...და მე, შემიყვარდი შენ. (2)
თანდათან ვუახლოვდები დანიშნულების ადგილს. ღიმილით ვავლებ თვალს იქაურობას და იმ საქანელაზე ვჯდები, ჩემი სახელი რომ ამოვტვიფრე 11 წლის ასაკში. იმდენი კარგი მოგონება მოაქვს ამ ადგილს. ბავშვობის უმეტეს დროს აქ ვატარებდი. ალბათ იმიტომ რომ მოფარებული ადგილია და ბევრმა არ იცის მის შესახებ. რამდენიმე წუთი თვალებდახუჭული ვზივარ და ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო. თავიდან გამომდის, მაგრამ შემდეგ ეს ფიქრები თავიდან მიტევს ისევ. რატომ დამიმალა ეს ყველაფერი დედამ? რათქმაუნდა ჰქონდა მიზეზი, მაგრამ გამათლეებულად მაინც არ მიმაჩნია. ...ან რომ მივიდე, როგორ მიმიღებენ? ნეტავ საერთოდ ახსოვთ ჩემი არსებობა? იმის მერე იმდენი წელი გავიდა, მეეჭვება. შეიძლება ერთ დღეს მივიდე. მაგრამ ეს ახლო მომავალში არ მოხდება. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ერთ დღეს აუცილებლად ვნახავ მათ ოღონდ იქამდე ძალიან დიდი დროა. მიკვირს ეს ყველაფერი ასე ადვილად, ერთი ხელის მოსმით როგორ მოვაგვარე. თუმცა განა ამას მოგვარება ჰქვია?! მაგრამ ალბათ ასე ჯობია. ჩემი პრობლება ყოველთვის ის იყო რომ ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, ეს კი არ ვარგა. თვალებს ვხუჭავ და სიმღერაში ვიკარგები. *** მხარზე თითს ვიღაც მიკაკუნებს და მეც მაშინვე ვფხიზლდები. შეშინებული უკან ვტრიალდები და უხერხულად ვიღიმი. შემდეგ ბიჭიც მიღიმის და ჩემს გვერდზე საქანელაზე ჯდება. -ბოდიში თუ შეგაშინე, ნამდვილად არ მინდოდა,-წერილს მიწვდის და აგრძელებს,- დაგივარდა და ვერ შეამჩნიე. ცოტა დასველდა კიდეც. ტუჩის კუთხეს ტეხავს და ჩემს პასუხს ელოდება. -არა, არაუშავს. არ შემშინებია. მადლობა. ვუღიმი და წერილს ვართმევ. შემდეგ ჯიბეში საგულდაგულოდ ვინახავ. -საბა მიღიმის და მარჯვენა ხელს მიწვდის. -მარიამი. ხელს ვართმევ და ახლა ვხვდები როგორი სიმპათიურია. მოკლედ შეჭრილი შავი თმითა და ცისფერი თვალებით. -ლამაზი ადგილია, არა? -ჰო, ბავშვობაში ხშირად დავდიოდი ხოლმე აქ. -მეც. მაგრამ წლებია არ ვყოფილვარ. -მართლა? არ მახსოვხარ. თავს აქნევს და იცინის. -არადა იმდენს გაწვალებდი ხოლმე. -მოიცა! საბა... საბა ხომერიკი, ხომ? ახლა გამახსენდი! ძალიან შეცვილხარ. -კიდევ კარგი გაგახსენდი. ბავშვობაში არც ისე... არც ისე კარგი ურთიერთობა გვქონდა. -არც მიკვირს! სულ იმაზე ფიქრობდი როგორ გაგეწვალებინე. ერთად ვიცინით რომ გვახსენდება ძველი დრო. -ზედმეტად ემოციური იყავი და ეგ მახალისებდა. მოიცა, მოიცა. გახსოვს ობობა რომ ჩაგისვი ჩანთაში? ერთი კვირა არ მელაპარაკებოდი. ამის გახსენებაზე ჯერ შუბლს ვკრავ, შემდეგ კი მხარზე ხელს ვარტყამ. -აი ზუსტად მაგის შემდეგ ისე მეშინია ობობების სადმე რომ დავინახო ალბათ მოვკვდები. იღიმის თან მიყურებს და არაფერს ამბობს. -რა-რაიყო? -ძალიან ლამაზი ხარ. ვერაფერი ვუპასუხე. ვიგრძენი როგორ გავწითლდი და თვალები დავხარე. -უკვე გვიანია. მიგაცილებ თუ გინდა. თავი ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე და წამოვდექი. -ისევ იქ ცხოვრობ ხო? -ჰო. ეს წლები სად დაიკარგე? არსად შემიმჩნევიხარ. ჩუმათ ამოიოხრა, ერთი-ორი წამით გაჩუმებული იყო. -სასწავლებლად ვიყავი წასული. ლონდონში. 3 დღის წინ ჩამოვედი და მეგობრების ნახვის შემდეგ აქაც გადავწყვიტე მოსვლა. -მოგენატრა აქაურობა? -ძალიან. განსაკუთრებით ერთი ვიღაც. იცინის და მხარს ოდნავ მკრავს. -აი, მოვედით. მადლობა. -არა, რა მადლობა. კეფაზე ხელს უხერხულად ისვამს. -ისაა... გნახავ ისევ ხო? -ჰო,აბა. უნდა ვიძიო შური რომ მამწარებდი ხოლმე, იმის გამო. ღიმილი დამთამაშებს სახეზე. -ჰმ... მარიამ ფრთხილად იყავი,-წარბებს ათამაშებს და აგრძელებს,-მახსოვს როგორ ძალიან გიყვარს ობობები. -ბავშვო! -ენას ვუყოფ და ის-ისაა სახლში უნდა შევიდე რომ მაჩერებს. -მარიამ. ხვალ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი სადმე გასვლას ვაპირებთ. ჯერ არ გადაგვიწყვეტია სად. ერთად შევთანხმდებით. წამოხვალ? კარგი ბავშვები არიან, მოგეწონება. მხრებს ვიჩეჩავ. -კარგი, სიამოვნებით. ვეუბნები და სახლში შევდივარ. *** სახლში გამეფებული სიჩუმე მკლავს. მაგრამ ვცდილობ ამას ყურადღება არ მივაქციო და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. წერილს უჯრაში ვინახავ და ლოგინზე ვეშვები. ის-ისაა უნდა ჩამეძინოს, რომ ზარის ხმა მაღვიძებს. -ჯანდაბაა! რამდენიმე წამი ტელეფონის მოძებნას ვუნდები. -გისმენთ! -გისმენთ კიარა სად ხარ ამდენი ხანი? რვისთვის აქ უნდა ყოფილიყავი. კაი რაა... -აუუ სულ გადამავიწყდა. აი ეხლა ჩავიცვამ და გამოვალ რა. -რა მოხდა? -ერთი ნაცნობი ვნახე. -იმედია სიმპათიური მაინც იყო. -ძალიან! ვიცინი და ტელეფონს ვთიშავ. რამდენიმე წუთში კი უკვე გზაში ვარ. *** -აბა, გოგოებო, მოვედი! -კიდევ კარგი! თორემ სადაცაა სტუმრების სიიდან ამოგშლიდა! ჩაიკისკისა ელენემ და მიმითითა მის გვერდით დავმჯდარიყავი. -ესე იგი. ეს სამი კაბა მომწონს ძალიან. ზეგ მივდივართ საბოლოოდ ასარჩევად. -ყველა ძალიან ლამაზია, ნიტა. ნიკას სულ შენზე დარჩება თვალები. მე და ელენემ ერთად გავიცინეთ. -ნუ, ეგ თავისთავად. ქორწილია ბოლო-ბოლო. -მოიცა, ახლა გამახსენდა. ვის შეხვდი შენ? მის გახსენებაზე უნებურად გამეღიმა, გოგოებმა კი ერთმანეთს გადახედეს. -საბა ხომერიკი. თქვენც გემახსოვრებათ. ძლივს ვიცანი. -ჰო, გვახსოვს. მერე, რაო? -რავი, ხვალ მის მეგობრებთან ერთად უნდა წავიდე. -ოუუ უკვე მეგობრებს გაცნობს? წარბები აათამაშა ნიტამ. -ოო მორჩი რა,- თვალები გადავატრიალე,- ისედაც ისეთ შოკში ვარ, ჯერაც ვერ გამოვსულვარ. ორივემ ჩაიფხუკუნა. -ასე ძალიან მოგეწონა?,- მკითხა ელენემ, როგორც კი სუნთქვა მიიბრუნა.. -არა, მაგის გამო არა. -კიდევ რამე მოხდა? სერიოზულად მკითხა ორივემ როცა დაინახა როგორ შემეცვალა განწყობა. მე ერთი ამოვიხვნეშე და ყველაფერი მოკლედ მოვუყევი. რამდენიმე წამი ორივე პირდაღებული შემომჩეროდა. -მოიცა,-წამოიწყო ნიტამ- და ამ ყველაფერს ასე უბრალოდ გიმალავდა? -და რა მიზეზით? დაამატა ელენემ. -არ ვიცი, გოგოებო. ალბა კიდევ რაღაც მიზეზია, რაც არ მითხრა. მე კი, არ ვიცი რა ვქნა. ხმა ამიკანკალდა. ნიტა მაშინვე ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -უბრალოდ არ ინერვიულო, კარგი? ყველაფერს გავარკვევთ. აუცილებლად. ორივეს ერთად მაგრად ჩავეხუტე და მივხვდი თუ რამხელა ბედნიერება მაჩუქა ღმერთმა მათი სახით. ის-ის ოყო ნიტას საუბარი უნდა წამოეწყო რომ ჩემმა ტელეფონმა დარეკა. უცხო ნომერი იყო. -გისმენთ? -მარიამ, საბა ვარ. -ა, საბა. საიდან გაიგე ნომერი? -ჩემი გზები მაქვს მე,- ჩაიცინა და გააგრძელა,- ესე იგი ხვალ მოდიხარ ხო? -კი, ხომ დაგპირდი. გეგმები ხომ არ შეიცვალა? -არა, არა! უბრალოდ დაზუსტება მინდოდა. მაშინ ხვალ ოთხი საათისთვის გამოგივლი კარგი? -კარგი. -ღამე მშვიდობისა, მარიამ. -ღამე მშვიდობისა. უნებურად ჩუმად ჩავილაპარაკე და გავუთიშე. -ვინ იყო? -მკითხა ნიტამ და სამზარეულოში გავიდა. -ნახე როგორი გაბრწყინებული აქვს თვალები. ალბათ საბა. ნიტა ისევ უკან შემობრუნდა, კარის ჩარჩოს მიადო თავი და ხელები გადააჯვარედინა. -ოჰ, ეს ახალგაზრდები. მოჩვენებითი სინანულით თქვა და თავი გაიქნია. მე და ელენეს გაგვეცინა და სამივე ერთად სამზარეულოში გავედით. *** ველი თქვენს შეფასებებს, რჩევებს და კრიტიკას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.