შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალათბურთელი კონკიას ისტორია [3]


12-02-2017, 15:21
ნანახია 2 477

-არ გკითხავ რატომ დგვიმალე
-ჰოო? რატო -ვკითხე ირონიანარევი ღიმილით და ხმით
-მშიშარა ხარ აი რატომ - ცხივრზე ხელი დამკრა და საწოლზე ჩამოჯდა
-მართლა? მე მშიშარა ვარ? - გადავიხარხარე
-თან ცოტა კი არა ძალიან მშიშარა ხარ
-მერე რა შიში ცუდი სულაც არ არის - ავიბზუე ცხვირი და ჩემს ბავშვურ ქცევაზე გულიანად გავაცინე კიდევაც
-იმედია დღეს გამწერენ
-კი ალექსი მოაგვარებს მაგ ამბავს - თქვა და ამ დროს ალექსი ექიმთან ერთად დაბრუნდა.
-ჩვენს ლამაზ პაციენტს გაუღვიძია
-ექიმო იმედია თამაშს შევძლებ ხო ? - ვკითხე და თავი რომ გააქნია სატირლად მოვემზადე
-არა? - ამ დროს გაიცინა სამივემ
-კი კი შეგეძლება - ღრმად ამოვისუნთქე და გულზე ხელი მივიდე - უბრალოდ 1 კვირა იწექი და მერე ჩიტივით თავისუფალი იქნები
-კარგით ეგ არ არის პრობლება მივხედავ - თქვა ალექსმა და ხელში ამიყვანა
-ყველა საბუთი მოგვარებულია შეგიძლიათ წახვიდეთ
-მადლობაა- ვუთხარი ექიმს როცა ხელში აყვანილი გავყავდი ალექსს.

**********
-მართლა რა მშიშარა ყოფილხარ - მითხრა როდესაც თვითმფრინავი ეშვებოდა მე კიდევ თვალებ დახუჭული ვიღაცის ხელს ვებღაუჭებოდი ეს ვიღაც თურმე დეგენერატი მისტერ დემეტრე ყოფილა
-სულაც არა - ვუთხარი და ცალი თვალი გავახილე
-არა ხო? - მის ხელზე მიმითითა რომელზეც მაგრად ვიყავი ჩაბღაუჭებული ჩემი მარცხენა ხელით და თურმე ცოტა დამიკაწრავს
-ბოდიში - უხერხულად შევიშმუშნე და ხელი გამოვწიე.

***********
-წავედით ვარჯიშზე სადხარ ანაააა - გავიგე ლექსოს ყვირილი და თმის სწორებით გამოვედი ჩემი ნომრიდან
-აქვაარ - დავუყვირე და სპორტული ჩანთა გვერძე გადავიკიდე
-ხომ იცი დღეს უნდა დაანახო ყველას ვისი და ხარ - მითხრა და შუბლზე მაკოცა
-ხო აბა რა - გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
-ვიცი რომ თავს მოაწონებ მაგრამ თქვენ სამიდან მხოლოდ ერთი იქნება იქ განსაკუთრებული მინდა რომ ეს შენ იყო - მსუბუქად გავუღიმე და ვეცადე ნერვიულობა დამემალა
-ჟელიბონი მინდა
-რაა?
-ვნერვიულობ და უნდა ვჭამო სამიცალი თორემ ვერ ვითამაშებ ფეხებიც კი მიკანკალებს
-კარგი - მიყიდა და აშკარად დავწყნარდი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და გავედი დემეტრე ჩემი ძმის გვერდით იდგა და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ მსუბუქად თავი დამიქნია მეც დავუქნიე და თამაში დაიწყო თითქოს მისმა ამ საქციელმა ძალა და გამბედაობა შემმატა. თამაში რომ დასრულდა მნიშვნელოვანი რამოდენიმე ადამიანი გავიცანი ვინც ყველაზე მეტად მოეწონებოდათ იმას მეორე საღამოს ვახშამზე დაპატიჟებდნენ და გაესაუბრებოდნენ მათ არ იცოდნენ თუ მე ლექსოს და ვიყავი ჩემი დიდი თხოვნა იყო არავისგან არ გაეგოთ ეს არ მინდოდა უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი ან მხოლოდ იმიტომ ავერჩიე მე რომ ლექსოს და ვიყავი. ამიტომ ვინაიდამ არ იცოდნენ მას და თუ ყავდა ჯერ ვერც გაიგებდნენ.

-აქ რა გინდა? -მკითხა დემეტრემ და პასუხი რომ ვერ მოისმინა ისიც სასტუმროს სახურავზე დაჯდა ჩემს გვერდით ულამაზესი ხედი იშლებოდა აქედან - დღეს შენ მართლა საუკეთესო იყავი ლიკას და ელენეს ჩამორჩენა ქონდათ ჰელენასაც დააკლდა ორი რომ შენამდე მოსულიყო
-გინდა ნაყინები ვჭამოთ? - შემომთავაზა როცა მიხვდა ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა. თავი დავუქნიე და მის მიერ გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე. გარეთ გამოვედით ქუჩაში რომ მოვდიოდით გზად ჯამბაზები შეგვხვდნენ მათ მევიოლინე ახლდათ და ლამაზი შადრევნის წინ ხალხს ართობდნენ. უამრავი ნიჭიერი ადამიანით იყო გავსებული აქაურობა
-ისინი ყოველ საღამოს ზუსტად ამდროს გამოდიან მთელი ღამე აქ არიან - მიმითითა ჯამბაზებზე და მევიოლინეზე. სანაყინეში შევედით და იმხელა ჭიქებით მოგვიტანეს ნაყინი ალბათ ასეთი ხასიათი რომ არ მქონოდა ჩვეულებრივ შემთხვევაში ნახევრად შეჭმაზეც ვიწუწუნებდი
-მომიყევი რამე შენს შესახებ - ვუთხარი და ნაყინით მოთხვრილი ტუჩებს ენა გადავატარე
-მაინც რა მოგიყვე - ამ კითხვაზე არც დავფიქრებულვარ ისე გავეცი პასუხი
-მაგალითად ბავშვობა
-წყნარი ბავშვი ნამდვილად არ ვყოფილვარ ყველგან ბურთით დავდიოდი. სულ რაღაცის მტვრევის ხმა ისმოდა იქ სადაც მე ვიყავი. მამაჩემი ყოველთვის მამხნევებდა მეუბნებოდა რომ ყველაფერი გამომივიდოდა რასაც მივაღწიე მისი დამსახურებაა ყველაფერი და ან ძმა არასოდეს მყოლია დედისერთა ვარ ამიტომაა ალბათ რომ ასეთი ვარ მთელი ყურადღება ყოველთვის ჩემკენ იყო მოპყრობილი თავი მეფე მეგონა ყოველთვის ვიყავი ყურადღების ცენტრში ჩემი გარეგნობის და კალათბურთის გამო
-ვააუ მაგარია - გავუღიმე და ნაყინი შევჭამე
-ეხლა ახალგზრდობა მომიყევი - ვუთხარი ღიმილით
-ალექსანდრე ადრე გავიცანი მაშინ მისი მწვრთნელი იყო ჩამოსული ისე როგორც ეხლა ალექსანდრე ჩამოვიდა და მე შემარჩიეს მერე ამერიკაში წამომიყვანეს 7 წელი ვიყავი აქ მერე ჩემი მშობლები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ და 1 წლის მერე დავბრუნდი საქართველოში ნუ საბოლოოდ მაინც 8 გამოვიდა
-23 წლის ხარ
-დიახ
-მე 19 ის - ვუთხარი და ჩავფიქრდი
-შენზე რას მეტყვი
-ჩემი ცხოვრება საინტერესო არასოდეს ყოფილა გარდა იმ მომენტისა როცა ალექსი გავიცანი
-ანუ მოყოლა არ გინდა
-არა - თავიგავაქნიე და მეორე ნაყინის ჭამა დავიწყე
-კარგი შენ რომ შეგარჩიონ იცი წასვლა მოგიწევს
-სად - ვუთხარი გაოცებულმა
-1 წელი გერმანიაში
-კი მაგრამ რატომ
-ესენი გერმანელები არიან წარმოშობით და როდესაც ვირაცას არჩევენ გერმანიაში ერთი წელი ავარჯიშებენ რაც არც ისეადვილია
-შენ?
-რა მე
-შენც იყავი წასული?
-ალექსიც
-რატომ არაფერი მითხრა
-წინასწარ შენი ნერვიულობა არ უნდოდა
-რომ მცოდნოდა ასე იყო არ ვითამაშებდი ასე კარგად
-ხო მაგრამ რატომ ეს შანსი სამ წელიწადში ერთს ეძლევა და შენ უარს იტყოდი?
-რათქმაუნდა
-დებილი ხარ
-გმადლობთ - ვუთხარი და ნაყინი გვერძე გადავდე
-წავიდეთ რა - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი
-კარგი.

*******
-რატომ მე რატომ იქ წასვლა არ მინდა - ვუყვიროდი დემეტრეს და ალექსადნრეს დასჯილი ბავშვებივით რომ ისხდნენ დივანზე და ერთმანეთს იმ იმედით უყურებდნენ რომელიმეს მაინც მოაფიქრდებოდა რამე
-იმიტომ შენ რომ საუკეთესო ხარ - თქვა დემეტრემ და ალექსანდრეც ცდილობდა აყოლოდა
-ხო აბა რა შენ ხომ ყველაზე მაგრად თამაშობ
-მოწინააღმდეგე გუნდში იმ გოგოს ფეხი რომ არ ეტკინა ჩემზე მეტ ბურთებს ის ჩააგდებდა და სამქულიანებს აგდებდა ხომ არ გამოშტერდით და თანაც ენის ბორძიკით ტყუილის თქმა არც ისე დამაჯერებლად ჟღერს არა რა რაღა მაშინ მოუნდა იმ გოგოსაც იმ ფეხის.. - უცებ გავჩერდი ჩანთას ხელი დავტაცე და თითქოს რაღაც გენიალური მომაფიქრდაო ოთახიდან გავვარდი მერე უკან შემოვბრუნდი ორივეს ვაკოცე და ვუთხარი
-გენიოსი ვარ მალე დავბრუნდები
-ვახშამზე ხარ წასასვლელი სად მიდიხარ
-მოვაალ - დავუყვირე და კარი გავიჯახუნე.
გიჟი ხარ ანასტასია გიჟი აი ეს როგორ უნდა გააკეთოს საღ ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა თან გოგომ ღმერთო ჩემო სხვა გზა არ მაქვს - თვალები დავხუჭე და გადახტომას ვაპირებდი უკან რომ დავიხიე მერე კი ვიფიქრე აბა დაფიქრდი არც დემეტრე იქნება შენს გვერდით დაარც ალექსანდრე იქ სულ მარტო უნდა იყო ისედა ამდენი წელი მარტო იყავი და მეორედ მარტო ყოფნას ვეღაც გადავიტან მირჩევნია ასე ცხოვრება თანაც სწავლას რა უნდა უყო - უცებ გადავხტი და მალე ხალხის გროვა დამეხვა თავს.

********
-ვაიმეე მოგკლავ გოგო ეგ როგორ გააკეთე - დამჩხაოდა თავზე მწოლიარეს ალექსანდრე და არანაკლებ გაცეცხლებული იყო დემეტრეც
-ძალით კიარ მიქნია გადმოვვარდი
-ხო როგორ არა
-ბოდიში რომ მირჩევნია თქვენთან დარჩენა ბოდიში რომ არ მინდა იქ მარტოდ ვიგრძნო თავი მე ძლიერი მაშინ ვარ როცა შენ მყავხარ გვერდით და არა მაშინროცა მარტო ვარ უცხო ადამიანების გარემოცვაში გაიგე? - ვუყვირე და გადასაფარებელი გადავიფარე თავზე რომ ცრემლები დამემალა
-კარგი ბოდიში - გვერძე დამიჯდა
-უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა - ვთქვი და კარის გახურვის ხმა რომ გავიგე გადასაფარებელი ჩამოვწიე. აუტკივარი თავი კი ავიტკიე მაგრამ არაუშავს ფეხის მოტეხვა და ერთი თვე წოლა მერჩივნა იმ ერთ წელს. ,,შეგიძლია ამოხვიდე?’’ მივწერე დემეტრეს მობილურზე და ცოტახანში ამოვიდა
-შენი აზრით არასწორად მოვიქეცი?
-შენი გადასაწყვეტი იყო უბრალოდ შენს ადგილას ასეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი
-უკვე შეატყობინეთ ვინ მიყავთ?
-ელენა
-ძალიან კარგი
-რაარის კარგი
-მიხარია რომ ელენე მიყავთ და არა სხვა - თავი ღიმილით გააქნია
-მშია - დავიჭყანე და ვუთხარი - დაბლა ჩამიყვანე რა - გავუღიმე და ხელში ამიტაცა სიცილით ჩამარბენინა კიბეები და ალექსი რომ ვერსად დავინახე ვკითხე
-სადაა?
-წავიდა დაურეკეს
-იმედია მიხვდა რომ არ უნდა ეყვირა
-უბრალოდ ძალიან გაბრაზდა ეს შანსი ხელიდან რომ გაუშვი
-გადაუვლის - ვუთხარი და დავიჭყანე
-ხო გადაუვლის - ცხვირზე ხელი დამკრა და პულტი გადმომიგდო თვითონ კი სამზარეულოში გავიდა
-კინო შეარჩიე და ვუყუროთ - ტორტი და წვენები მოიტანა.

-არ მითხრა რომ ტირი - მითხრა ფილმის დასრულებისას როცა ცრემლები გადმომვარდა
-ეს ბიჭი მაინც ცოდოა
-თვითონ არ მიატოვა?
-უყვარდა და იმიტომ რომ არ მიეტოვებინა ამას მოკლავდნენ
-ოხ ტასო - თავი გააქნია და ადგომისას ფეხი წამოკრა რაღაცას ძლივს გაჩერდა სახე სახესთან ქონდა მოტანილი კარის ხმა რომ გავიგეთ........



№1  offline წევრი HappyForever

dzaan kaia velodebi shendeg tavs ❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Velodebi shemdeg tavs dzalian magrad
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი ლუსიანა

ველოდები შემდეგ თავს <3

 


№4 სტუმარი მკითხველი

ძაან კარგია აღარ აგრძელებ??

 


№5 სტუმარი Guest ანა

ძაან მომეწონაა❤❤ველოდები შემდეგ თავსს

 


№6 სტუმარი სტუმარი ...

შემდეგი თავი აღარ იქნება??

 


№7 სტუმარი ..

Amas gagrdzeleba araqvs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent