ნახატზე გოგოა 2
დილით სუსხისგან გაყინული გოგონა ნერწყვებს ძლივს ყლაპავდა, თვალები აუწყლიანებული ჰქონდა, ვარდისფერი ტუჩები გალურჯების პირას ჰქონდა. თუმცა ის იმდენად ლამაზია რომ გალურჯებულ ტუჩებს ვერც კი შეამჩნევდით. -რას ბრძანებთ ალბათ დაიღალეთ და შეგცივდათ, წამობრძანდით ჩაის დაგალევინებთ აქედან არც თუ ისე შორს ვცხოვრობ. ძალიან შეეშინდა სახლში როგორ გაყოლოდა ადამიანს, რომელსაც ეტყობოდა შპრიცისგან დაჩხვლეტილი ვენები, გაყვითლებული ხელები სიგარეტის მოწევისგან, ჩაშავებული თვალებით მოკლედ ნარკომანს, რომელიც დილით გამთენიისას ხატავდა, თუმცა მას სხვა გზა არჰქონდა და როგორც იქნა ერთბაშად მთელი გამბედაობა მოიკრიბა და უთხრა. ,,კარგით“ ბიჭს სახეზე აშკარა ღიმილი და სიხარული შეეტყო, წასვლამდე მას ნახატი აჩვენა რაზეც გოგონა გაკვირვებისგან ენა გადაეყლაპა, ის მართლაც ნიჭიერი მხატვარი იყო თავის თავი გოგონამ ასეთი პირველად ნახა. ბიჭმა ნახატი აიღო და ხეებს ფეხით სიარულისგან ნაკლებად დამჩნეულ ბილიკს გაუყვნენ გაყინული გოგონა უცნობი ბიჭის ჟაკეტით და ბიჭი მომღმარი სახით და ნახატით ხელში. ძველი ხის მასალისგან აშენებული სახლი,ორ სართულიანი, დიდი ვერანდით, გარეთ მწვანე ეზოთი არც თუ ისე მდიდრული, მაგრამ ამ სახლის სიძველე მას შთამბეჭდავს ხდიდა. ბიჭი კარს მიუახლოვდა გააღო და შიგნით შევიდნენ. შესასვლელში კომოდი იდგა თავისი საკიდებით, სადაც გოგონამ ჟაკეტი ჩამოკიდა, ოთახში შევიდნენ, სადაც ეტყობოდა, რომ მხოლოდ ბიჭი ცხოვრობდა ძირს ტანსაცმელი ეყარა, სახატავი ფუნჯები, კედელზე ხელით ნხატები, სამზარეულოში გასარეცხი თეფშებით სავსე ნიჟარა, სიგარეტის ნამწვავებისგან სავსე საფერფლედან გადმოყრილი ნამწვავები მაგიდაზე, ერთი შეხედვით თუ ვიმსჯელებდით დეპრესიით სავსე ბიჭის სახლს ჰგავდა.გოგონა ცოტა არ იყოს და მორცხვობდა ამიტომ უთხრა. -დიდი ბოდიშით უბრალოდ ტელეფონით ვისარგებლებ და იმ წუთსვე წავალ. ბიჭს ამის გაგონება არ უნდოდა უნდოდა გოგონას სილამაზით ტკბობა კიდევ გაეგრძელებინა თუმცა არიცოდა ეს როგორ მოეხერხებინა. -რას ბრძანებთ რა შეწუხება პირიქით, მობრძანდით ჩაის გავაკეთებ. ბიჭი კუხნაში გავიდა ჩაის მოსამზადებლად მანამდე კი ოთახს ცოტა ხელი შეავლო, რომ დივანზე თივის ზვინის მსგავსად დაყრილი ტანსაცმელები აეღო და გოგნას შესძლებოდა დაჯდომა. ის კარგი დიალოგებით არ გამოირჩეოდა რადგან არც თუ ისე ხშირად უწევდა გოგონებთან ასეთ მომენტებში ყოფნა ამიტომაც არ იცოდა რა უნდა ეთქვა ასეთ მომენტში. -ეს თქვენი ნახატებია? -დიახ დიდი არაფერი ჩემი მორიგი ხატვის მცდელობები. გოგონას არც გაკვირვებია ბიჭმა რომ ეს პასუხი დაუბრუნა რადგან ერთი შეხედვით შეატყობდით ბიჭს რომ თავმდაბალი და ზედმეტად მორცხვი იყო ამიტომ არაფერი უთქვამს გოგონას. ბიჭმა ჩაი გამოიტანა დასხდნენ და დალევა დაიწყეს, ბიჭი ძალიან საყვარელი იყო რაც გოგონას ძალიან მოსწონდა, ერთმანეთს ისევ უხერხულ მომენტებს უქმიდნენ თავიაანთი მზერით. -რას საქმიანობთ.-იკითხა გოგონამ და ჩაის ჭიქით ხელების გათბობას ცდილობდა. -არაფერს სამხატვრო აკადემიაში 2 წელია ვსწავლობ. -თქვენ რას საქმიანობთ. -ლიტერატურა მომწონს, ამიტომ ლიტერატურის შესწავლა გადავწყვიტე და პირველ კურსზე ვარ. ჩაი დაილიეს გოგონა ფეხზე წამოდგა და საპირფარეშოსკენ წავიდა. ერთი კბილის ჯაგრისი კიდევ უფრო ნათელს ხდიდა იმას რომ ბიჭი სახში მარტოცხოვრობდა. -კარგით დიდი მადლობა ყურადღებისთვის დავრეკავ და წავალ. -აი ტელეფონი. გოგონამ დარეკა და კართან მივიდა. ბიჭს როგორმე უნდა შესძლებოდა მისი მეორედ ნახვა ამიტომაც მიზეზს ეძებდა რათა ის კიდევ ენახა, არიცოდა რა მოეფიქრებინა თუმცა როგორც იქნა ერთი იდეა მოუვიდა. გარეთ საკმაოდ ციოდა ნოემბრის ცივი დილა იყო, ამიტომაც მან თავის ჟაკეტს ხელი წაავლო და საკიდიდან ნელა ჩამოხსნა. -აი აიღეთ გარეთ ცივა, ხომ არ გინდათ რომ გაცივდეთ. -კი მაგრამ ის თქვენია. -არაუშავს დამიბრუნებთ.-უთხრა მომღიმარი სახით. გოგონასაც აშკარად ეტყობოდა რომ მისი ნახვა კიდევ უნდოდა ამიტომ ჟაკეტი გამოართვა მადლობა მოუხადა და კარი გააღო. -როგორ გიპოვოთ. გოგონამ ნომერი დაუტოვა თავიდან ყოყმანობდა არუნდოდა ბიჭს ეფიქრა, რომ გოგონასაც ისევე უნდოდა მისი ნახვა როგორც მას. დაემშვიდობნენ ერთმანეთს ბიჭმა კარი მიხურა და შიგნით დაბრუნდა, სახეზე ისეთი ბედნიერება ეტყობოდა თითქოს მეცხრე ცაზე აფრინდა თავისი დიდი და ლამაზი ფრთებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.