შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?.. (2)


7-02-2017, 16:20
ავტორი lile-eli
ნანახია 3 796

იმ დღის შემდეგ ერთი თვე ისე გავიდა ყოველ შეხვედრას გავურბოდი, თუ ვიცოდი რომ მასთან შეხვედრა მომიწევდა არ მივდიოდი.. სამსახური დავიწყე სპორტის სასახლესთან მდებარე კლინიკაში, რეგისტრატურაში ნახევარ განაკვეთზე კვირაში სამი დღე, დეკრეტში მყოფი თამშრომლის ნაცვლად მაწყობდა, რადგან სწავლაში ხელი არ შეეშალა.. როგორც გავიგე დიტოს ახალი მანქანა აჩუქეს ბიძამ და ბიძაშვილმა, დიტო ვიცი ფულს აგროვებდა, რომ “BMW -M6“ ეყიდა და აი საჩუქარიც.. ამ სიურპრიზს ვერ დავესწარი მე ხომ წამოვედი წვეულებიდან, არა გამოვიქეცი..
უნივერსიტეტში ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ვისარგებლე და მეორე წელი აკადემიური ავიღე, თუმცა აკადემიურის ხარჯზე მასაჟისტის კურსები შევისწავლე. ამ ყველაფერს მოგვარება დასჭირდა. საქმეები და სამსახური, ყველაზე კარგი მიზეზი იყო თავის არიდების.. არა მარტო მასთან შეხვედრის არამედ საკუთარ თავსაც გავურბოდი, ვცდილობდი არ მეფიქრა იმ კადრებზე.. მეხუთე კვირაა სრული დატვირთვით ვცდილობ ვიმუშაო.. ადმინისტრაციული საქმის გარდა ფსიქოლოგს ვეხმარები ხოლმე სამსახურში..
საბას “სიურპრიზის” იდეა სალოსთვის მოეწონა.. მე კი მიხაროდა მას ბედნიერს, რომ ვხედავდი.. ერთ საღამოს სასწრაფოდ სალო და Aნასტასია სახლიდან გამოვიყვანე, სალოს ძმის დახმარებით, თან ტანსაცმელი ორივეს თეთრი შორტი და ზოლიანი მაისურები ეცვათ, დედა შვილი ძალიან ლამაზები იყვნენ, საბასაც თეთრი შარვალი და ზოლიანი მაისური ეცვა ეს მართლა დამთხვევა იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი დამთხვევა.. დიტომ ვიდეოს გადაღებაზე და მუსიკაზე იზრუნა.. მე ვიდეო რგოლი მოვამზადე ფოტოებით და კინოში სადაც სალოს ეგონა რომ ფილმის საყურებლად მივედით მათი სიყვარულის ისტორია იყო, მათი “დუეტით” გაფორმებული.. ფილმის ბოლოს მეგობრებს გადიდებული ფოტოები ეჭირათ ხელში და ფოტოების შემობრუნების შემდეგ წარწერა: “სალო ჩემი ბედნიერებაა!. დარბაზში ჩვენი სამეგობრო იყო.. ყველა ტიროდა.. ფილმის ბოლოს საბამ, დიტომ და ჩვენი მუსიკის მეგობრებმა თეატრშივე იმღერეს ანსამბლი მეტეხის “ჩემო ფერია”.. საბა სალოსთან მივიდა და ბეჭედი აჩუქა..
-მიყვარხართ!
ბედნიერი ყვიროდა პატარა თითქოს ყველაფერი გაიგო, თითქოს ელოდა ყველაფერს.. საბამ ხელში აიყვანა და სამივე ჩახუტებულები იყვნენ რამდენიმე წუთი, ყველა ტიროდა და შეძახილებით ამხნევებდნენ მთავარ გმირს.. გარეთ, რომ გავედით სანთლების წრე დავახვედრეთ თეატრის თანამშრომლების დახმარებით.. სამივე იქ დადგნენ და ფეიერვერკის პატარა ვარსკვლავებს, მათი კოცნა მოჰყვა... რესტორანში გავაგრძელეთ “ფილმი”.. მე და ანასტასია ჩემს ბინაში დავბინავდით რამდენიმე დღით, ნიასთან (კლასელი) ერთად..
საბამ დამირეკა გახარებულმა Robbie Williams-ის კონცერტის ბილეთები იშოვა, ძალიან გამიკვირდა ყველა გაყიდული იყო, იცოდა ძალიან მინდოდა წასვლა.. მაგრამ რადგან სალომე და საბა ახალი შერიგებულები იყვნენ და ვუთხარი თქვენ წადითქო, მაგარამ სამი ბილეთი მაქვსო.. კონცერტი ძალიან ლამაზად დაიწყო.. საოცარი კონტაქტი იყო მსმენელსა და შემსრულებელს შორის.. რამდენიმე სიმღერის შემდეგ მომდის ტელეფონზე “სმს” ტექსტით:
- “ვიცი, რომ იცი არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს იყიდებიან, მაგრამ ამისთვის მათ უამრავი ღალატის ატანა უწევთ ცხოვრებაში.
ვიცი, რომ იცი გარეგნული ბრწყინვალება არაფერია სულის სილამაზესთან შედარებით. იმიტომ, რომ ყველაფერი რაც გარეთაა გაძლებს მხოლოდ პირველ გაწვიმებამდე, ხოლო ის რაც შიგნითაა მარად ენთება..
ვიცი, რომ იცი სიკეთე, სინაზე, მზრუნველობა და სითბო - ეს შინაგანი ძალის გამოვლინებაა, და არა თვისება.”
მე ეს შენგან მჭირდება! გიგი.
... დაბნეულმა დავიწყე ყურება, ვერ შევამჩნიე სად იყო.. ვიფიქრე ნუთუ ის
არის?.. საოცარი ყვირილის ხმამ, მეც სცენისკენ მიმაბრუნა.. ხალხმა სიმღერა
Feel-ზე იყვირა..
-როგორ ხარ? გვერდით იდგა უკვე..
-კარგად. შენ?
-კარგად.. საავტორო უფლებებზე ხომ არაფერს იტყვი?
-არა. დალაი-ლამას აზრებს მეც ვიზიარებ.
გამიღიმა. ამის მეტი არაფერი არ უთქვამს, მუსიკით ტკბობა გავაგრძელეთ.. უნდა ვაღიარო ადამიანი, რომელიც მომწონდა მისი ტელეფონის ნომერი არ მქონდა. რა უცნაურია, მას ჩემთვის მეტი არაფერი უთქვამს, თუმცა იმ მომენტისთვის ჩემთვის საკმარისი იყო, ის სიჩუმეც კი.. სახლში მისულს უკმარისობის გრძნობა გამიჩდა, შეიძლება დამცინოს ვინმემ ამ სიყვების შემდეგ, მეტი რა უნდა ეთქვა, მაგრამ გავიფიქრე მომეჩვენა, მე როგორც მინდა ისე გავიგე მისი სმს.. რაც მეტს ვფიქრობდი მეტად დავიძაბე, ეს სმს, საკმარისი არ არის იმისთვის რაც მე მინდა, ან რაც მეგონა, ამიტომ მე თვითონ განაჩენი გამოვიტანე.. ის სმს იმისთვის მომწერა, რომ მეგობრობას მთავაზობს.. არადა იმდენად თბილი და საოცრად მგრძნობიარე მეგონა, ჩემ თავზე ძალიან გავბრაზდი, რატომ დავიწყე იმედის მომცემ ფირებზე ფიქრი..
როგორც აღმოჩნდა მართალი ვიყავი.. არ გამოჩენილა! ისე გავიდა რამდენიმე დღე, კვირა.. არც სმს, არც ზარი.. ეს ხომ ყველაზე მარტივია დღევანდელობაში.. .. სახში შესულს სალომეს და საბას საუბარი, უფროს სწორად მსჯელობა მომესმა:
-ბავშვს დედას დავუტოვებ ორი დღე გაჩერდება.
-კარგი. მოდი ელი, ხომ წამოხვალ?
-სად?
-შატილში, ორი დღე გზა და ერთიც იქ დასათვალიერებლად დაგვჭირდება.
-სამი დღე? არა. ვერ წამოვალ.
-შაბათ-კვირას, რომ დავგეგმოთ? ნია მისი ძმა, სესილი და დიტოც მოდიან. სალომემ ძალიან მოინდომა ჩემი დაყოლიება.
-არ ვიცი, ვნახოთ.
-მარტო დარჩები? (მკითხა საბამ)
-სხვა იდეა გააქვს?
-გიორგის ვუთხრათ.
-სალო! (გაგვეცინა სამივეს)
-არა გიო მოდის. ელი გთხოვ სამსახურში მოაგვარე ერთ დღეზე არაფერს გეტყვიან. იცოდე შენ გელოდები, დიტოს არ ვეტყვი ჯერ პასუხს.
.. სამსახურიდან ერთი დღით გათავისუფლებაზე უარი არ უთქვამთ და წავედით შატილისკენ. დიტოს მანქანას ველოდებით ,,თბილისი მოლთან”, რადგან ჩემი ვერცხლისფერი “მერსედესით” (მამაჩემის) შორს ვერ წავალთ.. დიტომ ჩვენი სამეგობრო ჩაისვა, მხოლოდ ნია ვერ წამოვიდა.. ნიკა და სესილი მოიყვანა.. საოცარი სისწრაფით მოვიდა Toyota Highlander-ი.... უკან მოყვა Toyota Land Cruiser-ი სიუს მანქანა იყო. გავიფიქრე ამის იდეაა.. მოუნდა ბიჭს გამოჩენა - გავიფიქრე და გამეღიმა.. ჩემი სიუს მანქანაში ჩასმა გადაწყვიტეს საბამ და სალომ.. დიტოს მანქანაში სადილის ჩანთები ელაგა, მოკლედ გიორგის გვერდით აღმოვჩნდი, კარი ღია იყო და საბამ და სალომ გამიღიმეს.. (დამცინეს) მე სმს გავუგზავნე.. ,,სამაგიეროს ელოდეთ” გადაიხარხარეს.. უცებ გიორგი გადმოჯდა და ჩემს გვერდით მოკალათდა, თემო ხომ მოსასვლელია და ის დაჯდეს წინო.. უკან ორი სავარძელი იყო და იქ სიუს მეგობრები „ცოლ-ქმარი" დემე და მარი ისხდნენ.. ორივე გავიცანი გიორგიმ გამაცნო..
-ელი სიჩქარის გეშინია ხომ?
-ავტომანქანის სწრაფად მართვისი კი.
-პირობას გაძლევ ნელა ვივლით..
გამიღიმა გიგიმ და მისმა მზერამ სასიამოვნოდ დამიარა სხეულში..
-ძალიან კარგი.
-აი თემოსც მოვიდა, ე ნინიც მოდის ტო? (გიორგიმ გაოცება ვერ დამალა)
-არა რა ნინი? (გიგი)
მანქანიდან გადავიდა და ისეთი სახე ჰქონდა აშკარა იყო დაუპატიჟებელი სტუმარი იყო ლამაზმანი.. არ ვიცი რაზე ისაუბრეს, სამივე დასხდნენ მაქანაში და გიგიმ ნინის მიმართა..
-ნინი იცოდე სამი დღით მივდივართ და შენი წუწუნი არ გავიგო!..
-კარგი გავიგე..
-შენ კი მერე მოგივლი!
-რა გინდა ტო, რას მერჩი? (თემო)
-ნინი შენ და მთა როდის დამეგობრდით? - იხუმრა გიორგიმ
გიგის ისეთი სახე ჰქონდა და მანქანა ისეთი სისიწრაფით დაძრა, გული ყელში გამიჩერდა და სავარძელს მოვეჭიდე.. ფანჯარაში გავიხედე, თუ არა უფრო ცუდად გავხდი თავბრუსხვევა დამეწყო.. თავი მივადე საზურგეს, გიორგი მიხვდა ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზს და ვიგრძენი ხელი როგორ დაადო მხარზე გიგის, მოულოდნელად სიჩქარემ იკლო.. სარკეში მიყურებდა და ისე მითხრა:
-ელი ბოდიში, პირობას გაძლევ ნელა ვივლი.
-თუ გნებავთ დიტოს მანქანაში გადავალ?..
-არა რატომ, ხომ თქვა და ნელა ივლის.
გიორგის აშკარად შეეტყო, ჩემდამი დამოკიდებულება, მაგრამ "სიუ" უფრო სასაცილო იყო გიორგის ისე უყურებდა სარკეში და სიცილი ვეღარ შევიკავე.. ყველას ეცინებოდა გიორგის შეყვირებაზე, მაგარამ მე კი “სიმპატურ უფროსზე”.. სვლა მართლა შეანელა, ალბათ იტანჯებოდა კიდეც, ისეთი შეწუხებული სახით იჯდა საჭესთან..
-ვა შენც მშიშარა ხარ ტო? დამცინა თემომ და განაგრძო - რა მშიშარა „ნაროდში გავიჩითე", ელის გზის ეშინია და ნინის მთის..
-თემო გზას უყურე გული არ აგერიოს! გამომივიდა გიორგი სააკაძე..
-შენ რა მწარე ხარ თურმე..
-ხოდა მომერიდე!
-უხეში...
-თავად უხეშო!
ღიმილით ვუპასუხე, ყველა მხიარულად ისმენდა.. უცებ რადიოში იყო უცნაურ ამბებზე “ნიუსი” და ციტატას დაახლოებით დავწერ:-“აზიის ერთ-ერთი ქალაქის, ახლო მდებარე სოფელში, კლდის გამოქვაბულში ცხოვრობს წყვილი, რომლსაც დაახლოებით 80 წელი შეუსრულდათ რაც იქ ცხოვრობდნენ, შვილებიც იქ გაზარდეს და ახლაც მანდ აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა შვილები უკვე სხვა და სხვა ქალაქებში გადავიდნენ საცხოვრებლად...”
შემდეგ აღარ მახსოვს, რადგან ნინიმ შეჰყვირა:

-არა! გამოქვაბულში მთელი ცხოვრება? ეს მართალი არ იქნება, როგორ უნდა გაძლო თითქმის მთელი ცხოვრება გამოქვაბულში?
-რატომ არ უნდა გაძლო, მე და მარის ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენ შვილებთან ერთად რა მნიშვნელობა აქვს სად ვიცხოვრებთ, ხო მარი?
-რავი დემე ცოტა ხნით კი ვიცხოვრებ, მაგაშიც არის ეგზოტიკა, მაგრამ მთელი ცხოვრება ალბათ ვერა..
-ჩემი აზრით თუ სიყვარულია და ურთიერთგაგება არ აქვს მნიშვნელობა სად იცხოვრებთ, თუმცა საყვარელ ადამიანს არ უნდა შეუქმნა ისეთი პირობა, რომ არჩევანის წინაშე დადგეს..
გიორგიმ სიბრძნით მოიწინა თავი, თან მე მიყურებდა და თემომ გააგრძელა..
-რავი ძმაო მე თვითონ ვერ ვიცხოვრებ ესეთ ადგილას და საყვარელ ადამიანს მითუმეტეს რატო ვაიძულებ?.. (თემო)
-არა მე არ შემიძლია და რა ვქნა, გიგი შენ რას იტყვი? გამიმეტებ?... (ნინი)
სუნთქვა გავაჩერე, რას ეტყვის ძალიან მაინტერესებს..
-ნინი!(გიგი)
-კარგი, კარგი, ბოდიში..(ნინი)
სიბრაზისაგან ისე ხმამაღლა თქვა, ყველა გაჩუმდა.. ჩემი ინტერესის დაკმაყოფილება ასე დასრულდა.. დაძაბულობის მოხსნა ისევ გიორგიმ სცადა..
-ელი შენ რას ფიქრობ, ჩუმად, რომ ხარ?..
-არ ვიცი რავთქვა. გამოქვაბულზე არ მიოცნებია, მაგრამ თუ ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, ესე იგი შესაძლებელია ცხოვრება..
გაიღიმეს და ისევ სიჩუმე.. უცებ “ნიუსი” დასრულდა და სიმღერა Nelly - Dilemma ft. Kelly Rowland დაიწყო.. გავიფიქრე უნდა ვიმღერო გიორგის ავამღერებ და სიუ-ს ცოტა გავაბრაზებ..
-გიო, Nelly - Dilemma ft. Kelly Rowland-ს სიმღერაა აბა თუ გახსოვთ და ვიმღეროთ, შეძლებ?
-არა მე ვერა. აი გიგი მღერის კარგად..
სანამ მხოლოდ მელოდია იყო ის გავარკვიე, რომ სიუს უნდა ემღერა დემემ და მარიმ სთხოვეს.. კმაყოფილმა გამომხედა სარკეში, არ გამოგივიდაო.. გამეღიმა და მე Kelly-ის ტექსტი დავასრულე და ისიც აჰყვა სიმღერას, საოცარი ხმით.. ჰიპ-ჰოპშიც საოცარი ნიჭი გამოავლინა.. სიმღერა ბოლომდე დავასრულეთ, საოცარი ოცვაციებით.. თურმე რა კარგად ვმღერი მეც.. საკუთარი თავით კმაყოფილმა გავიღიმე.. პირველ წყაროსთან მივედით გავჩერდით და იქ თითო ჭიქა დავლიეთ, ასეთი წესია, შატილისკენ მიმავალ გზაზე რამდენი წყაროც არის მიდენჯერ უნდა გაჩერდე და დაილოცო..
-რა ლამაზი ხმა გაქვს, რატომ არ მღერი ხოლმე?
მომიახლოვდა, როცა მარტო ვიდექი და ისე მითხრა.
-შენ კი ჰიპ-ჰოპიც კარგად გამოგდის...
-მოდით რა, თითო ჭიქაც და წავედით..
დიტომ დაგვიძახა და შეგვაწყვეტინა საუბარი. გზა გავაგრძელეთ, უკვე სიუს შერჩეული სიმღერები და მუსიკა ამშვენებდა იმ ხედებს, რომელიც მანქანიდან იშლებოდა.. საოცარი შერგძნებაა, როცა ცას უახლოვდები.. მთები, რომლებიც დევებივით ჩამომდგარან და თითქოს გელოდებიან, როდის გადაივილი მის კალთას.. რაც მეტი დრო გადის მეტად ახლოს ხარ სამყაროსთან, რომელიც გაოცებს და სიახლის მოლოდინს, კიდევ მეტად გიღვიძებს, ყოველი ახალი მოსახვევი თუ გზა მეტად გაოცებს და აღგაფრთოვანებს.. სუნთქვას გიკრავს ნეტა ახლა რა იქნება?.. და კიდევ უფრო კარგი, უფრო მეტი... სამწუხაროდ სურათებს ვეღარ ვიღებ, ფოტო აპარატი იმ დღის მერე აღარ მინახავს, მხოლოდ ტელეფონით და ისიც იშვიად.. ყველა წყაროსთან გავჩერდით და შევასრულეთ წესი.. სურათებიც გადავიღეთ.. სასმელი უკვე ყველას შეგვეტყო, სითამამეც მომემატა, თუმცა მამიდაჩემის (საბას დედის) სკოლა მაქვს გავლილი ასე, რომ ვიცი როდის და სად გავჩერდე. ჩავედით სასტუმროში, რომელიც მთებს შორის არის მოთავსებული და შატილის ქალაქი დაჰყურებს ზემოდან, მინდორში ფინური სახლი დგას, პატარა აივნით, საიდანაც ძველი ქალაქის “შატილის” ქვით ნაგებ კოშკებს უყურებ სუფთა ჰაერის თანხლებით.. საოცრებაა, ეს უნდა ნახო და ისე განიცადო..
დილით ადრე ადგომა და ამ ყველაფრით ტკბობა, ცხელ ყავასთან ან ჩაისთან ერთად.. წარმოვიდგინე და გავიფიქრე ადრე ავდგები, ამ სიჩუმით ისე დავტკბები.. ბიჭებმა მწვადი შეწვეს, სანამ გოგონები “სელფებით” და ფოტოების გადაღებით იყვნენ დაკავებული მე და სალომ სუფრა გავშალეთ, რადგან ჩვენ გვქონდა მზა სადილები, რომელიც საბამ დაგვავალა..
-ელი, სალო მოდით რა, სურათები გადავიღოთ. (გვეძახდნენ გოგონები)
-მოვრჩებით და გამოვალთ.. (გავეცი პასიხი)
-ელი, წამო რა, თორე ესენი სუფრასთან მოვლენ მალე..
მე და სალომაც მივბაძეთ გოგონებს, საბამ და სალომაც იხალისეს, ერთმანეთს აწვალებდნენ, კარგადაც გაგვართეს კამათით და სურათების გადაღებისას კურიოზებით, საბა მომეპარა უკნიდან ჩამეხუტა და სალომეს შემდეგ ჩემზე გადმოვიდა, საბას ჩვევა აქვს უნდა გაგაწვალოს ამ მომენტებს იღებდა სალო, ჩამეხუტა და სუფრისკენ წავედით... მაკოცა და შენ რატომ აღარ მკოცნიო გამიბრაზდა მაკოცნინა რამდენჯერმე, მაგიდაზე მდოგვი იდო და ცხვირზე მოვუსვი, გავიქეცი და გამომეკიდა დამიჭირა, ისე მიღუტუნა ჩავიკეცე და ფეხში მოვკიდე ხელი და წავაქციე.. კარგადაც ვიხალისეთ.. სუფრასთან მივედით მე და სალოს შუაში ჩაგვიჯდა და “ქეიფიც” დავიწყეთ, სასმელი კიდევ უფრო მოგვეკიდა ყველას.. გოგონები წამოვიშალეთ შუა ცეცხლთან ტაროს შეწვა დავიწყეთ, ბიჭებმაც სასმელი ცეცხლთან მოიტანეს, იქ გააგრძელეს სმა.. საბას სალოს სიმღერის დროც მოვიდა გიტარა მოიტანა საბამ და სალომ ერთად საოცარი სიმღერები იმღერეს.. დიტოც შეუერთდა დუეტს..
-იცით ელი და გიგიც კარგად მღერის. არ იმღერებთ?
გიორგი გამოვიდა სიტყვით.. ძალიან შემეშინდა ყველას თანდასწრებით სიმღერა არც ისეთი მარტივია..
-ამათთან ჩემი სიმღერა რა მოსატანია.
-გიგი ახლა შენ იმღერე. საბამ გიტარა გადააწოდა.
სიუმ სიმღერა იმღერა.. Adele - Million Years Ago ძალიან მაგარი შერულება იყო.. რაც დრო გადის და ამ ადამიანთან ერთად ვატარებ დროს მეტად ვრწმუნდები, მის პიროვნებაში არის რაღაც რაც მე ძალიან მომწონს.. სურვილი მასზე დამოკიდებულების.. მისი სულისა და პიროვნების ძალა.. ალბათ სასმელმა იმოქმედა გავიფიქრე და გამეღიმა..
-მარტო მე ვიმღერო?..
-ელი არ იმღერებ?
მთხოვა დიტომ..
-კი ჩემი გოგო იმღერებს, დროა უკვე..
თვალი ჩამიკრა საბამ და მიმიხუტა მაკოცა..
-რა ვიმღერო?
- შენ რაც გინდა.
- "Down" Jason Walker- ი ვცადოთ
-ვცადოთ. (გიგი)
ძალიან კარგადაც გამოგვივიდა, ოვაციებით თუ ვიმსჯელებთ ყველას მოეწონა ჩვენი სიმღერა, რამდენიმე სიმღერა კიდევ შევასრულეთ და უცებ საბას მზერამ დამაბნია მანიშნა გავსულიყავი და გავისეირნეთ კიდეც, მაგრამ ხმას არ ვიღებდი ამიტომ მან დაიწყო..
-როდის უნდა გეთქვა?
- რა უნდა მეთქვა?
-ელი, ნუ მაბრაზებ! გელოდები და მითხარი, რა ხდება შენსა და გიგის შორის?
-არაფერი. მეც არ ვიცი და შენ რა გითხრა?.
-ნუ ცრუობ!.. მოგწონს?.. (ხმა არ ამომიღია და განაგრძო) ეგ ბიჭი ის არ არის ვინც შენ უნდა მოგწონდეს, მითუმეტეს შეიყვარო.
-რატომ?
-აჰა, ესეც პასუხი. შენ თვითონაც ხვდები რას ვგულისხმობ. მისი ცხოვრების სტილი შენგან ძალიან განსხვავდება, ერთმანეთს ვერ გაუგებთ. მე გიგის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ძალიან კარგი ბიჭია, ისეთი როგორსაც ოჯახის წევრად მივიღებდი, მაგრამ შენ სხვა ადამიანი ხარ, ორივეს განსხვავებული შეხედულებები გაქვთ.
გამეღიმა გავიფიქრე. დაიწყო სხვა დანარჩენებივით, როგორც კი იფიქრა მის დას ვიღაც მოეწონა დაიძაბა და გაასერიოზულა ყველაფერი, არადა შეიძლება როგორც გიორგზე მეხუმრება ამაზეც ისე ეხუმრა.
-რა ცხოვრების სტილი აქვს?..
-ჩემი და ძმა აქ რას აკეთებს?
დიტო შემოგვიერთდა, ხელი გადამხვია, მემგონი სიუმ გამოაგზავნა, ვიგრძენი მისი გამოხედვა დიტოს მისამართით, როცა დავბრუნდით..
-არაფერს, მოვდივართ.
საბამ უპასუხა და მანიშნა, რომ წავსულიყავით, ვერ გავიგე რის თქმას ცდილობდა საბა, გავიფიქრე ეგოიტობს “ჩემი მესაკუთრე” ნასვამი იყო, მაგრამ დაზე კონტროლი არ დაუკარგავს.. ხელი წელზე შემოვხვიე და სამივე ერთად ჩახუტებულები მივედით.. შევუერთდით კონცერტს ქართული სიმღერებიც ვიმღერეთ ყველამ ერთად.. გიორგიმ და ნინიმ ძალიან მაგრად იცეკვეს “ჰიპ-ჰოპი” და “ბრეიქდანსი”, ამ სიმღერასა და ხუმრობაში დრო ისე გავიდა დილის ექვსი საათი იყო, როცა დავიშალეთ.. გოგნებმა მივალაგეთ ყველაფერი, გავიყავით ბიჭები ცალკე და გოგონები ცალკე ოთახებში.. დილით ათის ნახევარი იყო, რომ გამეღვიძა დამაგვიანდა ადგომა გავიფიქრე.. მე ხომ დილის სიჩუმეში ყავის დალევა მინდოდა, ყველას ეძინა, მხოლოდ დიასახლისი ფუსფუსებდა და ამზადებდა შეშის ღუმელთან სადილს.. მივედი და ჩაიდანი ვთხოვე.. წყალი უკვე ადუღებული ჰქონდა ჩვენთვის.. ყავა გავიკეთე, დილის სუსხი იყო, ამიტომ პლედი მოვიპარე ოთახიდან და ცხელი ყავით გათბობა დავიწყე..
საოცარია.. მთებს მზე ამოსცდა და შატილის ქალაქის გათბობა დაიწყო.. სიმშვიდე მხოლოდ შენ და ცა, შენს ფიქრებთან ერთად, ტანჯვასთან, თუ სიხარულთან ერთად, ორივე შემთხვევაში სიამოვნებაა.. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, მინდოდა უფრო მეტი სიღრმით შემეგრძნო ეს სილამაზე..
-დილამშვიდობისა, ზოგჯერ სიჩუმეც სასიამოვნოა ხომ?
ჩემს უკან იდგა სიუ და ისე მკითხა.. თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა..
-კი. დილამშვიდობისა?
-ყავა მეც მინდა.. დიდი ხანია ამდენი არ დამილევია..
-გაგიკეთებ.
ფინჯანი დავდგი მაგიდაზე და გავედი სამზარეულოში, მალევე დიტო და გიორგი დამადგნენ ყავა მათაც მთხოვეს ორივე ძალიან ცუდად იყო, თავი სტკიოდათ.. ორივე გავუშვი ყავით ხელში და მესამე მე დავიჭირე აივანთან მოსულს საბა შემხვდა..
-წამო რა მეც გამიკეთე..
-ეხლავე.
სიუს შევხედე ჭიქას მივაწვდითქო და ჩემი ჭიქა მაჩვენა, მანიშნა უკვე ვსვამო, ისე სასიამოვნოდ გამიღიმა, ყავა სულ დამავიწყდა.
-აი ეს დალიე, მე ახალს გავიკეთებ.
მაკოცა შუბლზე და ბიჭებს შეუერთდა..
-ჩემი გოგო ხარ. მიყვარხარ. (საბა)
-მეც.
ყავის შემდეგ შატილი მოვინახულეთ, სურათები გადავიღეთ.. ჩემი ფოტო აპარატი ძალიან მაკლდა, თუმცა რას ვიზამ.. კოშკებში გავერთეთ, ბევრიც ვიცინეთ.. საბასთან და დიტოსთან არ მოიწყენ.. სადილიც მივირთვით და ვისაც თავის ტკივილი ჰქონდა, დილით ისევ სასმლით იმკურნალა და შეეტყოთ უკვე დალევა.. სუფრასთან მარი, მე, გიორგი და თემო შემოვრჩით.. ტელეფონზე დამირეკეს უნივერსიტეტიდან და მითხრეს რომ საბუთები გამოიგზავნა კოლეჯიდან, წარმატებით დამთავრების შესახებ და თუ გამოცდებს ჩავაბარებდი აკადემიურის ერთ წელსაც ჩამითვლიდნენ.. ეს იმდენად კარგი ამბავი იყო, რომ ავდექი სიხარულით მაგიდას ცოტა მოვშორდი და საუბარი რომ დავამთავრე, გიორგიმ მკითხა ასე რამ გამახარა..
-რა მოხდა ელი?
-თუ გამოცდებს და შუალედურებს ჩავაბარებ უნივერსიტეტში აკადემიური გაცდენად არ ჩამეთვლება.
-ეგ როგორ?
-კოლეჯიდან გამოგზავნეს მონაცემები და წერილი, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი და ასე შემდეგ.. კრედიტები უნდა დავაგროვო და..
-რა კარგია იოლად, რომ აკეთებ საქმეს ხომ?.. დამცინა თემომ
-რას გულისხმობ?
-გრძელი ფეხებისა და მომხიბლავი ღიმილის გამო მიღებული ნიშნები ცოდნაში არ ითვლება ლამაზო..
-ბიჭო რას ბოდავ!
გიორგი წამოდგა და გაიწია, თან ნასვამი იყო, რადგან თემო არ გაჩუმებულა და დამტკიცებას ცდილობდა რომ მართალი იყო, შუაში ჩავუდექი. გიორგის ვთხოვე მდინარისკენ გაგვევლო, მარიმ თემოს სთხოვდა გაჩუმებულიყო, თუმცა პასუხი მაინც დავუტოვე..
-თემო რომ იცოდე, ჩემს გარეგნობასა და განათლებაზე კომენტარის გაკეთების უფლებას არ გაძლევ და ეს გაითვალისწინე!
-ვერაფერს დამიშლი რა.. (თემო)
-მე გაგაფრთხილე!
გავიარეთ მდინარესთან მივედით მე და გიორგი..
-ელი, ბოდიში თავი ვერ შევიკავე, უტაქტოა, მაგრამ კარგი ბიჭია.
-რამდენჯერმე შევხვდი და კარგი ჯერ ვერფერი დავინახე.
-ბოდიშს გიხდი. არ გეწყინოს გთხოვ.. პირობას გაძლევ ბოდიშს მოგიხდის!
-არ მწყინს, თემო ჩემთვის არაფერს წარმოადგენს და მისი აზრი არც მაინტერესებს.
-ჩემზე რას იტყვი? მე წარმოვადგენ?
დავიბენი და გავჩერდი.. ასე უცებ დამოკიდებულებაზე საუბარი სულ ორჯერ ვნახეთ ერთმანეთი.. რა უცნაურია ადამიანი, სიუსგან უფრო მეტს მოვითხოვ სმს არ მყოფნის გიოსგან საუბარი კი ნაჩქარევად ჩავთვალე..
-დავიბენი.. კითხვას ვერ მიგიხვდი გიო.
-ჩემს მიმართ იგივე დამოკიდებულება გაქვს რაც თემოს მიმართ?
-არა იგივე არა, როგორიც მეგობრის, ახლად შეძენილი მეგობრის..
-ხო? ამ ეტაპზე ჩემთვის ესეც საკმარისია..
მდინარის პირას შემაღლებულ ადგილას გავჩერდით.. ვერაფერი ვერ ვუთხარი, და ისევ მან განაგრძო..
-შენი მეუღლე სად არის?
-ვინ?
-ანასტასიას მამას რატომ დაშორდი?
გემრიელად ვიცინე და მისი გაოცებული სახე, რომ დავინახე მივხვდი უნდა ამეხსნა..
-ანასტასია ჩემი შვილი არ არის, გათხოვილი არ ვარ.
-აბა დიტომ მითხრა..
-ეგ რასაც ამბობს არაფერი დაიჯერო, სულ ასე იქცევა არასერიოზულია.
-იცი როგორ დამარწმუნა?..
გაოცებას ვერ მალავდა გირგი, მეკი სიცილს ვერ ვიკავებდი..
-სკოლაშიც ასე იყო ყველას ეუბნებოდა, რომ მისი საცოლე ვიყავი და ყველას ეჯერეა. ყველაზე მაგარი იცი რა იყო? დიტო მოსკოვშო წავიდა ამაისთან სკოლა რომ დავამთავრეთ და ამბობდნენ, ელის გაექცაო
-არა! რატომ?
-არ ვიცი, იმდენად დიდიხანი იყვნენ ერთადო რომ მობეზრდაო..
-რატომ არ ამბობდი სიმართლეს?
-ვცადე და არაფერი გამომივიდა. ხალხს ყოველთვის იმის სჯერა რაც უნდა, რომ დაიჯეროს.
ანა კი პრობლემების გადალახვაში დამეხმარა და ამიტომ ძალიან მიყვარს, როგორც შვილი..
-შეიძლება გავიგო რა პრობლემები..
შევაწყვეტინე საუბარი და სხვა თემაზე საუბარი ვარჩიე..
-არა გიო, ახლა არა.
ისიც მიმიხვდა, თავი ამიქნია..
-კარგი, როგორც გინდა.
- კარგად ცეკვავთ შენ და ნინი.

-მადლობა. გასწავლო?
-მე და ცეკვა? არა! არაფერი გამოგივა ცუდი მოსწავლე ვარ.
-მოდი რამდენიმე ილეთი. მარტივია.
-არა. მამიდამ ვერ მასწავლა და შენ ვერაფერს გახდები..
გიორგი შეეცადა მარტივად აეხსნა რამდენიმე ილეთი და გამაკეთებინა, გავერთეთ ვიცინეთ, უფროსწორად დავიცინე. ამიტომ ტალღების და ბრუნის გაკეთებას შევეცადე, როგორც იქნა გამომივიდა, გიორგის ისე მოეწონა გამამეორებინა, ან იცოდა წონასწორობას დავკარგავდი ბევრი ბრუნის გამო და იმიტომ მთხოვა, ასეც მოხდა.. სანამ დავეცემოდი წელზე ხელი მომხვია, თავისკენ მიმიზიდა, თვალებში ყურება სცადა და ისე უხეშად გავაშვებინე ხელი, ბოდიში მომიხადა.. ნასვამი იყო და სითამამე ეტყობოდა, მე კი შემრცხვა ვთხოვე ასე აღარ მოქცეულიყო..
-გიო იცოდე, ჩვენს შორის მხოლოდ მეგობრობა და მეტი არაფერი არ გამოვა!
-ბოდიში...
-არა ბოდიში არ მინდა! მადლობა, რომ დამიჭირე, მაგრამ უნდა იცოდე, არსებობს ადამიანი, რომელიც მომწონს!. ახლა კი დავბრუნდეთ!.
დაბრუნებისას ხმა არ ამოუღია, არც მე მითქვამ რამე, თუმცა ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი.. ადამიანი, რომელიც ცდილობს ამიხსნას რომ მოვწონვარ.. უხეშად მოვექეცი, ჯერ გასეირნება ვთხოვე, მერე ვიცეკვეთ და ბოლოს ვეუბნები სხვა მომწონს.. არა. სწორად ნამდვილად არ მოვიქეცი, მაგრამ განზრახ არ გამიკეთებია საბას და თემოს დამოკიდებულება ისედაც არასასიამოვნოა და ის შეკამათება არ მინდოდა გაეგო. უხერხულობას ავარიდე თავი და უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდი.. მივუახლოვდით კოტეჯს, ვეღარ მოვითმინე, გავჩერდი და შევბრუნდი გიოსკენ..
-გიო ვიცი გაწყენინე, ბოდიში..
-ვიცნობ?.. (ასე პირდაპირ და მოწყენილი ხმით მკითხა, თვალებში მიყურებდა)
-კი..
გამიღიმა და მანიშნა წავიდეთო, თითქოს მიხვდა ვისზეც იყო საუბარი.. შემოვბრუნდით და სახლთან აივანზე დიტო, სიუსთან ერთად იდგა.. ისეთი სახე ჰქონდა სიუს ძალიან დავიძაბე, წარმოვიდგინე ეგ ყველაფერ თუ დაინახა, რას იფიქრებს.. გავიხედე იმ გზისკენ სადაც ჩვენ ვიდექით და საკმაოდ კარგად ჩანდა ყველაფერი.. ესე იგი გვიყურებდა, ჩემ თავზე კიდევ მეტად გავბრაზდი, ბიჭი მომწონს და რას ვაკეთებ სხვასთან ვსეირნობ, უფრო ცუდად გამხადა მისმა გამოხედვამ ისეთი თვალებით გვიყურებდა, სირცხვილით არ ვიცოდი სად წავსულიყავი.. დიტომ მხიარულად იკითხა:
-რას აკეთებდით?
-ცეკვას ვსწავლობდი.
ძალიან სულელურად გამომივიდა, სიუს ჩემი თავის გამართლებამ გემრიელად გააცინა.. ყველა ერთად მოვგროვდით და “მუცო”-ს სანახავად წასვლა დავგეგმეთ.. ძალიან ცივად მექცეოდა იმ წუთის შემდეგ სიუ, გიორგიც ჩემგან დისტანციას იცავდა, აშკარა იყო ორივე ძალიან გავაბრაზე.. მუცოს კოშკები მაღალი მთის მწვერვალზეა, გრძელი გზის შემდეგ გადმოვლაგდით მანქანებიდან. ამჯერად დიტოს მანქანაში დავჯექი რადგან თავი ზედმეტად არ მეგრძნო მათი დამოკიდებულება ისე მძაბავდა, ვცდილობდი ორივესგან მოშორებით ვყოფილიყავი.. მთა, რომელზეც ძეგლებია განლაგებული, ფეხით უნდა მიხვიდე, გზა იწყება შარათი, რომელიც ნელ-ნელა ვიწროვდება და რთულდება, ყველანი შევუდექით გზას, მხოლოდ გიორგი და სიუ დარჩნენ დიტომ გადმოსძახა რატომ არ მოდიოდა არცერთი, სიუმ ნამყოფი ვარ და იმიტომ, გიომ სიუსთან დავრჩები ნასვამი ვარ და ვერ ამოვალო.. ფრთხილად იარეთ ცუდი გზა არისო გაგვაფრთხილეს, გული დამწყდა, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებდა ეგ ადგილები, დარწმუნებული ვიყავი რომ უნდა მენახა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს.. გზის შევიწროვებასთან ერთად, ხალხიც მცირდებოდა საბოლოოდ მე, მარი და დემე შემოვრჩით გზას, ბუნების იმ საოცრებას რასაც ,,ცასთან ახლოს ყოფნას ვუეწოდებდი”.. სურათები გადავუღე და ბევრიც ვიხალისეთი ძალიან მხიარული წყვილია და ბევრიც ვიხუმრეთ, ტელეფონი არ იჭერდა და ფოტოების ატვირთვა შემდეგისთვის გადადეს, მარის ისე მოსწონდა ჩემი გადაღებული ფოტოები, ორივეს ვუღებდი და მეც სიამოვნებას ვიღებდი.. მართალია ტელეფონებით ვიღებდით მაგრამ, მაინც ვხალისობდით.. კოშკებამდე ცოტა მანძილი იყო დარჩენილი, გზა კიდევ უფრო რთული, მარიმ ვერ შეძლო გზის გაგრძელება და დემეც დარჩა, თუმცა შემომთავაზა გაყოლა, მაგრამ უარი ვუთხარი მარი მარტო ხომ არ იქნებოდა.. ვუთხარი წადით და მალე დავბრუნდები, მაგრამ დამელოდნენ მე როგორც იქნა ასვლა შევძელი და უშედეგოდ მხოლოდ გარედან დავათვალიერე, რადგან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და ხელოსნებმა არ შემიშვეს სახიფათოაო, მხოლოდ მწვერვალებითა და კოშკების გარეგანი სილამაზით დავტკბი “სელფიც” გადავიღე რამდენიმე.. იქ ტელეფონი იჭერდა და facebook- ზე პროფილიც შევცვალე წარწერით “მთის მწვერვალზე” მივბაძე “სელფომანებს”... დემეს და მარისთან ჩავედი და გზა განვაგრძეთ უკან, ბევრი სიარულის შემდეგ, ჩავედით და თემო მოშორდა შეკრებას და სიტყვით გამოვიდა..
-სად ხართ ტო! არ გრცხვენიათ, თქვენი გულისთვის ვდგავართ ამდენი ხალხი და გელოდებით!
-რამ დაგღალა თემო? -დასცინა დემემ.
-დამცინი კიდეც? ასეთი ნაგლები რატომ ხართ? თქვენი გულისთვის ვდგავართ და გელოდებით!..
თან მე მიყურებს ისე ხმამაღლა ამბობდა აშკარად მიყვიროდა.. შევამჩნიე საბა დაიძაბა და თემოსთან აპირებდა მისვლას, ხელი მკერდზე მივადე შევაჩერე და პასუხიც გავეცი..
-არ დაქცინის არავინ, დასათვალიერებლად ხომ მოვედით? ხო და ვათვალიერებთ!
-შენი გულისთვის, რომ ხალხი იცდის არაფერია?
-შენ თუ ლოდინისთვის მოხვედი შენი პრობლემაა. მე როგორც ვიცი კულტურული ძეგლის სანახავად ვართ აქ. ისე გენიოსო, რომ იცოდე ეს ძეგლი ერთადერთია საქართველოს ტერიტორიაზე არ მდებარეობს და მითვისებული გვაქვს ქართველებს..
-მერე რა?
-არც არაფერი, შენი ტვინის ნაოჭები ვერ მიხვდება!
-გოგო ნერვებს რატომ მიშლი?! რატომ ხარ წურბელა?..
- აუ თემო შენთან საკამათოდ არ მოვსულვარ აქ. თბილიშიც ბრძანდები და იქ გიხილავთ, თუ სურვილი მექნება!..
დავჯექი მანქანაში და გზაში თემოზე ვფიქრობდი.. ეს ბიჭი ძალიან მაბრაზებს და ამას ჭკუა უნდა ვასწავლო.. გავიფიქრე და გონებაში გეგმას ვაწყობ რა შეიძლება გავუკეთო.. გზაზე ტრიალ მინდორში ცხენები დავინახეთ, დიტომ იკითხა ცხენზე დაჯდებითო, რა თქმა უნდა ყველას გვინდოდა. გააჩერა მანქანა, სიუს ანიშნა გაჩერებულიყო, სიუს მანქანიდან მარი გამოხტა გახარებული, დანარჩენი კი (ნინი და თემო) „თბილისის ელიტა“ ბუზღუნებდნენ, დაგვცინოდნენ რა ცხენი რის ცხენი.. დიტომ იკითხა
-აბა ხომ არ გეშინიათ? რომელი შეძლებთ?
-მშვიდია?
ვკითხე პატრონს, რომელიც აქირავებდა ცხენებს, მან დადებითი პასუხი გამცა, რამდენიმემ გაატარ გამოატარეს, ბიჭებმაც და გოგონებმა, ზოგს შეეშინდა, საბამ მკითხა..
-ელი შევეჯობროთ?
-კი. კარგად რომელი დარბის? რა ჰქვია?
ვკითხე პატრონს, მანიშნა რომელიც იყო, სახელიც მითხრა, ჯიბეში მქონდა ერთი ტკბილი და მივეცი, ვუთხარი:
-“წაბლა” აბა შენ იცი არ შემარცხვინო.. ლაგამი გავუსწორე და შემოვახტი..
მეპატრონეს მოეწონა, ჩემი სითამამე..
-შვილო რა ყოჩაღად დაჯექი..
-ელი ვაჩვენოთ კლასი? გამომძახა საბამ..
-აბა წავედით!..
მომიახლოვდა საბა და გავაჭენეთ, ბუნების საოცრებათა შორის კიდევ ერთი საოცრებაა, როცა ცხენზე მჯდარი მინდვრებს, რომ გაივლი მთის კალთები ზემოდან დაგყურებს, მზე კი ზურგს გითბობს და ნიავი სახეში ისე გეხეთქება თითქოს თმის გაშლას ცდილობსო.. თმის სამაგრი “რეზინა” მომძვრა და ახვეული თმაც გამიშალა ქარმა, შემობრუნებისას გრზელი თმა სახეზე ამეფარა და ძლივს გავისწორე ერთი ხელით.. საბამ ისარგებლა და გამასწრო.. მივუახლოვდით, საწყის წერტილს და ოვაციები კიდევ ერთხელ დავიმსახურეთ, ჩემი ცხენი აცეკვდა, პატრონს ვკითხე..
-ცეკვა იცის?
-კი ბაბუ იცის. -გახარებულმა მიპასხა..
-აბა წაბლა ვიცეკოთ!
გავაჭენე პატარა მანძილზე, დავბრუნდი და უკანა ფეხებზე სამჯერ დავაყენე, ყვიროდნენ და შეძახილებით მამხნევებდნენ.. ცხენიდან ჩამოვხტი, მოვეფერე და პატრონს დავუბრუნე, დიდი მადლობებით, ბაბუაც კმაყოფილი იყო..
-რა კარგი გოგო ხარ ბაბუ..
-ხელი დაიბანე სუნმა არ შეგაწუხოს..
დამცინა თემომ, გავუღიმე არაფერი მითქვამს..
-დიტო მაგარი ხარ, დიდი მადლობა.
-შენ ხარ მაგარი, ჩემო ლამაზო...
ხელი გადამხვია და მანქანისკენ წავედით, სიუსკენ თვალი გავაპარე და გაუნძრევლად იდგა სიგარეტს ეწეოდა მხოლოდ, მეწყინა არანაირი რეაქცია, არც ემოცია, ვერ გავიგე რა დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს, მაკვირდება შორიდან? ზოგჯერ მგრძნობიარე თბილი და ყურადღებიან, ზოგჯერ ისეთი ცივი და ურეაქციოა.. ვერ გავიგე რა უნდა.. ძალიან მოვიწყინე, არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ რაღაც უკეთესი კი წარმომედგინა აქ ყოფნა, ან მე მინდა იმაზე მეტი ვიდრე მეკუთვნის.. ან ნინის სილამაზე და მისი მოქნილი მოძრაობები ცეკვის დროს, ისე მაკომპლექსებს, რომ საკუთარი თავის მიმართ მიჩნდება პროტესტის გრძნობა.. დავბრუნდით შატილში ვივახშმეთ, მე ხმა არ ამომიღია, არც სიმღერის სურვილი გამჩენია, შუაცეცხლთან ჩამოვჯექი ეზოში, გაშლილ თმაზე ნაწნავის გაკეთება დავიწყე და ცეცხლის ყურებაში გამყავდა დრო, თითქოს ჩემს აზრებს ცეცხლს ვუზიარებდი, ისიც უხმოდ მისმენდა, სუფრიდან მოსული სიცილისა და სიმღერის ფონზე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent