ხის სკამი
ხის ძველი სკამი დევს ძირს. მარტო, გახეხილი, მისი შეხედვით თავსაც არავინ იწუხებს. ერთი ფეხი სხვებთან შედარებით მოკლეა და რაღაცნაირად, დაყირავებულად დგას. აქეთ იქით, ფეხების თავში, ლურსმნებია ჩამატებული. ადგილ-ადგილ ფერი აქვს შეცვლილი. ზოგგან კი თეთქი სახებავის პატარა წერტილები აქვს დამჩნეული. ისეთი საწყალი დასანახია. ალბათ 30-40 წლისაა. როცა ეს იყიდეს, ოჯახის ახალი წევრი იყო და გამოსაჩენ ადგილსაც იკავებდა ოთახში. ახლა? ახლა კუთხეში აგდია. ასეა, რაღაც ახლის მეპატრონეები ვხდებით და თავს ვევლებით. მერე გადის დროს და საერთოდ ზედაც აღარ ვუყურებთ. ზოგჯერ პირიქითაც ხდება. ჩვენ კი არ ვხდებით რაღაცეების მეპატრონეები, ისინი ხდებიან ჩვენი. ესეც დროებითია. რაც არ უნდა დიდებული იყოს ეს ნივთი, ადამიანზე ბატონობას ერთ-ორ წელზე მეტ ხანს ვერ ინარჩუნებს. თვით დიდი დიქტატორების იდეალებიც კი ადვილად ბეზრდება ადამიანს. სულ სიახლე უნდა, მეტი და მეტი. რატომ იკარგება ასე ადვილად რაღაცის სიყვარული, ინტერესი? რატომ გვავიწყდება ყველაფერი, რაც ადრე გვაძლიერებდა. სიყვარული ქრება, მაშინ, როდესაც საჭიროება იკარგება. იმაზე კი აღარ ვფიქრობთ ვჭირდებით თუ არა მას. სკამს პატრონი ჭირდება, ვინც შეაკეთებს, შეღებავს, გაალამაზებს, პატრონს კი სკამი აღარ ჭირდება და ამიტომ უფლებას აძლევს კუთხეში მარტოდ მარტო დალპეს და გამოესალმოს სიცოცხლეს. ადამიანები ასე ადვილად არ უნდა ივიწყებდნენ და ინელებდნენ ურთიერთობებს. პათეტიკურად ჟღერს, როდესაც სკამის და ადამიანის ურთიერთობას ასე მნიშვნელოვნად განვიხილავ არა? ხოდა ერთს გეტყვით, ნუ ითამაშებთ ნაწარმოებში სკამის როლს. ყველა ადამიანს საკუთარი რომანი და წიგნი აქვს, და ყველამ უნდა ითამაშოს მთავარი როლი, ადამიანის როლი. არ არის საჭირო ვინმეს შენი ცხოვრების თუნდაც ორი წუთი აჩუქო. რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ ორ წუთში დაეხმარო, თუ ჭირდება. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, შენი ნაწარმოების არც ერთი გვერდი არ უნდა დაუთმო სხვის ამბავს. იცი რა? შენ მხოლოდ ერთი წიგნი გაქვს. და მხოლოდ მისი შევსება შეგიძლია და არც ერთი გვერდი ღირს დასაკარგად, რადგან მალე შეავსებ და მერე ინანებ. ინანებ და მოინდომებ ყოველი დაკარგული ფურცლის დაბრუნებას და შენი საკუთარი ამბის დაწერას მაგრამ უკვე გვიანი იქნება. ამ ფურცლებიდან ვერც ერთ სიტყვას წაშლი, ვერც ერთს. ორი-სამი თვის წინ ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი რესტორანში. მერე ვისეირნეთ და როცა სახლში დაბრუნების დრო მოვიდა გაჩერებაზე წავედით. ბავშვები მალე წავიდნენ. მე შემთხვევით გამოვუშვი სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც უნდა წავსულიყავი. უკვე ჩამობნელდა და მარტო ვიდექი. რუსთაველის პროსპექტზე. მინიბუსი დაახლოებით ათ წუთში მოვიდოდა. ტელეფონი დამიჯდა და ამიტომ დროის მოკვლა სხვანაირად მომიწევდა. აქეთ-იქით ვიყურებოდი და გადავწყვიტე ჩემს თავში საინტერესო თამაში მომეგონებინა. გამვლელ ადამიანებს ვაკვირდებოდა, ჩვეულებრივ ადამიანებს, მათ სახეებს, ხელებს, ნაქვთებს, სიარულის მანერას... თითოეულს საკუთარ ისტორიას ვუგონებდი მატი სახის მიხედვით. ყველაზე მეტად მოხუცმა ქალმა დამაინტერესა, რომელიც სკამზე მარტო იჯდა. მისი თმები უმანკო თეთრ ფერს შეეჭამა, მარტო იჯდა. სულ მარტო. გამვლელები ზედაც არ უყურედნენ. თავის გვერდით ჩანთა იდო, რომლიდანაც თავი ქოთნის ყვავილს ამოეყო. ერთ ადგილს მიშტერებოდა თავისი სევდიანი, აწყლიანებული, დიდი, ნაცრისფერი თვალებით. პატარა ტუჩებზე შემალული, იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა. ფეხები ერთმანეთზე შეეტყუპებინა და ზედ ერთმანეთზე დაეწყო მოხუცი ლამაზთითება ხელები. მაკიაჟს არ ატარებდა და მინდა გითხრათ, მიუხედავად ამისა, ეს დაბალი, სრული, მოხუცი ქალბატონი, რომლის სახეცა და ხელებიც ნაოჭებს დაეფარათ, რომლის თმაც არ იყო შეღებილი და ამაყად ატარებდა ჭაღარას წოდებას, ნებისმიერ გამვლელ ქალსა და გოგონას სჯობდა. ყველაზე მომხიბლავი და ლამაზი იყო, არამარტო მისი ლამაზი დიდი თვალების გამო, არამედ მისი სიყვარულით სავსე გამომეტყველების. მისი ამბავი ასეთი იყო. 1955 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ 24 წლის იყო, რუსთაველის პროსპექტზე დასეირნობდა. სეირნობისას მის წინ ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი შეჩერდა და მისალმების ნიშნად ქუდი მოიხადა. ქალბატონმა ღიმილით უპასუხა. ის იყო სიარული უნდა გაეგრძელებინა ხელიდან ნაუცურდა მძიმე პაკეტი, რომელშიც ქოთნის ყვავილი იდო, ჩემი საყვარელი ე.წ. მონსტერა. პაკეტი ძირს დავარდა და ქოთანი გატყდა. ქალბატონს შეეშინდა და სახეზე ხელები აიფარა. თავაზიანმა ბიჭმა პაკეტი აიღო და დაინახა, რომ ყვავილი, რომელიც ქალბატონმა იქვე მყოფი მეყვავილისგან იყიდა, განადგურდა. ნამსხვრევები აკრიფა, ყვავილი თავის ფესვებთან ერთად ნაზად დაიჭირა. მეყვავილესთან მივიდა, ქოთანი იყიდა და ყვავილი შიგნით თავისი ხელებით ჩარგო. მეორე ასეთი ყვავილიც იყიდა. პატარა კალათიც იყიდა, დიდი ხელის მოსაკიდით და ერთი ქოთანი შიგ ჩადო, მეორე კი ჩვეულებრივ ქაღალდის პაკეტში. კალათი ქალბატონს გაუწოდა, როდესაც მას უნდა გამოერთვა, ხელი უკან გამოწია და მიცილება შესთავაზა. ქალბატონმა ამ თავაზიან ჟესტზე უარი ვერ უთხრა და წინ გაუძღვა. სიარულისას ერთმანეთი გაიცნეს. - თქვენ ხომ მე არ მიცნობდით? შეხვედრისას ქუდი რატომ მოიხადეთ? - ძნელია დაინახო ბუნების შემდეგი შედევრი და მის მიმართ პატივისცემა არ გამოხატო. - ქალბატონმა მორცხვად ჩაიცინა და ლოყებიც გაუვარდისფრდა. არც მაშინ ატარებდა მაკიაჟს. მაკიაჟი პირველად ამ დღიდან რვა დღის შემდეგ გაიკეთა. როდესაც ჭაბუკმა გოგონა მიაცილა, კალათი გაუწოდა და ისევ მოიხადა ქუდი. თავი ასწია. - ეს დამშვიდობებისთვისო. - გაუღიმა. ღიმილისას ლოყებში ჭრილი გაუჩნდა და პატარა ბავშვს გავდა. მისი დიდი ტუჩებიდან თეთრი ლამაზი კბილების მწკრივმა გამოანათა. თვალები დაეჭმუჭნა, თუმცა მაინც შეამჩნევდით, რომ მას ულამაზესი, თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ქუდიდან კი მუქი ქერა თმის ერთი კულული გადმოვარდნოდა. გოგონა ისევ აწითლდა და თავი დახარა. ძველებური მოჩუქურთმებული კარი გააღო და ასევე ძველ სადარბაზოში შევიდა, რომლის იატაკიც დიდი შავ-თეთრი კვადრატული ფორმის მეტლახით იყო დაფარული და შუა სადარბაზოში განიერი მარმარილოს კიბე ადიოდა, რომლის მოაჯირებიც ისეთივე მოჩუქურთმებული რკინით იყო გაკეთებული, როგორითაც კარის გალია ფანჯარაზე. შვიდი დღის შემდეგ ქალბატონს ისევ მოუხდა ამ გზის გავლა. უკვე გვიანი იყო. მიუხედავად ამისა გარეთ ბევრი ადამიანი მოძრაობდა. ახალაშენებული პარლამენტის შენობის წინ ბევრი ხალხი ირეოდა ერთმანეთში. გოგონამ ინსტიქტურად ხელი თხელ ჩანთას ჩაავლო, რომელიც მხარზე ეკიდა და ბრბოში გზის გაგნება დაიწყო. ხალხის თვალიერებისას ნაცნობი სახე შენიშნა, რომელიც მიშტერებოდა და სახეზე გაკვირვება ეწერა. ყურადღება არ მიაქცია, რადგან აზრი არ ქონდა, ამდენ ადამიანში მისკენ ვერ წავიდოდა. როგორც იქნა ბრბოს მოშორდა და თავის ქუჩაზე აუხვია. კარი შეაღო და უკნიდან ძახილი მოესმა. ეს ბიჭი იყო. - შვიდი დღის განმავლობაში ვერ შევწყვიტე თქვენზე ფიქრი. ღმერთო, რა თავხედი ვარ. - შუბლზე ხელი დაიდო, მოისრისა და გაბრუნდა. გოგონამ დაუძახა და მოაბრუნა. გაგრძელება თხოვა. - იცით... რუსთაველის პროსპექტზე არაერთხელ მომიწია გავლა, თვალებით სულ თქვენ გეძებდით, უიმედოდ, მაგრამ მაინც. ვიცოდი, აქ თუ ამოვიდოდი უეჭველად წაგაწყდებოდით სადმე, თუმცა ვერ ვბედავდი. ამდენის უფლებას თავს ვერ ვაძლევდი. უბრალოდ რომ დაგინახეთ თავი ვეღარ შევიკავე და... - თქვენ რა, თავს იმართლებთ? - გოგონას გაეცინა. ბიჭმაც შვებისგან ამოისუნთქა და გაუღიმა. - შეგეძლოთ უბრალოდ გეთქვათ, წვრილ-წვრილ ქუჩებში მიყვარს სეირნობა და აქ როგორ მოვედი არც მახსოვდაო. და თავს აარიდებდით თავის მართლებას, რომლის დროსაც ასე უხერხულად გრძნობდით თავს. ან კი რა საჭიროა საერთოდ რამის დამალვა? ახსნა? უბრალოდ იტყოდით მოვედიო და ეგ იქნებოდა. - ასე ხომ შეშლილს დავემსგავსებოდი, რომელიც გოგონებს უკან დასდევს და ასე გვიან მიყვება სახლის კარამდე ჩუმად. - თუ ადამიანი, თქვენი გცევისდა გამო შეშლილს გიწოდებთ და თქვენი ახსნის გარეშე ვერ გაგიგებთ, მასთან თავის მართლებაც არ არის საჭირო, დაე იფიქროს ისე, როგორც უნდა. - ასე ხომ მეგობრებს დაკარგავთ? - და თქვენ ასეთ ადამიანს მეგობარს უწოდებთ? - ამ დროს აივნიდან ცხრა წლის გოგონამ გადმოიხედა. - მოხვედი? - ქალბატონმა გაუღიმა. - საუბარი ძალიან გაგვიგრძელდა. - მორცხვად გაიღიმა ქალბატონმა. - ძალიან გამიხარდა თქვენი... - მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ... ხვალ ისევ მოვალ, საღამოს ხუთ საათზე და თუ გეცლებათ, იქნებ სასეირნოდ წავსულიყავით? - სიამოვნებით. - გოგონას მორცხვობით ისევ შეეფაკლა ლოყები. ვაჟმა ისევ მოიხადა ქუდი და ასე მოშორდნენ ერთმანეთს. გოგონას საერთოდ არ ემჩნეოდა, მაგრამ იმ წუთში, იმ მომენტში უნდოდა ხტუნვა დაეწყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.