყო. არაამქვეყნიური ორი ადამიანი არაამქვეყნიური გრძნობით! თვითონ ისე კომფორტულად იყვნენ სულაც არ უნდოდათ განძრევა. მშვიდად და აუღელვებლად გრძნობდნენ თავს. ერთმანეთის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევდნენ. ან არ უნდოდათ შეემჩნიათ... ჰო,იმდენად მშვიდად იყვნენ,რომ არ უნდოდათ ვინეს ეს სიმშვიდე დაერღვია. *** უნივერსიტეტის მერე კატოს შეუარა. სანდროც იქ იყო. მისი სახლში ყოფნა გაუკვირდა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ცოტა ხანში ნინიც ამოვიდა და იმდენი ილაპარაკეს სანდრო გააგიჟეს. დიდხანს იყვნენ იქ,მერე ნია წამოვიდა და ნინი დარჩა. მთაწმინდას მიუყვებოდა ხმაური,რომ შემოესმა. ხმაური... ნაცნობი ხმებიც გაიგო... მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. თავის ქუჩაზე უნდა შეეხვია,მაგრამ ხმები უფრო გაძლიერდა. სიცილის, ყვირილის და წივილის ხმები. აშკარა იყო,რომ მარტო ბიჭები არ უნდა ყოფილიყვნენ. საპირისპირო მხარეს წავიდა და ნეტა არ წასულიყო... საინელი, უფრო საზიზღარი სურათი შერჩა ხელში. ბიჭები,რომლებსაც 53-ე სკოლის ბო*ები ყავდათ მთაწმინდაზე ამოყვანილი და ჭკუაზე არ იყვნენ. თამუნა ინგოროყვა და ლენა მოდებაძე. აი,რასაც ქვია მთელი თბილისის ნათრევები! გული ერეოდა ამ გოგოებზე. მითუმეტეს თამუნაზე,რომელიც ანდრეაზე ჭკუას კარგავდა. ისე აღიზიანებდა... ნეტა რატო? ანდრეა,რომ უყვარდა თუ ბო*ი რომ იყო? ალბათ ორივე. რატი და ნადრეა იყვნენ მხოლოდ. ერთ ხელში შამპანიურის ბოთლი ეჭირათ და მეორეს გოგოებს უფათურებდნენ. თამუნა რა თქმა უნდა ანდრეას ეტორღიალებოდა. უკან დაბრუნებას აპირებდა ნია უცებ,რომ რატიმ შეცედა და ისე დაიბნა თითქოს თითქოს პირველად ხედავსო. ჟორჟოლიანმა ჩაახველა და ახა ყველა მას უყურებდა. სირცხვილისგან სად წასულიყო არ იცოდა. ან რა იყო აქ სასირცხვილო? მას რატო უნდა შერცხვენოდა? არც იმ გოგოების ადგილზე იყო და არც ცუდს აკეთებდა რამეს. ანდრეას სახე აელეწა ნიას დანახვისას. უცებ გაუსვა თამუნას ხელი და დოლიძესკენ წავიდა. -ნია აქ რას აკეთებ? ეხლაღა გონს ნია. -მე სახლში მივდიოდი და ხმაური,რომ მომესმა...კარგი დაივიწყე!აღარ შეგიშლით ხელს,გაერთეთ.ნახვამდის! უკან შებრუნდა,მაგრამ ანდრეამ ხელი დაუჭირა. -ნია... ამღვრელი თვალებით შეხედა ნიას და თითქოს ბოდიშს უხდიდა თავისი საქციელისთვის. მაგრამ რატომ უნდა მოეხადა ბოდიში? რა გააკეთა საბოდიშო? უბრალოდ გაერთო... მაგრამ მიხვდა როგორ ატკინა გული ნიას. ეს კი ყველაზე მეტად არ უნდოდა. ფრთხილად გაინთავისუფლა გოგონამ ხელი და წავიდა. მაყაშვილმა ჩუმად შეიკურთხა,მანქანაში ჩაჯდა ისე რომ არავისთვის არაფერი უთქვამს და ისიც წავიდა. ოღონდა ბარში. გათიშვამდე სვა. მერე რატიმ აიყვანა სახლში. ბარის მეპატრონემ დაურეკა უგონოდ დევს მაგიდაზე და წაიყვანეთო. ისიც მაშინვე გაიქცა და მართლაც გათიშული მაყაშვილი ძლივს აიყვანა სახლში. *** მეორე დღეს ნინისთან ადიოდა გზაში ანდრია,რომ დაედევნა მანქანით. თავიდან შეეშინდა,მაგრამ ნაცნობი მანქანა და სახე,რომ შენიშნა დამსვიდდა. თუმცა გუშინდელის გახსენებაზე ისევ სიბრაზე გადაეკრა სახეზე. მაყაშვილი მანქანიდან უღიმოდა. -სად მიდიხარ ნია? -რა შენი საქმეა? -ჩემი საქმე რომ არ იყოს არ გკითხავდი. -ჰოდა ნუ მეკითხები! ცივად უპასუხა და გზა განაგრძო. ანდრეაც უკან გაყვა. ოღონდ მანქანით. -ნია კარგი რა!მოდი დაჯექი და ვილაპარაკოთ. -არ მინდა მე შენთან ლაპარაკი! ისე საყვარლად უთხრა ანდრიას სხეული მთლიანად სითბომ მოიცვა. პატარა ბავშვს გავდა ნია. პატარა ბავშვს,რომელიც გააბრაზეს იმიტომ,რომ ბევრი შოკოლადი ჭმა აუკრძალეს ან იმიტომ,რომ ზამთარში გარეთ გასვლის ნება არ დართეს,გაცივდებიო. -სამაგიეროდ მე მინდა! -არ მაინტერესებს შენ წარმოიდგინე! -ნია ნუ ბავშვობ! ამ სიტყვებმა ისე გააბრაზეს ნია უნდოდა მივარდნოდა და მაგრად ეცემა. ან რა იყო გასაბრაზებელი? განა მართლა ბავშვივით არ იბუტებოდა? თან რის გამო... რა მოხდა თუ გოგოებთან ერთობა? მას ხომ მისთვის არც სიყვარული დაუფიცია და არც ოცნების კოშკები აუგია. ან რა უფლება ქონდა გაბრაზებულიყო? მაგრამ ის ფაქტი,რომ სხვა გოგოსთან, მითუმეტეს იმასთან ვინც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, ხედავდა ღიზიანდებოდა. რატომ არ იცის... ან იცის და არ უნდა აღიაროს. ალბათ ეშინია და იმიტომ. ჰო,თვით ნია დოლიძXესაც კი ეშინია. მაგრამ სიყვარულის წინაშე ხომ ყველა ძლიერიც კი სუსტად იქცევა. ყველა ჭკვიანი-სულელად. ყველა მდიდარი-ღარიბად. მაგრამ არა მატერიალურად,არამედ სულიერად. რამდენიმე ხნიანი დუმილის შემდეგ ნიამ მანქანის კარები გახსნა და ჩაჯდა. მაყაშვილს კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგეები. ნია კი სირცხვილისგან იწვოდა. ისე უნდოდა ახლა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა,როგორც არაფერი. ყველაფერს დათმობდა ოღონდ ახლა მაყაშვილის გვერდით არ მჯდარიყო. -ნია ყველაფერს აგიხსნი... -ანდრია არაფრის ახსნა არ არის საჭირო!შენ თავისუფალი ბიჭი ხარ,რომელსაც იმის უფლება აქვს რაც უნდა ის გააკეთოს და ვერავინ შეეწინააღმდეგება მის სურვილს,რადგან ეს მისი ცხოვრებაა.არც მე არ მქონდა იმის უფლება,რომ შენზე გავბრაზებულიყავი.არ ვიცი,ალბათ,თამუნას ადგილზე სხვა,რომ ყოფილიყო შეიძლება საერთოდ არაფერი მეთქვა,მაგრამ ძალიან გამაღიზიანა მისმა დანახვამ.ბოდიშს გიხდი... იე ეუბნებოდა ამ ყველაფერს თვალებში არც შეუხედავს. ალბათ,იმიტომ რომ არ უნდიდა ტყუილში გამოეჭირა. მაგრამ მაყაშვილს არც ეს გამოპარვია. ძალიან კარგად იცოდა რის გამოც გაუბრაზდა ნია. უბრალოდ არ აღიარებდა. და ისიც კარგად იცოდა ასე ადვილად,რომ ვერ გამოტეხდა დოლიძეს. -ნია ბავშვობიდან გიცნობ და კარგად ვიცი როგორიც ხარ! -ეს რა შუაშია? -შენც კარგად მიცნობ და იცი რომ დიდი ხანია სერიოზულად ვფიქრობ შენზე.ხომ იცი ჩემთვის ძალიან ბანალურია სულ იმის ჩიჩინი თუ როგორ უყვარს წყვილს ერთმანეთი,რომ გიჟდებია ერთმანეთზე,რომ როცა დაქორჭინდებიან ეყოლებათ ბევრი შვილი.ასევე ვიცი,რომ არც შენ გიყვარს რომანტიული სცენები.შეიძლება ჩემს ცხოვრებაში იყოს ათასი ქალი,მაგრამ ყოველთვის იქნება ის ერთი,რომელსაც სხვებისგან სრულიად განსხვავებული ადგილი ექნება ყოველთვის. ნია ჩუმად იჯდა. არ იცოდა რა ეთქვა ან როგორ უნდა მოქცეულიყო. დაბნეული და გაოგნებული იყო. ნუთუ თვით ანდრეა მაყაშვილმა უთხრა ეს სიტყვები? ამას ვერადროს ვერ წარმოიდგენდა. ის კი არა ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ასეთი მაყაშვილი? არააა... ჭამით ისიც კი იფიქრა ხო არ მესიზმრებაო. მაგრამ ნამდვილას არ იყო სიზმარი. -შეიძლება სხვებს აბამდე ასეთი სიტყვებით და თავს ურევდე,მაგრამ მე მათ არ ვგავარ. -რა?ნია მეღადავები ხო? -რა შემატყვე ღადაობის?სრულიად სერიოზულად გეუბნები! -ვაუ!ეხლა რა ვქნა ტაში დაგიკრა ასეთი სიამაყისთვის და ქედმაღლობისთვის თუ ამას არ იკადრებთ ქალბატონო ნია? -ანდრეა რა გინდა? ტონს აუწია ნიამ. -კიდე მე რა მინდა?არაფერი!საერთოდ არაფერი!მაგრამ შენ აშკარად გინდა!გინდა,რომ ყოველწუთს გითხრა როგორ მიყვარხარ,რომ ვგიჟდები შენი დანახვისას,რომ ერთადერთი ხარ ვიზეც სერიოზუკად ვფიქრობ.ესეა ხო?არ გინდა ეს ნია? მაყაშვილი სიბრაზისგან ღრიალებდა. -არა! ძლივს ამოილუღუღა დაბნეულმა. -აბა რა გინდა ნია? -შენ უბრალოდ არასდროს გამოხატავ სენს გრძნობებს... -საჭიროა და იმიტომ! -რატოა საჭირო? -ზედმეტი არაფერი არ ვარგა ჩემო ნია! -ზედმეტია გრძნობების გამოხატვა? ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა მაყაშვილმა. ნია ძლივს შეიკავა თავი არ ატირებულიყო. ახლა მხოლოდ სიგარეტი დაამშვიდებდა. ხელისკანკალით ამოიღო ერთი ღერი და ძლივს მოუკიდა. ცოტა ხანში ანდრიამაც იგივე გაიმეორა. იყვნენ ასე სიჩუმეში. ორივეს უნდოდა მისი დარღვევა,მაგრამ არც ერთი ცდილობდა ამას. ბოლოს,სიგარეტის ბოლო ნაპასი,რომ დაარტყა ნიამ მან დაარღვია ირგვლივ გამეფებული სიჩუმე. -სახლში წამიყვანე ან ჩემით წავალ თუ არ გცალია. -კარგი. მხოლოდ ეს თქვა მაყაშვილმა და ისეთი სისწრაფით მოწყვიტა ადგილს მანქანა ყველაფერი აამტვერა. მალე მივიდნენ სადარბაზოსთან. გზაში არც ერთს არაფერი უთქვამს. -მადლობთ და ნახვამდის. უთხრა ნიამ,როცა მანქან სკარი გააღო. -კარგად! ისე თხრა ანდრიამ მისთვის არც სეუხედავს. ამაზე ისე გაბრაზდა ნია კინაღამ ჩამოუღო მანქანის კარი ისე დახურა. უცებ აირბინა კიბეები და სახლში შესვლისთანავე ლოგინზე დაემხო. იმდენი იტირა,სანამ ცრემლები არ შეუშრა. მერე ისე ჩაეძინა ვერც გაიგო. *** -და შენ მართლა არ გჯეროდა მისი? კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა. ბოლოს როგორც იქნა ძლივს ამოთქვა გოგონამ. -არ ვიცი.იმ წუთას ძალიან დაბნეული ვიყავი.ანდრია ის ბიჭი იყო,ვიზეც მთელი თბილი ოცნებობდა.იმდენი გოგო ყავდა,რომ უბრალოდ...მართლა არ ვიცი მჯეროდა თუ არა.ძალიან არეული ვიყავი. -ნია,საყვარელო...არეული კი არა შეშინებული იყავი. -შეშინებული? -დიახ,შეშინებული.შენ გეშინოდა გეღიარებინა და სააშკარაოზე გამოგეტანა შენი გრძნობები.გჯეროდა,იმის რომ თუ აღიარებდი ანდრია როგორ გიყვარდა,აუცილებლად დაკარგავდი ადრე თუ გვიან.შენ არც იმას აღიარებდი,რომ გიყვარდა და არც იმას,რომ გეშინოდა მისი დაკარგვის. -არ ვიცი,შეიძლება მართალი ხართ. -შეიძლება არა,ეს ასეა!აი,ხომ ხედავ ახლაც არ გინდა ამის შესახებ აღიარო. -და მაშინ ეს ყველაფერი რომ მეღიარებინა რა შეიცვლებოდა?იქნებ კარგიც იყო ის,რომ არ ვარიარე ჩემი გრძნობები ანდრეასადმი? -შენ დაკარგე ის რამდენიმე ბედნიერი დღე,რომელსაც მასთან ერთად გაატარებდი. -მე ხომ ისედაც მასთან ერთად ვიყავი ყოველდღე? -მაგრამ ყოველთვის სამეგობრო წრესთან ერთად! -ეს რას ცვლის? -ყველაფერს! -ყველაფერს? -დიახ. -მაინც რას გულისხმობთ? -ამაზე თუ კარგად დაფიქრდები,თავად იპოვი პასუხს.მე უკვე საკმარისად დაგეხმარე იმისთვის,რომ თავად გაგეცა ამ კითხვისთვის პასუხი. *** -ნია სად ხარ ამდენ ხანს? -ჩამვდივარ დეე! თავისი ოთახიდან გასძახა დედას,რომელიც სტუმრებთან ერთად საუბრობდა. მალე ჩაირბინა კიბეები და ღიმილით დააჯილდოვა იქ მყოფი. -გამარჯობათ! -მოდი ნია ჩემთან. დედამისმა გაუწოდა ხელი და მანაც თავისი შეაგება. -გაიცანი,ეს მაია ჩუბინიძეა ეს კი მისი ვაჟი,ნიკოლოზ ფილფანი! -სასიამოვნოა. ხმა გაინაზა ნიამ. მაიამ გაუღიმა და თავი ოდნავ დაუხარა. ნიკუშა კი ხელზე ეამბორა. არასასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ნია, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. დიდი ხანი ისხდნენ და სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ. ისეთი მოსაწყენი იყო ეს ყველაფერი ნიასთვის... მაგრამ დედამისსი ხათრით თავს იკავებდა. როგორ უნდოდა ეხლა თავის გიჟ სასტავთან ერთად ყოფილიყო... მაგრამ უსმენდა თუ როგორ აქებდა თავის შვილს მაია. -ნია,მიდი დე ნიკას დაათვალიერებინე სახლი. ღმერთო,როგორ ეზარებოდა ეხლა მთელი ახლის შემოვლა თან ვიღაც ნიკუშასთან ერთად. დიდი სიამოვნებით იტყოდა უარს,მაგრამ ისევ დედამისის გამო დაეთანხმა ამ წინადადებასაც. ნია ყველაფერს ათვალიერებდა ნიას,თან \საინტრესო ამბებზეც საუბრობდნენ. აც ისეთი სულელი ბიჭი ყოფილა ფილფანი. გარეგნობასაც არ უჩიოდა,თუმცა ეს ნიასთვის მაინც სულერთი იყო. *** დრო გადიოდა და ნია ნიკასთან უფრო და უფრო ახლოვდებოდა. საერთოდ არ ყოფილა მოსაწყენი ტიპი. ძალიან მზრუნველი და თბილი იყო ნიას მიმართ განსაკუთრებით. ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ბევრ, ძალიან ბევრ საინტერესო თემას განიხილავდნენ. *** -ნიკუშა ფილფანი? თვალებგაფართოებული იკითხა ნინიმ. -ჰოო... -კაი ტიპია მაინც? -ნუ გარეგნობით თუ მეკითხები კი,სიმპატიურია.განათლებულიც,მაგრამ ზოგჯერ ისე მწყინდება მაგასთან ერთად ყოფნა მინდეა. სიცილი ატეხეს გოგოებმა. -ანდრიასთან რას შვები? -იმ დღის მერე აღარ გვისაუბრია. თავი ჩახარა ნიამ. -აუ კაით რა!ორივე ძაან ჯიუტები ხართ! -ვიცი! -მერე ეგ კაიაა? -აუუ კატუს გთხოვ რა არ გვინდა ამ თემაზე საუბარი. -კარგი ჰო... კიდევ დიდხანს ილაპარაკეს. მერე ნიას დაურეკეს მობილურზე. ფილფანი იყო. შეხვედრა თხოვა და ნიაც დათანხმდა. გასვლისას ლიზამ უთხრა "ჯობია შეეშვა,თორე კარგი არაფერი დაემართება შენც ხო იციო" ამაზე ნიას გაეცინა და სწრაფად გავიდა სახლიდან. *** კაფეში ისხდნენ და საუბრობდნენ,როცა ნიასთვის ნაცნობი სილუეტი შემოვიდა. ერთიანად აკანკალდა დოლიძე. ფილფანი რაღაც ისტორიას უყვებოდა,მაგრამ არაფერი ესმოდა. იმ მაგიდას უყურებდა,ადაც მაყაშვილი იჯდა და მიმტანს რაღაცას უკვეთავდა. ნიამ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და კინაღამ დაიხრჩო როცა მათი მზერა ერთმანეთს გადაეყარა. მაყაშვილს სისხლი ტვინი აუვიდა ვირაც ბიჭთან ერთად,რომ დაინახა დოლიძე. დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს. ბოლოს ისევ მაყაშვილმა აარიდა მზერა. მერე საერთოდ კაფედან გავიდა. იმ დღეს ანდრია არავის უნახავს. *** ერთი კვირა ისე გავიდა ვერავინ უკავშირდებოდა მაყაშვილს. ყველა ნერვიულობდა. ნია განსაკუთრებით. სანდროსთან იყვნენ ყველა სახლში. ერთად გლოვობდნენ მაყაშვილის გაუჩინარებას. და მაინც,სად უნდა წასულიყო? მთელი თბილისი შემოიარეს ბიჭებმა. სამწუხაროდ უშედეგოდ. ნია უკვე ისე იყო სულ ტიროდა. აი,ახლაც იჯდა რატის გვერდით და მოთქვამდა. ბიჭის პერანგი სულ სველი იყო მისი ცრემლებისგან. რა იყო ტირილის მიზეზი? ალბათ ის,რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა. თორე ყველა იცოდა ანდრია თავს არაფერს დაუშავებდა. არავინ იღებდა ხმას. ნიასაც არაფერს ეკითხებოდნენ. არ უნდოდათ უფრო ცუდად გაეხადათ გოგონა. უცებ კრზე გაისმა ზარი. ყველამ კარისკენ გაიხედა. ერთადერთი ნია იჯდა გაუნძრევლად. რატის მხარზე ედო თავი და ტიროდა. ეგონა ვინმე სხვა იქნებოდა. მეზობელი, ნათესავი ან... ან ნებისმიერი ვიღაც. მაგრამ სანდრო,რომ დაინახა რომელსაც უკან მაყაშვილი მოყვებოდა გაგიჟდა. ეგონა ელანდებოდა. ან სიზმარში იყო,რომელიც მალე დამთავრდებოდა. მაგრამ თავისი ტირილისგან დასიებული თვალები კარგად,რომ მოიფშვნიტა, გამოფხიზლდა და მიხვდა ეს რეალობა იყო, წამის მეასედში მოწყდა ადგილს და ისე ჩაეხუტა ანდრიას კინაღამ დაახრჩო ბიჭი. ყველა გაკვირვებული უყურებდა ამ სურათს. დაიბნენ... გაოცდნენ... გაუკვირდათ... მაგრამ როცა გაიაზრეს რაც ხდებოდა ყველას ღიმილმა გაუპო ბაგეები. ბედნიერების, სიხარულის ღიმილმა. ნია კი ისე იყო აკრული მაყაშვილის სხეულზე ვერავინ გამოგლიჯავდით ამ უკანასკნელს. არაფერზე ფიქრობდა. ან უბრალოდ არ უნდოდა ეფიქრა. იმიტომ,რომ მიხვდა ანდრია მისთვის იმაზე მეტს წარმოადგენდა ვიდრე ეგონა. იმიტომ,რომ მაყაშვილთან,როგორც ბიჭებთან ისე ვერ იქნებოდა. იმიტომ,რომ ეს გაუჩინარება იმაზე მეტად განიცადა ვიდრე წარმოიდგენდა. იმიტომ,რომ მონატრებულზე ჩახუტება ასე არასდროს განუცდია. და ამ ბევრი "იმიტომ,რომ"-ს გამო თავს იმის უფლებას ვერ მიცემდა ეს წუთები გაეფუჭებინა. ანდრია? ანდრია იდგა ასე გაშეშებული გველნაკბენივით და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს. თუმცა მანაც იგივე იგრძნო ნიას შეხებისას,რაც გოგონამ. ისიც მიხვდა,რომ მონატრებულზე ჩახუტებას არაერი ჯობდა. თავზე აკოცა გოგონას და უფრო მაგრად მოხვია ხელები. დიდხანს იდგნენ ასე ჩახუტებულები. არავინ არღვევდა სიჩუმეს. არ უნდოდათ წყვილისთვის ხელი შეეშალათ. ბოლოს ისევ რატიმ გააფუჭა ეს "რომანტიული" წუთები. -ბატონო ანდრია,რომ მოგვაქციოთ ყურადღება არ იქნება ურიგო,ბოლოსდაბოლოს ჩვენც ისე განვიცადეთ შენი გაუჩინარება,როგორც ნიამ! ვითომ ნაწყენი ხმით თქვა რატიმ. ასეთი მომენტის გაფუჭებისთვის წამორტყმაც მიიღო თავში დაჩისგან და ყველას მკვლელი მზერა "რატი ჟორჟოლიანი ამ სახლიდან ცოცხალი ვერ გააღწევო." ცოტა ხანში ნიაც მოშორდა მაყაშვილს. საყვედურებით სავსე თვალებით ახედა ანდრიას. მაყაშვილმა კი ტირილისგან დასიებული თვალები,რომ შეამჩნია მის გამო თავის ცემა მოუნდა. -ანდრია სად იყავი?იცი როგორ ვინერვიულეთ?ბიჭები მაინც გაგეფრთხილებინა! -ბოდიში რა ნია... -აუ ამას შეხედე რა!ბოდიშს მარტო ნიას რო უხდი ჩვენ რა "წითელი კოჭები" ვართ? -ვაიმე რატი გაჩუმდი,თორე მართლა წითელ კოჭს დაგამსგავსებ იცოდე! თვალები დაუბრიალა სანდრომ. -ანდრია გკითხე მემგონი! -საქმეები მქონდა ნია! -საქმეები? -ჰო საქმეები! -არ მჯერა! -მთავარია ნიკუშა ფილფანის გჯერა! ირონიულად გაეღიმა ანდრიას. ნია ადგილზე გაქვავდა. საიდან იცოდა ნიკუშას შესახებ? მას ხომ არაფერი უთქვამს? "ღმერთო,რა სულელი ხარ ნია!იმ დღეს კაფეში,რომ დაგინახა ბიჭთან ერთად ვერ გაიგებდა ვინ იყო?დარწმუნებული ვარ,ფეხის ზომაც კი იცის."-გააფიქრა გოგონამ. -ე,ახლა კიდე უნდა იჩხუბოთ,ტო?მოდით აქ,დაჯექით და დავლიოთ რა!ძლივს დაგვიბრუნდა ეს იდიოტი! სიტუაციის განმუხტვა ცადა ლუკამ. -მე წავალ... ჩახლეჩილი ხმით თქვა ნიამ და ჩანთის ასაღებად წავიდა. -თუ ჩემ გამო არ გინდა დარჩენა,შემიზლია მე წავიდე. -აუ ახლა ორივე "დაერჭეთ" ადგილზე,თორე წაგიყვანთ ჯანდაბაში! კბილებში გამოსცრა სანდროს. ყველას გაეცინა ნიას და ანდრია გარდა. მერე დოლიძემ ჩანთა თავის ადგილზე დააბრუნა და რატის გვერდით დაჯდა. მაყაშვილი ცოტა ხანი ფეხზე იდგა,წასვლას აპირებდა მაგრამა ყველას მზერაში "თუ წახვალ,დაიბრიდები" ამოიკითხა ისიც დაჯდა დივანზე. მერე გოგოებმა სუფრა გაშალეს და წავიდა დიდი ღრიანცელი. სადღეგრძელოები, განსხვავებულები, სიმღერა, ცეკვა, სიცილი და ამ ყველაფერს აგვირგვინებდა რატის "მკვლელი იუმორი." მაინც,რა გიჟი იყო ე ბიჭი. ადამიანი "ყველაფერი ." მართლაც... ყველაფერი ეკიდა. სერიოზულ მომენტებშიც ისეთ რამეს "დააბრეხვებდა" გაგიჟდებოდით. იმ ღამეს გვიან დაიშალეს. ისეთი მთვრალები იყვნენ თავისი სახელებიც კი არარ ახსოვდათ. ერთადერთი ანდრია იყო ფხიზელი. ნუ ამათთან შედარებით მაინც. მაგან დაარიგა ზუსტად ყველა სახლებში. ნია ყველაზე ბოლოს, მაგრამ არც ერთს არაფერი უთქვამთ ისეთი. უბრალოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთ და მორჩა. ან რა ქონდათ სათქმელი? არც არაფერი. უფროსწორად ყველაფერი,უბრალოდ არ ამბობდნენ... *** -გამარჯობათ,ბატონო ლევან. ღიმილით შევიდა გოგონა კაბინეტში. -მოდი,ნია.როგორ ხარ? -მადლობთ,კარგად.თქვენ? -მეც.აბა დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ? -თქვენი აზრით? -ანდრიაზე,მაგრამ კონკრეტულად რაზე. -იმ დღეს ანდრია,რომ დაბრუნდა ჯერ გამიკვირდა,მერე დავიბენი და ბოლოს როცა მივხვდი ეს რეალობა იყო,უცებ გამოვცოცხლდი და ისე ჩავეხუტე მეგონა ვერავინ შეძლებდა ჩვენს დაშორებას.ასე არასდროს გამხარებია მისი დანახვა და პირველად ვაღიარე ჩემს ტავთან,რომ ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა.რომ მასთან არ ვიყავი ისე,როგორც დაჩისთან,სანდროსთან,ლუკასთან ან რატისთან. -რა იყო გაუჩინარების მიზეზი? -ფილფანი! -რა? -რა არა!ნიკუშა ფილფანი!მასთან ერთად დამინახა და მის მერე აღარ გამოჩენილა. -გგონია,ამის გამო არ ჩანდა? -მითხრა საქმეები მაქვსო,მაგრამ არ დავუჯერე. -რატომ? -იმიტომ,რომ ანდრია უმიზეზოდ არსად წავიდოდა,თან ისე ბიჭები მაინც რომ არ გაეფრთხილებინა. -და საქმეები მიზეზი არ არის? -დამაბნიეთ... გაეცინა. -არა,მე არ მინდა რომ გაბნევდეთ.პირიქით,შენ აქ იმისთვის ხარ,რომ სწორედ ამ დაბნეულობისგან დაგიხსნა. -ვიცი,მაგრამ... -მაგრამ? -რომ მკითხეთ საქეები მიზეზი არ არისო,შეიძლება იყოს,თუმცა რატომ გაუჩინარდა მაინც და მაინც მაშინ,როცა ფილფანთან ერთად დამინახა? -და არ შეიძლეოდა ზუსტად მაშინ ქონოდა საქმეეები? -ფიქრობთ,რომ ეს უბრალო დამთხვევაა? -ეს შენ უნდა ფიქრობდე უბრალო დამთხვევაა თუ არა! -არა მგონია... -გინდა უფრო დაგაბნიო? -როგორ? -იქნებ "საქმეს" ვიღაცასთან ერთად ყოფნას ეძახდა? -ვერ გავიგე? -იქნებ შენთვის სამაგიეროს გადახდა უნდოდა და ის ერთი კვირა ვინმესთან ერთად გაატარა? -ხომ თქვით,აქ იმიტომ ხარ დაბნეულობისგან დაგიხსნაო,მაგრამ სულ რაღაც ორი წუთის წინ მითხარით,რომ უფრო დამაბნევდით.ვერ მივხვდი რას ცდილობთ? -მინდა რწმენა გქონდეს! -რწმენა? ფსიქოლოგს აღარფერი უპასუხია. გოგონამ ჩანთა აიღო და კაბინეტი დატოვა. *** ნინის დაბადების დღე იყო. ისე იყვნენ სამზადისზე გადართულები,რომ შუა ქეიფის დროს კინაღამ ჩამოეძინათ. მია ისეთ "ვიდზე" იყო,რატი დაცინოდა დღეს შენ მოტაცება არ აგცდებაო. მაგრამ გადარჩა. ჰო,ნია კი გადარჩა მაგრამ ნინის რა მოგახსენოთ. ბარში იყვნენ ყველა. მარტო ლუკა არ ჩანდა. ნინიც ძალიან დაგრუზული იყო. ისე გამოლანზღა საწყალი ბიჭი... რატიმაც,რომ ვნახავ მოვკლავო. 9-10 საათი იქნებოდა გარეთ ხმაური,რომ ატყდა. გავიდნენ და სასწაული სურათი დახვდათ. ლუკა ლქსუსთან იდგა და დიდი ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში. ნინი,რომ დაინახა ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ. შარვალ-კოსტუმი ეცვა და ისეთი სხვანაირი იყო,გაგიჟდებოდით. -გილოცავ! ისეთი თბილი ხმით უთხრა,რომ მთელ ტანში ჯრუანტელმა დაუარა ნინის. მთელი ძალით მოხვია ხელები. ყველაფერი დაავიწყდა. ბრაზი, წყენა, ყველაფერი... საერთოდ ყველაფერი. და მერე როცა მოშორდა,ლუკამ რომ უთხრა მეტი აღარ შემიძლია ახლავე წამოდი ჯვარი დავიწეროთო,ისეთი კივილი ატეხა დააყრუა ბიჭი. რატიმ კი წაუჯიჯღინა ცოტა მაინც,მაგრამ ვინ უსმენდა? მერე ნია დაცინოდა მე მეუბნებოდი და ხედავ რა დაგემართაო. ამაზე ბრაზდებოდა,მაგრამ ხუმრობით რა თქმა უნდა. ჰოდა,ასე. კიდევ ერთი ახალდაქორწინებული წყვილი შეემატა სასტავს. ნუ ქორწილი ქონდათ რაღაც საოცრება. იმდენი ვიღაც ყავდათ დაპატიჟებული... მაგრამ არავინ ზედმეტი. იმდენი დალიეს წესიერად არც ახსოვთ ქორწილის ბოლო ნაწილი. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს,რომ მათზე გიჟები არ შიძლება ვინმე ყოფილიყო. *** -ნიააააააა მთელი ძალით ჩაყვირის კატო მობილურში! -რა გაყვირებს გოგო? -ბიჭები...ნია... ხმაგაბზარული ცდილობს რამე უთხრას,მაგრამ არ გამოდის. -რა ხდება კატო? -საავადმყოფოში არიან.. უკვე ტიროდა. -რაა?როგორ? -მმოდი რა მალე და აგიხსნი ყველაფერს.მისამართს მოგწერ. აღარაფერი აღარ გაუგია. როგორც კი მიიღო კატოს სეტყობინება,მაშინვე გიჟივით გავარდა სახლიდან. ნახევარ საათში უკვე საავადმყოფოში იყო. ნაცნობი სახეების დანახვისას მათკენ გაიქცა. -რა ხდება?როგორ არიან? -ნიაა... -კატო,ნუ ტირი რა!ლიზა მითხარი რა ხდება. -მდგომარეობა სტაბილურიაო,მაგრამ... -მაგრამ? -ყველაზე მეტად ანდრია დაშავდა. ღმერთო,როგორ ჩაიკეცა კედელთან და აქვითინდა ვერ აგიღწერთ. ეგონა,რომ მოკლეს. და იმ მომენტში მართლა სიკვდილი ერჩივნა. -საერთოდ რა მოხდა?აქ რატომ არიან? ძლივს მოაბა სათქმელს თავი ნიამ. -ავარიაში მოყვნენ. -ავარიაში?როგორ? -მისმინე,ახლა რასაც გეტყვი იცოდე ჩვენ შორის დარჩეს,ვითომ არაფერი იცი. -თქვი,კატო! -მოკლედ ანდრია მიდიოდა ნიკუშასთან სალაპარაკოდ. -ნიკუშასთან? -ჰო. -რა უნდოდა ნიკუშასთან? -იმას უთქვამს რაღაცეები და ეს ჩვენთან იყო რო დაურეკა გამოდიო.