შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ასეც მიყვარხარ (თავი 10)


7-02-2017, 23:49
ნანახია 2 123

აი ახლა კი შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი დამთავრდა!!! ყველაფერი რაც ჩემსა და ლუკას შორის იყო!.. მხოლოდ ახლა ვინანე ჩემი გადაწყვეტილება და აქ მოსვლა რადგან ის ვინც ზღურბლს უკან იდგა უბრალოდ მთელ სხეულს მიყინავდა.
მე ახლა ყველასა და ყველაფერზე მეტად მძულდა ის!!!
გავიყინე და გავშრი... თითქოს მთელი სხეულით მგრძნობელობა დავკარგე. მეგონა გულიც კი გამიჩერდა. არც კი ვიცი ამ დროს რა უნდა გავაკეთო რადგან ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ და არც ვისურვებდი...
-შენ... ლუკას შეყვარებული არ ხარ?! -ირონიული ღიმილით ამხედ დამხედა კარს მიყუდებულმა თეთრ ხალათში გამოწყობილმა ეკაკომ...
-მგონი რაღაც გეშლება! -რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ძლივს ამოვღერღე.
-ჰმ... -ჩაიბურტყუნა.
-როგორც ჩანს ხელი შეგიშალეთ... აჯობებს წავიდე და სიმშვიდე და მყუდროება არ დაგირღვიოთ! -ვუთხარი და შემოვტრიალდი.
-ნინა?!!! -გაოცებული ლუკას ხმამ, რომელიც თეთრ "საროჩკას" იკრავდა ისევ კარისკენ შემაბრუნა.
-ნინა!!! -ისევ დამიძახა მან. ორივე ხელი სახეზე აიფარა და მეგონა იქვე ჩაიკეცებოდა როცა სახეზე სიწითლემ გადაურბინა. თითქოს ახლა პატარა ბავშვივით ტირილს დაიწყებდა.
-არაფერია ლუკა... -ცრემლმორეული თვალებითა და სუსტი ხმით ვუთხარი. ამან უფრო ამაკანკალა. ყელში თითქოს მძიმე და დიდი ბურთი გამეჩხირა რომელიც ცრემლების მოზღვავებას ხელს უწყობდა ხოლოამოსუნთქვასა და ჩასუნთქვას პირიქით, უშლიდა.. ხმა ჩამეხლიჩა და მეგონა მალე შუბლი გამისკდებოდა. -მე მოვიქეცი არასწორად.. -მშვიდი ხმით განვაგრძე -აქ არ უნდა მოვსულიყავი და თქვენთვის ხელი არ უნდა შემეშალა. მაპატიე, ახლა კი წავალ!.. -ვთქვი და შევტრიალდი. ლუკა მესხი გარეთ გამოვარდა ჩემი შეჩერება სცადა.
ხელი სწრაფად ვტაცე, როცა მხარზე ხელი დამადო და თვალებში ჩავხედე.
-ახლა კარგად მომისმინე ლუკა! -ვუბრძანე მას -აი ამ ყველაფრით ჩვენი ურთიერთობა ყველანაირად დამთავრდა. ყველაფერი გასაგებია. შენ შენი არჩევანი გააკეთე.. ეკაკო აირჩიე! ბედნიერებას გისურვებ.. მე აქ ზედმეტი ვარ. -ვთქვი და მანქანისკენ გავემართე..
-ნინა ყველაფერს აგიხსნი! ნინა მოიცა! -მეძახდა ისევ.
-არც კი გაბედო და უკან არ გამომყვე რადგან ამით ყველაფერს უფრო გაამწვავებ. ჩემს შეჩერებას არც კი ეცადო. არ ვაპირებ ისევ თავის დამცირებას. დამივიწყე! და საერთოდ არც კი მომიახლოვდე. მთლიანად წამშალე შენი ცხოვრებიდან რადგან ამ ადგილს უკვე ეკაკო იკავებს! ნახვამდის ლუკა.. -მტკიცედ და წარბ-შეუხრელად ველაპარაკებოდი.. მანქანაში სწრაფად ჩავჯექი და დავქოქე.
-ნინა გთხოვ მაპატიე! -ბუნდოვნად გავიგე მისი ხმა როცა ფანჯრებს ვწევდი. ბოლოჯერ ჩავხედე თვალებში და უბრალოდ ადგილიდან გავქრი.
ზუსტად ერთი წუთის წინ როცა მესხის წინ ვიდექი და მას ველაპარაკებოდი ისეთი სახე მქონდა თითქოს ეს ამბავი დიდად არც მაღელვებდა. წარბშეუხრელად კი ვიდექი მაგრამ ვინ რა იცის რა ხდება ჩემს გულში, გონებაში.. და საერთოდაც ჩემს მთლიან სხეულში. თავს მივეცი საშუალება მეტირა მანამდე სანამ ეს შემეძლებოდა. თავსხმა წვიმა დაიწყო ჩემს სახეზე. ვტირივარ მთელი ფულით. ახლა მხოლოდ ის მინდა საჭეს ხელები გავუშვა, მოვდუნდე და ჩავიკეცო. არაფერი ვიგრძნო და ყველანაირი ტკივილის გარეშე მოვკვდე.. გადავიდე სხვა სამყაროში! იქ საიდანაც ჩემს თავს ზემოდან დავყურებ და ვიცინი... ნუთუ ამას ვიმსახურებ მე?! ამის ღირსი ვარ? პირველი სიყვარულისგან ეს მეკუთვნის?! როგორც ვიცი პირველი სიყვარული ერთადერთი და სამუდამოა დანარჩენებისგან განსხვავებით. ანუ მთელი ცხოვრება იმ ტანჯვასა და ფიქრში უნდა გავატარო რომ მე სულიერად მკვდარი ვარ... უფროსწორად მომკლეს! ლუკა მესხმა მომკლა!!!
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლა ყველაფერს ვნანობ. თითოეულ ნაბიჯს.. იმ წამის მერე რაც ლუკა მესხს თვალი მოვკარი. მე ხომ არაფერს ვითხოვდი. უბრალოდ მინდოდა სიყვარული და მშვიდი, ბედნიერი ცხოვრება. დავიჯერო ეს ისეთი რთულია რომ მზად ვარ თავი მოვიკლა ამ ტანჯვისგან გასათავისუფლებლად?! რა იქნება უბრალოდ გავიღვიძო და ეს ყველაფერი აღმოჩნდეს სიზმარი... სიზმარი რომელშიც მე უბედური ვარ, ხოლო იყოს რეალობა, რომელიც ბედნიერებისაგან შედგება!..
ლუკა
სახლში გამწარებული და განადგურებული შევვარდი. ხელს უბრალოდ ვიქნევდი და ვლეწავდი ყველაფერს რასაც კი ვხედავდი! უცბად დავინახე კართან მდგომი ეკაკო, რომელიც გაოცებული უყურებდა ჩემს სიმწარეს.
ეს როგორ გავაკეთე?! მე რა ადამიანი ვარ?! როგორ დავთვერი ისე რომ ეკაკოს და ნინას ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი?!
-კმაყოფილი ხარ?! -ვკითხე და რუსეთიდან ჩამოტანილი ძვირფასი ვისკი ჩავასხი ჭიქაში რომელიც ხელთ მომხვდა. სწრაფად გადავკარი და მას საშინელი მზერით გავხედე.
-კარგი რა ლუკა... -მითხრა უდარდელად და სამზარეულოსკენ გაემართა. -რა განერვიულებს. გოგოა რა... შეეშვი საერთოდ!
-სპეციალურად გააკეთე არა?! -სიმწრის ტონი გამოვიყენე
-მე რა შუაში ვარ. უბრალოდ დალიე და ძველი გრძნობები გაგახსენდა... -ჩემსკენ წამოვიდა ის -თანაც ინიციატივა მარტო ჩემგან ხომ არ იყო არა?! შენც ხომ გინდოდა ეს... -მომიახლოვდა და კოცნა სცადა.
-და შენც ჩემი სიმთვრალით ისარგებლე არა?! -კბილებში გამოვცერი, უკან დავიხიე და ზიზღის თვალებით შევხედე.
-ვიცი რომ ისედაც მოგწონვარ და სიმთვრალე არაფერ შუაშია..
-მე შენ არ მომწონხარ! -დავუყვირე მას. -ხედავ რა გააკეთე?! ის ჩემი ცხოვრების ქალია, ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული! ქალი, რომლის ცოლად მოყვანასაც ვაპირებდი. ნინა ერთადერთი ადამიანია რომელზეც ვოცნებობ!!! -დაძაბული ხმით ველაპარაკებოდი.
-კარგი რა.. ერთი ჩვეულებრივი გოგოა, ძალიან მოსაბეზრებელია, საერთოდ რა მოგწონს მასში... ან რამ შეგაყვარა საერთოდ რას გავს! -ჩაიცინა მან, რაც ამაზრზენი იყო... ქალისთვის ხელი არასდროს დამიკარებია და არც ვაპირებდი სანამ მან ეს სიტყვები არ წარმოთქვა. თავი ძლივს შევიკავე...
იმდენად გამამწარა მისმა ნათქვამმა სიტყვებმა რომ მისკენ გავექანე, ახლოს მივედი და უბალოდ დავუღრიალე!
-აიღე შენი ნივთები და აქედან წადი! უბრალოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. აღარ დამენახო. დამივიწყე. მე შენ არ მიყვარხარ! ნინა მიყვარს! ნინასთვის ვარსებობ მე!!! დროზე წადი აქედან ვერ გიტან! -ასე არასოდეს მიყვირია, მითუმეტეს გოგოსთან. ჭიქა ისე შემომემტვრა ხელში რომ ვვერც გავიგე სისხლი მდინარესავით როგორ მოდიოდა. არ ვიცი რის გაკეთებას ვაპირებდი როცა მისკენ მივდიოდი... სიმწრისგან მინდოდა ჩემი თავისთვის რაღაც ისეთი ჩამერტყა რაც მომკლავდა. ამით ხომ ყველა დაისვენებდა!..
-ლუკა!.. -მისი ამაზრზენი ხმა მომესმა რომელმაც კიდევ ერთხელ გამაღიზიანა.
-უბრალოდ წადი!!! -ისევ დავიღრიალე და სარკეს მოვავლე თვალი რომელშიც ჩემი გამოსახულება ჩანდა. თვალები ისე მქონდა ჩაწითლებული თითქოს ორი დღე და ღამე გადაბმულად ვტიროდი. ყველა ძარღვი დაჭიმული... სარკეს მაშინვე ის ვესროლე რაც პირველი ხელში მომხვდა. ჩემი და ნინას ფოტო რომელიც საგანგებოდ მქონდა ჩარჩოში ჩასმული!... ნაწილებად დაიმსხვრა... ტახტზე მძიმედ დავეხეთქე და სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა. თავი ვეღარ შევიკავე და პატარა გოგოსავით ავქვითინდი! ყურადღება არც მიმიქცევია ეკაკოსთვის რომელიც კაბას იცვამდა. ისე გავიდა სახლიდან ერთი სიტყვაც აღარ მითქვამს მისთვის.
ნინა
პირდაპირ ანისთან წავედი ლუკას სახლიდან.. რადგან სახლში მარტო ყოფნას ვერ გაუძლებდი
-ნინა რა მოხდა?! -ჩემი ცრემლიანი თვალების დანახვის შემდეგ მომმართა ანიმ როცა კარი გააღო. ვატოც სახლში დამხვდა.
-აღარ მიხსენოთ ის! ლუკა მესხი ჩემთვის აღარ არსებობს! -მკაცრად ვთქვი, ტახტზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
-ახლა რაღა მოხდა... -შეწუხებული ანის ხმა გავიგე.
-საერთოდ რა ხდება! -გაოცდა ვატო -ამიხსენით რა ამბავია... ნინა! შენ და ლუკა დაშორდით?! -ჩემს გვერდით ჩამოჯდა და მხარზე ხელი დამადო.
-ხოო დავშორდით... მასთან მივ... მივედი სახლში -სიტყვებს ძლივს ვაბამდი თავს. მძიმედ ამოვისუნთქე რომ ტირილი შემეკავებინა და დავმშვიდებულიყავი. -და აბა ანი გამოიცანი კარი ვინ გააღო?! -გამწარებით ვთქვი.
-იმედი მაქვს ლუკამ... -იმედიანად თქვა.
-არა! ხალათში გამოწყობილმა ეკაკომ... -ჩაწითლებული თვალები გავაფართოვე.
-ეკაკო სამხარაძემ?!!! -გაოცებულმა შესძახა ვატომ.
-გვარი ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ეკაკო რომ ჰქვია და ლუკას ღამე მასთან რომ ეძინა ეგ ნამდვილად ვიცი..
-ვიცი ეგ გოგო!.. -შეწუხებულმა ამოისუნთქა ვატომ
-გეცოდინება!.. -ირონიულად ვუთხარი. -ლუკას გოგოა ბოლოსდაბოლოს... -ისტერიულად ჩამეცინა.
-და რა იცი რომ ღამე ერთად ეძინათ?! -მკითხა ანიმ.
-კარგი რა ანი! არ გინდა იმედის მომცემი სიტყვები.. ყველაფერი ისედაც ნათელია. ლუკამ ეკაკო აირჩია.
-და საიდან იცი ეკაკოზე?! -ვატომ გამომხედა და დაეჭვებულმა მითხრა.
-გუშინი მე და ლუკა.. -მისი სახელის ხსენების დროს ყოველ ჯერზე ვჩერდებოდი რადგან მიჭირდა ამის თქმა. -კაფეში ვისხედით. ვსაუბრობდით როცა ეგ გოგო მოვიდა და ჩაეხუტა. მომენატრეო და კოცნა დაუპირა. არც კი იცოდა რომ მე ლუკას შეყვარებული ვიყავი. მერე ლუკას ველაპარაკე და აღმოჩნდა რომ მასთან ურთიერთობა არ ჰქონდა შეწყვეტილი და საქმე აქამდე მივიდა. წარმოგიდგენია ეს ჩემთვის რამხელა დამცირებაა?! მერე აქ მოვედი და მე და ანიმ დავილაპარაკეთ. გადავწყვიტეთ რომ მეორე დღეს ლუკასთან მივსულიყავი და ყველაფერი გაგვერკვია. ამ დილით წავედი და მთელი გზა იმას ვფიქრობდი როგორ ჩავეხუტებოდი.. და ვეტყოდი "მიყვარხარ ლუკა!".. მივედი და აი რა დამხვდა -ისევ ჩამეცინა.
-არაფერზე არ ინერვიულო... -თბილად მითხრა ვატომ -მე გავარკვევ. დაველაპარაკები ლუკას და მოვაგვარებ.
-რას მოაგვარებ?! ამაში რა არის გასარკვევი! -დავუყვირე მას -თავის დასამცირებლად ეს ყველაფერიც საკმარისია. იცი რა მაინტერესებს?! ცოტა გვიან რომ წავსულიყავი, როცა ეკაკო უკვე წასული იქნებოდა, ლუკას რომ შევურიგდებოდი მეტყოდა სიმართლეს?!
-კარგი დამშვიდდი.. -ცხელი ჩაი წინ დამიდგა ანიმ
-ხომ იცი როგორ გვიყვარხარ და შენ როცა ცუდად ხარ ჩვენც ცუდად ვართ. უბრალოდ დაწყნარდი. შერიგდებით შენ და ლუკა და ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე... შეცდომა დაუშვა.. ვის არ დაუშვია! რამოდენიმე დღეში აპატიებ და ისევ ერთად იქნებით. -თქვა და მიმიხუტა..
-არ ვაპატიებ! -ვუთხარი და ცრემლების ნაკადი ჩემს სახეზე დაეშვა...
-ისე ეკაკო იცი რა ცუდი გოგოა?! თავიდანვე ეტენებოდა ლუკას და ახლაც ასეა. ამიტომ ამის გამო არ უნდა ინერვიულო. ვიღაც ეკაკო სამხარაძის გულისთვის შენი ცხოვრება არ უნდა დაინგრეს.
-უკვე დაინგრა.. -წარმოვთქვი და ჩაი გადავკარი.. მთელი ყელი ჩამეწვა რადგან დამავიწყდა რომ ცხელი იყო. ხელები გაყინული მქონდა და ვერ ვამოძრავებდი.
დაახლოებით ორ საათში კარზე ზარი გაისმა. ანიმ გააღო და სახლში ლუკა შემოვიდა. ლუკა მესხი!.. მის მიმართ ზიზღს საერთოდ ვერ ვგრძნობდი რადგან უზომოდ მიყვარდა.. მინდოდა უბრალოდ მივსულიყავი და ჩავხუტებოდი. ამით ყველა პრობლემა გადამეჭრა. თუნდაც ეკაკო.. მაგრამ ვერ შევძელი. არ შემიძლია ჩავეხუტო იმ ბიჭს რომელიც პატივს არ მცემს და მღალატობს. არ შემიძლია ვაპატიო მას ვინც არაფრად მთვლის.
-ნინა! -თავდახრილმა მომმართა. შავი ტყუის კურტკა ეცვა მაგრამ ცხვირი და ყურები აწითლებული ჰქონდა.. ხელები კი გათიშული. ეტყობოდა რომ იყინებოდა.
-ნინა შემომხედე! -ჩემკენ წამოვიდა, მე კი უბრალოდ ავდექი და სამზარეულოში ნაწყენი გავედი.
-ეს რა ქენი ძმაო.. -გავიგე ვატოს ხმა.
-მეთვითონაც მიკვირს ეს როგორ გავაკეთე. ესეთი რამ როგორ დამემართა. ისე როგორ დავთვერი რომ.. აუ წავალ და საერთოდ თავს მოვიკლავ რა!
-ნუ სულელობ! -დაუყვირა ვატომ -ახლავე მიდი და ბოდიში მოუხადე. არ ვიცი რაც გინდა ის უყიდე. ყვავილები, შოკოლადი, ტკბილეული, მანქანა, სახლი, აგარაკი... უბრალოდ სიტუაცია გამოასწორე და ბოდიში მოუხადე!
-რა დებილი ხარ რა ლუკა! -წაიწუწუნა ანიმ.
რამოდენიმე წამის შემდეგ სამზარეულოდან ანიმ ძალით გამიყვანა და ტახტზე დამსვა. ისე დავჯექი რომ ლუკასთვის ზურგი შემექცია.
-ნინ.. ნინა! ჩემო ლამაზო! -გვერდით დამიჯდა და თბილად მომმართა.
-ლუკა შემეშვი რა!!! -გაღიზიანებულმა ვუთხარი და ფანჯარასთან დავდექი.
-ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი. გთხოვ მაპატიე...
-კარგი რა!
-აგიხსნი ყველაფერს..
-მიდი ამიხსენი აბა.. კი ვერ ვხვდები რაღაა ამაში ასახსნელი მაგრამ გისმენ... მადლობა თქვი რომ ასეთი მომთმენი ვარ -კბილებში გამოვცერი
-მოკლედ გუშინ შენ რომ კაფედან გაიქეცი ბართან დავჯექი. დავლიე უზომოდ ბევრი. ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია. დავთვერი და ეკაკო მოვიდა.. თავგზა ამიბნია. ვეღარ ვიგებდი რა ხდებოდა.. თან შენზე ვფიქრობდი... ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი და მერე შენც ხვდები რას ვაკეთებდი. თავის მართლებას არ დაგიწყებ და არ გეტყვი რომ ტყუილად ბრაზდები უბრალოდ მინდა იცოდე რომ შეგნებულად არაფერი გამიკეთებია. ყველაფერი ამ წყეული სასმლის გამო მოხდა..
-ჩემზე ფიქრობდი?! -გადავიხარხარე მე. -ბარემ ყველაფერი ჩემს თვალწინ გაგეკთებინა!
-მაპატიე! -სუსტი ხმით მომართა მან.
-რა გაპატიო ლუკა?! რა გაპატიო?! -დავუყვირე მე -ის რომ სხვა ქალთან იწექი და მიღალატე?! მოდი ჩემს აზრსაც მოუსმინე. ვფიქრობ სასმელმა იმდენი გავლენა არ მოუხდენია ამ ყველაფერზე ვიდრე შენმა სურვილმა. უბრალოდ ის გააკეთე რაც გინდოდ და რასაც საჭიროდ თვლიდი.. ახლა კი თავი დამანებე. ეკაკო შენი არჩევანია და არ გადანაშაულებ.. როგორც გინდა ისე მოიქეცი.
-ჩემი არჩევანი შენ ხარ!!! -ხმამაღლა და მკაცრად თქვა მან. მართლა ძალიან მიყვარხარ! ძალიან გთხოვ მაპატიე. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი... გთხოვ შემირიგდი.. გპირდეპი გამოვასწორებ ამ ყველაფერს. აღარასოდეს დავლევ. ეკაკო გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.. და საერთოდაც მხოლოდ ორი ქალია ჩემს ცხოვრებაში. შენ და დედაჩემი! მიყვარხარ! -თქვა, როცა დავინახე მისი თვალიდან წამოსული ცრემლი.
-ლუკა შეიძლება ითქვას რომ ეს დროის საკითხია მაგრამ ვერ გაპატიებ რადგან ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ამიტომ ნუ დამელოდები.. არ შემიძლია! -ვუთხარი და მას გამოვეცალე. ნაბიჯებს ვდგამდი და უცბად დამაჟრიალა.. თავს ვეღარ ვძლევდი. ტუჩები მითრთოდა. ძალიან მინდოდა მისი გულისცემა მეგრძნო. შევტრიალებულიყავი და ჩავხუტებოდი.. უბრალოდ მთელი სხეულით მივკრობოდი და დამვიწყებოდა ყველაფერი რაც გუშინ და დღეს მოხდა.. უცბად ცდუნებას ვეღარ გავუძელი და შევტრიალდი. მისკენ წასვლა დავაპირე როცა ტელეფონის ხმას გაისმა..
-გისმენთ?! -უპასუხა ლუკამ. -ხოო მამა! -რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ძლივს აბამდა სიტყვებს. -რა მოხდა?! -გაფითრდა და ტუჩები გაულურჯდა. -კარგი კარგი ახლავე მოვალ დაწყნარდი!!!
-კარგად! -სწრაფად თქვა და კარისკენ გაიქცა.
-რა მოხდა ძმაო.. -დაუძახა ვატომ -მეც წამოვალ!
-უბრალოდ მოგვიანებით გნახავთ! -აკანკალებული ხმით თქვა და სახლიდან ისე გავარდა უკან არც მოუხედავს. მანქანის ძრავის ხმა გავიგე. ფანჯრიდან გავიხედე და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი როგორ გაქრა ის ადგილიდან..
ლუკა
როცა მანქანაში ვიჯექი და საავადმყოფოში მივდიოდი ყველა ფიქრი ერთად მომაწვა. ყველაფერი ერთად მომერია... უდიდესი სისწრაფით მივდიოდი და არ მინდოდა მეფიქრა იმაზე თუ რა შეიძლება დამხვედროდა იქ მისვლისას! მამაჩემის დამძიმებულმა ხმამ ისე დამთრგუნა რომ მეგონა მალე შუბლი გამისკდებოდა. გულის ცემაც დამიძიმდა და ყურები დამიგუბდა.
დილითაც მისული ვიყავი საავადმყოფოში და დედა ვინახულე... ყველაფერი კარგად იყო. და იმედია ახლაც ასეა.
როგორც იქნა მივედი. მანქანიდან სწრაფად გადმოვედი.
პალატაში შევვარდი და...
დავინახე ის რაც არასდროს არ უნდა დამენახა. დავინახე ისყველაზე ნაკლებად მინდოდა..
დედაჩემის გაფითრებული და მძინარე სხეული. მარჯვნივ, კედელთან მამაჩემი იყო აყუდებული რომელიც ცრემლების შეკავებას და შეშრობას არც კი ცდილობდა.
-სძინავს ხო?! -ფრთხილად, ჩახლეჩილი ხმით ვიკითხე და მივუახლოვდი.
-შვილო!.. -განადგურებული მზერით შემომცქეროდა.
-მამა!!! -დავუყვირე მას.
-ის..
-მას სძინავს ხო?! -მივვარდი და საყელოში ვწვდი...
-ლუკა! -მხრებში ხელი ჩამავლო.
-მამა მიპასუხე!! -ხელს არ ვუშვებდი და ვაჯღრევდი. მინდოდა ეს სიტუაცია უბრალოდ ხუმრობა ყოფილიყო.
-მამა!!! -დავიღრიალე და თავი ვეღარ შევიკავე. 26 წლის ბიჭმა პატარა გოგოსავით ვიტირე!.. სულს ვეღარ ვითქვამდი, ცრემლები მაწვებოდა და მაწვებოდა.
დედას ლოგინთან მივვარდი და მუხლებზე დავდექი. მისი ხელი ავიღე.. რომელიც სულ ცივი იყო..
-დედა! გაიღვიძე დე... უბრალოდ გაიღვიძე და მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები. აღარასოდეს მოგშორდები! გთხოვ თვალები გაახილე და მითხარი რომ შენ უბრალოდ გეძინა! უბრალოდ გაიღიმე და ჩამეხუტე დე!!! მეტს ხომ არ ვითხოვ შენგან!... -ჩემი ცრემლები მდინარესავით დაედინებოდა მის გაყინულ თითებზე. -დედა თვალები გაახილე!!! -ხელი მაგრად მოვუჭირე და დავიყვირე. ჩემს ხმაზე ექიმი შემოვიდა.
-ვწუხვარ...
-როგორ მოხდა?! რანაირად... ის ხომ თავს კარგად გრძნობდა. მისი ჯანმრთელობა ხომ უკეთესობისკენ მიდიოდა და არა უარესობისკენ?!
-აღმოჩნდა რომ სიმსივნე უფრო იზრდებოდა. და ტკივილის შეწყვეტა დროებითი იყო...
-და ეს როგორ ვერ გაარკვიეთ?!!! -მინდოდა მისთვის მუშტი დამერტყა მაგრამ მამამ გამაჩერა.
-იცით ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ მაგრამ.. ვწუხვარ! -დამწუხრებული სახით მითხრა
-"ჩვენ ყველაფერი ვცადეთ", "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ" -ეს ხომ ის ფრაზაა რომელსაც ყველა პაციენტის ახლობელს ეუბნებით!!!
-დაწყნარდი ლუკა! -მხარზე ხელი დამადო ატირებულმა მამამ და ვითომ დამამშვიდა.
-როგორ დავწყნარდე?! -ვთქვი და ისევ დედაჩემის სხეულს მივუბრუნდი. -დედა! გაიღვიძე და უთხარი ამათ რომ ყველაფერი ხუმრობა იყო. დეე!!! მე მაინც ნუ მტანჯავ! დამელაპარაკე... არ წახვიდე რა! გთხოვ.. ჩემთან დარჩი და ისევ ისე ჩამეხუტე როგორც პატარაობისას მეხუტებოდი სკოლაში წასვლის წინ. არ დამტოვო და გპირდები არასოდეს დაგტოვებ. ყოველ წამს, ყოველ წუთს შენს გვერდით ვიქნები და ერთად ვიცინებთ ძველ ამბებზე.. დედა ნუ მიმატოვებ გთხოვ! მე და მამა ამას ვერ გადავიტანთ!!! -ვლაპარაკობდი მაგრამ უშედეგოდ. არაფრის ძალა აღარ მქონდა. ყველანაირი სიძლიერე დავკარგე. და მთელი სხუელით სისუსტე ვიგრძენი. ფეხები მეკეცებოდა და მეგონა გული მიმდიოდა. თითქოს ჩემს ორგანიზმში ერთი წვეთი წყალიც არ დარჩა... დედას ჩავეხუტე და ამ წამს საბოლოოდ მივხვდი რომ ის გარდაიცვალა!...
-გთხოვთ პალატიდან გაბრძანდეთ. აპარატიდან უნდა გავთიშოთ! -მომმართა ექიმმა. მე კი ყველანაირად გათიშული ვიყავი. გონებრივად, სულიერად და ფიზიკურად. ყველას და ყველაფრის ხმა მაღიზიანებდა.. მათ შორის საათისაც რომელიც კედელზე იყო დაკიდებული და წიკწიკებდა. მივვარდი, ჩამოვხსენი... მიმართულებით განუსაზღვრელად ვისროლე!
მინდოდა გადავმხტარიყავი რაიმე სიმაღლიდან რაც მომკლავდა. არ მაინტერესებს ჯოჯოხეთში რა ტანჯვას გავივლი. მთავარია ეს ტანჯვა ავირიდო. მახსოვს ბავშვობაში მკითხეს "რა ოცნებას აისრულებდი შესაძლებლობა რომ გქონდეს?!" -ამ კითხვაზე მაშინ არ ვუპასუხე მაგრამ ახლა ვუპასუხებ! დედას დავაბრუნებდი!!!დავაბრუნებდი და აღარასდროს გავუშვებდი.. მახსოვს მისი ცრემლიანი თვალები როცა სკოლაში პირველად მიმიყვანა. მახსოვს მისი ცრემლი როგორ დაეცა ჩემს ხელს როცა დაჭრილი ვიყავი და საავადმყოფოში ვიწექი. ვამჯობინებდი მე მოვმკვდარიყავი ვიდრე ის. დედა ხომ ასეთი ახალგაზრდაა სიკვდილისთვის!!!
მივედი ერთ დასკვნამდე.. ყველაფერი ჩემი ბრალია! მე რომ უფრო ადრე გამეგო დედაჩემის ავადმყოფობის შესახებ აახლა ხომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო?! მინდა თავი მოვიკლა და მასთან წავიდე, მაგრამ ასე მას ვერ ვნახავ რადგან ის სამოთხეში იქნება!.. პალატიდან განადგურებული გამოვედი და კედელს მივეყრდენი. თავი არ მქონდა ნაბიჯები გადამედგა და გამევლო. ამის ძალა დამეკარგა... ჩავსრიალდი და უსულოდ დავეგდე. თავი ხელებში ჩავრგე და ასე ვიდექი რამოდენიმე საათის განმავლობაში. უსულოდ... დედა წავიდა და ჩემი სულიც გაიყოლა!...
ნინა
-გარდაიცვალა... -შეშფოთებული შემოვიდა ვატო მისაღებ ოთახში.
-ვიინ?!!! -ფეხზე წამოვხტი და მეგონა ლუკას შესახებ ლაპარაკობდა.
-ლუკას დედა გარდაიცვალა... -დამწუხრებულმა თქვა. მე კი ამის გაგონებაზე ცრემლები წამომივიდა
-რას ამბობ... -გაოცდა ანი.
-ლუკას ვურეკავდი. ვერ დავუკავშირდი და მამამის დავურეკე...
-ღმერთო ჩემო! -წარმოვთქვი და სახელოთი თვალები მოვისრისე.
-ნეტავ ეს არ გამეგო.. -ვატოც უკვე ტირილის ზღვარზე იყო.
-საწყალი ლუკა! ალბათ რა დღეშია -ჩაფიქრებული ჩამოჯდა ანი.
ახლა მთელმა ქალაქმა იცის ლუკა მესხის დედის გარდაცვალების ამბავი. ყველამ!!! დიდმა თუ პატარამ, ახალგაზრდამ თუ ხნიერმა.
მეორე დღეს ვცადე მას დავკავშირებოდი. არ მაინტერესებდა წინა ორ დღეს რა მოხდა. არც ეკაკო მაინტერესებდა და არც მათი ღამე. უბრალოდ მინდოდა ლუკას ჩავხუტებოდი და დამემშვიდებინა. მიუხედავად იმისა რომ მე ეს ყოველთვის ცუდად გამომდის. მინდა მის გვერდით ჩამოვჯდე და მხარზე თავი დამადოს... მინდა ვუთხრა: "ლუკა... ცხოვრება გრძელდება!" მაგრამ ამის სანაცვლოდ რა მესმის?! "აბონენტი გასულია ან გათიშულია მომსახურეობის ზონიდან, დარეკეთ მოგვიანებით!".. სმსებზეც არ მპასუხობს. ყველანაირ ცივილიზაციას გამოეთიშა. და მეც იმ წუთის მერე მისთვის თვალებში არ ჩამიხედავს როცა მისკენ წასვლა და ჩახუტება დავაპირე...



№1 სტუმარი Guest inga

zalian kargi istoriaa da sul iset momentshi wyvet,moutmenlad rom unda elodo momdevno tavis dadebas.:-)

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმეე მაგარი თავი იყო, ზოგადად ძაან ემოციურია ხმე მაგრამ ესსს რა იყოოო? სერიოზულად ცრემლებმა დაიბუდეს ჩემს თვალებში.საოცრება იყო. არ ვიკვეხნი მააგრამ ჩემი ატირება არაა ადვილი. ხოდა რომ წარმოვიდგინე ეს ამხელა კაცი ასეთ სიტყვებს ეუბნება მკვდარ დედას ვაიმეე საოცრება იყო ველი შემდეგს!!!!!
გეხვეწები იქნებ მოახერხო და დადო ხვალ რაა!!!!!

 


№4 სტუმარი kusa13

oxx dzlivs ar dade... rdeni xani velodebodi... male dade axalii torem gavgijdebii... magari istoriaa mara nina cudad iqceva kaco cota gamoxatos grdznobebii codoebiarian :( <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent