შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენობა ვისწავლე(17)


7-02-2017, 21:41
ავტორი Aria Loreli
ნანახია 1 614

ალექსის მანქანით წავიდნენ...ნატას სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა ემილი მასზე იცინოდა პატარა ბავშვივით ხარო
-აბა საიდან დავიწყოთ?-ნატა
-მოდი ჯერ ეშმაკის ბორბალი ვცადოთ-ემილი ცდილობდა გაეგო ეშინოდა თუ არა ალექსს სიმაღლის,ერთად დასხდენ
-რა ლამაზია-ნატა
-ჰო ძალიან-ემილი
ჩუმად იყვნენ და ხედს უყურებდნენ მოულოდნელად ემილიმ იგრძნო როგორ დაეტაკა ხელზე ალექსი და გარეთ გადასვა
-ვაიმეეე აააა რას აკეთებ გაგიჟდი? ვაიმეეე მოვკვდებიი მიშველეთ ნატაა-განწირლი ხმით კიოდა ალექსი იცინოდა მის დანახვაზე ცალი ხელი გაუშვა ახლა მხოლოდ ერთი ხელით იჭერდა
-ვაიმე ალექს რას აკეტებ გაგივარდება-ნატა შეშინებული თვალებით უყურებდა
გუგა ლამის მოკვდა ემილის შემხედვარე სიცილით
-რა გაცინებს გუგააა იცოდე არ გამიშვა ხელი თორე მოგკლავ-ემილი იქით ემუქრებოდა ალექს
-ხელი თუ გაგიშვი მომკლავ?დარწმუნებული ხარ?-სიცილს ძლივს იკავებდა
-იცოდეეე დროზე გადმომიყვანეეეეე-ნელ ნელა შიშის ნოტები იგრძნობოდა ემილის ხმაში-გადმომიყვანე მეთქიიი-ბოლოს რაც ძალი და ღონე ქონდა დაიკივლა ალექსი ემილის ასეთმა რეაქციამ დააფრთხო სწრაფად მოხვია წელზე ხელი და ისევ სკამზე დასვა
-ემილი კარგად ხარ?-ნატა გოგონას მოეხვია
-კი-უემოციო სახით უპასუხა
ეშმაკის ბორბალი გაჩერდა თუ არა პირველი ემილი გადავიდა ალექსი ხვდებოდა რომ ნაწყენი იყო მასზე ძალიან შეაშინა მაგრამ არ ეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა
-სახლში უნდა წავიდე-ემილი მოუბრუნდა მათ და ისე უთხრა არც ერთისთვის არ შეუხედავს
-რა? აუ რატომ ახლა არ მოვედით-ნატამ ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა
-თქვენ დარჩით მე წავალ-ემილი
-არსად არ წახვალ-ალექსადრემ მკაცრად უთხრა
-რა შენი საქმეა-ემილიმ უცებ ამოხედა წარბ შეკრულმა
-არ დაგავიწყდეს ერთი კვირა ის უნდა გააკეთო რასაც მე გეტყვი
-ოხ როგორ მეზიზღები-ემილის თვალებში ალექსმა ზიზღი ამოიკითხა თუ არა გოგოს ხელში წვდა ახლოს მიიზიდა
-იცოდე მეორედ ეგ აღარ თქვა შენ არ გეზიზღები გასაგებია?-თვალებ გაწითლებული უყურებდა ემილის რომელსაც სახე დაემანჭა ხელის ტკივილისგან
-გამიშვი მტკივა-საწყლად ამოიკნავლა
ალექსანდრე მიხვდა რომ ძალიან უჭერდა ხელს და სწრაფად შეუშვა
-ძალიან გტკივა?-ხმა დაუთბა
-ხელი გამიშვი-სწრაფად გამოაცალა ხელი და გუგასთან მივიდა
მიუხედავად დაძაბულობისა მაინც მოახერხეს გართობა ემილი ყველაფერზე უარს ამბობდა მაგრამ ალექსი პირობას ახსენებდა და ისიც იძულებული იყო დაეჯერებია მისთვის თავი პატარა ბავშვი ეგონა რომელსაც უფლებები არ აქვს....
სასტუმროში დაღლილები მივიდნენ
-კაიც აბა ბავშვებო წავალთ ჩვენ-ნატა თვალებს ძლივს ახელდა
-კარგი ნატ წადი-ემილიმ თბილად აკოცა ლოყაზე
ალექსანდრესთან ერთად შევიდა ოთახში ბიჭს ზედაც არ უყურებდდა
-შეხვალ თუ შევიდე?-აბაზანაზე მიუთითა
-შედი
სხაპი მიიღო და ისევ ოთახში გამოვიდა უკვე ჩაცმული დედას დაურეკა მოიკითხა ტკბილი ძილი უსურვა და ქვევით სასტუმროს აივანზე გავიდა გვიანი აივანზე ემილის გარდა არავინ იყო იქვე პუფში ჩაჯდა და თვალი ლამაზად მოციმცინე ვარსკვლავებს მიადევნა..ა;ექსანდრეზე ფიქრობდა თვალწი უტრიალებდა მისი გაბრაზებული სახე,ხვდებოდა რომ მალე ჭკუიდან გადავიდოდა ძალიან შეუყვარდა ცხოვრებაში პირველად და ასე ზლიერ ყოველთვის ეშინოდა სიყვარულის მისთვის ეს გრძნობა ტკივილის გამოხატავდა მეტს არაფერს ფიქრობდა რომ სიყვარული საჭირო არ იყო მაგრამ გულს ვერ უბრძანებო რომ ამბობენ მართალია ადამიანი რომელიც არ მოსწონდა შეუყვარდა თანაც თავდავიწყებით...
ალექსანდრემ შხაპი მიიღო ოთახში ემილი არ დახვდა ქვევით ჩავიდა წვენი გაამზადა და აივნისკენ აიღო გეზი
-რაზე ფიქრობ-გოგოს ფიქრები ალექსანდრეს ბოხმა ხმამ გაუფანტა
არაფერი უპასუხია ერთი გახედა და ისევ ცას მიაპყრო მზერა
-წვენი დალიე
-არ მინდა
-დალიე რომ გეუბნები
-თავი უუფლებო არსება მგონია რატომ მექცევი ასე?-აცრემლებული თვალები მიანათა ბიჭს
-შენ ვერ მიხვდები,
-და რატომ ალექსანდრე მითხარი სულელს ვგავარ?
-არა უბრალოდ ახლა ამის ახსნა არ შემიძლია მოვა დრო და თავად გეტყვი
საკმაოდ დიდხანს ისხდნენ პუფებში და ერთმანეთზე ფიქრობდნენ
-ოდესმე გყვარებია?-ემილის კითხვამ მოულოდნელად დააბნია ალექსი
-არა,შენ თუ გყვარებია>?
-არა
-ახლა გიყვარს?
-კი თან ძალიან მიყვარს-ემილის პასუხმა ალექსანდრეზე ძალიან იმოქმედა უცებ შეეცვალა სახე
-ვინ არის?-ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით კითხა
-ეგ არ არის შენი საქმე-მკვახედ მიუგო
ალექსი სწრაფად ავიდა ოთახში ემილის სიტვებს კარგად იაზრებდა თითქოს გულში ვიღაც ბლაგვ საგანს ურტყამდა ხელები გაეყინა იმის გააზრება რომ ემილის სხვა უყვარდა რომ მის გარდა სხვასაც შეეძლო შეხება გულს საშინლავ ტკენდა...დიხანს ელოდა როდის შემოვიდოდა ოთახში გათენებას იწყებდა ისევ აივანზე გავიდა ემილის პუფში ჩაძინებოდა ფრთხილად მიუახლოვდა შუბლზე თუჩები მიაწება ხელში აიყვანა და ოთახისკენ წავიდა...ძილშიც კარგად ირძნო ალექსადრეს გამაბრუებელი სურნელი გვერდით გადაბრუნდა დაძილი ტკბილად გააგრძელა

დილით მზის სხივებდა გააღვიძეს თვალების დრთხილად დააშორა ერთმანეთს მცელზე ვიღაცის ძლიერ ხელს გრძნობდა თვალი მის გვერდით მწოლ ალექსანდრეს ააყოლა ბიჭს მშვიდად ეძინა ძალიან ახლოს იყო მასთას გაუცნობიერებლად ჩამოსუვა თლილი თითები სახეზე ოდნავ მოზრდილ წვერი უმშვენებდა სახეს ჯერ თვალები შემდეგ ლოყები ტუჩები ნიკაპზე აპირებდა ხელის სეხებას უეცრად ალექსანდრეს პირი გახსნა ემილის თითი კბილებში მოიქცია და დაიჭირა
-ვაიმეე მეტკინა ვერულო გამიშვი
-არ მიყვარს როცა მაღვიძებენ და სხვათა შორის ამ ტუჩებს სხვა რამე უფრო ეხერხება-ირონიული ღიმილით დახედა ლიყაზე სწრაფად აკოცა და აბაზანაში შევიდა
ემილის მისი ნაკოცნი ადგილი ეწვოდა სახეზე სულ წამოწითლდა რომ მიხვდა რაც უთხრა თავის თავზე ბრაზი მოუვიდა
ოთახში მალევე შემოუვარდა ნატა
-აბა დღეს რას ვგეგმავთ?-აჟიტირებული შესცქეროდა ემილის
-აუ დღეს ბიჭები გავაბრაზოთ რა-ეშმაკური ღიმილით უთხრა ნატას
-აუ მე გუგას ვერ გავაბრაზებ-ტუჩები დაბრიცა ნატამ
-აუ ხო მომკალი რაა რომელი ჯულიეტა შენ ხარ ან ის რომეო? ცოტას ვიხალისებთ
-და რას ვაპირებთ?
-მოკლედ ახლა სანამ ესენი შხაპს იღებენ ჩვენ მანქანა მოვპაროთ რომელიმეს და სარფში წავიდეთ დავათვალიეროთ ადგილები მერე ვიყიდოთ რაღაცეეები ტელეფონები გამოვრთოთ ოღონდ საღამოს კლუბშიც წავალთ და ხვალ დავადგებით თავზე ისევ
-აუ ემილი არა ძალიან გაბრაზდებიან
-ოო მოიცა რა შენ თუ არ წამოხვალ მარტო წავალ
-აუუ კარგი ჰო
-დროზე ახლა გადი რაც გჭირდება წამოიღე
სწრაფად ჩასხდნენ ალექსის მანქანაში და ადგილს მოწყდნენ...მუსიკის თანხლებით მიუყვებოდნენ გზას სარფისკენ ემილიც მოვიდა ხასიათზე და დაიწყო მხიარულებაა...
აბაზანიდან გამოსულ ალექს ემილი ოთახში არ დახვდა იფიქრა ქვევით ჩავიდაო გამოიცვალა და აუზთან მივიდა არ იქ დახვდა მალევე დაინახა მისკენ მომავალი გუგა
--ბიჭო ნატა ხომ არ დაგინახავს?
-არა ემილისაც ვეძებ
-სად წავიდნენ ნეტა?
-შეიძლება სადმე ახლოს გავიდნენ დავურეკოთ
ალექსმა ტელეფონი ამოიღო ჯერ ნატას შემდეგ ემილის დაურეკა
-ოროვეს გამორთული აქვს
-ჯანდაბა სად წავიდნენ.ბიჭო მანქანა...შენი მანქანა სადგომზე აღარ დგას გუგამ თითი სადგომისკენ გაიშვირა
-ფუ ამის...მოგკლავ ემილი
-სად წავიდოდნენ?
-არ ვიცი მოვძებნოთ
სწრაფად ჩასხდნენ გუგას მანქანაში ვერ ხვდებოდნენ სად წასულიყვნენ


გოგონებმა ამასობასი საერფი მოიარეს ზღავზეც გავიდნენ რამოდენიმე ბიჭიც გაიცნეს....ბოლოს ისევ ბათუმში დაბრუნდნენ მაღაზიებში ბოდიალი დაიწყეს...
-აუ ემი ნახე რა ლამაზი კაბაა?
-აჰამ მიდი გაისინჯე მეც მომწონს
ნატამ სწრაფად მოირგო კაბა
-ვაუუ შოკი ხარ
-აჰაამ-სასაცილოდ შეიფერა ნატამ
ნაყინებით ხელში დააბიჯებნდენ ქუჩებში საერთოდ აღარ ახსოვდათ ბიჭები ამდენი სიარულით დაღლილები სანაპიროზე ჩამოსხდნენ
ემილი ზღვას შეჰყურებდა ნატა მშვენივრად ხვდებოდა მეგობრის ფიქრებს
-ძალიან შემიყვარდა ნატ ძალიან,მას არც კი ვიცი საერთოდ არ ვაინტერესებს პატარა ბავშვივით მექცევა
-ნუ ამბობ ამას შენ რა იცი....
-კარგი რა ბრმა არ ვარ არ უნდა შემყვარებოდა არააა
-მოდი ჩემთან
ხელები მოხვია და დაქალი გულში ჩაიკრა
-მორჩა გვეყოს 8 საათი ხდება წავიდეთ კლუბში
-ოქეიი
ახალი ნაყიდი კაბები გადაიცვეს და მხიარულად შეაბიჯეს კლუბში
-------------------------------------------
-ახლა გავგიჟდები სად წავიდნენ ამი დედა შევე**
-ტელეფონი მაინც ჩართონ
-ორივეს მოვკლავ
---------------------------------------
-აუ ემილი ეს მუსიკა არ მომწონს მე-კარგად შეზარხოშებული ნატამ ემილის ჩაკივლა ყურში
-მოიცაა
ძლივს მიბაცალდა დიჯეისთან მუსიკის შეცვლა თხოვა მანაც რათქმაუნდა უარი არ უთხრა
-აჰა ეს მოგწონს?
-აჰამ
ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ ბარის შუაგულში იდგნენ და გიჟებივით ცეკვავდნენ დრო ისე გავიდა ვერაფერი გაიგეს...კიდევ დიდხანს იქნებოდნენ იქ რომ არა ალექსადრე და გუგა ემილიმ შორიდან შეამჩნია ისინი
-აუ დაგვერზა ნახე კარებში ვინ დგას?
-ვინ აბა-ნატამ ემილის თითს თვალი გააყოლა და სახე გაწითლებული გუგა რომ დაინახა ლამის იქვე წაიქცა
-ვაიმე გავიქცეთ-ორივემ ერთად დაიყვირა და ბარის ბოლოში წავიდნენ
-აუუ ორად რატომ ვხედავ?
-ბევრი დავლიეთ
-ვაიი-ნატას ფეხი გადაუბრუნდა სიჩქარეში და ძირს დაებერტყა
-გაიხადე ფეხზე და გავიქცეთ
-დაგვიჭერენ
-ადექი დროზე-ასე ძლივს ძლივობით კლუბის უკანა გასასვლელთან მივიდნენ სიცვა ჰაერმა ცოტა შეაფხიზლა გოგონები
-წამო დროზე-ცდილობდნენ რაიმე დაენახათ ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და გზას გაუყვნენ
-აუ სად მივდივართ?
-არ ვიცი მთავარია მაგათ დავემალოთ
ალექსადრემ და გუგამ კლუბში მოცეკვავე გოოგნები რომ დაინახეს სახე წაშლილი იდგნენ ერთ ადგილას და მათი მოკვლის გეგმას ადგენდნენ..მაგრამ ხალხსი ორივე დაეკარგათ ძლივს გაიკვლიეს გზა კლუბის უკანა გასასვლელთან მივიდნენ მაგრამ არავინ იყო
-წამოდი შორს ვერ წავიდოდნენ
არც ემილის არც ნატას ადგილი არ ეცნობოდა მიდიოდნენ ბანცალ ბანცალით მაგრამ სად არ იცოდნენ გზაში ოთხი ბიჭი აბიშეხვდათ ისე აუარეს გვერდი ვითომ არც დაუნახიათ თავისფლად გააგრძელებდნენ გზას რომ არა ხმა უკნიდან
-ჰეი ლამაზებო საით-ერთ ერთი იმ ოთხიდან წინ წავიდა გოოგნებს წრე შემოარტყეს
-გაიწიე სანამ მთელი ხარ-შეუბღვირა ემილიმ
-ოუუ ნუ კაპასობ პატარაა,კარგად გაერთობით
-ხელი გაწიე-ემილის ერთ ერთმა წელზე მოხვია ხელი ფართხალებდა მაგრამ მთვრალი რას გააწყობდა ნატამ ტირილი დაიწყო ერთ ერთმა ყბაზე ხელი მოუჭირა
-ნუ მოთქვამ
ბიჭი ნატას კოცნას აპირებდა უეცრად ძლიერი ხელი მოხვდა სახეში იმდენად ძლიერად დაარტყეს წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ძირს დავარდა გუგა მხეცს დაემსგავსა ბიჭს მივარდა და მანამ ურტყა სანამ სისხლი არ დაინახა სახეზე ალექსანდრე სამს ერთად იგერიებდა რომელიღაცამ მასაც დაარტყა მაგრამ იმ წამს არაფერსზე ფიქრობდა ოთხივეს მოკლავდა ემილის კივილს ხმა რომ არ გაეგო
-კარგიი შეწყვიტეთ მოკლავთ
ოთხი დასისხლიანებული ბიჭი იწვა ძირს ალექსანდრემ ერთი შეიკურთხა და ემილისკენ წავიდა გოგომ ასეთი ალექსადრე პირველად ნახა
-არ მომეკარო იცოდე-სეშინებულმა უყვირა ბიჭს და ტყისკენ გაიქცა მთვრალი მირბოდა ხის ფესვზე წამოედო ფეხი დაეცემოდა რომ არა ალექსადრეს ძლიერი ხელები
-სულელო ბავშვო მოდი აქ-გაბრაზებულმა აიყვანა ხელში და მანქანისკენ წავიდა..გუგას ნატა მანქანაში ყავდა გოგო სეშინებული უყურებდა ბიჭმა რაღაცის თქვა დააპირა პირი გახსნა თუ არა ნატამ კივილი დაიწყო
-მაპატიე მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო ცოტა გავერთეთ თქვენი გაბრაზება გვინდოდა-ცრემლებად იღვრებოდა და გუგას შეშინებული უყურებდა
-ახლავე გაჩუმდი მეტკინა ყურები-გუგამ რაც შეეძლო სერიოზულად უთხრა ძლივს იკავებდა სიცილს
-კარგი კარგი ოღონდ ერთი მითხარი ხომ არ დამშორდები?-საწყალი თვალებით შეხედა
-უკვე დაგშორდი მორჩა-ეს რომ უთხრა თავი გვერძე შეატრიალა არ უნდოდა ნატას მისი სიცილი დაენახა
-რა? არა გუგა გთხოვ ხომ იცი როგორ მიყვარხარ
-მაგაზე ხვალ დაგელაპარაკები ახლა გაჩუმდი
ნატა ხმას აღარ იღებდა ჩუმად იჯდა და ტიროდა გუგას ნამდვილად არ უნდოდა მისი ტირილის მიზეზი გამხდარიყო მაგრამ სამაგიეროს უხდიდა თან ეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე
ალექსანდრეს ხელებში მოქცეულ ემილის ისე ჩაეძინა ვერ გაიგო როგორ ჩასვეს ჯერ მანქანაში შემდეგ საწოლში
დილით,უფრო სწორად შუადრეს ემილი საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიზა თითქოს თავში ვიღაც მუშტებს ურტყამდა პირი უშრებოდა თვალები ძლივს დააშორა ერთმანეთს ირგვლივ მიმოიხედა თუ არა ალექსანდრეს გაბრაზებულ მზერას გადააწყდა
-აუუ თავი,მიდი რა წყალი მომაწოდე-ლოტი კაცივით უთხრა
-თავის ტკივილზე მაშინ უნდა გეფიქრა ასეთ სისულელეს რომ აკეთებდი
-რა გავაკეთე-გულწრფელად გაიკვირვა
-აჰა ანუ არაფერი გახსოვს-დამცინავად უთხრა
-აუ მოიცა მგონი კი ჯერ სარფში წავედით ზღვაზე ორი ბიჭი გავიცანით მერე...
-მოიცა რა ქენით-ალექსანდრემ შეაწყვეტინა
-აჰჰ არაფერი ისეტი-მიხვდა რაც უთხრა საწყლად გაიცინა და ლოგინიდან წამოდგა
-ახლა კარგად მომისმინე-ალექსანდრე ახლოს მივიდა
-მეორედ ასეთ რამეს გააკეთებ და შენ თავს დააბრალე რაც მოგივა არ გაბედო ჩემი ნებართვის გარეშე სადმე წასვლა ერთი კვირა არ გასულა ჯერ-ეუბნებოდა თან წინ მიდიოდა საწყალი გოგო უკან იხევდა მანამდე სანამ კედელს არ აეკრო
-შენი მონა არ ვარ-ძლივს გასაგონად თქვა
-არც მიფიქრია შენი დამონება
-აბა ახლა რას აკეთებ
-აუ შენი თავი არ მაქ წადი გამოიცვალე და ქვევით გელოდები
ძლივს გამოფხიზლებული ემილი ქვევით ჩავიდა ერთმანეთზე აკრული ნატა და გუგა რომ დაინახა გაეღიმა
-ოჰ გვრიტებოო
-გვრიტებოს ,მოგცემ მე შენ სად წაიყვანე ნატა გუშინ?-გაბრაზებული სახე მიიღო გუგამ
-ოჰ მოუსწრია მოყოლა გადმომაბრალა მე ჰო?
-ძალით წამიყვანე და-ახლა ნატამ ამოიღო ხმა
-აი სულ ძალით გტენიდი მანქანაში სულ ძალით-ენა გამოუყო ორივეს და ცივი წყალი დაისხა
ერთი კვირა გავიდა ემილი ალექსანდრეს აღარ ემორჩილებოდა სულ კინკლაობდნენ ხშირად ამის მიზეზი ალექსანდრეს თაყვანისმცემლები იყვნენ რომლებიც ბუზებივით ეხვივნენ ბიჭს...საბოლოოდ ძალიან კარგი დასვენება გამოუვიდათ თბილიშიც დაბრუნდნენ..პირველად ემილი მიიყვანეს სახლთან
-აბა კარგად ბავშვებო ძალიან მომეწონა თქვენთან ერთად გატარებული ზაფხული-გულწრფელი გიმიღი შეაგება სამივეს სათითაოდ ჩამოუარა ყველას გა ლოყაზე აკოცა ალექსანდრემ მარტო კოცნა არ იკმარა და გოგო გულში ჩაიკრა
-რა იყო შენ რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა-გაეცინა ემილის
ალექს არაფერი უთქვამს
-ემი სკოლის დაწყებამდე ერთი თვეა და რაჭაში ჩვენთან ერთად არ წამოხვალ?
-მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ ვერა
ნატა მიზეზს ხვდებოდა ამიტომ არაფერს აძალებდა
-რატომ?-ალექსანდრემ იკითხა
-უბრალოდ არ მეცლება?-ემილი
-ასეთი რა საქმე გაქვს?-ალექსანდრე ჩაეძია
-უბრალოდ დედასთან ერთად სამეგრელოში მინდა წასვლა,ახლა უნდა წავიდე აბა თქვენ იცით შეგეხმიანებით კარგად დაისვენეთ
სწრაფად აქცია ზურგი და სახლში შევიდა ხვდებოდა რომ ალექს ერთი თვე ვერ ნახავდა ეს გულს წყეტდა მაგრამ მასთან ერთად ყოფნაც არ უნდოდა ეშინოდა გრძნობების რომლებიც მოსვენებას არ აძლევდა
მოწყენილობა დაავიწყდა როცა მონატრებული დედა დაინახა საღამომდე ისხდნენ და ამბებს ცვლიდნენ დედის მუხლებზე ედო თავი და ყველაფერს დეტალებში უყვებოდა

ეს თავი წაიშალა(ერთ- ერთი მომხმარებლის თხოვნით)



№1 სტუმარი mariami

Shermdeegii taaviii malee daadeee raa dzaan maagaariiia

 


№2 სტუმარი Guest Tatuka20

Amiqvemot devs gagrdzelebac da dasasrulic

 


№3 სტუმარი Guest ნიკიტა

ვერ ვპოულობ გაგრძელებას და დასასრულს სამწუხაროდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent