ლექტორი (11)
სხეული საშინლად მტკივა, თითოეული კუნთი, ასე მგონია მანქანით გადამიარეს, ტკივილისგან ვიკლაკნები, თვალებს ვახელ და მერეღა ვაანალიზებ რაც მოხდა. სწრაფად ვჯდები საწოლზე, მაგრამ თავბრუ მეხვევა და რამდენიმე წამი თვალადხუჭული ვზივარ. ოთახს ვათვალიერებ, ზედმეტად უბრალოა, მხოლოდ ერთი კარადა, საწოლი და მაგიდა დგას, არაფერი განსაკუთრებული. სწრაფად ვდგები ლოგინიდან და კარებისკენ მივიწევ, კარები ჩაკეტილია. უღონოდ ვყრი ხელებს, ვიღაც მაინც ხომ მოვა? მომიკითხავს. რა თქმა უნდა ეს დანიელი არ იქნება, პანიკას აზრი არ აქვს, რამდენიც არ უნდა ვიკივლო და ვიწივლო მაინც ვერ გავაღწევ აქედან. ფანჯარასთან მივდივარ, ვცდილობ ის მაინც დავადგინო სად ვარ, მაგრამ როგორც ჩანს ქალაქიდან არ გავსულვართ, გარეუბანში ვართ, სადაც არც მანქანა მოძრაობს და არც ადამიანი მიმოდის. დაახლოებით მეორე ან მესამე სართულზე უნდა ვიყო, თუმცა სახლი საკმაოდ მაღალია, ღრმად ვოხრავ და ვცდილობ რამე მაინც მოვიფიქრო, არაფერი გამომდის. ჯანდაბა! ახლა გაითიშა მაინც და მაინც ჩემი გონება. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვზივარ, შემდეგ კარები იღება და ოთახში ჩემთვის უკვე ნაცნობი და საზიზღარი სხეული შემოდის. - დეა! როგორ ხარ? - ყალბი ღიმილით მიჯდება გვერდით და თმებზე ხელს მისვამს. - ხელი მომაშორე სანამ დაგიმსხვრიე! - მკაცრად ვეუბნები და ხელს ხელზე ვუკრავ. უკმაყოფილოდ მშორდება და ფანჯარასთან მიდის. - აზრი არ აქვს არაფერს, დღეიდან მაინც ჩემი ხარ! - რა სისულელეა! მე დანიელის ცოლი ვარ! - დანიელს მიუვა განქორწინების საბუთები, შენ არ ინერვიულო მაგაზე! - ამაზრზენი ღიმილით მოდის ჩემკენ და ჩემთან იმუხლება - ხომ ჯობდა, თავის დროზე არ გეკრა ჩემზე ხელი? - ლეო რას ამბობ, ახლა მაინც მარტო ვართ, შენ ჩემზე კარგად იცი რომ არასდროს არაფერი გვქონია! - მე ვიცი, დანიელმა ხომ არ იცის? - იცინის და კარებისკენ მიდის - საღამოს შემოგივლი ჩიტო! - ჰაეროვან კოცნას მიგზავნის და სწრაფად ტოვებს იქაურობას, სანამ კარებს მივვარდები. *** მარტოობა გულს მიღრღნიდა, ვხვდებოდი რომ აქედან გამოსავალი არ იყო, ველოდებოდი, ველოდებოდი დაუსრულებლად, დავინახე როგორ ჩავიდა მზე, როგორ მოიცვა იქაურობა სიბნელემ, მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა იქაურობას. მტკიოდა, თითოეული ამოსუნთქვა, ჩემი დაუდევრობის გამო ვიყავი აქ, თავის დროზე დანიელს რომ მიეხედა ლეოსთვის, ამდენის გადატანა არ მომიწევდა, ახლა ვიქნებოდი მის გვერდით და ასე ჰაერში ყოფნას, მართლა ჯობია მასზე და კატოზე მეყურებინა. საშინელებაა, წინ გელოდეს რაღაც და არ იცოდე რა. ტკივილი მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი, მინდოდა რაიმე მომემოქმედებინა, მაგრამ რატომღაც მწამდა რომ ლეო არაფერს დამიშავებდა. თუმცა იმ წამს ყველაფერს მოველოდი, დამცირებას, გინებას, ცემას, ის კი არც ჩანდა. მესმოდა მისი ხმა, გვერდით ოთახში იყო, ნერვიულად მიმოდიოდა და გამუდმებით ვიღაცას ელაპარაკებოდა. მერე უცებ საკეტი გაჩხარუნდა, ტკივილმა უარესად შემახსენა თავი და ფეხზე წამოვხტი გაავებულმა. შუქი აანთო, წელზემოთ შიშველი იდგა კარებში და შეწუხებული სახით მიყურებდა. მერე მომიახლოვდა, ხელის კვრით დამაგდო საწოლზე, საბანი გადამაფარა და თვითონაც გვერდით მომიწვა. ჩემკენ დაიხარა, დაკივლებას ვაპირებდი, მაგრამ იმის მაგივრად რომ ეკოცნა, ყურში დაბალ ხმაზე ჩამჩურჩულა. - ჩშშ, არაფერი თქვა! - რას ქვია.. - უბრალოდ მენდე! გთხოვ - გატეხილი ხმით ამოილაპარაკა და ჩემს კაბას დაებღაუჭა. - გაგიჟდი ხო? - გულმკერდზე დავუშინე ხელები. - მენდე დეა! მენდე - დამიღრინა და კაბა სულ ძალით გადამხადა, თვითონაც მოიშორა შარვალი და ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა მთელი სხეული, ზემოდან მომექცა და ლოყაზე მსუბუქად მაკოცა, ხელებს მიკავებდა და ვითომ კისერში კოცნის იმიტაციას აკეთებდა, ვერაფრით ვერ მივხვდი რას აკეთებდა ან ასე რატომ მოძრაობდა. - ცოტა გაინძერი შენც, ჩათვალე რომ სანაპიროზე ვართ და შენ კუპალნიკები გაცვია, არ გიყურებ! - ჩუმად ჩამჩურჩულა და ვითომ ქვემოთ ჩავიდა. - გაგიჟდი? - მენდე, მეთქი! - სისულელეა! - დავიკივლე და მისი მოშორება ვცადე, მაგრამ უფრო მეტად ამეკრო, მისი სხეული გულისრევის შეგრძნებას იწვევდა, ოდნავ წამოვიწიე რომ ავდმგარიყავი. - სულ ცოტაც, გაუძელი! - ჩამჩურჩულა და უცნაურად წამოიწია, დაბნეული ვუყურებდი, გვერდით რომ გადაწვა. - რა გააკეთე? - ჩუმად გადავულაპარაკე მეც, ისე გამოვიდა თითქოს ამოვიოხრე. - მიხვდები, სახლში რომ დაბრუნდები! - ისე წამოდგა ლოგინიდან, არც შემოუხედია, შარვალს დაავლო ხელი და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. განადგურებული, შერცხვენილი ვიწექი საწოლზე და თითოეული წერტილი მტკიოდა, მე ვიხსენებდი თითოეულ მომენტს და ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი სე*სის იმიტაცია იყო, მაგრამ რისთვის? ვის ატყუებდა? ოთახი მოვათვალიერე, კამერის ნასახიც ვერ ვნახე, ნერვებმოშლილმა მოვიკუნტე, თვალები მქონდა დახუჭული მაგრამ არ მეძინა, ყოველ გაფხაკუნებაზე უარესად ვიძაბებოდი და ვცახცახებდი, არ მინდოდა იგივეს გამეორება, მართალია არ გამწირა ლეომ, პირიქით ზედმეტადაც დამეხმარა ალბათ იმ საქმისთვის, რისთვისაც მას სჭირდებოდა. მაგრამ.. ძალიან მეშინოდა მაინც. დილით ისე გამეღვიძა როგორც დავწექი, ყველაფერი მტკიოდა, ჩემს სარაფანას აკანკალებულმა დავავლე ხელი და გადავიცვი, სააბაზანოში შევედი და ხელპირი დავიბანე. ყველაფერი მწიწკნიდა და გულს მიღრღნიდა, ახლა ვხვდებოდი რომ მართალი იყო კატო, ყველაფერი იმაზე უფრო რთულად იყო ვიდრე მე წარმომედგინა. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ლეომ საუზმე შემომიტანა, უკვე მეორე დღეა აქ ვარ და არაფერი მიჭამია, ეჭვნარევმა შევათვალიერე, თავი უკმაყოფილოდ გააქნია. - ჭამე, დეა! - გულგრილად მითხრა და ოთახი სწრაფად დატოვა. შიმშილმა თავისი ქნა და კანკალით დავწვდი იქვე დადებულ პურს, იმდენად გემრიელი მეჩვენა იმ წამს, თითქოს ძალიან დიდი ხანი არ მეჭამოს არაფერი. ყველანაირი ადამიანური მოპყრობა მიკვირდა, მიკვირდა რადგან ეს შეუძლებელიც იყო, მათ მე მომიტაცეს, წამომიყვანეს აქ იმისთვის რომ ჩემზე ძალა ეხმარათ, შემდეგ კი უკან დავებრუნებინე, ვიცოდი ამით დანიელს გაამწარებდნენ, ტკივილს მიაყენებდნენ და გაანადგურებდნენ, შემდეგ კი კატო გახდებოდა მისი ცოლი. - შურს ვიძიებ, როგორც კი დავბრუნდები! - კბილებს შორის გამოვცერი ცრემლმორეულმა და კარებიც გაიღო. - გავიტან ამათ - ჩვეულებრივი გამომეტყველებით დამხედა, ჭიქა წყალი მაგიდაზე გადმოდო და სინით უკან გაბრუნდა. - ლეო! - უნებურად დავუძახე და მანაც ინტერესიანი მზერა მომაპყრო. - მადლობა! - ძლივს დავიჩურჩულე, რომ რამე ყველა იფიქრებდა რომ საჭმლის გამო ვუთხარი მადლობა, მაგრამ მან კარგად მიხვდა ჩემი მადლობის შინაარს, ამიტომ მსუბუქად დამიკრა თავი და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. იმ დღეს ორჯერ შემომიტანა საჭმელი, მერე კი მთელი ღამე არ გამოჩენილა. *** გათენდა, მესამე დღეა აქ ვარ, არავინ მაკითხავს და არავის ვაინტერესებ, რა თქმა უნდა, ვინ მყავს? ალბათ დანიელი ბედნიერიც არის ჩემი წამოსვლის გამო, ლოყაზე დადენილი ცრემლები შევიმშრალე და ფეხზე წამოვდექი, მთელი ღამე ჯდომისგან წელი მტკიოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, სულის ტკივილს ახლა ვერაფერი ვერ გადაფარავდა, ხელ-პირი დავიბანე და გარეთ გამოვედი. გარეთ საშინელი მსვრევის ხმა რომ მოსმა, მერე საშინლად მძიმე ნაბიჯებით ხმა გავიგე და დავინახე ლეომ როგორ გამოგლიჯა კარები. - მივდივართ! - კბილებს შორის გამოცრა, მკლავში ჩამავლო ხელი, ჩემი ჩანთა მომაჩეჩა და სწრაფად გამიყვანა იქედან. შენობებს შორის სწრაფად ძვრებოდა, იქამდე სანამ მანქანები არ დავინახეთ, შემდეგ ტაქსი გააჩერა, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და ენას ვერ ვაბრუნებდი პირში. ჩემი მისამართი უთხრა, ფული გადამიხადა და გააფრთხილა რაც შეიძლება მალე მიიყვანეო. შემდეგ მომიბრუნდა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. - ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება დეა! მაგრად დადექი! - ტაქსს ანიშნა რომ წასულიყო და ისიც მალევე დაიძრა, იქამდე ვუყურებდი ლეო სილუეტს სანამ თვალს არ მიეფარა, გაოცებულმა მივბრუნდი წინ და მოწოლილი ცრემლები როგორღაც უკუვაგდე. სახლთან ჩამოვედი, მძღოლს მადლობა გადავუხადე და სწრაფად შევედი. რაც შეიძლება მალე უნდა მენახა დანიელი, მაგრამ იქ შესულს მხოლოდ გაფითრებული ალექსი და გიორგი დამხვდა. - რატომ მოხვედი? - ალექსი წამოდგა ფეხზე და ჩემკენ წამოვიდა. - ალექს, თავი დაანებე! შენც კარგად იცი მისი ბრალი არ იქნება არაფერი! - აბა ვისი ბრალი იქნება? ლეოსთან ერთად გაიქცა და დანიელი ციხეში ჩასვა! - რა ვქენი? - თავზარდაცემულმა იქვე მდგომ მაგიდას დავეყრდენი და ძლივს ამოვიხრიალე. - შენ რა არ იცი? - რა უნდა ვიცოდე? დანიელი ციხეში რატომ არის? - გაავებულმა მივვარდი ბიჭებს და პერანგში ხელი ჩავავლე ალექსს - თქვი რატომ არის იქ? ჩემ გამოა? გაიგეს უნივერსიტეტში? - სასოწარკვეთილი ვევედრებოდი სიმართლე ეთქვა და მთელი ძალით ვანჯღრევდი, თავიდან გაოცებული მიყურებდა, მერე ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა. - დეა, მართლა არაფერი იცი? - ეჭვნარევი მზერა შემავლო გიორგიმ და ჩემკენ წამოვიდა - დანიელი ციხეშია. - რატომ არის ციხეში? რა მოხდა? რამე დააშავა? - შენ შეიტანე წასვლამდე სარჩელი, გაუპატიურებაში დებ ბრალს… - ვინ მეე? მე რატომ უნდა დამედო მსგავს რაღაცაში ბრალი? რაში მჭირდებოდა? - შენ ხომ დაემუქრე გაგანადგურებო.. - და ასე გავანადგურებდი? - იქვე მდგომი ვაზა მოვისროლე და კედელს შევახეთქე მთელი ძალით - გეკითხებით! მითხარით, ამოიღეთ ხმა, მე ამას დავაბრალებდი? კაცს რომელსაც ცოლად გავყევი? რომლის რეპუტაციისთვის ყველაფერი გავაკეთე? - იქ შენი ხელმოწერა იყო და შენი მეილიდან გადაგზავნილი.. - რა ჩემი მეილიდან გადაგზავნილი.. საერთოდ სად მქონდა მეილი, ოთხ კედელს შორის გამომამწყვდიეს, რა დღეში ვიყავი, თქვენ კიდევ ფიქრობდით რომ მე ასე მოვიქეცი? - სახე ხელებში ჩავრგე და იქვე ჩავიკეცე - ეს როგორ მოხდა, საიდან, ვინ გააკეთა? - არ ვიცით.. - იცით! კარგად იცით ვინც გააკეთა! მითხარით, რატომ არ ამბობთ სიმართლეს? - ჩვენ არ გვაქვს უფლება.. - არ გაქვთ უფლება, არ გაქვთ ხო - ვბუტბუტებდი ჩემთვის, შემდეგ უცებ წამოვხტი და მაღლა ავირბინე. ლეპტოპი გადმოვიღე, ჩავრთე და მეილზე ვცადე შესვლა. - არ შედის, სად არის? რომელ განყოფილებაშია? - წინასწარი დაკავების იზოლატორშია, სასამართლო უნდა იყოს მალე! - სარჩელს გამოვიტან, წამიყვანეთ მასთან! ყველაფერს გავარკვევ! - ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ერთდროულად დამიქნიეს თავი. *** არ ვიცი სად მომიყვანეს, როგორც გავიგე “მოდული”-ს შენობაა, უზარმაზარ შენობას გავუსწორე თვალი და იქვე მდგომ დაცვის თანამშრომელთან მოლაპარაკე ალექსს დაველოდე. რამდენიმე წუთის შემდეგ შესასვლელი გახსნეს და კიბეებზე ავედით. გამწარებული მივაბიჯებდი, მინდოდა ყველა გამეგლიჯა ირგვლივ, მიგვითითეს და იმ კაბინეტში შევედით. - გამარჯობათ! - მსუბუქი ღიმილით შემოგვეგება ჭაღარაშეპარული მამაკაცი. - გამარჯობა! - ჩუმად ჩავილაპარაკე და მის წინაშე მოვთავსდი. - აბა მითხარით რამ შეგაწუხათ?! მოკლედ მოვუყევი ყველაფერი და ეჭვნარევი მზერით გადააქნია თავი. - დაგაშინეს? - არა! - დაგემუქრნენ რამით? სიმართლე მითხარით, თქვენ საკმაოდ მძიმე დანაშაულში დებდით ბრალს! - არა, 100%ით ვარ დარწმუნებული! - კარგით, რა გაეწყობა. ყველაფერი საშინლად იწელებოდა, ამ კაცმა მილიონი საბუთი მაინც შეამოწმა, გადაამოწმა და ყოველ ჯერზე უკმაყოფილოდ ამბობდა რაღაცას, მოთმინება მეწურებოდა. ბოლოს ფორმალობები შემავსებინეს, სარჩელი გამოტანილი იყო, ღიმილით და იმედიანი თვალებით მიყურებდნენ ბიჭები. გვეუბნებიან რომ დანიელს რამდენიმე დღეში გაანთავისუფლებენ, მშვიდად ვბრუნდები სახლში. ჩემოდანს ვალაგებ და ვცდილობ როგორმე ყველაფერი დავაკავშირო ერთმანეთთან, მაგრამ არაფერი გამომდის. ვერ ვხვდები საიდან სად, ან ლეოს საქციელი რა იყო, ან სარჩელი ვინ შეიტანა, ყველაფერი იმაზე კარგად იყო დაგეგმილი ვიდრე წარმომედგინა, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? კატო? შეუძლებელია! ვიღაც სხვა, მასზე ბევრად ძლიერი. რამდენიმე დღე საშინლად იწელება, ბოლოს ნაბიჯების ხმა მესმის, რომელსაც აუტანელი ქუსლების კაკუნი მოყვება უკან. ღრმად ვსუნთქავ და მშვიდად გავდივარ ოთახიდან, მისაღებში ჩავდივარ და პირდაპირ წინ ვუდგები დანიელს. მისი ნაკვთების შესწავლით ვარ დაკავებული, თითოეული ნაწილი მომნატრებია, მინდა მივიდე, მოვეხვიო, ძალიან ბევრი ვაკოცო, შემდეგ ტუჩებზე მიშეშდება მზერა, ირონიული ღიმილი დასთამაშებს, თვალები კი.. თვალები ზიზღით აქვს სავსე. *** უეცრად ჩემკენ მოდის, ხელში მოკუჭულ ფურცელს ხელს უშვებს და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ეშვება. ზიზღით მათვალიერებს და ზურგს მაქცევს. - კატო, უთხარი რომ წავიდეს! - ამ სიტყვების გაგონებაზე მუხლები მეკვეთება და ვგრძნობ როგორ მასხავს ტვინში სისხლი. ქვემოთ ვიხრები და დაგდებულ ფურცლებს ვიღებ, როგორც კი განქორწინების საბუთებს ვხედავ კბილებს ვაღჭრიალებ და ხელებს ვმუშტავ. - როგორც ჩანს იქ უნდა დამეტოვებინეთ! ბატონო დანიელ! - კიდევ ბედავ და ხმას იღებ? - გაავებული ტრიალებდა ჩემკენ და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის. - რატომ, კატო გაგიბრაზდებათ? ა თუ დროს გართმევთ ხო კაბინეტში რომ.. - გაჩუმდი! - ღრიალებს და სკამს მთელი ძალით ახეთქავს კედელს - კატოზე ეგრე არ ილაპარაკო! - თითს გამაფრთხილებლად მიქნევს და ღრმად სუნთქავს. - რატომ? - ირონიული ღიმილით ვჯდები ტახტზე და მზერას ვუსწორებ. - შენ, შენ ჩემს ნერვებზე თამაშობ ხო? - რატომაც არა? შენ ხომ არაფერი გაგიკეთებია ჩემთვის.. - მის ნერვებზე ვიწყებ დაკვრას, მინდა წყობიდან გამოვიდეს და ყველაფერი მოყვეს. - მე არ გამიკეთებია არაფერი? მეე? - ღრიალებს და ჩემკენ მოიწევს, თუმცა კატო აჩერებს და ცდილობს როგორმე დაამშვიდოს. - ყველაფერს გეტყვი შენ, უნამუსო გოგოვ, გეტყვი! - ჩემკენ იშვერს თითს და კბილებს შორის ცრის. - გაჩუმდი დანიელ, ეს საჭირო არ არის, გესმის? - აბა რა არის საჭირო? გლანძღოს შენ და თვითონ ლევანისთან იგორაოს არა? - რა თქვი? - გაავებული ვდგები ფეხზე და პირდაპირ მისკენ მივდივარ - რა თქვი მეთქი? გაიმეორე! - მშვენივრად გაიგე! - უკან იხევს ოდნავ ჩემს შეშლილ გამომეტყველებას რომ ხედავს. - გაიმეორე მეთქი! მე ვიწექი ლევანისთან? მეტის ღირსი ვარ, მართლა უნდა დავწოლილიყავი! - კბილებს შორის ვცრი და ამჯერად უფრო ნათლად ვხედავ მის გაგიჟებულ სახეს. - არ იწექი ესეიგი ხო? - არა! - მტკიცედ ვეუბნები და მზერას ვუსწორებ. - ხოდა მიიღე! - არ ვიცი საიდან იღებს მაგრამ ფოტოებს პირდაპირ სახეში მაყრის, ბასრი ზედაპირი რამდენიმე ადგილზე მისერავს კანს და სუსტი კვნესა მცდება. ჯერ შეშფოთებული მიყურებს, მაგრამ როგორც კი ჩემს თვალებს ხედავს ეგრევე იყინება ადგილზე. ქვემოთ გაფანტულ ფოტოებს ვუყურებ და ვვოცდები, ნეტა ვინ დაიქირავეს ასეთი? იმდენად კარგად ჩანს თითოეული დეტალი, რომ ეჭვიც არ შეგეპარება ჩვენს ურთიერთობაში! - კატოსთან ეგეთი ფოტოები არ გაქვს? - სურათებზე თვალმოუშორებლად ვეუბნები და ვგრძნობ როგორ მოიწევს ჩემკენ. - გაჩერდი დანიელ, გეყოფა! - კივის კატო და მკლავზე აფრინდება. - არ მეყოფა, გეტყვი, ახლავე გეტყვი ყველაფერს! - მხრებში მაფრინდება და სუსტად მანჯღრევს - კატო ჩემი შეყვარებული არ არის და არც არასდროს ყოფილა! ის ჩემთვის დასავითაა, გაინტერესებს ვინ არის? ჩემი ძმაკაცის საცოლეა, ვისთან ერთადაც გავიზარდე, ვისთან ერთადაც გავხდი ადამიანი, მისი დამსახურებით ვარ დღეს ცოცხალი, ახლა კი ციხეში ზის, აი ეს გოგო, რომელიც ახლა შენს წინ დგას და რომელსაც ამცირებდი მთელი ეს დრო, შენ გეხმარებოდა! იმ დღეს ვიცოდი ლეო რომ მოვიდოდა, ვიცოდი რატომ დაგზდევდა რადგან ნია, ჩემი ყოფილი საცოლე, თხოვდა მას ამას, ჩემი გამწარება უნდოდა რადგან დავშორდი! - რა? ნია ვინ არის? - გაოცებული ვახამხამებ თვალებს და შოკიდან ვერ გამოვდივარ. - ჩემი ყოფილი საცოლე მეთქი, ვერ გაიგე? - ღრიალებს და ხელს უხეშად მიშვებს - მან ჩასვა ჩემი ძმაკაცი ციხეში, ბავშვობის მეგობარი, ჩემი სული და გული, კატო კი ჰაერში დარჩა, პირობა მივეცი რომ მოვუვლიდი, არ ვიცი საიდან მოიტანეს შენმა უტვინო კურსელებმა აი იმ ქერამ და თაკომ რომ ჩემი საცოლეა კატო, მაგრამ არ გამიპროტესტებია რადგან ეგრე უფრო დავიცავდი მტრებისგან! - მტრებისგან? - ხო, მტრებისგან, ჩემი ძმაკაცი ნარკოტიკის გადატანის გამო დააკავეს, ეს ყველაფერი ნიამ მოაწყო რადგან ზედმეტად გავლენიანია, არ უნდოდა მისთვის რაიმეს დაშავება, მაგრამ ნარკოტიკების ჩუმად შემოტანაც უნდოდა, მერე.. მე არაფერი ვიცოდი ისე დათანხმდებულა მათე, მას ის გადამზიდი კომპანიას ედგა სათავეში, რითაც თბილისში უნდა ჩამოეტანათ - ხელები აუკანკალდა და იქვე სავარძელში ჩაეშვა ძალაგამოცლილმა - ნიამ მოატყუა ჩემი კომპანიისთვის მომაქვს მასალებიო, სამშენებლო კომპანია აქვს, ჩემს საცოლეში ვინ შეიტანდა ეჭვს? პირიქით დაეხმარა და ისე გადიოდა გამოდიოდა ამხელა გზას არც ამოწმებდნენ, მერე ვიღაცამ ჩაუშვა ესენი… ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული და ნიამ განაცხადა მე არ ვიცი რაზე საუბრობთო.. თავი გაიშტერა, თანაც გავლენიანი მამიკოს გოგომ ადვილად მიჩქმალა ეს საქმე და მათეს 2 წელი მიუსაჯეს, მე კი დავშორდი, ვერ ვაპატიე ეს საქციელი, მემუქრებოდა თუ ცოლად არ მოვიყვანდი ყველას ციხეში ჩასვამდა, აქამდე როგორღაც მოვედით.. მერე კი შენ გამოჩნდი და… - ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა და სახე ხელებში ჩარგო. - ჩემთან რა უნდოდა? - იცოდა რომ მიყვარდი! იცოდა! მე ვუთხარი, მე სულელმა მივედი და ვუთხარი რომ შენ მიყვარხარ! - გაავებულმა დაიღრიალა, შიშისგან შევხტი, გაოცებისგან კი ენა ჩამივარდა. - მე გიყვარვარ? - მიყვარდი! იქამდე სანამ მაგ შენს ლეოსთან გაიქცეოდი, არ მათქმევინე იმ დღეს სიტყვა, ლაპარაკობდი, ლაპარაკობდი და მერე იმ ს*რთან გაიქეცი, ახლა მესმის რატომ არ გინდოდა მასთან მივსულიყავი და მომეშორებინა, მარამ იცოდე იმას ცალკე დაგისახიჩრებ, იმასთან ბედნიერი ვერ იქნები გაფრთხილებ! შენი დანახვაც არ მინდა, მეზიზღები დეა, თავიდან ბოლომდე მეზიზღები! - მე.. - შენი ხმის გაგებაც არ მინდა გესმის? - გეთქვა თავიდანვე! - ნიამ დაემუქრა, თუ იტყვით რომ შენ არ ხარ მისი საცოლეო, ციხეში ახალ ბრალდებას წაუყენებენო მათესო! - კატომ ამოიღო ხმა და დანიელს წყალი მიაწოდა. - მეგონა მენდობოდი! - კბილები გააღჭრიალა დანიელმა და გაფითრებულმა ამომხედა. - გენდობოდი? რას ითხოვ დანიელ? მე შენ მენდობოდი, ლეო რომ მომეყვანა ყოველდღე სახლში? თანაც ჩემი ყოფილი საქმრო ყოფილიყო? არ მესმის რას ითხოვ! - შენ შეგეძლო მასთან ერთად არ წასულიყავი და ეს სარჩელი არ შეგეტანა, სარჩელი მაინც რატომ შეიტანე? რატომ გამინადგურე ცხოვრება? ჩემი კარიერა დაიმსხვრა, შენ მიღალატე, ყველაფერმა აზრი დაკარგა, შენ კიდევ.. შენ დგახარ და აქ ირონიულად მელაპარაკები?! - მე არ ვიცოდი.. - შენ არაფერი არ იცოდი, იმის გარდა რომ ლეოსთან გინდოდა და მე მატყუებდი, მიყენებდი! - დაიღრიალა და ფეხზე წამოხტა გაავებულმა, თავიდან შემოუტია გაბრაზებამ. - დეა, წახვიდე ჯობია! - კატომ მუდარით გადმომხედა და კარებზე მიმითითა - გთხოვ, ზუსტად ვიცი რომ გაგიჟდება! ჯერ კიდევ არაა გამოსული შოკიდან, როგორც კი გაიაზრებს ყველაფერს გადავა ჭკუიდან.. გთხოვ… - ერთი კითხვა მაქვს კიდევ, ლეოც ნიას დაქირავებული იყო? - ხო იყო, მერე მე გამომაგდო ნიამ, რადგან მიხვდა რომ თქვენ გეხმარებოდით, მე გავუგზავნე მამაშენს ის სურათები რომ შენი ცოლად შერთვა მოეთხოვა.. - თავდახრილმა ამოილუღლუღა, შოკისგან საერთოდ გამოვითიშე, ჩემს ირგვლივ ამდენი რაღაც ხდებოდა და მე აზრზეც არ ვიყავი - მე და დანიელმა გადავწყვიტეთ, აი იმ დღეს შენ რომ დაგვინახე მის კაბინეტში, თუ ცოლად მოგიყვანდა უფრო ახლოს ეყოლებოდი და დაგიცავდა ყველანაირად.. არ გვეგონა თუ შენ ლევანი გიყვარდა… - ჩემი გაგიჟება გინდათ ხო? - ამოვიბლუყუნე - მე ამ დროს სად ვიყავი, ამ გეგმებს რომ აწყობდით, მშვიდად მეძინა, მეგონა მხოლოდ კატო იყო ჩემს ცხოვრებაში დაბრკოლება, მე კიდევ თურმე ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ქალი მებრძვის და თქვენ ჩემგან დამოუკიდებლად აგვარებდით პრობლემებს? - აბა რა მექნა, დეა თავს გაუფრთხილდი, ხელი გადამესვა თავზე და მომეშორებინე? - გამწარებულმა გააღჭრიალა კბილები და კატოს ხელი მოიშორა - ხო რა თქმა უნდა ყველა პასუხისმგებლობას მოვიხსნიდი და იცი რა მართალი ხარ, უნდა მოგშორებოდი თავის დროზე, კატოს არ მოუწევდა არც ამდენი შეურაწყოფის ატანა და არც იმ არაადამიანის მუქარების მოსმენა! - მე არ ვიცოდი.. - არ იცოდა, წადი აქედან დეა, მოაწერე ხელი და ოფიციალურად გავეყრებით ერთმანეთს! - ეს გინდა? არ მომისმენ? - გავიბრძოლე. - არა მე კი არა ეს შენ გინდა! შენი ხმის გაგონებაც აღარ მინდა! - ხელი აიქნია და საძინებლისკენ დაიძრა. - იქამდე მჯეროდა, ციხეში რომ ჩამსვეს, ეს სხვისი გაკეთებული იყო, მაგრამ ამ სურათების მერე მივხვდი რომ მწარედ შევცდი! დაპროგრამებულივით მოვტრიალდი და ცივად გამოვაღე კარები, არაფერი მინდოდა ტირილისა და კივილის გარდა. მინდოდა ეს ტკივილი, რომელიც შიგნიდან მჭამდა როგორმე გარეთ გამომეღო, უნდა მომეშორებინა თორემ აუცილებლად მომიღებდა ბოლოს! *** არ მახსოვს როგორ მივედი ანჩოს სახლამდე, როგორც კი კარები გამიღო, ეგრევე იატაკზე დავეცი და ოთხად მოვიკეცე. - ანჩო, მიშველე! - ძლივს ამოვიხავლე და შეშფოთებული დიკოც გამოვარდა ოთახიდან, ვიგრძენი როგორ ჩამეჭიდა ორივე მხრიდან მათი ხელები და საწოლზე დამაწვინეს, ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მცვიოდა, აქეთ იქედან იწვნენ და მეხუტებოდნენ, ჩემთან ერთად ტიროდნენ. ცოტა რომ დავმშვიდდი, ოდნავ წამოვიწიე, ანჩო მოვიკითხე და შემოვიდა კიდეც ჩაის ფინჯნით ხელში. ყველაფერი მოვუყევი დაწვრილებით გოგოებს და ვხედავდი როგორ მიყურებდნენ გაოცებულები. - დალიე, დაგამშვიდებს ცოტა - ცრემლები მომწმინდა და თვალებზე მაკოცა ანჩომ. - გოგოებო! - ამოვიხრიალე - ძალაინ ცუდად ვარ! - ჩვენ შენთან ვართ, რაც არ უნდა მოხდეს, გესმის? - ხელი მომხვია დიკომ და გულზე მიმიკრა - ყველას და ყველაფერს მოვერევით! - იმ ქალმა ისეთი მახე დამიგო, იქედან გამოსავალს ვერ ვიპოვი დიკო, ვიცი დანიელს დააჯერებს და ცოლად მოაყვანინებს თავს, ძალიან მეშინია, გესმის? - ჩვენ შევძლებთ ყველაფერს, დანიელი როგორმე უნდა დაარწმუნო რომ ტყუილია ის ფოტოები.. - როგორ უნდა დავარწმუნო?! არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე საერთოდ! - მისმინე, მე შემიძლია ვუთხრა მამაჩემის მეგობარს, გამომძიებელია, მაგ ქალზე მოიძიებს ყველაფერს და იქნებ.. - რანაირად მოიძიებს, როდესაც ისეთი კაცის შვილია.. - ფარულად ვიმოქმედებთ, მის ჩანაწერებს მოვუსმენთ და.. ხომ ხვდები! - აღტაცებით წამოიძახა და ფეხზე წამოხტა. - კარგი, დასაკარგი მაინც არაფერი არ მაქვს! - დავურეკავ რომ როგორც კი მოიცლის მოვიდეს - ლოყაზე მაგრად მაკოცა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. ერთი ამოვიოხრე და ბალიშზე დავდე თავი, იმდენად დიდი ტკივილი იყო გამჯდარი ჩემს სხეული, ვერც იაზრებდა გონება და გაბრუებული ვიყავი, თითქოს არ უნდოდა ტვინს რეალობის აღქმა, ჯერ კიდევ იმ დღეებში დაძრწოდა სადაც მე და დანიელი ბედნიერები ვიყავით, სადაც მისი სიყვარულით სავსე თვალები მიმზერდნენ და მე სულელი ვერ ვამჩნევდი ვერაფერს. *** რომ გამომეღვიძა უკვე ღამე იყო, დაახლოებით 9 საათი იქნებოდა, ძლივს წამოვდექი ლოგინიდან და სააბაზანოში შევედი, ცივმა წყალმა ოდნავ გამომაფხიზლა, დასიებულ თვალებზე მოვისვი ხელი და ვეცადე როგორმე შემემსუბუქებინა, მაგრამ რას გავაწყობდი, ისევ ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს ვცდილობდი ჰაერის ნაკადზე გამეყოლებინა ტკივილი. თმები თითებით დავივარცხე და გარეთ გამოვედი. - დეა, ბატონი დიმიტრი მოვიდა, მალე ჩამო - გამიღიმა დიკომ, ახლა არაფრის თავი არ მქონდა ნამდვილად, მაგრამ უმოქმედოდაც ვერ ვიქნებოდი, უკანასკნელი ძალები შევაკოწიწე, შევკარი და თავი მაღლა ავწიე. ჩემს დანახვაზე დავინახე როგორ შეჭმუხნა შუბლი შეწუხებულმა და ცრემლები ჩაუდგა თვალებში. - გამარჯობათ - ჩახლეჩილი ხმით ჩავილაპარაკე და მის წინ დავიკავე ადგილი. - გამარჯობა, დეა, სასიამოვნოა შენი გაცნობა! - გამიღიმა თავაზიანად. - ჩემთვისაც! - მოკლედ დიმიტრი ბიძია, როგორმე უნდა დაგვეხმაროთ და მაგ ქალის ყველა საქმე გამოვიკვლიოთ! - მომიყევით ყველაფერი და შესაბამისად აღვძრავ საქმეს! - არა, ეს ჩუმად უნდა მოხდეს, როგორც კი გაიგებს რომ მის წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ეგრევე მიჩქმალავს საქმეებს ისე, რომ ვერაფერს გავარკვევთ! - ანჩო ჩაერთო საუბარში. ყველაფერი მოვყევი, დაწვრილებით, რაც კი ვიცოდი, მისი სახელიც, დანიელის სახელიც, ვინ იყო, სად მუშაობდა. ეგრევე მიხვდა ვისზეც ვსაუბრობდი და გაეღიმა. - ესეიგი თქვენ არ შეგიტანიათ სარჩელი? - არა! - თქვენი მეილი დამიწერეთ, ჩემს პროგრამისტს გავატეხიებ და IP-ით დავადგენთ საიდან გაიგზავნა! ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, ჩუმად ვიმოქმედებ, ნიას საქმეებს გადავხედავ და აუცილებლად დაგიკავშირდებით, თქვენც არაფერი თქვათ გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ვინმე გყავს თვითმხილველი, ვინც კიდევ დაადასტურებს შენს სიტყვებს, მომიყვანე, მინდა მასაც დაველაპარაკო! - კარგით! - თავი დავუქნიე და კარებამდე მივაცილე. - არ ინერვიულო, ყველაფერს გავაკეთებთ! - თავზე ხელი გადამისვა მამაშვილურად და ღიმილით დატოვა ბინა. - ხომ გითხარი, ყველაფერი მოგვარდება მეთქი? - ყველაფერს დავამტკიცებ გოგოებო, მაგრამ ლეოსთან რაც მოხდა იმას ვერასდროს.. თქვენც ხომ იცით - სევდიანად ჩავილაპარაკე - თუმცა თუ იმ ქალს ბოლოს მოვუღებ, ამად ღირს! - გამწარებულმა გამოვცარი კბილებს შორის და საძინებელში შევედი. *** - აუ ვინ არის? - ვბუზღუნებ და ლოგინიდან ვდგები, ვინ უნდა იყოს ამ დილაუთენია?! გაბრაზებული მივდივარ კარებთან და არც ვიხედები ისე ვაღებ. - თქვენ? - გაოცებული ვუყურებ დასჯილი ბავშვებივით ჩამწკრივებულ ალექსს, გიორგის და ანის. - ჩვენ, შეიძლება შემოვიდეთ? - რა თქმა უნდა, მოვწესრიგდები და ახლავე გამოვალ! - მისაღებ ოთახში შემყავს სამივე და ოთახში შევრბივარ. სწრაფად ვემზადები და უკანვე ვბრუნდები. - დალევთ რამეს? - არა, მადლობა რძალო, 5 წუთით შემოგირბინეთ, მოკლედ მინდა გითხრა რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ და შენი გვჯერა, თუ რამით შეგვეძლება დახმარება.. ან რაიმეს გაკეთება გთხოვ არ მოგერიდოს, ყველაფერს გავაკეთებთ რომ შენი სიმართლე დაამტკიცო და თუ გინდა მერე იმ ვირს არ აპატიო არაფერი, მაგაშიც დაგეთანხმებით, იმ სიმწარემ რაც ციხეში ნახა საერთოდ დააბრმავა და ვერ აზროვნებს ნორმალურად, კატო ამშვიდებს მაგრამ არაფერი არ ესმის! - ვიგრძენი როგორ გავივსე ბედნიერებით, ყურებამდე გამეღიმა მათი თანადგომა რომ ვიგრძენი და ყველას სათითაოდ ჩავეხუტე. - არ ვამბობ არაფერს, მეც დამნაშავე ვარ ალბათ! - თავს ვხრი და თითებს ნერვიულად ვიწვალებ. - შენ არაფერში არ ხარ რძალო დამნაშავე - ალექსი ჩემს გვერდით ჯდება და გულზე მიხუტებს - შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ვინც კი დანიელის ცხოვრებაში ყოფილა და ყოველთვის ასე იქნება, დაიმახსოვრე, ჩვენ შენს გვერდით ვართ და შევძლებთ ყველაფრის გაკეთებას შენგამო, უბრალოდ თქვი და დამიჯერე სიცოცხლესაც გავიღებ! - დიდი მადლობა ბიჭებო, არ ველოდი, მართლა! - რას არ ელოდი შექალო, არ გადამრიო ახლა! - ჩვეულ ამპლუას უბრუნდება გიორგი და სასაცილოდ ტიკტიკებს. - გაჩუმდი! - მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად მჯდომი ანი თვალებს უბრიალებს და ესეც სასაცილოდ ეჭყანება. - მოკლედ გავედით ჩვენ! - მომისმინეთ - ბოლოს მაინც გავტყდი და ღრმად ამოვისუნთქე - ხვალ, ზუსტად 5 საათზე აქ გელოდებით, რაღაცის გაკეთებას ვაპირებ და მინდა თქვენც საქმის კურსში იყოთ. - ახლავე გვითხარი რძალო და ხვალ პირდაპირ გეგმები დავაწყოთ! - თქვენ ახლოს იცნობდით ნიას? - რა თქმა უნდა, ვიცნობდით! - მე გამომძიებელი მყავს, ახლობელია ამ ოჯახის და გადაწყვიტა რომ დაგვეხმაროს! - რა? არ არსებობს დეა, მომისმინე, ის ქალი ძალიან ძლიერია! - შეშფოთებულმა გადმომხედა სამივემ. - ჩუმად ხდება გამოძიება, ისე რომ არავინ არ იცის, ფაქტიურად გამოძიებაც არ არის, უბრალოდ ისეთ ადგილებში მიუწვდება ხელი, რასაც ჩვენ ვერ გავწვდებოდით, მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ხვალ უნდა მოვიდეს და თქვენც მოხვალთ? - საწყალი თვალებით ავხედე ორივეს, ჯერ დაჟინებით მიყურებდნენ თვალებში, მერე ფართოდ გაიღიმეს და სამივე ერთად მომეხვია. - ჩვენი ჭკვიანი რძალია რა, იმ კლდეს რომ ოდესმე ასე გაუმართლებდა რას ვიფიქრებდი - ვითომ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა გიორგიმ და სამივეს გაგვეცინა. - ჰო აბა, ზოგს როგორ უმართლებს! - სიცილით გადააქნია თავი ალექსმა. ღიმილით გავაცილე სამივე და ვინ იცის რამდენი მადლობა გადავუხადე. ვიგრძენი როგორ ამევსო სხეული სიამაყის გრძობით, ვხვდებოდი რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის უკან გაცნობილი ადამიანები, გვერდში მედგნენ ისე როგორც ნამდვილი ძმები და მიხაროდა, მათი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა მაბედნიერებდა. ახლა თავს უფრო ლაღად და ძლიერად ვგრძნობდი, ვხვდებოდი რომ ისეთი ადამიანები მყავდა გვერდით, რომლებიც ყველაფერს გააკეთებდნენ ჩემს გამო და ეს ბედნიერებით მავსებდა, მინდოდა დანიელისთვის მისი ნამდვილი სახე დამენახებინა, როგორც ჩანს კიდევ კარგად არ იცნობს ნიას! თავი გავაქნიე და ღიმილით შევედი საძინებელში, კიდევ კარგად უნდა გამოვიძინო რომ უფრო აღვიდგინო ძალები! აუცილებლად გადავუხდიდი ნიას სამაგიეროს, დანიელს კი ვანანებდი ჩემს ასე დადანაშაულებას! *** მეორე დღეს ყველა მისაღებში ვისხედით, ყველა გამომძიებელს ვუყურებდით და თითოეულს უზარმაზარი იმედი გვქონდა თვალებში. ის ის იყო საუბრის დაწყებას აპირებდა რომ უეცრად კარებზე ზარი გაისმა და შიშისგან ყველა შევხტით. - ფრთხილად მიდი კარებთან! თუ ვინმე აუცილებელი არ არის, არ შემოუშვა! - დამარიგა ბატონმა დიმიტრიმ და მეც ფეხაკრეფით მივუახლოვდი კარებს. მაგრამ ვერავინ რომ ვერ დავინახე, გაოცებულმა მოვიხედე უკან. - არავინ არ არის! - რამე ხომ არ გამოგიგზავნეს? - გაოცებულმა გადმომხედა დიკომ და კარები ფრთხილად შეხსნა. ქვემოთ საშუალო ზომის ყუთი იდგა, ზემოდან კი პატარა ფურცელი იდო. ხელის კანკალით ავიღე ოთხად გაკეცილი ფურცელი და გავხსენი, თან იქეთ-აქეთ გავიხედე ვინმე ხომ არ არის მეთქი. “პირველი ნაბიჯს მე გადავდგამ მის გასანადგურებლად!” ფეხებში ძალა წამერთვა, ესეიგი ჩვენს გარდა ვიღაცამ იცოდა რომ ამას ვაკეთებდით, მაგრამ ვინ?! ან საიდან გაიგო? გაოგნებული დავყურებდი ფურცელს, თან ნერვიულად ვატრიალებდი იქნებ რაიმე მინაწერი მაინც ყოფილიყო, მაგრამ მეტი ნამდვილად არაფერი ეწერა. გაოცებულმა დავხედე ყუთს, სწრაფად ავიღე და პირდაპირ შუაგულ ოთახში მოვათავსე. არვიცი თუ გამომივიდა, მართლა არ ვიცი, ამ თავზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი... გულის "ფანცქვალით" დაველოდები თქვენს შეფასებას.. ბოდიში შეცდომებისთვის და იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ <3 ჩემი სტიმული ხართ! შემდეგი ნაწილი ხვალ საღამოს იქნება, ბევრი არ დარჩა დასრულებამდე <3 ძალიან მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.