Love is...(2)
"უსასრულოდ დაელოდები თუკი ზუსტად იცი, რომ მოვა..." თავი 2 კარადის წინ ვდგავარ "დიდი დილემის" წინაშე. კაბა თუ შარვალი? ჩემი ნება, რომ იყოს "თუ"ს ავირჩევდი, მაგრამ ეგ ხომ არ გამოვა ამიტომ რომელი ავირჩიო??? უი აი იდეაც: -კაწენკააა.-რუსული აქცენტით დავუძახე. -ქეთა ვიცვამმმ! -აუ კაწ დამეხმარე რაა. -ევააააა-იმან ევას გაძახა. არა კაცო რა ზარმაცია, მაგრამ ეხლა გეგას თუ არ გაეპრანჭა ისე როგორ ტიშტოოო! -ჰააა-ეხლა შეწუხებულმა ევამაც ამოიღო ხმა. -აუ ევაჩკა მოდი რა დამეხმარე ზარმაცია ისსსს.-გავძახე შუბლშეჭმუხნულმა. -მოვქრივააარ.-გიჟი სახით შემომიღო კარები ევაჩკამ. -რა გჭირს?-წარბაწეულმა ვკითხე. -გოგო , რომ ვიცვლიდი მე...ისა...მე ვიცვლიდი და მე კარები ღია და მე... -ოოო ევა ნუ იბნევი და ნუ ლაპარაკობ თათრის ბავშვივით ამოიღე ხმა! -მოკლედ გეტყვი ხო! ოთახში ვიყავი საცვლების ამარა და კარი, რომ გაიღო მეთქი ან ქეთაა ან კაწენკა თქო და აღარც შემიხედავს ისე ვყვებოდი რაღაც ამბავს იმ ბექაზე და თურმე გიგი ყოფილა...ხოდა როგორც გითხარი საცვლებში ვიყავი და განა გავაგდე ან რამე გავაკეთე მივეყინე ადგილს და კაკრას შენ დამიძახე ისე გადამარჩინე , რომ აი პროსტა არვიცი რა! როგორ ხარ ესეთი სასწაული ქეთუშ? შენ, რომ არა ვიდგებოდი ეხლა იქ სულელივით.-ჩამკოცნა ისე უცბად , რომ თვალებ გადმოკარკლული ვუყურებდი.-ხო სად ვიყავით? ისა რა გინდოდა ქეთ? -ევა კაბა ჩავიცვა თუ შარვალი და ტოპი?-ჯერ კიდევ ფიქრებში მყოფმა ვუთხარი...იქ ისე უნდა გავაჩალიჩო, რომ ლოგინებს , რომ გადავანაწილებ ევა და გიგი ერთად მოხვდნენ. საერთოდ როგორ მომნატრებია ყველა , მაგრამ არ ვარ სენტიმენტალური , არ შემიძლია ეს უაზრო ცრემლების ღვრა ან რა საჭიროა ისედაც ხომ ხვდებიან , რომ მომენატრნენ? თან ჩვენ ხომ განსხვავებული "სასტავი" ვართ რა საჭიროა ეს უაზრო ბანალურობა. -ქეთა...შენ უნდა ჩაიცვააააა...ოოოო რაც გინდა ის ჩაიცვი რა.-ხელი აიქნია და წავიდა. აი დაქალიც ასეთი უნდა ხო? კეთილი და ისეთი ყველაფერში , რომ გეხმარება, მაგრამ ისე დააბნია გიგიმ მიკვირს ციგნის კაბა არ შემომტენა რამე. მოკლედ რა ვქნა ახლა? ოოო რად მინდა აგარაკზე კაბა? ჩავიცვამ დახეულ ჯინსს და ტოპს რა. ასე და ამრიგად გადმოვიღე-ცისფერი დახეული ჯინსი, შავი ისეთი ტოპი ლიფს , რომ ჰგავს...ღმერთო ჩემო რა ჰქვია ვერასდროს ვიხსენებ მოკლედ ლიფის სტილშია თხელი ნაჭრისგანაა შეკერილი და შემოტკეცილია რა და რაღათქმაუნდა კონვერსები, თავზე კოსა დავიდე ზემოთ აწეული და ასე და ამრიგად ძალიან ჩვეულებრივად , მაგრამ მაინც ლამაზად მაცვია და გამოვიყურები. მაკიაჟს თითქმის არასდროს ვხმარობ. აი რათ მინდა მაკიაჟი როდესაც ცისფერი თვალები მაქვს, ქერა თმა მაქვს და სისხლისფერი ტუჩები? არ მინდა რა არ მიყვარს და რა გავაკეთო. კანიც შოკოლადისფერი მაქვს ამიტომ არც ხელოვნური ზაგრები, პუდრები , ტონალურები და მთელი ამბები არ მჭირდება საბედნიეროდ. ესეც ასე -მზადა ვააარ.-გავგორდი ოთახიდან. -მეეეეც.-გამომძახა კაწენკამ. -მეცააა.-ევაჩკა. -აუ მანქანებში გადავნაწილდეთ რაა.-ევაჩკა. -ერთად ვერ დავეტევით?-მე. -ოოო კალთაში უნდა ჩავუჯდეთ ერთმანეთს და მაგას ჯობს თითოს მანქანაში ორ-ორი ჩავჯდეთ.-რის მიღწევას ცდილობ კაწენკა? აჰაჰ, გინდა, რომ შენ და გეგა მარტო მოხვდეთ მანქანაში ხო? კაიიი. -კაი.-ვუთხარი მე.-გეგა და კაწენკა ერთად მიდიაან.-სწრაფად მივაყარე და კაწენკას გაღიმებული და მადლიერი სახე , რომ დავინახე მზერით ვანიშნე "მერე მომიყვები ყველაფერს" თქვა. - ევა და გიგი ერთად მიდიხააართ.-ეხლა ევას გავხედე მაცდური ღიმილით და შემდეგ გიგის , ეხლა გიგიმ შემომხედა ისე ლამის გამოიქცა და ჩამკოცნა იქვე . -და შესაბამისად მე და სანდრო, ხოდა იცოდეთ, რომ გოგონებო , რომ ჩავალთ ჩვენ საჭმელი უნდა გავაკეთოთ და რაღაცეები უნდა მოგიყვეთ ამერიკის ამბებზე მეე.-ვუთხარი და ამით ვანიშნე როგორც კი ჩავალთ დაერჭობით სამზარეულოში და მომიყვებით ყველაფერს თქო. -კაი ქეთა.-კაწენკა. -როგორც გენებოს მბრძანებელო.-ხელი გამომიწოდა გიგიმ. -ხელის ჩამორთმევა არ მინდა რევერანსიც საკმარისი იქნება გიგილო! -გიგილოს განახებ მე შენ!-გამიბრაზდა ვაჟბატონი. -ევა დამეხმარეე. -გიგი წავედიიით.-ცხვირწინ ხელი აუფრიალა ევაჩკამ და მოლბა მაშინვე გიგილოც. წავიდნენ და ჩაჯდნენ ყველანი მე და სანდროც ჩავჯექით. მმმმ რა კარგი სიმღერები აქვს ამ ბიჭს... -სიმღერის ჩართვა მოსულა?-მე. მომკალი და ასეთი უკომპლექსო ვარ ხომ ეხლა გავიცანი, მაგრამ არ ? არავისი არ მრცხვენია მე და რაც გინდა ის თქვით. -მოსულა.-ჩავრთე "sing it back" და ჩემი არაჩვეულებრივი ხმით ავყევი. ისე შევიჭერი სიმღერაში ვისღა ახსოვდა სანდრო. როდესაც ვმღერი ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება სიმღერის გარდა. ყველაზე დიდი ნიჭია როდესაც ძალიან მაგარი ხმა გაქვს და ძალიან მაგრად მღერი განა შეიძლება ინატრო რამე უკეთესი? უბრალოდ ცუდია , რომ გიტარაზე დაკვრა არვიცი...მასეთი შეყვარებული მჭირდება გიტარაზე , რომ უკრავს და ვსო ავეწყობით. კაწენკასთან და გეგასთან: სიმღერა გვაქვს ჩართული და მშვიდად მივდივართ. -დემეტრე როგორაა?-დემეტრე ჩემი ყოფილია, მაგრამ ამან არ იცის , რომ უკვე ყოფილია. -რავი ალბათ კარგად. ნინა?-ნინა გეგას გადატყლარწული შეყვარებულია. -დავიჯერო არ იცი როგორ არის დემეტრე? -რატომ?-ღმერთო ჩემო რამდენ კითხვებს სვამს , მაგრამ არაფრით ვეტყვი, რომ დავშორდი: -მშვენივრადაა დემეტრე და მოგიკითხა კიდეც.-გავუღიმე-ნინა როგორ არის? -ნინას რამდენი ხანია დავშორდი. -აბა ეხლა ვინაა? ნატა, ანა , ლინდა, ლიზა, ნუცა თუ ნიცა? -მაქედან არცერთი.-ისე თვალისმომჭრელად გამიღიმა მარტო ამან , რომ იცის.-ჯერჯერობით არავინ არ არის , ვისვენებ. -ანუ ჯერჯერობით არავინ და უბრალო ნა*ები ხო? -დაახლოებით . -გავგლეჯდი ახლა , რომ შემეძლოს გეგას. ტელეზე სმს მომივიდა და ამან გადამარჩინა "დემეტრე" მწერს. აუ ამას ხომ ვუთხარი თავი დამანებე თქვა ბიჭო თქოო? რა ჯანდაბა დარჩა და რა უნდა საერთოდ ? ! "kawia sad xar ?! shen saxltan var da shenma mezobelma vigac bichtan ertad wavidao. ras kvia vigac bichi?!"-ოპაა, დაიწყო ამან ეჭვიანი შეყვარებულივით ჭედვები , არადა მე ხომ ვუთხარი, რომ გშორდები თქო? რა უნდა? არ ვაპირებ პასუხის გაცემას რა! ქეთასთან: მე და ევა ზუსტად ერთნაირები ვართ, აი ტყუპები ვართ შინაგანად რა, თორემ ისე ის ქალბატონი წითური ანგელოზია. ისევ გავაგრძელე სიმღერა. ჩავედით ურააა! -ხალხნო , რომ შევალთ ახალი ამბავი უნდა გითხრააათ.-დავიყვირე ყველას გასაგონად? -რა ამბავი?-გიგი. -ხალხნო ქეთა გვითხოვდება. გაგვიფრინდა ჩიტი ბუდიდან.-არარსებული ცრემლები მოიწმინდა კაწენკამ. -ჰა ? აბა არავინ მიყვარსო? -ოოო მოგიყვებით თქო მაცალეთ რა! შეეთრიეთ ეხლა სახლში და კაწენკა შენ ენას ამოგაცლი. წურბელა ხარ რა! სისხლისმსმელოო! -შენზე დიდი წურბელა ვინ ვართ აქ? ნევროზი დამმართე ამ ფილარმონია ქალს.-ევა. -ისე ევა გიხდებოდა შავი საცვლები.-თვალი ჩაუკრა გიგიმ და ევამაც არ დააკლო მწარე რეპლიკა: -შენ წარმოიდგინე ვიცი. უთქვამს ერთს უკვე.-ეხლა ევამ ჩაუკრა თვალი და დატოვა სიბრაზისგან ვენებდაბერილი გიგი გარეთ . ოჰოო აქ კარგი არაფერი მოხდებაააა. შევედით და ჩამოჯდა ყველა ერთმანეთის მიყოლებით მელოდებოდნენ როდის ვიტყოდი მიზეზს თუ რატომ მიწევდა გათხოვება . მე რაც შემიძლია ვწელავ მოსალოდნელ საუბარს და პარკებში ვიყურები რომლებიც გიგიმ შემოიტანა: -მმმმ....სალაააა.... -ქეთა გელოდებით.-კაწენკა. -ისა ხო. ე.ი იქ , რომ წავედი ავიღე იქაური მოქალაქეობა ხოდა საქართველოს მოქალაქეობა აღარ მაქვს ეხლა. არ მაქვს უფლება , რომ აქ 1 წელზე მეტ ხანს დავრჩე მე კიდევ წასვლა აღარ მინდა. თქვენ კარგად იცით იმისათვის, რომ აქედან ამერიკაში არ გამაძევონ მჭირდება მოქალაქეობა, მოქალაქეობას კი დაქორწინება ჭირდება შესაბამისად ყველაფერი ახსნილია. გავთხოვდები ყველანაირი ცერემონიის გარეშე მოვაწერ ხელს, ავიღებ მწვანე ბარათს და გავშორდები იმ უბედურს ვისზეც დავქორწინდები.-ყველა სულგანაბული მისმენდა სანდრო კი ფიქრობდა. -ეხლავე მოგიყვან ცოლად ქეთუშ!-წამოხტა გეგა და ხელში ამიტაცა.-სულელო დამსვი.-კაწიას სახეზე ლამის ჩავბჟირდი. -მე მოგიყვან ცოლად ოღონდ ერთი პირობით.-ძლივს ხმა ამოიღო ბ.ალექსანდრემ. -პირობებით დაჟე? -დიდი არაფერია. -ააააბააა გისმენ. -ცოტახანი მოგიწევს ჩემი საცოლის როლის შესრულება, მერე დავქორწინდებით და სადღაც 1 თვე ვერ გავშორდებით. -კაიი.-მე არანაირ პრობლემას არ წარმომიდგენს სანდროს ცოლობა. -სანდრო დედაშენმა ისევ დაიწყო?-გიგი. -ხოო, ცოლი უნდა მოიყვანო და მთელი ამბები და ვერ გაიგო , რომ არ მიყვარს არავინ ვახ! ამხელა კაცი ხარ ან საერთოდ რა კაცი 23 წლის ვარ. ისეთი სამსახური გაქვს პაპარაცები დაგზდევენ და ხომ უნდა გყავდეს ცოლი და კაროჩე რა!-გამოსცრა სანდრომ. -ვახ ჩემი!-გაშტერებულმა ვთქვი რამაც ყველას სიცილი გამოიწვია.-მოიცა და როდიდან ვიწყებთ სპექტაკლს? -აქედან , რომ ჩავალთ გაგაცნობ ნინეს და ირაკლის. -ვინებს?-გავოცდი. -ჩემ მშობლებს. ისე შეიძლება კოცნა მოგიწიოს ან რამე მსგავსი და, რომ იცოდე რა... -არ არის პრობლემა მსგავსი წვრილმანები.-უყოყმანოდ ვუთხარი და დავჯექი.-დღეს მაგრად უნდა დავთვრე ჩემი ჩამოსვლის პირველი დღეა და თან დღეს ხელი მთხოვეს-კაწიამ გადაიკისკისა-ამიტომ დღეს უნდა დავთვრე და იმდენი უნდა დავლიო რაც ამერიკაშიც კი არ დამილევია! -ეხლა დავიჯერო კლუბებში არ სვავდი მარკთან ერთად?-წარბები ამითამაშა ევამ. -რათქმაუნდა ვსვამდი და მერე მარკს და სებასტიანს მივათრევდი სახლში ისინი ჩემზე მეტს სვამდნენ და ....-გამეცინა მთვრალი მარკის და სებასტიანის გახსენებაზე. -კარგი, მზა საჭმელები ვიყიდეთ და ამოვალაგოთ.-დავიწყეთ სუფრის გაშლა თან დინამიკებზე სიმღერა გვქონდა ჩართული და ალაგებისას სხეულს ვაყოლებდით. გიგი ისე უყურებდა ევას შემეცოდა და ლამის მის მაგივრად ავუხსენი ევას სიყვარული. ჩუმად ჩავჩურჩულე ევას: -შენი რომეო თვალს არ გაშორებს ევაჩკა. -ქეთა კაი რააა...მოიცა მართლა?-უცბად მიხედვა დააპირა ხელი , რომ ჩავავლე.-შენი აზრით ეხლა , რომ გაიხედო ნორმალური იქნება?! -კაი ხოო.-თქვა და თვალი მაინც გააპარა. -ევა თქო! -ხო, კაი, კაი ეხლა კაწიას მიხედე მე თავი დამანებე რა კუპიდონ! -კაწწწწ. კაწენკააა. -ხოო ქეთუშ. -ტვალეტში მინდა მე შესვლა და , რომ რამე დაკარგული არ გეგონო ხო? -კაი ქეთა.-ტვალეტში გავედი რაღაც თავბრუ მეხვევა. შევედი და კარები გადავრაზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ღმერთო როგორ მეხვევა თავბრუუუ.....წონასწორობას ვეღარ ვიკავებ და იქვე ვიკეცები რაღაც წავაქციე. -მმმმ-ვკვნესი და საფეთქელს ვიზილავ. ფუ შენი ინჰალატორი მჭირდება! სულ დამავიწყდა ამერიკაში ექიმთან , რომ ვიყავი...მე ხომ ჰაერის უკმარისობა მჭირს! რამ გამომაშტერა! ჩემი სული იცლება და ყველაფერი თან მიაქვს. კარებზე კაკუნი მესმის: -ქეთააა რა გჭირს? ქეთააააა.-უკვე კივილზე გადადის კაწია. -კაწ.-ამოვიხავლე. ინჰალატორი ჩანთაში მაქვს .... თუ წამოვიღე საერთოდ... , რომ ვერ გააღეს შემოამტვრიეს კარები და ასეთ მდგომარეობაში , რომ დამინახეს როგორ ვეგდე ძირს მანდ ხომ გააფრინეს. სანდრომ ამიყვანა ხელში თუ არ ვცდები არაფერი მახსოვს კარგად და მიმიყვანა დივნამდე. იქ დამსვეს: -ქეთა რა გჭირს? ქეთა ხმა ამოიღე რა..-ტიროდა კაწია. -ინჰალატორი მაქვს ჩანთაში.-ძალიან ხმადაბლა ვთქვი , მაგრამ სანდრომ გაიგო -ქეთას ჩანთა მოიტანეთ სწრაფად.-კაწიას და ევას უთხრა. ევამ მოიტანა და ძლივს მომცეს ინჰალატორი. ამოვისუნთქე ძლივს და გონებაც განთავისუფლდა ნადებისგან. წამოვჯექი დივანზე -გოგო არ უნდა გეთქვა ჰაერის უკმარისობა თუ გჭირდა?!-კაწენკა. -როდის გაიგე?-ევა. -ხალხნო ბევრ შეკითხვას სვამთ. ამერიკაში გავიგე ექიმთან დანარჩენი არაფერი არ მკითხოთ.-ჯერ ისევ სუსტი ხმით ვთქვი. -აბა გავერთოთ ეხლა -წამოვდექი და მაგიდას მივუჯექი. -ქეთა დარწმუნებული ხარ?-შეშინებულმა იკითხა კაწიამ. -სრულიად კაწენკა.-სუსტად გავუღიმე და ვოდკას "ვეცი". აბა ბავშვებო რას იტყვით? ბევრს არ მოსწონს მხოლოდ 7 ლაიქი ჰქონდა , მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ვაპირებ განვავითარო ეს მოთხრობა იმიტომ, რომ სერიოზული გეგმები მაქვს და არავის გამო არ ჩავშლი. მე ამ მოთხრობებს არ ვწერ იმის გამო , რომ ვინმეს აზრი მოვისმინო ნუ მომწონს თუ ვიგებ თქვენ აზრს , მაგრამ სიმართლე ის არის , რომ მე უბრალოდ მომწონს წერა და ერთი დღეს ვერ გავძლებ ლეპტოპში მაინც , რომ არ დავწერო ისტორია. ამისთვის დავიბადე ასე მგონია <3 მიყვარხართ შოკოლადებო <3 ხვალამდე <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.