ის,რაც არ მეკუთვნოდა (თავი 4)
მთელი კვირა მარიამი არ მშორდებოდა გვერდიდან,თან გამუდმებით წუწუნებდა,თუ როგორი დაბდურა ვიყავი და რომ მეორედ მარტო სავარჯიშოდ აღარ გამიშვებდა.მეც განებივრებული ყოველ წამს აქეთ-იქით დავარბენინებდი,ხან რა მინდებოდა და ხან რა.მარიამი ის ერთადერი იყო,რომელიც არასდროს მტოვებდა და ვუყვარდი ისეთი როგორიც ვიყავი.გულიმწყდებოდა,რომ თითქმის ერთი კვირა სრულდებოდა და გეგას ჩემი ამბავი არც უკითხავს,არც დაურეკავს,არც სანახავად მოსულა.თუმცა,რას ველოდებოდი ცოლიანი კაცისგან და თან როგორი ცოლის პატრონისგან.გული მწიწკნიდა,მარიამისგანაც არაფერი ისმოდა ახალი,ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე: -დარბაზში არავინ მომიკითხა? -კი,როგორ არა.გიორგი ყოველდღე მეკითხება შენ ამბავს,ამოსვლაც უნდოდა მაგრამ მოერიდა-მისი სახელის ხსენებაზე დავინახე როგორ გაუკრთა ღიმილი. -მერე ვერ მოკიდე ხელი და ძალით ვერ მოიყვანე?რომელი კუნთი არ გაქვს?-მეც გამეცინა და თან ხელი საჯდომზე მივკარი. -გიორგი იქით იყოს და გეგა დღეში ათჯერ გკითხულობს,რას აკეთებ,რას ჭამ და ასე შემდეგ-მისი სახელის ხსენებაზე ვიგრძენი როგორ დამიბუჟდა სხეული,მერე გული აჩქარდა და სანამ რამის თქმას მოვახერხებდი,მარიამმა უდარდელა განაგრძო ლაპარაკი-როგორი ყურადღებიანი კაცია,ვგიჟდები მის მამაკაცურ თვისებებზე-ცოტაც და ვიცოდი მარიამი ჩემს გრძნობებს ფარდას ახდიდა,ამიტომ სასწრაფოდ შევცვალე თემა. -მის მამაკაცურ თვისებებზე გიჟდები,მაგრამ გიორგის აღმერთებ ხო?-სიცილით მივახალე სიმართლე პირში. -რააა? გიორგი რა შუაშია ვერ ვხვდები!-ისე გაიკვირვა,თითქოს მკვლელობაში სდებდნენ ბრალს,მაგრამ ჩემ დასერიოზებულ მზერას რომ წააწყდა,მიხვდა უკან ვეღარ დაიხევდა. იმ დღეს მე და მარიმმა ბევრი ვილაპარაკეთ,გამოვტეხე რომ გიორგი მოწონდა და მისი გულის მოსაგები გეგმაც კი შევიმუშავეთ.მართალია,ვიცოდი,რომ ვაჟბატონსაც მოწონდა ჩემი დაქალი,მაგრამ დროებით ჩუმად ყოფნა ვამჯობინე.ჩემი პირადი გეგმა მქონდა ამ ორთან დაკავშირებით. მეორე დღეს დილით ადრე გავემზადე,რადგან ექიმთან მიწევდა წასვლა კონსულტაციაზე.წვალებით ძლივს ჩავიცვი ტანსაცმელი,თმა მაღლა ავიწიე და მარიამის ზარის მოლოდინში ტელევიზორს დავუწყე წვალება.მანაც არ დააგვიანა და კარზე ზარის ხმა გაისმა,რადგან სიარული შედარებით შემეძლო,კასტილებით მივღოღდი კარებამდე,სწრაფად გავაღე და არც შემიხედავს მოსული მარიამისთვის ისე გავბრუნდი უკან. -მოდი მარიამ,მოკლედ დამტანჯა ამ ფეხმა,ძლივს ჩავიცვი ტანსაცმელი. -მერე შეგეძლო დამლოდებოდი,სიამოვნებით ჩაგაცმევდი-მისი ხმის გაგონებაზე მოულოდნელობისგან შევხტი.გული სწრაფად ამიძგერდა და რომ არა ხელში მაგრად ჩაჭერილი კასტილები,ალბათ ძირს მოვადენდი ზღართანს.სწრაფად მივტრიალდი მისკენ და მონატრებულ სახეს დავუწყე ყურება. -გეგაა? აქ რას აკეთებ? -მარიამი სამსახურიდან უფროსმა არ გამოუშვა და ვიღაცას ხომ უნდა წაეყვანე ექიმთან-მაცდურად გამიღიმა და მისაღებში მდგარ სავარძელში ისე ჩაჯდა თითქოს დიდი ხნის მეგობარი ყოფილიყოს.რომ მიხვდა მისი იქ ყოფნით,როგორი დაბნეული ვიყავი ისევ თვითონ გააგრძელა ლაპარაკი. -ამ ერთხელ გპატიობ,ისიც იმიტომ რომ ავად ხარ. -და რას მპატიობ?-წარბაწეულმა გავხედე. -სტუმარ კაცს რომ არაფრით მიმასპინძლდები. -მერე მე არ დამიპატიჟებიხართ მეწვიეთ სტუმრადთქო!-უკვე გაღიზიანება მატულობდა ჩემში. -დაუპატიჟებელ სტუმრებზე არაფერი გსმენია?მოკლედ,ამაზე პასუხს სხვა დროს მოგთხოვ,ახლა კი წავედით.ექიმი გველოდება! -მე შენთან ერთად არსად წამოვალ! -ძალიან კარგი,შეგიძლია სახლში დარჩე და კიდევ ერთი კვირა ელოდო მარიამს-ვითომც არაფერიო ისე მითხრა,გვერდით ჩამიარა და კარებში გაუჩინარდა.მივხვდი რომ ბავშვივით გაჯიუტებას აზრი არ ქონდა,ამიტომ კასტილების კაკუნით უკან მივყევი.კარებში გასული რომ დამინახა,სახეზე კმაყოფილი ღიმილი აიკრა და დამელოდა სანამ კარს ჩავკეტავდი.მერე გზა განაგრძო,ისე რომ უკან არც მოუხედავს.მე კიდე გაოცებული ვუყურებდი,თუ ორი ხელჯოხის ამარა როგორ დამტოვა მეშვიდე სართულზე.ეს მგონი მეხუმრებოდა ან სპეციალურად თამაშობდა ჩემს ნერვებზე.მერე გადავწყვიტე,რომ მარტოც კარგად შევძლებდი კიბეებზე ჩასვლას.ამიტომ ხელჯოხს მყარად დავეყრდენი და ნელ-ნელა დავიწყე ჩასვლა.თან წინ ნელა მიმავალ მუტრუკს ვლანძღავდი. -იდიოტი,თავხედი!თავი ვინ გგონია,რას მოდიოდა თუ არ შეეძლო წესივრად დამხმარებოდა! აი მარიამ,ეგეც შენი ნაქები უფროსი,ნამდვილი მუტრუკი აღმოჩნდა! -იცი ელენე,მესმის რასაც ამბობ და თუ ენას კბილს არ დააჭერ,ჩემი ხერხებით გაგაჩუმებ-უცებ მომაძახა,თან რამდენიმე საფეხურით ზევით ამოვიდა,მერე ხელში ამიტაცა,კასტილები მეორე ხელში დაიჭირა და სწრაფად ჩამიყვანა პირველ სართულზე.მანქანაში ჩამსვა და რემენიც თავისი ხელით შემიკრა.მე კიდევ მონუსხული ვუყურებდი მის ყველა მოქმედებას და მინდოდა მის გარუჯულ კანს ტუჩებით შევხებოდი.მისი ცხელი სუნთქვა კისერთან მეგრძნო და გრძელი თითებით ტუჩის კონტურები მოეხაზა.ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო და ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა,მერე კიდევ უფრო ახლოს მოიწია და მარჯვენა ხელში ჩემი სახე მოიმწყვდია.ყოველ წამს ველოდი,როდის შეეხებოდა მისი თხელი ტუჩები ჩემსას და როგორ გადმოვიდა მისი მუხტი ჩემს სხეულში.ცოტა ხანი თვალებში მიყურება,შემდეგ კმაყოფილების ღიმილი გამოესახა,თითქოს ჩემს თვალებში ის დაიჭერა რისი დანახვაც სურდაო.ხელი სწრაფად შემიშვა და თავის ადგილი დაიკავა.მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია,არც მე ვიწუხებდი თავს ინიციატივის გამოჩენით,მხოლოდ რამდენჯერმე გამექცა მზერა მისი კალიცოსკენ.ვიფიქრე იქნებ შესაფერისი დრო არის,რომ ცოლზე რამე ვკითხოთქო.მაგრამ ვერ გავბედე,ალბათ მეშინოდა რომ პასუხად იმას არ მივიღებდი,რისი მოსმენაც მინდოდა.რეალობამ შემაკრთო და იმდენად ამიტანა შიშმა,რომ კალიცოსკენაც ვეღარ ვაპარებდი თვალს. ექიმმა გამსინჯა და გახარებულმა მომახსენა,რომ ფეხი უკვე გამოჯანმრთელებული იყო,სიარულს კი ერთ კვირაში თავისუფლად შევძლებდი.კიდევ იმის გაგონებამ,რომ მომდევნო რამდენიმე დღე სახლში უნდა ვმჯდარიყავი ხასიათი გამიფუჭა.გეგამ ისევ მანქანამდე მიმიყვანა ხელით და სახლის გზას დავადექით. -რატომ ხარ უხასიათოდ?ფეხი გტკივა?-ისეთი მზრუნველი მომეჩვენა იმ წამს რომ ლამის ჩავეხუტე. -არა,უბრალოდ... -რა უბრალოდ? -აღარ მინდა მთელი ერთი კვირა სახლში ვიჯდე ისევ,თან მარტო! -მერე ამიტომ ხარ ასე? ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეგვიძლია! -მართლა? როგორ?-გახარებულმა იმხელა ხმაზე შევკივლე,რომ გეგას სიცილი აუვარდა. -რა პატარა ბავშვივით ხარ ელენე. -მე ბავშვი არ ვარ,საკმაოდ ზრდსარული ქალი ვარ-გაცხარებული წელში გავსწორდი და ყელი მოვიღერე. -არა,ხარ! აი ახლაც ბავშვივით იქცევი-გაღიმებულმა გადმომხედა და ცალი ხელით თმა ამიჩეჩა.მე კიდევ უკმაყოფილოდ ავბურდღუნდი და თმის დალაგებას შევეცადე-მოკლედ საღამოობით გამოგივლი ხოლმე და სადაც მიბრძანებ იქ წაგიყვან. მისმა წინადადებამ მომენტალურად აღმაფრთოვანა,სიხარულით წამიერად ცაში ავფრინდი და სანამ რეალობას არ შევეჯახებოდი,ვერ მივხვდი რომ ეს შეუძლებელი იყო.დავუშვათ დავთანხმებოდი მის შემოთავაზებას,მევლო ყოველ საღამოს სხვადსხვა ადგილებში მასთან ერთად და ამით რას მივაღწევდი? ნამუსს კიდევ უფრო დავიმძიმებდი,ცოდვას კიდევ ახალს დავუმატებდი,ეს ერთი კვირა გეგას მივეჩვეოდი,მასზე კიდევ უფრო გადავირეოდი და ბუხ! ერთი კვირის შემდეგ ორივე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებოდით,ის თავის ქალღმერთთან წავიდოდა,მე კი ისევ ჩემს ცარიელ სახლში ვიქნებოდი.ყველაფერი გავიზრე და მივხვდი,რომ წამიერი სიამოვნებისთვის არ ღირდა მთელი ცხოვრების დანგრევა. -მადლობა დიდი გეგა,მაგრამ ვერ დაგთანხმდები! -რატომ?-გაკვირვებული ჩანდა ჩემი პასუხით. -უბრალოდ არ შემიძლია და ვსიო!- არც მას აღარ გამოუდია თავი ხვეწნით.მხოლოდ სახლამდე მიმიყვანა,ამჯერად კარებამდე მატარა ხელით,შინ აღარ შემოსულა,მხოლოდ გამიღიმა და სანამ გაბრუნდებოდა დავაწიე სიტყვა. -დიდი მადლობა გეგა ყველაფრისთვის და ბოდიში რომ ჩემ გამო ასე შეწუხდი! -არაფრის ელენე-უკვე კიბეებზე მიმავლმა ამომძახა და მალევე გაუჩინარდა. პ.ს. სულ მოუთმენლად გელით სიყვარულებო! დღეს არ მქონდა მუზა,მაგრამ მაინც შევეცადე რაღაც დამეწერა :დდდდ [left][/left] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.