ტკივილი
მე რომ გაფრენა არ შემიძლია, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას, ვგრძნობ ვეღარ ვუძლებ და ვეღარ ვქაჩავ, ამდენ ტკივილს და ამდენ წვალებას. ცამ დაიბურა შავი თალხი და ჩემი ბებო ზეცად წავიდა, შემდეგ ტკივილი და დიდი სევდა მთელს ჩემს ცხოვრებას რომ უკან სდევდა. ბევრი გამკიცხავს და ალბათ იტყვის, ჯერ სულ პატარაა, რა სჭირს სამაგისო, ღიმილის ნაცვლად ცრემლი დასდენია და თითქოს ცხოვრება არაფრად აღარ ღირსო. მე მათ ვუპასუხებ,ვეტყვი რაც მაწუხებს, შეხედე ქუჩაში ცრემლიან ბავშვებს, ან თუნდაც ეულად დარჩენილ მოხუცებს. ჩუმად რომ გაყოლებენ იმედით თვალებს. განა ადვილია? უყურო მათ ტკივილს, ყურში გამუდმებით ისმენდე ტირილს, მაგრამ ის უფრო მეტად მაწამებს,რომ ჩემი ტკივილი ვერაფერს შველის. ცხოვრება ხომ ზუსტად ხალხით იკვებება, ამდენი ტკივილით გრძნობა აღარ რჩება, დღეს ბევრი ჩვენ შორის დიახ ბოღმა ხდება, ბევრი გმირი კი, სადღაც შორს ჩუმად კვდება! ადრე დედამიწას სიყვარული მართავდა, მაგრამ დღესდღეობით ეს მორჩა დამთავრდა, გრძნობების მაგივრად ცოდვები მომრავლდა, და ჩვენი მმართველი დღეს სწორედ ის გახდა, ხალხო! გამოფხიზლდით, ნახეთ ეს რა ხდება! ჩვენ გამო დედამიწა სრულიად შავდება! ჩვენ გამო, ხო მართლა უბრალო ხალხი კვდება, ჩვენ შორის გრძნობები კი ვაბშე ქრება!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.