სტამბულში გემით (სრულად)
*** ახლაც არ ვიცი რა უნდოდა... მოვიდა, ცხოვრება ამირია და წავიდა. *** -გემით? -ჰო. -გაგიჟდი ანა?რომელი საუკუნეა ნუ გადამრიე! -ვაიმე ლიკა რა გინდა? -არაფერი.უბრალოდ შესაძლებლობა გაქვს,რომ კომფორტულად იმგზავრო თვითმფრინავით და ეს გემი საიდან "მოთხარე" გეხვეწები. -მე მინდა გემით გავემგზავრო სტამბულში და გადაწყვეტილებას,რომ არ შევცვლი ალბათ ხვდები ხომ? -ვხვდები კი არა ვიცი,ანა.ვიცი რა ჯიუტიც ხარ!უბრალოდ მიკვირს...მართლა მიკვირს... -ჰოდა ნუ გიკვირს! *** ჩემი ცხოვრება ყოველთვის განსხვავდებოდა სხვებისგან. განა ერთი ან ორი უმნიშვნელო დეტალით, არამედ მთლიანად. გიკვირთ? მე ის მიკვირს,რომ თქვენ გიკვირთ. ცოტა გაუგებრად ვამბობ ალბათ,მაგრამ მიყვარს გაუგებრობა. მიყვარს მოულოდნელობა, საინტერესო თავგადასავლები, "ჯანსაღი" ურთიერთობები და ზოგადად ყველაფერი "ის",რაც ჩემთან კავშირშია. რაც განსხვავებულია, იშვიათია და ჩემებურია. ჰო. მხოლოდ ჩემებური. ეგოისტი ვარ? არც ვუარყოფ. საშინლად მაღიზიანებს ის ფაქტი,რომ ჩემს საკუთრებას ეხება სხვა. თუ "ჩემია" ე.ი ბოლომდე "ჩემია". მანამდე სანამ არ მომბეზრდება, სანამ უინტერესო გახდება. წარმომიდგენია ახლა რას ფიქრობთ ჩემზე... მაგრამ ჩემთვის ესეც უინტერესოა. არასოდეს ვითვალისწინებდი სხვის აზრს. არ ვითვალისწინებდი და გადაწყვეტილებას თუ ვიღებდი მის შეცვლას წამითაც არ ვფიქრობდი. საშინლად ჯიუტი ვარ. აი ისეთი,წარმოდგენაც რომ არ შეგიძლიათ. როგორც ხვდებით ზედმეტად რთული ადამიანი ვარ, რის გამოც ვერ მიგებს ბევრი,მაგრამ სამაგიეროდ მიგებს ის ერთი რომელიც ჩემთვის ყველაფერია. ლიკუნა... ჩემი ლიკუნაა... ჩემი მეგობარი, დაქალი, ძმაკაცი, არაბიოლოგიური და, დედა, მამა. აი რატომ ვთქვი ყველაფერია-მეთქი. ადამიანი,რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. რატომ? იმიტომ,რომ ზეედმეტად კარგად მიცნობს, ჩემს თავზე მეტადაც. იმიტომ,რომ ყოველთვის ხვდება რა მინდა, რა არ მინდა, რას ვფიქრობ, რას არ ვფიქრობ და საერთოდ ყველაფერს. სიყვარული? აჰ... მე და სიყვარული ვერასოდეს ვერ ვუგებდით ერთმანეთს. მიყვარდა თუ არა? კი, მიყვარდა. ოღონდ ადრე. ბავშვობაში. ასე 16-17 წლის ააკში. ჰო. მიყვარდა მთელი გრძნობით, მაგრამ... მაგრამ ხომ არიან ადამიანები ვინც ამას ვერ ხვდება, ვერ აფასებს და ვერ აცნობიერებს. ჰოდა ასეთი იყო ზუსტად "ისიც". იმის მერე არავისთან აღარ მქონია ურთიერთობა. თუ ვინმეს რამე სერიოზულ განზრახვას შევამჩნევდი,მაშინვე ვიშორებდი თავიდან. ლიკა მეუბნება შინაბერა,რომ დარჩები ნახავო მაგრამ ყურს ვიყრუებ. ვითომ არ მესმის. არადა ძალიან კარგად მესმის და ვხვდები კიდეც,რომ შეიძლება მართლა ასე მოხდეს. ცოტა მეშინია კიდეც. ადამიანი ერთხელ იბადება და ჩემი აზრით უნდა გამოიყენოს ეს შანსი უზრუნველი ცხოვრების შესაქმნელად. ამ მცირე თუ ხანგრძლივ დროში უნდა მოასწროს ყველაფერი: ბედნიერება, სიყვარული, სითბო, ჩახუტება, მოფერება, კოცნა, გაღიმება, გაცინება, გართობა, ტირილი, სინანული, ტკივილი... მე რამდენიმე უკვე გამოცდილი მაქვს. ახლა დანარჩენებიც მინდა,რომ გამოვცადო. ჰო, მინდა. მინდა და ზუსტად ამიტომ მივემგზავრები სტამბულში გემით. რატომ მაინც და მაინც გემით? ეგ არც მე არ ვიცი, უბრალოდ მინდა ის სიამოვნება, განცდები, ემოციები ვიგრძნო რასაც სხვები გრძნობენ გემით მგზავრობისას. ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ემოციას ბადებდა ეს ყველაფერი. ერთი პერიოდი მეშინოდა კიდეც. აი,იცით როდის? პირველად,რომ გავიგე "ტიტანიკის" ამბავი,თან ფილმიც ვუყურე. ისე განვიცადე... იმდენი ვიტირე... და მაშინ ვთქვი,რომ არასოდეს ჩავჯდებოდი გემში, მაგრამ ახლა რას ვაკეთებ? მივდივარ გემით სტამბულში. გემით. გემით. გემით მივდივარ. სტამბულში გემით. პირველად სტამბულში და პირველად გემით. რა უცნაურები ვართ ადამიანები არა? ერთს ვამბობთ, მეორეს ვაკეთებთ. ან პირიქით. ჰო. უცნაურები ვართ ადამიანები და უცნაურია ეს ცხოვრებაც, ბედიც, ბედისწერაც... მე მჯერა ბედისწერის. ყოველთვის მჯეროდა და ყოველთვის დავიჯერებ. ახლაც მჯერა. რატომ ამას ვერ ვხსნი, თუმცა მჯერა და მორჩა. ან უნდა საერთოდ ახსნა? არა. ბედისწერას ვერ ახსნი... ნუ მე ასე ვფიქრობ ყოვეშემთხვევაში და პრინციპში ეს ასეცაა. *** უზარმაზარი გემია უამრავი ოთახით. ხომ ბევრი ოთახია,მაგრამ არც ერთი არ გავს ერთმანეთს. ზოგი დიდი,კომფორტული და დახვეწილია. ზოგი საშუალო ზომის,მეტნაკლებად კომფორტული და ლამაზია. ზოგი კი უბრალო და არაფრითგამორჩეული. მე კი პირველი ოთახის მცხოვრებელს მივეკუთვნები. აბა მამაჩემი ნაკლებს მაკადრებდა? არამც და არამც. თითქმის მთელი გემი დავათვალიერე. ისე მომწონს აქაურობა... შიგნით საერთოდ ვერ გაარჩევ სახლია თუ გემი, მაგრამ გარეთ გამოსვლისას ყველაფერი თვალნათელია. სპორტდარბაზიც კი არის. არა,კარგი ვქენი გემით მოგზაურობა რომ გადავწყვიტე. მართალია თვითმფრინავით მგზავრობაც ძალიან მიყვარს, თუმცა ვაღიარებ ეს ბევრად კომფორტულია. თან დახვეწილიც. თან ორიგინალურიც. სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ ჩემი ოთახისკენ,როცა ვგრძნობ ძლიერი სხეულის შეჯახებას და ინერციით უკან მივდივარ. -უი,მაპატიეთ ვერ დაგინახეთ! მამაკაცის დაკუნთულ სხეულს თვალი ავაყოლე და პირდაპირ სახეზე გავაჩერე მზერა. -არაუშავს,არაფერია.რამე ხომ არ იტკინეთ? თავაზიანად მკითხა უცნობმა. მონუსხული ვუყურებდი მის პირი-სახეს და ისე,რომ თითქოს მის თითოეულ ნაკვთს ვსწავლობდი. -არა,მადლობთ და...და ნახვამდის. გავუღიმე და შემოვბრუნდი,მაგრამ ხელი დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. -რამე გინდათ? -მინდა.შეიძლება ერთად დავლიოთ ყავა? დავიბენი. ისე და იმდენად დავიბენი,რომ არ მახსოვს როგორ დავთანხმდი. თუმცა ის მახსოვს როგორ ჩაეღიმა კმაყოფილს. მის ოთახში შევედით. ისიც დიდი, ნათელი, დახვეწილი და ბევრად კომფორტული იყო,ვიდრე ჩემი. ალბათ,ესეც შეძლებულია. თან ძალიან. -დაჯექი. მიმითითა ფანჯარასთან მდგომ მაგიდის გარშემო მდგარ ერთ-ერთ სკამზე. ახლა ამდენი,რომ არ მელაქლაქა და პირდაპირ "სკამზე" მეთქვ,არა? ეჰ,შენი საშველი არ იქნება ანა! -მე ამერიკანოს დავლევ თუ შეიძლება. -შეიძლება. ღიმილით მითხრა. და მაინც,როგორ უხდება ღიმილისას,რომ ფოსოები უჩნდება ლოყაზე. რამდენიმე წამში ისიც ჩემს პირდაპირ დაჯდა ყავებითურთ. -მადლობა. -სხვა ხომ არაფერი გინდა? რა თავაზიანია მიკვირს. ახლანდელი კაცები სულაც არ გამოირჩევიან ამ ჟესტით. უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე და გავუღიმე. მერე ძალიან ფრთხილად ვუთხარი. -მე თქვენი სახელიც კი არ ვიცი. მას გაეღიმა. -დაჩი.დაჩი ერისთავი. -სასიამოვნოა.მე ანა ბერიძე ვარ. გავუღიმე და ყავა მოვსვი. -ძალიან გემრიელია. -მადლობა.რას საქმიანობ ანა? -ფიგურული მოცეკვავე ვარ. -მართლა?ვგიჟდები გოგოს,რომ სპორტული ცხოვრება აინტერესებს. -მადლობთ. -კარგად ცეკვავ? -იმას თუ გავითვალისწინებ,რომ ყოველთვის პირველ ადგილს ვიღებდი,ალბათ შესანიშნავად. -ყოველთვის?არც ერთ შეჯიბრზე არ დამარცხებულხარ? გაოცებული მიყურებდა. მე მის ასეთ მიმიკაზე მეცინებოდა. -რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არა. ამაყად ვუთხარი და ყავა მოვსვი. -კარგი გოგო ხარ! -მადლობთ.და თქვენ ად საქმიანობთ? -მოდი პირველ რიგში ეს თქვენობითი ფორმა მოაშორე კარგი? -კარგი. გამეღიმა. -მე ჩემი ბიზნესი მაქვს. -რისი? დავინტერესდი მე. -ღვინის. -და კარგ სარგებელს იღებთ? -თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ თბილისის თითქმის ყველა პრესტიჟულ რესტორან-ბარებს მე ვამარაგებ ღვინით და ასევე საზღვარგარეთაც გაგვაქვს,მაშინ შესანიშნავად. ჩემი სიტყვები გაიმეორა მან,რაზეც ორივეს გაგვეცინა. -ჰოდა შენც კარგი ბიჭი ხარ! შევაქე მე. მან კი მადლობის ნიშნად თავი დამიკრა. -სად მიემგზავრები? მისმა კითხვამ გამაკვირვა. -სადაც ეს გემი მიდის.ანუ სტამბულში. დაბნეულმა ვუპასუხე. -არა ეგ კი ვიცი,მაგრამ სტამბულში რჩები თუ იქიდან სხვაგან მიდიხარ? -აჰ...არა.დეიდაჩემთან ვრჩები სტამბულში.შენ? -ესპანეთში. -და პირდაპირ თვითმფრინავით რატომ არ წახვედი?ამ წვალებას არ გერჩივნა? -გემით მგზავრობა ჩემთვის წვალება არ არის.ვგიჟდები,როცა რაღაც განსხვავებული და უცნაური გრძნობა მეუფლება,თან სასიამოვნო.ეს კი მხოლოდ გემით მგზავრობისას ხდება. -უცნაურია. -ჰო.შენ დასასვენებლად მიდიხარ სტამბულში? -არა,როგორც გითხარი ფიგურული მოცეკვავე ვარ და სულ რაღაც ორი წლის წინ სერიოზული ტრამვა მივიღე,რის გამოც ცოტა ხნით შევეშვი ამ საქმეს.მაგრამ ახლა როცა ყველაფერი დალაგდა,მინდა ისევ თავიდან მივაღწიო წარმატებას.რამდნიმე კვირის უკან ერთ-ერთ კომპანიაში გავაფორმე ხელშეკრულება.ორი დღის წინ კი დამირეკეს და მითხრეს,რომ პირველი მოწვევა სტამბულიდან იყო.ჰოდა მეც დიდი სიხარულით გამოვემართე სტამბულისაკენ. -გასაგებია.დარწმუნებული ვარ,ისევ იგივე წარმატებას მიაღწევ. -მადლობა. -და შენ რატომ გადაწყვიტე გემით მგზავრობა? -ძალიან მინდოდა მეც ის მეგრძნო,რასაც სხვები გრძნობენ ამ სიტუაციაში.მაინტერესებდა როგორი იყო ეს ყველაფერი. -ძალიან კარგია!ხომ გეუბნები მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს სასიამოვნოდ,როცა გემით ვმგზავრობ. -იმედი მაქვსმ ალე მეც იგივეს ვიგრძნიბ. -იგრძნობ,დამიჯერე. გავუღიმე და საათს დავხედე. მას ჩემი ეს ჟესტი არ გამოპარვია. -ხომ არ გეჩქარება? -სად უნდა მეჩქარებოდეს? გამეღიმა. -არა თუ წასვლა გინდა შეგიძლია წახვიდე. ისეთი ხმით მითხრა,რომ აშკარა იყო არ უნდოდა დავთანხმებოდი. ეს არც მე მინდოდა. -არ მინდა. -კარგია.მაშინ თუ გინდა ერთ ადგილას წაგიყვან და თან დავლიოთ.რას იტყვი? მისი იდეა მომეწონა. დიდი ხანია არ დამილევია და დიდი სიამოვნებით დავლევდი ახლა,თან ამინდიც ისეთი მშვიდი იყო. მიყვარს ასეთ დროს იმის კეთება,რაც სიამოვნებას მანიჭებს. დაჩის თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ოთახი ერთად დავტოვეთ. გარეთ გამიყვანა. გემის ბაქანზე ვიდექით. ის მე მიყურებდა. მე მას. მერე ზღვას გავხედე და მივხვდი,რომ მისი თვალების ფერი ძალიან გავს ზღვას. სუფთა და მშვიდი. -შემოთავაზება მაქვს. წარბები აზიდა მან. -გისმენ. გამეღიმა მე. -ან აქ დავჯდეთ მხოლოდ ჩვენ ორნი და მშვიდად ვისაუბროთ ან ბარში გავიდეთ. -აქ? -ჰო.მაგიდას და ორ სკამს მოვატანინებ.კიდევ რაც დაგვჭირდება ყველაფერს...ნუ ფიქრობ ამდენს,ანა.უარს ვერ მეტყვიან. -კარგი. დაჩიმ გამიღიმა და სიხარულისგან ტაში შემოკრა. პატარა ბავშვს გავდა,რომელსაც ის სათამაშო აჩუქეს დიდი ხანი,რომ ოცნებობდა. ძალიან საყვარელი იყო. რამდენიმე წუთში მართლაც მოგვიტანეს მაგიდა, სკამები, საჭირო ნივთები და კერძებიც. ბაქანზე, "აივანთან" ახლოს დაადგმევინა დაჩიმ მაგიდა. მერე შავფორმიანები გაუშვა და უთხრა ეცადეთ აქ არავინ გამოვიდესო. როგორც იქნა ბოლოს ჩემთვისაც მოიცალა. -მოდი ანა,დაჯექი. ნელი ნაბიჯებით წავედი მაგიდისკენ. მან სკამი გამომიწია და მეც გრაციოზულად დავჯექი. ვგიჟდები ამ ბიჭის თავაზიანობაზე! თავი ფილმში მგონია იმდენად არალეარულად მეჩვენება ეს ყველაფერი. მე, ანა ბერიძე ვზივარ ისეთი ადამიანის პირდაპირ,რომელზეც მხოლოდ სახელი და გვარი ვიცი და "ჩვენ" ვაპირებთ დავლიოთ, ვისაუბროთ საინტერესო თემებზე და არაა გამორიცხული,რომ პირადსაც შევეხოთ და... და ახლა მე სწორად ვიქცევი? ან რა გავაკეთე არასწორი? მგონი ძალიან მკაცრად ვუდგები ჩემს თავს. ხედს გავხედე. ულამაზესი იყო. მთელ ჰორიზონტზე მხოლოდ უკიდეგანო ზღვა ჩანდა და დიდი,ძალიან დიდი წითელი ბურთი. რომელიც ნელ-ნელა, ზოზინით მიიწევდა ზღვაში. თითქოს სულ არ უნდოდა მიუხედავად მისი სილამაზისა მასში ჩაკარგულიყო. მონუსხული ღიმილით ვუყურებდი ამ სურათს,რაც არც დაჩის გამოპარვია. -მოგწონს? -ძალიან! არფრთოვანებას ვერ ვმალავდი. მართლაც წარმოუდგენელი იყო ასეთ სიტუაციაში ჩემი თავი. ვინმეს,რომ ეთქვა ამა და ამ დღეს შენ გემზე იჯდები ვიღაც ტიპთან ერთად და დათვრებიო, სასაცილოდ არ მეყოფოდა. მაგრამ... მაგრამ ახლა არაფერზე ვფიქრობდი. არც მინდა ვიფიქრო. ცოტა ხნით ყველას და ყველაფრის დავიწყება მინდა,გარდა დაჩისა. -ანა,ჭამე რამე. ფიქრებიდან მის სასიამოვნო ხმას გამოვყავარ. -აჰ...ჰო.უბრაოდ ისე მომეწონა აქაურობა,რომ ყველაფერი გადამავიწყდა.შესანიშნავია! -მიხარია,რომ მოგწონს...წითელ ღვინოს დალევ თუ თეთრს? -შენი ღვინო არ ექნებათ აქ,ვითომ? მოჭუტული თვალებით გადავხედე. -ჩემი ღვინო? ჩაეცინა. -არ ვიცი.რა იყო? -დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი შენს დამზადებულ ღვინოს. -მე არ ვამზადბ,ანა. -ნუ რა მნიშვნელობა აქვს.მთავარია შენი ფირმა ამზადებს. -კარგი იყოს ჩემი ფირმის ღვინო.ახლავე დავბრუნდები. ადგა და სადღაც გაუჩინარდა. მე ისევ ჰორიზონტს გავუშტერე თვალი და შევამჩნიე,რომ მზე უფრო ახლოს იყო "უფსკრულთან". ულამაზეს "უფსკრულთან". ნაბიჯების ხმა გავიგე და თავი მოვაბრუნე. დაჩის ერთი ბოთლი წითელი ღვინო ეჭირა და აუღელვებლად მოაბიჯებდა. თან მიღიმოდა. -იმედია მომეწონება და რამე ნიუანსს არ შევამჩნევ,თორე მერე ძვირად დაგიჯდება იცოდე. გამომცდელად შევხედე და თვალი ჩავუკარი. -მოგეწონება. თავდაჯრებულად მითხრა და თავის ადგილას დაბრუნდა. ისევ გავხედე ხედს. ისევ მოვინუსხე სურათით. ისე ლამაზი პეიზაჟი კი გამოვიდოდა. ხატვა,რომ შემეძლოს აუცილებლად გადავიტანდი ფურცელზე ამ საოცრებას. -რაზე ფიქრობ? ისევ დაჩის სასიამოვნო ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან. -იმაზე,რომ ხატვის ნიჭის უქონლობის გამო ვერ ვხატავ ასეთ შესანიშნავ ნახატს.არადა ძალიან მინდა. -რა ნახატს? დაიბნა ის. ისეთი საყვარელი იყო... მე თავით ვანიშნე ჰორიზონტისკენ. მას გაეღიმა. -ძალიან გინდა ეს ყველაფერი ნახატად აქციო? -ძალიან მინდა! -მაშინ დაგიხატავ.პირადად შენთვის დავხატავ. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. -შენ...შენ ხატვა შეგიძლია? -შემიძლია. -მართლა დამიხატავ? -მართლა დაგიხატავ. -ვაიმე ძალიან დიდი მადლობა,დაჩი! გაუცნობიერებლად წამოვხტი ფეხზე და მთელი ძალით მოვხვიე ხელები კისერზე. ბედნიერებისას რას არ გააკეთებს ადამიანი... მერე როცა დაჩის ხელები ვიგრძენი წელზე, მაშინ გამოვერკვიე და დენდარტყმულივით მოვშორდი. -ბოდიში.უბრალოდ ძალიან გამეხარდა და თავი ვერ გავაკონტროლე. პატარა ბავშვივით ჩავიბრტყუნე და ჩემს ადგილზე დავჯექი. -საბოდიშო არაფერია,ანა. უხერხულად გავუღიმე. ის მიხვდა როგორ ვიწვოდი ახლა სირცხვილისგან და სიტუაციის განსამუხტად ჭიქებში ღვინო ჩამოასხა. მერე მე გადმომხედა. -აბა,გასინჯეთ ქალბატონო ანა და მითხარით რას ფიქრობთ.ღირს გავაგრძელო ღვინის ბიზნესი? აშკარად გამოუვიდა კიდეც. ორივეს გაგვეცინა მის სიტყვებზე. მე ჭიქა ავიღე და ერთი ყლუპი მოვსვი მხოლოდ. მართალია დიდად სმის მოყვარული არ ვარ,თუმცა დამეფიცება ასეთი ღვინო ცხოვრებაში არ გამისინჯავს, მაგრამ ისე მაინტერესებდა დაჩის რეაქცია როცა ვეტყოდი არ მომწონს-მეთქი,რომ თამაში გადავწყვიტე. -ყველაზე საზიზღრობაა,რაც კი ცხოვრებაში გამისინჯავს! ისეთი სერიოზული ხმით ვუთხარი,მეც კი დავიჯერე. დაჩის მიტკლისფერი დაედო სახეზე და გაოცებული მიყურებდა. ძლივს ვიკავებდი სიცილს,მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი და მთელი ხმით ავხარხარდი. ისიც მიხვდა ჩემს ოინს და ჩემთან ერთად დაიწყო სიცილი. -რა საზიზღარი გოგო ხარ,ანა! -ამას კომპლიმენტად მივიღებ. ისევ ორივემ გავიცინეთ. და მაინც,როგორ უხდებოდა სიცილი ვერ აგიღწერთ. უკვე ბნელდებოდა. ექვსი ჭიქა დავლიე და ვხვდები,რომ ვთვრები ან უკვე მთვრალი ვარ. შებინდებისას,ისეთი ლამაზი იყო ზღვის ხედი და მეც უფრო და უფრო მიყვარდებოდა აქაურობა. მზე მთლიანად ჩაიკარგა "უფსკრულში". არ უნდოდა,მაგრამ სხვა რა გზა ქონდა? მისი დანიშნულება ეს არის. ჰო. გაგვათობს დღისით და მერე გვტოვებს. მის ადგილს მთვარე იკავებს. ის კი სადღაც ჯანდაბაში ქრება. მაშინ,როცა გვჭირდება სითბო, სინათლე. იცით? ხშირად შემიდარებია მზე ადამიანთან. ისინიც ხომ ასე იქცევიან? გაგვათბობენ, ჩვენს ცხოვრებას ნათელს გახდიან და მერე.... მერე მიდიან. მიდიან უკანმოუხედავად და სამუდამოდ გვტოვებენ. ყველაზე საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება,მაგრამ უფრო საშინელი ხდება თუ საყვარელი ადამიანის გამო გრძნობ მას. დაჩის შევხედე. ჩანგალს ათამაშებდა თეფშზე და ძალიან ღრმად ჩაფიქრებულიყო. იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა და ქვევიდან ამომხედა. ისეთი სიმპატიური იყო ძლივს შევიკავე თავი რამე სისულელე არ გამეკეთებინა. ნეტა რა ვიგულისხმე სისულელეში? გამიღიმა. ისე,როგორც იცის ხოლმე. მეც გამეღიმა. -და მაინც ნახატს როდის დამიხატავ? -ხვალ. -ასე მალე? -ასე მალე. -გპირდები თუ მომეწონება ჩარჩოში ჩავსვამ და ჩემს ოთახში ჩამოვკიდებ საწოლის პირდაპირ! -საწოლის პირდაპირ რატომ? -სულ რომ ვუყურო და ეს დღე გამახსენდეს. -ეს დღე თუ მე? გამომცდელად შემომხედა და ცალი ტუჩის კუთხე ჩატეხა. საზიზღარი! -ეს დღეც და შენც. -მე კიდევ არაფერი მჭირდება შენი და ამ დღის გასახსენებლად. ერთიანად დამიარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა. გამეღიმა. იმის გაფიქრებამ,რომ მე მას ყოველთვის ვემახსოვრებოდი ბედნიერების ზენიტზე ამისროლა. რა უცნაურია არა? ცხოვრებაც უცნაურია და ადამიანებიც უცნაურები არიან,როგორც უკვე ავღნიშნე. და ზოგადად ყველაფერი უცნაურია! აღარაფერი გვითქვამს არც ერთს. უბრალოდ ვტკბებოდით ირგვლივ გამეფებული სიმშვიდიდთ და ულამაზესი ხედით,რომლის სურათიც მალე ჩემი ოთახის ერთ-ერთ კედელს დაამშვენებდა. მჯეროდა,რომ დაჩი არაჩვეულებრივად გაართმევდა თავს ჩემს "დავალებას". მე მჯეროდა მისი, მისი ნიჭიერების, მისი შესაძლებლობების და მე უბრალოდ მჯეროდა დაჩის! ძალიან გვიანი იყო უკვე. იმდენად გვიანი,რომ თვალები მეხუჭებოდა ძილმორეულს. დაჩის გავხედე,რომელსაც საერთოდ არ ეტყობოდა არანაირი დაღლა და ძილის სურვილი. ალბათ,ჩემი ხმა რომ არა დილამდე იჯდებოდა ასე და გაათენებდა. -დაჩი უკვე გვიანია.არ გეძინება? -შენ? -მე კი.ძალიან დავიღალე და თუ არ დავიძინე ჭკუიდან შევიშლები.ვერ ვიტან უძილობას. -კარგი წადი. სრულიად უემოციოდ მითხრა მან. გამიკვირდა. არც ძილინებისა უსურვებია ჩემთვის, არც უკოცნია ძილის წინ პატარა ბავშვებს,რომ კოცნიან ისე და საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ან საერთოდ რატომ უნდა დამშვიდობებოდა? რატომ უნდა ეთქვა რამე? რა საჭირო იყო? იჯდა და ისევ ჩანგალს ათამაშებდა თეფშზე. ისევ ღრმად ფიქრობდა. არაფერი მითქვამს. უხმოდ ავდექი და იქაურობა უკანმოუხედავად დავტოვე. მეწყინა. საშინლად მეტკინა "ის" მარცხენა მხარეს. ვერ ვხვდებოდი რატომ. დაჩი ხომ არაფერს წარმოადგენდა ჩემთვის,მაგრამ უყურადღებობას ვერავისგან ვიტანდი. მეწყინა და თან გამიკვირდა. დაჩიმ... ასეთმა თავაზიანმა, ყურადღებიანმა და თბილმა ადამიანმა,რომ გულგრილობა გამოიჩინა. ალბათ ქონდა კიდეც თავისი მიზეზი ამ ყველაფერს,თორემ უბრალოდ შეუძლებელია... შეუძლებელია დაჩი ასე მოქცეულიყო... *** როგორი განსხვავებული და სასიამოვნო ყოფილა გემზე ძილი. თვალების გახელისთანავე ვიგრძენი ბედნიერება. საოცრად მშვიდად მეძინა. ასე ბოლოს როდის გამოვიძინე აღარც მახსოვს. ნელა ავდექი საწოლიდან,თავი მოვიწესრიგე და გრძელი სარაფანი გადავიცვი. საათს,რომ დავხედე ორი იწყებოდა. უჰ! რა დრო გასულა... ოთახიდან გავედი და სასადილოში ჩავედი. გუშინდელი ღამე გამახსენდა და სიამოვნებისგან გამეღიმა. მალე შევედი სასადილოში და ცარიელი მაგიდა დავიკავე. მხოლოდ ყავა და ორცხობილები შევუკვეთე. ტკბილად შევექცეოდი "საუზმეს" დაჩის სილუეტი, რომ დავლანდე. ისე სიმპატიურად გამოიყურებოდა... მუქი ჯინსის შარვალი და ასეთივე ფერის პერანგი ეცვა,რომელიც კიდევ უფრო უკვეთავდა თვალების ფერს. თვალი ვერ მოვწყვიტე რამდენიმე წუთი... ბოლოს მანაც შემამჩნია და გამიღიმა. მეც გავუღიმე მისი ვიზუალით დაჰიპნოზებულმა. -როგორ ხარ,ანა? -კარგად.შენ? -მეც.კარგად გეძინა წუხელ? -შესანიშნავად. -მიხარია.წინააღმდეგი ხომ არ იქნები შენთან ერთად,რომ ვისადილო? -რა თქმა უნდა არა. -უი,ხო მართლა გუშინდელისთვის ბოდიში რა.უბრალოდ რაღაც გამახსენდა და ცუდ ხასიათზე დავდექი.ხომ არ გაბრაზდი? -არა.არაფერია,დაჩი.არაუშავს. გავუღიმე. მანაც გამიღიმა. "საუზმობის" შემდეგ გემის უკანა მხარეს გავედით. რამდენიმე ადამიანი იყო მხოლოდ. ხის სკამზე ჩამოვჯექით. არც ერთი არ ვიღებდით ხმას. -ჰო,მართლა ნახატი დავხატე. ბოლოს ისევ დაჩიმ გადაწყვიტა სიჩუმის დარღვევა. -უკვე? გამიკვირდა მე. -უკვე. გაეღიმა. მე ბედნიერებისგან თვალები გამიბრწყინდა. -აუ რა მაგარია!მაჩვენებ? -რა თქმა უნდა. -ახლავე რა. პატარა ბავშვივით მიხაროდა და ცოტაღა მაკლდა სიხარულისგან ხტუნვა არ დამეწყო. მისი ოთახისკენ წავედით. შესვლისთანავე დაიძრა დიდი უჯრებიანი კარადისკენ. ერთ-ერთიდან კი თეთრი ქაღალდი ამოიღო. გაბადრული სახით შემოტრიალდა ჩემსკენ. -აი,აიღე. ნახატი გამომიწოდა. მეც დახარბებულივით გამოვგლიჯე ხელიდან. დიდხანს ვაკვირდებოდი. ისეთი კარგი იყო... ისეთი ლამაზი,დახვეწილი... სულ ვერ შეამჩნევდით ნამდვილად ნახატი იყო თუ არა. არა,ვიცოდი იმედს არ გამიცრუებდა,მაგრამ ყველაფერს გადაარჭაბა! უზომოდ,უზომოდ კარგი იყო. საუკეთესო. -მოგწონს? -მომწონს?რას მეკითხები ხვდები?ისეთი ლამაზია,რომ კი არ მომწონს მიყვარს უკვე.ვაუ!არ ვიცოდი ასე კარგად თუ ხატავდი. -შენ თითქმის არაფერი იცი ჩემზე. -ეგეც მართალია...მართლა ძალიან ლამაზია დაჩი.დიდი მადლობა! -რისი მადლობა... -როდის მოასწარი? -გუშინ ღამით.შენ,რომ წახვედი მაშინ.როცა ცუდად ვგრძნობ თავს უფრო კარგად გამომდის ხატვა.ჰოდა მეც დავხატე. -ღმერთო,ძალიან დიდი მადლობა.უბრალოდ არ ვიცი რითი გადაგიხადო მადლობა. -ჩამეხუტე. -რა? -ჩამეხუტე და ეგ იქნება შენი მადლობა. არც დავფიქრებულვარ ისე შემოვხვიე ხელები კისერზე. იმხელა მუხტმა გაიარა ჩემში მისი შეხებისას,რომ მეგონა ვერ გავუძლებდი. მთელ სხეულში გაიფანტნენ მეტასტაზები. საოცარი,სასიამოვნო გრძნობა დამეუფალა და არ მინდოდა მოვშორებოდი. ვგრძნობდი,რომ მასაც არ უნდოდა. მე მისით ვივსებდი დანაკლისს. ის-ჩემით. მე მისით ვბედნიერდებოდი. ის-ჩემით. მე მისით ვგრძნობდი რაღაც განსხვავებულს,სასიამოვნოს,უცნაურს და ის-ჩემით. ორივე ერთმანეთს ვაბედნიერებდით, ვავსებდით და ისევ ვაბდნიერებდით. *** -და გაუმარჯოს გამარჯვებულ ფიგურულ მოცეკვავე ანა ბერიძეს! ხმა დაიბოხა დაჩიმ და სასმელი ბოლომდე დალია. -დაჩი უკვე მეცხრე ჭიქას სვამ ამ სადღეგრძელოთი,თან ჯერ არ გამიმარჯვია არსად და ნუ ბოდიალობ,რა. -მეათესაც დავლევ და მეთერთმეტესაც!თან ვიცი,რომ გაიმარჯვებ და წინასწარ ავღნიშნავ. ისეთი საყვარელი როცა ბრაზდება,რომ შეგიძლია დაჯდე და მთელი დღე თვალდაუხამხამებლად უყურო. ან ეს უბრალოდ მე მინდა სულ,რომ ვუყურებდე. -ჰო,მაგრამ არ გბეზრდება? -რატომ უნდა მომბეზრდეს,ანა?მემგონი შენზე მეტად მე მინდა,რომ გაიმარჯვო. -სურვილი ცხრაჯერ ერთი და იგივე სადღეგრძელოს სმით არ გამოიხატება. გაეღიმა. -კარგი მეტჯერ აღარ დავლევ. ცოტა ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ განაგრძო. -შენს სადღეგრძელოს ოღონდ. -რა სასაცილო ხარ,დაჩი. მართლა მეცინება მე. -შენ ძალიან ლამაზი ხარ! ისეთი ხმით მითხრა,რომ ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა. -შენ სიმპატიური ხარ. მეც ვუთხარი ქათინაური და ღვინო მოვსვი.მას აღარფერი უპასუხია. აივნიდან გაშლილ ჰორიზონტს გავუსწორე თვალი და ის დღე გამახსენდა პირველად,რო შევხვდით მე და დაჩი. მაშინაც ას ვისხედით და ვლაპარაკობდით. მშვიდად, აუღელვებლად და ძალიან სასიამოვნოდ. -დაჩი -გისმენ. სიგარეტის ნამწვიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა. -როგორ ფიქრობ ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი? მთელი სერიოზულობით ვეკითხები მე. ის კი ხარხარს იწყებს. -რა გაცინებს? ვიწყინე მე. -ეს კითხვა ახლა საიდან გაგახსენდა? ისე მეუბნება სიცილს არ წყვეტს.არაფერს ვპასუხობ და ისევ ხედს ვუშტერებ თვალს. არა,ისე მართლა რამ გამახსენა ახლა ეს კითხვა? სულელი ხარ,ანა! -ანაა იმდენად დამშვიდებული ხმით მეძახის,რომ ეჭვი მეპარება მის წეღანდელ საქციელში. პასუხს არ ვცემ. -ანააა ისევ არ ვცემ პასუხს. -გაბრაზდი? მეკითხება თბილი ხმით.თავს მისკენ ვატრიალებ და თვალებში ვუყურებ. -გავბრაზდი! -კარგი რა.ბოდიში თუ გეწყინა,უბრალოდ... სიტყას შუა გზაში წყვეტს და ისევ იცინის.მე კიდევ უფრო ვბრაზდები. -გაჩერებას აღარ აპირებ? ვეუბნები რამდენიმე წუთის შემდეგ და თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ. ის უცებ სერიოზულდება. -ეგრე აღარ გააკეთო! -რა? -თვალები. -რატომ? -აღარ გააკეთო და მორჩა! ხმა გაუმკაცრდა. მე არაფერს ვპასუხობ. საზურგეს მივეყრდენი და ცას ავხედე. და მაინც ღამე სულ სხვანაირია... არ მინდა გათენდეს. გათენდეს და ეს წუთები გააფუჭოს, წარსულში დატოვოს. -რაზე ფიქრობ ანა? -ისე შენთვის რომელი უფრო უკეთესია დღე თუ ღამე? -არ ვიცი.ორივეს თავისი ხიბლი აქვს.შენთვის? -ჩემთვის ღამე. -რატომ? -იმიტომ,რომ ღამე მაინც სულ სხვაა.ყველაფერი განსხვავებულია: გრძნობები,ემოციები,სითბო,ჩახუტება,კოცნა,სიყვარული,სიახლოვე,მეგობრობა,გართობა და ადამიანიც კი.ჩემი აზრით,ღამეს არაფერი ჯობს.როცა ყველაფერს მთვარის შუქი ანათებს და გარშემო სიმშვიდეა.ღამე სეირნობაც კი განსხვავებული,თუნდაც მარტო.ღამე ყოველთვის ნამდვილები ვართ.დღე კი ამ ყველაფერს აფუჭებს,აცალმტვერებს... -არც აფუჭებს და არც აცალმტვერებს.უბრალოდ ჩვენ არ გვინდა ის რასაც ღამე ვფიქრობთ და ვაკეთებთ დღეც იგივე გავიმეოროთ და თავის გასამართლებლად კი ყველაფერს მას ვაბრალებთ. -შეიძლება,მაგრამ ღამე მაინც ღამეა. -და დღე მაინც დღეა. გამიღიმა და ღვინო დაასხა ჭიქებში. -მოდი მაშინ ახლა დღე და ღამეს გაუმარჯოს. ჭიქა ავწიე და მისას მივადე. -გაუმარჯოს! თქვა მან და ერთი ამოსუნთქვით დალია სასმელი.მეც ბოლომდე დავლიე და ვხვდები,რომ უკვე მთვრალი ვარ. -არ მინდა,რომ გათენდეს. დანანებით ამოვილაპარაკე მე. -ეს წუთები არ გემეტება გათენებისთვის? -ჰო.უბრალოდ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. -გინდა რამე ვითამაშოთ? -კარგი რა დაჩი...რამდენი წლის ხარ? -წლოვანებას რა მნივნელობა აქვს,ანა?ის კი არ მიგულისხმია "კუკუ-დამალობანა" ან მსგავსი რამე ვითამაშოთ-მეთქი,უბრალოდ რაღაც გასართობად გითხარი. -ჰო რა ვიცი... -გინდა თუ არა? -მინდა. -მოიფიქრე ჰოდა. -მე არასოდეს? -აჰ...იყოს.დაიწყებ? -დავიწყებ.ოღონდ იცოდე ტყუილებს არ ვართ. თითის ქნევით გავაფრთხილე მე. -რა თქმა უნდა. დამეთანხმა ისიც. -მე არასოდეს დამილევია ჩემი დამზადებული ღვინო. -არც მე. წარბაწეულმა შევხედე. -რა?მე კი არ ვამზადებ ღვინოს. -შენი ფირმა ამზადებს სამაგიეროდ,ანუ შენ რა და ამიტომ უნდა დალიო. -ოჰ,ანა! ჭიქას იღებს და ბოლომდე ცლის.მე გამარჯვებულის ღიმილს ვიკრავ სახეზე. -მე არასოდეს ვმდგარვარ ციგურებზე. ნიშნისმოგებით გადმომხედა.მეც დავლიე. -მე არასოდეს მიკოცნია ფრანგულად. ვამბობ სასმლისგან გათამამებული.ის შეკამათების გარეშე სვამს ღვინოოს.არა მეც ჰო ვიცოდი,მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. -მე არასოდეს მყვარებია ვინმე. თვალებში მიყურებს. დავიჯერო მართლა არავინ ყვარებია? -ჰო ვთქვი ტყუილებს არ ვართ-მეთქი? -არც მომიტყუებიხარ.მართლა არავინ მყვარებია. მე არაფერს ვპასუხობ ისე ვსვამ ღვინოს. -ვინ იყო ის ბედნიერი? -ბიჭი. სერიოზული სახით ვეუბნები და ძლივს ვიკავებ სიცილს. -არ მეგონა ბიჭებიც თუ მოგწონდა. დანანებით აქნევს თავს დაჩი და ჩემი მოთმინებაც იწურება. რამდენიმე წამში ორივე ვხარხარებთ. -კარგი,მართლა. მეუბნება,როცა ვსერიოზულდებით. -რაში გაინტერესებს? -მაინტერესებს. -დიტო ერქვა.სამი წელი ვიყავით ერთად.ბოლო წელს ძალიან აგვერია ურთიერთობა.თითქმის ყველაფერზე ვჩხუბობდით.ერთ საღამოს მეგობრებთან ერთად ვიყავით ბარში და იქაც ვიჩხუბეთ.ოღონდ ძალიან სერიოზულად.მერე დიტომ გამომიცხადა სხვა მიყვარს და უნდა დავშორდეთო.იმის მერე ძალიან გამიჭირდა იმასთან შეგუება,რომ სხვა ქალში გამცვალა,მაგრამ არანაირი დეპრესია და მსგავსი რაღაცეები არ მქონია. -ვერ ვიჯერებ,როგორ გაჯობა ვინმე სხვა.აშკარად გემოვნების პრობლემა ქონდა! გამეღიმა. -კარგი აღარ გავაგრძელოთ? -აღარ მინდა რა... -მაშინ ვიცეკვოთ! -ვიცეკვოთ? -ვიცეკვოთ. -აქ? -აქ. -დაჩი... -ანა! -კარგი. დაჩი დგება და სადღაც მიდის.რამდენიმე წუთში უკან ბრუნდება და lady gaga-million reasons-ს ჰანგები იქცევს ჩემს ყურადღებას.დაჩი ნელი ნაბიჯებით მოდის ჩემთან და ხელს მიწვდის. მეც უხმოდ ვაგებებ ჩემსას.აივნის შუაში ვდაგავრთ. მე მის მხარზე მიდევს ხელები. მას ჩემს წელზე. ნაზად ვაყოლებთ მუსიკას სხეულს. მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვევა კისერზე და ერთიანად მეწვის სხეული შიგნიდან. თავს მხარზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ. ყველაფერს დავთმობდი სამუდამოდ,რომ ასე ვიდგეთ შუა ზღვაში, გემის ბაქანზე და არაფერზე ვფიქრობდეთ ერთმანეთის გარდა. და მაინც რა უცნაურია ეს ცხოვრება და რა უცნაურები არიან ადამიანები... მერამდენედ ვამბობ უკვე ამას? თვლაც კი ამერია უკვე... მაგრამ მე მომწონს ეს უცნაურობა. მომწონს და მიყვარს. მე ხომ სასიამოვნოდ უცნაური ცხოვრება მაქვს? ნუ ახლა და ამ დროს მაინც. ახლა და ამ დროს,როცა დაჩის სხეულზე ვარ აკრული და უბედნიერესს ადამიანად ვგრძნობ თავს მისი სიახლოვისას. და მაინც რა უცნაურ... აი... კიდევ ვაპირებდი მეთქვა,მაგრამ ალბათ თავიც კი მოგაბეზრეთ. თუმცა არ მიკვირს. მე ხომ ისედაც ყველას ვბეზრდები ხშირ შემთხვევაში?! ჰო. ეს ასეა. ზოგადადაც ასეა. მწარეა რეალობაა,მაგრამ ასეა. მუსიკა დამთავრდა. ჩვენ კი მაინც ისე ვდგავართ და არცერთი ვიღებთ ხმას. ან რა უნდა ვთქვათ? ამ მომენტში სწორედ,რომ სიჩუმეა საჭირო. დაახლოებით ათი წუთი ვდაგავართ იგივე პოზაში. მერე პირველი მე ვფიხზლდები და თავს ვწევ.პირდაპირ თვალეში ვეჩეხები. ლურჯ, სუფთა თვალებში,რომელიც ძალიან გავს ზღვას და თითქოს მალე მზის ბედი უნდა გავიზიარო მეც. -დაჩი უკვე გვიანია.არ დავწვეთ? -შენ გეძინება? -ცოტა.შენ? -არა. თვალები ავატრიალე მე. -ჰო გითხარი ეგრე აღარ გააკეთო-მეთქი? არაფერი მითქვამს. მერე ისევ თვითონ დაიწყო. -კარგი თუ გინდა დავწვეთ ჰო. -კარგი. ვუთხარი და მოვშორდი. არ მინდოდა,მაგრამ ასე იყო საჭირო. რატომ? არ ვიცი. ოთახში შესვლას ვაპირებდი,რომ დამიძახა. -ანა -ჰო. მისკენ მივბრუნდი. ის ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა. ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი,რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი,მაგრამ სულაც არ გავბრაზებულვარ მის საქციელზე. მან ის გააკეთა,რაც მეც მინდოდა. მე და მთლიანად ჩემს სხეულს. იმხელა მუხტმა გაიარა ჩემში თითქოს ნაწილებად ვიშლებოდი.ძალა წამერთვა მისი ტუჩების გემო,რომ ვიგრძენი და მისი ძლიერი მკლავები,რომ არა ძირს დავეცემოდი. არ ვიცოდი მაშინ რას ვაკეთებდი ან რატომ, თუმცა არ ვნანობ. არ ვნანობ იმიტომ,რომ მე ეს მინდოდა. ხელები კისერზე შემოვხვიე და კოცნაში ავყევი. აშკარად ეტყობოდა ამას არ ელოდა,მაგრამ არ შეიმჩნია. ვიცოდი მასაც ისე კლავდა ჩემი შეხების სურვილი,როგორც მე მისი. ქვევით ჩააცურა ხელი და საჯდომთან გაჩერდა.რამდენიმე წამში უკვე მის წელზე მქონდა ფეხები შემოხვეული. მკოცნიდა მომთხოვნად,ვნებიანად და ცოტა უხეშად. კარი ფეხით გააღო და ასევე ფეხით დაკეტა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და ფრთხილად დამაწვინა.ჩემს ფეხებშუა მოექცა და ტუჩებიდან ყელისკენ გაიკვლია გზა კოცნით.ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და მისი ცხელი თითების შეხებამ შიშველ სხეულზე ერთიანად გამაკანკალა. გამაკანკალა სიამოვნებისგან. მკერდთან გაჩერდა.ოდნავ მომიჭირა ხელი და ისევ ტუჩებზე დამეწაფა კვნესის ჩასახშობად. მეორედ უფრო ძლიერი ქმედებისას ვეღარ მოვითმინე და ტუჩზე ვუკბინე,თან ისე რომ სისხლის გემო ვიგრძენი. მან მსუბუქად ამოიოხრა და სამაგიეროს გადახდის მიზნით ყურის ბაბილოზე მიკბინა.ამას ჩემი კვნესა მოყვა. ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. მე ერთი მოძრაობით გავხადე მაისური და მისი ნავარჯიშები სხეულის დანახვისას სიამოვნებისგან გამეღიმა. ხელი პრესზე ავაყოლე და ვიგრძენი როგორ დაეხორკლა კანი.თვითონაც წაიღო ხელი მაისურის ბოლოებისკენ,მაგრამ უცებ გაჩერდა.ჩემს ტუჩებს მოშორდა და თვალებში ჩამხედა. კარგად ვამჩნევდი მის "უკიდეგანო ზღვაში" ვნების უამრავ ნაპერწკალს. -ანა...ასე არ შეიძლება.არასწორად ვიქცევით.შეიძლება ახლა ძალიან გვინდა ერთმანეთის მიმართ ვნება ჩავაცხროთ,მაგრამ ხვალ,ფხიზელ გონებაზე არაა გამორიცხული ეს ყველაფერი ვინანოთ. ვიცი როგორ უჭირდა ახლა ამის თქმა და თავის შეკავება. დაიხარა და ყელში მაკოცა. მაკოცა ისე თითქოს ამ კოცნაში ჩააცხრო მთელი ვნება. მერე გადაწვა და თავისკენ მიმიზიდა. შიშველ გულმკერდზე დავადე თავი.ხელი კი პრესზე ავასრიალე(შემთხვევით) და ისიც გულმკერდთან გავაჩერე. -ანა,ასე აღარ ქნა თორე გეფიცები თავს ვეღარ შევიკავებ. ისეთი ხმით მითხრა ყველაფერი ერთად,რომ იგრძნობა და ადვილად მიხვდებით: ვნება, დაუოკებელი სურვილი და ბრაზი,რომ ვერ "ისწორებს" თავისას. -კარგი. ჩუმად ამოვიბურდღუნე.მან ღრმად ამოიოხრა და თავზე მაკოცა. თვალები მაგრად დავხუჭე.არ მინდოდა ცრემლებს ჩემს სახეზე ეთარეშათ,მაგრამ ისინი ხომ მაინც და მაინც მაშინ ჩნდებიან,როცა საჭირო არ არიან. მინდოდა შეუმჩნევლად მომეწმინდა ცრემლები. ხელი სახისკენ წავიღე,მაგრამ ისე მოხდა რომ ისევ დაჩის პრესზე მომიწია ამესრიალებინა. წამშივე ზემოდან მომექცა. -ანა ხომ გაგაფრთხ... სიტყვა შუა გზაში გაუწყდა ატირებული,რომ დამინახა. -შენ რა ტირი?რატომ ტირი,ანა? -მე...მე მგონია,რომ შენ უბრალოდ არ მოგწონვარ და ამიტომ გაჩერდი. ისე მეშლება ახლა ჩემს თავზე ნერვები. რა მატლიკინებდა ამხელა ქალს? -რა სულელი ხარ,ანა. დაჩიმ საწოლზე წამომაჯინა და გულზე მიმიკრა. -დამიჯერე შენ ვერც კი ხვდები რა ფასად მიჯდება ახლა უმოქმედოდ ყოფნა,როცა გვერდით შენნაირი სექსუალური ქალი მყავს.უბრალოდ ჩვენს შორის არანაირი გრძნობა არ არის.მხოლოდ ვნებაა და ამის გამო შეიძლება ძალიან ვინანოთ ეს ნაბიჯი.არ იტირო რა ან,გთხოვ. თბილი ხმით მეუბნებოდა,თან თმებზე მკოცნიდა მონოტორულად. მე მაინც ვსლუკუნებდი.დაჩიმ ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა. ორივე თვალზე ცალ-ცალკე მაკოცა,მერე ცხვირის წვერზე და ბოლოს ტუჩებში. ისევ მთელ სხეულში დამიარა სიამოვნების ტალღამ. -ეს ბოლო იყო გეფიცები! მითხრა სერიოზულად და შუბლზე მაკოცა. მერე საწოლზე გადაწვა ჩემთან ერთად. ხელები მაგრად მომხვია და გულში ჩამიკრა. მის მკლავებში გავიტრუნე და რამდენიმე წამში გავითიშე. *** ხომ ვთქვი დღე ყველაფერს აფუჭებს-მეთქი? ჰოდა,ასეცაა. თვალებს ძლივს ვახელ და პირველად ჩემი გონება დაჩის აღიქვამს,რომელიც ფანჯარასთან დგას და ეწევა. მხოლოდ შარვალი აცვია და მის უზადო სხეულს თვალს ვერ ვაშორებ. ის,როგორც ჩანს გრძნობს ჩემს დაჟინებულ მზერას და ბრუნდება. ფაქტზე წასწრებული პატარა ბავშვივით უცებ დავხუჭე თვალები. დაჩის არ გამოპარვია ჩემი საქციელი და ჩაეცინა. -ვიცი,რომ არ გძინავს ანა. სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ნელა გავახილე თვალები. დაჩი მიღიმოდა. მიღიმოდა და ღიმილისას კარგად შევამჩნიე,როგორ ქონდა ტუჩზე ნაკბენი. თან ისე, ადვილად მიხვდებოდით ქალის ნამოქმედარი,რომ იყო. ნეტა თვითონ თუ ნახა? ნახავდა, აბა არ ნახავდა? რა სულელი ხარ ანა! უცებ წამოვხტი საწოლიდან და წინ ავესვეტე. -ვაიმე დაჩი...ეს...ეს...ღმერთო რა სირცხვილია... თავი დავხარე და თვალები მაგრად დავხუჭე. დაჩი იცინოდა. -რა გაცინებს დაჩი? -ანა,არაფერია. -რას ქვია არაფერია?წამომიდგენია რას ფიქრობ ახლა ჩემზე. -ვფიქრობ,რომ ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალი ხარ მთელ მსოფლიოში. ერთიანად ამიხურდა სხეული. სიამოვნების ტალღამ ტერფიდან თმის ღერამდე დამიარა. დაჩის ავხედე. მიღიმოდა. ისეთი საყვარელი იყო და ისე მინდოდა ახლა შევხებოდი,მაგრამ... მაგრამ არ შემეძლო. -დაჩი არაა ეს სასაცილო. -კარგი რა,ანა.ოთხმოცი წლის ქალივით ნუ იქცევი.საერთოდ არაფერი მომხდარა ისეთი,რაც არ უნდა მომხდარიყო.ეს ორივეს გვინდოდა და ამაში ცუდი არაფერია...ანა...ანა შემომხედე! თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. მერე ჩამეხუტა. მთელი ძალით მოვხვიე ხელები წელზე. შევამჩნიე ჩემი შეხებისას,როგორ დაეხორკლა კანი და სიამოვნებისგან გამეღიმა. დიდხანს ვვიდექით ასე,ჩახუტებულები. ბოლოს ისევ მე მოვშორდი. -შეგიძლია მარტო დამტოვო?უნდა მოვწესრიგდე. ამოვიბურდღუნე პატარა ბავშვივით და თვალებში ჩავაშტერდი. -კარგი,ოღონდ მალე.მე სასადილოში დაგელოდები. გამიღიმა,თავზე მაკოცა და წავიდა. *** -ამდენი ხანი რას აკეთებდი,ანა? გაბრაზებული ბავშვივით მებუზღუნებოდა დაჩი. -დაჩი ხომ უნდა მოვწესრიგებულიყავი? -ერთი საათი? -ჰო. -ღმერთო რა კარგად გამოგდის ჩემს ნერვებზე თამაში! ბუზღუნს არ წყვეტდა ის. მეკი უფრო და უფრო მსიამოვნებდა მისი ასეთი სახის ყურება. -დაჩი სულ ნუ წუწუნებ,რა! -ხმას აღარ ამოვიღებ საერთოდ! თქვა "გაბრაზებულმა" და ყავა მოსვა. რატომ არის ასეთი საყვარელი? -გაბრაზდი? არაფერი მითხრა. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -დაჩი მიპასუხე! -არა. -სახეზე გეტყობა,რომ არა. ირონიულად ვუთხარი მე. -ჰოდა რაღას მეკითხები მერე? -ვაიმე იცი როგორ გავხარ პატარა ბავშვს,რომელიც სულ ბუზღუნებს და უკმაყოფილოა? -არ მაინტერესებს! -დაჩი უნდა ვიჩხუბოთ? -შენ დაიწყე. -შენ აშკარად ცუდად გეძინა წუხელ. დასკვნა გამოვუტანე და ორცხობილა ჩავკბიჩე. -არადა ყველაზე მაგრად მეძინა ყველაზე მაგარ ქალთან ერთად. ისე მესიამოვნა მისი სიტყვები,რომ თავი ვეღარ შევიკავე ღიმილისგან. -გიხდება ღიმილი. -შენ საერთოდ ყველაფერი გიხდება. -ოჰო! ჩაეცინა. ისე საყვარლად... ისე ბავშვურად... ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე ასე ძალიან რომ მიზიდავდა. მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო ასეთი სიმპატიური,რომ არის? -ანა -ჰო. -საუზმის მერე რამეს აპირებ? -არა. -ჰოდა ძალიან კარგი.მეც არაფერს ვაკეთებ და ორი უსაქმური ერთად რამეს გამოვნახავთ გასართობს. -ჰო,კარგი იქნება. -თან ხვალ დილით უკვე სტამბულში ვიქნებით და ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს. სევდანარევი ხმით მითხრა მან. იმის გააზრებაზე,რომ მართლა ვეღარ ვნახავდი გული მეტკინა. საშინელი გრძნობა დამეუფლა. ხასიათი გამიფუჭდა. არ მინდოდა მის გარეშე... სასაცილოა,არა? ჰო. თქვენთვის სასაცილო, ჩემთვის სატირალი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ,როგორ არ მინდოდა მალე ჩავსულიყავით სტამბულში. მინდოდა ერთი-ორი დღე მაინც დავრჩენილიყავით კიდევ გემზე. მაგრამ რას შეცვლიდა? ან შეცლიდა საერთოდ რამეს? უბრალოდ მე გავბედნიერდებოდი იმით,რომ ისევ ვნახავდი დაჩის. ისევ გავიგებდი მის ხმას და ისევ შევეხებოდი. საშინლად მტკიოდა გული. იქნებ იქ ჩასვლისას მისი ფრენა გადაიდოს? იქნებ ცუდი ამინდი დახვდეს და ვერ წავიდეს? ღმერთო,რა ეგოისტი ვარ! მაგრამ რა ვქნა,რომ აქედანვე ვხვდები უმისობას ვერ გავუძლებ... *** შესაძლოა ეს სამყარო სხვა პლანეტის ჯოჯოხეთია. *** -სულ რაღაც რვა საათი დაგვრჩა. დანანებით ამოილაპარაკა დაჩიმ. -დილიდ 7-ზე ვიქნებით იქ? -ჰო. -არ მინდა... ჩუმად ამოვილაპარაკე მე. -რა არ გინდა? -რომ დრო მალე გავიდეს. -მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. -ვერ ვიტან დროს!ის ერთადერთია რასაც ყველა და ყველაფერი ემორჩილება!საერთოდ არ უნდა არსებობდეს. -მაშინ ხომ სულ არეულობა იქნებოდა? -ჰო,მაგრამ ადამიანი თავისუფლად შეძლებდა გაეკეთებინა ის,რაც უნდოდა. -ახლაც ხომ ასეა... -არ არის დაჩი!მაგალითად,მე ახლა მინდა,რომ დიდი ხანი ვიყო შენს გვერდით ამ გემზე,მაგრამ არ შემიძლია...მხოლოდ რვა საათით ვიქნები შენთან ერთად.მერე კი...მერე შენ ესპანეთსი წახვალ.მე სტამბულში დავრჩები დეიდაჩემთან.ორივე ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას,როგორც აქამდე ვცხოვრობდით ერთმანეთის გარეშე. სასმელით გათამამებული არაფერს ვტოვებდი უთქმელს. დაჩი დაკვირვებით მიყურებდა და ტუჩის კუთხეში ოდნავ, სულ ოდნავ ჩაეღიმა. -მე მაინც ვფიქრობ,რომ დრო საჭიროა.მართალია მეც არ მინდა შენს გარეშე ყოფნა,მაგრამ თუ ბედისწერაა აუცილებლად შევხვდებით ისევ. ნაღვლიანად გაეღიმა და ღვინო მოსვა. ვიცოდი თვითონაც არ ჯეროდა ამ სიტყვების... და მაინც როგორ მინდოდა ბედისწერა ყოფილიყო ეს ყველაფერი. ნახევარი სათი ვიჯექით და არცერთი ვიღებდით ხმას. ან რა უნდა გვეთქვა? არც არაფერი. უფროსორად ყველაფერი,მაგრამ ვერც ერთი ვბედავდით თქმას. -ანა -ჰო. -მომენატრები! უთბილესი ხმით მითხრა და ისევ გამიღიმა. თვალები ამემღვრა. როგორ უნდა გამეძლო მის გარეშე? როგორ? -შენ? -მეც მომენატრები,დაჩი.ძალიან მომენატრები! -ხომ გაგახსენდები ხოლმე? გულუბრყვილო ბავშვივით მკითხა მან. კიდევ უფრო ამემღვრა თვალები და ვიგრძენი როგორ მეწვოდა სხეული შიგნიდან. -რა თქმა უნდა. -მეც სულ მემახსოვრები,ანა! და მაინც მისი ნათქვამი "ანა" სულ სხვანაირად ჟღერდა. ან მე მინდოდა უბრალოდ ასე ყოფილიყო. ღმერთო მართლა როგორ უნდა გავუძლო უდაჩიობას? არც კი მინდა ამაზე ფიქრი! -ისე პირველად ვიმგზავრე გემით ასე შესანიშნავად. გამეღიმა. -მეც,დაჩი. -მოდი რა ჩემთან. ისეთი ხმით მითხრა,რომ უბრალოდ არ შემეძლო უარი მეთქვა. ნელა ავდექი და მის გვერდზე დავჯექი. ორივე ხელი მაგრად მომხვია და გულზე მიმიკრა. მე წელზე შემოვხვიე ხელები. თმებს ეთამაშებოდა თითებით და ისე მსიამოვნებდა,რომ კინაღამ ჩამომეძინა. ღრმად ვისუნთქავდი მის სურნელს. თითქოს მინდოდა მთელი ცხოვრეის მანძილზე მეგრძნო... *** უკვე თენდებოდა. კარგად მოჩანდა გემის ბაქნიდან სტამბული,რომელსაც უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით. როგორ არ მინდოდა... საერთოდ არაფერი არ მინდოდა... არც სტამბული, არც შეჯიბრი, არც გამარჯვება და საერთოდ არაფერი. მხოლოდ დაჩი მინდოდა. მისი თავბრუდამხვევი სურნელის შეგრძნება, მისი თავისებური ხმის გაგონება, მისი უსაზღვროდ სასიამოვნო შეხება, მოფერება, კოცნა, ჩახუტება. მხოლოდ ის მინდოდა! ზღვას გავხედე. ისევ ჩანდა დიდი, წითელი ბურთი,რომელიც ახლა პირიქით უფსკრულიდან იხსნიდა თავს. ვერ ვიტან დღეს! კიდევ უფრო შემზიზღდა. შემზიზღდა იმიტომ,რომ მალე დამაშორებს საყვარელ ადამიანთან. არა,ხომ ვთქვი დღე ყველაფერს აფუჭებს-მეთქი? *** გემის კაპიტანმა გამოაცხადა,რომ უკვე სტამბულში ვართ და მალე დაგვეტოვებინა აქაურობა. და რა იცოდა,რომ მე საერთოდ არ მინდოდა აქედან ჩასვლა... მე ჩემს ოთახში ვიყავი. დაჩი თავისაში. მე ჩემს ბედს ვწყევლიდი და ალბათ დაჩი თავისას. მე მასთან ერთად ყოფნა მინდოდა. მას ჩემთან ერთად ყოფნა. და ჩვენ ორივეს გვინდოდა,რომ დრო გამქრალიყო! ჩემოდნით ხელში გამოვდივარ ოთახიდან და ბაქანზე გავდივარ. დაჩი უკვე აქ დგას. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და როგორც შეუძლია მიღიმის. მასთან მივდივარ. არც ერთი ვამბობთ არაფერს. უხმოდ და ერთად ვტოვებთ გემს. გემს,რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და გვაჩუქა სამი უბედნიერესი დღე. პორტიდდანაც გავდივართ. ისევ ერთად და ისევ უხმოდ. ორივე ვხვდებით,რომ ძალიან მოკლე დროში მოგვიწევს დავემშვიდობოთ ერთმანეთს სამუდამოდ. არ გვინდა,მაგრამ მოგვიწევს. პორტთან ახლოს მდებარე შენობასთან ჩერდება, ჩემსკენ ბრუნდება და მთელი ძალით მეხუტება. მეც მთელი ძალით ვუჭერ ხელებს წელზე. თავს ვეღარ ვაკონტროლებ და ტირილს ვიწყებ. დაჩი გრძნობს ამას,მშორდება და თვალებში მიყურებს. -არ იტირო,ანა!გთხოვ შერნს ცრემლებს ნუ დამანახებ,გთხოვ... ბუტბუტებდა და თან მთელ სახელ მიკოცნიდა. ბოლოს ტუჩებთან გაჩერდა. ველოდებოდი როდი მაკოცებდა. ვიცოდი უნდოდა. ძალიან უნდოდა,მაგრამ ის ზედმეტად აჭიანურებდა ამას. ვეღარ მოვითმინე. ჩემი თავმოყვარეობა ჯანდაბაში მოვისროლე და მთელი გრძნობით ვაკოცე. ის არ ელოდა ჩემგან ასეთ ნაბიჯს,მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ისევ ისე მკოცნიდა,როგორც პირველად. ისე ვნებიანად, მომთხოვნად და ცოტა უხეშად. რამდენიმე წამში მომშორდა და შუბლი შუბლზე მომადო. ორივე ვცდილობდით სუნთქვის დარეგულირებას. -რომ არ მეკოცნა,უბრალოდ მოვკვდებოდი... ჩუმად ამოვილაპარაკე და ისევ ჩავეხუტე. -ანა,გახსოვდეს რომ მე არასოდეს დამავიწყდები.რაც არ უნდა მოხდეს,როგორც არ უნდა მოხდეს შენ ყოველთვის იდეალური ქალი იქნები ჩემს ცხოვრებაში! ერთიანად დამიარა სიამოვნების ტალღამ სხეულში. ისეთი ბედნიერი ვიყავი ახლა,რომ უბრალოდ წარმოდგენაც შეუძლებელია.. -მეც ყოველთვის მემახსოვრები,დაჩი! გამიღიმა და შუბლზე მომაკრო ცხელი ტუჩები. -ბედნიერებას გისურვებ,ანა! და რა იცოდა,რომ თვითონ იყო ჩემი ბედნიერება... რა იცოდა,რომ მხოლოდ ის მანიჭებდა უსაზღვრო ბრდნიერებას... რომ ცოდნოდა? არ ვიცი... ალბათ არც არაფერი იქნებოდა ან პირიქით. იქნებოდა ყველაფერი. ყველაფერი ტკივილის, ცრემლების გარდა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. დიდხანს და უხმოდ... მერე... მერე ის,რომ ზურგი მაქცია და წავიდა. უკანმოუხედავად წავიდა. ერთხელაც არ შემობრუნებულა. ალბათ იცოდა,რომ გაუჭირდებოდა. გაუჭირდებოდა ისე,როგორც მე მიჭირს ახლა... და ვხვდები,რომ ძალიან გავდა დაჩი მზეს. ცხოვრება გამინათა, გამათბო და მერე წავიდა... ოღონდ ერთი განსხვავება იყო მათ შორის. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. მზე ისევ დაბრუნდებოდა ცის კამარაზე. დაჩი კი არასოდეს დაბრუნდებოდა ჩემს ცხოვრებაში... *** დიდი დრო გავიდა შენი წასვლიდან... დღეები, კვირები, თვები და წლებიც კი... მხოლოდ მოგონებები შემომრჩა, ისიც გაცრეცილი, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე ძვირფასი. ის ნახატიც გაიცრიცა შენ,რომ დამიხატე წლების წინ, დახატე პირადად ჩემთვის და რა ბედნიერი ვიყავი მაშინ... მაგრამ მე მაინც ვინახავ. ალბათ,იმიტომ შენი ნაჩუქარი,რომ იყო ან ასე ძალიან,რომ გიყვარდა და მეც მიყვარდა. ახლაც მიყვარს. ისიც მიყვარს და მისი მხატვარიც... წლები გადის,მაგრამ არ ვიცვლები. ისეთი ვარ,როგორიც ადრე. თავქარიანი, გიჟი, გადარეული, ეგოისტი... მაგრამ თბილი გულით. იცი?! იმ შეჯიბრში გავიმარჯვე... პირველ ადგილზე გავედი. ალბათ სწორედ იმიტომ,რომ ენ მისურვა წარმატება. ჰო. შენი დამსახურებაა,თორე არც არაფერი გამომივიდოდა. lady gaga-million reasons... ამ სიმღერაზე ვიცეკვე,იცი? ისე მოეწონათ... ისე მოიხიბლნენ... მგონი ამ სიმღერის გამო უფრო დამაჯილდოვეს პირველი ადგილით. სასაცილოა,არა? მეც მეცინება ხოლმე... თან მეტირება კიდეც. მეტირება,რომ შენ აღარ ხარ ჩემს ცხოვრებაში და არც იქნები. უფროსწორედ ყოველთვის იქნები სულიერად,მაგრამ ხორციელად არა. ვერა. იცი სად ვარ ახლა? ისე საიდან უნდა იცოდე... გემის ბაქანზე ვდგავარ და გავყურებ ზღვას. ზღვას,რომელიც ძალიან გავს შენი თვალის ფერს. იცი,ისევ იძირება მზე მასში და მეც მინდა ახლა ვიძირებოდე შენს თვალებში... ან ის თუ იცი,როგორ მენატრები ხოლმე? აი,ისე კი არა როგორც პატარა ბავშვებს ენატრებათ მშობლები,რომლებიც მთელი დღე სამსახურში არიან. არც ისე,როგორც ერთ მეგობარს მეორე,რომელიც მისგან ძალიან შორს, ქვეყნის საზღვრებს იქითაა. მე სულ სხვანაირად მენატრები... აი, რაღაც არაამქვეყნიურად, განსხვავებულად, ჩემებურად... ნეტა გრძნობდე მაინც ჩემს მონატრებას... *** სასწაულების არ მჯერა, მაგრამ... ხომ შეიძლება დეკემბრის ღამეს გამომაღვიძოს შენმა ჩურჩულმა: "თოვლი მოსულა". 2017 წელი. თბილისი. ******** ჩემო ტკბილებო, ჩემო თბილებო აი ემ ბექ ჰეარ ^^ მომნატრებიხართ... მეც ისე მომნატრებიხართ,როგორც ანას ენატრება დაჩი. არ ვიცი რა გამოვიდა... მთელი სულით და გულით ვწერდი ამ ისტორიას. მინდოდა რაღაც განსხვავებული სიუჟეტი დამეწერა და იმედია ბანალური არ გამოვიდა... მინდოდა დიდიხანი არ მელოდინეთ და თან არც თქვენი იმედები გამეცრუებინა. იმედია გამომივიდა... ისე ვნერვიულობ ახლა ლამისაა ავტირდე... სულმოუთქმელად ველი მე თქვენს შეფასებას! რაც შეეხება "თავხედ ქმარს" უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას! ძალიან გული დამწყდა ის ჩემთვის ასე ძვირფასი სიტყვები,რომ წაიშალა ამ საიტიდან,მაგრამ მთავარია მე ისევ მახსოვს და ჩემი გულიდან არ წაიშლება არასოდეს! ვგიჟდები მე თქვენზე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.