მერე სანდრომ მარტო სად მიდიხარ ჩვენც შენთან ერთად მოვდივართო და წაყვნენ ესენიც.ჰოდა ზალიან ჩქარა მიდიოდა თურმე და მანქანას სეეჯახა მოსახვევში.ანდრია საჭესთან იჯდა და ყველაზე მეტად ეგ დაშავდა. -ნიკასთან რა ჯანდაბა უნდოდა?! კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ნიას,მაგრამ ექიმი გამოვიდა პალატიდან და მაშინვე ყველა მას მივარდა. -ექიმო როგორ არის? -ნუ ღელავთ,ძლიერი ბიჭია!ოპერაციამ კარგად ჩაიარა.რამდენიმე საათში პალატაში გადმოვიყვანთ და შეგიძლიათ ნახოთ. -დიდი მადლობა,ექიმო! ნიას სიხარულისგან რა გაეკეთებინა არ იცოდა. ორ საათში უკვე ანდრიას პალატაში იყო. მარტო ის და ანდრია. უამრავ აპარატზე შეერთებული,რომ დაინახა გული შეეკუმშა. თვალები აემღვრა და სუნთქვა შეეკრა. ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა და თანდათან სახეც ენამებოდა მლაშე სითხით. მის გვერდით,სავარძელში ჩამოჯდა და თავის ხელში მოიქცია ანდრიას ხელი. ისე უჭერდა,გეგონებათ სადმე გარბოდესო. აკვირდებოდა,უყურებდა და თითქოს ყველა მის ნაკვთს ზდმიწევნით სწავლობდაო. მძინარე ანდრიაც კი სიმპატიურად გამოიყურებდა ტავისი დახვეწილი და მამაკაცური ნაკვთებით. ნია დაიხარა და ათრთოლებული ტუჩებით შეეხო მის ხელს. -ანდრია...გთხოვ თვალები გაახილე,რა!ასე ვერ გიყურებ!არ შემიძლია!უბრალოდ არ მაქვს იმის ძალა ასეთ მდგომარეობაში გიყურო.მინდა ისევ მეხუმრებოდე,ნერვებს მიშლიდე,მე გიბრაზდებოდე და ისე მირიგებდე ვერც ვხვდებოდე.მინდა ისევ ყოველ დილით მაღვიძებდე და მე გეჩხუბებოდე,ამ დილაუთენია ნუ მირეკავ-მეთქი.ისევ მინდა ისეთი თვალებით მიყურებდე,როგორც ვერავინ ვერავის ვერ შეხადავს.ეს მხოლოდ შენ შეგიძლია,სიყვარულით სავსე და ამავე დროს სინანულით მიყურებდე.სინანულით იმიტომ,რომ ვერ მეუბნები იმას,რასაც ჩემს მიმართ გრძნობ ან არ მეუბნები იმიტომ,რომ არ გინდა მომავალში გული მატკინო,მაგრამ შენ არ იცი ახლა უფრო,რომ ვიტანჯები.ანდრია მჭირდები! ისევ შეეხო მის თბილ ხელს. შემდეგ კი... შემდეგ გაბედა ის,რაც ორივეს უნდოდა დიდი ხანია,მაგრამ თავს იკავებდნენ. ახლა კი ნიამ ყველა და ყველაფერი დაივიწყა. გააკეთა ის რაც უნდოდა. უნდოდა მთელი გულით, სულით და მთლიანად სხეულით. აკოცა. შეეხო მის ცხელ და რბილ ბაგეებს. ერთიანად დაუარა ტანში ჟრუანტელმა. სიამოვნების ჟრუანტელმა. ისეთი რაღაც იგრძნო,რაც აქამდე არ უგრძვნია. უყვარდა. რა თქმა უნდა უყვარდა. და მაინც რა არის ადამიანი არა? როცა იგრძნობენ შიშს, იმის შიშს,რომ შეიძლება დაკარგონ ის,ვინც უყვართ ყველაფერზე არიან წამსვლელნი. თუ საჭირო იქნება სიცოცხლესაც კი დათმობენ. ნია ფრთხილად მოშორდა ანდრია ბაგეებს. არ უნდოდა. ჰო,არ უნდოდა მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. კიდევ ერთხელ ეამბორა ხელზე, შემდეგ კი პალატიდან გავიდა ცრემლების მშრალებით. მარტო ნინი იჯდა გარეთ. გაუღიმა. ნინი ადგა და მოეხვია. -როგორ არის? -ძინავს,მაგრამ კარგად იქნება! -გინდა ყავა მოგიტანო? -არა,არაფერი არ მინდა. -ასე არ შეიძლება,ნია.დღეს მთელი დღეა არაფერიი გიჭამია და ყავა მაინც დალიე.ანდრია მოგვკლავს ჰო იცი,ეს რომ გაიგოს. გაუცინა ნინი. ამის წარმოდგენაზე ნიასაც გაეღიმა. -კარგი,ოღონდ რძიანი. ნინიმ თავზე აკოცა და გაბრუნდა,მაგრამ ნიას ხმამ გააჩერა. -ნინ ბიჭები როგორ არიან? -ვაიმე,ექიმებს ერთი სული აქვთ როდის გაწერე,გააგიჟეს ყველა! -არ მიკვირს! გაეღიმა ნიას. -შეიძლება ხო,რომ სევიდე? -კი,მიდი.გოგოებიც იქ არიან. არაფერი აღარ უთქვამს. ადგა და "გიჟების" პალატისკენ წავიდა,საიდანაც ისეთI ხმები გამოდიოდა შეეშინდა კიდეც. კარები შეაღო და ყველა კარგ ფორმაში,რომ დაინახა გაეღიმა. -ვა,ნი გვიკადრე ჩვენც? ეს რა თქმა უნდა რატი იყო. აბა სხვა რომელი დალაგებული იკითხავდა ამას? -ბიჭო შენ შ*გ ხო არ გაქ?მადლობა თქვი საერთოდ რო შენს სანახავად მოვიდა! შეუბღვურა სანდრომ. -კარგით ვიღადავე! თვალეები აატრიალა რატიმ. ნია გაეცინა. -როგორ ხართ? -ძალიან მაგრად შენ თავს ვფიცავარ! -გააგიჟეს ექიმები!ხან რას აკეთებენ,ხან რას.ერთი სული ქავთ როდის გაწერენ. -ჰო,ლიზ მითხრა ნინიმ. -სადაა ნინი? იკითხა ლუკამ. -ყავას მოგიტანო და წავიდა. -ოოჰ,ჩემი ცოლი არ შეგეწუხებინა ვერა? -თვითონ გადამეკიდა გინდა თუ არა უნდა დალიოო. თვალები დააწვრიალა ნიამ და დაეჯღანა. -რა იყო ჰო არ ეჭვიანობ ლუკს? -აუ ნია გადი,თორე მოგკლავ იცოდე! -ჯერ ფეხზე ადექი და მერე ვილაპარაკოთ. -აჰაჰა მიგაბანძეს ლუკა! -შენ ვაფშე ხმა არ გაქვს ამოსაღები რატი! -აქ რა ხდება? ნინი შემოვიდა პალატაში ყავით ხელში. -მადლობა,ნინ. ნიამ გამოართვა და გაუღიმა. -აუ,ნინ მაჩმორებენ და უთხარი რა რამე! საწყალი თვალებით ახედა თავთან მჯდომ ცოლს ლუკამ. -ეე ბიჭო,ჩემ დას რო ტხოვ დახმარებას თუ რამის ტრ**ი გაქ შენ თვითონ მოაგვარე. -შენ რო გაქ მაგიტო წევხარ ჩემთან ერთად პალატაში! ყველამ სიცილი ატეხა. -ანდრიაა როგორაა,ნახეთ? იკითხა დაჩიმ. -ძინავს ჯერ. ჩუმად თქვა ნიამ. -აუ ეგ ისეთი "ვოლკია" ჩვენზე მალე გამოკეთდება ნახე! -ისე რა ჭირს? -მემგონი ტვინის შერყევა და ხელი აქ ნაღრძობი. -და სად მიდოდით ასეთი სიჩქარით ძაან მაინტერესებს. ყველა გაჩუმდა. კატომ ტვალებით ანიშნა ნიას არაფერი თქვაო და ნიამაც თავი გაუქნია ხო არ გაგიჟდიო. -არსად,"ვგონკაობდით" პროსტა! -კაი? -მართლა ნიაკო. -არ მჯერა! -ანდრია კითხე მაშინ! -დიახაც,ვკითხავ. გაბრაზდა ნია. -კარგით,გეყოთ! -სანდრო, შენ ვაფშე ხმა არ გამცე! -მე რაღა დავაშავე? თვალები აატრიალა მაისურაძემ. -რატო არ შეუშალე ხელი? -რაში შემეშალა ხელი,ნია? -რასაც აკეთებდა იმაში!ჩემზე მაინც უნდა გეფიქრათ! -შენზე რო ვფიქრობდით ზუსტად მაგიტო წავედით რა,ნია.რა უნამუსობაა ვერ ვხვდები! გაბრაზებულმა წამოროშა რატიმ და ყველას მკვლელი მზერაც დაიმსახურა. რაღაცის თქმა უნდოდა დოლიძეს,მაგრამ პალატაში ექიმი შემოვიდა და ყველა გარეთ გაყარა,პაციენტებს დასვენება ჭირდებათო. პირველი ნიამ დატოვა პალატა და სკამზე ჩამოჯდა. მალე გოგოებიც მიუჯდნენ გვერდით. -ნია ხომ გითხარი არაფერი არ თქვა-მეთქი? -არც არაფერი მითქვამს კატო. -სამაგიეროდ ნამიოკი ჩაურტყი მაგარი. -აუ,შემშვით რა! -სად მიდიხარ? -ანდრეასთან ვიქნები. ისევ ის თეთრი კედლები. ისევ ანდრია უამრავ აპარატზე შეერთებული. ისევ საწოლის გვერდზე მდგარი სავარძელი და იქ მჯდარი ნია. სახეზე ეფერებოდა ანდრიამ,რომ თვალები გაახილა. ისე გაეხარდა, ისე გაბედნიერდა. ახლა უკვე აღარაფერი აინტერესებდა. -ანდრია...როგორ ხარ? -კარგად ვარ. -მიხარია. გულწრფელად გაუღიმა ნიამ. -დიდი ხანია აქ ხარ? -წინაზე,რომ ვიყავი გეძინა და ცოტა ხნის წინ შემოვედი. -დანარჩენები სად არიან? -ყველა ერთ პალატაშია.კარგად არიან. -მე რატო ვარ მარტო? -შენ ოპერაცია გაგიკეთეს და მართო ყოფნა უკეთესი იყო შენთვის.ისინი ძალიან მსუბუქად არიან დაშავებულები. -კარგია... -ანდრია... -გისმენ. -სად მიდიოდი? -არსად. -ანდრია-მეთქი! -რა? -მინდა,რომ შენით მითხრა! -მოიცა,იცი სადაც მივდიოდი? -ვიცი. -მაშინ სათქმელი არაფერია! -რა უნდოდა ნიკუშას? -ნია,შემშვი! -მითხარი! -ნია! -რატო არ მეუბნები,ანდრია?