შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rainbow (8)


9-02-2017, 17:48
ავტორი Nude
ნანახია 1 501

(8)
- რა ქენი? - უკვე მეორედ ურეკავს მაქსიმე ერთი და იმავე კითხვით.
- რა უნდა მექნა, მაქსიმე, ჯერ არ გავსულვარ. - ისევ ისე, ძალიან თბილად უპასუხა კითხვაზე.
- ახლა, ვერ ვახერხებ სამსახურიდან გამოსვლას და შენ რომ მორჩები შენ საქმეს, დამირეკე, გამოგივლი.
გიჟდება კაცის მზურველ ხმაზე და თვალებზე, რომელიც სულ ახსენებს რომ მაქსიმესთვის ,,სულერთი’’ არ არის, ეს ფაქტი კი, ყველაზე მეტად ახარებს და ორმაგად იტვირთება დადებითზე დადებითი ემოციებით. ისეთი თბილი თვალებით უყურებდა გასულ ღამეს, არ ვიცი, ასე, როგორ შეიძლება უყურო ქალს, ან, ვიცი, მაგრამ ნიტასთვისაა ეს ყველაფერი გასაოცარ-წარმოუდგენელი.
- კარგი. - თავი რამდენჯერმე დაუქნია, თითქოს ხედავდა კაცი, შემდეგ კი ამაზე ატეხა კისკისი.
- რა იყო? - ინტერესით ჰკითხა ნაკანმა და თვითონაც ვერ მოითმინა, გაიცინა, ისეთი წკრიალა და მიმზიდველი ხმა ჰქონდა ნიტას.
- აა, არაფერი. - სწრაფად მოკუმა პირი.
- კაი, ჭკვიანად. - უთხრა და ყურმილი დაკიდა.
აფანატებს კაცის ნათქვამ ,,ჭკვიანად’’ -ზე, რა ჰქნას. ძალიან კარგად ჟღერს და უზომოდ სიამოვნებს ნიტას იმის აღმოჩენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაქსიმესთვის ძვირფასია. მერე რა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც ერთად არიან. ესეც საკმარისია იმისთვის, თავი ისე იგრძნოს, როგორც ყველაზე ბედნიერმა ქალმა, მთელს დედამიწაზე.
გაბადრულმა ჩაიცურა ჯინსის წინა ჯიბეში ტელეფონი და სამზარეულოდან მისაღებამდე მანძილი წამში გადაჭრა. ღიმილით დაჯდა სავარძელზე და მასთან მორბენილი გაბრიელი მკლავებში მოიქცია, შემდეგ კი კალთაში ჩაისვა.
- როგორ მიყვარხარ, შენ, ხომ არ იცი, ჩემო ცხოვრებავ! - ჩასჩურჩულა ნიტამ და საფეთქელზე ნაზად შეახო ტუჩები.
- მეც მიყვარხარ! რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ არ მეჩხუბო, კარგი? - წინასწარ შეუთანხმდა და მისკენ ნახევარი ტანით შემოტრიალდა.
ისე ჩუმად საუბრობდა, ალბათ, უნდოდა მარიტას და დემეტრეს არ გაეგოთ, თუმცა, ისინი მაინც არ აქცევდნენ ყურადღებას, ნინის ეთამაშებოდნენ, შემდეგ კი სამ ხმაში იცინოდნენ. ღიმილით მოწყვიტა თვალი ბედნიერებით სავსე ოჯახს და გაბრიელი მიიკრა გულ-მკერდზე.
- როდის მიჩხუბია? - წარბაზეულმა, ვითომ ნაწყენმა ჰკითხა.
- ჰო, ვიცი, არასდროს, მაგრამ მაინც, თავი დავიზღვიე. - ყურებამდე გაიკრიჭა ეშმაკურად მოცინარი ბავშვი.
- მეტყვი, ახლა, თუ რა ვქნათ, მე და შენ?!
- კარგი, გეტყვი. დილით შემთხვევით დაგინახეთ შენ და ბიძაჩემი.
- მერე? - წამში კუნძი გახდა ნიტა ლამის, ისე დაიძაბა.
- შენ ჩემი ბიძია გიყვარს? - ინტერესით ჰკითხა და საყვარლად აუფახუნა გრძელი, ქერა წამწამები.
- მეე-ეე?! - გაოცებულ-გაოგნებულ-შეშინებული ხმით თქვა და სივრცეს გახედა.
როგორ დაიბნა. წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა უპასუხოს. არა, ის კი იცის რომ მაქსიმე არ უყვარს, მაგრამ ეს რომ გაბრიელს უთხრას, არ იცის, როგორი რეაქცია ექნება ბავშვს და ღირს თუ არა მასთან, ამ ყოველივეზე საუბარი.
ნერვიულობისაგან დაცვარულ შუბლზე, ასევე დაცვარული ხელი გული გადაიტარა, შემდეგ კი, როგორც ჩვევია, კურნოსა ცხვირის წვერს შეახო საჩვენებელი თითი.
ახლა, რა?!
- არა, არ მიყვარს... - რბილად უპასუხა.
საშინლად არ უნდოდა, ამ ონავარ ბავშვს, ამ თემაზე განეგრძო საუბარი, მაგრამ რა თქმა უნდა, ნიტას სურვილი, კონკრეტულ შემთხვევაში, უკანა ფლანგზე იყო გადაწეული.
- აბა, რომ ეხუტებოდით ერთმანეთს? დედაც და მამაც ასე ეხუტებიან ხოლმე ერთმანეთს. - დარწმუნებით დააქნია თავი.
გაშრა. აი, ახლა, ნამდვილად ვეღარ გამოძვრებოდა. 4 წლის ბავშვს, როგორია აუხსნა, რატომ ეხუტებოდა თავისი ძიძა, საკუთარ ბიძას. ჰო, რთული შემთხვევაა, მაგრამ მარიტამ გადაარჩინა ნიტა, გაბრიელს დაუძახა. მზერით მოუხადა მადლობა დაძაბულმა ნიტამ და ღრმად, დამშვიდებულმა ამოისუნთქა.
ისედაც, როგორ უჭირს, ჯერ, იმის გათვიცნობიერება, რომ მაქსიმეს შეყვარებულია, რომ მაქსიმესთანაა ახლა და კიდევ ეს... არა, ბოლო დღეებია, საშინლად იტვირთება ემოციურად. ხან დადებითად, ხან - პირიქით. თუმცა, მოსწონს ეს, მაინც, რაც არ უნდა იყოს. მოსწონს ყველაფერი, რაც კი მაქსიმეს და მას ეხება.
მარიტასთვის, ყველაფრის გაკვრიტ მოყოლას აპირებდა, მაგრამ გოგონამ ისე საყვარლად სთხოვა, უარი ვეღარ უთხრა, მაგრამ, რა საკვირველია, ყველა დეტალი არ გაუმჟღავნებია. ვერ იტანს, როცა მისი ასეთი პირადული სააშკარაოზე გამოაქვს. თითქოს არაფერი, მაგრამ საშინლად აღიზიანებს ეს ფაქტი და მე მესმის მისი. არ იცის, უშიკიშვილმა, რა საჭიროა, როცა დაქალებს უყვებიან ყოველ დეტალს, თუ წვრილმას. არავის არ კიცხავს, ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს, უბრალოდ იცის, რომ ამას არასდროს არ იზავს თვითონ, თუ რაიმე, გამოუვალი შემთხვევა არ დაფიქსირდება. ამ შემთხვევაშიც კი ეპარება ეჭვი. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას ნიტამ.
უკვე ავღნიშნე, რომ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უდგება?!
უშიკიშვილის ტელეფონმა დაიწრიპინა და მაქსიმეს ნომერს ღიმილით დახედა. წამში გადაუსვა ეკრანს ხელი და გაოცებულმა დაჭყიტა თვალები.
გაოცებულმა, ბედნიერმა და ზუსტად ვერ ავღწერ, რა გრძნობები ტრიალებდნენ ახლა გოგონას გულში.
ეს მაქსიმესგან, ძალიან ბევრის ნიშანი იყო.

,,ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,
შენ რომ იცხოვრებ,
ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,
შენ რომ გაიგებ,
ისეთი შუქი მინდა აგინთო,
შენ რომ გაგათბობს,
ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,
მე რომ მოგიტან, მე მოგიტან წყალს,
შენ იცხოვრე ჩემთან,
მე მოგიტან წყალს.’’

,,-ნიტა,
მე მოგიტან წყალს,
შენ იცხოვრე ჩემთან,
მე მოგიტან წყალს!’’

ვერც კი შეამჩნია ცრემლების დენა. ახლა, არაფერი არ აინტერესებდა, გარდა მაქსიმესი. ყველაფერზე მეტად უნდოდა მის მკლავებში მოხვეულს, ყელში ცხვირჩარგულს, ექვითინა. დიიდხანს, დიდხანს ექვითინა. სანამ ძალა ეყოფოდა და სანამ შეძლებდა.
კარებზე კაკუნი, როგორც კი გაიგო, უკვე იცოდა ვინც იქნებოდა.
ქარბორბალასავით წამოფრინდა და იგივე მდგომარეობაში გავარდა კარებისკენ.
არავინ არ ახსოვდა იმ წამს.
არც, მარიტა,
არც, დემეტრე,
არც...
თვალებდახუჭული შეაფრინდა მოცინარ შეყვარებულს და სიცილის მაგივრად ტირილი დაიწყო. ჯერ ყურადღება არ მიაქცია მაქსიმემ, მაგრამ რომ არ დასრულდა გოგონას ქვითინი და კანკალი, გაოცებულმა გასწია უკან. ეჭვით შეათვალიერა ასლუკუნებული უშიკიშვილი, შემდეგ კი უკამყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები.
- ახლა, სულ ასე უნდა იტირო ხოლმე? - კოპებშეკრულმა დახედა ზევიდან ჩაწითელბულ თვალებიან ნიტას და ცხვირზე ოდნავ მოსდო კბილები. - იცოდე, აღარანაირი ცრემლის ღვრა! - ,,მკაცრად’’ გააფრთხილა. - შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, დაიჯერებ?!
მიხვდა გოგონა, ასეთი ტონით რატომაც უთხრა. ესმის, რადგან, თვითონაც იგივეს გრძნობს, ამ გრძნობას კი ვერ მარტავს და ვერ არქმევს სახელს, თუმცა ეს არ ადარდებს არცერთს, ვინაიდან და რადგანაც, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად ყოფნაა. მოკლე დროში, მაგრამ მაინც გრძნობა!
- მჯერა. - თავი მკერდზე მიადო და გაეღიმა.
იგრძნო, როგორ ჰქონდა გულისცემა გაორმაგებული.
თვითონაც ასე იყო.
და, მერე?!
- ჰო?! - წარბაწეული დააჩერდა და ეშმაკურად აუთამაშა წარბები.
- ჰო. - თავი სწრაფად დაუკანტურა.
- და, რატომ? - ინტრიგნულად იკითხა, თან თითებს ნიტას გლუვ კანზე დაატარებდა.
აქეთ-იქით.
გაუჩერებლად.
- იმიტომ რომ მეც იგივეს ვრგძნობ! - თამამად უთხრა, თავი ასწია და თვალი უპრობლემოდ გაუსწორა.
ღიმილით მოხვია ხელი, თავზე ნაზად, განგრძლივად აკოცა და სახლში შევიდნენ. როგორც კი მომღიმარი ცოლ-ქმარი შენიშნა, შემდეგ კი მაქსიმეს ხელს გახედა, რომელიც მის მხარზე იყო გადადებული, ჰაერში დაიწყო ყურება.
დააგვიანა ,,უხერხულობამ’’, გაგვიკვირდა!
- არ მითხრა, რომ ჩვენი გრცხვენია! - გაოცებულმა დააკვესა თვალები მარიტამ და ზუსტად იგივე გამომეტყველებით შეხედა მოხითხითე მაზლს. - თუმცა, რა, მეც ეგრე ვიყავი ამის ხელში. - საჩვენებელი თითი ვითომ უკმაყოფილოდ გაიშვირა დემეტრესკენ, თან ისეთი სახით, თითქოს საერთოდ არ ენატრება და არ უყვარს ის დრო!
- ჰო, და, მაგიტომ მადნებოდი მკლავებში, არა?! - ირონიულად გაუღიმა და აკისკისებულ ნიტას ჩაუკრა თვალი.
- უბრალოდ, სხვა გზას არ მიტოვებდი! - ნიშნისმოგებით გადახედა ცხვირაბზუებულმა მარიტამ და ქმრისგან საპირისპირო მიმართულებით შეტრიალდა.
- კარგი, ჰო, ნუ მებუტები პატარა ბავშვივით... - მისკენ მიიწია და მუცელზე შეუცურა ხელები.
- შემეშვი!
- აი, რაზე ბრაზდები, მარიტა?! - ყელში დაუტოვა რამდენიმეჯერ კოცნა.
- სხვათაშორის, ეგ ბავშვი ზრდის შენ შვილებს! - გაბრაზებულმა მოკუმა ტუჩები და აგიზგიზებული თვალებით გახედა.
- ხო, რას ამბობ, სულ შენ ზრდი. - ახარხარდა ბოლო ხმაზე, შემდეგ კი ხელები ჰაერში დანებების ნიშნად ასწია, ოღონდ, მას შემდეგ, რაც ბალიში მოხვდა თავში. არც მაინცდამაინც მსუბუქი.
ვინაიდან, ბავშვებს უკვე ეძინათ და ალბათ მეცრე ცაზე იყვნენ, მეგობრებს დაურეკეს და ფრონტზე დაიბარეს, სადაც ცოლ-ქმარს შორის დიდი ომი მიმდინარეობდა. არა და არ სრულდებოდა.
სწრაფად შემოხტა ღია კარებში დიმა, როგორც ყოველთვის ზე-პოზიტიური ხასიათით და გარემო, მალე აითვისა მისმა როხროხა ხმამ. მას შემოყვნენ დანარჩენებიც.
- ჩუმად, შე დეგენერატო! ბავშვებს გამიღვიძებ და იცოდე, შენ დაგაძინებინებ! - მხარზე ოდნავ მიარტყა მუშტი, შემდეგ კი დემეტრეს დაუბღვირა, რომელიც სიცილისგან კრუნჩხვებში იყო. - რა იყო შენ?!
- აღარც გავიცინო? - უკმაყოფილო სახით გახედა და ხმა ოდნავ გაიმკაცრა, თუმცა საგრძნობელი აღმოჩნდა იქ მყოფებისთვის.
- კარგით, რა. არ იჩხუბოთ ახლა. საქმეზე ხომ დაგვიბარეთ, ხოდა მოვაგვაროთ. - მავედრებელი მზერა სტყორცნა მარიტას კესომ და საბას ჩაუსკუპდა კალთაში.
- კარგი. - თავი დაუქნია, მაგრამ ცრემლიანი თვალებით მაინც გახედა დემეტრეს, იმან კი კოპები შეკრა.
- კვირას წავიდეთ მთელი თვით თუ არა, 2-3 კვირით მაინც. საჭმელები, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით, აქედან წავიღოთ, ანუ პროდუქტები. სხვა, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა თათამ და იქ მყოფებს გადახედა. - ცოტა ბავშვები არის რთული თემა, მაგრამ ეგ არაფერი. ვერსად ვერ დავტოვებ, მე, პირადად, ჩემ ნაგიჟრებს, თან სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავენ. დაიხუთნენ ისინიც ჩვენთან ერთად. - გაიცინა.
მხოლოდ კესოს და მარიტას გახედა კითხვისნიშნით სავსე თვალებით, ვინაიდან, ნიტას არ ყავს შვილი. გოგონებისგან რომ თანხმობა მიიღო კამყოფილი მიეყუდა ქმარს.
- არა, დატოვებას არც მე ვაპირებდი, რას ამბობ, სესილის ვინმესთან დავტოვებ? არც დამტოვებელი დამხვდება ცოცხალი და არც დასატოვებელი. - გადაიკისკისა პირზე ხელაფარებულმა, იმიტომ რომ დროზე გაახსენდა, გაბრიელს და ნინის რომ ეძინათ.
- ჰო, არც მე. - კვერი დაუკრა მარიტამ. - ნინი, ხო ისედაც ძალიან პატარაა და გამორიცხულია ეგ ამბავი, გაბრიელი კიდე ბიძამისის გარეშე არ გაჩერდება. - ღიმილით გადახედა ყელმოღერებულ მაქსიმეს. - სხვათაშორის, უნდა ავღნიშნო, რომ უკვე ნიტას თავის სახლში ყოველდღე დაბრუნებაზეც კი ჭიჭყინებს. - ისევ ღიმილით დააყოლა და გოგონას გახედა.
უშიკიშვილმა, ბედნიერებით სავსემ, თვალებგაბრწყინებულმა ახედა მასზე მიკრულ მაქსიმეს და თვალები მინაბა, როცა კაცის კოცნა დაიმსახურა ტუჩთან ახლოს.
ალბათ, ეჩვევა ამ მდგომარეობასაც, რადგან გრძნობს, რომ არანაირ ყურადღებას აქცევენ მსგავს ქმედებებს მათი მეგობრები, მითუმეტეს, როცა თვითონაც იგივენაირად არიან.
და რა, მსუბუქად მოეფერება და საყვარელი ადამიანის გარემოცვაში სრული ბედნიერება, როდიდან გახდა ცუდი საქციელი?! არც არასდროს ყოფილა ასე და არც ახლა არის, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ხალხი ,,ვიღაცეებს’’ არც წარმოადგენენ.
მაქსიმე იხსენებს ხოლმე, როგორ დატანტალებდა 14 წლის თათა და ჩუმჩუმად როგორ ეპრანჭებოდნენ ერთმანეთს ის და ზურა. ზუსტად ამ ასაკიდან შეიკრნენ და როგორ შეიძლება ამის მერე, რამე მოგერიდოს ადამიანს?!
ნუ, ჰო. ამ ,,რამე’’ -საც გააჩნია.
- აუ, ერთი სული მაქვს, როდის წავალთ! - გაიცინა დიმამ და ისევ განაგრძო ღლაბუცი.
სახლში მაქსიმემ მიაცილა.
დავითმა დღეს ვერ მოიცალა ნიტასთვის, თუმცა უნდა აღიაროს უშიკიშვილმა, რომ ამას საერთოდ არ უმოქმედია მასზე და მის განწყობაზე, პირიქით, უფრო მეტი დრო მიეცა საყვარელ ადამიანთან ყოფნისთვის.

***
ერთი კვირა ისე მალე მიიწურა, ვერ აღიქვა ვერავინ. ბოლოს პარასკევს იყო სამსახურში, შაბათ-კვირა ისედაც დასვენების დღეებად ჰქონდა, მაგრამ ახლა, ათასი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. აქეთ, ბარგი, იქით მამამისის გამო ნერვიულობა.
ჰო, ყველაფერი მეორე დღესვე მოუყვა დედას და სალომეს. პირველად გრძნობდა ასეთ საოცრებას და აბა, როგორ დამალავდა რამეს?!
ყველაფერი დეტალ-დეტალ არ მოუყოლია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი რაც იყო, არაფერი დაუმალავს. სალომე ბედნიერი დააბოტებდა, ვიცოდი მაქსიმე ,,ის’’ რომ იყოო. (აქამდე ჰქონდა დისთვის რაღაც-რაღაცეები მოყოლილი ნიტას, ის ამბები მართლა დეტალურად. სულ ამბობდა სალომე, ეგ კაცი, რაღაც, ,,სხვანაირად’’ გიშლის ნერვებს და ,,გეროჟებაო’’) ნინომ, ცოტა ხნით ინერვიულა, ისიც იმიტომ რომ დავითი იდგა გარკვეულად შუაში. თუმცა რომ მიხვდა, როგორ და რანაირად იყო დავითთან ნიტა, რომ გაარკვია, რა მდგომარეობაშიც იყო მასთან, რომ გაიგო, თავის ქალიშვილს მაქსიმეს გარდა, ვერავინ გააბედნიერებდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც, მანაც სიხარულისგან შემოჰკრა გაშლილი ხელისგულები ერთმანეთს. როგორ მიხარია, ასეთ ბედნიერს რომ გხედავ, შენ ხომ არ იციო. რა თქმა უნდა, მანამდე არ ააყენა სამზარეულოს სკამიდან უშიკიშვილის ქალბატონი დედამ, სანამ ,,ტოჩკა -ტოჩკა’’ არ ჩაუკაკლა ყველაფერი. არ უნდოდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. სჭირდებოდა ნიტას ამჟამინდელ მდგომარეობას, პერიოდს ისეთი ადამიანი, ვისაც გულს გადაუშლიდა, დედაზე და დაზე კარგს კი ვერასდროს იპოვიდა, ალბათ.
იმაზე არაფერი უთქვამს აგარაკზე რომ მიდიოდნენ, პირიქით, ძალიან გაუხარდა. უფრო დაუმეგობრდები მაგ ხალხს, ასე რომ გიყვართ ერთმანეთიო და გაბრიელიც აღარ მოგენატრება, ისე, როგორც ახლა გენატრება ხოლმეო. თან ამ ყველაფერს იმ მაგარი მომენტიც დაემატა, დიმამ და საერთოდ, ყველამ რომ უთხრა სალომე და თავისი შეყვარებულიც წამოვიდნენო. ამაზე გაგიჟდა, გადაირია, კინაღ ახტა და ჰაერში გაიკვანძა, (ვგიჟდები ამ ფრაზაზე) მაგრამ იმდენად ვერ შიემჩნია ყველაფერი, როგორც უნდოდა. უბრალოდ, არ გამოსდის ჯერ, თუმც, არ არის ეგ პრობლემა. დროთა განმავლობაში ყველაფერი ჩადგებოდა თავის კალაპოტში.
ნინომ, მაინც ,,დედური’’ ჩაურთო და გააფრთხილა ორივე, ჭკვიანად იყავითო, რა თქმა უნდა, ელოდა კიდეც ამას ორივე და, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ასე რომ არ დაერიგებინა დედას. არა, ნოტაციების კითხვა არასდროს უყვარდა ნინოს, უბრალოდ ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელიც რომ არ თქვას, არ შეუძლია.
თორნიკეს, ვერ გაუბედა ჯერ თქმა, არადა სინდისიც ძალიან აწუხებდა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, როგორი ზე-ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს. სალომესაც უძალიანმაგრესი ურთიერთობა ,,ეჭირა’’ თორნიკესთან, როგორც ამას თვითონ ,,საშუალო’’ უშიკიშვილი ამბობს.
ახლა, ვერანაირად ვერ ეტყოდა მამას ვერაფერს, მაგრამ ყველაფრის მოგვარების ძალიან სჯეროდა ნიტას და ასეც მოხდებოდა, თუ მოინდომებდა წყვილი.
მთელი ერთი კვირის განმავლობაში გადარბენებზე იყო. ზოგი ტანსაცმელი ზედმეტად ,,ძველი’’ ეჩვენა და ახლის საყიდლად დაატარებდა აქეთ-იქით მოწუწუნე მაქსიმეს. ბოლოს, ხელში აიტატა გამწარებულმა ნაკანმა და მანქანაში ლამის ჩატენა, სახლში მივდივარ, ნუ გამაძრე სიქა, შემიცოდე-ო. ნიტამაც კისკისით აკოცა ტუჩებზე ნაზად, რაც ბოდიშს უდრიდა და ყოველმხრივ კმაყოფილი დატოვა ბატონი მაქსიმე.
დავითს ელაპარაკა. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ როგორღაც მოუყარა თავი ყველა სიტყვას ერთად. ეს ავტომობილში, თორემ, როგორც კი პირდაპირ შეეჯახა რეალობას, წამის მეასედში გაიფანტა ყველა ასობგერა ნიტას გონებიდან. თითების მტვრევით ჩააყენა საქმის კურსში დავითი უშიკიშვილა, არა, ის კი არ უთქვამს, მე სხვა მამაკაცთან მაქვს სერიოზული ურთიერთობაო, უბრალოდ, ნორმალურად აუხსნა რომ მასთან ურთიერთობა ვერ ააწყო, მისი მოგვარდება კი მის ძალებს აღემატებოდა.
- ჰო, მაგრამ... - შეეცადა ყველაფერი ,,გამოესწორებინა’’ უზომოდ დაძაბულ დავითს, მაგრამ ნიტამ არ დაამთავრებინა სათქმელი.
ახლა, თუ არ ეტყოდა, მთავარ სათქმელს, შეიძლება მერე უფრო გასჭირვებოდა. ახლა, რადგან ნახევარი თქვა თავისი სიტყვებიდან, ბოლომდე მიყვანასაც არ ერიდებოდა.
- ჩვენ ვცადეთ. ორივე იმ ასაკში ვართ, რომ მგონი უნდა ვხვდებოდეთ, ვაანალიზებდეთ, რაც არ გამოდის, ისევე, როგორც გამოგვდის, თავი უნდა დავანებოთ, ყოველ შემთხვევაში, მე, ასე მგონია. ვერ ვხვდები, რას ითხოვ ჩემგან, სიმართლე რომ გითხრა. არ ვიცი. მართლა. მე მართლა შევეცადე, მაგრამ რაც არ გამოგვივიდა, არ გამოგვივიდა. ვერ ვხვდები, სხვანაირად როგორ შეიძლება მოვიქცეთ, მე და შენ ზრდასრული ხალხი! - ხაზგასმით თქვა ბოლო სიტყვები და ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა.
ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და დამშვიდებულ გულზე ხელისგული მიიდო. ახლა, თავს ჩიტივით გრძნობს. ბოლომდე სუფთად! არავისი ერიდება და თავისუფალია, თავის სინდის-ნამუსთან მართალი!
- მოდი, რაა... - ტელეფონით სთხოვა მაქსიმეს.
ბედნიერების ცრემლი საჩვენებელი თითით მოიწმინდა.
გაიღიმა.
ეს ღიმილი, კი ყველაზე ბედნიერი და სიყვარულით სავსე ტრიუმფს იუწყებოდა!

^^^
არ ვიცი, რატომ წაიშალა მერვე თავი, რომელიც აშკარად დავდე.
დღეს გვიან, ალბათ თორმეტის მერე, დავდებ მეცხრეს.



№1 სტუმარი maniaki var

vinmem tuicit videoshi ra musika mitxari thttps://youtu.be/uxmI3hYyC64

 


№2  offline მოდერი bibo

ვაიმე რა კარგი ხარ თვალებს ვერ დაუჯერე რო დადება გეღირსა მარწყვისნჯრმო ალუბალო როგორ მომწონს მაქსიიი ტკბილი მურაბა მარწყვის ქულა გოგო ხარ შენ....ხო რატო წაიშალა მე გეტყვი საიტის უფროსმა განახლა პროგრამამ რამაც არ გამართლა დაბრუნრს ისევ ძველი :დ ხო რაც ძველით არ იყო დადებული ძველი პროგრამით ყველა წაიშალა

 


№3 სტუმარი Gefacst tv

https://youtu.be/A-0ncgqaiIc

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

გააგრძელე რა.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent