შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახატზე გოგოა 1


7-02-2017, 19:18
ავტორი ბრო13
ნანახია 1 147

დღეს უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი დღე იყო მისთვის.დამწუხრებული გულ ნატკენი იმაზე ფიქრით რომ ის ისევ გამოჩნდება და კვლავ შეძლებს მის დანახვას, ჩახუტებას, კოცნას. თუმცა მაინც ბედნიერია რადგან სულ რაღაც ერთ საათში ფანჯრიდან ის სხივები შეანათებენ, რომლებიც მზის გამოჩენისას ანათებს ხოლმე მის ოთახში და ისევ იგრძნობს წინა სამი წლის მსგავსად მზის სხივების შეხებას მის კანზე და იგრძნობს რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და იმედი ისევ არსებობს რომ მას შეხვდება და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. აღარ იგრძნობს გულის ტკივილისგან გამოწვეულ დარდს და მწუხარებას.
მან ისევე, როგორც ყველა ადამიანი გრძნობს ხოლმე სიყვარული არც თუ ისე მალე იგრძნო , მაგრამ როდესაც ეს იგრძნო მიხვდა რომ სამყარო მის გვერდით იყო და მის გარშემო ბრუნვავდა.
ფანჯრის წინ მატრასზე წამოწოლილი ბიჭის ირგვლივ სამყარო სწრაფად ბრუნავდა, სწრაფად რადგან უნდოდა მალე გასულიყო ეს ღამე რათა გამთენიისას ეგრძნო ის რაც ასე ძალიან ახარებდა, რაც მესამე წელია ყოველ ღამით თავიდან იწყება.
უყვარდა იმაზე ძლიერ უყვარდა ვიდრე ადამიანს მუსიკა, დავინჩს ხატვა, მარკესს წერა, ვიტყოდი რომეოს ჯულიეტა თქო თუმცა ყველა დამეთანხმება იმაში,რომ ეს ბანალურ გამონათქვამზე მეტი იქნება ჩემი მხრიდან. თუმცა ეს გრძნობა იყო დარდის,სევდის, მარტოობის,ტკივილის და ტანჯვის უტყუარი მტკიცებულება.როგორც ყველა ჩვილი ისიც ამ სამყაროს გრძნობების გარეშე მოევლინა,თუმცა დროთა განმავლობაში შეძენილ გრძნობებთან ერთად არც თუ ისე სწრაფად, მაგრამ ერთი მეტად საინტერესო და განსხვავებულმა გრძნობამ შეახო ხელი.
ისევე, როგორც ყველა მოზარდი ისიც ოცნებობდა გოგონაზე, რომელთან ერთადაც საკურთხევლის წინ ღმერთის ნებით ფიცს დადებდა რომ ცხოვრების ბოლომდე ჭირსა თუ ლხინში იქნებოდა მის გვერდით და ეყვარებოდა სიცოცხლის ბოლოდმე, გაუჩენდა ბავშვებს და ერთად დაბერდებოდნენ და თავის დადებულ ფიცს აღასრულებდა. თუმცა წერის დასაწყისში არ ეწერა ,,იყო და არა იყო რა" ეს იმას ნიშნავდა რომ ეს რეალობაა იყო დიდი ხანი არ დასჭირვებია ამის გასაგებად ამიტომა ის ხვდებოდა რომ ეს არ იყო მორიგი ნაგავი ზღაპარი,რომელსაც ბავშვებს უკითხავენ და დასასრულის დროს ეუბნებიან ,,ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად" .
მაგრამ ყველაფერი გაცილებით უარესად იყო ვიდრე ის წარმოიდგენდა, არც თუ ისე მალე შეიტყო მან ამ გრძნობის შესახებ. ოც წელს მიღწეულმა ახალგაზრდამ რომელიც სამხატვრო აკადემიის პირველ კურსელებისთვის ცუდი მაგალითის მიმცემი ადამიანის უბადლო შემსრულებელი იყო , გადაწყვიტა დაეხატა ის ადგილი, სადაც მან თავისი ცხოვრების ზედმეტად ბევრი დრო გაატარა და გამთენიისას მზის სხივების ამოსვლას უცდიდა, რომ მას დანენახა და შეეგრძნო ის ყოველივე რაც უბედნიერეს ადამიანად აქცევდა, იგივეს გაკეთება გადაწყვიტა დილით ადრიანად ამდგარიყო და იმ ულამაზესი ხედით დატკბობისას ფურცელზე დაეტანა თავისი გრძნობები და სილამაზე რომელიც ამ სანახაობით იყო გამოწვეული. დაეხატა რადგან მისი გონებიდან არასოდეს გამქრალიყო ეს გრძნობა და სილამაზე,იმ შემთხვევაში თუ ერთ დღესაც გაიღვიძებდა და მიხვდებოდა რომ ეს სილამაზე აღარ არსებობს და მხოლოდ მის გონებაში იქნებოდა ღრმად ჩაბეჭდილი.ადრე აზრად არ მოსვლია ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანა,თუმცა როგორც კი გამთენია დადგებოდა მაშინვე შეუდგებოდა საქმეს.
აი საცაა მზე მთის უკან მშვიდად და აუღელვებლად ამოანათებდა სხივებს და მის წინ მერცხლები ხმაურიანად დაიწყებდნენ ფრენას, ეს ისეთი გასაოცარი იყო რომ სიტყვებით ახსნაც კი არ შეეძლო, ამიტომ დავტოვოთ ისე როგორც არის ენით აღუწერლად.
სწრაფად ადგა მოემზადა,ჩვეულებისამებრ როგორც იცოდა ყავა დალია სახატავი ნივთებთან ერთად თავისი ფანტაზიის უკიდეგანო ადგილებში მისაღწევი საშუალება ვენაში ნელ-ნელა შეუშვა და თავის ფანტაზიებს რათა ეს ყველაფერი სხვა გვარად დაენახა უფრო შორს გასაქანი მისცა.
აი მზადიყო ფუნჯს მწვანე, ყვითელ, შავ მოწითალო ფერებში ასველებდა და ისეთი გრძნობით ხატავდა, ასეთი რამ არასოდეს ეგრძნო .
ხატვისას ერთმა უცნაურმა ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან.
-გამარჯობათ ხომ ვერ დამეხმარებით.
-არ გაინძრე.
როგორც იქნა ერთხანს ჩუმად ყოფნის შემდეგ ამოღერღა და ხატვა გააგრძელა, თუმცა ამ სილამაზეს ერთი მეტად საინტერესო სახე დაუნატა რომელიც წაბლისმერი თმის, ვარდისფერი ტუჩების, პატარა ცხვირის და ლურჯი თვალების სასწაულ შეხამებას ასახავდა და ამტკიცებდა რომ სამყარო იმაზე ამოუცნობი და ლამაზია ვიდრე ერთი შეხედვით ანს. თავიდან გოგონა რომელიც მის წინ იდგა გაკვირვებული დარჩა და ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა თუმცა, როდესაც მიხვდა გაშეშდა და ის გაკვირვებული სახე ზედ მიეყინა რაც მას და ნახატს შთამბეჭდაობას შესძენდა,რათქმაუნდა დაუფიქრებლდა მოხდა ეს ყველაფერი.
-დავამთავრე.
გოონა ვერ ტოკდებოდა ბიჭი უყურებდა თავის ნახატს გოგონა კი უყურებდა ბიჭს, ისეთი უხერხული მომენტი შეიქმნა საკუთარი თვალით რომ დაგენახათ სიცილს ვერ შეიკავებდით, ახლა უკვე ბიჭიც მას მიაშტერდა. ამ ოცნებებში გართულ ორ ადამიანიდან ერთ-ერთს მოუწევდა ამ უხერხული მომენტის შეცვლა ამიტომაც გოგომ ისევ იგივე კითხვა დასვა.
-ხომ ვერ დამეხმარებით.
ბიჭი ჯერ ისევ ვენაში გაკეთებული შპრიცის ბოლო წვეთებს იზოგავდა იმისათვის, რომ გოგონა გონებაში ღრმად ჩაებეჭდა.
დროგორც იქნა ბიჭიც მოვიდა გონს და პატარა ულამაზეს უმწეო გოგოა პასუხი ძლივს ძლიობით დაუბრუნა.
-დიახ.
გზა აბნეული გოგოს შთაბეჭდილებას დაგიტივებდათ, თითქოს დედას დაეკარგა და გზა ვერ გაუკვლევიაო, შეშინებული სახე ჰქონდა ისეთი თითქოს ამ აბნეულ გზაზე ნარკომან ფსიქოპატს გადავეყარე და ხალხიც არ არის არავინ რომ მიშველოსო.
-გუშინ საღამოს ჩემს მეგობართან ერთად მოვედი აქ თუმცა ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი,არ ვიცი სად ვარ შეგიძლიათ დამეხმაროთ?



№1  offline წევრი ბრო13

cuga
pm momweret

დატოვეთ შეტყობინება და აუცილებლად გიპასუხებთ ❤️

 


№2  offline მოდერი bla.ell

:*კარგი იყო მაგრამ პირველ პირში უფრო მაგარი იქნებოდა❤მაგარი ხარ გელიი:**

 


№3  offline წევრი ბრო13

bla.ell
:*კარგი იყო მაგრამ პირველ პირში უფრო მაგარი იქნებოდა❤მაგარი ხარ გელიი:**

დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3 იმედიმაქვს მომდევნო თავებიც მოგეწონებათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent