შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ასეც მიყვარხარ (თავი 15 და 16)


11-02-2017, 00:12
ნანახია 1 850

ქორწილი 2 საათზე დამთავრდა. იქ ყოფნის განმავლობაში სულ თვალებს ვაცეცებდი რომ ლუკა მესხისთვის სადმე კუთხეში მაინც მომეკრა თვალი. ბავშვობის მეგობრის ქორწილშიც კი არ მოვიდა. ასე როგორ დაივიწყა ყველა და ყველაფერი?! ადგა წავიდა და უკან ჩამოგვიტოვა მეც, მომავლის სიყვარული და წარსული ცხოვრებაც.. ეს იყო მისთვის გამოსავალი!.. ასე დანებდა ის. ჰოდა ჩემთვის ის იქნება გამოსავალი რასაც გავაკეთებ. ასე დავნებდები მეც.
ბევრი ვიცეკვე მაგრამ ვატოს სურვილს დავემორჩილე და ბევრი არ დამილევია. აკოსთან ერთადაც ვიცეკვე თუმცა მათი საუბრის შემდეგ თავის შეკავება ვცადე მასთან ზედმეტი სიახლოვისგან. სანამ ჩემს შეკითხვებს ზუსტი პასუხები არ გაეცემა მანამდე არაფერს მოვიმოქმედებ.
ვინ არის აკო?!
ვატომ სახლში მიგვიყვანა მე და ანი. მანქანაში ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.
-ამიხსენი! -ვუბრძანე სამზარეულოში წყლის დასალევად შესვლისას როგორც კი სახლში მივედით
-პირველ რიგში დამავიწყდა მეთქვა დღეს ორივე რომ ულამაზესები ხართ! -თქვა და მაგიდის კიდეს ერთი ხელით ჩამოეყრდნო.
-მადლობა საყვარელო! -თბილად უთხრა ანიმ. -
-მალე დაიწყე ვატო -ვუთხარი მოუთმენლად.
-მოკლედ აკო დვალი... ეს ის დვალია ლუკასთან რომ აქვს პრობლემები. დაჭრილიც ხო იყო მესხი.. ჰოდა მაგან დაჭრა. აი ეგაა ლუკას მოსისხლე მტერი..
-სერიოზულად?! -მთელი სერიოზულობით ვკითხე და ჩავფიქრდი.
-ჩემს ბიჭს ვფიცავარ!.. -ანის მუცელს ნაზად აკოცა მან.
-და რა გინდა ამით რომ თქვა.. -ინტერესით ვკითხე.
-ის რომ ფრთხილად იყავი! -მზრუნველი ტონი გამოიყენა.
-რას გულისხმობ?! -ჩემი გამომეტყველება საყვედურს და ოდნავ სიბრაზესაც გამოხატავდა
-მოკლედ არ ღირს მასთან საქმის დაჭერა და დაახლოვება..
-რადგანაც ლუკას მტერია?! -ირონიულად ჩამეცინა მე.
-მარტო ამის გამო არა.. მოკლედ არაა კარგი ბიჭი!
-ჩემთან მისი "ცუდი ბიჭობა" არ გამოუმჟღავნებია ამიტომ მე მაპატიეთ და ვიცი ჩემი გადაწყვეტილების სისწორე.
-და ლუკამაც ხომ აგიხსნა ყველაფერი და მეც. როგორ გგონია სწორია მასთან ურთიერთობა?!
-და თუ ვუყვარვარ?! -ცალი წარბის აწევით ვუთხარი
-და იქნებ არ უყვარხარ?! -მკაცრად მკითხა.
-მისმინე! მესხის და დვალის კამათი ჩემი საქმე არაა. აქ სიყვარულია მთავარი და არა დაპირისპირება ორ მხარეს შორის! რომლის მიზეზიც მე არ ვარ!
-დამიჯერე უკვე ხარ! -დაასკვნა მან.
-ანი შენ რაღას ფიქრობ?! -ამჯერად მას შევუტრიალდი.
-ზუსტად იგივეს რასაც ჩემი ქმარი. -დამწუხრებულმა თქვა. თითქოს არ უნდოდა ამის თქმა მაგრამ მოუწია.
-ჰმ.. -ირონიულად ჩავიბურტყუნე და ჩანთა ავიღე.
-მოკლედ თუ ჩემი მეგობრები ხართ გვერდში დამიდექით თუ არადა მე მაცადეთ! -მტკიცედ ვუთხარი და კარისკენ წავედი.
-და თავად თუ გიყვარს?! -დამისვა რიტორიკული შეკითხვა ვატომ. რაზეც პასუხი მხოლოდდამხოლოდ უარყოფითია.. კითხვა რომელზეც არსებობს პასუხი, უბრალოდ მე არ შემიძლია ვაღიარო.
-ყველაფერს დრო გვიჩვენებს!.. -კარის სახელური ჩამოვწიე და არც შევტრიალებურვარ ისე ვუპასუხე. მერე კი უბრალოდ ზღურბლს გადავაბიჯე და კარი მკაცრად გავიხურე.
-აი ესაა ნინა! ესაა შენი ცხოვრება! -კარს რომ გავცდი სწორედ მაშინ გავიგე ზურგს უკან მისი ხმა. -შენ თვითონ ქმნი შენს უბედურებას! -სახლიდან გამომძახა მან.
კიდევ 6 თვე ლუკა მესხის გარეშე. აკო დვალთან ერთად..
მორიგი ოთხი თვე ვატოს და ანის შეწუხებული სახეების შემყურე. იმის გამო რომ მე აკოსთან ვარ.. ანის გაზრდილი მუცელი და ვატოს ბედნიერება. მზადება პატარა ბიჭისათვის. უემოციოდ ნათქვამი "მიყვარხარ!" და უემოციო ჩახუტება რომელიც არაფერს მახსენებს გარდა ლუკა მესხის მონატრებისა და გახსენებისა..
-ცოლად გამომყვები ნინა?! -ერთ მორიგ დღეს როცა კაფეში ვისხედით ეს შეკითხვა დაისვა. გაურკვევლობით მოცული შეკითხვა... ჯიბიდან წითელი პატარა ყუთი ამოიღო. ცალ მუხლზე დადგა და ბეჭედი იმედიანი გამომეტყველებით გამომიწოდა..
-ბატონო?! -დაბნეულმა წარმოვთქვი როცა ჩემკენ მომართული უამრავი ადამიანის მოუთმენლობით აღსავსე მზერა დავინახე.
-სრული სერიოზულობით გეკითხები ნინა.. 6 თვეა რაც გიცნობ და მინდა კიდევ უამრავი 6 თვე გავატაროთ ერთად.. უზომოდ ბედნიერი ვარ შენთან ყოფნის დროს. ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის ისე მიყვარხარ. რაც დაგინახე მაშინვე მომეწონე.. და მოვლენები ისე განვითარდა შემიყვარდი კიდეც. გაღიმებულს რომ გხედავ გული მინათდება!
ვფიქრობ ეს 6 თვეც საკმარისი იყო იმის დასამტკიცებლად რომ შენ საუკეთესო ხარ!! -გაოგნებული ვუსმენდი მას.. ფეხზე წამოვდექი რადგან უხერხული სიტუაცია შეიქმნა.
იმედიანი მზერა ისევ ჩემკენ მომართა და ხალხის აღტაცებაც შევამჩნიე.
-მე... -წარმოვთქვი დაბნეულად.
-მოკლედ მითხარი ნინა. გამომყვები ცოლად თუ არა?!
ტყუილი! ეს რაღა ჯანდაბაა?! ალბათ ადამიანს ცხოვრებას რომ უნადგურებს ის.. ზოგმა არც კი იცის ამის მნიშვნელობა და უბრალოდ ამბობს. მთავარია თქვას და რა მნიშვნელობა აქვს ვისთვის რა ზიანის მომტანია! შეიძლება ვივარაუდოთ რომ ტყუილი ორნაირია.. კეთილი და ბოროტი! მე კი ამ სისულელის არ მჯერა. არანაირად! ეს ისეთი რამაა გინდ კეთილი იყოს და გინდ ბოროტი მაინც ტკივილი მოაქვს ადამიანისთვის. რა მნიშვნელობა აქვს ახლა თუ 100 წლის შემდეგ?! ის მაინც საშინელებაა.
მცირე ტყუილიც კი ოდესმე მაინც გამჟღავნდება რადგან ამ სამყაროში მას დასამალი ადგილი არ აქვს. ის მხოლოდ ცოტახნით თუ იცხოვრებს, მერე მას სიმართლე შეცვლის. შეცვლის და ის გაქრება... გაქრება სამუდამოდ!
ზოგი ამ ტყუილს თავისი ბედნიერებისთვის იყენებს და სხვისი უბედურებით განსაზღვრავს. ზოგს კი სხვისი ბედნიერება უხარია!
არსებობენ ადამიანები რომელთაც ტყუილის თქმის დროს მიმიკები ამჟღავნებთ.. ნერვიული მიმიკები! ან წარბის ათამაშება, ყურების და ლოყების აწითლება, ღიმილი, ან თუნდაც ხელების უნებლიე მოძრაობა. სწორედ ამიტომაცაა რომ ის ვერსად და ვერასოდეს დაიმალება!... მეც ვიცრუე ცხოვრებაში! მაგრამ ბოლოს უბრალოდ კი არ გამჟღავნდა, მეტიც.. უბედურება მომიტანა!
-კი! -ვუპასუხე რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. მაგრამ ამ წამების განმავლობაში ერთხელაც კი არ დავფიქრებულვარ მის შეკითხვაზე. უბრალოდ მინდოდა უხერხული სიტუაციისგან თავი დამეღწია და სულელური პასუხი წამოვროშე.. და ყველაზე ცუდი რა არის?! ეს პასუხი არც მინანია!
-მიყვარხარ ნინა! -ფეხზე წამოდგა აკო და თბილად ჩამეხუტა.
-მეც.. -აი გამოჩნდა ჩემი სიცრუეც. მსუბუქად მოვხვიე ხელები მას და მალევე მოვშორდი.
თითზე ფრთხილად მომარგო ბეჭედი და მაკოცა..
-ქორწილი სამ კვირაში კარგი?! -ბედნიერად დაიწყო, როცა ხალხი ისევ მიმოიფანტა და ჩვენ მაგიდას მივუსხედით.
-კარგი.. -უმნიშვნელოდ და ყალბი ღიმილით დავეთანხმე მას. ვუსმენდი მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. სხვაგან რა.. ლუკასთან!
-სადაც შენ გინდა იქ ვიქორწინოთ ხო?! -ისევ ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა.
-კარგი.. -არც კი ვთვლიდი დასაფიქრებლად მის კითხვებს
-ვთხოვდები! -ყალბი ბედნიერებით ვუთხარი ვატოს და ანის როცა მათთან ვიყავი.
-რა მაგარია! -წამოიძახა აღტაცებულმა ანიმ და ჩამეხუტა.
-თხოვდები ნინა?! -შეცხადებით იკითხა ვატომ და ტელევიზორი გამორთო.
-კი..
-მერე?! -ცალი წარბის აწევით თქვა.
-და რაიმე შეცდომას ხედავ ამაში?! -გავიკვირვე მე.
-კი -დამეთანხმა ის.
-რას?! -გაღიზიანებულმა ვკითხე და ტახტზე უკმაყოფილო სახით ჩამოვჯექი.
-არასწორად იქცევი ნინა. -ვაშლი მოკბიჩა და ისე მითხრა.
-რატომ ვიქცევი ვატო არასწორად?! რა მიზეზებს მისახელებ?! -გაბრაზება გამოვხატე
-ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი.. შენ ის არ გიყვარს! -მტკიცედ მიპასუხა.
-მიყვარს! -მორიგი სიცრუე..
-იცი მაინც ვის მიყვები ცოლად?! რანაირად გიყვარს?! 6 თვის ნაცნობობას მხოლოდ სახელის, გვარის და ასაკის ცოდნა ამტკიცებს?!
-აკო დვალს. ვიცნობ მე მას.. -თავი დავხარე.
-იცნობ?! იცი მისი საყვარელი ფერი?! იცი მისი საყვარელი მუსიკა?! იცი მისი ჩვევები?! ცნობ მის ხასიათს?! და აი ასე უბრალოდ ყვავილების და ტკბილეულის ჩუქებით შეგიყვარდა?!
-მარტო მაგაში არაა საქმე! ასე რომ ვიმსჯელოთ ლუკაზე ყველაფერი მაგრამ შენც იცი რაც მოხდა! -გავუბრაზდი მას.
-აჰაამ... აი ახლა მიგიხვდი ნინა! მესხს უხდი სამაგიეროს არა?! გამოგივიდა კიდეც! ამით შენ ყველაზე მტკივნეულ ადგილას აჭერ ფეხს.
-რა სამაგიერო საერთოდ რაზე ლაპარაკობ. -ფეხზე ავდექი
-უბედურებას რატომ ელოდები?! თავად შექმენი ბედნიერება!..
-როგორ შევქმნა! როგორ?! ლუკა წავიდა!!
-არ გაყვე დვალს ცოლად! -მუდარით მითხრა მან.
-მაინც სად არსებობს ეს დაუწერელი კანონი რომ მე მხოლოდ იმიტომ არ უნდა გავყვე დვალს რომ ლუკას მტერია?!
-მარტო ამიტომ არა!
-აბა კიდევ რა მიზეზია ვატო?! -დავუყვირე მას
-ის რომ არ უყვარხარ! -სწრაფად და თითქოს დაუფიქრებლად მიპასუხა მან.
-მატყუებს?! ნუ ცდილობ ჩემს გადარწმუნებას. მე ვიცი რასაც ვაკეთებ.. -მტკიცე ტონით ვუთხარი
-შეიძლება სულაც ლუკასთვის სამაგიეროს გადახდისთვისაა შენთან.
-სისულელეა! შენ რაღას ფიქრობ ანი?! -მისკენ შევტრიალდი.
-რას უნდა ვფიქრობდე. მთავარია შენ იყო ბედნიერი! არ მინდა რომ აკოს ცოლად გაყვე მაგრამ... როგორც სწორად თვლი ისე მოიქეცი... -დამწუხრებულმა თქვა
-ჩვენ შენი ბედნიერება გვსურს ნინა! ამით ვხარობთ ჩვენც.. -თქვა ვატომ და მხარზე ხელი დამადო.
-რაღაც ეჭვი მეპარება. მაშინ რატომ მიშლით ამაში ხელს?! -ვკითხე საყვედურით.
-იმიტომ რომ უბედური იქნები!
-უკვე ვარ!!! -სწრაფად და ხმამაღლა ვთქვი.
