დღიური(თავი-7)
თითქოსდა გაკვირვებულმა,მაგრამ ამავე დროს ბედნიერმა გამოგვხედა. ეს იმის ნიშანი იყო,რომ პირველად დაუძახა ლუკამ მას ტასუნა)) ესეც ესე,ველოდებოდით მე და ელენე ხვალინდელ დღეს. თუმცა წინ დიდი დღე იყო ელენესთვის,სანდრო უნდა ამოსულიყო და უხაროდა.დაფარფაშებდა,თხელი,სიფრიფანა წვრილი,ფერადი ყვავილებით მოხატული კაბით. ელენე:ქეთ,არ გინდა რამე გამოვაცხოთ? ქეთა:მაგალითად? ელენე:აუ რავი,პიცა ან ნამცხვარი. ქეთა:ნამხვარი იყოს,მაგრამ რომელი? აუ,პეჩენიები რომ გავაკეთოთ? ელენე:კი, კაი იდეაა^^ დავიწყოთ მაშინ. სიმღერები ჩავრთეთ,ავუწიეთ მაღალ ხმაზე და შევუდექით პეჩენიების გამოცხობას. ელენე:იცეკვეე ქეთააა(იცინის).. ქეთა:რა გიჟი გოგო ხარ)) ელენე:აუ ქეთ,სოდა არ გვაქვს. ქეთა:გავალ მაღაზიაში და წამოვაყოლებ რამეს კიდე. ელენე:თუ გინდა გავალ მე,ან წავიდეთ ერთად. ქეთა:არა არ მინდა გოგო.მანამდე სხვა რამე გააკეთე. მაღაზია ჩვენგან 10 წუთის გზაზეა. ნელ-ნელა მივდივარ და გავიგონე ჩემს ნაბიჯებთან ერთად მეორე ადმაიანის ნაბიჯების ხმა. ყურადრება არ მივაქციე თავიდან,შემდეგ ჩაახველა და უკან გავიხედე.სრულიად უცნობი ბიჭი შემომრჩა თვალთ. რომ მივხედე,თავი გაატრიალა უკან,დავეჭვდი. ზუსტად ჩემს ნაბიჯებს მოყვებოდა და თან ეს თავის გატრიალება უკან რაღაცას ნიშნავდა. შემდეგ მეორე მხარეს გადავუხვიე,ისიც გამომყვა. ავფორიაქდი,ვინ იყო ან რა უნდოდა.ისევ შევიცვალე გზა,ისიც ჩემთან ერთად იცვლიდა გზას.მაღაზიაში შევედი,ვიყიდე საჭირო პროდუქტები და გამოვბრუნდი.თვალს ვადევნებდი,მაღაზიაში იდგა და რაღაცეებს ათვალიერებდა. შემდეგ გამოვბრუნდი მაღაზიიდან და გამომყვა ისიც. ცოტახნის შემდეგ მივუბრუნდი.. -ქეთა: ვინ ხარ? ან რატომ დამსდევ? -უცნობი: მომეწონე და შენი გაცნობა მინდა. -უკაცრავად? რას ქვია მოგეწონე? გირჩევნია ეხლა შენს გზას დაადგე,საიდან მოდიხარ და სადაც მიდიოდი. -აუ შენ რა ჯიუტი ხარ გოგო. -მე გითხარი რაც უნდა ქნა.იქნებ გირჩევნია პოლიციას დავუძახო? -აუფ, „ფეხები არ მომაჭამოს’’ რა მაგ შენმა პოლიციამ. -თუ ასეა,რა გაეწყობა.(ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი და უეცრად მომმვარდა). -რას აკეთებ? გამიშვი ხელი. (მაჯაზე ძლიერად მომიჭირა ხელი და მობილური ხელიდან გამაგდებინა. წიხლებს ვუშენდი როგორც შემეძლო,ხელზე ვუკბინე,მაგრამ მან კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა).ამ დროს კი ვიღაც ბიჭი მივარდა და გემრიელად უთავაზა ცხვირ-პირში. ხელი გამიშვა უცნობმა და მიწაზე დავვარდი. თვალცრემლიანმა ავიხედე და დაჩი მომხვდა თვალში. დაჩი არ გაჩერებულა,გამწარებული ბოლქვას სცემდა და როგორ გითხრათ(„გემრიელად“)სცემდა,სანამ არ წამოვდექი და არ გავაჩერე. ქეთა: დაჩი,გაუშვი.. დაჩი: ეს ნაბიჭ.... ქეთა:დაჩი გთხოვ,წავიდეს,გაუშვი. დაჩი:შენ რა კაცი ხარ,მიმართა უცნობს. ქალზე ხელს რომ აწევ,მაშინვე უნდა მოგკლან. გაეთრიე ახლა,სანამ დამიმატებია. ქეთა:მადლობა დახმარებისთვის. შენ რომ არ მოსულიყავი არ ვიცი რა მოხდებოდა. დაჩი:კი,მაგრამ მარტო რატომ გამოხვედი მაღაზიაში? რამე რომ დაგმართნოდა? მე,რომ არ გამოვჩენილიყავი,წარმომიდგენია რა მოხდებოდა. ქეთა:დაჩი,გთხოვ რა. არ მინდა ამაზე საუბარი,ნურა ვილაპარაკებთ ახლა მაინც! მადლობა,კიდევ ერთხელ. დაჩი: მადლობას ნუ მიხდი ქეთა. მეორედ აღარ გამოხვიდე სახლიდან მარტო გასაგებია? ქეთა:კარგი დაჩი,ზედმეტებში ნუ გადახვალ ახლა. დამეხმარე და მადლობა გადაგიხადე ამისთვის,რამდენჯერაც საჭირო იქნება,იმდენჯერ გადაგიხდი მადლობას,მაგრამ შენ არ გაქვს უფლება მითხრა როდის და როგორ გავიდე სადმე. დაჩი: კიბატონო,თუ ასეა რა აზრი აქვს შენთან საუბარს. ჩემს სიტყვას შენთვის არანაირი ფასი არ ჰქონია. ქეთა: გეყოს დაჩი! დაჩი: წამოდი ახლა. ქეთა:არ მინდა,თავადაც მშვენივრად წავალ. დაჩი:ქეთა! ნუ ჯიუტობ. ქეთა: არ ვჯიუტობ,ყველამ თავის თავს მიხედოს. ასე ჯობია. დაჩი: კარგი,ასე არა?! ყურსასმენები გავიკეთე,სპეციალურად და გავუდექი სახლის გზას. დაჩი ჩემს უკან მოდიოდა ნელი ტემპით მოაბიჯებდა. შემდეგ შევჩერდი,მაინტერესებდა რას იზამდა და ისიც გაჩერდა. ოხ დაჩი,დაჩი. გულში ვფიქრობდი მაინც რა მისი საქმე იყო როდის და ვისთან ერთად გავიდოდი. ვერ ვიტან ესეთ ტიპებს. სახლში მივედი,ჩემს უკან მომავალი დაჩი კი ჩვენს ეზოში შემოვიდა. ქეთა:დაჩი საით გაგიწევია? დაჩი:მე,რავი ნაცნობთან. ქეთა:ვინ არის შენი ნაცნობი?(ვიცოდი,რომ არავინ ჰყავდა ნაცნობი ჩვენს ეზოში). დაჩი: რავი,არ გეცოდინება. წავედი ახლა)) ამდენი რავი,რავითაც კი მისახვედრი იყო,რომ იტყუებოდა.სახლში შევვარდი და ნერვებ მოშლილი მდივანს ვეცი,დავჯექი და ელეს ვთხოვე წყალი მოეტანა. ელენე: რა ხდება ქეთა? ხო მშვიდობაა, რა მოგივიდა?! დამაყარა კითხვები. ქეთა:ახლა კი. ამომასუნთქე და მოგიყვები. ელენე კი ჩემს გვერდით,მდივანზე ჩამოჯდა. ელენე:ჰე ეხლა,მითხარი.. მაღირსე ამ წელიწადს))(ელენემ ასე იცის ხოლმე,იმერულად). ქეთა:მოკლედ.. სახლიდან რომ გავედი ვიღაც ტიპი ამედევნა. გასვლიდან ასე ორ წუთში. ბევრი მიზეზის და გამო მივხვდი მე რომ მომყვებოდა.მაღაზიაში ჩემთან ერთად შემოვიდა და უაზროდ ათვალიერებდა ნივთებს. გამოსვლისას კი მივუბრუნდი და ვუთხარი რატომ მომყვებოდა. ბოლოს მკლავში მწვდა და ამ დროს გამოჩნდა დაჩი. ელენე: ვაიმეე,მერე? ქეთა: გემრიელად უთავაზა და მერე გავაშვებინე. ელენე:რატო გააშვებინე,კარგად უნდა ეცემა! ქეთა:კაი ელე რა. მერე დაიწყო მარტო რატო გამოხვედიო და ეგეთები და მეთქი შენი რა საქმეათქო,ვიჩხუბეთ და წამოვედი. გზაში უკან მომყვებოდა,ჩვენს ეზოში შემოუხვია. მითომ ვინმესთან ჰქონდა საქმე. ელენე: დაჩი,დაჩიი.. მაგრად მოსწონხარ ქეთ. ქეთა: ხო,მაგრამ არ მინდა რა. ელენე:კაი კაი. წავალ ჩაის გაგიკეთებ, ცოტას დამშვიდდები კიდეც. ქეთა:ნეტა ჩვენი ტასო რას შვრება? ელენე: მეც მაინტერესებს,მივწერდი,მაგრამ ჯერ არ მინდა. ხელი არ შევუშალო-თქო ვიფიქრე(იცინის). რა საყვარლები არიან. ალბათ ტასო სულ წითელია(იცინის). ქეთა:ხოო,მოგვესწრო გოგო,მოგვესწრო(იცინის)^^ სანდრო რომელზე მოვა? ელენე: ასე 6 საათისვის. პეჩენიებს გავაკეთებ ეხლა. ქეთა:გავაკეთოთ ერთად რა,ხო იცი მიყვარს ესეთი რაღაცეები. ელენე: კარგი,მოკლედ ვის ოჯახშიც ჩვენ შევალთ რაა(იცინის). ქეთა:ჩემი არ ვიცი,მაგრამ შენ ვის ოჯახშიც შეხვალ ნათელია(იცინის). ელენე:აუ ხოო(ჩაიცინა) და თვალები გაუნათდა. ქეთა:ოხ ოხ,როგორ აუჟუჟუნდა გოგოს თვალები. საკამრისია სანდრო გიხსენოს კაცმა და სიწითლე გეპარება სახეზე^^ ელენე:აუფ(იცინის),ხო,მაგრამ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ, ბოლო ბოლო სიყვარული არ აუხსნია ჯერ. თუმცა ვიცი,რომ რაღაც ნაპერწკალი ჩაუვარდა უკვე გულში. ქეთა:ჩემი სულელი გოგო^^ 1 საათის შემდეგ კი მდივანზე ჩამოვსხედით და მუსიკებს ვუსმენდით,ინტერნეტში შემძვრალები. ელენე ზედა სართულზე ავიდა, ტანსაცმლის გამოსაცვლელად. ამასობაში კი კარზე ზარის ხმაც გაისმა. ვინ თუ არა სანდრო? კარი მე გავაღე,ერთი კაცის მაგივრად ორი შემომრჩა. სანდრო და დაჩი,ორივეს წითელი ვარდები ეჭირა ხელში და დიდი შოკოლადის ასორტი. ეს არაფერი,მაგრამ სრულიად არ მოველოდი დაჩის მოსვლას. მიკვირს როგორ მოვიდა,იმის მერე რაც ვუთხარი. შემოდით(გავუღიმე),თუმცა ჩემი ღიმილის უკან წრფელი ღიმილი არ იმალებოდა. ეს რათქმაუნდა დაჩისთვის,თითქოს გამეხარდა მისი მოსვლაო ყველაფრის და მიუხედავად,მაგრამ არ ვიცოდი რას ვგრძნობდი. ჩემს თავს ხომ ვერ მოვატყუებდი. შემოვიდნენ და მდივანზე ჩამოსხდნენ,ორიოდე წუთის შემდეგ კი ელენეც გამოჩნდა. წითელი,მუხლებს ოდნავ ქვევით, ტანზე მომდგარი ბრეტელებიანი ხავერდით. თმები აეკოსა,მის გრძელ ყელს აკოსილი თმა კიდევ უფრო ამშვენებდა^^ და ამ დროს უნდა გენახათ სანდროს სახე. პირი ღია დარჩენოდა,თვალები კი აცისკროვნებოდა,გაშეშებულიყო.. სანდრო: ელენეე ელენე: რა იყო სანდრო? (გაეცინა). სანდრო:ძალიან ლამაზი ხარ,ძალიან! ელენე:მადლობაა^^ ქეთა:წავალ მე რაღაცეებს გამოვიტან სამზარეულოდან და მივუსხდეთ მაგიდას. ელენე:მოგეხმარები მეც. ქეთა: კარგი,როგორც გინდა. სამზარეულოში შევვარდით,ბავშვური კისკისი აგვიტყდა.. რათქმაუნდა ბედნიერი ელენეს შემყურე. ელენე:ვაიმე,სანდროს სახე დააფიქსირე? ქეთა:კი ელე(გაეღიმა). მიდი ეხლა და მიხედე,რას იტყვიან. ელენე:დაჩი რომ მოიყვანა ხომ არ „გაგიტყდა“? ქეთა:სიმართლე გითხრა,თვითონაც კი არ ვიცი გამიხარდა თუ არა მისი მოსვლა. რაღაცნაირად ვგრძნობ თავს. ელენე: მართლა არ ვიცოდი თუ აპირებდა დაჩის წამოყვანას. რომ მცოდნოდა უარს ვეტყოდი. ქეთა:კაი ელენე რა,არაუშავს. არაფერი მომხდარა)) მიდი გადი ახლა,თორე უხერხულია. ხილი და ტკბილეულობა გავიტანე,მერე კი ნამცვრის დასაჭრელად შევედი სამზარეულოში.დაჩიც შემომყვა.. დაჩი:ქეთა.. ქეთა:რა მოხდა დაჩი? დაჩი: რაღაც მინდა გითხრა და ყურადღებით მომისმინე. ქეთა: ხო გისმენ. (გულში ვფიქრობდი თუ რა უნდა ეთქვა. ყრუდ ვიყავი,ფიქრებში წავედი და ნამცხვარი რომელიც გადმოღებული მქონდა დასაჭრელად დამებუნდა. რა საშინელება იყო! მინდოდა ვიღაც შემოსულიყო და ჩემთვის ეჩქმიტა,რათა მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი). დაჩი: არ ვიცი ამის მერე რას მეტყვი,მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთხელ ვცადო. გულში ვფიქრობდი(გთხოვ არ გინდა. არ დაიწყო თავიდან,მაგრამ ყველაფერი ისე როდია ჩვენ რომ გვინდა). დაჩი:შეიძლება ჩვენი მეგობრობა აქვე დამთავრდეს,ან საოცარი ცვლილება მოხდეს შენი პასუხის შემთხვევაში.(აქ კი მივხვდი რა შემთხვევაში იქნებოდა საოცარი შემთხვევა,რათქმაუნდა მაშინ თუ მე დადებით პასუხს ვეტყოდი). დაჩი: პირველივე ნახვისას შეგამჩნიე და გავიფიქრე შენი ჯერიც დადგა დაჩი-თქო. შენი თაფლისფერი,ხუჭუჭა თმა შეუძლებელია ვინმეს არ მოხვდეს თვალში. შეუძლებელია შენი დიდი მწვანე თვალები ვინმეს გონებაში არ ჩაუვარდეს,შეუძლებელია შენი ბავშვური კისკისი გულში არ ჩაუვარდეს,ისევე როგორც შენი სიტკბოებით სავსე ხმა. ალბათ ხვდები როგორ გადამრია შენზე ფიქრებმა. ყოველი ადამიანის გულში არის იმ მეგობართა გრძნობის ყულაბა, რომელსაც უფრთხილდები, როგორც ხელოვნების ნიმუშს. გეშინია არ ატკინო ან არ აწყენინო. რა მარტივად რთულია ყველაფერი.. ქეთა,მიყვარხარ! ესეც შენი ნამცხვარი,დანა გამისხლტა ხელიდან და თითიდან ცოტაოდენი სისხლი წამსკდა. ოდნავ გამეჭრა,მაგრამ მწარედ ვიგრძენი ყოველივე ეს. შემდეგ კი დაჩი მომმვარდა. ჩემი თითი აიღო და წყალს შემაშვერინა. დაჩი:ძალიან გეტკინა? ქეთა:დაჩი! ვეღარ მოვითმინე და გულში ჩავეკარი. თუმცა არ ვიცოდი ეს იქნებოდა თუ არა ახლის დასაწყისი. ოთახში გავედით,არაფერს ვიმჩნევდი,მაგრამ ელენეს რა გამოეპარებოდა. ყავას დალევთ ბიჭებო? მიაწოდა წინადადება ელენემ. კი დავლევთ,თუ არ შეწუხდებით) თქვა სანდრომ. დამეხმარები ქეთა? (გაიღიმა),კითხვით გადმოვიდა ელენე ჩემთან. მივხვდი,რომ ლაპარაკი უნდოდა და შევედით სამზარეულოში. ელენე:თქვი რა მოხდა შენსა და დაჩის შორის.. ქეთა:რეები მითხრა,რომ მოგესმინა.არ ვიცი რას ვაკეთებ ელე,დამეხმარე რაა. ელენე: არ მეუბნები რა მოხდა და როგორ დაგეხმარო? ქეთა:სიყვარული ამიხსნა,თან ისეთი სიტყვებით დავდნი(გაეცინა). ელენე:ვაიმე, ქეთააა!! მერე? ქეთა:მერე ხელი გავიჭერი,ნამცხვარს ვჭრიდი და ეგ რომ გავიგე დანა გამისხლტა ხელიდან(იცინის). ელენე:შენ ამაზე როგორ გეცინება და ამავდროულად როგორი ბედნიერი ხარ^^ ატყობ? ქეთა: ვაიმე ელე,არ ვიცი რა ვქნა. თუმცა მესიამოვნა მისი სიტყვები. ხო და კიდევ ბოლოს ჩავეხუტე.. უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა და თან რატომღაც მომენტალურად ჩავეხუტე,გაუაზრებლად. ელენე: მზად ხარ გითხრა შენი გრძნობების შესახებ? (იღიმის). რადგან შენ ვერ გაგირკვევია მე გეტყვი. არ თქვა რომ არ მოგწონს დაჩი და შენც გაგიჩნდა რაღაც გრძნობები.. ქეთა:მართალი ხარ(გაიღიმა). ელენე: ხო და თუ მართალი ვარ მიენდე შენს გულს,რაც უნდა გააკეთო იცი. უბრალოდ იყავი ბედნიერი. ქეთა: მიყვარხარ ელენე! ^^ ელენე: მეც მიყვარხარ ქეთო ქალო)) მალე მაგ სიტყვას დაჩის ეტყვი და აესე(იხუმრა). ქეთა:ოხ,ელენე(გაეცინა). ელენე: რა ელენე რა! მიდი გადი და ყავას გამოვიტან. ქეთა:აუ არა რა,უხერხულად ვარ დაჩისთან და ახლა რომ გავიდე უფრო უხერხულად ვიქნებით ორივე. მე გავაკეთებ ყავას. ელენე:კარგი,როგორც გინდა. 5წუთის მერე გავედი ოთახში და გავიტანე ყავა. სინი მაგიდაზე დავდე,თითოეულს თავისი ფინჯანი ყავა მივაწოდე ვინაიდან სიტკბოს რაოდენობით განსხვავდებოდა. დაჩისაც მივაწოდე და თვალებში შემომხედა,შევხედე მეც და გავუღიმე. შეიძლება მიხვდა კიდეც,რომ არ ვიყავი ნაწყენი და ეს გაღიმება ახალი ურთიერთობის დაწყების ნიშანი შესაძლო ყოფილიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.