შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექტორი (8)


7-02-2017, 21:54
ავტორი aNuGi
ნანახია 4 784

1 კვირა გადის ისე რომ ერთმანეთს მინიმალურად ვეკონტაქტებით, რამდენჯერმე ვცადე რომ ჩვენს ურთიერთობაზე გადამეკრა და როგორმე გამეღიზიანებინა, იქნებ ეს ყველაფერი დაემთავრებინა, უარი ეთქვა ჩემს მოყვანაზე, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ სასწორზე მისი რეპუტაცია იდგა, რომელშიც მთელ სულ და გულს დებდა, ამიტომ ქორწილზე თუ არ იტყოდა უარს, რაიმე ისეთი მაინც ეთქვა, ასე ახლოს ყოფნისას რომ არ გავგიჟებულიყავი მასზე უარესად, მაგრამ არა, პირიქით, რაც მეტს ვეუბნებოდი მით უფრო მეტს მიცინოდა, მერე წამეთამაშებოდა და საძინებელში ადიოდა. მე კიდევ გაოცებული შევყურებდი იმ ადგილს სადაც იდგა, ვერაფრით ვერ ვხსნიდი მის დამოკიდებულებას, ნუთუ საერთოდ არ აწუხებდა ის ფაქტი რომ მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი?! ან კატო სად დაიკარგა?! რატომ არ ამბობდა არაფერს.
ხვალ ჩვენი ქორწილია, ყველაფერს თვითონ აგვარებს, არ ვერევი, წესით გოგოსთვის ყველაზე ბედნიერი დღე ახლა ყველაზე უემოციო და მშრალია, არც ველოდები, არც ვღელავ, კაბაც კი არ მაქვს შერჩეული.
- რას შვები დეა? - ანჩოს მხიარული ხმა ჩამესმის და მეც მეღიმება.
- არაფერს, რავიცი, ოთახში ავდივარ
- კაბა შეარჩიე?
- კი..
- უჩვენოდ ხო? მაგაზე ცალკე მოგთხოვ პასუხს დამაცადე! - მემუქრება - ხვალ შენთან ვართ, დილიდან!
- კარგი, კარგი გელოდებით - ნერვიულად ვიცინი და საძინებლის კარებსაც ვაღებ.
ფრთხილად შევდივარ და საწოლზე დადებული ყუთი თვალს მწყვეტს, გაოცებული ვუყურებ და ნელნელა ვუახლოვდები, ვინმემ რომ დამინახოს ეგონება რომ ბომბს ვუახლოვდები, ფრთხილად და დაკვირვებით. ჩემთავზე მეცინება და სწრაფად ვხსნი ყუთს თავს. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამდის, ულამაზესი და თვალისმომჭრელი თეთრი კაბა დევს, ჩემდა გასაკვირად მოკლე, ქვემოთ ოდნავ გაშლილი და ზურგზე ამოღებული.
მეღიმება და სარკესთან ვდგები, “გარედან” ვიზომავ და უფრო მიფართოვდება ღიმილი, მომწონს თან როგორ.

***

გოგოები დილიდან თავზე დამტრიალებენ, ერთი მაკიაჟს მიკეთებს, მეორე თმებს, უკვე თავბრუ მეხვევა, წესით უნდა ვნერვიულობდე, მაგრამ არა, ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ვიცი რომ ეს ყველაფერი იძულებითია და ეს მაგიჟებს, ალბათ სიამოვნებით ავდგებოდი და გამოვიქცეოდი ჯვრისწერიდან, არ შემიძლია, ვიცი ძვირფასი “მამიკო” ყველაფერს გააკეთებს რომ დანიელი გაამწაროს.
- ვსიო, მზად ხარ! - აღტაცებული ყვირის ანჩო და სარკისკენ მატრიალებს, იქედან ლამაზად გამოწყობილი გოგო მიმზერს, თმები მაღლა მაქვს აწეული და წინ პატარა ლამაზი თეთრი გვირგვინი მაქვს დაბნეული. მეღიმება, მაგრამ ჩემი თვალები არ იცინის, ჩამქრალი თვალები საშინლად მაბუქებს და მასევდიანებს, გოგოებს აღტაცებული ღიმილიდან სევდიან ღიმილში გადასდით გამომეტყველება და აქეთ-იქედან მეხუტებიან.
- არ იტირო მაკიაჟი გაგიფუჭდება - ცრემლიანი თვალებით მეუბნება დიკო და სამივეს გვეცინება.
- აი ნახავ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება დეა! - თავზე მკოცნის ანჩო და კარებისკენ მივდივართ.



***

ვცდილობ როგორღაც ცრემლებისგან თავი შევიკავო, არ მინდა საერთოდ გავაქრო ამ დღის ხალისი, ის რაც ოდნავ მაინც გვაქვს. ფრთხილად ჩავდივარ კიბეებზე, ჯერ ალექსის და გიორგის მომღიმარ სახეებს ვაწყდები, შემდეგ კი დანიელის გაოცებულ სახეს. თვალები ისე ლამაზად უბრწყინავს, წამით მეც კი მეპარება ეჭვი ეს ყველაფერი რომ მისთვის უბედურებას წარმოადგენდეს. ხელს მიწვდის და მეც მის ძლიერ თითებს მთელი ძალით ვეჭიდები, მშვიდად ვჯდებით მანქანაში, ყოველგვარი ოვაციების გარეშე.
მშვიდად ვაწერთ ხელს და რესტორნისკენ მივდივართ, რესტორანი დახურულია, მხოლოდ 8 კაცი ვზივართ და ერთმანეთს უხმოდ ვუყურებთ.
- შეიძლება ორი წუთით გავიდეთ? - ალექსი და გიორგი ფეხზე დგებიან და ერთ-ერთი მიმართავს დანიელს, ისიც უხმოდ უქნევს თავს და უკან მიყვება ორივეს.
მეც ვდგები, ახლა საჭირო ოთახში რომ არ გავიდე, მართლა ცუდად გავხდები, გოგოებს ვანიშნებ გავდივარ მეთქი და ისინიც სევდიანი ღიმილით მიყურებენ.
ქალების ოთახისკენ მივიწევ, უეცრად დანიელის ხმა რომ მესმის.
- არაფერს არ ვაპირებ, რატომ არ გესმით? აზრი არ აქვს ახლა ამ ყველაფრის ლაპარაკს!
- აქვს, თან როგორ არ აქვს, გეყოფა დანიელ - საუბარში ერთვება ალექსი - გეყოფა, დროა უკვე ეს უაზრო სპექტაკლი დაამთავრო და ნორმალური ცხოვრება დაიწყო!
- ეგ შეუძლებელია და შენც კარგად იცი, ვერ გადავურჩებით იმას რაც უნდა მოხდეს..
- მერე უთხარი, გააგებინე, აგრძნობინე, რამე გააკეთე, ასე უმოქმედოდ ნუ ზიხარ! - მთელი ძალით ანჯღრევდა გიორგი - შენ უნდა გადადგა აქ ნაბიჯი, შენ უნდა გააკეთო ყველაფერი!
- ხოდა ვაკეთებ, ასე თუ დარჩება ყველაფერი უკეთესია, არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი!
- არ გესმის არაფერი ხო? მაინც არაფერს გააკეთებ, აზრი არ აქვს ამდენ ლაპარაკს და ჩხუბს - უღონოდ ჩამოყარა გიორგიმ ხელები და ნერვიულად გაუკიდა სიგარეტს - კარგი! მერე არ ინანო იცოდე, დამიჯერე, ვერაფერი გიშველის!
- ვიცი რასაც ვაკეთებ! - ჩაიღრინა და კარებისკენ წამოვიდა. უცებ შევიმშრალე ცრემლები და სწრაფად შევედი ოთახში.
გულამოვარდნილი, ვცდილობდი როგორმე დავმშვიდებულიყავი, ვერ ვხვდებოდი ჩემს ირგვლივ რა ტრიალებდა, რა ხდებოდა, რაზე ლაპარაკობდნენ, ყველაფერი ირგვლივ საიდუმლოებებით იყო მოცული და მთელ სხეულს მიწვავდა. ვგრძნობდი რომ დიდი საფრთხე იყო ირგვლივ, ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველაფერი ჩამოიშლებოდა, დინებას უნდა მივყოლოდი, მაგრამ ასე ხელებდაკრეფილი როგორ ვყოფილიყავი? მინდოდა ყველაფერი გამერკვია, მინდოდა მცოდნოდა სიმართლე. ნერვიულობისგან მთელი სხეული მიცახცახებდა, ლამის ფრჩხილები დავიჭამე. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე ვიღაცამ რომ მსუბუქად დააკაკუნა კარებზე.
- გისმენთ! - გამტყდარი ხმით ოდნავ ხმამაღლა წარმოვთქვი და დაველოდე პასუხს.
- მე ვარ, დანიელი, გამიღე
- ახლავე! - ცრემლები სწრაფად შევიმშრალე და მაკიაჟი შევისწორე ცოტა.
ფრთხილად მივედი კართან და გავუღე, ეგრევე შემოვიდა, გაბრაზებული გამომეტყველებით წამოვიდა ჩემკენ, რაც შემეძლო უკან ვიხევდი, მაგრამ ბოლოს კედელზე აკრული აღმოვჩნდი, აქეთ-იქეთ უმწეოდ გავაცეცე თვალები და შემდეგ ისევ გავუსწორე დამფრთხალი მზერა.
- რას აკეთებდი? - აქეთ იქედან ლოყებზე შემომაჭდო თითები და თვალებში ჩამაშტერდა.
- მე… - ავბლუყუნდი - მეე, მეე..
- რაო? - ტუჩის კუთხეში ოდნავ აუხტა ღიმილი და ხელი ქვემოთ ჩააცურა, შევკრთი და შემაკანკალა, მისი თითები ჩემი კაბის ბოლოს ჩაებღაუჭა და ოდნავ ზემოთ აიწია, ფრთხილად მოძრაობდა, თითქმის არ მეხებოდა კანზე მაგრამ საშინლად, საშინლად მწველი ჟრუანტელი მივლიდა სხეულში. ფეხს ხელს ააყოლებდა, ჩამოაყოლებდა და დაჟინებით მიყურებდა თვალებში, თითქოს ცდილობდა ჩემი რეაქციები შეესწავლა.
- რატომ კანკალებ? - უცნაური, უფრო ბოხი ხმით დაიჩურჩულა და სახე უფრო ახლოს მოსწია.
- მეე..
- უკვე 10 წუთია მაგ სიტყვის მეტი არაფერი გითქვამს - ჩაიცინა და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, მისი სუნთქვა პირდაპირ სახეზე მომეფრქვია და თითოეულ უჯრედში გამიჯდა.
- რას აკეთებ? - ძლივს შევაკოწიწე გაფანტული გამბედაობა და ისე ვკითხე.
- მე გეფერები, შენ? - ვითომც არაფერიო, ისე მიპასუხა და ვიგრძენი როგორ გამიშეშდა სხეული.
- მეფერები? - აკანკალებული ხმით ძლივს ვთქვი და ოდნავ მოვეშვი, დაჭიმული სხეული საშინლად მტკიოდა.
- ხო რა მოხდა, ჩემი ცოლი არ ხარ? - უცნაურად შეკრა წარბები.
- მე კი ვარ, უბრალოდ შენ.. კატო…
- კატო რა შუაშია, ჩვენს ოჯახთან? - მობეზრებულად აატრიალა თვალები დანიელმა. ტანში გამცრა, “ჩვენი ოჯახი”-ო, სასიამოვნოდ მიტრიალებდა გონებაში და ვგრძნობდი როგორ გადაეცემოდა ბედნიერების იმპულსები, ერთი უჯრიდან მეორეს.
- ის ხომ შენი..
- მორჩი მაგაზე ლაპარაკს! - მკაცრად მითხრა და ცხვირზე მაკოცა მოწყვეტით - როგორც ჩანს, ჩემი გეშინია!
- მე არ მეშინია შენი - შუბლშეჭმუხნულმა გავუსწორე მზერა, მაგრამ ეგრევე დავიშალე ნაწილებად, როდესაც მის მოცინარ თვალებს წავაწყდი.
- ხო გეტყობა - გაიცინა და კიდევ ერთხელ მაკოცა ცხვირზე, შემდეგ მზერა არ მოუშორებია ისე შემომხვია ერთი ხელი წელზე და სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა.

***

მაგიდასთან ისეთი აფორიაქებული დავბრუნდი, ძლივს დავიწყნარე მოკანკალე სხეული და ბავშვების მხიარულებას შევუერთდი. წეღანდელისგან განსხვავებით, სხვანაირად ჟღურტულებდა ყველა, მეც ვცდილობდი ავყოლოდი და შინაგანი ეჭვი, რომელიც ყველაფერს მიღრღნიდა ცოტა ხნით მაინც გამეგდო სხეულიდან.
მშვიდად ადგა, ჩემს გვერდით მჯდომი დანიელი და ჩემკენ დაიხარა ოდნავ, შეცბუნებულმა გავუსწორე მზერა და შემდეგ მის გამოწვდილ ხელს დავაკვირდი.
- მეცეკვება ჩემი ქალბატონი? - მომნუსხველი ტონით მითხრა, ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა და მის ნატიფ თითებს მთელი ძალით მოვეჭიდე.
ზუსტად შუაში ვიდექით, მას ჩემს წელზე ჰქონდა მკლავი ძლიერად შემოხვეული, მეორე ხელში კი ჩემი თითები ჰქონდა მოქცეული, დაბნეული შევყურებდი, ვერ ვხვდებოდი მისი ასეთი უეცარი ცვლილებები რას ნიშნავდა. მის მხარზე, ძლივს მოკრებილი გამბედაობით მოვათავსე თითები და სხეულში ერთიანად დამიარა ცხელმა ლავამ, უფრო ახლოს მიმიკრა და ძლივს შესამჩნევად აუხტა ტუჩის კუთხეში ღიმილი.
მერე.. უეცრად, არსაიდან ვარდის ფურცლები წამოვიდა ზემოდან, ნაზად, ფარფატით ჩამოდიოდა თითოეული, ზოგი მხრებზე, ხელებზე, თმებზე გვეფინებოდა და იქ იკავებდნენ ადგილს, ზოგიერთი კი ნელნელა ეშვებოდა ქვემოთ და ულამაზეს სანახაობას ჰქმინდა. მონუსხული ვიდექი, ზემოთ ვიყურებოდი და მთელი გულით მეღიმებოდა, დანიელი კი მატრიალებდა, მატრიალებდა დაუსრულებლად, იმ წამს უბედნიერესი ვიყავი, ჩვენს ირგვლივ არავინ და არაფერი არსებობდა. იმ წამად მიღირდა ყველაფერი, ყველა თითოეული წუთი ჩემი ცხოვრების.

***

სახლში ძალიან გვიან დავბრუნდით, ოდნავ შემთვრალი ძლივს მივბარბაცებდი კიბეზე, ცალი ხელით დანიელს ვეჭირე, ცალით კი მოაჯირს ჩავფრენოდი და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი თითებს.
- დეა, წამოდი ოთახში შევიდეთ!
- არა - თავი გავაქნიე და იქვე ჩავჯექი - არ მინდა მე ოთახში!
- ნუ ბავშვობ, წამოდი - წელზე ხელი მომხვია და წამომაყენა, წამით ისე ახლოს მოვხვდი მასთან რომ ისედაც ალკოჰოლით გაჟღენთილი, უარესად გავბრუვდი მისი სურნელის აღქმისას და ვერაფრით ვერ მოვწყვიტე მზერა.
- დეა - ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა და თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადაიტანა, შემაკანკალა და უფრო მჭიდროდ შემოვხვიე მკლავები.
- ჰო - თვალებში უფრო დაჟინებით ჩავაშტერდი, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი მის ემოციას. უეცრად დაიხარა, ხელში ამიტაცა და მთელი გრძნობით მაკოცა ტუჩებში.
ისეთი ძალით, ვნებით და ჟინით მკოცნიდა რომ რამდენიმეჯერ უნებურად წამსკდა კვნესა, მისი სხეული ერთიანად ცახცახებდა, მისი ძლიერი ხელები ჩემს წელს იყო შემოხვეული და უფრო ძლიერად მაკრავდნენ მის გულმკერდს. გაძალიანებას აზრი არ ჰქონდა, მეც მინდოდა მისი ტუჩების გემო შემეგრძნო, ხან ზედას, ხან ქვედა ტუჩს მიკოცნიდა, ტუჩებს ენას, ენას კი კბილებს ანაცვლებდა, პირში სისხლის გემო ვიგრძენი, მაგრამ მაიცნ არ შეუჩერებია კოცნა, ადგილიდან არ ვიძროდით, არც თვითონ დგამდა ნაბიჯს, არც მე. უბრალოდ ვიდექით ასე, შუა დერეფანში და ვნებისგან გაგიჟებულები ვკოცნიდით ერთმანეთს.
ბოლოს ჰაერი რომ აღარ გვეყო, მძიმედ მომშორდა, როგორც პირველად ჩემს მხარზე ჩამოდო თავი და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
- დავიძინოთ! - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ამომხედა, გამიღიმა და ხელჩაკიდებულმა შემიყვანა საძინებელში.
გაოცებული ვუყურებდი ისევ და თვალებს ვაფახულებდი.
- სააბაზანოთი ჯერ შენ ისარგებლე, მერე მე, კარგი? - გამიღიმა და ერთ-ერთი უჯრიდან პირსახოცი ამოაძვრინა. უხმოდ დავუქნიე თავი, პირსახოცი გამოვართვი და სააბაზანოში შევაბიჯე.

***

სააბაზანოდან რომ გამოვედი, სავარძელში დამხვდა, თავი უკან ჰქონდა გადაგდებული და მშვიდად სუნთქავდა, კარის ხმაზე შეკრთდა და რამდენიმე წამში დაბინდული მზერით გადმომხედა.
- შეგიძლია შეხვიდე - ძლივს გასაგონად დავიჩურჩულე და საწოლისკენ წავედი, საბანი გადავწიე და შიგნით შევწექი, ცივი მატერიის შეხებაზე უსიამოვნოდ გამცრა, მაგრამ მალევე გავთბი და უაზროდ მივაშტერდი ჭერს.
მომავალი ყველაზე მეტად მაშინებდა, არ ვიცოდი როგორი იქნებოდა ხვალინდელი დღე, რამდენი ხანია კატოს არ გამოჩენილა, იქნებ რაიმე ცუდს გვიმზადებს? ან საერთოდ დაანება თავი დანიელს? მაგრამ მეეჭვება, ასე ადვილად დანებებულიყო, ასე ადვილად არ წავიდოდა დანიელის ცხოვრებიდან. მე დავიკავე მისი კუთვნილი ადგილი, მე წავართვი ყველანაირი უფლება, მე მივისაკუთრე ის რაც წესით მისი უნდა ყოფილიყო.
ღრმად ამოვისუნთქე და გვერდი ვიცვალე, არ მინდოდა ამ ყველაფერზე ფიქრი, მაგრამ არ მასვენებდა არცერთი აზრი, ქსელებივით იკლაკნებოდნენ თავში და უარესად მრევდნენ.
რამდენიმე წუთში სააბაზანოს კარიც გაიღო და იქედან წელზემოთ შიშველი გამოვიდა დანიელი, პირსახოცი მხოლოდ ქვემოთ ჰქონდა შემოხვეული და მისი დაკუნთული სხეული უფრო კარგად ჩანდა.
ჟრუანტელმა თავიდან ბოლომდე დამიარა, ვიგრძენი როგორ ამეწვა უჯრედები და ტემპერატურა საშინლად მოემატა სხეულს, ხელები ამიკანკალდა, ისე მინდოდა მივსულიყავი და მოვხვეოდი რომ ძლივს დავიმორჩილე ფეხები. მთელი ძალით ვიყავი საწოლის კიდეს ჩაფრენილი და ვცდილობდი ჩემი სუნთქვითაც არ გამეცა ჩემი თავი. თვალები ძლიერად დავხუჭე, რაც შემეძლო უმოძრაოდ ვიყავი და ნელნელა ვსუნთქავდი.
- დეა, ცუდად ხომ არ ხარ? - ჩემთან ძალიან ახლოს გაჩნდა და მისი სუნთქვა სახეზე მომაფრქვია, როგორც კი გავახილე თვალები მის განიერ გულმკერდს წავაწყდი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
- არა.. დავიღალე.. უბრალოდ.. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოვთქვი ძლივს და ისევ დავხუჭე თვალები, მაგრამ სურნელს, რომელიც მისი სხეულიდან მოდიოდა ვერსად გავექცეოდი, პირდაპირ ტვინში მირტყამდა და ცდილობდა მის აზრზე გადაეყვანა სხეული.
- კარგი, დაიძინე - ნაზად ჩამომისვა თმებზე ხელი, შემდეგ დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
ამოვისუნთქე, გულზე მომეშვა ჩემი მდგომარეობა რომ ვერ შენიშნა, ოდნავ მომიდუნდა სხეული, დაჭიმული კუნთები ერთიანად ამტკივდა და სხეულში უსიამოვნოდ მტეხდა.
ვეცადე უფრო კომფორტულად დავწოლილიყავი, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ამასობაში დანიელიც მომიწვა, იმდენი ვიწრიალე, სანამ ცხვირით არ ავეკარი გულმკერდზე და გაფართოებული თვალებით მივაშტერდი მის რეაქციას, მთვარის შუქი ოდნავ ანათებდა მის სახეს, ღიმილშეპარული დამყურებდა ზემოდან, მერე ოდნავ გვერდზე გადახარა თავი, როგორც ჩვევია, დაჟინებით მიყურა შეშინებულ და აღშფოთებულ თვალებში, დაიხარა, მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში, ხელები მომხვია და უფრო ძლიერად ამიკრა სხეულზე.
- დაიძინე, დეა - ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა და ღრმად ამოისუნთქა.
რამდენიმე წუთი გაშტერებული ვიწექი, ვცდილობდი მომხდარის გაანალიზებას, მერე ნელნელა შემომეპარა ძილი, დაღლილობამ თავისი ქნა და თვალები დამეხუჭა.

***

დილით გემრიელმა სურნელმა გამაღვიძა, ყავის და რაღაცის სუნი ერთმანეთში ირეოდა და საოცარ არომატს ქმნიდა, სწრაფად წამოვდექი, სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე და ხალათით ჩავირბინე ქვემოთ.
სამზარეულოს კარზე შევჩერდი, ღიმილით მივაშტერდი მოფუსფუსე, ფქვილში ამოთხვრილ დანიელს, ფრთხილად რომ ცდილობდა ბლინებისთვის ლამაზი ფორმა მიეცა, გაფუჭებულ ან უცნაური ფორმის ბლინზე ჩუმად იგინებოდა და შუბლს სასაცილოდ კრავდა. ჩუმად შევიპარე და მაღალ სკამზე შემოვჯექი, თან როგორც ჩანს მისთვის გამზადებული ყავიდან რამდენიმე ყლუპი დავლიე და ნეტარებისგან თვალები მივლულე, დილით ყავა პირველი წამალია თავის ტკივილის.
- გაუღვიძია ჩემს ქალბატონს - სიცილით შემობრუნდა და ცხვირზე დამკრა თითი - ჩემი ყავის დალევისთვის, სასჯელი დაიმსახურე!
- კარგი რა, სულ რაღაც ორი ყლუპი დავლიე - საწყალი სახე მივიღე და მაგიდაზე ჩამოვდე თავი.
- დაიცადე ორი წუთი და ბლინებიც მზად იქნება, ნუტელაც აქვეა და მაგ შენს თავის ტკივილსაც მალევე გავაგდებთ გარეთ! - სიცილით ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი უცნაური ფორმის ბლინი გადმოიღო თეფშზე.
ჩამეცინა, თვითონ კი წარბაწევით გადმომხედა.
- დამცინი ქალბატონო?
- როგორ გეკადრება! - შევიცხადე მე - მალე მორჩები დანიელ?
- აჰა, მოვრჩი - ბოლოც გადმოიღო თეფშზე, შემდეგ ნუტელა დადო მაგიდაზე და ჩემს წინ დაიკავა ადგილი - აბა შემიფასეთ!
გავუღიმე, ერთი ბლინი გადმოვიღე და გულმოდგინედ წავუსვი ნუტელა, მის მომლოდინე თვალებზე ჩამეცინა, ჩავკბიჩე და თვალები მივლულე, იმდენად გემრიელი აღმოჩნდა რომ სწრაფად შევჭამე დარჩენილი ნაწილი, ყავაც მივაყოლე და მეორე დავწვდი. მთელი ამ დროს მანძილზე, როგორც შევამჩნიე ღიმილით მადევნებდა თვალყურს.
- გასაგებია რომ მოგეწონა - გაიცინა და თვითონაც გადაიღო.
სიცილ-კისკისში გავატარეთ საუზმე, მისი ყველა ნაკვთი იცინოდა, თითოეულ მოძრაობაში ეტყობოდა ბედნიერება, ასე მეგონა ჯერ კიდევ სიზმარში ვიყავი და არც მინდოდა რომ გამოვფხიზლებულიყავი, მინდოდა სულ ასე ვყოფილიყავით.
ჭამა კარზე გაბმულმა ზარმა გაგვაწყვეტინა, დინჯად წამოდგა დანიელი, ხელები დაიბანა და კარების გასაღებად წავიდა.
რამდენიმე წუთში ზუსტად იმ ფეხსაცმელების ხმა გავიგონე, ასე რომ მეშინოდა მისი გამოჩენა..

***

კატო სამზარეულოს კარებში შეჩერდა, მხრებში გამართული, თავაწეული ნერვიულად ათამაშებდა თითებს და თან ღრმად სუნთქავდა, შემდეგ უცნაური მზერით გადმომხედა, ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და პირდაპირ კაბინეტისკენ წავიდა.
გაოცებულმა გავაყოლე თვალები, შემდეგ ნელა წამოვდექი და კაბინეტს მივუახლოვდი. მინის კედლიდან კარგად ვხედავდი მათ სერიოზულ სახეებს, რაღაცაზე გაცხარებით რომ კამათობდნენ, დანიელს აშკარად უფრო ეშლებოდა ნერვები, კატო კი მშვიდი გამომეტყველებით იჯდა და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.
მერე დანიელი წამოხტა, ისევ ისე ჩაავლო მხარში ხელი და ოდნავ შეანჯღრია, არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ კარგი არაფერი ხდებოდა. ვერ ვხვდებოდი კატოს დამოკიდებულებას, წესით ის უნდა ყოფილიყო გაბრაზებული, აქ კიდევ დანიელის გაბრაზება აშკარად ჭარბობდა.
უცებ ხელი შეუშვა უხეშად და ფანჯრისკენ გატრიალდა, ნერვიულად ისწორებდა თმებს და საროჩკას, აქედანაც კარგად ჩანდა როგორ ცახცახებდა მთელი სხეულით.
რამდენიმე წუთში შემობრუნდა, თავი დახარა და რაღაც წაიბუტბუტა, რასაც კატოს ფეხზე წამოდგომა მოჰყვა და უცნაური მზერის გაცვლა ერთმანეთში.
მერე, მერე მივიდა კატო და მთელი ძალით მოეხვია, ცუდად გავხდი ამ სანახაობაზე და სწრაფად გავეცალე იქაურობას. ვხვდებოდი ორი ადამიანის უბედურების მიზეზი ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი, ახლა ჩემს ადგილას კატო უნდა მდგარიყო, კატოს უნდა ჰქონოდა ის უფლებები რაც მე გამაჩნია, მაგრამ ძვირფასმა მამინაცვალმა ყველაფერი წაართვა მასაც და მეც! მინდოდა დანიელის ცოლობა, მაგრამ ასე არა.
ღრმად ამოვისუნთქე და აკანკალებული ხელები ჩაის ფინჯანს შემოვაჭდე, მინდოდა ოდნავ მაინც დავწყნარებულიყავი, არ მინდოდა რომელიმეს შეემჩნია ჩემი მდგომარეობა.
მერე, ისევ ეს აუტანელი ქუსლების კაკუნი გავიგე, სამზარეულოში შემოვიდა კატო და ჩემწინ დაიკავა ადგილი.
დაჟინებით მიყურებდა, მე ჩაის ვუყურებდი და ვერც ვითვლი მერამდენედ ვურევდი.
- დეა! - მკაცრად მომმართა, იმდენად მკაცრად რომ მაიძულა თვალებში შემეხედა.
- გისმენ - მშვიდად ვუპასუხე და კოვზი მაგიდაზე დავდე.
- რადგან აქამდე მოვიდა საქმე, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, ზედმეტებში ნუ გადახვალ, ამჯერად ეს ბოლო გაფრთხილება იქნება! მე მეტს აღარც გავიმეორებ და აღარც გავაკეთებ რაიმეს. თავს გაუფრთხილდი და ზედმეტი შარი არ გინდა, დამიჯერე, აქ ყველაზე ნატკენი და განადგურებული შენ გამოხვალ რომ რამე.. ასე რომ, დაფიქრდი, სანამ უაზრო ნაბიჯს გადადგამ აწი!
- მე.. ვერ ვხვდები რაზე საუბრობ - ენა დამება და თვალი ავარიდე.
- დანიელის გარეშე, არაფერი მოიმოქმედო და არაფერი გააკეთო, შენთვისვე ვამბობ! აქ ყველაფერი იმაზე რთულად არის, ვიდრე შენ წარმოგიდგენია და ვიდრე მე წარმომედგინა თავის დროზე. არ გირჩევ, უაზრო თამაშს, არც თავის გასულელებას, დაიმახსოვრე რასაც გეუბნები!
- კარგი კატო, ვიმახსოვრებ - მზერა გავუსწორე - და გავითვალისწინებ აუცილებლად - მტკიცედ ვუთხარი და ჩაი მოვსვი, ოდნავ განცვიფრება დაეტყო სახეზე, შემდეგ ნაბიჯების ხმაზე შეკრთა და ფეხზე წამოხტა. კიდევ ერთი დამრიგებლური მზერა მესროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
ერთი ამოვიოხრე და გავაგრძელე ჩაის სმა, დამღალა ამ გამოცანებით ლაპარაკმა, გუშინ ბიჭების ლაპარაკი, დღეს კატოს დარიგებები, ხვალ ალბათ კიდევ ვიღაც მოვა და დამარიგებს ჭკუას როგორ უნდა მოვიქცე, ჯობია აღარაფერი ვიკითხო, მაინც ვერ მივიღებ პასუხს და მშვიდად მაინც ვიქნები, ზედმეტად არ ავიტკიებ თავს.

***

რამდენიმე წუთში შემოვიდა დანიელი, ღიმილით გადმომხედა და ჩემს წინ დაჯდა, ხო ვთქვი კიდევ ერთი მოვა და დამიწყებს ლექციების კითხვას მეთქი?! ამჯერად ლექტორი მოვიდა.
- რას აკეთებ? დღეს რა გეგმები გაქვს?
- არაფერი, არდადაგების ბოლო დღეა და თავისუფლებით ვტკბები, შენ?
- მეც, არაფერს! არ გინდა გავისეირნოთ?
- დანიელ, შენი არ მესმის, ახლახან გააცილე შეყვარებული და მე მთავაზობ სეირნობას? - თვალები ავატრიალე მობეზრებულად - ამიხსენი, ეს რამე ახალია და მე არ ვიცი?!
- დეა, რატომ ართულებ ყველაფერს?
- არაფერს არ ვართულებ, ნუთუ ასეთი რთულია ჩემი დამოკიდებულების გაგება? არ მესმის, ვერ ვიგებ, რას ნიშნავს შენი საქციელი, თუ ასე გინდოდა სეირნობა, რატომ არ გაყევი? თუ დამნაშავედ გრძნობ ჩემს წინაშე თავს, სულ ტყუილად, მე არ გთვლი არაფერში დამნაშავედ, არც გავალდებულებ რამით, ეს ქორწინება არაფერს არ ნიშნავს, საერთოდ არაფერს!
- დეა! - ფეხზე წამოხტა წყობიდან გამოსულმა და ხელი ძლიერად დაარტყა ზედაპირს.
- გისმენ!
- ჩემი ცოლი ხარ! ჩემი ც ო ლ ი! - დამიკონკრეტა და ჩემკენ გადმოიხარა წარბებშეკრულმა - გასაგებია? შენ იმაზე მეტი უფლება გაქვს ბევრად, ვიდრე გამვლელს და თუნდაც კატოს, მეც ანალოგიური და არ ვაპირებ ამ უფლებების არც მოშლას, არც მორღვევას და არც დარღვევას, შენ შეგიძლია მითხრა ყველაფერი, მაგრამ ამაში არ შედის ჩემი დამოკიდებულების აბუჩად აგდება და აგრესიის გადმონთხევა ყველგან, სადაც კი გაგივარდება მომენტი!
- მე აგრესიას არ ვანთხევ, ამიხსენი რა როგორაა, ვის რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში და გავიგებ! დამღალა ამ გაუგებრობამ და ამოცანებმა!
- შენ ხარ ჩემი ცოლი და დგახარ ყველაზე მაღლა, ვინც ამ სახლში მოდის! გასაგებია? ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს კატო, იქნება ეს გიორგი თუ ალექსი, იქნებიან ეს შენი დაქალები თუ ჩემი ნათესავები. შენ იმ დღიდან რაც მე ცოლად მოგიყვანე ხარ პირველი! ყველაზე მეტი უფლების მქონე ამ სახლში და ჩემთან მიმართებაში. კიდევ ავხსნა? თუ გაიგე?
- გავიგე - უემოციოდ ჩავილაპარაკე, მაგრამ ვგრძობდი თითოეული სიტყვა როგორ მედებოდა გულზე და ძლიერად ეჭიდებოდა მის კედლებს, ვგრძნობდი როგორი ძალით ფეთქავდა და როგორ მიოფლიანდებოდა ხელის გულები, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი, პირიქით, უემოციო სახით დავყურებდი ჩაის ფინჯანს.
- გიორგი და ალექსი მოვა მალე - ამოიოხრა და ნაწყენი მზერით გადმომხედა.
- გავაკეთებ რამეს! - მსუბუქად გავუღიმე
- კარგი - ჩაიდუდღუნა და სამზარეულოდან გასვლა დააპირა, ვერ მოვითმინე, არ მომწონდა მისი ნაწყენი ტონი, არ მინდოდა მისი დამოკიდებულება შეცვლოდა. ფეხაკრეფით მივედი და ზურგიდან ჩავეხუტე.
- მაპატიე რა, ემოციების ბრალია, ვიცი რომ გაწყენინე! - ამოვიკრუსუნე და უფრო ძლიერად ჩავეხუტე, ჩემს თითებთან მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი და ეგოისტურად მსიამოვნებდა. მერე ხელები დამიჭირა და ქვემოთ დამაშვებინა, გულში ტკივილმა გამკრა და თვალები ამიცრემლიანდა, უცებ რომ შემობრუნდა და გულში ჩამიკრა, ემოციებისგან ოდნავ შევკივლე და ცრემლები გადმომცვივდა.
- რა გატირებს, დეა? - სიცილით დამხედა და შუბლზე მაკოცა - სულელი ბავშვი!
- აბაა, მოვედი მისტერ სიმპატიურობა, გაგიჟება, გადარევა და თუ ცელქობთ გადადეთ ყველანაირი საქმე! - გიორგიმ მთელი ძალით დაიღრიალა და პირდაპირ შემოვარდა სამზარეულოში, უკან ალექსი მოყვებოდა სიცილით პარკებით ხელში.

დიდი მადლობა ყველას ასეთი თბილი კომენტარებისთვის <3
იმედი მაქვს მოგწონთ, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის... <3
შემდეგი თავი დაიდება ხვალ საღამოს, ან როგორც კი დავწერ ეგრევე დავდებ გპირდებით <3
ჩემი სტიმული ხართ! <3
ძალიან მიყვარხართ! <3



№1  offline წევრი mia15

Dzalian momwons da velodebi shemdeg tavs.

 


№2  offline წევრი aNuGi

mia15
Dzalian momwons da velodebi shemdeg tavs.

დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი mia15

Arapris:-*

 


№4 სტუმარი Guest Everything

საოცრება ხარ ანუკიი და თან ძალიან ინტრიგანიი

 


№5  offline წევრი DevilGirl

ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ <3 კამფეტივით ტკბილი ხარ <3 აუ როგორ მომწონს ვერც კი ხვდები შენ უბრალოდ. ძალიან მაგარი მწერალი ხარ ზოგადად შენი ყველა ისტორია სიგიჟემდე მომწონს ამაზე ხო საერთოდ ვგიჟდებიი <3

 


№6 სტუმარი Guest ანა

ბრავოო იცოდე კარგად დაამთავრე იმედები არგააცრუო❤️❤️

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომწონს ასე გააგრძელე.ყოჩაღ.

 


№8  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzaan magaria. Seriozulad var daintrigebuliii ra xdeba amat tavs netaaaa.... shen saocari xar!!!!

 


№9  offline წევრი aNuGi

ყველას უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ვერც კი წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავთ ჩემთვის <3
ძალიან ძალიან მიყვარხართ!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10 სტუმარი A

Pirdapir saswauli xar.... magari da dzalzed sadiamovno istoriaa da veli axal tavs.... warmatebebi..... aba shen ici.......

 


№11  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა! <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№12  offline წევრი kookie127

მიყვარს ეს გიორგი და ალექსი და რა ვქნაა? ><
ამ ბოლო მომენტმა ხო საერთოდ გამაგიჟა რა საყვარლად ატირდა დეაჩკა.
აი ავტორზე რა ვთქვა საერთოდ გასაგიჟებელი და არაჩვეულებრივი!

 


№13 სტუმარი Marimm

Ratom mtanjav da ratom gvtanjav yvelas adamiano. Erti suli maqvs yvelaferi rodis gairkeva.
Saswauli xar pirdapir! Yochag! <3

 


№14 სტუმარი Kwk

მე ის მაინტერესებს ფოტოები საიდან მოხვდა იმ დეგენერატ "მამიკოსთან".
ველი უფრო დიდ მსუყე თავს ხვალ, აბა არ გაგვიცრუო იმედები.
ყოველთვის მომწონდა ფილმების ყურება თუ კითხვა აკრძალულ სიყვარულზე და ამ ისტორიის შემთხვევაშიც, სათაურმა მამცნო რაზე იქნებოდა და სიამოვნებით და დიდი მოლოდინით დავიწყე კითხვა.
ერთი სული მაქვს გაირკვეს რატომ არის კატო ასე მშვიდად და საერთოდაც - What the hell is happening here !

 


№15 სტუმარი ......

ზედმეტადზე ზედმეად ჩახლარდე ყველაფერი მგონი დროა კარტების გახსნა დაიწყო იმიტომ რომ ამტენხანს ეს საიდუმლოებები არც ისე კარგია.... იმედია შემდეგი თავიდან რაღაც დასკვნას მაინც ამოვიტან იმიტომ რომ აქ კატოს მინიშნებები მათი ლაპარაკი ბიჭების რჩევებიდან არაფერი ჩანს ისეთი საიდანაც დასკვნის გამოტანა შეიძლება..

 


№16  offline წევრი ლილიანი

აუუ არაა სად გაწყვიტე ეხლა წავიკითხე ყველაა ძალიან მომეწონა აშაკრადა რაღაც ხდება მაგრამ ერთს მმივხვდ საქმე დეას ეხება და მის უსაფრთხოებას დანარჩენს ვერა ხო კიდე რა მაინტერესებდა ის გოგო და ბიჭი პირველ თავში ვინ იყო დეა და ლექტორი? ვერ მივხვდი რა კავშირშია ან ის "პედოფილი" ვინღღაა ნუ მე დანიელი მგონია აუ არ ვიცი რა მაგრად დამაბნიე იმედი მაქ ცოტათი მაინც შეგეცოდები და მომდევნო თავში რომელიმე სეკრეტს გახსნი ძალიან მომწონს და გააგრძელე აუცილებლად<3 <3

ბოლო მომენტზე ვიხალსე ძაან მხიარულები არიან გიორგი და ალექსი მაგრად გავერთე საყვარლებიი heart_eyes heart_eyes

 


№17  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა ყველას! მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ, მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით <3
ნელნელა გაირკვევა ყველაფერი და მიხვდებით რომელი მომენტი რა კავშირშია, ვერ გეტყვით რომ მალე, მაგრამ ყოველ თავში ვეცდები რომ რაიმე ახალი "გავხსნა" და მიგახვედროთ რა ხდება <3
ძალიან დიდი მადლობა!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№18  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი სულ რომ ვიკითხო ის მინდა რა.ისე მაგარია,ისე მომწონს მეტი რომ არ შეიძლება რა.უმაგრესი გოგო ხარ შენ
--------------------
ლანა

 


№19  offline წევრი aNuGi

La-Na
აი სულ რომ ვიკითხო ის მინდა რა.ისე მაგარია,ისე მომწონს მეტი რომ არ შეიძლება რა.უმაგრესი გოგო ხარ შენ

მადლობა თბილო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№20 სტუმარი Guest Darkness

Kargia..... magram cota didi tavebi Dade xolme

 


№21  offline წევრი aNuGi

დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

შენ ჩემი ცოლი ხარ...
ყველაფრის მთქმელი სიტყვები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent