ხის სკამი (2)
- მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ... ხვალ ისევ მოვალ, საღამოს ხუთ საათზე და თუ გეცლებათ, იქნებ სასეირნოდ წავსულიყავით? - სიამოვნებით. - გოგონას მორცხვობით ისევ შეეფაკლა ლოყები. ვაჟმა ისევ მოიხადა ქუდი და ასე მოშორდნენ ერთმანეთს. გოგონას საერთოდ არ ემჩნეოდა, მაგრამ იმ წუთში, იმ მომენტში უნდოდა ხტუნვა დაეწყო. მეორე დღეს გოგო არსად არ იყო წასასვლელი, თუმცაღა დილიდან დაკავებული იყო. ემზადებოდა. ერთი წამითაც არ გაჩერებულა.უკვე 24 წლისაა. ზრდასრულია, მაგრამ მაკიაჟი არასდროს გაუკეთებია. ახლა კი დედამისის წითელი ტუჩსაცხი აიღო და მის პატარა, პუტკუნა ტუჩებზე თხლად გადაატარა. უკვე საღამოს ხუთი ხდებოდა. ჩაიცვა და აივნის გვერდით მყოფ ფანჯარასთან დადგა. ფარდას მოეფარა და ერთი შეხედვით მშვიდად უცდიდა, როდის მოვიდოდა ბიჭი. სინამდვილეში გული ძალიან ჩქარა უცემდა. ფანჯრის რაფაზე ქოთანი იდო, ქოთანში კი- ოთახის ყვავილი, მონსტერა. ჯერ არც კაფეში წასულან, არც სასადილოდ და არც მთაწმინდის პარკში. უბრალოდ გაუყვნენ მოქვითკირებულ გზას. - ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ვინც ვერ გამამართლებს ნამდვილი მეგობარი არ არის? - ნამდვილი მეგობარი? მეგობარი კი არა, ადამიანიც არ არის. - იქნებ ადამიანი მოვკალი? - ტყუილად ადამიანს არავინ კლავს. - იქნებ აი ახლა, ამოვიღო დანა და აი ის ბიჭი მოვკლა. - ეს იდეა არ მხიბლავს, თუმცა ამასაც ექნება გამართლება. ამას ჩემს გასამტყუნებლად გააკეთებთ. დამიმტკიცებთ, რომ მართალი არ ვარ. ამას თან დაერთვება, რომ ფეთქებადი ხართ. - არ ვარ. - ხართ. ორი წუთის წინ, გზაზე ქალბატონმა გადაირბინა ბავშვით ხელში. მას კინაღამ დაეჯახნენ და ამასთან ფეხიც დაუცდა. არაფერი მოსვლის, მაგრამ ხელები ძლიერად მომუჭეთ და დარწმუნებული ვარ, იმ ქალს გულში უსაყვედურეთ კიდეც. - ბიჭს გაეცინა და ძირს დაიხედა. მთელი საღამო სეირნობდნენ. ბიჭმა თავის პრობლემებზე დაიწყო ლაპარაკი, გოგონა კი უსმენდა და დროდადრო რჩევას აძლევდა. - გისმენთ და ასე მგონია მოხუცს ველაპარაკები. - როგორ წესი ქალებს ამას არ ეუბნებიან. - თქვა და ლოყები წითლად შეეფაკლა. - ვიცი. არასწორად გამომივიდა. ვიგულისხმე, რომ ზედმეტად ჭკვიან...- გოგონამ ხელი ჩაკიდა. - არ არის საჭიორ ყველაფერზე თავის მართლება. - ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს არ მოგწონვართ და ცდილობთ რაც შეიძლება მალე გამაჩუმოთ. - რომ არ მომწონდეთ, ვერც ამ სიტყვებს ვუპოვიდი გამართლებას. - უკვე მოსაღამოვდა. ბევრი ვიარეთ. სადმე ვივახშმოთ. - კარგით. - ბიჭმა იქვე აუხვია და პატარა რესტორანში შევიდნენ.- აქ გამიზნულად მოვედით. - არ მოგატყუებთ. კი. - მე კი მეგონა უაზროდ დავსეირნობდით. - თავიდან კი, შემდეგ მიმართულებას ძალით ვცვლიდი. ხო მართლა... თავიდანვე შევნიშნე... ეს ტუჩსაცხი... - გოგონა გაწითლდა. - იმედი მქონდა არ შეიმჩნევდით. - მინდა გითხრათ, რომ ლამაზია... მაგრამ... ბუნებრივადაც ქალღმერთს გავხართ ასე კი საერთოდ მკლავთ... - აჭარბებთ. გავიდა დღეები, კვირები, თვეები... ისინი ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებდნენ. გოგონა სოფელში წავიდა, ბებიასთან, გურიაში. წერილი მიიღო, რომელსაც თან ახლდა ნახატი. ეს ბიჭის დახატული იყო. წერილის მისვლიდან ორ დღეში ბიჭიც მივიდა და ახალგაზრდებმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს. რა მოსაწყენი მოსასმენია არა ასეთი დიალოგები? არც მათ სიგიჟეებზე მომიყოლია, არც იმ ჩხუბებზე რომელიც შემდეგი ოცეული წლების განმავლობაში ცხოვრებას უფერადებდათ. დიალოგები ადრე ასეთი იყო. ლაპარაკში ჩანდა მოწიწება, სიყვარული, პატივისცემა და ყველაფერი რაც ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებდათ, ახლა კი ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და სმაილიკებს ნიშნავს. ეს მოსაწყენი დიალოგი იყო ის, რომელმაც საუკუნეს გაუძლო და ახლა მისი ნაწილი ზის იქ, სადაც მის ნამდვილს სიყვარულს პირველად შეხვდა. მე ვდგავარ და ამ ისტორიაზე ვფიქრობ, როდესაც შევმაჩნიე, რომ ეს ქალი პირდაპირ თვალებში მიყურებდა. შევკრთი და ძირს დავიხედე. მერე ისევ დავხდე და დავინახე, რომ მიღიმოდა.მის წინ პატარა ქერათმიანმა გოგონამ ჩაირბინა, რომელსაც უკან მშობლები მიყვებოდნენ, ქალი წამოდგა და დედა გამოელაპარაკა. მერე გაუღიმა და მცენარე, რომელიც ჩანთაში ედო, დედას გადასცა. დედა არ ართმევდა, მაგრამ ცოტა ხანში გამოართვა. ქალბატონი წავიდა. ცოტა ხანში ჩემს მხარეს, მიწისქვეშა გადასასვლელიდან ის ოჯახი ამოვიდა და ყვევილი გადმომცეს. - მოხუცმა ქალბატონმა გამომატანა. მას... - ვიცი. მადლობთ.- ყვავილი გამოვართვი და იქით მხარეს გავიხედე. ამ დროს ჩემი ავტობუსი მოვიდა და მასში ავედი. დასაჯდომი ადგილი არ იყო, ამიტომ ყვავილი და ჩანთა ერთ ხელში დავიჭირე და მე ხელი გავითავისუფლე, მაგრამ ამ დროს, ჩემ წინ სკამიდან ბიჭი წამოდგა, მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. - დაბრძანდით. - არა იყოს... - უკვე ავდექი. - გამიღიმა. ახლა ჩემი ყურადღება ბოლომდე მიიქცია. ყავისფერი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, მაგრამ იმდენად მოკლედ არა, რომ მის კულულს შუბლზე ჩამოვარდნა ვერ მოეხერხებინა. სკამზე დავჯექი და მცენარე კალთაში ჩავიდე. - ეს ჩემი საყვარელი მცენარეა. - მართლა? - გავუღიმე და ავიხედე. თავისი თაფლისფერი თვალებით ყვავილს კი არა მე მიყურებდა და დავიბენი. რა სისულელე იყო ღმერთო! თავი ამაზე სულელად არასდროს მიგრძვნია! - კი. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ასეთი სახლში ყოველთვის გვქონდა. - მე ახლა ცალყბად გამეღიმა. - ლამაზი ღიმილი გაქვს. - გავწითლდი და ისევ გავიღიმე. - მაბნევ? - ამას გამიზნულად არ ვაკეთებ. - ბიჭი გაჩუმდა. ასევე მეც. უკვე ჩემი ჩასვლის დრო იყო. - ნახვამდის. - მითხრა ბიჭმა სანამ წამოდგომას დავაპირებდი. - რა იცი რომ ჩავდივარ? - მე ჩავდიოდი და... - გაეცინა. ჩასვლისას ყვავილი წამართვა. - უნდა მიგაცილო. გამეცინა. - თავდაჯერებული ხარ. - უკვე ათი საათია. ასეთ დროს მარტო არ უნდა დადიოდე. - არ მომიტაცებენ. - დარწმუნებული ნუ იქნები. - შენ ნუ ინერვიულებ. - გავუღიმე და შუქნიშანს ავხედე. - არ მეგონა ასე ძალიან თუ არ მოგწონდი. - თქვა და ძირს დამნაშავე ბავშვივით დაიხედა. რა სულელი ვარ. - ეგრე არ არის. - ანუ? - ანუ მომწონხარ. - ბიჭს გაეცინა. - ვიცი, რომ არ გიგულისხმია, ვითომ ჩემი რამე მოგწონს. უბრალოდ არ მოგწონვარ სწორი ნათქვამი არ იქნებოდა არა?... მაგრამ ეს რატომ თქვი? იქნებ მეფიქრა, რომ გიჟი ხარ, ან მე ვყოფილიყავი გიჟი მანიაკი და შემდეგი რამოდენიმე წლის განმავლობაში თავი არ დამენებებინა ცოლობის თხოვნით. - შენში რომ არაფერი მომწონდეს,უბრალოდ გეტყოდი, რომ არ მომწონხარ არასწორი ნათქვამია. მე ვთქვი ის, რასაც ვფიქრობ. - ანუ ჩემში რამე მოგწონს? - ის რომ ავტობუსში ამოსვლისთანავე წამოხტი, ის რომ ეს მცენარე შენც გიყვარს, ის რომ თავაზიანი ხარ... - ფრთხილად! ცოლობის თხოვნაზე ფიქრს ვიწყებ. - გამეცინა. - ასეთ რაღაცეებს პირველ შეხვედრაზე არ ამბობენ. - ხოდა ძალიანაც ცდებიან. - რატომ? - რატომ და... ადამიანში თუ რამე მოგწონს უნდა უთხრა. ასე მათ დღეს ულამაზებ შენ კი არაფერს კარგავ. ყველას მოწონს თავის თავზე რამე კარგის გაგება. - მეც უნდა გითხრა? - არ ვიცი. - მე... მე მომწონს შენი თმის ფერი... უცნაურია, რომ ამოხვედი მუქი ყავისფერი იყო, მერე დავინახე რომ მუქი ყავისფერი კი არა მუქი ქერა იყო, მერე სინათლე დაეცა და მორიჟაო ნაწილი გამოჩნდა. - ისევ გამეცინა. - კიდევ მუქი მწვანე თვალები, დინჯად რომ მიუყვებიან გზას და პირდაპირი რომ ხარ... უი რაც მთავარია. მაკიაჟი რომ არ გაქვს! - მოვედით. - ბიჭმა მცენარე გამომიწოდა, მერე ხელი. - სანდრო. - ელენე. იმედია ისევ შევხვდებით. - ძალიან მალე. - გამიღიმა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. მთელ ტანში გამცრა. შევბრუნდი და წავედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.