შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტი


12-02-2017, 13:03
ავტორი snazina
ნანახია 1 197

თავი 3
კიტი ქუჩას გაუყვა და პატარა სკვერთან გაჩერდა. პირდაპირ ტროტუარზე დაჯდა, მუხლებზე ხელები მოიხვია და სახე მკლავებში ჩამალა. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. ვერ ხვდებოდა რატომ ტიროდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს სადღაც გულის სიღრმეში უზარმაზარმა ცრემლის ვულკანმა გაიღვიძა და ახლა მისი თვალებიდან ლავასავით ცხელ ნაკადულებად გადმოიფრქვა.
-ეე, კიტი. რას ჩამჯდარხარ მაგ გუბეში. ადე, მამაშენი ორი დღეა გეძებს. სად იყავი?
კიტიმ თავი წამოსწია. მის წინ თმაგაბურძგნული, ჭუჭყიან შალში გახვეული ლოლიტა იდგა. რეზინის ,,კალოშებიდან“ შიშველი ფეხები მოუჩანდა.
-არ გცივა?- ცრემლები მოიწმინდა კიტიმ და თვალებით ფეხებზე ანიშნა ლოლიტას.
- და შენ? ამხელა ტროტუარზე მაგ გუბის მეტი ადგილივერ ნახე?
კიტიმ მხოლოდ ახლა შენიშნა რომ გუბეში ჩამჯდარა. სველი ტანსაცმელი შემაწუხებლად მიეკრო სხეულზე და სიცივე იგრძნო. კანკალმა აიტანა.
-წამოდი ჩვენებს ცეცხლი უნთიათ გაშრები.- ხელი გადახვია ლოლიტამ. ,,ჩვენები“ ხიდის ქვეშ შეკრებილი უსახლკარო ბავშვები იყვნენ, ომლებსაც რკინის კასრში ფიჩხი, საბურავები და დასაწვავად გამოსადეგი სხვა უამრავი ნივთი ჰონდათ ჩაყრილი და ცეცხლს ეფიცხებოდნენ. იქვე დახეული ლეიბიც ეგდო. მასზე ორი თორმეტიოდე წლის ბიჭი იყო გაშხლართული. ისინი აქ შეკრებილი პატარა საზოგადოების თავკაცებად მოიაზრებოდნენ და ლეიბთან მიკარების უფლებას სხვას არავის აძლევდნენ.
-ოო, ეს ვინ მუსულა.
- მობეზრდი მდიდარ მამიკოს ბიჭს და გაგახსენდით?
- ახლა აღარ ვართ... დაიცა, როგორ გვიწოდე... გაუნათლებელი ბრბო.
ატყდა შეძახილები აქეთ-იქიდან კიტის დანახვაზე. ვიღაცამ მხარში ხელი კრა.
-მოდით ჭკუა ვასწავლოთ. როგორ უნდა მდიდრებთან მეგობრობა.- დაიძახა ვიღაცამ და კიტის სახეში ტალახის გუნდა მოხვდა.
-მოდი.
-მოდი.
-მოდი.
შეძახილებით წამოიშალნენ შეკრებილი ბავშვები და ეს სასტიკი, დაუნდობელი არსებები ყოველიმხრიდან დაესივნენ საბრალო კიტის. ლოლიტა რომელიც მეგობარს გადაეფარა განზე გასწიეს. კიტი პატარა ხელებით ცდილობდა თავის დაცვას, მაგრამ ათამდე შურისა და ბოღმისაგან გაშმაგებულ ბავშვთან რას გააწყობდა. ვიღაც ტანსაცმელს გლეჯდა, ვიღაც ურტყამდა,ვიღაც ტალახს ესროდა. ღონე მიხდილი კიტი ჩაიკეცა. გრძნობდა რომ მეტის გაძლება აღარ შეეძლო. ხელებით მიწას დაეყრდნო და თვალწინ კრისტოფორეს სახე დაუდგა. გონებაში მისი სიტყვები ამოუტივტივდა:- ცხოვრებაში ბევრჯერ დაეცემი, ბევრჯერ ეცდებიან დაგჩაგრონ, ბევრჯერ გაგიჭირდება, ბევრჯერ შეგძულდება სიცოცხლე, მაგრამ სულით არასდროს დაეცემი, იქნები ძლიერი და დაცემული ისევ წამოდგები, არავის დაეჩაგვრინები, სიცოცხლე მაშინაც გეყვარება როცა ის აუტანელი და ერთი შეხედვით შეუძლებელი მოგეჩვენება. როცა გაგიჭირდება გაიხსენე რომ მე გყავარ და მე შენი სიძლიერე ვიქნები. მე ვიქნები ის ვისთვისაც დაცემული უნდა ადგე, მე ვიქნები ის ვისთვისაც სიცოცხლე ღირს.
კიტიმ თვალები დახუჭა. კრისტოფორეს ნათქვანის გახსენებამ საოცარი ძალა შემატა, ფეხზე ყვირილით წამოიჭრა და რამდენიმე ბავშვი ხელისკვრით განზე გადაისროლა. გზა გაითავისუფლა და უკანმოუხედავად გაიქცა გზისკენ მიმავალ ბილიკზე. ყურადღებას აღარაფერს აქცევდა მხოლოდ გარბოდა, არ შეუნიშნავს როგორ არმოჩნდა გზაზე, არც მომავალი მანქანა დაუნახავს. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა მუხრუჭის მხა გაიგონა, მანქანისკენ მიიხედა, თვალებში შიში გაუკრთა და იმავ წამს გაისმა დარტყმის ხმა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ გოგონა ავტომობილის სახურავზე ავარდა და მეორე მხრიდან ჩამოვარდა. ავტომობილი გაჩერდა. მძღოლი და ორი მგზავრი მანქანიდან ერთდროულად გადმოხტა და ბავშვისკენ გაიქცა, ვიღაც სასწრაფო დახმარების გამოძახებას შეუდგა. კიტისკენ ლამაზი გარეგნობის ქალბატონი დაიხარა და მისი სახე უკანასკნელი იყო რაც კიტიმ იმ წამს დაინახა. თვალები დახუჭა და მისი გონება სადღაც შორს, წარმოსახვის ფერად და ლამაზ სამყაროში გაფრინდა.
თავი 4
უდაბნოს ქვიშიან გზაზე წითელი ჯვრისა და რამდენიმე სამხედრო მანქანისაგან შემდგარი ჯაჭვი ნელი სვლით დანიშნულების ადგილისაკენ მიიწევდა. პირველ ავტომობილში მჯდომნი მდუმარედ გაჰყურებდნენ ირგვლივ მიმოფანტულ ქვიშის გორაკებს.
-გააჩერე მანქანა უნდა გადავიდე,ცუდად ვარ.- გადაულაპარაკა მძღოლს უკანა სავარძელზე მჯდომმა სამხედრო ფორმიანმა ქალიშვილმა.
- ხომ იცი ვერ გავაჩერებ. რატომ მთხოვ?
- კარგი მაშინ დაგისვრი მანქანას.
მანქანაში მჯდომი ოთხი ჯარისკაცი დაბღვერილი სახით შებრუნდა გოგონასკენ, მაგრამ მას ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. იცოდა,რომ ცოტა ხნის ბუზღუნის შემდეგ მანქანას გააჩერებდნენ. ასეც მოხდა. მძღოლმა მის უკან მომავალ მანქანას გზა დაუთმო და გაჩერდა. გოგონა სხარტად გადმოხტა მანქანიდან, ხელები გაშალა და გაიზმორა. დიდი ხანია მანქანიდან არ გადმოსულა. ჰაერი შეისუნთქა და წამიერი თავისუფლებით ტკბობას აპირებდა, რომ მისი ნეტარება ძლიერმა აფეთქების ხმამ დაარღვია. ხმაზე შებრუნდა, წამის მეასედში გაიაზრა რაც მოხდა, მანქანაში შეხტა, კარები მოიჯახუნა და იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
-მანქანა, რომ არ გამეჩერებინა მინაზე პირველი ჩვენ გავივლიდით.- ჩაილაპარაკა მძღოლმა. მათ წინ ამოტრიალებული, ალმოდებული მანქანა ეგდო. უკან მომავალი ავტომობილები გაჩერდნენ. ყველა გაირინდა და დადზაბული სახით რაღაცას დაუწყეს ლოდინი. გარემოს ათვალიერებდნენ და მტერს თვალებით ეძებდნენ. ლოდინი დიდხანს არ დასჭირდათ. ქვიშიდან ყიჟინით წამოიმართნენ მომხვდური მეომრები და მანქანებს ტყვიის სეტყვა დააყარეს.
- ალექს, ლუქი გააღე.- დაუყვირა მძღოლს გოგონამ.
- გაგიჟდი? თავის აყოფას ვერ მოასწრებ მოგკლავენ.
- და აქ თუ ვისხდებით რა არ მოგვკლავენ? გააღე, ვიცი რასაც ვაკეთებ.
- არ გაგიღებ.
- ალექს. გააღე.- გოგოს ისეთი ტონი ჰქონდა, თითქოს ეუბნებოდა ან გააღებ ან აქვე მიგახრჩობო.
- შენ ჰო ვერაფერს გადაგათქმევინებს კაცი და...- ბუზღუნით გახსნა მანქანის ლუქი ალექსმა. გოგონა ფეხზე წამოიჭრა ლუქში თავი გაყო ჯიბიდან ყუმბარა ამოიღო და მძღოლს ჩამოსძახა.
- დასძარი მანქანა.
- გაგიჟდი? გზა დამინულია, ვერ დაინახე...
- დასძარი რო გეუბნები. ვიცი აქედან როგორ გავაღწევთ.
- დასძარი ბიჭო, რა აზრი აქვს შენთვის მინა აგისვრის ზეცაში თუ ეს ძაღლები ჩაგცხრილავენ ადგილზე.- გადაულაპარაკა გვერდით მჯდომმა ლუკამ და ფანჯარაში გააგრძელა ყურება.
- რა პირი შეკარით ყველამ ერთად ვერ გავიგე...- კიდევ ჩაიბუზღუნა რაღაც მძღოლმა მაგრამ მისი სიტყვები ვეღარ გაარჩიეს. მანქანა დაიძრა. უკან გაჩერებული კოლონა ინტერესით ადევნებდა თვალყურს მათ მოძრაობას. ვერ ხვდებოდნენ რის გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ იცოდნენ, თუ ეს მანქანა ადგილიდან დაიძვრებოდა თვალდახუჭული გაყვებოდნენ უკან და ხრამში რომ გადამხტარიყვნენ დაუფიქრებლად გადაყვებოდნენ უკან. რატომ? იმიტომ რომ იმ მანქანაში მჯდომი ჯგუფი ერთადერთი იყო ვინც არაერთი ცხელი წერტილიდან უარეს სიტუაციაში მოქცეული უვნებლად გამოსულა სამშვიდობოს.
მანქანა დაიძრა, აი გაუსწორდნენ აფეთქებულ მანქანას, გოგონამ თავი ამოყო ლუქიდან ჯიბიდან ყუმბარა ამოიღო და წინ გაისროლა.
- გააჩერე. - ჩამოსძახა ალექსს. მანქანა ადგიულზე გაიყინა. წამებში გაისმა აფეთქების ხმა, როგორც ჩანდა ყუმბარამ სასურველი შედეგი გამოიღო, აფეთქებას ჯაჭვური რეაქცია მოყვა და ჩამალული მინები ერთი მეორის მიყოლებით შავ კვამლს ისროდნენ ჰაერში.
- წავედით.- გასცა ბრძანება ლუკამ. მანქანა დაიძრა და მათთან ერთად წითელი ჯვრის მანქანებმაც რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ სამშვიდობოს იგრძნეს თავი. მტერი ჩამოშორდათ, რადგან იცოდნენ ბრონირებულ მანქანებთან ვერაფერს გახდებოდნენ. კიდევ ერთ პატარა სოფლამდე მიაღწია ამ დღეს დახმარებამ დროულად. და კიდევ ათობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა ერთი გამჭრიახი გოგოს მოხერხებულობამ.
- ნამდვილი გიჟა.- ეუბნებოდა სარამოს ალექსი ლუკას.- გიჟია, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ჩვენი გიჟია და არა იმ დარეხვილი ტერორისტების. თორემ აქამდე მარტო მოგვიგებდა ბრძლას.
- შეგეძლო უბრალოდ მადლობა გეთქვა გადარჩენისთვის.- მოისმა ზურგს უკან გოგოს ხმა. ბიჭებს მოულოდნელობისგან ხმა ჩაუწყდათ.
- აქ ხარ?- ამოღერღა ბოლოს ალექსმა და გვერძე მიიწია. გოგონამ სკამს გადააბიჯა და გვერდით მიუჯდა. აგიზგიზებულ კოცონს გახედა.
- მაინც არ მესმის შენი. ლამაზი ხარ. ჭკვიანიც. ამ გადაკარგულში რას აკეთებ? ნებისმიერ სხვა სამსხაურში მიგიღებდნენ.
- მე აქ მინდა.
- რატომ?
- აქ ხალხია, დაუცველი, ყველასგან მივიწყებული ხალხი. მე შემიძლია მათ დავეხმარო.
- ჰო აბა რა.
- კიტი.- გაისმა უცებ სადღაც შორიდან ძახილი. ნაცნობი სახელის გაგონებაზე გოგო ფეხზე წამოიჭრა და გარემო მოათვალიერა. შორიახლოს ჯიპი იყო გაჩერებული და მასში ახლგაზრდა ლამაზი გარეგნობის ყმაწვილი ჯდებოდა.
- კიტი აი ეს დაგივარდა.- მიირბინა მასთან პატარა ბავშვმა და რაღაც გაუწოდა. ბიჭმა გაიღიმა, ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა, ნივტი ჩამოათვა და მანქანაში ჩაჯდა. მის ღიმილშ იყო რაღაც შორეულად ნაცნობი, ტითქოს სადღაც უკვე ნანახი ჰქონდა ეს გაღიმება.
- კიტი ჩაიჩურჩულა გოგომ და მანქანისკენ გაიქცა, მაგრამ გვიანი იყო, ავტომობილი უკვე დაიძრა, ცოტა ხანს სდია, ბოლოს მიხვდა რომ ვერ დაეწეოდა და გაჩერდა.
- სად გაიქეცი?- შეეკითხა გაოცებული ალექსი გოგონას.
- ის ტიპი, მანქანაში რომ ჩაჯდა. ვინ იყო იცი?
- დაზვერვიდანაა. დილით გადმოიყვანეს ჩვენთან. იცნობ?
- არა, ისე დამაინტერესდა.- გოგო შებრუნდა და კარავისკენ წავიდა. დღეს ძალიან დაიღალა და კარგად გამოძინება არ აწყენდა.
- კიტი.- დაუძახა ალექსმა.- კიტი.
კიტის ყურადღება არ მიუქცევია მისი ძახილისთვის, არც გაუგია. მის გონებაში ბავშვობის ერთადერთი ნათელი მოგონება ამოტივტივდა და ახლა მხოლოდ მასზე ფიქრობდა. ,, შეიძლება რომ ის იყოს?“ ფიქრობდა კიტი და კრისტოფორეს სახის გახსენებას ცდილობდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent