გოგონა ხიჯაბში
III თავი . ყველა იცინოდა ჩემს გარდა ზოგი ამირს ეუბნებოდა ,,რა კარგი გოგოა ‘’ ზოგი კი მე მეუბნებოდნენ ,,ეს რა კარგ ბიჭს შეუყვარდი ამირა ‘’. ქებების და მოლოცვების შემდეგ დადგა ,,რიტუალების’’ ჩატარების დროც. აი პროსტა ვინ მოიფიქრა წითელი ვაშლის პატარძლის თავზე დაგდება ? არ ეცოდებად პატარძალი ? თუ ვაშლი გაიხლიჩება მაშინ გოგო ქალაშვილია თუ არ გაიხლიჩა მორჩა დაიწყება ისეთი ამბები რო... - აბა ვნახოთ როგორი ცოლი მოგყავს ამირ .-ატლიკინდა ამირის შორეული ნათესავი . -და რა უნდა ჩატარდეს ეხლა ? - გაკვირვებულმა ამირმა ჰკითხა თავის უმცროს დას არინს. -ახლა თავზე ვაშლს დაუგდებენ და თუ ვაშლი გაიხლიჩება მაშინ ის ქალიშვილია და თუ არა ... -არინმა ვერ გააგრძელა რადგან ძმის შერცხვა. -დაიცა ეს სიმართლეა? ანუ...-დაიბნა ამირი. -ჩვენს ერს ჯერა რომ სიმართლეა. ამირ რატო მეკითხები ? რამე პრობლემაა ? -არა ისე გკითხე .დამაინტერესა... და ეტკინება ? -ძველად მტკივნეული იყო რადგან მთლიან ვაშლს ესვროდნენ ეხლა კი ნახევრად ვჭრით .-არინის სიტყვებმა ამირი დაამშვიდეს . ჩემს საბედნიეროდ ვაშლი გაიხლიჩა. მაგრამ თავი ძალიან მეტკინა ! -აბა წავედით . - რიტუალების ჩატარების შემდეგ მოვემზადეთ ამირის სახლში წასასვლელად. ქორწილი დიდი გადავიხადეთ ნეტა ამდენი სტუმრის დაპატიჟება რა საჭირო იყო ? -დღეს მშვენივრად გამოიყურები პრინცესა.-მანქანაში ჩაჯდომისას ამირმა ყურში ჩამჩურჩულა. ძალიან მესიამოვნა მაგრამ მაინც ,,თუ არ ვუკბენ მოვკვდები ‘’ გავიფიქრე. -მარტო დღეს ? მე ყოველთვის ლამაზი ვარ აი შენ კი ...-გამეცინა შემდეგ კი ამირს გავხედე რომელიც მაკვირდებოდა ღიმილიანი სახით. -იცინე , იცინე მერე ვნახოთ ღამით ვინ გაიცინებს .- ჩუმად ყურში ჩამჩურჩულა შემდეგ გაეცინა მე კი დავსერიოზულდი და ფანჯარაში გავიხედე. *** ამირის სახლშიც მივედით შემდეგ კი რესტორანში წავედით . ამირმა მამაჩემს იმის უფლება არ მისცა რომ მას რესტორანი დაეჯავშნა რადგან ყველაფერი უკვე მოეგვარებინა. რესტორანი ძალიან დიდი იყო . მე და ამირი გვერდიგვერდ ვიჯექით .ის მხიარულობდა აი მე კი ისე ვიჯექი თითქოს ჩამოხრჩობას მიპირებდნენ . სახე გაფითრებული და გაყინული ხელებით . შემდეგ თავბრუსხვევა ვიგრძენი და ამირის ,,ნებართვით’’ საპირფარეშოში გავედი . ტირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი რადგან მაკიაჟი ჩამომეთხაპნებოდა და ყველა ყველაფერს მიხვდებოდა. -ამირა ? კარგად ხარ ?- გავიგე ამირის ხმა რომელიც კარზე აკაკუნებდა . -კი...კარგად ვარ . წადი მალე მოვალ .-აკანკალებული ხმით ვუპასუხე და ხელებით ნიჟარას მივეყრდენე რომლის ზემოთაც სარკე იყო ჩამოკიდებული. -რაღაც არამგონია კარგად იყო . შემოვდივარ . - უცებ ამირი შემოვიდა და კარები ჩაკეტა. -რა გინდა ? -შენი ნახვა მინდოდა .-დამნაშავე ბავშვივით კარებს მიეყრდნო. -ხო მნახე ? ეხლა კი გთხოვ გადი . -ხელით კარისკენ ვანიშნე . -ამირა ნუ იქცევი ეგრე . -როგორ ეგრე ? ამირ ნუთუ ვერ ხვდები რომ ცხოვრება დამინგრიე ? ვეღარ გავერთობი ვერც სკოლაში ვივლი . უნდა ვიჯდე სახლში , ვალაგო და შენ გელოდო როდის დაბრუნდები სამსახურიდან ? -და ვინ გითხრა რომ ყველაფერი ისე იქნება . გართობა გინდა ? რა პრობლემაა ყოველ ღამით კლუბში წავალთ . შენ ოღონდ მოისურვე და მერე მე ვიცი . დალაგება ? მოახლეები გვყავს დედაჩემიც კი არ ალაგებს სახლს . სკოლაში გინდა იარო ? ივლი . -მართლა ? -აკანკალებული ხმით და ცრემლიანი თვალებით ვკითხე . -რა თქმა უნდა . ოღონდ სკოლასთან დაკავშირებით წესებს დაგიდგენ რომელიც უნდა დაიცვა და თუ ერთ მადგანს დაარღვევ დაისჯები .-გაღიმებულმა მითხრა და ძლიერ ჩამეხუტა.-ეხლა კი წამო გავიდეთ თორე სირცხვილია . -კარგი . - გავედით დარბაზში სადაც ყველა ცეკვავდა . -პატარძალი რატო არ ცეკვავს ? -მომიახლოვდნენ გოგოები რომლებიც ალბად ჩემ ხელები იყვნენ . -ამირა ეს ჩემი და, არინია ეს კი ჩემი მეორე დაიკო დილარი . -გაღიმებულმა ამირმა გამაცნო ორივე გოგონა . არინი ყავისფერ თვალება , სწორ ცხვირა , ღია ფერის თმიანი , გამხდარი ,საშვალო სიმაღლის გოგოა . დილარი კი პირიქით ლურჯ თვალება , სწორ ცხვირა , მუქ თმიანი , გამხდარი და მაღალია. -სასიამოვნოა გოგოებო თქვენი გაცნობა . - გაღიმებულმა ვუპასუხე და თვალები დავხარე. -რა მორცხვი ყოფილა ჩვენი რძალუკა . (დილარი ) -მართალი ხარ დილ . მაგრამ არაუშავს ცოტახანში გადავრევთ .-გაეცინა არინს. -ეე მე ის ესეთიც მომწონს . - თქვა ამირმა და შემომხედა .-ვიცეკვოთ საყვარელო ? -ხელი გამომიწოდა . -რა თქმა უნდა გაართე ჩემი რძალუკა .(არინი) -ვერ ვუთხარი უარი ამიტომ გავყევი . მეგონა ეხლა ,,ქოჩარის’’(ქურთული და სომხური ცეკვის სახელწოდება) ვიცეკვებდით მაგრამ ამირმა დიჯეის ხელი დაუქნია და უცებ ნელი მუსიკა ჩაირთო . სტუმრები მაშინვე დასხდნენ თავიანთ ადგილებზე ალბად მიხვდნენ რომ ეს ცეკვა მხოლოდ ახალდაქორწინებულ წყვილს უნდა ეცეკვათ . -ნერვიულობ ? -პასუხი არ გამიცია რადგან ის ისედაც მიხვდა რომ ძალიან ვნერვიულობდი . მისი მარჯვენა ხელი ზურგზე ვიგრძენი . თვალებში არ ვუყურებდი რატო? არ ვიცი უბრალოდ ვერ ვუყურებდი . -შემომხედე რა .- მისი ტკბილი ხმა გავიგე და პირდაპირ თვალებში შევხედე . მას ისეთი ღრმა თვალები ჰქონდა რომელიც იტევდა დიდ სევდას მაგრამ ამავდროულად ბედნიერებასაც . მთელი ცეკვის მანძილზე თვალებში ვუყურებდი , ცეკვის დასასრულს კი მან მარცხენა ხელით თავზე მომეფერა , შემდეგ გულში ჩამიხუტა და თავზე მაკოცა. -მიყვარხარ . სიცოცხლეზე მეტად ...იმედია შენც შემიყვარებ . -სიმღერა დამთავრდა და ჩვენც ხმის ამოუღებლად დავიკავით ჩვენი ადგილები, ხალხის ოვაციები კი არ წყდებოდა . შემდეგ ისევ ჩართეს ქურთული მუსიკა და საცეკვავოდ გამიყვანეს . ეს ყველაფერი გრძელდებოდა რამდენიმე საათი . *** ქორწილი ღამის 5 საათზე დამთავრდა .ჩემებს დავემშვიდობე ცრემლიანი თვალებით და ამირის მანქანაში ჩავჯექი. ჩემი აწ უკვე დედამთილი და ბებო სახლში 3 საათის წინ წავიდნენ ამიტომ სახლში ამირის მანქანით მხოლოდ მე , ამირი ,არინი და დილარი დავბრუნდით . გზაში სულ ფანჯარაში ვიყურებოდი და ვხედავდი როგორ ამოდიოდა მზე .არ ვფიქრობდი უბრალოდ ვიყურებოდი . შევამჩნიე რომ ამირი ჩემსკენ იხედებოდა , გოგოებს კი უკან თვალები დახუწული ჰქონდათ . მალე მივედით სახლამდე ,გოგოებიც გავაღვიძე .ამირი გადმოვიდა მანქანიდან შემოუარა მას და კარი გამიღო . სახლში შევედით გოგოებმა მაშინვე გამოგვიცხადეს რომ ეძინებოდათ ამიტომ გავიდნენ თავიანთ ოთახებში . -არ გეძინება ? (ამირი) -კი . -წამო დავიძინოთ რაა...-პატარა ბავშვივით აწუწუნდა და ჩამეხუტა .ოთახში ავედით მიუხედავად იმისა რომ უკვე მქონდა მასთან ახლო ურთიერთობა მაინც მეშინოდა .-მე გავალ შენ კი გამოიცვალე . - ამირმა ოთახი დატოვა , მეც ჩავიცვი საღამურები და ვუთხარი რომ შემოსულიყო . როცა გავიგვიძე დავინახე რომ თავი ამირის მკერდზე მედო მინდოდა გავწეულიყავი მაგრამ უცებ მან თავისკენ მომქაჩა და ჩამეხუტა . - ჩემი დედოფალი ხარ .-ასე ვიწექით 10 წუთი შემდეგ კი ადგომა გადავწყვიტეთ . სანამ ამირი იცმევდა მე საწოლს ვალაგებდი . აუ რა ტანი აქვს . ძაან დაკუნთული არაა მაგრამ პრესი ეტყობა . ხელებზე ვენები უჩანს რაც ძაან მომწონს მაგრამ არ ვიმჩნევ . -წამო ჩავიდეთ რა...ამირა მშია სწრაფად რა .-ისევ აბუზღუნდა . -ხო მოვდივარ ... მოვრჩი .-ხელი ჩამკიდა და ოთახიდან რასაც ქვია გამათრია. -დილა მშვიდობისა . - მივესალმე ყველას . -დილა მშვიდობისა შვილო. ბავშვებო ხომ არ დაგავიწყდათ რომ დღეს მე და დედა (ამირის ბებო) გერმანიაში მივფრინავთ ? (ამირის დედა) -აუ ეგ სულ დამავიწყდა .(ამირი) -და რატო მიფრინავთ ? -გერმანიაში ბებოს ექიმი ყავს რომელიც თერაპიას უტარებს . ამის გამო დედა და ბებო ერთი თვით გერმანიაში მიდიან მანდ სახლი ვიყიდეთ რომ სულ სასტუმროში არ ყოფილიყვნენ. (ამირი) -გასაგებია . -ამირა შენ გტოვებ უფროსად მიხედე ამ სამს . (ბებო)-ყველას გაეცინა ბებოს სიტყვებზე . სიცილის შემდეგ ვახშმობა გავაგრძელეთ *** საღამოს ყველანი აეროპორტში წავედით ბებოს და დედამთილის გასაცილებლად . ამირის ოჯახი კერძო თვითმფრინავით დაფრინავს , ნუ სად შეგვიძლია რა ... ძალა გამოცლილები სუპერმარკეტში შევიარეთ . ვიყიდეთ ტკბილეული , ლიმონათი , სასუსნავები და ა.შ. სახლში მივედით და სუფრა გავაწყვეთ .შემდეგ ამირს დავუძახეთ რომელიც მაშინვე საჭმელს ეცა . ნეტა ამდენი სად ეტევა ? -ამირა გავიგეთ ხვალ სკოლაში მიდიხარ .(დილარი) -ხო ... და თქვენ კოლეჯს რომ აცდენთ პრობლემები ხომ არ შეგექმნებათ ? -ამერიკის კოლეჯში აღარ ვივლით . ბოლო წელს საქართველოში ვისწავლით მერე კი უნივერსიტეტში წავალთ .(არინი) -მართლა ? ანუ აღარ წახვალთ და აქ დარჩებით ? აუ რა კარგია .-აჟიტირებული ვიყავი ეს გოგოები ერთ დღეში შემოყვარდნენ და მათი გაშვება ნამდვილად არ მინდოდა. -სანამ ესენი კოლეჯს დაამთავრებე შენ მე-12 კლასს მორჩები და უნივერსიტეტში ერთ წელს ჩააბარებთ . (ამირი) -მართლა ? მოიცა ანუ უნივერსიტეტში ჩამაბარებინებ ? -ხოო .-ძალიან მინდოდა ჩავხუტებულიყავი და მეკოცნა მისთვი მაგრამ გადავიფიქრე და ,,მადლობით’’ შევიფარგლე. 11-ის ნახევარი იყო ოთახში რომ ავედით . რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამირი არც იმ ღამეს მომკარებია , თითქოს ნიშანს ელოდა ჩემსგან . ხოდა ელოდოს . საერთოდ იმ ღამეს რა დამემართა ? რატო ავყევი ? ნუთუ რამეს ვგრძნობ მის მიმართ? აუ დავიბენი რაა... *** დილის 7 საათზე ამირი გავაღვიძე და ქვემოთ ჩავედი მოსამსახურე მანდ დამხვდა . 40 წლის იქნებოდა . ძალიან კეთილი ქალი აღმოჩდა . მიუხედავად იმისა რომ დახმარებაზე უარი მითხრა მაინც მივეხმარე სუფრის გაშლაში . შემდეგ არინი და დილარი ჩამოვიდნენ მათ კი ამირი მოყვა . -დილა მშვიდობისა რძალუკავ . -დილარი მომესალმა და სუფრას მიუჯდა . -ამირა ახლა მომისმინე -ამირი სუფრას მიუჯდა და ლაპარაკი დაიწყო -არანაირი ფლირტი , სკოლაში მე წაგიყვან მე წამოგიყვან .გასაგებია?-წარბ აწეულმა მკითხა. -კი . -მაშინ ჭამე და წადი ჩაიცვი წაგიყვან . წიგნები აქ გაქვს ? -კი . ალიას ვუთხარი და ტასაცმელთან ერთად გამომიგზავნა . -კარგი .-ჭამას მოვრჩი თუ არა ოთახში ავირბინე და ჩაცმა დავიწყე . რადგან გარეთ ცხელოდა მოკლე, შავ შორტი , მოკლე მკლავიანი თეთრი მაისური და ჯინსის კეტები ავარჩიე . თვალები როგორც ყოველთვის შავი ფანქრით მოვიხატე და თმები გავიშალე. ქვემოთ ჩავედი და ამირის მწვავე მზერა ვიგრძენი.ჯერ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი მერე კი ისევ დასერიოზულდა. -ეს რა გაცვია ? -შორტი და მაისური .- ვუპასუხე. -მაგას მეც ვხედავ ! წადი გამოიცვალე ესე არ წახვალ . -ოო რატოო ?-ტონს ავუწიე. -იმიტომ რომ , ეგრე მინდა . დაგაკმაყოფილა პასუხმა ? -არა ! - ,,არა’’ კი ვთქვი მაგრამ ოთახისკენ გავბრუნდი და ახლიდან დავიწყე ტანსაცმლის შერჩევა . ამჯერად ავირჩიე შავი შარვალი , მოკლე მკლავიანი თეთრი მაისური რომელსაც აწერია ,,TRUE LOVE NEVER DIES ’’ და თეთრი კეტები . შედგენ თმა გავისწორე ,ჩანთას ხელი მოვკიდე და ჩავედი ქვემოდ. -ეს ? -აი ეს მომწონს ... წამო . -და გოგოები ? -იმათ მძღოლი ყავთ .-მთელი გზა ხმა არ ამომიღია . უცებ მანქანა ჩემს სკოლასთან გაჩერდა და ვიგრძენი რომ ნერვიულობისაგან მუცელი ამტკივდა .-ნუ ნერვიულობ .-ამირი ცცდილობდა დავეწყნარებინე . შემდეგ მანქანიდან გავიდა , შემოუარა მას და კარი გამიღო . -მადლობა . -არაფრის . ესენი შენი კლასელები არიან ?-თვალებით ჩემს კლასელებზე მიმანიშნა რომლებიც გაოცებული სახით გვიყურებდნენ . -ხო . კაი მე წავედი . - ჩვენს სკოლაში როცა კარგი ამინდია ბავშვები სკოლის ეზოში ვიკრიბებით და მერე შევდივართ სკოლაში .იმ დღესაც ისე იყო . უცებ შევამცნიე ლუკა რომელსაც ხელი ვიღაც გოგოსთვის ქონდა შემოხვეული და დაჟინებით მიყურებდა . ლუკა ჩემი კლასელია და ყოფილი შეყვარებული რომელსაც სკანდალურად დავშორდი . ამიტომ მინდოდა მეჩვენებინა რომ არც მე ვიყავი მარტო .უკან გავიხედე , ამირი მანქანას მიეყრდნო და სიგარეტს ეწეოდა .’’აუ რა სექსუალურია’’-გავიფიქრე. უცებ მისკენ გავიქეცი და მომთხოვნად ვაკოცე მას ჯერ გაეცინა შემდეგ კი ამყვა . თავისი თითები თმაში შემიცურა და თავისკენ მომქაჩა .შემდეგ გავუღიმე და სკოლისკენ წავედი ამირი კი ისევ მანდ იდგა და გაღიმებული მიყურებდა. -3-ზე მოგაკითხავ პატარა .-უკნიდან გამომძახა და მანქანაში ჩაჯდა. ****** ესეც ახალი თავი . ბავშვებო გთხოვთ მაპატიოთ შეცდომები . ღამით დავწერე თან როცა ვწერდი დაღლილი ვიყავი . მაგრამ მაინც მინდოდა ამ თავის დადება . იმედია მაპატიებთ მიყვარხართ ყველანი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.