შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შელახული ღირსება თავი 3


6-02-2017, 05:19
ნანახია 1 868


ეს გოგო ვინ არის? ეს კითხვა განიჩნდა სარკეში ჩემს ანარეკლს რომ ვუყურებდი,ის არაფრით გავდა რებეკას , სარკის წინ ვიდექი და ჩემს შიშჩელ სხეულზე ჩალურჯებებს ვაკვირდებოდი , საშინელებაა უყურებდე შენს თავს თვალებში და სიცოცხლის ნაპერწკალს ვერ პოულობდე
ცრემლები ნიკაპთან ერთმანეთს უერთდება და ძირს ეცემა, მუცელში საშინელ ტკივილს ვგრძნობ ... სისხლით დასვრილ ჩემს ტანსაცმელებს სარეცხ მანქანაში ვყრი
დუშის ქვეშ ვდგები და ვგრძნობ როგორ ეხება წყლის წვეთები კანს
თვალებს ვხუჭავ,და უაზროდ ვისმევ ხელებს სხეულზზე, მინდა ამ სიბინძურისგან განვიწმინდო, არ მინდა მისი სურნელი მქონდეს
ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებ მინდა ვინმემ მიშველოს
რისთვის გამიმეტე უფალო ასე? ნუთუ მთელი ცხოვრება ამ ტვირთვის სატარებლად მოვევლინე სამყაროს? ძირს ვწვები და ვტირი ერთ წერტილს მივშტერებივარ, თითოეული მომენტი თვალწინ მიცოცხლდება და ყოველჯერზე ვკვდები ხელთავიდან

დედა ვერაფერს ამჩნევს
1 კვირაა მაღალი სიცხის გამო ვწევარ
- ალბათ გაცივდი, იმ ქარბუქში არ უნდა გამეშვი სკოლაში
დედა ფიქრობს რომ რამდენიმე დღეში გამივლის, ნეტა ასე იყოს
მამამ ექიმთან წავიდეთ იქნებ ვირუსიაო, ვიუარე გამივლის ისეთი არაფერის მეთქი
ჰოდა ვწევარ ჩემს საწოლში, სიცხისგან ლოყები დაწითლებული მაქვს, თმა გაშლილი ამ 1 კვირაში 3 კილო დავიკელი ვერაფერს ვჭამ
საკუთარი თავი მეზიზღება
ფანჯარას მივშტერებივარ
ნაწილობრივ ანათებს მთვარის შუქქი ოთახს
მთვარე
პატარა რომ ვიყავი ფანჯრის რაფაზე შემოვჯდებოდი ხოლმე, ვუყურებდი მთვარეს რომელიც ხან მრგვალი იყო ხანაც ნამგლისებური ფორმა მიეღო და მის გარშემო განაათებულ ცას
მეჩვენებოდა რომ ზოგჯერ კაშკაშა ყვითელი იყო ზოგჯერ კი თეთრი ან ნაცრისფერი
ვიღიმოდი და ვესალმებოდი, მეგონა რომ ჩემი ესმოდა, მასთან ერთად ღამე გარეთ გასვლის შიში მეკარგებოდა, ვუყვებოდი ყველაფერს , არც ერთი ღამე მახსოვს რაიმე არ მომეყოლოს მისთვის
დღეს კი ფანჯარას თვასლს ვარიდებ, თითქოს მრცხვენია მისი
ის კი ჯიუტად იჭრება ჩემს ოთახში, ახლა ღამეები ბევრად გრძელი და საზარელია
ტელეფონის გაბმული ზარის ხმა მაღვიძებს, ტუმბოდან ავიღე და ეკრანს დავხედე, ტატოაა
რამდენიმე დღეა აღარ მიპასუხია, არვიცი როგორ შევძლებ მასთან საუბარს მისი სახელის გაგონებაზეც კი გულში რაღაც მწყდება, ყველაფერი დამთავრდა ცხოვრება თავზე დამემხო
ცრემლები მახჩობს, ვერ ვბედავ პასუხი გავცე
რომ გაიგოს? რამოხდება? მერე რაუნდა ვქნა,?
ნაბიჯების ხმა მესმის აზუზუნებულ ტელეფონს ბალიშის ქვეშ ვჩურთავ
და ცრემლებს ვიწმინდავ
წვნიანით ხელში დედა შემოდის ოთახში
- დედა არაფერი მინდა ვერ შევჭამ
- რას ქვია ვერ შეჭამ რებე? წამოჯექი ახლავე
ახლოს იწევა და გვერდებზე მეჭიდება რომ წამომაყენოს
დაბეჟილი ადგილები მტკივა და სახეს ვმანჭავ
- ღმერთოო, სულ გაოფლხარ, მოდი გამოგიცვლი
მაისური მოაქვს და მანიშნებს გადაიძვრეო
მეკი დაფეთებული ვიფარებ საბანს თავზე და მთელი ხმით ვტირი ვიცი რაც მოხდება, არშემიძლია ვერ გავუძლებ
- რებე?
შეშინებული ხმით მეუბნება დედა და საბანს მხდის
რა მოხდა შვილო რა გატირებს?
სახეზე ხელებს ვიფარებ
დედა რაღაცას ეჭვობს განზე დგება და მთელი სიმკაცრით მეუბმება
- რებეკა მაისური გადაიძვრე!
ვკანკალებ, გული ლამისაა გამიჩერდეს
მაისურს ძალით მხდის ვცდილობ შევეწინააღმდეგო და აი ის რასაც ველოდი
თავში იშენს ხელებს და თვალებ გაფართოვებული მიყურებს... რამდენიმე წუთი ასე იდგა მეკი მისი დუმილი მკლავდა
- ეს... ეს რა... არის? !
შიშნარევი ხმით მკითხა და საჩვენებელი თითით ჩალურჯებული ადგილებისკენ მიმანიშნა
მივხვდი რომ ვეღარ დავმალავდი
თავიდან ტატოს ნამოქმედარი ეგონათ ბო.. დ - აც შემრაცხეს მამა მთელი ხმით ღრიალებდა და წამ და უწუმ იმეორებდა რომ არ მაატიებდა
ალბათ ეს ხმა კედლებსაც გასცდა, ალბათ სანეზობლო ჩემზე ჭორაობს
დედამ ლამის თმები ღერა ღერად დამაცალა ძალა გამოცლილი ვეცდე იატაკზე და გაუჩერებლივ ვტირიდი
არვიცი მაინც ამდენი ცრენლი საიდან მაქვს
- ახლავე წავალ იმ ნა... ვარ ბავშვთან და ცოცხალი ვერ გადამირჩება, ამ შეურაწყობას არ გაპატიებთ
მამა უკვე კარებთან იყო მისული რომ წამოვხტი და დავიკივლე, ამდენი საათის განმავლობაში პირველად ამოვიღე ხმა
- ეს ტატოს არ გაუკეთებია!!!
მამა გაშეშდა დედა გაკვირვებული მიყურებდა
სხვა გზა აღარ დამრჩა მაინც გამოაშკარავდა ყველაფერი
დეტალურად მოვყევი რაც მოხდა და თითქოს ხელთავიდან განვიცადე
გახევებული ვიდექი
და არასდროს დაავიწყდება დედას სახე
გიჟივით გავარდა გარეთ მამა კი ადგილიდან ვერ იძროდა ქანდაკებასავით იდგა თვალსაც არ ახამხამებდა შემეშინდა ცუდად არ გახდეს
მეთქი, მასთან მივედი
თუმცა ვერ გავბედე შევხებოდი,ჩემი უწმინდური სხეული ვერ შშევახე
ვიცი ახლა მამა გრძნობს ჩემს ტკივილს და ალბათ ორმაგად განიცდის

არვიცოდი დედა სად წავიდა, როგორც ველოდი ეზო მეზობლებით აივსო,თუმცა სახლში შემოსვლას ვერავინ ბედავდა, ტატო ისევ აგრძელებდა რეკვას
ეს კიდევ უფრო მანერვიულებდა
ფანჯრიდან დავინახე პოლიციის მანქანა როგორ გაჩერდა ჭიშკართან
დედა და ორი ოფიცერი სახლში შემოვიდნენ
მაშინვე გავიგე მამას ხმაც
- რა გააკეთე ქალო? ვერ ხვდები ისედაც რა დღეშია? გაგიჟდი,? მთელი ქვეყანა გაიგებს
ამის გაგონებაზე პირველი რაც გავიფიქრე ტატო იყო
ის რომ გაიგებს ალბათ გაგიჟდება ,მიმატოვებს შეურაცყოფას მომაყენებს
აღარ ვეყვარები,თავს რომ რამე დაუშავოს,? ამის გაფიქრება და ოთახში დედას შემოსვლა ერთი იყო, უკან ოფიცრებიც მოყვნენ
- რებე, მათ შენთან გასაუბრება უნდათ, უნდა მოუყვე ის რაც ჩვენ გვიამბე

საშინელება იყო უცხო მამაკაცებისთვის ამის მოყოლა, კიდევ უფრო დსრცხვენილი ვიყავი
ცდილობდნენ უხერხული კითხვები არ დაესვათ, მაგრამ მათი გამოხედვაც მაშინებდა,მერე უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ, მამაც მათ გაჰყვა
პოლიციელებს ვთხოვე რომ არაფერი ეთქვათ მაგრაამ როგორცკი გარეთ გავიხედე დავრწმუნდი რომ უკვე მთელმა სოფელმა იცოდა
დედამ შოთას უჩივლა და დაიჭირეს, სასამართლო იქნება 2 კვირაში
თუმცა ეს არაფერს ცვლის, ჩემს ტკივილს ეს ვერ უშველის
მას მერე გარეთ აღარ გავსულვარ, ვიცოდი რომ ყველა ჩემზე ჭორაობდა ათასგვარ ამბებს შემითხზავდნენ, ტატომაც გაიგო, არ დაურეკია მას მერე
ახლა ვიგრძენი რომ მართლა დავკარგე
რომ დარეკოს ვუპასუხებ
მაგრამ აღარ რეკავს
მამა ძალიან განიცდის
მან მეგობარიც დაკარგა
ჯერ კიდევ ვერ მოვიდა აზრზე, მუცლის ტკივილები აღარ მაქვს, თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ, სულ დაღლილი ვარ არადა ოთახიდან არ გავსულვარ ღებინების შეგრძნებაც ხშირად მაქვს
ალბათ შიმშილის გამო

გუშინ სკოლის ექიმთან ვიყავი, ამბოლო დროს დაბალი წნევები მაქვს
ეზოში ტატო დავინახე
შემომხედა და სახეზე დაეტყო ბრაზი ,ზურგი მაქცია და სრაფად აირბინა კიბეები
თავი არარაობად ვიგრძენი,ნუთუ უკვე დამივიწყა? თუმცა მისიც მესმის ძნელია. ...
ექიმმა მითხრა რომ
აუცილებლად გადამეღო ეხოსკოპია
და აღმოჩნდა რომ ფეხმძიმედ ვარ
ეს ბოლო დარტყმა იყო
მუცელს დავხედე მერე კი გაოგნებულმა ეკრანს

-ახლა რავქნათ ნანი?
მამამ დედას გახედა მერე კი სკამის საზურგეს მიეყრდნო, დიდი ხნის უძილობა დატყობია სახეზე
მათი დაძაბული დიალოგის მოსმენა აღარ მინდოდა
- ეს ბავშვი არ მინდა
- რაა??
- არ გავაჩენ ამ ბავშვს!
- რებე შვილო დამშვიდდი, აფექტში ხარ, არიცი რას ამბობ
- დედა არ გინდა გთხოვ
- ბავშვმა რა დააშავა შვილო, ისხომ შენი შვილია? შენს სხეულშია
- არაა! ამ ცოდვის ნაყოფს არ გავაჩენ ! მეზიზღება მეზიზღება !!!

ჩემს ოთახში გავიქეცი, კარები ჩავკეტე და საწოლზე დავემხვე
ისევ ცრემლები
ამის ატანა აღარ შემიძლია ძალა აღარ მყოფნის რომ გავუძლო
დავიღალე...
მალევე შემაწუხა უჰაერობამ
ჟაკეტი მოვიცვი და ეზოში გავედი
მიყვარდა აქ ჯდომა და უბრალოდ სიმშვიდე რომელსაც ზოგჯერ ჭრიჭინას ხმა თუ დაარღვევდა
ახლა კი სიმშვიდეს ნამდვილად ვერ ვგრძნობ
ალბათ ვერც ვერასდროს ვიგრძნობ
ლაღი,ბედნიერი წლები დამთავრდა
- რებეკა
მომესმა ზურგსუკნიდან
დედაჩემის ხმას არ გავდა ნამდვილად, ნელა მივიხედე
შოთიკოს დედა იდგა...
- თქვეენ?აქ რას აკეთებთ?


--------------------------------------მადლობა ყველას ვინც კითხულობს
არვიცი როგორი გამოდის
ბოდიშით შეცდომებისთვის
ველი შეფასებებს



№1 სტუმარი lalka

kargad agwer da vkıtxulob nu daagvianeb dadebas axal tavs velii.

 


№3 სტუმარი ბლაა

კარგია მაინტერესებს ძაან ველი შემდეგს

 


უკვე დევს შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent