შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (პირველი თავი)


9-02-2017, 20:26
ავტორი tatiachelo
ნანახია 3 279

ზანტად ჩამოვდივარ ავტობუსიდან. ბილეთს, რომელიც ხელში დაიჭმუჭნა უფრო მეტად ვჭმუჭნი. ორ ნაბიჯში მდგომ მწვანე ნაგვის ყუთს ვუმიზნებ და ვისვრი.

მარა ბედი არ გინდა ?
არ ვარდება ..
შემეცოდა ეს დიდუბე ისედაც ერთი დიდი ნაგვის გროვაა, ადამიანების ხელშითქო ,ამიტომ იმ პატარა დაჭმუჭნილ ფურცელს ძირიდან ვიღებ და ახლა ნამდვილად ვაგდებ ნაგავში .. ეხლა ისე მეზარება იმ ცათაბჯენზე ასვლა და გადასვლა მეორე მხარეს, რომ ვკვდები. ისიც არ მინდა გზაზე გადავიდე და საგინებლად გავიხადო საქმე. ეს წვიმაც ეხა დაიწყო, ისედაც ნაწვიმარ ქუჩებს თავიდან ასველებს. მეორე მხარეს გადასული დიდუბის მეტროსკენ მივემართები.

ბარათის წრუპუნით ვიგებ, რომ ჩემი სტუდ ბარათი დაბლოკილია , ეტყობა დავალიანების გამო. აბა რა იქნება 2თვია დავდივარ ასე ..

20 წუთიანი ჩახვეული “ხომ არ დამეხმარების” ახალგაზდა ბიჭი აქცევს ყურადღებას და თავისი ბარათით ,ჯერ მე მატარებს შემდეგ კი თვითონ გამოდის. მადლობას ვეუბნები და მეტროს ვაგონისკენ თავქუდ მოგლეჯილი მივბივარ. თითქმის დახურულ კარს მთელი ძალით ვწევ , შიგნით შევდივარ და კარებთან ვდგები.

გოცირიძეზე გაჩერებულ მეტროში 6 -7 წლის ბიჭი შემოდის , ხელში პატარა ვერცხლისფერი ჯამი უკავია, ჯინსის დახეული შარვალი და თეთრი ჭუჭყიანი მაიკა აცვია , როგორც კი მეტრო ადგილიდან იძვრება ბავშვი მონოლოგს იწყებს „დეიდებო ბიძიებო დამეხმარეთ, პატარა ძმა მყავს ცუდად არის პურისფული არ გვაქვს გთხოვთ დამეხმარეთ ღმერთმა დაგლოცოთ დამეხმარეთ გთხოვთ „..უემოციოდ უყურებს საზოგადოება ბიჭს, არავინ უგდებს ხურდას გამოწვდილ თასში.. ჩემს პირდაპირ მდგარ, ახალგაზრდა მამაკაცთან მიდის, დახმარების სათხოვნელად .. მამაკაცი ამაზზენი თვალებით ათვალიერებს . თავს აქნევს იმის ნიშნად ,რომ ფული არ აქვს .

თვალებს ვაწვრილებ, კაცს ვაკვირდები ..

მის მაჯას ოქროს საათი ამშვენებს, ჩაცმულობითაც ეტყობა, რომ კარგი თანამდებობა უკავია . 20 თეთრის ჟმოტი.

მზერა ბავშვისკენ გადამაქვს , ჩანთას ვხსნი და რკინის 2 ლარიანს ვიღებ, ჯერ მოღუშული დავყურებ, ამის მეტი ფული არ მაქვს, მაგრამ როცა ბავშვის თვალებში ჩამდგარ სევდას ვხედავ დაუფიქრებლად ვაწვდი ფულს .. გახარებული მართმევს და ჩემს დალოცვას იწყებს .. უხერხულად ვიღიმი ..

ნაძალადევზე 2 ახალგაზდა ბიჭი შემოდის და ჩემს გვერდით დგებიან.. უაზრო ლაპარაკით და რელსის გამაყრუებელი ხმით ყურებში სმენა მიქვეითდება , მაგრამ ბიჭების ლაპარაკი მაინც წვდება ჩემს ყურთასმენას ..

_ხვალ მიდიხარ ხო დაკძალვაზე ? საშვალო სიმაღლის, შავგვრემანი ბიჭი მიმართავს გვერდით მდგომს ..

_რავი ბიჭო ვნახოთ რა, ან წავალ ან არა .. ეუბნება მხრების ჩეჩვით .

_ ტეხავს ტო ბებიის დაკრძალვაზე ,როგორ არ უნდა წახვიდე? არ ეშვება შავგვრემანი ..

_მაგრად მეზარება სოფლის გზაზე ჯანჯღარი, მერე იქ ჭორიკნების ატანა, ქვითინი და კაროჩე რა .. სახეს მანჭავს . გავიფიქრე ეტყობა ძაან უყვარდა ბებიათქო და ამ ჩემს გაფიქრებულზე გამეღიმა .

_ მაინც უნდა წახვიდე, მიცვალებულს პატივი ხო უნდა სცე ტო ?

_ ვიზამ რამეს ..

სადგურის მოედანზე ჩადიან . ხალხისგან იცლება ვაგონი და თავისუფალ ადგილს ვიკავებ სკამზე, მაგრამ როცა მოხუც ქალს ვხედავ ადგილიდან მაშინვე ვდგები.

ვაკვირდები ჩემს წინ მსხდომ წყვილს , რა ამაზრზენია , მეტროში რომ არ ეხვეოდნენ ერთმანეთ მოკვდებიან ? თან მათ გვერდით მყოფი მოხუცი, ვატყობ მეტს ვერ გაუძლებს და განგრევინებს ამ ბიჭს თავით ამ მეტროს ფანჯარას ..

ვაგონში ჩოჩქოლი ატყდა, დამაინტერესა რა ხდებოდა და ინტერესით შევხედე ქერათმიან ქალს .. ნეტავი რა აყვირებს ?.

ბინძურო .. გაჰკივის მთელი ხმით

მის წინ მდგომი პატარა გოგონა დგას და გაოცებით შეჰყურებს ალქაჯს, როგორც სიტუაციიდან დავასკვენი გოგონამ ფეხზე დააბიჯა შემთხვევით, ამან კიდე გამართა კონცერტი .. 250 დოლარიანი ჩექმა გამიფუჭეო..

ეხა სასაცილო არ არის 250 დოლარიანი ჩექმა, სადღაც 300 დოლარიანი შუბა, რომ გაცვია თან ამრეზით უყურებ ხალხს, და მეტროში დგახარ ? როგორც ჩანს ფული შემოელია და ტაქსით ვეღარ დაბძანდება .. როგოცკი მეტრო გაჩერდა მაშინვე გავარდა გარეთ.. კონცერტიც მორჩა ..

რუსთაველზე ახალგაზრდა გოგო შემოდის, ისეთი კაბა აცვია ამ ნოემბრის დასაწყისში მის მაგივრად მე მცივა .. კაბის სიგძეს დეკოლტეც ემატება და მისი მიხვრა მოხვრა ხომ საერთოდ .. ჩემს გვერდით მდგარი ბიჭი გამოშტერებული ათვარიელებს, ერთი დღის გასართობს. ეშმაკურად იცინის და ისე უახლოვდება იმ გოგოს, რომ მე ხელის კვრით მაგდებს გვერდით .. გაცოფებული შევყურებ და გაბოროტებულ მზერას ვაყოლებ მიმავალ უცნობს .. რა ბანალურია .. მეტროში დგახარ ასეთი ჩაცმული , ბიჭი მოდის და სიყვარულს გიხსნის მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი დღე გაერთოს შენთან, ნუ ამას ისეთი ტანი აქვს არც მეორე დღეს იტყოდა კაცი უარს.
იდიოტი , ქალის ხამი...
როგორც კი მეტრო ჩერდება ბიჭი გოგონასთან ერთად ტოვებს ვაგონს . ..
ნერვებ მოშლილი ვდგავარ ...

ყველაზე მაგარი ის მომენტია კარი, რომ იღება და ამდენი ადამიანი შემოდის, თან ისე შემოდის გასვლასაც, რომ არ გაცდის .. მერე აქეთ გეჩხუბებიან რა არის ზედ გადამიარეო ..ისე მეც რას ვბოდიალობ, ეს ხო ადამიანის ბუნებაა თავდასხმა თავდაცვააო ..

მეტროში ხალხის თვალიერებითა და დაკვირვებით კი მივაღწიე უნივერსიტეტამდე, მარა მეტროში იმ ბიჭის საქციელმა და უბოდიშოდ გავლამ, ისე მომითხარა ნერვები მთელი დღე მოშხამული უნდა ვიარო ეხა ..

ლექციაზე დაგვიანებით შევედი, თავაზიანი ბოდიშის მოხდით და ჩემი ადგილი დავიკავე .

აკადემიური წერის ლექტორი, გაცხარებით განიხილავდა ოჯახური ძალადობის თემას, ჩემს „ძერსკ“ ჯგუფელთან ერთად .ხმას არავინ იღებს, აუდიტორიაში მხოლოდ ლექტორისა და ლენკას დიალოგი ისმის , ნუ ეს არც არის გასაკვირი ,აბა ვინ
გაბედავდა ხმის ამოღებას , როდესაც თვით ლექტორის შვილი ლენკა კილაძე გამოდის სიტყვით ?..

ეს ლექციაც მომაბეზრებლად დასრულდა ....

ჯგუფელების ნახევარზე მეტს არც კი ვიცნობდი, რადგან უნივერსიტეტში ჯგუფები არ არსებობდა. აკადემიურზე სხვა ბავშვები იყვნენ, ბიზნესზე სხვები და ასე ..

აი შოკი მაშინ უნდა გენახათ შაბათ დღეს, ისტორიის ლექციაზე ზემოთ აღნიშნულმა , ქალების ხამმა, რომ შემოაღო აუდიტორიის კარები და ისე ჩამიარა თითქოს კედელი ვიყავი ან უსულო საგანი .. ლექტორის წინ დაბძანდა და ფეხი ფეხზე გადაიდო ..

ქვიზის დაწერისას გადაწერა, რომ მთხოვა ჩემმა ნერვებმა პიკს მიაღწია. თავი ძლივს შევიკავე გემრიელად, რომ არ გამომელანძღა ..... ჩემი სახის დანახვისას ხელები ზევით აწია და სხვას მიუჯდა გვერდით ქვიზი, რომ გადაეწერა ..

ესეც შენი ბედნიერი შაბათი დღე...



№1 სტუმარი Gea

ვაუ საინტერესოა, მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent