შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Love is...(3)


11-02-2017, 22:58
ავტორი DevilGirl
ნანახია 1 589

თავი 3
-ქეეეთაააააა.-დილით ევას ყვირილი მაღვიძებს, ნუ ღრიალი რა ყროყინი, ნუ ყროყინი რა ბღავილი, ნუ მოკლედ ისეთი ხმა აღმოხდა მიცვალებულის დამტირებლებს, რომ აქვთ ხოლმე.
-მოკვდა ევა ვინმე?
-ლიკანი ქეთააა.-ჩემი სულიერი და მეძახის ლიკანი მომიტანეო როდესაც აქეთ მჭირდება ლიკანი!
-ევა კაი რააა.-ავბუზღუნდი, მაგრამ , რომ დავინახე რა მდგომარეობაში იყო ჩემი ტყუპისცალი მაშინვე უხმოდ წავედი მაცივრისკენ და გამოვიღე.
-დაიჭირე.-დავუძახე ევას.
-არ მესროლო...
-რატომ ილია ხარ?-ვუთხარი და მაინც ვესროლე.
-ოოო კაი რა ქეთა.
-ხო კაი.
ჩავიცვით და ჩამოვეთერით იქიდან თან თავებზე გვედო ხელები.
-დღეს რესტორანში მივდივართ ხაში უნდა ვჭამოთ.-ამოიგმინა გიგიმ.
-გოგოებო ამათმა ჭამონ ხაში და მე დიდი სიამოვნებით შევჭამ ხინკალს, მწვადს, ქაბაბს და კიდევ რაცხაებს.-შემოვკარი ტაში.
-შენ ნამდვილად იცი , რომ გოგო ხარ?-სანდრო.
-არააა, დღეს მივყავარ მშობლებს სქესის გასაგებად.
-ასეც ვიცოდი...-ჩაიბურდღუნა , მაგრამ მე რას გამომაპარებდა?
-რა მჭერმეტყველი ყოფილხარ დიდო მეფეო!-მე.
-წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორი.
ოთახში ავედი და მშობლებს მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით შევძახე:
-მარიამ და ირაკლი მოვედიიიიი.
-ქეთა????????-გამოვარდნენ უცბად და დაიწყეს ხვევნა-კოცნა. ამათთვისაც არ მითქვამს ჩამოვდივარ თქო.
-დედი არ უნდა გეთქვა თუ მოფრინავდი?-მოფერების შემდეგ გამიბრაზდა მარიამი(დედიკო).
-აი რა უნდა მეთქვა სურპრიზს გიკეთებთ ჩამოვდივარ , აეროპორტში დამხვდით უნდა გაგახაროთ მოულოდნელი სურპრიზით თქო?
-სულ გაგვიგიჟეს იმ ევროპელებმა ეს ბღარი!-შეიცხადა მარიამმა.
-დედა ისევ მეღადავები? პატარა ვიყავი და იმიტომ ვეძახდი ბავშვს ბღარს!
-ნუ ეხლა შენი ევროპელობა სად შეგვიძლია ქეთევან....
-ქეთა!
-კარგი მამას სიხარულო.-ჩამკოცნა მამიკომ (ირაკლიმ)
-დღეს რესტორანში მივდივართ ბავშვები ამიტომ გვიან მოვალლლ, ნუ თუ მოვედი საერთოდ სახლში, მაგრამ მანამდე უნდა დავიძინო.
-კაი ქეთ.-ოთახში ავედი და ხელებგაშლილი დავემხე ჩემ საწოლზე რომელიც ასე მომენატრა. ისე რატომ წავედი ამერიკაში? იქნებ "ის" იყო ამის მიზეზი? მაგრამ "ის" არ ყოფილა, მე არასდროს გავიქცეოდი შეყვარებულთან ჩხუბის გამო. მოკლედ ჩახლართული ამბავია რა. საღამოს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა "სანდრო" იყო.
-ჰჰჰჰ-ამოვიკრუსუნე ნამძინარევმა.
-რა ჰმმმ გოგო დროზე ჩამოეგდე შენ სახლთან ვართ და თბილად ჩაიცვი აღარ მივდივართ რესტორანში გიგის აგარაკზე ავდივართ , მწვადებს შევწვავთ და დავლევთ ისევ . გელოდებით.-ჩამყვირა ევამ.
-უიმე ევაჩკა მე დად მიგიჩნევდი შენ მტერი ყოფილხარ!
-ამ ლექტორს უყურე რა!
-მოვდივარ აღარაა მეტი ლაპარაკი საჭირო! - ამ შუა ზაფხულში მომინდომეს თბილად ჩაცმა! შევიმოსე-მოკლე შორტი(რა გასაკვირია აბა გრძელიც გინახავთ?), თეთრი ტოპი, კედები , ისევ კოსა დავიდე თავზე და ტელეფონს დავავლე ხელი.
-დეე, მააა წავედი მეეე და დღეს არ მოვააალ.-შევძახე სამზარეულოში მჯდომ ცოლ-ქმარს თვალებში , რომ შესციცინებდნენ ერთმანეთს. გავედი და დავიძარი გეგას მანქანისკენ სიტუაცია როგორც ყოველთვის ისეთი იყო ანუ ყველა თავის სტიქიაში:
კაწენკა+გეგა-ჩხუბობდნენ როგორც ყოველთვის , კაწენკა ეუბნებოდა ნინას და დანარჩენ ნა*ებს მიხედე, რომ გეკიდებიანო გეგა კიდევ დემეტრეს კითხულობდა.
გიგი+ევა-იჯდნენ და თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს.
სანდრო+სანდრო-იჯდა და ტელეფონში იყო თავით ჩამძვრალი. აი ჩემნაირი არ უყვარს ალბათ ამასაც ეს რომანტიულობები და ჩახუტებები და სისულელეები რა. წინ იჯდნენ კაწენკა და გეგა , უკან კი ევა, გიგი და სანდრო.
-აუ გიგი ევა კალთაში ჩაისვი თორემ ვერ დავეტევით.-წუნკალურმა და წურბელურმა აზრმა გამიელვა თავში.
-ისაა....შენ ჩაუჯექი გიგის კალთაში.-გაფითრებულმა მითხრა ევამ.
-მე ციკლი მაქვს და ვერ ჩავუჯდები.-მეტი , რომ ვერაფერი მოვიფიქრე ეს სისულელე ვუთხარი არადა წინა კვირას მქონდა. გიგი მიყურებდა და გაღიმებული მზერით მეუბნებოდა "ჩემი და ხარ და რამე თუ დაგჭირდა შენთან ვარო". თვალი ჩავუკარი ყველასგან შეუმჩნევლად და ფანჯარასთან მივსკუპდი:
-ციკლი ხო?-სანდრო.
-უკეთესი იდეა თუ გქონდა გეთქვა ჩემს მაგივრად!-მე.
-კი არ ვუჯერებდი შენზე, რომ ამბობდნენ ქეთა კუპიდონიაო.-რა ლამაზად წარმოთქვამს სახელ ქეთას...მმმ...აუ რაებზე ვფიქრობ მე ჯობია ჩემ საქმეს მივხედო რა!
-ქეთა გახსოვს რა სასაცილო ბიჭები გხვდებოდნენ ხოლმე?-გადაიკისკისა ევამ.
-აუ ხოოო.-გახსენებაზე ჩავსკდი.
-როგორები იყვნენ?-სანდრო.
-აი იცი როგორი ტიპები იყვნენ? "შენზე ფიქრებში ქეთააა." ბიჭები იყვნენ კიდევ აი ისეთები , რომ ამბობენ "მე შენ და მთელი სამყარო" , კიდევ "კოჭებს დაგიხვრეტ გოგოოო" , ერთი ისეთი ძველი ბიჭი იყო მეტი არ შეიძლება ხოდა ესე მეგონა ხოლმე ყოველ მოწერაზე, რომ აი ეხლა მომწერს და იქ ეწერება "ქეთა ჩამოდი კოჭებზე უნდა გეალერსო!" ან "ქეთა ჩამოდი რევოლვერი(იარაღი) მომაქვს კოჭები უნდა დაგიხვრიტო და მერე უნდა გეალერსო გოგოო!" აი სულ ასეთები იყვნენ ხოლმე.-კაწია უკვე იხრჩობოდა სიცილისგან ევა ვეღარ სუნთქავდა, გიგი გეგა და სანდრო კიდევ ძირს იწვნენ რასაც ქვია:
-რა გაცინებთ? მართლა მასეთები იყვნენ . ერთმა ფოტო დადო როგორ ფიქრობდა ნიკაპზე ედო ხელი რა , ეგეც არ მყავდეს წერეთელი, ხოდა ნიკაპზე ედო ხელი და სტატუსად ეწერა "შენზე ფიქრებში ქეთა." კინაღამ გამოვშტერდი. მეორე დღეს დავშორდი.-ვერ ვიკავებდი სიცილს.
-მე ის მახსოვს რა ერქვა ვიღაც ბიჭთან ერთად , რომ დაგინახა და მაგრად , რომ გაგიჭედა? აუ...-თავპირს იმტვრევდა კაწინკა...გადატანითი მნიშვნელობით რათქმაუნდა. ისე რა საინტერესო სანახავი იქნება როგორ იმტვრევს თავ-პირს კაწენკა? ქეთა ნუ ფიქრობ იდიოტობებს!
-აკო.
-აუ აკო კარგი ბიჭი იყოოო...-გადავეშვი ფიქრებში.-ბამბის ნაყინს მაჭმევდა ხოლმე.-გადავიკისკისე გოგონების გაკვირვებულ სახეებზე და ავიყოლე ისინიც.
-რანაირი გოგო ხარ სხვებს შოკოლადი გაახარებდათ და შენ ბამბის ნაყინიო.-იგუდებოდა სანდრო.
-მეზიზღება შოკოლადი.-შოკოლადის გახსენებაზე მწარე ჟრუანტელმა დამიარა.
-შეყვარებულს , რომ მოუნდეს რა უნდა გაჩუქოს ? ტყლარწი?-გიგი.
-შეყვარებულმა ტყ"ლ"არწი, რომ მაჩუქოს კუბოში ჩავდებ. კიდევ ის დიდი დათუნიები , რომ მაჩუქოს. ბანალურობა მეზიზღება ან რა საჭიროა საჩუქარი? ნუ ეხლა თუ საჭიროა იყოს ორიგინალური და მაჩუქოს რამე გასაოცარი...აი საგზური ჰავაის ძუნძულებზე(კუნძულებზე ჩემებური ვერსიით ძუნძულებია)..... ან ნიკარაგუაში აუ როგორ მიყვარს! ოღონდ ერთი საგზური მაჩუქოს თვითონ დარჩეს აქ რად მინდა იქ.-შევიცხადე უცბად.
-შენ მარტოობისთვის დაიბადე.-თავზე ხელი გადამისვა ევამ.
-ქეთა არ ინერვიულო თავშესაფარში მოგაკითხავთ ხოლმე.
-რა კეთილები ხართ დებო!-არარსებული ცრემლები მოვიწმინდე. არა მიკვირს მე მეგრელი აფერისტი რატომ არავარ?! რავიცი, რავიცი რით ჩამოვრჩები რო? არაფრით.
-უუუჰჰჰ-ამოისუნთქა სანდრომ.
-შენ რა გიხარია ნეტავ? ჩემნაირი ცოლი მოგყავს!-ენა გამოვუყავი ვაჟბატონს.
-ღმერთო შემიწყალე. შენ ხომ იცი , რომ სხვა ვარიანტი არა მაქვს თორემ ამას მოვიყვანდი ცოლად?-ზემოთ ხელებაპყრობილი ლაპარაკობდა არტისტული ნიჭით.
-გინდა შენი პროფესია გავარტყა?
-მიდი აბა.
-მსახიობი ხარ.
-კიიი, კიიიი აბა რაააა.-ირონიულად დამიქნია თავი.
-მსახიობი თუ არ ხარ ანუ დიკაბრიოს ნაცნობი ხარ და იმან გასწავლა ხო ეს აფერისტული გოდება?
-დიკაბრიომ არა , რაიან გოსლინგმა მასწავლა თურმე ჩემ ასაკში მაგარი აფერისტი კაცი ყოფილა და მეც მასწავლა.
-კაი ერთი!!! ისე მართლა რას საქმიანობ?
-მსახიობი ვარ თქო არ ვთქვი?
-ექიმი ბიჭი გვყავს. მთავარი ქირურგი.-თავზე მოეფერა გიგი.
-გაწიე ხელი შეჩ....შე საყვარელო!-გადააკეთა ნათქვამი.
-ღმერთო ეს ვის მივყვები ცოლად? ცოტა მაინც არ გეცოდები?-ეხლა მე დავიწყე მოთქმა გოდება.
-ისე როგორ შეეფერებით ერთმანეთს ნეტა იცოდეთ! ზუსტად ერთნაირი გემოვნება გაქვთ და ერთნაირი ხასიათი. ამ რომანტიკულ გარემოსაც ვერცერთი ვერ იტანთ.-ამ დროს ორივემ წარბი ავუწიეთ კაწინკას და მერე ერთმანეთს გადავხედეთ . შეუმჩნევლად ჩავუკარი თვალი სანდროს.
-სანდრო როგორ გაიგეს?-"შევწუხდი" მე . მგონი მართლა ჩემნაირია ზუსტად მიხვდა რაც ვიგულისხმე და ზუსტად ის აზრი მოუვიდა რაც მე:
-რავიცი ჩემო საყვარელო აბა. ვინ გითხრათ?-"შეწუხდა" სანდროც. სიცილს ძლივს ვიკავებდი კაწიას სახეზე. საჩვენებელ თითს ხან ჩემსკენ იშვერდა ხან სანდროსკენ და სიტყვას ვერ ამბობდა. ევაც მაგ დღეში იყო. გიგი და გეგა მიხვდნენ და ვითომ ვერ ხვდებოდნენ ისე აგვყვნენ თამაშში:
-რააა? თქვენ....თქვენნნ .... შენ და სანდრო.....შენ და ქეთა.....-თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა კაწია.
-ისე შენ, რომ რამე გვერდიდან არ მომშორდე სანამ შენი ცოლი ვიქნები ამათ კიდევ იმდენი რამე უნდა მოვატყუოო....-სანდროს ჩავჩურჩულე ძალიან ჩუმად სხვებს კი ეგონათ ვფიქრობდით როგორ გვეთქვა სიმართლე.
-ძლივს მიპოვნე შენნაირი ხო?-"ნერვიულად" გადაისვა სანდრომ თავზე ხელი.
-ძლივს! - მეც "შემიწუხდა" გული.
-მოკლედ ბავშვებო მე და ქეთას დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი. სანამ აქ ჩამოვიდოდა მანამდე ვიცნობდი. მაშინ პატარები ვიყავით ერთმანეთი, რომ გავიცანით, მერე ქეთა წავიდა და ისე ჩანდა თითქოს ყველაფერი დასრულდა არადა მე სულ ქეთაზე ვფიქრობდი და თურმე ქეთა სულ ჩემზე ფიქრობდა როგორც გაირკვა-ღიმილით გადმომხედა. ასეთი მსახიობი არვიცი მე. ეს თბილისში უნდა ლპებოდეს და ჯონი დეპი ჰოლივუდში უნდა იყოს? ჰაჰ მაცინებთ!-ეხლა ჩამოვიდა ქეთა და ყველა ის გრძნობა რაც ადრე გვქონდა განახლდა სრულად. ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი. თან სიგიჟემდე. მოკლედ ერთად ვართ რა და სინამდვილეში იმიტომ ვქორწინდებით. ხვალ გვინდოდა თქმა.-ამის თქმა და ევას და კაწენკას ყვირილი ერთი იყო თვალები აუციმციმდათ სიხარულისგან.
-ქეთუშ ამ განძს გვიმალავდი გოგოოო?-შეიცხადა გიგიმ.
-აბა, აბა .-აყვა გეგაც.-ასეთ ბიჭს, რომ დამალავ რა.-ცოტახანი ვუყურეთ მე და სანდრომ ამ დიდ "ოვაციებს". მერე გადავხედეთ ერთმანეთს , თავი მსუბუქად დავუკარით და ავხარხარდით.
-რა გაცინებთ?-გაიკვირვა კაწინკამ. ევა და კაწინკა ერთმანეთს უყურებდნენ და ბოლოს , რომ მიხვდნენ მოვატყუეთ გამართეს სცენები:
-მეთქი ეშველა ამ შინაბერა უბედურს თქო და არ უყურებ შენ?!-კაწენკა.
-აბა, აბაა. ამას ვინ მოიყვანს სიყვარულით ცოლად?-ცუდად მომხვდა ეს მათი ნათქვამი არადა ხომ კარგად ვიცოდი ხუმრობდნენ არა? მაინც ცუდად მომხვდა არადა არასდროს მწყინს მსგავსი რამეები.
-ქეთა გეწყინა?-გაოცება გამოხატა ევამ.
-რა უნდა მწყენოდა?-"გავიკვირვე"-მე ძალიან კარგად ვიცი, რომ შინაბერა არ დავრჩები , შინაბერებს იმათ ეძახიან ხელსაც , რომ არავინ არ სთხოვს და შეყვარებულებიც კი არ ჰყავთ და ვგავარ მე მასეთს? ან ისეთს ვგავარ პირველ კოცნას , რომ პარავენ? რავიცი, რავიცი მე ვერ ვატყობ ჩემ თავს მასეთ რამეს და. უბრალოდ არ მინდა ეს ქორწილი და "კოჭებს დაგიხვრეტ" ბაზრები ამიტომ თავისუფლებით ვტკბები და თუ ვინმე შემიყვარდა ხელიდან არ გავუშვებ.-თვალი ჩავუკარი კაწიას და მინას მივადე თავი. ხო ხალხნო რა გჭირთ ხანდახან მეც მემართება ხოლმე ეს ცუდი ხასიათები და რა ვქნა. ჩემთვის ეს ცუდი ხასიათი ეპიდემიაა რადგან საოცრად იშვიათად მაქვს, მაგრამ ამერიკაში დამჩემდა. ამერიკის ხსენებაზე სმს-მომივიდა:
"ქეთაა როგორ ხააარ?"-(ინგლისურად წერია ჩათვალეთ რადგან ინგლისურად , რომ დამეწერა არ დამიდებდნენ...ეეეეჰ)
"კარგად მარკ შენ?"-ვაღიარებ გამიხარდა ჩემი დაქალის მონაწერი. ისე ბევრისთვის უცნაურად ჟღერს მარკს დაქალს , რომ ვუწოდებ , მაგრამ ეს ხომ მისი ორიენტაციის ბრალია.
"რავი მე და სებასტიანმა მოვიწყინეთ უშენოდ ქეეთ"
"მე არ მომიწყენია გარშემო ისეთი ხალხი მყავს, მაგრამ მომენატრეთ საოცრად"-ჩემი ღიმილი კაწენკამ დაიჭირა წინა სარკეში და დაიწყო ვიშვიში:
-შენ შეყვარებული გყავს და იმიტომ არ გინდა გათხოვება ხოოო?-ეშმაკური ღიმილით გამომხედა.
-იმედები უნდა გაგიცრუო სისთა.-აუღელვებლად ვუთხარი.
-ანუ მარკია?-ამოიოხრა .
-yes baby.
იმდენი ვილაპარაკეთ ჩავედით ძლივს რა! იმისათვის, რომ მანქანიდან პირველი გადმოვსულიყავი ჯერ სანდროს ჩავუხტი კალთაში შემდეგ ევას და გიგის და გადავხტი. ნუ რა იყო აბა რისი უნდა მრცხვენოდეს? მერე რა, რომ სანდრო ეხლა გავიცანი? საქმროა ბოლოს და ბოლოს რა გჭირთ?! ვახხ! მე კიდევ უკომპლექსო ვარ და მაგრად ყველას აზრი. ნუ ჩემი საძმაკაცოების გარდა. ევა და კაწენკაც საძმაკაცოში შედიან აბა რომელი გოგონები ეგენი არიან?! შევედით ავაგიზგიზეთ ბუხარი. ბიჭები მწვადებს წვავდნენ ეზოში, გოგონები მაგიდას ვშლიდით ასევე ეზოში , ძირს. აბა სახლში ხომ არ გამოვიკეტებოდით? მაქამდეც მივალთ..... ბარბაცით.
-პლედები წამეიღეთ?-გავძახე სახლიდან ბავშვებს.
-ჩემ ჩანთაშია ქეეთ.-კაწენკა.
-კაი პატარაავ.-კაწენკას ჩანთა გავჩხრიკე , დავავლე პლედებს ხელი და გავხტი გარეთ. მწვადებიც შაიწვაააა. დავჯექით და დავიწყეთ ჭამა.
-აუ ქეთა ნუკას რა უქენი?(გოგო რომელმაც ლოვე ამახია)
-რა უქენი?-გიგი. ეს არც გიგისთვის და არც გეგასთვის არ მომიყოლია, არც კაწიასთვის და არც ევასთვის უბრალოდ დაიკიდეთ თქო ვუთხარი და ვეღარც შემეწინააღმდეგნენ.
-თქვენ წარმოიდგინეთ მივედი რესტორანში ვაპირებდი მისთვისაც მიმეყენებინა შეურაცხყოფა და ყველასთვის კარგად დამენახებინა რა მარტივად ავახევდი შეყვარებულს ,მაგრამ არ გავაკეთე ეს. მაშინ არაფერი მოვიმოქმედე რაც ნუკას გაუკვირდა, მაგრამ განა იმიტომ არ გავაკეთე , რომ ვერ შევძელი...არა უბრალოდ არ გავაკეთე. იცით რატომ?
-რატომ?-გაოცებულმა იკითხეს ერთხმად რადგან ყველამ იცოდა არავის არასდროს არაფერს არ ვარჩენდი მითუმეტეს შეურაცხყოფას.
-ისედაც საკმარისად დაიტანჯა. მაგის შეყვარებულს ანდრეას არასდროს ყვარებია ნუკა. დიდი ხანი ღალატობდა ყველა შემხვედრთან თან ხოდა გაიგო ნუკამაც. ნუ ნუკამ მანამდეც იცოდა , მაგრამ ხალხმაც გაიგო. ნუკამ ვერ აპატია ხალხში თავი მომჭერიო და მერე დეპრესიაში იყო განა იმის გამო , რომ "სიყვარული" დაკარგა, იმის გამო, რომ ხალხი მასზე ფიქრობდა რა სულელია როგორ ვერ ხვდებოდაო ამაზე მეტად როგორღა უნდა დასჯილიყო? ნუკასთვის ყველაზე დიდი სასჯელი ხალხში დამცირებაა. მე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი მაშინ მეტს და არც გავაკეთე, მაგრამ მოვა დრო და მწარედ ვანანებ არა იმას , რომ ჩემს ყოფილთან იწვა არამედ იმას, რომ ვინც კიდევ შემიყვარდება ანუ ჩემ მომავალ შეყვარებულს დარწმუნებული ვარ ლოგინში ჩაუხტება. ნუ შეეცდება მაინც მერე კი ისე ვანანებ გაჩენის დღეს ვაწყევლინებ.-მშვიდად დავასრულე და არაყი გადავკარი. ყველა გაოცებული იყო...ნუთუ თვით ქეთა ქართველიშვილმა არაფერი მოიმოქმედა მაშინ როდესაც "ლოვე" აახიეს? ეს როგორ დაუშვა ქეთამ? სწორედ მოიქცა თუ არასწორედ მაშინ ქეთა? რათქმაუნდა სწორედ მოიქცა , რომ ერთი შანსი მაინც მისცა ნუკას.

აბა ბავშვებო როგორია? <3 იმედია მოგწონთ მიყვარხართ და გეხუტუნეთ შოკოლადებო <3



№1 სტუმარი Ledd

ძაან ძააან მაგარიაა<3 ველოდები შემდეგს. ვგიჟდები ქეთას სიგიჟეებზე :დდდ

 


№2  offline წევრი DevilGirl

Ledd
ძაან ძააან მაგარიაა<3 ველოდები შემდეგს. ვგიჟდები ქეთას სიგიჟეებზე :დდდ

მადლობაა <3 ხო , გადავწყვიტე ეს მოთხრობა იუმორით გავჟღინთო რაშიც ქეთას სიგიჟეები გამომადგება :D

 


№3  offline წევრი japara

Vgijdebi am gogos cinizmzeee :D velodebi shemdeeegss

 


№4  offline წევრი LSD

Dzaan sakvarelia qetaa nuu arshemidzli:D❤️❤️ Es tavii dzaan saxalisoo da tkbili ikoo❤️❤️Imedimakvs shemdegic esetive iknebaa( ufroo kargic❤️❤️) qeta daa sandroo dzaan sakvareli wkviliaaa raa❤️❤️ Mikvarxar chemo shokoladoo aba shenici gelodebi shemdegi tavit❤️❤️

 


№5  offline წევრი DevilGirl

japara
Vgijdebi am gogos cinizmzeee :D velodebi shemdeeegss

ესეთი ცინიკური გოგო შევქმენი მე ხო? :D მადლობა საყვარელო <3

LSD
Dzaan sakvarelia qetaa nuu arshemidzli:D❤️❤️ Es tavii dzaan saxalisoo da tkbili ikoo❤️❤️Imedimakvs shemdegic esetive iknebaa( ufroo kargic❤️❤️) qeta daa sandroo dzaan sakvareli wkviliaaa raa❤️❤️ Mikvarxar chemo shokoladoo aba shenici gelodebi shemdegi tavit❤️❤️

უჰ მხიარულებას არ მოგაკლებთ ამ მოთხრობაში. საერთოდ არ ვაპირებ სენტიმენტებს და მსგავს რამეებს მინდა წარმოგიდგინოთ უბრალოდ რაღაც განსხვაებული წყვილიი <3

 


№6  offline წევრი japara

Velodebi da vervxedav axaltavs :)) <3

 


№7  offline წევრი DevilGirl

japara
Velodebi da vervxedav axaltavs :)) <3

აბიტურიენტი ვარ და მასწავლებლებთან დავდივარ გუშინ კიდე მასწმა გამომიცხადა გამოცდა გექნება რაც ვისწავლეთო და ვემზადებოდი. დღეს დავდებ 4 თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent