მე ასეც მიყვარხარ (თავი 9)
-ლუკა მესხი! -გაფართოებული თვალებით დადგა გოგონა ლუკას წინ და გაკვირვებულმა შესძახა. -ეკაკო?! -მძმედ წამოდგა ფეხზე ლუკა და გაფითრდა. -ღმერთო ჩემო! -წამოიყვირა ეკაკომ და ლუკას მივარდა. პირდაპირი მნიშვნელობით კისერზე ჩამოეკიდა. ამაზე მე რეაქცია არ მქონია. უბრალოდ ტანში გამცრა და სახე წამეშალა. ბიჭი გოგონას არ ჩახუტებია. უბრალოდ ხელები მსუბუქად მოხვია და ამ რამოდენიმე წამის განმავლობაში მე მიყურებდა. მე კი ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი ასეთი გაოცება და მანქანისკენ გავიხედე. ეკაკომ ვერც კი შენიშნა ჩემი იქ ყოფნა. -როგორ ვეცადე დაგკავშირებოდი... ბევრჯერ მოგწერე, დაგირეკე მაგრამ არ მპასუხობდი. ბოლოს კი ეს ნომერი არც იყო ფიქსირებული. -ჰოო... ნომერი შევცვალე, ჟურნალისტები მაწუხებდნენ და -ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე ლუკა და თან ლაპარაკის დროს გამომხედავდა ხოლმე, რაც უბრალოდ მაღიზიანებდა. შევატყე ეს სიტუაცია როგორ არ სიამოვნებდა. მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი მის სიამოვნებაზე არაა დამოკიდებული. -იციი როგორ მომენატრე?! ჩვენი გატარებული დღეებიც მომენატრა. ხომ მითხარი დაგირეკავო?! -დამწუხრებული სახით მიმართა გოგონამ და სათვალე გაისწორა... ამაზე ლუკა უფრო გაფითრდა და ისევ შემომხხედა. მე კი თვალები მძიმედ დავახამხამე და ირონიული გამომეტყველება მივიღე. ყველაფრის გაანალიზება გადავწყვიტე და ვცდილობდი ნაკლებად შეუმჩნეველი ვყოფილიყავი რომ მათთვის ხელი არ შემეშალა. მესხი ხელებს ისრესდა და თითქოს ნერვიულობისგან კანკალებდა. -აღარ მახსოვდა შენი ნომერი. -ამის თქმაზე წარბი შეერხა რაც ტყუილის ნიშანი იყო. -2 კვირა გავიდა რაც არ მინახიხარ... -ამ გოგოს სახის მიმიკები და მოძრაობა უბრალოდ ამაზრზენი იყო. -ჰო... ასე მოხდა! -დაბნეული ხმით თქვა ლუკამ -არაუშავს იმედი მაქვს ისევ შევხვდებით ხოლმე... -ღიმილით თქვა -... -ხმას არ იღებდა -რა საყვარელი ხარ... -თბილი ტონით თქვა ეკაკომ და ისევ კისერზე ჩამოეკიდა მას. თან თმაზე ეფერებოდა. ლუკას სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა. არამარტო სახეზე. ერთადგილას ვერ ისვენებდა და ცახცახებდა. ხელები მსუბუქად ჰქონდა მოხვეული. რამოდენიმე წამით უბრალოდ დაჟინებით ვუყურებდი მათ "სითბოს"... ერთი ფაქტის დანახვამ გამყინა... გოგონა ლუკას ტუჩებისკენ წაიწია და კოცნა დააპირა. მე კი უბრალოდ გავშრი. მესხმა წამშივე მაჯებზე მოჰკიდა ხელი და მთელი სხეულით სწრაფად მოშორდა მას. მთელ სხეულში კიდევ ერთხელ გამცრა. გამაჟრჟოლა. ის რასაც ვხედავდი და რაც ჩემ თვალწინ ხდებოდა უბრალოდ საზიზღრობა და გულისამრევი იყო. ამ ყველაფრის დანახვაზე ზიზღმა ამიტანა და სწორედ ამ ზიზღით ვკანკალებდი. ტუჩები მითრთოდა და სიმწრისგან კინაღამ ტირილი დავიწყე. როცა თავი ვეღარ შევიკავე უბრალოდ ისტერიული სიცილი ამიტყდა, შემდეგ კი ჩემი პანიკები ირონიული გამოხედვით დავამთავრე რომელიც მათკენ იყო მიმართული. ჩემი სიცილი უამრავ გრძნობას გამოხატავდა... გაოცებას, გაკვირვებას, ზიზღს და რაც მთავარია სიბრაზეს. თმა გავისწორე და ლუკას თვალებში ყალბი ღიმილიანი გამომეტყველებით ჩავაცქერდი. -ეს ჩემი შეყვარებულია! -სწრაფად ამოღერღა ლუკამ და ხელით ჩემკენ ანიშნა. -ჰმ... -ჩავიბურტყუნე და გოგონას ზიზღით დავუქნიე ხელი. ის ფრთხილად და ნელა შემოტრიალდა. აშკარა იყო გაუკვირდა და თან არ უნდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო. მე და იმ გოგოს იმ წამიდან ერთმანეთი მთელი არსებით გვძულდა. მას ჩემი არსებობა სძულდა, მე კი მისი. -შეყვარებული?! მე კი მეგონა... -წყენა გამოხატა მან. -მეგონა ისევ მოგვწონდა ერთმანეთი! -ახლა მის ტონში სიბრაზე გამოიხატებოდა. -ეს ნინაა! -თითქოს ამ უხერხული სიტუაციისგან თავის დაღწევა სცადა მესხმა. -სასიამოვნოა... -ვთქვი და ყალბი ღიმილი სახეზე მივიხატე -ჩემთვისაც ძალიან. -მანაც სწერვულად ამხედ-დამხედა. -კარგი კარგად ეკაკო! -ამით ლუკამ ყველანაირი დიალოგი დაამთავრა. -ნახვამდის ლუკა. -თქვა გოგონამ და შიგნით შევიდა. როცა გოგონა ჩვენი თვალთახედვის არიდან გაქრა ლუკა მომიახლოვდა და ჩახუტება დააპირა. ხელებით პატარა, მაგრამ გარკვეული მოძრაობა გავაკეთე რითაც ლუკა უბრალოდ შევაჩერე და მივიღე გამომეტყველება რომელიც მასთან არასდროს გამომიყენებია. ისეთი სახე მქონდა თითქოს არაფრის მოსმენა არ მინდოდა და თან პასუხს მოვითხოვდი. მზერით ვეჩხუბებოდი და ღიმილით ვკლავდი. მთელი სხეულით დაძაბული ვიყავი და პირი მიშრებოდა ამიტომ ყოველ წუთს წვენის თითო ყლუპს ვსვამდი. ჩავფიქრდი და თავი მძიმედ გავაქნიე და ჩემს თავზე ისე მომეშალა ნერვები რომ გაკვირვებისგან ჩამეცინა. რატომ მომეშალა ჩემთავზე?! იმიტომ რომ ვენდე იმას ვინც ღირსი არ იყო. ლუკა სკამს მიუჯდა და შეშინებული მომაშტერდა. ამჯერად ღიმილი "ყურებამდე გამეხა" როცა შევხედე. თვალების ისეთი მოძრაობა გავაკეთე რითაც მოყოლისკენ ვუბიძგე. -ეს ეკაკო იყო... -დაძაბულად დაიწყო მან. -ჰაჰ... გაგიკვირდება და მეც აქ ვიყავი იმ დროს როცა ის გოგო გეხვეოდა და ისიც არ იცოდა რომ მე შენი შეყვარებული ვიყავი -კბილებში გამოვცერი. -ნერვიულობისგან მანქანის გასაღები ხელში ავიღე და კანკალით ვატრიალებდი. -ყველაფერს აიხსნი ნინა. -მოუთმენლად მითხრა -რას ამიხსნი ლუკა?! -ვთქვი... უფროსწორად დავიყვირე და მანქანის გასაღები მაგიდაზე მძიმედ დავახეთქე. ამან ხალხის გაოცებული მზერა გამოიწვია რომელიც ჩვენკენ იყო მიმართული. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ამ მომენტში ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებდა... -რას ამიხსნი?! იმას, თუ ვინ იყო ეს გოგო?! რათქმაუნდა ამაზე პასუხი თავისთავადაა გაცემული. შენი ერთერთი ნაშა! კარგი მოდი ვიქნები უფრო მომთმენი და მოგისმენ... -ნინა! არც კი ვიცი საიდან დავიყწო. -სიმწრით თქვა ლუკამ. -მოლედ ორი კვირის წინ ამ გოგოს ვხვდებოდი. ურთიერთობა გვქონდა მაგრამ არც მომწონდა და არც მიყვარდა. ხომ ხვდები... ნუ როგორც შენ ამბობ "ნაშა" იყო. მერე დედას ავადმყოფობის ამბავი გავიგე და ყველას და ყველაფერს შევეშვი. მერე შენ გაგიცანი და თავდავიწყებით შემიყვარდი. ეკაკოსთან ისე გავწყვიტე ურთიერთობა რომ არც კი დამირეკავს მისთვის. აღარაფერი მითქვამს... უბრალოდ ყველას და ყველაფერს ჩამოვშორდი. ის კი ისევ ფიქრობს რომ ერთმანეთი მოგვწონს... -ყოჩაღ ლუკა! -მტკიცედ ვუთხარი -მე ყველაზე მეტად ის კი არ მწყინს მასთან ისევ რომ გქონდა "ურთიეთობა" არამედ იმაზე ვბრაზდები რომ ორივეს გვატყუებდი. ჩემს გამო მას ატკინე გული. მის გამო კი მე... და ყველაზე დიდი დამნაშავე აქ ვინ არის?! -რიტორიკული შეკითხვა დავსვი -შენ!!! -თავადვე ვუპასუხე. -ეს ახლა უნდა გამეგო?! ამას ვიმსახურებდი შენგან?! ან ეკაკო თუ იმსახურებდა?! ამის ღირსები ვართ შენზე შეყვარებული გოგოებიი?! ჯერ მასთან უნდა დაგემთავრებინა ურთიერთობა და მერე ჩემთან უნდა დაგეწყო "ვენების გადაჭრები" და სიყვარულზე გაგიჟებები... გამოდის რომ მეც ერთერთი გასართობი ვარ შენთვის... -ასე არაა ნინა! -ფეხზე წამოხტა ის. -მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ!!! შენს თავს ვფიცავარ! -ჩემს თავს ნუ იფიცებ ძალიან გთხოვ. მე შენს ყველა ნათქვამ სიტყვას მოვუსმინე და ყველაფერი გავაანალიზე. -არც კი ვიცი როგორ გთხოვო პატიება! -გამწარებულმა თქვა. -რადგან ნამდვილად დამნაშავე ვარ და თავის გამართლება არც შემიძლია!!! -ძალიან ხმამაღლა დაიყვირა და ფორთოხლის ჭიქა იატაკზე ძლიერად დაახეთქა. წვენით მოისვარა იქაურობა. თან მე კი არა... თავის თავს უყვიროდა. ან ჩემთვის რატომ უნდა ეყვირა. მე მქონდა ორთან ურთიერთობა და ორივეს ვატყუებდი?! მე ვიყავი დამნაშავე?! სახეზე ხელები აიფარა და სიმწრისგან გაწითლდა. -იცი რაზე მიპასუხე?! -მისკენ წავიწიე და მშვიდად ვკითხე. იმედი მქონდა რომ ამ კითხვაზე მაინც მივიღებდი ისეთ პასუხს რაც დამაკმაყოფილებდა და პატიების მიზეზს მომცემდა. -აპირებდი ჩემთვის ოდესმე ამის თქმას?! -წარბის აწევაც დავამატე ჩემს მშვიდ ხმას. -... -ხმას არ იღებდა -მიპასუხე ლუკა! -დაჟინებით ვუთხარი. -იცი... -უბრალოდ მითხარი! აპირებდი თუ არა თქმას... -ჩავაცივდი. -არა!... -სწრაფად და სინანულით თქვა და თავი დახარა -ჰმ... -უბრალოდ ჩავიბურტყუნე და თმა გავისწორე. -ნინა! -იმედიანი ხმით მომმართა. -ჰოდა სწორედ ამაშია პრობლემა! -ნაძალადევად გავიღიმე, ჩანთა ავიღე და ფეხზე წამოვდექი. -იცი თავიდან მეგონა რომ სიყვარული არ გცოდნია... -თვალებში ჩავაცქერდი. -ასეც აღმოჩნდა!... -ვთქვი და გვერდით ჩავუარე რომ მას მოვშორებოდი და ჩემი მანქანისკენ წავედი. -ნინა! -ხელი ხელზე მომკიდა და უბრალოდ შემაჩერა. -მაპატიე! ხელი სწრაფად გავაშვებინე და მისი თვალთახედვის არიდან გავქრი. მანქანაში ისე ჩავჯექი არც დავმშვიდობებივარ და თითქოს აი ამით მთელი ურთიერთობა დავასრულე! -ნინა შეჩერდი მიყვარხარ! -მომაძახა ლუკა მესხმა როცა ადგილიდან დავიძარი... სარკეში ვიყურებოდი და ვხედავდი როგორ ურტყავდა გამწარებული მუშტებს თავის მანქანას. მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა... ეს ხომ არ დამაბრუნებდა! როცა მანქანაში ვიჯექი ყოველ წუთს უკან ვიყურებოდი ერთი რამის შესამოწმებლად და ამით დავასკვენი რომ ლუკა არ მომყვებოდა რამაც დმაფიქრა... ნუთუ ჩვენი ურთიერთობა ასე დამთავრდა?! ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი... ყველაფერზე დაფიქრება და ყველაფრის გაანალიზება მჭირდებოდა. რა სულელური მიზეზია და მაინც რამხელა ჩხუბის გამოწვევა შეუძლია. როგორ აფუჭებს ურთიერთობას შეყვარებულ წყვილს შორის. სახლში მთელი სისწრაფით მივედი. ისიც არ ვიცი ვის გავურბოდი. მაინც არავინ მომდევდა!... ლოგინზე უსულო სხეულივით გადავეშვი და ჭერს დავუწყე ყურება... წამით თვალები დავხუჭე და ზუსტად მაშინ გამომაფხიზლა ლუკას გამოგზავნილი სმს ის ხმამ. -ბოდიში! მიყვარხარ! -მხოლოდ ეს ორი სიტყვა. რაც არაფერს ცვლის... გადავწყვიტე ყველანაირ ცივილიზაციას გამოვეთიშო რადგან ჩემს ემოციებს ვერ ვთოკავ და არ მინდა რაიმე სისულელე გავაკეთო. თუნდაც ლუკას ვაწყენინო. ჩემს თავში ერთადერთი რამ რაც მომწონს ესაა მომთმენობა, და ყველაფრის გაცნობიერება. ვიცი რომ გაბრზებულ გულზე არ ღირს ლუკასთან კონტაქტი და სიტუაციის უფრო გამწვავება. უკვე საკმარისად ვეჩხუბე და დროა უბრალოდ დავფიქრდე. ტელეფონი გამოვრთე და ანისთან სახლში ისე მივედი მისთვის არც დამირეკავს. -რა ხდება ნინა?! -გაოცებული შემომეგება როცა დაინახა ჩემი გაფითრებული სახე და ცრემლმორეული თვალები. -ის რისიც მეშინოდა. -დაშორდით?! -ინტერესით მკითხა -დავშორდი! -მტკიცედ ვუთხარი და ტახტზე მოხერხებულად მოვთავსდი. -მომიყევი ყველაფერი... -დამწუხრებულმა და შეწუხებულმა თავი ნელა გააქნია. -ვატო სახლშია?! -სწრაფად დავსვი შეკითხა და უარყოფითი პასუხის იმედი მქონდა. -არა.. ბექასთანაა!.. -ძალიან კარგი -ვთქვი და მისკენ შევტრიალდი ყველაფერი მოვუყევი. ყველაფერი რაც ამ მომენტში მახსოვდა. სწრაფად ვლაპარაკობდი რომ არცერთი სიტყვა არ დამვიწყებოდა. ჩემს მონაყოლს თან ემოციები ახლავდა, რომელიც ერთმანეთში იყო არეული. უამრავ გრძნობას გამოხატავდა... როგორც კი მოყოლა დავასრულე მაშინვე ამოვისუნთქე და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ყველაზე ნაკლებად ახლა ეს მინდოდა. მაისურის სახელოთი შევიშრე და ისევ ანის შევხედე. მამშვიდებდა... უფროსწორად ცდილობდა რომ დავემშვიდებინე! მე კი უფრო და უფრო მაწვებოდა ტირილი... მე და ანი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ერთმანეთს ყველაზე უკეთ ვიცნობთ. ერთნაირებიც ვართ და თან ამავდროულად ერთმანეთისგან ყველაზე განსხვავებულებიც... მე ვიცი მისი ხასითები მან კი იცის ჩემი. როცა პატარები ვიყავით იშვიათად ვტიროდი მაგრამ როცა არ უნდა მეტირა ის ყოველთვის გვერდით მიჯდებოდა, თავს მომადებდა და მამშვიდებდა... ხოლო როცა ის ტიროდა მე ვერაფერს ვაკეთებდი. ყველაზე ნაკლებად რაც ამ 24 წლის მანძილზე შემძლებია ეს გამხნევება, დამშვიდება და ნუგეშია.. წარბიც არ შემეხრებოდა ხოლმე. ახლაც ასე ვარ. შეიძლება უბრალოდ ვუთხრა "დამშვიდდი!" და ამით თითქოს ყველანაირი პრობლემა "გადავჭრა". ანი უცბად ადგა და სამზარეულოში ნელა გავიდა. მე კი საზურგეს მივეყუდე და კედელზე დაკიდებულ საშუალო ზომის სურათს დავხედე. გამოიცანით ვინ იყვნენ ამ სურათზე გამოსახულნი!... მე, ლუკა, ანი და ვატო!... ბექას დაბადების დღეზე გადავიღეთ. სწორედ მაშინ როცა მე და ლუკა შეყვარებულები გავხდით. ცოტახანში ანი შემოვიდა და მაგიდაზე დიდი ჭიქა დამიდგა რომელშიც ჩაი ესხა. ირგვლივ ცხელი ორთქლი იფანტებოდა.. -მისმინე! -თქვა ანიმ და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -გისმენ!... -უმნიშვნელოდ ვუთხარი. -სჯობს ამ თემაზე ვისაუბროთ. არ გეტყვი ლუკა დაივიწყე და გადაიყვარე მეთქი. არ გეტყვი მასზე არ იფიქრო და გამხიარულდი თქო. უბრალოდ მინდა ყველაფერი აწონ-დაწონო და ისე მიიღო გადაწყვეტილება რომელიც შენს და ლუკას ურთიერთობას შეეხება! ლუკა მესხი დასაკარგი ბიჭი არაა! -მტკიცედ თქვა ანიმ და ისევ მე შემომხედა -სწორედ ამიტომ მოვედი აქ! -ისეთი ტონით და გამომეტყველებით ვუთხარი თითქოს ეს ისედაც აშკარა იყოს. -კარგი მაშინ.. მოკლედ ნინა! მართალი ხარ საწყენია ეს ყველაფერი მაგრამ.. -შეწყვიტა უცბად -განაგრძე ანი! მე შენი რჩევები მჭირდება და არა სახლში ჯდომა და ტირილი. ან სწორად უნდა გადავწყვიტო ან სულ უნდა შევეშვა მას. -კარგი... მოკლედ. არ ფიქრობ რომ სულელური მიზეზია დასაშორებლად?! -ფრთხილად მკითხა -რა? სულელური?! კიმაგრამ წყვილს შორის სხვა რა მიზეზი უნდა არსებობდეს რომ მათ იჩხუბონ და დაშორდნენ?! -ნინა მოგეხსენება, რომ სიყვარულში შენზე მეტად გამოცდილი ვარ და ნუ შემედავები. იცი ვატო როგორც მიყვარს და ისიც იცი მანამდე რამოდენიმესთან რომ მქონდა ურთიერთობა. ჰოდა... დამიჯერე მართლა არაა ეს სწორი. -ანუ მე მაკრიტიკებ?! -წყენით ვკითხე მას -შენ კი არ გაკრიტიკებ უბრალოდ ვამბობ რომ ამის გამო არ უნდა დაშორდეთ. -ანი მეტრეველო! -ოფიციალურად მივმართე მას. -აბა ერთი წამით მაინც წარმოიგინე თავი ნინა ჩოხელის ადგილას. ვთქვათ შენ და შენი საყვარელი ბიჭი სხედხართ იმ კაფეში რომელიც ძალიან მოგწონთ. მიირთმევთ გემრიელ სალათს. მშვიდად საუბრობთ ათას რამეზე. უცებ კი მოდის მოკლე წითელ კაბაში ახალგაზრდა შავგვრემანი გოგო რომელიც შენს ბიჭს ეხუტება. მერე კი საკოცნელად გაიწევა. შენ არ იცი რა ქნა. ხომ არ ადგები და ამ გოგოს თმით ხომ არ ითრევ?! -არ მიხუმრია მაგრამ მაინც გამეცინა -ტირილის შეკავებაც არ შეგიძლია მაგრამ ვერც ტირიხარ. უბრალოდ ისტერიულად გეცინება. მთელი სხეულით კანკალებ და გეზიზღება ის სიტუაცია რომელიც იმ წამს შენს თვალწინ ხდება. და ასევე ის გოგოც... გინდა იფიქრო კარგზე. გინდა იფიქრო რომ ეს გოგო შეიძლება იყოს მისი მეგოაბარი. მაგრამ რომელი მეგობარი იქცევა ასე?! ბიჭი კი უბრალოდ გაფითრებულია. შემდეგ როცა ეს გოგო წავა თქვენ ლაპარაკობთ. ის გიხსნის.. შენ გინდა იცოდე პასუხი და სიმართლე მაგრამ არ შეგიძლია მისი მოსმენა. იგებ რომ შენთან ისე დაიწყო ურთიერთობა რომ მასთან არც დაუმთავრებია. გამოდის ამ ბიჭს ერთდროულად ორ გოგოსთან აქვს ურთიერთობა. -არ მაინტერესებს ეს ნაშა იყო თუ უბრალოდ შეყვარებული. მას ყველაფერი უნდა მოეგვარებინა. -დამწუხრებულად ვთქვი -ჰოდა ახლა მითხარი... შემიძლია მჯეროდეს რომ მეც უბრალოდ ერთერთი გასართობი არ ვარ?! -ყველაფერი სწრაფად ჩამოვუყალიბე რასაც ვფიქრობდი. -და ნინა რომელი შეყვარებული დაუჯდება გოგოს და ნაშებზე დაუწყებს საუბარს?! -მკაცრად მომმართა მან. -არც ვამბობ რომ უნდა მოეყოლა. მე ამაზე არ ვბრაზდები. უბრალოდ ის მაღიზიანებს რომ ლუკას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა. არ უნდა მიეცა ამ გოგოსთვის საშუალება ოდესღაც, არააქვს მნიშვნელობა დღეს იქნებოდა ეს თუ ერთი წლის მერე როცა ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით, მოსულიყო, ჩახუტებოდა და კოცნა დაეპირებინა. იცი მაინც რა დამამცირებელია ჩემთვის ეს ყველაფერი?! იმ წამს ყველა და ყველაფერი მძულდა. ამ სიტუაციის შესაწყვეტად ავმდგარიყავი და იმ გოგოსთვის მეთქვა "იცი რა?! ლუკა ჩემი შეყვარებულია და მას თავი დაანებე!"?! სიმწარე სიბრაზეში ირეოდა, სიბრაზე ირონიაში და ეს ირონია სიცილით მთავრდებოდა. ვამჯობინებდი ლუკას ეს ჩემთვის არც არასოდეს მოეყოლა ოღონდაც ჩემგან მალულად წასულიყო იმ ეკაკოსთან და უბრალოდ მოეგვარებინა... ვიდრე ეს ასე გამეგო. მერჩივნა მოეტყუებინა და მას შეხვედროდა სალაპარაკოდ. ასე არც მე მეტკინებოდა გული და არც ეკაკოს, როცა გაიგო რომ ლუკას შეყვარებული ჰყავს და ეს გოგო მე ვიყავი. თან ჩემი აზრით ამ გოგოსთან უფრო განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა ვიდრე სხვა დანარჩენთან. ერთ დღიანი გოგო ასე არ მივიდოდა მასთან იმის სათქმელად რომ ძალიან მოენატრა და ეგონა რომ ერთმანეთი ისევ მოსწონდათ. მოკლედ ყველა მსგავსი სიტუაცია ლუკა მესხს უნდა გაეთვალისწინებინა და არ უნდა დაეშვა რომ გული ასე მტკენოდა! -მართლა მესმის შენი.. მაგრამ ბოდიში ხომ მოგიხადა?! იმაზეც დაფიქრდი რომ თუ მართლა ისე აღგიქვამს ლუკა როგორც შენ გგონია მაშინ ასეთი ქცევებით არ შემოიფარგლებოდა. -ანუ?! რას გულისხმობ... -ანის სიტყვებს ჩავუფიქრდი -დააკვირდი რეებს აკეთებს შენთვის. ჩვეულებრივ გოგოსთან რომლის მიმართაც არაფერს გრძნობს როგორ ფიქრობ ასე იქცევა?! -მგონი მართალი ხარ... -მე შეიძლება მართალი ვარ მაგრამ უბრალოდ ყველაფერი აწონ-დაწონე. ყველაფერი ხომ უკვე აგიხსნა. რაც მთავარია ახლა იცი. რატომ უნდა ატეხო ამხელა ამბავი. შენგან მალულად ხო არ ხვდებოდა იმ გოგოს?! ის იყო წარსულში, როცა შენ არც კი გიცნობდა ნორმალურად. -... -ხმას არ ვიღებდი რადგან მივხვდი რომ ანი მართალი იყო... -ვიცი დიდი დამცირება გადაიტანე დაყველაფერში მართალი ხარ მაგრამ პატიებაზეც უნდა დაფიქრდე. შენ ხომ გჯერა მისი სიმართლის?! მან ხომ სიმართლე გითხრა... ხომ გჯერა რომ უყვარხარ?! -მე კი მჯერა მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ნამდვილი სიყვარულია! -სწრაფად ამოვღერღე -ჰოდა დღესვე უნდა გაარკვიო. -მიბრძანა ანიმ -ზუსტად ვიცი ცხელ გულზე შენთვითონაც არ იცი ახლა რა გინდა და რაიმე იდიოტურის გაკეთებას სჯობს უბრალოდ მიხვიდე მასთან, ყველაფერი გაარკვიო და მის სიმართლეში დარწმუნდე. ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს ამის გაკეთება და სჯობს ეს დღესვე გააკეთო. დამიჯერე ამ სისულელის გამო ლუკა მესხი ნამდვილად არ უნდა დაკარგო. მართალია შეცდომა დაუშვა მაგრამ რაც მთავარია ამის გამოსწორებას ცდილობს და თან ის ხელიდან გასაშვები ბიჭი არაა... -მართალი ხარ ანი! -მტკიცედ ვუთხარი და ჩავეხუტე. -მოდი სჯობს ხვალ დილით წახვიდე ლუკასთან. თან კვირაა და სამსახურშიც არ მიდიხარ. დასვენებულ და საღ გონებაზე მიხვალ და დაელაპარაკები. -ისევ მართალი ხარ... ახლა სახლში წავალ და დავისვენებ. -ამაღამ დარჩი რა ჩემთან.. -მთხოვა მან. -ვატო გვიან მოვა და შესაძლოა ცოტა ნასვამიც. ორსულობის გაგების შემდეგ მაშინვე ვუთხარი რომ ჩემს გვერდით არ დაწვება თუ ერთი წვეთი სასმლის სუნი მაინც ასდის.ამას ვერ ავიტან ამიტომ სხვა ოთახში დაწვება. შენ კი ჩემთან იქნები. ვიჭორავებთ, ძველ დროს გავიხსენებთ, ყავას დავლევთ და ჩვენს ტრადიციას გავაგრძელებთ. ფილმებს ვუყურებთ. დიდი ხანია ეს აღარ გაგვიკეთებია. -კარგი დავრჩები! -მხიარულად მივუგე მას. -ოღონდ ერთი პირობით -სწრაფად დავაყოლე -ფანჯრის მხარეს მე ვწვები... -რათქმაუნდა!.. -ბედნიერად თქვა და ცხელი ჩაი მოსვა. -შენ რომ არ მყავდე არც კი ვიცი რა მეშველებოდა!.. -თვალებში ჩავხედე ჩემს ბავშვობის მეგობარს და პირველად მთელ ცხოვრებაში ამიჩუყდა გული, რის შედეგადაც ცრემლი ჩამომიგორდა. -ერთმანეთის გარეშე უბრალოდ ვერც ვიცოცხლებდით! -დაასკვნა მან და ჩამეხუტა ყველაფერი შევასრულეთ რაც ჩემს დარჩენას განაპირობებდა. დილით კი 10 საათზე ავდექი და არც მისაუზმია ისე გავემართე ჩემი მანქანით ლუკას სახლისკენ. ალბათ იმიტომ არ ვისაუზმე რომ იმედი მაქვს მალე შევრიგდებით და ჩვენს კაფესაც ვესტუმრებით... წამითაც არ მიფიქრია რომ უნდა შევჩერებულიყავი. წამითაც არ მიფიქრია რომ უნდა მენანა რომ ლუკასთან მივდიოდი. მერე რა რომ გოგო ვარ. ამის გამო თავს ხომ არ დავიფასებ. ისიც საკმარისია ასე რომ ვეჩხუბე. მისი სახლის ეზოში შევჩერდი. კართან სიხარულით მივირბინე, თმა გავისწორე და დავაკაკუნე. თავი დაბლა დავხარე რადგან შეიძლება ითქვას ოდნავ მრცხვენოდა კიდეც. კარი დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ გაიღო და მე უბრალოდ შევკრთი... მთელ სხეულში თითქოს გაყინულმა სისხლმა დამიარა როცა ზღურბლის მიღმა ის დავინახე. აი ახლა კი შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი დამთავრდა!!! ყველაფერი რაც ჩემსა და ლუკას შორის იყო!.. მხოლოდ ახლა ვინანე ჩემი გადაწყვეტილება და აქ მოსვლა რადგან ის ვინც ზღურბლს უკან იდგა უბრალოდ მთელ სხეულს მიყინავდა. მე ახლა ყველასა და ყველაფერზე მეტად მძულდა ის!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.