რატომ არასდროს არაფერს მეუბნები? -საჭიროა და იმიტომ! *** ბიჭები სამ დღეში გამოწერეს. გამოწერეს და დაიწყეს,ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთო. ჰოდა იმდენი სვეს ამ იდოტებმა კინარამ თავისი ფეხით დაბრუნდნენ უკან. მარტო ანდრია აკლდათ. მაგრამ ერთ კვირაში ისიც გამოწერეს. მერე ისევ ისეთი ხმაურიანი გახდა მტაწმინდა. ისევ აგიჟებდნენ ხალხს. ისევ იყო ბევრი სიცილი, ყვირილი, ხარხარი, სიმღერა, ცეკვა, სმა, ქეიფი, ბედნიერი სახეები და სიყვარულით სავსე თვალები. *** ის დღე... 22 ნოემბერი... ჰო,22 ნოემბერს მოხდა სასწაული! ს ა ო ც რ ე ბ ა! თვით ანდრია მაყაშვილმა სიყვარული აუხსნა ნია დოლიძეს. ეს არ იკმარა და ხელიც კი თხოვა! დაუჯერებელია ხო? ოღონდ არ იყო ეს ბანალურად ნათქვამი "მიყვარხარ", კითხვა "ცოლად გამომყვები?", პასუხი "რა თქმა უნდა", მერე ჩახუტება და ბოლოს კცნა. არა! არა! და არა! მაყაშვილი ესე გაიბანძებდა თავს? ისე სხვანაირად გააკეთა ყველაფერი, ისე უცხოდ, უცნაურად და მაინც ყველაზე გამორჩეულად. ნია თავიდან გაოგნებული იყო. აი,ესე უბრალოდ იდგა და არაფერს ამბობდა. უფროსწორად ვერაფერს! მერე როგორც იქნა გამოფხიზლდა და დაამთავრა ყველაფერი ისე,როგორ უნდა დამთავრებულიყო. არა,მაპატიეთ! კი არ დამთავრდა ყველაფერი სწორედ ახლა იწყებოდა და გაგრძელდებოდა უსასრულობამდე! *** -დაგნიშნა? -ჰოო კატუშ!გუშინ. -ვაიმე არ მჯერა!ხედავ მაყაშვილს?ეგრევე ნიშნობაზე გადავიდა! -ვაიმე,ლიზა ძლივს ამათი ერთად ყოფნა გვეღირსა და მოკეტე! -თქვენ არ იცით რა ბედნიერი ვარ გოგოებო! -ვიცით,ნი! *** იმ დღის მერე ყველაფერი ისე კარგად იყო... ისეთი ბედნიერები იყვნენმ, რომ ვერც წარმოიდგენდნენ რაღაც ცუდის, საბედისწეროს მოხდენას. მაგრამ მოხდა და ვერაფერს შევცვლით... *** -ნია,ჩამოდი დე სტუმრები გვყავს! -მოვდივარ! მალე დაეშვა სპორტულ სტილში ჩაცმული, მაგრამ მაინც უნაკლოდ ლამაზი ნია კიბეებზე. და დივანზე მჯდომი ნიკუშა ფილფანი,რომ დაინახა გაშრა! დე-ჯავუ ქონდა ნამდვილად! გაკვირვებული წავიდა მისკენ და ასევე გაკვირვებულმა გაუღიმა, მერე მიესალმა კიდეც. -როგორ ხარ,ნია?რამდენი ხანია არ მინახიხარ!უფრო გაზრდილხარ და გალამაზებულხარ! -კარგად,შენ როგორ ხარ ნიკა?როდის წახვედი,არც გამაფრთხილე. რატომ უნდა გაეფრთხილებინა? რა საჭირო იყო? ისე,რაში აინტერესებდა საერთოდ. უბრალოდ,ზრდილობის გამო კითხა! -ჰო,რა ვიცი,უცებ გადავწყვიტე. -დღეს ჩამოხვედი? -კი და პირადპირ აეროპორტიდან წამოვედი შენს სანახავდ.მომენატრე,ნია! ისეთი უჩველო და არასასიამოვნო იყო ნიკას პირიდან ნათქვამი "მომენატრე",რომ ნია ერთიანად გაიყინა. არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო. -შენ?შენ არ მოგენატრე,ნია? -მე?კი,ნიკუშა როგორ არა!ძალიან მომენატრე,მართლა. -მიხარია თუ ასეა. -ჰო. -გავიგე დანიშნულხარ.მართალია? -მართალია! -რამდენი ხანია? -ექვსი თვე,ზუსტად. -და ბედნიერი ხარ? ისე გაუკვირდა ნიას ეს კითხვა. რას ქვია ბედნიერი ხარ? რა თქმა უნდა არის! -ვერ გავიგე? -ბედნიერი ხარ,რომ დაინიშნე-მეთქი? -და უბედური რატომ უნდა ვიყო? -რა ვიცი. -ნიკა რა გინდა? -შენთან ერთად ყოფნა მინდა ნია,გესმის?მინდა,რომ იმ ს*რის ადგილზე მე ვიყო.შენ ახლა ჩემი საცოლე მინდა გერქვას და მე გეხებოდე,გეფერებოდე,გკოცნიდე... სათქმელი ვეღარ დაასრულა ნიკა. იგრძნო როგორ აეწვა მარცხენა ლოყა და დაინახა მის წინ მდგარი გაცოფებული ნია,რომელიც სადაცაა ბრაზისგან აფეტქდებოდა. -რამდენს ბედავ?ეს რა სითავხედეა?სულ გადაირიე?აღასდროს,აღარასდროს აღარ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი,გასაგებია?და საერთოდ წადი!აღარ დამენახო,საერთოდ! -რა ხდება ნია,შვილო.რა გაყვირებს? ხმაურზე დეამისი შემოვიდა ოთახში. -აღარასდროს დავინახო ეს ჩვენი სტუმრის ამპულაში! მთელი ზიზღით თქვა ეს სიტყვები და სახლიდან გავარდა. *** -ზუსტად,მაშინ უნდა მივმხვდარიყავი რაც მოყვებოდა ამ ამბავს,მაგრამ არ ვიცი რა დამემართა! -არეული იყავი.მესმის შენი,თუმცა შედეგებზე უნდა გეფიქრა. -ფიქრობთ,რომ ანდრიასთვის უნდა მეთქვა? -კი არ ვფიქრობ,უნდა გეთქვა! -ანუ ჩემი ბრალია ყველაფერი,ასე გამოდის ხო? -ამ შემთხვევაში შეიძლება ეგრეც იყოს,მაგრამ წყვილის დაშორებაში ორივე მხარეს გარკვეული დანაშაული მიუძღვის. -გეთანხმებით... -ყველაფერზე,რომ მეთანხმები არ მომწონს,ნია. -თქვენ ხომ ყოველთვის მართალი ხართ.ყოველთვის გაქვთ სწორი პასუხი და სწორადაც ფიქრობთ.ასე არააა? -არა!მართალია ფსიქოლოგი ვარ,მაგრამ ყოველთვის სწორი არც მე ვარ.შეიძლება მეც შემეშალოს. -ჰო,მაგრამ ამ შემთხვევაში,ვფიქრობ მართალი ხართ. -ამ შემთხვევაში,კი შეიძლება. -და მაინც რას ფიქრობთ,შემეძლო ამეცილებინა თავიდან მომხდარი? -ნია,ბედისწერის გჯერა? -მჯერა. -და იმაზე თუ დაფიქრებულხარ,რომ შეიძლება ეს ბედისწერა იყო?რომ აუცილებლად უნდა დაშორებოდით ერთმანეთს შენ და ანდრია? -და თუ ერთად არ ვიქნებით ბოლოს,მაშინ ხომ ბედის ირონია იქნება ეს ყველაფერი? -ყველაფერი "ჰეფი-ენდით" არ მთავრდებოდა ნია,შენ ხომ კარგად იცი? -ვიცი.ვიცი,მაგრამ... -არსებობს ორი სახის ადამიანი.ერთი,რომელიც ბედნიერებას ფულში ეძებს და მეორე,რომელსაც სიყვარული აბედნიერებს მხოლოდ.შენ მეორეს მსგავსი ხარ,მაგრამ მაინც უბედური.რატომ?იმიტომ,რომ არ იბრძოლე.არ დაიცავი ის,რაც გაბედნიერებდა.ამ შემთხვევაში კი ყველა დაიჯერებს,რომ ბედნიერება მხოლოდ ფულშია.რომ სიყვარული უბრალოდ არც არსებობს და არც იარსებებს.მერე კი ყველა მათ ამტყუნებს,ვინც ასე ფიქრობს.რაღაც მომენტში კი მართლებიც არიან. -ჰო,მაგრამ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.ასე არაა? -კარგი რა,ნია.ეს უბრალოდ ერთი ისეთი ადამიანის ნათქვამია,რომელსაც არ გააჩნდა ერთი თტღიც კი.მან არ იცოდა რა გემო ქონდა ფულს.შემდეგ კი მის ნათქვამს აყვა ყველა და როგორც ჩანს შენც.და მე დაგისვამ კითხვას.მინდა გულწრფელად მიპასუხო.შენი აზრით,თუ ფულით ვერაფერს იყიდი,მაშინ რატომ იბრძბვის ყველა მის მოსაპოვებლად?რატომ ცდილობენ იშოვონ ძალიან ბევრი და რატომ არ აკმაყოფილებთ ის,რაც გააჩნიათ? -ალბათ იმიტომ,რომ ყველას უნდა ქონდეს უზრუნველი ცხოვრება. -ეს,რა თქმა უნდა ასეა.მაგრამ რატომ არ ცდილობენ სიყვარულით გახადონ ცხოვრება უზრუნველი და არა ფულით? -სიყვარულს,ხომ თან უამრავი პრობლემა ახლავს.ალბათ,სწორედ ამიტომ. -მითხარი,ფულით შეგიძლია იყიდო ძვირადღირებული ნივთები,აქსესუარები,ტანსაცმელი? -რა თქმა უნდა. -და სიყვარულით? -არა.ვერა. -მართალია.შენ რაც არ უნდა გოყვარდეს გამყიდველი,ის მაინც არ მოგყიდის იმას,რაც გინდა,მაგრამ საკმარისია დაანახო ფული,რომ დაუფიქრებლად მოგცეს არა ერთი,არამედ ყველა ნივთი,რაც კი გააჩნია. -გეთანხმებით.თუმცა ჩემი აზრით,სიყვარულს და ფულს არც უნდა ადარებდნენ ერთმანეთთან,რადგან ვფიქრობ ორივე ძალიან ჭირდება ადამიანს. -მეც ზუსტად ასე ვფიქრობ და მიხარია,რომ შენც.და ისე მაინც,რომ ეკითხათ ფულს აირჩევდი თუ სიყვარულსო,რას უპასუხებდი? -ორივეს ან არც ერთს! -დამაფიქრებელი პასუხია! *** -ანდრია,რა ხდება? -ჩამოვიდა ხო? -ვინ? -მაინც ჩამოვიდა,არა? -ანდრია,რას ამბობ? -ნახე? -ვინ ვნახე ან რატომ უნდა მენახა? -ფილფანი!ნიკუშა ფილფანი! ერთიანად გაფითრდა ნია. რაღაც ბურთის მაგვარი გაეჩხირა ყელში და თითქოს იხრჩობოდა. -მიპასუხე,ნია! -ვნახე... ძლივს ამოილუღლუღა. -სად ნახე? -სახლში იყო ჩემთან. -დედა შევ***! ისე დაიღრიალა მაყაშვილმა ნია მოულოდნელობისგან შეხტა. -ანდრია... -რა გითხრა? -არაფერი. -ნია,იცოდე არ დამიმალო! -არაფერი უთქვამს. -აბა რატო მოვიდა? -უბრალოდ მნახა და წავიდა. -უბრალოდ? მწარედ ჩაეცინა მაყაშვილს. -ანდრია,ვერ ვხვდები რა გინდა? -სახლში ადი,ნია. -რა? -სახლში ადი-მეთქი. სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარაში გაიხედა. ნიას სულ ცოტა აკლდა ტირილამდე. უცებ გახსნა მანქანის კარი და ისე მიაჯახუნა ლამის ჩამოიღო. *** რა იცოდა.... რა იცოდა,რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა... რომ ცოდნოდა? აღარ წავიდოდა იმ დაწყევლილი დაბადების დღეზე და არ აირეოდა ყველაფერი. პრინციში უკვე არეული იყო და ეს საბოლოო წერტილი აღმოჩნდა. ყველაფრის დასასრული! *** -აი,პროსტა ნია რო არ მოხვიდე გამიტყდება მართლა! -რა ვიცი... -აუ გთხოვ,რა.არ მაწყენინო. -კარგი მარიამ,მოვალ. -ვაიმეეე,მიყვარხაააააარ!აბა გელოდები. -მეც,გკოცნი. ისე ეზარებოდა წასვლა. საერთოდ არ უნდოდა სხლიდან გასვლა. შეიძლება გულიც კი უგრძნობდა,რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. "რაღაც ცუდი?" არა,რაღაც ცუდი კი არა საშინელება! ყველა სტიქიურ მოვლენაზე, ყველა სასიკვდილო დაავადებაზე, ყველა უბედურ შეთხვევაზე უარესი,ცუდი,საშინელი! *** თავისი კურსელის,მარიამ ლეკვეიშვილის დაბადების დღე იყო. მართალია ეზარებოდა,მაგრამ ისეთ "ვიდზე მივიდა რესტორანში, იუბილარსაც გადაუჯოკრა. მიულოცა, საჩუქარი გადასცა და თავისი ადგილი დაიკავა. მარტო იყო. ლიზა და დაჩი ბათუმში იყვნენ წასულები. ნინი,ლუკა,სანდრო და კატო არ წამოყვნენ არ ვიცნობთ და ხო არ შევეტენებითო. რატის "რაღაც" საქმე ქონდა. ანდრია? ანდრიაზე გაბრაზებული იყო. აი,იმ დღეს რომ იჩხუბეს იმის მერე,აღარც მოუკითხავთ ერთმანეთი და ნახვაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ჰოდა ასე. იჯდა მარტო,ამდენ გოიმის გარემოცვაში. ნუ გოიმი რა,უბრალოდ ძალიან "ისეთები" იყვნენ რა. ხო ხვდებით არა? თავი,რომ ინგლისის დედოფლები გონიათ,არადა ის არ იციან 2X2 4-ია თუ 5! ის არ იციან ალ-პაჩინო ერთი სახელია თუ ორი! ის არ იციან ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი თუ ედვარდ შევარდნაძე! ჰოდა მერე რამე ისეთს,რომ ეტყვი წყინთ. შუა ქეიფის დროს,კარი რომ გაიღო და დარბაზში არც მეტი არც ნაკლები ნიკუშა ფილფანი შემოვიდა, აი,მაშინ ზუსტად მაშინ დაამთავრა ნიამ თავისი ცხოვრების 21 წელი! მიხვდა,რომ ეს ყველაფერი, ეს დღე, ეს დაბადების დღე კარგად არ ჩაივლიდა. იფიქრა,ახლა რომ წავიდე ყველაფერს მიხვდება და ამიტომ ცოტა ხანში აქედან ავორთქლდებიო. მაგრამ არ გამოუვიდა. მარიამმა,რომ წახვიდე გამიტყდებაო. ნიამაც ვეღარ უთხრა უარი და ისევ ტავისი ადგილი დაიკავა. ცოტა ხანში მობეზრდა აქაურობა და აივანზე გავიდა. ნეტა არ გასულიყო. მაგრამ რა იცოდა? სიგარეტს მოუკიდა და ზურგს უკან ნაცნობი ხმა,რომ გაიგო კინაღამ დაიხრჩო კვამლისგან. -აქ არ გელოდი! -რა გინდა ნიკა? -არაფერი,უბრალოდ გამიკვირდა შენი აქ ყოფნა. -რატომ?მარიამი ჩემი კურსელია და ვფიქრობ არ უნდა იყოს გასაკვირი აქ,რომ ვარ! -ჰო,მაგრამ მეგონა ჩემი დაპატიჟების ამბავს,რომ გაიგებდი არ მოხვიდოდი. -არ ვიცოდი თუ დაპატიჟებული იქნებოდი. -კიდევ კარგი,თორე ყველაფერი ჩამეშლებოდა! -რა თქვი? -არა,არაფერი.ლამაზად გამოიყურები,ნია! -მადლობთ. -გავიგე საქმროსთან გიჩხუბია. -ცნობათა ბიურო ხარ თუ ღმერთმა დაგაჯილდოვა რაიმე ნიჭით? ნიკას გაეცინა. -ძალიან ლამაზი ხარ,ნია! -გავიგე,ნიკა! -შენ ჩემი უნდა ყოფილიყავი ყოველთვის,ნია! -ისევ თავიდან იწყებ? ძარღვები დაებერა ნიას. -ნია,მე მართლა მიყვარხარ!ძალიან მიყვარხარ! -ნიკა გეყოფა! -გთხოვ,წამომყევი რა!წამოდი,წავიდეთ შორს.იქ,სადაც ვერავინ გვიპოვის. -თავხედი ხარ! -კარგი,მაშინ ვიქნები ბოლომდე თავხედი. -რა?რას აკეთ... სიტყვა შუა გზაში გაუწყდა ნიას,ისე უცებ აკოცა ნიკამ. გაშეშდა, გაქვავდა და ვერაფერს აკეთებდა. არ ვიცი,საიდან, როგორ, მაგრამ იმან დაინახა ეს სურათი,ვისაც არ უნდა დაენახა. არ უნდა ენახა. არა,არა და არა! აივნის კართან იდგა მაყაშვილი. ისეთი გაცეცხლებული იყო, ალბათ ხელიც კი არ აუკანკალდებოდა,ისე მოკლავდა ფილფანს. მაგრამ,ნიას წინააღმდეგობა რომ ვერ შეამჩნია გამობრუნდა უსიტყვოდ და წავიდა. წავიდა სამუდამოდ... რა უნდოდა იქ მაყაშვილს? როგორ გაჩნდა ასე მოულოდნელად? უნდოდა,თავზე დადგომოდა ნიას,რომ პატიება ეთხოვა,მაგრამ რას წარმოიდგენდა ასეთი სურათი თუ დახვდებოდა. ნია დოლიძე? თვით ნია დოლიძე,თავისი ნებით კოცნიდა ნიკუშას? იმას,ვისაც მხოლოდ ერთი მიზანი ქონდა, მიზანი,დაეშორებინა ის წყვილი,რომელიც ასე უყვარდა ყველას და რომელიც მისაბაძი იყო ყოველთვის. და მაინც,რატომ ხდება ასეთი რაღაცეები? რატომ სჯის,აშორებს,აჩხუბებს იმ ადამიანებს ღმერთი,ვისაც ერთმანთი ყველაზე მეტად უყვართ? რატომ? *** -აუ ნია რა უნამუსო ხარ პროსტა,რა! -რა გინდა სანდრო? -რაც იმ ფსიქოლოგთან თუ ვიღაცასთან დადიხარ ვაფშე დაგვიკიდე.აღარ გამოდიხარ საერთოდ! -ახლა ხომ აქ ვარ! გაეცინა ნიას. -შეხედე პროსტა რა უნამუსოა! -აუ,რატი კარგი რა! -ვაიმე შეეშვით,ეე!თქვენნაირი მოცლილი კი არაა ყველა! -აუ რა ცოლი მყავს პროსტა! აზუზუნდა ლუკა. -რა არ მოგწონს ერთი? გაეჭიმა რატი. -აუ თქვენ ისევ ისეთი გიჟები ხართ რა! -რა შეგვცვლიდა,აბა! ყველას გაეცინა. ბევრი ილაპარაკეს. ძველი დრო გაიხსენეს. იხეოდნენ სიცილით. გიჟები სუფთა! -აუ,ის გახსოვთ მაჭავარიანს რო ფანქარი თვალში გავარტყი? ჩაბჟირდა დაჩი. -ჰოდა მერე შენც კარგად გაგარტყეს ყბაში! სიცილისგან გაწითლდა სანდრო. -აუ,ჰო დედამისმა ისეთი მხია ორი კვირა ხმას ვერ ვიღებდი ძმობას ვფიცავარ! -თქვენ ოთხეულზე რო მთელი სკოლა გიჟდებოდა პროსტა! -ისეთები იცმევდნენ კაბებს,საერთოდ აზრზე რო არ იყვნენ კაბა ხილი იყო თუ ცხოველი. -რა დამპალი ხარ რა,დოლიძე! -დამპალი კი არა,რაც სიმართლეა იმას ამბობს! -ოჰ,კატუს შენ ყველას მამიდა როგორ ხარ? -ეს სკოლაშიც ყველას მამიდა იყო! გადაიხარხარა ლიზამ. -ლიზა,მოგკლავ! თვალები დაუბრიალა კატომ. -აუ,ჰოო.ერთი ძაან ბანძი კლასელი გვყავდა სალომე აქუბარდია.ყველა იმას დაცინოდა და ერადავებოდა.ისე რას ვერჩოდით არ ვიცი.ნუ მოკლედ ერთ დასვენებაზე ვიღაც მაღალკლასელმა წამოუდო ფეხი და წაიქცა.ჩვენ აივანთან ვიდექით,ჰოდა ეს გიჟი მივიდა იმ ბიჭთან და იგივე გაუკეთა.მერე რაღაცა მიაძახა კიდე და იმ დღიდან შერაცხეს,როგორც "ყველას მამიდა". სიცილით იხეოდა ნია. -ნუ სანდროს წყნარი ცოლი არც შეეფერებოდა. ენა გამოუყო რატიმ და დაეჯღანა. -აუ ესეც ძაან გიჟი იყო პროსტა.გახსოვს მაისურაძე ქომიის გაკვეტილზე რა გააკეთე?გააგიჟა მასწავლებელი! -რა ქნა? -აუ ლუკა დაგბრიდავ პროსტა! -ცდებს გვიტარებდა მასწავლებელი,ჰოდა ჩვენ ოთხი სულ უკან ვისხედით რა.ნუ "კაროჩე" რაღაცაზე ვლაპარაკობდით და მასწავლებელმა ეს გაიძახა რა.ესეც ძააან დინჯი ნაბიჯებით მიდის და მაგიდასთან ჩერდება.მასწავლებელ ეუბნება ცდა ჩამიტარე ნებისმიერი,რაც იციო და ახლა ამან დაიწყო რარაცეების კეთება.გაოგნებულმა ქალმა კითხა რას აკეთებ მაისურაძეო და ცდას ვერ ჩაგიტარებთ მას,მაგრამ სიყვარულის ელექს გაკეთებას ვცდილობ ვინმეს რომ დავალევინო,იქნებ ბედი გაგეხსნეთ და გათხოვდეთო.აი ი-მე-ნა გა-დავ-ყი-რავ-დით! -ვაიმეეე!მერე? -მერე ის,რო მთელი წელი აღარ შემოსულა ქიმიის გაკვეთილზე. -რატო? -მასწავლებელი არ უშვებდა. -აუ,მაშინ ანდრიამ მიჯიგრა ძაან! ძლივს თქვა სიცილისგან ფერდაკარგულმა სანდრომ. ნიას ანდრიას ხსენებაზე მიტკლისფერი დაედო. -როგორ? იკითხა ნინიმ. -მარტო სანდროს რა პონტში არ უშვებთ გაკვეთილზე,ჩემი იდეა იყოო.მერე ესენიც აყვნენ და არც ერთი აღარ დავსწრებივართ ქიმიის გაკვეთილს. -აუ რა გიჟები ხართ,პროსტა! -აუ,თქვენ იცით ანდრია რო ჩამოდის? ძლივს ამოღერღა ლუკამ. ყველამ ნიას შეხედა. -რა?მე რას მიყურებთ?ჩამოვიდე მერე! -აუ,რა უნამუსო ხარ დოლიძე,რა! -მე ვარ უნამუსო?ყოჩაღ,სანდრო. -რა ყოჩაღ სანდრო? -არ მითხრა,რო ჩემი ბრალი იყო ჩვენი დაშორება,რა! -აბა ვისი ბრალი იყო გოგო?თავის დროზე რო გეთქვა მაწუხებსო არაფერიც არ მოხდებოდა! -აი,საღოლ მაისურაძე რა!რო მოესმინა ვერა?ადგა და გაიქცა! -ეგეთ სიტუაციაში შენც ეგრე მოიქცეოდი,ნია. -არაფერიც რა დაჩი.მოვუსმენდი მაინც! -კაით,რაც მოხდა ვერაფერს შევცვლით!როდის ჩამოდის? იკითხა ნინიმ. -ზეგ! -და რატო? -რა კითხვაა ლიზა? -მაინტერესებს! -მოვენატრეთ და ჩამოდის. -შანსი არაა! -რატო კატუს? -ადრე ჰო თქვა აღარადროს ჩამოვალო? -ო,თავისი ბიზნესის გამო ჩამოდის რა.რაღაც პრობლემა აქვს.მოაგვარებს და წავა. ისევ ნიას შეხედეს. -მე ნუ მიყურებთ! *** -გინდა,რომ ნახო? -არ ვიცი,ლევან.ალბათ,რომ ვნახო მოვკვდები! -გენატრება? -სიგიჟიმდე! -მასაც სიგიჟიმდე ენატრები,დამიჯერე! *** -ჩამოვიდა,ნია. -კარგია. *** დოლიძე,გამოდი რა! -არ შემიძლია,კატო. -კარგი,რა.თავს დაიწვავ აქ რო არ დახვდე. -არ მაინტერესებს! -გთხოვ,ჩემი ხათრით! -კატო... -არაფერი მოხდება.უბრალოდ ნახავთ ერთმანეთს და ვსო. -არ ვიცი. -ჩაიჩვი და მოდი! -აუუ... -გელოდებით! *** ისე ესიკვდილებოდა ახლა კარზე ზარის დარეკვა. ისიც კი იფიქრა ხო არ გავბრუნდეო,მაგრამ კატოს სახე რომ წარმოიდგინა გადაიფიქრა. კარი სანდრომ გაუღო. გადაკოცნა და მოიკითხა. მისაღებში დახვდა ყველა. ყველა ანდრია გარდა. თითქოს გულზე მოეშვაო,მაგრამ აივნიდან შემოსული რომ დაინახა ერთიანად გაქვავდა. ისეთი სხვანაირი იყო. უფრო დაღვინებული და დახვეწილი გამხდარა. სულ სხვ ანდრიას ხედავდა ნია,მაგრამ მისი ჩაცმის სტილი,რომელიც მხოლოდ მას ქონდა და უხდებოდა მაინც უცვლელი დარჩა. მობილურზე ლაპარაკობდა ანდრია,თან იცინოდა მაგრამ ნია,რომ დაინახა მისაღებში მიტკლისფერი დაედო. უფრო დაქალებული და გალამაზებული ნია იდგა ახლა მის წინ და გულმა თავისი არსებობა შეახსენა. -გამარჯობა,ნია! -გამარჯობა,ანდრია! გადასაკოცნად წამოვიდა მაყაშვილი და გადაკოცნ აკიდეც. ერთიანად ახურდა ნია სახეზე მისი შეხება,რომ იგრძნო. -როგორ ხარ? -მე...კარგად ვარ,შენ? -მეც,ნი...ნია! გაჩუმდნენ. ან რა ქონდათ სათქმელი? როგორ უნდოდა ნიას მოხვეოდა მთელი ძალით და აღარ გაეშვა. მაგრამ... არ შეეძლო! და ეს იყო ყველაზე საშინელი რამ. იმას,რომ ვერ ეხები ვინც ასე ძალიან გიყვარს. *** ორი კვირა იყო გასული ანდრიას ჩამოსვლიდან. ყველა მის ვიზიზტზე ლაპარაკობდა საქართველოში. ზოგი იმასაც ამბობდა მონატრებას ვერ გაუძლო და მაგიტომ ჩამოვიდაო... ან ვერაფრით ივიწყებს ნიას და კიდევ უყვარსო. არ ვიცი. ვერ ივიწყებს? ალბათ,ვერა. ნიამაც,ხომ ვერაფრით შეძლო მისი დავიწყება? ჰოდა ამბობე,როცა ვერაფრით ივიწყებ ადამიანს, ნიშნავს,რომ სადღაც სულში ისიც არ გიშვებსო. სიმართლეცააა! ორივეს თვალებში იკითხებოდა ის გრძნობა,რომლის დამალვასაც ცდილობდნენ,მაგრამ არ გამოდიოდათ. ანდა როგორ უნდა დამალო ის გრძნობა, რომელიც ასეთი წმინდა და სუფთაა და რომელსაც სიყვარული ქვია! *** დაჩის დაბადების დღე იყო. თავის აგარაკზე,კიკეთში აღნიშნავდა. მომბეზრდა სულ ეს რესტორნები და ბარებიო. იმდენი ვიღაც ყავდა დაპატიჟებული. მგონი მთელი თუ არა ნახევარი თბილი მაინც. მაგრამ იმხელა იყო სახლიც და ზოც,რომ ყველას ყოფნიდა. ნიას არ უნდოდა წასვლა. იცოდა ანდრიაც,რომ იქ იქნებოდა და იმიტომ. ჰო კი მოაგვარა სამსახურის საქმეები,მაგრამ რატიმ ჩემ დაბადების დღის "გამაზვას" არ გაპატიებო და დარჩა. ნიაც დაჩის ვერ გაუტეხავდა. თან ლევანიმაც უთხრა წადი,გაერთობი და ცოტა გულს გადააყოლებო. კატოსთან და სანდროსთან ერთად ავიდა კიკეთში. ისეთი მაგარი კაბები ეცვათ ორივეს, ეზოში შესვლისას ყველა მათ უყურებდა. მერე სანდრომ ამათ აქედანპირდაპირ ტრავმატოლოგიურში წასვლა ჰო არ უნდათო და ნიამ ისეთი უჩქმიტა დაალურჯა ბიჭი. სახლში საშინელი ხმაური იყო. სიგარეტის და სასმლის სუნად ყარდა ოთახი. ძლივს მოძებნეს დაჩი,რომელიც ანდრიას ელაპარაკებოდა. ნიამ ერთი თქმა არ მივალო,მაგრამ ისე დაუბრიალა თვალები კატომ სირბილით წავიდა დაჩისკენ. იმდენი მზერა უწვავდა სხეულს,მაგრამ ანდრიასი კლავდა. მომღიმარ დაჩის გადაეხვია და საჩუქარი გადასცა. -გილოცავ,დაჩიკო! ხმაურიანად აკოცა ლოყაზე. -მადლობთ,მაგრამ გამიხარდება დაჩიკოს თუ მეტჯერ და მითუმეტეს ხალხმრავალ ადგილზე არ დამიძახებ! -ოჰ,მოვიფიქრებ.გააჩნია,როგორ მოიქცევი დაჩიკო! თვალი ჩაუკრა ნიამ და ენა გამოუყო. -დოლიძე,ვერ გადამირჩები! -გამარჯობა! ლაპარაკში ჩაერია ანდრია. ნია ერთიანად ახურდა სახეზე. -გამარჯობა,ანდრია. მივიდა და გადაკოცნა. მერე უცებ მოშორდა. არ უნდოდა მაყაშვილს შეემჩნია,რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ აბნევდა გოგონას. მერე დანარჩენებმაც მიულოცეს დაჩის და საჩუქრებიც გადასცეს. ისე უხაროდა. პატარა ბავშვს გავდა,რომელსაც დაბადების დღე ხშირ შემთხვევაში საჩუქრების გამო უხარია. საღამოს უკვე ცოტა დარჩნენ, მაგრამ მაინც ხმაური იყო. ნიას მოწყინდა ეს არეულობა და ეზოი გავიდა. დიდი ხის ქვეშ,საქანელაზე ჩამოჯდა. თვალები დახუჭა და თავი უკან გადააგდო. ახლა ძალიან ჭირდებოდა ლევანთან საუბარი. წავიდოდა კიდეც რომ არა ნაცნობი ხმის გაგონება. მოულოდნელობისგან შეკრთა და თვალები გაახილა. მის წინ მდგომი ანდრია,რომ დაინახა ერთიანად გაეყინა სხეული. -აქ რა გინდა? -შეიძლება დავჯდე? -შეიძლება. -რას შვები ნია? -ვზივარ. უემოციოდ უთხრა მაყაშვილს. ამ უკანასკნელმა კი ხარხარი დაიწყო. -რა პასუხია? -აბა რა კითხვა იყო?ვერ ხედავ რას ვშვები? -ჰო,მაგრამ მაგის მეტს სხვას არაფერს აკეთებ? -რა უნდა გავაკეთო,ანდრია? ამოიხრა და თვალები აატრიალა. -აი,მაგალითად იფიქრო საყვარელ ადამიანზე ან სულაც ხვალინდელ დღეზე. -საყვარელ ადამიანზე... მწარედ ჩაეცინა ნიას. -ჰო.რა არ გყავს საყვარელი ადამიანი? -ანდრია... -მართლა,როგორაა ნიკუშა? -რაში მაინტერესებს? -რატო არ უნდა გაინტერესებდეს? -და რატო უნდა მაინტერესებდეს? -იმიტომ,რომ საყვარელი ადამიანის შესახებ ყველა ინტერესდება. ისე უჭირდა ანდრიას ამ სიტყვების თქმა და ნია გაგონება. ისე უნდადო ახლა ორივეს ერთს ლაპარაკის, მეორეს-სმენის უნარი დაკარგოდა,მაგრამ... -ნიკუშა ჩემი საყვარელი ადამიანი არ არის და არც იყო.ვინც იყო კიდე დიდი ხნის წინ დავკარგე,რაშიც ორივე დამნაშავე ვიყსვით. სასმელით გათამამებულმა გადაწყვიტა იმ თემას შეხებოდა, რომელიც უკვე დიდი ხანია ტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა. ახლა კი უნდოდა ანდრიასაც ისე სტკენოდა და დატანჯულიყო. -მოიცა,ესე იგი ჩემი ბრალია რაც მოხდა? -ორივეს ბრალია,ანდრია. -მე ვატყუებდი ჩემს საქმროს თუ მე ვკოცნიდი კურსელის დაბადების დღეზე ამდენი ხალხის თავმოყრის ადგილას ,რომ მერე ყველას სალაპარკო გასჩენოდა? უკვე ყვიროდა ანდრია. იგრძნო,როგორ აეწვა მარცხენა ლოყა, მაგრამ ეს იმ ტკივილთან შედარებით, რომელიც შიგნიდან წვავდა და ანადგურებდა არაფერი იყო. საერთოდ არაფერი. -როგორ ბედავ?როგორ ბედავ და ამას მეუბნები?მე შენ კაცი მეგონე!მე მადანაშაულებ ჩვენ დაშორებაში,მარტო?მეე?შენ გგონია მე ვაკოცე იმ ავადმყოფს?მან ის მიიღო რაც უნდოდა!ჩვენი დაშორება ქონდა მიზნად და გამოუვიდა კიდეც.მარტო ჩემი ბრალია?ამას როგორ ამბობ?!არაფერი მითხარი,არც კი მეჩხუბე ისე გაიქეცი.არაფერი ამასხევინე და მარტო ჩემი ბრალია ხო?ორივე დამნაშავე ვართ,ორივე! -ნია,შეგეძლო იქამდე გეთქვა და არაფერი გაფუჭდებოდა.თან გკითხე კიდევაც,მაგრამ შენ არაფერ მითხარი. -ჰო,მე მხოლოდ მაგ საკითხში ვარ დამნაშავე.მაგრამ შენ?შენ რა გააკეთე?ჩემთვის იცი რა რთული იყო ეს ოთხი წელი?ფსიქოლოგიც კი ავიყვანე,რომ ჭკუიდან არ გადავსულიყავი!სადაც არ უნდა გამევლო,ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა.ყველა მე მადანაშაულებდა!იცი,რა ძნელი იყო?შენ ამ დროს გერმანიაში იყავი და ერთობოდი! -არაფერი ეგეთი არ ყოფილა. -იცი?არ მაინტერესებს!უკვე აღარფერი მაინტერესებს!შენ...შენ... ნია ტირილისგან ვეღარც ლაპარაკობდა. ანდრიამ ვეღარ გაუძლო და მთელი ძალით მოხვია ხელები გოგონას. ნიასაც აღარ ქონდა იმის ძალა შეწინააღმდეგებოდა. არც უნდოდა. ორივემ იგრძნო რაღაც მუხტი და მაინც მონატრებულზე ჩახუტება სულ სხვაა. სულ სხვა გრძნობას, ემოციას, სიყვარულს, სიხარულს, ტკივილს, მწუხარებას და ბედნიერებას იწვევს. ეს ორიც ზუსტად ასე გრძნობდნენ ამ ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ მაინც სიყვარულით და უამრავი გრძნობით სავსე ჩახუტებაზე. ისე,რამდენ რამეს ცვლის არა? უბრალოდ ადგე და ჩაეხუტო. ჩაეხუტო ისე,რომ არც ერთს აღარ მოუნდეს მოშორება. უთქმელად, უსიტყვოდ,რომ ხვდებიან იმას,რასაც ბევრი ახსნა-განმარტებითაც ვერ ხვდება, აი,ესაა, ზუსტად ესააა,ის მარადიული გრძნობა. სუფთა,უმანკო და უსასრულო. და მაინც როცა გიყვარს, უყვარხარ, ზუსტად,მაშინ ხარ ბედნიერი. თითქოს არაფრით,მაგრამ მაინც ყველაფრით. -მაპატიე რა,ნია! ისეთი ხმით უთხრა,ყველაფერი ერთად რომ იგრძნობა: სინანული, მწუხარება, ტკივილი, სიყვარული, მონატრება... ნია ერთხანს ჩუმად იყო,მერე მოშორდა ანდრია სხეულს და თვალებში ჩახედა. უნდოდა ისევ ის გრძნობა დაენახა,რასაც ადრე ხედავდა. უნდოდა ის უთქმელი სიტყვები ამოეკითხა,რასაც ადრე კითხულობდა. ასეც მოხდა. ისე,როგორც ნია ფიქრობდა. და მაშინ რაღა აკავებდა ბედნიერებისკენ გადაედგა ნაბიჯი? არც თვითონ იცოდა. უფროსწორად იცოდა, ძალიან კარგად იცოდა. წყინდა. წყინდა,ის რომ მაშინ,ზუსტად მაშინ როცა ანდრია ყველაზე მეტად ჭირდებოდა გვერდით არ ყავდა. წყინდა,ის რომ ანდრიამ არ მოუსმინა, არ ათქმევინა, არ ენდო... ბევრი,ძალიან ბევრი რამ წყინდა. თუმცა,ისე უყვარდა, იმხელა დოზით, იმხელა გრძნობით,რომ ამ წყენასაც ფარავდა. -ანდრია... -ჰო. -ისევ ძველებურად გიყვრვარ? არც თვითონ იცის,რატომ დაუსვა ეს კითხვა. მაგრამ,ალბათ უნდოდა თავისი ყურით გაეგონა ის, რაც მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. -შენ? ცოტა ხანი გაჩუმდა. -მე კი. -მე არა. ეს სიტყვები ისე ექოსავით გაისმა... ეგონა მოკლეს. მეორედ ეტკინა,ასე ძალიან გული. მეორედ და ისევ ანდრიას გამო. -იმაზე მეტად მიყვარხარ,ვიდრე მიყვარდი ნია! თვალებში ჩახედა. ჩახედა და რაც იქ დაინახა, ამოიკითხა ბედნიერებისგან გაეღიმა. ამდენი წლის შემდეგ გაიღიმა,ისე როგორც არასდროს. ეს არ იყო უბრალოდ ღიმილი. ეს იყო ბედნიერების, სიხარულის ღიმილი. აი,ისეთი მარტო ნიას,რომ უხდებოდა. -ანდრია,ძალიან მიყვარხარ!ყველაფრის მიუხედავად! ბიჭმა ვეღარ მოითმინდა და ამდენი ხნის მონატრებულ ბაგეებზე ეამბორა. არც ეს იყო უბრალო კოცნა. და მაინც, ამ წყვილს შორის არ არსებობს სიტყვა "უბრალო". აი,ასე უბრალოდ არ არსებობს და მორჩა! ალბათ,იმიტომ რომ არც ეს ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანი იყო უბრალო. *** ყველა ლაპარაკობდა, განიხილავდა, ჭორაობდა. ზოგი გაბედნიერდა, ზოგს შეშურდა და ბევრს გაეხარდა. *** -ანდრია და ნია?ღადაობ,ბიჭო? -არა,რას ვღადაობ.გუშინ,ჩემ დაბადების დღეზე დატყდნენ,ტო! *** -არა,ჩვენთვის მაინც ეთქვა.რა უნამუსო გოგოა პროსტა! *** -გისმენ,სანდრო. -გძინავს? -უკვე აღარ.რა იყო? -რა რა იყო ბიჭო!ახალი ამბავი არც შენ იცი? -არა,რა ხდება მტერი შემოგვესია და წინა პლანზე მითხოვენ? -ვაიმე,რატი!წინა პლანზე არა,მაგრამ მეჯვარედ უეჭველი გითხოვენ! -ვინ თხოვდება?კი არა და ვის მოყავს ცოლი? -მაყაშვილს! -ვის?ბიჭო ნიას როგორ ურალატა,ეგ ხო არ გამო*ირდა? -ნია მოყავს ცოლად შენ მართლა გამო*ირებულო! *** ამათი ქორწილი? რაღაც საოცრება იყო. აი,ისეთი ამ წყვილს რომ შეეფერება მარტო. უბრალო და თან ბრალიანი. ისეთ "ვიდზე" იყვნენ სიძე-პატარძალი, გაგიჭირდებოდათ იმის თქმა ბიჭი ჯობდა თუ გოგო. არა,ჰო ლამაზები იყვნენ მაგრამ ის გრძნობა და ქიმია,რაც მათ შორის იყო უფრო ალამაზებდათ. *** -მართალია,აღარ მჭირდება თქვენთან ვიზიტები,მაგრამ რატომღაც არ მინდა,რომ ეს ყველაფერი უბრალოდ წარსულში დარჩეს. -ნია,შენთვის ჩემი კაბინეტის კარი ყოველთვის ღია იქნება,ხომ იცი? -ვიცი და მიხარია,რომ ასეა.თქვენ ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი გიკავიათ,რადგან რომმ არა თქვენი რჩევები,დარიგებები და საუბარი ყველა თემაზე დღეს მე ალბათ ანდრია მაყაშვილის ცოლი და მისი მომავალი შვილის დედა არ მერქმეოდა.თქვენ,რომ არ გეთქვათ იმ დღეს დაბადების დღეზე ადიო,არც არაფერი იქნებოდა.ძალიან დიდი მადლობა,ლევან. -კარგი რა,ნია.გამაწითლე. ორივეს გულიანად გაეცინათ. -გახსოვს,ადრე მკითხე ერთად რომ არ დავრჩეტ მე და ანდრია,ეს ხომ ბედის ირონია იქნებაო.მე კი ზუსტად ვიცოდი,რომ ღმერთი თქვენ სიყვარულს არ გაწირავდა. -მაგრამ ისეთი ადამიანებიც არსებობენ,რომელსაც ღმერთი სიყვარულს ართმევს. -და შენ გგონია დაუმსახურებლად? -ღმერთი რასაც აკეთებს ყველაფერი დამსახურებულია,არა? -მართალია.ღმერთი ისეთ ადამიანებს ართმევს სიყვარულს,ვინც არ იცის როგორ მოეპყრას ამ სათუთ,წმინდა გრძნობას ან არც აჯილდოვებს ამ გრძნობის განცდით. -ანუ უნდა ვიამაყო იმით,რომ მე და ანდრიამ ვიცით სიყვარულის ფასი.ასეა,არა? -ასეა..ასე... -იცით?მე ბოლომდე მჯეროდა,რომ მე და ანდრია ისევ ერთად ვიქნებოდით. -ეს რწმენაა.სიყვარულის რწმენა და მე ზუსტად ამ რწმენაზე გეუბნებოდი ადრე! -უბრალოდ,იმდენად ბედნირი ვარ,რომ მეშინია ეს ყველაფერი უბედურებით არ შეიცვალოს. -ეს ბუნებრივია.სიყვარულს თან ყოველთვის ახლავს შიში,თუმცა ამაზე არ უნდა იფიქრო არასდროს. -გავითვალისწინებ,ისევე როგორც ყველაფერს ვითვალისწინებდი. -მერე რა გინდა,უკმაყოფილო ხარ რამით? ორივეს გაეცინათ. -პირიქით.არ ვიცი ეს სიკეთე როგორ გადაგიხადოთ. -სიკეთის კეთებას გადახდა არ ჭირდება!თუ ამას გულით აკეთებ,ხომ მითუმეტეს. -ძალიან კარგი ადამიანი ხართ! -შენც,ნია. -იცით?ანდრიას უნდა,რომ გაგიცნოთ. -აუცილებლად,მაგრამ ვგონებ უკვე გავიცანი თქვენს ქორწილში. -დიახ,მაგრამ უფრო ახლოს უნდა,რომ გაგეცნოთ. -არ არის პრობლემა.როცა გინდათ,მაშინ იყოს. -დიდი მადლობა. -შენ და შენი ბიჭი როგორ ხართ?ხომ არ გაბრაზებს? -არა,ძალიან მშვიდია! გამობურცულ მუცელზე დაიდო ხელი ნიამ და ოდნავ მოეფერა. -და ნია,მაინც რა არის შენთვის სიყვარული? -ისეთი წმინდა და წრფელი გრძნობა,რომლის აღსაწერა ალბათ,არც არსებობს სიტყვები! *** -სად იყავი,ნი? -ლევანთან. -რაზე ილაპარაკეტ.მე გამჭორეთ ხო? -არა. გაეცინა ნიას და ქმარს მოწყვეტიით აკოცა. -მითხრა,როცა უნდა მაშინ გავეცნობი უკეთესადო. -ძალიან კარგი! *** და მაინც რა არის სიყვარული არა? იმდენი განმარტება აქვს და იმდენ ენაზე,რომ დამაბნეველია და გიჭირს რომელ ერთს დაეთანხმო. მაგრამ,როცა შენ თვითონაც იგრძნობ,იმას რაც აქამდე უცხო იყო, სწორედ მაშინ შენც შეგეძლება გასცე კითხვას:"რა არის სიყვარული?" პასუხი. ისეთი პასუხი,რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის. იმასაც ამბობენ,რომ სიყვარულს ძალიან ბევრი პრობლემა აქვსო. სრული სიმართლე! რა თქმა უნდა აქვს,მაგრამ წყვილზეა დამოკიდებული თუ როგორ გაუმკალვდებიან ამ პრობლემებს. ანდრია მაყაშვილი და ნია დოლიძეც ერთ-ერთი მაგალითია იმისა,რომ სიყვარულს საზღვრები არ გააჩნია! დ ა ს ა ს რ უ ლ ი 2017წელი. თბილისი. ******* ჩემო სიყვარულებოოოოოო! დააგიბრუნდით... ოღონდ ძველი ისტორიით :) არ ვიცი თავიდან რატომ ვტვირთავ... ალბათ იმიტომ,რომ სრულად არ მედო. და კიდევ იმიტომ,რომ ძალიან მომენატრეთ და ძალიან მომენატრა თქვენი კომენტარები... ეს პირველი ისტორიაა ამ საიტზედა ვიცი შეცდომებიც უამრაავი იქნება,მაგრამ მე მაინც რაღაცნაირად მიყვარს ეს ისტორია ^^ ჰოდა იმედი მაქვს თქვენც ასე შეიყვარებთ! რაც შეეხება ახალ ისტორიაას სულ,სულ ცოტაც დამრჩა და მალე დავასრულებ. დიდი ხანი არ გალოდინებთ გპირდებით,იმიტომ რომ მეც სასწაულად მომენატრეთ! ახლა დაველოდები თქვენ შეფასებას,რომ ცოტა მაინც გავითბო გული და ის მონატრება ჩავიკლა ოდნავ მაინც. უბრალოდ მაბედნიერებთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.