-კარგი მაშინ რა გამოსავალს პოულობ ამ ქორწინებაში?! უბედურებისგან თავს აღწევ და ბედნიერებისკენ მიდიხარ?! -ნერვიულად ჩაეცინა და ტახტზე ჩამოჯდა
-და ლუკამ რა გამოსავალი იპოვა წასვლაში?! -კითხვა ირონიულად შევუბრუნე.
-მე მირჩევნია მასთან ვიყო ვისაც ვუყვარვარ ვიდრე იმასთან ვინც სიგიჟემდე მიყვარს და მიმატოვებს! -მტკიცედ დავასკვენი და ამჯერად საბოლოოდ დავუშვი რომ ლუკა მესხის დაბრუნების იმედი აღარ მქონდა!..
-იცი რა არის შენი მთავარი პრობლემა?! არც კი ცდილობ ბედნიერება დაუშვა შენს ცხოვრებაში! -თვალებში ჩამხედა.
-ყველანაირად ვეცადე! -დავიყვირე -ვცდილობდი მაგრამ ამის მცდელობის მაგალითმა უბრალოდ დამტოვა.. -ყვირილითვე დავამთავრე.
-სულ შეიცვალე! -თავზე ხელები შემოიწყო ვატომ.
-ლუკამ შემცვალა.. -ათრთოლებული და ტირილნარევი ხმით წარმოვთქვი.
-ლუკამ კი არა დვალმა შეგცვალა! -ბრაზით მომმართა.
-მოკლედ ან ჩემს გვერდით იდექით ან დამივიწყეთ და მაცადეთ მშვიდად ცხოვრება!!!
-ქორწილი როდისაა?! -მოულოდნელად წამოჭრა თემა ანიმ.
-3 კვირაში.. -სწრაფად ვუპასუხე.
-გადაიფიქრე გთხოვ! -მთხოვდა ვატო. -თქვი უარი! ყველასთვის ასე აჯობებს..
-კარგად მიცნობთ და იცით რომ არ ვარ ისეთი დღეს რომ კი ვთქვა და ხვალ არა. ამიტომ ნუ ეცდებით ჩემს გადარწმუნებას.
-იცოდე ვერ დავუშვებ შენს ტანჯვას!
-მესხს რატომ დააშვებინე?!
-არ შეიძლება ყოველ სიტყვაში მისი სახელი რომ არ ახსენო? თუ ის შენთვის მნიშვნელოვანი აღარაა?!
რაღაცას უეჭველი მოვიმოქმედებთ. სხვები თუ არა მე აუცილებლად!
-მაინც გავყვები ცოლად.
-ჰოდა ჩვენ არ მოვდივართ ქორწილში! ანისი არ ვიცი მაგრამ მე არ წამოვალ. როგორ გგონია ჩემი ძმაკაცის მოსისხლე მტრის ქორწილში ასე მშვიდად ვიჯდები?!
-როგორც გინდათ.. -ვთქვი და კარისკენ წავედი.
-მაშინაც ძმაკაცი იყო ასე უბრალოდ რომ დაგტოვათ?!
-რაც გინდა ის ქენი! -თქვა და მისაღებიდან გავიდა.
მე კი მათი სახლიდან გამოვედი და ჩემი სახლისკენ გზააბნეულივით წავედი...
ლუკა
-გისმენთ?! -ვუპასუხე უცხო ნომრისგან შემოსულ ზარს, რომელმაც ძალიან გამაკვირვა რადგან ჩემი ნომერი არავინ იცოდა.
-შენი გოგო თხოვდება ძმაო! -ირონიული და ბრაზ ნარევმა ნაცნობმა ხმამ შემაძრწუნა..
-ვატო?! -ვკითხე გაოცებით.
-ხოო ლუკა!... მე ვარ.. შენი ძმაკაცი რომელიც ასე უბრალოდ დაივიწყე.
-ვატო.. -იმდენად ამანერვიულა მასთან საუბარმა რომ ცოტაც და ტელეფონს გავთიშავდი მაგრამ მისი ხმა ისე მომნატრებია არ შემეძლო ეს გამეკეთებინა.
-იცი მაინც რამდენი გირეკე?! როგორ ვეცადე დაგკავშირებოდი.. რა აღარ გავაკეთე რომ ჩემი ხმა შენთვის მომეწვდინა. შენ კიდე ადექი და წახვედი! კარგი მე და ბექა შეიძლება მაგრამ ნინას რაღას ერჩოდი?! ყველა გვერდში დაგიდგებოდით ოღონდ შენ არ წასულიყავი! -სუსტი ხმა შეეპარა მას.. რამაც იმდენად დამთრგუნა რომ სუნთქვა შემეკრა.
-... -ხმის ამოღებაც კი არ შემეძლო რომ მისთვის პასუხი გამეცა.
-მოკლედ! მეორედ გიმეორებ.. შენი გოგო თხოვდება!
-რა?! -გული შემეკუმშა ამის გაგონებაზე.
-ჰოო ნინა ჩოხელი თხოვდება! ძლივს გავიგე შენი ნომერი ოღონდ ახლა ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.
-თხოვდება?! -თითქოს ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა.
-ჰო საყვარელი გოგო გითხოვდება! და ვის მიყვება?! -ირონიული ტონით განაგრძო მან.
-ვის?! -საშინელი პასუხის მოლოდინში კინაღამ გული გამიჩერდა. ვცადე ჩემი მოუთმენლობა არ გამომეხატა და რაც შეიძლება მოკლედ ვლაპარაკობდი.
-დვალს! -დაიყვირა ახვლედიანმა ტელეფონში. -აკო დვალს!!! -ყვირილითვე დაამატა ბოლოს.
-უკაცრავად?! -სიმწრისგან აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და სიგარეტის ღერი ხელში შემომეფშვნა. ამჯერად გული უფრო მტკიოდა ვიდრე ხელი მეწვებოდა.
-რაც გაიგე. ბოლო შანსი გაქვს ძმაო! ყველანაირად ვცადე ჩოხელის გადარწმუნება მაგრამ წარბიც არ შეხრია.. ჰოდა შენ უნდა შეძლო ის რაც მე ვერ შევძელი! ეს შანსი უნდა გამოიყენო. ქორწილი 2 კვირაშია... რამე მოიმოქმედე თორემ სამუდამოდ დაკარგავ მას!.. დაივიწყე მარტო ცხოვრება და ჩვენკენ დააწექი! -თქვა და ტელეფონი ისე გათიშა სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. ანდაც რა უნდა მეთქვა? უბრალოდ გაშეშებული ვიდექი და ყველაფერი თვალწინ დამიდგა რაც ნინა ჩოხელის მოგონებებთან მაკავშირებდა..
რამოდენიმე წუთიანი გაშეშებული დგომის შემდეგ გავაკეთე ის რაც ნამდვილად უნდა გამეკეთებინა სანამ დრო იყო!
სახლიდან გიჟივით გავვარდი და ის საქმეები მოვაგვარე რითაც საქართველოში ჩასვლას მოვახერხებდი!
ნინა
-ჯერ არ გადაგიფიქრებია არა?! -მკითხა ანიმ როცა ჩემთან სახლში მოვიდა.
-არა ანი! ვინ უნდა იყოს ისეთი ვინც შეძლებს რომ გადამაფიქრებინოს?!
-ლუკა მესხი! -ისეთი ტონით თქვა თითქოს ეს ნათქვამი ყველანაირ ასპექტში ყველა პრობლემას აგვარებდა.
-ნუღარ ახსენებთ ამ ადამიანს! -მკაცრად ვთქვი მაგრამ მისი სახელის და გვარის გაგონებაზე უნდა ვაღიარო რომ გულის ცემა ამიჩქარდა.
-როგორც გენებოს! უბრალოდ კარგად იცი რომ ძალიან მიყვარხარ. შენი უახლოესი ადამიანი ვარ და შენს გამო დვალის ქორწილშიც კი მოვალ! მაგრამ ვატოზე ნუ გაბრაზდები. თავისებურად მართალიცაა..
-მესმის მაგრამ ძალიან გული მწყდება რომ არ მოდის...
ლუკა
ვატოსთან საუბრიდან ორი დღის შემდეგ უკვე თბილისში ვიყავი. სახლში შევიარე, სადაც მამა დამხვდა.
-ლუკა?! -მასთან კაბინეტში შევედი. ის კი ფეხზე წამოხტა და ძლიერად გადამეხვია.
-მამა! -ასევე ძლიერად გადავეხვიე მეც.
-რატო წახვედი ლუკა?! იცი როგორ დამაკლდი? დედაშენის გარდაცვალების შემდეგ შენც წახვედი და ამხელა სახლ-კარში მარტო დამტოვე.. როგორ უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე?! -მისაყვედურა მაგრამ ცრემლები წამოუვიდა. რამაც იმდენად დამთრგუნა რომ კინაღამ მეც ავქვითინდი.
-სად მიდიხარ?! -მკითხა 20 წუთის შემდეგ, როცა ჩემოდანი ოთახში შევაგდე და მე კარისკენ გავემართე
-საქმეებზე მამა... -სწრაფად ვუპასუხე.
-ჯერ ახლა არ ჩამოხვედი?! რა საქმე გაქვს. არ მოიცდის?!
-ჩემი გოგო უნდა დავიბრუნო! -მტკიცედ ვთქვი და სახლიდან გამოსვლა დავაპირე როცა მისმა ხმამ გამაჩერა
-ნინაზე ამბობ?! კაი დროსია... -ნერვიულად ჩაეცინა
-ვიცი დავაგვიანე მაგრამ.. -ვეღარ დავასრულე ჩემი სათქმელი და უბრალოდ სახლიდან გამოვედი.
მაშინვე ვატოსთან მივედი. კარი ჩაკეტილი არ იყო და პირდაპირ შევედი. ვატო და ანი ტელევიზორის წინ ტახტზე ისხდნენ და ფილმს უყურებდნენ... ისე შევედი რომ ალბათ მძარცველი ან მანიაკი ვეგონე ორივეს და სახეწაშლილები მიყურებდნენ.
ანი ფეხზე წამოხტა და ჩასახუტებლად გამოიქცა.
-ფრთხილად! -ვუთხარი როცა ჩემსკენ მომართული ანი შევნიშნე დიდი მუცლით...
-ყველას როგორ მოგვენატრე ნეტა იცოდე.. -აღტაცებულმა შესძახა. -შენს გარეშე აქაურობა არაფერი არ იყო..
უცბად ვატომ თავი ხელებში ჩარგო. ხელები სახეზე აიფარა და რამოდენიმე წამის შემდეგ თავი მაღლა აწია.. ნიკაპს ჩამოეყრდნო და მომაშტერდა. დიდხანს მიყურა. ბოლოს რომ ვეღარ მოვითმინე კედელს მივეყრდენი და მივმართე.
-ახვლედიანო!!! არ უნდა მომესალმო ძმაო?! -ენერვიულებულმა ღიმილით ვუთხარი და ხელები გავშალე.. ჩასახუტებლად მოვემზადე
ადგა და შეტრიალდა, მერე კვლავ შემოტრიალდა. ხელები ისევ სახეზე აიფარა და ბოლოს ჩემკენ გამოექანა.
ის სითბო ვიგრძენი რომელიც 6 თვის შემდეგ არ მიგრძვნია.
-სად დაიკარგე ლუკა! -ამჯერად კითხვა არ დაუსვამს უბრალოდ ფაქტი აღნიშნა..
-ვეღარ გავუძელი ვატო! -დამწუხრებულმა ვუთხარი და თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა. მანაც ვერ შეიკავა თავი და პატარა ბავშვივით ჩემს მხარზე აქვითინდა.
-ბოლოს იცი რა ვიფიქრე?! იმედი რომ სულ დამეკარგა.. მეგონა ცოცხალიც აღარ იყავი. -მაისურის სახელოთი თვალები შეუმჩნევლად შეიშრო.
-არა ეგ გამორიცხული იქნებოდა! -თბილად ჩავიცინე და მხარზე ხელი გამამხნევებლად დავადე
-გაფიცებ იქ რას აკეთებდი?! ან რომელ ქვეყანაში იყავი?! -ინტერესით მკითხა
-რავი ხან სად ვიყავი და ხან სად... -უმნიშვნელოდ ვუთხარი და წყალი მოვსვი.
-გეშიება... -მზრუნველად მითხრა ანიმ. -ნამგზავრი ხარ. წამოდი ჩემი გაკეთებული სალათი უნდა გაგასინჯო..
-მოკლედ შენ სულ არ შეცვლილხარ. ისევ სალათებს აკეთებ! მუცელიც როგორ გაგზრდია.. ბიჭია თუ გოგო?!
-ბიჭი.. -ბედნიერად მიპასუხა ვატომ.
-სახელი?!
-ცოტნე...
-დემეტრე! -ერთდროულად თქვეს ცოლ-ქმარმა.
-ლუკა დაარქვით! -ეშმაკურად ჩავიღიმე და საათზე ნერვიულად დავიხედე.
-ჩემი ნინა სადაა?! -ვიკითხე მოუთმენლად. თან ფეხი კარისკენ მიწევდა რომ რაც შეიძლება მალე მენახა...
-დვალს მიყვება ცოლად, იჩქარე! -მითხრა ახვლედიანმა და თვალებში დაჟინებით მომაჩერდა
მაინც როგორია ეს ცხოვრება.. გამუდმებით რომ გვეთამაშება და სულ ცდილობს მოგვატყუოს?! ილუზიებს გვიქმნის და რეალობისგან იმდენად გვწყვეტს რომ ნამდვილი შთაბეჭდილებები უბრალოდ გვეკარგება! ამ სულელური თამაშის შემდეგ სულ სხვა სამყაროში გადავდივართ სადაც ვერაფერს ვაკეთებთ გარდა საკუთარი ცხოვრების განხილვისა. ბოლოს ყველა ვკვდებით და გვგონია არც გვიცხოვრია. ამ ცხოვრებამ კი მხოლოდ მოგონებების დატოვება იცის! რომელიც ხან გულს გვწყვეტს, ხან კი უბრალოდ გვაბედნიერებს!
-იცი რას ვერ ვხვდები?! -გაკვირვებულმა დავსვი შეკითხვა -სად იპოვეს დვალმა და ნინამ ერთმანეთი?! როგორ ან რანაირად შეუყვარდათ.. ან დაქორწინებამდე როგორ მივიდა საქმე. მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ნინამ გაიგო რა მოხდა ჩემსა და მას შორის.
-სანაძლეოს დავდებ არ უყვართ ერთმანეთი! -მტკიცედ მითხრა ვატომ -აკო იძახის რომ უყვარს მაგრამ უეჭველი ამ ყველაფერს შენს გასამწარებლად აკეთებს... შემეშინდა რომ იქამდე მივიდოდა საქმე ნინას რამეს დაუშავებდა და ამიტომ დაგირეკე. ნინაც გაბრაზდა შენ რომ წახვედი და აი ასე სულელურად გიხდის სამაგიეროს. ჰგონია რომ მართლა უყვარს და ცოლობაზე დათანხმდა...
-გამოდის რომ ნინას ვერანაირად შემოვირიგებ.. -დამწუხრებულმა სევდანარევი ხმით ვთქვი
-ძმაო არაფერი არ გჭირდება! არც ყვავილების ჩუქება და არც შოკოლადები უბრალოდ ლაპარაკი მოაგვარებს საქმეს. შეხვდები და დაელაპარაკები.
-და როგორ გაიცნეს ერთმანეთი?! -გაღიზიანებული ვიყავი
-წერილი რომ დაწერე და წახვედი მეორე დღეს კაფეში იჯდა ნინა. ბართან დვალი მჯდარა და ნინა მოსწონებია. გამოელაპარაკნენ ერთმანეთს, ისაუბრეს. მეორე დღეს ისევ შეხვდნენ, მესამე დღესაც. ორი კვირის წინ უთხრა მიყვარხარო. გავიდა 6 თვე და ცოლობა სთხოვა. ისიც დათანხმდა...
-როგორ შეეძლო ასეთი არაკაცს ცოლობაზე დათანხმებოდა?! -ირონიულად ჩამეცინა
-არსად წასულიყავი ძმაო და ახლა შენი ცოლი იქნებოდა!
-სად ვნახო? -ინტერესით ვიკითხე
-იმ კაფეში ნამდვილად არა.
-ეს რა არის?! -როიალთან აყუდებულ ნახატზე ვანიშნე. კარგად ვიცოდი რაც იყო უბრალოდ გაკვირვებული ვიყავი იქ რომ იდო.
-ეს ის ნახატია შენ რომ დაუხატე ნინას! წერილის მერე ნახა და წაღება დაავიწყდა. მერე არც გახსენებია..
-მშვენიერია..
-აი მაინც არ მესმის როგორ წახვედი საქართველოდან.. სამსახური, ჩვენ, ნინა, მამა და კიდევ ათასი რამე მიატოვე და გაიქეცი! ეს ხომ ყველაზე სულელური ქმედება იყო რაც კი ოდესმე გაგიკეთებია. ქვეყნიდან წასვლით შენ ყველა პრობლემა გადაჭერი გგონია? პირიქით უფრო გაამწვავე. თავადვე ხედავ როგორც. აქ რომ დარჩენილიყავი გულსაც არავის დასწყვეტდი და გვერდშიც დაგიდგებოდით.
-რა ვიცი ვატო... ისეთი განადგურებული ვიყავი ყველაფრით რომ აქ ვერ დავრჩებოდი. უბრალოდ მინდოდა ყველასა და ყველაფერს გავქცეოდი. თვალებში ვერავის ვუყურებდი და უბრალოდ ეს გადავწყვიტე!..
-იმედია კიდე არ წახვალ -გაბრაზებული ტონით და წარბის აწევით მომმართა მან და თვალები შეწუხებულმა "გადაატრიალა"
-რა სისულელეა! -მნიშვნელოვნად ვთქვი და კარისკენ გავემართე.
-სად მიდიხარ?! -თითქოს შეშინებული ხმით დამიძახა ანიმ.
-ნინა ჩოხელთან! -მტკიცედ წარმოვთქვი და სახლიდან გავედი.
-ხომ მოხვალ?! -ვატოს ხმაც დაერთო ჩემი ნაბიჯების ხმას.
-აუცილებლად! -ვთქვი და მანქანაში ჩავჯექი.
ტელევიზიაშიც გავიარე ნინას სანახავად მაგრამ აღმოჩნდა რომ შვებულებაში გასულიყო ქორწილისთვის მოსამზადებლად. კაფეშიც კი გავიარე მაგრამ იქ ხალხის გაოცებული მზერის გარდა, რომელიც ჩემკენ იყო მომართული არაფერი შემინიშნავს. ირგვლივ მხოლოდ ის მესმოდა ლუკა მესხი ჩამოსულაო.. ნინას კი ვერსად მოვკარი თვალი. ალბათ სათანადოდ არ ვეძებდი და იმიტომ.. არ მინდოდა ჩემი ანგელოზი იმ არაკაცის გვერდით დამენახა. შებინდებას დაველოდე და იმედიანად გავუყევი მისი სახლისკენ გზას.
მანქანა მოშორებით გავაჩერე რომ ძრავის ხმა არ გაეგო.
ეზოს რომ მივუახლოვდი ყველაფერი შეცვლილი მეჩვენა. თითქოს სულ სხვის სახლში მივდიოდი. ახალი დარგული ყვავილებით იყო იქაურობა მორთული. ხის სკამი და მაგიდაც ახლით შეეცვალა. სახლში შუქი იყო ანთებული და ფარდების მიღმა ფანჯარაში დავინახე როგორ ალაგებდა იქაურობას. კიდევ კარგად შევათვალიერე იმის იმედით რომ დვალი იქ არ იჯდებოდა. ყველანაირად ვეცადე დამეჯერებინა საკუთარი თავი რომ სწორ დროს და სწორ ადგილას მოვედი. ოღონდ მისი თვალები დამენახა ჩემკენ თბილად მომართული და მეტი არაფერი მინდოდა.
კართან დავდექი და სახლის გარეთა კედელს ხელით დავეყრდენი. ვეცადე წონასწორობა შემენარჩუნებინა და არ წავქცეულიყავი იმის მოლოდინში რომ ჩემი დანახვისას ნინა კარს ცხვირწინ მომიჯახუნებდა.
კართან უფრო ახლოს მივედი.. ხელი ავწიე, ღრმად ამოვისუნთქე და სამჯერ ფრთხილად დავაკაკუნე.
რამოდენიმე წამის შემდეგ სახლიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა.
-ვინ არის?! -გამომძახა კარს მიღმა. მისმა ხმამ გული იმდენად შემიკუმშა მეგონა გამისკდებოდა..
-... დაბნეულობისგან ხმა არ ამომიღია. თვალები მაგრად დავხუჭე სანამ მის სახეს არ დავინახავდი
უცბად საკეტის ხმა გავიგე. როცა თვალი გავახილე და ის ჩემ წინ მდგომი დავინახე თითქოს მთელ ჩემს სხეულს ენერგია მოსწყდა. ჰაერი არ მყოფნიდა და არ ვიცოდი როგორ მესუნთქა.
-ნინა!... -დაჟინებით, მაგრამ თბილად მივაშტერდი მის გაფითრებულ სახეს. მძიმედ დავახამხამე თვალები და თავი დავხარე. ჩემს გამომეტყველებას ოდნავი თბილი ღიმილიც შევაპარე და მის წინ ავიტუზე.. თითქოს გული ამომგლიჯეს ისეთი სიმძიმე ვიგრძენი მისი გამომეტყველების დანახვის დროს. მისი დაჭერისთვის მომზადებული ვიყავი იმ შემთხვევაში თუ გონებას დაკარგავდა. ისეთი ფერი ჰქონდა სახეზე გამორიცხული არ იყო. სურნელი ვიგრძენი რომელიც ბოლო ჩახუტებისას დამამახსოვრდა და უბრალოდ დავდნი!..
ნინა
კარი გავაღე და განვიცადე შოკი რომელსაც მთელი 6 თვის მანძილზე ველოდი. თითქოს მთელი სხეულით გავშრი. ძალა არც ფეხებში მქონდა რომ მყარად ვმდგარიყავი და არც ხელებში. ვერ ვსუნთქავდი, უფროსწორად არც ვცდილობდი რომ მესუნთქა. დამაჟრიალა და გამცრა. ვერ ვიგებდი სითბოს ვგრძნობდი თუ სიცივეს. მხოლოდ ის ვიცოდი რომ ცუდად ვიყავი! ყველაზე ნაკლებად ახლა გულის წასვლას ვისურვებდი. ვერც იმას ვიგებდი სიზმარში ვიყავი თუ რეალობას ვეყრდნობოდი. ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი ან რის გაკეთებას ვაპირებდი. რა მინდოდა ან რისთვის ვიდექი აქ. ღირდა კი ამ კარის გაღება?! არავინ არაფერს ლაპარაკობდა მაგრამ თითქოს სმენა მაინც დახშული მქონდა. მესხის ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი. ანდაც რა უნდა შემემჩნია?! ჩემ წინ ხომ ის იდგა ვისაც 6 თვე ველოდი?! მუცელში სიცარიელეს ვგრძნობდი. გონებაშიც თითქოს მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა.. "ლუკა მესხი!". ჩემს წინ იდგა და გამახსენდა ყველა ის წამი, წუთი და საათი რომელიც მასთან ერთად მქონდა გატარებული. მოგონებები თვალწინ დამიყენა და თვითონაც მათთან ერთად დადგა!
უცებ ღრმად და მძიმედ ჩავისუნთქე, თვალები მაგრად დავახამხამე რომ რეალობას არ მოვშორებოდი. კარის სახელურს მყარად მოვეჭიდე და სუსტი, აკანკალებული და ათრთოლებული ხმით ამოვღერღე..
-ლუკა! -ყველა ის ფრაზა ყურში ჩამესმა რომელსაც ექვსი თვის წინ ამ სიტყვით ვიწყებდი...



№1  offline წევრი TaTuLi♥A

auu dzaankaiaaa maledaamate ra shemdegi moutmenlad velii

 


№2 სტუმარი skira

auu dzaan magari tavi iko male dade shemdegi ❤️❤️

 


№3 სტუმარი kusa13

vaimee ahahah ra kaia raa vaimeee :D<3<3 moashore dvalii oxx nervebi meshlebaa raa :( amtai tanjvit mec vitanjebii :'( :(( magari iyooooo <3<3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent