შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიცანით ლიზა კანდელაკი!(სრულად)


9-02-2017, 22:00
ავტორი liar girl
ნანახია 7 504

ეს არ იყო მისი ბრალი,არც ჩემი ბრალი იყო.უბრალოდ ასე მოხდა.რაღაცეები უბრალოდ ასე ხდება და ამას ჩვენ ვერ შევცვლით!მიუხედავად იმისა,რომ მას ვამართლებდი და მისი მესმოდა მაინც ავდექი და წავედი.მაინც ავდექი და დავტოვე მარტო,მიუხედავად იმისა,რომ მისი მართლა მესმოდა.
*
ალბათ პრინციპის ამბავი იყო..
ალბათ არა,პრინციპის ამბავი იყო.იცოდა ამას არ ვაპატიებდი,ბევრჯერ გავაფრთხილე,რომ ამას არ ვაპატიებდი,ავდგებოდი და წავიდოდი ხო და როგორც ყველასთვის ცნობილია მე ლიზა კანდელაკი სიტყვას არ გადავედი,ავდექი და წავედი.
წავედი და მარტო დავტოვე.
*
თვითფრინავში ავედი.ავედი იმიტომ,რომ მე ლიზა კანდელაკი ვიყავი.ეს არ იყო ჩემი სტილი,მე არასდროს გადავდიოდი სიტყვას.ზედმეტად ამაყი ვიყავი იმისთვის,რომ უკან დამეხია და ჩემს პრინციპებზე ზევით ვინმე დამეყენებინა.მერე რა,რომ ასე თავდავიწყებით მიყვარდა,მერე რა..
მერე რა,რომ ვინანებდი.მერე რა,რომ მონატრებისგან მოვკვდებოდი,მერე რა რომ სიკვდილამდე მენდომებოდა უკან დაბრუნება,ეს არ იყო ჩემი სტილი,მე არასდროს გადავიდოდი ჩემს სიტყვას..
ვთქვი წავალთქო,ხო და მივდივარ..
მანაც იცოდა ეს და მოდი სიმართლეს ვიტყვი,ალათ ყველაზე მეტად ამ თვისების გამო მოვწონდი..
*
მოდი დავბრუნდეთ წარსულში.იმ თბილ,ტკბილ და მტკივნეულ წარსულში საიდანაც გამოვიქეცი..
*
-თქვენ ნუცა ავალიანი ბრძანდებით ხომ?-მოკრძალებულად მეკითხება გოგონა.ღიმილით ვუქნევ თავს და ვპასუხობ "დიახს".
-რამოდენიმე კითხვა,რომ დაგისვათ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?
-ყურადღებით გისმენთ.-ისევ ვიღიმი და ველოდები კითხვისთვის.
-ლიზა კანდელაკი..
ნელა მაპარებს,მერე თვალებს ჭუტავს და დაძაბული ელის ჩემს პასუხს.მე მეღიმება ნაცნობი სახელის და გვარის გაგონებაზე.მერე გული მიჩქარდება მონატრებისგან,თვალებში ცრემლები მიდგება,მაგრამ ისევ ვიღიმი..
-რა გაინტერესებს ლიზას შესახებ?
მშვიდად ვეუბნები და ისევ ვიღიმი,რადგანაც გონებაში უამრავი მოგონება მიტრიალებს.სასიამოვნოდ მივლის ჟრუანტელი..
-მოგვიყევით თუ შეიძლება ლიზაზე..
გოგონა ისევ მოკრძალებულ ტონს ინარჩუნებს,მე ისევ მეღიმება.თავს ვუქნევ და ვცდილობ ძალა მოვიკრიბო,რომ ლიზაზე ვისაუბრო.
-ლიზა,ეს არის ადამიანი,რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო..
ვჩუმდები,რადგან ხმა მიკანკალებს.პირს ვკუმავ,შემდეგ თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ არ ვიტირო..
-თუ შეიძლება კითხვები დამისვით და მე გიპასუხებ.
ვეუბნები გოგონას,რომელიც დაძაბული მიყურებს მერე ეღიმება და ნაზად მიქნევს თავს.
-როდის გაიცანით ლიზა?
-სკოლაში,პირველ კლასში.დიახ ჩვენ კლასელები ვიყავით.მე,მარიამი და ლიზა.მე და მარიამი დედებიდან ვიცნობდით ერთმანეთს,ლიზა ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა,მაგრამ გაცნოის დღის შემდეგ არ მოგვშორებია..
-როგორი იყო ლიზა?
-ლიზა იყო ყველაზე მტკიცე ადამიანი ვინცკი შემხვედრია.ლიზა იყო ისეთი ჯერ,რომ არავინ დაბადებულა და არც დაიბადება.(მეღიმება)ლიზა იყო სხვა ფენომენი.ლიზა იყო ლიზა და აქ მთავრდება.
-საუკეთესო მოგონება რაც ლიზასთან გაკავშირებთ?
-ახალი წელი გუდაურში.ეს იყო საღამო,რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ.ეს იყო ჩემი,მისი და მარიამის საღამო,რომელიც გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ სამს.
-ლიზას ჰყვარებია?
მეღიმება,პირის გახევამდე მეღიმება.
-პასუხი ხომ ისედაც იცით?
-კარგით,ნიკუშაზე და ლიზაზე მოგვიყვებით?
ნიკუშა და ლიზა..
ისევ მეღიმება.
-კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
-რატომ დაშორდნენ?
-შემდეგი კითხვა,თუ არადა 'ინტერვიუ' დასრულებულია.
-როგორ ფიქრობთ,დაშორების მერეც უყვართ ერთმანეთი?
-რათქმაუნდა,ზუსტად ისე როგორც მანამდე ან უფრო მეტადაც...
-იქნებ მაინც გაგვიმხილოთ მიზეზი..?
-ინტერვიუ დასრულებულია..
*
-მარიამ,იქნებ მოგვიყვეთ ლიზაზე?
-არა..!
-რატომ,ასე მკაცრად?
-ლიზაზე სხვებთან არ ვსაუბრობ!ლიზა ჩვენია,თქვენი განსახილველი კი ლიზა კანდელაკი არ არის!აქ ვამთავრებთ,ნახვამდის..
-კი მაგრამ,ნუცამ ისაუბრა მასზე..
-ის გითხრათ რაც ისედაც იცოდით,იგივე მოვყვე?
გაღიზიანებას ვერ ვმალავდი მე..
-იქნებ თქვენ მაინც გვიპასუხოთ კითხვაზე 'რატომ დაშორდნენ ლიზა და ნიკუშა?'
-ინტერვიუ დასრულებულია!
*
ქალაქში დიდი ჭორი გავარდა,ახალდაქორწინებული წყვილი - ლიზა და ნიკუშა დაშორდნენო.ყველას განხილვის თემა ისინი იყვნენ,ყველა ბჭობდა სავარაუდო მიზეზებზე,სიმართლე კი მათი სამეგობროს და თვით ლიზას და ნიკუშას გარდა არავინ იცოდა..
რამოდენიმე კვირაში ისიც გაირკვა,რომ ლიზას თბილისი დაუტოვებია.ნუცას და მარიამს არც გაუცილებით..
მოკლედ თბილისსში დიდი ამბები იყო..
სიმართლე კი,არავინ იცოდა.
*
მოდი დავიწყოთ იქიდან საიდანაც ყველაფერი დაიწყო..
*
დილა იყო მზიანი.
დღეს ნუციკოს დაბადებისდღე იყო,ამიტომ ყველა განსაკუთრებულად ვემზადებოდით.მე,მარიამი და ნუცა დილიდანვე სალონში წავედით.ვჩქარობდით,რომ ყველაფერი მოგვესწრო საღამოსთვის.ნუცასთან 5საათზე მივედით,მაიკოს(ნუცა დედას)მზადება უკვე დაწყებული ჰქონდა,მე და მარიამს როგორც ყოველთვის საოცრად თბილად შეგვხვდა.
ნუცა აქეთ-იქით ოთახებში დარბოდა და ხან რას ეძებდა ხან რას.მე და მარიამი ბუშტებს ვბერავდით.მალევე მოსაღამოვდა,ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო მოგროვება..
ნუცა ისეთი ლამაზი იყო..
მალე ნუცას ბიძაშვილი ვატო და მისი მეგობრებიც მოვიდნენ.ნუცას ისე უხაროდა ვატოს დანახვა ჭკუაზე არ იყო..მე და მარიამს მის შემხედვარე გვეღიმებოდა.ყველა სუფრასთან ვიჯექით,გოგოები ცოტ-ცოტას ვწრუპავდით,ბიჭები კი ჭიქას-ჭიქაზე სვავდნენ.ცოტახანში კარზე ზარი გაისმა,მე და მარიამმა გაკვირვებულმა გადავხედეთ ერთმანეთს,ნუცა სუფრიდან წამოიჭრა და კარებისკენ წავიდა.
-ნიკუშა!
-მოვიდა.
ბედნიერმა ჩაიღიმა ვატომ და ბიჭებს გადახედა.ტვინი დავძაბე და ვცდილობდი გამეხსენებიდა ვინმე სახელა 'ნიკუშა' ვისაც ვატოც იცნობდა და ნუცასთვისაც ახლო იყო.თითქოს რაღაც მოგონებები ამომიტივტივდასავით,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავიხსენე.ჩემთვის ჩაფიქრებული ვიჯექი და კიდევ ვცდილობდი გამეხსენებინა,როცა მარიამმა "ნაზად მიჩქმიტა".გაკვირვებულმა შევხედე,მან კი თვალებით მანიშნა კარებისკენ გამეხედა,ხო და მეც გავიხედე..
კარებში მაღალი,თავგადაპარსული ბიჭი შემოვიდა.თეთრი პერანგი ეცვა,შავი შარვალი,ხელზე მაჯის საათი ეკეთა,პერანგზე კი სათვალე ჰქონდა ჩამოკიდებული.სასიამოვნოდ გამეღიმა,კარგი ბიჭი იყო შორიდანაც ეტყობოდა.ყველას მოგვესალმა და ადგილი ვატოს გვერძე დაიკავა.სასიამოვნო ხმა ჰქონდა,თითქოს ნაზი და ამავედროს ბოხი,რომელსაც ხრინწები მოყვებოდა..
მეღიმებოდა,თან მის გახსენებას ვცდილობდი..
-თვალები დაგრჩა ნიკუშაზე,ასეც ნუ იმჩნევ ლიზუ.
ჩუმად მიჩურჩულა ნუცამ,რომელიც თურმე კარგა ხანი იყო თავზე მედგა და მაკვირდებოდა.გამეღიმა,თავი ჩავხარე და ჭამა გავაგრძელე.
*
თვალები მაინც ნიკუშასკენ მექცეოდა,საოცრად სიმპატიური იყო,თან ამ ყველაფერთან ერთად ულამაზესი თითები ჰქონდა!საოცრად ლამაზად მოვლილი ფრჩხილებით,არ ვიცი რატომ,მაგრამ ბიჭში ყოველთვის თითებს ვაქცევ ყურადღებას..
ღიმილიც ისეთი სასწაული ჰქონდა,რომ იღიმოდა ლოყაზე 'ბუსუსები' უჩნდებოდა.მე კი მის შემხედვარე მაჟრიალებდა.
მსიამოვნებდა მისი ყურება.ჩემში სასიამოვნო ემოციას აღძრავდა..
*
აივანზე გავედი,კარები მოვიხურე სკამზე დავჯექი და სიგარეტის პაჩკიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე.უკვე ბნელოდა,ცა ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი,მსიამოვნებდა ამ სილამაზის ყურება.თითქოს სხვა გალაქტიკაში გადავყავდი.ფიქრებში იმდენად ვიყავი გართული,ვერც გავიგე გვერდით ვიღაც,რომ მომიჯდა.ნიკუშა იყო,საროჩკის ორი ღილი შეხსნილი ჰქონდა,ისიც ეწეოდა ჩემსავით.
-გამარჯობა.
მიღიმის და ლოყაზე ისევ უჩნდება ის ბუსუსები..
-გამარჯობა.
მეც ვუღიმი და ისევ ვარსკვლავებს ვუბრუნდები.
-ლამაზია არა?
იმდენად მშვიდი,წყნარი და სასიამოვნო ხმა აქვს მაშინვე ჟრუანტელი მივლის.
-ჰო,ძალიან ლამაზია.
ვპასუხობ ისე,რომ ვარსკვლავებს თვალებს არ ვწყვეტ.
მერე ასე ვიჯექით,ძალიან დიდი ხანი.მსიამოვნებდა ის,რომ გვერძე მეჯდა,მისი სუნამოს სუნიც ისეთი სასიამოვნო იყო,მზერაც რომელიც ასე მიწვავდა სახეს..
ყველაფერი იდეალური იყო.
ჩემ თავზე მეღიმებოდა,ისე ადვილად მომხიბლა ადამიანმა,რომელზეც მისი სახელის გარდა არაფერი ვიცოდი..
არ ვგავდი ჩემ თავს,არ ვგავდი იმ კომუნისტკას,რომელიც ყოველთვის ვიყავი და ეს გამაგიჟებლად სასიამოვნო გრძნობა იყო.
*
დილა იყო შესანიშნავი,თითქოს რაღაც შეიცვალაო ისეთი გრძნობა მქონდა.სამზარეულოში ლიაკოსთან ერთად ჩაის მივირთმევდი კარებზე ზარი,რომ გაისმა.
-ჩემი გოგოები მოვიდნენ ალბათ.
მხიარულად თქვა ლიაკომ და კარეისკენ წავიდა.მე ისევ ფიქრეში ვიყავი,გუშინდელი ღამის ფიქრებში.მეღიმებოდა..
-ლიაკო!
გაისმა დერეფნიდან გოგოების ყვირილი.გამოვფხიზლდი და ჩაი მოვსვი.მარიამი და ნუცა იყვნენ.ლიაკოსთან ერთად მალევე შემოვიდნენ სამზარეულოში,გადამკოცნეს და მათი კუთვნილი ადგილები დაიკავეს.
-აბა გოგოებო,ჩაი თუ ყავა?-ეკითხება ლიაკო და წყალს ადგავს.
-ყავა რა ლიაკო,გთხოვ-ნუცა მასთან მიდი,ლოყაზე ნაზად კოცნის და ჭიქების ჩამოლაგებაში ეღიმება.ბებიაჩემს და გოგოებს ყოველთვის გადასარევი ურთიერთობა ჰქონდათ.გოგონებს უყვარდათ ლიაკო,ლიაკოს უყვარდა გოგოები.
-დღეს ჩაის მივირთმევ-ამბობს მარიამი და ჟაკეტში უფრო კომფორტულად ეფლობა.
ყავა და ჩაი მალევე მზადდება,ლიაკო და ნუცაც უსხდებიან მაგიდას.
-ლიაკო რა ამბები გვაქვს-იქნებს ნუცა და ხელებს ატკაცუნებს,მერე იღიმის და თვალს მიკრავს.მის საქციელზე მეცინება,ვიცი ნიკუშაზე აპირებენ მოყოლას.
-რა ამბები ბებო?
-ლიზაზუ შეყვარებულია!-ტაში შემოკრა მარიამმა,მე ისევ ვიღიმი.რა უნდა ვქნა ღიმილის გარდა..?
-ბებო შეყვარებული ხარ?-გაოცებას ვერ მალავდა ლიაკო..
მე ისევ ვიღიმი.
-რად უნდა კითხვა ამას?შეხედე,როგორი ბედნიერი სახე აქვს!-ალმაცერად მიყურებს ნუცა,მერე სამივეს სიცილი უტყდება.
არ ვიცი რა უნდა ვთქვა.შეყვარებული ნამდვილად არა,მაგრამ მოხიბლული ნამდვილად ვიყავი ნიკუშათი..
-რა გიქნა გოგო აბაშამ ესეთი,რომ დალენჩდი?!-ხელებს თვალწინ მიფრიალებს მარიამი და ცდილობს გამომაფხიზლოს.
-აბაშა?-პირველად ვიღებ ამ ხნის მანძილზე ხმას მე..
-ნიკუშა აბაშიძეა და 'აბაშას' ეძახიან რა-მპასუხობს ნუცა-ლიზ ისე რატო არ გახსოვს ნიკუშა?
-არ ვიცი ცუცი,თითქოს რაღაც მომენტები ამომიტივტივდასავით გუშინ,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავიხსენე..
*
ნუცასთან ვიყავით მე და მარიამი.მაიკო ქალაქ გარეთ იყო წასული,ამიტომ ჩვენ მარტოები დავრჩით.დაგვიბარა ვატო მოვა და შემოგივლითო..გულში ვლოცულობდი,რომ ნიკუშაც წამოყოლოდა..გეფიცებით,ყოველ ჯერზე,როცა მახსენდებოდა მისი ღიმილი და სახე ზრუანტელი მივლიდა..სასწაული გრძნობა იყო,მაგიჟებდა ის,რომ ასე შეძლეს ჩემი მოხიბვლა..კარზე ზარი,რომ გაისმა მე წამოვხტი პირველი მდივნიდან და კარებისკენ გავიქეცი.მარიამისთვის და ნუცასთვის გახედვაც არ დამჭირვებია,რომ წარმომედგინა ჩემს საქციელზე,როგორ იცინოდნენ.კარებს სანამ გავაღებდი კიდევ ერთხელ ვთხოვე ღმერთს,რომ ნიკუშა ყოფილიყო..
თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა მარტო ვატო და მიშო,რომ დავინახე.სახე მაშინვე შემეცვალა,მაგრამ არაფერი შემიმჩნევია.ორივე თბილად გადავკოცნე და კარები დავხურე.არც მე ვიცოდი,რატომ ველოდებოდი ადამიანს,რომელსაც არც კი ვიცნობდი,ცნოაზე ლაპარაკი ზედმეტია,ერთხელ მყავდა მხოლოდ ნანახი.
-ვატო,ნიკუშა რატომ არ ამოვიდა?-ნუცამ ეს,რომ იკითხა გეფიცებით იმაზე კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა,ვიდრე მიყვარდა..
-საქმეები ქონდა,ამოვა გვიან.-ვატო სიგარეტს დაწვდა და გააბოლა.გულმა გამალებით დამიწყო ბეთქვა.სხეული სულ ამიცახცახდა,პირველად ვიყავი ამ დღეში!მე ლიზა კანდელაკი,ვღაცის გამო ვცახცახედი!
-მარიამი და მიშო სად დატყდნენ?-თვალები მოვჭუტე მე და ბედნიერმა გავიღიმე.ვატომ თვალებით მანიშნა აივანზეო,მეღიმებოდა.მიხაროდა მარიამის და მიშოს 'ამბავი'.
*
სიცივე იყო აივანზე.მიშოს ხელები მარიამის წელზე იყო დასვენებული.თავი კისერში.თანდათან ნაზად უტოვებდა კოცნებს,მარიამს კი ყოველ კოცნაზე თვალები ეხუჭებოდა,უნდოდა აქედან გამქრალიყვნენ ისინი.სადღაც შორს,სადაც მხოლოდ მარტოები იქნებოდნენ.ნელა შემოტრიალდა,დიდხანს უყურებდა მიშოს სახეს,თან ეღიმებოდა..
-ჩამეხუტე რა,მაშო..
მაშოო,რომ უთხრა ეგონა გაფრინდებოდა.ასე მარტო მიშო ეძახდა,ასე მხოლოდ მას შეეძლო დაძახება..
-ვიყოთ რა ერთად რა,მაშო რატო მაწვალებ..
სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა,პარლამენტს ეწეოდა ბატონი მიშო ისე კი არა..
-არ გაწვალებ..
თავს არასასიამოვნო გრძნობდა,მისი ხელები,რომ არ ეხვევოდნენ..
-გინდა საერთოდ გავწყვიტოთ ურთიერთობა?
ხმა გაუმკაცრდა მიშოს.იმის წარმოდგენაზე,რომ მიშო და მ ა შ ო,შეიძლება დამთავრებულიყვნენ,გული კინაღამ გაუხეთქა მარიამს.იმის წარმოდგენაზე,რომ მიშო შეიძლებოდა დაეკარგა ნაწილებად დაშალა,სულ ააკანკალა..
-არა..
ნელა ამოისლუკუნა მარიამმა.ცდილობდა არ ეტირა,ვერ იტანდა მიშოს წინ,რომ ტიროდა,მაგრამ ვეღარ გაუძლო.თვალებიდან მაინც გადმოვიდა ბლანტი სითხე და დაუსველა ლოყები..
ამდროს ყიფიანი უნდა გენახათ.მთლიანად დაიშალა ბიჭი,მოკვდა იმ წამსვე.მარიამის ცრემლებს ვერ იტანდა,კლავდა და ადგილზე აქვავებდა..
-არ იტირო,მაშო!არ იტირო..
ხმა ისე გაბზარვოდა,ამ ხუთ სიტყვას თავი ძლივს მოუყარა,რომ ეთქვა.მარიამი ისევ ტიროდა,ყიფიანმა ვერ გაუძლო და ისე მაგრად მოხვია ხელები ეგონა ცოტაც და გაუდავდა.მარიამმაც მოხვია თავისი წვრილი და პატარა ხელები.
სცენა იყო? ს-ა-ო-ც-რ-ე-ბ-ა!
ერთმანეთს ეხუტებოდნენ,მიშო თავზე კოცნიდა მარიამს,თან თმაზე ეფერებოდა და ყურში დამამშვიდებელ სიტყვებს ეჩურჩულებოდა.მარიამიც მალევე დამშვიდდა.ყიფიანი ერთადერთი იყო,ვისაც შეეძლო მარიამი აეტირებინა და მეორე წამს ისე დაემშვიდებინა ვითომც არაფერი.
-მიყვარხარ..
ყურში ჩუმად,რომ უჩურჩულა მიშომ ეგონა გააფრენდა.ეს ის იყო,ის იყო რასაც ამდენ ხანს ელოდა!
-მიყვარხარ მაშო,ძალიან მიყვარხარ..
მერე მთელი სახე დაუკოცნა.ბოლოს ტუჩებს,რომ მიუახლოვდა გაჩერდა.მარიამს თვალებით კითხა "შეიძლება ეს გავაკეთოვო?",პასუხი,რომ მიიღო აღარაფერს დალოდებია.ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური,ეს იყო ის რასაც ელოდა ქავთარაზე და ყიფიანი!ეს იყო გრძნობების ამოხეთხვა და სრული ფეიერვერკი.
*
აწ უკვე მარიამის და მიშოს ამბავს ავღნიშნავდით კარებზე ზარი,რომ გაისმა.ნელა წამოვდექი და კარისკენ დავიძარი.გულის ცემა პირდაპირ ყურებში მესმოდა..ნელა გამოვაღე კარები და გეფიცებით ნიკუშა,რომ დავინახე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო..გამიღიმა,სახლში,რომ შემოვიდა გადმოიწია და გადამკოცნა.ისეთი ნაზი კანი ჰქონდა და ისეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდა,მინდოდა არასდროს გაწეულიყო..
გავუღიმე,მანაც გამიღიმა..
გული ისე სწრაფად მიბეთქავდა,მეშინოდა ხმა ნიკუშას არ გაეგო..
ღმერთო,როგორი ლამაზი და სიმპათიური იყო!
*
იმ ღამეს ბევრი დალიეს,ძალიან ბევრი.
ნიკუშა აკვირდებოდა ლიზას და ხვდებოდა,რომ ტანში ცრიდა სიამოვნებისგან..ისე უნდოდა,ახლა მოხვეოდა და მისი ტანი მთლიანად შეეგრძნო,ისე უნდოდა ახლა მთელი სახე დაეკოცნა,ისე უნდოდა ლიზას შიშველ ზურგზე ტუჩებით ემოგზაურა..
თან ეს კაბა როგორ უხდებოდა ლიზას?
ზედ აკვდებოდა,გეგონებოდა მისთვის იყო ჩექმნილიო..
თუ გინდათ ალკოჰოლს დააბრაეთ,თუ გინდათ ჰორმონებს,მაგრამ იმ წამს ნიკუშა ლიზას,რომ არ შეხებოდა მოკვდებოდა..
ვეღარ მოითმინა,ადგა და ტანზე შემოეკრე.მის მოძრაობებს აყვა და ნიკუშაც აცეკვდა.ცეკვავდნენ გაუჩერებლად,დაუღლელად და სიამოვნებით..
-გარეთ გავიდეთ..
ტუჩები ყურთან მიადო და ისე უჩურჩულა.ისე ესიამოვნა,სიამოვნებისგან ამოიკრუტუნა კანდელაკმა..
(აქ მეცინება,კანდელაკს თკვენ კი არა?მეც ვერ ვცნობდი!)
გარეთ გავიდნენ,ზუსტად ისე ისხდნენ,როგორც პირველად შეხვედრისას.ნიკუშა ეწეოდა,პარლამენტს რა თქმა უნდა..აბა სხვა ეკადრებოდა,თვით ნიკუშა აბაშიძეს?ლიზამ აივანზე დაგდეული კენტის პაჩკიდან ამოაძვრინა ერთი ღერი და მანაც გაუკიდა.სასიამოვნო ამინდი იყო,თანაც ორნი იყვნენ მეტი ბედნიერება რაღა გინდოდათ?
კანდელაკი..
აბაშიძე..
და
ვარსკვლავებით გაჭედილი ცა..
*
მერე როგორ და რანაირად იყო?არ ვიცი,სიმართლე გითხრათ ვერც მე გავიგე.ისე მოხდა,რომ დავახლოვდით მე და ნიკუშა.ისე მოხდა,რომ შემიყვარდა.
ახლა ვიღიმი,ვიღიმი იმიტომ,რომ პირველად ვაკეთებ ასეთ განცხადებას,ვიღიმი იმიტომ,რომ პირველად შემიძლია ვთქვა,რომ მიყვარს და ეს არის რაღაც საოცრება.ეს არის ბედნიერება.
*
ხანდახან მეგონა,ყველაფერი ზღაპარი იყო.ისე მიდიოდა,როგორც ზღაპარში იცის ხოლმე და გეფიცებით ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.რამდენი ხანი იყო გასული თვე?უფრო მეტი?
მეგონა მთელი ცხოვრება ვიცნობდი ნიკუშას.ისე უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში,ისე უეცრად გააფერადა ყველაფერი,ერთადერთი რასაც ვითხოვდი,არასდროს მინდოდა,რომ წასულიყო.მინდა სულ ვიგრძნო მისი სიახლოვე,მისი თბილი ხელები,მისი სუნთქვა ყელთან..
შემცვალა..
ჰო მე ლიზა კანდელაკი,ნიკიშა აბაშიძემ შემცვალა!
არ დაგიმალავთ და გეტყვით,რომ მიხაროდა.თითქოს სხვა ადამიანი გავხდი,უფრო უკეთესი გრძნობებით დამუხტული და ეს ნიკუშას ბრალი იყო.
ნიკუშა როგორი იყო მოკლედ,რომ ვთქვა?
ნიკუშაზე მოკლედ ლაპარაკი არ გამოვა,არ გამოვა იმიტომ,რომ იმდენად კარგია დაუსრუებლად შემიძლია ვისაუბრო მასზე.ყველაზე მეტად რაც მომწონს მასში,არის ის,რომ არ არის „ბაბულიზმზე“ და „ქუჩის გარჩევებზე“ გადამკვდარი.მომწონს ის,რომ ყოველთვის შეუძლია,ისე მოაგვაროს რაიმე პრობლემა ზედმეტად არ „გაიჭაჭოს“ და არ იგინოს.ნიკუშა ისეთია რა, სხვა ფენომენია..
ხანდახან მგონია,რომ მისნაირები არ არსებობენ.მგონია,რომ ერთადერთია და საუკეთესოა და ის საუკეთესოც მარტო ჩემია!ამ დროს ისეთი ამაყი ვარ,ისეთი,რომ შემიძლია ეს თავისუფლად ვთქვა.ალბათ,არ იცით ჩემი ეჭვიანობის ამბები,ჩემი ეგოიზმის ამბები..
არ გეცოდინებათ ჰო,რათქმაუნდა.
ვცდილობ დავმალო.არ მინდა ნიკუშა განსაკუთრებით დავღალო ამით.ვგიჟდები,როცა ტელეფონზე ელაპარაკება ვინმეს ჩემს გვერდით რომაა.
ჰო,ამაზეც ვეჭვიანობ.
ეჭვიანი ყოველთვის ვიყავი,მაგრამ ამ დოზით არა..
ესეც ნიკუშას ბრალია!
ნიკუშა გახდა ჩემი ცხოვრების ბირთვი.
მცნობთ?
მე ლიზა კანდელაკს მცნობთ?გინახავთ ასეთი?
ასეთი შეყვარებული..?
*
-ლიზა..-ჩუმად იჩურჩულა ჩემს კისერთან ნიკუშამ.ასე ძალიან,როგორ მოქმედებდა ჩემზე?ასე ძალიან,როგორ შემაყვარა თავი,რომ მის ყოველ სიტყვაზე ჟრუანტელი მივლიდა და სიამოვნებისგან ტანში მცრიდა.
-გისმენ.-გავუღიმე მე.
-ლიზუ,ხო იცი არ ვარ ამ ტიპის.არც ასეთი რაღაცეები მიყვარს,მაგრამ იქნებ ცადო და სიგარეტს შეეშვა?არც არაფერს გაძალებ,არც არაფერს გიშლი.-ლოყაზე ნაზად მკოცნის - მე ვითიშები.
-ჰო,ვეცდები.-ვეუბნები გათიშული მე.
იღიმის და ლოყაზე ის ბუსუსები უჩნდება,მე ასე ძალიან,რომ მიყვარს.
-წავიდეთ სადმე?-მეკითხება და მანქანის სავარძელში უფრო კარგად თავდება.
-ჰო,ნუცასთან ავიდეთ რა,მიშო და მარიამიც იქ არიან..
თავს მიქნევს და ღვედს იკრავს.მეც იგივეს ვაკეთებ და ვუყურებ თან ვითიშები..
ასეთი ლამაზი და სიმპათიური რატომაა?
ფეხებზე ცივი ხელების შეხება მაფხიზლებს.ხელები ისეთი გაყინული აქვს,თან ჩემს ფეხებს შუაში მოთავსებული.ჟრუანტელი მივლის,ნიკუშას ეღიმება..
-ეს იმიტომ,რომ ძალიან,ძალიან ცივი ხელები გაქვს..
-ჰო,რათქმაუნდა..
-მართლა ნიკუშა,ძალიან ცივი ხელი გაქვს..
-შენ ხომ გაქვს თბილი ფეხები?ხო და გავითბობ.
მერე თვალს მიკრავს და მიღიმის..ასე ვისხედით მთელი გზა..
*
წვიმა,
ჩვენ ისევ მის მანქანაში,
ნაზი კოცნები ყელსა და შუბლზე..
მე
და ნიკუშა,
ნიკუშა
და მე.
*
-ვერაფრით გავიგე რა,ერთად ხართ ანუ?-სამზარეულოში აქეთ-იქით დაიარებოდა ნუცა და თან ყავას მიირთმევდა.
-ოო ცუც,რა გჭირს რა.არც ერთად არიან და არც ცალ-ცალკე.-ასკვნის მარიამი,ხელებს კი თბილ ჭიქას ახვევს,რომელშიც ჩაი ასხია.
-სიგარეტი მინდა,ავნერვიულდი!-პაჩკიტან ერთ ღერს აძვრენს ნუცა და უკიდებს.ერთ ღერს მარიამს აწვდის მეორეს - მე.არ ვართმევ,გაკვივებული სახით მიყურებს.-როდიდან დაანებე თავი?
-ნიკუშამ მთხოვა..
-არააა.გთხოვ მითხარი,რომ ნიკუშა მართლა სხვაა და სცენები არ მოუჭყვია „გოგო კოჭებს დაგიხვრეტ თუ არ დაანებებო“..-იცინის მარიამი.
-აბაშა დაიცინება!-სიცილში ნუცაც ჰყვება მას,მერე ორივემ დიდხანს იცინა.ველოდებოდი სანამ გაჩუმდებოდნენ.
-რა თქმა უნდა არა,ეგ არარის ნიკუშას სტილი..-ვიღიმი და ყავას ვწრუპავ.
-ნიკუშას სტილი როგორია ლიზ?-კისკის არ წყვეტს ნუცა.
-ისეთი სხვას,რომ არ აქვს.ისე ნაზად მელაპარაკა,ისე თბილად და ისე მთხოვა.არანაირი „კოჭებს დაგიხვრეტ გოგო!“-ამ წინადადებას ხაზს ვუსვამ და მარიამს ვუყურებ.-ჰო და ვუთხარი კარგითქო,ხო და ხომ იცი რაღაცას,რომ ვამბობ იმას არასდროს გადავალ..
-ვაიმე,რა რომანტიკაა გოგო!-ხელებზე ნიკაპს დებს ნუცა და სასაცილობ აფახუნებს თვალებს.ამის შემხედვარე მეც და მარიამსაც სიცილი გვიტყდება.მერე მასაც ეცინება..
*
-ერთ დღეს რომ გითხრა ცოლად გამომყევითქო რას იზავ?
-გამოგყვები!
-ვიმახსოვრებ იცოდე.
-დაიმახსოვრე.
*
ბევრს ვსვამდით,ისევ ნუცასთან.ჩვენ ყველანი ვიყავით,სრული შემადგენლობით.ნიკუშა გვერძე მეჯდა,უნდა გენახათ როგორ სვამდა - გაგლეჯვამდე.ნელა წამოვდექი და გოგოებს შევუერთდი,რომლებიც ნაზად აყოლებდნენ სხეულს მუსიკას.თვალები დავხუჭე და ვეცადე გავსულიყავი აქედან,ამ მუსიკასთან ერთად.
-საოცრად გიხდება ეს კომბინიზონი..
-მოგწონს?
-ჰო..
-შენთვის ჩავიცვი.
-ვგიჟდები ისე მინდა,ეს ამოღებული ზურგი მთლიანად დაგიკოცნო!
ცივი ხელი,შიშველ ზურგზე,რომ დამისვა,სიამოვნებისგან ამოვიკრუტუნე..
-ვგიჟდები ამ ხმაზე,სიამოვნებისგან,რომ კონტროლს კარგავს..
-სულ ასეთი ცივი ხელები,რატომ გაქვს?
-იმიტომ,რომ შენ გამითბო.
ისევ დამისვა ზურგზე ხელი..კრუტუნი ისევ აღმომხვდა მე.
-ჭკუიდან გადაგყავარ ლიზა!
წითელ სქელ ტუჩებზე,ნელა გადაისვა ენა..
-ახლა..ახლა მე,რომ შენ არ გაკოცო..ნამდვილად შევიშლები!
სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი,მისი ტუჩების სიტბოს კი ჩემ ტუჩებზე..
ნელა დავიწყე თვლა.
სამი
ორი
ერთი
და
მაკოცა!
ნელა,ნაზად,სიამოვნებით,მთელი გრძნობით..
ნაზად და ფაფუკად განაგრძობდა კოცნას,მანამდე სანამ სუნთქვა შეგვეძლო..
ეს..ეს!მე არ ვიცი რა იყო!
-აქამდე სად ვიყავი?
კოცნის შემდეგ მიჩურჩულა ისე,რომ სახე არცერთი სანტიმეტრით არ გაუწევია..
*
ნუცასგან,რომ გამოვედით გვიანი იყო,ძალიან გვიანი.წვიმდა თანაც საშინლად.ორივე მთვრალები ვიყავით.ნიკუშა ფეხზე ძლივს იდგა.დაიჟინა არა ფეხით წავიდეთო..
ფეხით წავედით..
-ლუზუ,ასეთი როგორ ხარ?
-ასეთი როგორი ნიკუშა?
-იდეალური!
-მთვრალი საყვარელი ხარ.
ლოყაზე ნაზად ვკოცნი მე.
-სიმთვრალის გამო არ ვამბობ,ამას ფხიზელზეც ბევრჯერ გეტყვი!
-ველოდები..
-ხალხმა უნდა გაგიცნოს.
სიცილს ვერ ვიკავებ და უკვე მეორედ ლოყაზე ნაზად ვეხები.
-გაიცანით,გაიცანით ხალხნო ლიზა კანდელაკი!
ყვირის ბოლო ხმაზე,მე კი გიჟივით ვიცინი.მერე მასაც ეცინება..
ერთად ვიცინოდით,გიჟებივით.
მე და ნიკუშა.
ნიკუშა და მე.
-ახლა რასაც გეტყვი ჩემს სიმთვრალეს არ მიაწერო.სრული სერიოზულობით ვამბობ ამას.ჩვენი პირველი დღე ხომ კარგად გახსოვს?ჰო..მეც კარგად მახსოვს.მახსოვს ოთახში,რომ შემოვედი თვალში ეგრევე შენ მომხვდი.ისეთი ნაზი იყავი..დავინახე როგორ მიყურებდი და მესიამოვნა.მესიამოვნა შენი მზერა ჩემდამი.მესიამოვნა,როგორ გაიღიმე,როცა ნუცამ ყურში რაღაც გიჩურჩულა.ისეთი ლამაზი იყავი,ისეთი ბუნებრივი..ყოველ ჯერზე,როცა შენთან ლაპარაკი მიწევდა,ვხვდებოდი,როგორი იდელური იყავი ლიზა.გული გამალებით მიცემდა,შენ პატარა ხელებს წელზე,რომ მხვევდი..ბევრი სახელი დავარქვი ჩვენს ურთიერთობას,მეგობრობა,ძმაკაცობა,დაქალობა რავიცი ბევრი რამე,მაგრამ არცერთი შეესაბამებოდა.ვცდილობდი ეს გრძნობა ჩემში „ჩამეხშო“,მაგრამ ვერაფრით შევძელი..მე ახლა არც პასუხს გთხოვ,პირიქით მინდა კარგად დაფიქრდე და გაიაზრო ყველაფერი ის რაც მე გითხარი,მინდა გაიაზრო,რომ მიყვარხარ და არ მინდა შენთან ორთვიანი გართობები,სერიოზულად გიყურებ და მინდა სერიოზულად გვქონდეს ყველაფერი.თუ დრო გჭირდება არაა ეს პრობლემა..
მე ვტიროდი.
ვტიროდი ბედნიერებისგან..
ღმერთო!მადლობა,ასე ძალიან,რომ ვუყვარვარ და ასე ძალიან,მიყვარს.
ეღიმება,პირის გახევამდე ეღიმება.ფრთხილად მოდის ჩემსკენ,ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ყველაზე საოცრება რამეს აკეთებს!ცრემლებს მიყვება კოცნებით..
-არ იტირო პატარა,არ მიყვარს ჩემს გამო როცა ტირიან..
-ბედნიერებისგან ნიკუშა!
მერე სრული სიგიჟე იყო,ის სიგიჟე,რომელიც მხოლოდ მე და ნიკუშას გვეკუთვნის და ზემდეტას ეგოისტივარ,რომ ეს სიგიჟე გაგანდოთ..
*
ჩვენი ამები,რომ გაიგეს ერთი ამბავი ატყდა..ზოგს უხაროდა,ზოგს არა.ბევრმა ისიც დამაბრალა,რომ ნიკუშასთან ფულის გამო ვიყავი..ვბრაზობდი საშინლად.ისე მეშლებოდა ნერვები ასეთი რაღაც,რომ მაკადრეს..ნიკუშა პირიქით მშვიდად იყო.იცინოდა ყოველ უაზრო და ცუდ ჭორზე,მერე მე მამშვიდებდა ხოლმე..
ასე იყო მანამდე სანამ მისი ტელეფონი შემთხვევით არ 'გავჩხრიკე' და თეკლას მესიჯებს არ წავაწყდი.თეკლა ჩემი ტოლი გოგონა იყო,სკოლიდან მოყოლებული ვერ ვიტანდით ერთმანეთს,ნიკუშა თურმე დიდი ხანი უყვარდა მე კი ეს მაშინ გავიგე მესიჯებს,რომ ვკითხულობდი..ჩხუბი მე დავიწყე,ნიკუშამ კი დაამთავრა.ბოლოს მანქანიდან გაცოფებული გადმოვედი და კარეი მივუჯახუნე.ცეცხლებს ვყრიდი პირდაპირ!ნიკუშას მანქანა იმის სისწრაფით დაიძრა მეგონა პირველივე ხეს შეასკდებოდა..
სახლში,რომ ავედი ხელში რაც პირველი მომხვდა კედელს ვესროლე..ლიაკო გაგიჟებული გამოვარდა ოთახიდან ხმაურზე..
-ლიზა ბებო, რა დაგემართა?
ღრმად სუნთქვას ვიწყებ და ვცდილობ დავმშვიდდე..არაფერი გამომდის..
-არაფერი ლიაკო, ბოდიში უბრალოდ რაღაცაზე გავღიზიანდი.ავკრიფავ ნამსხვრევებს ახლავე..
-დარწმუნებული ხარ ბებო?
-ჰო ლიაკო, ყველაფერი იდეალურადაა..
*
-ღადაობ?
თვალებს "კარკლავს" ნუცა.მერე სიგარეტს უკიდებს და გაგიჟებული ურტყავს ნაპასს.
-არა არ ვღადაობ ნუცა.ყველაზე მეტად იცი რაზე მომეშალა ნერვები?აქეთ მეჩხუბა.წარმოგიდგენია?არ მენდობი და ჩემ ტელეფონში იქექებიო?!
ნიკუშასთვის მიცემულ პირობას ვარღვევ და სიგარეტს ვუკიდებ.
-რა ეწერა ამ მესიჯებში ასეთი?ნიკუშასაც ჰქონდა რამე მიწერილი?
მეკითხება მარიამი და ყავას წრუპავს..
-თეკლა ეფიცებოდა სიყვარულს..
-ნიკუშა რას წერდა ეგ გვითხარი.
ღერს ღერზე ეწეოდა ნუცა.
-არაფერს.
მერე ორივეს სიცილი უტყდება.მე კი გაკვირვებული ვუყურებ.ვერ ვხვდები რა აცინებთ,ბოლოს კი ისევ ვღიზიანდები და ჩანთას ხელს ვკიდებ და გავდივარ.
-მოიცა..
წინ მეღობება მარიამი..ისევ იცინის!
-გაიწიე!
-რა გჭირს ლიზა,რა ბავშვივით იქცევი.შედი სამზარეულოში დროზე!
მკაცრად მეუბნება და ჩანთას ხელიდან მგლეჯს.თვალებ ტრიალით მივყვები უკან.
-რაზე გაბრაზდი,დებილი ხარ?
მეკითხება ნუცა მე კი ისევ თვალებს ვატრიალებ.
-ღმერთო,ლიზა რა ჯანდაბა დაგემართა გააფრინე?რა გიჟივით გავარდი?
-შემეშვით რა,ხო ხედავთ არ ვარ ნერვებზე..
-მგონი ნიკუშა შენზე ცუდად ზემოქმედებს,ნერვები აღარ დაგრჩა!რას იბუტები..!
-ნუც,შეეშვი.
წყნარად ეუბნება მარიამი,თავის ადგილს უბრუნდება და ყავას წრუპავს ისევ.
*
იმ ღამეს ნუცასთან დავრჩით.ბევრი ვილაპარაკეთ,ძალიან ბევრი.საბოლოოდ ცოტა ეჭვი შემეპარა ჩემს სიმართლეში,მაგრამ მაინც არ ვაპირებდი ბოდიშის მოხდას.მერე რა,რომ ნიკუშასგან არ იყო პასუხები?თეკლას წერილებს რატომ ინახავდა?ან საერთოდ რატომ მიმალავდა,რომ თეკლა წერდა?არც ნიკუშა იყო მართალი!ერთი-ორჯერ დარეკვაში მაცდუნეს გოგოებმა,მაგრამ მაინც არ დავრეკე..
თვითონ?
საერთოდ არ გამოჩენილა,იმ ჩხუბის მერე ერთხელ არც კი დაურეკას ან მოუწერია..
*
ერთი თვე იყო გასული იმ ამბიდან,სახლში მივდიოდი გვიან თან სიგარეტს ვეწეოდი ნიკუშა პადიეზდთან,რომ დამხვდა.გული ისე ამიჩქარდა მეგონა გულის ცემას გაიგებდა.სიგარეტი მაშინვე გადავაგდე,გაეღიმა..
-კიდევ ეწევი?
-ვაა,ცოცხალი ხარ?!
-ლიზა,მე უნდა გასწავლო,რომ კითხვაზე კითხვით არ პასუხობენ?
-არა თეკლამ.
რატო წამოვროშე საერთოდ ეს?!
-რა შუაში იყო?-ისევ ეღიმება,მიახლოვდება და მის ღიმილს უფრო ნათლად ვხედავ.-არ გადაგიარა?
-რატომ გგონია,რომ ოდესმე გადამივლის?
-ლიზააა!-იცინის,ჩაბჟირებამდე იცინის..-რატომ მეგონა,რომ ჩვეულებრივი გოგო არ იყავი და ასეთ ეჭვიანობის სცენებს არ მოაწყობდი?!
-აჰ,ჩემით უკმაყოფილო ხარ?
ისევ იცნის..
დაუსრულებლად..
-ლიზა!ჭკუიდან გადაგყავარ.
-რას ვიზავთ.
-სიგარეტს ჩემს 'გასაბრაზებლად' ეწევი?
-ჩემს ცხოვრებაში ამდენად დიდი ადგილი არ გიკავია,რომ რაიმე შენს გამო გავაკეთო..
რეებს ვბოდავ ვინმე გამაგებინებს?
-ვახ ლიზა.იმდენად დიდი ადგილი თუ მიკავია,რომ ჩემზე ეჭვიანობ,რატომ არ შეიძლება ჩემს გასაბრაზებლად აკეთებდე რამეს?
-იმიტომ!
-პატარავ..
აქ ვდნები..
-ლუზუ,არ ვიცი ამის ახსნა რატომ გჭირდება,მაგრამ კარგი აგიხსნი.თეკლა არის გოგო,რომელიც ჩემთვის არაფერს ნიშნავს.უბრალოდ ვუყვარვარ და არ მინდა გული ვატკინო ან რამე ასეთი,მერე რა მოხდა თუ მწერს?მთავარი ხო ისაა მე მივწერ თუ არა პასუხს?ჩემგან ხო არ ყოფილა არცერთ პასუხზე შეტყობინება?არა,არ ყოფილა.მაშინ რაშია პრობლემა?
-რატო გწერს?
-ვუყვარვარ და მწერს.რა მოხდა,შენც ხო გწერენ ბიჭები,მე ასე გეჩხუბები?
-არავინაც არ მწერს ნიკუშა!
-რატი თაბაგარი ალბათ მე ვარ და მე გწერ ხო?
-ჩვენ რატიზე არ ვლაპარაკობთ ახლა!!
-ლიზა,რა გინდა მითხარი და ვიზავ!
-არ მინდა,რომ გწერდეს..
-აღარ მომწერს კარგი.
-აქამდე რთული იყო ეს გექნა?
-ლიზა მორჩი ამ თემას!
-კარგი..
-მომენატრე,პატარა..
-მეც.
*
-იცი,რომ ახლა ღამის ხუთი საათია ნიკუშა?!
-მერე რა მოხდა?
-მძინავს!
-ლიზუ,ქვევით ჩამოდი..
-მთვრალი ხარ?
-არა,ლიზუ ქვევით ჩამოდი რა..
ჩავდივარ აღარაფერს ვეკითხები.სადარბაზოდან,რომ გამოვდივარ მანქანაზე მიყუდებული მხვდება.ჩემ დანახვაზე ეღიმება,ჩემსკენ მოდის და მეხუტება.
-ლიზა ცოლად გამომყვები?
-რა?
დენდარტყმულივით უკან ვხტები..
-ცოლად გამომყვები?
-მართლა მთვრალი ხარ?
-ეს არას ნიშნავს?
-ჰო..
-ცოლად გამომყვებიზეა პასუხი თუ იმაზე,რომ არას ნიშნავს?
-გამოგყვები!გამოგყვები ცოლად!
*
იმ ღამეს ჯვარი დავიწერეთ,ჩუმად ყველასგან მალულად.ეს იყო სრული სიგიჟე..არ მჯეროდა,მე და ნიკუშა ცოლ-ქმარნი ვიყავით და არ მჯეროდა..დილას მარიამს და ნუცას,რომ დავურეკე იქამდე არ დაიჯერეს სანამ ნიკუშა არ დავალაპარაკე.მერე ლიაკო იყო რიგში,გოგოები მასთან მიცვენილან.ჭკუაზე არ იყო ისიც.ყველას უხაროდა.წარმოგიდგენიათ?ჩემი და ნიკუშას "ქორწილით" ყველა ბედნიერი იყო..
*
-ორსულად ვარ!
-რა?
ერთხმაში ისე კივიან მარიამი და ნუცა მგონია ყურის ბარაბნები გამისკდება..
-ჰო..
-აუუუუუუუუუ რა მაგარია ლიზ!წარმოგიდგენია ცუცი?პირველს ლიზუს ეყოლება ბავშვი!
მარიამი ბავშვივით დახტოდა,მერე მეხუტებოდა მერე ისევ თავიდან..
-ნათლიები ვხდებით დაო!
კივის კესო და მარიამს ეხუტება.მეღიმება მათ ბავშვურ სახეებზე..
-მოიცა სტოპ,ნიკუშამ იცის?
ორივე ერთდროულად ჩერდება მარიამის კითხვაზე.
-არა..
-რატო?
ისევ სინქრონში მისვამს ორივე ერთი და იგივე კითხვას..
-ვეტყვი დღეს.
*
გვიანი იყო სახლში,რომ მივედი.უფრო გვიანი კი მაშინ იყო ნიკუშა,რომ მოვიდა.სასტუმრო ოთახში ვიყავი და პოპკორნს მივირთმევდი მე.გვერძე მომიჯდა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.ღრმად ამოვისუნთქე..სათქმელად მოვემზადე..
-სალაპარაკო მაქვს.
ნელა დავიწყე მე და ნიკუშას გავუსწორდი.
-ხვალ,რომ ვილაპარაკოთ?ლიზუ,ძალიან დაღლილი ვარ.
-არა დღეს!
-გისმენ მაშინ..
-ამ..მე..ანუ მე და შენ..ანუ მ..ე
-ლიზა იტყვი ოდესმე?რა მე და შენ?
ეცინება ნიკუშას და ბეჭებზე ხელებს მადებს,თან ნაზად მეფერება.
-ჩვენ ანუ..ჩვენ ისა რა!ბავშვი გვეყოლება.
სწრაფად ვამბობ და თვალებს ვხუჭავ.ხუთ წუთში ნელა ვახელ თვალს,რადგან ნიკუშა ჩუმადაა..გაშტერებული და ღიმილიანი სახე აქვს.
-ნიკუშა თქვი რამე!
ნერვიულობისგან და აფორიაქებისგან ვცქმუტავ.
-პატარავ,ბავშვი გვეყოლება..!
*
-გაეთრიე!გესმის გადი,მომშორდი!
-ლიზა..
-ნიკუშა შემეშვი,არ მინდა შენი აქ ყოფნა.საერთოდ არავის ყოფნა არ მინდა აქ!გადი გეხვეწები..
ცრემლები მახრჩობდნენ,მეზიზღებოდა ის ადგილი სადაც ახლა ვიყავი.მეზიზღებოდა ყველა ის ვინ ახლა გარეთ მელოდა,ვინც მისამძიმრებდა!ყველა მეზიზღებოდა..
-ლიზა,მომეცი უფლება,რომ შენთან ვიყო გთხოვ..
-ნიკუშა გადი!
*
-ავარიაა..!დაუძახეთ სასწრაფოს,პოლიციას!შიგნით ახალგაზრდა წყვილი ზის..ავარიაა ხალხნი გესმით!
-ავარია?
-სად?
-მცხეთის გზადკეცილზე..
-რანაირად მოხდა?
-მძღოლს საკმაოდ დიდი სიჩქარით მიყავდა,მერე მოუცურდა და..
-დაშავებულები?
-ლიზა კანდელაკი და მისი მეუღლე ნიკუშა აბაშიძე!
-არარსებობს!
-ძალიან ბევრი სისხლი იყო..ნეტა გადარჩნენ,მათთვის ვილოცებ..
-და მთი ბავშვისთვის..
-ლიზა ორსულად იყო?
-ჰო,ორსულად იყო..
-ნეტა სამივე გადარჩნენ!
-იმედია..
*
ეს ამბავი ნუცამ და მარიამმა,რომ გაიგეს ეგონათ რაიმე მძიმე საგანი ჩასცხეს თავში.ყველაფერი წარმოედგინათ მაგრამ არა ეს.არცერთს ახსოვს,როგორ და რანაირად მივიდნენ სავადმყოფოში,ერთადერთი რაც ახსოვთ ნიკუშას და ლიზას სახეებია,რომლებსაც მაშინ მოკრეს თვალი საკაცეებით სავადმყოფოში,რომ შემოჰყავდათ..
*
თბილისი ისევ ალაპარაკდა!
*
მოეშალა,მუცელი მოეშალა..
ეგონათ მოკვდებოდნენ ეს,რომ გაიგეს.ლიზას კივილი და ნიკუშას ღრიალი მთელს საავადმყოფოს ესმოდა.ვერ იჯერებდა ვერცერთი მათგანი.ისინი კი არა?ვერც მე ვიჯერებდი...
*
დაშორდებიანო,ყველა ასე იძახდა.ზოგი ამ აზრს ეთნხმებოდა ზოგი არა.ნუცასთვის და მარიამისთვის ეს რომ გეკითხათ? გ ა გ ლ ე ჯ დ ნ ე ნ.
სამი თვე იყო გასული.ვერცერთს ვერ ცნობდა ვერავინ.თითქოს იმ წამს მოკვდნენ,როცა მათი შვილის გარდაცვალების ამბავი გაიგეს.ერთმანეთსაც გაუუცხოვდნენ.ლიზას ძილის მეტი არაფერი უნდოდა,გოგოებსაც კი ჩამოშორდა.ნიკუშას კი დალევის მეტი..
ყველას ეცოდებოდა ორივე.მათზე კარგის მთმელებსაც და ცუდის მთქმელებსაც.ვერავინ ხვდებოდა,რატომ შეიძლებოდა ეს მათ მოსვლოდათ..

*
-ლიზა მჭირდები..
-რატომ არ გესმის?არ შემიძლია..
-მე მჭირდები.ლიზა ყოველ დღე თავიდან ვკვდები.
-მეც.
*
ეს ბოლო საუბარი იყო მათი.რატომ?იმიტომ,რომ ამ ღამით ნიკუშამ ის ჩაიდინა რასაც ლიზა არ აპატიებდა..დათვრა და წავიდა იმასთან ვისაც ლიზა ასე ვერ იტანდა,ჰო..სწორად მიხვდით,თეკლა იყო ის ვისაც ნიკუშა ესტუმრა...
თბილისი,რომ პატარა ქალაქია და არაფერი იმალება ეს ყველამ ვიცით.ნიკუშამაც იცოდა..
მისი თავი ყოველ წამს უფრო და უფრო ეზიზღებოდა..
*
ლიზამდე ეს ამბავი,რომ მივიდა ის ისევ თავიდან მოკვდა.ერჩივნა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა.თითქოს საბოლოოდ დაიშალაოო..ნიკუშასთვის არაფერი უთქვამს საერთოდ არაფერი.ბარგი ჩაალაგა და პირდაპირი აეროპირტში წავიდა.არც გოგონებს,არც ბიჭებს და არც ლიაკოს დამშვიდობებია!ერთი ნუცას მიწერა მივდივარ და აღარ მომიკითხოთო,მერე კი ტელეფონი ურნაში ჩააგდო.
აქ ერთი ისტორია დამთავრდა და მოკვდა.
აქ ყველაფერ იმას დაესვა წერტილი რაც იყო.
აქ დამთავრდა მრავალი რამ.
და ყველაზე მთავარი,
აქ ლიზა და ნიკუშა დამთავრდა!
*
ტკივილი - ეს ისეთი რამეა რაც მუდამ თან დაგყვება ადამიანს.შეიძლება შეგიმსუბუქდეს სულ ოდნავ,მაგრამ ის არასდროს გაქრება.არ დაუჯეროთ მათ ვინც ამას გინერგავენ თავში.ტკივილი ეს ისეთი რამაა,რაც მუდამ შენი მეგზურია.
*
მონატრება - მონატრება კი ყველაზე დიდი გრძნობაა რასაც ადამიანები გრძნობენ სიყვარულის მერე.მონატრება ისეთი რამაა,რასაც შეუძლია ჭკუიდან გადაგიყვანოს,მონატრება ეს დიდი რამაა.
*
იმედგაცრუება - აქ ყველაფერი მთავრდება.ყველაფერი ის რაც მანამდე იყო.აქ მთავრდება ორ ადამიანსშორის ურთიერთობა,რომელსაც ვეღარასდროს აღადგენ.აქ დასასრულია ყველა იმ ურთიერთობის თუ მეგობრობის რაც მანამდე იყო.
*
ღალატი - ეს სიკვდილია.სულიერი სიკვდილი რასაც ვერაფერი ვერ უშველის.ვერც ბოდიში,ვერც მუხლებზე დადგომა და ვერც იმის ძახილი,რომ ეს ბოლო იყო ან ის რომ საღად ვერ აზროვნებდი.ღალატი სულიეერი სიკვდილია..
*
ამ წლების განმავლობაში ბევრი მიფიქრია ჩვენზე.ბევრი მიფიქრია იმაზე თუ რა დაგვემართა ჩვენ.შენზე სულ ვფიქრობ და ჰო თითქოს ცუდად ვიქცევი,როცა ამას მაშინ ვაკეთებ ლუკასთან ერთად,რომ ვარ.მოღალატე შეიძლება მიწოდო ან არ მიწოდო.არ ვიცი,სიმართლე გითხრა მართლა არ ვიცი რა მქვია,ვინ ვარ და საერთოდ რატომ ვარსებობ..ერთხელ მაშინ მოვკვდი,ჩვენი შვილის ამბავი,რომ გავიგე.მეორეჯერ მაშინ როცა,შენი ღალატის ამბავი გავიგე.რეალურად,რომ შეხედო მკვდარი ვარ.ვერავინ დამაბრალებს,რომ ლუკა არ მიყვარს.ეს ასე არაა,მიყვარს მაგრამ არა ისე,როგორც მიყვარდი შენ.შენ ახლაც მიყვარხარ და ვფიქრობ,რომ ამაში გასაკვირი არაფერია.პირველი იყავი,ჩემი პირველი სიყვარული..განა შეიძლება ოდესმე დავასრულო ეს გრძნობა?მე სულ იმას ვიძახდი,რომ ან უყვართ ან არა და თუ კი უყვართ,ამის შეწყვეტა შეუძლებელია..!მე შენს სიყვარულს არასდროს/ვერასდროს შევწყვედ და ეს შენ კარგად იცი,მეც ვიცი,რომ სულ გეყვარები, მაგრამ ერთმანეთს,რომ არასდროს დავუბრუნდებით ეს ხომ ყველასთვის ნათელია?
იცი?ბევრჯერ დამიდანაშაულებიხარ ყველაფერ იმაში,რაც ჩვენ შორის მოხდა.იმაშიც რაც ჩვენ შვილს დაემართა...ახლა,აღარ გადანაშაულებ!არაფერში,არც იმაში,რომ მიღალატე.ეს ჩემმა საქციელებმა გამოიწვია,ჩემი ბრალია ჩვენი დაშორების ამბავი.ნიკუშა,შენ ხომ იცი,რომ სხვანაირად არ შემეძლო?ვიცი,რომ იცი..
ახლა თვითმფრინავში ვზივარ ლუკასთან ერთად და ვბრუნდები იქ საიდანაც ამდენი წლის წინ გამოვიქეცი.ზუსტად იგივე განცდებით,რითითაც წავედი.ახლა შენთან შეხვედრის მეშინია,მეშინია რადგან მგონია ვერ გავუძლებ..ვერ გავუძლებ და დაგიბრუნდები,ხო ვიცი,რომ ასე არ მოხდება.ჩემი პრინციპები ამის უფლებას არასდროს მომცემს..
ლუკა მიყვარს!გეფიცები,მართლა მიყვარს და იმედი მაქვს შენც გიყვარს ვინმე სხვა.
მიზეზი იმისა თუ რატომ ვბრუნდები ჩვენი მარიამი და მიშოა.მათ მაინც გაძლეს და ახლა ქორწილი აქვთ!ბედნიერდებიან და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება მათ გვერდით არ ვიყოთ.
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ჯდება..გული მიკანკალებს.ფიქრებით შენთან ლაპარაკს ვწყვეთ.ნახვამდის ნიკუშა,მალე შევხვდებით..
*
იმას არ მოვყვები,როგორი განცდებით დავდგი ფეხი თბილისის და საქართველოს მიწაზე.არც იმას მოვყვები,რა ვიგრძენი ნუცა და მარიამი ამდენი ხნის მერე,რომ დავინახე.არც იმას,როგორ გავატარეთ ქორწილის წინა ღამე ერთად...
ლუკა მოეწონათ,ყველას მოეწონა.ვიცოდი,რომ ასე იქნებოდა.ლუკა საყვარელია,ზრდილობიანია და თბილი ბიჭია.კონტაქტურიცაა,მალე გაუგეს ლუკამ და ბიჭებმა ერთმანეთს,მაგრამ მაინც ზუსტად ვიცოდი ყველას უნდოდა ლუკას ადგილად ნიკუშა ყოფილიყო...
*
გოგოებს ნიკუშაზე კრინტი არ დაუძრავთ,არც მე მიკითხავს..
*
ქორწილის დღე,რომ დადგა ისე ვიყავი..აი ისე რა,ხომ ხვდებით?გული მიკანკალებდა შიშით.ეკლესიასთან,რომ მივედით თვალებს გაფაციცებით ვაცეცებდი სადმე,რომ დამენახა.არსად ჩანდა.ერთი პერიოდი ვიფიქრე,რომ არ მოდიოდა.
მარიამი ქორწილში ისეთი ლამაზი იყო,ისეთი სულ ანათებდა.ნუცა ჩემ გვერძე იდგა და ყურში რაღაცეებს მებურტყუნებოდა.მანქანებში,რომ ჩავჯექით და რესტორნისკენ,რომ წავედით არც მაშინ მომშორებია..
-ნიკუშა მოვა?
ჩუმად ვუჩურჩულე.
-მოვა.
*
8საათი იყო,უკვე იმედეი გადაწურული მქონდა,აღარც ველოდი.ყურადღება მთლიანად ლუკაზე მქონდა გადატანილი ნუცამ რომ ხელქე მიბწკინა და თვალებით მანიშნა კარებისკენ გამეხედა.ზუსტად ისეთი რეაქცია მქონდა,როგორც პირველად ნახვისას.უფრო მიმზიდველი და მამაკაცური იყო.უფრო დახვეწილი,უფრო ნიკუშასეული..
გვერდს ლამაზი გოგო უმშვენებდა.გამეღიმა,რათქმაუნდა ნიკუშა ყოველთვის იპოვიდა ვინმე კარგს.უხდებოდნენ ერთმანეთს და ამას მართლა ვამბობ.მაგიდას,რომ მოუახლოვდა გულმა ისევ დაიწყო ფრიალი.ლუკამ ხელი ხელზე,რომ მომიჭირა აი მაშინ ცოტა დავმშვიდდი.
-გინდა წავიდეთ?
ჩუმად მიჩურჩულა და საფეთქელთან მაკოცა..
-არა,კარგად ვარ.
გავუღიმე და ისევ ნიკუშასკენ გავიხედე.მაგიდასთან იდგა და მიყურებდა.გავშეშდი,მის მზერას,რომ შევხვდი ერთიანად გამკანკალა და ფეხებში გამცრა.ვიცი,არც ის იყო უკეთესად.არაფერი უთქვას,სკამი გამოსწია და დაჯდა.ასე ვუყურებდით ერთმანეთს ძალიან დიდი ხანი,მანამდე სანამ ლუკამ არ მთხოვა სახლში წავსულიყავით.ხმა არცერთს ამოგვიღია არც მივსალმებივართ და არც არფერი საერთოდ.უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს იქამდე სანამ მე რესტორანი არ დავტოვე..
*
მეორე დღეს,რომ გავიღვიძე უცნაური შეგრძნება დამეუფლა.უჩვეულო იყო ისევ თბილისში ისევ ჩემ ძველ სახლში ყოფნა.ტელეფონს დავხედე ერთი შეტყობინება იყო მოსული ნუცასგან.
"ნიკუშამ დამირეკა და მთხოვა შენი ნომერი მიმეცა,მაპატიე."
გავიყინე ერთ ადგილას გავიყინე.ვლოცულობდი,რომ არ დაერეკა და თუ დარეკავდა ლუკა სახლში არ ყოფილიყო..
*
ჩემი ლოცვა სულ ტყული აღმოჩნდა.
დარეკა!
-გისმენთ.
-ლიზა..
გული უკვე მერამდენჯერ ამიკანკალდა.
-გისმენთ.
ხმაზე დამეტყო კარგად,რომ არ ვიყავი.
-ვერ მიცანი?
ამოიხვნეშა,მე კი ისევ გული ამიკანკალდა.
-გიცანი.
ჩუმად ამოვილუღლუღე.
-ჩამოდი..
-ნიკუშა..
დავიწყე,მაგრამ არ დამამთავრებინა.
-ჩამოდი,უბრალოდ ლაპარაკი მინდა.
მერე გამითიშა.ისე ავფორიაქდი მაშინვეცივმა ოფლმა დამასხა.სააბაზანოში შევედი,მოვწესრიგდი მერე ტენსაცმელი ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.დეჟავუ მქონდა.უფრო ავღელდი მანქანაზე მიყუდებული სიგარეტით ხელში,რომ დავინახე.ისევ ისეთი იყო,როგორც ადრე..ფეხები ამიკანკალდა...დამინახა თუ არა სიგარეტი გადააგდო და გასწორდა.მივუახლოვდი თუ არა გულისცემა ყურებში გავიგე.დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს,ძალიან დიდხანს..
მერე არ ვიცი როგორ ან რანაირად,მაგრამ ჩამეხუტა.ძალიან მაგრად ჩამეხუტა,ნაცნობმა ადიკალონის სუნმა,ნაცნობმა ხელემა,რომლებიც ძალიან დიდი ხანია არ მიგვრძვნია თავბრუდამახვია..მეც მოვხვიე ხელები.თითქოს დრო გაიყინაო.ისე მინდოდა ახლა დროის უკან დაბრუნება შემძლებოდა..
-მენატრებოდი..
ყურთან ისევ ის ხრინწიანი ხმა გავიგე ასე,რომ მიყვარდა და მეგონა თავიდან დავიბადე გეფიცებით.გული საშინლად ამიჩქარდა.
-მეც.
ამ ერთ სიტყვას თითქოს ყველაფერი ამოვაყოლე.
ხელები შემიშვა,მეც გამოვიწია.დიდხანს მიყურებდა, ძალიან დიდხანს.რაღაცის გაკეთება უნდოდა და ვერ ბედავდა,ვიცოდი ეს თვალებში ეტყობოდა.ხელი ნელა,ძალიან ნელა წამოიღო ჩემი სახისკენ და ნაზად ჩამომისვა ლოყაზე.მერე კი წინგადმოყრილი თმები გადამიწია.
-ლიზუ..
მოკვკვდი!
უკვე მერამდენჯერ მოვკვდი მის გამო.
-ლიზუ ბოდიში რა.
ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა,გამაკანკალა.მივხვდი საუარი საითაც უნდა წასულიყო.
-ნიკუშა ბოდიში მოსახდელი არ გაქვს.
-მაქვს ლიზუ.ბოდიში ყველაფრისთვის.ბოდიში, რომ ავარიაში მოვყევით და იქ..
-არ გინდა,ნიკუშა არ გინდა!
-მინდა ლიზა!ისე წახვედი ვერაფერი გითხარი.გეფიცეი ყოველდღე ჩემი თავი უფრო და უფრო მზიზღდება.მახრჩობს ბოღმა,მახრჩობს ჩემი თავის ზიზღი!მახრჩობს ყველაფერი მახრჩობს!ბოდიშის მოხდის უფლებაც კი არ მაქვს,მაგრამ ასე უნამუსოდ მოვდივარ და ბოდიშს გიხდი..ის ავარია,რომ არა ვინ იცის იქნე ყველაფერი კარგად ყოფილიყო,იქნებ ისევ ერთად ვყოფილიყავით!ის ავარია,რომ არა ჩვენი შვილიც ცოცხალი იქნეოდა..
ცრემლეი თავისით მოდიოდნენ,ჩემთვის ნებართვა არც კი უკითხავთ.
-ბოდიში ასე ძალიან,რომ გატკინე!ბოდიში,რომ ესეც არ ვიკმარე და გიღალატე..ოდიში ყოველი ცრემლისთვის,რომელიც ჩემ გამო დაღვარე.ბოდიში,რომ ყველაფერი დავანგრიე.ბოდიში,რომ მთლიანად დაგშალე და მოგკალი,ბოდიში ამხელა ტკივილი,რომ მოგაყენე..
-შენი ბრალი არ არის ნიკუშა.შენი რალი არაფერი არ არის!
-მაცადე დავამთავრო..
-არა,არ გაცდი,იმიტომ,რომ შენი ბრალი არ არის.შენი ბრალი არაა,რომ იმ დღეს ავარია მოგვივიდა,შენი ბრალი არაა,რომ მაშინ ჩვენ შვილი დავკარგეთ და ჰო,არც ისაა შენი ბრალი,რომ მიღალატე.ამას დიდიხანი ვერ ვხვდებოდი,მაგრამ საბოლოოდ მივხვდი ნიკუშა.ნუ იდანაშაულებ თავს,ეს არაფერში დაგეხმარება.მერე რა,რომ არაფერი გამოვიდა,მერე რა რომ ამხელა ტკივილი გადავიტანეთ ორივემ,ეს შენი ბრალი ნამდვილად არ არის და არ მინდა თავს იდანაშაულებდე,არცერთიწამით აღარ იფიქრო,რომ რაიმე შენი ბრალია..
-ლიზა..
-გთხოვ,არ გინდა რა.ეს რთული თემაა,ჩემთვისაც და შენთვისაც.მოდი აღარ გავიხსენოთ.მოდი დავივიწყოთ,რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ვარსებობდით.ასე უფრო გაგვიადვილდება მეც და შენც.რაც ყველაზე მეტად მინდა ეს შენი ბედნიერებაა..მინდა,რომ ბედნიერი იყო იმასთან ერთად ქორწილში,რომ მოხვედი.ნამდვილად ძალიან უხდებით ერთმანეთს და გულით მინდა,რომ ბედნიერი იყო..
-ბოდიში ლიზა..
-მოდი აქ დავამთავროთ კარგი?დავამთავროთ ის რაც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო.დავამთავროთ ჩვენ.დავამთავროთ ერთმანეთი,იმიტომ,რომ ასე არ შეიძლება.ასე ვერ გაგრძელდება.ეს ბოლო ნახვაა ჩვენი.კვირას ისევ ვბრუნდები იქ სადაც გავიქეცი ძალიან დიდი ხნის წინ.რა საკვირველია ისევ მიყვარხარ და რა თქმა უნდა ყოველთვის მეყვარები,მაგრამ არაფერი გამოვა.მე ლუკა მყავს,რომელიც მიყვარს.შენ გოგონა,რომელიც მართლა შეგეფერება შენ.ეს დასასრულია ჩვენი ისტორიის და მოდი კარგად დავშორდეთ,აღარ გვინდა გულის ტკენა და ცრემლები..
-ჩემი ცხოვრების ქალი ხარ შენი ლიზა და სულ ყოველთვის იქნები!
-არ გინდა,გთხოვ..
-შვილი მყავს..
გამიხარდა მართლა გამიხარდა,მაგრამ გულის სიღრმეში თითქოს რაღაც ჩამწყდა..
-ბიჭი?
შიშით წარმოვთქვი..
-ჰო,ლიზა ბიჭი..
-რა ქვია?
*
-ლიზუ იცოდე,თუ ბიჭი გვეყოლება სანდროს ვარქმევთ!
-სანდრო არა ნიკუშა,ალექსანდრე.
-სანდრო უფრო კლასნია რაა!
-კარგი ერთი..
-და თუ გოგო გვეყოლება?
-ნუცა!
-მეჯვარის სახელს არქმევ ქალბატონო დედიკო?
-დიახ.წარმოგიდგენია ნუცას როგორ გაუხარდება?-ვიცინი წინასწარ,რადგანაც ნუცას სახეს წარმოვიდგენ.-მაშიკო,რომ დაგვეჩაგრება?
-ერთ ბავშვზე ხო არ ვჩერდებით არა?-წარბებს მაღლა სწევს ნიკუშა.
-ნიკუშა!!-ვიცინი ხმამაღლა და ხელს ნელა მხარში ვურტყავ.
-მიყვარხარ..
-მეც მიყვარხარ.
*
-სანდრო.
ისევ ჩამწყდა რაღაც გულში..
-კარგი სახელია..მიხარია,რომ შვილი გყავს თან სანდრო ჰქვია..
-ჩვენ შვილს უნდა რქმევოდა!
-არ გინდა,აღარ გააგრძელო..
-მაპატიე,ესეც მაპატიე,რომ დღეს ჩემი და ნატას შვილს ჰქვია სანდრო და არა ჩვენსას.
-არ გინდა,გთხოვ.საპატიებელი არაფერია!
ცოტახანი ვდუმდით,მერე ისევ მე დავიწყე.
-უნდა წავიდე,ვეღარ გავჩერდები აქ თანაც ლუკა უნდა ვნახო.
-რათქმაუნდა.წასვლის წინ,რომ ჩაგეხუტო?
-არ გინდა ნიკუშა,ასე უფრო გაგვიჭირდება.მოდი ვეცადოთ,რომ ერთმანეთი აღარ ვნახოთ სანამ თბილისსში ვიქნები,მერე მივდივარ და ეს გითხარი უკვე..
-კვირას მიდიხარ ხო?
-ჰო..
-ხვალ,რომ კიდევ გნახო?
-ნიკუშა..არა..
-ანუ მიდიხარ ხო?
-ხო.
-აქ ვამთავრებთ ხო?
-ხო.
-მიყვარხარ,ეს იცი ხო?
-ხო..
-ჩაგეხუტები რა,ბოლოჯერ გთხოვ..
აღარაფერს ვეუბნები.ჩემსკენ იწევა და მეხუტება,მთელი გრძნობით.მეც ვხვევ ხელებს და ტირილი მინდა.ტირილი მინდა,მაგრამ არ ვტირივარ.ვიდექით დიდი ხანი ასე ჩახუტებულები.მე გამოვიწიე,აღარაფერი მითქვამს ურალოდ შევხედე,რომ კარგად დამემახსოვრებინა მისი ყოველი ნაკვთი და არასდროს დამვიწყებოდა.მერე უკან გამოვბრუნდი და აღარც მიმიხედავს.ვიცოდი მიყურებდა,მიყურებდა იქამდე სანამ თვალს არ მოვეფარე.გული ისევ ნაკუწებად მექცა.ისევ გული მეტკინა და მეწყინა,რომ ასე ვამთავრებდით..
აქ მთავრდებოდა..
ეს ჩვენი ისტორიის დასასრული იყო.



№1  offline წევრი DevilGirl

საოცრად რთული წასაკითხი იყო ეს ისტორია ჩემთვის...ყველა გრძნობა საოცრად გადმოეცი. ყველა ისტორია ჰეფი ენდით ვერ სრულდება, უფრო სწორედ ყველა სიყვარული ვერ სრულდება ჰეფი ენდით, მაგრამ ეს იმდენად მაგარი ამბავი იყო....მუცლის მოშლა გასაგებია, მაგრამ არ უნდა ეღალატა ნიკუშას , არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეღალატა და გვერდში უნდა დადგომოდა ლიზას. ვერ გაუფრთხილდნენ თავიანთ სიყვარულს , მაგრამ რას ვიზამთ ასეც ხდება. იმ ცხოვრების დედაც სადაც უყვართ და ერთად არ არიან. ეს მაცდუნებელი ქალები კიდევ ვერ გამოილივნენ....ტირილი მინდოდა , მაგრამ არ ვიტირე....ამ ისტორიას უკეთესი დასასრული ვერ ექნებოდა...ფიზიკურად ვერ ექნებოდა....ვერანაირად ვერ ექნებოდა უკეთესი დასასრული...ძალიან მაგარი ხარ .... მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი , რომელიც წაიკითხავს "ლიზა კანდელაკი!"-ს და ცრემლი არ წამოუვა....მე ვერ წარმომიდგენია...

 


№2  offline წევრი liar girl

Hopeless
საოცრად რთული წასაკითხი იყო ეს ისტორია ჩემთვის...ყველა გრძნობა საოცრად გადმოეცი. ყველა ისტორია ჰეფი ენდით ვერ სრულდება, უფრო სწორედ ყველა სიყვარული ვერ სრულდება ჰეფი ენდით, მაგრამ ეს იმდენად მაგარი ამბავი იყო....მუცლის მოშლა გასაგებია, მაგრამ არ უნდა ეღალატა ნიკუშას , არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეღალატა და გვერდში უნდა დადგომოდა ლიზას. ვერ გაუფრთხილდნენ თავიანთ სიყვარულს , მაგრამ რას ვიზამთ ასეც ხდება. იმ ცხოვრების დედაც სადაც უყვართ და ერთად არ არიან. ეს მაცდუნებელი ქალები კიდევ ვერ გამოილივნენ....ტირილი მინდოდა , მაგრამ არ ვიტირე....ამ ისტორიას უკეთესი დასასრული ვერ ექნებოდა...ფიზიკურად ვერ ექნებოდა....ვერანაირად ვერ ექნებოდა უკეთესი დასასრული...ძალიან მაგარი ხარ .... მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი , რომელიც წაიკითხავს "ლიზა კანდელაკი!"-ს და ცრემლი არ წამოუვა....მე ვერ წარმომიდგენია...

ვაიმე ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის!ძალიან გამიხარდა მართლა!მიხარია თუ მოთხრობა ასე მოგეწონა <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სრულიად ამაყი ვკითხულობ ამ "პაჭკას" და "პადიეზს" და გეფიცებით ტანში ჟრუანტელი მივლის,ჩემი "გამოზრდილის" ისტორიას ვკითხულობ ჩემზე... როგორ შეიძლება არ ვიყო თვალცრემლიანი,არ ვიყო ამაყი და არ ვიყო უსაზღვროდ ბედნიერი რომ არსებობ ნუცა ავალიანო!

 


№4  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

კი,გავიცანი
მეც გავიცანი,დიარ
აი ის ღალატის ამბავში სხვა რაღაც რომ მოგეფიქრებინა უფრო კარგი იქნებოდა
კაი,ნიკუშას ვპატიობთ ნატას:)
მაგრამ ლიზა ? ლუკა როგორ პროსტა ?!
ვერ ვიცანი მე ლიზა კანდელაკი,ლიზა კიდევ სხვაა
მე ცუცა მომეწონა, იმაზე მეტად ვიდრე მეგონა რა
ნუცა ცუცაა და აქ მთავრდება ყველაფერი.
მაგრამ, სტოპ
ლიზაზე და ნიკუშაზე აღარ დამთავრდება რა,უფროსწორედ ჯერ არ დამთავრდება და იცი რატო ?!
მე მინდა რომ შენ შემდეგი ნაწილი დაწერო
აი ეგრე მეორე ნაწილი დაწერო და რამაგარი გოგო იქნები იცი ?
ხო ხარ,მაგრამ უფრო მაგარი გოგო იქნები
დაწერე რა შემდეგი და მერე დავუსვავ წერტილს,კომენტარს...

 


№5  offline წევრი Mmariami)

ჯერ ერთი ლიზაზე ვარ გაბრაზებული (ნამდვილ ლიზაზე) ესეთი პატარა კომენტარისთვის
მეორე
დავიწყე!
ყველა ტექსტი რაც დავალაგე რომ უნდა დამეწერა გაქრა!
ჩემი ნუცას დებიუტი შედგა! თან ისეთი თუ არ აგატირებთ, თვალებს მაინც აგიცრემლიანებთ! ვამაყობ შენით, ძალიან ძალიან ვამაყობ! მიხარია შენ და ლიზა რო მყავხართ, თქვენ ორნი არ ვიცი, მაფერადებთ.
მადლობა თქვენ მაშოსთვის!
მადლობა შენ ესეთი კარგი რომ მყავხარ!
იტალიური ეზო დამაკლდა! ის ეზო სადაც ნუცა ცხოვრობს, ეზო სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სხვანაირი ადგილია იქაურობა ჩემთვის (ისტორიებშიც და ისეც).
მე ვიცი როგორ შეაღო ნიკუშამ ყავისფერი კარები და როგორი გაშტერებული უყურებდა ლიზა!
ვ ი ც ი!
ღმერთო არ ვიცი რა უნდა ვთქვა
ჯერ მიშო (ეგოისტობას საზღვრები არ აქვს)
მიუხედავად იმისა რო ის მომენტი ვიცოდი მ ა შ ოო მაინც ემოციებით წავიკითხე და მაინც ჟრუანტელმა დამიარა.
ეხლა ლიზა
ლიზას წასვლაში შენი ხასიათი დავიჭირე, ლიზა კიდე დათმობდა შეიძლება არ წასულიყო, აი შენ არ დათმობდი.
ლიზას ვადანაშაულებ!
ნიკუშას ღალატში, ბავშვის დაკარგვაშიც და წასვლაშიც!
ლიზა არის დამნაშავე და ეს ესეა!
მარტო ლიზას არ დაუკარგავს შვილი,ნიკუშამაც დაკარგა, ნიკუშას შვილიც იყო ის!
მარტო ლიზა არ ყოფილა ცუდად!
ნიკუშა ცდილობდა, ცდილობდა გვერდში დასდგომოდა და ამან რა გააკეთა?
იმის მაგივრად რო ერთად გადაელახათ, ერთად ეტირათ, ერთად ყოფილიყვნენ ადგა და მარტო თავის თავზე დაიწყო ფიქრი!
ლიზას ბრალია!
ნიკუშას ღალატი ლიზას ბრალია!
მჭირდებიო ხო უთხრა?
ვკვდებიო
ლიზაო
ხო ყველაფერი უთხრა?!
ძალიანაც ადეკვატური იყი ნიკუშას ღალატი (ეს ის პირველი შემთხვევაა როცა ღალატს ვამართლებ)
საერთოდაც ღალატი არასდროს არის ერთის ბრალი
ყოველთვის ორივეს ბრალია!
და
ეხლა
თუ ნიკუშაა დამნაშავე
არც ლიზაა ნაკლები!
ლიზა რომ ოდნავ სხვანაირად მოქცეულიყო, ნიკუშას მჭირდებიზე, რეაქცია ქონოდა, იმ ღამეს ნიკუშა არსად არ წავიდოდა, არასდროს არ წავიდოდა!
ღმერთო!
ხომ ვიცოდი რა იქნებოდა და როგორც, ისტორიის 'დაბადების დღიდან' ხო ვიცოდი როგორიც იქნებოდა, მაშინაც ხო გითხარი სხვანაირად ვერ დამთავრდებოდა თქო, ეხლაც იგივეს გეუბნები, სხვანაირად ვერ დამთავრდებოდა, მაგრამ მე მჯერა იცი? ხომ კარგად იცი? ბედნიერი დასასრულების მჯერა, ცხოვრებაში თუ არა, ისტორიებში მაინც უნდა იყოს ბედნიერი დასასრულები და შენ, მე ადამიანს რომელსაც ბედნიერი დასასრულების ჯერა მაგასაც მართმევ. ვიცი კიდევ რამდენჯერ მომიწევს შენი არა ჰეფი ენდების წაკითხვა, ვიცი და აქედანვე ცუდად ვარ!
და
ნუც
იცი რა ?
ისტორია უნდა იყოს კარგი, მერე არც კარგ დასასრულს დაივიწყებენ და არც ცუდს.
მე მჯერა რო ლიზა და ნიკუშა ერთად იქნებიან.
ეს ორი ცალცალკე არ არსებობს!
შეუძლებელია ლიზამ ლუკა ისე შეიყვაროს როგორც ნიკუშა! ან ნიკუშამ ნატა.
მე მჯერა რო ამათი სიყვარული უსასრულოა.
და
მიუხედავად იმისა რო ვიცი
სულ რომ მთელი ცხოვრება გეხვეწო, მოგთხოვო ან გაიძულო, მეორე ნაწილი დაწერე თქო
ვიცი
უშედეგო იქნება
მაგრამ
მაინც
დაველოდები მე ბედნიერ დასასრულს!
აი ესე:)
ხო ისიც ხო მითხარი რამე თუ არ მოგეწონება მითხარიო?
ერთად ერთი რასაც გეტყვი, რაც არ მომეწონა იყო ის რო ხან ლიზა ყვებოდა ხან ნუცა.
დანარჩნი რავი
რა უნდა გითხრა
მიხარია თქვენ ორნი რო მყავხართ!
სიყვარულით : მიშოს მაშო :))))

 


№6  offline წევრი liar girl

Gossipy girl
სრულიად ამაყი ვკითხულობ ამ "პაჭკას" და "პადიეზს" და გეფიცებით ტანში ჟრუანტელი მივლის,ჩემი "გამოზრდილის" ისტორიას ვკითხულობ ჩემზე... როგორ შეიძლება არ ვიყო თვალცრემლიანი,არ ვიყო ამაყი და არ ვიყო უსაზღვროდ ბედნიერი რომ არსებობ ნუცა ავალიანო!

ჩემი გოგო <3

kata-nia
კი,გავიცანი
მეც გავიცანი,დიარ
აი ის ღალატის ამბავში სხვა რაღაც რომ მოგეფიქრებინა უფრო კარგი იქნებოდა
კაი,ნიკუშას ვპატიობთ ნატას:)
მაგრამ ლიზა ? ლუკა როგორ პროსტა ?!
ვერ ვიცანი მე ლიზა კანდელაკი,ლიზა კიდევ სხვაა
მე ცუცა მომეწონა, იმაზე მეტად ვიდრე მეგონა რა
ნუცა ცუცაა და აქ მთავრდება ყველაფერი.
მაგრამ, სტოპ
ლიზაზე და ნიკუშაზე აღარ დამთავრდება რა,უფროსწორედ ჯერ არ დამთავრდება და იცი რატო ?!
მე მინდა რომ შენ შემდეგი ნაწილი დაწერო
აი ეგრე მეორე ნაწილი დაწერო და რამაგარი გოგო იქნები იცი ?
ხო ხარ,მაგრამ უფრო მაგარი გოგო იქნები
დაწერე რა შემდეგი და მერე დავუსვავ წერტილს,კომენტარს...

ძალიან დიდი მადლობა და მიხარია თუ ასე მოგეწონა.ნიკუშას ღალატი,რომ არა შერიგდებოდნენ..მე კი ისტორიის 'დაბადებიდან' ბოლო მომენტი ჩაფიქრებული მქონდა,ასე,რომ იკუშას ღალატი,რომ არა არ იქნებოდა ეს.ვწუხვარ,მაგრამ მეორე ნაწილი არ იქნება.აქ დავასრულე და დავუსვი წერტილი.მოთხრობის დასასრული ესაა,მეორე ნაწილს არ ელოდო. <3

Mmariami)
ჯერ ერთი ლიზაზე ვარ გაბრაზებული (ნამდვილ ლიზაზე) ესეთი პატარა კომენტარისთვის
მეორე
დავიწყე!
ყველა ტექსტი რაც დავალაგე რომ უნდა დამეწერა გაქრა!
ჩემი ნუცას დებიუტი შედგა! თან ისეთი თუ არ აგატირებთ, თვალებს მაინც აგიცრემლიანებთ! ვამაყობ შენით, ძალიან ძალიან ვამაყობ! მიხარია შენ და ლიზა რო მყავხართ, თქვენ ორნი არ ვიცი, მაფერადებთ.
მადლობა თქვენ მაშოსთვის!
მადლობა შენ ესეთი კარგი რომ მყავხარ!
იტალიური ეზო დამაკლდა! ის ეზო სადაც ნუცა ცხოვრობს, ეზო სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სხვანაირი ადგილია იქაურობა ჩემთვის (ისტორიებშიც და ისეც).
მე ვიცი როგორ შეაღო ნიკუშამ ყავისფერი კარები და როგორი გაშტერებული უყურებდა ლიზა!
ვ ი ც ი!
ღმერთო არ ვიცი რა უნდა ვთქვა
ჯერ მიშო (ეგოისტობას საზღვრები არ აქვს)
მიუხედავად იმისა რო ის მომენტი ვიცოდი მ ა შ ოო მაინც ემოციებით წავიკითხე და მაინც ჟრუანტელმა დამიარა.
ეხლა ლიზა
ლიზას წასვლაში შენი ხასიათი დავიჭირე, ლიზა კიდე დათმობდა შეიძლება არ წასულიყო, აი შენ არ დათმობდი.
ლიზას ვადანაშაულებ!
ნიკუშას ღალატში, ბავშვის დაკარგვაშიც და წასვლაშიც!
ლიზა არის დამნაშავე და ეს ესეა!
მარტო ლიზას არ დაუკარგავს შვილი,ნიკუშამაც დაკარგა, ნიკუშას შვილიც იყო ის!
მარტო ლიზა არ ყოფილა ცუდად!
ნიკუშა ცდილობდა, ცდილობდა გვერდში დასდგომოდა და ამან რა გააკეთა?
იმის მაგივრად რო ერთად გადაელახათ, ერთად ეტირათ, ერთად ყოფილიყვნენ ადგა და მარტო თავის თავზე დაიწყო ფიქრი!
ლიზას ბრალია!
ნიკუშას ღალატი ლიზას ბრალია!
მჭირდებიო ხო უთხრა?
ვკვდებიო
ლიზაო
ხო ყველაფერი უთხრა?!
ძალიანაც ადეკვატური იყი ნიკუშას ღალატი (ეს ის პირველი შემთხვევაა როცა ღალატს ვამართლებ)
საერთოდაც ღალატი არასდროს არის ერთის ბრალი
ყოველთვის ორივეს ბრალია!
და
ეხლა
თუ ნიკუშაა დამნაშავე
არც ლიზაა ნაკლები!
ლიზა რომ ოდნავ სხვანაირად მოქცეულიყო, ნიკუშას მჭირდებიზე, რეაქცია ქონოდა, იმ ღამეს ნიკუშა არსად არ წავიდოდა, არასდროს არ წავიდოდა!
ღმერთო!
ხომ ვიცოდი რა იქნებოდა და როგორც, ისტორიის 'დაბადების დღიდან' ხო ვიცოდი როგორიც იქნებოდა, მაშინაც ხო გითხარი სხვანაირად ვერ დამთავრდებოდა თქო, ეხლაც იგივეს გეუბნები, სხვანაირად ვერ დამთავრდებოდა, მაგრამ მე მჯერა იცი? ხომ კარგად იცი? ბედნიერი დასასრულების მჯერა, ცხოვრებაში თუ არა, ისტორიებში მაინც უნდა იყოს ბედნიერი დასასრულები და შენ, მე ადამიანს რომელსაც ბედნიერი დასასრულების ჯერა მაგასაც მართმევ. ვიცი კიდევ რამდენჯერ მომიწევს შენი არა ჰეფი ენდების წაკითხვა, ვიცი და აქედანვე ცუდად ვარ!
და
ნუც
იცი რა ?
ისტორია უნდა იყოს კარგი, მერე არც კარგ დასასრულს დაივიწყებენ და არც ცუდს.
მე მჯერა რო ლიზა და ნიკუშა ერთად იქნებიან.
ეს ორი ცალცალკე არ არსებობს!
შეუძლებელია ლიზამ ლუკა ისე შეიყვაროს როგორც ნიკუშა! ან ნიკუშამ ნატა.
მე მჯერა რო ამათი სიყვარული უსასრულოა.
და
მიუხედავად იმისა რო ვიცი
სულ რომ მთელი ცხოვრება გეხვეწო, მოგთხოვო ან გაიძულო, მეორე ნაწილი დაწერე თქო
ვიცი
უშედეგო იქნება
მაგრამ
მაინც
დაველოდები მე ბედნიერ დასასრულს!
აი ესე:)
ხო ისიც ხო მითხარი რამე თუ არ მოგეწონება მითხარიო?
ერთად ერთი რასაც გეტყვი, რაც არ მომეწონა იყო ის რო ხან ლიზა ყვებოდა ხან ნუცა.
დანარჩნი რავი
რა უნდა გითხრა
მიხარია თქვენ ორნი რო მყავხართ!
სიყვარულით : მიშოს მაშო :))))

ვაიმე!!
გაბადრული ვკითხულობდი შენს კომენტარს და ძალიან მიხარია,რომ ასე მოგეწონა.მოერე ნაწილი,რომ არ იქნება ეს შენ ძალიან კარგად იცი,მაგრამ ისიც ვიცი,რომ სულ დაელოდები.ძალიან გამიხარდა,რომ ისიც დაწერე რა არ მოგეწონა.
მიყვარხარ!

 


№7  offline წევრი ninuca)))

აუ ისე გული დამწყდააა ასეთი დასარული რო ქონდა კინაღამ
ტირილი დავიწყე,მაგრააამ
ძალიან თბილი ისტრია იყო <3
ყოჩაღ!
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ninuca)))
აუ ისე გული დამწყდააა ასეთი დასარული რო ქონდა კინაღამ
ტირილი დავიწყე,მაგრააამ
ძალიან თბილი ისტრია იყო <3
ყოჩაღ!

Me madlobas gixdit imistvis rom mogeconat magram principshi sxva varianti arc ganixileboda kvelani dzalian mikvarxart da isini visac shepaseba ar dagezarat kvela mcerlistvis es udidesi stimulia. ❤

 


№9  offline წევრი liar girl

ninuca)))
აუ ისე გული დამწყდააა ასეთი დასარული რო ქონდა კინაღამ
ტირილი დავიწყე,მაგრააამ
ძალიან თბილი ისტრია იყო <3
ყოჩაღ!

დიდი მადლობა <3

 


№10  offline წევრი Ana Imnadze

ამეტირა :'(
კარგი იყო,თუმცა მტკივნეული დასასრულით <3

 


№11  offline წევრი liar girl

Ana Imnadze
ამეტირა :'(
კარგი იყო,თუმცა მტკივნეული დასასრულით <3

მიხარია თუ მოგეწონა. <3

 


№12 სტუმარი Guest baby girl

აუ რა მაგარი იყო პროსტა რა ემოციური იყო რაღაცნაირად kissing_heart და მინდა გითხრა რო დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით სამივეს რეალურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ საიტზე heart_eyes heart_eyes ძააააან მიყვარხართ სამივე შეიძლება ითქვას ჩემ თავზე მეტადაც კი kissing_heart

 


№13  offline წევრი liar girl

Guest baby girl
აუ რა მაგარი იყო პროსტა რა ემოციური იყო რაღაცნაირად kissing_heart და მინდა გითხრა რო დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით სამივეს რეალურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ საიტზე heart_eyes heart_eyes ძააააან მიყვარხართ სამივე შეიძლება ითქვას ჩემ თავზე მეტადაც კი kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა.
მიხარია თუ მოგეწონა!რა თქმა უნდა, ჩვენც დიდი სიამოვნებით გაგიცნობთ.არცერთი ჩვენგანი არარის წინააღმდეგი.დამიმატე და მომწერე, აუცილებლად გაგესაუბრები.

 


№14 სტუმარი anastasia

მაგარი ისტორია არის. როგორ დამწყდა გული რომ დასჰორდნენ ლიზი და ნიკუსჰა არა და როგორ უყვარტ ერტმანეტი. რას იზავ ასეც ხდება ეს მწარე რეალობაა.. კარგად წერ მომეწონა

 


№15  offline წევრი liar girl

anastasia
მაგარი ისტორია არის. როგორ დამწყდა გული რომ დასჰორდნენ ლიზი და ნიკუსჰა არა და როგორ უყვარტ ერტმანეტი. რას იზავ ასეც ხდება ეს მწარე რეალობაა.. კარგად წერ მომეწონა

მადლობა დიდი <3

 


№16 სტუმარი სტუმარი Liza

ეს ნამდვილი ისტორიაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent