შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ასეც მიყვარხარ (თავი 8)


5-02-2017, 23:20
ნანახია 1 801

ეს ხომ ადრე თუ გვიან მაინც უნდა მეთქვა. და მაინც უნდა გამეკეთებინა არა?! რატომ უნდა მეცადა უფრო დიდხანს როცა საშუალება მქონდა რომ შანსი გამომეყენებინა. ისევ მეშინია! მეშინია რომ... ჩემს სიყვარულს ისე ვერ გამოვხატავ როგორც საჭიროა. ვფიქრობ რასაც ნამდვილად განვიცდი იმაზე მეტია იმასთან შედარებით რასაც ვაკეთებ. მინდა ლუკამ ზუსტად იცოდეს რასაც განვიცდი. მაგრამ სამწუხაროდ ვერც სიტყვებით გადმოვცემ ამას და ვერც მოქმედებებით. თან ყველაზე საშინელება ისაა რომ არც კი ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ეს.
-ნინა რა საოცარიქალი ხარ! -ვნებით დაახამხამა მესხმა თვალები, ხელი ჩამჭიდა და ფეხზე წამომაყენა.
-ეს მეც კარგად ვიცი! -ეშმაკური ღიმილით ვუთხარი და მუსიკაზე წავიცეკვე.
-მაგიჟებ! -წამოიყვირა მან.
-არ დაიჯერებ და... ესეც ვიცი! -ისეთი ტონით ვთქვი თითქოს ეს აშკარა ყოფილიყო
-თავს არ შევიწუხებ და არ გკითხავ თუ საიდან იცი რადგან დარწმუნებული ვარ ქცევებზე მეტყობა ყველაფერი.
-მართალი ხარ! -დავეთანხმე მას.
-მიყვარხარ! -მტკიცე ხმით წარმოთქვა მან!
-მეც მიყვარხარ! -ასევე მტკიცედ ვთქვი მეც. ის კი ჩამეხუტა და მთელი სხეულით მომეკრო. ჩემი ხელები მის კისერზე იყო შმოხვეული. მისი ხელები კი ჩემს წელზე დნებოდა...
-ლუკას და ნინას გაუმარჯოს!!! -ბექას ხმა შემომესმა. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ ჩვენს ირგვლივ სიჩუმე ჩამოწოლილიყო და მუსიკაც დაბალხმაზე იყო ჩართული. იმასაც მივხვდი რომ ყველა ნაცნობი ჩვენ გვიყურებდა ბედნიერი თვალებით.
-გმადლობ ძმაო! -მესხმა გელოვანს მიმართა მე კი უბრალოდ გავწითლდი.
-როგორც იქნა ნინას ვიღაც შეუყვარდა... ლუკამ კი ნამდვილი სიყვარული იპოვა! -ღიმილით თქვა ვატომ. -ეს ორნი კი ერთად შეუდარებლები არიან! -თბილად დაამატა მან.
-ნინა! -მომვარდა ანი და ჩამეხუტა. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა... სიხარულის ცრემლები!
-რამდენი ხანია ასეთი ბედნიერი არ მინახიხარ. -გადაეხვია ვატო ლუკას.
-მე ნინა ჩოხელმა გამაბედნიერა!... -ლუკა უზომოდ ბედნიერი იყო.
-კარგი ანი რატომ ტირი... დაქორწინებას ხომ არ ვაპირებთ. უბრალოდ ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით. -თბილად მივმართე ანის.
-მიხარია ასეთი ბედნიერი რომ ხარ... -ცრემლებს იშრობდა ის
-ქორწინებაც მალე იქნება! -მოგვაძახა ბექამ, როცა ჩემი და ანის საუბარი მოისმინა.
-რათქმაუნდა! -ამაყად დაეთანხმა ლუკა.
-ნუ მაწითლებთ... -წავიბუზღუნე. მესხმა კი ხელი გადამხვია და გულში ჩამიკრა.
უცბად ჩაირთო მუსიკა რომელზეც უბრალოდ მაჟრიალებს. ცეკვის დროს ყველა დაწყვილდა. რათქმაუნდა ლუკამაც არ გაუშვა ხელიდან ეს შანსი და ცალი ხელი წელზე მომხვია. მეორეთი კი ჩემი ხელი ეჭირა... ნაზად და მშვიდად ვმოძრაობდით. არანაირი ილეთები... უბრალოდ ჰაეროვანი რხევა. მთელი ცეკვის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ერთმანეთით ვტკბებოდი.
-ახლა ხომ მიხვდი როგორ იყოფილა სიყვარული. -უფრო ახლოს მიმიზიდა და ყურთან მის სუნთქვას ვგრძნობდი.
-ჰო... -ტკბილი ხმით დავეთანხმე მას.
-ხომ იცი ცოლად უნდა მოგიყვანო... და არც იფიქრო შენს თავს ვინმეს დავუთმობ. სიცოცხლის ბოლომდე დაგიცავ. სულ შენს გვერდით ვიქნები... და როცა ჩვენ საკურთხეველთან დავდებთ პირობას ეს უფრო განამტკიცებს ჩვენს სიყვარულს.
-ვფიქრობ ის ისედაც მტკიცეა! -დავარწმუნე ლუკა.
-ხომ სამუდამოდ გეყვარები?! -იმედიანად მკითხა
-ხომ არ მიღალატებ?! -შევუბრუნე კითხვა
-არასოდეს! -მტკიცედ თქვა მან.
-ხოდა მეც სამუდამოდ მეყვარები! -თავი მხარზე დავადე.
-დაითვალე?! -ყურში ჩამჩურჩულა მან.
-დავითვალე! -მისი კითხვის მნიშვნელობას მაშინვე მივხვდი და პასუხიც მაშინვე გავეცი.
-მერე რამდენია?! -ტუჩი მოიკვნიტა მან.
-2...
-ორი?..
-ხოო ორი...
-და ორი რა... -ვერ გაერკვა ის.
-ორი დღე! -სწრაფად ვუპასუხე.
-ხომ ვამბობდი! -ამაყად თქვა მან.
-და ასე ზუსტად საიდან იცოდი?! -გამომცდელად შევხედე.
-მე უბრალოდ იმედი მქონდა!
-რისი?! -დაზუსტებას ვთხოვდი.
-შენი! და შენი სიყვარულის!!! -თვალებში ჩამხედა მან.
-ჰოო იმედი კარგი რამეა!
-მე ოცნებაც ამისრულდა! -ისევ ამაყი ტონით მელაპარაკებოდა.
-რომელი?!
-მე ხომ მხოლოდ ერთი ოცნება მქონდა! და ეს ოცნებაც შენ იყავი! -ჰოდა ეს ახდენილი ოცნება ხომ იცი სამუდამოდ რომ უნდა შეინარჩუნო...
-უსიტყვოდ!
-ხომ არასოდეს მიმატოვებ?! -ხმაში სევდა შემეპარა. თითქოს რაღაც ცუდს ველოდი და რაიმესი მეშინოდა.
-არასოდეს! -მკაცრად თქვა.
-დაიფიცე! -მოვთხოვე.
-შენს თავს ვფიცავარ!
-დამპირდი!
-გპირდები! -ის ყველაფერზე მტკიცედ მპასუხობდა მაგრამ
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს პირობა ადრე თუ გვიან დაირღვეოდა და შიშმა ამაკანკალა.
-გახსოვს რომ გეუბნებოდი სულ მალე მაგარი წყვილი ვიქნებით მეთქი! -სახეზე ღიმილი დაეტყო
-კი მახსოვს! ხოდა ვართ კიდეც! და სულ ვიქნებით! -დავარწმუნე ის.
დილით ყველანაირად გაოცებულმა გავიღვიძე... ლოგინში ვიწექი და თვალები რომ გავახილე დავინახე ჩემს გვერდით მწოლიარე ლუკა მესხი როგორ დამცქეროდა... აი რა მოყვა ჩემს დალევას!!! ასეც ვიცოდი. ვიცოდი ისეთ რაღაცას აუცილებლად ჩავიდენდი რისიც შემრცხვებოდა.
-გაიღვიძე პატარავ?! -მზრუნველი ხმით მკითხა.
თავის აწევა ვცადე მაგრამ მხოლოდ ახლა ვიგრძენი როგორ მტკიოდა. მეგონა შუბლი გამისკდებოდა.
-სად ვართ ლუკა?! -ვთქვი და ორივე ხელი სახეზე ავიფარე ისე შემრცხვა. თვალები მაგრად დავხუჭე და ცუდი პასუხის მოლოდინში ვიყავი
-შენს სახლში! -გაკვირვებით თქვა მან.
-ლუკა ჩვენ... აუ! არ ვაპირებდი! ხომ იცი მთვრალი ვიყავი!... -ისეთი ხმა მქონდა თითქოს მალე ტირილს დავიწყებდი.
-აჰაჰაჰ -სიცილს ვერ იკავებდა
-ლუკა! -წავიბუზღუნე მე.
-... -სიცილისგან გაწითლდა
-ნუ იცინი! -ძლიერად ვუთავაზე მხარში ხელი.
-ნუ ღელავ ნინა! -არც კი ცდილობდა სიცილი შეეწყვიტა მხოლოდ იმიტომ მაინც რომ მე ამით არ შევწუხებულიყავი. -არაფერი არ მომხდარა. ვგულისხმობ... ჩვენს შორის არაფერი არ ყოფილა!
-დაა რატომ ვწევართ ერთ ლოგინში. და შენ რატომ გაქვს ტანს ზევით გახდილი?! -შეშინებულმა ვიკითხე.
-აგიხსნი! შენ რომ სახლამდე მოგაცილე მთხოვე ყავა დავლიოთ დარჩიო. მეც დამეზარა საჭესთან ჯდომა და გადავწყვიტე შენთვის დამეჯერებინა. ოთახში რაღაც სურათის სანახავად შემომიყვანე. მერე კი ლოგინზე წამოწექი. მეც წამოვწექი და ისე ჩაგვეძინა კარის ჩაკეტვაც კი დაგვავიწყდა.
-ღმერთო ჩემო კარი ღიაა?! -უცბად ავღელდი.
-დამშვიდდი ღამე გამეღვიძა. ავდექი და ჩავკეტე.
-მადლობა ღმერთს! იმ კითხვაზე არ გიპასუხია თუ რატომ არ გაცვია მაისური.
-იმიტომ რომ... ის შენ გაცვია! -თითით მანიშნა.
შეშინებულმა ფრთხილად დავიხედე ტანზე და თავში ხელი შემოვირტყი.
-კიმაგრამ მე რატომ მაცვია... -გაურკვევლობამ მომიცვა.
-შენ გამახდევინე. გინდა თუ არა მცივა და მე უნდა ჩავიცვაო.
-... -გავჩუმდი და ხმას არ ვიღებდი მაგრამ ეს სულაც არ მათავისუფლებდა უხერხული სიტუაციისგან.
-ნუ ღელავ. ხომ იცი ისე მიყვარხარ, რომ შენი სურვილისამებრ არაფერს გავაკეთებდი. ვიცოდი რა მდგომარეობაშიც იყავი!... მთელი ღამე ორივეს ძალიან ღრმად გვეძინა.
-კარგი ბიჭი ხარ! -გახარებულმა მივმართე.
-ვიცი! -ამაყად თქვა -ამაზე ეს საუზმეც მოწმობს. -თქვა და ლანგარზე დადებული კრუასანები და ყავა მუხლებზე დამიდო
-კი მაგრამ კრუასანები არ მქონია...
-დილით წავედი და ვიყიდე! -თქვა და კომპიუტერთან გადაჯდა.
-რა მზრუნველი ხარ! -თბილად ვუთხარი და ყავა მოვსვი.
-არა ისე... -გორგოლაჭებიანი სკამით ჩემსკენ შემოტრიალდა -იმდენი როგორ დალიე რომ ანისაც ვერ ცნობდი?! -წარბის აწევით მკითხა მაგრამ ბოლოს მაინც ჩაეცინა.
-ლუკა! -ვუსაყვედურე და ბალიში გავუქანე...
რამდენიც არ უნდა დამელია და რაც არ უნდა გამეკეთებინა მაინც მახარებდა ის ფაქტი რომ ლუკა მესხი ჩემს გვერდით იყო. და იმედი მქონდა რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდა.
მეორე დღეს ლუკას მიერ გამოგზავნილი სმს ის ხმამ გამაღვიძა. ვფიქრობ ის მაღვიძარას ფუნქციას უფრო ასრულებს ვიდრე შეყვარებულის. ისე... ამან ძალიან დამაბნია. გონებაში ლუკამესხს "შეყვარებული" ვუწოდე. თუმცა არც კი ვიცი რატომ გამიკვირდა. ეს ხომ ისედაც ასეა. მე და ლუკა შეყვარებულები ვართ. აბა რა უნდა ვუწოდოთ წყვილს რომლებიც ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. სულ ერთად დადიან და ეხუტებიან.
შეყვარებული პირველად მყავს. მგონი ლუკაც პირველია ვისაც ვუყვარვარ, თუ ჩემს კლასელ კახი ცერცვაძეს არ ჩავთვლით რომელმაც მე11 კლასში სიყვარული ამიხსნა. ისეთი სულელი ვიყავი კინაღამ ვუთხარი მეც მიყვარხარ მეთქი...
ლუკა ჩემი შეყვარებულია მაგრამ დაძაბული ვარ... თითქოს ეს არ მყოფნის, თითქოს რაღაც მაკლია. არადა ლუკა იმდენ სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ რა უნდა მაკლდეს არ ვიცი. შეიძლებოდა დავფიქრებოდი იმ ვარიანტზე რომ არ მინდა შეყვარებული მაგრამ მე ხომ ლუკა ძალიან მიყვარს. ამიტომ ჯობს ჩემს სულელურ ფიქრებს ყურადღება არ მივაქციო... ერთადერთი პასუხი ჩემს გაუცემელ კითხვაზე "რა მჭირს?!" არის "მეშინია!"
რისი?! არ ვიცი... უბრალოდ რაღაცის მაინც მეშინია.
-დილამშვიდობისა! -ლუკას გამოგზავნილი სმს სიხარულით გავხსენი და ლოგინიდან წამოვხტი რადგან მივხვდი რომ სამსახურისთვის მაღვიძარა არ დამიყენებია და შესაძლებელი იყო რომ დამგვიანებოდა.
-დილამშვიდობის! სწორედ დროზე მომწერე და გამაღვიძე თორემ მაგვიანდებოდა... -დავუბრუნე პასუხი მესხს.
-აი რა ყურადღებიანი ვარ. შემიძლია გამოგიარო... -თითოეულ სმს გულის და სიცილის სმაილებს აყოლებდა, რაც დიალოგს თითქოს უფრო თბილს და მხიარულს ხდიდა.
-არა ლუკა! არაა საჭირო... 5 ზე შევხვდეთ კაფესთან.
-და რატომ 3 ზე არა?! შენ ხომ ამ დროს ამთავრებ სამსახურს?!
-საქმე მაქვს... -მოკლედ ვუთხარი მაგრამ არ მინდოდა რომ ეს "მესიჯობა" დამთავრებულიყო.
-საქმე ჩემს გარეშე?! -აშკარა წყენით მომწერა მან. თან თითქოს რაღაცაში ვალდებულს მხდიდა. ნუთუ ესეც შეყვარებულების დაუწერელი კანონია?!
-უბრალოდ 5 ზე შევხვდეთ კარგი?! მოგვიანებით აგიხსნი... მიყვარხარ! გკოცნი. -პასუხი დავუბრუნე და ტელეფონი გავთიშე
სამსახურში სამუშაო საათებმა მშვენივრად ჩაიარა... ჩემი საქმე მოვაგვარე და ლუკასთვის არც დამირეკავს ისე მივედი კაფესთან. ის ამჯერად გარეთ მდგომ მაგიდასთან იჯდა.
-როგორ ხარ?! -მითხრა და გადამეხვია...
-ცოტა არ იყოს დავიღალე... -შეწუხებული სახით მივმართე მაგრამ ხალისიანი გამომეტყველება მაინც შევინარჩუნე.
-ეს რა არის?! -ხელით მანიშნა მანქანაზე როცა სკამი თავაზიანად გამომიწია.
-ჩემი ახალი მანქანა! -მხიარულად ვუთხარი და მოხერხებულად დავჯექი. გასაღები კი მაგიდაზე დავაგდე
-ჰმ... -ჩაიბურტყუნა, ყალბი ღიმილი სახეზე მიიხატა და ჩემს პირდაპირ დაჯდა.
-იძულებული ვარ გკითხო... რა იყო ლუკა?! -გაურკვეველი ღიმილი დამეტყო სახეზე.
-იყიდე?! -ირონიულად ჩაიცინა.
-სამი დღის წინ! -აღფრთოვანებულმა შევძახე და ვეცადე დიალოგი მხიარულად გამეგრძელებინა.
-და მე რატომ არ ვიცოდი.
-არც მე ვიცოდი -ჩავიხითხითე -ზუსტად არც ვიცოდი მეყიდა თუ არა... მერე უცბად გადავწყვიტე და დღეს გამოვიყვანე. არ მინდოდა წინასწარ მელაპარაკა ამ საკითხზე რადგან დაგეგმილის განხორციელება ყოვეთვის მირთულდება ამის გამო. -სწრაფად ავუხსენი მას.
-მშვენიერია... -ღიმილი, ოღონდ ისევ ყალბი.
-რა გჭირს ლუკა?! -პასუხი მოვთხოვე.
-არაფერი... -ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ჩემი მანქანის გასაღები ხელში აიღო და კარგად შეათვალიერა.
-აუცილებელია კიდევ გკითხო?! უბრალოდ მიპასუხე! -მკაცრად ვუთხარი, მისკენ წავიწიე და იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი.
-რადგანაც შენ უკვე მანქანა გყავს გამოდის მე ვეღარ შევძლებ ყველგან გატარო. -სევდიანი ხმით დაიწყო მან. -ისედაც ასე ცოტახნით გვიწევს ხოლმე ერთმანეთის ნახვა. მეგონა ასე მაინც შევძლებდი შენთან ახლოს ყოფნას. გული ხარობდა როცა სამსახურში გამოგივლიდი ხოლმე... ან იქ მიმყავდი! ამით მზრუნველობას გამოვხატავდი... -თვალებში არც შემოუხედავს ისე მითხრა. შემდეგ სკამის საზურგეს მიეყრდნო და ისეთი სახე მიიღო პატარა ბავშვს შოკოლადს რომ წაართმევენ და ტირილის პირასაა...
-ჩემო საყვარელო! -თბილი ღიმიილით ვუთხარი და ჩემი სკამი მასთან ახლოს მივაჩოჩე რომ ჩემი სითბო ეგრძნო... -ხომ იცი რომ ჩვენი ურთიერთობა ამის გამო არასდროს შეიცვლება. პირიქით! რადგანაც უკვე მანქანა მყავს უფრო ხშირად გნახავ... არც იფიქრო რომ შენი მზრუნველობა მხოლოდ ამით გამოიხატებოდა. შენი მზრუნველობა სიყვარულშია! -ნაზი ხმით ავუხსენი და ლოყაზე ვაკოცე.
-მიყვარხარ! -თქვა და ხელზე ნაზად მაკოცა.
-მეც მიყვარხარ! -ვუთხარი და მის თვალებს მივაცქერდი.
-რას ინებებთ?! -მიმტანი გოგონას ხმამ გამომაფხიზლა და სკამით ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. მისი ტონი ადრინდელივით მხიარული არ იყო. აი მაშინ ლუკას რომ ეპრანჭებოდა.
-ორი ქათმის სალათი და ორი ფორთოხლის წვენი. მოგვიანებით კი დესერტი ორი შოკოლადის ნამცხვარი ალუბლით... ხომ არ მეშლება ნინა?! -თქვა და დამატყვევებელი მზერით შემომხედა. ლანა კი ლუკას ადრინდელივით არ მიშტერებოდა. უბრალოდ შეკვეთას იწერდა.
-არანაირად! -გულწრფელი ღიმილით წარმოვთქვი.
-ანუ როგორც ყოველთვის... -დაასკვნა ლუკამ და გოგონას შეხედა.
-ახლავე! -თქვა მან და შეტრიალდა.
-ოჰო... მგონი ნაწყენია... -მორიდებულად ჩამეცინა.
-რაზე უნდა იყოს ნაწყენი?! -გაკვირვებით მკითხა მან.
-ლუკა ეს ხომ ისედაც აშკარაა რომ ამ გოგოს მოსწონხარ... -ორაზროვნად ვუთხარი და მხარზე ჩამოყრილი თმა გავისწორე.
-მერე რა! მე შენ მიყვარხარ. -თქვა და მაჯაზე შავ საათს დახედა.
-სადმე გეჩქარება?! -ვკითხე მე
-არა უბრალოდ ასეთი ჩვევა მაქვს. მიკვირს აქამდე რომ არ შეგიმჩნევია... სულ საათს ვუყურებ. მინდა ყოველთვის ზუსტი დრო ვიცოდე.
-დროის შეგრძნება არ გაქვს!... -დასკვნა გამოვიტანე
-ზუსტად! -დამეთანხმა ის. ამასობაში შეკვეთა მოიტანეს.
-გემრიელად მიირთვით! -ზრდილობიანად გვითხრა გოგონამ და ჩვენს მადლობასაც არ დაელოდა ისე შეტრიალდა.
-ისე ჩემზე რას ფიქრობდი თავიდან?! -პირგამოტენილმა ინტერესით მკითხა.
-ვაიმეე... ესეიგი მეგონე ტიპიური ქართველი ბიჭი რომელსაც ფულის, გოგოების და ერთი რამის გარდა არაფერი აინტერესებთ. მეგონე ბიჭი რომელიც 24 საათი გართობაზე ფიქრობს, სვამს, ეწევა. მეგონე გაუწონასწორებელი, უზრდელი, თავხედი, მოუწესრიგებელი, უსაქმური, თავში ავარდნილი ფულიანი ბიჭი რომელიც პატივს არ სცსემს არავის და არაფერს. -ვუთხარი ჩამოყალიბებულად და იმდენად სწრაფად რომ მეც ვერ მოვასწარი ამის გაანალიზება. თითქოს დიდიხანი ბოღმა მახრჩობდა და ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა.
-... -გადაბჟირდა ლუკა
-ნამდვილად სასაცილოა -ვთქვი და მეც გადავიხარხარე.
-და მერე სინამდვილეში როგორი ვყოფილვარ?! -თქვა სიცილისგან გაწითლებულმა და წვენი მოსვა.
-როგორი და... -სკამის საზურგეს მოხერხებულად მივეყუდე და დავიწყე -სიმპატიური, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი, საყვარელი, მხიარული, მხატვარი, გაწონასწორებული, ზრდილობიანი მოწესრიგებული ბიჭი რომელმაც იცის გოგოს პატივისცემა და მუდამ დროს ამოწმებს...
-ეს უკვე კარგია... -ცალყბად გაიღიმა მან.
-და მე?!
-შენ უბრალოდ საოცრება მეგონე და საოცრება ყოფილხარ! -დაამტკიცა მან.
-კარგი ნუ გამაწითლე... უხერხულობაში ვარ შენ რაკარგად დამახასიათე და მე პირდაპირი მნიშვნელობით გაგლანძღე.
-არაუშავს! მაინც ხო გიყვარვარ...
-რათქმაუნდა -ვთქვი და წვენი მოვსვი. ის კი წინ წამოიწია და შუბლზე მაკოცა.
-ისეე მინდა დედაჩემთან მივიდეთ და შენი თავი გავაცნო. გავახარებ იმ ფაქტით რომ როგორც იქნა შეყვარებული მყავს. -მორიდებულად წამოვჭერი თემა.
-ხვალ საღამოს მივიდეთ! -ღიმილით თქვა და მორიგი პრობლემაც გადაჭრა.
-ძალიან კარგი. გაუხარდება! -ვთქვი და დაძაბულობამ შემიპყრო როცა დავინახე ლუკას უკან მდგარი გოგო როგორ გვაკვირდებოდა. უფროსწორად მე კი არა ლუკას აკვირდებოდა! თანდათან გვიახლოვდებოდა და თითქოს მისი სახის გამოცნობას ცდილობდა... შიშმა ამიტანა და გავღიზიანდი. დაახლოებით 24 წლის გოგო იქნებოდა. თმა ძალიან მოკლედ (ბიჭურად) ჰქონდა შეჭრილი. მოკლე, წითელი კაბა ეცვა ღრმა დეკოლტეთი... მუქი შვინდისფერი ტუჩსაცხი და მძმე მაკიაჟი. თავიდან ფეხებამდე გაშპაკლული... მისმა დანახვამ გამაღიზიანა.
-ლუკა მესხი! -აღფრთოვანებულმა გაფართოებული თვალებით შესძახა როცა ლუკას წინ დადგა. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.
-ეკაკო?! -გაკვირვებული ლუკა მესხი ფეხზე წამოდგა და გაფითრდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent