ასეც ხდება ხოლმე (მესამე თავი)
დედამიწა ბრუნავს. ხოდა ჩვენც ვბრუნავთ მის შიგნით . ქაოსურად ვმოძრაობთ, ვცდილობთ შევცვალოთ ერთფეროვნება..ვპოულობთ მეორე ნახევარს და ვრწმუნდებით, რომ აი ამისთვის ღირდა სიცოცხლე. ზოგს ჯერა სიყვარულის, ზოგს არა, ზოგი პოულობს თავის ნახევარს, ზოგი ვერა, მაგრამ ყველა ვეძებთ მას.. შესაძლებელია არც ვეძებდეთ და ის თავად მოდის ჩვენთან. ინგლისურის ლექციაზე ვზივარ, ფანჯარას მიშტერებული გავყურებ, მოცეკვავე ხეებს, ქართან ერთად, რომ აყოლებენ ტანგოს ტანს. ლექტორის მიერ, ახსნილი ახალი მასალა იავნანასავით ჩამესმის, თვალებს ვხუჭავ და ჩემს ილუზიაში შექმნილი სიმშვიდით ვტკბები.. ლექცია დასრულდა. ლექტორს დავემშვიდობე და აუდიტორია ღიმილით დავტოვე. აკადემიურში პრეზენტაცია უნდა გამეკეთებინა, ჯგუფელთან ერთად.. თიას მივწერე ბიბლიოთეკაში დაგელოდები და ლექცია, რომ დაგიმთავდება აქ მოდითქო .. სანამ თია ლექციაზე იმყუფებოდა , მანამდე დრო მქონდა .. კომპიუტერთან დავჯექი, ნაოშნიკი დინამიკს მოვარგე და რაპუნცელის ყურება დავიწყე.. 15 წუთი არ იყო გასული გვერდით ლუკა, რომ მომიჯდა, ერთი ნაოშნიკი მომხსნა და თვითონ გაიკეთა... ჩუმად ვუყურებდით მუტფილმს, კაი შეყვარებული წყვილივით.. -აუ ის ცხენი რა ტიპია , ცხენძაღლა. იცინის ბოლო ხმაზე და მუცელზე ხელს იდებს .. ბიბლიოთეკაში მყოფები გაკვირვებულები გვაკვირდებიან . -ის მწვანე ხო საერთოდ,კვლავ აგძელებდა როხროხს.... მეც ვკისკისებ მასთან ერთად ... -არადა როგორ უხდებოდა ის ქეარა თმა, მაინც არ უნდა მოეჭრა. დანანებით თქვა ბოლოს . -ასეც მშვენივრად გამოიყურება, ნიშნის მოგებით გადავხედე - არა ისე უფრო მომწონდა . ჯიუტად იმეორებს. ტელეფონზე ესემესი მომივიდა თეასგან, ბოდიშს მიხდიდა, რადგან დღეს ვერ შეძლებდა მოსვლას .. სკამიდან წამოვდექი, წასვლას ვაპირებდი ლუკამ, რომ შემაჩერა -აუ წამომაყენე რა, წელი მტკივა და ვერ ვდგები დაუხმარებლად . ხელი მოვკიდე, წამოდგომაში დავეხმარე - მადლობა -არაფრის სახლში მისული ჩემს ოთახში ავედი . ტელეფონი ავიღე, სოციალურ ქსელში შევედი. მესენჯერში ლენკა კილაძის შეტყობინება დამხვდა .თავისი ახალი ფოტოს ლინკი იყო , დამილაიქე და გულის სმაილი. ჩარლზ ბუკოვსკის გამონათქვამი გამახსენდა : „ამ მსოფლიოს პრობლემა იმაშია, რომ აღზრდილი ხალხი, აღვსილნი არიან ეჭვებით, ხოლო იდიოტები თავდაჯერებით „ მესენჯერი ჩავხურე. ლუკას ძებნა დავიწყე, მაგრამ რას მივაგნებდი , როდესაც მისი გვარიც კი არ ვიცოდი.. 4 საათის განმავლობაში მხოლოდ სახელით ვეძებდი, მთელი ფბ გადავქექე. ვერ მივაგენი . ნერვები ამეშალა . ინტერნეტი გამოვრთე და ტელეფონი საწოლზე მივაგდე. სამზარეულოში გავედი , მოფუსფუსე დედას ლოყაზე ვაკოცე და მისი გამომცხვარი ხაჭაპური გემრიელად ჩავკბიჩე.. კედელზე დაკიდებულ საათს ავხედე, 10 საათი სრულდებოდა . -წადი დედა ტელევიზორი ჩართე მაია ასათიანის შოუა დღეს . გადმომხედა დედაჩემმა -ჯაჯანიძეს უნდა ვუყურო მე, საინტერესო გადაცემა აქვს, გამოსძახა მამაჩემმა და ტელევიზორი ჩართო .. -უფ რაღა გვიჭირს . ნეტა ამის მეტი პრობლემა არ მქონდეს ასათიანს ვუყურო თუ ჯაჯოს, ღრენით ვთქვი .. ავედი მე ჩემს ოთახში, მეძინება .. გავძახე დივანზე მსხდომ ოჯახს , მაგრამ ვის ვაინტერესებდი , ჯაჯანიძის შოუმ გადამფარა .. შაბათ დღეს ისტორიაზე დაგვიანებით შევედი, აუდიტორიას მოვავლე თვალი , როგორც ჩანს არ მოსულა.. მესამე რიგში ნოესა და ნიასთან დავჯექი -გიორგი პირველი, ქართლის მეფეზე დაწერეთ . გამუაცხადა ლექტორმა . -ნიდა იცი? -არა არ წამიკითხია .. მარა ინტერნეტი მაქვს და მოვძებნი -აი გოგო ესაა . წამოიყვირა ნიამ ვიკიპედიაში გიორგი პირველს , რომ მოკრა თვალი -არა გოგო ეს გიორგი პირველია ერთიანი საქართველოს მეფე , ლექტორმა კიდე ქართლის მეფე გიორგი პირველი თქვა . -ოოო რა მნიშვნელობა აქვს , დავწეროთ რა ეს ,არა ის ქართლის მეფე , თან ხო იცი არ კითხულობს ხოლმე და ქულას მანც დაწერს. -რავი რა .. მხრები ავიჩეჩე ყოყმანით .. -მიდი მიდი ეგ მასალა გადავწეროთ. ნოემ, ნიამ და მე ტელეფონიდან გადავწერეთ , გიორგი პირველის შესახებ ინფორმაცია . ამ დროს ,შემოაღეს კარები ლუკამ და ბექამ .. პირდაპირ ჩემსკე წამოვიდნენ .. -რას ვწერთ ? ინტერესით მკითხა - ქვიზს. პასუხის გაცემა ნოემ დამასწრო -აუ ფურცელი მომე რა . მომაბეზრებლად გავუწოდე ორი ფურცელი, ერთი ბექას მიუგდო . -აქ დამაჯინე! ნოეს მიმართა, რომელიც ნიასა და ჩემს შორის იჯდა. - არის თავისუფალი ადგილებიც . გაღიზიანებულმა შევხედე -მე აქ მინდა. გაჯიუტდა 2 წლის ბავშვივით. ნოემაც დაუთმო თავისი ადგილი , მომღიმარი დამიჯდა გვერდით და ნოეს დაწერილი ქვიზის გადაწერა დაიწყო . ფურცლები, ლექტორს ჩავაბარეთ და აუდიტორია დავტოვეთ . მეტროს ვაგონში ვიდექით. ავლაბარში თითქმის დაკეტილ კარებში, ექვს წლამდე გოგო შემოძვრა. ტანსაცმელი დახეული და ჭუჭყიანი ეცვა , ხელში პლასმასის წითელი ჭიქა ეჭირა. დაბნეული აცეცებდა თვალებს, ვიღაცას ეძებდა .. მისი მზერა, მეორე ვაგონში მყოფ თავის ტოლ გოგოზე შეჩერდა. ორ ვაგონს შორის დამაკავშირებელ კართან მივიდა და ჯაჯგური დაუწყო , იგივეს იმეორებდა მეორეც . ცდილობდნენ ერთმანეთი დაებრუნებინათ. მეორე ვაგონში მყოფმა რაღაც ანიშნა მანაც თავი დაუქნია და კარებს მოსცილდა. როდესაც მეტრო გაჩერდა, მეორე ვაგონში მყოფი შემოვიდა და პატარა გოგოს გადაეხვია .. გაღიმებული შევყურებდი მათ. ადამიანებს დახმარება სთხოვეს, მაგრამ ყველა უარის ნიშნად თავს აქნევდა . ვაგონში ახალგაზრდა ბიჭი ,ლეიკემიით დაავადებული ბავშვისთვის ფულს აგროვებდა .. გოგონები ბიჭისკენ წავიდნენ , ჩალისფერთმიანმა ჯიბიდან ოცთეთრიანი ამოიღო და ღიმილით გაუწოდა . თვალები ცრემლებით ამევსო, თავი უფუნქციოდ ჩავთვალე ამ ბავშვების დახმარება, რომ არ შემეძლო. მიტრიალებისას ლუკას წაბლისფერ თვალებსა და მომღიმარ სახეს წავაწყდი . თვალი ავარიდე, გვირაბში გამეფებულ სიბნელეს მივაშტერდი, რომელიც სწრაფად გადადიოდა ხან ყავისფერში, ხან უკუნით სიბნელეში . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.