შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთები საქანელაზე 1


6-02-2017, 03:00
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 725

მამაკაცი იწვა და მთელი სხეულით თრთოდა. უკვე იცოდა, რომ მოაკითხეს. მის წინ მდგარი სხეული არ ქრებოდა და მამაკაცი უხმოდ ტიროდა. სხეულს გაფითრებული, ცარცისფერი სახე ჰქონდა და ისეთი წითელი თვალები, აქამდე რომ არსად ენახა. უღიმოდა. მამაკაცი ტიროდა, სხეულს ეღიმებოდა და მისკენ მოსრიალებდა. მამაკაცმა ლოცვა დაიწყო, ძალიან ჩუმად, თვალები დახუჭა და ტუჩები სწრაფად აამოძრავა. სხეულმა აცადა, და როცა მამაკაცმა თქვა "ამინ", ის გარდაიცვალა.


______________________

ვიღაც ჩემს ხორცის ნაგლეჯს დაეჯაჯგურა და სიბნელიდან გათრევა დაიწყო. თვალებდახუჭულიც კარგად ვხედავდი მის სახეს, რომელსაც დაბნეულობა ეტყობოდა მკრთალად და მის ფართოდ გახელილ, მწვანე თვალებს.
_ პირველი ხარ _ ვუთხარი მე მას. უკვე საკუთარი ხმა ყურებში გამეჭედა და რამდენჯერმე დამიწკრიალა.
_ არ ილაპარაკო _ ჩემგან განსხვავებით, ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა მზისფერთმიანს, თუმცა ცოტათი შეშინებულიც. პირველი ადამიანი იყო, რომელსაც დედამიწაზე ვხედავდი და პირველი ემოცია იყო, რომელიც ადამიანზე დავინახე. ასეთია ჩვეულებრივი მოკვდავების სახე და ხმა, როცა ისინი ჩიხში შიშველ ადამიანს დაინახავენ.
_ შენი თმები...
_ მოკეტე, სასწრაფოში ვრეკავ _ დამიყვირა და ჯიბიდან ტელეფონი წვალებით ამოიღო. თითები ისე უკანკალებდა, ლამის გავარდნოდა. ლამაზი თითები არ ჰქონდა, მაგრამ მოვლილი კი. ფრჩხილები გრძელი და წითელი ჰქონდა, რამდენიმე წატეხილიც კი.
_ დიახ, აქ გოგონაა, ასე ოც წლამდე, იცით, ის... დიახ, სისხლისგან იცლება, მგონი... არ ვიცი საიდან სდის... ჭრილობები არ აქვს, ჯანდაბა, არ ვიცი _ ლუღლუღებდა და ბოლოს მისამართი უკარნახა. ახლა დავინახე, რომ მხოლოდ ფრჩხილები კი არა, ხელებიც მუქი წითელი ჰქონდა და ძალიან სველი. სისხლის სუნი მეცა.
_ მალე მოვლენ _ დამამშვიდა და მერე რაღაცას ბურტყუნებდა. ვერაფერი გავიგე, საკუთარ თავს ამშვიდებდა და ჩემსკენაც გამოიხედავდა ხოლმე.
_ შენი თმები... _ ისევ დავიწყე მე და მინდოდა სწრაფად დამესრულებინა, თუმცა ეს დედამიწელი ადამიანი თითქოს ამას ელოდებოდაო, სიტყვა წამართვა.
_ გაჩუმდი მეთქი, ასეთ დროს არ ლაპარაკობენ და თვალებდახუჭული მაინც ვერ დამინახავ _ ისევ მიყვირა და მიწაზე დაჯდა ჩემთან ერთად. როგორც მივხვდი, აქ დროებს ანაწილებენ და სახლიდან არ გამოდიან ხოლმე, რადგან ქუჩა ცარიელი იყო. ჩემს თავზე ლამპიონები ანათებდნენ და ქრებოდნენ. ანათებდნენ და ისევ ქრებოდნენ.
_ მზისფერია _ შესავალი აღარ გავუკეთე. ისევ ჩემმა ხმამ ამატკია ყურები და ოდნავ დავიმანჭე.
_ გეტკინა ხომ? რატომ ლაპარაკობ? _ მაშინვე თვალები დამიბრიალა და უცებ გაჩუმდა _ გაარტყი _ ჩაიბურტყუნა. აღარაფერი მითქვამს, მისი ყვირილის მოსმენა არ მინდოდა და უბრალოდ დაველოდე, როდის მოვიდოდა ის საჩქარო თუ რაღაც. არ ვიცი, რისთვის მოდიოდნენ, მაგრამ მზისფერთმიანმა სისხლის გამო დაურეკა. პრობლემა სისხლია, რომელიც არც თვითონ იცის, საიდან სდის. ზეცაშიც აწუხებდა, ახლა აქ, დედამიწაზე.
_ მზისფერ...
_ შეგიძლია პირი დახურო და აღარ გააღო? ისედაც მეშინია შენი _ მაღალი ხმა ამოუშვა და თვალები დაუბრიალა _ აი, მოვიდნენ _ ამჯერად მისი ხმა ძველებურად აღარ ჟღერდა. ეს შვება იყო, ადამიანები მაშინ განიცდიდნენ, როცა თავს მარტო არ გრძნობდნენ. დიდი, ციმციმა ავტომობილი ზუსტად ჩემს წინ გაჩერდა და იქიდან ხმაურით გამოვარდა რამდენიმე ადამიანი.
_ მადლობა, რომ დაგვიკავშირდით _ ერთი მზისფერთმიანთან გაჩერდა და გოგონამ გაუღიმა. მერე მე შემომხედა
_ სასწრაფოდ აიყვანეთ საკაცეზე, ბევრი სისხლი დაკარგა _ მამაკაცის უხეში ხელები შეეხო ჩემს მხრებს. მერე მეორე მამაკაცისაც და მალე ზურგით დავეცი რაღაც არც ისე მაგარზე, თუმცა ასფალტზე რბილი ნამდვილად იყო.
_ ტელეფონი ან საფულე მოძებნეთ _ უცებ მაღლა ამიტაცეს ამ რაღაცასთან ერთად და ისევ ძირს დამაგდეს. მაღლა ყოფნას მიჩვეული ვარ, სამუდამოდაც კი, მაგრამ დაცემას ვერ ვიტან. საშინელია, მაღლა აფრენილი ძირს რომ ვარდები და შენი ფრთები ქრება, ზურგი კი გტკივა და ასადგომად ძალას ეძებ. ეს დაცემა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ასე საათის წინ განვიცადე. ერთი და ორი სანტიმეტრიდან კი არა, ზეციდან ძირს დავეცი და არც არის გასაოცარი, სისხლით თუ ვარ დაცლილი.
_ სად მოვძებნო ეგენი, დედიშობილაა, ვერ ხედავ? _ იყვირა კაცმა, რომელსაც სულ თეთრები ეცვა, დანარჩენი ორის მსგავსად და ფრთხილად გადამაფარეს რაღაც თხელი, სრიალა ზედაპირით.
_ გოგონი, რადგან დაგვეხმარეთ, მაშინ ბოლომდე დახმარება იყოს _ ისევ მზისფერთმიანს მიუბრუნდნენ. ის დაბნეული ჩანდა და თვალებს ახამხამებდა, თან ტელეფონს ხელს იჭერდა. დავინახე, როგორ უცებ შემათვალიერა.
_ კარგი, მართალი ხართ _ დანებდა ბოლოს და ქვემოდან ზემოთ, მანქანაში ამოხტა და თავი ოდნავ დახარა, რომ არ აერტყა.
_ ხომ არ იცით, ვინ არის? სად იპოვეთ? _ თეთრებიანმა ორი თითი ჯერ გაყინულ მაჯაზე შემახო, მერე ყელზე და საფეთქელთან.
_ წარმოდგენა არ მაქვს... ღმერთო, რა შარში გავყე თავი _ ამოიოხრა და ხელები სახეზე მოისვა. მინდოდა გამცინებოდა, რადგან მიმართა იმას, ვისაც საერთოდ არ ესმის მისი.
_ დამშვიდდით, მითხარით, სად იყო?
_ ძირს ეგდო, რა ვერ გაიგეთ? _ იყვირა ანერვიულებულმა. ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, მხოლოდ მე არ მიყვირის როგორც ჩანს.
_ კი მაგრამ, ასე უბრალოდ, ზეციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა _ დაბნეული ხმა ჰქონდა კაცსაც. მანქანა, რაშიც ვიყავი მე და რაშიც იდგნენ ისინი, ჯახუნობდა და სწრაფად მიიწევდა წინ, რადგან ხანდახან თავი აქეთ-იქით მივარდებოდა.
_ რა სჭირს?
_ სავარაუდოდ წაიქცა და ძირს დანაზე დაესო. სანამ საავადმყოფოში არ გადავიყვანთ, ვერაფერი გაირკვევა, მაგრამ...
_ უცნაურია, ჭრილობა არ აქვს. შეუძლებელია _ მეორე ექიმმა სრიალა გადასაფარებელი გადამხადა და მუცელზე გადამატრიალა. ახლა მზისფერთმიანს ვეღარ ვხედავდი, მაგრამ მისი კივილის ხმა გავიგე.
_ ზურგი..._ ამოილუღლუღა და კიდევ ერთხელ, ოღონდ შედარებით მოგუდულად დაიკივლა. პირზე ხელი აიფარა ალბათ.
_ ეს ჭრილობები ცივი იარაღითაა მიყენებული, ვიღაცამ ალბათ საშინლად აწამა _ ნელა დამისვა ხელი ზურგზე კაცმა. არ მტკენია და არც არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ ვისი სხეულიცაა, მას კი ნამდვილად ეტკინებოდა. როგორც იქნა, მანქანა გაჩერდა და ახლაც ჯერ მაღლა ამწიეს, მერე დაბლა დამაგდეს. მერე ისევ ამწიეს და სირბილით გამაქანეს რაღაც დიდ, კრემისფერ შენობაში. მზისფერთმიანი ჩვენს უკან მორბოდა და აღელვებისგან ერთხელ ტელეფონი და ჩანთაც გაუვარდა ძირს. აზრი ვერ გამოვიტანე, რატომ მივქროდით ასე სწრაფად. მე გონზე ვიყავი, არაფერი მტკიოდა და საერთოდ, ჩემი სიკვდილი თევზის აფრენას გავდა.
ხუთ წუთში ჩემი ხორცის ნაჭერი ყველანაირად გამოიკვლიეს. მე თვალებს ისევ არ ვახელდი, მაგრამ ცხვირს მწვავდა რაღაც უცნაური, ნესტიანი სუნი. თავსაც ვიწყევლიდი, რომ ბევრი არაფერი ვიცოდი დედამიწიურობაზე და რაც ვიცოდი, საკმარისი არ ყოფილა თურმე. ვიღაც მჭირდებოდა...
_ შეუძლებელია _ ერთი საათი იყო გასული. თეთრებიანს ძირს რაღაცეები დაუვარდა და პირზე ხელი აიფარა. მერე მუქი ლურჯი ქაღალდი ასწია და სხვებს შეახედა. მათ სახეებზე ახლა გაოცება დავინახე. მესამე ემოცია, რომელსაც ადამიანებში ვცნობდი.
_ ვინ არის? _ ჩურჩულით იკითხა ქალმა და მე გამიშტერა მზერა.
_ რაღაც შეცდომაა, არარსებულია, მისი ორგანოები, სარკისებურად... არასწორადაა განლაგებული
_ პირდაპირ რომ ვთქვათ, უკუღმა _ შეაწყვეტინა მეორე მამაკაცმა.
_ ანუ, გული მარჯვნივ აქვს _ და უცებ ვიგრძენი ხელები მკერდზე. ქალი ისე მაჭერდა, თითქოს არ სჯეროდა, რომ ფეთქავდა.
_ არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ ამ პალატიდან არ გავა. არასდროს _ დიდი, მოსაწყენი დუმილის შემდეგ თქვა კაცმა. ოჰ, ახლა კი ნამდვილად უნდა გავიღვიძო.
_ რას ამბობ? მეცნიერება აყვავდება, ის უნდა გამოიკვლიონ _ შეეწინააღნმდეგა ქალი, ჯერ კიდევ ეპარებოდა გაოგნება ხმაში.
_ დილამშვიდობისა _ თვალები უცებ, ერთიანად სწრაფად გავახილე და საწოლზე წამოვიწიე. საზურგეს როცა მივეყრდენი, მათ გაფითრებულ სახეებს შევხედე. გახელილი თვალებით ნამდვილად უკეთესად ვხედავ.
_ რა გქვია? _ აღელვების დამალვა სცადა მამაკაცმა და მკრთალად გაიღიმა.
_ მე... _ წამით დავიბენი და იქაურობა მოვათვალიერე. კუთხეში, პატარა თაროსთან, კატის ჩარჩოიანი სურათი ეკიდა _ მე მიუ ვარ.
_ გამარჯობა, მიუ _ ეუცნაურა ეს სახელი, მაგრამ არ შეიმჩნია. ქალმა წარბები მაღლა ასწია და ახლა თვალებში ჩამაშტერდა.
_ ჰეტეროქრომია? _ მითხრა და უარესად დამაბნია.
_ რა ქსომია?
_ ჰეტეროქსომია, შენი ერთი თვალი ღია ცისფერია, მეორე კი... ის... _ ალბათ ფერს სახელი ვერ მოუძებნა.
_ ნაცრისფერი გამჭირვალე _ მიეშველა მამაკაცი
_ თუ იცი რამე შენი ორგანიზმის ან საერთოდ შენს შესახებ? _ აგრძელებდნენ ჩემს დაკითხვას. ეს აუცილებელია დედამიწაზე ჩამოსვლისას?
_ არა _ მოკლედ ვუპასუხე სიტყვა, რომელსაც ვერ ვიტანდი. 24-ე ბე ხშირად მეუბნებოდა ხოლმე არას, როცა რამეს ვთხოვდი. საერთოდ არ უნდა გქონდეს ადამიანს მისი დახმარების იმედი, ყველაფერზე არა, არა, არა... აი, მე-19 ა სხვანაირია, ის პირიქით, ყველაფერზე დაგთანხმდება და ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ ორივენი ერთად დაიბადნენ და ერთად მოკვდნენ, ერთად მოხვდნენ მაღლაც და ერთად გაიზარდნენ დაშვებულ ასაკამდე.
_ გვისმენ? _ ხმას აუწია ქალმა _ მე მერი ვარ, ეს ნიკოლა და დავითი.
_ არ მაინტერესებს. უნდა წავიდე, უამრავი საქმე მაქვს...
_ ჯერ ბევრი რამ უნდა გავარკვიოთ _ შემეწინააღნდეგა დავითი _ შენ არ ხარ მიწიერი
_ ხო, ზეციერი ვარ, ახლა უნდა წავიდე მეთქი _ ავუწიე ხმას და ხელებიდან და სხეულიდან რაღაც გამჭირვალე მილები ერთიანად მოვიხსენი.
_ გაგიჟდი? _ იყვირა ქალმა და ჩემსკენ წამოვიდა. უკვე ყელში ამომივიდა მათი ხმები.
_ უკან დაიხიეთ და უბრალოდ აქედან წასვლა მინდა _ წამოვდექი. ტანზე რაღაც თეთრი, ან ცისფერი და ფართხუნა მეცვა.
_ ვერ წახვალ! _ ნიკოლა ჩემსკენ გამოიწია. თვალები დავხუჭე, მერე ფართოდ გავახილე და წინ წავიწიე. დავუღრინე. სამივეს სახეზე შიშმა გადაკრა, მერიმ იყვირა, იკივლა და მერე ისევ ყვირილი დაიწყო.
_ ის ეშმაკია, დამეხმარეთ _ ყვიროდა, ჩემსკენ ხელს იშვერდა და უკან იხევდა. ალბათ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ასე ძალიან არ მინდოდა მათი შეშინება. კაცები ძირს ეყარნენ.
_ დამშვიდდი, ეშმაკი არ ვარ _ ვცდილობდი, ამეხსნა, მაგრამ კიოდა და ბოლოს ისიც ძირს დაეგდო. თვალები ავატრიალე, ფეხზე ავდექი, წელში გავსწორდი და კარებისკენ წავედი. იატაკი ცივი იყო და ფეხის თითები გამეყინა, სანამ გარეთ არ გავედი და მზისფერთმიანი არ დავინახე... ვიღაც ბიჭთან ერთად.
_ გამარჯობა _ ჩემს დანახვაზე უცებ დაიბნა და ამოილუღლუღა. ბიჭმა ამათვალიერა, მეც დავაკვირდი, სპორტული, ნაცრისფერი შარვალი და შავი, მოკლე მკლავებიანი ზედა ეცვა. სახე კი, ძალიან სიმპატიური იყო. სწორედ ისეთი, როგორებსაც მეოთხე ა იხსენებდა დედამიწის დღიურების კითხვის დროს.
_ გამარჯობა მზისფერთმიანო. მე მიუ ვარ _ ახლა ადამიანურად უნდა გავცნობოდი. ცალი ფეხი მოვხარე და მერე მისკენ გავწიე. როგორც გაცნობისას იქცევიან.
_ რას აკეთებ? _ უარესად დაიბნა და ჩემს ფეხს დახედა
_ ასე არ უნდა ვქნა? _ გამიკვირდა მეც. ბიჭს უცნაურად ჩაეცინა და გატრიალდა.
_ ვაიმე, ეს რა შარია _ ამოიჩურჩულა, რომ ვერ გამეგო და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი, მერე კი მაჯაზე ხელი დამავლო.
_ წავედით, თუ შარია, ბოლომდე მაინც ჩემი შარი ხარ და ბედი გაქვს რა _ გასასვლელისკენ წასულ ბიჭს უკან ავედევნეთ.
_ ეს ვინ არის? _ ვიკითხე მე.
_ რატი, ჩემი ძმა, ვთხოვე წავეყვანეთ, იცოდე შენს გამო სერიოზული პრობლემები შემექმნა _ თან ბურტყუნებდა, თან მიმათრევდა.
_ ჩემს გამო?
_ ხო, ამ ღამე გარეთ რა გინდოდაო...
_ რა გინდოდა?
_ ვერ გავიგე, მადლობის მაგივრად დამცინი? _ მიყვირა და მანქანასთან გავჩერდით. რატი უკვე იქ იჯდა, ამ შავ, პრიალა ლამაზ მარკიან მანქანაში.
_ მადლობა. შენ ამით სამოთხე გაინაღდე _ თვალი ჩავუკარი და მის გამოღებულ კარში შევხტი.
_ სამოთხე არა ის კიდე _ გვერდით მომიჯდა და ჩაილაპარაკა. გამეცინა, კარგად მოვეწყე და უცებ აცივდა. ვიგრძენი, მაგრამ სიცივე კი არა, ის რომ სიცივე იყო. მგონი ადამიანები ამ დროს ამბობენ არა?
_ აცივდა _ ძალიან ხელოვნური იყო. არაუშავს, შემდეგ ჯერზე აუცილებლად დავხვეწ.
_ რატი, შენს სპორტულს ვაძლევ _ წაიღიღინა, თითქოს ნიშნისმოგებით გამომიწოდა შავი სპორტული. სწრაფად მოვიცვი და ელვა აღარ შევკარი. ცოტა დიდი მქონდა.
_ სად მივდივართ? _ ვიკითხე. საჭესთან მჯდარს ჩაეცინა.
_ სახლში, მარტო ვცხოვრობთ მე და რატი, უფრო სწორედ რატი, მაგრამ ერთი თვით გადმოვედი, დედაჩემი და მამაჩემი ძლივს დავკერე. სიცოცხლე უნდა გავუმწარო ამას _ საჩვენებელი თითი რატისკენ გაიშვირა
_ არ ღირს, მერე მე ვეღარ გიშველი _ გულწრფელად ამოვიოხრე
_ რა? _ გაიოცა მან
_ სიცოცხლის გამწარება. ეგრევე ჯოჯოხეთის მეორე საფეხურზე გაგაქანებენ, და ძაან ბევრი ნაცნობი უნდა დავთაფლო, რომ ჩემსკენ გამოგიყვანო. ეგ მეზარება _ მხრები ავიჩეჩე და შუბლი საქარე მინას მივადე. წარბებშეკრულმა მზისფერთმიანმა უცნაურად გადმომხედა, რატის გაეცინა.
_ შენზე მეტად აკლია _ და მისი ხმაც გავიგე. ყურები არ ამტკიებია, სასიამოვნო ხმა ჰქონდა. მე უკვე ვიცოდი, ვინ მჭირდებოდა დედამიწაზე. მინა ჩამოვწიე, თავი გავყე და მაღლა ავწიე, ენა გადმოვუგდე მათ, ვისაც არ სჯეროდათ რომ ვინმეს ვიპივიდი და ამაყად დავაბრუნე თავი ადგილას.



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

მიუ არა რა,ლენც
არ მომეწონა ეგ სახელი
მზისფერი დამევასა:)
იცი რა იყო ? მივხვდი
გაფრენაც იყო რა, ველოდები შემდეგს
ხოდა
ფრთები საქანელაზე, იქნება
უი, კიდევ დამავიწყდა
სორი
ერთი ფრთა მეც გამიყავით:))

 


№2  offline წევრი NiniG-1

აუ ძალიან მომეწონა.
იმედია დაასრულებ და შუა გზაში არ გაწყვეტ . <3

 


№3  offline მოდერი sopiko

ოჰ, როგორ აფრენ :დდ
შენ კი ნამდვილად არ დაგიტოვია ფრთები საქანელაზე.
უფრო და უფრო გვაგიჟებ ყოველ ჯერზე.
მიუს იუმორი მომწონს :დდ უფრო სწორად ეს დედამიწელებისთვის არის იუმორი, თორემ მიუსნაირებისთვის ''სოფელში მივდივარ, ბებია ცუდადაა''-სავითაა :დდ
ხოო... მე მომწონს, თანაც ძალიან! სათაურით აღფრთოვანებული არ ვარ, ყურში ცუდად მხვდება, მაგრამ რაც მთავარია, სიუჟეტია მშვენიერზე მშვენიერი!
ჩვენო წარმტაცო და ჩვენო ნიჭიერო,
გელით შენც, მიუსაც და მზისფერსაც!

 


№4  offline წევრი NiniG-1

Agaf agrdzeleb ?

 


№5 სტუმარი tiko

shemdegs rodis dadeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent