შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(4)


10-02-2017, 17:46
ავტორი lile-eli
ნანახია 3 382

ძლივს გავათენე, დილით ადრე ავდექი დასვენების დღე მქონდასაბა ძალიან გვიან მოვიდა და ტაქსით კუს-ტბაზე წავედი სარბენად, ბევრი ვირბინე.. ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა, მაგარამ უშედეგოდ.. თერთმეტის ნახევარი იყო საათს რომ დავხედე, ცოტა შევისვენე, წყალი ვიყიდე, ტაქსი გავაჩერე და წამოვედი, ტაქსის მძღოლი მესაუბრებოდა რაღაცას ყურსასმენი მოვიხსენი, მისამართი დააზუსტა.. რადიოში “Nელლყ – Dilemma” სასიამოვნო დრო გამახსენა.. გამეღიმა და უნებურად ავყევი სიმღერას.. ტაქსის მძღომლა გადმომხედა, შემრცხვა ტელეფონს დავუწყე ყურება.. მივწერ მოვიკითახვ მეთქი, მაგრამ თავს ვიკავებდი, არადა სხვას გავამტყუნებდი რასაც ფიქრობ იმას რატომ არ აკეთებ მითუმეტეს ეს თუ გრძნობებს ეხება, ახლა მე ვდგავარ კითხვის წინაშე მივწერო თუ არა?.. სახში მივედი საბა მიდიოდა და გამაფრთხილა სალაპარაკო მაქვს საღამოს ვილაპარაკოთო.. თავი დავუქნიე სად წავალ, მაინც ვერ ავცდები კითხვებზე პასუხს.. წყალი გადავივლე და ანასტასიასთან გავერთე.. ტელეფონზე დამირეკეს კლინიკიდან უარყოფითი პასუხი იყო რეაბილიტოლოგად ვერ დავიწყებ მუშაობას, არადა ჩემი ხელფასი საკამარის არ არის დანაზოგი რაც მაქვს არ მინდა დავხარჯო, დედაჩემის ჩვევა “რავიცი რაში დამჭირდეს”.. მამიდა კი მიგზავნის მაგრამ, როდემდე?.. ძალიან გავბრაზდი, თუმცა რა გამიკვირდა გასაუბრებაზე რეკომენდატორი ვინ გყავსო მკითხეს და არავინ არ მყავდა.. საათს შევხედე თორმეტი გახდა და სიუ რომ არ გამოჩენილა კიდევ უფრო ავფორიაქდი უცებ ავიღე ტელეფონი და მივწერე:
-,,შუადღემშვიდობისა. როგორ ხარ?”
- პასუხი არ მომსვლია.. არ გამოჩენილა, ისევ დაიკარგა.. ცოტა ხანში დავრეკე და გათიშული იყო ტელეფონი.. გონებაში ჩემ თავზე ვბრაზობ, რატომ მომწონს ასეთი ბიჭი ან ზედმეტად უყურადღებოა ან ზედეტად მზრუნველი, ნუთუ შუალედი არ არსებობს.. ალბათ არის ამაში ხიბლი.. ესეთი პიროვნება ჩარლზ ბუკოვსკს მოსწოდა და მე ვინ ვარ.. არაშუალედური იმპულსური და გაუაზრებელი თუმცა ლამაზი..
საბასთან საუბარი რამდენიმე დღით გადაიდო, მივლინებით წავიდა დასავლეთში დიტოსთან ერთად მუშაობს, ,,სიგარეტის” დისტრიბუციაში მუშაობდა საკმაოდ კარგი ანაზღაურებით და “მენეჯერის” პოზიციისთვის საქმეს აცნობენ.. სამშაბათიც გათენდა ვისვენებ, საბას ველოდებით და სადილები მოვუმზადეთ მე და სალომ.. ანასტასიაც იპრანჭება მამას რომელი კაბით უნდა დახვდეს.. სალომემ ცადა საუბრის დაწყება მაგრამ თავი ავარიდე, სათქმელი არც არაფერია.. საბა ძალიან დაღლილი მოვიდა ცოტა განერვიულებულიც ჩანდა, არაფერი არ უთქვამს უხმოდ ეწეოდა სიგარეტს ანასტასიამ ცოტა გაამხიარულა და მეც ჩამოუჯექი გვერდით:
-არ მოგეწონა ახალი საქმე?
-კი როგორ არა. რატო მეკითხები?
-ცუდ ხასიათზე რატომ ხარ?
-ცოტა დავიღალე, შენ როგორ ხარ?
-ნორმალურად.
რაღაც სევდიანად მომეფერა და გამიღიმა.. ასე მაშინ მეფერებოდა ყველაზე ცუდად როცა ვიყავი, მის კალთაში მედო თავი და ცრემლები თავისით მდიოდა.. ჟრუანტელმა დამიარა და წამოვდექი.. სალოც შემოგვიერთდა
-საბა ელის იდეა აქვს..
-აბა გამოუშვი.
შვიდში ვისვენებ “Maroon5”კონცერტზე მიდიან სამსახურიდან გოგონები ჩემი ცვლის და წავიდეთ რა..
-პარასკევს მივდივარ ისევ მივლინებაში აღმოსვლეთში.
-დედამ ანასტასიას დავიტოვებო.
-თქვენ წადით და თუ ადრე ჩამოვედი სამშაბათს პირდაპირ ბათუმში დაგადგებით.
-კარგია. ორშაბათ საღამოს მატარებლით წავალთ, დღე ბათუმს მოვივლით ოთხშაბათ საღამოს ჩამოვალთ, გოგონებმა გაგვიცვალეს მორიგეობა..
-მე ლატომ არ მიგყავართ კონცერტზე?
-ანასტასია მოდი მამი, რატომ და იქ ბევრი ხალხია, ფეხზე უნდა იდგე და დაიღლები.
ოთახიდან გავდიოდი, სბამ დამიძახა მოდი საქმე მაქვსო.. მივედი ვიფიქრე დაკითხვის დრო დადგა.. ისევ ისეთი სევდიანი იყო არაფერი უკითხავს პირდაპირ თხოვნაზე გადავიდა..
-ელი არაფერს არ გეკითხები, რადგან შენ არ გინდა საუბარი. უბრალოდ, გთხოვ შენი და გიგის შორის სანამ სერიოზული ურთიერთობა იქნება, სანამ ამ ურთიერთობას სახელს დაარქმევთ, აღარ შეხვდე, რადგანმისი ცხოვრების წესები შენთვის მიუღებელია..
-რატომ?...
-მამა მეთამაშე ლა..
საბამ პასუხს თავი აარიდა, აშკარად რაღაც მოხდა, მარამ რა?.. დილით სამსახურში წავედი, დიტოს მივწერე და შესვენებაზე ჩემთან დავიბარე სამსახურში, პასუხი არ მოუწერია.. ვიფიქრე რომ ნახავს სმს მოვა, ასეც მოიქცეოდა, მაგრამ არ მოვიდა, ძალიან გავბრაზდი დადავურეკე.. გამორთული ჰქონდა ტელეფონი..საღამოს კი ერთად წავიდნენ ის და საბა მივლინებაში.. სახში ძლივს მივედი ბევრი საქმე იყო სამსახურში, შვებულებები დაიწყო და ეგ კიდევ მართობს თორემ დეპრესიას ვერ ავცდებოდი.. წყალი გადავივლე დავწექი იქნებ დავიძინო, მაგრამ უშედეგოდ წერას შევუდექი.. დიტომ დამირეკა:
-ელი ბოდიში ტელე დამიჯდა ახლა ვნახე სმს..
-არაუშავს.რომ ჩამოხვალ ხომ მნახავ?
-რამე ხომარ გინდა?
-არაფერი. რომ ჩამოხვალ მერე..
დავემშვიდობე, ცოტაც დავწერე.. ძლივს ჩავიძინე.. დილით ვირბინე, Aნასტასია გავასეირნე, ვითამაშეთ და ბევრიც ვიცინეთ.. სალო გასაუბრებაზე იყო წასული.. გოგოები ამოვიდნენ ცოტა ვიცინეთ ნიკაც შემოგვიერთდა, მაგარამ ისე უინტერესოდ მეჩვენებოდა ყველაფერი, საკუთარი თავის გაკიცხვის სურვილი გამიჩნდა.. საკმაოდ კარგად ვერთობით და რატომ მაქვს უკმარისობი გრძნობა.. ერთი სული მაქვს კონცერტის დღე როდის მოვა, ალბათ გავრბივარ ცოტა ხნით ქალაქიდან და საკუთარი თავიდანაც.. დილით საშინლად ცარიელიმა გავიღვიძე, თითქოს არავინ და არაფერი ვიყავი.. უცებ ტაქსი გავაჩერე და მეტროთი გავაგრძელე გზა.. ვიფიქრე გზაში ცოტა გამოვალ, ასე რატომ ვიფიქრე არ ვიცი. Eს რომ არ მიშველიდა ძალიან კარგად ვიცოდი.. ცოტა დამაგვიანდა გოგნები ჩუმად ფუსფუსებდნენ.. საჩქაროდ მოვიცვი კლინიკის ფორმა, რომ მენეჯერის მოსვლამდე მოწესრიგება მომესწრო.. კომპიუტერის კლავიატურაზე იდო ერთი ცალი მინდვრის ყვავილი, ძალიან ლამაზი ცისარტყელას მსგავსად ყველა ფერი იყო, რაღაც უცნაური იშვიათი, ძალიან ლამაზი ყვავილი.. ყვავილს პტარა ბარათი ეკიდა.. ყველა მე მიყურებდა, მელოდნენ როდის ავიღებდი ბარათს.. ფრთხილად ავიღე ყავავილი ბარათი გავშალე.. არ მინდოდა მისგან ყოფილიყო.. არ ვიცი რატომ მაგრამ მერჩივნა უცნობისგან მიმეღო.. იმ წუთში ასეთი სურვილი გამიჩნდა, ალბათ ვიცოდი რომ მენახა წყენა გამივლიდა..
-,,ცუღლუტო მაპატიე... ყველაფერს აგიხსნი” გამეღიმა..
-ელი ვისგან არის?
-არ ვიცი. არ წერია..
-მაპატიეო და არ იცის ვინ არის?..
დავიცინე.. ყვავილი ჩემს ბლოკნოტში ჩავდე.. თან მეღიმებოდა.. უნდა ვაღიარო, წყენამ გამიარა.. შესვენებამ ისე ჩაიარა არავინ გავსულვართ გარეთ, მენეჯერი ცუდ ხასიათზე იყო.. ერთი კარგად “დაგვცოფა” არ ვიცი რაზე.. “გაუთხოვრობის” სინდრომი ალბათ, თუმცა ახლა ეგ აღარავის ჭირს, მითუმეტეს თბილისში.. დღის ბოლოს ისე დაგვღალა მეტყველების უნარი დაგვიკარგა, მხოლოდ ვიცინოდით, რადგან თამუნამ ჩვენი ოქრო ხელმძღვანელის ხასიათი მოირგო და ძალიან კარგადაც.. გამოვლაგდით გარეთ, თამუნა ისევ ოხუნჯობდა სიცილ-კისკისით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ეზოდან გამოსულს მანქანასთან მდგომი დავინახე.. გავჩერდი ვიგრძენი, რომ ძალიან მომენატრა.. სურვილი გამიჩნდა ჩავხუტებოდი, პატარა ქუჩა გადმოჭრა და მოვიდა გადამკოცნა:
-როგრ ხარ?
-კარგად შენ?
-არამიშავს. წამოხვალ?
უხმოდ გავყევი.. გზაში ხმა არ ამომიღია, პერიოდულად გამომხედავდა მივედით რესტორან “კრუიზ”-ში, იქ ყველაფერი ლამაზია! შეკვეთის შემდეგ სცადა აეხსნა..
-ელი. ბოდიში, იმ ღამეს მამა ცუდად გახდა და საავადმყოფოში ვიყავი..
-რატომ რა მოხდა?
-ჰიპერტონიის პირველი სატადია. ლიამ ივაჟკაცა ექიმებთან, მერე ბაქოში რომ არ წავსულიყავი ის შეხვედრა გაუქმდებოდა..
-ახლა როგორ არის?
-უკეთ ხვალ სახში წავიყვან.
-მივლინებამ კარგდ ჩაიარა?
-ჯერ-ჯერობით კი, მერე ვნახოთ.
-რამე შეიძლება შეიცვალოს?
შეკვეთა მოიტანეს, წყალი ვთხოვე მიმტანს, ახლა მშვიდად ყვება, მაგრამ რა გადაიტანა ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არაა.. შემრცხვა, თურმე რა მეწყინა.. ვივახშმეთ, შემომთავაზა გასეირნება, ისევ ზღვაზე ავედით, მანქანა ისევ იმ ადგილას გააჩერა შემომხედა:
-რატომ მოიწყინე?
-მე? არა.
-თუ არ გინდა, არ დაგსვამ საჭესთან, რაღაც მაქვს და..
-აა მინდა.
-მართლა? მოდი..
ვიგრძენი, რომ ესიამოვნა, მეც ძალიან მოვინდომე ყველა დავალებას ყურადღებით ვისმენდი და ვცდილობდი წარამატებით “ჩამებარებინა გამოცდა”.. რამდენჯერმე შეცდომით მომცა მითითება სადაც სიჩქარე უნდა მომეტა მანქანისთვის მუხრუჭი მითხრა და პირიქით, მაგრამ გავპროტესტე.. თან შეშინებულმა პირველად ასე მითხარი, ვიმართლებდი თავს გემრიელად იცინა.. მივხვდი რომ იხუმრა, ძალიან სასაცილო ვიყავი და იცინა, გადავედით მანქანიდან.. მანქანის ცხვირზე ჩამოჯდა, მეც მივუახლოვდი..
-ყოჩაღი გოგო ხარ!
-რატომ დამაბნიე?..
-არ დაბნეულხარ, გამოცდა ჩააბარე!..
გამახსენა ჩემი საქციელი.. თავი უხერხულად ვიგრძენი, როგორ ვაწყენინე, მან კი თავი ისე შეიკავა არც კი მაგრძნობინა.. ფიქრებში გართულს ხელი გამომიწოდა..
-მოდი, რამე მოხდა?
-არა.
-მეჩვენება თუ მოიწყინე?
-შეიძლება მამაშენი ვინახულო?
-კი როგორ არა, მაგარმ ახლა ნახვის საათები დასრულდა, სახში რომ გავიყვან მერე..
-სახში მერიდება ვერ წამოვალ.
-რატომ ხვალ რაღაც უნდა გაჩვენო და არ წამოხვალ?
-სახლში?
-დიახ სახლში, მაგრამ დილით საქმეები მაქვს და მერე.
-არ ვიცი, ანასტასიას მე ვიტოვებ ხვალ.
-ხვალ დაგირეკავ, თუ ტელეფონს ჩავრთავ.
-ტელეფონს რაღა ჭირს?
-დამეწვა. გაეცინა
-როგორ?
-დასატენად დავდე და დაიწვა. ახლა ვიმღეროთ?
საბარგულიდან გიტარა ამოიღო..
-ვაა.. სულ თან დაგაქვს?
-არა.
ისევ ჩამოჯდა მანქანის ცხვირზე და დაკვრა დაიწყო..
-ხომ იმღერებ?
თანხმობის ნიშნადთავი დავუქნიე.. ისევ ,,Dოწნ”ვიმღერეთ, ეს სიმღერა მართლა კარგად გამოგვდის.. “ჩვენი სიმღერაა” გავიფიქრე..
-ახლა შენ იმღერე..
-რომელი?
-შენ რომელიც გინდა, აი გამომართვი.
-დიდი ხანია არ დამიკრავს..
-სცადე.
გამოვართვი გიტარა, გვერდზე ჩამოვუჯექი და დავიწყე დაკვრა “Emeli Sandé - Read All About It”კარგად დავიწყე, მაგრამ მისამღერის დროს აკორდები ამერია, ტემპიდან ამოვარდი, მან ხელის თითების დარტყმით ტემპში დამაბრუნა, თან ამყვა პატარა მონაკვეთზე, დავიბრუნე რიტმიც და ხმაც.. ეს ისე მოხერხებულად გააკეთა, კმაყოფილმა შევხედე.. სიმღერა შევამოკლე და მალევე დავასრულე.. ხელი გადამხვია, თავზე მაკოცა..
-ცოტა ვარჯიში და ძალიან მაგრად იმღერებ..
-ახლა შენ. რომელიც გინდა..
.. და Bruno Mars - When I Was Your Man შესრულა, ტექსტიც სასიამოვნოა და ძალიან ლამაზად მღერის, მას როცა უსმენ მოსმენის სურვილი, უფრო იმატებს, მას აუდიტორიისთვის რომ ემღერა ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იქნებოდა. ცნობილი ვარსკვავი..
-არ შემაფასებ?
-მე შეგაფასო? შენ?
-დიახ შენ! შენი აზრით.
-კარგი ახლავე მოვალ..
ჩანთიდან წვრილი ტუშის კალამი ამოვიღე და მივედი მარცხენა ხელის ცერა თითის გასწვრივ ვარსკვლავი დავუხატე და დავუწერე “★My star boy ★”ლ.გ. გაიღიმა და კმაყოფილმა მკითხა:
-ასე ფიქრობ?
-დიახ. შეიძლება გიტარაზეც დავწერო?
გამომიწოდა გიტარა, ვარსკვლავის გვერდზე დავუწერე..
(”★ შენ ხარ ჩემი ვარსკვლავი! ★” ლ.გ. ) წარწერას რომ შევხედე, მისი ინიციალები გამოვიდა და სრულად დავწერე - ლილე გელოვანი..
-თორემ შენი დაწერილი გამოდის.
კმაყოფილმა შემომხედა, მადლობა გადამიხადა:
-ესეიგი ლილე გქვია? აბა ელი საიდან?
-საბა ბავშვობაში ყველას შებრუნებული სახელებით მოგვმართავდა, დედა-ადე (ადა) იყო, მამა-ამა..
-ლილე მიყვარხარ!
მხოლოდ თვალებში შევხედე, არაფერი მითქვამს.. მისი გამოხედვა ისეთი თბილი და სიყვარყლით სავსე იყო, სულ დამავიწყდა რამე უნდა მეთქვა თუ არა.. ისევ მან განაგრძო
- მინდა საბას დაველაპარაკო, თუ შენ თანახმა ხარ?.
-საბა აქ არ არის.
-როცა ჩამოვა. მე ოთხშაბათს თურქეთში მივდივარ და კვირას საღამოს ჩამოვალ, თან კვირას ბარი უნდა გავხსნათ. იქ ყველა გაიგებს ყველაფერს
-ძალიან კარგი.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე..
-მე ორშაბათს შეიძლება ბათუმში წავიდე.
-ვიცი.
გაეღიმა, შემომხედა ჩემი გაღიმების მიზეზის გარკვევა სცადა..
-რა არის?
-რომელი ჩიტი უნდა დაისაჯოს, ჩემი სახელის არ ცოდნისთვის?..
-ნუ ცუღლუტობ. ახლა ხომ ვიცი.
-არამარტო სახელი..
ღიმილით შემომხედა, ძალიან თბილი და ლამაზი შავი თვალებით..
-წავიდეთ გვიანია..
-კარგი.
-საჭესთან დავჯდე?.
-ოჰო.. ჩემი ცუღლუტი გათამამდა?..
-ცოტა, ცოტა.

გიტარა უკან სავარძელზე დადო, ვღელავდი საჭესთან დაჯდომის გამო.. ნელა, მაგრამ წარმატებით ვიარე, გზასაც და მართვასაც თვითონ მასწავლიდა, უნდა ვაღიარო კარგი ნებისყოფა აქვს, რადგან ყველას ახსნა და მოთმინება არ შეუძლია, მითუმეტეს მამაკაცს.. ჩემს სახლთან, რომ მივედით, კმაყოფილმა გადმომხედა:
-ახლა კი დამიბრუნე ჩემი მანქანა..
-ახლავე, მაგრამ არ შემაფასებ? ჩემგან გამოვა „შუმახერი“?
- უკვე ხარ!...
სიცილით გადავედით მანქანიდან, ხელში ჩანთა ეჭირა..
-ეს შენ! იმედია მოგეწონება..
-მადლობა.
გადავკოცნე და დავემშვიდობე.. სახში მივედი სალო მელოდა, ანასტასიას ეძინა და ცოტა ვსაუბრეთ, ჩანთა რომ დაინახა, დაიყვირა.. თურმე ეს ის სუნამოა საბას რომ სთხოვდა, (Karolina herrera-good girl) უდაოდ კარგი საჩუქარი იყო, მაგრამ ასეთ “ძვირად ღირებულ” საჩუქრებს, რატომღაც არასერიოზულად ვუყურებდი, მგონა ადამიანები ყოველთვის რაღაცის გამოსყიდვის მიზნით ჩუქნიან ერთმანეთს, ან იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ მე მსგავსი საჩუქრების გაკეთების შესაძლებლობა არ მაქვს.. უნდა ვაღირო მესიამოვნა “ძვირიანი” საჩუქარიც კი, ალბათ ის ვინც მოგწონს იმისგან გსიამოვნებს საჩუქარი, რომელსაც ყველა ქალი ერთხმად “ყურადღებას” ვეძახით, ნივთს კი არ აქვს მნიშვნელობა.. რა თქმა უნდა სალოს მოვუყევი ერთად ყოფნის ამბავი, თუმცა პირადულზე საუბარი ძალიან მიჭირს და მოკლედ მოვყევი.. დილით ვირბინე, სახში მისულმა წყალი გადავივლე ანასტასია მოვამზადე ეზოში სასეირნოდ და ახალი სუნამოც “დავაგემოვნეთ” გოგონებმა, კორპუსთან პარკში ვერთობოდით, სიუ საქანელასთან უკნიდან მოვიდა, უნდა ვაღიარო მისი სუნამოს სუნი ვიგრძენი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რადგან მამა სახში უნდა წაეყვანა თან საქმეები ჰქონდა.. ვიცინოდით მე და ანასტასია, ლექსებს ვასწავლიდი და თავისებური ტკბილი ენით ძალიან საყვარელი და სასაცილო იყო..
-კარგად ერთობით დაშეიძლება შემოგიერთდეთ?
-გამარჯობა, როგორ ხარ?
-კარგად შენ? ანასტასია როგორ ხარ?
-კალგად.
-მამაშენი როგორ არის?
-კარგად, უკვე სახშია.
-ძალიან კარგი. ხომ იცი, მისთვის ემოციური დატვირთვა არ შეიძლება..
-კი ვიცი. ლიამ დამმოძღვრა..
-ტელეფონი?
-კი მოვაგვარე..
- სენ დიტო დიასი ლა ხალ?
-ბიძაშვილი. აი შენი მამიკო და ელი რომ არიან ისე..
-დალიან გიყვალს დიტო? ჩემ მამიკოს ელი დალიან უყვალს..
-მეც ძალიან მიყვარს..
მე გამომხედა და თვალი ჩამიკრა.. ანასტასია გადმოსვა საქანელიდან..
-ელი წამოხვალ? ერთი საქმის მოგვარებაში მომეხმარე და მერე გავისეირნოთ..
-ანასტასიას ვერ დავტოვებ, სალო დედამისს გაჰყვა ექიმთან..
-წავიყვანოთ. ანასტასია ჩვენთან ერთად წამოხვალ? ბევრი ბავშვები უნდა ვნახოთ და საჩუქრები ვუყიდოთ.
-მინდა, ელი მინდა, წავიდეთ საჩულები ვიყიდოთ.
-ანასტასია, ჯერ დავიბანოთ, ვისადილოთ და მერე წავიდეთ.
-ახლა მინდა, ალა მშია! ალა!
-ანი მომისმინე! ლამაზად ჩავიცვათ და წავიდეთ, კარგი?
-კალგი.
-სახში ავიდეთ ყავას მოგიმზადებ და ჩვენც მოვემზადებით.
-არა აქ დაგელოდები.
-წამოდი ელის გემლიელი ნამცალი აქვს..
-ხოო? გიყვარს ნამცხვარი?
-კი ელის გაკეთებული, ბებომ ასწავლა..
-განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ყავასთან ერთად არაუსავს..
-არა ელი აქ დაგელოდები, სხვა დროს ამოვალ..
-კარგი.
სალოსგან ნებართვა ავიღე.. Aნასტასია ისეთი აღფროვანებული იყო წინააღმდეგობა არ გაუწევია, ბანაობის შედეგ, გემრიელად ისადილა და გამოეწყო. მეც შორტის ნაცვლად შარვალი ჩავიცვი, თმაც გავიშალე.. ანასტასიას ჩანთა მოვამზადე და ჩავედით ეზოში. სამეზობლო ფუსფუსებდა მანქანამ და ბიჭმა ყურადღება უკვე მიიქცია, საუბარიც შემომესმა, “ამ ბოლო დროს ხშირად ვხედავ აქ, ამ მანქანას” და ასე შემდეგ.. დავსვი Aნასტასია, მეც დავჯექი.. ვაზისუბანში ერთ-ერთ ადგილას სადაც ცხოვრების არანაირი პირობა არ არსებობს იდგა შენობა, რომლიდანაც ოთხი ბავშვი გამოლაგდა, თამაშობდნენ, მათ ახალგაზრდა მამაკაცი გამოჰყვათ, რომელსაც დარდი და ავადმყოფობა ერთდროულად აწუხებდა.. სახეზე სევდა მორეოდა.. გიგმ მანიშნა სახში Aნასტასია არ შემეყვანა, ჩვენ ბავშვებთან ვცადეთ თამაში, თან გავიგეთ რა საჩუქრები უნდოდათ და ორი პატარა სახში იყო დაახლოებით ორი წლის და სამი წლის. Aნასტასიამ ბავშვებთან თამაში დაიწყო, სახლიდან გამოვიდნენ ყველანი, ქალბატონს სიმსივნე ჰქონია და ქიმიის გამო შეუძლოდ იყო, ქალებმა ცალკე ვისაუბრეთ.. ორივემ ცალ-ცალკე დავადგინეთ რა ნივთები და საკვები იყო საჭირო.. სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინტ-”ში ყველა საჭირო და აუცილებელი საკვები, წამლები, ტანსაცმელიც შევარჩიეთ, ანასტასიამ სახატავი და საძერწი მოისურვა ყველასთვის,მას დათუანია “გუდა-გუდა” უყიდა გიგიმ, “ბურთი უნდოდა დიდ ბიჭსო,” ისეთი ემოციური და კმაყოფილი ხმით ყვიროდა, ჩვენც გვახალისებდა, ბევრი ვიცინეთ ვიხუმრეთ კიდეც.. ნაყინი მივირთვით, გიგიმ ანასტასიას ცხვირზე მოუსვა ნაყინი და მოითხოვა ახლა ელისო და გიგი ასეც მოიქცა.. ანასტასიამ დაჟინებით მოითხოვა თამაში მინდაო სათამაშო აპარატებში, რა თქმა უნდა სურვილი შეუსრულდა, ჩვენ ბოულინგის თამაში ვცადეთ, მაგარამ არაფერი გამოვიდა, გიგი მიხსნიდა როგორ უნდა მეთამაშა, მაგრამ უშედეგოდ.. პატარა გიგიმ დაიყოლია საჩუქრების დარიგებაზე და ბედნიერი წამოვედით, ისევ იმ სახლისკენ, რომელშიც მოუთმენლად გველოდნენ.. ბავშვებმაც და დიდიებმაც ძალიან გაიხარეს, Aნასტასიამ საჩუქრები დაურიგა, ხელში აყვანა მთხოვა, დაიღალა მხარზე თავი დამადო და ჩაეძინა, დავემშვიდობე ყველას მანქანაში ჩავჯექი კალთაში ჩავისვი პატარა, მოხერხებულად რომ გაეგრძელებინა ძილი, შევამჩნიე გიგიმ იმ კაცს კონვერტი მისცა.. ალბათ ფული...
წამოვედით გული დამიმძიმდა ასეთ პირობებში, ცხოვრება ბავშვებისათვის კი არა დიდებისთვის არის ძნელი და იქ ექვსი პატარა ცხოვრობს, არანაირი პირობა, ჯანმრთელობის პრობლემა, ყველაფერი თუ რამ პრობლემა არსებობს იქ არის თავმოყრილი, იმ ერთ ოთახში, რომელსაც მათთვის “სახლი” ჰქვია.. ჩვენც მივედით,გიგი სახლში ასვლაში მომეხმარა, ნივთები მან წამოიღო, სალო სახში იყო, შევედით პატარა დავსი საწოლზე და გიგი მისაღებში იჯდა:
-გიგი ბოდიში, დაგღალათ ხომ?
-პირიქით გავერთეთ.
-ზედას გამოვიცვლი და ეხლავე გამოვალ..
-ელი ხომ წამოხვალ?
-ისევ? სად?
-ისევ?!.. (გაეღიმა. ცუდად გამომივიდა თითქოს მე დავიღალე..)
-ჩვენგან რომ დაისვენო არ გინდა?..
-არა!
-სალო წავალ?
-კარგი წადი..
ორივეს გაეცინა, პატარა ბავშვივით ავიღე ნებართვა.. მაისური დამისველდა Aნასტასიას რომ ხელში ეძინა.. გამოვიცვალე და წავედით..
-სად მივდივართ?
-რაღაც უნდა გაჩვენო.
-შენთან სახლში?
თნხმობის ნიშნად თავი დამიქნია.. ძალიან ვნერვიულობდი სახში რომ მივიდე.. უხერხულობისაგან, გავჩუმდი ხმა არ ამომიღია.. ეზოში სხვა მხრიდან შევედით, წვეულებაზე რომ ვიყავით სახლის შესასვლელი სხვა იყო.. სახლი მოშორებით ჩანდა, ჩვენ მივედით დიდ შენობასთან.. ავტო სადგომს გავდა მაგრამ ძალიან დიდი იყო..
-აი აქ არის ყველაფერი..

კარი გააღო და რამდენიმე მანქანა.. ყველა წამყვანი ბრენდის.. ბევრი არ იყო მანქანები, თუმცა ყველა ახალი და საკმაოდ ძვირიანი მანქანა იყო.. ერთმანეთზე მეტად ლამაზი.. საიდან ამდენი და ასეთი მანქანები?? Eს კითხვა გამიჩნდა.. ვიცოდი რომ შეძლებული ოჯახიდან არის რამდენიმე სფეროშიაქვს ბიზნესი, მაგრამ საქართველოში ამდენი ფულითან 25 წლის ასაკში.. ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, მაგრამ იმდენად თბილი და მზრუნველი ადამიანია, მასთან მშვიდად ვგრძნობ თავს.. მანქანებს ჩავუარე და ვაკვირდებოდი საოცარი სილამაზე იყო თავმოყრილი, მანქანებისადმი დიდი სიყვარულით არ გამოვირჩევი, ვერც მოდელებში ვერკვევი, მაგარამ მისმა ავტო პარკმა თავბრუ დამახვია.. მანქანებს შორის იდგა თეთრი “Lexus” შავი ფერით გაფორმებული თუ რაც ქვია არ ვიცი იმდენად ლამაზი იყო “გედივით” იდგა მოდელის დადგენა გადავწყვიტე და მანქანებს შორის შევედი, უკანა ნაწილზე მოდელი წავიკითხე “Lexus IS 350”.. ამ მანქანის შესახებ აუცილებლად მოვიძიებ ინფორმაციას, გავიფიქრე და გავაგრძელე დათვალიერება..
-აბა რას იტყვი?
-ყველა შენია? სულელური კითხვა
-კი.
-საშემოსვლოს რამდენს იხდი? (გემრიელად იცინა)
-ბევრს..
-BMW - ს მოდელი გიყვარს? (მანქანებში ყველაზე მეტი BMW – ე იყო)..
-ასეა.
-“ბაიკს” არ წყალობ?
-კი როგორ არა, აი აქ არის, მაგრამ მხოლოდ ერთი..
-არა! ამის მართვაც იცი?
-კუთხეში მდგარს გადახადა საფარი, გამოაგორა, დაჯდა და მანიშნა დავმჯდარიყავი
-დაჯები?
-არა. არც ეგეთი გამბედავი ვარ...
ჩართო მოტოციკლი და საუბარი არ დამასრულებინა, წელზე ხელი მომხვია და წინ დამისვა.. ვიცინოდი შიშისგან თუ მოულოდნელობისაგან არ ვიცი, მაგარამ არც ისეთი საშიში აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა, გავიარეთ სახლის დიდი ეზო და ეზოს ბოლოს გააჩერა..
-როგორ ხარ?
-კარგად.
-ყოჩაღი გოგო ხარ! მაგრამ არ იცი...
-ხომ მასწავლი?!..
თვალებში გამომწვევად შევეხედე..
-მეკითხები თუ..
-ორივე!..
-ნუ ცუღლუტობ!.. ადექი რაღაც უნდა გაჩვენო.
თავი აარიდა ჩემ გამომწვევ საქციელს.. ავდექი და დავინახე ბაღი, სადაცლამაზი ყვავილები და რამდენიმე ხილის ხე იყო, ყვავილები ერთმანეთისგან განსხვავებული, საოცარი ფერთა გამა, მრავალი ჯიშის ყვავილი.. მრავალი სურნელი ირეოდა და ნიავს სახესთანმოჰქონდა.. თითქოს ყველა სურნელის შეგრძნებაში ნიავიცმეხმარებოდა..
-შეიძლება შევიდე?
-შედი.
-ამას ვინ უვლის? ნუთუ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება?..
-მამა. მას შეუძლია.
ისე თბილი ხმით თქვა.. მამაზე ასე თბილად რომ საუბრობს გული სითბოთი მევსება, ბაღის შესასვლელთან დადაგა, მე კი ბილიკიებზე ფრთხილად გავიარე, თან ყვავილებს ვათვალიერებდი, იქვე ატმის ხეს ტოტები ჰქონდა ჩამოწეული დავეჯახე და ატმის ყვავილების თოვაშიც მოვყევი, გიგის ჩემს დაბნეულობაზე ხალისობდა, შევამჩნიე სურათი გადამიღო.. შევხედე, მაგრამ ფოტოების გადაღებაგააგრძელა.. ატმის ხეს თავი დავაღწიე, ყვავილებით ტკბობა გავაგრძელე, ბაღიდან გამოსვლისას გიგი მოტოციკლს მიყუდებული სურათებს ათვალიერებდა.. სანამ მივიდოდი ფიქრებმა გამიტაცა, ასეთი ადამიანები, მართლა არსებობენ? Aმ ასაკის ახალგაზრდები საქართველოში, თან ასეთი შესაძლებლობის მქონე, სხვაგვარად იქცევიან, ის კი ძალიან კეთილი და მზრუნველია..
-ძალიან ლამაზია ყველაფერი.
-მადლობა.
-მადლობა მამას.. ამას როგორ ახერხებს?
-ამით ცხოვრობს. წამოხვალ სანახავად?
-არა, მერიდება სახში ვერ წამოვალ..
-მკაცრი არ არის, არც უხეში..
-არ მეშინია, ჯერ სახში წამოსვლა ადრეა..
-აბა ახლა სად ხარ?.
-მერე წავიდეთ!
-როგორც იტყვი..
შებრუნდა მოტოციკლზე დასაჯდომად და მოხრილ მკლავზე ხელი მოვკიდე, ჩემსკენ ღიმილით შემობრუნდა..
-მადლობა, რომ ასეთი კეთილი ხარ!
თავი ვერ შევიკავე კისერზე ხელები შემოვხვიე, მინდოდა მისი სითბო მეგრძნო..
-როგორი?..
მან ისე ნაზად მომხვია ორივე ხელი, ჩამეხუტა და თავი მხარზე დამადო, არ ვიცი შეიძლება მომეჩვენა, თითქოს ორივე ერთმანეთის სურნელით ვტკბებოდით, ან ვცდილობდით ამ სურნელის კარგად დამახსოვრებას.. იმ წუთას დავრწმუნდი, რომ ეს ის ადამიანია ვისი მზრუნველობა ნამდვილად მაბედნიერებს.. ხელი გავუშვი გავუღიმე, თმა გავისწორე..
-კეთილი ხომ?..
-და სიმპატიური..
-ნუ ცუღლუტობ!..
ცხვირზე მიჩქმიტა... დაჯდა “ბაიკზე”..
-ისევ გაიძულო, თუ შენი ნებით დაჯდები?..
უკან დავჯექი წელზე ხელები მოვხვიე და საწყის წერტილს დავუბრუნდით..
-ჩემი წასვლის დროა..
-დაიღალე?
-არა.
-წამო მაყვალა დეიდას გემრიელი სადილები დავაგემოვნოთ..
-მერიდება, უხერხულია..
გამიღიმა არაფერი უთქვამს..
-არ გეწყინოს, სხვა დროს, როცა..
-ვიცი, ვიცი.
ჩავსხედით მანქანაში და იგივე გზით დავბრუნდით მთავარი გზისკენ, გასასვლელთან გააჩერა, დაცვასთან მივიდა კარი გააღეს და რომ ჯდებოდა მანქანაში დიდი თაიგული მომაწოდა, ალბათ მინდვრის ყველა ყვავილი ერთად იყო, იმ ბაღში დაკრეფილი.. გაოცებულმა ხმა ძლივს ამოვიღე.. მადლობა გადავუხადე, მაგრამ ალბათ ვერც გაიგო.. მას კი ჩემს გაოცებულ სახეზე გაეღიმა.. რესტორანთან მივედით, მანქანიდან რომ გადმოვდიოდი ხელი გადამხვია და მითხრა:
-ვივახშმოთ და თავს დაგანებებ..
გავუღიმე, ეგ ნამდვილად არ მინდა.. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, ვივახშმეთ, პარალელურად სალო სმს მიგზავნიდა, აღფრთოვანებულ ანასტასიას ვეღარ ვაჩუმებო და მის ტექსებს მიგზავნიდა.. მივხვდი დაინტერესდა ვინ მწერდა, ტუმცა არ უკითხავს:
-ანასტასიას გული უკვე მოიგე..
-ძალიან კარგი..
-სახში წასვლის დროა, თან ქალბატონი მელოდება..
-კარგი წავიდეთ.
სახლთან მივედით, ჩემი თაიგული ჩავიხუტე და კმაყოფილმა დავემშვიდობე.
-დიდი მადლობა.
-ხვალ?
-ხვალაც? შენი მეგობრები შემიძულებენ..
- არა. ხვალ მეგობრებთან ერთად.
-ხვალაც რამე უნდა ვნახო?
-კი, ცოტა განსხვავებული..
-საინტერესოა.. არ ვიცი სალოს უნდა გავყვე, მერე შეიძლება.
-საღამოს ხომ გეცლება?
-კარგი, მაგრამ საჩუქრების გარეშე!..
-რატომ?
გაოცებულმა მკითხა
-შევეჩვევი..
გაიცინა, ერთხელაც მომკლავს ეს ღიმილი ან გადამარჩენს..
-მერე ცუდია?
-ყოველთვის არ არის საჭირო.
-კარგი, როგორც იტყვი..
-კარგად.
-ხვალამდე.

დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ძალიან ბედნიერს და კმაყოფილს მელოდნენ, ყვავილებს მოვუარე, ჩამოუჯექი და ცოტ-ცოტა ყველაფერი მოვყევი, ის რასაც ანასტასია არ შესწრებია დანარჩენი უკვე იცოდა, სალო ჩამეხუტა და მკოცნიდა ასეთი, ბოლოს როდის გნახეო, ცრემლი მოერია.. ანასტასიას ის დათვი ხელში ეჭირა და ათამაშებდა, ყველგან დაჰქონდა ყველა სათამაშოთი ათამაშა, ყავაზეც დაპატიჟა.. ვიხალისეთ სამივემ, ფოტოები გადავუღე, საბას გამოგზავნილ რამდენიმე სმს ვუპასუხე, მანაც მომწერა, მაგარამ არ მითქვამს არაფერი გიგის შესახებ.. მირჩევნია ჯერ გიგი დაელაპარაკოს და მერე უფრო თავისუფლად ვისაუბრებ მასთანაც.. ძალიან ბედნიერმა დავიძინე, ხვალ საღამომდე დრო დიდი მეჩვენებოდა.. დილით, კუს ტბაზე ასასვლელად ტაქსი გამოვიძახე, დედა-შვილს ეძინათ, რომ არ გაღვიზებოდათ დაბლა ლოდინი ვარჩიე.. ეზოში ერთი ბიჭი შემხვდა და მკლავზე ხელი მომკიდა შემაჩერა.. მომიკითხა, ვერ ვიცანი ჩვემი კლასელი დათო იყო, ერთმანეთი მოვიკითხეთ, 20 სექტემბერს ქორწილში დამპატიჟა, მოსაწვევებს დამპირდა ჩემთვის და ჩემი ტრიოსთვისაც.. ტაქსმა დამირეკა, დავემშვიდობე დავითს, გზისკენ გამოვედი... მანქანა რომ დავინახე.. ხელი მკერდზე დავიდე, სიხარულით მეგონა გული ამომივარდებოდა ისე მიცემდა, გადმოვიდა მანქანიდან, გადავკოცნე..

-შენ საჩუქრები აკრძალე, სიურპრიზებზე არაფერი გითქვამს.
-ეს მომწონს..

ტაქსთან მივიდა და გამოძახება გააუქმა, მე მანქანასთან ველოდებოდი, სპორტული ტანსაცმელი ეცვა ესეც ძალიან უხდება, ყველა სტილს იხდენს, ან იმიტომ რომ “ბრენდი” აცვია, როგორც ამას ახლა ამბობენ, ან უბრალოდ იცის როგორ მოირგოს, გული ისევ ისე მიცემდა, ეს ადამიანი კიდევ უფრო მეტად მაოცებს.. ალბათ გაოცებული ვუყირებდი, რომ მოვიდა გაეცინა და მკითხა:
-რა მოხდა?
-არ მითხრა უნდა ირბინო..
-რატომაც არა?
-პატარა ეზო, რომ გაქვს იმიტომ.
-მარტო სირბილი არ მიყვარს..
ავედით კუსტბაზე, ცოტა გავიარეთ გავხურდით და ვირბინეთ, შევეჯიბრეთ კიდეც.. რა თქმა უნდა წავაგე, იშვიათი ვარჯიში თავის კვალს ტოვებს, ვიცინეთ, ვიხალისეთ, ბოლო შეჯიბრზე დამითმო წყალი მომწყურდა და ვეღარ დავრბივარო, მაგრამ წყლის ბოთლი გამოვართვი ცოტა დავასხი მკერდზე, ხელით გავუწმინდე, ჩემი სპორტულის მკლავით ვცადე ამომეშრო წყალი, ბოდიში მოვუხადე..
-ბოდიში, მაგრამ ცხელ გულზე წყალი, არ შეიძლება.
-ცოტას მოვსვამ..
-თუ დამიჭერ მოგცემ..
დამიჭირა და წყალიც დალია, ხელი გადამხვია და გავაგრძელეთ გზა, ადგილი ვაჩვენე სადაც მე და საბა ხშირად ვჩერდებით ხოლმე, ტყის სიცოცხლე იგრძნობა, ხეებზე ჩიტები ფუსფუსებედნენ, სიჩუმე ჩამოვარდა, მეგონა რაღაც აწუხებდა და ვკითხე თან მისი წყალით წყურვილი მოვიკალი..
-რამე მოხდა?
-არაფერი.
-დღეს სად მივდივართ?
-გიორგიმ მანქანა იყიდა და უნდა ავღნიშნოთ.
-კარგია. რა მანქანა? ალბათ bmw.
გაეცინა
-კი m6
-ყოჩაღი ბიჭები ხართ!
ხეს ფოთოლი მოვწყვიტე, უცნაური ფერის გამო.. ვფიქრობდი ფოთოლიც კი ლამაზია, როცა ბედნიერი ხარ! ხესთან რაღაც წარწერა შევნიშნე ვკითხულობდი, მაგრამ ვერ ამოვიკითხე..
-რას გულისხმობ?
-თქვენს შეხედულებებს და მენტალიტეტს!.
- არ არაის ასე, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს.
- შეცდომებს ყველა უშვებს და ეს ახალი არავისთვისაა, ცოტა ბანალურიც კია..
-ალბათ მართალი ხარ.
-დიახ მართალი ვარ, იცი რატომ?
-რატომ?
-ყველას გვაქვს კარგი და ცუდი პეროიდი და ამის შესაბამისად ვიქცევით ყველანი..
-და ადამიანები უნდა მივიღოთ ისეთები როგორებიც არან ხომ?
მან დაასრულა..
-არა ყოველთვის არა!
-ეგ როგორ ვერ გავიგე?..
-მიიღო მაგრამ ერთხელ, ან თუ ძალიან გიყვარს ორჯერ, მაგრამ მესამედ არ უნდა მიიღო, ის უკვე ამას აღარ იმსახურებს!
-საინტერესოა..
ცოტახნის სიჩუმის შემდეგ ისევ მან დაიწყო საუბარი:
-ელი, ის ბიჭი ვინ იყო დილით, რომ ელაპარაკებოდი?
-დათო? ჩემი კლასელი.
ისე უცნაურად მკითხა, გამეცინა.
-ის? კლასელი როგორ არის?
-ხო კლასელი, ბევრმა პლანმა გახადა ესეთი ჭაღარა.
ცოტა ასაკიანის იერი ჰქონდა დათოს, ჩემ სიუს კი ისეთი საყვარელი სახით მიყურებდა კიდევ უფრო მეტად გამეცინა. მიხვდა ჩემი სიცილის მიზეზს, ჩემსკენ წამოვიდა მომიახლოვდა, თან ისეთი გამოხედვა ჰქონდა, სისხლი გამეყინა..
-,,ისე გულიანად იცინოდა, როგორც მას შეეძლო, მთელი არსებით, თითქოს ცეცხლს ეთამაშებაო!..”
-“კასის” მადარებ?
-არა. ლილეს! ვინც სინამდვილეში ხარ!
-წიგნიდან ციტატებს ხშირად იყენებ?
-ყველასთან არა.

მომიახლოვდა, ხეს მივეყუდე, თვალებში მიყურებდა, გამეღიმა ალბათ უფრო შემრცხვა, მისი შავი თვალების ყურება დიდი ხნით ძალიან რთულია, ნიკაპზე ხელი მომიკდა თავი ამაწევინა და თვალებში ყურებას კოცნაც მოჰყვა.. ბედნიერებაა როცა გრძნობ, რომ იმ ადამიანს ეხები.. ვინც შენში გაოცებას, აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას და ყველაზე მთავარს, სიყვარულს იწვევს.. ყოველივე ეს ტანში ჟრუანტელივით მივლიდა, ისე სასიამოვნოდ, რომ ჩემი გულის ცემა ალბას მასაც ესმოდა.. ესეც ცემი პირველი კოცნა! საოცარი სისწრაფით, მარცხენა ხელით ხეს დაეყრდნო, მეორეთი კი თმის საჭერი მომხსნა, თმაგამიშალა ხელით.. ამჯერად მე ვთქვი ციტატა ჩარლზ ბუკოვსკის:
-,,გრძელი შავი თმები ზურგზე სიკვდილის დროშასავით დაეფინა!’’
გაეღიმა, ალბათ ისიც იგივეს ფიქრობდა..
-მიყვარხარ!
თვალებში მიყურებდა, ცდილობდა დამენახა მისი გულწრფელი გამოხედვა.
-მეც მიყვარხარ!
გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და ჩემი თავი მკლავებში მოიქცია.. საოცარი წუთები იყო, რომელიც ძალიან სწრაფად დასრულდა, უფრო სწორად მე დავასრულე.. ჩემი შეძენილი და კარგად ჩამოყალიბებული კომპლექსები თავისას არ იშლიან..
-წავიდეთ, სალო მელოდება.
-კარგი.
გზაში ძაილიან “ნელი” მოძრაობის გამო პატრულმა გაგვაჩერა, სანამ პატრულ-ინსპექტორი, ასე წარგვიდგინა თავი, მოვიდოდა ვიცინოდი და წავიღიღინე ,, hey mister policeman..” მასაც გაეცინა საბუთები გადააწოდა, მეორე თანამშრომელიც მოვიდა, როგორც ჩანს მანქანა იცნო, გიგის გამოელაპარაკა ნაცნობები იყვნენ, გიგი გადავიდა მანქანიდან ისაუბრეს მოიკითხეს ერთმანეთი, მოკლედ გაფრთხილება მისცეს, თუ არ ვცდები “არასწორი მანევრისთვის” და განმეორების შემთხვევაში დააჯარიმებდნენ, რომ ჯდებოდა ისევ წავიმღერე და წავიცეკვე ხელებით..
,,hey mister policeman,i dont want no trouble
i just wanna drop my jiggelin, down to the floor…”
-ნუ ცუღლუტობ!..
ცხვირზე მომიჭირა..
-სალომ მომწერა.
-მალე მივალთ.
-ალბათ ბევრი ჯარიმა გაქვს?
-კი. ბევრი..
სახში მიმიყვანა, საღამოსთვის შევთანხმდით..სპორული ტანსაცმელი გამოვიცვალე.. მე და სალომ საყიდლებზე ბევრი ვიარეთ, ვიხალისეთ კიდეც,ანა ბებოსთან იყო ამიტომ დროც ბევრი გვქონდა.. აქსესურების მაღაზიაში შევედით სალოს თავის ძმისთვის და საბასთვის საჩუქარი უნდოდა, ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა პატარა საკიდმა, ერთი შეხედვით ვერცხლისფერი ბურთი იყო, ფოსფორის ფერიBMჭ- ს ლოგოთი, ეს ბურთი შუაზე იხსნებოდა და კომპასი იყო.. იმდენად მომეწონა, რომ ვიყიდე. რა უცნაურია ადამიანი, არასოდეს შემიხედია მანქანის ლოგოებისთვის, ახლა კი თვალით ყველგან BMW- ს ვეძებ, რომ ვიცი სიუს უყვარს. სალომაც აარჩია საჩუქრები.. ცოტა დავიქანცეთ კიდეც, სახში მივედით სადილები მოვამზადეთ, რადგან საბა რომ სახშია სადილის გარეშე შეუძლებელია, თან მარტო იქნება და გემრიელობები გვამზადეთ, სალო ელაპარაკებოდა და გავახარეთ ჩვენი კაცი.. ისე შესრულდა ათი საათი სიუ არ გამოჩენილა, გამიკვირდა რომ არ შემეხმიანა, თუმცა მეცდაკავებული ვიყავი, ამიტომ არ მიმიწერია.. მივედი ტელეფონი ავიღე რომ მიმეწერა და დამირეკა..
-ჩამოხვალ?
-ახლავე.
-ცოტა თბილად ჩაიცვი, ცივა.
-კარგი.
სალომ წარმატება მისურვა.. მანქანას მიყრდნობილი მელოდებოდა, ვიგრძენი უკვე მენატრებოდა.. დახეული ჯინსი ეცვა და ტყავის ქურთუკი, მეც მსგავს ფორმაში ვიყავი კეტებიც კი ემთხვეოდა, მის ჩაცმულობას ისე შევხედე როგორც მან მე..
-ამაზეც შევთანმხდით ხომ?
-ასე გამოდის.
მანქანაში დამსვა, რომ დაჯდა დაიწყო არ ვიცი თხოვნა იყო, თუ გაფრთხილება..
-ლილე ახლა სადაც მივდივართ შენთვის შეიძლება უცნაური იყოს, ალბათ მიუღებელიც, მაგრამ ეს ის ადგილია სადაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდივართ...
-და ძალიან გიყვართ..
-ასეა.
-სანამ მანქანას დაძრავდა..
-გიგი, რაღაც გიყიდე, იმედია მოგეწონება..
-აბა საჩუქრი...
-ვიცი, ვიცი. ეგ დაივიწყე..
-აუ რა მაგარია. კომპასიც?
-ეს ყოველთვის ჩემთან მოგიყვანს..
-ყოველთვის მოვალ! მადლობა..
ლოყაზე მაკოცა, საკიდი მისი გასაღების აცმას მიემატა.. სიბნელეში მხოლოდ ლოგო ანათებდა..წავედით და რუსთავში აღმოვჩნდით, სადაც რალი იმართება, თუმცა არ ვიცი ოფიციალურად იყვნენ, თუ არა, გამიგია რაღაც კლუბებიც არის მაგრამ ესენი კლუბის წევრები არიან თუ არა არც ეგ ვიცი.. იქ ბიჭები გველოდნენ ყველანი შენაძენის დათვალიერებით იყო გართული, ერთმანეთი მოვიკითხეთ, გიორგის მივულოცე. ლამაზი მანქანა იყო შავი “კუპე”. მანქანას გარშემო უვლიდნენ. გიგიც სხვანაირი იყო, ან მომეჩვენა.. თითქოს უფრო თავისუფალი,უფრო ცელქიც, გიჟIც, რაღაც სხვანაირი, არ ვიცი როგორი სიტყვა შეესაბამება, მაგრამ ერთი ფაქტი იყო, მართლა ბედნიერი და კმაყოფილი სახე ჰქონდა. თავს ისე გრძნობდა როგორც თევზი წყალში... მე კი შეშინებული თაგვივით ვიდექი და ყველას ვუსმენდი, არც ადგილი და არც ეგ საქმე არ მეცნობოდა, ჩემგან ძალიან შორს იყო, ან მე ვიყავი ამ სპორტისგან შორს.. თემომ იკითხა:
-გიო “დრიფტი” იყო უკვე?
-არა ეგ BMW- ს მამამ უნდა ქნას!.
გასაღები გიგის გადაუგდო, გიგიმ დაიჭირა, მანქანის კარი ღია იყო და სიმღერა ისმოდა “Gangsta's Paradise” გამომხედა და ციტატას აყვა ხელით მანიშნა “a re you and me”.. გული შემოხაზა, გავუღიმე მანქანაში ჩაჯდომისას თქვა:
-აბა მოიდი მამასთან!
-ელი გავიდეთ იქეთ დავდგეთ. giorgim miTxra.. მე კი სხვანაირ გიგის ვხედავდი. მოშორებით დავდექით და გიგი მანქანით ისეთ საოცარ “ტრიუკებს” აკეთებდა შიშისაგან გიორგის დავეყრდენი, მსგავსი რამ მხოლოდ ვიდეო რგოლებში მაქვს ნანახი ისიც საბას თხოვნით.. საბურავების ბოლში მანქანის ფარები, როგორც მონსტრი ისე იყურებოდა.. თავიდან გავიფიქრე ისევ იმ ვიდეოს ვუყურებ, მაგრამ აუდიტორიის შეძახილებმა გამომაფხიზლა, ოვაციებით მივხვდი, რომ ძალიან მაგარია.. ბოლოს სანამ მანქანა გაჩერდებოდა საბურავებმა ცეცხლის ნაპერწკლები გადმოაფრქვია, შეშინებულმა გიორგის ამოვეფარე, გიორგიმ დამამშვიდა.
-მორჩა უკვე.. გიგი, აბა როგორია?
-მაგარია, გილოცავ ძმაო! სულ მწვანეზე!
ჩვენს შეკრებას სამი გოგო შემოუერთდა, მარიც დემეს მეუღლე, მათაც მიულოცეს გიორგის და ერთ-ერთმა გიორგის სთხოვა შეჯიბრზე მანქანაში დაჯდებოდა, გიორგიმ მე შემომხედა, არ ვიცი რატომ ალბათ ჩემი რეაქცია აინტერესებდა, გოგონებიც რომ იღებენ რბოლაში მონაწილეობას და შემოთავაზებას დათანხმდა.. მეორე კი ნიკას შეუთანხმდა, გიგიმ მე შემომხედა რას იტყვიო თვალებით მკითხა, ალბათ ძალიან შეშეინებული ვუყურებდი თან ჩემსკენ წამოსულს თვალებითვე ვთხოვდი არას..
-კარგი კარგი ნუ გეშინია. დღეს მხოლოდ გვიყურე.
სახეზე მომეფერა, ამიტომ მარიმ ჩემთან დარჩენის სურვილი გამოთქვა, თემოც მოვიდა ყველაფერი მაზად არის და დავიწყოთო, წამიყვანა ადგილას საიდანაც სანახაობა უნდა მენახა.. თემოს და მარის ჩააბარა ჩემი თავი, მარტო რომ არ ვყოფილიყავი, მანაქანები განალაგეს და უნდა დაეწყოთ რბოლა (დრიფტი), მაგრამ ხმაური ატყდა, კარგად არ ისმოდა რაც გავარკვიე ის იყო რომ ვიღაცას მონაწილეობის უფლებას არ აძლევნენ.. დამშვიდნენ და რბოლაც დაიწყეს.. თემო და მარი ჩემთან იყვნენ, სანახაობა დაიწყო, გაიქცნენ მანქანები და სიბნელეში დადგა ბოლი რომელშიც მანქანის შუქები ჩანდა მხოლოდ, ისმოდა ყველა მანქანის ძრავის გამაყრუებელი ხმა, შეძახილებითა და ოვაციებით მივხვდი რომ კარგად მართავდნენ მანქანებს, მაგრამ იმას მართვა არ ჰქვია.. ის სიგიჟე იყო! ალბათ მანქანაში როცა ხარ კარგია და არის რაღაც სასიამოვნო, მაგრამ როცა უყურებ, მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთს გაივლის და მორჩა. თემო ძალიან ცდილობდა კომენტარებით ჩემს გართობას, მაგრამ ისეთი დაძაბული ვიყავი თემოს ხუმრობებზე არ მეცინებოდა.. ერთი რაც დამამახსოვრდა ის იყო, რომ გიგი არავის ისვამს მანქანაში და შენ იმიტომ არ შემოგთავაზაო, ნიშნის მოგებით მითხრა. ეს ბიჭი ვერ მალავს რომ არ მოვწონვარ.. როგორც იქნა ბოლში ჯერ მანქანების ფარები გამოჩდნენ, შემდეგ თვითონ რბოლელები.. ისეთი კმაყოფილი და ბედნიერი მოდიოდა, ასეთი გიგი არ მინახავს.. განიხილეს გიორგის მანქანა, ის რომ კარგად დადის მეორე ადგილი პირველ რბოლაზე კარგი შედეგია, შემდეგ “წრეზე” გიგი ხუმრობით პირველი ადგილის დათმობას დაპირდა, მაგრამ გიორგიმ გააპროტესტა.. ბევრი იხუმრეს მეორე ეტაპისთვის მომზადებას შეუდგნენ, გიგის დაუძახეს ის ტიპი ისევ აქ არისო და ყველანი გავიდნენ აყალმაყალის თავიდან აცილების მიზნით.. მე და მარი დავრჩით.. ერთი ბიჭი მოდის იქ სადაც ჩვენ ვიდექით და გაცოფებული ბილწსიტყვაობდა, მეორემ ანიშნა გოგონები არიან აქ და გაჩუმდიო, ამაზე კიდე უფრო გაცოფდა:
-იყონ მერე! თუ არ მოსწონთ წავიდნენ!.
-მარი, წავიდეთ რა..
-ეი ლამაზო, მე თქვენ გიცნობთ!
-ბოდიში მე ვერ გიცანით, ალბათ გეშლებით..
-არა, არა. გახსოვთ ლილოს გზაზე ბიჭები, რომ ჩხუბობდნენ? აი ის ვარ! და დიდი მადლობა იმ დღისთის.
-გასაგებია, არაფერს.
-მე სოსო მქვია.
-ძალიან კარგი, ნახვამდის!
მკლავით დამიჭირა და მკითხა:
-შენ სახელს არ მეტყვი?
-არა!
-ხელი გაუშვი შე ნაძი*ა, ელი როგორ ხარ?
მოგვარდა გიგი და მეკითხებოდა როგორ ვიყავ.. უცებ სოსომ შეაბრუნა თავისკენ და მუშტი დაარტყა ვერ გავიგე რატომ, თუმცა დააყოლა სიტყვაც და გასაგებიც გახდა..
-შენ ვინ ხარ რომ მიწყვიტავ, ვის დაველაპარაკო და სად ვიყო!..
გიგიმ პასუხი დაუბრუნა მუშტით..
-უნდა იცოდე სად როგორ მოიქცე და არავინ არაფერს დაგიშლის! ჩემსას კი ნურაფერს შეეხები!
გიგის ვთხოვე თავი დაენებებინა და მეტი არ დაურტყამს. გამაკვირვა, მისმა თავშეკავებულობამ.. ისეთი სახე ჰქონდა..
-მოქცევას რომ ისწავლი, მერე მოდი ჩემთან, ამას კი მეორედ უმადლოდე სიცოცხლეს, შე ნაძირალა!..
გავიფიქრე, თავი ჩემს გამო შეიკავა, მე ხომ წინ ვედექი და არ გავუშვი, წასვლაზე დავიყოლიე, წარბიდან სისხლი სდიოდა სალფეთქი მისცა მარიმ ხელი გადამხვია, თემოც მოვიდა გასარკვევად რა მოხდა.. იმ ბიჭმა კი, გიგის ბოლომდე გამწარება მოინდომა:
-ეი ჩემპიონო, დედაშენი მომიკითხე!..
-დედაჩემის საფლავზე უნდა დაგკლა შე “სი*”! და მისკენ გაიქცა გიგი
-აი ახლა მართლა მოკლავს..



№1  offline წევრი LSD

Exla wavikitxee otxive tvaii daa dzaan momewonaa❤️❤️ Tavebic sakmarusac didia tan arc igvianeb❤️❤️Dzaansakvarlebi arian ertad es ornii ❤️❤️ Arafris fasad arahewkvitoo es istoriaaa ❤️❤️ Geli shemdeg tavit aba shenici warmatebebi❤️❤️

 


№2  offline წევრი lile-eli

ძალიან დიდი მადლობა. არა არ შევწყვიტავ და ძალიან დიდი ისტორიაა.. გამიხარდება თუ ბოლომდე გამომყვები და წაიკითხავ.:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent