შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (სრულად)


12-02-2017, 19:55
ავტორი murachashvili
ნანახია 21 038

ჩანახატი
თავი პირველი
უჩვეულოდ ცხელი ზაფხული იდგა თბილისში. ქალაქი თითქმის დაცლილიყო მაცხოვრებლებისგან. ქუჩაში კანტი-კუნტად თუ შენიშნავდით მოძრაობას. სიცხისგან შეწუხებული ჩვიდმეტი - თვრამეტი წლის მაღალი, ოდნავ ბეჭებში მოხრილი, ქერა ყმაწვილი ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით შევარდა სადაბრაზოში და სწრაფი ნაბიჯით აუყვა კიბეებს. რამდენიმე საფეხურს ერთდროულად ახტებოდა. კარები სწრაფად გახსნა და სახლშიც შევიდა. ესიამოვნა ვაჟს შენობაში არსებული სიგრილე. პერანგი ერთი ხელის მოსმით გაიძრო და აბაზანაში შევარდა.
როგორც ყოველთვის სახლში არავინაა. დედა ბებიასთან წავიდა. და - დაქალებთან, მამა?! რას გაიგებ, ერთი-ორი კვირით წასული თითქმის მეორე თვეა არ გამოჩენილა, მიზეზი?! ბანალური - მივლინება. ამ ბოლო დროს რაღაც საეჭვოდ მოუხშირა სამსახურებრივ ვიზიტებს. დედა არ იმჩნევს, თითქოს ასეც უნდა იყოს. თითქოს ნორმალურია გაუფრთხილებლად წასვლაც და მოსვლაც.
მშრალად, ორი სიტყვით შვილის მოკითხვა: - როგორ ხარ?!
- კარგად! - პასუხიც მხოლოდ ერთი სიტყვაა.
თვალებში უმზერს ვაჟს და სიგარეტის კიდევ ერთ ჩამწვარ ღერს აფერფლებს საფერფლეში. ნამწვს ხელით სრესს. ყოველთვის ფიქრობდა ვაჟი, რომ მამას რაღაცის თქმა სურდა. ერთხელაც დაარღვევდა დუმილს და ამდენი წლების ნაგროვებ ემოციებს გაუზიარებდა შვილს, მაგრამ - არა.
მამაკაცი როგორც ყოველთვის დუმდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. რომ გეკითხათ როგორი იყო მამა, ვერც გეტყოდათ. ფაქტიურად არც კი იცნობდა, მამის სახე ფიქრსა და სიგარეტის კვამლთან ასოცირდებოდა.
დედა?! დიდად თბილი და მოსიყვარულე არც ის იყო. ქერა, ოდნავ სრული ქალი, ძირითადად აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი, მარცხენა ხელში ანთებული სიგარეტით, გაწეწილი მოკლე თმით. რატომღაც ყოველთვის დაძაბული, გაღიზიანებული სახით. მისი განწყობა ხმის ტემბრშიც იგრძნობოდა. არ უყვარდა შვილების შექება. რაც შეეხება შენიშვნებს, ამას ნამდვილად არ იშურებდა. ვაჟი იმდენად დაიღალა ამდენი კრიტიკით ცდილობს ქალს ზედმეტად თვალში არც გაეჩხიროს.
და?! ის განსხვავებული ფენომენია. ხალისიანი, ცოცხალი. ერთმანეთით არსებობენ, ერთმანეთს ავსებენ. თუმცა ამ ბოლო დროს ვერც მას ნახულობს. ქეთა სამი წლითაა ძმაზე უფროსი. ერთმანეთთან მიმართებაში თითქოს მშობლების ფუნქციაც შეითავსეს.
ალბათ უცნაურია, ერთ სახლში ცხოვრობენ ოთხნი და ერთმანეთს არც კი იცნობენ. სისხლით ერთნი არიან, მაგრამ მაინც უცხონი.
ვაჟმა შხაპის მიღება დაასრულა, ნამიან ტანზე სუფთა მაისური გადაიცვა, იქვე მიგდებული კარგად გახეხილი ჯინსის შარვალი ამოიცვა და სამზარეულოში შევიდა. მაცივარი გამოხსნა, როგორც ყოველთვის ცარიელია. უსიამოვნოდ შეიკურთხა. იქვე მიგდებულ მობილურს დასწვდა, უნდოდა პიცა შეეკვეთა, თუმცა მისი ყურადღება შემოსულმა მესიჯმა მიიპყრო. აი ვინ სჭირდებოდა ახლა.
- „როგორ ხარ?“ - სწერდა გოგონა. ინსტიქტურად ნომერი აკრიფა და ტელეფონში მონატრებული ყოფილი კლასელის წკრიალა, ხალისიანი ხმაც გაიგონა.
- როგორ ხარ, დაკარგულო?!
- ჩემი შენ გითხარიო!. - სიცილი ვერ შეიკავა ვაჟმაც. - გამოცდებიო, პრაქტიკებიო... და ხელს როგორ შეგიშლიდი? მორჩი სწავლა-განათლებას?
- როგორც იქნა. გუშინ უკანასკნელი პრაქტიკულიც ჩავაბარე და თავისუფალი ვარ ჩიტივით. შენ რა ქენი?
- მე?! - ხმა დაუსერიოზულდა ვაჟს - ნაწილი ჩავაბარე, ნაწილი გადავიტანე. ასე რომ ვტკბები დასვენებით.
- ნაწილი?! - აშკარად არ მოეწონა გოგონას - იზარმაცე?! - მსუბუქად უსაყვედურა მეგობარს - გამოდი ჩემთან, დანარჩენებიც ამოვლენ და ერთად დავტკბეთ დასვენებით.
თითქოს სწორედ ამ სიტყვებს ელოდაო: - ნახევარ საათში მანდ ვარ! - ჩასძახა ტელეფონში და სახლიდანაც გავარდა.

მთლად ნახევარ საათში არა, მაგრამ ერთ საათში მეტრო ღრმაღელესთან იყო. იცოდა თათიას ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი „ლუნა“ რომ უყვარდა, პატარა შეკვრა შეიძინა და მისი კორპუსისკენ წავიდა. ლიფტი, როგორც ყოველთვის, არ მუშაობს. მეშვიდე სართულზე შეუსვენებლად აირბინა.
- “რა ჩვევა აქვს ამ გოგოს, კარებს რატომ არ კეტავს?” - გაიფიქრა, როგორც კი სახელურს დასწვდა და სახლში შევიდა.
- როგორც იქნა გამოჩნდი! - გაკრეჭილი, ბედნიერი ღიმილით ჩაეხუტა მოკლე თეთრ შორტებსა და ელექტრიკ, სალათისფერ მაისურში გამოწყობილი, შავგვრემანი, მოკლე თმიანი გოგო.
- რამდენჯერ შეიძლება გაგაფრთხილო, კარები დაკეტე! - თმები მოუჩეჩა ბიჭმა.
- კარგი, რა.... ჩემი ტკბილი... ჩემი გემრიელი... -აფერისტულად უცინოდა და თვალები ქაღალდის შეკვრისკენ გაურბოდა.
- პატარა ბავშვივით ხარ! - სიცილით მიაწოდა ტკბილეული. გოგონა ადგილზე ხტუნაობდა.
- მიდი, შენ მისაღებში. - შოკოლადის ჭამით შეუძღვა ოთახში - ბიჭების მოსვლამდე, ყავას მოგიდუღებ და ცოტას ვიჭორავებთ კიდეც...
ვაჟი სავარძელში მოთავსდა. იქვე მაგიდაზე უბის წიგნაკი შენიშნა.
- ვაუ, თათულიკა .... დღიურიც გაქვს?! - გაკვირვებულმა გასძახა ვაჟმა და წიგნაკს თვალი გადაავლო.
- არა, დღიური არაა. ჩემი მეგობარი წერს პატარ-პატარა ჩანახატებს და....
- მართლა?! შენი მეგობარი სიმპატიურია?! - ეშმაკურად იკითხა მან.
- სიმპატიური კი არა უმაგრესია. - დაეჯღანა ქალი.
- მერე უმაგრესი გოგო ჩანახატებით ერთობა?! - ინსტიქტურად უბის წიგნაკს დასწვდა, სადღაც შუაში გადაშალა და კითხვა დაიწყო:
„მიწა -გამოყვანილი ლამაზი ასოებით წერდა უცნობი ქალი - ბიჭი მირბოდა, მირბოდა შორს. მის წინ დიდი ჭურვები ფეთქდებოდა. შავი მიწა ოხრავდა და კვნესით ძირს ეცემოდა. სასწაული ხმა ჰქონდა მიწას, თითქოს ცოცხალი ადამიანი იყო, ის კვნესოდა.
- უ..... უ....-ზმუის ის.
- უ..... უ....- იძახოდა ადამიანი, რომელიც ასე უგულოდ ჩეხდა მას.
ბიჭი მირბოდა, მიწა მას ეყრებოდა სახეზე და ისიც გრძნობდა, რაც უჭირდა მიწას, რომელმაც გამოზარდა და ადამიანად აქცია და, აი დღეს მის დასაცავად იბრძოდა ბიჭი.
მოულოდნელად ის შებარბაცდა.
- ვაი მე , დედა ! - იძახდა ბიჭი.
- ვაი მე, შვილო ! - კვნესოდა დედის გული მიწიდან.

ბიჭი ნელ-ნელა ვარდებოდა, მის წინ წარსული დღეები გარბოდნენ, ახსენდებოდა ის, მხიარული, მომღიმარი, ბოლოს კი - ატირებული. ახსენდებოდა დედის საფლავი და შავი მიწა.
ბიჭი ტალახში ჩავარდა, მიწამ ჩაიხუტა იგი, მაგრამ მიწაც ტიროდა, მისი შვილი იღუპებოდა.
-ადექი! გაიქეცი ! ---- -ქვითინებდა დედის გული მიწიდან - გაიქეცი! გესმის ?!
ბიჭი კი კვლავ გაუნძრევლად იწვა შავ, მშობლიურ მიწას ჩახუტებული“.
- ცოტა ვერაა კარგად, რა ომობანა აუტყდა ამ ზაფხულში? - გაიფიქრა ვაჟმა, თუმცა აშკარად ართობდა კითხვა და შემდეგ ფურცელზე გადაშალა:
„თეკლაობა“
„ზეგ დედაჩემის აზრით, ჩემი დღეა, ჩემი ზეიმი, რომელსაც სახელად „თეკლაობა“ ჰქვია. არ ვიცი რამდენად შეიძლება მას ჩემი დღე ვუწოდო. მაშინ შეიძლება გიხაროდეს დღესასწაული, როცა იცი, რომ ვიღაცას ახსოვხარ და ელი მის მოლოცვას. მე კი ....
ჩუმად ვარ, არ მინდა გაიგონ, რომ ჩემი დღე ასე უინტერესოდ მიდის, არავის ვახსოვარ და აზრადაც არ მოსდით, უბრალოდ, სიტყვიერად მაინც მომილოცონ, გული გამიკეთონ და მაგრძნობინონ, რომ ვცხოვრობ, არა და.....
ვთვლი, რომ ამ ქვეყნად პატარა ადგილიც არ მაქვს და ცოცხალი მკვდარი ვარ, ორ ფეხზე მოსიარულე არსება, რომლის ყოფნა-არყოფნა არც თუ ისეთი შესამჩნევია, ვარ ერთი უმნიშვნელო საგანი. იმდენად უმნიშვნელო, რომ ჩემი გაქრობა შეიძლება ვერც კი შენიშნონ და თუკი შეამჩნევენ მხოლოდ „საცოდავიო“ სთქვან და წავიდნენ. ან შეიძლება მოვიდეს ვინმე და უპატრონო საფლავთან ჩამოჯდეს, წაიკითხოს საფლავზე წარწერა, რომელიც ჟამთასვლისაგან გაცრეცილი იქნება და ეტკინოს გული: -„ საწყალი როგორი ახალგაზრდა ყოფილაო“.
გავიდეს წლები და მოვიდეს საფლავთან უკვე მოხუცი მამაკაცი, უბრალო მინდვრის ყვავილებით ხელში, ჩამოჯდეს საფლავთან, დიდხანს იყოს ჩუმად, იდუმალ ფიქრებში ჩაძირული და ბოლოს აცრემლებული თვალებით ყვავილები დამაწყოს გულზე.
და, ეს იქნება სწორედ „თეკლაობას“, სწორედ ჩემს დღესასწაულზე და მე ვიქნები ბედნიერი, რადგან ვუყვარდი, ვახსოვდი და ვენატრებოდი“.
- თათია, შენი დაქალი შეყვარებულია?! - ინტერესით ჰკითხა ვაჟმა გოგონას, რომელმაც ყავა და ტკბილეული შემოიტანა და წინ დაუსკუპდა.
- არა, რა შეყვარებული. - სიცილი აუტყდა მას.
- რა ვიცი, აქ ისეთ სევდიან სიტყვებს წერს, ვიფიქრე ცალმხრივი გრძნობის მსხვერპლი იყო..
- სხვათა შორის ეგ ჩანახატები, მამაკაცებზე არაა გათვლილი. თქვენ ვერ გაიგებთ!. - უკმაყოფილო სახით გამოაცალა ხელებიდან უბის წიგნაკი და უჯრაში შეინახა.
- რა თქმა უნდა, ჩვენ სად შეგვიძლია ასე ღრმად ფიქრი. ქალს არ უყვარს და ასეთ სიტყვებს წერს და რომ შეუყვარდეს ხომ წარმოგიდგენია... - ისევ იცინოდა ის.
- რა გენაღვლება, ოღონდ რამეზე იცინე და... - აშკარად ეწყინა თათიას.
- რაო, იმ გადარეულებმა? გვიან ამოვლენ? - თემის შეცვლა სცადა მან.
- ვიკას გავუვლით და მანდ ვართო.
- აუფ. ქალბატონი ვიკულიკაც თუ მოდის, მაშინ სერიოზული გვიქეიფია და ესაა. - ჭინკები აუთამაშდა ვაჟს თვალებში.
თათიამ გვერდულად, ეჭვით გადახედა მეგობარს, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავა. ბავშვობიდანვე ამჩნევდნენ აკას ვიკას მიმართ განსაკუთრებულ, განსხვავებულ დამოკიდებულებას. თუმცა ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარს ერიდებოდნენ. თითქმის საბავშვო ბაღიდან მოდიოდნენ ერთად: თათია, ვიკა, აკა იგივე აკაკო, დათუნა და ალეკო. დაუფიქრებლად ანდობდა საკუთარ სიცოცხლეს ნებისმიერ მათგანს.
სკეპტიკოს კურსელებს, რომლებსაც ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის არ სჯეროდათ ხშირად უმტკიცებდა, რომ თავად არაჩვეულებრივი კლასელები ჰყავდა, რომლებიც ძმებივით ედგნენ გვერდში და მასში ქალს არასოდეს დაინახავდნენ. სამეგობროში წყვილები არ ჰყავდათ და არც ჰყოლიათ. ახლა კი რა გამოდიოდა?! აკა და ვიკა?! გულში რაღაც ჩაწყდა. რაღაც ეწყინა. მათი დამოკიდებულების სისპეტაკეში შეეპარა ეჭვი. თითქოს აკამ მათ მეგობრობას უღალატა. პრინციპში უნდა აღიაროს, რომ ვერც ამ ორს დაარქმევდი წყვილს.
ვაჟი მაქსიმალურად მალავდა გრძნობებს. თათია წარბაწეული მისჩერებოდა ვიკას ხსენებისგან აციმციმებულ თვალებს და ეჭვი გულს უღრღნიდა.
- მომისმინე, აკაკო. თქვენს შორის რამე ხდება?! - ვერ შეიკავა თავი და მაინც ჰკითხა მეგობარს.
- ვინ ჩვენს შორის?! - თითქოს ვერ მიხვდა ვაჟი.
- დედას გაფიცებ, გთხოვ სიმართლე მითხარი...
აკა აშკარად არ აპირებდა აღიარებას: - რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ მთელი ზაფხულია არ მინახავს და გამიხარდა.
- გასაგებია. - ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა, თუმცა მისი ეჭვით სავსე თვალების შეხედვაზე მიხვდა აკა, რომ მეგობრის გადარწმუნება ვერ შეძლო.
- რა ეჭვიანი ცოლივით ვიქცევი? - სამზარეულოში გასული საკუთარ თავზე ბრაზობდა თათია - რომც მოსწონდეს რა დაშავდება? მშვენიერი წყვილი იქნება... რას დამიჩემებია, რომ ჩვენი მეგობრობა სპეტაკია, დიდი რამე, ძმაკაცსა და დაქალს შორის სიყვარული არ შეიძლება? - თუმცა როგორც კი წარმოიდგინა, რომ იგივე შეიძლება მასთან მიმართებაში დათუნას ან ალეკოს ეგრძნოთ ტანში უსიამოვნოდ გასცრა. შეუძლებელია, ბიჭებთან რომლებთანაც ლამის საცვლების ამარა დატანტალებდა, ფეხბურთის ბურთს დასდევდა სიყვარულობანას ვერ ითამაშებდა. დარწმუნებული იყო მის მოსაზრებას დანარჩენებიც იზიარებდნენ.
სწორედ ამ დროს, კარებზე ზარის ხმაც მოესმა, უსიამოვნო ფიქრები სწრაფად მოიშორა და გასახსნელად წავიდა.

თავი მეორე
მისაღებ ოთახში ხმაურით შელაგდნენ დათუნა და ალეკო. მისალმების ნიშნად აკას ხელი აუწია და სამზარეულოში თათიასთან შექანდა ვიკაც.
- ცივი ყავა რომ არ დავლიო მოვკვდები!. - უცერემონიოდ გამოხსნა მაცივარი, ნაყინი და ყინულები გამოალაგა და ყავის ჭიქებს დაუჭყო ძებნა.
ცალი ყურით მისაღებში ბიჭებს უსმენდნენ და ხმადაბლა ჭორაობდნენ გოგოებიც.
- რაღაც საეჭვოდ დაიკარგე... - მსუბუქად უსაყვედურა თათიამ.
- რომ იცოდე რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი... - თვალები უციმციმებდა ვიკას. - ოღონდ ამ ნადირებს რომ გავისტუმრებთ მაშინ მოგიყვები.
- დარჩი ამაღამ და მოვაწყოთ „დევიჩნიკი“... - თვალი ჩაუკრა გოგომ.
- ნადირები ჩვენ ვართ? - სამზარეულოს კარებში ალეკო გამოჩნდა.
- აუფ, თათულიკო რომ იცოდე როგორ მშია. - მეგობრის უკან აისვეტა აკაც. თვალი
მოავლო მაგიდაზე დასაწყობად გაშლილ სხვადასხვა სახის სალათებსა და დესერტებს.
- მოთმინებით, მოთმინებით... - დამრიგებლური ტონით შემოხტა დათუნაც, და პირველივე თეფშიდან ხაჭაპურის მოზრდილ ნაჭერს დასწვდა.
- რა ქცევაა ახლა ეს? - აღშფოთდა გაზქურასთან მდგომი თათია, რომელიც მჭადებს ატრიალებდა - ამ ერთი ბეწო სამზარეულოში მე ძლივს ვეტევი, თქვენ ღა მაკლდით...
- გაავდა ჩვენი კრუელა?! - აუვარდათ სიცილი ბიჭებს, შეთქმულებივით ნელ-ნელა მიეპარნენ, ძლიერად მოეხვია ალე, იგივე ალეკო, გოგონას ხელები გაუკავა და სამივემ ერთ დროულად შეუღიტინა.
- კარგით რა... - აკისკისდა და სასაცილოდ აფართხალდა მათი ხელებიდან თავის დასაღწევად. - მომეშვით, დამეწვება... - ტირილნარევი ხმით ეხვეწებოდა მათ.
- სულ ცოტაღა მოითმინეთ და ორ წუთში გავაწყობთ. მოვრჩებით სადაცაა... - გამშველებლად ჩაერია ვიკაც.
- მორჩებით აბა რა. განსაკუთრებით შენ... ყავის სმისგან არ დაგვეღალო, ფიგურას მოუფრთხილდი... - გაკეწლა დათუნამ.
- შენ ღა მაკლდი ჭკუის დამრიგებლად. - შეუბღვირა გოგომ.
- მე მგონი ვიღაც ეჭვიანობს და ყურადღებას ითხოვს. - ეშმაკურად ჩაუკრა ალემ აკას თვალი. ჰაერში მოფართხალე თათია დასვა და ნელი ნაბიჯით ვიკას მიმართულებით დაიძრა.
- არც კი გაბედოთ... - გაბზარული ხმით საცოდავად ამოიხავლა ვიკამ. თან თვალით ბიჭებსა და კარებს შორის მანძილს ზომავდა. უცებ კი წამოხტა სამზარეულოდან გასავარდნად, მაგრამ სად გაასწრებდა? აკამ იმარჯვა. გოგონა ხელში აიტაცა. არც დანარჩენები ჩამორჩნენ, ღიტინ - ღიტინით აკივლებული ვიკა მისაღებში გაიტანეს.
- თათი, შეგიძლია მშვიდად გააგრძელო საქმიანობა, ჩვენ ამ პატარა ველურს დავაოკებთ და დავაგემოვნებთ. - სიცილით გამოსძახა დათუნამ.
- ნადირებო, მხეცებო!... - თან იცინოდა და თან ბრაზობდა ვიკა.
- გეუბნებით, ითხოვს ეს გოგო და რა ვქნათ?! - პირზე ხელები ააფარა ალემ და უფრო ძლიერად შეუღიტინა.
- გეხვეწებით, აღარ შემიძლია მეტი. სადაცაა გული წამივა!... - თითქმის ამოიტირა, სიცილისგან შეწუხებულმა ვიკამ.
უცნაურია როგორ ახერხებდნენ ასეთ მხიარულებას. სუფრას ხუთივე ერთად შლიდნენ. თუმცა არც ერქვა ამას გაშლა. თამაშ-თამაშსა და ერთმანეთის დევნაში „შემოეშალათ“ მაგიდაც.
სალაპარაკო არ ელეოდათ. რამდენიმე თვეა ერთმანეთი არ ენახათ და აშკარად მონატრებულები იყვნენ. უცნაური ჩვევა ჰქონდათ. თუ ხუთივე ვერ იკრიბებოდნენ ერთმანეთს არ ხვდებოდნენ. ასე ერთმანეთის ლოდინში კი ორი თვეც გაეპარათ. ვიღაცისთვის ალბათ ეს დრო ბევრი არცაა, მაგრამ მათთვის თითქმის საუკუნეს უდრიდა.
- ჯიგრები ხართ. თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა არ ვიცი. - ოდნავ შემთვრალს სენტიმენეტები მოაწვა დათუნას.
- ჩვენი ბიჭი დამთვრალა... დათუნია დამთვრალა... - სიცილით მიუჯდნენ გოგოები და ჩაეხუტნენ მეგობარს.
- დათუნია დრუნჩასა ერბო ერგო ქილითა... - გაახსენდა აკას ლექსი.
თუ გინდოდა დინჯი დათუნას მდგომარეობოდან გამოგეყვანა, სწორედ ეს სიტყვები უნდა გეთქვათ. ვაჟმა ცალი წარბი ასწია და უკმაყოფილოდ ამოხედა ყურებამდე გაკრეჭილ აკას.
- არ აჰყვე, ინტრიგანია და შენი შურს... - სიცილით ჩაეხუტა ვიკა.
- ვის არ შეშურდება, ანგელოზივით გოგოები მიმშვენებთ მხარს. - კმაყოფილმა გადახედა დათუნამ, ხელი მოჰხვია ორივეს და გულში ძლიერად ჩაიკრა. - თქვენს გამო....
- რკინასაც გაკვნეტს კბილებით. - წინადადება დაასრულა ალემ და აკას თვალი ჩაუკრა.
- ეჭვიც არ შეგეპაროთ. - კმაყოფილი დაეჭყანა დათუნა.
- მკვეხარა ქოთანი... - ახარხარდა აკა.
- არ აჰყვე პროვოკაციას. - ლოყაზე აკოცა თათიამ დათუნას და ისევ მის მკერდს მიეყრდნო. თვალი მოავლო მომღიმარ მეგობრებს.
გრძნობდა გოგონა, რომ ამ წუთში ყველაზე ბედნიერი იყო.
მათთან ისევ პატარა, ხალისიანი, ზოგჯერ ჭირვეული ბავშვი გახლდათ. ისინი ყველანაირს იტანდნენ, უთმენდნე, გულში იხუტებდნენ და ეფერებოდნენ. ალბათ მის ემოციებს მეგობრებიც იზიარებდნენ. ხმას აღარ იღებდნენ. უბრალოდ ერთად ყოფნით ტკბებოდნენ და ბედნიერ წუთებს შეძლებისდაგვარად იხანგრძლივებდნენ.

წყნარად ყოფნა მობეზრდათ. ალემ იქვე დადებული მუსიკალური ცენტრი ჩართო. რამდენიმე წუთით დისკებს არჩევდა.
- ვითუხთუხოთ?! - თვალი ჩაუკრა აკას.
- აბა რა.... - დათუნა სწრაფად წამოხტა და შეუერთდა მათ.
სამი ამხელა კაცი კუნტრუშით დახტოდნენ მისაღებში, როკენ-როლს მთელი მონდომებით ცეკვავდნენ. აკა ხელებს ისე ამოძრავებდა თითქოს ვირტუალურ გიტარაზე უკრავდა.
გოგოები მათი შემხედვარე სიცილით ასკდებოდნენ ერთმანეთს. კიდევ ბევრი იბაცნეს და იცანცარეს ბიჭებმა, ბოლოს დაღლილები პუფებზე ჩამოსხდნენ.
- თქვენ რაღაც ძალიან დაგვისერიოზულდით! - ერთმანეთს ჩახუტებულ, სიცილისგან დაღლილ თათიას და ვიკას გადახედეს. - მშვიდობაა?! - ვიკას კითხა აკამ, როცა გოგონას თვალებში ჩამდგარი ცრემლები შენიშნა.
- ყველაზე მეტად ეს სიტუაცია მომენატრება. - ამოისლუკუნა მან და ცრემლები ხელის გულით მოიწმინდა.
- რას ჰქვია მოგენატრება?! - წარბი შეკრა თათიამ.
- პროექტში გავიმარჯვე. ამერიკაში მივდივარ...
- კაი. ტო... რა მაგარია... -გულით გაუხარდა დათუნას, მაგრამ როგორც კი მეგობრების, განსაკუთრებით კი აკას მოღუშულ სახეს შეხედა, გაჩუმდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- დიდი ხანია იცი? - ისევ თათიამ გაბედა სიჩუმის დარღვევა.
- ორი კვირაა რაც დამიკავშირდნენ. ხომ იცი, როგორ ვცდილობდი. ეს ჩემთვის შანსია. უკეთესი ცხოვრების შანსი.
- რა თქმა უნდა. - კბილებში ნაწყენი ხმით გამოსცრა აკამ. - რა გულმა მოგითმინა აქამდე რომ არ გვითხარი?
გოგონამ დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი: - რა ვიცი, ვერ მოვახერხე.
- კარგი, რას საყვედურობ? - მხარი გაჰკრა ალემ. - რამდენი ხნით მიდიხარ?
- სულ ცოტა სამი წლით. - ამოიკნავლა ქალმა.
აშკარად დაინახეს როგორ გაფითრდა აკა, არც მისი ნერვიულად შეკუმშული მუჭი გამოჰპარვიათ, თუმცა არაფერი უთქვამს.
- გილოცავ. იმედია აიხდენ ოცნებას. - გულში ჩაიკრა გოგონა და თავზე ფრთხილად აკოცა.
- ისეთი სახეები გაქვთ, თითქოს ომში უშვებთ. რა მოხდა ასეთი? ადამიანი წინსვლისთვის იბრძვის. მეც ვაპირებ წასვლას. - სიცილით გამოაცხადა ალემ.
- რა თქვი? შენ სად ღა მიდიხარ? - გაოცება ვერ დამალა თათიამ.
- საბერძნეთში. ხომ არ დაგავიწყდათ ჩემი ფესვები? როგორც დედით ბერძენს გარკვეულ შეღავათაბს მომცემენ, მაგისტრატურას იქ გავივლი და შემდეგ ვნახოთ. - მართალია ცდილობდა მხიარული ტონით ესაუბრა, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მეგობრებთან დამშვიდობება მასაც უჭირდა. მისი ცისფერი თვალები ემოციებს ვერ მალავდნენ.
- კაი, ტო.... რა გამოდის, მხოლოდ სამნი ვრჩებით? - ნირწამხდარმა გადახედა თათიას და აკას დათუნამ. - აი, მესმის სიურპრიზი.
- შენ როდისღა მიდიხარ? - ცრემლებს ვეღარ იკავებდა თათია.
- იქით კვირას.
- გამოდის ეს საღამო დამშვიდობება ყოფილა. - ყრუდ ჩაილაპარაკა და ცრემლები გადაყლაპა.
- ნუ იცით ყველაფრის დრამატიზირება. რა დამშვიდობება, ეს დასაწყისია. ხშირად ჩამოვალთ. ისევ ერთად ვიქნებით... - აშკარად თავს ირწმუნებდა ალე.
დროისტარების სურვილი აღარავის ჰქონდა. მშვიდად ისხდნენ და დუმილით ტკბებოდნენ. თავ-თავის საფიქრალს ჩაღრმავებულები.
გვიანი იყო ბიჭები რომ წავიდნენ. ვიკა დაპირებისამებრ თათიასთან დარჩა. ამ სიცხეში მაინც ერთმანეთთან ჩახუტებულებს ეძინათ გოგოებს. ვინ იცის კიდევ როდის ეღირსებოდათ ერთად ყოფნა.
- ვიკ, გახსოვს რომ მპირდებოდი შენს ქორწილში მეჯვარე მე ვიქნებიო? - ჩუმად ჩურჩულებდნენ ისინი.
- აბა რა. იმედი მაქვს გათხოვებას ჩემს გარეშე არ დაგეგმავ. - გაეცინა მას.
- არა, მაგრამ ამერიკაში რომ იყო, მაინც ჩამოხვალ?
- როგორი გიჟი ხარ, თათულიკა. ჩამოვალ აბა რას ვიზამ?. სულ რომ დედამიწის მეორე ბოლოში ვიყო, იქიდანაც კი დავბრუნდები.
-ვიკ, აკა არ გეცოდება? - თავი ვერ შეიკავა და მაინც ჰკითხა.
- აკა?! აკას რა სჭირს შესაცოდი? - გაოცებულმა შეხედა მეგობარს.
- რა ვი, აბა. რატომღაც ვფიქრობდი, რომ უყვარდი.
- გაგიჟდი?! - სიცილი ვერ შეკავა ვიკამ - მე და აკა?! რა სისულელეა... ხუმრობ ხომ?
შეუძლებელია ამას სერიოზულად მეკითხებოდე.
- ალბათ, მართალი ხარ. - ყრუდ ჩაილაპარაკა თათიამ. თვალწინ კი ვაჟის გოგონას წასვლით განაწყენებული და ტკივილით მოღრეცილი სახე დაუდგა.
- შენც ხომ იცი, რომ ძმასავით მიყვარს. ისედაც აკასნაირ ტიპი ჩემს ქმრად წარმოგიდგენია? - მეტიჩარა, ირონიული ხმით ჰკითხა გოგონამ.
- მაინც როგორი უნდა იყოს შენი მეუღლე? - არ ესიამოვნა მეგობრის ხმაში შემჩნეული ირონია, წყენა შეეტყო თათიას.
- რა ვიცი, შემდგარი, ფულიანი, დამჯდარი, სერიოზული, სიმპატიური... აკა კი მხოლოდ ადამიანი პრობლემაა.
- ვერ გცნობ, რომ გკითხონ ძმასავით მიყვარსო. არა და... მართლა ასე ცუდი კუთხით ხედავ?
- ცუდი კუთხით კი არა, რეალურად ვხედავ. ეს შენ ხარ ბრმა და სიმართლის დანახვა არ გსურს. პატარები აღარ ვართ თათი. შეცდომების უფლებაც არ გვაქვს. აკას მარტივი ცხოვრება არ ექნება. მისი მშობლების დაულაგებელი, გაურკვეველი ურთიერთობები მასზეც მოახდენს გავლენას.
- აბა სხვანაირად არ მიფიქრიაო? - გაოცება ვერ დამალა თათიამ.
- ახლა ვფიქრობ. უფრო სწორედ ვმსჯელობ. მომისმინე თათი, ამბობენ მამამისს ვიღაც ახალგაზრდა გოგოსთან აქვს ურთიერთობაო. ოჯახიდანაც წასულა.
- კარგი რა... საიდან მოგაქვს ასეთი ზღაპრები? ენა უნდა ამოაცალო მაგის მთქმელს. - გაბრაზდა გოგო. - ცოტა უცნაური კაცი კია, მაგრამ...
- უცნაური კი არა, „ჩუმი ჭაობიო“ ხომ გაგიგია?! თან რომ იცოდე ვისზე ლაპარაკობენ....
- არ მაინტერესებს! - გაკაპასდა თათია - სხვის ცხოვრებაში ხელის ფათურს არ ვაპირებ.
- გეუბნები მე შენ, მეოცნებე ხართქო და არ გჯერა. - აკისკისდა ვიკა. - ისე ძალინ კი მეცოდება აკა. მძიმე დარტყმა იქნება მისთვის. ნეტა იცის? - ცნობისმოყვარედ შეხედა დაქალს.
- არა მგონია. რამე რომ ხდებოდეს გვეტყოდა.
- ვითომ?! - ეჭვი არ ასვენებდა ვიკას.
- კარგი საკმარისია. დავიძინოთ. - მრავლისმეტყველად იცვალა მხარი და თვალები დახუჭა თათიამ.
და, რა იყო შემდეგ?! ერთ კვირაში ალე გააცილეს, წინა ღამით მასთან შეიკრიბნენ. ძველებურად „გააჯაზეს“, „ითუხთუხეს“, იცინეს, იტირეს, ბავშვობა გაიხსენეს, იოცნებეს. თავზეც დაათენდათ. ჟრიამულით, სიცილ-ხარხარით ერთი ავტომობილით წავიდნენ აეროპორტში. ხელის ქნევითა და მხიარული შეძახილებით კარგა ხანს უმზერდნენ ექსკალატორზე მიმავალ ძმაკაცს. შემდეგ ამშვიდებდნენ შვილის წასვლით გულ დაწყვეტილ დედას და ჰპირდებოდნენ, რომ ხშირად შეურბენდნენ და უმისობას არ აგრძნობინებდნენ.
მეორე კვირასაც იგივე სცენარი განმეორდა. თუმცა ამჯერად აბღავლებული თათია და ვიკა ძლივს გააწიწკნეს ერთმანეთს. ატირებული გოგოები აკამ ჩაიკრა გულში. ვაჟსაც სტკიოდა, მაგრამ ემოციებს იმორჩილებდა. ნაღვლიანი თვალებითა და ბედნიერი ღიმილით აცილებდა მის პირველ, გაუმხელელ სიყვარულს.
- რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ყველა! - ტორებში მოიქცია სამივე დათუნამაც. ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ასე ჩახუტებულები, რომ არა ისევ ვიკა.
- დავაგვიანებ. - მოწყენილმა გაუღიმა მეგობრებს. - მიყვარხართ და მომენატრებით! - სათითაოდ ერთხელ კიდევ ჩაეხუტა გასაცილებლად მისულ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და წავიდა.
- ერთხელაც კი არ მოუხედავს უკან! - თავი დახარა აკამ და ტკივილს თითქოს გულიც ამოაყოლა.
ძნელი მისახვედრი არ იყო რასაც განიცდიდა. მეგობრებიც მიუხვდნენ, თუმცა არაფერი უთქვამთ. აქეთ იქით ამოუდგნენ და აეროპორტიდან გამოვიდნენ.
- მუშკეტერებივით ვართ, რა... თათი შენც ხომ არ აპირებ სადმე გაპარვას?- ეშმაკურად უცინოდა საჭესთან მჯდომი დათუნა.
- ასე იოლად გინდათ მომიშოროთ?! - ეცინებოდა გოგოსაც. სარკეში დაინახა ჩაფიქრებული მოწყენილი აკა და უცებ დასერიოზულდა. - დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება. აი, ნახავთ...
- ალბათ! - ვაჟს ტკივილით გაეღიმა და ემოციების დასამალად ფანჯრიდან გაიხედა.

მესამე თავი
ემოციებისგან დამძიმებულებმა უსიტყვოდ იმგზავრეს. ჯერ თათია მიიყვანეს სახლში, ერთი კი სთხოვა გოგონამ, იქნებ ამოხვიდეთო, მაგრამ როცა ბიჭებმა უარი უთხრეს თავი აღარ გამოუდია მიპატიჟებაზე. ორივეს თბილად მოეხვია და სადარბაზოში შევიდა.
აკას აშკარად მარტო ყოფნა სჭირდებოდა:
- არ გინდა სახლამდე გაყვანა, ფეხით გავლა მირჩევნია.
- დარწმუნებული ხარ?! - ეჭვით ახედა მეგობარმა.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ავტომობილიდან გადმოვიდა.
ყველაზე ნაკლებად სახლში მისვლა სურდა. ფეხით მიუყვებოდა ქუჩას. სირბილით ჩაირბინა მეტრო სადგურ „ღრმაღელეს“ კიბეები. ესიამოვნა სიგრილე. იქვე ჩამოჯდა მოსაცდელში, რაღაც პერიოდი მგზავრებს აკვირდებოდა, შემდეგ მოსწყინდა და ერთ-ერთ მატარებელში შევიდა.
ალბათ, საათზე მეტ ხანს დაჰყვებოდა უმისამართოდ. თვალებ დახუჭული, მობუზული იჯდა, უბრალოდ ფიქრობდა. ტკიოდა, შიგნიდან რაღაც აწუხებდა, კონკრეტულ სახელს კი ვერ არქმევდა. არის მომენტები როცა გინდა სიგიჟე ჩაიდინო, საკუთარ თავს გაექცე. დაივიწყო ვინ ხარ. ალბათ, აკასაც ეს ემოცია დაეუფლა.
თვალები გაახილა, გარშემო მიმოიხედა, ვაგონში ხალხი ხალვათად იდგა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მხოლოდ მას უმზერდნენ. გაღიზიანდა, თვალები რისხვით აევსო. ინსტიქტურად წინ მჯდომ გოგონას მიაჩერდა, უცნობი უხერხულად შეიშმუშნა. ვაჟის მწველი მზერისგან თავის არიდების მიზნით აქეთ-იქით დამფრთხალი აცეცებდა თვალებს. ქალიშვილის რეაქციამ აშკარად გაართო. უცებ ისეთი სიმსუბუქე იგრძნო, ალბათ არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა, ისტერიული სიცილი წასკდა. რომ გეკითხათ რა აცინებდა, კონკრეტულ მიზეზს ვერც იტყოდა. უბრალოდ ხარხარებდა, თითქოს საკუთარ თავს დასცინოდა. გოგონას თვალებში შიში ჯერ გაოცებამ, ხოლო შემდეგ ირონიამ შეცვალა. უცებ მოსხიპა სიცილი აკამ, არ ესიამოვნა მისი ირონიული მზერა. თუმცა მაინც სულელივით ეღიმებოდა.
წინ მჯდომმა ქალიშვილმა ჩანთიდან პატარა უბის წიგნაკი ამოიღო და დიდრონი მწვანე თვალებით რაღაცას კითხულობდა. ვაჟმა ოდნავ წამოწია თავი, დააინტერესდა რას უკირკიტებდა ასეთი ინტერესით, თუმცა უშედეგოდ. ვერაფერი დაინახა.
მატარებელი „გადასასვლელ ხაზზე“ გაჩერდა, ვაგონი მგზავრებისგან იცლებოდა, ვაჟს ჩასვლა არც კი უფიქრია. ისევ მყარად იჯდა სავარძელზე.
- არ მოდიხარ?! - გამოხედა უცნობმა გოგონამ.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ქალმა მხრები აიჩეჩა და უდარდელი სახით, ამაყად თავაწეული გავიდა მატარებლიდან.
- წინ იყურე, ასე აპრეხილი ცხვირით ვინმეს არ დაეჯახო! - ირონიულად გასძახა ვაჟმა. გოგონამ წაუყრუა, უაზრო რეპლიკა პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა.
- რას ერჩოდი ამ ქალს? - კითხა საკუთარმა მემ.
- აგრესიისგან დაცლა მსურდა. - გასცა პასუხი.
- მხოლოდ დაცლა, თუ... - კითხვა არ დაასრულა პირველმა მემ.
გოგონას უხერხულობისგან აპილპილებული სახე წარმოუდგა თვალწინ და გაეღიმა.

კიდევ დიდხანს იჯდა ვაჟი მატარებელში, დაჰყვებოდა სხვადასხვა სადგურზე და აკვირდებოდა მგზავრებს. სახლში გვიან ღამით საკმაოდ დაღლილი დაბრუნდა. სამზარეულოში მოკამათე დედ-მამას ცალი თვალით გახედა და საძინებელში შეიკეტა.
დილით ქეთას ხმამ გააღვიძა: - მაგარი ამბავი მაქვს - ფეხებთან დაუსკუპდა - ზღვაზე მივდივართ!
- კარგი?! - ირონია ვერ დამალა აკამ. - როდის?
- ხვალ. დედამ კარგად იმუშავა, მამას ფული დასცინცლა. მისი დაქალოჩკაც წამოვლენ!. -თვალი ჩაუკრა მან.
- რაღა გვიჭირს. ისე აზრი ჩემთვისაც რომ ეკითხათ, არა? რა ჯანდაბა მინდა ალაჩკასა და მის დაქალთან? - აბუზღუნდა ვაჟი.
- გეხვეწები, უარი არ თქვა!- თვალები ცრემლებით აევსო ქეთას - დარჩენის უფლებას მაინც არ მოგვცემს, თან აუცილებლად წაგვიყვანს. ხომ იცი, ერთმანეთის დანახვაზეც გადაირევიან, ვის ღა ვეხსომებით, ვიქნებით ჩვენს გემოზე. კარგად გავერთობით. გთხოვ! - ყელი გამოუწია დამ თხოვნის ნიშნად.
უარს როგორ ეტყოდა?! გულში ჩაიკრა გოგო.

მთელი დღე აჟიტირებული, გახარებული დარბოდა დედა. ყველაფერი რაც გართობასა და დასვენებასთან ასოცირდებოდა აბედნიერებდა ქალს. მოსწონდა აკას დედის გაბრწყინებული სახის ყურება.
მეორე დილას გამთენიისას ჩაბარგდნენ, მამა ჩვეულებისამებრ თბილისში დარჩა. ზოგჯერ ალბათ კარგია ცოტა „გიჟი“ დედის ყოლა. ვაჟი ქალს მშობლად ვერც აღიქვამდა. თავქარიანი, გარდატეხის ასაკში ჩარჩენილ მოზარდს უფრო მოგაგონებდათ. თითქოს როლები გაცვალეს, აკა - მამა იყო, დედა კი ჭირვეული ქალიშვილი.
- ცოტა ფრთხილად რომ იარო არ შეგიძლია? - უკმაყოფილო ხმით გასძახა ვაჟმა ქალს, რომელიც მთელი არსებით ყვებოდა ბოლო ხმაზე აწეულ მუსიკას.
მისი სიტყვები თითქოს არც კი გაუგიაო, სიჩქარეს უფრო უმატა.
- დედა! - გაღიზიანებულმა უფრო ხმამაღლა დაუძახა. თუმცა ისევ უშედეგოდ.
ღილაკს ხელი დააჭირა და აღმუვლებული მაგნიტოფონი გამორთო.
- როგორი უჟმური ხარ, რა გჭირს?! - უსიამოვნოდ გამოხედა ქალმა.
- ნელა იარე მეთქი! - მშვიდად გაუმეორა ვაჟმა.
- აუფ, დაწყნარდა ყურები! - კმაყოფილი იკრიჭებოდა ქეთაც.
- შეუძლებელია ჩემი შვილები ასეთი უჟმურები იყოთ! - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ალამ, თუმცა მაინც დაემორჩილა და ნელ-ნელა სიჩქარეც დააგდო.

შუა დღისთვის უკვე ბათუმში იყვნენ, დაქალი სასტუმროში დახვდა, ქალები ერთად მოთავსდნენ, ხოლო აკა ცალკე, ერთ კაციან ნომერში მოეწყო, უცერემონიოდ შეუხტნენ ოთახში და ყველა კუთხე-კუნჭული გადაქექეს.
ქეთას პროგნოზი გამართლდა, გასართობი ადგილების საკმაოდ დიდი ნუსხა ჰქონდათ შედგენილი. გრაფიკი მკაცრად გაწერილი: - დილით, თერთმეტ საათამდე პლიაჟი, შუა დღეს სპა-სალონები, საღამოს სეირნობა, ღამით დროს ტარება დისკოტეკა ან ბარი, გააჩნია განწყობას.
- ახალგაზრდა თაობა რით დაკავდებით? - კითხვით შეხედა დედის სილიკონებითა და ბოტოქსებით დაბერილმა მეგობარმა.
- მოვიფიქრებთ, რამეს... - უპასუხა ქეთამ.
- ისე, ალაჩკა, შენი ვაჟი საკმაოდ „სიმპატიური“ დამდგარა! - თვალი ჩაუკრა ქალმა.
არ ესიამოვნა მისი რეპლიკა აკას. იყო ამ ქალში რაღაც ავხორცული და ისე შეუბღვირა დედამ სიცილი ვერ შეიკავა.
- მომეჩვენა, თუ გაბამს? - ჰკითხა დამ, როგორც კი ქალები ნომრიდან გალაგდნენ.
- რაღა მიჭის, შინაბერების გამრთობ ფინიადღა მაკლდა ყოფნა. - ღრენით ჩაილაპარაკა ვაჟმა.
- გავალ მეც, ბარემ ამოვბარგდები და დაბლა დაგელოდები, საღამოს გავისეირნოთ! - შესცინა ქეთამ და ნომრიდან კუსკუსით გაჰყვა ქალებს.

ლოგინზე მოწყვეტით დავარდა აკა და ფიქრებში ჩაიძირა. ვიკას მომცინარი, გაბრწყინებული სახე წარმოუდგა თვალწინ, გულში უსიამოვნოდ გაჰკრა. მისდა უნებურად მეტროში ნანახი უცნობი გოგონას ოდნავ ცინიკური ღიმილიც აღიდგინა. თითქოს ერთმანეთს ადარებდა. ვერ მიხვდა, რატომ მაგრამ აშკარად იგრძნო, რომ უცნობის მწვანე თვალების გახსენება უცნაურ სიმშვიდეს ჰგვრიდა.
მობილურის ზარმა გამოაფხიზლა, დედა იყო: - ერთ საათში რესტორანში დაგელოდებით!. - მხიარულად ჩასძახა და გაუთიშა.

სახე სწრაფად მოისრისა და შხაპის მისაღებად აბაზანაში შევარდა. ესიამოვნა ამ სიცხეში გრილი დგუში. ნამიან ტანზე პირსახოცი მოიხვია და ნომერში გავიდა.
- აი, ეს მესმის! - ლოგინზე წამოგორებული, გამჭვირვალე, შიფონის შავ პენუარში გამოწყობილი დედის მეგობარი წუწკი მზერით მისჩერებოდა შიშველ სხეუზე.
- აქ რას აკეთებ?! - ცივი ხმით ჰკითხა ვაჟმა.
- ვიფიქრე, პატარა ბიჭს გართობა გენდომებოდა! - თვალები ვნებითა და სურვილით ავსებოდა ქალს. აშკარად ზედმეტად აღაგზნებდა ვაჟის ახალგაზრდა, ნავარჯიშევი სხეული.
- მასხარა თუ დამჭირდება, ცირკში წავალ! - კბილებში ღრენით გამოსცრა.
ქალი ლოგინიდან წამოდგა, ვერ დაუკარგავდი, ნამდვილად მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა.
- დავიჯერო, არ გიზიდავ? - თვალები დაუწვრილდა, საჩვენებელი თითი ვნებიანად დაუსვა ვაჟის დაჭიმულ პრესს. აშკარად იგრძნო როგორ დაუარა ბიჭს ჟრუანტელმა და ირონიულად გაიღიმა. - ცოლად მოყვანას ხომ არ გთხოვ. შენს ადგილზე ყოფნას ბევრი ინატრებდა. ქალთან ყოფილხარ?
ერთი წუთით თითქოს თავი დაკარგა აკამ, მკერდზე მიიკრა და დაბერილ, ვნებიან ტუჩებზე დაეკონა. მსუბუქი ბიძგით ლოგინზე დააწვინა, სწრაფად მოექცა ზემოდან, ნაზად, ფრთხილად ეხებოდა ბაგეებზე, თანდათან, ნელ-ნელა იცვლიდა ადგილს, ვნებიანად კბენდა ყურის ბიბილოზე, უკოცნიდა ყელს, უსრესდა ურცხვად მოშიშვლებულ მკერდს, ბარძაყებს.
დაუოკებელი ვნებისგან თვალები მილულა ქალმა, სიამოვნებისგან კვნესა აღმოხდა, როგორც კი ბიჭმა საცვალი მოაშორა სხეულს, სწორედ ამ დროს ვაჟის კმაყოფილი ჩაცინებაც მისწვდა სმენას. მოულოდნელობისგან თვალები ჭყიტა. ზიზღით სავსე, ცივი თვალებით დასცქეროდა აკა.
- რატომ გაჩერდი?! - დაბნეული, გაფართოებული თვალებით უმზერდა ქალი.
- როგორც ხედავ გამოცდილება არ მაკლია. - კბილებში გამოსცრა ვაჟმა. - თუმცა უკანასკნელი ქალიც რომ იყო, დედაჩემის დაქალთან არასოდეს ვიცხოვრებ! - სწრაფად წამოდგა, იქვე დაგდებული სპორტული ჩანთა აიღო და ჩასაცმელად ისევ აბაზანაში შევიდა.
ნელა, აშკარად წელმოწყვეტილივით წამოიზლაზნა ქალი, საკუთარი გამოსახულება ყურადღებით შეათვალიერა სარკეში, თმები გასჩეჩოდა, ტუჩები დასსიებოდა. მწარედ ანანებდა ამ ლაწირაკს დღევანდელ საქციელს, მერე და როგორ ანანებდა. თვალები სიბრაზისგან უელავდა, გულში ემუქრებოდა ვაჟს. საკმაოდ ბოღმა ხასიათის პატრონი, ასე იოლად არ ჰპატიობდა შეურაცყოფას, ემოციებს არ გამოხატავდა, ამაყი სახით გაისწორა თითქმის შემოძარცვული პენუარი, იქვე მიგდებული თხელი ხალათიც შემოიცვა და კარის ბრახუნით დატოვა ნომერი.

მათ შორის მომხდარ ინციდენტს არც ერთი არ იმჩნევდნენ. სრული იგნორი, თითქოს არც კი არსებობდნენ. ვაჟს აშკარად არ ჰქონდა სურვილი, ქეთას ამ არანორმალურ, აღვირახსნილ ქალთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. დედას და მის მეგობარს ახლოსაც არ ეკარებოდნენ. ვერაფრით ხვდებოდა რა საერთო ჰქონდა ალას ამ ამაზრზენ არსებასთან. ამ დღემდე ქალის მიმართ ზიზღი არასოდეს უგრძვნია, ახლა კი ემოციების დაფარვა უჭირდა. მაქსიმალურად ცდილობდა ქეთა გაერიდებინა და სხვადასხვა სახის გასართობებს თავად იგონებდა, იახტით სეირნობიდან დაწყებული, ღამის კლუბებში სიარულით დამთავრებული.

ბარში ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას დედას და მის მეგობარსაც გადაეყარნენ. საკუთარი ღირსებები აშკარად იცოდა ქალმა და არც გამოჩენას ერიდებოდა.
მოკლე ლურჯი კაბა მადის აღმძვრელად ეკვროდა ხელოვნურად დაბერილი მკერდზე. წვრილი წელი. გრძელი ქერა თმა, წითელი პომადა. ალბათ ნასვამიც იყო, ან კარგად თამაშობდა მთვრალის როლს. ხმამაღალი, გამომწვევი სიცილით იპყრობდა საზოგადების ყურადღებას. არც დედა ჰგავდა მაინც და მაინც ფხიზელს.
- ამათი მარტო დატოვება არ ივარგებს! - ჩუმად უჩურჩულა ქეთამ. სხვა გზა არ ჰქონდათ, ასე აშკარად ვერ დააიგნორებდნენ. ბღვერით ჩამოჯდა აკა მათ მაგიდასთან.
-ოჰ, თურმე ვინ დაგვაფასა! - ირონიულად აღნიშნა ქალმა - ალაჩკა, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, შენს ვაჟთან რომ ვიცეკვო?
- რა სისულელეა... - სასმლისგან დაბოხებული ხმით დაეთანხმა დედა.
- მე აღარ მეკითხები?! - კბილების ღრჭიალით იკითხა ვაჟმა.
- ძალიან გთხოვ ქალიშვილი გოგოსავით ნუ მეპრანჭები. ცეკვას გთხოვ, სხვას ხომ არაფერს? - გაღიზიანდა ის. - თუ არ გინდა, აგერ იმ ბიძასთან ვიცეკვებ! - თითი გამომწვევად გაიშვირა ქალმა ბართან ჩამომჯდარი ღიპიანი მამაკაცისკენ, რომელიც კარგა ხანია აკვირდებოდა მის მოშიშვლებულ ფეხებს.
- წამოდი, წამოდი... - უხალისოდ წამოდგა აკა.
არ ვიცი ამას ცეკვა რამდენად ერქვა, ქალი მთელი სხეულით აკვროდა ვაჟს. აშკარად აღიზიანებდა თითოეული მოქმედებით, თითოეული ჟესტით. მის ცხელ ტუჩებს გრძნობდა ყელზე. მიუხედავად ქალის ასაკისა, უცხო რომ ყოფილიყო მასთან დაწოლაზე ერთი წუთითაც არ იტყოდა უარს, მაგრამ... დაჰყურებდა სურვილით ატაცებულ ქალს და საკუთარ თავს მერამდენედ ეუბნებოდა:
- როგორიც არ უნდა იყოს, დედაშენის დაქალია...

მეოთხე თავი
ადამიანის გრძნობებსა და ემოციებზე თამაში არ უყვარდა აკას, ცდილობდა ქალისთვის შეურაცყოფა არ მიეყენებინა, თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ მისი მოთმინებით აშკარად ბოროტად სარგებლობდა. ეზიზღებოდა და თან ეცოდებოდა კიდეც ასეთი უთავმოყვარეო საქციელის გამო. ქალი ან ვერ გრძნობდა ან აინუნშიც არ აგდებდა ვაჟის სიუხეშეს. თავხედურად ცდილობდა საკოცნელად მასზე ერთი თავით მაღალი ბიჭის მიწვდენას. ალბათ საკმაოდ სასაცილო სანახავი იყო, გაშეშებული, ზიზღით მომზირალი ვაჟი და მის ტანს მიკრული თითის წვერებზე აწეული, თითქმის გაწელილი ქალი.
შორიდანვე ანიშნა დას დამეხმარეო, გოგონაც განგებ ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ვითომ მოცეკვავე წყვილს.
- თუ არ გეწყინება, ცოტა ხნით მოგტაცებ ჩემს „მადის აღმძვრელ“ ძმას! - ეშმაკური სიცილით უთხრა. რაღაც გაურკვეველი წაიდუდუნა ქალმა და უკმაყოფილო სახით მოშორდა ვაჟს.
- ვერასოდეს დავიჯერებდი, ჩემი გადასარჩენი თუ გახდებოდი! - სიცილით ჩამოეკიდა ქეთა კისერზე.
- ასე სულელურად არც კი მიგრძვნია თავი. რამ გადარია ვერ მივხვდი... - ეცინებოდა ვაჟსაც.
- რამ კი არა და ვინ, გაიზარდე და ზედმეტად სიმპატიურიც გახდი! - თმები მოუჩეჩა დამ და ჩაეხუტა - ბრმა უნდა იყო ეს რომ ვერ შეამჩნიო!
- კარგი რა... - ეუხერხულა მისი კომპლიმენტი. - ამაღამ იცოდე ჩემს ნომერში წვები, ამ გიჟი ქალის ნერვები არ მაქვს. - ჩუმად უჩურჩულა გოგონას.
- შემოგაკითხავს?! - თვალები შუბლზე აუვიდა ქეთას. ძმის წყენინება არ უნდოდა, მაგრამ სიცილი ვერაფრით შეიკავა და გულინად აკისკისდა.
- მორჩი, სირცხვილია... - ერთი კი შეუღრინა, მაგრამ საკუთარი მდგომარეობის გააზრებაზე თვითონაც ახარხარდა. იდგნენ ასე სულელებივით და ერთმანეთის შემხედვარე უფრო მეტად ეცინებოდათ.
მართლა ქალიშვილივით ერიდებოდა მთელი კვირა დედის დაქალს. ალა თითქოს ვერ ხვდებოდა შვილის უხეშობისა და მუდმივი ღრენის მიზეზს.
ერთ დღეს აკასთან ნომერში შესულმა დედამ კბილებში ავად გამოსცრა: - დიდი უჟმური გამიზრდიხარ! - ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მეგობრისგან კარგად იყო დაქოქილი.
- როცა შენი ხურუშიანი დაქალოჩკა კაცს იშოვის, მეც მაშინ დავტკბები! - არ ჩამორჩა ვაჟი.
- დიდი რამე ცოტა დათვრა ადამიანი, მოგეცათ სალაპარაკო, ანგელოზივით ქალია, კაცი რომ უნდოდეს, როგორმე იშოვიდა... - თვალები დაუბრიალა შვილებს.
- ანგელოზივით კი არა, ერთი ავადმყოფი და ბოღმა ადამიანია. თუმცა რას გელაპარაკებით, ჩვენ ხომ მხოლოდ ნაკლს ვეძებთ ადამიანებში!. - ირონია გაურია ხმაში ქეთამაც.
- ეგ არ მითქვამს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველაფერს აბუქებთ. ქალი ერთობოდა, თქვენ კი...
- ვერ გავიგე, ჩემგან რას ითხოვ, ავყოლოდი გართობაში და ლოგინშიც ჩამეწვინა?! - ხმას აუწია აკამ.
- უკუღმართი ხარ! - გაბრაზდა ქალი და კარების ბრახუნით ნომრიდან გავარდა.
- ასე როგორ ატრიალებს მის ჭკუაზე?! - გაოცებულმა შეხედა ქეთამ.
- ერთი ავანტურისტი ქალია და ისე...

წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მამაც ჩავიდა, ქალების მთელი ყურადღება ძირითადად მისკენ იყო მიმართული. დედის მეგობარმაც თითქოს დაივიწყა აკას არსებობა, „სიძეს“ ევლებოდა თავს. ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ფიქრობდნენ.
- ქმარს უნდა მოეფერო, უნდა ასიამოვნო. - დამრიგებლურად ეუბნებოდა ალას.
- კარგი რა, რაღა დრო ჩვენი ეგეთებია. - ეცინებოდა დედას.
- ჯუმბერიკო, ყავას დალევ ძვირფასო? - მეტიჩარა ხმით ეკითხებოდა მამაკაცს. პასუხს არც კი ელოდებოდა, სხარტად გარბოდა სამზარეულოში და ცივ ყავას საკუთარი ხელით უმზადებდა. კაცი აშკარად იფერებდა ყურადღებას და კმაყოფილი სახით მიირთმევდა გრილ სასმელს.
- მეჩვენება, თუ მამას აბამს? - ეჭვით ჰკითხა ქეთამ ძმას.
- აშკარად ახალი სათამაშო იპოვა! მე მგონი არც დედაა წინააღმდეგი. დაქალიც ასეთი უნდა....
- როგორ ფიქრობ, რამე რომ იყოს, მამასთანაც?!...- წინადადება არ დაასრულა ქეთამ, თუმცა მისი აწითლებული სახით აშკარა იყო რაც იგულისხმა.
- არა, რას ამბობ, მამა მაგას არ იკადრებს! - სწრაფად უარყო ვაჟმა.
დედის მეგობარს კი არ ელეოდა საღამოს სეირნობის მიზეზი, ხან უჰაერობა აწუხებდა, ხან - სიცხე. დედას აშკარად მოსწყინდა ყოველ საღამოს დაუმთავრებელი ღრეობა და ბარებში ხეტიალი, ნომერში ტკბილად ძილი ერჩივნა დაქალთან სიარულს. რასაც ვერ ვიტყოდით ბატონ ჯუმბერზე.
- ჯუმბერიკო, ძალიან გთხოვ, შენ მაინც არ მიღალატო. გამიწიე კავალრობა. აბეზარ ხალხს რა დალევს.
ისიც ერთს გადახედავდა მეუღლეს და როგორც კი მისგან თანხმობის ღიმილს მიიღებდა, მიჰყვებოდა ქალს. აშკარად მშვენივრად ერთობოდნენ. სიცილ-კისკისით სასტუმროში გვიან ღამით ბრუნდებოდნენ.

როგორც იქნა დასრულდა ეს უაზრო დასვენებაც. ათი სექტემბრისთვის თბილისში დაბრუნდნენ.
ჩამოსვლისთანავე დათუნას შეეხმიანა და შეთანხმდნენ საღამოს თათიასთან ასულიყვნენ. მეგობრისთვის ბათუმში ნაყიდი ნიჟარების პატარა სამაჯური შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიტენა და სწრაფად გავარდა სახლიდან. ისევ აიღო მარკეტში გოგონას საყვარელი შოკოლადები, ჩვეულებისამებრს ღია კარებში შექანდა და მონატრებული თათულიკაც ჩაიხუტა.
- ჩემი გიჟი ბიჭი, რა სიმპო ხარ! - ეცინებოდა თათიას, კლასელს ყურადღებით აკვირდებოდა და თან ნაჩუქარ სამაჯურს მკლავზე იკეთებდა.
- ჰა, ახლა. რისი თქმა გსურს?!-კოპები შეკრა აკამ.
- რუჯი გიხდება. - ეშმაკურად გაუცინა გოგონამ.
- მე ვუხდები რუჯს. - ცხვირზე ხელი გაჰკრა ვაჟმა. - რაო ბედოვლათმა, აგვიანებს? - მოიკითხა ძმაკაცი.
- როგორც ყოველთვის. მიდი მისაღებში და მოვალ მეც. საზამთრო მაქვს ჩაციებული ხომ გინდა? - სამზარეულოდან გამოსძახა ქალმა.
- კი, კი.. - სავარძელში მოკალათდა აკა. მაგიდაზე ისევ უბის წიგნაკი შენიშნა. ამჯერად დასაწყისში გადაშალა, ისევ ლამაზად გამოყვანილი ასოები, ისე ახლობლად მოეჩვენა, თითქოს მონატრებია, კითხვა დაიწყო.
„- არ ვიცი რატომ, მაგრამ თეთრი გედი გამახსენდა.- ასე იწყებდა ავტორი - თითქოს მიფრინავდა შორს, ძალიან შორს. გაურბოდა რაღაცას. იბრძოდა, უბრალოდ ცხოვრებას და მიიწევდა წინ, ძალიან წინ, თითქოს ცდილობდა ცა გაერღვია, გაებურღა, მზეს მიწვდომოდა...
და, მიფრინავდა მზისკენ, სიყვარულისკენ. თუმცა იცოდა, რომ მზე დასწვავდა და გული კი ბევრ სიყვარულს ვეღარ დაიტევდა და გასკდებოდა. იცოდა, მაგრამ მაინც მიფრინავდა....
და, დაეშვა ბევრი სიყვარულით დაღუპული გედი, დაეშვა თავდაღმა სიმღერით, რომლითაც სიცოცხლესა და სიყვარულს უმღეროდა. სიმღერის ჰანგები ჰაერში იბნეოდა, ის კი კვლავ სიყვარულზე მღეროდა.
იღუპებოდა დიდი, ძლიერი სიყვარულისაგან და მაინც არ ნანობდა, რადგან უყვარდა და ეყვარებოდა....
და, კვდებოდა, კვნესოდა და ამ კვნესითაც კი სიყვარულს აღმერთებდა“.
უნებურად გაეღიმა, შემდეგ გვერდზე გადაშალა:
„პატარა გოგო პატარა ბიჭთან ერთად მიდიოდა, ეტყობა ჩხუბობდნენ. გოგო წინ მიდიოდა, ვაჟი კი უკან მოყვებოდა. პატარები იყვნენ და დიდი სიყვარული ვერ დაიტია მათმა პატარა გულებმა, ვერ დაიტია და ამიტომაც ჩხუბობდნენ ასე გულიანად.
ვაჟს ხელში წითელი ვარდები ეჭირა, დავიწყებოდა მეგობრისათვის მიცემა.
-გაჩერდი!... მათქმევინე ! .... -ემუდარებოდა იგი ნაწყენ სატრფოს.
ქალიშვილი გაჩერდა და პირისპირ დაუდგა ვაჟს, რომელიც უსიტყვოდ ტკბებოდა მისი მზერით.
- კიდევ დაგრჩა სათქმელი ? - თითქოს გულიდან ამოგლიჯესო ეს სიტყვები.
- ხო, დამრჩა... ყველაზე მთავარი...
- გისმენ ! კიდევ რით გინდა მატკინო გული, უაზრო ეჭვიანობით ?
- არა, უაზრო სიყვარულით ! - მოკლედ მოუჭრა მან და თაიგული მიაწოდა.
- უაზრო სიყვარულით? - გაიოცა ქალიშვილმა და თვალები სიხარულმა გაუბრწყინა.
- მაგრამ, პასუხი ვერ მივიღე - მოიოხრა ვაჟმა.
- მაინც, როგორ პასუხს ელი? - ღიმილით იკითხა ქალიშვილმა.
- მე მხოლოდ თანაგრძნობა მსურს.
- თანაგრძნობა?! კი, მაგრამ რაში?! შენს უაზრო სიყვარულში?! - გოგონა ერთობოდა ამ საუბრით და აღარც ეტყობოდა რამოდენიმე წუთის წინანდელი წყენა.
- ხო, ჩემს უაზრო სიყვარულში. -ყრუდ ჩაილაპარაკა ვაჟმა.
გოგონამ თავი დახარა და თითქოს საკუთარ თავს გამოუტყდაო, ისე ჩაილაპარაკა:
- მეც შენ გპასუხობ ჩემი უსაზღვროდ დიდი, უაზრო სიყვარულით!
და, ასე იდგნენ ორი, პატარა გოგო და ბიჭი, ერთმანეთის წინ, თავდახრილნი, ბიჭი უსაზღვროდ გახარებული და გოგოც უსაზღვროდ ბედნიერი მათი პატარა სიყვარულით.
ისინი იდგნენ ასე პირისპირ და ვერც კი გრძნობდნენ, როგორ წვრილად ცრიდა და სველდებოდა წითელი ვარდების თაიგული, ვერც გრძნობდნენ, ვერც პატარა ბიჭი და ვეღარც პატარა გოგო“.
- აღიარე, ხომ კარგად წერს? - თავზე წამოსდგომოდა თათია.
- კარგად გრძნობს...- გაეცინა ვაჟს.
- ოო. ცუდი ბიჭი ხარ! - უკმაყოფილოდ დაიჯღანა გოგო - გინდა ჩემი საყვარელი ჩანახატიც გაჩვენო?
ვაჟმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქალმაც სწრაფად გადაშალა:
- „ერთმანეთის პირისპირ ვზივართ, არც ერთი არ ვიღებთ ხმას, რადგან უკვე აღარაფერი დაგვრჩა სათქმელი, მესამეს უთქვამს ყოველივე.
- მაპატიე, არ მინდოდა ასე მომხდარიყო. - მეუბნები შენ, თუმცა ვიცი, რომ არც შენ იცი რაში ხარ დამნაშავე. მეღიმება.
- ის მაინც, თუ იცი რატომ მიხდი ბოდიშს?
- არ ვიცი, მაგრამ, ალბათ რაღაც შემეშალა და სათანადოდ არ მოვიქეცი. ჩვენს მეგობრობას ვერ მოვუფრთხილდი.
- გაჩერდი, ძალიან გთხოვ! - სიცილს ვეღარ ვიკავებ - ნუთუ ვერ ხვდები, რომ ყოველივე სისულელეა და სასაცილოც. შენც ხომ იცი, რომ ნათქვამი ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია, მე და შენ შეყვარებულები? ეს ხომ წარმოუდგენელია, ბოდვა, ამ სისულელის არც მე მჯერა, და იმედია - არც შენ.
- არა, თეკლე... მე მესმის შენი, მაგრამ... ალბათ მაინც ჩემი ბრალია... ვერ გავთვალე, ალბათ ზედმეტად თავისუფალი ვიყავი.
- ვერ გავიგე, რისი თქმა გსურს? მეგობრებს ლაპარაკის უფლება არ გვაქვს? თუ იმაზე უნდა ვიფიქროთ, ვინმეს რამე არ მოეჩვენოს? მაშინ დავმუნჯდეთ, აღარც მივესალმოთ ერთმანეთს, აღარც გავიცინოთ, ვიქცეთ უსულო საგნებად, რომელთაც არ შეუძლიათ რაიმე მოქმედების შესრულება, ვიქცეთ ფიტულებად, ალბათ მაშინ დაგვანებებენ თავს! - სიფიცხე მომემატა. მას კი გაეცინა.
- მიხარია, რომ ჩვენს ურთიერთობაზე არ იმოქმედა ყოველივე ამან. შენს დაკარგვას ვერ გადავიტანდი..
- იცი რას გეტყვი, ჩვენ მაინც ხომ ვიცით, ერთმანეთთან რაც გვაკავშირებს, სხვისი აზრი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს!
- მიხარია, რომ სწორედ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, როგორ გამიმართლა შენში...
ჩვენ კვლავ ერთმანეთის პირისპირ ვზივართ, არც ერთი აღარ ვიღებთ ხმას, რადგან უკვე აღარაფერი დაგვრჩა სათქმელი. თავისდაუნებურად მესამეს უთქვამს ყოველივე, იქნება ისიც კი რის თქმასაც ერთიმეორეს ვერ ვუბედავდით“.- ხმამაღლა, სწრაფად ჩაარაკრაკა თათიამ, - აღიარე ხომ მაგარია?!
აკა აღარ იღიმებოდა, უსიამოვნოდ გაჰკრა გულში, ავტორმა თითქოს მისი უთქმელი, გაუმხელელი, გრძნობები გააშიშვლა, მისი ტკივილი დაინახა.
- „თეკლა?!“ ამ სახელის ნაცვლად „ვიკა“ რომ ყოფილიყო, მასზე გამოვიდოდა დაწერილი“- ფიქრობდა ის, გაღიზიანდა, გაბრაზდა:
- შეუძლებელია, გეუბნები ეგ შენი დაქალი მთლად კარგად ვერაა... - კბილებში გაბრაზებულმა გამოსცრა მან.
- ასე რამ გადაგრია?! - თვალებგაფართოებული მისჩერებოდა თათია.
- შეუძლებელია უცნობი, უცხო ამას წერდეს. - ისევ ბრაზობდა ის.
- ვერაფერი გავიგე...
მეგობარს მიაჩერდა, ნერვებისგან ცახცახებდა, თავადაც ვერ მიხვდა ასე რამ გადარია, წამოხტა და სახლიდან გამოვარდა.
- სად მიდიხარ, შე ჩემა?! - ლიფტიდან გამოსული დათუნას ხმა დაეწია კიბეებზე, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. კისრისტეხით მირბოდა, სად არ იცოდა. თითქოს გაურბოდა, საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს, მაგრამ უშედეგოდ. დაიღალა. სუნთქვა უჭირდა. ახლაღა გაიაზრა, რამდენად უაზროდ მოიქცა. საკუთარ თავზე გაეცინა, იმ უცნობ გოგონაზეც. საინტერესოა როგორია? უშნო? ლამაზი? უნებურად მეტროში ნანახი ქალი გაახსენდა, მისი მწვანე თვალებით. დამშვიდდა, გახალისდა.
- არ ვარ ნორმალური, მე მგონი გავრეკე... - ეცინებოდა მას.

გვიან საღამოს დაბრუნდა შინ. ფრთხილად გახსნა კარები, მშობლები სახლში იყვნენ, რაღაცაზე კამათობდნენ, დედა ტიროდა. გაუკვირდა, ბათუმში თითქოს დაალაგეს ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში ის კვირა არ უჩხუბიათ.
- ასე ვერ გამიმეტებთ, ასე ვერ მომექცევით! ... - თითქმის კიოდა დედა.
- უკვე გადავწყვიტე.
- ქვეყანაზე ქალი გაწყდა?! რაღა ის?
- ჩემი ბრალი არაა, შემიყვარდა...
- გაჩუმდი, ხმა ჩაიწყვიტე... რომელ სიყვარულზე მელაპარაკები? სად იცი შენ სიყვარული. ბინძური, ამაზრზენი ადამიანები ხართ და სწორედ შენისთანა იპოვე. ჩემი უახლოესი დაქალი. ამის მეტი ქალი ვერ ნახე? გარყვნილო, გათახსირებულო... - სიბრაზისგან ცახცახებდა ალა.
გულმა აღარ მოუთმინა, აკაც მოჩხუბრებთან შევიდა, ზიზღით შეხედა ფანჯარასთან ირონიულად მომღიმარ დედის მეგობარს, ისეთი გამარჯვებული სახით უყურებდა, რომ ტანში გასცრა. თითქოს ახლა ღა გაიაზრა, რა მიზნები ამოქმედებდა ქალს. შეზიზღდა ისიც და მის ხელში მარიონეტად ქცეული მამაც.
- თქვენი ხმა გარეთ ისმის?.
- მამაშენმა ახალი ცოლი იპოვა... - გამოუცხადა დედამ.
- შემიყვარდა ადამინო, რით ვერ გაიგე? - უტიფრად იმეორებდა კაცი.
- შვილებს რა პასუხს აძლევ? რა მაგალითს? ის მაინც იცი უკანასკნელი ქუჩის ქალივით შენს ვაჟს კისერზე რომ ეკიდებოდა?
- ტყუილია. - დაიგრგვინა კაცმა - საზიზღარი ადამიანი ხარ, სულმდაბალი, არ მეგონა ასეთ რამეს თუ იკადრებდი.
-საკმარისია!. - საკუთარი ხმა ვერ იცნო აკამ - მისი შეურაცყოფა არც კი იფიქრო. მოკიდე ხელი მაგ ქალს და გაერთრიე - ატირებულ დედას მოეხვია ვაჟი - იმსახურებთ ერთმანეთს და გყავდეს. - ირონია და ცინიზმი იგრძნობოდა მის ხმაში.
- აკა, შვილო.. - ხმა გაებზარა კაცს.
- არც კი გაბედო, ჩემთვის შვილის დაძახება. წადით და დაივიწყე ჩვენი არსებობა.
- მე თქვენ არ გკარგავთ. ჩემი შვილი ხარ...
- სამაგიეროდ მე გკარგავ. - ცივად გამოუცხადა მამას - ქეთი თავად გადაწყვეტს როგორ იმოქმედოს.
- დედაშენის მხარეს ხარ? როდის აქეთ დაგიტკბათ ერთმანეთი? - ირონიულად იკითხა კაცმა.
- მას შემდეგ რაც შენ დაგკარგე. - არ ჩამორჩა ვაჟი. - იმედია ბედნიერი იქნები ახალ ოჯახში.
- მალე დაგჭირდება ფული და შენი სიამაყეც სწრაფად გაქრება.- ირონიულად გამოუცხადა ჯუმბერმა - ვნახოთ, თუ არ მომაკითხავ!
პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა, მწარედ გაეღიმა: - ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ...დედა, გესმის? - ცრემლებიან თვალებში ჩახედა ქალს.
- ვიცი, მე მჯერა შენი. - გულში ეკვროდა დედა და ტიროდა.


მეხუთე თავი
აკასთვის ძნელი აღმოჩნდა მომხდარის გადახარშვა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მშობლებს ერთმანეთთან სიყვარული არ აკავშირებდათ, თუმცა დედის ასეთ მწვავე რეაქციას არ ელოდა. ქალი გამწარებული, განადგურებული აქეთ - იქით ბოლთის ცემით აწყდებოდა. რა იყო ეს?! სიყვარული თუ შელახული თავმოყვარეობა?! ალბათ, უფრო მეორე, მაგრამ აშკარად არანაკლებ მტკივნეული. კარგა ხნის შეჩვეულის, საკუთრად დაგულებულის დათმობა იოლი არ იყო.
როგორ შეუყვარდა ასე სწრაფად? ასე გაუაზრებლად? თვალწინ დაუდგა მუდამ მშვიდი მამა პატარა ბიჭივით აცუნდრუკებული, ამსუბუქებული, ქალის ირონიით სავსე თვალები, კმაყოფილი და ნიშნის მოგებით სავსე. რა უნდოდა? რას ერჩოდა?
- ჩემი ბრალია... - უკვე მერამდენედ იმეორებდა. - უარყოფა არ მაპატია, შური იძია...
- ქალი კი არა, ქაჯია! - ცოფებს ჰყრიდა ქეთაც - აზრობ რა ქნა? დაქალის ქმარი, თუმცა რა მიკვირს...
შინ გაჩერება აღარ შეეძლო, ჰაერზე უნდა გასულიყო, სიტუაციის გააზრება სჭირდებოდა, ემოციებისგან გაგრილება. სახლის კარები გამოიხურა და გარეთ გავარდა.
- გამოგელევა ფული და მომადგები! - თითქოს ამ წუთებშიც ეუბნებოდა მამა.
- არც კი ვიფიქრებ, ვერ მნახავს განადგურებულს, მუხლებზე დამდგარს. მათხოვრობამაც რომ მომიწიოს, მასთან არ მივალ, აღარაფერს ვთხოვ, ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ, იმ ქალს ვერ გავახარებ! - საკუთარ თავს ხელების ქნევით ელაპარაკებოდა.
ბნელ ქუჩაზე ფეხით მიდიოდა, ჩვეულებისამებრ ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, ბეჭებში უდნავ მოხრილი და ისევ ფიქრობდა. გული ბოღმით ჰქონდა სავსე.
- ფეხზე დავდგები, დედასაც ვუპატრონებ და დასაც, მასთან შესახვეწი რა მაქვს?! ინანებს, აუცილებლად ინანებს, ფორთხვით მოვა პატიებისთვის... - ჯიუტად იმეორებდა ის.
ოდნავ ჟინჟლავდა, ესიამოვნა გახურებულს ცივი წვეთები. თუმცა წვიმა თანდათან მატულობდა.
თავი ისევ მეტროს შეაფარა. უცნაურია, ამ ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებელად არასოდეს ითვლებოდა, თუმცა ამ ბოლო დროს, აშკარად თავშესაფრად იყენებდა. თითქოს იოლი იყო ხალხში დაკარგვა, ემოციებისგან განთავისუფლება. ცივი, გაყინული მზერით მისჩერებოდა მგზავრებს. პროტესტის საშინელი გრძნობა სპობდა. უნდოდა ეყვირა, ხმამაღლა ეღრიალა. ტუჩს ტუჩზე, კბილს კბილზე აჭერდა, რომ დაგროვილი ტკივილი შეეკავებინა.
სურვილი ჰქონდა რამე არაადეკვატური, მისი ბუნებისგან საპირისპირო ჩაედინა, ვინმესთვის ეტკინა. თვითგვემა დიდად არ ხიბლავდა, უცებ ალბათ ცხოვრებაში ყველაზე სულელური გადაწყვეტიება მიიღო. ფრთხილად წამოდგა და მატარებლის კარებთან, გასასვლელად მომზადებლ ასაკიან ქალს დაუდგა გვერდით. აშკარად დაუდევრად მოგდებული, სანახევროდ გახსნილი ჩანთისკენ გაექცა თვალი, აქეთ იქით ფრთხილად მიიხედა, მოხერხებულად ჩაყო ხელი ჩანთაში და რამდენიმე წამში ქალის საფულე მის ჯიბეში აღმოჩნდა.
წარმოიდგინა ქალის დაბნეული, შეშინებული, დაპანიკებული სახე როცა ჩანთაში ჩაიხედავდა და საფულეს ვერ იპოვიდა. სირცხვილის ნაცვლას რატომღაც უჩვეულო კმაყოფილება, ადრენალინის მოზღვავება იგრძნო. რა უხაროდა ვერ მიხვდა, ფრთხილად მოძრაობდა, გაჩერებებზე მატარებლებს იცვლიდა.
ალბათ, მეხუთე ან მეექვსე მგზავრს მაინც აცლიდა საფულეს, როცა მწველმა მზერამ შეაწუხა. ინსტიქტურად გაიხედა და შეცბა. გაფითრებული, აშკარად გაბრაზებული მწვანე თვალებით მისჩერებოდა უცნობი გოგონა მეტროდან. წარბი არ შეუხრია, თვალი თვალში გაუყარა და დაასრულა წამოწყებული საქმე.
- დაუბრუნე! - მართალია ხმა არ გაუგია, მაგრამ ტუჩების მოძრაობით მიხვდა ნათქვამს.
ბრძანების შესრულება ცხადია არც კი უფიქრია, უტიფრად აესვეტა წინ მჯდომ ქალს, თვალი თვალში მუქარითა და ბღვერით გაუყარა, არც გოგონა ჩამორჩა, წარბი არ შეუხრია ისე ჰკითხა: - ვერ გაიგე რაც გითხარი?!
- გავიგე.
- მერე?!
- რა მერე? ვერ ხედავ? - ხელში შეათამაშა ამოცლილი საფულე.
მგზავრები მატარებლიდან გავიდნენ. ვაჟიც სწრაფად მოკალათდა გოგონას გვერდით განთავისუფლებულ ადგილზე. ხედავდა როგორ ცახცახებდა სიბრაზისგან უცნობი გოგო და ეს უჩვეულოდ ართობდა.
- უსინდისო ხარ, თავხედი!... - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- მორჩი რა დემაგოგობას. ასე თუ შეგტკიოდა გული, გეყვირა, გენიშნებინა...
ყურადღებით აკვირდებდა მის ცივ თვალებს,
- ღირსი კი იყავი... - კბილებში გამოსცრა მან. - არ შეგეცოდა მაინც, იქნებ ამის მეტი არც ჰქონდა არაფერი?!
- შენ თუ შეგეცოდა, რატომ არ დაეხმარე? აგეტეხა განგაში. დაგეძახა პოლიციისთვის... - ირონიულად დასცქეროდა ქალს - თუ შეგეშინდა და ვერ გაბედე?!.
- საცოდავი არსება ხარ!. - ისეთი ზიზღით უთხრა ეს სიტყვები, რომ იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში.
ვაჟი აპილპილდა. ირონია განრისხებამ შეცვალა: - თავი ვინ გგონია? როგორ ბედავ ასეთ საუბარს?!
გოგონამ პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა. დაძაბულნი მტრულად უმზერდნენ ერთმანეთს, შესაძლებლობა, რომ ჰქონოდა ალბათ მზერით გაბურღავდა ქალი. ვაჟმა თავი ძლივს შეიკავა, რომ გულში მთელი დღის დაგროვილი ბოღმა მასზე არ გადმოენთხია. გოგონას იმედგაცრულებულ თვალებს ვეღარ გაუძლო, თავი შესძულდა, მატარებელი გაჩერდა თუ არა, სწრაფად წამოხტა და გარეთ გავარდა.
- ვინ არის ეს გოგო? რატომ აძლევს უფლებას ჭკუა არიგოს?
ნებისმიერი მისთვის თავის არიდებას ეცდებოდა, გვერდზე გაიხედავდნენ. უმეტესად ხომ ასე ხდება?! წესით ასე უნდა მოქცეულიყო ქალიც. ამის ნაცვლად კი თვალების ბრიალით ეკამათებოდა და ისედაც გაღიზიანებულს, უფრო მეტად უშლიდა ნერვებს.
ვინმეს რომ ეთქვა, ერთ დღეს გაჭირვებული მგზავრების ძარცვით დაკავდებიო სასაცილოდ არ ეყოფოდა. ახლა რა მოუვიდა? რატომ დასთმო მისი პრინციპები?
ნაძარცვისთვის ხელი არ დაუკარებია, კუთხეში შეუმჩნევლად მიყარა და იქვე მდგომ პოლიციის თანამშრომელს დაუძახა:
- ჩემი ძმა... აქ ვიღაცას საფულეები დაუყრია!.
პოლიციელი ჩქარი ნაბიჯით გაემართა მითითებული ადგილისკენ, სწრაფად წამოკრიფა დაყრილი ნივთები და ვაჟისკენ შემობრუნდა, თუმცა იქ აღარავინ იდგა.

უჩვეულოდ გახალისებული და კმაყოფილი დაბრუნდა სახლში აკა. გოგონას გაწიწმატებული და გაბრაზებული თვალები ედგა წინ და სულელური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
ვაჟა - ფშაველადან გაგარინისკენ ფეხით მიუყვებოდა ჩვენთვის უცნობი მწვანე თვალება ქალიც. უკვე მერამდენედ ლანძღავდა ვაჟს:
- თავხედი, უსინდისო.... არადა თითქოს ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თურმე ორპირი, ფარისეველია....
ვერაფრით ხვდებოდა სრულიად უცნობი ადამიანი რატომ მოქმედებდა ასე, რა მისი საქმე იყო ვინ იქურდებდა, ვინ იდარდებდა, მაგრამ გული არ უთმენდა.
პირველივე ნახვისთანავე არ მოეწონა ვაჟი, რატომღაც იფიქრა, არაფხიზელი იქნებოდა, ზედმეტად ნასვამი ან თუნდაც ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. თუმცა როცა მისი დაბღვერილი თვალებით მიაჩერდა, ტანში გასცრა. ისე უმზერდა მამაკაცი, თავიდან შეშინდა.
- იქნებ მანიაკია?!
მაგრამ როცა მის თაფლისფერ თვალებს დააკვირდა, უცნაური ნაღველი შენიშნა. ისე ეტკინა, ისე შეძრა ამ მზერამ, უნებურად მისი დახმარების სურვილიც კი გაუჩნდა.
ეხამუშა, ასეთი შეგრძნება აქამდე არ ჰქონია, უხერხულობის დასაფარად თავი დახარა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, უბის წიგნაკს უკირკიტებდა.
დღეს კი რა მოხდა?! სევდიანი ბიჭი ჯიბგირი აღმოჩნდა. თან როგორი უტიფარია?! თავხედი. ალბათ დღევანდელმა დღემ იმოქმედა, აქეთ - იქით მიმოიხედა, რატომღაც შეშინდა, არ ესიამოვნა ბნელი ქუჩის დანახვა, მობილურზე დარეკა:
- გეხვეწები არქივთან შემხდი რა...- ვიღაცას სთხოვა მეტიჩარა, წკრიალა ხმით.
- ვაუ, თეკლაკო, აქ რას აკეთებ?! - მისკენ ჩქარი ნაბიჯით მომავალი სამიოდე ვაჟი შენიშნა, უცებ დაავიწყდა აბეზარი თანამგზავრიც და შიშიც.
შავგვრემანმა, ყურებამდე გაკრეჭილმა მაღალმა, ასე ოცდახუთ წლამდე ბიჭმა სწრაფად აიტაცა ხელში.
- მიგვიშვი ახლა ჩვენც.- მსუბუქად უსაყვედურეს დანარჩენებმაც, სათითაოდ ჩაეხუტნენ და გადაკოცნეს ბიჭებმა.
- რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ, ღამით მარტო ნუ დადიხარ! ან რას დაიჩემე ეს ფეხით სიარული, დაჯექი რა მანქანაზე და იარე რამდენიც გინდა! - საყვედურობდა შავგვრემანი.
- გტაცებს ვინმე ხელს და .... - აჰყვა მეორე, შედარებით მწითური ვაჟიც.
- თქვენი შემხედვარე, ვინ რას გაბედავს... - ეცინებოდა თეკლეს.
- შენი ამბავი რომ ვიცით, რომც გაბედოს იქეთ ვგეყოლება ის საცოდავი გადასარჩენი.... - ახარხარდა მესამე.
- რას ამბობ, ასე ვინ დავღუპოთ ?! - ხუმრობაში აჰყვა შავგვრემანიც.
- საძაგელი ბიჭები ხართ, არადა მე მაინც ყველაზე მეტად მიყვარხართ. - სამივეს მოეხვია გოგონა.
- ჩვენი პრინცესა.... - ისევ ხელში აიტაცა შავგვრემანმა.
- დამსვი, სირცხილია... - კისკისებდა ის.
- რაა, გოგო სირცხვილი? ჩემს დას როცა მინდა მაშინ ჩავეხუტები. - შეუბღვირა ვაჟმა.
მწითურსა და მეორე ბიჭბს შუაში ჩაუდგა, ხელკავი გამოსდო: - ოთო, ნიკა, რომ იცოდეთ როგორ მომენატრეთ. აბა მომიყევით უბნის ჭორები. - სიცილით გასცა ბრძანება.
- შენი ძმა შეყვარებულია. - ეშმაკურად გაუცინა მწითურმა ოთომ.
- არა?! - აშკარად გაუკვირდა გოგოს. - ვინ არის ის უბედური?
- გრძელი ენა გაქვს. - შეუღრინა გოგამ მეგობარს.
- საინტერესოა როდემდე აპირებდი დამალვას. - იხტიბარი არ გაიტეხა მწითურმა. - თეკლეს გარეშე მაინც ვერაფერს მოახერხებ.
- აბა, მომიყვებით რა ხდება?! - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
- რა მოხდა და.... - ის ის იყო, ნიკამაც ამოიღო ხმა, გოგა საბოლოოდ გაბრაზდა:
- სიტყვა ვერ მითქვამს თქვენი შიშით. ჩემი ძმაკაცები ხართ თუ ამის? დაინახავთ თუ არა, პატარა ბავშვებივით იქცევით, ენას პირში ვერ იჩერებთ!
- კარგი, შე ჩემა, რა გჭირს? არ გვეგონა ასე თუ გაბრაზდებოდი. თეკლე უცხო ხომ არაა? - გაოცებულმა შეხედა ნიკამ.
- უცხო რომ არაა, ზუსტად ეგაა პრობლემა. თქვენსავითაა ესეც, გაიქცევა და მიურბენინებს მის დაქალს ახალ ამბავს.
- რაო, რაო რა თქვი?! - ყურები ცქვიტა გოგომ. - ვინ დაქალს მივურბენინებ? ჩემი მეგობარი მოგწონს? რომელი?
გოგამ დაბნეულმა გადახედა ბიჭებს, თითქოს ხსნას მათგან ელოდა. მისი დამფრთხალი სახის დანახვაზე სიცილი ვერ შეიკავეს და ახარხარდნენ.
- ჩვენზე ამბობ ენას პირში ვერ იჩერებთო და შენით დაფქვი?!...
გოგა ჯიუტად დუმდა, თუმცა თეკლეს მისი პასუხი არც ჭირდებოდა, გამორიცხვის მეთოდით ხმამაღლა მსჯელობდა:
- ესე იგი თამუნა ამ ბედოვლათს მოსწონს. - მწითურ ოთოს დაადო ხელი. - ლიკა - შენ. - სიცილით გახედა ნიკას. - ერთი თათია ღა დამრჩა. თათულიკა მოგწონს?! - გაოცებულმა გახედა ძმას. - ნამუსი არ გაქვთ?! ეს რა ქცევაა? დაქალი არ დამიტოვეთ თავისუფალი... - აშკარად კმაყოფილი, ვითომ საყვედურობდა ძმას.
- ჩვენი ბრალი არაა, ზედმეტად კარგი მეგობრები რომ გყავს. - თითქოს თავი იმართლა გოგამ. - დედას არაფერი უთხრა იცოდე, ისედაც სულ მაგ გოგოს ქებაშია, მეტი არც უნდა, ჩემზე ადრე აუხსნის სიყვარულს.
დედის გახსენებაზე სიცილი წასკდა თათიას. როგორი იყო დედა?! მხიარული, გიჟი, მოსიყვარულე, ცოტა ექსცენტრიული. მეოცნებე. მათი ჭკუის. მის მეგობრებს ზედმეტადაც კი უყვარდათ ქალბატონი ეკა. ოღონდ ერთი ნაკლი ჰქონდა, პროფესიით დიპლომატი ქალბატონი ოჯახში იშვიათად იყო. ზოგჯერ ეჭვიანობდა კიდეც თეკლე იმდენად უყვარდათ მის მეგობრებს მისი მშობლები. როგორი იყო მამა?! ოოო, მამა გოგონას სუსტი წერტილი გახლდათ. ბატონი მირიანი. ფაქტიურად გოგას ასაკით უფროსი ვარიანტი. უზომოდ სიმპატიური, ძალიან თბილი მამაკაცი. ანებივრებდა ნაბოლარა ქალიშვილს. ყველა სურვილს უსრულებდა. მამაც თითქმის ოცდაოთ საათიანი რეჟიმით მუშაობდა, იშვიათად იყო ოჯახში, მაგრამ როცა იყო....
ხშირად რეკავდნენ გოგას და თეკლეს მეგობრები, როგორც კი მირიანისა და ეკას შინ ყოფნის ამბავს იგებდნენ მთელი სამეგობრო მათთან ჩნდებოდა და იწყებოდა გართობისა და სიცილის ისტერიკა. დაუსრულებელი მხიარულება...
სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევა იყო ამ დღესაც. მშობლები შინ ელოდნენ თამუნასა და ლიკასთან ერთად. ბიჭებიც ჩვეულებისამებრ მათთან მოდიოდნენ. საკმაოდ გვიან დაიშალნენ სტუმრები. დედ-მამა თავის სამსახურებრივ კურიოზებს იხსენებდნენ, იმ საღამოს იმდენი იცინეს, რომ თეკლეს დაავიწყდა კიდევაც მეტროში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი.
მეორე დილით თათიას მესიჯი დახვდა: - გეხვეწები, დღეს გამოდი რა ჩემთან. - წერდა გოგო.
- მშვიდობა გაქვს? - სწრაფად გადარეკა მეგობართან.
- კი, კი... - მხიარულად იცინოდა ის - ჩემებმა მოსკოვიდან ახალი სათამაშო გამომიგზავნეს და უნდა გაჩვენო.- თათიას ძალიან უყვარდა ფაიფურის თოჯინები, მისი სისუსტის შესახებ ყველამ იცოდა, ამიტომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საჩუქრად სწორედ ფაიფურის თოჯინებს იღებდა.
- როგორი გიჟი ხარ თათულიკა... - აკისკისდა გოგო - დედაა ჩამოსული, ცოტას მოვისიყვარულებ და გამოვალ....
- მომიკითხე ეკა დეიდა, მეც გამოვალ ამ დღეებში, ოღონდ დღეს შენ გელოდები, არ დამაღალატო იცოდე....
- კარგი, კარგი. გამოვალ აბა რას ვიზავ... - სიცილით დაკიდა მან.
- მე არ მიკითხა? - კარებში გოგას გაბურძგნილი თავიც გამოჩნდა.
- მოგიკითხა, აბა რა. მაგრად აკოცე ჩემს მაგივრადო.... - დაეჯღანა გოგო.
- დამაცადე ცოტა და ეგ დროც მოვა.... - თვალი ჩაუკრა ვაჟმა და სწრაფად გავიდა.

მეექვსე თავი

წინა ღამის დადებითი განწყობა მოჰყვებოდა თეკლეს, ღიღინ -ღიღინით მოწესრიგდა და დედასთან გაქანდა, რომელიც სავარაუდოდ ახალ შხაპ მიღებული, მირიანთან ერთად სამზარეულოში იჯდა და საუზმეს მიირთმევდნენ. გიჟდებოდა, როცა მშობლებს ერთად ხედავდა. დედას მონატრებული, უკნიდან ჩაეხუტა და მის გაშლილ, ოდნავ ნესტიან თმებში ჩარგო თავი.
- ჩემო სიცოცხლევ. - ლოყით მიეფერა ქალი. ღრმად შეისუნთქა შვილის არომატი.
- ეჭვიანობა არ დამაწყებინო იცოდე! - წარბი ასწია მამამ.
სიცილით მოშორდა გოგონა დედას და ჩვეულებისამებრ მამაკაცის კალთაში კომფორტულად მოეწყო, მართალია მაგიდასთან მუხლების გამართვა გაუჭირდა, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია, კმაყოფილი სახით დასწვდა ეკლერს და პირში გაიქანა.
- გაიზარდე შვილო, ვეღარ ეტევი... - იცინოდა მირიანი და თბილად იხუტებდა თეკლეს.
- სადაცაა გაგათხოვებთ და მერე გნახავთ როგორ ჩაუხტები მამაშენს....- იცინოდა დედა.
- არ გავთხოვდები. - ჯიუტი ხმით გამოაცხადა თეკლემ.
- რას ამბობ, ეს ანგელოზივით ქალი შინაბერად რომ დაგვრჩე, ხომ მოვიკალით თავი.... ვაგვიანებ. - დანანებით საათს შეხედა მან - წამოხტუნდი მამას ქალო, - მსუბუქად წამოუტყაპუნა საჯდომზე შვილს - ხელს აღარ შეგიშლით იჭორიკნეთ დედა-შვილმა.
ეკა ტანის რხევით გაჰყვა მეუღლეს. თეკლე ხედავდა, ქალს როგორ ემოციით მოეხვია მამაკაცი, სიყვარულით დაუკოცნა თვალები.
- აბა მომიყევი, რა ხდება შენთან ახალი და კარგი? - მეუღლესთან ალერსით სახე აწითლებულმა ჰკითხა სამზარეულოში დაბრუნებულმა დედამ.
- არც არაფერი.
- შეუძლებელია. თვრამეტი წლის გოგოს ცხოვრებაში არაფერი?! - ეჭვი გაკრთა ხმაში.
- გინ დაიჯერე, გინდ - არა! - მხოლოდ თქვენ ამჩნევთ ჩემს სილამაზეს... - თითქოს გული წყდებაო, ისე უთხრა შვილმა.
- მოვა შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი და ვნახოთ მერე... - თვალი ჩაუკრა ქალმა.
- თეთრი ცხენისა რა გითხრა, და იმდენს დადის შენი შვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომ მოგივა ბოლოს პრინცი მეტროდან.... - მსუბუქად წაკბინა სამზარეულოში შემოსულმა გოგამ.
ძმის სიტყვებზე გუშინდელი ვაჟი გაახსენდა და სიცილი ვეღარ შეიკავა.
- რაღაც ცუდად გიციმციებს თვალები და შემთხვევით მართლა ხომ არ არსებობს პრინცი მეტროდან?! - ეჭვით შეხედა ეკამ.
- ჰა, ახლა აღირე... - ყავის ჭიქით ხელში დაუსკუპდა წინ გოგაც და გამომცდელად მიაჩერდა თვალებში.
- ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი რომ ეარსება... მაგრამ სადაა. დაკავებულია ყველა... - აკისკისდა თეკლე. - მართლა, დე.. დღეს თათიასთან გავდივარ.
- თქვენი ამბავი, რომ ვიცი გვიანობამდე დარჩები. მანქანით წადი იცოდე... - ხმა გაუკაცრდა ეკას.
- არ შემიძლია ამ საცობებში.... -აწუწუნდა გოგო.
- არ დაგხვდები იცოდე. მოგიწევს სიბნელეში ფეხით სიარული... - დაემუქრა ძმა.
- ცუდი ბიჭი ხარ... დავრეკავ ოთოსთან ან ნიკასთან და ისინი დამხვდებიან... - ნიშნისმოგებით დაეჯღანა ბიჭს.
- პატარა ავანტურისტი ბავშვი ხარ... მაინც არ მესმის შენი, ათასი გიჟი დადის... - ისევ აგრძელებდა შეგონებას დედა, თუმცა გოგონა აღარ უსმენდა, სწრაფად წამოხტა გოგას ისედაც აჩეჩილი, გაბურძგნილი თმები კიდევ უფრო აუჩეჩა და სიცილით თავის ოთახში გავარდა.

თითქმის ორი საათი ხდებოდა თათიასთან რომ მივიდა. ლიფტი არ მუშაობდა და სულ წუწუნ-წუწუნით ავიდა მეშვიდე სართულამდე.
- ეს რა უბედურებაა... - ღია კარებში ქოშინით შევიდა თეკლე.
- სულ რაღაც ხუთი წუთის წინ ამოვედი და მუშაობდა... - მეგობრის წუწუნი აშკარად ართობდა თათიას.
- მე მგონი ჩემი ჯინი სჭირთ. - ძლივს სუნთქავდა გოგონა.
- აბა მომიტანე?! - სულსწრაფი ბავშვივით ჰკითხა მასპინძელმა.
ჩანთიდან შოკოლადების შეკვრასთან ერთად, პატარა ფურცელიც ამოიღო.
- მთლად ცხელ-ცხელია, დღეს დავწერე მეტროში. - სიცილით მიაწოდა ჩანახატი.
- ჩემი ნიჭიერი....- სავარძელში ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო:
„მათხოვარი“
ვაჟი ქალიშვილის წინ იჯდა. ორივენი ძალიან ლამაზები იყვნენ, იმდენად ლამაზები, რომ ყოველი შემომსვლელი უნებურად თვალს მათკენ აპარებდა.
- თქვენ გაიხარეთ, შვილებო, ასეთი მშვენიერნი, რომ ხართ!-ლოცავს მათ მოხუცი ქალი, გოგონა მორცხვად ხრის თავს, სიწითლის დასამალად, ვაჟი კი ბედნიერია და მთელი არსებით უხარია.
- მე შენ გუშინ ღარაცა გკითხე....
- მართლა? მეგონა ხუმრობდი.
- გუშინ შეიძლება ვხუმრობდი, სამაგიეროდ დღეს არ ვხუმრობ.
- კარგი, ბატონო, რადგან არ ხუმრობ, მე უარს გეუბნები!
ვაჟს ფერი წაუვიდა. აღარაფერი უთქვამს, ან კი რა ჰქონდა სათქმელი? უხმოდ წამოდგა და წავიდა.

მოხუცი ქალი მეტროს ერთ-ერთ გაჩერებაზე დგას, ასაკს მისი სილამაზე ჯერ მთლად ვერ წაუშლია. შემოდის ერთ დროს ალბათ, ძალიან სიმპატიური, უკვე ასაკოვანი მამაკაცი, თავი დაუხრია, სირცხვილით იწვის, მაგრამ ხელი მაინც გამოწვდილი აქვს და მგზავრებს დახმარებას სთხოვს.
ნელი ნაბიჯით მოხუც მანდილოსანს უახლოვდება, რომელიც თავჩაღუნული დგას და ღრმა ფიქრებში წასული ზედ არავის უყურებს.
- მოწყალება გაიღეთ! - ხმის კანკალით ეუბნება მოხუცი ქალს. მანდილოსანი შეკრთა და გაოცებულმა შეხედა კაცს, რომელიც გაფითრდა, ასე უძრავად უყურებდნენ ერთი-მეორეს ერთ დროს ძალიან ლამაზი ქალი და კაცი, რომელმაც თავი დახარა ცრემლების დასამალად და აკანკალებული ძლიერი მღელვარებისაგან, წავიდა“.
- როგორი ბოროტი ხარ, შემეცოდა ის კაცი!... - ცრემლები მოიწმინდა გოგონამ, ნაწერი მაგიდაზე დადო და წვენიანი ჭიქით მდგომ თეკლეს მიუახლოვდა, რომელიც ფაიფურის თოჯინებისთვის გამოყოფილ პატარა სტენდთან გაჩერებულიყო და გაოცებული ერთ-ერთ ახალ თოჯინას დასჩერებოდა.
ყურადღებით ათვალიერებდა უცნაური ფორმის სათამაშოს. არ იფიქროთ რამე განსაკუთრებული. უბრალოდ ვერაფრით დაადგინა რა ცხოველი იყო, თითქოს ძროხა, თითქოს ხარი, თითქოს კამეჩი, ან სამივე ერთად... კამეჩის ფორმის ხარის თავისა და ძროხის ძუძუებით...
- დედას გაფიცებ, ეს რა არის? - გაოცება ვერ დამალა.
- ჩემი ხარია. მოსკოვიდან გამომიგზავნეს. - კმაყოფილი სახით გაიბღინძა თათია.
- ხარი?! - ინტერესით ათვალიერებდა სათამაშოს, თუმცა ხარს მაინც ვერაფრით მიამსგავსა. ან რატომ უნდა ეჩუქებინათ გოგოსთვის ხარი?! - დარწმუნებული ხარ? რომ არ გავს?
- რა თქმა უნდა. წელს ხარის წელი მოდის და წინასწარ მომილოცეს.
- მე მგონი ზედმეტად მოინდომეს. სექტემბერში ახალი წლის მოლოცვა ცოტა ნაადრევი ხომ არაა?! -აკისკისდა გოგონა. - მით უმეტეს, რომ ეს საოცარი ქმნილება ხარი ნამდვილად არაა...
- როგორ არა, ხარია. - ჯიუტად იმეორებდა თათია - აი, წაიკითხე თუ არ გჯერა, - თოჯინის ძირში განთავსებულ რუსულ წარწერაზე მიუთითა მან. – Б –у –й- в- о- л - დამარცვლა სიტყვა.
თეკლემ სიცილი ვეღარ შეიკავა: - როგორი გიჟი ხარ თათი, ეგ ხარი კი არა კამეჩიაб ან სად გინახავს ძუძუებიანი ხარი?!
- როგორ არ მინახავს, მულტფილმ „ფერმაში“. მანდ ხარს ძუძუები აქვს. - არ სთმობდა პოზიციებს თათია.
- შენთან საუბარი შეუძლებელია, წავედი მე, ნაყინი მინდა! - სამზარეულოში გასასვლელად შემობრუნდა თეკლე და მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავდა, გააცია. შიშისგან თვალები გაუფართოვდა, მაგიდასთან უცნობი ბიჭი იდგა მეტროდან ფურცლით ხელში. მშვიდი, ირონიული სახით კითხულობდა ჩანახატს.
ეცადა ემოცია დაეფარა.
- აქ რას აკეთებ?- მიუხედავად სურვილისა ხმა მაინც უთრთოდა.
თითქოს მისი კითხვა არც კი გაუგია, ვაჟმა ფურცელი მაგიდაზე დადო და სახე გაბრწყინებულ თათიას მოეხვია.
- რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, კარებს ღიას ნუ ტოვებ.... - ისევ უსაყვედურა კლასელს. - ხომ ხედავ, შემოვედი და შეგიშინე მეგობარი... - დამცინავი სახით გახედა თეკლეს.
სავარძელში კმაყოფილი სახით მოთავსდა. თავიდან ფეხებამდე აათვალიერა გოგონა მეტროდან. პირველად ხედავდა საკმაოდ მოკლე კაბაში გამოწყობილს, თურმე ლამაზ სახესთან ერთად საკმაოდ კარგი ტანიც ჰქონია, რაღაცნაირად მადის აღმძვრელი.
არ ესიამოვნა თეკლეს ვაჟის გამოხედვა, არც ფარული ირონია დარჩა შეუმჩნეველი. სიბრაზისგან თვალები აენთო, სახე წამოუწითლდა.
- ჩემს მეგობარს თეკლე ჰქვია. - ღიმილით წარუდგინა თათიამ.
- თათიას კლასელი და ყველაზე თავხედი ბიჭი, აკა... - თავი ცივად დაუქნია ვაჟმა. - თუ სწორად გავიგე, ვიდრე შემამჩნევდით ნაყინზე მიბრძანდებოდით ქალბატონო თეკლე, თუ არ შეწუხდებით იქნებ მეც წამომიღოთ?! - უცებ დაასაქმა გოგონა.
ერთი სული ჰქონდა რამე მწარე, შეურაწმყოფელი ეთქვა ვაჟისთვის, მაგრამ თათიასთან მოერიდა ემოციების გამოხატვას, უსიტყვოდ გავიდა სამზარეულოში. მაცივრიდან სამი ცალი ნაყინი გამოიღო და მოსაუბრე მეგობრებს შეუტანა.
- შეუძლებელია, ვერ ვიჯერებ... - ცრემლიანი თვალებით უმზერდა სერიოზული სახით მოსაუბრე ვაჟს თათია, - ახლა რა უნდა ქნა?
- მოვიფიქრებ რამეს... - თეკლეს დანახვაზე სასაუბრო თემა სწრაფად შეცვალა ვაჟმა - თუ სწორად მივხვდი, ამ ჩანახატის ავტორი თქვენ ბრძანდებით. - ისეთი თვალებით გახედა აკამ, რომ ისევ უხერხულად შეიშმუშნა.
- მოგეწონა?! მე რომ წავიკითხე ცრემლები ვერ შევიკავე... - მიამიტი სახით ჰკითხა თათიამ.
- შეიძლება გავიგო, ტიპაჟებად ვინ შეარჩიეთ, ის ასაკიანი ქალის თქვენ ხართ? მამაკაცად ვინ აიყვანეთ? მათხოვრობისთვის ვინ გაიმეტეთ? თუმცა ალბათ თქვენს შეყვარებულობას, ისევ მათხოვრობა სჯობდა...
თეკლე გაფითრდა. ვერაფრით ხვდებოდა რას ერჩოდა ეს ბიჭი. უკვე გრძნობდა, რომ მისმა მოთმინებამ პიკს მიაღწია, აკასგან დაუმსახურებელი შემოტევების ატანას აღარ აპირებდა. ვაჟის სიუხეშე არც თათიას გამოჰპარვია და შეცბუნებული უმზერდა მეგობრებს.
თეკლემ უკანასკნელი ძალისხმევა მოიკრიბა, რომ რაც შეიძლება მშვიდად ეთქვა: - ეგ ქალი მე არ ვარ... თუ ოდესმე მომეცემა საშუალება სიამოვნებით გაჩვენებთ მაგ პერსონაჟებს.
- სად მაჩვენებთ, მეტროში?! - ისევ ცივად ჰკითხა ვაჟმა.
- თქვენთან საუბარი შეუძლებელია. - დაგროვილი, უთქმელი ბოღმისგან იგრძნო გული როგორ ეტკინა, ცოტაც და ალბათ ატირდებოდა. ეს კი ყველაზე ნაკლებად სურდა. ასე თავს ვერ დაიმცირებდა, უცნობ მამაკაცთან არ ატირდებოდა.
- ყავას მოვიმზადებ. - მოიმიზეზა და ისევ სამზარეულოში გავიდა.
- ერთმანეთს იცნობთ? - ეჭვით გახედა თათიამ აკას.
- არა.
- მაშინ რატომ ეუხეშები?
- არც კი მიფიქრია... უბრალოდ ვერთობოდი.. არ მეგონა თუ ეწყინებოდა. ბუტია დაქალი გყოლია... - ირონიულად გაიცინა ვაჟმა.
- ვერ გცნობ... ჩემი მეგობარია, შენ კი..... შენი პრობლემების გამო, უდანაშაულო ადამიანზე ცდილობ აგრესიის გადმოფრქვევას? - თათია აშკარად თეკლეზე ნაკლებად არ იყო შეურაცყოფილი და ნაწყენი.
- კარგი, რა... მისი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა.... - დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი აკამ. - უბრალოდ ზედმეტი მომივიდა. წავალ, შემოვირიგებ.
დიდად არ სიამოვნებდა თეკლესთან სამზარეულოში შესვლა, მართალია მისი ტკივილი სიამოვნებდა, მაგრამ მიხვდა, რომ ამ უცნობი გოგონას წყენინებით, ბავშვობის მეგობარიც გაანაწყენა, ეს კი ნამდვილად არ სურდა. ზედმეტად ძვირფასი იყო მისთვის თათია, ასეთი წვრილმანით გულს ვერ ატკენდა.
- არ მეგონა, აქ თუ გნახავდი... - სამზარეულოს პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა აკა, ყურადღებით აკვირდებოდა ქალის თითოეულ მოძრაობას.
- არც მე. - მოკლედ მიუგდო. თეკლე ჯიუტად ჩაჰკირკიტებდა ყავის ჩაიდანს, ვაჟის მხარეს არც კი იყურებოდა.
- არ მინდოდა შენი წყენინება, უბრალოდ... არ მომეწონა მათხოვრობისთვის რომ გამიმეტე... - როგორც იქნა გაამხილა მისი ირონიის მიზეზი.
გაოცებულმა ახედა ქალმა: - მათხოვრობისთვის? შენ რა იფიქრე რომ იმ პერსონაჟის ადგილზე შენ წარმოგიდგინე?! - იგრძნო, როგორი შვება მოჰგვარა ვაჟის სიტყვებმა, თავი ვერაფრით შეიკავა და სიცილი აუტყდა. - ანუ შენის აზრით ქალი მე ვიყავი და მათხოვარი შენ?
- არა?! - ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ აშკარად არ ესიამოვნა ქალის სიტყვები. მის შინაგან ხმას თითქოს უნდოდა თეკლეს მასში მართლაც დაენახა სასურველი მამაკაცი, რა თქმა უნდა მათხოვრობის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ სატრფოს როლზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.
- მეტროში ერთი მოხუცი მამაკაცი დადის, ადრე წიგნებს ყიდდა, ამ ბოლო დროს კი შევამჩნიე, რომ მათხოვრობს... ის კაცია მაგ ჩანახატის გმირი, მეტროში თუ შევხვდებით, აუცილებლად დაგანახებ.... - ისევ ეცინებოდა თეკლეს.
- შეგვხვდება?! ანუ მეტროში ჩემთან შეხვედრას ისევ გეგმავ?! - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ვაჟს.
- მე არც იმ ორ შეხვედრას ვგეგმავდი, მაგრამ გნახე... - ფრთხილად წაკბინა ქალმა.
არ ესიამოვნა წინა დღის გახსენება, თუმცა არ შეიმჩნია:
- ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს ან გვინდა ჩანდეს... - ყრუდ ჩაილაპარაკა ვაჟმა.
- იმედია. - თბილად გაუღიმა თეკლემ - თუ არ შეგაწუხებ, ჭიქების გატანაში დამეხმარე... უკვე ისე იქცევი, თავი მე მგონია მასპინძელი... - სიცილით გასძახა მისაღებში სტუმარივით მჯდომ თათიას.
- როგორც ვხევად, ერთმანეთს აღარ კბენთ...- წარბ აწეულმა გამოხედა აკას.
ვაჟის გასაოცრად, თეკლე საკმაოდ თბილი და კომუნიკაბელური ადამიანი გამოდგა. სამივენი ისევ თათიას ახალ სათამაშოს განიხილავდნენ და მხიარულად იცინოდნენ.
- დღემდე რატომ არ გიცნობდი? ერთმანეთი საიდან გაიცანით? - დაინტერესდა ვაჟი.
- ერთად ვემზადებოდით, შემდეგ ერთ ჯგუფშიც მოვხვდით...
- თავიდან არ მომეწონა. რაღაცნაირი ამპარტავანი, მამიკოს გოგოს შთაბეჭდილება დატოვა. მოიყვანდნენ მანქანით, დატოვებდნენ, შემდეგ ისევ მოაკითხავდნენ... ესეც დადიოდა ცხვირ აწერული, გვერდზე არ იყურებოდა...
- მართლა?! - ვითომ გაიოცა აკამ, თუმცა გულში დაეთანხმა თათიას, ცოტა ამპარტავანი ნამდვილად არისო. - აზრი რამ შეგაცვლევინა?
- სირცხვილია, არ თქვა. - გაწითლდა თეკლე. - რას იფიქრებს ადამიანი?
- რა უნდა იფიქროს? შენ ეს ნაკლები გიჟი ხომ არ გგონია?! - გაოცდა თათია.
- მაშინ ჩემით მოვყვები. მოკლედ, ერთი ბიჭი გვყავდა ჯგუფში, ზურა დანელია. როგორც შემდეგ აღმოჩნდა შენი კლასელი მოსწონდა. ოღონდ მისი სიმპატიის გამოხატვის ცოტა უცნაური მეთოდი ჰქონდა. მოწონების ობიეტს რამეს უშავებდა. სერიოზულს არაფერს, მაგრამ ან ქურთუკს უზიანებდა კალმით, ან ჩანთას უკაწრავდა. მოკლედ ჩამოყალიბებული დეგენარატი იყო. ერთ ზამთრის სუსხიან დღეს, გავიხედეთ და აუღია თათიას ჩანთა და ჩაუგდია უნივერსიტეტის უკან, ასე სამ მეტრამდე სიმაღლის ორმოში. დგას ესეც და აღვარღვარებს ცრემლებს, ეხვეწება ჩანთა ამომიტანეო. ის სულელივით იკრიჭება. ტვინში კინაღამ ამასხა, როცა გარშემო სეირის მაყურებლად შეკრებილ ჯგუფელებს შევხედე, ხმას არავინ იღებდა. შემეცოდა, თუმცა სიბრაზისგან ვკანკალებდი, კარგი „ყარამან ყანთელივით“ ავესვეტე ერთი თავით ჩემზე მაღალ დანელიას და ვეუბნები, უფრო სწორედ ვუბრძანე:
- არ გესმის, ვირო... ჩადი და ჩანთა ამოუტანე თქო.
რა თმა უნდა ჩემი სიტყვები იუკადრისა: - მიდი რა გოგო, შენს საქმეს მიხედე და ცხვირს ნუ ყოფ სადაც არ გეკითხებიანო...
წინადადება დასრულებული არც ჰქონდა, რომ ინსტიქტურად ხელი ვკარი, თავი ვერ შეიკავა ტუტუცმა და იმ ორმოში გადავარდა. ჩემსდა საბედნიეროდ ორმო თოვლით იყო სავსე, თორემ ალბათ ვერც გადარჩებოდა.
- ვის ღა ახსოვდა ჩანთა, ერთმანეთს ვასკდებოდით ხარხარით... - გააგრძელა ამბის თხრობა თათიამ - იმ ვაჟბატონს ამოსვლაში სხვები დაეხმარნენ, ცხადია ჩემი ჩანთაც ამომიტანა. - გაოცებული აკა ყურებს არ უჯერებდა - თუმცა ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. მეორე დღეს საქმის სარჩევად დედამისი მოგვივარდა: - ჩემი პატარა ბიჭი როგორ დამიჩაგრეთო.... ეს კი უტიფრად ეუბნებოდა: - ქალბატონი, თქვენს პატარა ბიჭს იქნებ ქალის პატივისცემა ასწავლოთო... - აქ კი ვეღარ მოითმინა აკამ და ახარხარდა.
გამართლდა ეკას პროგნოზი, იმ საღამს მართლაც გვიან დაბრუნდა თეკლე სახლში, თუმცა ძმასთან და მეგობრებთან დარეკვა აღარ დასჭირდა, სახლამდე ბიჭმა მიაცილა.

მეშვიდე თავი
საკუთარ ოთახში გაუხდელად იწვა თეკლე და იმ დღევანდელ მოვლენებს აანალიზებდა. მიუხედავად იმისა, რომ დრო ასე მხიარულად გაატარა, გულს შიში უღრღნიდა. დღევანდელ აკას არაფერი ჰქონდა საერთო იმ უჟმურსა და თავხედ ვაჟთან. მის წინ აშკარად ორი ერთმანეთის საპირისპირო სახის პიროვნება იდგა. რომელი იყო ნამდვილი? ეჭვი არ ასვენებდა გოგონას.
რამდენიმეჯერ სცადა გზაში ამ თემაზე საუბრის წამოწყება, მაგრამ ვერ მოახერხა. ვაჟი მოხერხებულად ირიდებდა პასუხს. თუმცა დამშვიდობებისას ვერ მოითმინა და მაინც უთხრა:
- ალბათ, უნდა იცოდე - აშკარად უჭირდა საუბარი - უფრო სწორედ მინდა რომ იცოდე, ჯიბგირი არ ვარ...
- გასაგებია, მაგრამ ვერ მივხვდი, გუშინდელი ქცევის მიზეზი რა იყო?! - ცნობისმოყვარედ, ინტერესით იკითხა ქალმა.
თვალი აარიდა, თავი დახარა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მზერით გააშიშვლა გოგონამ. მისი შინაგანი სამყარო დაინახა.
- ეს უნდა გცოდნოდა. მეტს ვერაფერს გეტყვი... - ყრუდ ჩაილაპარაკა აკამ.
- მადლობ, რომ მითხარი... გამიხარდა. - იმდენად გულწრფელად ჟღერდა მისი ხმა, რომ ბიჭმა ღიმილი ვერ შეიკავა.
-მადლობ, რომ მომისმინე... კარგია რომ გნახე..
გრძნობდა, რომ ამ მხიარულ გოგოსთან თითოეული გატარებული წუთი უჩვეულოდ სიამოვნებდა, თითქოს მშვიდდებოდა, უმზერდა მის მწვანე თვალებს და ცხოვრება ბევრად მარტივად ეჩვენებოდა. უცნაური, გაურკვეველი გრძნობა გაუჩნდა, იმედი. პანიკურად შეშინდა. კიდევ ერთი წუთი და ნამდვილად ირწმუნებდა, რომ ბედნიერება არსებობდა - აბა, შენ იცი... - სწრაფად მიაძახა და გამოიქცა.
ზუსტად მიხვდა, რომ სულ ცოტაც და წასვლას ვეღარ შეძლებდა. მისი მწვანე თვალების ტყვე გახდებოდა.
- შეუძლებელია. სრულიად უცნობი ადამიანის მიმართ ასეთი გრძნობა ვერ გამიჩნდება. მომეწონა? ალბათ... მაგრამ, მე ხომ ვიკა მიყვარს, ჩემი ვიკა... - ჯიუტად უმეორებდა საკუთარ თავს.
ფიქრებში ცდილობდა ყოფილი კლასელის თვალები აღედგინა, თითქოს ირონიული, შავი თვალებით უზერდა ქალი. თუმცა მაინც იგრძნო ნელ-ნელა როგორ დაუთბა მზერა, თვალებმაც ფერი იცვალეს და კუპრივით შავი ჯერ ჭაობისფერ, საბოლოოდ კი ხასხასა მწვანე ფერში გადაიზარდა.
უნებურად გაეცინა, მიხვდა, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, გოგონამ მის გულში მართალია პატარა, მაგრამ გარკვეული ადგილი მაინც დაიკავა.

არანაკლებ დაბნეული იყო თეკლეც. რატომღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვაჟს მისი დახმარება სჭირდებოდა. ზუსტად ვერ მიხვდა ამ გრძნობისთვის რა უნდა ეწოდებინა. ბავშვობიდან შეჩვეულია ბიჭებთან მეგობრობას, მათი პრობლემების მოგვარებას. გოგასა და მის მეგობრებზე ზრუნვა სისხლში ჰქონდა გამჯდარი. აკასთანაც იგივე განცდა დაეუფლა.
ზუსტად იცოდა კითხვებზე პასუხს ვისგან გაიგებდა. მობილურს დასწვდა და თათიას დაურეკა.
- აბა, როგორ იმგზავრე, ჩემო გიჟო?! - სწრაფადვე გაიგონა მეგობრის ხალისიანი, წკრიალა ხმა.
- მშვენივრად. სახლამდე მომაცილა შენმა ძმაკაცმა. - არანაკლებ მხიარულად უპასუხა თეკლემ.
- რაო, ისევ ხომ არ იჯღანებოდა ჩემი უჟმური?! - აშკარად ანცობის ხასიათზე იყო გოგონა.
- არა, სიცილ-სიცილით სახლამდე ისე მოვედით ვერც კი გავიგე.
- თავიდან ისე უღრენდით ერთმანეთს ცოტა არ იყოს შევშინდი.
- ჰქონდა ალბათ ღრენის მიზეზი... - შეაპარა მეგობარს.
- იმისთანა ამბავი მითხრა, მე მის ადგილზე ალბათ ქვების სროლას დავიწყებდი... მისი მშობლები დაშორებულან გუშინ, მამა დედამისის დაქალთან წავიდა... - უცებ წამოაყრანტალა თათიამ.
- აი თურმე რა ყოფილა! - ხმა გაებზარა თეკლეს, როცა წინა დღეს ვაჟის თვალებში შემჩნეული ბოღმა გაახსენდა.
- გრძნობების გამოხატვა დიდად არ ეხერხება. ალბათ კარგა ხანს ვერც გადახარშავს. მაგრამ ვიცი ძლიერია.... - საუბარს აგრძელებდა თათია.
თუმცა თეკლე აღარ უსმენდა. საკუთარი თავის წარმოდგენა სცადა ანალოგიურ სიტუაციაში და ტანში გააცია. თავი უარყოფის ნიშნად გაიქნია, თითქოს აბეზარი ფიქრები მოიშორა.
- კარგი, თათულიკა, წავედი მე, მეძინება... ხვალ შეგეხმიანები...
- აბა შენ იცი... - კოცნა გამოუგზავნა მეგობარმა ტელეფონში.

თხუთმეტ სექტემბერს სწავლა ეწყებოდათ. პირველი შთაბეჭდილებები, პირველი დღე, თუმცა რაღა პირველი, უკვე მესამე კურსზე არიან. მიუხედავად ამისა მაინც გენერალურად ემზადებოდნენ გოგონები. უცნაური ჩვევა ჰქონდათ, მთელი წელი შეეძლოთ ერთი ჯინსითა და ქურთუკით ევლოთ, მაგრამ უნივერსიტეტში მისვლის პირველ დღეს უსიკვდილოდ უნდა ებრწყინათ. ტრადიციას რა თქმა უნდა არც ამჯერად უღალატეს. თათია უკვე მასთან იყო. გოგონებს იმდენად უნდოდათ უნივერსიტეტში ყველასთვის თვალშისაცემი მისვლა გამოსვლოდათ, რომ მირიანის შეთავაზებას სიხარულით დათანხმდნენ და მუქი ბორდოსფერი, X6 მოდელის ახალთ-ახალი ჯიპიც „ითხოვეს“ მძღოლიანად, სიტყვა „თხოვებაზე“ ბევრი იცინა მამაკაცმა.
- როგორ ფიქრობ, დაბადების დღეზე მისი საოცნებო მინი-კუპერის კაბრიოლეტი რომ ვუყიდო, მანქანით სიარულზე ისევ იტყვის უარს? - ისე ჰკითხა გოგას, რომ ქალიშვილს არ გაეგო.
- ეგ მოდელი იმდენად უნდა, ალბათ საცხოვრებლადაც კი იქ გადავა... - დის კმაყოფილი სახის წარმოდგენაზე ღიმილი ვერ ვერ შეიკავა ვაჟმა.
- გავიდეთ მაშინ ცენტრში და შევარჩიოთ.. ოღონდ სიტყვა არ დაგცდეს იცოდე, ოქტომბრის ბოლომდე არც ისე დიდი დროა.

ავტომობილითვე გაუარეს თამარსა და ლიკას. გოგონები ეზოში ელოდებოდნენ და კმაყოფილი სახეებით მოთავსდნენ ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომ თათიასთან, რომელიც ენას არ აჩერებდა. მიუხედავად მეგობრის საუბრისა თეკლემ მალევე შენიშნა, რომ უკან მჯდომი წყვილი უხერხულად დუმდა.
- მოხდა რამე? - ეჭვით გახედა ლიკას. გოგონას თვალები ცრემლებით აევსო და თავი დახარა.
- ხომ იცით, გუშინ უნივერსიტეტში ვიყავი გასული და ჩვენმა კურატორმა ისეთი ამბავი მითხრა, კინაღამ მოვკვდი... - ამოისლუკუნა გოგომ.
- რაო ამისთანა? - როგორც იქნა მიაქცია ყურადღება თათიამაც.
- დიდი ცვლილებები ყოფილა, ჩვენს ფაკულტეტს „საერთაშორისო ურთიერთობები“ უწოდეს და საერთაშორისო იურიდიულისა და ეკონომიურის ხალხიც შეგვაერთეს.
- ეგ როგორ? - გაოცება ვერ დამალა თათიამ - და ამაში რა არის სატირალი?
- ჯგუფები ერთმანეთში აურევიათ. ხელახლა გადაუნაწილებიათ. ჩვენ სამნი კი მოვხვდით ერთად, მაგრამ შენ აღარ ხარ ჩვენთან.... - ნაღვლიანი თვალებით შეხედა თათიას თამარმა.
- შეუძლებელია... - ხმა ჩაუწყდა გოგოს.
- ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, გუშინ რომ შევედი შენობაში შოკი მქონდა. იმდენი უცხო სახე ირეოდა.
- სად იურიდიული და სად ეკონომიური... - ყურებს არ უჯერებდა თეკლე.
- არ მინდა სხვა ჯგუფში, მეც თქვენთან მინდა... - პატარა, ჭირვეული ბავშვივით ატირდა თათია.
- რა გატირებს, არ გრცხვენია? ერთ ჯგუფში თუ არა, ერთ კურსზე ხომ ვიქნებით. მივიდეთ დღეს და ვნახოთ რა სიტუაციაა, ერთი ადამიანისთვის ადგილის გაცვლას ვერ მოვახერხებთ?
-რა ვიცი, კურატორმა თქვა რამდენიმე თვე უნდა მაცადოთ და იქნებ პირველი სემესტრის დასრულებამდე რამე მოგიხერხოთო... - ამოისლუკუნა მაიკომ.
- განგებ გააკეთებდა ასე, ხომ ვიცი მაგისი ბოღმა ხასიათი. სპეციალურად დაგვშალა.
- აბა, რა... შენი ჯიბრით ორი ფაკულტეტი გააერთიანა... - სიცილი ვერ შეიკავა თეკლემ. - ნუ იცი პანიკებში ვარდნა, რაღაცას მოვიფიქრებთ....
- გოგოებო, მე დაუსწრებელზე ვსწავლობდი და თავისუფალ მსმენლად დასწრებულის ლექციებს დამატებით ვესწრებოდი. - საუბარში ჩაერია ასე ორმოც წლამდე მძღოლი. - იქნებ თქვენც იგივე შეძლოთ და ერთმანეთის ლექციებზე შეხვიდეთ ხოლმე..
- ეჰ, ეგ ვარიანტი ალბათ არ გამოგვივა. -ამოიოხრა თეკლემ - ჩვენ ხომ დაუსწრებელზე არ ვართ. ლექციებიც ერთმანეთს დაგვემთხვევა....
- თუ საჭირო იქნება, მუხლებზეც კი დავუდგები იმ დებილს, ოღონდ თქვენთან გადმომიყვანოს.
- ისე ამ მოკლე კაბაში მაგარი სანახავი იქნები მუხლებზე მდგომი... - სიცილი ვერ შეიკავეს გოგოებმა.
ეზოში შესვლისთანავე მიიპყრეს გარშემო მყოფთა ყურადღება. ოთხივენი ისეთი ლამაზები და ერთმანეთისგან განსხვავებულნი იყვნენ. საკუთარი თავის ფასი ნამდვილად იცოდნენ, გამოპრანჭული, კუდაბზიკა გოგონების იმიჯი საბოლოდ მოირგეს. ავომობილიდან ცხვირ აწეულნი, კმაყოფილი სახეებით გადმოლაგდნენ, ეზოში მდგომ ახალგაზრდებს ერთი კი მოავლეს თვალი, მაგრამ ნაცნობი ვერავინ შენიშნეს. ამაყი ნაბიჯით პირდაპირ შესასვლელისკენ აიღეს გეზი. გულში ეცინებოდათ საკუთარ საქციელზე, თუმცა წელიწადის ეს ერთი დღე მათ ეკუთვნოდათ. ხვალიდან ისევ ისეთივე თბილები და საყვარლები გახდებიან.
ძნელია იმის ახსნა რა სიამოვნებას ღებულობდნენ ასეთი ქცევით, თუმცა ფაქტი იყო, ოთხივენი ბედნიერი და კმაყოფილი სახით ჰოლში გამოკრულ ცხრილს მიუახლოვდნენ. როგორც აღმოჩნდა პირველ დღეს საკონფერენციო დარბაზში მთელ კურსს ერთად უტარდებოდა ლექცია. იმდენი ხალხი ირეოდა, დარბაზი აშკარად ვერ დაიტევდა სტუდენტებს.
ნელ-ნელა იკვლევდნენ ხალხის ტალღაში გზას. ოდნავ მოშორებით მათი ძველი კურსელებიც შენიშნეს, თბილად ჩაეხუტნენ როხროხით, კომპლიმენტებად დაღვრილ ბიჭებს.
- ბედი თქვენი ყოველ დღე ასე გაპრანჭულები რომ არ დადიხართ, გაგპუტავდნენ გოგოები.... - სათითაოდ მოეხვია თითოეულს ტატო.
- ვეცადოთ, როგორმე ერთად დავსხდეთ. ამდენ უცხო სახეში თავი ისევ პირველ კურსსზე მგონია... - იკრიჭებოდა თათია.
- ფარნა წავიდა სიტუციის დასაზვერად, იმედია გვიშოვის ადგილებს...
წინადადება არც კი ჰქონდა დასრულებული ტატოს, რომ დათვივით მაღალი ვაჟიც გამოჩნდა:
- ჩემი ტკბილები, ჩემი თბილები... - შორიდანვე გაშალა ხელები მოსახვევად.
- იმიჯს ნუ გვიფუჭებ. დღეს წუპაკი ქალები ვართ!... - სიცილით ჩაეხუტნენ გოგონებიც.
- მაგას მხოლოდ სულელი თუ დაიჯერებს. - თვალი ჩაუკრა ვაჟმა - ეეე... როგორ მომენატრეთ, რომ იცოდეთ.
- ძალიან შორს ვიყავით და ვერ გვნახე ხომ?- წაკბინა თეკლემ.
- მერე ვისღა ეწუწუნა? - არ ჩამორჩა თათია.
- არ შემარგოთ ერთი სიტყვა.... როგორ უცებ დაიჯერეს? - სიცილით გახედა ტატოს - „დემესიენ ჯიბგირები“...
- ბოროტო... - ვითომ ეწყინათ თამარს და ლიკას - აბა, რა ქენი, ნახე ადილები?
- აქვეა..- ხელით ანიშნა ვაჟმა თავისუფალი რიგისკენ. - დასხედით და მოვალთ ჩვენც...
ნელ-ნელა გაიკვლიეს გზა სასურველი ადგილისკენ, როგორც იქნა მიაღწიეს და კმაყოფილი სახეებით მოკალათდნენ.
- დაკავებულია? - რამდენიმეჯერ იკითხეს ბიჭებისთვის დაკავაბულ ორ თავისუფალ ადგილზე.
გოგონებიც ამდენი კითხვით გაბეზრებულები მოკლედ პასუხობდნენ: - დაკავებულია.
დაინახეს უცერემონიოდ, ხმაურით როგორ შემოლადგნენ აუდიტორიაში რამდენიმე უცხო ბიჭი. ბღვერით მოავლეს თვალი აუდიტორიას და გეზი მაინც და მაინც გოგოების მიმართულებით, თავისუფალ უკანა რიგისკენ აიღეს. ალბათ ყოჩობასა და ლიდერობას მიჩვეულნი, აშკარად ზედმეტად იბრიქებოდნენ, უხეშად მოძრაობდნენ. ყურადღებით, ირონიული მზერით აათვალიერეს ქალები, მოგონილი ხელოვნური თავაზიანობით მიესალმნენ გოგონებს, თუმცა სალამზე პასუხი ვერ მიიღეს. აშკარად არ ესიამოვნათ მათი იგნორი. თათიას გვერდით მჯდომი სანდომიანი სახის ხათუნა განსაკუთრებული პატივით მოიკითხეს და მათ უკან მოთავსდნენ.
- იცნობ? - გაოცებულებმა გახედეს ჯგუფელს.
- კი... - უხერხლად გაწითლდა ხათუნა- ერთ-ერთს მოვწონვარ, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს.
- მაგარი გაგმართლებია... - რეპლიკისგან თავი ვერ შეიკავა თათიამ.

გოგონები ხმადაბლა საუბრობდნენ და იცინოდნენ. უკან მჯდომი ბიჭებიც რაღაცაზე ხარხარებდნენ. უნებურად სმენა დაძაბეს და მათ საუბარს მიაყურადეს.
- მაგარი ნაშები კი ჰყოლიათ. დაინახე ის ქერა...რა ქალია.... - უსიამოვნოდ გასცრა თეკლეს. მიხვდა უცნობი სწორედ მას განიხილავდა.
- არც ის მეორეა ცუდი. მოკლე თმებით. დაინახე როგორ აბრიალებდა თვალებს?
- მართალია ერთი დღისთვის გამოდგებიან....- ცინუკურად დაუმატა მესამემ. სიბრაზისგან ცახცახებდა თათია, იმდენად უნდოდა მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა, მაგრამ თეკლეს ხელის შეხებამ შეაჩერა.
- დააცადე, თქვან სათქმელი ბოლომდე.... დღეს დებოშის ატეხვა არ წაგვადგება, ეგრევე ქაჯების იარლიყს მოგვაკრავენ, ზედმეტად ბევრი ხალხია....
თუმცა აბეზარი ბიჭები მხოლოდ უხამსი რეპლიკებით არ კმაყოფილდებოდნენ. აშკარად იგრძნო როგორ შეეხო რომელიღაცა თმაზე. თავის არიდება სცადა და ოდნავ წინ წამოიწია, თუმცა უშედეგოდ. იგრძნო როგორ დაქაჩეს გაშლილი თმა.
- არ გაბრაზდე, მაგათაც ეგ უნდათ.. არ გაბრაზდე... - საკუთარ თავს უმეორებდა ქალი.
თუმცა უკან მჯდომი უფრო და უფრო გათავხედდა, აშკარად იგრძნო ბინძური ხელებით როგორ შეეხო მის შიშველ მხარებს. არასოდეს ასე ძლიერ არ უნატრია ტატოს და ფარნას გვერდით ყოფნა. თვალებით ბიჭებს გახედა, გოგოებისკენ ზურგით მდგომნი ვიღაცას ესაუბრებოდნენ. უკან მჯდომი კი ხელების გაჩერებას არ აპირებდა. გველნაკბენივით წამოვარდა ადგილიდან, როცა იგრძნო როგორ ჩააცურა აბეზარმა მამაკაცმა მხრებიდან ხელი ბეჭებზე.
- აღარ უნდა დაასრულო? რა ჯანდაბას აკეთებ? ქალი არ გინახავს? - სიბრაზისგან ცახცახებდა, ზიზღით, თვალებით ბურღავდა გოგონა.
- შენისთანა ლამაზი არა... - ქალისთვის ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მამაკაცს.
- თავხედი და უზრდელი ბიჭი ხარ... ასე შენს ოჯახის წევრებს უფათურე ხელი...
- ჩემს ოჯახის წევრს ვერ ვაკადრებ იგივეს, შენ რასაც გიპირებ... - უტიფრად გამოუცხადა მან.
- ფრთხილად პატარა ბიჭო. დაუკვირდი რას მეუბნები, საბედისწერო არ გამოდგეს შენთვის ეგ სიტყვები... - საბოლოოდ აპილპილდა თეკლე.
- ამ ცხოველზე თქვი მოვწონვარო? - გაოცებულმა ჰკითხა თათიამ ხათუნას.
- მადლობა თქვით მისი ჯგუფელები რომ ხართ, თორემ ამ მუქარას არ შეგარჩენდი...
- მაგასაც ვნახავთ, რას არ შემარჩენ... - არ ჩამორჩა გოგონაც.
- რა გჭირთ? - მოკამათეებს წამოადგნენ თავზე ტატო და ფარნა.
- ტატო? - ხელოვნური სიხარულით მოეხვია ერთ-ერთი ვაჟი. მისი გამოჩენა აშკარად არ ესიამოვნათ უკან მჯდომ ბიჭებს. - არ ვიცოდით შენი მეგობრები თუ იყვნენ, ცოტა გავაბრაზეთ გოგონები...
- ეს გოგონები ჩემი დები არიან... - ცივი ხმით უთხრა ვაჟმა და ფეხზე მდგომ თეკლეს ხელი მოჰხვია.
- გასაგებია ... - ყრუდ ჩაილაპარაკა მოძალადემ.
- ძალიანაც კარგი. ასე აპირებთ დგომას? იქნებ დასხდეთ?! - თბილად გაუცინა ფარნამ ორივეს. ხმა აღარ ამოუღია თეკლეს. სიტუაციის უფრო გამწვავებას მოერიდა.
- ამ ცხოველებს საიდან იცნობ? - ჩურჩულით ჰკითხა ტატოს მხარზე დაყრდნობილმა.
- ჩემი უბნელია, სკოლელიც... ყველა სიკეთესთან ერთად ალბათ ჯგუფელიც... ზედმეტებში ხომ არ გადავიდა?!
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გოგომ. არ უნდოდა ვაჟის გაღიზიანება.
- შენ არ იღელვო, ცოტა თავხედი კია, მაგრამ შინაურს და გარეულს არჩევს. ზედმეტს ვერაფერს გაბედავს.
აღარაფერი უთქვამს ქალს, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ მაქსიმალურად ეცდებოდა მათთვის თავი აერიდებინა. არ იფიქროთ რომ შეეშინდა, უბრალოდ ტატოს უფრთხილდებოდა. არ სურდა ვაჟს მის გამო ურთიერთობების რკვევა დასჭირვებოდა.
მერვე თავი
აშკარად ატყობდა ფარნა, ხასიათზე რომ ვერ იყვნენ. რემდენიმეჯერ ტატომაც იკითხა: - რამე სერიოზული ხომ არ მიქარეს, ან ხომ არ გაწყენინესო.
თუმცა გოგონები ჯიუტად დუმდნენ. ერთი რამ დანამდვილებით იცოდა თეკლემ, რომ უცნობებს შეურაცყოფას ასე იოლად არ აპატიებდა.
პირველ დღეს ლექციები არ ჩაუტარდათ. ერთმანეთი გაიცნეს პედაგოგებმა და სტუდენტებმა. გააცნეს სწავლის გრაფიკიც. მთავარი თემა, თათიას სხვა ჯგუფში ყოფნის საკითხი ისევ ღიად დარჩა. თუმცა კურატორმა სწრაფადვე დაამშვიდა გოგონები, ორივე ჯგუფში ერთი და იგივე პედაგოგები უკითხავდნენ ლექციებს, ამიტომ დიდ დანაშაულად არ ჩაუთვლიდნენ თუ გოგონები ერთმანეთის ლექციებს დაესწრებოდნენ. ფაქტიურად თავისუფალი გრაფიკით ისარგებლებდნენ. ამ ეტაპზე ამაზე უკეთეს წინადადებას ვერ შესთავაზებდა. მთავარია თათიას ლექტორები გაეფრთხილებინა და მისი ჯგუფის ჟურნალში გაცდენები არ დაფიქსირებოდა.
შემოთავაზებით კმაყოფილი გოგონები უნივერსიტეტის წინ არსებულ უახლოეს კაფეში შევიდნენ. უნივერსიტეტში მოსვლის პირველივე დღიდან ეს კაფე მთელი კურსის თავშეყრის ადგილად ითვლებოდა. თითქმის ტრადიციადაც კი ექცათ ლექციების შემდეგ აქ შეკრება. ძალიან უყვარდათ მომღიმარი მომსახურე პერსონალი და აქაური უგემრიელესი პიცა, ამჯერადაც იქ შევიდნენ, მათთვის საყვარელ ადგილას მოკალათდნენ და მოთმინებით ელოდნენ მიმტანს, რომელმაც უკვე ზეპირად იცოდა გოგონების მენიუ. კითხვის გარეშე ყველაზე დიდი პიცა, ანალოგიური ზომის ხაჭაპური, წვენი და ყავა სირბილით მიჰქონდა გოგონებთან. დაბარებულებივით ტატო და ფარნაც გამოჩნდნენ:
- გოგოებო, მე მგონი ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე... - თვალებ აციმციმებულმა, აღტაცებულმა გამოაცხადა ტატომ.
- შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი... - სიცილი წასკდა თამარს, - აშკარად დროს არ კარგავ, ვინაა ის ბედნიერი?!
- თქვენგან ხელ მარცხნივ ზის ....
ოთხივემ ერთ დროულად შეაბრუნეს თავი და ღიმილი სახეზე მიეყინათ. გვერდით მაგიდასთან ლექციებზე მათ უკან მჯდომი სამეული ვიღაც წაბლისფერ თმიან, ლამაზ გოგონასთან ერთად იჯდა. ბიჭებმა მისალმების ნიშნად ირონიული ღიმილით დაუქნიეს გოგონებს თავი. მათი დაიგნორება რა თქმა უნდა არ გაუჭირდათ.
- მაგათი დაქალის გარდა სხვა ვერავინ ნახე?! - კბილებში ავად გამოსცრა თეკლემ.
- აშკარად გემოვნების პრობლემა აქვს, თორემ მაგ ნადირებთან როგორ დაჯდებოდა... - არ ჩამორჩა თათია.
- თუ მასეა, გაგვიმართლა და ეგაა. ჩვენს ბიჭს უგემოვნო თუ შეხედავს, თორემ ნორმალურს ამასთან რა უნდა?! - აშკარად ერთობოდა ფარნა.
- დაუწყია ბიჭს ხუმრობა. - ნაწყენმა შეხედა მეგობარს ტატომ. - რას ერჩით? ნახეთ რა მაგარი გოგოა...
მიხვდნენ, რომ ტატოს აწყენინეს და სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდნენ.
- ჩვენ რას უნდა ვერჩოდეთ. უბრალოდ ვხუმრობთ.. - თბილად გაუღიმა თეკლემ.
- წინასწარ შეგვეცოდა ჩვენს ხელში, ოთხი წუნკალი მულის გაძლებას ეხუმრები?!- ხმა შეარბილა ლიკამაც.
- თქვენ წუნკლები კი არა, ჩემი სიცოცხლეები ხართ. - კმაყოფილი იკრიჭებოდა ბიჭი.
საოცრად თბილი ვაჟი იყო ტატო. გაცნობის დღიდან შეითვისეს და შეიყვარეს გოგოებმა, სახე სულ უცინოდა, წყენას დიდხანს გულში არ იდებდა. სწრაფადვე განუყრელი ხუთეულად იქცნენ.
- „ტატო და მისი გოგოები“ - კურსზე ასე დაარქვეს.
შედარებით გვიან შეუერთდათ ფარნაც. მაღალი, კარგად ნავარჯიშევი ბიჭი მიჩვეული იყო გოგოების ყურადღების ცენტრში ყოფნას, ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ ჟარგონს იყენებდა, თუმცა ამის გამო არავინ საყვედურობდა. რა ექნა? ძალით კი არ სურდა. ჩვევა ჰქონდა ასეთი. ტატომ გააცნო ოთხეული. გაუკვირდა, ეხამუშა ქალებისგან სათანადო მოწონება რომ ვერ იგრძნო.
იმის მაგივრად, რომ ბიჭს გაპრანჭვოდნენ ხოცავდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით თეკლე კაპასობდა. გოგონა ვერ იტანდა მეტყველებისას ჟარგონის გამოყენებას, ფარნას ამ თვისების გამო პატარა ბავშვებივით წაეკიდებოდა ხოლმე, ყოველ მეორე სიტყვაზე წინადადებას უსწორებდა. იმდენად დააკომპლექსა ბიჭი, რომ რაღაც პერიოდი გოგონებთან საუბარს ერიდებოდა, თითქმის სულ ჩუმად იყო. როდემდე იქნებოდა ასე?! საბოლოოდ იძულებული გახდა, სიტყვები ეკონტროლებინა და როგორც იქნა სწორად მეტყველებაც ისწავლა. თუმცა ასე მხოლოდ მათთან საუბრობდა. მოშორდებოდა თუ არა მეგობრებს, ისევ ძველი, ჟარგონზე მოსაუბრე ფარნა ხდებოდა.
იმდენად შეიყვარა ეს ყველასგან განსხვავებული, გადარეული ქალები, რომ მათ გარეშე ვეღარც ჩერდებოდა. ძველ მეგობრებს უკვირდათ რა საერთოს პოულობდა ამ ერთი შეხედვით კუდაბზიკა, გადაპრანჭულ გოგონებთან, ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა, ვაჟი კი სიამაყით აღნიშნავდა:
- ჩემი დები არიან. ერთად ერთი მაგათთან ვარ თავისუფლად, არც ერთი არ მეპრანჭება და არც კისერზე მეკიდებაო...
იმ საღამოსაც ჩვეულებისამებრ ბევრი იცინეს, იხუმრეს და საღამოს დაიშალნენ.

უკვე დასაძინებლად ემზადებოდა თათია აკა რომ ესტუმრა.
- აბა, როგორი იყო პირველი დღე? - მოკითხვის შემდეგ ჰკითხა ბიჭმა.
- იყო რა, როგორც ყოველთვის.
- როგორ არის შენი ჩანახატების მწერალი დაქალი?! - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
- კარგად. - ეცადა არ გასცინებოდა. -დღეს ცოტა გამიბრაზეს, ანუ გაგვაბრაზეს, თუმცა შემდეგ მოგვარდა.
- ვერ გავიგე? - სახე შეეცვალა აკას - რას ჰქვია გააბრაზეს?
მიხვდა თათია ზედმეტი რომ წამოსცდა, მაგრამ უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა, შეძლებისდაგვარად მსუბუქად მოჰყვა იმ დღევანდელ ინციდენტს.
- ვიღაც ბიჭებმა ჯერ თმები დააწიწკნეს და შემდეგ „ცუდი“ რეპლიკები გვითხრეს ...
- რას ჰქვია თმები დააწიწკნეს? პირველ კლასში არიან? - სახე შეეშალა ვაჟს. - ვინ არიან ეგ ბიჭები?
- რა ვიცი, ახალი ჯგუფელები ... - ნამდვილად არ ელოდა თათია მის ასეთ რეაქციას, ხმა გაებზარა გოგოს.
- ესე იგი ხვალ რომ მოვიდე, იქ ეგდებიან? - გრგვინავდა აკა.
- შენ იქ რა გინდა?! ხომ არ გაგიჟდი..
- იქ ეგდებიან მეთქი?
- ბიჭებმა უკვე გაარკვიეს ყველაფერი...
- ვინ ბიჭებმა? რამის თავი რომ ჰქონოდათ გარკვევას კი არ დაიწყებდნენ, გვერდებს დაუნგრევდნენ, მე მაგათი.... - გაახსენდა გოგონა იქ რომ იყო და წინადადება აღარ დაასრულა.
- აკა, გთხოვ... შენ რომ ამოხვიდე თეკლე არ მაპატიებს, სასტიკად გამაფრთხილა, დღევანდელი ამბავი ჩვენით უნდა მოგვეგვარებინა. მისი ძმისთვისაც კი არ უნდა გვეთქვა. - ლამის ატირდა გოგო.
- მის ძმას ნუ ეტყვით მერე, ვინ გიშლით?! - ირონიულად იკითხა აკამ - მომისმინე თათია, დღეს თეკლეა, ხვალ კი შენ აღმოჩნდები მის ადგილზე. დღეს თმას გაწიწკნიან და თუ დროზე არ მოვსვავთ ადგილზე, ხვალ სხვა რამესაც დაგიპირებენ...
- ვერ დააპირებენ, ტატომ და ფარნამ გარკვიეს...
- მით უკეთესი, ესე იგი სანერვიულოც არაფერია. ამოვალ და ჩემით დავრწმუნდები, რომ ყველაფერი მოგვარებული აქვთ...

მიხვდა თათია, რომ ვაჟთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ისევ სხვა თემაზე სცადა საუბრის გადატანა:
- შენთან რა ხდება? რა არის ახალი?
- არც არაფერი, დღეს ვიყავი ლექციებზე. - აქამდე არ გვითქვამს, აკა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახლდათ - დალაგდენიან ალბათ ამ კვირაში. მუშაობა უნდა დავიწყო, თუ საჭირო გახდება დაუსწრებელზე გადავიტან საბუთებს....
- ინფორმატიკული დაუსწრებელზე? არ გაგიჭირდება? - შეწუხდა გოგონა.
- ალბათ გამიჭირდება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ოჯახს შენახვა უნდა... ქეთას სწავლის თანხაც გადასახდელია, ფული მჭირდება.
- იქნებ ნახევარ განაკვეთზე გემუშავა? როგერმე შეგეთავსებინა სამსახური და სასწავლებელი?
- არ ვიცი, ვნახოთ რა გამომივა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ძალიან გამიჭირდება გადავიტან დაუსწრებელზე და ეგ იქნება. ყველაზე ნაკლებად ახლა სწავლა მადარდებს. მთავარია სამსახური ვიშოვო...
- მომესმა? რას ჰქვია ნაკლებად მადარდებსო? არ გაპატიებ იცოდე. სწავლა რომ მიატოვო ჩათვალე ჩემი ხელით მოგკლავ. შენი ცხოვრება, კარიერა მაგ პროფესიაზეა დამოკიდებული...
- კარგი, კარგი, ნუ ღელავ... - სიცილი ვერ შეიკავა ქალის გაწიწმატებულ სახის დანახვაზე. - სწავლას როგორ მივატოვებ, ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვარ კაცი. - თვალი ჩაუკრა მეგობარს. - უბრალოდ სიტყვის მასალად ვთქვი.
გვიან წავიდა აკა. მთელი ღამე ვერ მოისვენა თათიამ, უკვე მერამდენედ უწევდა ნერვიულობა მისი გრძელი ენის გამო. ვერ იქნა და ვერ ისწავლა ენაზე კბილის დაჭერა.

დილით აფორიაქებული და განერვიულებული წავიდა უნივერსიტეტში. მეორე კორპუსის კიბეებზევე შენიშნა ბიჭები. ჯერჯერობით თეკლე არ ჩანდა. შვებით ამოისუნთქა. ტატოს და ფარნას ანიშნა, თქვენთან საქმე მაქვსო.
- რა გჭირს? ფერი არ გადევს სახეზე. - შეშფოთნენ ბიჭი.
- უნდა დამეხმაროთ. - ხმის კანკალით მოუყვა აკასთან საუბრის შესახებ. სერიოზული სახით უსმენდნენ ბიჭები. ეტყობოდათ, რომ არ ესიამოვნათ გოგოებისგან სიმართლის დამალვა, არც აკასგან ზედმეტი ინიციატივის გამოჩენა ხიბლავდათ, მაგრამ თათია შეეცოდათ და საკუთარი პოზიცია ბოლომდე აღარ დააფიქსირეს, თუმცა ტატომ მსუბუქად მაინც უსაყვედურა.
- ჩვენთვის სიმართლე უნდა გეთქვათ. მესმის რომ მართლები ხართ, მაგრამ უცხო ადამიანის ჯგუფის პრობლემებში ჩარევას არ მოგიწონებენ. ხომ იცი ჩვენების აზრი? აუცილებლად გაგამტყუნებენ და მთელი კურსი დაგიპირისპირდებათ...
- კარგი, ნუ გევსება თვალები ცრემლებით... - მხარი მეგობრულად გაჰკრა ფარმან. - ასათიანს გავაფრთხილებთ, ავუხსნით სიტუაციას, დავითანხმებთ იმ ვაჟბატონებს ზურგი არ გაუმაგრონ... იმ სამეულს კი აკა და ჩვენც ვეყოფით... - მუქარამ გაიჟღერა ვაჟის ხმაში.
ვინ იყო გიორგი ასათიანი? მათივე ჯგუფელი, საკმაოდ თავზე ხელაღებული ტიპი. პირველი კურსიდანვე ცდილობდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. მშობლები საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურებში. ოჯახი მაქსიმალურად ცდილობდა შვილისთვის სწორი მიმართულება მიეცა. ალბათ, უნივერსიტეტში საერთაშორისო იურიდიულზე ვაჟის მოწყობაც ამ მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ შვილი მათ პოზიციებს არ იზიარებდა. უფროსების სახელსა და გავლენას საკმაოდ მოხერხებულად იყენებდა ლექტორების დასაშანტაჟებლად. ვერ დაუკარგავდი, ფიზიკური თვისებებით და ლიდერობისკენ მუდმივი სწრაფვით ნამდვილად მოახერხა არა მხოლოდ კურსელებისთვის არამედ უნივერსიტეტში სტუდენტებს შორისაც მოეპოვებინა გავლენა.
ფაქტი იყო, რომ დღემდე ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად ასათიანთან გარბოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებს გიორგისთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, გოგონები მაინც არ აღიარებდნენ მის ლიდერობას. აშკარად არ ეპიტნავებოდათ ასათიანი, მისი „შაიკით“. მაქსიმალურად ერიდებოდნენ მასთან ურთიერთობას. დღემდე ამის ინიციატივა არც გიორგის გამოუჩენია. არ ესიამოვნა თათიას მისი ხსენება. ძნელი იყო არ შეემჩნია ასათიანს გოგონების აგდებული დამოკიდებულება. შესაბამისად ქალი დარწმუნებული იყო, რომ მათი დამცირების შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. სხვა რა გზა ჰქონდათ?
- არ გვინდოდა სიტუაციის დაძაბვა. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ რამე რომ დაგიშავდეთ... - ხმა ჩაწყვეტილმა უთხრა ბიჭებს.
ოდნავ დაგვიანებით თეკლეც მოვიდა ლექციებზე. აშკარად ამჩნევდა მეგობრების დაძაბულ, მოლოდინით სავსე მზერას. თათიას წარა-მარა ცრემლებით ევსებოდა თვალები. არც ბიჭების ასათიანთან სერიოზული სახეებით საუბარი გამორჩენია მხედველობიდან.
- რამე გამოვტოვე? რა ხდება? - იკითხა მან, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
ბოლო ლექციის დაწყებას ელოდებოდა ჰოლში, როცა დაინახა ოდნავ ბეჭებში მოხრილი აკა სწრაფი ნაბიჯით როგორ შემოვიდა შენობაში. გაუკვირდა მისი იქ დანახვა, თუმცა უფრო მეტად გაოცდა, როცა ბიჭმა ზედაც კი არ შეხედა გოგოებს, პირდაპირ მეორე სართულის კიბეებისკენ აიღო გეზი.
ტატომ და ფარნამ დაინახეს თუ არა შენობაში შესული, ერთი კი გამოსძახეს გოგოებს: - მაღლა ამოსულები არ დაგინახოთო და ფეხდაფეხ მიჰყვნენ.
ძნელი მისახვედრი არ იყო რაც ხდებოდა, იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი, გაფითრდა: - არაფრის თქმა არ გსურს?! - ცივად ჰკითხა დაქალს.
- ჩემი ბრალი არაა, შემთხვევით წამომცდა.... - ცრემლები ვეღარ შეიკავა თათიამ.
- ჯანდაბა თათია, ხომ გთხოვე, ხომ გაგაფრთხილე? - ემოციებს ვერ თოკავდა თეკლე. - რათ გინდოდა ბიჭების გარევა... ჩვენით ვერ მოვაგვარებდით?

აშკარად არ ელოდა აკა ამდენი ხალხი თუ დახვდებოდა. გვერდი-გვერდ მომავალ ბიჭებს გახედა...
- ტატო....
- ფარნა.... - უცებ გაეცვნენ და გვერდით ამოუდგნენ. თავი ოდნავ დაუქნია მისალმების ნიშნად.
ცენტრში იდგნენ სამნი, ხედავდნენ, როგორ ნელ-ნელა ჯგუფდებოდნენ მათ გარშემო ბიჭები, წრეს არტყამდნენ, თუმცა ზედმეტი აგრესიის გამოხატვას ერიდებოდნენ. ამაყად იდგა სამეული და ელოდნენ. ჯგუფს ნელი ნაბიჯით გამოეყო ასათიანი, რომელსაც უკან მოჰყვებოდნენ გუშინდელი სიტუაციის ავტორებიც.
ბრბო არ ერეოდა, უმეტესობა ალბათ სეირის საყურებლად უფრო იყო შეკრებილნი. თუმცა დაპირისპირებისას აშკარად ასათიანს გაუმაგრებდნენ მხარს.


მეცხრე თავი
თვალებით გაზომა მოწინაღმდეგე გიორგიმ. გულის სიღრმეში აღიარებდა, რომ გუშინდელი „გმირობის“ ავტორები, იგივე მარკოზაშვილი და ადამია დიდად არც არასოდეს ხიბლავდნენ, მაგრამ ამ სიტუაციაში მათთვის მხარი უნდა გაემაგრებინა, არასწორი იქნებოდა უნივერსიტეტში, მეორე კორპუსში, მისივე ჯგუფში ვიღაც „გეპეიშნიკს“ წაეყვანა „პარადი“.
- შეიძლება გავიგოთ, ვინ ბრძანდებით და რით დავიმსახურეთ თქვენი ყურადღება?! - ბღვერით ჰკითხა უცნობ ვაჟს.
- აკა გიგინეიშვილი... - ირონიულად დაუკრა თავი - მარკოზაშვილს და ადამიას ვეძებ... -ასათიანის უკან მდგომ ბიჭებს გახედა, ეცადა გაღიზიანება არ შეტყობოდა ხმაში. სიტყვა „გიგინეიშვილმა“ ყური მოსჭრა ასათიანს, თუმცა არ შეიმჩნია.
- ამ შემთხვევაში ისინი ვერაფრით დაგეხმარებიან, ჩემთან ყოფილხართ სტუმრად... - ამაყად, საკუთარ ძალებში ზედმეტად დარწმუნებულმა გამოუცხადა ვაჟმა.
ყურადღებით აკვირდებოდა აკა ასათიანს, არც მისი რეაქცია გამორჩა. ბევრი კარგი სმენოდა ვაჟს გიორგიზე, მასთან დაპირისპირება ნამდვილად არ სურდა, სხვა თუ არაფერი თავად წავიდოდა, გოგონები კი ამ ტიპებთად დარჩებოდნენ. სულელი არ იყო, კარგად ხვდებოდა, რომ ჯავრის ამოყრას მათზე ეცდებოდა.
- ასეთ თბილ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი....- ოდნავ შესამჩნევი ღიმილი გაეპარა სახეზე, რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, თითქოს სათქმელს უყრიდა თავს. ცდილობდა მეგობრული ტონი შეენარჩუნებინა, არ უნდოდა შემდგომი სიტყვები ამპარტავნულად გამოსვლოდა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები არასოდეს მოსწონდა:
- მეგონა ჩემი სახელი და გვარი რაღაცას გეტყოდა, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. კურსზე გარკვეული ცვლილებები გქონიათ.. - ხმა შეეცვალა აკას, უფრო მკაცრი და მომთხოვნი გაუხდა.
- ჩვენი ჯგუფის ცვლილებები თქვენ არ გეხებათ. - მკაცრად გამოაცხადა გიორგიმ.
- სხვა სიტუაციაში ალბათ არც შემეხებოდა. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რომ თქვენი რამდენიმე ჯგუფელი ჩემი უახლოესი მეგობარია. ის გოგონები ჩემთვის დებივით არიან, მათ მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას არავის ვაპატიებ... - აშკარად იმუქრებოდა ვაჟი.
- შორიდან გიცნობთ. თქვენზე ბევრი მსმენია. თუმცა უნდა გითხრათ, რომ აშკარად შეცდომაში შეგიყვანეს. - შეპარვით, ირონიული ღიმილით აღნიშნა მან - ყველამ იცის, რომ ნებისმიერი ჩემი კურსელის შეურაცყოფა ჩემი შეურაცყოფაცაა. ახლა კი რა გამოდის? გინდათ თქვათ, რომ ჩემს კურსზე, გოგონებს შეურაცყოფა მიაყენეს?! ასე რომც მომხდარიყო დარწმუნებული ვარ გოგონები ჯერ ჩემთან მოვიდოდნენ დახმარების სათხოვნელად...
არ მოეწონა გიორგის ტონი, მისი დამოკიდებულება უკვე ცხადი იყო. ლიდერის ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი. როგორი დამნაშავეც არ უნდა ყოფილიყვნენ, ბიჭებს არ გაწირავდა. გოგონებისგან განსხვავებით, მათ მისი უპირატესობაც აღიარეს და დახმარებისთვისაც დროულად მიმართეს. გიორგი არ დააღალატებდა.
აშკარად არ ელოდა ასათიანისგან ამას. აკას სიბრაზისგან გააცახცახა.
- შენზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა. ალბათ შეცდნენ დახასიათებისას. - ზიზღით გასმოცრა კბილებში - რადგან აღნიშნე, რომ გოგონებისთვის შეურაცყოფა არ მიუყენებიათ, შენს სიტყვას ვენდობი. იმედი მაქვს, ისეთივე მონდომებით დაიცავ მათ ინტერესებსაც, როგორც დღეს ამათ იცავ. - ირონიულად ანიშნა მის ზურგს უკან მდგომ ბიჭებზე.
- ეჭვიც არ შეგეპაროს. - კბილებში გამოსცრა გიორგიმ. - აკა სხვა დროს, სხვა სიტუაციაში იქნებ ....
- სხვა დროს?! - ირონია ვერ დამალა - მიხარია დღეს ამ სიტუაციაში რომ გნახე, შენი ნამდვილი სახე ეს ყოფილა. ლეგენდებს აღარ დავიჯერებ.... - ისეთი სინანული იგრძნობოდა მის ხმაში, რომ შეწინააღმდეგება ვეღარ გაბედა ასათიანმა. რაღაც ეტკინა, რაღაც ეწყინა...
- ჩემთვის რომ მოემართათ... - თითქოს თავის მართლება სცადა.
- ვისიც სჯეროდათ იმას მიმართეს და არც შემცდარან.... გული არ დაგწყდეს, მათი ფხიკინა ხასიათი რომ ვიცი, აუცილებლად მოგეცემა გოგონების დაცვის საშუალებაც, იმედი მაქვს არ მომიწევს დაპირების შეხსენება. - თითქოს იღიმოდა აკა, თუმცა მის ხმაში ფარული მუქარა ყველამ იგრძნო. არ ეგონათ გიორგი თუ ჩაყლაპავდა შეურაცყოფას, მაგრამ გაჩუმდა.
ამაყი, მხრებში გამართული მობრუნდა აკა და წამოვიდა. უკან არ იხედებოდა თუმცა ფეხის ნაბიჯების ხმა ესმოდა. კიბეებზე ჩამოდიოდა, ჰოლში სარკის ანარეკლში დაინახა უკან ნელი ნაბიჯით მომავალი სიბრაზისგან აწითლებული ასათიანი მისი ამალით. გაეღიმა.
ღიმილით მიუახლოვდა იქვე მყოფ გოგოებს, რომლებსაც ნერვიულობისგან ფერი აღარ ედოთ სახეზე:
- როგორ ხარ? მშვიდობაა? - ხმა უთრთოდა თათიას.
- ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ ის მიკვირს, როგორ ახერხებთ მთელ უნივერსიტეტში მხოლოდ თქვენი სახელები რომ ისმის?! - გახუმრება სცადა აკამ, მეგობარს თმები მოუჩეჩა და გულში ჩაიკრა. სასაცილო სანახავი იყო თეკლეც, დაძაბულობა მოეხსნა, თვალები სიხარულით უციმციმებდა, აშკარად ცდილობდა ემოციების დამალვას, თუმცა ვერ ახერხებდა.
უჩვეულოდ ესიამოვნა ქალის ღელვა: - ეს დღე ამ მზერად ნამდვილად ღირდა. - გულში გაიფიქრა ვაჟმა.
ფარნას და ტატოს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის, დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია გოგოებს და კმაყოფილი წამოვიდა.

თითქოს აკას წასვლას ელოდაო, ასათიანი ირონიული სახით მიუახლოვდა გოგოებს. ბრბომაც აშკარად მათ გარშემო იწყო შეკრება. ისედაც ამდენი ნერვიულობით გაფითრებილი სახე, თათიას უფრო გაუთეთრდა. თვალებგაფართოებული შესცქეროდა ვაჟს.
- რა მოხდა ასეთი გუშინ, რომ დამხმარე ძალებს უხმეთ? -ზიზღით იკითხა გიორგიმ.
გოგონა ცდილობდა მღელვარება არ შეტყობოდა, შეძლებისდაგვრადა მშვიდად მოუყვა, წინა დღის ინციდენტის შესახებ.
- მერე? ძმაკაცთან რას გარბოდი? გეგონა მისი შეგვეშინდებოდა?! - მტრულად, ღრენით მიმართა გიორგიმ. - ვაფშე ფიქრობდი, რას მიქარავდი?
- ქალი და ტვინი? ფიქრის უნარი სად აქვს? - ჩაერია ადამიაც.
- რაო, ტილო ფეხიც გამოყავი? ენაც გქონია? - კამათში ჩაერია თეკლე.
- შენ გოგო სიტყვები შეარჩიე, თორემ შენს დედას.... - მუქარაზე გადავიდა ადამია.
- ჰა, ჰა... დაუკრეფავში არ გადახვიდე, თორემ ვის დედას... მაგასაც ვნახავთ. - არ ჩამორჩა ტატო.
- ამ ქაჯებს უჭერ მხარს? ვერ ხედავ რა ნაბოზვრები არიან?
- ნაბოზვრები შენსკენ მოიკითხე, გუშინვე გაგაფრთხილეთ ჩვენი დები არიან და დამშვიდდი თქო... - წამოიფოფრა ფარნაც.
- ცანცარა ქალების ენაზე მთელი კურსი არიეთ და ერთმანეთს დაატაკეთ, ამას არასოდეს გაპატიებთ... - თვალების ბრიალით მიმართა თათიას.
- რაო გამოგვიჭირეთ ქალები და დიდი გული გაქვთ? - კბილებში გამოსცრა თეკლემ.
- შენ გოგო, ძალიან ბევრს იღებ შენს თავზე, იცი რას გიზავ?. - არ შოშმინდებოდა ადამია.
დაძაბულობისგან თათიამ ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა. საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან თეკლე.
- მომისმინე პატარა ბიჭო, ეტიკეტი დაიცავი. უფლებას არ გაძლევ შენობით მომმართო...
- რაო, ქალბატონოც ხომ არ დაგიძახოთ?
- არ იქნებოდა ცუდი. ჯერ ქალთან ლაპარაკი უნდა ისწავლო და შემდეგ მოითხოვო პატივისცემა...
- მომისმინე თეკლე, არაქურდულია ჩემს მოსაგვარებელ სიტუაციაში დახმარებისთვის სხვას მიმართოთ, ჩემთან უნდა მოსულიყავით. აქ პარადი მე მიმყავს... - როგორც იქნა გამოამჟღავნა ასათიანმა საკუთარი განწყობა.
- რომელ ქურდულზე და ქუჩურზე მელაპარაკებით, გაგიჟდით? იურიდიულზე სწავლობთ, პოტენციური „ძაღლები“ ხართ... ქალებთან იწერთ ქულებს, ამხელა კაცები პატარა ბავშვებივით თმების წიწკნით ირთობთ თავს. ესაა თქვენი ქურდული? ცოტა სხვა წარმოდგენა მქონდა შენზე. ვფიქრობდი მტყუანსა და მართალს არჩევდი, შენ კი მათი მსგავსი ყოფილხარ, იქნებ უარესიც კი....
- საკმარისია, შენ მე არ მიცნობ...
- არც მინდა გიცნობდე. არც შენს მეგობრებთან მინდა რამე შეხება მქონდეს. თქვენ - თქვენთვის, ჩვენ - ჩვენთვის.
ალბათ არ ელოდა ქალისგან წინააღმდეგობას, სიბრაზე აშკარად გაოცებამ შეცვალა, სიცილი ვერ შეიკავა გიორგიმ.
- უკვე მესმის რატომაც მოვიდა აკა. მინდა გითხრათ, თუ ოდესმე ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, ნებისმიერ დროს, მხარში ამოგიდგებით.
ყურებს არ უჯერებდა თათია. გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა. ბიჭი თბილად, მოწიწებით უმზერდა მათ.
- მადლობ. - ღიმილი ვერ შეიკავა თეკლემ.
ალბათ, მოვლენების ასეთ დასასრულს არ ელოდნენ. სეირის მოყვარულები ნაწილობრივ უკმაყოფილონიც კი დარჩნენ. თუმცა ტატო და ფარნა აშკარად ბედნიერები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს ამართლებდნენ, ბუნებით მშვიდობისმოყვარეებს ჯგუფელებთან ჩხუბი დიდად არ ხიბლავდათ. ხელი გადახვიეს მეგობრებს და ერთად წავიდნენ კაფეში.

დღევანდელი დღით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი მოდიოდა აკაც. მართალია გიორგისგან სხვაგვარი მოქმედება ერჩივნა, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. იმედს იტოვებდა, რომ დღევანდელი ვიზიტი შესაბამის შედეგს გამოიღებდა. გოგონების დაძაბული სახეები ახსენდებოდა და სულელივით ეღიმებოდა. თეკლეს შეშინებული, ემოციებისგან დაღლილი მზერა სიამოვნებდა.
- ჩემზე ღელავდა, მაგრამ იქ ხომ ტატო და ფარნაც იყვნენ? - ბიჭების მადლიერი იყო. აღიარებდა, რომ თათიას მონაყოლით მათზე ცოტა არ იყოს მცდარი წარმოდგენა შეექმნა. - მათგან რომელიმეს რომ მოსწონდეს?! ან იქნებ არც ქალია გულგრილი? - აშკარად იგრძნო ეჭვიანობისგან როგორ აენთო. - შეუძლებელია... ასე არ იქნება... - საკუთარ რეაქციაზე გაეცინა. რატომ აფორიაქებდა ეს გოგო ასე? ბუნებით ეჭვიანი არასოდეს ყოფილა, ახლა რა სჭირდა? კონკრეტულ ახსნას ვერ უძებნიდა, ან უბრალოდ სახელს არ არქმევდა.
- მოგწონს? - თითქოს ვიღაც ეკითხებოდა.
- არა! - ჯიუტად პასუხობდა ის.
- რატომ გარბოდი უნივერსიტეტში? - საკუთარ თავთან კამათას აგრძელებდა - თათიას კი უთხარი შემდეგ შენზე გადმოვლენ და ახლავე უნდა მივუჩინოთ ადგილიო, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ იქ მეგობრის გამო არ გავარდნილხარ? უფრო სწორედ მხოლოდ მის გამო არა. გაგაცია, როგორც კი მეგობარმა მომხდარ ინციდენტზე გიამბო. გული გეტკინა, გაბრაზდი, მისი ნაწყენი მწვანე თვალების წარმოდგენაზე.
- ასე არ იყო... - არ ნებდებოდა ის.
- იყო რომელია... - თითქოს დასცინოდა პირველი ხმა - მოგწონს ან იქნებ გიყვარს კიდეც?
- შეუძლებელია, უბრალოდ, უბრალოდ თათიას მეგობარია და შემეცოდა... - თითქოს ისევ მოუძებნა ახსნა.
- კარგი იყოს შენებურად. გჯეროდეს შენი ტყუილების.. - აშკარად არ ნებდებოდა შინაგანი ხმა.
ასეთი გამძაფრებული ემოციებითა და შეგრძნებებით მოუახლოვდა სახლს. შესასვლელში მამის ქურთუკი შენიშნა. უსიამოვნოდ გაჰკრა, დაიძაბა. როგორც ყოველთვის ქეთა შინ არ იყო. მშობლები ისევ სამზარეულოში ისხდნენ და კამათობდნენ.
- ფიქრობ რას მეუბნები? ეს იმ ქალბატონის აზრია? შვილებზე მაინც არ ფიქრობ? - ხმა უკანკალებდა დედას. - ასე როგორ შეგვიძულე, გულიდან მთლად ამოგვირეცხე?
- რა ხდება? - ცივად იკითხა მათთან შესულმა ვაჟმა.
- კარგია, რომ მოხვედი, შენთან საუბარი მსურდა... - დამთბარი, დაშაქრული ხმით მიმართა კაცმა. - განქორწინება მსურს. ორივენი სრულწლოვანები ხართ. შესაბამისად ალიმენტის თემაც გადაწყვეტილია. გადასახდელი არაფერი მექნება. - მართალია მისგან არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ მამისგან ამ სიტყვების მოსმენისას გული ეტკინა აკას.
- ნუ ღელავ, ალიმენტის მოთხოვნას ნამდვილად არ ვაპირებთ... - ირონიულად გაუღიმა. - მხოლოდ ამის გამო მოხვედი?
- არა, ეს ბინაც ჩვენი ერთობლივი თანაცხოვრების დროსაა შეძენილი....
- გასაგებია... - ცივად შეაწყვეტინა კაცს. - ამ ბინიდან წილი გსურს?
- შევაფასოთ და ნახევარი ღირებულება გადამიხადეთ... - უტიფრად გამოუცხადა მან.
იგრძნო როგორ გაფითრდა. თითოეული კუნტი დაეძაბა.
- როგორ შეიძლება ეს ადამიანი მამაჩემი იყოს?! - კაცისკენ არც კი გაუხედავს, ზიზღით ჰკითხა დედას - მათხოვარი ხარ. არაფრის გამოსყიდვას არ ვაპირებ. ბინას გაიყოფთ, თუ თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდებით თქვენი საქმეა. გინდათ გაყიდეთ და გინდათ დაიტოვეთ, მე ეგ აღარ მაინტერესებს. რაც შემეხება მე, ჩემი ფეხიც კი აღარ იქნება ამ სახლში. ერთი თვე მომეცი, რომ ქირით ახალი ბინა ვიშოვო და გადავალთ.
- აკა, გაგიჟდი? სახლ-კარს ვის უტოვებ, იმ კახპას? გგონია ამდენ ნაწვალებს, ჩემი ხელით გალამაზებულს ლანგრით მივართმევ? - პოზიციებს არ სთმობა დედა.
- შენი არჩევანია. ვერაფერს დაგაძალებ. მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე. შენ და ქეთაც თუ ჩემთან ერთად წამოხვალთ გამიხარდება. დამადლებული არასოდეს არაფერი მდომებია, მით უმეტეს საკუთარი მამისგან..
- არასწორად გაიგე, მე არ მითქვამს აქედან გადადით ან სახლიდან წადითო. უბრალოდ ჩემს კანონიერ უფლებებს ვიცავ, ეს სახლი ჩემიცაა...
- მართალი ხარ... ეს სახლი შენ და დედას გეკუთვნით. თავადვე აღნიშნე რამდენიმე წუთის წინ, რომ უკვე სრულწლოვანი ვარ. შემიძლია ჩემი საცხოვრებელი ადგილი ჩემით ავარჩიო. აღარ მინდა შენს საკუთრებაში ცხოვრება! სული მეხუთება და გულიც მერევა... -ამაყად გამოუცხადა ვაჟმა.
- ეგ სიამაყე დაგღუპავს აკა... - მუქარით უთხრა კაცმა.
- ის მაინც მეცოდინება, რომ ღირსება არ დავკარგე..

მეათე თავი
თბილისში ბინის შოვნა არც ისეთი იოლი გამოდგა, როგორც აკას წარმოედგინა. ელექტრონულ განცხადებებეს ათვალიერებდა, გაზეთებს ყიდულობდა, ქუჩა-ქუჩა, კარ და კარ დადიოდა და გამვლელებსაც კი ეკითხებოდა, სადმე გასაქირავებელი ბინა ხომ არ ეგულებოდათ. სამწუხაროდ უშედეგოდ. ერთ კვირაზე მეტია დადიოდა და ვერაფერს პოულობდა.
დაღლილ - დაქანცული დათუნასთან ავიდა. დანა პირს არ უხსნიდა.
- რა გჭირს? - ლუდის ბოთლი მიაწოდა მეგობარმა და მის დაღვრემილ სახეზე დაიწყო პასუხის ძებნა.
- არაფერი... პრობლემები, პრობლემები და პრობლემები... - ირონიულად გაიღიმა მან - მამაჩემს გაუმარჯოს... - ლუდის ბოთლით პათეტიკურად წარმოთქვა.
- არაფრის თქმა არ გსურს?
- სულ რაღაც ორი რამ მინდა, სასწაულად მჭირდება სამსახური და საცხოვრებელი ადგილი .... - ტკივილით შესჩივლა აკამ.
ღიმილი ვერ შეიკავა დათუნამ: - მხოლოდ ეგ ორი? მაგის მოგვარებას რა უნდა. შემეშინდა უფრო სერიოზული პრობლემები არ გქონოდა.
- ალბათ, ვისთვის როგორ ... არც მე მეგონა ასე რთული თუ იქნებოდა, მაგრამ...
- მომისმინე, რაღაც მინდა შემოგთავაზო. ხომ იცი, ორ ოთახიანი, დაკეტილი ბინა მაქვს, მშობლებთან ცხოვრება აღარც მე მინდა, ისიც ვიცი, რომ მარტო ვერ გავჩერდები, იქნებ ჩემთან გადმოხვიდე?
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა აკას. - მეხუმრები? - თითქოს ვერ იჯერებდა მის ნათქვამს. - მართლა გინდა გადასვლა, თუ ჩემს გამო... - ეჭვი გაკრთა მის ხმაში.
- ვაღიარებ ნაწილობრივ შენს გამოც, თუმცა ისედაც მინდოდა, ახლა კი მიზეზიც მომეცა... - სიცილი ვერ შეიკავა დათუნამ.
ქალი რომ ყოფილიყო, ალბათ პატარა ბავშვივით ატირდებოდა კიდეც.
- ძმა ხარ. ამას არასოდეს დაგივიწყებ...
- მადლობის თქმას ნუ ჩქარობ. ჯერ ხომ არ იცი როგორი მყრალი მეზობელი ვარ... - ხუმრობდა ვაჟი - სამსახურზეც რაღაც ვიფიქრე, თუ დამთანხმდები... - აშკარად ყოყმანობდა. - კომპიუტერებში კარგად ერკვევი, ავტომობილების ნაწილებშიც....
- მერე?
- მამაჩემის მეგობარს სერვის ცენტრი აქვს, ცენტრი ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი, პროფილაქტიკა უფროა.. იქნებ გეცადა... - დათუნას სიტყვებმა ნამდვილად ჩააფიქრა ვაჟი -ვიცი, რომ დიდი ვერაფერი საქმეა, მაგრამ...
იგრძნო როგორ ტკიოდა მისი ტკივილი და გულით ცდილობდა მეგობრის დახმარებას, ესიამოვმა მზრუნველობა. უმადური არ იყო და ვერც იქნებოდა. არც წუნიაობის დრო ჰქონდა.
- რა სისულელეა, სიხარულითაც კი წავალ, მთავარია ისინი დაგვეთანხმონ...
- მართლა? ჩათვალე, რომ უკვე იქ ხარ... - სიხარული ვერ დამალა დათუნამ.
- ძმა ხარ... - ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა აკას.
დათუნამ მაშინვე მოიმარჯვა მობილური გადარეკა, იმ დღესვე შეუთანხმდნენ შეხვედრაზე.
თემქის გზაზე, თბილისის ზღვის მიმართულებით გადაუხვიეს. იქვე, დიდად არაფრით გამორჩეული ორ სართულიანი შენიბა გამოჩნდა. პირველ სართულზე აშკარად სარემონტო ბოქსები იყო მოწყობილი, მეორეზე სავარაუდოდ მოსასვენებელი ან ადმინისტრაციის ოთახი.
თუმცა შენობაში შევიდნენ თუ არა, ვაჟი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გარეგნულ შეხედულებას ყოველთვის არ უნდა ენდო. ბოქსები იმაზე ბევრად კომფორტულად აღმოჩნდნენ მოწყობილი ვიდრე წარმოედგინა. თითოეულ ბოქსთან ჩანდა დუშკაბინა და საპირფარეშოც.
გვერდი აუარეს ბოქსებს და გვერდითა კიბით მეორე სართულზე ავიდნენ. კომფორტულად მოწყობილ მისაღებში შევიდნენ. რამოდენიმე წუთში გამოჩნდა უფროსიც. პროფილაქტიკის მესაკუთრე ასე ორმოცდაათ წლამდე, მაღალი, სიმპატიური, კომბინიზონიანი მამაკაცი გამოდგა.
- მამაჩემის ჯგუფელი და ჩემი ნათლიაა. უარს არ მეტყვის. დარწმუნებული ვარ არც შენ დარჩები უკმაყოფილო, შრომის დანახვა იცის....
მომავალი უფროსი ღიმილით, თბილად შეხვდა ბიჭებს. მსუბუქად უსაყვედურა, ნათლულს იშვიათად მნახულობო.
ყურადღებით შეათვალიერა აკა. არაფერი უკითხავს პირდაპირ დაიწყო საუბარი:
- საქმეში უფრო მივხვდებით რისი უნარებიც აღმოგაჩნდება... ამპარტავან და კუდაბზიკა ადამიანებს ვერ ვიტან, ასეთი რომ იყო აქ არც მოხვიდოდი. მთავარია, კითხვის დასმის არ მოგერიდოს, აქ მეგობრული გუნდია, ჩემი და შენი საქმე არ არსებობს, ყველანი ერთ მიზანს ვემსახურებით: - კლიენტი უნდა წავიდეს კმაყოფილი. ერთმანეთს მხარში ვუდგებით და ვეხმარებით. გუნდურად ვშრომობთ და მოგებასაც გუნდურად ვიყოფთ. მთვარია ჯგუფმა მიგიღოს, დანარჩენი პრობლემა არაა, საქმესაც გასწავლიან და სიტუაციაშიც სწრაფად გაერკვევი.
- გუნდში რამდენი ხართ? - გაუბედავად იკითხა ვაჟმა.
- მე, ელექტრიკი და დამატებით ხელმძღვანელის ფუნქციასაც ვასრულებ, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებით ვარ დაკავებული, - გაეცინა საკუთარი ფუნქციის აღწერისას - „ხადავშიკი“, „მალიარი“, „ჟესტიანჩიკი“ იგივე მეთუნუქე და მეხუთე სავარაუდოდ შენ იქნები... თუ ვინმე დამატებით დაგვჭირდება მოვიწვევთ.
აშკარად მოიწყინა აკამ, მამაკაცის თქმით ყველას მისი კონკრეტული მოვალეობა ქონდა, მას ხომ არასოდეს უმუშავია ასეთ ადგილზე, და საერთოდაც ეს მისი პირველი სამუშაო ადგილია. არ უნდოდა ვინმესთვის ზედმეტ ტვირთად ქცეულიყო, იმასაც ხვდებოდა, რომ დათუნას ხათრით უფროსი არაფერს ეტყოდა, ალბათ მის სამსახურში მიღებაზეც დასთანხმდებოდა, პრინციპში თუ მისი საუბრიდან იმსჯელებდა, უკვე მიღებულადაც თვლიდა, მაგრამ...
- ცუდად ნუ გამიგებთ, ავტომობილებსა და მის ნაწილებზე მხოლოდ თეორიული წარმოდგენა მაქვს. თქვენთან რა უნდა ვაკეთო?- ეჭვით იკითხა ვაჟმა.
- არც მთლად მასეა, ერთი პრობლემა გვაქვს და შენ უნდა იტვირთო. ვაჩვენოთ?! - ღიმილით ჰკითხა დათუნას და დასტურის მიღებისთანავე თვალები აუციმციმდა მამაკაცს, წამოდგა . - შეიძლება ითქვას შენ მთავარი ფუქცია უნდა აიღო შენს თავზე...
უფროსი წინ მიუძღოდათ. ერთ-ერთ ბოქსში შეიყვანა ბიჭები, ინტერესით მიაჩერდნენ შეფუთულ ავტომობილს.
- საშკა, ცოტა ხნით ყურადღება მოგვაქციეთ თუ შეიძლება... - გასძახა იქვე მდგომ ახალგაზრდა, ასე ოცდაათ წლამდე მამაკაცს.
სამივე უფროსის მსგავს კომბინიზონში გამოწყობილი თანამშრომელი მათთან მივიდა. დათუნას აშკარად კარგად იცნობდნენ. მისალმების შემდეგ ერთ - ერთი შეფუთულ ავტომობილთან მივიდა და შალითა გადააძრო. ძველი მოდელი, შავი, გაპრიალებული როლს-როისი კმაყოფილი იწონებდა თავს. გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ ბიჭები უკვე ანტიკვარ მანქანას. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდათ, როცა ავტომობილის სალონში დამონტაჟებული ელექტრო აპარატურა და ვიდეო უკანა ხედვის კამერები შენიშნეს, ცენტრალური საკეტები და კონდენციონერზე ხომ ლაპარაკი აღარ იყო.
- ასეთი რამ MTV-ზე მაქვს ნანახი, „ავტო მარიაჟში“. ვერც კი ვიფიქრებდი ჩვენთანაც თუ შეიძლებოდა ანალოგიურის გაკეთება... - გაოცება ვერ დამალა აკამ.
- მოკლედ, ჩვენ გაჩვენებთ კარკასს... გეტყვით იდეებს, შენ ააწყობ კომპიუტერულ ვერსიას და თუ მოგვეწონება შემდეგ დავიწყებთ შესრულებას...
- ანუ ძველი ავტომობილების რესტავრაციითა და აღდგენით ვიქნებით დაკავებული? - თვალები სიხარულით უციმციმებდა აკას.
- არა მხოლოდ. ამას მთლად აღდგენა არც ჰქვია, ფაქტიურად ძველი ფუტლიარისგან ახალი ავტომობილი გამოგვყავს, ყველა თანამედროვე „ნავაროტკით“. არ იფიქრო რომ მხოლოდ აღდგენით ვართ დაკავებული, პარალელურად კლიენტებსაც ვიყვანთ და ვემსახურებით. აბა, შეგვიფასებ ნაშრომს, მოგწონს?
- ძალიან... - აღტაცება ვერ დამალა ვაჟმა, - საინტერესო საქმეა, მთავარია შევძლო... ერთფეროვნება ნამდვილად არ მემუქრება.
- დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა.. - გამამხნევებლად შეხედა დათუნამ.
- აბა, როდიდან შეუდგები მუშაობას? - გამომცდელი თვალით შეხედა უფროსმა.
- ალბათ გეცოდინებათ, მე სტუდენტი ვარ, მიახლოებით მაინც უნდა ვიცოდე სამუშაო გრაფიკი, იქნებ გამიმართლოს და სწავლას შევუთავსო. არ იფიქროთ თითქოს რაიმე პრეტენზიებს გიყენებთ, უბრალოდ მინდა რომ როგორმე დავასრულო... - გაუბედავად უთხრა აკამ.
მამაკაცმა თბილად გაუღიმა: - დროში შეზღუდული არ იქნები. დათუნამ მითხრა შენი მირწევების შესახებ, ჩემი შვილის ასაკის ხარ, თავისთავად ცხადია სწავლა უნდა დაასრულო. შენს სამუშაოს სწორედ ეგ ხიბლი ექნება. ჩვენ გეტყვით იდეას, შენ კი შეასრულებ დღის ნებისმიერ მოსახერხებელ პერიოდში. ოღონ იცოდე, დავალების შესასრულებლად რა ვადასაც გვეტყვი, იმ ვადას არ უნდა გადააცილო...
ძნელი მისახვედრი არაა, ალბათ, რამდენად გაუხარდა აკას მისი სიტყვები.
ცხოვრებამ თითქოს ნელ-ნელა დალაგება დაიწყო. მეორე დღესვე გადავიდა დათუნასთან ერთად საცხოვრებლად. ბიჭებსაც მშვენივრად შეეწყო. თავისუფალი დრო უჩნდებოდა თუ არა, მათთან გარბოდა. ეუბნებოდნენ, ასე ხშირად აქ სიარული საჭირო არ არის, სწავლას არ ჩამორჩეო, მაგრამ თავისას არ იშლიდა. ყველაფერი აინტერესებდა. ბიჭებიც ეხმარებოდნენ და ყველაფერში ნელ-ნელა არკვევდნენ. როგორც ამბობდნენ, აშკარად ნიჭიერი მოწაფე გამოდგა.

თითქმის მთელი თვე გავიდა რაც თათია არ ენახა. ოქტომბრის ბოლო ახლოვდებოდა. ისევ მეტროთი მგზავრობდა. საბურთალოს ხაზზე გადაჯდა და უნებურად წინ მჯდომი მგზავრისკენ თვალი გაექცა, ოდნავ დაწვრილებული ცისფერი თვალებით თეკლე უცინოდა.
- აი, ეს მესმის... - აშკარად გაუხარდა ქალის დანახვა. - გოგონა მეტროდან....
- აბა, როგორ ხარ, „ბიჭო მეტროდან“? - მხიარულად, სწრაფად გადმოსკუპტდა აკას მხარეს.
- რა მიჭირს, - ავტომობილის კეთებისას დასვრილ ხელებს დახედა და უნებურად დამალა - შენ როგორ ხარ? როგორ მიდის სტუდენტობა?
- ჩემს უსაფრთხო სტუდენტობაზე იმდენი ზრუნავს, რა მოგვაწყენს... - გაეცინა გოგონას.
- დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ბევრნი იქნებიან... - ხუმრობაში არ ჩამორჩა აკაც.
- მაშინ ისეთი გაღიზიანებული და დაბნეული ვიყავი, მადლობის თქმა ვერც მოვახერხე... - უხერხულად შეიშმუშნა თეკლე.
- სამადლობელი არაფერია. ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.
- ნებისმიერის რა გითხრა, თუმცა ჩემი ძმის განრისხება კი გამოიწვიე.. - ეშმაკურად უღიმოდა გოგონა.
- შენი ძმის? რატომ?
- როგორც ყოველთვის, მისმა მეგობრებმა გაიგეს და მაშინვე მოახსენეს. გადაირია. საყვედურებით ამიკლო, რატომ დამიმალეთ, ძმა ვარ თუ უცხო გამვლელიო...
- დახმარების ნაცვლად, გამოდის ძმასთან გაგირთულე ურთიერთობა! - სიცილს ვერ იკავებდა ვაჟი.
- ასე გამოვიდა.... თუმცა მისი შემორიგება იოლია.... მომისმინე, ამ კვირის ბოლოს რას აკეთებ?
- შემთხვევით პაემანზე ხომ არ მეპატიჟები?! - ეშმაკურად გაუღიმა ვაჟმა.
- არა, რა სისულელეა... - აკისკიდა თეკლე, - სამეგობრო ვქეიფობთ ჩემთან. თათიაც იქნება, გამიხარდება, შენც თუ მოხვალ...
- შეკრების მიზეზი რა არის? - ეჭვით იკითხა აკამ.
- ერთმანეთთან ყოფნის სურვილი.... - შეგნებულად დამალა მისი დაბადების დღე რომ იყო.
- უხერხული არ იქნება, მე ხომ შენს მეგობრებში არ შევდივარ? - აშკარად ყოყმანობდა ვაჟი. თუმცა გოგონას მიპატიჟება ნამდვილად ესიამოვნა.
- არა, რა უხერხული. მხოლოდ უახლოესი სამეგობრო ვიქნებით... გთხოვ, უარს ნუ მეტყვი, გამიხარდება თუ მოხვალ...
მატარებელი მეტროსადგურ „წერეთელზე“ გაჩერდა. გოგონამ დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია და სწრაფად გავიდა.
აშკარად გაუხარდა მასთან შეხვედრა, პოზიტიურ განწყობაზე დააყენა თეკლემ. მართალია მისვლას არ დაჰპირდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ მასთან შეხვედრის სიამოვნებას ვერ მოიკლებდა. მისი მეტროთი მგზავრობაც სწრაფად დასრულდა, პოლიტექნიკურზე ჩამოვიდა და სპორტის სასახლიდან სასწავლებლისკენ გეხით გაუყვა.
ცხადია აკა თეკლეს სიტყვებს „სამეგობროს უმიზეზოდ შეკრების“ თაობაზე არ ენდო, თათიასთან დააზუსტა მიპატიჟების მიზეზი და ახალი საფიქრალიც გაიჩინა, ვერაფრით ხვდებოდა რა შეიძლებოდა ეჩუქებინა.
- ისე ღელავ თითქოს პირველად მიდიხარ გოგოსთან დაბადების დღეზე. - დასცინოდა დათუნა - ყველაზე მარტივად გადაწყვიტე ეგ პრობლემა, წითელი ვარდები და შამპანური...
- გაგიჟდი? ვიღაცას შეყვარებული ვეგონები...
- მერე რა? ისე ნერვიულობ მე მგონი ტყუილი არც იქნება... - საკუთარი აღმოჩენით კმაყოფილი ყურებამდე იკრიჭებოდა ბიჭი.
- მორჩი მაიმუნობას, თუ ღმერთი გწამს. იდეები მომაშველე ...
- გამორიცხე ყვავილები და კარგი სასმელი წაიღე...
მართალია დიდად ვერ მიხვდა რაში ჭირდებოდა თეკლეს სასმელი, მაგრამ პირველ შემოთავაზებულ ვარიანტს ნამდვილად სჯობდა. ისევ თათიას მიმართა დახმარებისთვის და თეკლეს საყვარელი სუნამოთი ხელდამშვენებული ესტუმრა 27 ოქტომბერს სახლში.

მეთერთმეტე თავი
აკამ მართალია ერთხელ სახლამდე მიაცილა თეკლე, მაგრამ გოგონასთან საუბარში გართულს, არც კი შეუმჩნევია, რამდენად ლამაზი გალავანი ამშვენებდა. ალაყაფის კარები ღია იყო. ორსართულიანი, მანსარდიანი, განათებული კერძო სახლი თავმომწონედ იდგა სიმეტრიულად, მწკრივებად ჩაყოლებულ ხეივანში.
იქვე შემოღობილ ფართში ბუთხუზა, თეთრი კავკასიური (ქართული) ნაგაზი იწვა. თუმცა ალბათ ძნელია ასეთი ზომის ცხოველს ძაღლი უწოდო, დათვს უფრო მოგაგონებდა. უცნობის ეზოში შესვლისთანავე მძიმედ, ზანტად წამოსწია ბომბორა თავი, იქვე დაგდებულ დიდ ჯამს დასწვდა და ინტერესით შეხედა, აშკარად სათამაშოდ იწვევდა, თუმცა როგორც კი დაინახა, რომ ვაჟი სულაც არ აპირებდა მასთან გართობას, უკმაყოფილოდ დაუშვა ცხვირი, გაიბუტა და ზურგი შეაქცია.
გაეცინა ძაღლის შემყურეს: - აშკარად მის ჭირვეულ პატრონს ჰგავს...
ეზოში ხმამაღალი მუსიკისა და ახალგაზრდების სიცილის ხმა გამოდიოდა. ზარი დარეკა, თითქოს იქვე იდგაო მასპინძელი, სწრაფად გაიღო კარები და თეკლეს მხიარული, მომღიმარი სახეც გამოჩნდა.
- როგორც იქნა გამოჩნდი... - სიცილით გადაკოცნა ბიჭი - აგვიანებთ, ყმაწვილო... - მსუბუქად უსაყვედურა ქალმა.
- ბოდიშს ვიხდი... გილოცავ!... - მიაწოდა საჩუქარი.
- მაინც გითხრა, ხომ?... - ვითომ გაბრაზდა მეგობარზე. - წამოდი თათიასთან შეგინახე ადგილი, უცხოდ რომ არ იგრძნო თავი, ნელ-ნელა ყველას გაგაცნობ....
მისაღებ ოთახში საკმაოდ დიდი სუფრა იყო გაშლილი. თამადად აშკარად შუა ხნის, ასე მაქსიმუმ ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი იყო. რაღაცას გატაცებით ყვებოდა, შესაშური ინტერესით უსმენდნენ ყველანი, დაასრულა თუ არა თხრობა სიცილის ტალღამ გადაუარა სუფრას. სწორედ ამ დროს შევიდნენ თეკლე და აკაც.
- აბა, მიიღეთ კიდევ ერთი დაგვიანებული სტუმარი, აკა გიგინეიშვილი...- ხმამაღლა წარადგინა გოგონამ. როგორც წესი არ უყვარდა უკვე მოქეიფე სუფრაზე მისვლა ვაჟს. უცხო ხალხის გაცნობისას, თავს უხერხულად გრძნობდა. თუმცა მისდა გასაკვირად აქ ასე არ მოხდა.
ტატო და ფარნა შორიდანვე მეგობრულად მიესალმნენ მოსულს. თათიამ ხელი დაუქნია, აქეთ წამოდიო.
- აი თურმე ვინ ყოფილა ჩვენი გმირი.... - ვიდრე მეგობრისკენ მიიკვლევდა გზას მოესმა უცნობის ხმა. ორ მეტრიანი ახმახი, მხიარული სახით უცინოდა.
- ჩემი ძმა, გოგა... თათიას ბავშვობის მეგობარი, აკა... - ერთმანეთს წარუდგინა თეკლემ. და ძმას აშკარად ერთმანეთის მსგავსი თვალები ჰქონდათ. ამის გაცნობიერებაზე თბილად გაეღიმა ბიჭს და მეგობრულად ჩამოართვა გამოწვდილი ხელი გოგას.
- ზედმეტად პატარაა თბილისი. შენს აქ ნახვას ნამდვილად არ ველოდი... - სუფრის მეორე მხრიდან იკრიჭებოდა ნიკა - რამდენი ხანია არ მინახიხარ. აქ საიდან?
- ნიკა? - აშკარად გაუკვირდა ვაჟსაც მისი იქ ნახვა.
წარმოშობით ერთი სოფლიდან იყვნენ. ზაფხულობით, როცა დასასვენებლად ბებია - ბაბუასთან ჩადიოდა ყოველთვის ნახულობდა. თუმცა მოხუცების გარდაცვალების შემდეგ, სოფელში ფეხიც აღარ ჩაუდგამს, თავისთავად ცხადია აღარც სიყრმის მეგობარი უნახავს. ისე გაუხარდათ ერთმანეთის დანახვა, რომ ემოციებს ვეღარ იკავებდნენ, ნიკა ხომ მის ბედნიერ, უდარდელ ბავშვობასთან ასოცირდებოდა.
- ჩემთვის მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ, ერთმანეთს რომ შეგახვედრეთ...- სიცილს ვერ იკავებდა გოგო.
- შენ თუ ყველაფერში სარგებელი არ ნახე, რა მოგასვენებს... - მხარი გაჰკრა ძმამ. - ტყუილად მიგყავს ეს ბიჭი თათიასთან. ჩვენთან უფრო გაერთობა. მეგობრებს ბევრი ექნებათ სალაპარაკო. თუ არ გინდა მირიანი განარისხო სუფრის არევისთვის, გირჩევ ნიკასთან დასვა.
- მართალია, რა უნდა ქალებში... - ბიჭებმა უცებ მიიწ-მოიწიეს და აკასთვის ერთი ადგილი გაანთავისუფლეს.
- აბა, რა ქენით? მოათავსეთ სტუმარი? - ღიმილით იკითხა სუფთა თეფშითა და ჭიქით შეიარაღებულმა ეკამ და მისვლისთანავე წინ დაულაგა ჭურჭელი.
- იცნობდე, მსოფლიოში ყველაზე თბილ და მხიარულ ქალბატონ ეკას... თანამდებობა: -დედა...- წარადგინა თეკლემ ქალი.
- თქვენ კი ჩემი შარიანი შვილის პრობლემების მომგვარებელი, აკა. დიდი მადლობა ამ თავქარიანების დახმარებისთვის.. - შვილების მსგავსად, მანაც თბილად გაუღიმა ბიჭს.
ქალისგან ასეთ სიტყვებს ნამდვილად არ ელოდა, აშკარად მიხვდა, რომ უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის შესახებ თითქმის ყველამ იცოდა და უხერხულად შეიშმუშნა: - როგორც ვხედავ სულ ოდნავ გააზვიადეს ამ ინციდენტში ჩემი როლი ...
- მე და თათიას სიტყვაც არ დაგვცდენია, მაგ ლეგენდის გამო, შენს ბავშვობის მეგობარს უნდა უმადლოდე. - ნიკას უკმაყოფილო სახით გახედა თეკლემ. - მისი ძმაკაცებისგან გაიგო ასათიანთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, და „ისტერიკა“ დაიმართა: - თეკლეს და თათიას პრობლემები ჰქონიათ და უცხო ხალხი ჩარიესო, ჯერ გოგას მოახსენა, და შემდეგ მთელმა ოჯახმა ერთი კარგი აღმზრდელობითი ლექციაც ჩაგვიტარა, როგორ არ უნდა დავუმალოთ ძმასა და მის ძმაკაცებს საკუთარი „ოხუნჯობები“...
- მე ხომ არ ვიცოდი, ის უცნობი შენ თუ იყავი.... თან სიმართლე გითხრათ, გოგას თათიასთან ოდნავ თავის გამოჩენაც არ აწყენდა. - ისე გადაულაპარაკა მეგობარს, რომ ეკას არ გაეგონა.
- ჩემს თათულიკასთან?! - გაოცება ვერ დამალა აკამ.
- ჰო - სიცილით დაეთანხმა ნიკა - იმედია სასიძოს არ დაგვიწუნებ!
- დიდხანს აპირებთ მანდ ჩურჩულს? - მკაცრი ხმით გამოსძახა ბატონმა თამადამ,- ყმაწვილო, თქვენ რამდენიმე ჯარიმა გეკუთვნით, ჯერ ერთი რომ დაიგვიანეთ და მეორეც კიდევ, მგონი თანამდებობაც ჩამომართვით, აშკარად მთელი ყურადღება თქვენ წამართვით. აბა, რას ფიქრობთ, შეძლებთ ჩემს მაგივრად თამადობას? - აკასთვის სრულიად მოულოდნელად ჰკითხა მან.
- აუ... არა, რა მირიან ბიძია, გეხვეწებით.... - აშკარად არ მოეწონათ მისი იდეა შეკრებილ საზოგადოებას - თქვენც ხომ იცით, რომ აქ თქვენს გამო ვართ... - ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მირიანი უყვარდათ და ასე იოლად არ შეელეოდნენ.
ახალგაზრდების მუდარით სავსე სახეებს რომ შეხედა, მამაკაცმა თბილად, კმაყოფილი სახით გაიღიმა. - აი, ასე... იცოდეთ, თუ ყურადღებას მომაკლებთ, მაშინვე ახალი თამადა გეყოლებათ... - თითის ქნევით დაემუქრა სტუმრებს.
- ეს ჭირვეული, მოფერებას მიჩვეული პატარა ბიჭი მამაჩემია.....- ისეთი სიყვარულით შეხედა თეკლემ კაცს, რომ აკას აშკარად რაღაც ჩაწყდა.
მიხვდა, როგორ აკლდა ასეთი ურთიერთობები. სამწუხაროდ, არასოდეს შეუმჩნევია მშობლებისთვის მის მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი. აქ კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა. დიდიან - პატარიანად ყველა ერთმანეთის სიამოვნებასა და მოფერებას ცდილობდა.
უდაოდ ღირსეული თამადა გამოდგა ბატონი მირიანი. სტუმრებს სმას არ აძალებდა. სხვასაც ართობდა და თავადაც ერთობოდა.
- აბა, ახალგაზრდებო, წამოდეგით... სწრაფად... სწრაფად... ჩემს მეუღლესთან ცეკვა მომენატრა. ოღონდ იცოდეთ რამე რომანტიული, ნაზი დამიკარით...
- კარგი, რა მამა. რამე ჩქარი დაუკარით, ახლა ჩახუტებების დროა?! - გააპროტესტა თეკლემ, თუმცა მისი სიტყვებისთვის აშკარად არავის მიუქცევია ყურადღება.
„დიჯეი“ ტატო, სწრაფად მიუჯდა მუსიკალურ ცენტს, მალე რომანტიული, ნაზი მუსიკაც აჟღერდა.
კმაყოფილი, ეშმაკურად მოციმციმე სახით მიუახლოვდა მირიანი მეუღლეს. პატარა გოგოსავით ასწითლებოდა ეკას სახე. ისეთი საყვარელი სანახავები იყვნენ, რომ რამდენიმე წუთით ახალგაზრდები მათი ცქერით ტკბებოდნენ. შემდეგ ნელ-ნელა წამოიშალნენ და დაწყვილდნენ. ალბათ არცაა საჭირო თქმა, რომ ნიკა ლიკასთან, ოთო - თამართან, გოგა კი თათიასთან ცეკვავდა. მართალია ბოლო წყვილის საუბარი არ ესმოდა აკას, მაგრამ აშკარად ამჩნევდა, როგორ დაბნეული თვალებით უმზერდა ქალი ბიჭს. მუდამ აქტიური და მხიარული გოგონა თვალს არიდებდა და საკუთარი სიმორცხვის დასამალად თავშესაფარს მის მკერდში პოულობდა. ამას ვერასოდეს დაიჯერებდა. უცნაური სანახავი იყო აშკარად შეყვარებული თათია.
ჩუმად გააპარა თვალები იქვე მჯდომ თეკლესკენ. გოგონა ტელეფონში მოსალოცად მიღებულ მესიჯებს პასუხობდა.
- ქალბატონო იუბილარო, ნებას მომცემთ საცეკვაოდ დაგპატიჟოთ? - ხელი გაუწოდა და მაცდურად მიაჩერდა ქალს.
- საკუთარ სტუმარს უარი რომ გითხრა, ანათემას გადამცემენ... - ვაჟის გაწვდილ ხელს საკუთარი შეაგება და ტანის ნაზი რხევით გაჰყვა.
მელოდიას ნელი მოძრაობით აჰყვნენ. გრძნობდა მის გაძლიერებულ გულისცემას. ქალი აშკარად დისტაციის დაცვას ცდილობდა. უცნაური შეგრძნება გაუჩნდა თეკლესთან შეხებისას. ძნელი აღმოჩნდა ამ გრძნობისთვის კონრეტული სახელის დარქმევა. თითქოს ჟრუანტელი უვლიდა, მისი სურნელი ღრმად შეისუნთვა. არ ესიამოვნა მათ შორის არსებული სიცარიელე, ქალი მიიზიდა და მკერდში ძლიერად ჩაიკრა. თავიდან თითქოს წინააღმდეგობის გაწევა სცადა ქალმა, პატარა ჩიტივით აფართხალდა მის ძლიერ მკლავებში, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ვაჟი არ მისცემდა უკან გაწევის საშუალებას. აშკარად მასაც ესიამოვნა ასე ახლოს ყოფნა. უცნაური, აქამდე მისთვის უცნობი მუხტი მოდიოდა ბიჭისგან.
- მომწონს?! - საკუთარი თავს ჰკითხა. ამის გაფიქრებაზეც კი აწითლდა სახეზე. უხერხულობის დასაფარად თავი მხარზე დაადო და მელოდიას აჰყვა.
- ბედნიერი ადამიანი ხარ, თეკლე... - ჩუმად უჩურჩულა. კითხვის თვალით ახედა ქალმა. - ისეთი კარგი მშობლები გყავს... ცოტა მშურს კიდეც...
- მხოლოდ ცოტა?!... - გაეცინა თეკლეს - ნამდვილად გამიმართლა ისინი რომ არიან ჩემს ცხოვრებაში...
- მათი შემხედვარე, იჯერებ სიყვარულის არსებობას...
- სიყვარული ნიჭია, რომელსაც ყველა ვერ ფლობს. თუ მამაჩემს დავუჯერებ, ნებისმიერ ადამინს ჰყავს ღვთისგან მხოლოდ მისთვის გაჩენილი, იდეალურად შესაფერისი მეორე ნახევარი. უბრალოდ უნდა შეგეძლოს მისი პოვნა, საჭირო დროს შემჩნევა და შენარჩუნება...
- თუ ვერ შეამჩნევ, მაშინ? - ინტერესით ჩახედა ცისფერ, ბავშვურ თვალებში.
- ოდესმე წყვილის გზები აუცილებლად გადაიკვეთება, თუ ერთმანეთს ვერ შეამჩნევენ ალბათ, სხვას დაუკავშირებენ ცხოვრებას... - მიამიტურად ჩამოარაკრაკა თეკლემ.
მისი თვალების ციმციმს ვეღარ გაუძლო, ისედაც მკერდზე მიკრული ქალი უფრო ძლიერად ჩაიხუტა. თითქოს ის იყო მისი „ერთადერთი“ და დაკარგვის ეშინოდა. იგრძნო, აშკარად დასაშვებზე ბევრად ახლოს დაიხარა მისი ტუჩებისკენ, ცოტაც და ალბათ აკოცებდა, თუმცა სწორედ ამ დროს გაჩერდა მუსიკა.
უხერხულად შეიშმუშნა და აწითლებულ თეკლეს ხელი სწრაფად გაუშვა.
- სულ ორი წუთით მივიპყობ ახალგაზრდებო თქვენს ყურადღებას. ჩემი პატარა პრინცესასთვის საჩუქარი არ მიმიცია. ამიტომ თუ არ დამზარდება და ეზოში გამომყვება.... - თვალები ეშმაკურად უციმციმებდა მირიანს.
- კინაღამ მართლა დავიჯერე, რომ არაფერი მიყიდე... - გაბუსხული სახით მიუახლოვდა მამას თეკლე.
- ჩურჩუტო, იმედია მოგეწონება... - ხელი გადაჰხვია ქალიშვილს და ეზოში გავიდნენ.
- ამ სცენას ვერ დავაკლდები, ჩემი და შოკში ჩავარდება... - თვალი ჩაუკრა ბიჭმა მეგობრებს - წამოდი, ჩვენც გავყვეთ.
ეს სცენა არასოდეს დაავიწყდებოდა აკას. ბევრჯერ უნახავს გახარებული ადამიანი, თუმცა ასე ემოციის გამოხატვა თუ შეიძლებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა. პატარა ბავშვივით სიხარულისგან ტიროდა თეკლე და საგულდაგულოდ გაპრიალებულ, სულ მთლად ახალთ-ახალ BMW-ს მინი კუპერს ეფერებოდა.
ბედნიერი შესცქეროდა მირიანი ქალიშვილს და მისი სიხარულით ტკბებოდა.
- თეკლე, რამე რომ იყოს დამაპიპინებინებ? - სიცილით თმები მოუჩეჩა ძმამ.
- იცოდი?! - ემოციებისგან კანკალებდა გოგო.
- შერჩევაში მე დავეხვარე.
- უმაგრესი ხარ!. - კმაყოფილი მოეხვია მას.
- შეხედე ამ აფერისტს, საჩუქარს მე ვჩუქნი და მადლობას ის იღებს? - ორივე შვილს მოეხვია მირიანი.
- ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ... - ამჯერად მამას აკოცა მან.
ხმაურით შემოეხვიენ მეგობრებიც, ოთხივე კარები გამოხსნილი ჰქონდათ, ყველა ღილაკს აწვებოდნენ, სათითაოდ აჭერდნენ ხელს.
თითქოს ეზოში მორბენალი ძაღლიც კი ხარობდა მათთან ერთად. პირში გაჩრილი ჯამით დარბოდა შემოსაზღვრული ღობის გასწვრივ.
რა თმა უნდა გაუხარდა აკას თეკლეს სიხარული. მისი გაბრწყინებული, ემოციებით სავსე თვალების დანახვაზე კიდევ ერთხელ მოუნდა მისი გულში ჩაკვრა, მისი ოდნავ აცახცახებული სხეულის სითბოს შეგრძნება. თუმცა ჯუმბერიც გაახსენდა, საკუთარი მამა, მისი სახე, როცა ბინიდან წილს ითხოვდა და ისევ ისე ძლიერად ეტკინა, ან იქნებ მეტადაც კი. თითქოს მხოლოდ ახლაღა გაიაზრა რამდენად განსხვავდებოდნენ მირიანი და ჯუმბერი ერთმანეთისგან. მას ხომ დღემდე მირიანის მსგავსი ადამიანების შესახებ მხოლოდ წიგნებში თუ ჰქონდა წაკითხული. მისი მშობლების შემხედვარე, ფიქრობდა რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობა მხოლოდ მოსაბეზრებელ ვალდებულებებზე იყო აგებული. ეს ხალხი კი... იმხელა პოზიტივს აფრვევდნენ, იმხელა ბედნიერებას, რომ ....
იგრძნო ბოღმა და ტკივილი როგორ ახრჩობდა. საკუთარი თავი შეეცოდა. თურმე როგორი ბრმა ყოფილა. რამდენი რამ ჰკლებია. ცოტაც და პატარა ბავშვივით ატირდებოდა. ნათლად იგრძნო რამხელა სხვაობა იყო მასსა და თეკლეს შორის. გოგონას მეტროდან უბრალოდ შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო, ცხოვრებისგან სიამოვნება მიეღო, სიყვარული შეეძლო, მას კი?!....
მიხვდა, რომ სულ ცოტაც და ამ ოჯახიდან წასვლას ვეღარავინ აიძულებდა. ამდენ ემოციას ვეღარ გაუძლო, მისთვის მაინც არავის ეცალა, ადგა და ჩუმად გაიპარა.

მეთორმეტე თავი
თვალებს არ უჯერებდა თეკლე. მისი ოცნების მანქანა უკვე მისი იყო. „ტესტ- დრაივის“ ჩატარების სურვილით იწვოდა, ერთი სული ჰქონდა როდის შეძლებდა ავტომობილის მართვას.
- ეს რას ნიშნავს? - ერთ-ერთ ღილაკს უტრიალებდა თათია.
- მოიცადე ზედ რაღაც ძახილის ნიშანი აწერია. თითი არ დააჭირო, რამე არ დავბლოკოთ.
- აკას ეცოდინება რას ნიშნავს. - თვალებით ბავშვობის მეგობარს დაუწყო ძებნა, თუმცა ვეღარ დაინახა.
- სახლშია? დავიჯერო არ გამოვიდა?!.. - გაუკვირდა თეკლეს.
- წეღან დავინახე, აკა უკვე წავიდა... - ავტომობილის სავარძელთან დამონტაჟებულ დივიდის უტრიალებდა გოგა.
- როგორ თუ წავიდა? ასე დაუმშვიდობებლად, რამე ხომ არ აწყენინეთ?! - გაუკვირდა ეკას.
- არა მგონია... უბრალოდ ცოტა უცნაური ბიჭია.... - აშკარად არ ესიამოვნა მისი წასვლა თეკლეს, თუმცა ცდილობდა ემოციები არ გამოეხატა.
- აკას უყურადღებობა არ სჩვევია, ალბათ ჰქონდა წასვლის მიზეზი...- ნიკამ ბავშვობის მეგობრის დაცვა სცადა.
- ალბათ, აგვიხსნის როცა შევხვდებით... - გოგონაზე იმდენად უარყოფითად იმოქმედა ვაჟის უცაბედმა წასვლამ, რომ მანქანის მიღების სიხარულიც კი გადაფარა. - შიგნით შევიდეთ, ავტომობილის ნახვას ხვალაც შევძლებთ. - ხმამაღლა გამოაცხადა თეკლემ და ხელოვნური მხიარულებით შეუძღვა სტუმრებს მისაღებში.
სუფრასთან არავინ დამჯდარა, ცეკვავდნენ, მხიარულობდენ. გოგა იმდენად იყო როლებში შეჭრილი, რომ საკუთარ გრძობებს უკვე აღარ მალავდა. აშკარად არც თათია იყო წინააღმდეგი. ერთად- ერთი მოწყენილი სახით თეკლე იჯდა.
- მამიკოს სიხარულო, არ გინდა ვიცეკვოთ? - ღიმილით მიადგა მირიანი.
- არ გეწყინოს, მა... ცოტა დავიღალე...
- ჩვენი გოგო აშკარად შეყვარებულია, მგონი... - ეშმაკურად გაუღიმა მეუღლეს ეკამ.
- რა სისულელეა... - შეიცხადა და სწრაფად უარყო მშობლების ვერსია.
- რა ვიცი, მე ასე მომეჩვენა... - არ დათმო პოზიცია ეკამ.
- კარგი რა, დე... არ არის ჩვენს შორის არაფერი... - გაღიზიანდა თეკლე.
- თქვენი ცეკვის შემხედვარე, მაგას ნამდვილად ვერ იტყოდი...- არ ჩამორჩა ეკას მირიანიც. - მართალია ჩემთვის ძნელი საღიარებელია, მაგრამ ცუდი ბიჭი ნამდვილად არ ჩანს...
- რადგან თქვენ იტყვით... - ამოიღრინა გოგონამ.
- ძალიან გთხოვ, მასზე გაბრაზებული ჩვენზე ნუ იყრი ჯავრს.... - შვილის განწყობაზე აშკარად ერთობოდა ეკა. - ისე საინტერესოა საიდან იცნობ მაგ ბიჭს?
- თათიას კლასელია.
- ანუ, თათიამ გაგაცნო? - ისევ ჩაერთო საუბარში მირიანი.
- არა, მეტროში გავიცანი. - გაეღიმა მათი შეხვედრის გახსენებაზე.
- ანუ, ეგაა პრინცი მეტროდან?! - გაოცება ვერ დამალა ეკამ.
- პრინცი მეტროდან არ არსებობს. ეგ გოგას მოგონილი ზღაპარია... - ისევ ამოიღრინა მან.
- როგორც ვატყობ, ჩვენი ბიჭიც შეყვარებულია, ოღონდ ერთი არსებისგან განსხვავებით ამას აღიარებს... - ეკამ საყვედურით გახედა თეკლეს.
- მაგ ეტაპამდე თუ მივალ, მეც აუცილებლად ვაღიარებ...
- ისეთი ჯიუტი ხარ, ალბათ ქორწილის დღესაც არ იტყვი შეყვარებული ვარო... - დანებების ნიშნად ხელი ჩაიქნია მირიანმა. - რადგან ჩემმა ქალიშვილმა უარი მითხრა, იმედია შენ მაინც არ მეტყვი უარს და მეცეკვები... - ამჯერად მეუღლეს მოუბრუნდა ის.
- იცოდე საუბარი არ დაგვისრულებია, აუცილებლად მოგვიყვები, როგორ გაიცანი შენი პრინცი. - თითი დაუქნია დედამ.

ახალი ავტომობილით უნივერსიტეტში „გამარიაჟება“ მეორე დღესვე მოახერხეს გოგოებმა. ავტოსადგომზე გაჩერდენ თუ არა, გარშემო ცნობისმოყვარე სტუდეტებიც შემოეხვივნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი ყურადღება დიდად არ უყვარდა თეკლეს, უნდა ეღიარებინა, რომ ამ შემთხვევაში სიამოვნებით იფერებდა და მილოცვებსაც კმაყოფილი სახით იღებდა. ბედნიერი იყო და უნდოდა მისი სიხარული სხვებისთვისაც გაეზიარებინა. გოგოების ახალი ავტომობილით გამოცხადება არც ადამიას და მარკოზაშვილს გამოპარვიათ.
- რაო, მამიკოს გოგოვ, ახალი სათამაშო იშოვე?! - ირონიულად ჰკითხეს მას.
- ძალიან რომ არ მომწონდეს, როცა მომბეზრდებოდა გაჩუქებდით... მაგრამ თქვენისთანა ნაგვებისთვის ამ ავტომობილს ვერ გავიმეტებ.... - არ ჩამორჩა სარკაზმში თეკლეც.
- ერთხელაც იქნება მაგ გრძელ ენას ძირში ამოგაგლეჯ... - უცბად აპილპილდა მარკოზაშვილი.
- რაო, მაგარო ბიჭო, ასათიანისგან საუბრის ნებართვა აღებული გაქვს?!
- აბა, ვიღაც ჩემ გვარს ახსენებს? - ოდნავ მოშორებით გამოჩნდა გიორგის ყურებამდე გაკრეჭილი თავიც. ჯერ თეკლეს შეხედა გამომცდელად, შემდეგ მარკოზაშვილსა და ადამიას - შეიძლება სულ თქვენს გაშველებაში ვიყო? არ მოგბეზრდათ?! - ღრენით გახედა ბიჭებს. - ვაუ, თეკლე, აღარ ხუმრობ ხომ იცი.... რა მაგარია... - ავტომობილს გარშემო უვლიდა ის. თვალები მოწონების ნიშნად უციმციმებდა. ესიამოვნა ქალს გულწრფელი მოლოცვა. - ძრავი რამდენიანი აქვს? ..... ბენზინზეა?.... ავტომომატიკაა თუ კვადრო? - მიაყარა კითხვები, თეკლეც კმაყოფილი, მხიარულად პასუხობდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ საკმაოდ კარგად ერკვეოდა ავტომობილებში.
- მართლა მაგარია, ყოჩაღ... არ გინდა რალში გამოვცადოთ, შემეჯიბრები?! - იქვე ახლოს გაჩერებულ საკუთარ ჰონდას ჯიპს გახედა და თავმომწონედ, ეშმაკურად გამოხედა ასათიანმა.
გაეცინა თეკლეს, სულელი არ იყო და მშვენივრად ხვდებოდა რა რისკიც ახლდა რალში მონაწილეობას. სიჩქარის ნამდვილად არ ეშინოდა, თავის იმედიც ჰქონდა, თუმცა სრულიად ახალ ავტომობილს დასამტვრევად ვერ გაიმეტებდა.
- მაპატიე, გიო, მაგრამ ჩემი საჩუქარი მართლა ძალიან მიყვარს... თუ შენი უპირატესობის დამტკიცება გსურს, ამას ისედაც ვაღიარებ, რალის გარეშე.... - მისი სიტყვები აშკარად დამარცხებად ჩათვალა ბიჭმა და გაეცინა. - ჩემს ძმას ჰყავს ანალოგიური „ჰონდა“ და თუ გინდა იმით შეგეჯიბრები, ძალებიც თანაბარი გვექნება ... - ღიმილით გახედა ქალმა.
- მართლა შემეჯიბრები?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა გიორგის.
- რამდენადაც მე ვიცი, მოყვარულებისთვის რალი კვირას, თორმეტ საათზე იმართება რუსთავში. თორმეტის ნახევრისთვის მარჯვენა შესასვლელთან დაგელოდები. - საქმიანად გამოუცახდა გოგონამ.
- კარგი, თორმეტის ნახევარზე იქ ვიქნებით, ხომ წამოხვალთ?! - მარკოზაშვილსა და ადამიას გადახედა მან.
- შენს ადგილზე მაგ ორს არ წამოვიყვანდი, აშკარად თარსები არიან.... - ბოლოს მაინც წაკბინა თეკლემ ბიჭებს. - ლექციებზე გნახავთ, აბა თქვენ იცით, ივარჯიშე გიო... - სიცილით დაუქნია ხელი და უნივერსიტეტის კიბეებისკენ წავიდა.
- გეუბნებით, რა მაგარი ნაგლი გოგოა... - სიბრაზე ვერ დამალა ადამიამ.
- ნაგლი კი არა, ძალია მაგარი ტიპია... - აშკარად ართობდა ასათიანს თეკლესთან დაგეგმილი შეჯიბრი - იმედია წაგების გამო არ ატირდება...
- თუ ატირდება, იქ არ ვიქნებით?! როგორმე დავამშვიდებთ... - ჩაერთო მარკოზაშვილიც.
- არ ჩანს ეგ ცუდი გოგო!... - თვალები დაუბრიალა გიორგიმ.
- ცუდიაო არც მითქვამს, მაგრამ კარგი გოგოების დამშვიდება, ორმაგად სასიამოვნოა... - ისევ ანგლობდა ბიჭი.
- შენი საქმის შენ იცი, მაშინდელი შარიც შენს სულელურ გამოხტომას მოჰყვა... იცოდე, თუ ისევ შარში გაჰყავი თავი ჩემი იმედი არ გქონდეს... - გააფრთხილა ასათიანმა.

გოგონები აუდიტორიაში შევიდნენ, ტატო და ფარნა სწრაფად მონახეს და მათთან დასხდნენ.
- როგორი ცუდი გოგო ხარ, - სიცილს ვერ იკავებდა თათია - რატომ არ უთხარი შენთან მოგების შანსი რომ არ აქვს?
- რა ჩემი ბრალია, თვითონ თუ არ მიცნობს? მაინც არ დამიჯერებდა, არა უშავს, მისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება, სწრაფად შევუცვლი ქალებზე წარმოდგენას...
- მაგ სიამოვნებას ვერ დავაკლდები… მეც უნდა წამოვიდე, გავაფრთხილოთ ჩვენი ბიჭებიც, გულშემატკივრებად ისინიც წამოვლენ, რევანშიც დრო დგება გოგოებო... - წინადადება წამოაყენა ლიკამ.
- ჩვენი გამოტოვება არც იფიქროთ... - თავი წამოყო ფარნამაც. - მაგარი „პრიკოლები“ გველოდება აშკარად... ასათიანის გაოგნებული სახე უნდა ვნახო როცა წააგებს... - სიამოვნებისგან წინასწარ იფშვეტდა ხელებს ბიჭი.
- მე აკასაც გავაფრთხილებ, იქნებ ისიც წამოვიდეს... - ფრთხილად შეაპარა თათიამ და მეგობარს გვერდულად გახედა.
- აბა, რა... აკასაც ენდომება ასათიანის დამხობის ნახვა... - უცებ აიტაცა ტატომ.
აკას ხსენებაზე ოდნავ შეკრთა თეკლე, უნდოდა ეთქვა, არ გინდა ნუ გააგებინებო, ჯერ კიდევ ნაწყენი იყო დაუმშვიდობებლად წასვლის გამო, მართალია უჭირდა აღიარება, მაგრამ ორმაგად მოუნდა რალზე გამარჯვებით აკასთან თავის მოწონება.
- კარგი, იყოს თქვენებურად... მოკლედ კვირას ჯერ რალზე ვიმარჯვებთ, შემდეგ კი ჩემთან ვერთობით ....
- აბა რა, გამარჯვებას ყველა ერთად აღვნიშნავთ... ეს მყრალი ასათიანიც თუ დაგვეთანხმება ეგეც დავპატიჟოთ, ცხელ გულზე გაგრილება მოუხდება...

საღამოს გვიან დაბრუნებულ გოგას გოგოები მის ოთახში დახვდნენ.
- მშვიდობაა? - გაუკვირდა მათი დანახვა.
- შენთან სერიოზული საქმე გვაქვს და იმედია უარს არ გვეტყვი.... - შესავლის გარეშე დაიწყო თეკლემ - შენი მანქანა უნდა მათხოვო კვირას...
- კარგი რა.... ახლა მაინც ხომ გყავს საკუთარი... - აჯიჯღინდა გოგა.
- არ იცი რაში გვჭირდება, თორემ უარს არ გვეტყოდი... - მეგობარს მიეხმარა თათიაც - ასათიანს ვეჯიბრებით, ხომ დაგწყდა გული შენ რომ ვერ ჩაერიე მასთან საქმის გარჩევაში, ჰოდა გვათხოვე მანქანა, რალზე ვხვდებით...
- რა რევანში, გაგიჟდით? - თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან - იცის შენი ჩემპიონობის შესახებ?!
- არა..... - კმაყოფილი იცინოდა თეკლე - გემუდარები, უარი არ მითხრა, გპირდები ეს უკანასკნელი იქნება, როცა რალზე შენი მანქანით გავალ. ამ სიამოვნებას ვერ დავიკლებ, გთხოვ...
- გოგო, ორ გზის ჩემპიონი ხარ. შეიცოდე მაინც, კისერი არ მოატეხინო... - დამრიგებლური ტონით მოუჩეჩა დას თმები.
- ანუ თანახმა ხარ?! საგულშემატკივროდ ხომ წამოხვალ?
- მე დილიდან ისედაც იქ უნდა ვიყო, ორგანიზატორებმა მიმიწვიეს, თუ ჭკვიანად იქნები პრიზსაც კი გადმოგცემ, ოღონდ ამ ბოლო დროს მანქანის ხმა არ მომწონს, უნდა შევამოწმებინოთ, უდროო დროს არ გვიმტყუნოს... - თვალებმოწკუტული უყურებდა გოგოებს.
- აკასთან მივიყვანოთ, საგულდაგულოდ შეამოწმებენ!... - თვალი ჩაუკრა გოგას თათიამ, აქაოდა განზრახვას მიგიხვდიო.
- მე ხომ არ ვივლი ხელოსნებთან? წაიყვანე და აჩვენე... - უკმაყოფილოდ აჯიჯღინდა თეკლე.
- ბოდიში დაიკო, ამ კვირაში სამწუხაროდ ვერ მოვიცლი. რალში მონაწილეობა თუ გსურს შენ უნდა წაიყვანო... - ეშმაკურად იცინოდა ის.
- თქვენ ორნი მაიმუნობთ რაღაცას... - გაბრაზდა გოგო - პროფილაქტიკებში ქალის სიარული შეიძლება?
- რა ვქნა დაიკო?! შეჯიბრი შენ გაქვს მოსაგები...
- იმედია ერთი დღით ავტომობილის თხოვების გამო, კაპიტალურ რემონტს არ ჩამატარებინებ...
- მე არაფერს გაკეთებინებ, ეგ შენს პრინცს უთხარი...
- შენი აგორებულია ეს პრინცის თემა და მთელი ოჯახი გადარიე... ჩვენს შორის არაფერი ხდება... - საბოლოოდ გაღიზიანდა თეკლე.
- რა ვიცი, იმ დღეს ცოტა სხვაგვარად მოგვეჩვენა... - აშკარად გოგას აზრს იზიარებდა თათიაც.
- შენ არ ამბობდი, ვიკა უყვარსო?! -თვალები დაუბრიალა დაქალს.
- კი, ვამბობდი... მაგრამ აშკარად შევცდი.. ან უკვე დაივიწყა...
- მაგარი სიყვარული სცოდნია შენს ძმაკაცს, ორ თვეში თუ სხვა შეიყვარა....
- ჩვენ არც გვითქვამს, რომ უყვარხარ... ამას შენ იმეორებ... რამდენიც არ უნდა იჯიჯღინო, მაინც არ აგცდება მასთან მისვლა. დანარჩენი თქვენით გაარკვიეთ. - მრავალმნიშვნელოვნად შეხედა გოგამ.
- ვეღარ გავიგე რას ცდილობთ, ჩემი ძმა ხარ თუ მისი?! - თვალები დააკვესა თეკლემ.
- დათვის... - გაეცინა გოგას. გასაღები მიაწოდა დას - აბა თქვენ იცით, როგორ კარგად მოიქცევით..
სხვა გზა არ ჰქონდა თეკლეს. ავტომობილის შემოწმების გარეშე შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, არა და აკასთან მისვლაც ესიკვდილებოდა, ბიჭმა მის დაბადების დღეზე კინაღამ აკოცა, შემდეგ კი სიტყვის უთქმელად წავიდა. არც დაურეკავს, არც მოუკითხავს, ბოდიშიც კი არ მოიხადა ასეთი ქცევის გამო. ნაწყენი იყო და არ უნდოდა სიამაყისთვის გადაბიჯება.
თავისთავად ცხადია მასთან დაკავშირება არც კი უფიქრია. ისევ ძველ ნაცნობ, ხელოსნებთან დარეკა და მეორე დღეს შეხვედრაზე შეუთანხმდა. ლექციების შემდეგ მიიყვანდა ავტომობილს.
მეორე დღეს დასრულდა თუ არა ლექციები, პირდაპირ ავტო-სერვისში წავიდა.
- ალექსეი მოვედი... - მხიარული სახით გასძახა მაღალ, ასე ორმოც წლამდე ხელოსანს.
- ოჰო, ჩვენი პრინცესაც მოსულა. როგორ მოხდა რომ გვესტუმრე? - შინაურულად მოიკითხა მამაკაცმა - სად არის შენი ძმა?
- ვერ მოიცალა, ხომ იცი მაგის ამბავი... არა და კვირას მჭირდება „ჩვენი კვიცი“... - სიყვარულით გადახედა ჯიპს.
- ისევ რალი?- გაეცინა მას- მამაშენმა იცის?
- არა რა თქმა უნდა, პრიზს რომ მივიტან მაშინ გაიგებს... - ეშმაკურად ეცინებოდა ქალს.
- მომისმინე, თეკლე, ცოტა პრეტენზიული კლიენტი მოგვივიდა და ნახევარ საათში მანქანა უნდა ჩავაბარო. გეხვეწები, თუ არ გეწყინება, ახალი ბიჭი გვყავს, ძალიან კარგად ერკვევა ყველაფერში და იმას შევამოწმებინებ... - მუდარით შეხედა ალექსეიმ.
- არა გრცხვენია?! რადგან ამბობ რომ კარგად ერკვევა, ესე იგი მართლა კარგია.
- მაშინ გვერდით ბოქსში შედი და ახლავე ვეტყვი ჩამოვიდეს.
გოგონა სწრაფად შევიდა მეზობელ ბოქსში. ვიდრე ხელოსანს ელოდებოდა, ავტომობილის „ბარდაჩოკში“ სასურველ დისკს ეძებდა.
- გისმენთ ქალბატონო, რამ შეგაწუხათ? - ნაცნობი ხმის გაგონებაზე, ტანში გააჟრჟოლა.
- შეუძლებელია.- გაოცება ვერ დამალა - ნაბიჯი ვერ გადავდგი, შენ რომ არ შეგხვდე! - ოდნავ გაეღიმა გაღიზიანების დასამალად.
- თეკლე?! - ქალზე არანაკლებ გაოცებული უმზერდა სამუშაო კომბინიზონში გამოწყობილი აკა და უხერხულად იშმუშებოდა - მითხრეს რალზე გასასვლელად მანქანის შემოწმება უნდათო, შენ ნამდვილად არ გელოდი...
- რალზე მე გავდივარ... დარწმუნებული ვარ, რომ გცოდნოდა მე ვიყავი, მანქანის შემოწმებაზე არც დამთანხმდებოდი... - მსუბუქად უსაყვედურა მან.
- ვერ მივხვდი რას გულისხმობ.. რატომ უნდა მეთქვა უარი?!
- ისე მოულოდნელად წამოხვედი, ვიფიქრე რაღაც გაწყენინე...
- რას ამბობ? შენ რა შუაში ხარ? - სიცილი ვერ შეიკავა, თეკლეს გაბუტული სახის დანახვაზე - უბრალოდ კარგად არ ვიყავი. იმ წუთებში ისე იყავი დაკავებული საჩუქრით, რომ ვეღარ დაგემშვიდობე. თან სიმართლე გითხრა, მეგონა ჩემს წასვლას ვერც შეამჩნევდი. ალბათ ცუდად გამომივიდა, შენი წყენინება არ მინდოდა... - მის ცისფერ თვალებს ისე მიაჩერდა, რომ ქალმა უხერხულად იგრძნო თავი და თვალი აარიდა.
- არ დავმალავ, ცოტა არ იყოს, მართლა მეწყინა. ალბათ სულელურად გამომივიდა. - თბილად გაუღიმა თეკლემ.
- მართლა არ მინდოდა.... - ისევ ბოდიშს იხდიდა ბიჭი.
- აბა, გაიცანი ჩვენი ჩემპიონი? - ბოქსში შემოვიდა ალექსეიც.
- ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, საერთო სამეგობრო გვყავს.. თუმცა აქ თუ მუშაობდა ნამდვილად არ ვიცოდი... - გვერდულად გახედა თეკლემ ავტომობილის კაპოტში ჩაყუდებულ ვაჟს.
- გაგვიმართლა ჩვენთან რომ მოვიდა, ისეთ დიზაინებს იგონებს... ცოტა ხანში ავაწყობთ და შენი თვალით ნახავ ავტომობილს „მადეინ აკას“, თუ გამოფენაზეც გავუშვით მერე ნახე შენ.... - თავს იწონებდა ალექსეი.
- თქვენ დიდი გეგმები გქონიათ, აღარ ხუმრობთ ხომ იცი.. რომ ააწყობთ მეც მაჩვენებთ? - ეშმაკურად გახედა ბიჭს.
- აუცილებლად. თხოვნაც არ გჭირდება, პირველი მნახველი შენ იქნები, ჩემპიონზე უკეთ ვინ შეაფასებს?... - შესცინა აკამ და ისევ საქმეს მიუბრუნდა.
- კარგით მეგობრებო, მე აღარ მოგაცდენთ, თუ რამე გვერდზე ვარ და დამიძახეთ..
- კარგი, წასვლისას გნახავ ალექსეი... - დაემშვიდობა გოგო.
- ავტომობილი სრულიად გამართულია... - რამდენიმე წუთში მანქანის ქვემოდან სანახავად თხრილში ჩამძვრალმა აკამ ამოსძახა და მაღლა ამოვიდა.
- მშვენიერია. იცი რას ვფიქრობდი, ასათიანს ვხვდები კვირას რალში. არ გინდა დაესწრო? - მუდარით შეხედა ბიჭს.
- გიორგის?! არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა... - აშკარად ყოყმანობდა ის.
ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს თავს არიდებდა, რაღაც ძალიან ეტკინა.
- რა ვიცი, თათიასთვის რომ გეკითხა, ასათიანის დამარცხების ნახვაზე უარს არ იტყვისო, საგულშემატკივროდ ყველანი მოდიან. - აშკარად წყენა დაეტყო ხმაში.
- თეკლე მომისმინე, ძალია გთხოვ, უნდა გამიგო... იმ დღეს, შენს დაბადების დღეზე აშკარად დავინახე რამხელა განსხვავებაა ჩვენს შორის. შენ ოჯახი გყავს, ბედნიერი, ხალისიანი, ერთმანეთზე გიჟდებიან. ამ ცხოვრებაში ყველაფერს მარტივად იღებ, შენი ერთი სიტყვაც კი საკმარისია და შენი მშობლები ყველაფრს იღონებენ შენი სურვილისა თუ ნებისმიერი კაპრიზის შესასრულებლად. მე კი.... მე ვიბრძვი გადარჩენისთვის, საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად. მომწონხარ, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ვისურვებდი, იმ დღეს ნათლად ვიგრძენი, რომ სულ ცოტაც და შენგან ვეღარ წამოვიდოდი, ვეღარ შევძლებდი, მაგრამ.... - ხმა უთრთოდა ბიჭს.
- ვერ გავიგე, რის თქმას ცდილობ? შენი აზრით მე ერთი განებივრებული და ჭირვეული გოგო ვარ?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა თეკლეს.
- მე ეგ არ მითქვამს, უბრალოდ...
- რა უბრალოდ?! - გაღიზიანდა ქალი.
-უკვე გითხარი, მომწონხარ, ძალიან მიზიდავ, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ვისურვებდი, შენი დავიწყება ძალიან მტკივნეული ინება ჩემთვის...
- დღემდე ასე უცნაურად არავის უთქვამს მომწონხარო. - ღიმილი ვერ შეიკავა მან - შეიძლება გავიგო, რატომ მივიწყებ?
- ჩვენს შორის განსხვავებას ვერ ხედავ?! - გაღიზიანდა აკა - მე ავტომობილების ხელოსანი ვარ. არ მაქვს სახლი, არ მაქვს პროფესია, არაფერი...
- შეგახსენებ, რომ შენ სტუდენტი ხარ. მალე პროფესიაც გექნება. ბიჭებთან ერთად ააწყობ შენი ოცნების მანქანას, გაგზავნით გამოფენაზე და გექნება შენი საქმე... თუ ავტომობილების ხელოსნობა არ მოგწონს, არც ეგაა პრობლემა. სხვა სფეროში დაკავდები ...
- რეალობის დანახვა არ გსურს... მოვლენებს შენი გადმოსახედიდან ხედავ. ეს შენ შეგიძლია შენთვის სასურველი საქმე ეძიო, ამაში შენი ოჯახიც შეგიწყობს ხელს. მე კი ასეთი არჩევანი არ მაქვს და არც მექნება... - ხმა გაუმკაცრდა აკას.
- შეურაცყოფას მაყენებ და ვგრძნობ რომ ამას შეგნებულად აკეთებ. რატომღაც დამნაშავედ გინდა თავი მარძნობინო... ვერ ვხვდები რატომ.. - თვალები ცრემლებით აევსო თეკლეს.
- არ იტირო, გთხოვ...- ხმა გაებზარა ვაჟს, მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა. - ჩემზე უცნაურად მოქმედებ, როცა გხედავ მინდა ვიგრძნო როგორ გითრთის სხეული ჩემი შეხებისგან, შენი ტუჩების გემო გავიგო, მინდა შენს ცისფერ თვალებში საკუთარ სახეს ვხედავდე, მინდა გიყვარდე.... ჩემით ამაყობდე... - ისეთი ვნებით, ისეთი გრძნობით უმზერდა, რომ ტანში გააჟრჟოლა. თვალი ვაჟის მწველ მზერას, აარიდა, იგრძნო როგორ გაწითლდა. მისი რეაქცია არ გამოპარვია აკას, უნდოდა მოჰხვეოდა, გულში ჩაეკრა, მაგრამ თავი შეიკავა. - რალი რომელ საათზეა? - თემის შეცვლა სცადა მან.
- თორმეტზე, ჩვენ თორმეტის ნახევარზე ვიკრიბებით, მარჯვენა შესასვლელთან. - ჩაარაკრაკა თეკლემ - წამოხვალ?!
ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ვიცოდი უარს რომ არ მეტყოდი! - გახარებული თვითონ მოეხვია ბიჭს, მის საქციელზე გაეცინა აკას და ძლიერად ჩაიკრა გულში.
- რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ! - და უფრო ძლიერად ჩაიკრა ქალი.
- ვიცი! - ჩუმად ჩაიჩურჩულა თეკლემ და მის მკერდში დამალა აწითლებული სახე.



მეცამეტე თავი
აჟიტირებულები ელოდნენ კვირის მოსვლას. ბიჭები დილიდანვე გაყვნენ თეკლეს ახალი ავტომობილით წასულ გოგას რუსთავში. თორმეტის ნახევრისთვის შესასვლელში დაელოდებოდნენ. გოგოები თეკლესთან ერთად ისხდნენ. შეჯიბრის დროს ყოველთვის ღელავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად გადიოდა რალზე. უნდა აღიაროს, აკას იქ ყოფნაც განსაკუთრებით უხაროდა, თუმცა აშკარად ორმაგად დაძაბული იყო, წაგების არასოდეს ეშინოდა, ბავშვობიდანვე გააზრებული ჰქონდა, რომ ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნებოდა, თუმცა ახლა მოგება ყველაზე მეტად სურდა, უნდოდა მისით ეამაყათ.
თეკლეს „ფან-კლუბის“ წევრები შესასვლელშივე იდგნენ და მოთმინებით ელოდნენ გოგონებს. ასათიანიც ადამიასა და მარკოზაშვილის თანხმებით მალე გამოჩნდა.
- შეუძლებელია, - აშკარად ვერ დამალა გიორგიმ გაოცება ბიჭებში ოთოსა და გოგას დაახვაზე. - თქვენ აქ რას აკეთებთ? - თბილად მოეხვია მათ.
- შენ ხარ ის ცნობილი ასათიანი?! - თვალები გაუფართოვდა გოგასაც. - შეუძლებელია, ტო... ამასაც ხომ მოხერხება უნდა.... გიო და თეკლე?! რა ვერ გაიყავით თქვე გადარეულებო?! - სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი.
- იქნებ ჩვენც გვითხრათ ერთმანეთს საიდან იცნობთ? - საუბარში ჩაერია ნიკუშა.
- შარშან რომ გადაგვაგდე და ბათუმში არ წამოხვედი ჩვენთან ერთად, მაშინ გავიცანით და სწრაფადვე დავმეგობრდით, მაგარი ბიჭია... - უცბად გაარკვია სიტუაციაში ოთომ.
- არა და.... როცა გავიგე, რომ აკას გოგოების გამო ვიღაცასთან დაპირისპირება მოუვიდა, ცოფებს ვყრიდი... - ისევ ეცინებოდა გოგას.
- ამასაც ხომ ბედი უნდა, ზედმეტად პატარაა თბილისი... ბარემ არ მინდოდა აღიარება, მაგრამ ბიჭებისგან დაუსწრებლად აკასაც ვიცნობდი, ერთი სირცხვილი მაშინ ვჭამე, მისი ვინაობა რომ გავიგე. ახლა უკვე მეორედ შევრცხვი, ვერც კი ვიფიქრებდი თეკლე თუ შენი და იქნებოდა.
- ასეა... მშვენივრად მოახერხე, ერთ დროულად ძმაკაცის დასაც დაუპირისპირდი და მის საცოლესაც... - ისევ ხუმრობდა ოთო.
- საცოლე?! თათიაზე ამბობთ?! - ისევ გაოგნებული უმზერდა ბიჭებს. - კაი, ტო... აი ეს მესმის! - სიხარული ვერ დამალა მან. - მაგარი „სტრანნი“ სიტუაციაა რა...
- ნუღარ იტყვი, როგორც ვხედავ თქვენი დაპირისპირება დღემდე გრძელდება... - ხმა გაუმკაცრდა აკას.
- არა, რა გრძელდება.. უბრალოდ ამასწინებზე ახალი მანქანით იყო მოსული და იმდენად დაწვრილებით აღწერა ავტომობილის შესაძლებლობები, რომ დამაინტერესდა როგორ მართავს... რალის იდეაც სწორედ მაშინ გამიჩნდა. დღევანდელი შეხვედრა უფრო გართობაა, ვიდრე დაპირისპირება ....
- ჩვენი გოგო ყოჩაღია, წინასწარ გეტყვით, რომ მასთან შანსი თითქმის არ გაქვს.. - თვალი ჩაუკრა ნიკამ.
- არა მგონია მთლად ასე იყოს. მგონი გადაიფიქრა თქვენმა „პრინცესამ“?! - ირონიულად თქვა ადამიამ.
- ასათიანის არ ვიცი და ამას კი სიამოვებით გავუერთიანებდი იმ გასიებულ თავს! - ამოიღრინა ნიკამ.
- თეკლეს რევანშის დღეა, სულ ცოტაც და თვითონვე „შეუსრულებს“... არადა ხელები მეც მექავება ... - დაამშვიდა მეგობარი ოთომ.
ბიჭების რეპლიკებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევიათ, თითქოს არც გაუგონიათ, მათი ყურადღება მოედანზე შემოსულმა თეკლემ და გოგონებმა მიიპყრეს. ოდნავ შესამჩნევად დაუქნია ასათიანს თავი მისალმების ნიშნად. ადამიას და მარკოზაშვილს ირონიულად გადახედა. მალულად გახედა გოგასთან მდგომ აკას, თვალები უცინოდა ვაჟს, კვდებოდა ისე უნდოდა მასთან ჩახუტება, მაგრამ რომ წარმოიდგინა გარშემო მყოფების „ბოროტი“ რეპლიკები, თავი შეიკავა, ღიმილი მაინც ვერ შეიკავა. ოდნავ აუწითლდა სახე.
მოედნამდე უნდა მიეცილებინათ გულშემატკივრებს მოასპარეზეები. გვერდი-გვერდ საუბრით მიდიოდნენ გიორგი და თეკლე, უკან კი მეგობრები მიჰყვებოდნენ.
- არ ველოდი ამდენი საერთო თუ გვექნებოდა... - თბილად უთხრა გიორგიმ.
- სიმართლე გითხრა არც მე... ჩემი ძმის მეგობრებს ყველას ვიცნობ, ასეთ რამეს ვერც კი ვიფიქრებდი...
- გავიგე, შეჯიბრის შემდეგ საინტერესო შეხვედრაც დაგიგეგმავთ, რამე რომ იყოს მე არ დამპატიჯებთ?! ... - ოდნავ მოწკუტა თვალები ვაჟმა.
- თუ გვიკადრებ... ალბათ ჩემი თქმა არც გჭირდებათ, ეჭვი მეპარება დღეს გოგამ და ბიჭებმა სადმე გაგიშვან. თუმცა რადგან მაინც მეკითხები, ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ შენი გულშემატკივრები სასურველი სტუმრები ვერ იქნებიან. - პირდაპირ უთხრა გოგომ.
- მესმის, თუმცა არ გეთანხმები, სულელი უნდა იყოს ადამიანი ამ სიტუაციაში ისევ არევა რომ მოინდომოს.
სწორედ ამ დროს აკაც წამოეწიათ, ღიმილით გამოხედა თეკლემ, შუაში ჩაიყენა ბიჭი და ხელკავი გამოსდო, იგრძნო როგორ დაუარა სითბომ, ოდნავ შესამჩნევად მოუჭირა ხელი ხელზე ბიჭმაც. ცდილობდნენ არ შემჩნეოდათ, მაგრამ სულელური, ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდათ სახეზე. ოდნავ მოჭუტა თვალები გიორგიმ, მათ დანახვაზე, მაქსიმალურად ცდილობდა არ გასცინებოდა.
- სიმართლე გითხრა, ცოტა არ იყოს კი გამიკვირდა, რალზე ამდენ ხალხს არ ველოდი... თან აშკარად ისეთი სახით მიყურებენ, თითქო დარწმუნებულები არიან რომ წავაგებ?! - სიცილის შესაკავაბლად აკასთან საუბრის წამოწყება სცადა, მის ხმაში შეცბუნება და წრფელი გაოცებაც ჟღერდა.
- სიმართლე გითხრა რალის დიდი მოყვარული არ ვარ, თქვენს შორის ვინ მოიგებს ვერც მაგის პროგნოზს გავაკეთებ, უბრალოდ მეგობრებს გამოვყევი. არ დავმალავ თეკლეს გამარჯვება ნამდვილად გამიხარდება...
- მაგის თქმა საჭიროც არაა, ისედაც ვხვდები... როგორც ვხედავ ახლო მომავალში მეორე წყვილიც გვეყოლება... - ღიმილი მაინც გაეპარა სახეზე. - იძულებული ვარ ვაღიარო, ცოტა უცნარი გოგოა, ზედმეტად თავის თავში დარწმუნებულიც კი. მისი გამოხტომები საკმაოდ მაღიზიანებდა. მაგრამ რამდენად ძნელი საღიარებელიც არ უნდა იყოს, ბევრ ჩვენს კურსელ ბიჭზე მამაცია, პირდაპირი და ყველაზე მთავარი თვისება აქვს, იცის მეგობრობა...
- ისე საუბრობ თითქოს მისით აღტაცებული ხარ... - ეჭვი გაკრთა აკას ხმაში.
მისი გაღიზიანება არ გამოეპარა გიორგის: - შენსავით არა, - სიცილი ვერ შეიკავა - უბრალოდ მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენს შორის მტრობას უკვე დიდი ხანია ადგილი აღარ აქვს და ეს ბიჭების დამსახურება არაა. თეკლეს თავდაცვა ნამდვილად ეხერხება...
- ისე საუბრობთ, თითქოს აქ არ ვიყო... - პატარა ბავშვივით ეწყინა გოგონას. - ვნახოთ გიო, რომ წაგების შემდეგაც თუ გენდომება ჩემთან მეგობრობა.
- მე დღეს სიამოვნების მიღებას ვაპირებ. მშვენივრად ვხვდები, შენთან ჭიდილი იოლი რომ არ იქნება, თუმცა ცუდი მძღოლი არც მე ვარ, ვეცდები მაინც... - ეშმაკურად აღნიშნა ვაჟმა.
- წინასწარ მკვეხარა ქვევრივით არ მინდა გამომივიდეს... იმედია კარგად გავერთობით... აბა, ჩვენ შევდივართ...- მხიარულად გასძახა უკან მომავლებს, რალის შემდეგ ისევ აქ ვხვდებით...
ხელის ქნევით გააცილეს მეგობრებმა და მოედანთან ისე გადანაწილდნენ, სრბოლისთვის მოხერხებულად საცქერლად.
რამდენიმე წუთში სკაფანდრების მორგების შემდეგ ორივენი მზად იყვნენ. ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ავტომობილებისკენ გაემართნენ.
ღელავდა თეკლე, ალბათ არც გიორგი იყო ნაკლებ დღეში. ხელები უკანკალებდა ქალს, მანქანაში ჩაჯდა, ერთგულ მეგობარს საჭეზე ხელი გადაუსვა. ღრმად ჩაისუნთქა. ავტომობილს გასაღები მოარგო, ელექტრო დანადგარები ციმციმით ჩაირთო, დაქოქა, ძრავის მონოტონური ხმა დამამშვიდებლად მოქმედებდა. ერთი ღრმად ჩაისუთქა და ადგილიდანაც მოწყდა.
მომენტალურად გაქრა შიში. ხედავდა სპიდომეტრზე სიჩქარის მაჩვენებელი ისარი ნელ-ნელა როგორ იწეოდა. ადრენალინის მოზღვავებული შეგრძნება უფრო და უფრო ითრევდა. გრძნობდა, რომ ამ წუთებში ყველაფრისგან თავისუფალი იყო. მხოლოდ ორნი დარჩენ, ერთ არსებად ქცეულნი ის და მისი ბრდღვიალა, შავი ავტომობილი.
რიგ-რიგობით გადაუსწრო მოწინააღმდეგეებს. საქარე მინაში ამჩნევდა უკან მომავალ „ჰონდა“-ს ჯიპს. შეიძლება ითქვას, რომ არც გიორგი უდებდა ტოლს. თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. სიჩქარე შეგნებულად დააგდო ქალმა და გასწრების საშუალება მისცა, თითქოს ფორას აძლევდა მოწინააღდეგეს.
- ასე უკეთესია... - გაეღიმა მას.
სიამოვნებდა წინ მიმავალი გიორგის დანახვა. საკმაოდ სახიფათო, მკვეთრი მოსახვევი ელოდათ. ვაჟმა ნელ-ნელა სიჩქარე დააგდო. თითქოს განგებ, ქალმა პირიქით, სწორედ ამ დროს უმატა სვლას.
- გიჟია ეს გოგო, აილეწება... - ტანში გასცრა გიორგის. თვალებიც კი დახუჭა შიშისგან, მკვეთრი მოხვევისა და ავტომობილის საბურავების ხმა შემოესმა. დაინახა როგორ უსწრებდა მოწინაღმდეგე. სულ რამდენიმე წამით თეკლეს ირონიულად მომღიმარი კმაყოფილი სახეც შენიშნა და მეტოქე თვალთახედვის არედან დაკარგა. აზრი აღარ ჰქონდა დევნას. ქალმა საგრძნობლად ჩამოიტოვა ბოლო წრეზე და გარანტირებული პირველი ადგილიც მიიღო.
- მართლა გიჟია, დედას გეფიცებით!.... - ბიჭებთან მისული აღტაცებით აღნიშნავდა გიორგი. - მაგ გოგომ, შიში არ იცის რაა...
- ნამდვილად შექებას იმსახურებს, სულ ცოტა პრაქტიკა უნდა და ახალი ჩემპიონიც გვეყოლება...- ამჯერად თეკლე აქებდა ასათიანს გოგასთან.
- გიორგის ჩემპიონობის რა გითხრათ, მაგრამ ჩვენი ფავორიტი რომ ნამდვილად ღირსეული ლიდერია კი ვხედავთ... - ჰაერში აბზრიალებდა ოთო.
დიდხანს ულოცავდნენ და ეხვეოდნენ მეგობრები. ასათიანიც მალევე მივიდა მისი ყურებჩამოყრილი ფანებით. ერთმანეთს მიულოცეს პირველი და მეორე ადგილების გაყოფა.
- უნდა ვაღიარო, შემაშინე... - ემოციებს ვერ მალავდა ბიჭი.
- იმაზე კარგად მართავ ავტომობილს ვიდრე მოველოდი. პატარა ხერხი რომ არ გამომეყენებინა, ალბათ მაჯობებდი კიდევაც... - ეშმაკურად უღიმოდა თეკლე.
- ალბათ... თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩება, დღევანდელი დღის გმირი შენ ხარ... - თმები მოუჩეჩა გოგამ დას. - გიო, ორგანიზატორებს შენი გამოსვლა ძალიან მოგვეწონა, რამე რომ იყოს, არ გინდა ივარჯიშო და პროფესიონალი მსრბოლელი გახდე?
- თეკლეს გამოსვლასთან სად მოვალ... - გაეღიმა მას. - თუმცა პირველი სრბოლის კვალობაზე, ალბათ არც მეორე ადგილია ცუდი... - იხტიბარი არ გაიტეხა მან.
- დაფიქრდი, მგონი ცუდი წინადადება არაა... თეკლემ ამ შედეგს ბევრი ვარჯიშის შედეგად მიაღწია. ამის პოტენციალი შენ ნამდვილად გაქვს. სხვა თუ არაფერი ორგზის ჩემპიონს კინაღამ აჯობე... - თვალი ჩაუკრა გოგამ, აქაოდა არ გეწყინოსო.
ვიდრე ბიჭები გიორგის არწმუნებდნენ მსრბოლელობაზე სერიოზულად ეფიქრა აკამ დრო იხელთა და თეკლეს მიუახლოვდა:
- გილოცავ... ვერც კი წარმოიდგენ რა შეგრძნება მქონდა, შენს გაბრწყინებულ სახეს რომ ვუმზერდი... - თეკლემ სახე აარიდა და ოდნავ გაწითლდა. - პირველად ვნანობ ამდენ ხალხში რომ ვართ...
- და რას იზავდი, აქ რომ არ იყო? - თვალებში ჭინკები უხტოდა გოგონას.
- ძალიან მაგრად ჩაგეხუტებოდი... - ჩუმად უჩურჩულა მან.
ღიმილით უმზერდა ქალი, მის ცისფერ თვალებში მხოლოდ საკუთარ გამოსახულებას ხედავდა. ისეთი მაცდური იყო, ისეთი მომხიბვლელი. უკვე აღარ ჰქონდა მნიშველობა ვინმე დაინახავდა თუ არა, ვნება და გრძნობა გონებას უბინდავდა, მხოლოდ მისი შეხების სურვილი უტრიალებდა თავში. თავი ვეღარ შეიკავა და ძლიერად ჩაიკრა გულში. მისი სუნთქვა იგრძნო მკერდზე. უჩვეულო სითბომ და ჟრუანტელმა დაუარა ვაჟს.
- ჰა, ახლა ბევრიც არ მოგივიდეთ, გვრიტებო.... - სიცილით გამოსძახეს მოშორებით მყოფმა მეგობრებმა.
იგრძნო როგორ გაწითლდა თეკლე. მისთვის ხელის გაშვებას არც კი აპირებდა:
- უფლება რომ მქონდეს მთელი ცხოვრება ასე ჩაგიკრავდი გულში... - ჩუმად უჩურჩულა მან... არ ვიცი რა მეშველებოდა უშენოდ...
თეკლეს ხმა არ ამოუღია. უბრალოდ უფრო ძლიერად ჩაეხუტა. გაეღიმა. მისი სიტყვები არაფერში სჭირდებოდა, უფრო ძლიერად მოეხვია. ისე იკრავდა გულში თითქოს ეშინოდა მისი დაკარგვის. მეგობრების რეპლიკებს აღარც უსმენდნენ, უბრალოდ ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ.
- აბა, პრინცი არ არისო?! - გოგას ირონიული რეპლიკა გაიგონა ქალმა. ღიმილით ახედა მასზე მაღალ აკას.
- ამათი ყბიდან ვერ ამოვალთ... - თბილად შესცინა მას.
- არც მინდა, რომ ამოვიდეთ... - მართალია ჩახუტებული აღარ ყავდა, მაგრამ ხელს მაინც არ უშვებდა, ასე პატარა ბავშვებივით ხელჩაკიდებულები მიუახლოვდნენ მეგობრებს.
- დიდი მაიმუნი გოგო ხარ, ერთხელაც კი არ დაგცდა, რომ მოგწონდა... - უსაყვედურეს გოგოებმა.
- გილოცავთ ძმაო, „თეკლესა და მისი დაქალების“ ფან-კლუბში გაერთიანებას. - ულოცავდნენ ბიჭები.
- ისე ძალიან კარგი გემოვნება კი გაქვთ. რა ბიჭები გამოგვიჭირეთ?! - თავს იქებდა ნიკა და სიცილით უმზერდა გოგოებს.
- ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე, უცებ ჩაგანაცვლებ ახალი კანდიდატურით... - დაეჯღანა ლიკა.
- მე გოგო, ასეთ კარგსა და ტკბილს?! - მაცდურად, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბიჭი და საყვარელი ქალი ხელში აიტაცა.
- მიყვარხარ?! - ჩუმად უჩურჩულად ლიკამ და ძლიერად მოხვია ხელები ყელზე.
უცებ დაწყვილდნენ და გადანაწილდნენ ავტომობილებში. გოგა, თათია, ოთო და თამარი გოგას ჯიპით მოდიოდნენ. თეკლეს კუპერში ნიკა, ლიკა, თეკლე და აკა ისხდნენ. ადამია, მარკოზაშვილი და ასათიანი გიორგის ჯიპით. შეთანხმებისამებრ წყნეთში მიდიოდნენ.
მიუხედავად გიორგის სურვილისა როგორც მოსალოდნელი მარკოზაშვილმა და ადამიამ მათთან ერთად გართობა არ ისურვეს, ასათიასაც მოერიდა: - ასეა თუ ისე ბიჭებთან ჩემს გამო წამოვიდნენ რუსთავში და უხერხულია მათი მიტოვებაო. თბილად დაემშვიდობა ყველას, კიდევ ერთხელ დაპირდა მოვიფირებ რალთან დაკავშირებითო და მათ გაჰყვა.

მეთოთხმეტე თავი
წინ მიმავალ ძმას არ უსწრებდა. ავტომობილს მშვიდად მართავდა ქალი. ჩუმად აკვირდებოდა გვერდით მჯდომი აკა და ფიქრობდა, უნებურად ისევ ვიკას ადარებდა. სულ ცოტა ხნის წინ ეგონა თავდავიწყებით უყვარდა ბავშვობის მეგობარი, მისთვის, მისი ერთი ღიმილისთვის თავს არ ზოგავდა. ახლა რა მოხდა?! სად გაქრა ის გრძნობა? რამ გააუფერულა და წაშალა?! ნუთუ ილუზია იყო? გვერდულად გამოხედა თეკლემ და გაუღიმა. ჟრუანტელმა დაუარა სიამოვნებისგან. გულისცემა აუჩქარდა. გააკანკალა იმდენად მოუნდა მისი შეხება, ხელი გაიწვდინა კიდევაც მოსაფერებლად, მაშინვე გაახსენდა უკან ერთმანეთს ჩახუტებული ნიკა და ლიკა და გაჩერდა. სახეზე ჩამოყრილი თმები შეისწორა თლილი თითებით და ისევ გამოხედა ქალმა. სიტყვა არ უთქვამს, თვალები უცინოდა.
ლამაზი იყო თეკლე, ვარდისფერი ტუჩები, მომწვანო-მოცისფერო უძირო თვალები, გრძელი წამწამები, თხელი სახე, თლილი, ნატიფი თითები. უმეტესად სპორტულად ეცვა, გაპრანჭული არასოდეს უნახავს, თუმცა მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ზედმეტად მადის აღმძვრელადაც კი ეჩვენებოდა.
აშკარად ხვდებოდა, რომ ქალის სილამაზეს მხოლოდ ის არ ამჩნევდა, ხედავდა როგორ აყოლებდნენ თვალს მამაკაცები, ასათიანის აღტაცებული მზერაც გაახსენდა, როცა თეკლეზე საუბრობდა, ადამიას ავხორცი, ვნება ჩამდგარი გამოხედვა და უსიამოვნოდ გასცრა, სისხლი უდუღდა. თითქოს ეჭვიანობის საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც...
- შეუძლებელია, მას ვერ წამართმევენ... მხოლოდ ჩემია, ის მხოლოდ ჩემია... - გულში მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს.
თითქოს მის აზრებს კითხულობსო, გაოცებულმა გამოხედა თეკლემ. აი რა უყვარდა მისი, აშკარად უსიტყვოდ ხვდებოდა ვაჟის განცდებს, ემოციებს. მზერაში იმხელა სითბო დაინახა, რომ მაშინვე დამშვიდდა.
- რატომ მაინცდამაინც მე?! რით ვარ გამორჩეულია? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა საკუთარ თავს.
ერთი რამ ცხადად იცოდა. ქალი მისი ცხოვრების აზრად იქცა. მისი სუნთქვა იყო, მისი - არსი. ამდენი მამაკაციდან ის აირჩია, ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბიჭი, მისი იწამა და დაიჯერა. იმედს ვერ გაუცრუებდა, თავდავიწყებით უყვარდა და ყველაფერს გააკეთებდა მის შესანარჩუნებლად.
- მიყვარს?! - საკუთარ თავს ჰკითხა.
- რათქმა უნდა გიყვარს, თუმცა ეს სიტყვა სრულად მაინც ვერ იტევს შენს გრძნობებს. შენი ნარკოტიკია, მასზე ხარ დამოკიდებული, ჰაერივით გჭირდება, შენი სტიმულია ცხოვრებისთვის, წინსვლისთვის...- სწრაფად უპასუხა შინაგანმა ხმამ.
- კარგი რა, საკმარისია! - ფიქრები რაღაცაზე გაწიწმატებულმა ლიკამ შეაწყვეტინა. გოგონა მუჯლუგინით იშორებდა ჩახუტებულ ნიკას.
- რა გჭირთ მანდ? - სარკეში გახედა თეკლემ უკან მჯდომებს.
- ქალი კი არა, ქაჯი ხარ! - ნაწყენმა გაიწია გვერდზე ვაჟმა. - რა გითხარი ასეთი? ცოლად გამომყევი მეთქი სხვა ხომ არაფერი?
- აზრობ, რას მეუბნება? მესამე დღეა ამაზე მეჯიჯღინება... - გაცხარებულმა გამოსძახა მეგობარს ლიკამ.
- ერთმანეთი თუ გიყვართ ეს ხომ ბუნებრივია?! - გაოცება ვერ დამალა აკამ.
- გააგებინებ? ოჯახისთვის მზად არ ვარო... - უკმაყოფილო სახით უბღვერდა ნიკა.
- რატომ ვერ იგებ ვერ ვხვდები. გირჩევნია მოგატყუო? არ შემიძლია ჯერ, თვრამეტი წლის ვარ, ვსწავლობ.. ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე.... - ცრემლებს ვერ იკავებდა ლიკა.
- არ გიყვარვარ და იმიტომ... - ნაწყენმა გახედა ნიკამ - რისი გეშინია ვერ ვიგებ, ხელს რა გიშლის? ოჯახი რაში შეგზღუდავს? ისედაც ერთად არ ვართ? უბრალოდ ღამითაც ჩემთან იქნები, სწავლას თავი დაანებეო ხომ არ გთხოვ? ვერ ვიგებ რა გჭირს..
- ვერც გაიგებ... არ მინდა და მორჩა.. - ჯიუტად იმეორებდა ის.
- მაშინ დღეიდან შენ შენთვის და მე ჩემთვის.. - გაცოფებულმა მიაძახა ნიკამ, პროტესტის ნიშნად ზურგი შეაქცია და ფანჯრიდან დაიწყო ყურება.
- კარგით თქვენ კიდევ, რა მოგივიდათ?! პატარა ბავშვებივით ხართ, დღეში ათჯერ ასწრებთ ჩხუბს. ასე მგონია ამას სპეციალურადაც კი აკეთებთ, შერიგება მოგწონთ?! - მათი დაშოშმინება სცადა თეკლემ.
- მართალი ხარ. ამდენი ჩხუბი უკვე ყელში ამოვიდა. - ისე უპასუხა არც კი გაუხედავს ლიკასკენ ბიჭს - ყოველთვის მართალია. არ მახსოვს ერთხელ მაინც მოედრიკოს ქედი. შეიძლება სულ მე ვეხვეწებოდე?!
- პატარა ვარ... უნდა დამითმო... - მართლა პატარა ბავშვივით ამოისლუკუნა ლიკამ და მისკენ მიიწია ჩასახუტებლად.
- არც კი გაბედო .. - უხეშად უღრიალა ნიკამ, მიხვდა ლიკა რომ ზედმეტად გააბრაზა და აფერისტულად ახედა - ნუ მიყურებ ასეთი თვალებით... - ხმაში ბზარი გაუჩნდა ვაჟს.
- ნიკ, გეხვეწები... გპირდები სულ ცოტაც და ... დედას გეფიცები, ცხრამეტი გავხდები და გამოგყვები... - ლაქუცით უთხრა ქალმა.
ნიკას თვალებზე ეტყობოდა, რომ მოთაფლა ლიკამ.
- იცოდე, შენს დაბადების დღეზე იქნება ქორწილი. ერთ დღესაც კი არ გადავაცილებთ.
- კარგი.. მანამდე თერთმეტი თვეა... - სიცილით დაეთანხმა ლიკა.
- შუა კვირას რომ დაემთხვეს?! - ეშმაკურად გახედა ერთმენეთთან ზურგშექცებით მჯდომ წყვილს.
- ახლა შენ მირევ უკვე... - მუქარით გამოხედა ნიკამ. - კალენდარზე ვნახე, შაბათია... - სიცილით გახედა ლიკას.
- აფერისტო.... ესე იგი ყველაფერი გათვლილი გქონდა?! - გაოცებულმა გახედა ქალმა.
- რა თქმა უნდა. ჩურჩუტო... ესეც ასე, ჩხუბმა გაჭრა, - თვალი ჩაუკრა უკან მომზირალ აკას - თარიღი უკვე ვიცი... - თბილად ჩაიკრა საყვარელი ქალი გულში. - შენ რომ გიყურო, ორმოც წლამდე დამტოვებ უცოლოდ..
- იცოდე მაინც ვიპოვი მიზეზს და არც ცხრამეტის გამოგყვები!... - სიცილით გამოუცხადა მის მკერდში ჩამალულმა ლიკამ.
- აბა სცადე... ნახევ რაც მოგივა.. ძალით წაგიყვან იცოდე... - დაემუქრა ბიჭი. - ისე მე მგონი შეს დაქალს პირველი ღამის ეშინია... - ეშმაკურად უთხრა თეკლეს.
აშკარად დაინახა აკამ, როგორ გაუწითლდათ გოგოებს პირველი ღამის ხსენებაზე ლოყები.
- დებილო, რაც ენაზე მოგადგება ყველაფერი უნდა თქვა?! - უკმაყოფილო სახით ჰკითხა თეკლემ.
- ისე მემგონი არც შენ ხარ ნაკლებ დღეში, რას იზავთ, ეგეც ბუნების წესია... - მიუხედავად ლიკას მუჯლუგინისა, მაინც არ ჩუმდებოდა ვაჟი.
თეკლემ ჩუმ-ჩუმად გახედა გვერდით მჯდომ აკას, მისი ეშმაკური ღიმილის დანახვაზე ისედაც წითელი, მთლად აჭარხლდა. სიცილი ვეღარ იკავებდა ვაჟმა და ახარხარდა.
- ლიკა, გააჩუმე ეგ ვაჟბატონი, თორემ ქორწილამდე დაგაქვრივებ... - მეგობრის უტაქტო ხუმრობაზე აშკარად გაბრაზდა თეკლე, ხმა გაებზარა, ცოტაც და ალბათ ატირდებოდა იმდენად შერცხვა, ერთხელაც კი არ გაუხედავს გვერდით მჯდომი ვაჟისკენ.
როგორც იქნა დასრულდა გზა. ორივე ავტომობილი თითმის ერთდროულად შევიდა უზარმაზარ, ხეხილით სავსე ეზოში და შუაში მდგომ ორ სართულიან, ლამაზ აივნებიან სახლის წინ გაჩერდნე.
სახე აწითლებული თათია და თამუნა არც კი დაელოდენ, როდის გაუხსნიდნენ კარებებს ბიჭები ისე გადმოხტნენ გაჩერებული ავტომობილიდან. მათ ასეთ ქცევას გოგას და ოთოს ხმამაღალი ხარხარიც მოჰყვა. ძნელი მისახვედრი არ იყო, ისენიც გოგოებზე ხალისობდნენ. გაბრაზებული, აწითლებული სახით მოუახლოვდენ მათზე არანაკლებ გაღიზიაებულ თეკლეს და ლიკას.
- დედას გეფიცები, გამაგიჟეს.. შენს ძმასთან ერთად აღარასოდეს ვიმგზავრებ... - ემოციებს ვერ მალავდა თათია.
- ჯობია დროზე გავეცალოთ, სანამ მთელი რისხვა ჩვენზე გადმოიტანეს... - როხროხით ჩაუკრა თვალი ნიკამ აკას და სწრაფად, თითმის სირბილით წავიდნენ ბიჭებისკენ.
- თქვენ რაღა გჭირთ?! გოგოები თქვენც გააბრაზეთ?! - სიცილით გამოხედა გოგამ, რომელიც ავტომობილის საბარგულოდან ხორაგს იღებდა.
- ამ ბოლო დროს ზედმეტად მგრძნობიარენი გახდნენ. აშკარად ჰორმონების ბრალია... - ისევ იცინოდა ნიკა და სახლის კარებს ხსნიდა.
- ვაჟბატონო, გვესმის იცოდე... - მკაცრი ხმით გამოსძახა თეკლემ და გოგოებთან ერთად კურტუმის ქნევით შევიდა სახლში. უკან მიჰყვნენ ცელოფნის პარებით დატვირთული ბიჭებიც.
- ჰოდა, იქნებ შენმა დაქალმაც გაიგოს... - არ ნებდებოდა ბიჭი, თან გოგას ამოლაგებულ ცელოფნის პარკებს ეზიდებოდა ეზოდან სამზარეულოში.
- არც დანარჩენებს გაწყენთ მოსმენა... - აჰყვნენ გოგა და ოთოც.
- თქვე გაჭირვებულებო, ჭამა მაინც მოგესწროთ და მერე დაგეწყოთ ღლაბუცი...
- ეჰ, ბიჭებო არ აგვცდება ამაღამ მარილ კვერების ჭამა!... - თვალი ჩაუკრა ნიკამ დანარჩენებს.
- მზარეულობა ამათმა არ იციან და ჩვენ მაინც დაგვაბრალონ... - ისევ როხროხებდა ოთო.
- რაო, რაო... რა არ ვიცითო? - თვალები დააბრიალა თამარმა. - მართლა ღირსი ხარ მშიერი დაგტოვოთ...
- აი, აკას გავასინჯებთ და ის შეგვაფასებს...- უცებ ნახა გამოსავალი თათიამ.
- ნუ გეშინია, არც შენი ძმაკაცია ნაკლები ღუნდულა... - მსუბუქად წაკბინა თეკლემ.
- წავიდეთ ბიჭებო, ცოტა ხნით მარტონი დავტოვოთ.. ცოტას გაგვჭორავენ და გადაუვლით სიბრაზე.. -ისევ გოგოების რისხვა, რომ არ დაემსახურებინა ჩუმად გადაულაპარაკა გოგამ ბიჭებს, - ჩვენ ბუხრისთვის შეშას მოვამზადებთ და მალე მოვალთ.. - მისაღებიდან შესძახა მათ.
- აკა დატოვეთ. თეკლეს მანქანიდან ბარგს აგვატანინებს მაღლა.. - ხმამაღლა გამოსძახა თათიამ.
- რა ვქნათ ძმაო. შენი საშველი არაა.. - მხარზე ხელი დაუტყაპუნეს ბიჭებმა და როხროხით გავიდნენ.
გაოცებული ათვალიერებდა აკა სახლს. პირველი სართული კომფორტულად იყო მოწყობილი დიდი მისაღები ოთახი მთლიანად ხეში იყო გაწყობილი, კუთხეში წითელ აგურში ნაშენები ბუხარი, რომელსაც სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პატარა ფიგურები ამშვენებდა. წინ დაყრილი რამდენიმე პუფი. ოთახის შუაში დიდი მასიური მაგიდა იდგა გარშემო შემოწყობილი სკამებით. ბუხრის თავზე პლაზმური ტელევიზორი იწონებდა თავს. მისაღებს სამზარეულოსთან პატარა ხის ბარი ყოფდა. ბარს იქით ძველებური, კაკლის ხისგან გაკეთებული ბუფეტი იდგა.
- აბა, რას გვეტყვი? - გვერდით ამოუდგა თეკლე - მოგწონს? - თვალები აღტაცებით უციმციმებდა მას. - ეს სახლი პაპაჩემის აშენებულია, ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა...
- მაგარია, თუმცა მე შენ უფრო მომწონხარ. - ხელი წელზე მოჰხვია და მისკენ ძლიერად მიიზიდა. -მომენატრე... - ჩუმად უთხრა სახე აწითლებულ თეკლეს.
- წამოდი ბარგი ამომალაგებინე და პატარა ექსკურიას ჩაგიტარებ სახლში... - ყურთან ვნებიანად უჩურჩულა ქალმა. ჟრუანტელმა დაუარა. ერთი სული ჰქონდა მის ტუჩებს დასწვდომოდა, მაგრამ გოგონა ხელიდან სწრაფად გაუსხლტა და ეზოში გავარდა.
- ჩემი აქ დარჩენა შენი იდეა იყო?! - ჩანთებაკიდებულმა ჰკითხა აკამ.
- არა, თათიას მოაფიქრდა. ხედავს ბიჭებთან რაღაც-რაღაცეებს რომ ერიდები და... აქეთ წამოდი -მეორე სართულის კიბეებისკენ მიუთითა გოგომ და წინ გაუძღვა.
- ეგ ორი დიდი ჩანთა აქ შემოიტანე!. - ერთ -ერთ საძინებელზე ანიშნა - ეს ჩვენი ოთახია... - ხაზგასმით აღნიშნა მან და შეატარა კომფორტულად მოწყობილ საძინებელში ბიჭი - თქვენი ოთახი მოპირდაპირე მხარესაა, დანარჩენი ჩანთები - იქ.
- თქვენის აზრით, მაინც რას ვერიდები?! - ეშმაკურად ჩაეკითხა მის უკან მდგომ თეკლეს და თვალებში ჩააცქერდა.
- არ ვიცი... - სახე აუწითლდა თეკლეს და მზერა მოარიდა.
- გინდა გაჩვენო?! - პასუხს არ დაელოდა, ისე ჩაიხუტა. მისი სახე ხელებში მოიქცია. იგრძნო როგორ დაუარა ჟრუატელმა. ფრთხილად შეეხო სასურველ ტუჩებს და მის რეაქციას დაელოდა.
ალმურმა აჰკრა სახეზე თეკლეს. დაიძაბა, გასაქცევადაც აფართხალდა. შეშინებულმა ახედა ვაჟს. მისი ვნება ჩამდგარი თვალების დანახვაზე კმაყოფილს გაეღიმა აკას და უფრო მეტი ჟინით დააცხრა ტუჩებზე. აღარ უძალიანდებოდა, კოცნაზეც კი უპასუხა. აშკარად გამოცდილება აკლდა, მაგრამ ისეთი გემრიელი იყო. ისეთი ვნებიანი გასაშვებად არ ემეტებოდა ბიჭს, იგრძნო მისი აჩქარებული გულისცემა, კოცნა შეწყვიტა და ცისფერ თვალებს ჩააშტერდა - ამას სხვისი თანდასწრებით ნამდვილად ვერ ვიზავდი... აშკარად მადლობა უნდა ვუთხრა თათიას.. - ღიმილი გაეპარა ხმაში. ისევ გაწითლდა თეკლე, თავშესაფარი ისევ მის მკერდში ნახა. - მიყვარხარ... - ჩუმად უჩურჩულა ვაჟმა და ყურთან აკოცა.
არაფერი უთხრა ქალმა ან უნდოდა კი პასუხი?! მისი აჩქარებული გულისცემა ხომ ისედაც იმაზე მეტს ეუბნებოდა აკას ვიდრე სურდა.
- ოდესმე მეტყვი რატომ შეგიყვარდი? - ჩუმად ჰკითხა ქალმა.
- ალბათ... შენ მეტყვი?! - კითხვა შეუბრუნა ბიჭმა.
- ალბათ... - ისევ გაწითლდა ის.
გაიგონეს პირველ სართულზე როგორ შემოვიდნენ ბიჭები როხროხით.
- მაგარი ამინდია გოგოებო, სახლში რას აკეთებთ, გამოდით... - გარეთ უხმობდენ მათ.
ისე სწრაფად მოშორდა ქალი აკას, თითქოს იქ იყვნენ და ხედავდნენ.
- როგორც ვხედავ მათი გვერდზე ყოფნით შენ უფრო იძაბები და იზღუდები...- სიცილით აღნიშნა ბიჭმა და იქვე მდგომ ლოგინზე ჩამოჯდა.
- ალბათ... - ოთახში არსებული ერთად - ერთი ფანჯრიდან იყურებოდა თეკლე -უბრალოდ ვერ აგიხსნი.. ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება... ბავშვობიდან ერთად ვართ, მეც მათ მსგავსად ბიჭივით ვიქცეოდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, პატარა ავარა ბავშვი ვიყავი, უკან დახევა არ მიყვარდა, ბიჭებიც ხელის გულზე მატარებდნენ... მიუხედავად იმისა, რომ შენი საწინააღდეგო არაფერი აქვთ, პირიქით ძმასავით მიგიღეს, მაინც ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით მამაკაცი ეხამუშებათ, თითქოს მაკვირდებიან, ცოტა ვიძაბები, მათი მერიდება. ალბათ ეს ჩემი კომპლექსია, მრცხვენია...
- მათი მხრიდან ასეთი რამ არ შემინიშნავს. პირიქით თითქოს ხელსაც კი გვიწყობენ. -
გოგონას მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა, დაინახა წყვილები როგორ გალაგდნენ სახლიდან ეზოში. ნოემბრის ამ დღეს მზე სასიამოვნოდ ათბობდა და ისინიც ერთმანეთს ჩახუტებულნი ნელი ნაბიჯით სეირნობდნენ. - რატომღაც მგონია, რომ შენ უფრო მძაფრად აღიქვამ ამ ყველაფერს. - დუმილი დაარღვია აკამ.
- შეიძლება. უბრალოდ არ ვარ მიჩვეული შეყვარებულის ყოლას. არ იფიქრო თითქოს არავის მოვწონდი, ბრმა არ ვარ. ვხედავ როგორ მიყურებენ უცნობი მამაკაცები, მაგრამ ახლოს მოსვლის საშუალებას არავის ვაძლევდი... მე ის ვარ რაც ვარ. ვერ ვთამაშობ...- თავი დახარა თეკლემ დამნაშავე ბავშვივით.
ნიკაპი მაღლა ააწევინა ვაჟმა. მის ცისფერ, ცრემლებით სავსე თვალებში ჩახედა.
- მე სწორედ ასეთი მიყვარხარ. ჩემთვის ყველაზე თბილი ხარ, ყველაზე სასურველი... - ვაჟის სიტყვებზე ისევ გაწითლდა ქალი - ასეთი ვნებიანი და გემრიელი... - ტუჩებზე ისევ ფრთხილად შეეხო. ამჯერად ყელზე ჩამოეკიდა თეკლე. ეკვროდა მკერდზე და ისე კოცნიდა ბიჭს. გრძნობდა ქალისგან დაუოკებელ ვნებას, ჟინს, ორივე ხელით ძლიერად იკრავდა გულში - ცოტა არ იყოს ზედმეტად ნიჭიერი მოსწავლეც კი ხარ!... - სიცილით აღნიშა აკამ. მისმა სიტყვებმა თითქოს გონს მოიყვანა ქალი. ისევ აჭარხლდა, მისი ხელებიდან თავის დახსნა სცადა. თუმცა ბიჭმა არ გაუშვა.
- გახსოვდეს, რომ მიყვარხარ... შენზე ვგიჟდები, ვერც კი წამოიდგენ ეს ყველაფერი რას ნიშნავს ჩემთვის. შენი გრძნობების არ უნდა გეშინოდეს, გთხოვ...
- შენთან როცა ვარ თავს ვერ ვაკონტროლებ, სულ მინდა გეხუტებოდე, ჩემთან გგრძნობდე. მხოლოდ შენზე ვფიქრობ, უკვე არანორმალური მგონია თავი. - ტკივილით უთხრა ქალმა.
- ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ გულიც გამისკდებოდა... - ღიმილი გაეპარა აკას - შენს გაშვებას არც ვაპირებ. მინდა გიყვარდე, გენატრებოდე, ჩემს დანახვაზე ისევე თრთოდე და ვნებით კანკალებდე როგორც მე, ჩემთან იყო და ჩემი სურვილით იწვოდე, თუ გინდა ეგოისტად ჩამთვალე, მაგრამ მინდა ასე იყოს....
- თავგზა ამირიე. გამაგიჟე და გამაბრუე. - კისერზე ჩამოეკიდა ქალი.
- იცოდე, ასე თუ გააგრძლებ, ვეღარც შეგელევი და აქედან პირდაპირ ჩემთან წაგიყვან... - იცინოდა ბიჭი.
ახალგაზრდები ხმაურით შემოლაგდნენ სახლში.
- შენთან წაყვანისა რა გითხრა და წამოდი დაბლა მყოფებს შევუერთდეთ, თორემ გული მიგრძობს, ჩემს ძმას წამზომი აქვს ჩართული... - სიცილით გავიდა ოთახიდან თეკლე.
- რაღაც ძალიან გაგიტკბათ მაღლა ყოფნა!... - თითქოს ხუმრობით, მაგრამ აშკარად უკმაყოფილო სახით შეუღრინა გოგამ წყვილს.
- რაო ძამიკო, აკი პირველი ღამის შიშის სინდრომი გაქვთო?! - ირონიულად გაკენწლა დამ, დაეჭყანა და სამზარეულოში მოფუსფუსე გოგონებთან შევიდა.

მეთხუთმეტე თავი
არის შეგრძნება, როცა ფიქრობ რომ ამაზე მეტი ბედნიერება აღარ არსებობს. ყველაფერი გაქვს რასაც ინატრებდი. გული მღერის მის დანახვაზე, თრთის, სუნთქვა გეკეტება და გინდა ხმამაღლა იყვირო, რომ გიყვარს.
წყნეთში ბუხართან პუფებზე ნახევრად მიწოლილი, პლედებში კომფორტულად გახვეული ოთხი წყვილიდან რომელიმესთვის რომ გეკითხათ, ნებისმიერი იტყოდა, რომ ყველაზე მეტად მას უყვარდა. მხოლოდ მან იცოდა ჭეშმარიტი გრძნობის არსი. მხოლოდ მისი მეწყვილე იყო, ის ერთად - ერთი და გამორჩეული, რომელიც სხვამ ვერ შეამჩნია, რომელიც მისთვის იყო შექმნილი. იქნებ ასეც იყო, ალბათ მართლნიც იყვნენ. იმ დღის ემოციებით დაღლილნი შავ ღვინოს ნელ-ნელა წრუპავდნენ, სიჩუმითა და ერთმანეთით ტკბებოდნენ. თვალები ეხუჭებოდათ დაღლილობით, თუ სიყვარულით მთვრალებს, მაგრამ ადგომას და დასაძინებლად წასვლას ვერც ერთი ბედავდა.
თითქოს თითოეულ ერთად გატარებულ წამს ითვლიდნენ, ღრმად იბეჭდავდნენ გონებაში. მაშინ ალბათ ვერც ერთი ვერ იფიქრებდა, რომ ეს თითქოსდა არაფრით გამორჩეული დღე, მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდებოდა.
თეკლეს მისი უბის წიგნაკი ეჭირა ხელში და ჩანახატს წერდა. ცნობისმოყვარედ უმზერდა აკა. ერთი სული ჰქონდა წაეკითხა, მისი მზერა არ გამოეპარა თათიას:
- იცოდე, ექსკლუზივი პირველად ხილვაზე მე მაქვს აღებული... - მუქარით გახედა ძმაკაცს.
- როგორც შეყვარებულს პრივილეგიები არ მაქვს?! - თვალები მოჭუტა ბიჭმა.
- არ ვიცი მე დაქალი და შეყვარებული, ჯერ მე ვიყავი... - თავი წამოყო გოგამ.
- გული რომ არ დაგწყდეთ რომელიმეს, ვერც ერთი ვერ წაიკითხავთ... - ეშმაკურად გაიღიმა თეკლემ.
- არც კი გაბედო... ისეთი გატაცებით წერდი, მოვკვდით ცნობისმოყვარეობით... - თავი წამოყო ოთოს ჩახუტებულმა თამარმა.
- აქამდე შენს ცხოვრებაში არავინ იყო და ისეთ სიტყვებს წერდი. საინტერესოა შეყვარებული თეკლეს ფიქრები... - მუდარით შეხედა ლიკამ.
- ასე ნუ მელაპარაკებით, თორემ თავი მართლა მწერალი მეგონება. - გაწითლდა თეკლე - მე წავიკითხავ. ვნახოთ რა გამოვიდა. - ჭიქა წითელი ღვინით შეავსო და ათრთოლებული ხმით დაიწყო კითხვა:
„სიკვდილის შავი აჩრდილი მიახლოვდებოდა, სახეზე სატანური ღიმილი გამოსახოდა. მეშინოდა მისი? არა, არ მეშინოდა. ო, როგორი იმედგაცრუება ელოდა. ჩემი სიკვდილით ხომ არავის დასწვეტდა გულს. არავინ არ მოვიდოდა მოწყენილი ჩემს საფლავზე და არ მომიტანდა შავ ვარდებს...ირონიული ღიმილი მესახებოდა სახეზე, ერთი წუთით ისე მომეჩვენა, თითქოს სიკვდილი შეკრთა, მაგრამ, არა... იხტიბარს მაინც არ იტეხდა. ხელები გამოიწვდინა ჩემსკენ, უხილავი თითები მოიწევდნენ წინ. მე კი უკან დახევა მსურდა, მაგრამ უკან კედელი იყო. კედელი, რომელიც მაკავებდა, სიცოცხლისაკენ გზას მიღობავდა.
ვისთვის უნდა დაეწყვიტა გული ჩემი სიკვდილით? მისთვის მე ერთი უთვისტომო, მიუსაფარი არსება ვიყავი. ნუთუ ერთი ადამიანი მაინც არ გამოჩნდებოდა, ვისაც დავენანებოდი და ობოლი ცრემლი ჩამოვარდებოდა ჩემს გამო? ერთხელ მაინც იტყოდა ჩემს შესანდობარს? უნებურად საკუთარი თავი შემეცოდა, ცრემლები წამომცვივდა და საბანში ჩავიმალე. თითქოს იქ მსურდა დავმალვოდი მას, მაგრამ არა.....
კარებმა გაიჭრიალა და ოთახში შემოვიდა ვიღაც მაღალი, ლამაზი ბიჭი. ხელში შავი ვარდები ეჭირა. ჩემს გაციებულ ცხედარს დაემხო და აქვითინდა.
მისი ცრემლების შეხებისთანავე ვიგრძენი როგორ გამითბა ძარღვები, გაჩერებულმა გულმა თითქოს დაიკვნესა, ნელ-ნელა ფეთქვა დაიწყო. ლოყები ამიწითლდა. ცრემლები მომაწვა. თითქოს მძიმე ლოდი მომხსნეს.
სიკვდილს შევხედე, შეცბუნებული უმზერდა ბიჭს. გაოცებული ისმენდა ჩემს გახშირებულ, აჩქარებულ გულისცემას. ბიჭის თვალებში ტკივილი და იმხელა გრძნობა ჩანდა, რომ მეც კი გამიკვირდა... სიკვდილმა ოდნავ ირონიულად გაიღიმა, თვალებში ჩამხედა, ზურგი შემაქცია და წავიდა“.. - თეკლემ კითხვა დაასრულა.
მეგობრებს გახედა, ცრემლებ ჩამდგარი თვალებით უმზერდნენ. - მე სიყვარულის, უკვდავების სადღეგრძელო უნდა შემოგთავაზოთ. - აკას გახედა მან - გრძნობა, ცხოვრება და შენით სუნთქვა მასწავლე.
- მიყვარხარ!.. - ხმა უკანკალებდა ვაჟს. უკვე აღარ ანაღვლებდა გარშემო მყოფები, გულში ძლიერად იკრავდა ქალს.
- დედას გეფიცებით, გიჟია ეს გოგო, ცოტაც და მართლა დავიჯერებდი სიკვდილის იქ ყოფნას, კინაღამ ავბღავლდი ამხელა კაცი!. - ემოცია ვერ დამალა ნიკამ.
- საქართველომ უდაოდ დიდი თამადა დაკარგა თეკლეს სახით. - ხუმრობდა ოთო - აბა, ავიტაცოთ მისი სადღერძელო, სიყვარულს გაუმარჯოს, ჩვენ გაგვიმარჯოს იმის გამო რომ სიყვარული შეგვიძლია.. - პათეტიკურად გამოაცხადა მან.
- გაგვიმარჯოს... - ხმაურით აჰყვნენ მეგობრებიც.
თეკლემ თითქოს სტიმული მისცაო, ფეხზე წამოდგა გოგა, თათიასთან მუხლებზე დაიჩოქა და მთელი გრძნობით წარმოთქვა:
- შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი-
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...

რა ჯობს-სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს- მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე.

და ცა!- ღმერთების ცისფერი ჰოლი-
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით-
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!

უხერხულია-შენ გერქვას ცოლი,
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...
გოგამ თითები საფეთქელთან ისე მიიტანა, თითქოს ხელში დამბაჩა ეჭირა და სასხლეტს გამოჰკრა. შეიძლება ითქვას, თათია დადნა, ბედნიერი ჩაეხუტა ვაჟს.
- ამ ნაგლ და-ძმას უყურე რა... სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქროთ, თორემ დავკარგეთ შეყვარებულები! - სიცილით ერთმანეთს გადახედეს ოთომ და ნიკამ.
ღვინით სავსე ფიალა ხელში აიტაცა ნიკამ და გამოთქმით დაიწყო:
- ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები…
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..“ - დაასრულა ლექსის თქმა და გადაჰკრა ფიალით ღვინო.
- არ ვიცოდი ასე მაგრად თუ კითხულობდი, ამიერიდან რამდენჯერაც გამაბრაზებ, მხოლოდ პოეზიის საღამო თუ გიშველის... - ჩუმად უჩურჩულა ლიკამ.
- ასე მარტივად თუ გამოვალ, მაგას რა სჯობს.. - ეცინებოდა ვაჟს.
- ისე, აკვირდებით თვენი ნათქვამი ლექსები გათხოვილ ქალებს რომ ეძღვნებათ? - თვალები ეშმაკურად უცინოდა ოთოს - თან ყველგან ქმრებს ემუქრებით.
- უკეთესი შენ თქვი მაშინ... - სიცილით გამოუცხადა თამარმა.
თითქოს ამას ელოდაო, იქვე მდგომ სკამზე შეხტა, ხელები ისე გაშალა თითქოს მიფრინავდა:
- ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით
გამახსენდება თმები შოლტები.
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.

ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
ასფურცელას და ოქროსთმებიანს,
ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები
და შენზე დარდში დამთენებია.

მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.
მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ.
ბოლო წინადადებაზე სკამიდან ჩამოხტა, საყვარელი ქალი ხელში აიტაცა და რამდენიმეჯერ დაატრიალა.
- ჩემი გიჟი ბიჭი!- ხმამაღლა კისკისებდა თამარი.
- აბა, ახლა აკას ჯერია, გისმენთ სიძევ ბატონო... - სიცილით გასძახა გოგამ. - არ გაჯობოს თეკლემ, თორემ მოგეჭრა თავი..
უხერხულად შეიშმუშნა ვაჟი, - რა ვიცი, დიდად ლექსების კითხვა ნამდვილად არ მეხერხება, თუმცა გალაქტიონის ერთი ლექსი გამახსენდა.
თეკლეს უმზერდა ცისფერ თვალებში და მთელი გრძნობით კითხულობდა:
- შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში...
და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.

და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის
ასე სასტიკად გექცევა ბედი,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,
რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.

მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,
მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ,
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.

ასე, ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის,
ასე იტანჯვის ორი არსება
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის.
ცრემლები უკიაფებდა თეკლეს თვალებში: - მიყვარხარ! - თითქმის ჩურჩულით უთხრა ვაჟს და ჩაეხუტა.
- მოკლედ გოგოებო, ეს საღამო ჩვენგან სიყვარულის ახსნას მიეძღვნა, შემდეგი შეკრებისას იცოდეთ თქვენ გვეტყვით თქვენს გრძნობებზე, და თანაც ლექსად.. - ხმამაღლა გამოაცხადა გოგამ.
- ოცნებას კაცი არ მოუკლავს... - ეცინებოდა თათიას.
- ნუ ხარ გოგო ბოროტი. - თვალი ჩაუკრა ოთომ თათიას - თეკლეს მაინც მიბაძეთ... რა იქნება, ცოტა ჩვენც რომ მოგვეფეროთ... - თავი მოისაწყლა და საცოდავი თვალებით გახედა თამარს.
- თუ არ მოგწონს ჩვენი მოფერება, უფრო თბილებიც არსებობენ და იმათ მიაკითხეთ... - კაპასა, ნაწყენი ხმით უპასუხა ქალმა.
- ეჰ, ვატყობ ჩვენ ეს რომანტიული საღამო, ბოლოს კამათში გადაგვეზრდება. - ამოიოხრა ნიკამ. - სჯობს დავიძინოთ. ხვალ ისედაც დილით ვართ ასადგომი...- ხელი გაუწოდა პუფში ნახევრად მძინარე მაიკოს წამოსაყენებლად.
სიცილ- სიცილით, ერთმანეთს ჩახუტებულები ავიდნენ წყვილები დასაძინებლად. რამდენიმე წუთით კარებში გაიჩხირნენ ვიდრე ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ და როგორც იქნა შელაგდნენ ოთახებში.

მეთექვსმეტე თავი
სასიამოვო ემოციებით დატვირთულნი თბილისში მეორე დღეს დაბრუნდნენ. გოგონები ისევ სწავლას აგრძელებდნენ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან გამოცდებიც ეწყებოდათ, ნიკამ ერთხელ კიდევ შეახსენა პირობა ლიკას, ცხრამეტი წლის იუბილეზე ხომ ნამდვილად ვქორწინდებითო და როგორც კი ისევ თანხმობა მიიღო, ახალი საზრუნავიც გაუჩდა.
ვაჟი ერთ ჩვეულებრივ, საშუალო შესაძლებლობის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ერთი, მასზე ორი წლით ოფროსი ძმა სახელად ვასიკო და ხუთი წლით პატარა და, ნაბოლარა ია. მშობლები? დედა მაღალი, ლამაზი, შავგვრემანი ქალი იყო. ხევსურეთის ველურ ბუნებაში გაზრდილი, ამაყი და თავნება მანანა თექვსმეტი წლის ასაკში შეუყვარდა ხევსურეთში მეგობართან სტუმრად ჩასულ თვრამეტი წლის, დედის ერთა მამუკას.
ბევრი არც უფიქრია, არ ეხერხებოდა ზედმეტად გრძნობების გამოხატვა, არც იმის დრო ჰქონდა, რომ ქალიშვილისთვის თავი შეეყვარებინა, სტაცა ხელი და ერთ კვირაში მოტაცებით მოიყვანა ცოლად.
მამუკა, რომელიც ქალებში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, ამ შემთხვევაშიც საკუთარ ძალებში იყო დარწმუნებული, გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალს თავს ქორწინების შემდეგ შეაყვარებდა. პრინციპში ნამდვილაც ცდილობდა, ანებივრებდა მეუღლეს. სამწუხაროდ იმედები გაუცრუვდა. ძნელი აღმოჩნდა, ამაყი და ცივი მანანას გულის მოგება. არ აპატია ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სამი შვილი გაუჩინა, ვერ იქნა და ვერ შეიყვარა ქმარი. მოვალეობის მოხდის გამო წვებოდა კაცთან. თვალებს ხუჭავდა მისთვის სახეში რომ არ შეეხედა. ტუჩებს სიმწრით იკვნეტდა, მასთან ცხოვრების შემდეგ საგულდაგულოდ იბანდა სხეულს, თითქოს სურდა მისი კვალი მოეშორებინა. შვილების მიმართ დამოკიდებულებაც კი სხვადასხვა გვარი ჰქონდა. ბიჭები ფიზიკურად ძალიან ჰგავდნენ მამას, ქალმა თითქოს დაბადებიდანვე შეიძულა ბავშვები. ცივად ექცეოდა შვილებს. ყოველი ჩხუბისა თუ დასჯის დროს აძახებდა:
- მამის ჯიშისები ხართ, თქვენგან კარგს რას უნდა ველოდოო...
ია? ლამაზი იყო, დიდი ზღვისფერი თვალებით, შავი ხუჭუჭა თმით. საკუთარ ბავშვობას აგონებდა მანანას. ანებივრებდა ქალიშვილს. თითქოს მალამოდ ედებოდა მის მოუშუშებელ იარებს მისი ერთი გაღიმებაც კი.
დაზე ბიჭებსაც აბოდებდათ. იას დაბადებამ აშკარად შეცვალა დედა. ღიმილი დაუბრუნა სახეზე. თითქოს ბიჭების მიმართაც უფრო დათბა.
თუმცა მისი დამოკიდებულება მეუღლესთან უცვლელი დარჩა. აშკარად უფრო და უფრო შორდებოდა კაცს. ამდემა სიცივემ ალბათ შესაბამისი შედეგიც გამოიღო. მამუკამ სმა დაიწყო. ხშირად სახლში აღარც მოდიოდა. სად ათენებდა და სად აღამებდა კაცმა არ იცოდა. გვიან, ხშირად გამთენიისას მიდიოდა ოჯახში. ქმრის დანახვაზე გაავებული წამოენთებოდა მანანა და იწყებოდა დაუსრულებელი წყევლა-კრულვისა და გინების კორიანტელი. დედ-მამა ბავშვებისთვის მუდმივ დებოშსა და ჩხუბთან ასოცირდებოდნენ.
ასე გრძელდებოდა წლობით, ალბათ ათ წლამდე იქნებოდა ნიკა, როცა ერთ საღამოს მამასთან ერთად უცნობი სიმპატიური მამაკაცი მოვიდა. ოჯახს საქმიან პარტნიორად გაეცნო. მამუკამ გამოაცხადა, რომ ორი კვირით სტუმარი მათთან დარჩებოდა.
არასოდეს დაავიწყდება ეს ავბედითი დღე ნიკას. დედა ისეთი ხალისიანი, ისეთი ლამაზი იყო. მუდამ ფორმაში, თვალები უცნარად უციმციმებდა. სულ იცინოდა. ბავშვებმა მაშინ გაიგეს, რომ ქალს ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერაც კი შესძლებია.
სახლში სუფრა იშლებოდა, პატარები დასაძინებლად მიდიოდნე, დედ-მამა კი სტუმართან ერთად გვიანობამდე ერთობოდნენ. ერთ - ერთ ასეთ ღამეს ვასიკოს ხმამ ამოაღვიძა ნიკა.
- წყალი მინდა. გეხვეწები, იქნებ გამომყვე რა... - სთხოვა უფროსმა ძმამ.
ისინი ისანში, კერძო ბინაში ცხოვრობდნენ. სამზარეულო და სველი წერტილები ეზოში იყო განთავსებული და ვასიკოს ღამით მარტო გასვლა ეშინოდა.
ნახევრად მძინარე წამოდგა ნიკა. შიშველი ფეხები გაუყარა ჩუსტებში და ფეხების ფრატუნით მიჰყვა ვასიკოს. ეზოში გასასვლელად მისაღები ოთახი უნდა გაევლოთ ბავშვებს, თუმცა გაოცებულნი შედგნენ და ნაბიჯი ვეღარ გადადგეს.
- შენთვის ამის დანახვა არ შეიძლება!... - ხმამაღლა დაუყვირა და მყისვე ხელები მიაფარა უფროსმა ძმამ თვალებზე. თუმცა ის სცენა მაინც კარგად აღიქვა ათი წლის ბიჭის გონებამ. მთვრალ მამას იქვე ეძინა სავარძელზე, დედა კი სტუმარს ეჯდა კალთაში. ჟინიანად უკოცნიდა მამაკაცი გაღეღილ, შიშველ მკერდს. სახე არეოდა ქალს, თმები გასწეწოდა, ვნებისგან თვალები შლეგიანივით უციმციმებდა, ყელზე, სახეზე გიჟივით კოცნიდა.
მამის მაგივრად მათ ეტკინათ, შეურაცყოფისა და დამცირებისგან ცრემლებმა მისით გაიკვლიეს გზა, ბოღმა და ტკივილი ერთად აღრჩობდა პატარა ბიჭებს.
როდის - როდის ისევ სტუმარმა შენიშნა კარებში გახევებული, მტრულად მომზირალი ბავშვები. უხერხულად შეიშმუშნა. ალერსი შეწყვიტა. დედა ურცხვად უმზერდა, წარბი არ შეუხრია, ირონიულად ისე გამოუცხადა:
- რას იზავთ, მამათქვენი კაცად არ ვარგა, მე კი - ქალი ვარ, ლამაზი ქალი... - ნიკას ალბათ დიდად არც აღიქვამდა, ვასიკოს უმზერდა ცივი თვალებით.
- ქალი კი არა, კახპა ხარ... - თორმეტი წლის ბავშვისთვის ზედმეტად სერიოზულად გამოუცხადა შვილმა. - წაეთრიე ამ სახლიდან. აღარასოდეს დაბრუნდე, გესმის დედა?!
- შენი თქმა არც მჭირდება, გველის წიწილო... - ზიზღით უთხრა ქალმა - ამ გველების ბუდეში დარჩენას არც ვაპირებ, ხვალვე წავალ....
დღემდე სტკიოდა ნიკას, ცრემლები აწვებოდა და ისევ ისე პატარა ბიჭივით შეეძლო ექვითინა, როცა ახსენდებოდა, მათი თანდასწრებით როგორ გამოუცხადა დედამ საგანგებოდ დაბარებულ დედამთილს, რომ ვერ შეეგუა მამუკას, არ უყვარდა, ეზიზღებოდა ეს კაცი. მან ცხოვრების აზრი იპოვა, მისი დიდი სიყვარული და მასთან აპირებდა გადასვლას.
გაფითრებული ისმენდა ანიკო ბებია რძლის სიტყვებს. ხელები უკანკალებდა. ცრემლებს ვერ იკავებდა.
- ოჯახს ნუ დამინგრევ მანანა, შვილს ნუ დამიღუპავ. უყვარხარ, შენზე გიჟდება, სამი შვილი გყავთ... - ყველა შესაძლო არგუმენტს იშველიებდა ქალი - გპირდები, დავივიწყებ ამ სიტყვებს, ჩემს შვილს არ გავაგებინებ, გულში ღრმად დავიმარხავ... ჩემს ხელში გაიზარდე, თექვსმეტი წლის გოგო შემოხვედი... შენი ტკივილი დედასავით მესმოდა. გთხოვ, კარგად დაფიქრდი...
- არ შემიძლია... ვერ შევიყვარე... ამ ფარსს ვერ გავაგრძელებ... - მკაცრი ხმით გამოაცხადა მანანამ.
- შვილებს რა პასუხს გასცემ? გაგიჭირდება სამი ბავშვის მოვლა...
- და ვინ გითხრათ, რომ სამივე მიმყავს? - ცივად ახარხარდა ქალი - ბიჭები მამუკასთან დარჩებიან, მე მხოლოდ იაკო უნდა წავიყვანო, მას ვერ დავტოვებ...
- ისინიც შენი შვილები არიან, ბავშვებს თმობ?! - გაოცებისგან თვალები გაუდიდდა ბებიას. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მანანამ.
- მამუკამ გაიძულა?!
- არა... მე შვილებზე უარს არ ვამბობ, ოდესმე, თუ ენდომებათ, აუცილებლად მომძებნიან, მაგრამ მათ ვერ ვუპატრონებ... ბიჭები არიან, თან მამუკას ძალიან ჰგვანან... - როგორც იქნა აღიარა შვილების დატოვების რეალური მიზეზი.
თავი შესძულდათ ბიჭებს, მათ მომავალზე ისე სუბრობდა დედა თითქოს სათამაშოები იყვნენ. უსულო საგნები.
- წადი დედა და ჩვენი სახელი აღარასოდეს ახსენო!... - ზიზღით გამოუცხადა უფროსმა ვაჟმა და ატირებული ნიკა გულში ძლიერად ჩაიკრა. მათმა შემხედვარემ ცრემლები ვეღარ შეიკავა ანიკომ და გულ ამოსკვნილი ატირდა.

უცნაური რეაქცია ჰქონდა მამუკას მეუღლის ღალატზე. თითქოს არ გაჰკვირვებია ქალის საქციელი. ხმა არც კი ამოუღია, არ გაუპროტესტებია. სასმელს უფრო მეტად მიეძალა. თუმცა ხშირად უნახავს ნიკას მამის ხელში მანანას ფოტო, ტკივილითა და ცრემლიანი თვალებით დასცქეროდა კაცი საყვარელ ქალს და ვინ იცის მერამდენედ უხდიდა ბოდიშს საბედისწერო შეცდომისთვის, როლითაც საკუთარი ცხოვრებაც დაინგრია და ისიც გაამწარა.

წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო მანანა, ყოველ შემთხვევაში წასვლისას სწორედ ამას იქადნებოდა. თუმცა სულ რაღაც ხუთ თვეში იაკოსთან ერთად აცრემლებული მიადგა ყოფილ დედამთილს. გაოცებულები უმზერდნენ ვაჟები დედას. აშკარად ეტყობოდა ხშირი ცემის კვალი, ერთ დროს ლამაზ, შავგვრემან სახეზე ჩალურჯებული ადგილები ალაგ-ალაგ მწვანე ფერს იღებდა. ძმების დანახვაზე გოგონა გახარებული გაქანდა და ჩაეხუტა მონატრებულ ვაჟებს. თბილად იკრავდნენ და ეფერებოდნენ პატარა დაიკოს.
- რა გჭირს მანანა? ეს ვინ ჩაიდინა?! - გაფითრებული ეკითხებოდა ანიკო.
- ბედი არ მქონია, მისი ბრმად დავიჯერე, გულით შევიყვარე და აი რა მივიღე... - გულამოსკვნილი ტიროდა დედა. - სულ რაღაც ერთ თვეში მოვბეზრდი, ნახმარი ნივთივით მომისროლა... დღე და ღამე მარტო ვიყავი, სულ სადღაც დადიოდა, ვითომ მივლინებებში, ვითომ შეხვედრებზე... სახლში ქალებიც კი მოიყვანა, თვალი დავხუჭე, თითქოს ვერ შევამჩიე, თითქოს დავიჯერე, რომ მხოლოდ მისი მეგობრები იყვნენ. თითქოს ვერ ვამჩნევდი, როგორ აშიშვლებდა თვალებით, ყურებზე ხელს ვიფარებდი, რომ არ გამეგო მეორე ოთახიდან გამოსული მათი ვნებისაგან ამოხეთქილი კვნესა. ვითმენდი, თავს ვიბრმავებდი, არ მინდოდა უკან დაბრუნება. ასე არავის დავუმცირებივარ, გამანადგურა, მიწასთან გამასწორა. ალბათ, ღირსი ვიყავი, თუმცა რატომ? მე ხომ უბრალოდ სიყვარულს ვეძებდი? სხვა ხომ არაფერი მსურდა? რამდენიმე დღის წინ უცნობი ქალი მომივარდა სახლში. გათახსირებული და უსინდისო ადამიანი მეძახა. თურმე მისი ოფიციალური ცოლი ყოფილა. - ირონიულად გაიღიმა მანანამ - ამას როგორ წარმოვიდგენდი, მე სულელმა კი თითქმის დავიჯერე, რომ ვუყვარდი და ცოლად მომიყვანდა. ყველაფრის ახსნა მოვთხოვე და აი, შედეგად რა მივიღე. მცემა, ისე გამეტებით და ზიზღით მირტყავდა, რომ... - ცრემლები ვეღარ შეიკავა ქალმა - ბოლოს გავითიშე, მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ჩემი ცემა, ალბათ შეშინდა...
- ჩემო საყვარელო, ჩემო მშვენიერო... - გულში პატარა ბავშვივით იკრავდა ანიკო და მისი დამჭკნარი ხელებით ეფერებოდა ყოფილ რძალს. - ჩუ, ნუ სტირი... ჩუ... არ გინდა...
- მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს, ახლა სადაა?! - კბილებში მუქარით გამოსცრა ვასიკომ.
გაოცებული უმზერდა მანანა აშკარად ნაადრევად გაზრდილ ვაჟს. ესიამოვნა, ცრემლები მოაწვა მის სიტყვებზე. ხელის კაკალით მიიხუტა შვილი.
- მაპატიე, შენს სულელ დედას... - თავზე კოცნიდა ვასიკოს.
ძნელი იყო ანიკოსთვის რძლის პატიება, მისი შვილის შელახული თავმოყვარეობა არ ასვენებდა ქალს, გადაირია მამუკა, როცა შეიტყო მანანას დაბრუნების შესახებ.
- ამ სახლში ერთ დღესაც არ გაატარებს, თუ არა და მე წავალ სამუდამოდო. - ხმამაღლა, დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა მამა.
მუხლებზე დაჩოქილი ემუდარებოდა ცოლი პატიებას, უკან მიღებას. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა კაცმა. ახლოს აღარ გაიკარა მანანა. არ აპატია ღალატი. ან იყო კი ეს ღალატი? ალბათ ხვდებოდა მამუკა, რომ გულის სიღრმეში არ ნანობდა ქალი საქციელს. უბრალოდ ახალი პარტნიორი გამოდგა უვარგისი და ორ უკიდურესობას შორის შედარებით ნორმალურს ირჩევდა. ისევ შეჩვეული ჭირი ერჩია ახალს. იცოდა, შვილების დედას სახლიდან ვერ გააგდებდა, თუმცა ვერც ცოლად მიიღებდა. თავი სძულდა, ხედავდა როგორ ტკიოდა ქალს და მისი ტკივილი ორმაგად აწუხებდა. გრძნობებს ვერ ერეოდა. ცოტაც და ალბათ აპატიებდა, უკან მიიღებდა, თვალს დახუჭავდა ყველაფერზე, რომ არა ნიკას სიტყვები ვასიკოს რომ ესაუბრებოდა:
- დედას არ ვუყვარვართ, მიგვატოვა. ჩვენზე არც კი ფირობდა. მხოლოდ აიაკო წაიყვანა!.
ამ სიტყვებმა ყველაფერი გადაწონა. ზუსტად გაიაზრა, რომ მათი ერთობლივი ცხოვრება საბოლოოდ დასრულდა. მანანასთან მხოლოდ საერთო სამი შვილი აკავშირებდა, ეგ იყო და ეგ. ისევ შვილების ხათრით დაიწყო ქალისთვის სასწრაფოდ საცხოვრებელი ფართის ძებნა. ერთ ოთახიანი ბინა უყიდა იქვე მეზობლად და იაკოსთან ერთად იქ დაასახლა.
ბიჭები ძირითადად სოფლიდან შვილის დასახმარებლად გადმოსულ ანიკოსთან იზრდებოდნენ. ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ ამ დაშორებით წყვილს შორის უფრო ცივილური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ყოველ შემთხვევაში ბავშვები მშობლების გაუთავებელ კამათს მაინც აღარ უმზერდნენ.
იშვიათად, როცა მამუკა შინ არ იყო, მათთან სახლში მოდიოდა მანანა და ყოფილს დედამთილს სახლის საქმეებში ეხმარებოდა. ბიჭებიც ნახულობდნენ იაკოს. გოგონაც ცოტა რომ წამოიზარდა, ხომ საერთოდ აღარ შორდებოდა ძმებს.
აღარ უფიქრია მანანას ხელახლა გათხოვება, თითქოს იმ ერთმა შეცდომამ დაღი დაასვა მის ცხოვრებას. არც მამუკას გვერდზე უნახავთ ვინმე ბიჭებს. როცა წამოიზარდნენ, მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ რამდენად ძლიერად უყვარდა კაცს ქალი. იქნებ - მანანასაც?! ამ კითხვაზე პასუხი არ იცოდნენ ბიჭებმა. დედისთვის არასოდეს უკითხავთ. თუმცა იყო ქალის თვალებში ჩაგუბებული სინანული და ტკივილი და იყო ერთად - ერთი დაწერილი, გაუგზავნელი წერილი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ შვილებმა მის საძინელში, ტუმბოს უჯრაში იპოვეს:
- „ჩემო ერთად-ერთო, ჩემო სიყვარულო... არ ვიცი ეს სიტყვები უნდა გიწოდო თუ არა, არ ვიცი, მაქვს კი უფლება ასე დაგიძახო?!... თუმცა გულში ყოველთვის ასე გეძახდი. ასე გიწოდებდი, ჩემო... სამწუხაროდ გვიან, ზედმეტად გვიან მივხვდი, როგორ ძლიერად მყვარებიხარ.
ვიცი, კარგი მეუღლე არ ვიყავი, ვერ შევძელი შენთვის მოტევება, ზედმეტად ამაყმა, ძალით ქორწინება არ გაპატიე. მინდოდა გყვარებოდი, ჩემთვის თაყვანი გეცა, გეწვალა, ჩემი სიყვარულით გტკენოდა... არ ვიცი რატომ...უბრალოდ ასე მინდოდა... მოტაცების გამო შურისძიება მსურდა, საბოლოოდ თავიც გავიმწარე და შენც გაგამწარე. ამდენ შფოთვასა და წამებაში კი შემყვარებიხარ..
და იცი როდის მივხვდი? როცა გიღალატე... როცა ჩემს შვილებში ტკივილი დავინახე. როცა ჩემს გამო პირველად შერცხვათ...
მაპატიეთ, გთხოვთ... ადამიანები ალბათ ასე ვართ, სამწუხაროდ სხვის შეცდომებზე სწავლა არ გვიყვარს, არც შეცდომის აღიარებას ვართ მიჩვეულნი. ზოგჯერ კი აღიარებაც გვიანია. მტკიოდა, თითოეული უთქვენოდ გატარებული წამი, წუთი და დღეები.
გემუდარებით, ჩემს შეცდომებზე ისწავლეთ, ერთმანეთი დააფასეთ, სიყვარული, ის ერთად-ერთი იპოვეთ და მოუფრთხილდით...
ჩემი სიამაყე და მიუხვედრელობა მაპატიე, გთხოვ ჩემო ერთადერთო, ჩემო საყვარელო, ჩემო მამუკა“...
მკერდში ათრთოლებულები იკრავდნენ დედის წერილს და სამ ხმაში მოთქვავდნენ შვილები.
შემდეგ რა იყო? წერილმა თავშესაფარი მამუკასთან ჰპოვა. ყოველ ღამე ცოლის სიტყვების კითხვაში იძინებდა კაცი და ვინ იცის მერამდენედ ნანობდა, რომ საკუთარ პატივმოყვარეობას ვერ სძლია, თავს არ მისცა მეორე შანსი.


მეჩვიდმეტე თავი
ოცი წლის იყო ნიკა როცა დედა გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ძმებს მანანასთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდათ, მაინც უზომოდ სტკიოდათ და ენატრებოდათ. არანაკლებად განიცდიდნენ დანარჩენი ოჯახის წევრებიც. მამა საერთოდ ამოვარდა კალაპოტიდან, გაუთავებლად სვამდა, აღარც სამუშაო აინტერესებდა. აღარც - შვილები. ფიზიკურადაც შეიცვალა მამუკა. სახე შეეცვალა, უცბად მოტყდა, თითქოს დაბერდა. უკვე მოხუცი ანიკო ხომ საერთოდ განადგურდა, ცრემლები არ შორდებოდა ქალს თვალზე.
თხუთმეტი წლის იაკო საცხოვრებლად მათთან გადავიდა, დიასახლისობის ფუნქციას მთლიანად მან აიღო საკუთარ თავზე. ბიჭები მუშაობდნენ, ხან - სად, ხან - სად.
საბოლოოდ ბედისწერამ მის ყოფილ კლასელთან, გოგასთან მიიყვანა, უფრო სწორედ მირიანთან. ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ბიჭებს, თუმცა ძმაკაცები ნამდვილად არ ითქმოდა. საკუთარი მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, რატომღაც ყოველთვის ერიდებოდა ხალისიანსა და ბედნიერ გოგასთან კონტაქტს. ახლა კი მისი დახმარება სჭირდებოდა.
მირიანს საკუთარი კომპანია ჰქონდა, თავიდან უცხოეთიდან მეორადი მოხმარების ავტომობილები შემოჰყავდა და ყიდდა. შემდეგ ელექტრო მობილების იმპორტზე გადავიდა, მისი ტაქსო - პარკი გახსნა, რასაც შედეგად საკუთარი სერვის-ცენტრის გახსნაც მოჰყვა, დღეს - დღეობით საკმაოდ დიდი კონცერნის ხელმძღვანელად ითვლებოდა.
ავტომობილს ბავშვობიდან კარგად მართავდა ნიკა და სწორედ ამ ტაქსო-პარკში წარადგინა ძმასთან ერთად საკუთარი რეზიუმე. რამდენიმე დღეში დაუკავშირდნენ და გასაუბრებაზე დაიბარეს. კანდიდატების შერჩევას მირიანიც ესწრებოდა, მხარს შვილი უმაგრებდა. ისეთი ამაყი იყო, ისეთი ბედნიერი. მაშინვე მოეწონა საკუთარი ვაჟის ასაკის, ცოცხალი და ხალისიანი ნიკა.
ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. ბევრნი არ იყვნენ მძღოლები, ალბათ ოცდაათ კაცამდე, მაქსიმუმ ორმოც წლამდე მამაკაცები. მძღოლებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
ანაზღაურება კარგი დაუნიშნა მირიანმა. ტაქსო-პარკს ძირითადად გოგა მართავდა. მამა შიგა და შიგ შეირბენდა ხოლმე და რჩევებს აძლევდა ვაჟს.
სწორედ მაშინ დაუახლოვდა გოგა. საერთო ბევრი აღმოაჩნდათ ბიჭებს. უყვარდათ ავტომობილები, სიჩქარე, რალი... ერთად დადიოდნენ სავარჯიშოდ, მონაწილეობას იღებდნენ სრბოლებში. აქვე გაიცნო მათზე არანაკლები ავანტიურისტი, გოგას უნივერსიტეტელი ჯგუფელი ოთო, ნელ-ნელა განუყრელ მეგობრებადაც იქცნენ.
სერვის-ცენტრის გახსნის შემდეგ მირიანს ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც ავტომობილების ტექნიკურ გამართულობას მიაქცევდა ყურადღებას. მოისმენდა თითეული მძღოლის ჩივილებს, უზრუნველყოფდა სათადარიგო ნაწილების დროულ შეკვეთას და ავტომობილების შეკეთებასაც მიაქცევდა ყურადღებას.
როგორც უკვე აღვნიშნე ტაქსო-პარკი გოგას ებარა, სერვის-ცენტრის მუშაობას ის ვერ გააკონტროლებდა. სწორედ მაშინ გაახსენდა ნიკა. ოცდაორი წლის ბიჭის მძღოლობიდან სერვის - ცენტრის ხელმძღვანელად გადაყვანა ალბათ ყველაზე დიდ ავანტიურად შეიძლებოდა მოსჩვენებოდათ, მაგრამ მირიანი ასეთი იყო. უყვარდა რისკი, უხაროდა, როცა ადამიანებს წინსვლის შანსს აძლევდა. მოსწონდა ნიკა და მასში ბევრად დიდ პოტენციალს ხედავდა, ვიდრე უბრალო ტაქსის მძღოლობა იყო. იცოდა, როგორ აფასებდა გოგა.
რამდენიმე თვიან მენეჯმენტის კურსებზე საკუთარი ხარჯებით გაუშვა, უდაოდ ნიჭიერი და ინტერესიანი ბიჭი გამოდგა ნიკა. კარგად ხვდებოდა მირიანი, რომ მუდამ შვილების გვერდით ვერ იქნებოდა, ადრე თუ გვიან ამ ბიზნესს სათავეში ისინი ჩაუდგებოდნენ, ალბათ ამიტომაც ცდილობდა რომ მათი ასაკის, ახალგაზრდა ნიჭიერი კადრები შეერჩია, გაეზარდა, მისი გამოცდილება გაეზიარებინა, რათა შემდგომ ერთმანეთს ძმებივით ამოსდგომოდნენ მხარში.
ასეც მოხდა, ნიკა და გოგა მართლაც რომ ღვიძლი ძმებივით იყვნენ. გიჟი ოთოც ხომ მათთან განუყრელი იყო. ორივენი საკუთარი შვილებივით უყვარდა მირიანს. აი პატარა თეკლე სრულიად სხვა საკითხი გახლდათ. ასაკით თითქმის იაკოს ტოლი, ცელქი, გადარეული თექვსმეტი წლის გაჩხინკული გოგონა, კბილებზე ბრიკეტებით სულ იცინოდა. ამ გოგოში საკუთარ დას ხედავდა ნიკა.
ბიჭები ისე ელოლიავებოდნენ და უფრთხილდებოდნენ, როგორც ყველაზე სათუთსა და საყვარელ არსებას. ისიც მაქსიმალურად იფერებდა მათ სიყვარულს. თვალსა და ხელს შუა წამოიზარდა თეკლე, კბილებზე ბრიკეტები მოიხსნა, მაკიჟის გაკეთებაც კი დაიწყო. თავისივე მსგავსი გადარეული დაქალები ჰყავდა, ბიჭების დაცინვისა და ცხოვრების გამწარების მეტი თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდათ. განსაკუთრებით ლიკა უშრობდა სისხლს ნიკას. შანსს არ უშვებდა ხელიდან ვაჟი რომ არ გაეკენწლა.
ვერ მიხვდა ზუსტად როდის და რა დროს შეუყვარდა. უბრალოდ ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ეს ქალი აგიჟებდა. გოგონა თითქოს მის გასაღიზიანებლად ისედაც მოკლე კაბას კიდევ უფრო მაღლა იწევდა. ნიკასაც ფერი გადასდიოდა სახეზე, თითქოს პირველად ხედავდა მოკლე კაბიან ქალს. პატარა ბიჭივით აჭარხლდებოდა სახეზე. სხვა რა უნდოდათ გოგოებს, სიცილით ბჟირდებოდნენ მის რეაქციებზე.
ერთი რამ ზუსტად იცოდა ნიკამ, მოსწონდა, ან იქნებ უყვარდა კიდევაც ლიკა, თუმცა მშობლების მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე არ ჩქარობდა გრძნობებში გამოტყდომას, შეცდომის დაშვება არ სურდა, უნდოდა ქალსაც ისევე თავდავიწყებით ჰყვარებოდა, როგორც თავად.
ხშირად უშვებდა მირიანი მივლინებებში, უცხოეთიდან შემოჰქონდა ავტომობილების შესაკეთებლად სხვადასხვა სახის აპარატურა და სათადარიგო ნაწილები. მოლაპარაკებებზე ძირითადად გოგა და ნიკა დადიოდნენ. მათი ცოდნის გაღრმავებაზეც ზრუნავდა მირიანი, ზოგჯერ წასვლა რამდენიმე თვითაც კი უწევდათ.
ერთ-ერთი ასეთი მივლინებიდან დაბრუნებული ბიჭები მირიანთან მიდიოდნენ ანგარიშის ჩასაბარებლად. თეკლესთან სტუმრად დაქალები დახვდნენ. ალკოჰოლურ სასმელებს სვავდნენ გოგოები, ლიკაც იქ იყო. აშკარად არ ელოდა ნიკას ნახვას. სახე აუჭარხლდა გოგოს, ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა მისალმების ნიშნად. ქალის უცნაური რეაქცია არ გამოეპარა ვაჟს.
- თქვენს შორის რამე ხდება?! - გაოცებულმა გამოხედა გოგამაც.
- ეტყობა... - სიცილი ვერ შეიკავა ნიკამ.
- ანუ დარწმუნებული არ ხარ?! - ირონიულად იკითხა მეგობარმა.
- ვნახოთ, თუ ყველაფერი ისე განვითარდა როგორც მინდა, მალე მეცოდინება...
- ეეე, შენ რაღაც ძალიან არეული ლაპარაკობ ხომ იცი... - სიცილი ვერ შეიკავა გოგამ. - ახლა მე ამ ჯაგა-ჯუგის ნაცვლად ვალსს ჩავრთავ, შენ მიხვალ, დაპარიჟებ შენს პრინცესას და ... - თვალი ჩაუკრა მეგობარმა, მის პასუხს არც დალოდებია ისე გაქანდა მუსიკალური ცენტრისკენ.
ნელი მუსიკის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა ლიკას. გოგამ რა თქმა უნდა შანსი არ გაუშვა და მყის თათიას დაპატიჟა საცეკვაოდ. თეკლე და თამარი როგორც ყველაზე გიჟები ერთმანეთს ეცეკვებოდნენ. თვალებით ზომავდა ლიკა ბიჭს. ოდნავ არეული ნაბიჯით წამოდგა და თვითონ მოუახლოვდა ვაჟს.
- ნიკუშ, არ გინდა ვიცეკვოთ?
- არ ვიცოდი თეთრი ცეკვა თუ იყო... - სიცილი ვერ შეიკავა ნიკამ.
- არ მეცეკვები?! - აშკარად ეწყინა მიის სიტყვები, თვალები ცრემლებით აევსო ლიკას, ცოტაც და ალბათ ატირდებოდა.
- სულელო, რა თქმა უნდა გეცეკვები... - თბილად ჩაიკრა ქალი გულში. იგრძნო როგორ გამალებით უცემდა გული ლიკას, წონასწორობას ძლივს იკავებდა, კისერზე ჩამოეკონწიალა ბიჭს.
- ნუკუშ, იცი რომ ძალიან ცუდი ბიჭი ხარ?! - ენას ძლივს ატრიალებდა ის.
- ვიცი.. - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ვაჟმა.
- ნუკუშ, იცი რომ ძალიან მაღიზიანებ? - ისევ არ ჩუმდებოდა ლიკა.
- ეგეც ვიცი... - სიცილს ვეღარ იკავებდა ის.
- ძალიან რომ მიზიდავ ეგეც იცი? - მოულოდნელად ჰკითხა გოგონამ და დაბინდული თვალებით მიაჩერდა.
- ეგ არ ვიცოდი... - აღიარა დაბნეულმა.
- რომ მიყვარხარ, არც ეგ იცი? - თვალებ მოწკუტული უმზერდა ლიკა.
- მართლა?! - თითქოს სუნთქვა შეწყვიტა ბიჭმა. - აშკარად ბევრი დალიე ლიკა!... - სერიოზული ხმით გამოუცხადა მან.
- ალბათ, თუმცა ამით მაინც უნდა ვისარგებლო და ერთი რამ უნდა გავიგო... - თითის წვერებზე აიწია გოგონა და ბიჭისთვის მოულოდნელად ტუჩებში აკოცა. ისე ვნებიანად, ისე ჟინიანად კოცნიდა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და ისიც აჰყვა. ისევ ნიკა მოეგო გონს. კოცნა მან შეწყვიტა. კმაყოფილი, ბედნიერი ღიმილით უმზერდა ლიკა. - არ შევმცდარვაც, მაგარი კოცნა გცოდნია... - ტუჩები ვნებიანად გაილოკა ქალმა.
- გიჟი ხარ, ლიკა, ნამდვილი გიჟი.... - სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი.
- მე სიყვარული აგიხსენი, ვნებიანად გაკოცე და შენ გიჟს მიწოდებ?! - სწრაფად მოშორდა და უკან დაიწია ლიკამ. ვაჟისდა გასაკვირად, სრულიად ფხიზელი იყო ქალი. დაინახა როგორ აევსო თვალები ცრემლებით. ტანში უსიამოვნოდ გააცია ნიკას. მიხვდა რომ აწყენინა. - გეგონა სიმთვრალე მალაპარაკებდა?!
პასუხს აღარ დაელოდა, იქვე მიგდებულ ჩანთას დასწვდა და კარების ბრახუნით გარეთ გავარდა. მაშინვე უკან მიჰყვა ვაჟიც.
- ლიკა, მოიცადე... ლიკა, დამელოდე.... - ალაყაფთან დაეწია გაქცეულს. - ჩემი სიცილი გეწყინა? ასე რამ გადაგრია?! - აცრემლებულ თვალებში ჩააცქერდა ქალიშვილს.
- მეგონა გიყვარდი, მეგონა მოგენატრე, შენ ხომ ... - ცრემლებს ვერ იკავებდა ის.
- ღმერთო ჩემო, ლიკა რა სულელი ხარ... - ისევ ეცინებოდა ნიკას და ძლიერად იკრავდა გულში - ჩემთვის ყველაფერი ხარ. მიყვარხარ, შენზე ვგიჟდები. უბრალოდ მეგონა სიმთვრალე გალაპარაკებდა, შენგან გრძნობებში გამოტყდომას არ ველოდი, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი... - ცრემლიან სახეს უკოცნიდა საყვარელ ქალს - მაპატიე გთხოვ, თუ გაწყენინე... მიყვარხარ..
- კიდევ მითხარი.. - ჭირვეული ხმით უთხრა ლიკამ.
- მიყვარხარ!... - გაუმეორა ბიჭმა.
- უფრო ხმამაღლა... - ისევ ჭირვეულობდა ის.
- მიყვარხარ!.... - ბოლო ხმაზე ყვიროდა ნიკა. ხელში ჰყავდა ატაცებული ხმამაღლა მოკისკისე ქალი და ტუჩებს ვნებიანად უკოცნიდა.
აი, ასე დაიწყო მათი სიყვარული, მალე ოთო და გოგაც გამოუტყდნენ გოგონებს გრძნობებში. ასე იქცნენ ექვსივენი შეყვარებულ წყვილებად.
თითქოს მათი ბედნიერების საწყისი, გამაერთიანებელი წერტილი, კუპიდონივით იყო თეკლე. ნიკასთან შედარებით მართლა ბავშვი, მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო ლიკა. თავქარიანი, გიჟი, ემოციური და ზედმეტად მგრძნობიარე. ვინ მოსთვლის რამდენჯერ იჩხუბეს, რამდენჯერ გაებუტნენ ერთმანეთს. რამდენჯერ უთხრა საკუთარ თავს, რომ ამ გოგოს ზედაც აღარ შეხედავდა, მაგრამ დაინახავდა თუ არა ავიწყდებოდა საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა. ვნებას ვეღარ იოკებდა. ერთი სული ჰქონდა მისი გამხდარიყო. მხოლოდ მისი დარქმეოდა.
ოჯახის წევრებს საკუთარ დაბადების დღეზე გააცნო ლიკა. ყველას სწრაფად შეაყვარა თავი ამ ერთი ბეწო გოგომ, განსაკუთრებით მოეწონა მამუკას სარძლო. თითქოს ახალი სიცოცხლე შეიტანა მათ ოჯახში, გამოაცოცხლა, გაახალისა.
- ჩემი შვილი ხარ, ვიცი ეს გოგონა გიყვარს. ლიკა კარგი გოგო ჩანს, ქალიშვილის გათხოვების დროს ოჯახს მოიკითხავენ, ვიცი გეცინებათ ახალგაზრდებს, მაგრამ არავის ვათქმევინებ ნიკას მამა ლოთი ჰყავსო, არ შეგარცხვენ შვილო... - თვალცრემლიანი მოეხვია ვაჟს.
ამას ნამდვილად არ ელოდა ბიჭი. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა ყოფილიყო, მიცემულ პირობას ასრულებდა მამუკა. უკვე წელიწადზე მეტი იყო აღარ სვავდა. სამუშაოსაც კი დაუბრუნდა კაცი. თითქოს დაკარგული ბედნიერება დაიბრუნა ნიკამ. ჰქონდა საყვარელი საქმე, ჰყავდა ერთგული მეგობრები და საყვარელი ქალი. რა უნდა ენატრა კიდევ?! ერთად-ერთი საზრუნავი მომავალი ქორწილი ჰქონდა. მართალია წინ თერთმეტი თვე ჰქონდა, მაგრამ მაინც ღელავდა. მისთვის ხომ ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყებოდა.
მეთვრამეტე თავი
უკვე შეარჩიეს ბინა, სადაც დაქორწინების შემდეგ იცხოვრებდნენ. იპოთეკური სესხი გააფორმა ნიკამ და ნელ-ნელა იხდიდა ღირებულებას. ლიკასთან შეთანხმებით წამოიწყო სარემონტო სამუშაოებიც. მუშებს ყოველ დღე აკონტროლებდა, უნდოდა ყველაფერი მისი გემოვნებით მოეწყო. ის მათი სახლის პატარა დიასახლისი იქნებოდა. ყველაფერს ერთად აკეთებდნენ, ოცნებობდნენ, სამომავლო გეგმებს სახავდნენ. დაფრინავდა, ერთი სული ჰქონდა როდის მოვიდოდა ქორწილის დღე.

თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა, ზუსტ სახელს ვერ არქმევდა ნიკა რა მოხდა, ან იქნებ არ სურდა დარქმევა?! მიუხედავად ლიკას მომღიმარი და ბედნიერი სახისა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ნაძალადევად მოქმედებდა. თითქოს თამაშობდა, რატომღაც უხასიათოდ იყო. გაღიზიანებული, წარა-მარა უმიზეზოდ ეკინკლავებოდა ნიკას. შეხვედრისგან თავის ასარიდებლად მიზეზებიც არ ელეოდა.
მისი ქცევის გამამართლებელ საბაბს თავადვე პოულობდა ბიჭი. თითქოს თავს იბრმავებდა, ლამაზ ილუზიას ისევ ებღაუჭებოდა.

ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულნი, დაღლილი ბიჭები გოგასთან ისხდნენ საძინებელში, თეკლეც მათთან იყო და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.
- შენს მეგობარს რა სჭირს? - ვეღარ მოითმინა და ლიკას ცვლილების მიზეზი ისევ თეკლეს ჰკითხა.
- არ ვიცი, აშკარად მოსალოდნელი ქორწინების ეშინია... - ხუმრობა სცადა გოგომ.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აღარ ვუყვარვარ, ან იქნებ ოჯახის შექმნა არ სურს, ხომ არ ვჩქარობთ?! - ეჭვით გახედა ქალს.
- გაგიჟდი, ბიჭო?! - აღშფოთება ვერ დამალა თეკლემ. - ლიკას უყვარხარ, ასე რომ არ იყოს იტყოდა. მე მაინც არ გამიმხელდა...
- დედას გაფიცებ თეკლე, თუ რამე მიზეზი აქვს არ დამიმალო!. თქვენ მაინც ხომ იცით, არ შემიძლია ნაძალადევი ურთიერთობები. თუ არ სურს ჩემთან ყოფნა, მითხრას და მშვიდად მოვშორდები.. - ეს სიტყვები ისეთი ტკივილით თქვა, რომ გოგასაც კი შეეცოდა.
- შეუძლებელია, რაღაც გეჩვენება. ალბათ დაძაბულია, ხუმრობა ხომ არაა, თხოვდება, პირველი ღამის სინდრომია რა... - თვალი ჩაუკრა გოგამ.
- ოჰო, ბავშვებო აქ ხართ? - საუბარი ოთახში შემოსულმა მირიანმა შეაწყვეტინა - ხვალ უნდა მეთქვა, მაგრამ რადგან აქ ხარ, ბარემ ახლავე გეტყვით. ორ დღეში მივლინებით უნდა წახვიდეთ, ამჯერად გერმანიაში მოგიწევთ გამგზავრება, BMW-ს ცენტრთან მინდა ხელშეკრულების გაფორმება, ჩვენმა სერვის - ცენტრმა მათი ავტომობილების ორიგინალი ნაწილების ექსპორტზე ექსკლუზიური უფლება უნდა მოიპოვოს.
- ვაუ, შენ აღარ ხუმრობ მამა... - გაოცება ვერ დამალა თეკლემ.
- საქართველოს BMW-ს წარმომადგენობა თანამშრომლობაზე თანახმაა, ყველაფერი ამ მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, წინასწარ რომ იცოდეთ, ცოტა ხანგრძლივი პროცესი კი იქნება... სავარაუდოდ ტრენინგებსაც ჩაგიტარებენ, თანამედროვე ტექნოლოგიის ახალ მიღწევებს გაეცნობით, გასწავლიან მუშაობას...
- ხანგრძლივში რას გულისხმობ, მაინც რამდენი ხნით გვიშვებ? - დაინტერესდა გოგა. - მინიმუმ ორი თვით, მაქსიმუმ - სამით... გააჩნია საქმე როგორ მოითხოვს...
- კარგი რა მამა, ამდენი ხნით რა უბედურებაა, ჩვენს მეტი ვერავინ ნახე? იქნებ სხვა გაგეშვა, ადამიანი საქორწილოდ ემზადება... - უკმაყოფილოდ დაიჯღანა გოგა.
ნიკასაც უსიამოვნოდ გაჰკრა. ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ლიკას ამდენი ხნით მიტოვება არ უნდოდა, თუმცა ვერც მირიანს ეტყოდა უარს.
- „იქნებ უკეთესიც კი იყოს, დაფიქრდება, ყველაფერს გაანალიზებს“... - გაიფიქრა და როცა წარმოიდგინა მონატრებულ საყვარელ ქალთან როგორი მხურვალე შეხვედრა ელოდა, ღიმილი ვერ შეიკავა.
- მორჩი წუწუნს, ასეთ სერიოზულ გარიგებას უცხოს ვერ ვანდობ. - ხმა გაუმკაცრდა მირიანს. - ნუ გეშინიათ, არსად გაგექცევიან თქვენი ანგელოზები, ჩამოხვალთ და ისევ აქ იქნებიან... - თვალი ეშმაკურად ჩაუკრა კაცმა. - თქვენც კიდევ ერთხელ გადააფასებთ ყველაფერს, დარწმუნდებით საკუთარ გრძნობებში...
- რას გულიხმობ, ვერ მივხვდი... -გაოცებულმა შეხედა თეკლემ. - რა დარწმუნება უნდათ? ყველაფერი ისედაც ხომ ცხადია...
- ნუ ცხარობ. თქვენ თითქმის ყოველ დღე ნახულობთ ერთმანეთს. ერთმანეთის მონატრებასაც კი ვერ ასწრებთ. ზოგჯერ ასეთი ურთიერთობისგან იღლები. ერთმანეთისგან დასვენებაც საჭიროა, ყველაზე ტკბილი განშორების შემდეგ შეხვედრაა... დამიჯერე თეკლე, ასეა... - თმები მოუჩეჩა ანცი თვალებით მომზირალ ქალიშვილს. - სისხლი გიდუღთ. ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენ გიყვართ, მხოლოდ თქვენ იცით ცხოვრება, მერწუნეთ ეს მივლინება ყველას წაგადგებათ... - დამრიგებლურად შეხედა ბიჭებს.
თითქოს ნიკას გულში იჯდა მირიანი, მის განცდებს ხვდებოდა, ან იქნებ გრძნობდა კიდევაც როგორ უჭირდა ბიჭს. ზოგჯერ სრულიად უცხო, გარეშე პირი ცივი გონებით იმაზე მეტს ხედავს ვიდრე თავად ჩვენ. ამ შემთხვევაში მირიანი თითქოს მეორე შანსს აძლევდა ლიკას.
- თუ ქალი ორი თვე არ დაგელოდა, ჩათვალე რომ არც არასოდეს ჰყვარებიხარ. ხშირად ვნება და ლტოლვა სიყვარულში გვერევა. ასეთი არსება სწრაფად უნდა მოიშორო!.. - მკაცრი ხმით განაჩენივით გამოაცხადა მირიანმა.
- ნუ გავიწყდებათ, რომ ჩემს მეგობრებზე საუბრობთ, - უცებ აპილპილდა თეკლე - მათ გამოცდა არ სჭირდებათ, სიყვარულიც იციან და ერთგულებაც...
- შენ ცხოვრებას საკუთარი ჭრილიდან ხედავ... ღმერთმა ქნას მართალი იყო... - ისევ ჩაიხუტა შვილი, ბიჭებს დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.
- ვერ მივხვდი რაზე საუბრობდა, შეუძლებელია... ლიკა ისეთი ემოციურია, ისეთი მგრძნობიარე, რომ არ უყვარდე იტყოდა, არ დამალავდა... - აშკარად საკუთარ თავს არწმუნებდა თეკლე.
- ღმერთმა ქნას, ღმერთმა... - ტკივილით, ეჭვნარევი ხმით უპასუხა ნიკამ.

მეორე დღესვე რუსთაველზე, მაკდონალდსში შეხვდნენ და გააგებინეს გოგოებს მათი მივლინების შესახებ. თათიას სახე მოეღრუბლა, ცრემლებით აევსო თვალები, თუმცა ეცადა უკმაყოფილება არ შეემჩნია:
- არაფერია, მე მაინც გამოცდები მეწყებოდა, სემესტრს დავხურავ. ერთი თვეც გავა. შემდეგ არდადაგებზე წავალ მშობლებთან ერთად, ცოტას დავისვენებ და შენც ჩამოხვალ... - ვაჟის მხარს მიყრდნობილი აწყობდა ზაფხულის გეგმებს ის.
- ჩამოვალ აბა რას ვიზავ... - გულში იკრავდა გოგა საყვარელ ქალს. - მითხარი, მოგენატრები? - მოლოდინით უმზერდა თვალებში.
მუდამ მომღიმარმა და მხიარულმა გოგონამ თვალი აარიდა. ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა, ისეთი ტკივილით ახედა, რომ გოგამ ღიმილი ვეღარ შეიკავა, მხურვალედ დაეწაფა მის წითელ ბაგეებს.
გულდაწყვეტილი უმზერდა ნიკა შეყვარებულ წყვილს. ოდნავ ცერიად გახედა ვიტრინიდან მომზირალ ლიკას. მისთვის სასურველი ემოცია ვერ შეამჩნია ქალს. ისეთი შთაბეჭდილებაც კი დარჩა, თითქოს გაუხარდა კიდევაც მისი წასვლის გაგება.
- მეჩვენება... მეჩვენება... -ჯიუტად უმეორებდა საკუთარ თავს ნიკა.
- აღარ იტყვი რა გჭირს? - ბიჭის მაგივრად თათიამ ჰკითხა მეგობარს.
- მე?!... - დაიბნა ლიკა - არაფერი, უბრალოდ ჩავფიქრდი...
- შენ მოგენატრება ნიკა? - ამჯერად გოგა ჩაეკითხა.
-რა უაზრო კითხვებია, რა თქმა უნდა მომენატრება, ამას თქმა უნდა?! - გაღიზიანდა გოგო.
- ბოდიში, რატომღაც არ გეტყობა... - საყვედური გაერია ხმაში ნიკას.
- შარზე ხართ? როგორ გინდა რომ მოვიქცე? წამოვხტე და ცრემლების ღვარღვარი დავიწყო ზოგ-ზოგიერთებივით?! - ირონიულად გახედა თათიას.
- თუნდაც... არ ვიცოდი საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობების გამოხატვა სამარცხვინოდ თუ ითვლებოდა... - შეუღრინა გოგამ.
- ეგ არც მითქვამს... - დამნაშავე ბავშვივით თავდახრილმა გახედა თათიას.
- უბრალოდ ყველა ერთანაირად არ გამოვხატავთ ემოციებს. - ისევ მეგობარი დაეხმარა სიტუაციიდან გამოძრომაში.
- კარგით რაც არის არის, ამაღამ, გამთენიისას მივფრინავთ. სახლში მისვლა და ჩაბარგება უნდა მოვასწრო!... - წასასვლელად აჩქარდა ნიკა.
- კარგი, რა.... რა დიდი ბარგი ჩვენ გვაქვს, უცებ მოვემზადებით... - მუდარით შეხედა გოგამ. თუმცა როცა ნიკას დაღვრემილი სახე დაინახა სწრაფად დაემშვიდობა თათიას და კარებში გასულ მეგობარს გაჰყვა.
- ლიკა, რამე ხდება? - ბიჭები წავიდნენ თუ არა, მაშინვე ჰკითხა თათიამ.
- არ ვიცი, ზუსტად ვერ ვხვდები რა მჭირს, უბრალოდ ავირიე.... - ცრემლები ვერ შეიკავა ქალმა.
- ნიკა აღარ გიყვარს? - ისევ ჩაეკითხა გოგონა.
- არ ვიცი.... - თვალი აარიდა ლიკამ. - უკვე აღარ ვიცი... მიყვარს, როგორ არ მიყვარს, მაგრამ... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უბრალოდ მინდოდა შეყვარებული მყოლოდა... ვიღაცას ვყვარებოდი, ვიღაცაზე მეფიქრა... ნიკა მშვენიერი კანდიდატურა იყო, ლამაზი, სექსუალური, ხვდები რის თქმას ვცდილობ? - ისეთი ტკივილით და სევდით ამბობდა ამ სიტყვებს, რომ თათიამ ვეღარაფერი უთხრა.
- თეკლემ იცის?
- არა. თეკლემ კი არა, მეც არ ვიცი რა მჭირს. უბრალოდ ავირიე... თითქოს დავიბენი, შენ არ გქონია ასეთი განცდა? როცა ვერ ვხედავ, მენატრება... მისი ნახვა მსურს. მაგრამ როცა ვხედავ, როცა მეხება, მინდა გავიქცე, მოვშორდე... ვიცი, რომ ჩემი ქცევა არა ნორმალურია, მაგრამ თავს ვერ ვერევი. წარა - მარა ვიმეორებ, რომ მიყვარს, რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მაგრამ...
- სიტყვებს გამეორება არ სჭირდება, მაგას უნდა გრძნობდე!... - მკაცრი ხმით გამოუცხადა თავზე წამომდგარმა თეკლემ. - ბიჭებმა მითხრეს აქ რომ იყავით და მეც წამოვედი... - ღიმილით გახედა თათიას და ლიკას გვერდზე დასკუპდა. - აბა, მითხარი, რა გჭირს ასეთი უსაშველო?! - ირონიულად გახედა მეგობარს.
- ეგ რომ ვიცოდე, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა. ავირიე თეკლე, ვეღარ გავიგე რა მჭირს. უნდა მაპატიოთ გოგოებო...
- გაგიჟდი გოგო? ბოდიშს ჩვენ კი არა ნიკას უნდა უხდიდე, ცოლად მაგ ბიჭს მიჰყვები... - სიცილი ვერ შეიკავა თათიამ.
დამნაშავე თვალებით შეხედა ლიკამ თეკლეს. ისეთი ტკივილით უმზერდა მეგობარი, მიხვდა აშკარად იმედი გაუცრუა.
- ჩემი ბრალი არაა, დედას გეფიცები...
- ლიკა, ხომ ბევრჯერ გთხოვე... რამდენჯერ აგიხსენი, მაგ ბიჭს მისი ტკივილი ეყოფა, ცხოვრება არ დაუნგრიო მეთქი... ხომ გთხოვდი, ხომ გეხვეწებოდი, ჩემთვის ძმასავითაა და გული არ ატკინო მეთქი? საქორწილოდ ემზადებით, ბინა იყიდეთ, ხვდები მაინც რამდენად სერიოზულად შეტოპე? - სიბრაზისგან ცახცახებდა თეკლე.
- რაც გინდა ის მიწოდე, თუ გინდა კახპა, თუ გინდა გამომთათხე, მაგრამ ეს განგებ არ გამიკეთებია, მეგონა მიყვარდა, მეგონა შევიყვარებდი...
- გეგონა?! მაინცდამაინც ჩემს მეგობართან უნდა გეტარებინა ექსპერიმენტები? ჯერ გარკვეულიყავი საკუთარ თავში და შემდეგ დასთანხმებოდი...
- კარგი თეკლე, რა გჭირს? უკვე დაქორწინებული წყვილები შორდებიან. გაერკვევა საკუთარ თავში, ყველაფერს გადააფასებს... ეჭვიანი, ავი, დედამთილივით ხარ... - ხუმრობა სცადა თათიამ.
- თუ დაგავიწყდა შეგახსენებ, შენ ვიკას ვერ პატიობდი აკას რომ მოსწონდა და სიყვარულით არ პასუხობდა. ამან კი... - წინადადება არ დაასრულა მან.
- თეკლე, ჩემი მეგობარი ხარ, უნდა გამიგო...
- რა გაგიგო, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გამოიყენე და ცდილობ ნახმარი ნივთივით მოისროლო? ვინმე არის შენს ცხოვრებაში, ვინმე შეგიყვარდა?
- ამ ტონით საუბარს არ ვაპირებ. მე არაფერი დამიშავებია. ჩემი და ნიკას ურთიერთობა მხოლოდ ჩვენი საქმეა, თქვენთან თავის მართლებას ნამდვილად არ ვაპირებ.... - შეტევაზე გადავიდა ლიკა.
- აი, თურმე რა ყოფილა... ბოდიში ზედმეტად თუ შეგაწუხე. მე ვინ ვარ შენთვის, რომ შენს ცხოვრებაში ჩავერიო... ოღონდ რატომღაც ეგ მაშინ არ გახსოვდა, როცა მეხვეწებოდი, ნიკას შებმაში დამეხმარეო. მაშინ არ გიჭირდა იმის თქმა, რომ თავდავიწყებით გიყვარდა და მის გარეშე კვდებოდი...
- მაშინ მართლა მჯეროდა, რომ ეგ სიყვარული იყო...
- ახლა რა შეიცვალა? როგორ მიხვდი, რომ აღარ გიყვარს? ამიხსენი, გამაგებინე, ვინმე უკეთესი იპოვე? შეგიყვარდა? შენს ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდა...
- არა... - ჩუმად თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა ლიკამ.
- დედას გაფიცებ, მისი გჯერა?! - გაოცებულმა გახედა თათიას. - რომ ჰკითხო დაქალები ვართ, არადა ელემენტარულში არ გვენდობა... იცი რა მტკივა? გასაგებია, შეიძლება ნიკა აღარ გიყვარს, ადამიანები ვართ, ვინ გაიძულებს, არ გიყვარს და ნუ გიყვარს, მაგრამ ჩვენც არ გვენდობი, თვალსა და ხელს შუა გვატყუებ, თვალში ნაცარს გვაყრი... - სიბრაზისგან ცახცახებდა თეკლე.
- სათქმელი მართლა არაფერი მაქვს. ისიც არ ვიცი ნიკა მიყვარს თუ არა, ავირიე, ეჭვები გამიჩნდა...
- მას ელაპარაკე? გაუმხილე შენი გრძნობები?! - თბილად ჰკითხა თათიამ. - ის ბიჭიც ხომ ნერვიულობს? პატარა ბავშვი ხომ არაა, დარწმუნებული ვარ გრძნობს.
- ვერ გავბედე...
- კარგად დაფიქრდი ლიკა, ტყუილს ყველაზე მწარე სიმართლე სჯობს. ძალიან გთხოვ, თუ არ გიყვარს დროულად უთხარი, გულს ნუ ატკენ, გემუდარები, როგორც საკუთარ დას ისე გეხვეწები... ჩვენ მხარში დაგიდგებით, ყველაფერში დაგეხმარებით, ეჭვი ყველას გვიჩნდება, ზოგჯერ ისე ვბრაზდები აკაზე, მგონია ცხოვრებაში მისი ნახვის სურვილი არ მექნება, მაგრამ მალევე ვხვდები, რომ მენატრება, უმისოდ ვერ ვიცოვხლებ... მესმის ეიფორიაში ყოფნა ძნელია, არც ილუზიებით არ უნდა იკვებო, გთხოვ, სწრაფად ჩამოყალიბდი, გადაწყვიტე... - მუდარაზე გადავიდა თეკლე.
- არ გესმით, ვერც კი ხვდებით, როგორ მტკივა, დაბნეული ვარ... - ცრემლები ვერ შეიკავა მან.
- არ გინდა, ხომ იცი შენი ცრემლების ატანა არ მაქვს... - თბილად მოეხვია მეგობარი. -ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი დალაგდება..
- აბა რა, ნიკა მაგარი ბიჭია, შენზე გიჟდება, ყველაფერს გაგიგებს. აი ნახავთ. ეს შიშებიც გადაგივლის და უბედნიერესი, ულამაზესი წყვილი იქნებით... - ამშვიდებდა თათია.
ტკივილით სავსე თვალებით ახედა ლიკამ მეგობრებს, აღარაფერი უთქვამს. თავი დახარა და ცრემლები უხმოდ გადაყლაპა.

მეცხტამეტე თავი
აშკარად ამჩნევდნენ გოგოები ლიკას ცვლილებას, რაც უფრო მეტად ცდილობდნენ მისი ტკივილის მიზეზის გაგებას, უფრო და უფრო შორდებოდა მათ. თითქოს მოვალეობის მოხდის გამო ინარჩუნებდა კარგ დამოკიდებულებას. ყველაზე და ყველაფერზე დაბოღმილი და გაღიზიანებული, ამაყად თავაწეული ისეთი სახით დადიოდა, თითქოს გარშემო ვერავის ხედავდა.
თითქოს ვიზუალურადაც შეიცვალა, გრძელი თმა უმეტესად გაშლილი, სახეზე ჩამოფარებული ჰქონდა. თვალებიდან მუქ სათვალეს არ იშორებდა. ჩაცმის სტილიც შეიცვალა, ადრე თუ კოპწიად, მუდამ გაპრანჭული და ფორმაში იყო, ამჯერად ერთი დაგლეჯილი ჯინსის ამარა დადიოდა, ზემოდან სამი ზომით დიდი შავი, გრძელ მკლავიანი ჩონჩხის გამოსახულებიანი მაისური ეცვა. დრაგუნა, სამხედრო ჩექმები ნახევრად გახსნილი შნურებით, ფრჩხილებზე შავი ლაქი, ცხვირში „პერსტენი“...
- ამ გოგოს აშკარად გვიან დაეწყო გარდატეხის ასაკი... - ბიჭებთან ერთად ეზოში მდგომმა ტატომ შეშფოთებულმა გააყოლა თვალი უნივერსიტეტის კიბეებზე ასულ ლიკას.
- რაც ნიკა წავიდა თითქოს სულ ამოვარდა კალაპოტიდან... - აღნიშნა ფარნამაც.
- ეგ ბიჭი აშკარად მაგრად ატორმუზებდა. ადრე რომ არ მცნობოდა, ვერც კი დავიჯერებდი, თუ ადამიანის ასეთი შეცვლა შეიძლებოდა.. - საუბარში ჩაერია გიორგი. - იქნებ დახმარება სჭირდება?
- რად უნდა ამდენი ბჭობა? მაგის თვალებს ვინც შეხედავს, ეგრევე მიხვდები, რომ ფხიზელი არაა, აშკარად კაიფობს... - ირონიულად აღნიშნა ადამიამ.
- ხომ არ გაგიჟდი, ლიკა და კაიფი?! - შეუღრინა ტატომ.
- ბოდიშით, თქვენი პრინცესა ისეთი სუფთაა, მაგას როგორ იკადრებს... - საუბარში ჩაერთო მარკოზაშვილი - ღამის ბარებს არ მაზავს, ხან ვის ეკიდება კისერზე და ხან ვის...
- ტატო, ნუ ბრაზდები... - მხარზე ხელი დაადო ასათიანმა, როცა დაინახა როგორ დაუწყო სიბრაზისგან ძარღვმა ფეთქვა - სიმართლეზე თვალის დახუჭვა კარგს არაფერს მოგვიტანს. ამას წინებზე მეც ისეთ სიტუაციაში ვნახე, მაგრად გამიტყდა, ვიღაც ტიპს კისერზე ეკიდებოდა, ტუჩებში გამომწვევად ჰკოცნიდა, ისედაც გამჭვირვალე ბლუზი გაიძრო და წელს ზემოთ მხოლოდ ლიფის ამარა, დახლზე შეხტა, თითქოს სტრიპრიზიორი იყო. ხან ვინ ებღლაზუნებოდა და ხან ვინ. რომ არ მცოდნოდა ვინ იყო, იქვე დავაგდებდი. რამდენიმეჯერ ვთხოვე შეეწყვიტა ეს უაზრო გამოხტომები, მაგრამ როგორც შენ არ გაგიგია ისე იმას არ ჰქონდა რეაქცია. ძალით ჩამოვიყვანე, უფრო სწორედ გადმოვიღე, სიარულის თავი არ ჰქონდა, მხარზე გადავიკიდე და ისე წამოვიყვანე. ეს მისი ვითომ კავალერიც, უკან გინებ-გინებით მომყვებოდა, ჩემი ქალია და სად მიგყავსო. მანქანაში ძლივს ჩავსვი, ის როჟა მეჭიმებოდა, ადამიანს იტაცებ და გიჩივლებო. წარმოგიდგენია? მე მემუქრებოდა. ყურადღება არც კი მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, გოგოებთან გადავრეკე და თეკლესთან წავიყვანე.
ალბათ არ ელოდნენ მის ასეთ მდგომარეობაში ნახვას. გრილ დუშში შევაგდეთ. ძლივს გამოფხიზლდა. როგორც იქნა ცოტა აზრზე მოვიდა. თვალს ვერ გვისწორებდა.
არ უნდა მეკითხა, მაგრამ მაიც ვერ მოვითმინე: - ის ბიჭი ვინ იყო?
- ჩემი ახალი შეყვარებულია... - თვალი არ მოუშორებია, გამომწვევად გამოგვიცხადა.
- შეყვარებული?! - თვალები გაუდიდდა თეკლეს გაოცებისგან - სად გაიცანი? ვინაა? ნიკას რა პასუხს აძლევ? - კითხვები მიაყარა მან.
- არ უარვყოფ, შვენივრად ვერთობოდით, მომწონდა, მიზიდავდა, მაგრამ არ ვარ ოჯახისთვის დაბადებული, არ მინდა ქმარი... მაგრამ არ შემიძლია..
- გასაგებია, გათხოვება არ გსურს, მაგრამ ნიკას შემდეგ ასეთ ბომჟთან რა გესაქმება?! ეგ ბიჭი უნდა მოიშორო, ცხოვრებას დაგინგრევს, გაგანადგურებს... - მკაცრად გამოვუცხადე.
- რატომ გიო, შენ რომ არ მოგწონს მაგიტომ?! - ირონიულად, ზიზღით შემომხედა მან. - იქნებ არც მას მოსწონხარ დიდად, ამაზე არ გიფიქრია? საკუთარი თავით, საკუთარი ცხოვრებით იმდენად აღტაცებულნი ხართ, რომ სხვა ადამიანებს ვეღარც ამჩნევთ, მხოლოდ თქვენ ხართ ყველაზე კარგები, ყველაზე მაგრები, ლამაზები, საკუთარ ნაკლს ვერ ამჩნევთ...
- საინტერესოა... სამყარო ასეთ ლამაზ ფერებში ახალმა ბიჭმა დაგანახა? რატომ ვართ ამპარტავნები, მასეთ ნაძირლებს ახლოს რომ არ ვიკარებთ? - გაცხარდა თათია.
- ადამიანს არც კი იცნობ და ისე აფასებ!.
- მისი ცნობა არაფერში მჭირდება, კაცი ქალს რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანს, ძნელი მისახვედრი არაა როგორი ნაძირალაცაა.. - ზიზღით უთხრა თათიამ.
- მასზე ცუდის თქმის უფლებას არ მოგცემთ!. - თვალების ბრიალით გადმოგვხედა ჩვენ - მასთან ბედნიერი ვარ... მან მე ახალი ცხოვრება მასწავლა...
- რომელი ცხოვრება, ნარკომანობა?! - არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე.
- ნარკომანი არ ვარ.. უბრალოდ სტრესსა და დაძაბულობას ვიხსნი...
- რა სტრესზე ლაპარაკობ გოგო?! - თვალები გაუდიდდა თეკლეს. - რამდენჯერ გთხოვე, რამე თუ გიჭირს გვითხარი, ჩვენ ვერ დაგეხმარებით? ვინ არის ის ბომჟი რომ აეტორღიალე? სად მოძებნე, რა საერთო გაქვს მაგ ტიპთან?
- შენ ცხოვრებაზე წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა იცი რა არის სიამოვნება? ყველაფერს მზა-მზარეულს იღებ, ყველა თავს გევლება... - ღვარძლით გამოუცხადა მეგობარს.
- შენ რა გაკლია ამ ცხოვრებაში, მოსიყვარულე მშობლები, მეგობრები თუ შეყვარებული, რომელსაც მხოლოდ შენ ახსოვხარ? კიდევ რას ეძებ? - საუბარში ჩაერთო თამარიც -თუმცა ბოდიში, ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები ვყოფილვართ. უკაცრავათ, თუ კარგი მეგობრები არ ვართ. ალბათ ჩვენზე უკეთესებიც არსებობენ, იმედია ისინი გაგიგებენ, არ გიფიქრია რომ პრობლემა სწორედ შენშია? იქნებ გადაწყვიტო რას ეძებ, ვის ეძებ?!
- ლიკა, გემუდარები, დაფიქრდი, ყველაფერი კარგად აწონე, ნიკას ნუ გაიმეტებ, შემდეგ გვიანი იქნება, უკან ვეღარ დაიბრუნებ!... - თეკლე ისეთი ტკივილით უმზერდა, რომ გული მეტკინა. თუმცა, როცა ლიკას ირონიულად მომზირალ თვალებს შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ გოგოების სიტყვები დიდად არ აღელვებდა. თითქოს თავისი სამყარო ჰქონდა და იქ ჩვენი ადგილი აღარ იყო. ხელი ჩავიქნიე, მასთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა.
აღარაფერი მითქვამს, იქ ჩემი ადგილი უკვე აღარ იყო. წამოვდექი და უსიტყვოდ წამოვედი.
ყურებს არ უჯერებდა ფარნა: - გაგიჟდება ნიკა, ეს რომ გაუგოს...

ნებისმიერი ადამიანი თავად ირჩევს სამეგობროსაც და ცხოვრების სტილსაც. თითქმის საბოლოოდ ჩამოშორდა გოგოებს ლიკა. აღარავინ აიტრესებდა მისი ეგრეთწოდებული ახალი შეყვარებულისა და მისივე მსგავსი ორი-სამი ადამიანის გარდა.
ნიკა ხშირად ურეკავდა, ვიდეო ზარით ხედავდა ბიჭის მომღიმარ, თბილ სახეს. ვერაფერს ეუბნებოდა, ხვდებოდა, რომ მიუხედავად მეგობრებთან არსებული დაძაბული ურთიერთობისა, ნიკამ არაფერი იცოდა. არადა ნამდვილად ერჩივნა ეს უსიამოვნო საუბარი აერიდებინა, გულის სიღრმეში ალბათ იმედიც ჰქონდა, რომ თეკლე ან თათია გოგას ეტყოდნენ, ის კი თავის მხრიდან არ დაუმალავდა მეგობარს ლიკას ღალატის შესახებ. მაგრამ, თითქოს მის ჯინაზე, გოგოები დუმდნენ. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბიჭისთვის ტკივილის მიყენებას ერიდებოდნენ. როგორც ყოველთვის ისევ ნიკაზე ფიქრობდნენ.
იმ დღესაც ჩვეულებრივ ელაპარაკა, მოიკითხა, შემდეგ კი გამბედაობა მოიკრიფა და პირდაპირ გამოუცხადა:
- აღარ მიყვარხარ, ჩემი ცხოვრების აზრი ვიპოვე, მასთან ბედნიერი ვარ.
გაფითრებული, ტკივილით სავსე უმზერდა ვაჟი, არაფერი ზედმეტი, საყვედურიც კი არ დასცდენია მას.
- ბედნიერებას გისურვებ!. - მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა. სულ რაღაც ორიოდე სიტყვამ დაიტია მთელი ემოცია, მთელი ტკივილი.
- არაფერს მეტყვი? არ მისაყვედურებ? - გაოცება ვერ დამალა ლიკამ, ალბათ უნდოდა გაელანძღა, შეურაცყოფა მიეყენებინა.
-ეგ რამეს შეცვლის?
- ალბათ, არა... - ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა.
იმხელა იმედგაცრუება დაინახა ვაჟის თვალებში, რაღაც ეტკინა, რატომღაც ცრემლები მოაწვა. თითქოს მაშინ დაფიქრდა მის ცხოვრებაზე, მაშინ ეტკინა. ნიკას თვალებში დაგუბებულმა უსიტყვო, უთქმელმა საყვედურმა გული მოუკლა.
- მაპატიე... - კვნესით აღმოხდა მას.
- ბედნიერებისთვის პატიებას არ ითხოვენ... - როგორც ყოველთვის თბილად გაუღიმა ბიჭმა და გათიშა ტელეფონი.

ალბათ, პირველად დაფიქრდა ლიკა საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინღა გაიაზრა, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ლოგინზე მიგდებულ კაპიუშონიან შავ მოსაცმელს ზიზღით გახედა, სარკეში არეკლილ გამოსახულებას ყურადღებით აკვირდებოდა. ცივი თვალებით ბურღავდა საკუთარი ანარეკლი. ტელეფონის ზარმა ფიქრი შეაწყვეტინა, გულგრილად დახედა. ის იყო, მისი „ცხოვრების ახალი“ აზრი, ისევ ის... უსიამოვნოდ გასცრა. პასუხის გაცემა არც კი უფიქრია. ტელეფონი კი რეკავდა და რეკავდა...
პირველად ცხოვრებაში შეშინდა. მის გარშემო არსებულმა სიცარიელემ შეაშფოთა, დააფრთხო. ეგონა ნიკასთან დაშორება შვებას მოუტანდა, თავს ბედნიერად იგრძნობდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა. ახლა განსაკუთრებით, განსხვავებულად სტკიოდა.
რა უნდოდა, სექსი? ნარკოტიკები? რას უმტკიცებდა საკუთარ თავს? სად დაიკარგა მისი ბედნიერებისკენ მიმავალი გზა? იქნებ მართალი იყო თეკლე? იქნებ მართლა იჩქარა?
მათთან უნდოდა წასვლა, გოგოებთან ჩახუტება მოენატრა. სული სტკიოდა და იცოდა ამ ტკივილს ვინც დაუყუჩებდა.
სწრაფად წამოხტა. სახლის კარები გამოიჯახუნა და მთელი სისწრაფით დაეშვა კიბეებზე. სასოწარკვეთილი მირბოდა, კისრისტეხით გავარდა სადარბაზოდან, წინ არ იყურებოდა, ისე შეასკდა შემოსულ სილუეტს.
- გაგიჟდი, გოგო?.... - ძლიერმა ხელმა შეანჯღრია და გონს მოიყვანა. - რა არ ვიფიქრე, ტელეფონს რატომ არ პასუხობ? სად გარბიხარ?
- გოგოები მომენატრა, უნდა ვნახო... - ხმა ჩაუწყდა ლიკას.
- შენი ცანცარა დაქალები?! მე კი შენთან მოვდიოდი, არ გინდა გავერთოთ? - სახეზე ხელები ჩამოუსვა ბიჭმა, ნიკაპი დაუჭირა და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. - თან ახალი დოზაც მაქვს!... - ჯიბიდან პატარა ამპულა დაანახა ქალს - აბა რას იტყვი? ისევ დაქალებთან გარბიხარ?
თითქოს ცეცხლმა დაუარა სხეულში. ოღონდ ეს ვნება აღარ იყო, ზიზღით გახედა მამაკაცს.
- თუ ვერ მიხვდი, გეტყვი, ჩვენი პარტია დასრულებულია!. - ირონიულად გამოუცხადა ლიკამ.
- ეი, პატარა გოგო, აშკარად ვიღაცაში გეშლები!. - უხეშად მოქაჩა ბიჭმა და მუქარით შეუღრინა - სათამაშო არ ვარ, ასე ვერ მომიშორებ...
- წადი, შენი... - წინადადება ვერ დაასრულა, ვაჟმა ისეთი ძალით დაარტყა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და უგონოდ დავარდა.

ზუსტად არ იცის რამდენ ხანს იყო ასე გონდაკარული, აზრზე მოსულს ყველაფერი სტკიოდა, სხეული ძლივს დაიმორჩილა. პირი სისხლით ჰქონდა სავსე. ფეხით მიუყვებოდა ქუჩას. ცრემლები მისით მიიკვლევდნენ გზას.
ალბათ, ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა თეკლემდე მიაღწია. კითხვაც კი არ დაუსვამს გოგოს, ჭრილობები საკუთარი ხელით დაუმუშავა. ტკივილით უმზერდა მეგობარს, პატარა ბავშვივით იკრავდა გულში, ათრთოლებული ხელებით ეფერებოდა. დამშვიდდა ლიკა, თითქოს გზა აბნეული საკუთარ სახლში დაბრუნდა. თითქოს ისევ იპოვა ბედნიერების გზა.

მეოცე თავი
ტირილ-ტირილში, თეკლესთან ჩახუტებულს, დაღლილს ჩაეძინა ლიკას. დაძაბული იწვა გოგონა და განძრევასაც კი ვერ ბედავდა. თითქოს ფრთხილობდა უფრო მეტად არ შეეშინებინა ისედაც დაბნეული მეგობარი.
მისი ტკივილი სტკიოდა, რა იქნებოდა მომავალში?! სულ რაღაც რამდენიმე თვეში გამოუტანა თავს საბედისწერო განაჩენი. ნემსებისგან დახვრეტილ ვენებზე დახედა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში. ლიკა ირწმუნებოდა, რომ ნარკოტიკს არ იღებდა, არ იყო წამალ-დამოკიდებული. მაშინ ეს რა იყო?! თავს ირწმუნებდა, რომ სურვილის შემთხვევაში აუცილებლად შესძლებდა გადაგდებას. თეკლეს უნდოდა დახმარებოდა, მხარში ამოდგომოდა. მის ბავშვურ სახეს უმზერდა და ვერ იჯერებდა, ქალის მწარე სიტყვები ჩაესმოდა.
- თქვენ, ყველაზე კარგები, ყველაზე ამპარტავები!... - თითქოს ისევ ღვარძლით უმეორებდა.
იქნებ მართალი იყო? იქნებ სადღაც შეცდენენ, ვერ დაინახეს მისი ტკივილი, მისი დაბნეულობა, საინტერესოა მოინდომებდა ნიკასთან დაბრუნებას, ან აპატიებდა კი ბიჭი? საკუთარი თავი წარმოიდგია გოგონას ადგილზე, რას იზავდა აკა ასეთი სასოწარკვეთილი რომ ენახა?
ტანში უსიამოვნოდ გასცრა. ზუსტად იცოდა, რომ შეიძლება ყველაფერი ეპატიებინა ნიკას ქალისთვის, ნარკოტიკები, ჩაშლილი ქორწინება, მაგრამ ღალატს აპატიებდა?!. ალბათ, არა.. ლიკამ ეს გზაც მოიჭრა, ყველაზე მტკივნეულ წერტილში შეეხო.
ლიკა ძილში შეიშმუშნა, თვალები გაახილა და ჩაფიქრებულ მეგობარს მიაჩერდა:
- არ გძინავს? - დუმილი დაარღვია მან.
- არა, ვფიქრობდი...
- რაზე? - თავი წამოწია ლიკამ.
- თქვენზე, შენზე და ნიკაზე... - იგრძნო როგორ დაიძაბა ლიკა, ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.
- რომც უნდოდეს, მაინც ვერ მაპატიებს... - ყრუდ სთქვა მან.
- გინდა პატიება?! - გაოცებულმა დახედა მეგობარმა.
- არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ... ავირიე. დედას გეფიცები, მისთვის ტკივილის მიყენება არ მინდოდა, ყველაზე მეტად ჩვენი ურთიერთობის იცი რა მომწონდა? - ინტერესით ახედა დაქალს - მაღმერთებდა, იმდენად სრულყოფილ ადამიანად მხედავდა, რომ ზოგჯერ მეშინოდა კიდევაც. გული მწყდებოდა, ასეთი კარგი რომ არ ვიყავი. ჩემში იდეალური ქალი სურდა ეხილა. მე კი თითქოს მინდოდა რეალური მე დავენახე, მიმხვდარიყო, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი ტკივილით, შეცდომებით, ალბათ ზედმეტი მომივიდა. დღეს ისეთი თვალებით მიყურებდა, მერჩივნა გაველანძღე, ეგინებინა, კახპა ეწოდებინა... არადა ხმაც არ ამოუღია, უბრალოდ იმედი გავუცრუე... - ცრემლები ვერ შეიკავა მან.
- ბიჭები ორ კვირაში ბრუნდებიან. შენ რას აპირებ? იქნებ გულახდილად დაელაპარაკო, აუხსნა...
- შეუძლებელია... - მწარედ გაიღიმა ლიკამ - ზუსტად ვიცი, ღალატს არ მაპატიებს. დავამცირე, ვატკინე. შენ შეძლებდი პატიებას? - თვალებში ჩახედა თეკლეს - მე - ვერა. - საკუთარ დასმულ კითხვას თავადვე გასცა პასუხი. - ხვალ ბოლო გამოცდა გვაქვს, ჩავაბარებ და სოფელში წავალ ბებიასთან. სამი თვე პატარა დრო არაა, ემოციებიც გადაგვივლის, ცოტას დავმშვიდდები და მერე ვნახოთ...
- მთელ ზაფხულს იქ რა გაგაჩერებს? უტელევიზოროდ, უკომპიუტეროდ... ტელეფონის გარეშე?! - გაოცება ვერ დამალა თეკლემ. - ჩვენც რომ გამოგყვეთ? - თვალი მისი ვენებისკენ გაექცა.
მიხვდა რასაც გულისხმობდა, ღიმილი ვერ შეიკავა ლიკამ.
- მარტო ყოფნა მჭირდება, საკუთარი თავი ხელახლა უნდა გავიცნო. ნუ გეშინია, ნარკოტიკებს არ გავეკარები, ისედაც საკმარისად შევცდი..
- მპირდები? - ისევ ეჭვი იგრძნობოდა მეგობრის ხმაში.
- გპირდები. - ძლიერად მოეხვია ლიკა. - ხვალიდან საკუთარ თავს უნდა დავუბრუნდე... - იმედიანად შეუძახა თავს.

მეორე დღეს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში იკრიბებოდენ. გამოცდის შემდეგ მესამე კურსის დასრულების აღნიშვნას აპირებდნენ. აკაც მეგობრების საგულშემატკივროდ, თეკლესთან ერთად მივიდა. ლექტორი იგვიანებდა, ტატო როგორც ყოველთვის რაღაცას ღლაბუცობდა.
- ბავშვებო, ლექტორი მოსულა, მაგრამ პირველ კორპუსში ყოფილა, შემოგვითვალა, ყველანი აქ გადმოდითო... - აქაქანებული მოვიდა თამარი.
- გაახურა ამ კაცმა, რა... ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, წარა-მარა იცვლის დისლოკაციის წერტილს... - ისევ ხუმრობდა ტატო.
ნელი ნაბიჯით მოდიოდნენ პირველი კორპუსისკენ. ის-ის იყო კიბეებზე უნდა ასულიყვნენ, რომ მათი ყურადღება ჯავახიშვილის ძეგლთან მოკამათე წყვილმა მიიპყრო.
შორიდანვე იცნეს ლიკა და მისი ახალი კავალერი. უხერხულად გადახედეს ერთმანეთს, ალბათ სხვა დროს მოჩხუბრებისთვის თავის არიდებას ეცდებოდა, მაგრამ ლიკასთან წინა ღამის საუბარი მოსვენებას არ აძლევდა თეკლეს. მაშინვე წყვილის მიმართულებით დაიძრა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ დანარჩეებიც უკან მიჰყვნენ.
- გამოცდაზე არ დაიგვიანოთ... - ჩუმად გადაულაპარაკა მეგობრებს.
- გაგიჟდი?, იქ რა მოგვასვენებს..
- რა არის გაუგებარი? - ხმა უკანკალებდა ლიკას - საკმარისია, ბრალს არაფერში არ გდებ. შენს გზაზე წადი. აღარ მინდა ასეთი ურთიერთობა, ყველაფერი დასრულდა, ჩემთან მოკარებაც კი არ გაბედო...
- შენ გგონია შემაშინებ? - ზიზღით ეუბნებოდა ბიჭი - რომ არ გდომოდა, არც გაიკეთებდი, მე არაფერი დამიძალებია. შენისთანა კახპები მილიონი მყავდა და მეყოლება, ასე თამაშის უფლებას არ მოგცემ, ზედმეტს თუ ილაპარაკებ, გაგანადგურებ...
- ახალი მითხარი რამე, შენი განადგურება რაღად მინდა, ისედაც ყველაფერი დავკარგე?!... - ირონიულად იცინოდა ქალი.
- კარგად არ მიცნობ, დედას მოგ... დაბადების დღეს განანებ, დაგეწყება ლომკა და გნახავ, ფორთხვით მოხვალ, შემეხვეწები ერთ დოზას და ....
- არასოდეს გესმის?! ეგ არ მოხდება, ლიკას დავეხმარებით!... - ჯიქურ გამოუცხადა თეკლემ.
- შენ ვინღა გდიხარ?! - ირონიულად გახედა ჯერ გოგონას და შემდეგ უკან მომავალ ამალას. - რაო პატარა გოგოვ, შენც ხომ არ გინდა გართობა? შენი „მაჩო“ თუ არ გყოფნის, უარს ნამდვილად არ გეტყვი, კარგი ვინმე კი ჩანხარ... - ბილწი თვალებით აათვალიერა ქალი.
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ სახეში მუშტიც მოხვდა, აკა გააფთრებული დააცხრა დავარდნილს.
- აბა, რაო? ვის არ ეუბნები უარს, შე , შენ... ახლა გაჩვენებ, როგორ უნდა სიამოვნების მიღება... - გამეტებით ურტყავდა ცხვირ-პირში. - ამ გოგოებთან ახლოს მიკარებული არ დაგინახო, თორემ შენს სისხლს დავლევ, მე შენი!...
ძლივს გააშველეს და გააწიწკნეს ბიჭებმა ხელიდან ვაჟი. სახე დასისხლიანებული ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ ენას მაინც არ აჩუმებდა.
- ამას არ შეგარჩენთ, ცხოვრებას გაგიმწარებ, დედას მოგ...
- ჩაიგდე ენა, თორემ... - ისევ გაიწია დასარტყმელად აკამ.
და, უცებ ყველაფერი აირია, წამებში, გააზრებაც ვერ მოასწრეს. იარაღმა იელვა უცნობი ვაჟის ხელში, ზურგით მდგომ აკას ხელის კანკალით უმიზნებდა, კივილი აღმოხდა ყელიდან თეკლეს. ვაჟს გადაეფარა, ტკივილმა მყისვე დაუარა სხეულში, თვალთ დაუბნელდა.
- თეკლე... - აკას სასოწარკვეთილი ხმა ესმოდა, წელზე მისი ძლიერი ხელები იგრძნო.
- შენი დედა, შენი... ფრთხილად აკა... - გიორგის ხმა ბუნდოვნად მოსწვდა გონებას
და ერთ გასროლას მეორეც მოჰყვა.
ვერ ხედავდა თეკლე, მაგრამ გრძნობდა, აშკარად დარბოდნენ, ვიღაც ყვიროდა:
- გაიქეცი გიო, გაიქეცი!... - ტატოს ხმას მიამსგავსა,
- „გიორგი რა შუაშია“? - გონებაში ამოტივტივდა კითხვა.
შემდეგ ისმოდა სირენების ხმა....
- თეკლე არ გაბედო!... - ისევ გულში იკრავდა აკა. მისი ხელების სითბოს გრძნობდა სახეზე. მხურვალე ტუჩებით კოცნიდა. თვალებს ჯიუტად ჭყეტდა, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობდა, უნდოდა ვაჟის გამოსახულება გაერჩია, თუმცა ნელ-ნელა ხმა ბუნდოვანი გახდა, ყველაფერი ბურუსმა შთანთქა.

უკვე რამდენი საათია საავადმყოფოს მიმღებში იცდიდნენ მეგობრები. მირიანს თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ეკა პირველივე რეისით ბრუნდებოდა თბილისში, ვერ უთხრა, ენა არ მოუბრუნდა იმის სათქმელად, რომ თეკლე სიცოცხლისთვის იბრძოდა, საყვარელ ქალს მოატყუა: - ბრმა ნაწლავის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში დავაწვინეთო.
გოგას და ნიკას ვადაზე ადრე შეაწყვეტინა მივლინება. მათაც იგივე მიზეზი გამოუცხადა. თუმცა გოგას უსიტყვო, გახევებული მზერით მიხვდა, რომ ბოლომდე ვერ დაარწმუნა, თითქოს მიხვდა ბიჭი, ფერი დაკარგა, თვალები ცრემლებით აევსო, ვიდრე კითხვას დაუსვამდა სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი, ცოტაც და სიმართლეს ვეღარ დაუმალავდა.
გამოძიება დაწყებული იყო, პოლიციამ სათითაოდ აიღო ჩვენება ყველასგან. განსაკუთრებით ხანგრძლივი ლიკას დაკითხვა გამოდგა. გიორგის მდგომარეობაც გაურკვეველი გახლდათ. არც ერთმა არ იცოდა სად იყო და სად იმალებოდა.

საავადმყოფოში მოვიდა მამამისიც. მუდამ ამაყი და გოროზი სახე გაფითრებოდა, შვილზე დარდმა თითქოს ერთ დღეში მოსპო კაცი:
- მისი ბრალი არ იყო, თამაზ ბიძია დედას გეფიცებით... - ცრემლების ყლაპვით უყვებოდა თათია - იმ ნაძირალამ ჯერ თეკლეს ესროლა, შემდეგ აკას უმიზნებდა, ამ დროს დაარტყა მუშტი გიორგიმ და მოწყვეტით დავარდა ის დამპალი... თავი ბორდიურს დაარტყა, რას ვიფიქრებდით თუ მოკვდებოდა... ჩვენ გვეხმარებოდა, ჩვენს გამო გაერია ამხელა შარში...
უსიტყვოდ ისმენდა გოგონას სიტყვებს. განერვიულებულ მირიანს შეხედა და გვერდით დაუჯდა: - ეს რომ თავდაცვა იყო არავინ დაიჯერებს, არავინ დაუჯერებს... - განაჩენივით ჟღერდა ბატონ პროკურორის სიტყვები.
- მთავარია შვილი გადამირჩეს... - ყრუდ ჩაილაპარაკა მირიანმა. - ვაჟს მხარში უნდა ამოუდგეთ, მეც დაგეხმარებით. კარგი ადვოკატი ავუყვანოთ, შეუძლებელია მკვლელობისთვის გაასამართლონ, მოწმეები გყავთ, ცოტა ფიცხი ბიჭი კია, მაგრამ უსამართლო არაა. ადამიანს ასე იოლად არ გაიმეტებდა...
მადლიერმა შეხედა მამაკაცმა, აშკარად არ ელოდა მირიანისგან ასეთ სიტყვებს.
- მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ რთული ბავშვია, მის მოსარჯულებლად რას არ ვაკეთებდი.. მოგვინელა მე და დედამისი, ცელქი იყო, ავარა. ჯიუტი.. რაღაცას თუ დაიჩემებდა ვერ გადაათქმევინებდი. ამ ბოლო დროს შედარებით შეიცვალა. ვიფიქრეთ დაღვინდა, უკვე გაიზარდა, ჭკუაზე მოვიდა. სამეგობროც ნორმალური ჰყავს და კალაპოტში ჩადგება მეთქი. თქვენი ბიჭის რჩევით ავტო-სრბოლით დაინტერესდა, ისეთი აღტაცებული იყო. ცოტა დავმშვიდდით, მოვდუნდით და ...
- რაც მოხდა - მოხდა... - თითქოს არ ეყოფოდა, მირიანს რომ შვილის ჯანმრთელობაზე დარდი, გიორგის ბედიც არანაკლებ ადარდებდა.
ჩუმად ისხდნენ გვერდი-გვერდ ორი შვილების დარდით განადგურებული მამა, ელოდნენ ოპერაციის დასრულებას. ჯიუტად უმზერდა საოპერაციოს კარებს აკაც. პერანგი ისევ საყვარელი ქალის სისხლით ჰქონდა დასვრილი, ხელებიც კი ვერ დაიბანა, თითქმის ეშინოდა გასვლის.
- რამე რომ მოხდეს? უცებ რომ დავჭირდე? - საკუთარ თავს ეუბნებოდა ის. გოგონას ტკივილითა და ცრემლებით სავსე თვალები არ აძლევდა მოსვენებას.

ორი საათი გავიდა რაც თეკლე შეიყვანეს, საოპერაციოში ექიმები ემატებოდნენ და ემატებოდნენ. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
- ბედის ირონიაა, ის ტყვია მე უნდა მომხვედროდა, მხოლოდ მე...
- არა, შენ არა... ეგ ტყვია მე მეკუთვნოდა, ჩემთვის ხსნაც კი იქნებოდა... - ცრემლებს ვერ იკავებდა ლიკა. - ჩემმა სულელურმა ცანცარმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, მე რომ არა ის ნაძირალა ვერაფერს დაუშავებდა...
- საკმარისია, თავს ნუ იდანაშაულებ... მისი ხასიათი რომ ვიცი, უცხოც რომ ყოფილიყავი, მაინც ჩაერეოდა, ქალის ჩაგვრას ვინმეს აპატიებდა?! - ხუმრობა სცადა ბიჭმა.
- აკა, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ცუდად ვარ... რამე რომ მოუვიდეს თავს არ ვიცოცხლებ...
- გაგიჟდი გოგო?! სისულელე არ გააკეთო იცოდე! - მუქარით შეუღრინა თათიამ. - კარგად იქნება, ოპერაცია მალე დამთავრდება, სიკვდილის უფლებას არ მივცემთ...
ისეთი ტონით ამბობდა, თითქოს მართლა მასზე იყო დამოკიდებული თეკლეს კარგად ყოფნა.

- ვინმე აგვიხსნით რა მოხდა? - სიჩუმეში გაისმა გოგას ხმა, გაფითრებული შემოვიდა ორ მეტრიანი ახმახი ნიკას თანხლებით.
სიტყვა ვერ დაძრა მირიანმა, ისე მოეხვია ვაჟს. შვილის დანახვაზე უცბად მოდუნდა, ნერვებმა ერთბაშად უმტყუნა და პატარა ბავშვივით ატირდა.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ უყვებოდნენ ტატო და ფარნა იმ დღეს მომხდარ მოვლენებს. ნერვებისგან კანკალებდნენ ბიჭები. სწორედ ამ დროს შეამჩნიეს იქვე კუთხეში, მოკუნტული ლიკა.
- სინდისი გაქვს?! - ზიზღით დაეტაკა გოგა - აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
- ახლა ურთიერთობის გარკვევის დრო არაა... - მკაცრი ხმით უთხრა მამამ.
- არც ვაპირებ, ამ ქალთან საერთო აღარაფერი გვაქვს... წერამ აგიტანა ხომ? რას ეძებდი ამისთანას? მიიღე რაც გსურდა? ახლა კმაყოფილი ხარ? თეკლეს რომ რამე დაემართოს არ გაპატიებ იცოდე...
- გოგა არ მინდოდა, დედას გეფიცები არ მინდოდა, სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს... - ცრემლები ვეღარ შეიკავა ლიკამ.
- შენ წარმოიდგინე, არც ჩვენ ვიქნებოდით წინააღმდეგნი!.. - ირონიულად აღნიშნა ნიკამ - ოღონდ შენისთანებს ყოველთვის ბედი აქვთ. იმდენად ეგოისტები ხართ, რომ ტყვიაც კი არ გხვდებათ...
ისეთი სიძულვილით და ზიზღით უმზერდა ბიჭი, იგრძნო როგორ გაუჩერდა გულისცემა, სისხლი გაეყინა ძარღვებში. თურმე როგორი სასტიკი ყოფილა ნიკაც. მის მწველ თვალებს მზერა აარიდა, ცრემლები უხმოდ გადაყლაპა:
- ნუ გეშინია, თავს არ შეგაწყენთ. ოპერაციის დასრულებას დაველოდები და წავალ... - ყრუდ ჩაილაპარაკა მან.

როგორც იქნა საოპერაციოს კარები გაიხსნა და დაღლილი ასე სამოც წლამდე მამაკაცი გამოვიდა. მაშინვე იცნეს მირიანის მეგობარი, საქართველოში ცნობილი ნეირო - ქირურგი კახა ჩქარეული. აქეთ-იქით გაიხედა და მირიანი შეამჩია თუ არა ხელი დაუქნია. გაფითრებული მიუახლოვდა მამაკაცი.
- ბედი გვქონია.... გადავრჩით... ტყვიამ სასიცოცხლო ორგანოები არ დააზიანა... თუმცა ხერხელამზე იყო სერიოზული პრობლემა, ნერვული სისტემა სრულადაა აღდგენილი, დანარჩენი ორგანიზმზეა დამოკიდებილი. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გავაკეთებდით...
- ძმა ხარ, კახა... - ბედნიერი მოეხვია მეგობარს, სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა მირიანი, - ჩემი გოგო ძლიერია, კარგად იქნება... -იმედიანად იმეორებდა ის.
- სიფრთხილე გვმართებს, პაციენტისთვის ზედმეტი სტრესი არ შეიძლება, ენერგია უნდა აღიდგინოს... თქვენი შფოთვა გადამდებია, ამდენი ხალხის აქ ყოფნა არ შეიძლება, სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე... - დამრიგებლურად ეუბნებოდა იქ შეკრებილ ახალგაზრდებს, თუმცა აღარავინ უსმენდა, ერთმანეთს ბედნიერები ულოცავდნენ მეგობრის გადარჩენას.
როგორც იქნა დამშვიდდა ლიკაც. დარწმუნდა თუ არა, რომ თეკლე კარგად იყო, ბიჭებისთვის მიცემული პირობა შეასრულა, არავის დამშვიდობებია, ისე აპირებოდა საავადმყოფოდან წამოსვლას. ისევ სიგარეტის მოსაწევად ეზოში გამოსული მირიანმა შეაჩერა:
- თავს ნუ იდანაშაულებ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ჩემი შვილის ამბავი რომ ვიცი, გონს მოვა თუ არა გიკითხავს, თავს მოუფრთხილდი!... - გულში თბილად ჩაიკრა კაცმა.
გული აუჩუყდა ლიკას, იგრძნო ცოტაც და ისევ ატირდებოდა.
- ნამდვილად შევცდი, და ეს შეცდომა საბედისწერო გამოდგა. თეკლე დასავით მიყვარს, მაპატიეთ, გთხოვთ... - ხმა ჩაუწყდა ქალს. ცრემლები ხელის გულებით მოიწმინდა და იქაურობა სწრაფად დატოვა.

ოცდამეერთე თავი
ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული ალბათ ლოდინი იყო. დრო თითქოს გაჩერდა, ითვლიდა წამებს, წუთებს, საათებს და ელოდა. შეხედავდა საათს, სულ რაღაც თორმეტი საათია გასული, მას კი საუკუნედ ეჩვენებოდა. ასეთ დროს გრძნობდა, როგორი უსუსური ყოფილა ბედისწერის წინაშე, არადა თავი ყოვლისშემძლე ეგონა.
დრო ისევ გადიოდა, საათს აღარც უყურებდა, უკვე იცოდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა. დრომ დინება შეწყვიტა, გაჩერდა, გაიყინა ერთ წერტილზე...
ერთ თვეზე მეტია გამჭვირვალე ვიტრაჟიდან ცრემლიანი თვალებით მისჩერებოდა აკა აპარატზე მიერთებულ ქალს. ოჯახის წევრების გარდა პაციენტთან არავის უშვებდნენ, აღამებდა და ათენებდა მიმღებში. გადაღლილი თვალებით ელოდა ყოველ დღე ექიმის გამოსვლას.
პალატიდან თეთრი ხალათით ეკა გამოვიდა. თვალები დასწითლებოდა ქალს. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ისევ იტირა. მუდამ ხალისიანმა და ბედნიერმა ღიმილი დაივიწყა.
- ჩვენები სად არიან? - ემოციებისგან დაღლილმა ჰკითხა აკას.
- მირიანი სამლოცველოში. ბავშვები სასამართლოში. დღეს გიორგის პროცესია...
- არ დაიღალე?! დასვენება არ გაწყენდა.. - სახეზე მოეფერა ვაჟს, ჟრუანტელმა დაუარა აკას თეკლე ისე ჰგავდა დედას. ცრემლები მოაწვა, მაგრამ შეიკავა.
- სახლში ვერ მოვისვენებ. ფიქრები მჭამს, თვალებს ვხუჭავ და იმ ავბედით დღეს ვხედავ. მისი სახე არ მცილდება... - ხმა უკანკალებდა ბიჭს. - კარგი იქნებოდა, დროს უკან დაბრუნება რომ შეეძლოს...
მოწყენილი უმზერდა ქალი, გრძნობდა როგორ სტკიოდა თეკლეს ტკივილი.
- გადარჩება, აუცილებლად მოვა გონს, ვერ მიგვატოვებს, არ მიგატოვებს... ექიმი ახლახანს იყო შემოსული, სავარაუდოდ ორ საათამდე არ გამოჩნდება, თეკლესთან შესვლა თუ გინდა შედი...
- ქალბატონო ეკა... - ემოციებს ვერ იოკებდა აკა, სიხარულისგან თრთოდა.
- მე ხელს არ შეგიშლით, - ისე გახედა აპარატზე მიერთებულ შვილს, თითქოს იგრძნობდა ვაჟის იქ ყოფნას - მირიანთან შევალ... მართალია არ იმჩნევს, მაგრამ ღელავს, იქნებ ცოტა მაინც დავამშვიდო...
გამბედაობა მოიკრიფა ვაჟმა, ღრმად ჩაისუნთქვა და პალატაში შევიდა.
თეთრ, ნათელ პალატაში მხოლოდ ერთი ლოგინი იდგა. გვერდით მოციმციმე აპარატი ტეხილებს ავლებდა. ეს ერთად-ერთი სიცოცხლის ნიშანი იყო ლოგინში მოთავსებული პაციენტისა. უძრავად იწვა, თვალებ დახუჭული თეკლე. სიცოცხლესაც კი დასთმობდა, ოღონდ ერთხელ კიდევ ჩაეხედა მის ცისფერ თვალებში. იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა. ქალის გაცრეცილი, გამხდარი თითები მუჭში მოიქცია და პატარა ბავშვივით ალუღლუღდა:
- არ დამტოვო, გთხოვ... შენს ჩანახატში შეყვარებული ბიჭი აცოცხლებდა ქალს. ყოველთვის მიკვირდა, რაგორ დასცინოდი სიკვდილს. შენ ხომ სიცოცხლე გიყვარს. მე კი შენ მიყვარხარ. ჩემი სიცოცხლე შენ ხარ. რა გჭირს? დანებდი? არ გაბედო თეკლე, გთხოვ შემიცოდე, ვეღარ ვუძლებ, უცნაურია, დღემდე არ ვიცოდი, სიჩუმეს ფერი თუ ჰქონდა. უშენობას სიჩუმის ფერი ჰქონია... შენი სიცილი მომენატრა, შენი კისკისი. თავი მაგარი მეგონა, შენ კი შიშიც მასწავლე. ბრძოლისთვის სტიმულს მაძლევდი, ახლა კი მეშინია.
სჯეროდა, თეკლეს მისი ესმოდა. უფლება არ ჰქონდა, უნდა გაეგო.
- არ დამტოვო, თეკლე გთხოვ, - ცრემლებს ვეღარ იკავებდა ის - არ ვარ ისეთი ძლიერი შენ რომ გგონივარ, უშენოდ ვკვდები... - ხელებს უკოცნიდა თეკლეს, გულში ძლიერად იკრავდა.
აშკარად წამი წყვეტს ცხოვრებას, ტვინს იმპულსი მიეწოდება, რეფლექსი, მუხტი, ელექტრო შოკივით ურტყავს, გაციებულ სხეულში ჯერ წერტილი ცხელდება, გესმის გულისცემა, პულსი მატულობს, ბაგ... ბუგ.. ბაგ... ბუგ... თურმე რამხელა ხმა ჰქონია გულს, თურმე როგორი ყვირილი შესძლებია, აპარატი თითქმის კივის.
- ექიმი ჩქარა, გესმით ექიმი!... - საკუთარი ხმა ვეღარ იცნო აკამ. წითელ ღილაკს ძლიერად უჭერდა ხელს.
სწრაფად შემოცვივდნენ ექთნები პალატაში.
- დატოვეთ პალატა!.. - მკარცი ხმით გამოუცხადა კახა ექიმმა.
ალბათ ბრძანებას უსიტყვოდ შეასრულებდა აკა, გასვლა, რომ შესძლებოდა. პაციენტის სუსტი თითები ძლიერად უჭერდა, მარწუხებივით ჩასჭირებოდა ვაჟს და გასვლის საშუალებას არ აძლევდა. დაკრუნჩხული თითების გაშლას ეცადა ექიმი, საიდან ჰქონდა ამ გოგოს ამხელა ძალა? გაოცებულმა გამოხედა კახამ აპარატს მიჩერებულ ბიჭს, უსიტყვოდ უმზერდა ორმაგად შეშინებულ, გაფითრებულ ყვაწვილს, ამ ბუმბერაზმა ღიმილი ვეღარ შეიკავა.
ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა თეკლეს. აშკარად არ ეჩვენებოდათ, ნელ-ნელა შეირხა ქალი, თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტა ბიჭმა. წამებს ითვლიდა, შეშინებული შემოვარდა ეკა, სადღა ახსოვდა, მირიანისთვის ემოციები რომ არ უნდა ეჩვენებინა.
- მოითმინე, ეკა... მოითმინე!... - ყელიდან წამოსული კივილი ჩაუხშო მეუღლემ. გულში ჩაიკრა ქალი, თვალს არ აშორებდა თეკლეს ბიჭის თითებს ჩაბღაუჭებულ ხელებს - არ დამღუპო შვილო!... - ცრემლები ვეღარ შეიკავა კაცმა.
ცხოვრებაში დღესაც ხდება სასწაულები, მაგრამ ჩვენ, ადამიანები ან ვხედავთ, ან ვერა. ბედნიერია ვინც ამას გრძნობს, ვინც ცხოვრებისგან სიხარულს იღებს.
მედიცინაში ამას კომატოზურ მდგომარეობიდან გამოსვლას ეძახიან. ცხოვრებაში?! ალბათ ხელახლა დაბადებას, ალბათ - არა, ნამდვილად ხელახლა დაბადებას. ცხოვრებას ფერები დაუბრუნდა, ერთ ადგილზე გაჩერებული დრო ამოძრავდა.

ჯიუტმა პაციენტმა თვალები გაახილა, სინათლემ ალბათ თვალი მოსჭრა, უცებ დახუჭა, ნელ-ნელა ისევ გაახილა. ცისფერი, ნათელი თვალები შეანათა აკას. არაფერი უთქვამს, სიტყვა არ დასცდენია, თუმცა ისეთი მზერა ჰქონდა, სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა სხეულში ბიჭს. ალბათ იგრძნო მისი რეაქცია, ოდნავ გაეღიმა გოგოს.
უკან დაიწია აკამ და მშობლებს მისცა საშუალება შვილთან მისულიყვნენ. გაუბედავად მიუახლოვდნენ თეკლეს ლოგინს, თითქოს ეშინოდათ რამე არ დაეშავებინათ ქალიშვილისთვის. ერთმანეთის გვერდზე მდგომ წყვილს ხელით ანიშნა ჩახუტებოდნენ, კახას დამფრთხალმა გახედა ეკამ, და როგორც კი მისგან თანხმობა მიიღო მაშინვე გულში ჩაიკრა გონს მოსული შვილი:
- მაპატიეთ! - ჩუმად ლუღლუღებდა თეკლე.
- ჩემი ლამაზი, ჩემი დახატული!... - თავზე ეფერებოდა და გაცრეცილ სახეს უკოცნიდა ქალი. ალბათ საკუთარი ბედნიერების არ სჯეროდა მირიანს, ხან ცოლს იკრავდა გულში და ხან შვილს.
- კარგით, ახლა საკმარისია... ძლივს გონზე მოსულ პაციენტს მოფერებით ნუ გაჭ....ტთ... - ხვდებოდა ექიმი დასატოვებლად, რომ არ ემეტებოდათ ახლობლებს თეკლე, მაგრამ მაინც სთხოვა პალატიდან გასულიყვნენ, - ერთხელ კიდევ ჩავუტარებთ სრულ გამოკვლევას და როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ჩვენი გოგონა სტუმრების მიღების განწყობაზეა, მნახველებსაც შემოგიშვებთ...
- კახა ბიძია, გთხოვთ რა... სულ ცოტა ხნით კიდევ დატოვეთ...- ცრემლიანი თვალებით ქვემოდან გამოხედა აკას. ღიმილი გაეპარა სახეზე ექიმს.
- ეს ბიჭი აქედან მთელი თვეა ვერ გავუშვით, დარწმუნებული ვარ არც ახლა წავა, დაგელოდება... ახლავე თუ არ წაგიყვან ანალიზებზე, გოგაც გამოჩნდება, შემდეგ სეფე ქალების ამალაც, თავისი გადარეული კავალრებით, სად შემიძლია ამდენი... - ხუმრობდა კახა - ჯერჯერობით ისევ მე ვარ ექიმი, აბა დროზე, დროზე!... - გასასვლელისკენ უბიძგა მნახველებს - თეკლესთვის გადაღლა არ შეიძლება..
- ამის გამოსწორება არ იქნება... - სიცილს ვერ იკავებდა მირიანი - შეხედე რა დღეშია, ისე უხარია, მე მგონი დამამშვიდებელი უნდა მიგვეცა... შეხედე ეკა, შეიძლება ამ გიჟს შვილი ვანდოთ?!....
ვიტრაჟიდან ხედავდნენ, როგორ ცეკვა-ცეკვით უღებდა თეკლეს ანალიზებს ექიმი.
- საკმაოდ სუსტი იყო პატარაობისას, კახას ხშირად ვსტუმრობდით, ანალიზების აღების დროს ყოველთვის ტიროდა და ასე ართობდა!... - სიცილით გადაულაპარაკა აკას.
- მართალია, აშკარად მაშინაც ურიკინებდა... - ხმამაღლა როხროხებდა ძმაკაცის ცეკვის შემხედვარე მირიანი.
ღიმილით შესცქეროდა ბედნიერ წყვილს ვაჟი. სიამოვნებდა მათი გაბრწყინებული სახეების დანახვა, როგორც იქნა დაბრუნდნენ ძველებურად ხალისიანი ეკა და მირიანი.

აი, უკვე მეოთხე თვე იყო რაც წინასწარ გამოძიების საკანში იჯდა გიორგი. ნარზე წამოწოლილი მისჩერებოდა თეთრად შეღებილ ჭერს და ფიქრობდა.
ციხე ალბათ ერთად-ერთი ადგილი იყო, სადაც დროს არავინ უთვლიდა. წარსულს იხსენებდა, ფიქრობდა სად დაუშვა შეცდომა, სად დაიკარგა. როგორ მივიდა პატარა, ცელქი ბიჭიდან კაცის მკვლელამდე. არ უყვარს ეს სიტყვა, მკვლელი, მაგრამ უკვე ისეთი სიხშირითა და ინტენსივობით მოიხსენიებდნენ, თვითონაც კი დაიჯერა, თურმე არაკაცია, სასტიკი პირუტყვი.
თვალებს ხუჭავს და სასამართლოს სხდომას იხსენებდა.
ადვოკატი რიგ-რიგობით აწარმოებდა მოწმეების დაკითხვას, ლიკაც კი ჩამოვიდა სოფლიდან. ყველანი ერთიდაიგივეს ყვებოდნენ: როგორ ესროლა ამ პროცესისთვის აწ უკვე „დაზარალებულმა“ თეკლეს, როგორ უმიზნებდა დაჭრილი ქალიშვილისკენ დახრილ აკას, იარაღზე ხელის აკვრის მიზნით უბიძგა გიორგიმ და სწორედ ეს ბიძგი გამოდგა საბედისწერო, ბიჭმა წონასწორობა ვეღარ შეიკავა და მოწყვეტილი დავარდა. თავი ჩამოარტყა ბორდიურს და გარდაიცვალა.
- თქვე ნაძირლებო, მოსყიდულო ღორის შვილებო! - ბოლო ხმაზე კიოდა შავოსანი ქალი, როგორც შემდეგ გაიგო გარდაცვლილის დედა - რადგან ჩემს შვილს ჩინოვნიკი მამა არ ჰყავდა, ამიტომ მიჩაგრავთ?! მიცვალებულს აბრალებთ თქვენს დანაშაულს? მოგისყიდეს? რა შემოგთავაზეს სანაცვლოდ?
მოსამართლემ რამდენიმეჯერ მოუწოდა გამწარებულ დედას სიმშვიდისკენ, თუმცა უშედეგოდ. მართლა სხდომის დარბაზიდან ხომ არ გააძევებდა?!
ხედავდა გიორგი, როგორ განიცდიდა თამაზი ქალის სიტყვებს, გაფითრებული, თავდახრილი იჯდა, თითქოს თავის აწევის ეშინოდა, სცხვენოდა. იცოდა ასათიანმა, რომ მის დაბადებას თითქმის ათი წელი ელოდა ოჯახი. ჩვილი გიორგი კერპივით ჰყავდათ, უყვარდათ, თავს ევლებოდნენ, ახლა კი მოსპო და გაანადგურა მამა. მან მათმა საამაყომ და ერთად-ერთმა მოუღო ბოლო, წაართვა იმედი. ორმაგად განიცდიდა გიორგი მის ტკივილს, სჯეროდა მამას, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ მაინც გული უკვდებოდა.
- დამპალო არამზადავ, ნაძირალავ, ამაყობ შენი შვილით?! მკვლელებო.... მტარვალებო.... - ისევ კიოდა და პიჯაკზე ექაჩებოდა ქალი, მანდატურებმა ძლივს მოაცილეს მამაკაცის პიჯაკს ჩაბღაუჭებული თითები და მისგან მოშორებით დასვეს.
რამდენიმეჯერ გულზე მიიჭირა კაცმა ხელი, შეშინდა ბიჭი, მამას თვალს არ აშორებდა.
ადვოკატს სთხოვა: - რაღაც კარგად არ გამოიყურება და იქნებ დარბაზიდან გაიყვანოთო...

ლიკას და თეკლეს უნდა მიეცათ ჩვენება, წინასწარ იცოდა, რომ გოგონების დარბაზში შესვლას წყევლა-კრულვის ახალი ტალღა მოჰყვებოდა.
ჯიუტი იყო თამაზი, ვაჟის თხოვნა არც ამჯერად გაითვალისწინა.

პირველად თეკლე შემოვიდა დარბაზში. ფრთხილად, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ტრიბუნას, მოსამართლის თანაშემწემ მისი ვინაობა ერთხელ კიდევ გადაამოწმა და ხელწერილზე მოაწერინა ხელი, მხარე ადასტურებდა, რომ იტყოდა მხოლოდ სიმართლეს.
- ქალბატონო თეკლე, შეიძლება გვითხრათ რა გაკავშირებთ ბრალდებულ გიორგი ასათიანთან? - პირველი კითხვა პროკურორმა დაუსვა.
- გიორგი ჩემი ჯგუფელია...
- როგორი ურთიერთობა გქონდათ ბრალდებულთან?
- ახლო, ბატონო პროკურორო, ჩვენ ვმეგობრობდით....
- ქალბატონო თეკლე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენი მეგობრობა რბილად რომ ვთქვათ „შახლა-შემოხლითა“ და „საქმის გარჩევებით“ დაიწყო...
- ბოდიშს ვიხდი, ბატონო მოსამართლევ, აღნიშნული კითხვა საქმესთან კავშირში არაა... - გააპროტესტა ადვოკატმა.
- უკაცრავად, მე უბრალოდ მსურს, რომ დამსწრე საზოგადოებამ კარგად დაინახოს ბრალდებულის ბუნება, მიხვდეს, რომ აღნიშნული პირი ერთი ცნობილი ბუნტიორი და ჩხუბისთავია...
- ქალბატონო თეკლე, უპასუხეთ დასმულ კითხვას... - მკაცრად გამოუცხადა მოსამართლემ.
- თქვენი ინფორმაცია ალბათ ნაწილობრივ მართალია. ჩვენი ნაცნობობა კამათით დაიწყო. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა. - ღიმილი ვერ შეიკავა ქალმა, წარსულის გახსენებაზე - ეს კამათი კი დიდი მეგობრობის დასაწყისად იქცა...
- კამათი? ალბათ ზედმეტად ალამაზებთ სიტუაციას ქალიშვილო... - ირონიულად აღნიშნა პროკურორმა - ანუ თქვენ არ ადასტურებთ, რომ გიორგი ასათიანი მთელ კურსს ატერორებდა და აშინებდა?!.
სხვა დროს მწარე კომენტარს არ დაიშურებდა თეკლე, მაგრამ გაჩუმება არჩია, არ უნდოდა გიორგისთვის ისედაც მძიმე მდგომარეობა უფრო დაემძიმებინა, კითხვაზე პასუხი არ გასცა.
- კეთილი, იყოს თქვენებურად, ჩავთვალოთ, რომ დავიჯერეთ თქვენი მეგობრობის შესახებ ... - გესლიანად გაიცინა მამაკაცმა - რას გვეტყვით იმ დღევანდელ მოვლეებთან დაკავშირებით?
- ლიკა წინა დღეს ჩემთან მოვიდა, ნაცემი გახლდათ... მითხრა, რომ გარდაცვლილი ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა, მან უარი უთხრა და ამის გამო ასეთ მდგომარეობაში აღმოჩდა...
- შე ქუჩის კახპავ, ჩემი შვილი სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, ნარკოტიკი?!... ღმერთო, გესმით?! - პათეტიკურად გადახედა დარბაზში მჯდომ ხალხს - ნამუსი არ გაქვთ? შეიძლება მიცვალებულისთვის ასეთი სიბინძურის დაბრალება? - ისევ ბოლო ხმაზე აყვირდა გარდაცვლილის დედა.
- მე არ ვიტყუები... - ბრაზი მოერია თეკლეს - თქვენი შვილი არაკაცი იყო და ამის აღიარება მოგიწევთ...
- მოწმევ, თუ შეიძლება თავი შეიკავეთ დამსწრეებთან კამათისგან... - კორექტულად შენიშვნა მისცა მოსამართლემ.
- ბოდიშს ვიხდი, ბატონო მოსამართლევ, მაგრამ... - ხმა გაებზარა თეკლეს - მესმის, საკუთარ შვილზე ძნელია ასეთი სიტყვების მოსმენა, მაგრამ მისი უდანაშაულო და კეთილშობილი ვაჟის წყალობით უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე ხერხემალზე, ერთი თვე კომატოზურ მდგომარეობაში გახლდით, ამ დანაშაულისთვის პასუხი ვინ უნდა აგოს? შორიდანვე დავინახეთ, როგორ ეჩხუბებოდა ლიკას, გულგრილად ვერ გავივლიდი. მე წინა დღეს ერთხელ უკვე ვნახე, რით დასრულდა მათი კამათი. ალბათ შევცდი, მეტი წინდახედულობა უნდა გამომეჩინა, გაშველების მცდელობის ნაცვლად, პირდაპირ პოლიციაში უნდა დამერეკა და ის ნაძირალა დაეკავებინათ, მაგრამ ამდენი ვერ განვსაზღვრე... მაპატიე, გიო, არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყავი... - ცრემლებით სავსე თვალებით შეხედა ბიჭს - მან მე სიცოცხლე შემინარჩუნა, ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის გამიზნული მეორე ტყვია აგვაცილა. ვწუხვარ, თქვენი შვილი რომ გარდაიცვალა, მაგრამ ეს მართლა შემთხვევით მოხდა...
თეკლე ისეთი გრძნობით საუბრობდა, რომ ძნელი იყო მის სიტყვებში ეჭვი შეეტანათ, რაოდენ დაბრმავებული და გაბოროტებულიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, იძულებული იქნებოდა ეღიარებინა, რომ ეს გოგონა არ ტყუოდა. ხედავდა გიორგი, როგორ უთრთოდა ტირილისგან გარდაცვლილის დედას მხრები.
- ქალბატონო თეკლე, თქვენ თავისუფალი ბრძანდებით... - ცივად გამოუცხადა პროკურორმა.
- დღეისთვის საკმარისია, დროებით შესვენებას ვაცხადებ... -მოსამართლემ მძიმე ხის ჩაქუჩი მაგიდაზე დააბრახუნა...
- ფეხზე ადექით, სასამართლო მიბრძანდება... - ხმამაღლა გამოაცხადა სხდომის მდივანმაც.

თავი ოცდაორი
სასამართლო პროცესში ალბათ ყველაზე რთული დაზარალებული მხარის ნახვაა. ასეთ მდგომარეობას, ბრალდებულს ნამდვილად ერჩია სწრაფად გამოეტანათ თუნდაც გამამტყუნებელი განაჩანი, საშუალება რომ ჰქონოდა არც კი დაესწრებოდა სხდომებს, რათა არ ენახა გარდაცვლილის გამწარებული ნათესავები. ცდილობდა არ გაბრაზებულიყო, გაგებით მიდგომოდა მათ ემოციებს.
კარგად ესმოდა, რომ რაოდენ ცუდიც არ უნდა იყოს, ნებისმიერ დედას მისი შვილი ცოცხალი და ჯანმრთელი სურს იხილოს. ალბათ ვბრმავდებით, ალბათ სიყვარული არ გვაძლევს საშუალებას საყვარელ ადამიანებში ნაკლი დავინახოთ.
ამდენი ემოციისგან დაღლილი ველური ნადირივით იჯდა მისთვის განკუთვნილ გიგოსებიან გალიაში. პერიოდულად უმზერდა სხდომის დარბაზში მსხდომ მეგობრებს, მათ შემხედვარეს თითქოს იმედი უჩნდებოდა, რომ ეს კოშმარი ადრე თუ გვიან ნამდვილად დასრულდებოდა.
ზუსტად იცოდა, რომ ნებისმიერ დროს, იგივე სიტუაციაში სწორედ ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. გვერდი-გვერდ მჯდომ თეკლეს და აკას მისჩერებოდა, მის უძირო ცისფერ თვალებს, ღიმილით რომ ესაუბრებოდა საყვარელ მამაკაცს და მისი ღიმილი უცნაურად სტკიოდა.
თავი დახარა, თვალი მოარიდა, თითქოს საკუთარი თავი დანაშაულში გამოიჭირა, პატარა ბავშვივით დატუქსა:
- უფლება არ გაქვს, მასზე არ უნდა იფიქრო!...
- და თუ მხოლოდ მას ვხედავ? - ტკივილით იკითხა მეორე ხმამ.
- არ უნდა ხედავდე, მასთან მხოლოდ მეგობრობა დაგაკავშირებს, მხოლოდ ჯგუფელია, ძმაკაცის და, შენი დაც... უმეგობრე, უერთგულე... - ისევ არიგებდა ის პირველი.
- იოლი სათქმელია... - ისევ დაიკვნესა მეორე ხმამ - უმისობა მტკივა, არ შემიძლია...
- შენ?! - ირონიულად დასცინა პირველმა - მისთვის ვინ ხარ? ხომ იცი რომ არ უყვარხარ, არც არასოდეს შეგიყვარებს, მორჩი ილუზიას, მორჩი ოცნებას...
- მისგან არაფერს ვითხოვ, უბრალოდ მინდა ვხედავდე, მინდა მიყვარდეს, ეს დანაშაულია?!...
ფიქრი მდივნის ხმამ შეაწყვეტინა:
- ფეხზე წამოდექით, სასამართლო მობრძანდება...
მკაცრი სახით შემოვიდა ბატონი მოსამართლე, მრავალ მნიშვნელოვნად გადახედა დარბაზში მსხდომ საზოგადოებას და თავი ისევ საქმის მასალებში ჩარგო.
- სასამართლო იწვევს მოწმე ლიკა გავაშელს...

თავდახრილი შემოვიდა სხდომის დარბაზში ლიკა, ცდილობდა ყურადღება არ მიექცევია გარდაცვლილის დედის წყევლისთვის, გვერდზე არც კი გაუხედავს ისე ავიდა ტრიბუნასთან.
- გაგვეცანით თუ შეიძლება...- დუმილი დაარღვია პროკურორმა.
- ლიკა გავაშელი, ცხრამეტი წლის... - ასაკის თქმისას გაახსენდა ცხრამეტი წლის შესრულებისთანავე ქორწილის გადახდას რომ აპირებდნენ და ინსტიქტურად ირონიულად მომზირალ ნიკას გახედა.
- რას გვიამბობთ, ქალბატონო ლიკა?
- თუ ბატონი მოსამართლე უფლებას მომცემს, მე ამბის მოყოლას შედარებით ძველი მოვლენების აღწერით დავიწყებდი... - მუდარით გახედა მამაკაცს.
- ქალბატონო ლიკა, შეგახსენებთ, რომ საკმაოდ მძიმე დღეა, ამიტომ თუ საქმესთან კავშირში არაა.... - მკაცრი სახით გამოუცხადა, თუმცა გოგონას ცრემლებით სავსე თვალების დანახვაზე დათმობაზე წავიდა - იქნებ შეძლებისდაგვარად მოკლედ გვიამბოთ...
- გმადლობთ, - ხმის კანკალით უთხრა ლიკამ - დაზარალებული, უფრო სწორედ გარდაცვლილი ზურაბ ჯოხაძე, იგივე ზუკა ერთ-ერთ ღამის კლუბში გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე გავიცანი... კლუბში მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, გვიან, თითქმის გამთენიისას ნასვამ მდგომარეობაში გარეთ გამოვედი, გრილი ჰაერი საკმაოდ მესიამოვნა, თუმცა მალევე ვიგრძენი, რომ ფეხი მერეოდა, გადაადგილება მიჭირდა, ცოტაც და ალბათ იქვე დავეცემოდი, რომ დაცვის თანამშრომელმა ხელი შემაშველა, იქვე ღია ვერანდაზე ჩამომსვა და მირჩია ცოტა გამოვფხიზლებულიყავი. რათქმა უნდა მის ნებას დავყევი, ადგომის თავი არ მქონდა...
მესმის, რომ მთვრალი ქალი სასიამოვნო დასანახი არაა, საკუთარი თავი მძულდა, სწორედ ამ დროს გვერდით ზურა მომიჯდა. ხელი ხელზე თბილად დამადო.
- რაო, ფისო, ცუდად ხომ არ ხარ?
თვალები მებინდებოდა, ძლივს ვარჩევდი მის სახეს, ინსტიქტურად თავი დავუქნიე...
- გინდა დაგეხმარო?! - ირონიულად მკითხა მან.
- რა თქმა უნდა...
- მაშინ ეს დალიე და უცებ გამოხვალ მდგომარეობიდან... - ჩემთვის უცნობი ტაბლეტი მომაწოდა ხელში, არც კი დავფიქრებულვარ ისე გადავყლაპე.
- ყოჩაღ, ჭკვიანი გოგო ხარ... - პატარა ბავშვივით შემაქო მან.
ვიგრძენი თავბრუსხვევამ როგორ იმატა, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა, დამცხა, უცნაურად წამომახურა, ოფლი მასხამდა...
- კარგად ხარ? - მისი დამცინავი ხმა შორიდან მესმოდა.
- მცხელა... - წელს ზემოთ ბლუზს ვიხდიდი, მის ხელებს ვგრძნობდი ჩემს სხეულზე, მკერდზე, მახსოვს არ მსიამოვნებდა, მინდოდა შემეჩერებინა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის თავი არ მქონდა, გონება მებინდებოდა, თვალები მეხუჭებოდა, მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი...
-კახპავ, ჩემს ბიჭს კისერზე ურცხვად ჩამოეკიდე და ახლა ასეთ საზიზღრობებს ლაპარაკობ?! - ისევ აკივლდა ჭირისუფალი.
ლიკამ ქალის კომეტარებს ყურადღება არ მიაქცია, ისევ თხრობა განაგრძნო:
- გონს მეორე დღეს მოვედი ჩემთვის სრულიად უცნობ გარემოში. ჩაბნელებულ ოთახში, საკმაოდ ბინძურ თეთრეულში სრულიად შიშველი ვიწექი. მთელი სხეული მტკიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მაგრად ვიყავი ნაცემი, მამტვრევდა, მაკანკალებდა... წამოდგომა ვცადე, რაღაცას გამოვედე, ხმაურზე მეორე ოთახიდან წინა დღეს კლუბში ნანახი ვაჟი შემოვიდა.
- რაო, ფოსო გაიღვიძე? - ირონიულად მკითხა მან.
- შენ ვინ ხარ? აქ როგორ მოხვდი? - გაოცებული და შეშინებული ვეკითხებოდი მას.
- კარგი ახლა... გული არ მატკინო.. წუნახდელი მხურვალე ღამის შემდეგ ვერ მცნობ ტო?
- რა მხურვალე ღამე? - ტანში უსიამოვნოდ გამცრა, თხელი გადასაფარებელი გადავწიე და ... შოკი მქონდა... საკუთარი თავი მეზიზღებოდა, ასე როგორ გავილეშე? ვცდილობდი იმ დღევანდელი მოვლენები აღმედგინა, მაგრამ არ გამომდიოდა, გონებას მხოლოდ ის ახსოვდა, გვერდით როგორ დამიჯდა და უცნაური ტაბლეტი გადავყლაპე...
-რა ჯანდაბა დამალევინე? ჩემთან იწექი? გამაუპატიურე?! - კითხები მივაყარე მას, ისტერიკაში ჩავვვარდი.
- შენ გოგო ხომ არ უბერავ? - ძლიერად შემანჯღრია მან - კისერზე შენით ჩამომეკიდე, მცხელაო იძახდი, ტანზე იბრდღვნიდი ტანსაცმელს, მადლობა თქვი იქვე, კლუბის ტუალეტში, რომ არ ...
- შეუძლებელია, - ყურებს არ ვუჯერებდი - ამას არ ვიზავდი, საქმრო მყავს... - მუხლებზე ვიდექი და ისე ვტიროდი მე.
დაინახა სიყვა „საქმროს“ ხსენებაზე ნიკა როგორ წამოდგა და ჩქარი ნაბიჯით დარბაზი დატოვა, თითქოს შვება იგრძნო, ამბის მოყოლა უფრო თამამად განაგრძო.
- რა გინდა მერე? გამოცდილი ქალი ჩაბარდები... - ჩემსკენ დაიხარა, სახე მაღლა ამაწევინა და თვალებში ჩამაცქერდა - უნდა ვაღიარო ნამდვილად ლამაზი ხარ. - ტუჩებზე დამაცხრა ის.
- არ გინდა, გთხოვ... - ვეხვეწებოდი, მაგრამ ჩემი არ ესმოდა.
- ერთით მეტი, ერთით ნაკლები... ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეიდან ჩემი ხარ, როცა მომინდება მაშინ მოვალ, მაშინ ვიცხოვრებ შენთან, შენ კი უარსაც ვერ მეტყვი, გესმის?!
ვკბენდი, ვფართხალებდი, ვცდილობდი მომეშორებინა, მაგრამ... თითქოს ჩემს წინააღმდეგობაზე უფრო გადაირია, უფრო მეტი ჟინით მოიწევდა:
- ნუ იკაწრები, !... - მთელი ძალით შემომარტყა და გავითიშე კიდევაც.
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, როგორ დასრულდა ჩვენი ჭიდილი. გონს როცა მოვედი, ოთახში მარტო ვიყავი, სხეული ძლივს დავიმორჩილე, გაჭირვებით წამოვდექი, თავბრუ მეხვეოდა, ყველაფერი მტკიოდა, კარები დაკეტილი დამხვდა. ალბათ, იმედი მქონდა, რომ როგორც კი ეს კოშმარი დასრულდებოდა, გამომიშვებდა, მაგრამ შევცდი, ლოგინზე ვეგდე და ხმამაღლა ვბღაოდი, შველას ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ...
როდის-როდის შიმშილმა თავი შემახსენა, ოთახი მოვათვალიერე ლოგინთან თეფშზე დალაგებული ნახევარ-ფაბრიკატები ეწყო. ალბათ, სასაცილოდ მოგეჩვენებათ, ამ გაჭირვებაში საჭმელზე როგორ ფიქრობდაო, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ რა გემრიელად ვჭამდი გაყინულ, ცივ პილმენებს.
შიმშილი როგორც კი დავიკმაყოფილე, თითქოს ძალაც მომემატა, ზუსტად არ ვიცი რისი ბრალი იყო, ისევ დამცხა, ისევ ოფლი მასხამდა, ამის მიზეზს იმ წუთში ვერ ვხვდებოდი, ვფიქრობდი, ამის მიზეზი ჩემი სისუსტე იყო, თუმცა ნელ-ნელა დავმსუბუქდი, თავბრუს ხვევამ იმატა, გაბრუებული თითქოს საკუთარ სხეულს ვერ ვგრძნობდი. ნელ-ნელა ისევ გონება დავკარგე.
- გააჩუმეთ ეს , რასაა რომ უგონებს ჩემს შვილს!... უსირცხვილოვ, ნამუსგარეცხილო, გიჩივლებ, არ შეგარჩენ ჩემი შვილის სახელის გატეხვას... - აკივლდა გარდაცვლილის დედა.
სიმშვიდისკენ მოუწოდებდა მოსამართლე, თუმცა უშედეგოდ, საბოლოოდ ქალი მანდატურებლა სხდომის დარბაზიდან გაიყვანეს.
როგორც კი დარბაზში სიტუცია ჩაწყნარდა, ლიკამ თხრობა განაგრძო:
- იმ ავბედით ბინაში ორი კვირა გავატარე, დღე-ღამე არეული მქონდა. იმ დონემდე მივედი, რომ ზუკას საკვებში ნარკოტიკის გარევა აღარც სჭირდებოდა, უკვე ჩემით ვთხოვდი გასაბრუებელ საშუალებებს, ჩემით გავრბოდი კლუბში, ჩემით ვითხოვდი მასთან შეხვედრას... მეგობრები ცდილობდნენ ჩემს გონზე მოყვანას, ერთხელ გიორგიმაც კი წამომიყვანა გათიშული... მშვენივრად ხვდებოდა ზუკა, რომ მეგობრები ჩემს გონზე მოყვანას ცდილობდნენ, უნდოდათ მისი ნამდვილი სახე დამენახა. ისიც თავის მხრივ მიშლიდა მათთან კონტაქტს, მემუქრებოდა წამალს აღარ მოგაწოდებო. მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი, პრინციპში მაშინ ამის სურვილიც არ მქონდა. თითქმის ყველა დავკარგე, მეგობრები, საქმრო... ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მძულდა საკუთარი თავი ასეთი სუსტი რომ ვიყავი. ოფიციალურად მის ქალად ვითვლებოდი, ქალად კიდევ ლამაზი ნათქვამია, კახპა უფრო ვიყავი, წამლის ნაცვლად მომსახურებას ვთავაზობდი...
- მისგან წამოსვლა რამ გადაგაწყვეტინათ?
- ყველას ვუმტკიცებდი, რომ როგორც კი მოვინდომებდი წამლის გადაგდებას შევძლებდი, თუმცა...
ერთ დღეს მცხეთაში ვიყავით მასთან სახლში. შუა ღამისას წამოვედით თბილისში. გზაში ცუდად გავხდი, ჰაერი არ მყოფნიდა, თითქოს ვიგუდებოდი, გული ამოვარდნას მქონდა, შევშინდი, გვრძნობდი ძალას როგორ ვკარგავდი, მინდოდა შველა მეთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.
ალბათ ისიც დაპანიკდა, ჩათვალა რომ ვკვდებოდი, ავტომობილიდან ნახევრად გათიშული გადმომიყვანა და იქვე დამტოვა. თანდათან დამებინდა გონება, ვიგრძენი როგორ დავვარდი ცივ მიწაზე და გავითიშე კიდევაც...
გონს პატარა კელიაში მოვედი. შუბლზე ცივი ტილო მედო, გვერდით წყლით სავსე თასი, იქვე სავარძელში დედაო თვლემდა.
გაოგნებული ვუმზერდი შავოსანს, ვერ მივხვდი აქ რა მინდოდა ან როგორ მოვხდი. ქალმა თავი წამოწია და ღიმილით გამომხედა:
- კარგად ხარ შვილო? - ისე თბილად მკითხა, ისე ტკბილად, რომ ცრემლები ვერ შევიკავე.
- დიახ... - ძლივს ამოვილუღლუღე მე.
როგორც შემდეგ გავიგე, მცხეთის დედათა მონასტერში გახლდით. თურმე ცუდად მყოფი მონასტრის ერთ-ერთმა დედაომ შემნიშნა და იქ მიმიყვანა. ჩემი ტკივილის მიზეზი არც კი უკითხავთ, ალბათ ხვდებოდნენ, რომ მზად არ ვიყავი, საკუთარ შეცდომებს ასე ხმამაღლა ვერ ვაღიარებდი. დედაოები პატარა ბავშვივით მეფერებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ღმერთი მის გაჩენილს არ მიატოვებდა, რომ ჭეშმარიტსა და სწორ გზას აუცილებლად დავინახავდი, ვიპოვიდი.
არ მინდა იფიქროთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იოლად მივიღე, უბრალოდ იქ გატარებულმა სამმა დღემ აშკარად დადებითად იმოქმედა ჩემზე. დედაობთან ყოფნისას წამალი არც კი გამხსენებია. დიდი მორწმუნე არასოდეს ვიყავი, თუმცა მამა გაბრიელის საფლავზე ყოველ დღე გავდიოდი და დახმარებას ვთხოვდი.
ვხვდებოდი, რომ ჩემისთანა ადამიანისთვის ძნელი იქნებოდა პატიება, ან მქონდა კი ამის უფლება? სამი დღე ბევრი არ იყო, მაგრამ დასაფიქრებლად საკმარისი გამოდგა. ეჭვი გამიჩნდა, საკუთარი თავი სრულიად სხვა ჭრილში დავინახე. სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, ამ ჭაობიდან ამოსასვლელად რაღაც უნდა მეღონა.
იმ საღამოს ჩემს ყოფილ საქმროს ნიკას ვესაუბრე, უფრო სწორედ ეს მე ვიცოდი ყოფილი რომ იყო, თორემ ნიკამ იმ დღეს გაიგო ჩემგან. მოვატყუე, თითქოს აღარ მიყვარდა და ამის გამო ვშორდებოდი, სიმართლე ვერ ვუთხარი, ან როგორ მეთქვა, რომ ნარკოტიკების გამო ვბდი და წამლის სანაცვლოდ საძულველ ადამიანსაც კი ვუწვებოდი? ამას ვერ ვაღიარებდი, არ შემეძლო. გასაგებია პირველი ორი კვირა ნამდვილად ძალას ხმარობდა, მაგრამ შემდეგ ხომ ჩემი სურვილით მივდიოდი მასთან? მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, გამოვუცხადე ნიკას, რომ არ მიყვარდა, გათხოვება არ მინდოდა და საერთოდაც ოჯახისთვის არ ვიყავი დაბადებული...
ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ბედნიერება მისურვა და ტელეფონი გამითიშა. უცებ პანიკაში ჩავვარდი, შემეშინდა, მისი დაკარგვით თითქოს საკუთარი თავიც დავკარგე, დაფეთებული წამოვხტი და თეკლესთან გავრბოდი, როცა სადარბაზოსთან ზუკას დავეჯახე. ალბათ იცით ეს შეხვედრა როგორც დასრულდა, ნაცემი და დაჟეჟილი თეკლესთან მივედი. უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ იმ ნადირთან კავშირი გამეწყვიტა, წამალს კი, სულ რომ „ლომკას“ მოვეკალი ახლოსაც არ გავკარებოდი.
მეორე დღეს გამოცდა გვქონდა, უნივერსიტეტში ერთად მივედით, თუმცა მისი მესიჯი მივიღე, მწერდა რომ პირველი კორპუსის ეზოში მელოდებოდა, არ მინდოდა მეგობრებს გაეგოთ იქ რომ იყო, ჩუმად გამოვიპარე და მას შევხვდი.
გართობა უნდოდა, ჯიბეში წამლის საკმაოდ მოზრდილი დოზაც ედო. შემომთავაზა გავყოლოდი, ვერ დავმალავ, კინაღამ მძლია სულმა, მაგრამ გონს დროულად მოვეგე და უარი გამოვუცხადე. გაღიზიანდა, გადაირია, მუქარაზე გადავიდა, მეუბნებოდა, რომ გამანადგურებდა, ცოცხალს არ დამტოვებდა...
სწორედ ამ დროს მოვიდნენ ბავშვებიც. დანარჩენი კი თქვენც იცით... - როგორც იქნა თხრობა დაასრულა ლიკამ და დარბაზში მსხდომ საზოგადოებას გადახედა. სიძულვილით სავსე თვალებით უმზერდნენ ჭირისუფლები.
- დაკითხვა დასრულებულია... - მკაცრი ხმით გამოაცხადა მოსამართლემ. თითქოს მის სიტყვებს ელოდაო, ლიკამ სწრაფი ნაბიჯით დატოვა სხდომის დარბაზი.

ოცდამესამე თავი
იმ დღეს როგორც იქნა მოწმეთა დაკითხვა დასრულდა, იწყებოდა ახალი ეტაპი, მოძიებული ფაქტებისა და მტკიცებულებების კვლევა, სასამართლოში წარმოადგინეს ექსპერტიზის შედეგები, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გარდაცვალება თავის ბლაგვ საგანზე დარტყმით იყო გამოწვეული.
სასამართლო სხდომაზე განაჩენის გამოტანის თარიღი გამოცხადდა და ეს კოშმარი დღეც დასრულდა.
კიდევ ერთი ტალღა კივილისა და შეურაცყოფის, კიდევ ერთხელ მკვლელად და სისხლისმსმელად მოხსენიება. თავდახრილი მიჰყვებოდა ბადრაგს გიორგი და ცდილობდა გვერდზე არ გაეხედა. ზურგს უკან ჩქარი ნაბიჯის ხმა ესმოდა, უნებურად ერთ ადგილზე გახევდა, როცა იგრძნო სუსტი ხელებით როგორ ჩამოეკიდა ვიღაც ზურგზე, სახეზე ჩამოკაწრეს, მაგრამ ვაჟს ტკივილი არ უგრძვნია, გამოფიტული, უემოციო სახით უმზერდა ორი თავით მასზე დაბალ შავოსან ქალს.
ბადრაგებმა კოლიდორში მოაქციეს და მისი უსაფრთხოდ გაყვანა სცადეს.
- ჩემი ცოდვით ვერ გაიხარებ... ღმერთს ვთხოვ შენი მშობლებიც ისეთივე გამწარებული მანახოს, როგორც მე ვარ დღეს... - უკნიდან უკიოდა ქალი.
ყურებში მხოლოდ მისი ხმა ესმოდა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და მშობლებს ეძებდა, იქვე მოშორებით დალანდა მამას ჩახუტებული დედა, მხრების ცახცახით მიხვდა, რომ ტიროდა, სულ რამდენიმე წამით უმზერდა თამაზი თვალებში, მაგრამ ეს წამიც კი საკმარისი აღმოჩნდა გიორგისთვის, ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა მშობელს და თავდახრილი ბადრაგთან ერთად პატიმრებისთვის განკუთვნი; ავტომობილში ჩაჯდა. ავტომობილის უკანა კარებში ჩაყოლებული წვრილი გისოსებიდან კიდევ ერთხელ დალანდა აკასთან ერთად სასამართლოს კიბეებზე ნელი ნაბიჯით მომავალი თეკლე. გულში ტკივილმა გაჰკრა და ცრემლიც ჩამოგორდა, აქ თამაში არ სჭირდებოდა, აქ მხოლოდ ის და მისი ურჩი მეორე მე იყო.

კარგად ახსოვდა თამაზს ვაჟის დაბადება, ნანატრი შვილი, მისი მემკვიდრე. თუმცა მკაცრი იყო, ალბათ სათანადოდ ვერც ამჟღავნებდა საკუთარ გრძობებს. შეძლებული ოჯახი არ ჰყავდა. დიდი ბრძოლა გადაიტანა საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ოცდათხუთმეტი წლის ასაკში მოიყვანა ცოლად თავისივე თანამშრომელი, უყვარდა მეუღლე? ძალიან, მაგრამ საკუთარი გრძნობების შესახებ ხმამაღლა არასოდეს უთქვამს.
თითქმის ათი წელი შვილი არ ჰყავდათ. განიცდიდა, ნერვიულობდა, ერთხელაც კი არ დასცდენია საყვედური, კითხვაც კი არ დაუსვამს, იქნებ ექიმთან წავიდეთო. ორივენი საკუთარი საქმით იყვნენ დაკავებულნი, თავად პროკურატურაში გადავიდა რიგირთ გამომძიებლად, მეუღლე ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩა. თითოეულ ნაბიჯს წინასწარ თვლიდა. ფრთხილად ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდა წარმატებას. საკმაოდ გრძელი გზა გაიარა გამომძიებლობიდან პროკურორობამდე, შემდეგ კი გენერალური პროკურორის ტიტულიც მოიპოვა.
ცხოვრებამ თითქოს გაამკაცრა, სახე დაუკარგა, სახლშიც კი პროკურორის ტიტული ჰქონდა მორგებული. იქაც მბრალმდებლის სტატუსით სარგებლობდა.
მტრები ბევრი ჰყავდა, საკუთარ თავს ნაკლებად დარდობდა, მაგრამ ეშინოდა მასზე დაბოღმილებს მის ოჯახზე არ ეძიათ შური.
გიორგის ამ პრობლემამ კიდევ ერთხელ დაანახა მის მიმართ დაგროვილი ფარული, ჩაგუბებული ზიზღი. თითქოს დრო იხელთეს, პრესა აჭრელებული იყო მასზე სტატიებით, კიცხავდნენ, ლანძღავდნენ, ათას სიბინძურეს აბრალებდნენ. იქნებ ნაწილი სიმართლეც იყო, ალბათ ერთ დროს მართლაც ასეთი იყო, ალბათ ეწეოდა, დებოშსაც ტეხდა, ყოველთვის უკვირდა, როგორ ახერხებდნენ ჟურნალისტები ასეთი სათაურების შერჩევა: „განზრახ მკვლელობა უნივერსიტეტის ეზოში“, „გიორგი ასათიანის მორიგი ჩხუბი მკვლელობით დასრულდა“, „სასახელო მამის სასახელო შვილი“..., „რა უჯდება გენერალურ პროკურორს საკუთარი შვილის გამართლება?“....
ზუსტად იცოდა, რომ მისი შვილი გამიზნულად, განზრახ ადამიანს არ მოკლავდა, იქნებ ეჭვი შეპარვოდა, მაგრამ უმზერდა მის მეგობრებს და მათ თვალებში ხედავდა უტყუარ ჭეშმარიტებას. ადვოკატს ერთხელაც კი არ დაურიგებია ისინი ჩვენება რა ფორმით უნდა მიეცათ, კითხვაზე სწორი პასუხის შერჩევაც კი არ უცდიათ, სიმართლე მხოლოდ ერთი იყო და მას ვერავინ გადაახტებოდა.
სხვა დროს ალბათ დაუფიქრებლობისთვის გაკიცხავდა, უსაყვედურებდა, რომ არ იფიქრა მშობლებზე, მათ სახელზე, იმ მოსალოდნელ პრობლემებზე რასაც მისი ნასამართლობით შეუქმნიდა. მთელი ცხოვრება ხომ ამის ეშინოდა, რომ ერთხელაც შვილის გაუაზრებელი ნაბიჯის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდებოდა. ახლა რა მოხდა?
თითქოს ნათლად დაინახა, რომ მისი შვილის უდანაშაულობა დიახაც რომ დამტკიცდა, უმზერდა ერთად-ერთ ვაჟს და უნდოდა როგორმე ეგრძნობინებინა, რომ მისით ამაყობდა, რომ ნებისმიერ დროს გვერდით დაუდგებოდა, ბოლომდე მასთან იქნებოდა.
უცებ შიშმა შეიპყრო, რა იქნებოდა თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა? რაოდენ დარწმუნებულიც არ უნდა ყოფილიყო ბრალდებულის უდანაშაულობაში, საზოგადოების აზრს გაითვალისწინებდა და თუნდაც სხვა ჩინოვნიკებისთვის სამაგალითოდ, მის ვაჟს დამნაშავედ სცნობდა?
- რატომ? - საკუთარ თავს ჰკითხა მან და პასუხიც მაშინვე გასცა: - ერთად - ერთი სწორი გადაწყვეტილება გიორგისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანაა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს. მიზეზი მარტივი იყო, ბრალს დასდებდნენ, რომ გენერალურ პროკურორთან გარიგებაზე წავიდა. ალბათ საკუთარ ადგილს გაუფრთხილდებოდა, საკუთარ კარიერას საფრთხეს ხომ არ შეუქმნიდა?
თავი არავისთვის დაუხრია დღემდე, მაგრამ მზად იყო მუხლებზე დამდგარიყო და ისე ეხვეწნა შვილის უდანაშაულოდ აღიარება. ყველაფერს დასთმობდა, თანამდებობიდანაც კი გადადგებოდა თუ საჭირო იქნებოდა, ოღონდ...
უკვე სძულდა საქმეც, თანამდებოდაც, რომელიც მის შვილს თავისუფლებას უზღუდავდა, მაგრამ ზუსტად ხვდებოდა, რომ ეს ვერ უშველიდა, აზრი აღარ ჰქონდა, გადადგომას შვილის დამნაშავედ აღიარებად ჩაუთვლიდნენ. ხვდებოდა, რომ ამით უფრო მეტად ატკენდა, უფრო მეტად დააზიანებდა.
- რა ვქნა? როგორ დავეხმარო?! - სასოწარკვეთილი უკვე მერამდენედ ეკითხებოდა მეუღლეს, მაგრამ პასუხს ვერ იღებდა. ცოცხალ-მკვდრები დაბრუნდნენ სახლში. ორ კვირაში ყველაფერი დასრულდება, სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოაცხადებდა.

საღამოს ბავშვები დაბარებულებივით თამაზთან გამოცხადდნენ. გაოცებული უმზერდა მამაკაცი მისაღებ ოთახში მსხდომ ნაადრევად დაღვინებულსა და დამძიმებულ შვილის მეგობრებს. აშკარად ნერვიულობდნენ, ხელებს ისრესდნენ, ჩუმ-ჩუმად ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე, თითქოს ერთიმეორეს აგულიანებდნენ საუბრის დასაწყებად.
ბოლოს ისევ თეკლემ იმარჯვა: - ვიცით, რომ უდროო დროს მოვედით, ალბათ დასვენება გსურდათ, მაგრამ გულმა არ მოგვითმინა, აქ თქვენთან, როგორც პროკურორთან ისე გვსურდა საუბარი. თამაზ ბიძია, როგორ ფიქრობთ მისი გამართლების შანსი გვაქვს?
- ალბათ გაუჭირდებათ, - თავი დახარა მამაკაცმა, მეუღლეს დამნაშავე თვალებით გახედა. უმზერდა მათ და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა: - საზოგადოების აზრს ყურადღებას ყოველთვის აქცევენ, ხალხს შოუ უყვარს, წამებული გმირები, მაღალჩინოსნის ვაჟმა უდანაშაულო ბიჭი იმსხვერპლა. აი, ესაა მათი თვალით დანახული სიმართლე. ამ ეტაპზე სიტუაცია ჩემი ოჯახის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის...
- თუ საქმე მედიაშია, ჩვენც გამოვაქვეყნებთ სტატიებს, მონაწილეობას მივიღებთ შოუებში.... - გამოსავალს ეძებდა აკა.
- არა მგონია ამან შედეგი გამოიღოს... - საუბარში ჩაერთო გიორგის დედა - გვინდა თუ არა ამის აღიარება, ალბათ გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ, შემდეგ იქნებ რამე შეიცვალოს და შეწყალება მოვახერხოთ...
- როგორ თუ გამამტყუნებელი? ის უდანაშაულოა და ამას სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე გავიმეორებ, მან ხომ ეს ჩვენს გამო გააკეთა, დავიჯერო ამას არ გაითვალისწინებენ? მაშინ ჩვენც დასაჭერები ვყოფილვართ, ყველანი ერთად ვიყავით... - გაცხარდა თეკლე.
გოგონას სასოწარკვეთილი სახის დანახვაზე ღიმილი ვერ შეიკავა თამაზმა:
- ბედნიერია ჩემი შვილი თქვენ რომ ჰყევხართ, მას არ ვამტყუნებ, ვერც ვერასოდეს გავამტყუნებ... მჯერა მისთვის თქვენც იგივეს გააკეთებდით... მტკიცებულებები და ფაქტები ჩემი შვილის სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ მოსამართლე რას იზავს არ ვიცი, ზოგადად სამართლიანი კაცის სახელი აქვს, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, ჩვენ-ჩვენი სისუსტეებით, მან კარგად იცის თუ გადაწყვეტილებას გიორგის სასარგებლოდ მიიღებს, არასამთავრობოები სავარაუდოდ არ მოისვენებენ და შეიძლება ეს ერთი საქმე ადგილის ფასადაც კი დაუჯდეს...

მთელი ორი კვირა ეკლებზე ისხდნენ, ითვლიდნენ დღეებს, ითვლიდნენ საათებს მეგობრები ციხის გარეთ, ხოლო გიორგი საკანში.
ისევ ბადრაგის მანქანით მიიყვანეს, ბორკილებ დადებული და თავდახრილი სასამართლოს სხდომის დარბაზში, ისევ მისთვის განკუთვნილ გალიაში გამოამწყვდიეს. გული გამალებით უცემდა და ელოდა მოსამართლის გამოჩენას. თვალი მოავლო დარბაზში მსხდომ მის მშობლებსა და მეგობრებს, მათ სახეებზე საიმედო ვერაფერი შენიშნა. თეკლეს ცრემლებით სავსე თვალების დანახვაზე, გული მოეწურა, ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა, მისი გამხნევება სცადა, თუმცა უნდა ეღიარებინა, რომ პირველად შეეშინდა და თავი სწრაფად დახარა. აღარ იყურებოდა მათი მიმართულებით. იცოდა ემოციებს ვეღარ შეიკავებდა.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები აშკარად კმაყოფილნი, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული სახეებით უმზერდნენ.
სხდომის დარბაზში მდივანი გამოცხადდა და ჩვეულებისამებს ხმამაღლა გამოაცხადა:
- გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ, სასამართლო მობრძანდება...
შავი მანტიით, ისევ ცივი სახით შემოვიდა მოსამართლე. თვალი მოავლო დამსწრე საზოგადოებას, რამდენიმე წუთით მზერა ბრალდებულზე შეაჩერა და უტყვი, უემოციო სახით სავარძელში ჩაჯდა. ალბათ, სწორედ ამაზე იყო ნათქვამი, ბუზის გაფრენასაც გაიგებო, სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა ვაჟი.
მოსამართლემ სქელი წიგნი გადაშალა, სადაც აკინძული საქმის მასალები ჰქონდა განთავსებული და დაძაბული ხმით დაიწყო კითხვა:
- მოგახსენებთ, რომ განიხილებოდა დაზარალებულ ზურაბ ჯოხაძის წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის საქმე, 109 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში, განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, რა დროსაც წინასწარ გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულად ცნობილი იქნა გიორგი ასათიანი. სასამართლო გაეცნო რა მბრალმდებელი მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე მხედველობაში მიიღო რა დამცველი მხარიის არგუმენტები, გადაწყვიტა: მბრალმდებელი მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ცნოს არადამაკმაყოფილებლად და დაუსაბუთებლად, ბრალდებული გიორგი ასათიანი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ, სხდომის დარბაზიდანვე.
მოსამართლემ კითხვა დაასრულა და ამდენი ხნის განმავლობაში ალბათ პირველად კმაყოფილი ღიმილით მოავლო თვალი სხდომის დარბაზს.
ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა, რა რეაქცია მოჰყვა მოსამართლის სიტყვებს. გაბმული კივილით გარბოდა ზუკას დედა მისი მიმართულებით, თუმცა მანდატურებმა სწრაფად შეაჩერეს.
დაზარალებული მხარის წარმომადგენლები იმუქრებოდნენ, რომ ამას ასე არ დატოვებდნენ, გაასაჩივრებდნენ და სამართალს იპოვიდნენ.
მეგობრები? ბავშვები გიორგის სახელს სკანდირებდნენ და მის დაბნეულსა და ემოციბისგან შოკში მყოფ მშობლებს ეხუტებოდნენ.
გიორგი კი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. თავი ხელებში ჩაერგო და ამდენი ხნის შემდეგ პატარა ბავშვივით პირველად ტიროდა.

ოცდამეოთხე თავი
რა იყო ეს? სიხარული, ისტერიკა, ყველაფერი ერთად. სასამართლოს დარბაზში განცდილ ემოციებს სახელი არ მოეძებნებოდათ, ამ დროს ადეკვატური ალბათ არავინ იყო, ვიღაც ტიროდა, ვიღაც იცინოდა, ვიღაც იმუქრებოდა, იგინებოდა.... ემოციების სრული ქაოსი და ფეიერვერკი. თავისუფლების სურნელი, უდანაშაულობის შეგრძნება, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა და შვება. შეგრძნება იმისა, რომ დასრულდა. ამდენი წამებისა და ნერვიულობის შემდეგ, იყავი ცხოვრების მადლობელი და ზუსტად იცოდი, რომ ეს ამოუცნობი შეგრძნებები, მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ყველაზე უჟმურს, ყველაზე მკაცრსა და ალბათ შენი წარმოდგენით ყველაზე “სასტიკსაც“ კი მოსამართლეს. თუმცა ალბათ უკვე სირცხვილის გრძნობა გაწუხებს, მასზე ასე ფიქრის გამო. შენთვის სრულიად უცნობსა და შენს ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან ადამიანს გინდა ჩაეხუტო, მადლობა გადაუხადო ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ვერ ახერხებ, ენას ვერ აბრუნებ, ერთად ერთი მადლიერი და გაბრწყინებული თვალებით უმზერ და გჯერა, რომ ამ წუთში მან ყველაზე კარგად იცის რასაც გრძნობ, რადგან სულ ოდნავ იღიმება, თბილი სხივი უჩნდება თვალებში, მანტიას ისწორებს უხერხულობის დასამალად და სწრაფად გადის დარბაზიდან. თითქოს არ სურს მისი ადამიანური სახე დაინახონ, შეამჩნიონ, რომ გრძნობები მასაც ჰქონია.

თითქმის ორ კვირაზე მეტი გავიდა გიორგის განთავსუფლებიდან. რამდენიმე დღიანი სუფრა იყო თამაზთან გაშლილი, ულოცავდნენ ერთად-ერთი ვაჟის განთავისუფლებას. უმზერდა მოქეიფე საზოგადოებას და ცდილობდა არ გაეხსენებინა, როგორ უცებ მიატოვეს, როგორც სწრაფად აქციეს გასაჭირში მყოფს ზურგი. განვლილი დღეების გახსენებაზე მწარედ ეტკინა, სურვილი ჰქონდა წამომხტარიყო და კისწისკვრით გაეყარა ვითომ მეგობრები სახლიდან. ახალგაზრდების მხიარული სიცილის გაგონებისთანავე გახედა მეგობრეში მჯდომ გიორგის, მაშინვე დამშვიდდა, ბრაზმაც გადაუარა, თუმცა ტკივილი ისევ დარჩა.
ზედმეტად კარგად იცნობდა ერთად-ერთ ვაჟს. მის სიცილში იყო რაღაც დამალული სევდა. რაღაც მამისთვის გაუგებარს დარდობდა, არ უმხელდა.
ახლაღა შეამჩნია თამაზმა, რომ მეგობრებში აკა და თეკლე არ ჩანდნენ. რატომღაც იგვიანებდნენ.
- ნეტა სად არიან, ხომ მშვიდობა აქვთ? - გაუელვა, ინსტიქტურად მირიანის ნომერი მოძებნა და დარეკვა დააპირა, რომ ოთახში მხიარული წყვილიც შემოვიდა. გაუხარდა მათი დანახვა, თუმცა უცებვე ეტკინა... არ გამოპარვია თამაზს შვილის გაფითრებული სახე, მართალია წამიერად, მაგრამ მაინც. გაოცებული მიაჩერდა ვაჟს, რომელმაც ემოციების დასამალად მზერა გადაიტანა იქვე მდგომ ჭიქაზე, სულ რაღაც ირიოდე წამში მოიკრიბა ძალა და სახეზე აკრული ბედნიერი ღიმილით მოეხვია მასთან მისულ წყვილს.
თავს დადებდა თამაზი, რომ ვაჟის ხასიათის უცაბედი ცვლილებები ვერავინ შენიშნა, ვერც შემოსულმა წყვილმა და ვერც სუფრის დანარჩენმა წევრებმა. მხოლოდ მამამ დაინახა და მხოლოდ მას ეტკინა ისევე მწვავედ, როგორც შვილს.
ყველაზე რთული, ალბათ ცალმხრივი სიყვარულია. არ ემეტებოდა ამისთვის ვაჟი, უმზერდა თეკლეს, რომელიც აციმციმებული, ბედნიერი თვალებით უმზერდა აკას და რაღაცაზე კისკისებდა. მხოლოდ ბრმა ვერ შენიშნავდა, მათ გრძნობას. ასხივებდნენ, იმდენად ერთნაირნი იყვნენ, იმდენად შესაფერისნი, თითქოს იდეალურად ეწყობოდნენ ერთმანეთს... გამორიცხული იყო ამ გოგოს ოდესმე სხვისთვის შეეხედა, გიორგის მინიმალური შანსიც კი არ ჰქონდა. ზუსტად იცოდა, რომ ამას მისი ვაჟიც ხვდებოდა, ალბათ ამიტომაც იყო ასეთ დღეში.
ჩაფიქრებული, თავდახრილი იჯდა უმცროსი ასათიანი.
წესით ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, არადა რატომღაც სიხარულს არ გრძნობდა, მისდა უნებურად ციხის ტყვეობიდან გრძნობების ტყვე გამხდარიყო. სად იყო ხსნა? სად იყო ნანატრი თავისუფლება?
ფიქრებიდან გოგას ხმამ გამოიყვანა: - რა გჭირს, გიო? - ყურადღებით, ჯიუტად აკვირდებოდა მეგობარი.
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს...
- ისე გაგიშტერდა თვალი, ციხის დეპრესია გაქვს? - თბილად უღიმოდა თეკლე.
- კი, ტუსაღობის... - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. - ცოტა დრო მინდა და ...
- ფედერაციაში ვიყავი გუშინ, მწვრთნელი გელოდება, ერთ თვეში ტურნირი იწყება, თუ იყოჩაღებ და გაიმარჯვებ, საქართველოს მსრბოლელთა ნაკრების წევრობა გარანტირებული გაქვს...
- ფორმიდან ამოვვარდი გიო, თან სიმართლე გითხრა აღარც მაქვს სურვილი...
ალბათ ასეთ პასუხს არ ელოდნენ, ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს მეგობრებმა.
- კარგი რა, შეუძლებელია... - გაოცება ვერ დამალა თეკლემ - ერთხელ ავტომობილთან დაჯდომაც კი საკმარისია და პირველობის სურვილიც მყისიერად დაბრუნდება...
- აღარ მინდა, არ შემიძლია, არც პირველობა მინდა და არც არაფერი, უბრალოდ დასვენება და მარტო ყოფნა მსურს!... - თვალი აარიდა ქალს.
აშკარად დაინახა, როგორ ეტკინა მისი სიტყვები, თვალები ცრემლებით აევსო და ტკივილით გახედა აკას, თითქოს მისგან ითხოვდა დახმარებას.
- გიო, ორი წუთი დამითმე რა... მხოლოდ ორი წუთი... - ისე სთხოვა ბიჭმა, რომ უარი ვერ უთხრა, ყველასგან განცალკევებით, მამის კაბინეტში შევიდნენ.

ჩუმად ისხდნენ ბიჭები, აშკარად უჭირდათ საუბრის დაწყება. თითქოს თვალებით კიდევ ერთხელ აფასებდნენ ერთმანეთს.
- გისმენ, აკა... - გაღიზიანება შეეტყო ხმაში ასათიანს.
- პირიქით, მე გისმენ... - თვალებში ჯიქურ უმზერდა ვაჟი.
- თუ სწორად მახსოვს, შენ მთხოვე გამოყოლა...
- უბრალოდ ვიფიქრე, რაღაც გქონდა სათქმელი და მოწმეების დასწრება არ გენდომებოდა. ის რაც ახლა ითქმევა მხოლოდ ჩვენ ორს შორის დარჩება. თუ რა თქმა უნდა შენ არ გადაიფიქრებ, რაშიც ეჭვი მეპარება... - ოდნავ ირონიულად გაიღიმა ბიჭმა.
ეჭვით უმზერდა აკას, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა. თითქოს მიუხვდა გრძნობებს, იცოდა მისი ტკივილის შესახებ და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მისი ესმოდა კიდევ, ვაჟის მზერაში იყო შეცოდება, მაგრამ ეჭვიანობა ვერ დაინახა.
არ მოეწონა მისი გამოხედვა, გაბრაზდა:
- დასამალი არაფერი მაქვს... - გაღიზიანება ვერ დამალა ხმაში.
- კარგი, იყოს შენებურად. ალბათ მომეჩვენა... მაგრამ შენი მდგომარეობა კარგად მესმის. იქნებ მე მაქვს მოსაყოლი? იყო დრო საკუთარი კლასელი მიყვარდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები რამდენად ბავშვური და სულელური იყო ჩემი გრძობა, მაგრამ იმ დროს მის გარდა ვერავის ვხედავდი. ვიტანჯებოდი, ვერ ვამხელდი, ვფიქრობდი, რომ ჩვენს მეგობრობას ვღალატობდი, ისე წავიდა, ვერც ვერაფერი ვუთხარი...
- ამას მე რატომ მიყვები? - ისევ ეჭვით უმზერდა გიორგი.
- არ ვნანობ, ვიკას ჩემი გრძნობების შესახებ რომ დავუმალე, სულ რაღაც ორ-სამ თვეში მივხვდი, რომ მის მიმართ არსებული გრძნობა უბრალო ლტოლვა ყოფილა. თეკლემ ცხოვრება სხვა თვალით დამანახა. მე გატაცება და სიყვარული ერთი მეგონა, არადა ასე სულაც არ ყოფილა, რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ არსებული გრძნობა გაქრა, მენატრება, მაგრამ არა როგორც ქალი, არამედ როგორც ჩემი ბავშვობის მეგობარი, ეგაა და ეგ... ბრმა არ ვარ, რალის დროს შენი მზერა საკმარისი იყო, რომ მივმხვდარიყავი მის მიმართ რასაც გრძნობ. არ დავმალავ ვიეჭვიანე, არ მესიამოვნა, მაგრამ...
მიხვდა ასათიანი დამალვას აზრი აღარ ჰქონდა: - არ მინდოდა, უბრალოდ.. ისეთი განსხვავებულია, სხვანაირი... ეს ჩემს და უნებურად მოხდა... მის მიმართ სიმპატია პირველივე დღეს გამიჩნდა, მაშინ როცა ჩვენი, ჩემი და შენი პირველი არც თუ სასიამოვნო საუბრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დაგპირდი მაგ გოგონებს არაფერს ვაწყენინებ მეთქი, გაბოროტებული და გაღიზიანებული მათთვის ჭკუის სწავლებაზე ვფიქრობდი. - აკას გაოცებული მზერის დანახვაზე, მიხვდა, რომ იმ ინციდენტზე არაფერი იცოდა. - დაგიმალეს ხომ? ასეც ვიცოდი. თუმცა მოსაყოლიც არაფერია, ხომ ხედავ სულაც არ ვყოფილვარ ისეთი იდეალური შენ რომ გგონივარ... იმ დღეს თეკლე გაკაპასებული, გაავებული იცავდა თათიას, ქალთან ქცევის წესებს მასწავლიდა და მე სულელი უკვე მისი თვალების ტყვე ვიყავი... ისეთი სასაცილო იყო, ისეთი... - თავი დამნაშავე ბავშვივით დახარა. -არც კი გითქვამს, თუ შეყვარებულები იყავით... ჩვენი საუბრის დროს, ხომ როგორც თათიას ბავშვობის მეგობარი ისე გაგვეცანი. მისთან დაახლოვება მინდოდა. ნელ-ნელა ვაკვირდებოდი. რა თქმა უნდა ვერც კი მამჩნევდა. რას წარმოვიდგენდი, თუ მისი გული სხვას ეკუთვნოდა. რალზე როცა ერთად გნახეთ კინაღამ ადგილზე მოვკვდი. არც იმას ველოდი, თუ ჩემი მეგობრის და გამოდგებოდა. ალბათ, ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა, მაშინვე გაგცლოდით. ჩემს გზაზე წავსულიყავი. მაგრამ ინტერესი გამიჩნდა. რატომ მაინც და მაინც შენ, რითი მჯობდი? დღემდე ამ კითხვას ვუსვავ საკუთარ თავს და პასუხი მაინც ვერ ვნახე... დავმეგობრდით, უკვე ძმაკაცებიც კი გვქვია, ვიცი არაკაცად მთვლი, მასთანაც ჩავიჭერი და შენთანაც...
- ანუ გინდა თქვა, რომ ჩვენი ძმაკაცობის გამო არ უტყდები გრძნობებში?
- არა. იქნებ შემიძულო კიდევაც ამ სიტყვების გამო, მაგრამ რადგან ვსაუბრობთ, ბოლომდე გეტყვი, დამიჯერე, მისგან ოდნავ, პატარა სიმპატია მაინც რომ მეგრძნო, დღეს ჩვენ ძმაკაცები კი არა კონკურენტები ვიქნებოდით. უკან არაფრით დავიხევდი. ალბათ ორპირად მთვლი, მაგრამ დამალვას ნამდვილად არ ვაპირებ. ეგოისტი ვარ, საყვარელ ქალს ვერავის დავუთმობდი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შანსი არ მაქვს. ეს გრძნობა მხოლოდ ჩემი ტკივილია, მაგრამ როგორც სადისტს ეს ტკივილი მაბედნიერებს. იქნებ დროთა განმავლობაში მივეჩვიო, ნელ-ნელა დაყუჩდეს და ერთ დღეს შენი თქმისა არ იყოს, გაიაროს კიდეც, მაგრამ ახლა მტკივა... მისი მიმართულებით მიშვერილი იარაღი, რომ დავინახე, კინაღამ მოვკვდი, აზრი აღარ მეკითხებოდა... საკანში ყოფნის დროს, ცხოვრებას უფრო მძაფრად აღვიქვამდი. რაც გამოვედი ციხიდან, სულ ვფიქრობ... თუ მომთხოვ წავიდე და გავქრე თქვენი ცხოვრებიდან, გავიგებ, მერწმუნე წასვლა ისედაც მინდა. ამაზე სერიოზულად ვფიქრობ, მაგრამ მშობლებს ვერ ვტოვებ, ამდენი ნერვიულობის შემდეგ მარტოობისთვის არ მემეტებიან...
- მაქსიმალისტია, იცის სიყვარული, იცის ერთგულება და იცის მეგობრობის ფასი. ამ სამ ფასეულობას ერთმანეთში არ ურევს. მისი სწორედ ეს თვისებები მიყვარს. თეკლეს შეიძლება ისე არ უყვარხარ, შენ რომ გსურს, მაგრამ მისთვის მაინც ძვირფასი ხარ. ეს შენი ციხეში ყოფნის დროს ნათლად დავინახე. მტკივნეული იქნება შენი წასვლა და ალბათ ორმაგად დასწყდება გული, თუ გაიგებს რომ ამის მიზეზი თვითონაა. გული მიკვდება, როცა ვხედავ როგორ განიცდის ლიკას საქციელს. უმისობა სტკივა. ენატრება. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფაიფურის სასახლეში ცხოვრობს და იმ სასახლეში მხოლოდ მისთვის საყვარელი ხალხია. მათი ტკივილი სტკივა და მათი სიხარული უხარია.
- ალბათ ასეა. უბრალოდ მეშინია, ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდი მის მიმართ რას ვგრძობ, იქნებ მხოლოდ აღტაცებაა და სულაც არაა სიყვარული? ხომ შეიძლება ასეც იყოს? შენც ხომ ასე მოგივიდა ვიკასთან. ერთი ნამდვილად ვიცი, რომ მისი დაკარგვის პანიკურად მეშინია, არ მინდა შემიძულოს. სწორედ ამიტომაც ვარ ჩუმად.
- ალბათ, მრჩევლად ნაკლებას გამოგადგები, მაგრამ მაინც გეტყვი, ზუსტად ვიცი, რომც წახვიდე, ისევ უკან დაბრუნდები და ამას მხოლოდ თეკლეს გამო არ გააკეთებ, უბრალოდ ამ ურთიერთობებს, მეგობრებს ვეღარ გაექცევი, ისინი შენი ცხოვრების ნაწილიც არიან... უარს ნუ იტყვი რალზე, ეგ შენი მისწრაფებაა, მოწოდება, და მასზე უარის თქმით თეკლეს მიმართ არსებულ გრძნობას მაინც ვერ შეცვლი..
- ანუ ეს მთელი არზა, იმისთვის მითხარი, რომ რალში მონაწილეობაზე დამითანხმო?! - ხუმრობა სცადა გიორგიმ.
- რატომღაც ვფიქრობ, მიმიხვდი რისი თქმაც მსურდა...- მეგობრულად უღიმოდა აკა.
- სამწუხაროდ, ალბათ მართალი ხარ... უთქვენოდ ნამდვილად გამიჭირდება. რაც არის, არის... დავეთამხები ვარჯიშის გაგრძელებაზე. ვნახოთ რა მოხდება მომავალში...
- წავიდეთ, შევუერთდეთ დანარჩენებს, თორემ დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წუთში თვითონ შემოგვაკითხავენ...
აშკარად არგო აკასთან საუბარმა, თითქოს მძიმე ლოდი მოჰხსნეს მხრებიდან. ბევრად უფრო ხალისიანი და კმაყოფილი მხარ და მხარ მოჰყვებოდა ბიჭს.
- აბა, რა გადაწყვიტეთ? - მოლოდინით უმზერდა თეკლე.
- თერაპიამ არგო.... - სიცილს ვერ იკავებდა აკა.
- ვემზადებით რალისთვის... - თვალი ჩაუკრა გოგოს გიორგიმ.
- ასეც ვიცოდი... - სიხარული ვერ დამალა და სწრაფად მოეხვია თეკლე. უხერხულად შეიშმუშნა ვაჟი, იგრძნო როგორ დაუარა ცეცხლმა, ხელის კანკალით მოეხვია გოგოს და ფრთხილად მოიშორა. როგორც ყოველთვის ვერაფერს მიხვდა ქალი. გახარებული ადგილზე ხტუნაობდა.
- ჩემი გმირი ხარ, ვიცოდი, რომ დაიყოლიებდი!. - ამჯერად ბედნიერი აკას ეკვროდა მკლავზე.
ოცდამეხუთე თავი

ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ ბავშვები, სამეგობრო წრე თითქმის უცვლელი გახლდათ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათთან აღარ იყო ლიკა. გოგონამ ერთი წელი აკადემიური აიღო და სოფელში გადავიდა ბებიასთან. ადრე რომ ეთქვათ, ხევსურეთის მიყრუებულ სოფელში ორ კვირაზე მეტხანს მისი ნებით გაჩერდებოდა ხმამაღლა დასცინებდა. თუმცა თვითონვე ხვდებოდა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე სწორი თბილისიდან წასვლა იყო. თავად მის გაქცევას მთაში განმარტოვებას უწოდებდა, სინამდვილეში სულაც არ იყო „მარტო“, ბიძაშვილები იქვე ცხოვრობდნენ, მამიდაშვილები და მათი სამეგობრო საკმაოდ ხშირად სტუმრობდნენ. არ უნდოდა მისი წასვლისთვის შესაბამისი სახელი ეწოდებინა, შიშს ვერ აღიარებდა.
ერთად-ერთი ვისაც ვერ შეელია, ეს თეკლე იყო. კონტაქტს მხოლოდ მასთან ინარჩუნებდა. თითქმის ყოველ დღე სწერდა მესიჯებს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. ალბათ იფიქრებთ, დარეკვა ხომ უფრო მარტივია, რატომ მაინც და მაინც მესიჯებიო? უბრალოდ, გაიჟღერებდა თუ არა მესიჯის მიღების შესახებ სიგნალი, ხელის კანკალით ხსნიდა ტელეფონს და კითხულობდა მეგობრის გზავნილს. ტკიოდა მათი ტკივილი, ზოგჯერ სულელივით ეცინებოდა, საყვარელი ადგილებიც კი ჰქონდა წერილებში. რამდენიმეჯერ კითხულობდა თითოეულ გზავნილს და გონებაში ხშირად იმეორებდა მეგობრის სიტყვებს. ბედნიერი იყო. ამ წერილებში თითქოს ისევ ძველი ლიკა ცოცხლობდა, უდარდელი, უპრობლემო და ხალასი.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ მესიჯებში ნიკას არასოდეს ახსენებდა, თითქოს უსიტყვოდ ხვდებოდა მეგობარი, რომ ყველაზე მეტად მისი სიახლეები დააინტერესდებოდა, გულს არ სწყვეტდა თეკლე, ყველაზე ვრცლად სწორედ მის შესახებ მოუთხრობდა. იცოდა, რომ სისულელე იყო ვაჟზე ფიქრი, მაგრამ ოცნების უფლება ხომ ჰქონდა? ისიც ოცნებობდა.
ყველაზე მეტად თეკლესთან გატარებული ღამეები ენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მირიანთან ოთახების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდნენ, ოთხივენი მაინც ერთ ლოგინში იძინებდნენ, სასაცილო სანახავები იყვნენ ორლოგინიან საწოლში გვერდი-გვერდ, ერთმანეთს ჩახუტებული გოგოები.
- რა ძალა გადგიათ ასე რომ იკუჭებით? - რამდენჯერ სიცილით უკითხავს გოგას. მაგრამ ერთმანეთს მაინც ვერ ელეოდნენ. მთელ ღამეს სიცილსა და მაიმუნობაში ატარებდნენ და როდის-როდის, თითქმის გამთენიისას იძინებდნენ.
ხშირად შემოვარდნილა ახარხარებულ გოგოებთან გოგაც, მეც თქვენთან მინდაო, საბოლოოდ ბალიშებისა და მუთაქების ომით ასრულებდნენ მის გაძევებას ოთახიდან და ერთმანეთს გამარჯვებული, კმაყოფილი სახეებით უყურებდნენ. ყველაფერი ეს ისე ბუნებრივად ეჩვენებოდა მაშინ, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. მათი ჩაბჟირებული სიცილის ხმა ისევ ესმოდა ყურებში და როგორც მაშინ ახლაც ცრემლებს იწმენდდა, თუმცა მაშინ ბედნიერების ცრემლი ერქვა ამ ყველაფერს, ახლა?!...
თეკლესგან იცოდა, რომ გიორგიმ მოიგო ტურნირი და ნაკრების წევრადაც მიიღეს. ახარებდა ამდენი პრობლემის მიუხედავად ეს ბიჭი ბრძოლას რომ აგრძელებდა. ასევე იცოდა, რომ ახალ წელს სამეგობრო ჩვეულებისამებრ ისევ წყნეთში მიდიოდა, თუმცა ამჯერად უფრო გაეშალათ მიპატიჟებული სტუმრების წრე, მათთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც მიდიოდნენ. აკას დედა და და მიჰყავდა.
-„ეს შეკრება კარგი საშუალებაა მომავალი მძახლების ერთმანეთისთვის გასაცნობადო “ - სწერდა თეკლე. – „ვასიკო საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული, სავარაუდოდ საახალწლოდ დაბრუნდება და იაკოსთან ერთად გვესტუმრებაო“. თურმე მამუკაც დაჰპირებია შვილს გვერდში დგომას..
- „რამდენად შეასრულებს პირობას წინასწარ არ ვიციო“...- ეჭვით აღნიშნავდა გოგო. - ზუსტად ვიცი, რომ ნიკას არ დააღალატებს!. - თითქოს პასუხი გასცა მეგობარს, ხმამაღლა წარმოსთქვა მან.
ასათიანებს ხომ დაპატიჟება აღარც სჭირდებოდათ. განვლილმა მძიმე დღეებმა ისე დაამეგობრა მამუკა და თამაზი, რომ კვირა არ გავიდოდა ერთმანეთს არ შეხვედროდნენ.
- „გიორგის ჩვენგან ვეღარ ვაგდებთ, გიგას ოთახში ჩასახლდა. ის, აკა და ჩემი ძმა რალის პრობლემებით არიან დაკავებული, მისი ავტომობილის „გაკეთილშობილებას“ გეგმავენ, მალე ალბათ სახლში ჩაიწერს მამაჩემიო “ - აღნიშნავდა თეკლე. – „ლიკ, როდემდე იქნები მანდ? გთხოვ, იქნებ მოიფიქრო ჩამოსვლა? ძალიან მომენატრე, ის „უჟმურიც“ არ ამბობს არაფერს, ვიცი გაუხარდება შენი ნახვა, იქებ ჩემი ხათრით?!“... - წინადადებას ბოლომდე არ ასრულებდა გოგო.
კიდევ ერთხელ ეტკინა ლიკას მისი სიტყვები. მთელი გულით სურდა მათთან ყოფნა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ნიკას გამწარებულ თვალებს ვერ გაუძლებდა. მეტი ტკივილი აღარ უნდოდა.
იწვა და იხსენებდა ყველა ბედნიერ წუთს, რომელიც თეკლესთან ახალი წლის საღამოს ჰქონდა გატარებული, ეკას და მირიანს, რომლებიც თოვლის პაპისა და თოვლის ბებოს კოსტიუმებში გამოწყობილნი ღიმილით არიგებდნენ ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს. ნიკასგან პირველი საჩუქარიც ახსოვს, საყვარლად შეფუთული პატარა, თითქმის ერთი მტკაველის ზომის ვარდისფერი პლუშის ბაჭია, ხელში ბრდღვიალა წითელი გულით. ღიმილით გახედა ტუმბოზე დადებულ ცალ ყურ ჩამოგდებულ ბაჭიას, გულში ჩაიკრა და ისე დაეძინა.

წყნეთში თეკლე ოჯახით ოცდაათ დეკემბერს ჩავიდა. სტუმრებს მეორე დღეს დილიდანვე ელოდნენ. ოთახებს აწესრიგებდნენ, სახლის მორთვა ბავშვების პრეროგატივა იყო, მშობლები არ ერეოდნენ, ტრადიციისამებრ კამათობდნენ და-ძმა, კამათის თემა: - თოვლის პაპის ადგილი ნაძვის ხესთან თუ ბუხართან? ანგელოზი თუ ვარსკვლავი? მოკლედ გასართობი არ ელეოდა და ძმას. თუმცა რამოდენიმეჯერ მომრიგებლად მირიანს მაინც დაუძახეს. საბოლოოდ შუქი ჩააქრეს და ნაძვისხეც თავმომწონედ აბრდღვიალდა სიბნელეში.
მეორე სართულიდან ჩამოსულ ეკას მისაღები უკვე მორთულ-მოკაზმული დახვდა. დაღლილი იქვე ჩამოჯდა, მეუღლემა გარედან დაჩეხილი შეშაც შემოიტანა და ბუხარიც აგიზგიზდა.
ისეთი მშვიდი საღამო იყო, თითქოს დუმილის დარღვევისაც ეშინოდათ. და-ძმა ნოუთბუქის ეკრანს ჩაშტერებოდნენ და რაღაცაზე ჩუმად იცინოდნენ, ეკას თავი მეუღლის მხარზე ედო და შავ ღვინოს ნელ-ნელა წრუპავდნენ, ყურადღებით აკვირდებოდა გაზრდილსა და დამშვენებულ შვილებს, გული სიხარულით ევსებოდა, და უკვე მერამდენედ ეკითხებოდა საკუთარ თავს:
- როდის მოასწრეს ასე გაზრდა?
თითქოს ისევ ეძებდა პატარა, ხუჭუჭა ცელქ ბავშვებს და წინ კი ჩამოყალიბებული ზრდასრული ახალგაზრდები ესხდნენ, გული ეტკინა, თითქოს ახლაღა გაიაზრა რამხელა დრო გასულა. ცრემლები ვეღარ შეიკავა, და ატირდა. ანცი თვალებით გახედა თეკლემ. ისევ ისე უხტოდა ჭინკები, როგორც ადრე. იდაყვი ოდნავ გაჰკრა ძმას:
- ეკა დაგვითვრა! .... ჩემი დედიკო დამთვრალა...
ნოუთბუქი გადადეს და ისევ პატარა ბავშვებივით აქეთ იქიდან მოუწვნენ ჩახუტებულ მშობლებს. თავი დედის კალთაში ედო გოგონას.
- ამ უნამუსოს შეხედე რა... მე არ მინდა მოფერება? - აბუზღუნდა გოგა.
- როგორც ვხედავ უკვე ზედმეტი ვარ... - სიცილით წამოდგა მირიანი. საშუალება მისცა ვაჟს დედას ჩაჰხუტებოდა.
- მოდი, ბოროტო, ადგილი შენც გეყოფა. - ოდნავ ჩაიწია თეკლემ და დედის კალთაში ძმასაც დაუთმო ადგილი. ისევ პატარა ბავშვებივით აქეთ-იქიდან იწვნენ ორივენი, ჩუმად ძიძგილაობდნენ დედის კალთაში მეტი ადგილის მოსაპოვებლად. უბედნიერესი იყო ეკა. თითები შვილების თმებში ახლართა, ფრთხილად ეფერებოდა როგორც ბავშვობაში, ახლაც გრძნობდა როგორ ელულებოდათ თვალები, და ნელ-ნელა ეძინებოდათ.
- შეხედავ და იფიქრებ, უკვე ზრდასრული ქალი და კაცია, არადა ჭკუა ისევ ბავშვების აქვთ!... - ღიმილით უმზერდა შვილებს მირიანი.
- ჩვენგან რომ გაფრინდებიან რა გვეშველება?! - ტკივილით ახედა ცოლმა.
- არ წავლენ, უბრალოდ ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით, შემდეგ მათი პატარები... მერე შვილთაშვილები და... - ოცენებებში წავიდა მირიანი.
- მაგ ეტაპამდე მივალთ?! - ღიმილი ვერ შეიკავა ეკამ.
- აბა რა... ვიქნებით ჯიჯღინა და ჭიჭყინა მოხუცები ....
ჩუმად, ფრთხილად შეძვრა მძინარე შვილებთან მირიანი და მკერდზე მიიკრა მეუღლე, მისი ტუჩების შეხება იგრძნეს შუბლზე ბავშვებმა, მხარი იცვალა თეკლემ და მამას ჩაეხუტა.
- ჩემი გოგო... ჩემი პრინცესა..- ბედნიერი ეფერებოდა კაცი.
ტკაცა-ტკუცით იწვოდა შეშა, ცეხცლის ალი უნათებდა სახეს მძინარე შვილებს, კიდევ დიდხანს ჩურჩულებდნენ მშობლები, მათ პატარაობას და ერთად განვლილ გზას იხსენებდნენ.
სტუმრებმა დილიდანვე იწყეს შეკრება. ჟივილ-ხივილით შემოლაგდნენ ახალგაზრდები. წლების უნახავებივით ჩაეხუტნენ ერთმანეთს. მათი განწყობა გადამდები იყო, უცებ მოშინაურდნენ უფროსებიც.
თათიას გადარეული დათუნაც წამოეყვანა.
- ამ გაჭირვებულს მშობლები სამოგზაუროდ წაუვიდნენ და მარტო გვრჩებოდაო... - სიცილით აღნიშნა გოგომ.
ასევე დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ ახალგაზრდები ვასიკოს და იაკოს სტუმრობას.
- ეეე, ბიჭებო, ყურადღებით თუ არ ვიქნებით მოგვტაცებენ ამ ბავშვს... -თმები მოუჩეჩეს გოგონას გოგამ და ოთომ. როგორც ყოველთვის ამჯერადაც დაიმორცხვა და გაწითლდა ია.
- ჩვენი დახატული, ჩვენი ანგელოზი!... - გულში იკრავდნენ ბიჭები.
- დაანებეთ თავი მის ქებას, თორემ დაიჯერებს!... - ეცინებოდა ნიკას.
- ბოროტო, შეგშურდეს!.... - დაეჯღანა გოგას მკერდს ამოფარებული იაკო ძმას.
- სულ ასე ხომ არ ეყოლები ჩაკრული? მაგ ენას ამოგაძრობ იცოდე... - სიცილით დაემუქრა ვასიკო.
- წამოდი ჩვენთან, თორემ ეგენი ვიდრე ლოყებს არ დაგიწითლებენ არ მოგეშვებიან. - თეკლემ ხელი დაუქნია აიაკოს და სამზარეულოში შეიყვანა.

ისეთი სიცილ-კისკისი გამოდიოდა მისაღებში, რომ მამაკაცები ცნობისმოყვარეობით კვდებოდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ქალებმა თითქოს ავტონომია გამოაცხადეს, კარები მჭიდროდ ჩაკეტეს და სამზარეულოში შესვლა აუკრძალეს.
ის-ის იყო მოთმინების ფიალა აევსოთ მამაკაცებს და რამოდენიმე ფუჭი მცდელობის შემდეგ სამზარეულოში შტურმით შესვლას გეგმავდნენ, რომ დიდმა და პატარა ქალბატონებმა კარები გახსნეს და ქაფქაფა ხინკლით სავსე ლანგრებით მისაღებში შელაგდნენ.
- აი, ეს გვესმის...- ემოციები ვერ შეიკავეს მამაკაცებმა.
- ხინკალი ალას იდეა გახლდათ... - ღიმილით გადახედა მომავალ მძახალს ეკამ - ჩვენი პატარა იაკოც კარგი მეხიკლე ყოფილა, მგონი დამხმარეებმაც ვივარგეთ, იმედია არ დაგვიწუნებთ...
- ხინკლის კეთება დედამ მასწავლა ბავშვობაში... - მორხვად დახარა თავი იამ.
- მაგრები ხართ... უმაგრესი... - ემოციებს ვერ მალავდა მირიანი, ხელში მოზრდილი ცხელ-ცხელი ხიკალი ეჭირა და ფრთხილად ხვრეპდა კუთხიდან, წვენი რომ არ დაჰქცეოდა.
- უფ, უფ, უფ.. უგემრიელესია... - კმაყოფილი უმზერდა მამუკა ქალიშვილს, რომელიც ბიჭებს აწვდიდა ხიკალს.
მამაკაცების კომენტარებით გათამამებული ბიჭები ერთმანეთს არ აცდიდნენ, ისე იღებდნენ შავ პილპილ მოყრილი ხინკლებს. კარგა ხას არჩევდა გიორგი მისთვის სასურველი ფორმისა და ზომის ხინკალს, საბოლოოდ არჩევანი ყველაზე მოზრდილსა და კარგად გაბერილ, შედარებით თეთრ ხინკალზე შეაჩერა, ყურადღება არ მიუქცევია ეშმაკურად მომღიმარი იაკოსთვის, რომელმაც თეკლეს და თამარს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. არც იმას დააკვირდა, რომ გარშემო უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, მთელი არსებით სასურველი ხინკლის ჩასაკბეჩად ემზადებოდა. ნელ-ნელა მიიტანა ტუჩებთან და ჩაკბიჩა. თუმცა... ხიკლის ჩაკბეჩა და სახეზე თეთრი მასის გამოფრქვევა ერთი იყო.
დაბნეული, გაფართოებული თვალებით იყურებოდა ვაჟი აქეთ-იქით. მისი სახის შემხედვარე ყველა ხარხარებდა. კმაყოფილი, ოდნავ თვალებმოწკუტული უღიმოდა იაკო. სხვა დროს ალბათ შეურაცყოფილად იგრძნობდა თავს, გაბრაზდებოდა, მაგრამ გოგონას მოციმციმე თვალებს ახედა და ბრაზმაც გადაუარა. თითქოს ახლაღა გაიაზრა, როგორ მოხერხებულად გააცურეს და ხმამაღლა ახარხარდა.

ოცდამეექვსე თავი
იმ საღამოს თითქოს ასაკობრივი ზღვარი გაქრა მშობლებსა და შვილებს შორის. თავიდან ალა ცოტა არ იყოს დაძაბული იყო, გულდაწყვეტილი უმზერდა ეკას და მირიანს, იმ დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამხელა სიამოვნება აკლდა ცხოვრებაში. იჯდა და ცდილობდა გაეხსენებინა, ერთხელ მაინც თუ შეუხედავს ჯუმბერს მისთვის ასეთი ვნებიანი და შეყვარებული თვალებით.
ისე არ ჩათვალოთ თითქოს სითბო ასათიანების წყვილს აკლდა, არა. ასე ნამდვილად არ იყო. თუმცა მათ წყვილს, თითქოს საჯარო მოხელის დამღა ედო. ემოციებს ასე ნათლად არ გამოხატავდნენ. თვალი მოავლო გარშემო მყოფებს. თათიას მშობლები გვერდით ესხდნენ. ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა ქალს და ჩუმად მოიწმინდა ცრემლი.
- ალა, ხომ კარგად ხარ?! - შეშფოთებულმა ჰკითხა მან.
- რა თქმა უნდა, უბრალოდ სენტიმენტები მომაწვა... - გაღიმება სცადა მან.
- არ მეგონა ასეთი ემოციური თუ იყავი... - სასიამოვნოდ გაკვირვებულმა აღნიშნა ქალმა -სიმართლე გითხრა, ცოტა ცივი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდი...
განვლილი წლების გახსენებაზე, ერთხელ კიდევ ეტკინა, გული დასწყდა, თურმე რამხელა სიყვარული დაუკლია შვილებისთვის.
- ხომ არ სჯობს ეკას დავეხმაროთ? - ჩუმად გადმოულაპარაკა წინ მჯდომმა ტატოს დედამ.
სწრაფად წამოდგნენ და სამზარეულოში გაჰყვნენ. ეკა ხალისიანად, ცქრიალ ცქრიალით მოძრაობდა, ერთდროულად ალბათ ხუთი სახეობის სადილს მაინც ამზადებდა. იქვე ჰქონდა გაშლილი სალათების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებიც. ქალებმაც სწრაფად გადაინაწილეს პოზიციები, აიფარეს წინსაფრები, თან თბილად საუბრობდნენ.
- ახალ წელს ყოველთვის ასე მხიარულად ხვდებით? - გაუბედავად ჰკითხა ალამ.
- ასე თავისდაუნებურად მოხდა. ჩვენი ბავშვები პატარები იყვნენ, ალბათ იფიქრებთ პარანოია სჭირდაო. არ მიყვარდა ბავშვების სათამაშოდ ქუჩაში გაშვება, ჩვენ კერძო ბინა გვქონდა, საკმაოდ დიდ ეზოში საქანელები და სხვადასხვა სახის სასრიალოები დავამონტაჟეთ. ქუჩა-ქუჩა მათ ხეტიალს, მერჩივნა მეზობლის ბავშვებთან ერთად იქ ეთამაშათ. აშკარად არც პატარები აპროტესტებდნენ და არც მათი მშობლები. თითქოს ჩვევაში გადაგვივიდა ყოველდღიური კონტაქტი. ლიკა, თამარი და თეკლე საბავშვო ბაღიდან მეგობრობდნენ, ასევე იყვნენ ოთო და გოგაც, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მისი კლასელი იყო, შედარებით მოგვიანებით დამეგობრდნენ. ფაქტიურად სულ ერთად იყვნენ. ასე რომ მათ მშობლებსაც კარგა ხანია ვიცნობ, ნამდვილად ღირსეული ხალხია და ძალიან მიყვარს ყველა. უნდა ვაღიარო, ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, შედარებით იშვიათად ვხვდებით. თუმცა ახალ წელს ვცდილობ დანაკლისი ავინაზღაურო, ისევ ერთად შევიკრიბოთ. საკუთარი შვილივით მიყვარს ლიკა და ძალიან მტკივნეულია მისი ოჯახით აქ რომ არ არის. - ცრემლები მოაწვა ეკას, მაგრამ თავი შეიკავა - სტუდენტობამ ახალი, არანაკლებ თბილი მეგობრები, ტატო, ფარნა და გიორგი შესძინათ, ეს სამეული უკვე ახალი ისტორიების და თავგადასავლების საწყისად იქცნენ. იცით ყოველთვის მჯეროდა და დღემდე ამ აზრზე ვრჩები, რომ ბავშვი ოჯახის სახეა, ამაში თქვენი შვილების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. უნდა იამაყოთ ასეთი ვაჟებით. თქვენი გამოჩენა კი ორმაგად მიხარია. - ღიმილით გადახედა მომავალ მძახლებს - არ მინდა მოვლენები დავაჩქარო, მაგრამ მე მგონი მათი გრძნობების შესახებ თქვენც იცით. რატომღაც ვფიქრობ, ჩვენ თუ ვიმეგობრებთ, მათთვის ცხოვრებაც უფრო მარტივი იქნება...
- გაუმართლა აკას, თქვენ რომ შეხვდით... - ხმა უკანკალებდა ალას - უნდა ვაღიარო მე დედად ვერ ვივარგე, სამწუხაროდ საკუთარი პრობლემების მოგვარებით ვიყავი დაკავებული და შვილები დამავიწყდნენ, ასე გამოვიდა!...
- შეუძლებელია. ცუდი დედა ასეთ ვაჟს ვერ გაზრდიდა. - იგრძნო, რომ გულით, გულწრფელად ეუბნებოდა ეკა ამ სიტყვებს, ისევ რომ არ ატირებულიყო, იქვე ლანგარზე დაწყობილ სალათებს დასწვდა და მისაღებში გაიტანა.
მოზრდილ მაგიდაზე დააწყო და სამზარეულოში შებრუნებას აპირებდა, რომ შვილის დაძაბულ მზერას წააწყდა:
- მოხდა რამე?! - შეშფოთებულმა ჰკითხა იქვე, ბუხართან მჯდომმა ბიჭმა, როცა დაინახა როგორ მოიწმინდა ჯიუტი ცრემლი.
- არა, არაფერი... - სწრაფად უპასუხა და გაცლა დააპირა, რომ მყისვე მასთან გაჩნდა, თვალებში უმზერდა, თითქოს იქ სურდა მისი ცრემლების მიზეზის დანახვა.
- დე... - მუდარა გაერია ხმაში.
- ბედნიერი ხარ, შვილო და ამ ბედნიერებას მოუფრთხილდი... - ლოყაზე ფრთხილად მოეფერა - ეს გოგო არ დაკარგო, გთხოვ... - ოდნავ შესამჩნევად გახედა იაკოსთან მოსაუბრე თეკლეს.
- დე... - ბედნიერებისგან ბრწყინავდა აკა და გახარებული იკრავდა გულში დედას.

ღამის თერთმეტი საათისთვის საახალწლო სუფრა გაშლილი იყო. რამდენიმე სართულიან, ქართული კერძებით უხვად დახუნძლულ მაგიდასთან თბილად მიიწვიეს სტუმრები მასპინძლებმა.
ასათიანებს წინ ნიკა და მისი ოჯახი ესხდნენ. იაკო და გიორგი პირისპირ აღმოჩნდნენ. როგორც წესი ქალთან ქცევის წესები ნამდვილად არ ეშლებოდა ვაჟს, ცდილობდა გოგონასთვის ყურადღება არ მოეკლო, დედას და იაკოს ის ემსახურებოდა. ეტიკეტებს კარგად ფლობდა, მაგრამ ერთი რამ ეუცხოვა, ქალიშვილი ნებისმიერი სახეობის კერძთან მოხერხებულად ხმარობდა დანა-ჩანგალს, თან ანცი თვალებით აშკარად მას აკვირდებოდა.
ასათიანი უხერხულად შეიშმუშნა, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა. რამოდენიმე კერძის ხელით შეჭმა სურდა, მაგრამ როგორც კი იას ირონიულ მზერას წააწყდა, ინსტიქტურად გიორგიმაც დანა-ჩანგალი მოიმარჯვა.
- რამდენჯერ უნდა გითხრა იაკო, ხინკალს ხელით უნდა ჭამა, სირცხვილია, კიდევ კარგი დედა არ გხედავს, გაგიჟდებოდა... - ბურტყუნებდა ვასიკო.
- ხევსურეთში არ შევჭამ ჩანგლით... - თბილად შესცინა გოგომ ძმას.
ხინკლის ჭამას მორჩა თუ არა, ხაჭაპურს დასწვდა, უმადობას ნამდვილად არ უჩიოდა. გიორგიმ მჭადი გადმოიღო ნიგვზიან ბადრიჯანთან ერთად. ქალს გახედა, რომელიც ხაჭაპურსაც დანით აქუცმაცებდა. ეჭვით გახედა მჭადის ნაჭერს.
- ალბათ, ესეც დანა-ჩანგლით იჭმევაო. - იფიქრა და ინსტიქტურად მთელი მონდომებით დაიწყო დაჭრა.
- გიორგი, რას აკეთებ?! - დედის გაოგნებული ხმა მოესმა და თავი ასწია. მიხვდა რომ რაღაც არაადეკვატური გააკეთა, თუმცა ვერ მიხვდა რას, გაოცებულმა გახედა დედას.
- შენთან ბოდიში, ბატონო გიორგი, მაგრამ მე მჭადი ხელით უნდა მივირთვა... - გონს იაკოს ირონიულმა ხმამ მოიყვანა. გემრიელად ილუკმებოდა ქალი ყველსა და მჭადს.
თითქოს ახლაღა გაიაზრა რაოდენ სასაცილო სანახავი იყო, დანით დაჭრილი მჭადი.
- შენ რა დამცინიხარ?! - იაკოს ირონიული, კმაყოფილი სახის დანახვაზე მდგომარეობიდან გამოვიდა გიორგი, მიხვდა, მის გასაბრაზებლად რომ იყენებდა ყველა კერძზე დანა-ჩანგალს.
- არც კი მიფიქრია... - მშვიდად, მიამიტი თვალების ფახუნით გამოუცხადა მან. - უბრალოდ ასეთი ცუდი ჩვევა მაქვს. ლამაზ თითებს ვუფრთხილდები, რომ არ დამესვაროს...
- ღმერთო ჩემო, რა ჩერჩეტი ხარ... - სიცილს ვეღარ იკავებდა დედა. - ამ ერთი ბეწო ბავშვმა გაგაბითურა...
- ნუ მეთამაშები, პატარა გოგოვ, სანანებელი არ გაგიხდეს... - აშკარად ემუქრებოდა გიო.
- მეე?! - ისევ მიამიტურად აფახუნებდა თვალებს, იწვევდა ვაჟს - არ მეგონა ასეთი ბუტია თუ იქნებოდი.
- იაკო, საკმარისია..- შეუღრინა დას ნიკამ. - შენს მეგობრებში არ ხარ...
ძმის საყვედური ეწყინა, გიორგისთვის მზერა არ მოუცილებია, თვალები ცრემლებით აევსო:
- მართლა არ მინდოდა შენი წყენინება, ალბათ ზედმეტი მომივიდა!... - ამოისლუკუნა და გარეთ გავარდა.
ნამდვილად არ ელოდა მის ასეთ რეაქციას ასათიანი, გული ეტკინა იაკოს ცრემლებით სავსე თვალების დანახვაზე.
- სულელია ეს გოგო, დედას გეფიცები, ახლა რაღა ატირებს?! - გაოცებული ეკითხებოდა ვასიკო ძმას.
- რა ვიცი... გავხედავ ერთი.. - გასასვლელად წამოდგა ნიკა, რომ გიორგიმ შეაჩერა.
- ძმურად, ნიკუშ, თუ არ გეწყინება, მე გავალ რა...
მაინცდამაინც დიდად არ ესიამოვნათ ბიჭებს გიორგის ინიციატივა, თუმცა ხმა არ ამოუღიათ, უსიტყვოდ დაჯდა ნიკა ადგილზე.
აივნის მოაჯირს იყო დაყრდნობილი იაკო და ჩუმად ტიროდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, თვითონაც ვერ იგებდა რა სჭირდა. კარების ხმა გაიგონა, ფეხის ნაბიჯებისაც, თუმცა უკან არ გაუხედავს, მაინც მიხვდა რომ გიორგი იქნებოდა. ფრთხილი, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ვაჟი. თავისდაუნებურად გულისცემა გაუხშირდა, ხელები უცახცახებდა. ახსნას ვერ უძებნიდა საკუთარ საქციელს.
- რამე გაწყენინე? - ყრუდ ჰკითხა ვაჟმა.
- არა. - მისკენ არც კი მიუხედავს იაკოს, თითქოს ეშინოდა მისი სახის დანახვის, გრძნობდა, რაღაც დღემდე მისთვის უცნობი გრძნობა უჩნდებოდა ასათიანის თვალების დანახვაზე, ასეთი რამ ხომ არასოდეს ეგრძნო, ისეთი ამოუცნობი ლტოლვა გაუჩნდა, რომ საბოლოოდ დაფრთხა...
- იაკო... ფრთხილად შეეხო ვაჟი მხარზე, თითქოს თითები დასწვა მისმა სიმხურვალემ. იგრძნო როგორ შეკრთა ქალი. დენდარტყმულივით გახტა გვერდზე. დაფეთებული თვალებით უმზერდა.
- ჩემი გეშინია?! - თითქოს ზრდასრული ქალის სხეულიდან პატარა გოგონა უმზერდა. ღიმილი ძლივს შეიკავა გიორგიმ.
- არა. - ისევ მოკლედ უპასუხა, სახე აუწითლდა და საკუთარი უხერხულობის დასალად სიბნელეს გახედა ქალმა.
- ნახე, რა ლამაზად თოვს.. თხელი მაისურის ამარა შეგცივდება. - მზრუნველი, თბილი ხმით უთხრა ბიჭმა და სახლიდან გამოტანილი პლედი მიაწოდა.
სულ ოდნავ შეეხო თითებით იაკო, როცა გამოართვა, მაგრამ მაინც შეამჩნია, როგორ გააჟრჟოლა ქალს. ისევ ამოუცნობი შიში ჩაუდგა თვალებში. სადღაც გამქრალიყო ის თამამი და გაბედული იაკო, სულ რამდენიმე საათის წინ კმაყოფილი სახით რომ უმზერდა ფქვილით მოსვრილ გიორგის, აღარც ის ირონია შეინიშნებოდა რამდენიმე წუთის წინ მდგომარეობიდან რომ გამოიყვანა ვაჟი.
მის რეაქციებს ყურადღებით აკვირდებოდა გიორგი. თითქოს მიუხვდა შიშის მიზეზს, თითქოს მის მოულოდნელ ცრემლებსაც უპოვა ახსნა. დაინახა მზრუნველობა სიბრაზემ როგორ შეცვალა ვაჟის სახეზე.
- შეუძლებელია... - უნებურად ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი, თითქოს კეთროვანი ედგა წინ, სწრაფი ნაბიჯით მოშორდა ქალს, მისაღებში შევარდა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.
- რა გჭირს?... - მისი ხასიათის სწრაფი ცვლა არ გამორჩა მხედველობიდან აკას.
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს!... - პასუხს თავი აარიდა ბიჭმა.
- მე ვიცი, რაც სჭირს, იაკოს ხიბლს ვერ გაუძლო... - ისე უჩურჩულა თეკლემ ბიჭს სხვებს რომ არ გაეგოთ და თვალი ჩაუკრა აკას.
- კაი, ტო.... მართლა?! - გაოცებულმა გახედა აკამ გიორგის.
- სისულელეა, აფორმებს... - უცებ უარყო ასათიანმა.
წყვილის ეჭვით მომზირალი თვალებით მიხვდა, რომ მაინც ვერ დაარწმუნა მეგობრები. თვალი ისევ აივნისკენ გაექცა. იაკოს ამჯერად ტატო ესაუბრებოდა. გოგონა რაღაცაზე მხიარულად იცინოდა. გულში უსიამოვნოდ გაჰკრა, რატომღაც არ ესიამოვნა მათი ერთად დანახვა.
- თუ არ იყოჩაღებ, წაგართმევენ შენს პრინცესას!... - მსუბუქად გაჰკრა მხარი თეკლემ.
- როგორ თოვს!... - ხალისიანად წამოხტა ეკა - ასეთ ამინდში სახლში ჯდომა საცოდაობაა? გავიდეთ, ვიგუნდაოთ!...
თითქოს მის სიტყვებს ელოდებოდნენო, სწრაფად წამოხტნენ ფეხზე და მხიარული ყიჟინით გაჰყვნენ გარეთ. ულამაზესი სანახაობა დახვდათ გარეთ. ყველაფერი გადათეთრებული. დიდან და პატარიანად ყველა გუნდაობდა.
ფრთხილი, ჩუმი ნაბიჯების მოახლოვება იგრძნო გიორგიმ. შეგნებულად არ მიბრუნდა, აცდიდა ახლოს მისულიყო და როგორც კი იფიქრა ქალმა, რომ ამ მანძილიდან მისთვის გუნდის მორტყმას მოახერხებდა, არც კი მიუხედავს ვაჟს თვითონვე ესროლა გუნდა. შებრუნდა და ღიმილი სახეზე მიეყინა. ტრაექტორია სწორად ვერ გაეთვალა და გუნდა იაკოს სახეში მოარტყა.
- მაპატიე, არ მინდოდა... - დარცხვენილი უმზერდა ცრემლებით სავსე თვალებში ქალს.
- ნადირი ხარ, პირუტყვი!... - პატარა მუშტები გამეტებით დაუშინა მკერდში.
- მორჩი ისტერიკას, ძალით არ მინდოდა... - ხელები გაუკავა - მაპატიე, გთხოვ... - ვნებით ეჩურჩულებოდა და გულში ძლიერად იკრავდა ვაჟი გასაქცევად აფართხალებულს. ნელ-ნელა შეწყვიტა მოძრაობა ქალმა, თითქოს დანებდა, მისი აჩქარებული გულისცემაც ესმოდა, გაყინულ ხელებს ძლიერად უჭერდა თითებს და დღემდე მისთვის უჩვეულო შეგრძნებით ივსებოდა.
- ჰა, ახლა... როდემდე აპირებთ ასე დგომას?! - აკამ მოიყვანა აზრზე, - დაგინახავენ და ნახე მერე დაბომბვა... - თვალი ჩაუკრა ბიჭმა, სწორედ ამ დროს თვითონაც იგემა თეკლესგან ნასროლი გუნდა. - ამას უყურე რა!... - სიცილით დაედევნა გოგონას.
მიხვდა, რომ აკა მართალი იყო, არ ემეტებოდა ქალი გასაშვებად, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა.
- მაპატიე, ძალით არ მინდოდა!... - ერთხელ კიდევ უჩურჩულა ქალს, ხელი გაუშვა და გაქცეულ აკას და თეკლეს დაედევნა.
- ვიცი... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა იაკომ და მეგობრების მიმართულებით წასულ ვაჟს კმაყოფილი ღიმილით გააყოლა თვალი.

ოცდამეშვიდე თავი
სასიამოვნოდ დაღლილნი შეცვივდნენ სახლში, ერთმანეთს ასწრებდნენ ბუხართან დაჯდომას, ვინც პუფებსა და სავარძლებში ვერ მოთავსდნენ, იქვე სქელ ხალიჩაზე ჩამოსხდნენ.
- უნდა ვაღიარო, ბოლოს ალბათ თვრამეტი წლის ასაკში ვიგუნდავე, თავი ისევ პატარა გოგო მგონია!... - ღიმილით აღნიშნა ალამ.
-რას ჰქვია, გგონია, განა დიდები ვართ?! - აკისკისდა ეკა. - მე ისევ პატარა გოგოდ ვთვლი თავს, ყოველ შემთხვევაში შინაგანად...
- შენ ჩვენი ყველაზე ხალისიანი, სუპერ დედა ხარ!... - გულში ძლიერად ჩაიკრა ბუხარს მიფიცხებული ქალი და ლოყაზე აკოცა გოგამ.
- ბავშვობაში ახალ წელს სახლში, კორპუსის ბინაში ვხვდებოდით. მახსოვს, ყოველთვის ვაპროტესტებდი, არ მიყვარდა სტანდარტული სუფრები, მინდოდა თერთ თოვლში ქუჩა-ქუჩა წანწალი... - საუბარში ჩაერთო თათიას დედაც.
- აისრულეთ ოცნება?!. - ამჯერად მომავალ სასიდედროს ჰკითხა გოგამ.
- აისრულა რომელია, რაც დავქორწინდით იმის შემდეგ ოცდათერთმეტ დეკემბერს სახლში ყოფნა არ მღირსებია. ხან სად ვართ და ხან სად... - სიცილით აღნიშნა თათიას მამამ - მომატარა მსოფლიო...
- შენ რაზე ოცნებობდი დედა? - ცნობისმოყვარედ შეხედა აკამ.
- კონკრეტულად არც არაფერზე, თუმცა მახსოვს, ერთხელ თოვლის-პაპასთან გასაგზავნად წერილი გავამზადე, მთელი გულით ვთხოვდი, საახალწლოდ ჩემთვის პატარა ლეკვი გამოეგზავნა. წერილი არავის წავაკითხე, თორმეტი საათი შესრულდა თუ არა დავწვი და ჰაერში გავფანტე... მთელი გულით მჯეროდა, რომ ნატვრა ამიხდებოდა...
- მერე? - ინტერესით იკითხეს ბავშვებმა.
- მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ეზოში მყოფ მაწანწალა ძაღლს ემშობიარა და ლეკვები დაეყარა... უბედნიერესი ვიყავი, ჩავთვალე რომ ჩემი თხოვნა შეისმინა თოვლის პაპამ და ერთი ლეკვის ნაცვლად რამდენიმე გამომიგზავნა. სახლიდან საჭმელს ვეზიდებოდი და ლეკვებს ვკვებავდი. ასე გრძელდებოდა, ვიდრე ჩემმა ინტრიგანმა მეზობელმა, ერთ დღეს არ დარეკეს და ჩემი გამოზრდილი ლეკვები დედასთან ერთად დააჭერინეს. იმ დღიდან მოყოლებული ვერ ვიტანდი ჩემს მეზობელს, მძულდა ის ქალი და შანსს არ ვიშვებდი ხელიდან მისთვის რამე არ დამეშავებინა...
- იცით მე რაზე ვოცნებობ? - საუბარში ჩაერთო იაკო.
- აბა, მოგვახსენე პატარა ქალბატონო... - ღიმილით წააქეზა მირიანმა.
- მე თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მსურს მყავდეს... - ეშმაკურად იცინოდა ის.
- ჰოდა, გეყოლება აუცილებლად, ოღონდ გული არ დაგწყდეს ცხენის ნაცვლად თეთრი „მარშუტკა“ თუ ეყოლება!... - ირონიულად გადახედა ვასიკომ.
- როგორი ბოროტი ხარ, ადამიანს ოცნებასაც კი არ აცდი!...- გაიბუსხა და თვალები ცრემლებით აევსო გოგონას.
- ოღონდ შენ არ იტირო და ათ თეთრ ცხენიან პრინცს მოგიყვან!.... - თქმები მოუჩეჩა ძმამ.
- მე ყოველთვის მანქანა მინდოდა, - საუბარში ჩაერთო თეკლეც - მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ზოოპარკში მე და გოგას ფოტო გადაგვიღეს, რაღაც კაბრიოლეტის ტიპის სათამაშო ავტომობილში ვიჯექი. ყველას ვუმტკიცებდი, ეს მანქანა ჩემია მეთქი. შემდეგ გავიზარდე და ოცნებამაც უფრო სრული სახე მიიღო, ამჯერად წითელი, სპორტული ტიპის კაბრიოლეტი მინდოდა, თმებს გავიშლიდი და ისე გავაგელვებდი...
- ანუ ოცნება უკვე აგისრულეთ, როცა „მინი“ გიყიდეთ?! - სიცილით ჰკითხა ძმამ.
- არა, ვერ მიმიხვდი.. ჩემი ოცნების ავტომობილი ჯერ არ შეუქმნიათ, არადა წარმოსახვაში ზუსტად ვიცი როგორიც უნდა იყოს... - თვალი ჩაუკრა გოგას.
- მაინც როგორი? - დაინტერესდა აკა.
- რაღაცით მონადირე კატას ან ავაზას უნდა ჰგავდეს, თითქოს თავდასხმისთვის ემზადება.
- წითელი ავაზა?! - ღიმილით ჰკითხა ვაჟმა. ისე თბილად უმზერდა თეკლეს, რომ გოგონამ უხერხულად იგრძნო თავი და ოდნავ გაწითლდა.
- ეგ ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ ავტომობილთან თმის გაშლა რა შუაშია?! - გაოცება ვერ დამალა გიომ.
- არ იცი შენ, მაგას მხოლოდ ქალი თუ მიხვდება... - შეუღრინა თეკლემ.
- რავი, მე რამდენჯერაც კაბრიოლეტში ვიჯექი, იმდენჯერ მტვრიანი გადმოვედი და ის გაშლილი თმა არ იკრავს მტვერს?! - არ შოშმინდებოდა ასათიანი.
- ეჰ, ძმაო... შენ და რომანტიზმი ნამეტანი შორს ხართ... - სიცილი ვერ შეიკავა ნიკამ.
- შენ ოღონდ არ ინერვიულო და დაგამშვიდებ, ჩემი ოცნების მანქანა მაინც არ არსებობს და არც გაშლილი თმის მტვრით დასვრა მემუქრება...
კიდევ დიდხანს ისაუბრეს, სათითაოდ ჩამოთვალეს ვის რა სურდა საახალწლოდ, ბევრი იცინეს და გამთენიისას დასაძინებლად წავიდნენ.
გოგონები ერთ ოთახში იწვნენ, თამარი, თეკლე და თათია ბიჭებზე საუბრობდნენ, ლიკაც გაიხსენეს, თუმცა მათ საუბარში იაკო არ ერეოდა. იწვა და ფიქრობდა, სავარაუდოდ ოცნებობდა.
რაზე ფიქრობდა ან ვისზე?!
ძმებსა და მათ მეგობრებთან ყოველთვის თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ბიჭები ხელის გულზე ატარებდნენ უმცროს დას. იზრდებოდა გოგონა, საკმაოდ ლამაზი და მოხდენილი ქალიშვილი იყო, თუმცა ხედავდა, რომ ძმებისთვის ისევ პატარა გოგოდ რჩებოდა. არადა მათზე სულ რაღაც ხუთი წლით იყო პატარა, გულის სიღრმეში ალბათ სიამოვნებდა კიდევაც მათი ზრუნვა.
განსაკუთრებით უყვარდა, როცა უფროსი ძმები მეგობრებთან ერთად სკოლაში აკითხავდნენ. ამაყად გადახედავდა ხოლმე მის კლასელებს. სკოლის ლამაზმანები ცდილობდნენ მასთან დაქალობას. კარგად ხვდებოდა მათი მომეტებული ინტერესი მხოლოდ იაკოსთან მეგობრობის სურვილით რომ არ იყო გამოწვეული. ის უბრალოდ მიზეზი იყო მასთან სახლში მოსახვედრად სადაც სავარაუდოდ ნიკას ან ვასიკოს ნახვის სიამოვნება ელოდათ. ბიჭებს თუ მათი არანაკლებ სიმპატიური ძმაკაცებიც დაემატებოდნნენ, ხომ გოგონების სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა.
ღიმილს ვერ იკავებდა მისი აცანცარებული დაქალების დანახვაზე. რომლებმაც აღარ იცოდნენ, როგორ მოეწონებინათ თავი მამაკაცებისთვის. ისინი კი თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ ან შეგნებულად არ იმჩნევდენ თინეიჯერების არაადეკვატურ მოქმედებებს. სიამოვნებდა და ართობდა აღნიშნული სიტუაცია იაკოს. ნამდვილად ძმებივით უყვარდა ბიჭები, ვერც კი წარმოიდგენდა თუ შეიძლებოდა რომელიმე მათგანს გაპრანჭვოდა.
მისი მშობლებისა და ძმის სასიყვარულო მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე თითქმის დარწმუნებული იყო, რომ სიყვარული არ არსებობდა. უბრალოდ ადამიანებს სურდათ მათი ვნებისთვის სახელი დაერქმიათ, ერთმანეთისადმი ლტოლვას ლამაზად ფუთავდნენ და სიყვარულს უწოდებდნენ.
ზედმეტად არ იპრანჭებოდა, ჯერჯერობით არც მაკიაჟს იყენებდა. არ უყვარდა ხელოვნული ურთიერთობები, უშუალო და მეგობრული იყო ყველასთან. ალბათ ამიტომაც თაყვანისმცელმების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა, თუმცა ვერც იმას იაზრებდა, კონკრეტულად რატომ მოსწონდათ ბიჭებს, რას ხედავდნენ მასში ასეთ განსაკუთრებულს?!
დღეს პირველად ნახა ასათიანი, მასზე ბევრი სმენოდა ნიკასგან. ნამდვილად აინტერესებდა როგორი იყო გიორგი. სახელი ვერ დაარქვა ამ გრძნობას. შეხედა ვაჟს და ცხოვრებაში პირველად მოუნდა ყოფილიყო ყველაზე ლამაზი, ულამაზესი. მოსწონებოდა, გაპრანჭვოდა, მაგრამ....
ვაჟმა თითქოს ვერც კი შეამჩნია, ირონიულად ახედა მეგობრის უმცროს დას. თითქოს მანაც პატარა ბავშვად აღიქვა. გული ეტკინა გოგონას. ახლაღა მიხვდა როგორ სტკიოდათ მის მეგობრებს, როცა მათი პრანჭვის ობიეტებისგან სათანადო ყურადღებას ვერ იღებდნენ.
თვალი მოჰკრა როგორი ტკივილით სავსე მზერით გახედა გიორგიმ თეკლეს და მასაც ეტკინა. თეკლე დასავით უყვარდა იაკოს, მისი დაჭრის შესახებ რომ გაიგო ინერვიულა, განიცადა, მთელი გულით გულშემატკივრობდა მას და აკას, დღეს კი რატომღაც ვერ აიტანა გოგონა, რაღაც არ ესიამოვნა. კონკრეტულად რა?
სარკეში გამოსახულებას უმზერდა და მიხვდა, რომ საკუთარ თავს თეკლეს ადარებდა.
- არაფერი განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი გოგონაა, არაფრით გამორჩეული.. მე ბევრად ლამაზი ვარ...- ირწმუნებდა თავს. - აღარ ვარ ბავშვი, აღარ... - გაღიზიანებული უკვე მერამდენედ ეუბნებოდა გამოსახულებას. - ვაიძულებ შემამჩნიოს, დამინახოს...
ალბათ ყურადღების მისაქცევად მიაწოდა ფქვილით გაბერილი ხინკალი ვაჟს, ესიამოვნა მისი გაოცებული, ოდნავ გაბრაზებული მზერის დანახვა. ისევ ყურადღების მიპყრობა სურდა, როცა დანა-ჩანგლის ხუმრობა წამოიწყო, თუმცა ვაჟი საბოლოოდ გააღიზიანა, ეტკინა მისი გაბრაზებული თვალების დანახვა. ალბათ ამიტომაც გავარდა გარეთ ტირილით. ვერც კი ავღწერთ, როგორ გაუხარდა როცა ვაჟმა აივანზე მყოფს გააკითხა. პლედზე მეტად მისი თითების შეხებამ გაათბო. ეტკინა ნასროლი გუნდა, თუმცა მის მზერაში რაღაც შეამჩნია, სინანული თუ უფრო მეტი?! სახელი ვერ დაარქვა, მაგრამ იგრძნო როგორ გაუხარდა, აღარც ლოყა ეწვოდა და აღარც გული სტკიოდა. უფლება რომ ჰქონოდა ხმამაღლა იყვირებდა, იფრენდა...
- გიჟი ვარ... - ღიმილი გაეპარა სახეზე.
- რამე თქვი?! - გაოცებულმა გამოხედა თეკლემ.
- არა, არაფერი... - იგრძნო როგორ გაწითლდა, საკუთარი ფიქრების შერცხვა იაკოს.
- ისე, მომეჩვენა თუ შენსა და გიორგის შორის... - ღიმილით ჰკითხა გოგომ და ლოგინზე ჩამოუჯდა.
იგრძნო რომ ყველაზე სათუთს შეეხო თეკლე, გული აუჩქარდა, დაიძაბა:
- მოგეჩვენა!... - ცივად უპასუხა და ეჭვით მომზირალ ქალს თვალი აარიდა.
- არ მენდობი?! - წყენა შეეტყო ხმაში თეკლეს.
- მე... მე... - აირია, თავი ვერ მოაბა სათქმელს.
- ეგ ამბავი თუ გამოვა, ულამაზესი წყვილი იქნებით..- მეგობრულად მოეხვია თეკლე.
რამოდენიმე წუთის წინანდელი ფიქრების შერცხვა იაკოს. როგორ შეეძლო თეკლეში ეჭვი შეპარვოდა? მასზე ეეჭვიანა? თვითონაც ძლიერად მოჰხვია ხელები. ყოველთვის უკვირდა, უთქმელად როგორ ხვდებოდა მის ტკივილს, მის ემოციებს.
- შენ ჩვენი გოგო ხარ, ხომ იცი რომ ძალიან გვიყვარხარ?! - ჩუმად ეჩურჩულებოდა თეკლე. - შეგიძლია გვენდო...
ესიამოვნა მისი მოფერება, გული აუჩუყდა იაკოს და უნებურად მაინც წამოსცდა სიმართლე: - მან ისე შემომხედა, როგორც ბავშვს...
- როგორც ბავშვს?! - სიცილი ვერ შეიკავეს მეგობრებმაც.
თათია და თამარიც ჩამოუსხდნენ ფეხთით.
- ეზოში ისეთი თვალებით გიყურებდა, ასე ბავშვებს არ უმზერენ... - სიცილს ვერ იკავებდა თათია. გაუხარდა მათი სიტყვები.
- ესე იგი არ მომჩვენებია?! - თვალები უციმციმებდა მას.
- მართლა გაზრდილა ჩვენი გოგონა... - თმები აუჩეჩა თამარმა და თვალი ჩაუკრა მეგობრებს - გაუმართლებს გიორგის შენისთანა ანგელოზი თუ შეხედავს...

თბილისში მეორე დღეს დაბრუნდნენ. მაქსიმალურად ცდილობდნენ გოგოები იაკოს და გიორგის დაახლოვებისთვის ხელი შეეწყოთ, თუმცა სურვილი-სურვილად დარჩა. აშკარად არ იზიარებდა გიორგი მათ მოსაზრებებს. თითქოს შეგნებულად ერიდებოდა გოგონასთან შეხვედრას, პირისპირ დარჩენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ისეთი სასოწარკვეთილი მზერით გახედავდა ხოლმე იაკო, რომ მეგობრებს გული დარდით ევსებოდათ. ვეღარ ხვდებოდნენ, როგორ ენუგეშებინათ. ისევ თეკლეს უმტყუნა ნებისყოფამ, ამჯერად აკას ვეღარ სთხოვდა დახმარებას, გადაწყვიტა თვითონ გაერკვია ვაჟის ასეთი ქცევის მიზეზი.
უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში გამოიჭირა ბიჭებთან ერთად მყოფი გიორგი.
- მოხდა რამე? - გაოცებულმა ჰკითხა ვაჟმა, მის გვერდით წამოსკუპებულ ქალს.
- სალაპარაკო მაქვს.. - მოკლედ მოუჭრა თეკლემ.
- საღამოს ისედაც თქვენთან ვაპირებდი მოსვლას და იქ ვერ ვიპლაპარაკებდით?
- იქ ვერ მოვახერხებთ, აქ მირჩევნია, პირისპირ... - მტკიცე ხმით გამოუცხადა გოგომ. რამდენიმე წამით აკვირდებოდა გიორგი, შემდეგ ბიჭებს ანიშნა, მარტო დაგვტოვეთო.
- აბა, გისმენ! - ირონია გაერია ხმაში.
მისი ტონი არ ესიამოვნა თეკლეს, თუმცა მაინც უდარდელი ხმით პირდაპირ ჰკითხა:
- იაკოზე რას ფიქრობ? - აშკარად შეამჩნია როგორ შეკრთა გიორგი, რატომღაც გააბრა ამ ერთი შეხედვით უწყინარმა კითხვამ:
- რას უნდა ვფიქრობდე, მეგობრის დაა... - შეუღრინა ქალს.
- მეგობრის დებს ყოველთვის გაურბიხარ?! - ღიმილი ვერ შეიკავა მისი შეცბუნებული სახის დანახვაზე თეკლემ.
- არ გავურბივარ,უბრალოდ... - აირია ბიჭი, თვალი აარიდა.
- რა უბრალოდ?! -გამომცდელი მზერით უყურებდა თეკლე.
- მეოცნებე ბავშვია... ცხოვრებას ახლა იწყებს. ვარდისფერი სათვალეებით უყურებს, მხოლოდ იმას ხედავს რისი დანახვაც სურს. - მის ხმაში ტკივილი და სევდა იგრძნობოდა.
- ბავშვი? კარგია შენი სიტყვები რომ არ ესმის? დარწმუნებული ვარ საკმაოდ ეწყინებოდა... ის ქალია, მეოცნებე, ლამაზი და შეყვარებული...
- შეყვარებული? - შეცბა გიორგი. - ის არ ვარ, მას რომ უნდა უყვარდეს...
- მე ხომ არ მითქვამს, რომ შენ უყვარხარ?! - თვალები ეშმაკურად მოწკუტა თეკლემ.
- მორჩი მაიმუნობას, სულელი არ ვარ... ვხვდები რისი გაგებაც გინდა. - გაეცინა ასათიან. - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემი მაჭანკალი შენ თუ იქნებოდი. - მეგობრულად მოჰხვია ხელი თეკლეს. - არ უარვყოფ, მეც მომეწონა, ოღონდ ყურადღება მიაქციე, არ შემიყვარდა, მხოლოდ მომწონს... - ხაზგასმით აღნიშნა მან- მარტივად არაა ყველაფერი, ის ჩემი ძმაკაცის დაა... იაკო ბავშვია, ამას ვერ ხვდება, ვერ იაზრებს, მაგრამ გიფიქრია რა იქნება, რომ ვერ შევეწყოთ? უკანასკნელი ნაძირალა ვიქნები მას რომ ვაწყენინო. ნიკა არასოდეს მაპატიებს და სიმართლე გითხრა ვერც მე ვაპატიებ ჩემს თავს. ამიტომ მირჩევნია ყველაფერი ასევე დარჩეს...
- ანუ გამოდის ნიკას გამო უარს ამბობ იაკოსთან ურთიერთობაზე? ეს ყველაფერი უსამართლოდ არ გეჩვენება? - უკმაყოფილება ვერ დამალა თეკლემ.
- ახალი პრობლემები არ მჭირდება. შენც უნდა ხვდებოდე, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.. - პოზიციებს არ სთმობდა გიორგი.
- შეცდომას უშვებ, ასე მეგობრებზე ფიქრში აგაცლიან ამ ანგელოზივით გოგოს და დარჩები მარტო... - თეკლეს გაკაპასებული სახის დანახვაზე სიცილს ვერ იკავებდა გიორგი.
- დღეიდან ახალი სახელი გერქმევა, ხა-ნუ-მა... - თმები აუჩეჩა ქალს.
-დამპირდი, რომ ჩემს სიტყვებზე იფიქრებ... - არ ჩუმდებოდა გოგო.
- ვიფიქრებ, აუცილებლად ვიფიქრებ.. უბრალოდ საკუთარ თავში გასარკვევად დრო მჭირდება, მხოლოდ სიმპატიის გამო, ფუჭიმედს ვერ მივცემ... არ იმსახურებს ტკივილს...
- კარგი ბიჭი ხარ, გიო... - თითის წვერებზე აიწია, ლოყაზე აკოცა და გასასვლელისკენ დაიძრა - რაც არ უნდა გადაწყვიტო, ვიცი გულს არ ატკენ... - თბილად გაუღიმა თეკლემ და მარტო დატოვა ვაჟი.

ოცდამერვე თავი
თბილი და ლამაზი გაზაფხული იდგა თბილისში. როგორც უმეტესად ამბობენ, სიყვარულისა და სილაღის პერიოდი, თუმცა ჩვენს წყვილებზე ალბათ ეს ნაკლებად ითქმოდა. ბავშვები მეოთხე კურსს ხურავდნენ, ჯერ სემესტრული, შემდეგ კი დამამთავრებელი, სახელმწიფო გამოცდები ელოდათ წინ. უნივერსიტეტს ამთავრებდნენ. ბაკალავრის სტატუსს მიიღებდნენ, ხუმრობა ხომ არაა? თავგადადებულნი ემზადებოდნენ გამოცდებისთვის.
ნიკა და გოგა ისევ მივლინებაში იყვნენ. ენატრებოდა თათიას შეყვარებული თუმცა ერთის მხრივ უხაროდა კიდევაც, საშუალება ჰქონდა მშვიდად ჩასჯდომოდა წიგნებს. ამჯერად ახალი საფიქრალიც გასჩენოდა გოგონას, ღიმილით დასცქეროდა მარჯვენა ხელის არათითზე გაკეთებულ საქორწინო ბეჭედს.
გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მოაკითხა გოგამ სახლში. როგორც წესი ნაკლებად უწევდათ განმარტოვება. მათთან ყოველთვის იყვნენ მეგობრები.
ხშირად ხუმრობდა ვაჟი: - ცოლად რომ მოგიყვან, რომელიმე მესანთლედ გამომყვებაო...
ამჯერად მარტო იყო. გაუკვირდა, ცოტა არ იყოს ეხამუშა თათიას. თუმცა არ შეიმჩნია.
აშკარად ღელავდა ბიჭი, მთაწმინდაზე სთხოვა გაყოლა. მამა დავითზე ავიდნენ, ჩუმად უმზერდნენ ღამის თბილისს. გული გამალებით უცემდა ქალს. ხვდებოდა, რომ საუბრის დაწყება უჭირდა გოგას, ვერც თვითონ ბედავდა კითხვის დასმას. საბოლოოდ მისი თითები ხელის გულებში მოიქცია. მკერდზე მიიკრა, თითქოს ეშინოდა არ დაეკარგა. ისე ძლიერად იკრავდა, ღიმილი ვერ შეიკავა ქალმა.
- თათი, ცოლად გამომყვები? - როგორც იქნა თავი მოუყარა სათქმელს და შვებით ამოისუნთქა.
სახეზე აკვირდებოდა ქალი, ისეთი სასაცილო იყო, ტუჩები მოეკუმა, გოგონას მიმართულებით არც კი იყურებოდა, თითქოს ეშინოდა მისი მზერის, შეამჩნია ნერვიულად როგორ უთამაშებდა ყბის ძვალთან დაჭიმული ძარღვი, ჯიუტად გადაჰყურებდა განათებულ თბილისს, დაძაბული ელოდა პასუხს და ხელს არ უშვებდა.
ურთიერთობაში ყოველთვის თამამი იყო ვაჟი, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულიც კი. მისი ეს თვისება ზოგჯერ აღიზიანებდა და აფრთხოვდა ქალს. ახლა კი, ისე ნერვიულობდა და ისე ღალავდა მისი პასუხის მოლოდინში. გულის სიღრმეში აშკარად გაუხარდა თათიას. სიამოვნებით გააწვალებდა რამდენიმე დღით, ეტყოდა, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებოდა, აპირებდა კიდევაც თქმას, როცა ბიჭი მისკენ შებრუნდა. თითქოს იგრძნო მისი ყოყმანი, ან იქნებ ეშინოდა კიდევაც, რომ ერთ დღეს უარს ეტყოდა.
- არ გინდა, რომ ვიქორწინოთ?! -ისეთი სასოწარკვეთილი და ტკივილით სავსე მზერა ჰქონდა, რომ შეეცოდა. ასეთი ნერვიულობისთვის ვერ გაიმეტა.
- ღმერთო ჩემო, მაინც როგორი გიჟი ხარ... - სიცილი ვეღარ შეიკავა ქალმა - რა თქმა უნდა მინდა, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ... ჩემი ერთად-ერთი.. - თუმცა სიტყვის დასრულება აღარც დააცადა, ხელში აიტაცა ვაჟმა. გულში ძლიერად იკრავდა, სახეს, თვალებს მხურვალედ უკოცნიდა საყვარელ ქალს.
- კარგი, დამსვი, სიცხვილია... - სიცილს ვეღარ იკავებდა თათია.
- არც კი იცი, როგორ მიხარია, ბედნიერი ვარ, უბედნიერესი... - როგორც იქნა ჩამოსვა ქალი, ჯიბიდან საგულდაგულოდ შეფუთული პატარა კოლოფი ამოიღო და ქორწინების ბეჭედი არათითზე გაუკეთა.
დიდხანს უმზერდა თათიას თითზე წამოცმულ ბეჭედს. ფრთხილად აკოცა არათითზე.
- შენ ჩემი ოცნება ხარ... - ხელები ისევ წელზე მოჰხვია და ბეჭებით მკერდზე მიიკრა - ბავშვობაში მშობლებს ხშირად ამოვყავდით მე და თეკლე მამა დავითზე. განსხვავებულად, განსაკუთრებით მიყვარს ეს ადგილი, აქ ისევ ის პატარა მეოცნებე ბიჭი ვარ, ჯვარი აქ მინდა დავიწეროთ და ხმამაღლა ვიყვირო, როგორ მიყვარხარ... - ყურთან ვნებით ეჩურჩულებოდა ის.
- ყველაფერი დაგიგეგმავს... არ მეგონა ბიჭებიც თუ წინასწარ გეგმავდნენ საკუთარ ქორწილს... - სიცილი ვერ შეიკავა ქალმა.
- რატომ ვითომ?! - გაბრაზებით შეხედა ვაჟმა - მხოლოდ თქვენ ოცნებობთ? ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი საცოლე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, მხიარული და ცოტა გიჟიც კი იქნებოდა.
- გიჟი?! - წყენა შეეტყო ხმაში თათიას.
- დიახ გიჟი, როგორც თეკლე მეუბნებოდა ჩემს შეყვარებას მხოლოდ გიჟი თუ შესძლებდა. ამიტომაც ვოცნებობდი ცოტა გიჟ ცოლზე... - მხიარულად იცინოდა გოგა - რას წარმოვიდგენდი ღმერთი შენისთანა ანგელოზს თუ მაჩუქებდა. არც კი იცი როგორ გამახარე. იცოდე, ჩამოვალთ თუ არა საქორწინო მზადებას დავიწყებთ, უახლოეს მომავალში ჩემი მეუღლე უნდა დაგარქვა...
- გაგიჟდი? რა მივლინებიდან დაბრუნებისთანავე, ვერ მოვასწრებ, ხომ უნდა მოვემზადო? ვიკაც უნდა გავაფრთხილო... - აქ კი შეშინდა და პანიკაში ჩავარდა თათია.
- ქორწილი ხომ არ მითქვამს?! მზადებას ვიწყებთ... ისე გაკაპასდი, მე მგონი მართლა ჩამოსვლისთანავე წაგიყვან... - ეხუმრებოდა ბიჭი.
მისი მომღიმარი თვალების დანახვაზე დაწყნარდა თათია, ახლაღა გაიაზრა ნათქვამი, საკუთარი შიშის შერცხვა. ოდნავ გაწითლდა კიდევაც.
- ჩემი ქმარი?!... - ჩუმად ჩაილაპარაკა მან.
- დიახაც, ჩემი ცოლი... - ისევ ვნებით წარმოსთქვა და კიდევ ერთხელ დაეწაფა მის წითელ ტუჩებს.
ასე მიიღო თათიამ ახალი სტატუსი, საცოლე, არ უყვარდა ეს სიტყვა, ყოველთვის ფორმალობად თვლიდა ასეთ საკითხებს, არადა თურმე რამდენს იტევდა. უმზერდა ქორწინების ბეჭედს და ორმაგად უყვარდა, ორმაგად ენატრებოდა.
იმდენად სურდა ვაჟის ნახვა, რომ შესძლებოდა, მართლა მივლინებიდან დაბრუნებისთანავე გაჰყვებოდა ცოლად.

დანარჩენები? იაკოც გოგონების მსგავსად ემზადებოდა, თუმცა სხვაობა ის იყო, რომ მას მეთორმეტე კლასში გადამსვლელი გამოცდები უნდა ჩაებარებინა. თითქოს დაივიწყა გიორგი, ყოველ შემთხვევაში ასე მძაფრად აღარ განიცდიდა ვაჟის უყურადღებობას. თავს ირწმუნებდა, რომ დროთა განმავლობაში შეძლებდა ასათიანთან მეგობრობას.
რა ხდებოდა აკასთან? ბიჭის ცხოვრებაშიც იყო ცვლილებები, როგორც ყოველთვის ზედმეტად იყო დატვირთული, მოსალოდნელი გამოცდები, სამსახური, ოჯახური პრობლემები, რომელიც არა და არ დალაგდა, პირიქით იმატა კიდეც. ქეთა გათხოვდა, თუმცა ამას გათხოვება არც ერქვა, იცოდა ძმის პოზიცია, არც დედა ემხრობოდა ამ ქორწინებას და საყვარელ მამაკაცთან ერთად გაიპარა. ვერ ინელებდა აკა დის საქციელს, თუმცა ალბათ გულის სიღრმეში არც გაჰკვირვებია. უხსნიდა, ცდილობდა, როგორმე გონს მოეყვანა და, მაგრამ უშედეგოდ. არ იფიქროთ თითქოს ფიზიკურად ან ფინანსების გამო იწუნებდა მომავალ სიძეს, არა. ზემოაღნიშნული მიზეზები ყოველთვის მეორე ხარისხოვანი იყო ვაჟისთვის, უბრალოდ აფერისტისა და მექალთანის სახელი ჰქონდა კობას. ვერ იჯერებდა, მის ქეთასადმი დიდ სიყვარულს, ალბათ ვერც ვერასოდეს დაიჯერებდა..
- ჩემი არ გესმის.. არც კი იცი როგორია, მიყვარს, უმისოდ ვერ ვიცოცხლებ... - ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა თვალებიდან ქალს.
- გავიგე, რომ გიყვარს, მაგრამ მას უყვარხარ?! რატომ არ გინდა შეიგნო, რომ არაკაცია ეგ შენი კობა, მაგან სიყვარულის რა იცის...
- შეცდომა ყველას მოსდის... - ისევ ჯიუტად იცავდა ქეთა საყვარელ მამაკაცს.
- ასე როგორ დაბრმავდი? მთელი თბილისი ჰყავს გადაგდებული, ხან ვინ დასდევს მოსაკლავად, და ხან ვინ... ასეთი გარეწარი რამ შეგაყვარა? ცხოვრებას დაგინგრევს! მაინც და მაინც ჩემი წერა გინდა გახდეს? მოეშვი გთხოვ!... - ემუდარებოდა ვაჟი, თუმცა აშკარად ხედავდა, რომ შეგონებას აზრი არ ჰქონდა.
მაინც ვერაფერი შეაგნებინა. ამ საუბრიდან ორ დღეში გაიპარა ქალი სახლიდან.
- რა ვქნა დედა, მოვკლა?! ქეთას თავს ვფიცავარ, ხელი არ ამიკანკალდება, ისე მოვსპობ, მაგრამ ჩემს დას რა ვუყო, ასე როგორ გავიმეტო?! - სასოწარკვეთილი მერამდენედ ეკითხებოდა ალას.
თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული დედას, მხრები უკანკალებდა, სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებოდა შვილს.
- აზრი აღარ აქვს ლაპარაკს, მან არჩევანი უკვე გააკეთა... იმედია არ ინანებს... - ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა.
ორ კვირაში საკუთარ თავმოყვარეობას კიდევ ერთხელ გადააბიჯა, თვალი დახუჭა ყველაფერზე და ნაძალადევი ღიმილით შეხვდა გათხოვილ დასა და მის მეუღლეს. თეკლეც მათთან იყო, ზუსტად იცოდა, რომ გოგონას გარეშე გაუჭირდებოდა „საყვარელ“ სიძესთან შეხვედრა. ზიზღით უმზერდა კობას, მისასალმებლად გამოწვდილი ხელი არც კი შეიმჩნია. თეკლეს სუსტი ხელების შეხება იგრძნო მკლავზე, დაძაბული, შეშინებული თვალებით მისჩერებოდა ქეთა, ხედავდა როგორ ცრემლებით ევსებოდა თვალები. ისევ შეეცოდა, ტკივილისთვის ვერ გაიმეტა ერთად-ერთი და და გულში ჩაიკრა. დარწმუნდა თუ არა გოგონა, რომ კობას მისი ძმისგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, გახარებული ჩამოეკიდა ძმას ყელზე.
- ბედნიერებას გისურვებთ! - ხმა უთრთოდა აკას. მეტის თქმა ვეღარ შესძლო.
- მადლობ ყველაფრისთვის! - ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებდა ქეთა.
ღმერთს ევედრებოდა შემცდარიყო, სიძის ცბიერსა და მატყუარა თვალებში ქალის მიმართ სიყვარულს ეძებდა, მაგრამ სამწუხაროდ დაშაქრული სიტყვების მეტს ვერაფერს ამჩნევდა.
ვიწრო ოჯახურ წრეში სუფრასთან ისხდნენ „ძვირფას“ სტუმრებთან ერთად. ჯუმბერიც იქ იყო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ბოლო დროს აშკარად შეიცვალა მამაკაცი. მოუხშირა სახლში სტუმრობას, ზოგჯერ ეჩვენებოდა ვაჟს თითქოს ნანობდა საკუთარ საქციელს. თუმცა ხმამაღლა ამ საკითხზე არ საუბრობდნენ. აშკარად არც მას მოეწონა სიძე. განსაკუთრებით მაშინ აიღრინა, როცა შენიშნა ალასთან ერთად სამზარეულოში გასულ თეკლეს, როგორი ვნებიანი მზერა გააყოლა კობამ. ღმერთს მადლობა უთხრა, რომ აკა აივანზე სიგარეტს ეწეოდა და ვაჟის ავხორცი თვალები არ დაუნახავს. ჯიქურ უმზერდა სიძეს და ქალიშვილს მამაკაცი. თითქოს მიუხვდა ფიქრებს ქეთა, თვალები ცრემლებით აევსო და სწრაფად აარიდა თვალი მამას.
- „რითი მოხიბლა? ასე როგორ დააბრმავა?“ - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა საკუთარ თავს, მაგრამ სამწუხაროდ ვერც შვილის თვალებში დაინახა ბედნიერება. – „რაღაც ხდება, რაღაცას მალავენ“... - საკუთარ თავს უმეორებდა ის. ოთახში აკა შემოვიდა, ძმის დანახვაზე ღიმილი აიკრა სახეზე ქეთამ. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გოგონა თამაშობდა, საკუთარ ბედნიერებას აჯერებდა ოჯახის წევრებს.
ოთახში შემოცქრიალდა მომღიმარი თეკლე, ტკბილეული ჩადგა სტუმრებთან და ისევ საყვარელ მამაკაცს მიუჯდა. სიამოვნებდა მისი ყურება ჯუმბერს.
- „აი, როგორი უნდა იყოს შეყვარებული წყვილი“ - ღიმილით გადახედა გვერდით მჯდომ ქალ-ვაჟს და უნებურად ისევ სეძეს და ქალიშვილს შეადარა. კიდევ ერთხელ ეტკინა, ჩაწყდა, ალბათ მისი ემოცია იგრძნო, სწორედ ამ დროს შეეხო ხელზე ყოფილი მეუღლე სუსტი თითებით.
- ჩვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ მასთან ვართ, თუ დავჭირდებით გვერდით დავუდგებით!... - ჩუმად უჩურჩულა ქალმა.
გაოცებული უმზერდა ყოფილ ცოლს, არ ელოდა მუდამ ცივი და ნიჰილისტი ალასგან ასეთ სიტყვებს, თვითონაც ძლიერად მოუჭირა ხელი, გასაშვებად აღარ ემეტებოდა, თითქოს ტკივილმაც იკლო, ყოველ შემთხვევაში უფრო ასატანი ხდებოდა კობას ქვეშ-ქვეში მზერა.

ოცდამეცხრე თავი
დაძაბული იჯდა თეკლე, რამოდენიმეჯერ შეამჩნია როგორ მტრულად უმზერდა სიძეს აკა, არც ჯუმბერის დაკვირვებული მზერა გამოჰპარვია. ტანში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. გრძნობდა კობას დაჟინებულ მზერასაც, სახე ეწვოდა ქალიშვილს. უხერხულად იშმუშნებოდა. ჯიუტად ჩასჩერებოდა წინ დადებულ ლანგარს, თავის აწევას ვერ ბედავდა, თითქოს არ უნდოდა ისევ წინ მჯდომი ვაჟის უმხამს მზერას წასწყდომოდა, აშკარად თვალებით აშიშვლებდა ქალს. მთელი არსებით სძულდა კობა და მისთანები, სიბრალულით გახედა ოდნავ გაფითრებულ ქეთას, რომელიც უგულისყუროდ უსმენდა დედას.
- თეკლე, შენები ინერვიულებენ, წავიდეთ!... - ჩუმად გადმოულაპარაკა აკამ. აშკარად შვებით ამოისუნთქა გოგონამ, მადლიერი თვალებით შეხედა შეყვარებულს. სწრაფად დაემშვიდობა ყველას და კარებში პირველი გავარდა.
სიგრილე ესიამოვნა, ავტომობილით არ იყვნენ და ფეხით მისეირნობდა წყვილი. სუფთა ჰაერი ღმად ჩაისუნთქა და აკას მკლავზე ჩამოეკონწიალა. ღიმილით შეხედა ვაჟმა, მხარზე ხელი მოჰხვია და გვერდზე მიიხუტა საყვარელი არსება:
- რა მეშველებოდა უშენოდ... - ვნებით უჩურჩულა გოგონას. - მაპატიე, იმ არაკაცის ატანა რომ მოგიწია, ერთხელაც იქნება ძმრად ამოვადენ თვალების პრაწვას!...
შეკრთა თეკლე, ალბათ არ ელოდა ვაჟისგან ასეთ სიტყვებს. შეეცადა საკუთარი პოზიცია არ გაემჟღავნებინა, თუმცა ემოცია ბოლომდე ვერ დაფარა:
- ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ ქეთა მეცოდება... ცხოვრებას გაუმწარებს, მასთან ყოფნა მარტივი არ იქნება.... - თვალები ცრემლებით აევსო ქალს.
- ალბათ... შეძლებისდაგვარად ვეცადე მისთვის თვალი ამეხილა. მტრად ჩამთვალა, მისაყვედურა, თითქოს მისი ბედნიერება არ მსურდა.. გრძნობებმა დააბრმავა... - ტკივილით აღნიშნა ბიჭმა.
- ამბობენ სიყვარული ბრმაა და ყრუ...
- ჩვენს შემთხვევაშიც?! - თვალებში ჩააცქერდა ვაჟი. იგრძნო როგორ გაუთბა გული, ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.
- ალბათ... - სიცილით უპასუხა ქალმა. ოდნავ თითქის წვერებზე აიწია და ლოყაზე ფრთხილად აკოცა.
- ნუ მიწვევ, თორემ თავს ვერ შევიკავებ.. - ღიმილი გაეპარა ხმაში ვაჟს.
- და, რას იზავ? - მეტიჩარა ხმით გაეპრანჭა გოგო.
- აი ამას... - ქალის ვნებიან ტუჩებს წაეტანა ვაჟი, დიდხანს კოცნიდა საყვარელ არესებას. მის გამალებულ, დამფრთხალ გულისცემას გრძნობდა და ჟინი უფრო და უფრო ემატებოდა.
ვიღაც შემთხვევითი ასაკიანი გამვლელის ჩახველებამ და რეპლიკამ მოიყვანა წყვილი გონს: - სახლი არ გაქვთ, შვილებო?!...
სიცილი წასკდათ ორივეს და ფხუკუნ-ფხუკუნით ჩაირბინეს მეტროში ჩამსვლელი კიბეები.
- ხედავ რა დღეში მაგდებ, რას იფიქრებდა ის კაცი? - მსუბუქად უსაყვედურა ექსკალატორზე მდგომმა თეკლემ ვაჟს.
- პირველად შენ მაკოცე... - ისევ იცინოდა აკა.
- ლოყაზე... - თითქოს გაიბუტა თეკლე.
- კოცნა არც მჭირდება, ხელს მოგკიდევ და დაგაკვირდები რა რეაქცია გექნება... - ეშმაკურად უმზერდა ვაჟი.
- ბოროტო, იცი რომ ცდუნებას ვერ გავუძლებ და ამით სარგებლობ... - ღიმილი ვერ შეიკავა თეკლემ.
- შენი ცდუნება კი არა, მე სიყვარული მსურს... - წაიღიღინა ვაჟმა.
ღიმილით გამოხედა თეკლემ და აღარაფერი უთხრა, გრუხუნით შემოვიდა მატარებელი, თითქმის ცარიელ ვაგონში გვერდი-გვერდ ჩუმად ისხდნენ ორივენი, ხმას არც ერთი არ იღებდა, თუმცა მათი გაბრწყინებული სახით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ფიქრებით ისევ ერთმანეთთან ტრიალებდნენ.
- თეკლე... - როგორც იქნა დუმილი დაარღვია აკამ - ერთ თვეში გოგას და თათიას ქორწილია, ჩვენც ხომ არ გვეფიქრა? - გაუბედავად შეაპარა გოგოს.
- ასე გეჩქარება დაქორწინება?! - თბილად შეხედა ქალმა. - ჩვენთვის ცოტა ადრე არაა? იქნებ დავლაგდეთ, დავამთავრებ სწავლას, დავიწყებ მუშაობას, ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით...
- ალბათ ადრეა, მაგრამ უშენოდ მიჭირს..- სახეზე ჩამოშლილი თმები ფრთხილად გადაუწია გოგოს, იგრძნო მისი თითების შეხებისას, როგორ გააჟრჟოლა თეკლეს და გაეღიმა - შენ მავსებ, მიხალისებ, ცხოვრებას მიმსუბუქებ...
- მიყვარხარ... - ხელისგულზე ტუჩებით შეეხო თეკლე - ყველაფერს მივცემდი ახლა შენთან ყოფნა რომ შემეძლოს, მაგრამ... სულ ცოტაც მოვითმინოთ, მინდა ცხოვრებაში წინ ჩვენით წავიწიოთ, ერთმანეთის მხარ და მხარ, ერთმანეთით...
- გამოდის მხოლოდ ხელოსანი აკა არ გაკმაყოფილებს... - იმედგაცრულებულმა, ტკივილით აღნიშნა ვაჟმა.
შეცბა თეკლე, არ ელოდა მის სიტყვებს ასე თუ გაიგებდა. აკასკენ მიბრუნდა, თვალებში ჯიქურ უმზერდა.
- გაგიჟდი?! ასეთი სულმდაბალი გგონივარ? უბრალოდ არ მინდა ზედმეტ, კიდევ ერთ დამატებით ტვირთად დაგაწვე, მინდა მხარში ამოგიდგე, ცხოვრება ოდნავ მაინც შეგიმსუბუქო, ეს დანაშაულია?!...
იგრძნო ვაჟმა, რომ მისი სიტყვებით გული ატკინა, ისეთი სასოწარკვეთილი იყო, ცრემლები ვეღარ შეიკავა.
- მაპატიე, შენი წყენინება არც კი მიფიქრია. მართალი ხარ, ალბათ ადრეა... უბრალოდ ძალიან მეშინია, რომ ერთ დღესაც ზურგს მაქცევ და ჩემგან წახვალ...
მისმა სიტყვებმა ღიმილი მოჰგვარეს თეკლეს, წუთის წინ სატირლად მომზადებული თვალები ბედნიერებისგან აუციმციმდა.
- ზედმეტად ეგოისტი ვარ, იმისთვის რომ დაგთმო!... - ღიმილშეპარული ხმით მისკენ აღარც გაუხედავს ისე უთხრა. ზუსტად იცოდა თეკლემ, ახლა აკას თვალებში რომ ჩაეხედა ცდუნებას ვეღარ გაუძლებდა, დაუფიქრებლად დასთანხმდებოდა ცოლად გაყოლაზე. გული მთელი არსებით მისკენ მიუწევდა, გონება კი ეუბნებოდა, რომ ჯერ-ჯერობით ოჯახისთვის მზად არ იყვნენ.
გულის სიღმრმეში ალბათ აკაც იზიარებდა მის პოზიციას, ზედმეტად აღარ უკირკიტებდა ქალს, მისი ნაზი თლილი თითები ხელისგულებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ფრთხილად აკოცა. ისევ იგრძნო აჩქარებული გულისცემა, სხეულში დავლილი ჟრუანტელი, გოგონას აჭარხებულ სახეს თვალი აარიდა და გაეღიმა. მთელი გზა ხელი აღარც გაუშვია, პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული მიჰყავდა საყვარელი არსება.
- იქითა კვირას ბიჭები ბრუნდებიან... გოგამ ქორწილამდე ერთი კარგად გავგიჟდეთო...- გამომშვიდებისას ღიმილით უთხრა თეკლემ.
- გაგიჟებაში რას გულისხმობს? - ჭინკები აუციმციმდა აკას.
- გამოცდები დაგვიმთავრდება თუ არა, ერთი კვირით მთაში წავიდეთო... - როგორც კი ვაჟის გაოცებული მზერა დაინახა - ნიკასთან, დედა ხევსური ჰყავდა და დედულეთს მოვინახულებთო... - დაამატა.
- ხევსურეთში?! ანუ ამ დასვენებას სახელად „ლიკა“ ჰქვია?! - თვალები უფრო გაუფართოვდა აკას, აშკარად შეეტყო, რომ გამგზავრების იდეა დიდად არ ხიბლავდა.
- ცოდოა ის გოგოც, გასაგებია შეცდა, მაგრამ...
- ცოდო კი არა, უმადურია... არ იმსახურებს ასეთ სიყვარულს, არის რაღაც რაც არავის ეპატიება... - ხმა გაუკმაცრდა ვაჟს. - თუმცა მისი საქმის თვითონ იცის... - ხელი ჩაიქნია.
- სიმართლე ხომ გავიგეთ, ნებით ხომ არ უნდოდა? - თითქოს მეგობრის გამართლება სცადა ქალმა.
- ღალატი ღალატია, გინდა ნებით იყოს და გინდა ძალით, არსი მაინც იგივე რჩება... - პოზიციას არ სთმობდა აკა.
მიხვდა თეკლე, რომ ვაჟს ასე იოლად აზრს ვერ შეაცვლევინებდა, სადღაც ეტკინა, ალბათ არ სიამოვნებდა ლიკაზე ასეთ ტონში საუბარი, მაგრამ გაჩუმება არჩია.
- ანუ შენ არ წამოხვალ?! - თვალები ცრემლებით აევსო.
- რა სულელი ხარ... - სიცილი ვერ შეიკავა - შენთან ყოფნის სიამოვნებაზე ლიკას გამო უარს როგორ ვიტყვი. ნიკას თუ არ აქვს პრობლემა, მე მითუმეტეს...
ერთხელ კიდევ ჩაიხუტა გოგონა და სახლში წავიდა.
დათუნასთან მიდიოდა აკა და ისევ ქეთაზე ფიქრობდა, რა უნდა ექნა? კარგად იცნობდა საკუთარ დას, ხედავდა, რომ გოგონა ბედნიერი არ იყო, მაგრამ როგორ დახმარებოდა? თითქოს ისევ დაინახა, როგორი წუწკი მზერით უყურებდა კობა თეკლეს, ისევ მოაწვა ბოღმა, ეჭვიანობისგან ძარღვები დაებერა, საკუთარი თავის გაუკვირდა, როგორ აპატია, როგორ არ დაარტყა. მაგრამ ისევ დის გამწარებას, მის დამცირებას მოერიდა. სამწუხაროდ თავს ზევით ძალა არ ჰქონდა, რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, მისი არჩევანი უნდა მიეღო. საკუთარი უსუსურობის გააზრებაზე გამწარებულმა მთელი ძალით მოუქნია ხელი იქვე მდგომ ხეს. ეგონა ტკივილის შეგრძნება გულს დაუამებდა, თუმცა ვერაფერი იგრძნო. მუხლებზე დაემხო და პატარა ბავშვივით აზლუქუნდა. ამაზე მწარე არაფერი ყოფილა, როცა გსურს დაეხმარო, თვალი აუხილო... ის კი გეურჩება, მაინც ბრმად წინ მიიწევს უფრსკრულისკენ. ძნელია განზე გადგე და მხოლოდ მოწმის სტატუსით ისარგებლო, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანის ბედი წყდება, როცა შენი სისხლი და ხორცი შეცდომას უშვებს, საბედისწეროს და ზოგჯერ გამოუსწორებელსაც კი...
- ისევ მოცდა სჯობს, სხვა გზა არ მაქვს... ადრე თუ გვიან მოუწევს სიმართლის აღიარება, დაე ახლა მტრად ჩამთვალოს, მოვა დრო და მიხვდება, სწორედ მაშინ მიიღებს საკადრისს, გავანადგურებ, არ შევარჩენ არც ქეთას გამწარებას და არც თეკლეს შეურაწყობას, კაცი არ ვიყო, თუ ეს შევირჩინო... - საკუთარ თავს ჰპირდებოდა აკა.

ოცდამეათე თავი
იცით როგორი განცდაა გამოცდების დასრულებისას?! ნერვიულობისა და უძილო ღამეების შემდეგ შვების, კმაყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნება. არ ეგონათ სტუდენტობის დასრულებას ასეთი ემოციებით თუ შეხვდებოდნენ, იქნებ რაღაც პერიოდის შემდეგ მონატრებოდათ კიდევაც წიგნების კითხვაში თავზე დათენებული ღამეები, მაგრამ ახლა უდაოდ ბედნიერები იყვნენ.
ბიჭებს უკვე მზად იყვნენ ხევსურეთში გასამგზავრებლად. მოუთმენლად ელოდნენ გოგონებს.
იმ საღამოს საგულდაგულოდ მიალაგეს საკუთარი საწერი მაგიდები, თითქოს საერთოდ აღარ აპირებდნენ წიგნებისა და კონსპექტების გამოღებას. იდეალური წესრიგი სუფევდა თითოეულის ოთახში. თავისუფლების შეგრძნება დაეუფლათ. ხმამაღლა უნდოდათ ეყვირათ, რომ როგორც იქნა ეღირსათ ნანატრი დასვენება.
თეკლესთან იყვნენ შეკრებილნი და ხევსურეთში წასასვლელ გეგმებს აწყობდნენ.
ნიკა, გოგა და ოთო აქტიურობდნენ და ითხოვდნენ: - მოგვბეზრდა აქ ყოფნა, ხვალვე წავიდეთ ხევსურეთშიო...
გოგონები აპროტესტებდნენ: - ორი- სამი დღე მაინც დაგვაცადეთ, მგზავრობისთვის საყიდლებზე ვართ გასასვლელიო...
რადგან აზრთა სხვაობას ჰქონდა ადგილი, გადაწყვიტეს კენჭი ეყარათ, და გამზგზავრების საკითხი უმრავლესობას გადაეწყვიტა. თუმცა გოგონები აშკარად უმცირესობაში იყვნენ. ნიკას, ოთოს და გოგას მხარი ტატომ, ფარნამ, გიორგიმ და აკამაც გაუმაგრეს. სხვა გზა არ ჰქონდათ, მეორე დღეს უნდა წასულიყვნენ. თუმცა ვაჟები პატარა დათმობაზე მაინც წავიდნენ, დილით გამგზავრების ნაცვლად საღამოს მიდიოდნენ. საბოლოოდ გადაწყდა, სამი ავტომობილით გადიოდნენ, გოგასთან თათია, თეკლე, აკა და დათუნა სხდებოდნენ, ნიკასთან - ვასიკო და იაკო, გიორგისთან ფარნა და ტატო.
- მოკლედ, გოგოებო, არ დაგავიწყდეთ მივდივართ მთაში, მოკლე კაბებითა და შორტებით ვერ ინებივრებთ, თბილი მაისურები წამოიღეთ!... - თვალები ეშმაკურად მოჭუტა ნიკამ.
- გასაგებია, შეფ... – „ჩესტი“ აუღეს ქალბატონებმა.
- ქცევის წესები გახსოვთ?- ბიჭებს შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა გოგამ და გოგონების დარიგება გააგრძელა - ზედმეტად არ იცინიხართ, არ საუბრობთ, განსაკუთრებით უცნობ მამაკაცებთან, ქალს მეტი თავშეკავება მართებს..
გაფითრებული, გაფართოებული თვალებით ისმენდა თათია მის სიტყვებს:
- უკაცრავათ, თქვენო აღმატებულებავ, სუნთქვის უფლებას გვაძლევთ?! - გაღიზიანდა თეკლეც.
- მაგას ნამდვილად ვერ დაგამადლით, თან ისეთი ჰაერია... - სიცილი ვეღარ შეიკავეს ბიჭებმა.
- არასერიოზული ადამიანები ხართ!... - ეწყინათ გოგოებს.
- რა გაუძლებს ამათ ორი კვირა... - ბუზღუნებდა თათია.
- ორი კვირა კი არა, მთელი ცხოვრება, ჩემო სიცოცხლევ... - თავზე თბილად აკოცა გაბუტულ შეყვარებულს გოგამ.
- ისე, თეკლე, ხუმრობა იქეთ იყოს და მართლა არ სტკივა სიფრთხილეს თავი... კი არ დამვიწყებია რამდენიმე წლის წინ შენი ფარული თაყვანისმცემლები... - თვალები აწკიპა მრავალმნიშვნელოვნად ვასიკომ.
- ვინ თაყვანისმცემლები?! - ეჭვი გაკრთა აკას ხმაში.
- ნუ ხართ ასეთი მავნებლები, როდინდელი ამბავი გამიხსენეთ!... - ეღიმებოდა თეკლეს აკას მოღუშულ სახეზე. - ხუთი წლის წინ ვიყავით ნიკასთან ჩასულები, იქაური ბიჭები იყვნენ სტუმრად მოსული, რომელიღაცას შორიდან დავუნახივარ და უთქვამს, ლამაზი გოგოაო. იმ დღიდან მოყოლებული დამცინოდნენ, ხევსურზე გაგათხოვებთო....
- შენ არ იცი, ხევსურისთვის ეგ “ლამაზი გოგო“ რამდენს ნიშნავს, თითქმის სიყვარულში გამოგიტყდა... - არ ჩუმდებოდა ნიკა.
- მოკლედ, მინიშნებას მივხვდი, გვერდიდან არ მოვშორდები!... - სერიოზული ხმით გამოაცხადა აკამ.
- თქვენ იცინეთ და სულაც არაა ეგ თემა სახუმარო, ჩვენს გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადადგავთ, სადაც ვიქნებით ჩვენ, იქ იქნებით თქვენც... - მკაცრად გამოაცხადა ასათიანმა.
- ბატონო გიორგი ქალებში თუ წახვალთ, იქაც გამოგყვეთ?! - ირონია არ დაიშურა იაკომ.
გოგონას კომენტარს მხიარული ხარხარიც მოჰყვა. მოკლედ ასე სიცილ-სიცილით დაიშალნენ და ქალაქიდან გასვლა ხუთი საათისთვის გადაწყვიტეს.

მათთვის ჩვეული რუზრუზითა და ყაყანით ჩალაგდნენ ახალგაზრდები ავტომობილებში, გზადაგზა ერთმანეთს ელოდებოდნენ და ესკორტად ჩაბმულნი მიდიოდნენ.
- ბავშვებო მანდ ხართ?! - მეორე ავტომობილიდან სკაიპში რეკავდა ნიკა. -
- რაო, ნიკუშ, უკვე მოგენატრეთ?! - სიცილი ვერ შეიკავა აკამ.
- ერთად სიარული არ გამოგვივიდა და მოდი ასე გვქონდეს ჩართული, თან ვიქაქანებთ და გავერთობით... - იდეა წამოაყენა ბიჭმა.
- მასეთი სასარგებლო აზრები შენით გაგიჩნდა, თუ იაკო დაგეხმარა?! - მსუბუქად გაკენწლა თეკლემ.
- დაცინვას კაცი არ მოუკლავს... -დაეჯღანა ვაჟი. - დამაცადეთ ერთი წუთით ასათიანიც დავიმატო ჯგუფში და შემდეგ გამოვალ სიტყვით...
- მიდი, მიდი, რამე არ გამორჩეს გიორგის, არ დაგვღუპო... - ვერ ჩუმდებოდა გოგონა.
რამოდენიმე მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა „ჩათში“ ასათიანიც დაიმატეს.
- ეეე... სასტავ, რა დღეში ხართ? - სიცილს ვერ იკავებდა ტატო, თან გიორგის ტელეფონს ავტომობილის „პარპრესზე“ ამაგრებდა.
- ნიკას მოსწყინდა ერთი მანქანით მგზავრობა და ასე გაგვაერთიანა.... -სიცილით ჩააყენეს საქმის ყურში ბავშვებმა.
- მართლა, ტო?! - ფარნას გაოცებული სახე გამოჩნდა ეკრანზე - ნიკუშ ძმა, ბერდები?!
- ეგრე გამოდის... -სიცილით დაეთანხმა ისიც - სიმღერა მომინდა და ვასიკო ისეთი ყრუა ვერ მყვება... - მხარზე ხელი დაარტყა გვერდით მჯდომ ძმას.
- ყრუ რა შუაშია, მთელი გზაა ბასტი-ბუბუს სიმღერები აქვს ჩართული, ხევსურეთში მიმავალი ბაკურიანს უმღერის... - ვასიკოს სიტყვებს ახალგაზრდების გაბმული ხარხარიც მოჰყვა, თუმცა ნიკას გული მაინც არ დასწყვიტეს და სამივე მანქანაში ერთ დროულად აბღავლდნენ:
- ჩემო პატარა გუგულო,
პატარა მატარებელო.
მთელი ბორჯომის ხეობის
გულის გამხარებელო;

ჩემო პატარა გუგულო,
პატარა მატარებელო.
მთელი ბორჯომის ხეობის
გულის გამხარებელო;

ხმა გაქვს ისეთი მჭექარე
ისეთი ომახიანი
ცემში რომ გუ-გუ-ს დასძახებ
ბანს გაძლევს ბაკურიანი“....
- საქმე-საქმეზე, რომ დადგეს, ჩემზე იტყვით ბავშვიაო, - კისკისებდა იაკო- არა და აშკარად მხარი გეცვალათ!...
გაოცებულებმა მიიხედ-მოიხედეს, ხევსურეთის გზის ნაცვლად გორის მიმართულებით მიდიოდნენ. სამივე მძღოლმა უცერემონიოდ შემოატრიალეს ავტომობილები და სწორი მიმართულებით წამოვიდნენ.

ამდენი სიცილ-კისკისით დაღლილებმა ჩეთი გათიშეს, ისხდნენ და ბუნებით ტკბებოდნენ, ჟინვალთან მარჯვენა მხარეს გადაუხვიეს და ფშავის მიმამრთულებით ვიწრო ხეობასაც დაადგნენ, გასუსულები უმზერდნენ სიმწვანეში ჩაფლულ ჟინვალ-გესს.
- რაღაც უნდა გაჩვენო... - ჩუმად უჩურჩულა მის მხარზე დაყრდნობილ ქალიშვილს აკამ.
ავტომობილის საბარგულში სალონიდანვე გადაწია ხელი და უკან ჩაგდებული რუგზაკი გადმოიღო. რამდენიმე წუთიანი ქექვის შემდეგ, ავტომობილის მაკეტი ამოიღო.
გაოცებული, გაფართოებული თვალებით დასცქეროდა თეკლე ვაჟის ხელებში მოქცეულ წითელ, კაბრიოლეტის ფორმის სპორტულ ავტომობილს.
- ეს ჩემთვისაა?! - ხმა უთრთოდა გოგონას.
- ნამდვილი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს ადრე თუ გვიან... - თბილად უმზერდა გოგონას ცრემლებ ჩამდგარ თვალებს ვაჟი.
- ჩემი წითელი ავაზა... - გულში თბილად იკრავდა თეკლე.
- რა გინდა ძმაო გიმართლებს, ქალის მოხიბვლას სათამაშო მანქანებითაც ახერხებ..- თბილად გახედა გოგამ უკანა ხედვის სარკიდან ბედნიერ დას.
უკომენტაროდ დატოვა ვაჟის რეპლიკა, ისევ მწვანედ მოლივლივე წყალს უმზერდა და ბედნიერების ცრემლებს იწმენდდა თეკლე.
ბავშვობიდან არ უყვარდა მიხვეულ - მოხვეული გზები, ვიწრო უღელტეხილზე თვალებს ხუჭავდა თეკლე, ალბათ აკამაც იგრძნო მისი შიში, ძლიერად მიიხუტა ქალი, თვალებ დახუჭული, ვაჟის მკერდში თავჩარგული ისმენდა გზიდან მომავალ არაგვის გრიალს. ბიჭის ტუჩების შეხება იგრძნო ყვრილამებზე, მისი სიმშვიდე გადამდები გამოდგა. ნელ-ნელა ფორიაქიც მოეხსნა. ვაჟის ძლიერ მკლავებში მოქცეულს სხეული მოუდუნდა და ასე ჩახუტებულს ჩაეძინა კიდევაც.
- ისე დროა თქვენც იფიქროთ დაქორწინებაზე... - წყვეტილად ესმოდა გოგას სიტყვები.
- მეც ასე ვფიქრობ. იმედია დავითანხმებ....
ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ, ჩარგალს გასცდნენ და გზა ბარისახოსკენ გააგრძელეს. ამდენი ჯიღჯიყისა და რყევის შემდეგ როგორც იქნა ჩავიდნენ შატილში.
როგორია შატილი? მათთვის ვინც შატილში ნამყოფი არაა, მოგახსენებთ, რომ შატილილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არღუნისა და შატილისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს, ჩეჩნეთის საზღვართან.
შატილი ზაფხულობით ცოცხლდება - მაშინ, როცა თოვლი დნება და გზა იხსნება. ზამთარს, მძიმე პირობების გამო, იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ატარებს. ხევსურეთში კი დიდთოვლიანი, გრძელი ზამთრები იცის.
თბილისიდან შატილამდე სულ 160 კილომეტრია, მაგრამ ამ მანძილის დაძლევას, რთული გზის გამო, ხუთი-ექვსი საათი მაინც დასჭირდა. მიდიოდნენ, მიდიოდნენ, გარშემო ნელ-ნელა ქრებოდა ხეები, ალპურ ზონაში უზარმაზარი ხასხასა მწვანით დაფარული მთები ხვდებოდათ, ალაგ-ალაგ, შუა ივლისშიც კი, ზოგან თოვლშემორჩენილი.
მერე გზა ისევ დაბლა დაეშვა და ერთ-ერთ მოსახვევში მოულოდნელად გამოჩნდა შატილის სიამაყე, ციხე-კოშკები. სოფელში მხოლოდ სკოლა და ერთი პატარა მაღაზია მუშაობდა. სკოლა ზაფხულში იკეტებოდა, მაღაზია კი - პირიქით, ზაფხულობით იხსნებოდა. იქ ტკბილეული, სასმელი და სხვადასხვა, პირველად მოხმარების წვრილმანი იყიდებოდა. ყველაფერი ერთ პატარა ოთახში იყო თავმოყრილი. მაღაზიის მფლობელი გვერდით სახლში ცხოვრობდა, პოტენციურ კლიენტს მაღაზია დაკეტილი თუ დახვდებოდა, მასპინძელს ეძახდა.
სოფელში შესულებმა შვებით ამოისუნთქეს, გრძელი გზაც დაავიწყდათ და დაღლაც. ავტომობილები მაღაზიასთან გააჩერეს და ხმაურით გადმოვიდნენ და იქვე მოჩუხჩუხე ცივ წყაროს შეესიენ.
- აიტ... არაბულების ციგნებო ჩამოხვედით?! - მაღაზიიდან გაღიმებული სახით გამოვიდა მოხუცი, თეთრწვეროსანი ჯარჯი. ნიკაპით ჯოხს დაყრდნობოდა და თბილად შეჰყურებდა მოფუსფუსე ახალგაზრდებს.
მისი ხმის გაგონებაზე გულში სითბო ჩაეღვარათ ბიჭებს, ესიამოვნათ დედის გვარის გაჟღერება, ჯარჯი ბავშვობიდანვე „არაბულებად“ მოიხსენიებდა მათ, ზუსტად იცოდა მამუკამ, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, ჯიუტად იმეორებდა ჯარჯი:
- დიახაც, ჩვენი ვაჟკაცები ხევსურები არიანო...
თითქოს მანანა ისევ ცოცხალი იყო, ყველაფერს მისი სურნელი ასდიოდა, ისევ პატარები და უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ. რაც თავი ახსოვთ ყოველთვის ასეთი იყო ჯარჯი. ცელქ, ანც, მთისთვის დამახასიათებელ ციფერთვალება მოხუცს ცრემლები ჩასდგომოდა თვალებში და იაკოს გულში იკრავდა აკანკალებული ხელებით.
- ჩვენი ლამაზი, ჩვენი ფერია, როგორ ძალიან ჰგევხარ დედას!....
ერთმანეთის გვერდი-გვერდ იდგნენ ძმებიც და ელოდებოდნენ როდის მოიცლიდა მოხუცი მათთვის. ორ მეტრიანი კაცები წელში მოიხარნენ და ისევ პატარა ბიჭებივით ჩაეხუტნენ მამაკაცს. ღრმად შეისუნთქეს მისი თამბაქოს სურნელით გაჟღენთილი ჭაღარის სურნელი, აი, რა ენატრებოდათ ყველაზე მეტად.
სიგიჟემდე უყვარდათ მოხუცი. ჩასვლითანავე, სახლში შესვლამდე მასთან გარბოდნენ. ეზოში, სახლის წინ დიდი, ვეებერთელა მეცხვარე ძაღლი დათვივით იწვა, სახელიც შესაფერისი ჰქონდა: დათვია. ბავშვების ხმის გაგონებისთანავე დინჯად დგებოდა ცხოველი და კუდის ქიცინით კარებშივე ხვდებოდა ბიჭებს. ახლაც ახსოვდა ნიკას რამდენი იტირა იაკომ, როცა ერთ ზაფხულს შატილში ჩასულებს, დათვია აღარ დახვდათ. კარგა ხანს ატყუებდათ მოხუცი ჯარჯი: - ცხვარშია დათვია და შემოდგომაზე დაბრუნდებაო. თუმცა ის შემოდგომა არა და არ დადგა.

ოცდამეთერთმეტე თავი
ალბათ გახსოვთ, რომ ისედაც გვიან გავიდნენ თბილისიდან, უკვე კარგა ხნის დაბნელებული იყო და მთისთვის დამახასიათებელი, თავისებური სუსხიც იგრძნობოდა.
ბიჭებმა ავტომობილები იქვე ერთ-ერთ ეზოში შეიყვანეს. თავი ზღაპარში გეგონებოდათ. ქვისგან ნაშენები სამ სართულიანი სახლი კი არა ციხე-სიმაგრე, ფაქტიურად კოშკი გადმოჰყურებდათ ზემოდან. თვალებ გაფართოებული ათვალიერებდნენ ახალგაზრდები გარემოს.
- ხომ ლამაზია? - თავისდაუნებურად ჩურჩულით აღმოხდა იაკოს.
- ულამაზესი... - ღიმილით დაეთანხმნენ თეკლე და თამარიც.
- ხოდა, გაგათხოვებთ ხევსურზე, ეყოლება თეთრი ცხენი და დატკბით ერთად ამ სილამაზით!.... - სიცილით გამოუცხადა გიორგიმ, თან შეპარვით, გვერდულად გახედა სახე წამოწითლებულ იაკოს. მისი რეპლიკა არ შეიმჩნიეს გოგოებმა.
- ასეთ ადგილებში კიდევ ერთხელ იგებ თავისუფლების ფასს... - პათეტიკურად გამოაცხადა თეკლემ.
- იგებ რომელია, მთელი რომ მიდიხარ გიხარია!... - როგორც ყოველთვის ხუმრობდა გოგა.
- ბოროტო, ადამიანს არ აცდით ბედნიერებით ტკბობას!... - ნაწყენი თვალებით შეხედა ძმას.
- ეგ არაფერი, ბავშვებო, თქვენ აღტაცება შემდეგ ნახეთ მუცოს ხეობას რომ მოვივლით... - მხიარულად გამოსძახა უკვე კოშკში შესულმა ვასიკომ და ერთ-ერთი მძიმე ჩანთა შეაგორა შიგნით.
ხის ტიხრებითა და ქვითკირის კედლებით ნაშენები ოთახები ძველებური მასიური, ხის ავეჯით იყო გაწყობილი.
ახალგაზრდები ზედა სართულზე გადანაწილდნენ მათთვის გამოყოფილ ოთახებში. კედლებზე ხევსურული ხელით ნაქსოვი ხალიჩები იწონებდნენ თავს. სწრაფად ამობარგდნენ, მილაგდნენ და პირველ სართულზე დიდ მისაღებში ჩავიდნენ. ბიჭებს შეშა შემოეტანათ და ბუხრის დანთებას ცდილობდნენ.
- ივლისსში ბუხარი? - გაოცება ვერ დამალა თამარმა, რომელიც ბუხრის თავზე გამოფენილ იარაღის კოლექციას ათვალიერებდა.
- მოითმინე ერთი ნახევარი საათით და კარგად რომ გაიყინები, შემდეგ ინატრებ ბუხარსაც და შეშის ფეჩსაც!... - ღიმილით გახედა ოთომ ქალს.
- იაკო, გოგოები დაგეხმარებიან და ლოგინებიც გაამზადეთ, საბნები და ლეიბები მანდვეა დიდ სკივრში, ყოველი შემთხვევისთვის თბილი გადასაფარებლებიც დაიმატეთ!... - უცებ გასცა დირექტივა ნიკამ.
- ჩემი მზრუნველი ძმა, უცებ მოვაწესრიგებთ ყველაფერს...
- ლოგინები თუ არ გვყოფნის, საძილე ტომრებიც გვაქვს წამოღებული... - აღნიშნა გიორგიმ.
- ტომრები? შენ ისე მომზადებულხარ, სავარაუდოდ კარავიც გექნება... - ირონიულად აღნიშნა ქალმა - არ იღელვოთ იატაკზე არ დაგაწვენთ!... - ამაყად გასძახა ასათიანს.
- ხომ გახსოვს, ყველაზე თბილი და ღუნღულა საბანი მე... - თვალი ჩაუკრა თეკლემ.
- არის შეფ!... – „ჩესტი“ აუღო მეგობარს.
მხიარული შეძახილებით ამზადებდნენ საძინებლებს, საბოლოოდ სასიამოვნოდ დაღლილებმა ცოტა ხანს იჭუკჭიკეს და მალევე დაიძინეს.

აშკარად გაიგონა დილით საძინებლის კარების ფრთხილად გახსნის ხმა ძილბურანში მყოფმა თეკლემ. თავიდან იფიქრა მეჩვენებაო, თუმცა როცა ნელი ნაბიჯების ხმაც შემოესმა თვალები ოდნავ გაახილა.
- ეეე, ამას რა სჭირს, ტო?! - ოთოს გაოცებულმა ხმამ საბოლოოდ გამოაფხიზლა ქალი, თვალები უკმაყოფილოდ მოიფშვნიტა და თვითონაც გვერდით მიიხედა. თამარი, ემბრიონის პოზაში იყო მოკუნტული, თბილი მატყლის საბანი თავზეც კი წაეფარებინა და ტკბილად ეძინა.
- სძინავს დეგენერატო, რა უნდა სჭირდეს... - უკმაყოფილოდ შეუღრინა თეკლემ. - შენ რა ჯანდაბამ წამოგაგდო ამ დილა უთენია? ან აქ რას მორბოდი, ვერ დაეტიე თქვენს ოთახში? - ისევ ჯიჯღინებდა თეკლე.
- როგორი ავი ხარ, ტო... მომენატრეთ და მოვედი, ჩემი გოგო უნდა მენახა... - სითბო ჩაეღვარა ხმაში და სიყვარულით დახედა დაგორგლილ საბანს ოთომ.
- არსად არ გარბის შენი გოგო, გადი და ცოტა ხანი დაგვაძინე!... - ისევ იღრინებოდა თეკლე.
- აუ, ჩემი ჭკვიანი ვინ არის?! ხომ ვიცი შენი ამბავი, მაინც არ დაგეძინება... - ეშმაკურად უციმციმებდა თვალები ვაჟს - გეხვეწები ჩამოდი და ყავა ამიდუღე რა...
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ოთოს ვერ მოიშორებდა, პრინციპში მართალიც იყო, ვეღარც დაიძინებდა.
- ჯანდაბას შენი თავი, ჩადი დაბლა და მეც მალე ჩამოვალ!... - უკმაყოფილო სახით დაეთანხმა თეკლე.
ჯიჯღინ-ჯიჯღინით ჩაიცვა ჯინსის შარვალი და გრძელ მკლავიანი მაისური, ზემოდან თხელი ქურთუკიც შემოიცვა და ქვემოთ ჩავიდა. ოთო სავარძელში იჯდა ბუხართან მიფიცხებული და მოთმინებით ელოდა ქალს.
- ვერაფერი გამიგია, ჩემი დაქალი მოგაბარე, შეგაყვარე და შენ კი ისევ მე მაღვიძებ? უსინდისო ხარ... - ყავას ყრიდა მადუღარაში და თან ისევ წუწუნებდა თეკლე.
- მერე რა რომ შეყვარებული მყავს?! ჩემი ოქროს ხელება შენ ხარ, ოღონდაც შაქარი და მარილი არ აურიო იცოდე... - ესიამოვნა ბიჭის სიტყვები, ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა გოგონას. - აი, აკაც გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ ყავაზე არც ის იტყვის უარს... - კიბეებზე ჩამოდიოდა თმა გაბურძგნილი ვაჟი.
- ასე ადრე გაიღვიძეთ?! - გაოცება ვერ დამალა აკამ. ოდნავ შეეხო ტუჩებით საყვარელ არსებას და ოთოსთან მოთავსდა.
- ვინ დამაცადა რომ ძილი? მის აღმატებულებას ყავა მოუნდა...
- რა ვქნა, ძმაო თუ მსოფლიოში ყველაზე მაგარ ყავას შენი გოგო აკეთებს?! - თვალი ჩაუკრა ოთომ მეგობარს.
- ჰოდა, თუ არ გინდა განზრახ მკვლელობისთვის გამასამართლონ, გირჩევ ოთო ღამით დააბა ლოგინზე!...- სიცილით გამოაცხადა თეკლემ და ცხელი ყავის ჭიქები დაუდგა წინ ბიჭებს.
- დღეს რა გეგმები გვაქვს? - თემა შეცვალა აკამ, თან ქაფ-ქაფა ყავა მოსვა. - ნამდვილად ვერ გაგამტყუნებ ოთო, უგემრიელესი ყავაა... - შეაქო საყვარელი ქალის ნახელავი.
- გაიღვიძონ დანარჩენებმაც და მოვიფიქრებთ გასართობს. მართალია ნიკა არ ამბობს, მაგრამ მე მგონი ჩვენს გიჟს - თეკლეს გახედა ოთომ - ლიკას ნახვაც უნდა... - ჩუმად გადაულაპარაკა ოთომ.
- გუშინ მივწერე მესიჯი, შევატყობინე აქ რომ აქ ვართ. ვთხოვე, იქნებ გამოგვიარო მეთქი, მაგრამ არა მგონია... - მოწყენილმა უპასუხა გოგონამ.
- ჯიუტია შენი დაქალი... როდემდე აპირებს ასე?! ისე იფასებს თავს თითქოს ნიკას ბრალი იყოს მათი დაშორება!...- აშკარად გაბრაზებული იყო გოგონაზე ოთო - არა უშავს, მუცოში რომ წავალთ გზად გავუაროთ და იქნებ დაადგეთ საშველი...
- კარგი იქნება, უკვე ორივენი მეცოდებიან...- ცრემლები მოადგა თეკლეს თვალებზე და აკას ჩაეხუტა.
- ჩემი თბილი, ჩემი... - ვნება მორეულმა უჩურჩულა ქალს. იგრძნო როგორ წამოწითლდა სახეზე თეკლე და ღიმილი ვერ შეიკავა.
- მუცოს ხეობაში ხარ ნამყოფი? - ინტერესით ჰკითხა თეკლემ.
აკამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- რამდენი დაგიკარგავს, მოკლედ, მუცო არდოტის წყლის, არღუნის მარჯვენა შენაკადთანაა, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯად და დამცველად ითვლებოდა. როგორც ამბობენ სოფელში სულ რაღაც 49 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მე ამდენიც არ მინახავს. - აღნიშნა ქალმა - სახლები ტერასული პრინციპითაა განლაგებული, დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევიღაა შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი.
- მოკლედ მიმიქარავს კარგი გიდი, ისე ყვები ისტორიებს... - სიცილი ვერ შეიკავა ოთომ.
- დამაცადე... - თვალები დაუბრიალა თეკლემ - პირველად აქ რომ ჩამოვედი, მამუკამ წაგვიყვანა და გვაჩვენა ეგ ხეობა, იმდენად მომეწონა დავინტერესდი და დაწვრილებით გავეცანი ინორმაციას, მაგ ადგილთან ბევრი ლეგენდები და თქმულებებია დაკავშირებული. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.
- ჩემი ნიჭიერი... - სიცილით აკოცა თავზე გოგონას აკამ და გულზე მიიკრა.

ნელ-ნელა იღვიძებდნენ მეგობრები და მისაღებში მსხდომ ახალგაზრდებს უერთდებოდნენ. გეგმები უცებ გაუზიარეს მომატებულებს. მუცოს ხეობის მონახულების იდეა რა თქმა უნდა ყველამ აიტაცა, თუმცა იმასაც ხვდებოდნენ, რომ ლაშქრობას დამოუკიდებლად ვერ დაგეგმავდნენ. იცოდნენ ადგილობრივი ადათ-წესებისა და სიწმინდეების შესახებ.
მთაში ადათ-წესებს ყოველთვის იცავდნენ. ტაძარში, სალოცავ ადგილზე ქალი ყველგან ვერ შევიდოდა. ასევე არ შეიძლებოდა ყველგან გართობისა და ღრეობის მოწყობა. არ უნდოდათ უნებურად, საკუთარი დაუკვირვებლობით ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოეწვიათ.
შეზღუდვები ძირითადად მანდილოსნებს ეხებოდათ, მათ თამამ ჩაცმულობას, თავისუფალ ქცევას. ვერც კარვებს გაშლიდნენ მათთვის სასურველ ადგილზე უხუცესებთან წინასწარ შეთანხმების გარეშე. მგზავრობისთვის ცხენებიც დასჭირდებოდათ.
გადაწყვიტეს, დახმარება მოხუცი ჯარჯისთვის ეთხოვათ, შუამავლებად რა თქმა უნდა ნიკა, ვასიკო და იაკო წავიდნენ.
- ბალღებო, იქ წასვლა გიდის გარეშე სახიფათოა... - ხევსურული დიალექტით გამოუცხადა მოხუცმა.
- გამოდის ვერ წავალთ?! - ცრემლები მოაწვა იაკოს.
- როგორ ვერ წახვალთ... - ღიმილი ვერ შეიკავა ჯარჯიმ. - ამ ნომერზე დარეკავთ და მინდიას იკითხავთ, ეტყვით რომ ჩემგან ხართ... გიდობასაც გაგიწევთ და ცხენებსაც დაგახმართ.... - ამაყად გამოუცხადა მოხუცმა.
- მინდია?! - ნომერს ყურადღებით დააკვირდა ვასიკო - მინდო აქ არის?! - გაოცება სიხარულმა შეცვალა ვაჟის ხმაში.
- აქაა ეგ მამაძაღლი, აქ... - სითბო ჩაეღვარა მოხუცს - მაგრამ რად გინდა?! კვირაზე მეტია ჩამოვიდა და ერთხელ ვნახე მხოლოდ. მუშაობს ბიჭი, ჯგუფებს დაჰყვება...
- აი, ეს მესმის... - არანაკლებ გახარებულმა აღნიშნა ნიკამაც.
გახარებული იაკო სახლში გაიქცა ახალი ამბის სათქმელად.
- ნიკა, შვილო... - როგორც კი გოგონა მოშორდათ დამრიგებლური ხმით წამოიწყო ჯარჯიმ - ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ ქალები გააფრთხილეთ ზედმეტად თვალში არავის მოხვდნენ. საწყენად არ ვამბობ, ალბათ ნაწილობრივ „ქალაქელ ქალებზე“ არსებული სტერეოტიპის გავლენის შედეგია. წეღანაც იყვნენ შემოსულები, ლამაზები არიან, ადგილობრივი ახალგაზრდობის ზედმეტ ყურადღებას იქცევენ. ეცადეთ თანხმლების გარეშე არ იმოძრაონ.
- რამე ხდება?! - არ ესიამოვნს მოხუცის სიტყვები ნიკას. გვერდულად, მუქარით გახედა მაღაზიასთან მორუზრუზე ხევსურ ყმაწვილებს.
- არა, შვილო, რა უნდა ხდებოდეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა... საწყენად არ მითქვამს. თავისუფლები არიან, ლაღები და ლამაზები...
- გასაგებია, ბიჭებსაც გავაფრთხილებთ და ყურადღებას მივაქცევთ... - მეგობრულად მოეხვია ვასიკო მოხუცს.
საკუთარ ოთახში ჩუმად თათბირობდნენ ბიჭები, არ ესიამოვნათ ჯარჯის გაფრთხილება, ისიც კარგად იცოდნენ, რომ უმიზეზოდ მოხუცი ასეთ სიტყვებს არ ეტყოდათ.
არ უნდოდათ გოგონების შეშინება და ზედმეტად დაძაბვა. ისიც ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ დაუმსახურებელი საყვედურით მათ უკურეაქციასაც მიიღებდნენ. ამიტომ გაჩუმება ამჯობინეს, თუმცა მყარად გადაწყვიტეს თვალყური ედევნებინათ და სიფრთხილე გამოეჩინათ.
აივნიდან დაბღვერილები გაჰყურებდნენ ჯარჯის მაღაზიასთან მობირჟავე ახალგაზრდებს გიორგი და აკა.
- მეტიც არ მინდა, რამე ზედმეტი მიქარონ!... - მუშტი მუქარით დაჰკრა მოაჯირს გიორგიმ, თითქოს ბირჟაზე მჯდომებიდან ერთ-ერთს ურტყავდა ხელს.
- ერთი სიტყვაც და ... - ცივად გამოსცრა აკამაც.

ოცდამეთორმეტე თავი
მინდია არაბული საღამოს დაპირდათ სტუმრობას. რა უნდა ექნათ ახალგაზრდებს? გოგოებმა ხინკლის კეთება წამოიწყეს, ტატო და ფარნა ჩვეულებისამებრ გიტარას „აკვნესებდნენ“, დანარჩენები ჯოკერს პარებში თამაშობდნენ სურვილებზე. სულ რაღაც სამი დარიგება და ასათიანის და აკას წყვილი საბოლოოდ მოუგებდა ნიკას და ვასიკოს. დაძაბული სახით ჩაჰყურებდა ნიკა კარტს, რაღაცას გაფაციცებით ითვლიდა.
- ცხრა... - კმაყოფილი ხმით გამოაცხადა მან.
- დარწმუნებული ხარ? - ეჭვით იკითხა ვასიკომ.
ალბათ თქმაც არ უნდა, ვასიკომ პასი თქვა. ასათიანი იძულებული იყო ერთი ეთქვა. დაიწყეს თამაში, ერთმანეთის მიყოლებით ყრიდა ნიკა მაღალ კარტს, ორივე ჯოკერი მასთან აღმოჩნდა, კმაყოფილი სახით იღებდა სასურველ ქულებს. მონდომებით ითვლიდა კომბინაციებს. ის-ის იყო, მეცხრე სვლაზე გადავიდა და გამარჯვების აღსანიშნავად მოემზადა, რომ მოულოდნელად ცხრიან ჯვარზე გიორგიმ ათიანი დაურტყა.
- ამის დედაც.... - აღშფოთებულმა თავი ვეღარ შეიკავა მან.
- შეუძლებელია, ჩემი კარტი იცოდი?! რაღა მაინც და მაინც ათიანი შეინახე?..... -ნერვიულობისგან გაფითრდა ვასიკო.
- აი ეს მესმის, ჯიგარი ხარ....- ერთმანეთს კმაყოფილები ურტყავდნენ ხელს აკა და გიორგი.
- რაღაცა იაფერისტეს, რა პონტში შეინახე ეგ კარტი?!....- წაგებას ვერ ეგუებოდა ვაჟი.
- არ გვეგონა ასე თუ გეწყინებოდათ, გეთქვათ და მოგაგებინებდით!....-სიცილს ვერ იკავებდნენ ბიჭები.
დიდი რუზრუზი და ხმაური იდგა ოთახში, სწორედ ამ დროს დაიძახეს გარედან:
- მასპინძელოო, ნიკაა, ვასიკოო!.....- ალაყაფის კართან თეთრ ცხენზე ამხედრებული ფაფახიანი, ხევსურულ ფორმაში ჩაცმული ასე 20-25 წლის ახალგაზრდა, შავგვრემანი, წვეროსანი ვაჟი იდგა.
- მინდია მოსულა, მინდია!..... - ოთახში მოკამათე ძმებს შემოსძახა იაკომ. ბიჭებს აღარ დაელოდა, პირველი თვითონ მიეგება სტუმარს.
- შემოდი, რა შორიდან გვეძახი.... - წკრიალა, გახარებული ხმით მოიპატიჟა სტუმარს.
ცხენი იქვე გაუშვა ეზოში ვაჟმა და მისკენ თითქმის სირბილით მიმავალი ქალი ხელში აიტაცა.
- ჩემი ანგელოზი, ჩემი დახატული, ჩემი პატარა.... - გულში თბილად იკრავდა გოგოს.
- პატარა რა იყო ვითომ? - აშკარად არ ესიამოვნა ეს სიტყვა იაკოს და ბღვერით ახედა ვაჟს.
- პატარას ნუ ეძახი, წითელი აგენთება იცოდე!.... - თბილად, მეგობრულად მოეხვივნენ ბიჭებიც თითქმის ერთი წლის უნახავ მინდიას.
ალბათ ძნელი მისახვედრი არაა რამდენად უყვარდათ ოთხივეს ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ სისხლით ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ, ერთმანეთს მაინც ენათესავებოდნენ.
- არაბულები ყველანი ერთი ძირისანი, ერთმანეთის ძმები ვართო!....- ამაყად აცხადებდა ხოლმე მოხუცი ჯარჯი და ბავშვებსაც მცირეწლოვანი ასაკიდანვე მყარად ჰქონდათ ეს გამჯდარი.
- ჩემი გიჟი გოგო, - სახეს პატარა ბავშვივით უკუცნიდა მინდია იაკოს. - აბა რა ხდება ქალაქში? ვინმე ხომ არ გვყავს გასატყეპი?!
- არ იცი რა ავია, შიშით ვინ მიეკარება?! - თვალი ჩაუკრა ვასიკომ მინდიას.
- დამცინეთ, დამცინეთ...გავთხოვდები მალე და მერე ნახეთ თქვენ...- ნიშნისმოგებით გამოუცხადა იაკომ და კურტუმის ქნევით შეასწრო ბიჭებს სახლში შესვლა.
- რაღაც ცუდად ჭიკჭიკებს ეს გოგო, ვინმე ხომ არ ჰყავს მართლა?! - ეჭვით გახედა ნიკას მინდიამ.
- რას გაუგებ ამ გადარეულს.....-ისევ იცინოდა ნიკა.
თეკლე და გოგა ისედაც იცნობდნენ მინდიას, თბილად მოიკითხეს ძველი მეგობარი, დანარჩენებს ამაყად, პათეტიკურად წარუდგინა აიკომ ვაჟი:
- ხევსურეთის ლომი, მინდია არაბული!....
ალბათ ეუხერხულა ახმახს ასეთი წარდგენა, აშკარად დაინახეს, როგორ გაწითლდა სახეზე, დაბნეული ატრიალებდა ხელში შერჩენილ ფაფახს.
-აი ასეთი რომ ხარ ამიტომაც მიყვარხარ!....- ბიჭის სიწითლემ ორმაგად გაახალისა იაკო, ლოყაზე თბილად, ხმაურით აკოცა ვაჟს. - დაუჯექი ამ გადარეულებს გვერდით, და რამდენიმე წუთში ცხელ-ცხელ ხინლკალსაც მოვიტანთ.... - ქვემოდან, ეშმაკურად გახედა გიორგის, ასათიანის დაძაბული მზერის დანახვაზე, გულში გაეცინა, თუმცა ეცადა არ შეემჩია, მხიარულად გავარდა ისევ გოგონებთან სამზარეულოში.
რა მოუვიდა გიორგის? რა თქმა უნდა ხვდებოდა მინდია უცხო რომ არ იყო. ალბათ ნიკაზე და ვასიკოზე ნაკლებად არც უყვარდა ქალიშვილს, მაგრამ რატომღაც მაინც არ ესიამოვნა მათი მომეტებული სიახლოვე. გოგონას თერთ ცხენიანი პრინციც არ ავიწყდებოდა, იქნებ სწორედ მინდიას გულისხმობდა ოცნებებში? ალბათ უაზრობა იყო მისი ასეთი რეაქცია, მაგრამ ეჭვიანობას ვერაფერს უხერხებდა. თითოეულ მინდიასთან იაკოს ჩახუტებაზე ეკლები ესობოდა გულში. ისევ თავის არიდება დაგაწყვიტა და აივანზე გავიდა.
- სიხარულს ისე ვერ გამოხატავს, რა იყო ეს წარა-მარა ლოყაზე კოცნა? -უკმაყოფილო სახით დუდუნებდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.
- ვის ელაპარაკები? - უცებ წაადგა ფიქრებში წასულ ვაჟს თავზე იაკო.
- არავის, სიგარეტს ვეწევი!.... - მისკენ არც კი შებრუნებულა, ისე შეუღრინა გიორგიმ. ფრთხილად მიუახლოვდა ია, იმდენად ახლოს იდგა ვაჟთან, შეეძლო დაეფიცა, რომ მისი აჩქარებული გულისცემაც ესმოდა.
- რამე გაწყენინე?! -გვერდულად, ქვემოდან გახედა გიორგის.
- არაფერი, რა უნდა გეწყენინებინა?! - აგდებულად მიმართა ასათიანმა - რატომ გამომყევი, არ გეშინია შენს პრინცს რომ ეწყინოს? - მართალია არ უნდოდა გამჟღავნება, მაგრამ გაღიზიანება მაინც შეეტყო ხმაში.
- პრინცს? მინდიას გულისხმობ, ის ხომ ბიძაშვილია?! - სადღაც გულის სიღრმეში ალბათ ესიამოვნა გიორგის ეჭვიანობა, მაგრამ მაინც ეწყინა, თითქოს სიამაყე შეებღალა. აშკარად იუკადრისა მისი სიტყვები, ხმა უთრთოდა, უკანკალებდა ქალს, ცოტაც და ალბათ ატირდებოდა. არ ელოდა მის ასეთ რეაქციას, გაოცებული უმზერდა ვაჟი, ვერაფერი უთხრა. იცოდა, ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა და თავს ვეღარ შეიკავებდა. მოზღვავებულ ვნებას ვეღარ დაიკოკებდა. წინ ედგა იაკო, თვალებში ჯიუტად უმზერდა გიორგის. თითქოს იქ სურდა უთქმელი სიტყვების წაკითხვა. ისეთი ტკივილი, ისეთი სასოწარკვეთა ემჩეოდა მზერაში, რომ მისი ტკივილიც კი ეტკინა, თვითონაც ვერ გაიაზრა, ინსტიქტურად ორივე ხელი მოჰხვია გოგონას და გულში ძლიერად ჩაიკრა.
იგრძნო, როგორ შეკრთა, დაიძაბა ქალი, თითქოს არ ელოდა ვაჟისგან ასეთ სითბოს. შემდეგ ნელ-ნელა მოეშვა, მისი პატარა ხელებით სუსტად ჩაეხუტა და მთლიანად მიენდო პარტნიორს. ჟრუანტელმა მთელ სხეულში დაუარა გიორგის, გული ამოვარდნას ჰქონდა, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, უბრალოდ სულელური ღიმილით უმზერდა ქალის ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალებს, სიტყვები ისედაც ზედმეტი იყო. სიჩუმე ბევრად მეტყველი და ბევრად ლამაზი გახლდათ.
მეორე დღეს გამთენიისას ცხენებით დაიძრა ჯგუფი მუცოს ხეობაში. საკმაოდ რთულად სავალ გზაზე გამოუცდელ მხედრებს უჭირდათ სიარული, ბიჭები გადანაწილდნენ თავსა და ბოლოში მოექცნენ ქარავანს, ნელ-ნელა ფრთხილად მიიკვლევდნენ გზას.
კარგი მოსაუბრე გამოდგა მინდია, აშკარად უყვარდა მისი მხარე და მთელი მონდომებით უამბობდა ახალგაზრდებს ხევსურეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ლეგენდებს.
- მინდო, რატომ გადაწყვიტე გიდობა? - ინტერესით ჩაეკითხა აკა.
- რა გითხრა? აქაურობა მოსახლეობისგან დაიცალა, თითქმის აღარავინაა დარჩენილი. გასაგებია, დღევანდელ ცხოვრებაში ძნელია ცივილიზაციისგან მოწყვეტა და ასეთი მძიმე პირობების ატანა. მინდა გაიცნოს ხალხმა, შეიყვაროს, დაინახოს, ვინ ვიყავით და ვინ დავრჩით. ყველაზე მეტად ტრადიციები ხომ სწორედ აქაა შენარჩუნებული. სიძველის, საქართველოს ნამდვილი სუნი აქ დგას.
- ერთ-ერთ სტატიაში წამიკითხავს: „მუცოში მზე არ ამოდის, მუცოში მზე ჩამოდის – ასე, სხივები ისრებად დაეშვებიან მწვერვალებიდან და ნელ-ნელა ჩამოივაკებენო“.- საუბარში ჩაერია თეკლეც.
- ასეა, გვიან თენდება, მზის სხივები თითქმის ვერ სწვდება ამ კუთხეს. ესეც ჩვენი „ქაჯეთის ციხე“, ამ ნაგებობას სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდა ჯავახიშვილი. ამბობენ თვით თორღვა ძაგანი დღემდე გადმოყურებს მუცოს ხეობასო. - თვალებ გაფართოებულნი, დაზაფრულნი შესცქეროდნენ მუცოს ციხე-სიმაგრეს, ახალგაზრდები, რომელიც ჩაშავებული, პირქუშად გადმოჰყურებდა დაუპატიჟებელ სტუმრებს.
- ვინ იყო თორღვა? - ცნობისმოყვარედ, ხევსურულ კილოზე იკითხა აიკომ.
- დაზუსტებით არავინ იცის. მისი სახელი ბურუსითა და ლეგენდებითაა მოცული. მუცოს ციხე-ქალაქში ფრიალო კლდეზე, აი ის განცალკევებით მდგომი ციხე ატარებს მის სახელს. ის ერთადერთი ქონგურებიანი კოშკია მთელს პირიქითა ხევსურეთში.
- დავიჯერო, არც ლეგენდებში არაა აღნიშნული მისი ვინაობა? - ამჯერად ასათიანი დაინტერესდა უცნობი თორღვას ისტორიით.
- რა ვიცი, თუ ლეგენდას დავუჯერებთ, კახთა მეფე მტერს გამორიდებია და ერთი წლის განმავლობაში მუცოსთვის შეუფარებია თავი. შეჰყვარებია შეთეკაურთ, ულამაზე ქალი და ამ სიყვარულის ნაყოფიაო თორღვა.
როგორც უხუცესები ჰყვებიან, ძაგანს ბეჭებზე მზისა და მთვარის გამოსახულება ჰქონია. მუცოს ბელადი იყო, ლაშქრობდა ჩეჩნეთში და ლეკეთში, თუშეთი და ფშავი ბეგარას უხდიდა. კახთა მეფეს, თავის მამას წილს სთხოვდა თურმე.
იმხელა ლაშქარი ჰყოლია, რომ ციხის აგებისას ანატორიდან მუცომდე, დაახლოებით 8 კილომეტრის მანძილზე ქვები ხელიდან ხელში გადაცემით მიუტანიათ. მის ჯაჭვის პერანგს ქაჯეთში შვიდ წელიწადს ქსოვდნენ თურმე, რომელიც იქ იკუმშებოდა ბრძოლის დროს, სადაც ტყვია ან ისარი უნდა მოხვედროდა... თორღვაი მუცოს სიამაყე, მისი ლეგენდაა. - თხრობა დაასრულა მინდიამ და თვალი მოავლო აღტაცებით მომზირალ მეგობრეს.
- შეუძლებელია აქ მოხვდე და სული არ გეტკინოს, მუზა მისით გეწვევა და ძალით აგამღერებს!
თითქოს ვასიკოს სიტყვებს ელოდაო, სწორედ ამ დროს გაისმა ნიკას ბარიტონიც, რომელსაც მაშინვე აჰყვნენ დანარჩენებიც:
- „სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენები იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
“ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”.
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო…
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
“წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო”.
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო“…
- ასეთი ყრუნი და უნიჭონიც კი ავმღერდით და კიდევ უკვირთ ამ ბუნების შემხედვარე რატომ იყო ვაჟა გენიოსი... - სიცილით აღნიშნა ტატომ.
- არა მგონია ვაჟას ნიჭიერება მხოლოდ ბუნების ბრალი ყოფილიყო, ასე რომ იყოს, მინდია სულ შაირებით უნდა ლაპარაკობდეს... - ეშმაკურად გახედა არაბულს ნიკამ.
- არ მინდა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა, ვაი და ვერ გაუძლოს თქვენმა სუსტმა გულებმა?! - ხუმრობაში აჰყვა მინდიაც მეგობარს.
ისეთი ამაღლებულები, დადებითი ემოციებით დამუხტულები იყვნენ, საშუალება რომ ჰქონოდათ მთებსაც გადადგავდნენ.
ბევრი არ უნდა ქართველს ბედნიერებისთვის, სულ მცირედიც კი ჰყოფნის. დუმილს არ არღვევდა არც ერთი, ჩუმად ათვალიერებდნენ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს, იქაური მოხუცებიც მოინახულეს, მიესიყვარულნენ, მოეფერნენ, პატარა ბავშვებივით დაუკოცნეს თეთრი ჭაღარა, კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა ამ ადგილების შენარჩუნებისა და გადარჩენისათვის. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახებში იყვნენ, სადაც მთელი ცხოვრება ელოდნენ მათ ჩასვლას.
მისი სამშობლოს წარსული, ამაყი დიდება გადმოჰყურებდათ და თავადაც ორმაგად ამაყნი იდგნენ. არ მინდა გაბუქებულად ჩათვალოთ ჩემი სიტყვები, ალბათ ზუსტად ვერც გადმოვცემ მათ ემოციებს, თუმცა ერთი რამ ნამდვილად უნდა აღვნიშნო, იმ დღეს საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედეს, თითქოს მაშინ გაიაზრეს რამხელა ტვირთი არგუნა ღმერთმა სატარებლად, ტვირთი რომელსაც სახელად ქართველობა ერქვა.
ასეთი აჟიტირებულები და სასიამოვნოდ დაღლილები უკან ბრუნდებოდნენ მეგობრები, გზად ლიკას სოფელი უნდა გამოევლოთ. თეკლემ მესიჯით შეატყობინა მუცოს ხეობაში სტუმრობას რომ გეგმავდნენ, სთხოვდა: - იქნებ შემოგვიერთდეო, მაგრამ მაინც ვერ გაბედა, რაღაც აჩერებდა, აფერხებდა.
ამას ისიც დაემატა, რომ ორიოდე დღის წინ ბიძაშვილი, ბექა ჩამოუვიდა სტუმრად რამდენიმე მეგობართან ერთად. რომელნიც ყოველ ნაბიჯს მკაცრად უკონტროლებდნენ ქალს, აშკარად გაუჭირდებოდა მათთვის ახსნა სად მიდიოდა და ვის უნდა შეხვედროდა.
თეკლე სავარაუდოდ ნაწყენი იქნებოდა, რომ არ მივიდა, არც სტუმრობას დაჰპირებია, მაგრამ ლიკა მაინც ელოდა, ნატრობდა ოღონდ მისულიყვნენ. იქნებ „ისიც“ კი დაეთანხმებინათ, იქნებ.... კარგა ხანია ნიკას სახელის ხსენებაც კი უჭირდა ცრემლების გარეშე, თუმცა ალბათ ამდენს ვერ ინატრებდა. მიუხედავად ეჭვისა თვალები მაინც დააწყდა მოლოდინში. გულის სიღრმეში სჯეროდა, არ მივიდოდნენ, მაგრამ სულ მცირე იმედი მაინც ჰქონდა, ზედმეტად კარგად იცნობდა მეგობარს.
- ასეთი ტკივილისთვის არ გამიმეტებს. ნიკა რომც ვერ დაითანხმოს, თვითონ აუცილებლად მომინახულებს!.. - უკვე მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს და ნერვიულად ბოლთას სცენდა ოთახში.
- დღეს რაღაც ზედმეტად დაძაბული ხარ, მოხდა რამე? - ეჭვით შეხედა მეგობრებთან ერთად სახლში შემოსულმა საშუალო სიმაღლის, წაბლისფერ თმიანმა ბექამ.
- არაფერი, სტუმრებს ველოდი... - ხმაში ტკივილი გაეპარა ქალს.
- სტუმრებს? სტუმრები კარგია... - ირონია გაურია ვაჟმა, - ესე იგი გვიქეიფია?
- ისინი საქეიფოდ არ მოვლენ... - თვალები ცრემლებით აევსო ლიკას.
- ასე რატომ რეაგირებ, შენი სტუმარი ქალია თუ კაცი?! - ეჭვი გაკრთა ერთ-ერთი ძმაკაცის ხმაში.
უსიამოვნოდ გასცრა მისი ხმის გაგონებაზე ლიაკოს, რაღაც არ მოსწონდა ამ ბიჭში, თუმცა ზუსტად ვერ ხვდებოდა რა.
- ჩემი უახლოესი დაქალია... - დანარჩენები შეგნებულად არ ახსენა მათთან საუბარში.
- ლამაზია შენი მეგობარი?! - თვალები აუციმციმდა ერთ-ერთს.
- შენ მაინც ვერ შესწვდები!... - ცინიკურად, დაუფარავი ზიზღით გახედა ლიკამ, ყოველთვის ნერვებს უშლიდნენ ასეთი თვითდაჯერებული კრეტინები.
- რაღაც ზედმეტებს იღებს საკუთარ თავზე ეს გოგო... - მუქარა გაურია ბექამ ხმაში, თუმცა ლიაკომ მისი სიტყვები აინუნშიც არ ჩააგდო. ამაყად თავაწეული გავიდა ეზოში.
უკვე ბინდდებოდა, იმედი საბოლოოდ გადაეწურა, ცრემლებს ვეღარც იკავებდა, სასოწარკვეთილი ჰამაკში იყო წამოწოლილი და საკუთარ, დაკარგულ ბედნიერებას უკვე მერამდენედ მისტიროდა, სწორედ ამ დროს შემოესმა თეკლეს წკრიალა ხმა. ფრთხილად, მორიდებით იძახდა გოგონა მის სახელს.
- იქნებ ეს სახლი არაა? - თათიას ხმაც გაიგონა და მყისვე წამოხტა ადგილიდან.
- რა ვიცი აბა, იმ მოხუცმა ქალმა გავაშელები მანდ ცხოვრობენო... - ტატოს ხმაც მყისვე იცნო.
ყურებს არ უჯერებდა ლიკა, მაინც მოვიდნენ, იცოდნენ რომ ელოდა და მოვიდნენ. გული გამალებით უცემდა, სიხარულის ცრემლებს ვეღარც იკავებდა. ძლივს გადადგა ნაბიჯი.
- გოგოებო აქ ვარ!... - საკუთარი ხმა ვერ იცნო, ემოციებისგან თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. სწრაფი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გარბოდა მათ შესახვედრად. კარებში გავიდა და ორმაგად გაოცდა. ნელი ჩორთით ამოდიოდნე ეზოსთან არსებულ აღმართზე ახალგაზრდები. ყველანი იქ იყვნენ. მთელი მათი სამეგობრო. ბინდში სახეების გარჩევა გაუჭირდა, თუმცა ერთ-ერთ, უკან მომავალ ცხენოსანში მაშინვე იცნო ოდნავ მომღიმარი ნიკა.
- ხომ გითხარით ეს სახლიათქო! - ამაყად გადახედა თეკლემ დანარჩენებს და ჯერ კიდევ გაოგნებულ დაქალს მოეხვია.
- რა არის გოგო ეს? ამის იქით მე მგონი ყვავებიც არ დაფრინავენ... - ხვნეშა-ხვნეშით ჩამოხტა ცხენიდან ტატო.
- ყვავები არა ტო, არწივები... - როგორც ყოველთვის ისევ ხუმრობდა ფარნაც.
- ღმერთო ჩემო, როგორ გამახარეთ, თქვენ ხომ არც კი იცით, ვერც კი წარმოიდგენთ... სათითაოდ კოცნიდა მონატრებულ მეგობრებს ლიკა. ყველამ თბილად მოიკითხეს, გულში ჩაიკრეს, მიეფერნენ. სრულიად უცნობი მინდიაც კი მიესალმა, თუმცა მხოლოდ ერთი დუმდა. ხმას არ იღებდა. ვერაფერი უთხრა ვაჟმა. ტკივილით უმზერდა ლიკას. არადა ნამდვილად ეგონა, რომ ამდენი ხნის შემდეგ პატიებას შეძლებდა. ჩაიხუტებდა და ხელს არ გაუშვებდა მონატრებულ ქალს. არ გამოუვიდა, დაინახა და ისევ ისე ეტკინა, როგორც პირველად. არ ყოფილა იოლი. მაინც ვერ დაივიწყა. მისი დუმული ეტკინა ლიკას, მაგრამ უხმოდ გადაყლაპა ცრემლები. არ შეიჩნია. ისევ თვითონ მოიკითხა ვაჟი:
- როგორ ხარ, ნიკა? - ძლივს გაიგონა საკუთარი ხმა.
- მადლობ, კარგად. შენ? - აშკარად მოვალეობის გამო ჰკითხა ვაჟმა, პასუხს არც დალოდებია იქვე მდგომ მინდიასთან დაიწყო საუბარი.
პირველად გაუხარდა ბიძაშვილის გამოჩენა ლიკას, დაძაბული სიტუაცია ბექამ განმუხტა:
- აი ეს მესმის, თურმე სტუმრები გვყოლია, ასე კარებში ხომ არ დავხვდებით, ლიკა არ უნდა შემოიპატიჟო?! - საყვედურით გახედა დაბნეულ ქალს. უცებ გამოფხიზლდა გოგონა, უცებ დატრიალდა, ცხენებს სწრაფად მიუჩინეს ეზოში ადგილი და ყველანი სახლში შელაგდნენ.

ოცდაცამეტი თავი
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ბექა საკმაოდ ცივი და უხეში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაქსიმალურად ცდილობდა სტუმრებისთვის ესიამოვნებინა. ნიკასთან, ვასიკოსთან და მინდიასთან საკმაოდ ბევრი საერთო ნაცნობიც აღმოაჩნდათ, კარგად იცოდა ბიძაშვილი ფიცხი და შარიანი ხასიათის შესახებ ლიკამ, თავიდან დაძაბული აკვირდებოდა, ვაჟის თითოეულ სიტყვას, შემდეგ ნელ-ნელა მოდუნდა, გაბრწყინებული სახით დაფრინავდა სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს შორის.
- კარგი, ლიკა, მოისვენე ორი წუთით... მალე უნდა წავიდეთ, დიდხანს ვერ გავჩერდებით!... - ეხვეწებოდნენ მეგობრები.
თუმცა მათი სიტყვები თითქოს არც კი ესმოდა.
- ვიცოდი, რომ მოხვიდოდით, ხაჭაპურები დავაცხვე, ჭარხლიანებიც... თქვენ არ გექნებათ ნაჭამი, აქაურები „ხლოვანებს“ ეძახია, თითებს ჩაიკვნეტთ...
- აი თურმე ვისთვის ემზადებოდი, ჩვენ კი გვიკვირდა, ვერ ვხვდებოდით ვის ელოდი... ზედმეტად ხომ არ გიხარია მათი სტუმრობა?! - ირონიულად აღნიშნა ბექას ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც გიგას სახელით გააცნო სტუმრებს.
აშკარად არ ელოდა ასეთ უკმეხ სიტყვებს, სახეზე გაფითრდა ქალი. მისი ტონი შეუმჩნეველი არც ნიკას დარჩა, სახე დაეძაბა, ნერვიულად აუთამაშდა ძარღვი. წარბაწეულმა გახედა ბექამაც და თვალები დაუბრიალა. გიგამ თითქოს ვერც კი შენიშნა მეგობრის რეაქცია. ბიჭი აშკარად უკმაყოფილო იყო ლიკას ქცევით და არც მალავდა.
- რადგან არ იშლი, ჩვენც მოგეხმარებით... - სიტუაციის განმუხტვის მიზნით გოგოებმიც სამზარეულოში გაჰყვნენ ლიკას.
რამდენიმე წუთში მისაღებში საკმაოდ დიდი სუფრა იყო გაშლილი. ბიჭები უკვე მოშინაურებულიყვნენ და ბექასთან ერთად რაღაცაზე მხიარულად იცინოდნენ.
- როგორც ვხედავ საკმაოდ შეკრული ჯგუფი ხართ. ერთმანეთთან რა გაკავშირებთ? - მოულოდნელად იკითხა გიგამ.
- რა უნდა გვაკავშირებდეს?! - გვერდულად გახედა ასათიანმა, - ნაწილი ერთმანეთის ჯგუფელები ვართ, ნაწილი ოჯახის წევრები, ზოგიერთები იმედია ახლო მომავალში დანათესავდებიან... კონკრეტულად ვინ გაინტერესებს გვითხარი და ... - ცოტა არ იყოს მუქარა გაურია ხმაში გიორგიმ.
- შენ ამ ამბავს ასე მარტივად ვერ დაალაგებ, შემდეგ ლიაკოს გამოჰკითხე და არ დაგზარდება, უცებ გაგარკვევს სიტუაციაში. - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი დანარჩენებს ტატომ.
- მე უკეთესი წინადადება მაქვს, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, იქნებ ჩარგალში სტუმრობაც დავგეგმოთ, „ჯომარდობის“ ბაზაზე შეგვიძლია გართობა, ერთმანეთსაც უკეთესად გავიცნობთ... - ბექას წინადადება აშკარად მოეწონათ ახალგაზრდებს. ერთმანეთს კმაყოფილებმა გადახედეს. თუმცა გიგა მაინც დაბღვერილი იყურებოდა.
- ეს ტიპი მთლად ნორმალური ვერაა, ხომ?! - ჩუმად გადაულაპარაკა ტატომ ფარნას.
- აშკარად გვიწვევს... სუფრასთან რომ არ ვისხდეთ სიამონებით გავუერთიანებდი სიფათს! - ღრენითვე უპასუხა ფარნამ.
- არ დაგიმალავ და არც მე ვიტყოდი უარს, მაგრამ ლიაკო ისედაც დაძაბული გვიყურებს და უფრო მეტად ვერ გავაგიჟებ, ცოდოა ეგ გოგოც.. - ნაძალადევად, უდარდელად უპასუხა ვასიკომაც.
ვიდრე ბიჭები გიგას უხასითობაზე საუბრობდნენ, ნიკამ დრო იხელთა და სამზარეულოში მოფუსფუსე ლიკას მიაკითხა.
თვალებში ჯიუტად, კოპებშეკრული უმზერდა ბიჭი, სიჩუმეს არ არღვევდა. გოგოებმა დაინახეს თუ არა შიგნით შესრული ნიკა, მაშინვე მარტო დატოვეს წყვილი და კერებიც გამოიხურეს.
სუნთქვა შეეკრა ლიკას, გული გამალებით უცემდა. მთელი არსებით ელოდა, მასთან პირისპირ დარჩენას. ვინ იცის რამდენჯერ წარმოედგინა მათი შეხვედრა, წინასწარ იზეპირებდა სათქმელ სიტყვებს. მწარედ გაეღიმა, აზრები გაბნეოდა, მისი სითამამე სადღაც გამქრალიყო. ემოციებისგან ცახცახებდა. ამცივნებდა. ისე სუსტად და უსურად ეჩვენებოდა თავი, რომ თვალები ცრემლებით აევსო. საკუთარი თავი შეზიზღდა ამის გამო, არ უნდოდა ასეთი ენახა ვაჟს, ატირებული, აქვითინებული. ზურგი აქცია და მომდგარი ცრემლი ხელის გულებით მოიწმინდა. ოდნავ თვალებმოჭუტული უმზერდა ვაჟი. მართალია თავს იკავებდა, მაგრამ ღიმილი მაინც გაეპარა სახეზე. გრძნობდა მის ტკივილს, მის შიშს, სიამოვნებით ჩაიხუტებდა, დაამშვიდებდა, მაგრამ გიგას გამოხტომებით გაბრაზებულმა თავი მაინც ვერ შეიკავა და ღრენით ჰკითხა:
- რა უნდა იმ ქაჯს, რა შოუს აწყობს?
ალბათ ასეთ კითხვას არ ელოდა ლიკა, მხრები გაოცებულმა აიჩეჩა.
- უყვარხარ? - ეჭვმა გაიჟღერა ნიკას ხმაში. დაძაბული უმზერდა თვალებში, თითქოს იქ სურდა პასუხის ამოკითხვა.
ვერ იტანდა ლიკა ეჭვიანობას, აღიზიანებდა და ნერვები ეშლებოდა უმცირესი უნდობლობის გამოვლენის დროსაც კი, მაგრამ ამჯერად ესიამოვნა ვაჟის ხმაში გაპარული ტონი, გული სიხარულით აევსო. ბედნიერების ღიმილი ვერ შეიკავა ქალმა.
- ასე ნუ მიმზერ... - ეშმაკურად გაუცინა ვაჟმაც, ვნება მორეულმა საბოლოოდ დაკარგა თავი და გულში ძლიერად ჩაიკრა მონატრებული ქალი. - ლიკა, თუ რამე ხდება უნდა ვიცოდე, ისევ ვერ დაგკარგავ, რა უნდა იმ დეგენერატს, რატომ ვერ ისვენებს? -ჩუმად, ვნებისგან დაგუბებული ხმით ეჩურჩულებოდა ლიკას.
- იმას არ ვიცი რა უნდა, მაგრამ მე... - ცხელი ტუჩებით შეეხო ვაჟის სახეს გოგონა. იგრძნო როგორ აცახცახდა მამაკაცი, ისე ძლიერად იკრავდა გულში, ისეთი ვნებით კოცნიდა, თითქოს ეს მათი უკანასკნელი ალერსი იყო.
საკუთარი ფიქრების შეეშინდა ლიკას, ტანში გასცრა, გააჟრჟოლა და უსიამოვნო აზრების მოსაშორებლად კიდევ ერთხელ შეეხო მონატრებულ ტუჩებს. თითქოს დროის შეგრძნება დაკარგეს, კიდევ დიდხანს ვერ მოშორდებოდნენ ერთმანეთს სამზარეულოში ცარიელი სალათის თეფშით მხიარული, უდარდელი სახით თეკლე რომ არ შეცანცარებულიყო.
- ბავშვებო თუ არ გამოხვალთ, ცოტა ხანში ჩვენც აქ შემოგაკითხავთ! - მათთვის არც კი შეუხადავს, თეფშებზე სალათი დაამატა და მაშინვე გავიდა. - ხომ არ მიირთმევთ?! - თბილი ღიმილით სამზარეულოს კარებისკენ დაძაბული მზერით მიშტერებულ გიგას შესთავაზა პომიდვრის სალათა.
ვაჟმა მოულოდნელად ცხვირი აიბზუა, ზიზღით გახედა მიწოდებულ თეფშს.
- მე წითელს არ ვჭამ! - კბილებში ცივად გამოსცრა მან.
სწორედ ამ დროს გამოვიდა წყვილი სამზარეულოდან, გვერდი-გვერდ ისხდნენ და სულელური, ბედნიერი ღიმილი სახიდან არ შორდებოდათ. მათი ცვლილება არავის გამოპარვია, ერთმანეთს კმაყოფილებმა გადახედეს მეგობრებმა. აშკარად დაუფარავი ბღვერით, ბრაზით სავსე თვალებით გახედა გიგამ ბექას. თუმცა მისი მზერა არაფრად ჩააგდო ვაჟმა, გიგას ნერვიულად ათამაშებული ყბის დანახაზე გაოცებისგან თვალები გაუდიდდა თეკლეს, ხელში შერჩენილი თეფში კუთვნილ ადგილზე დადგა.
- ამ ბიჭის ვერაფერი გავიგე, წითელს არ ვჭამ რას ნიშნავს? - ჩუმად გადაულაპარაკა აკას გოგონამ, თუმცა ბიჭის ნაცვლად მის კითხვაზე პასუხი ისევ გიგამ გასცა:
- პომიდორს ძაღლები მიირთმევენ, მე კი ძაღლი არ ვარ!... - ირონიულად გადახედა ბიჭების თეფშებზე განთავსებულ სალათას.
- რა თქვა?! - გაოგნებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
- ამან ახლა ძაღლებს შეგვადარა?! - უცებ აპილპილდა ნიკაც.
- ხვდები ახლა რა ქენი?! - ხმა უკანკალებდა სიბრაზისგან ბექასაც.
- რა ვთქვი ამისთანა?! - არ ჩუმდებოდა გიგა - პირველად გაიგეთ, რომ წითელს ძაღლები ჭამენ? კაი ბიჭები კი არც წითელს ჭამენ და არც ძაღლებთან სხდებიან სუფრასთან...
- ჩვენი ძმა, ძაღლებში ვის გულისხმობ? - ხმა დაეძაბა გოგას.
- პოლიციას, ვის უნდა ვგულისხმობდე?! - შეუღრინა ბიჭმა.
- მე მგონი მართლა ვერ ხვდება ვისთან აქვს საქმე, იცი მაინც რომ აქ ნახევარზე მეტი პროფესიით იურისტია?!... - კამათში ჩაერია ოთოც - რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ შეიძლება ძალოვანშიც დაიწყონ მუშაობა და როგორც შენ უწოდე „ძაღლებიც“ გახდნენ...
- ლიკასგან რამდენადაც ვიცი, მისი ერთ-ერთი ბაბუა წლების განმავლობაში მილიციის უფროსი იყო, რა გამოდის ბიჭი, რომელსაც კაი ბიჭობაზე გაქვს, პრეტენზია ძაღლების ოჯახში ქეიფობ? - ირონიულად ჰკითხა თეკლემ.
ალბათ არ ელოდა კამათში ქალის ჩარევას, გაფითრებული შესცქეროდა გიგა. აქეთ-იქით ნერვიულად აცეცებდა საზიზღარ თვალებს.
- ჩვენი გოგო აშკარად ფორმაშია!.. - სიცილი ვერ შეიკავა ასათიანმა და კმაყოფილმა გვერდით მდგომ აკას გაჰკრა მხარი. დაძაბულები ელოდნენ ბიჭის პასუხს.
- მათი ბაბუა რა შუაშია? ის ძაღლი კი არა პატიოსანი, კაცური კაცი იყო... - ენის ბორძიკით ამოღერღა ბიჭმა.
- ანუ რა გამოდის, შენ პოლიცია ორად დაყავი, კაცებად და ძაღლებად? და ჩვენ როგორ გავიგოთ ძველი ბიჭისთვის რომელ კატეგორიასთან ქეიფია დაშვებული? - ირონია არ დაიშურა ფარნამ.
- არც ერთთან!... - მკაცრად, ცივი ხმით გამოაცხადა ბექამ. - სუფრასთან ძაღლები და ძველი ბიჭები რა მოსატანია?
- აქ არც ძაღლები ვართ და არც ძველი ბიჭები... თუ ვინმეს ჩვენთან ქეიფი არ სიამოვნებს, შეუძლია მიბრძანდეს... - კამათში ჩაერია ლიკაც.
- შენ გოგო, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის? ვინ მოგცა კაცების საუბარში ჩარევის უფლება? - დაგროვილი ბოღმის ამონთხევას ქალზე ცდილობდა გიგა.
- სიტყვებს დაუკვირდი... - თვალებიდან რისხვას აფრქვევდა ნიკა. - თორემ მაგ ცხვირ-პირს ისე გაგილამაზებ მთელი ცხოვრება სიწითლე ვერ მოიშორო...
- ეს არის თქვენი ცნობილი სტუმრის პატივისცემა?! თუ მე სტუმარი აღარ ვარ, თქვენივე სახლში ცემით მემუქრებიან... - აგდებულად ჰკითხა ბექას.
- სტუმარი რომ ხარ, იმიტომაც ხარ ახლა მთელი... - ზიზღით გამოუცხადა მეგობარმა. - ხვალვე ჩაბარგდები და წახვალ შენს გზაზე...
- აი ეს მესმის... ბექა გავაშელო, ბიძაშვილის მეგობრება დაგჩმორეს?
ვერც კი გაიაზრა ლიკამ, გამწარებულმა როგორ მოიქნია ხელი და სახეში გაარტყა გიგას, აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ვაჟის სახეზე საკუთარი თითების კვალი შენიშნა. რასაც შედეგად ბიჭის გაავებული მზერა, გინება და ცივი საგნის დარტყმაც მოჰყვა.
მუცლის ღრუში მძაფრი ტკივილი იგრძნო, უცხო საგანი თითქოს ფატრავდა, ხელებით ჩააფრინდა, თუმცა ამოღება ვერ შესძლო, ნელ-ნელა დავარდა ლიკა. თეკლეს ხმა ესმოდა: - ლიკა არ გაბედო, ნიკა მიშველე, ლიკა!!!....
კივილი, წივილი, გინება, უნდოდა წამოდგომა, უნდოდა დაძახება.
- მოკალი?! მე შენი... - სადღაც შორიდან ბექას სასოწარკვეთილ ხმას ისმენდა. ნიკას ხელების შეხებას გრძნობდა სახეზე. დაჭრილი ნადირის ხმას მოაგონებდა მისი ღრიალი. ბუნდოვნად ხედავდა, ვაჟს აკავებდნენ.
- ლიკა არ დამტოვო, დედის სულს ვფიცავარ, ვეღარ გაპატიებ, აღარ გაპატიებ. არ დამტოვო... გემუდარები, ასე არ გამიმეტო....
უნდოდა ენუგეშებინა, ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა, ხმას ვერ იღებდა. თითქოს ეს უკვე იყო, თითქოს ელოდა, სადღაც ნანახიც ჰქონდა, ისევ წარსული განმეორდა, არ ეშინოდა ლიკას, გულის სიღრმეში იქნებ შეგუებულიც იყო...
უტყვი თვალებით მისჩერებოდა ნიკას გაოგნებულ, დარდისგან შეშლილ სახეს და გული წყდებოდა, რომ ვერ მოასწრო, ვერ უთხრა როგორ უყვარდა. ვერაფრით იგებდა, რატომ ხდებოდა ნელ-ნელა ყველაფერი ასეთი ბუნდოვანი, უფერული.. ტკივილი მატულობდა, სუნთქვა უჭირდა.
- ვერტმფრენით გამოფრინდნენ, შატილიდან მოდიან, მალე მოვლენ, სასწრაფო მოვა... გემუდარები, არ შეგეშინდეს... - ვეღარ ხედავდა თეკლე ამ სიტყვებს ვის ეუბნებოდა. ისევ და ისევ ცხელი ტუჩების შეხებას გრძნობდა შუბლზე.
-ასე უაზროდ, ასე სულელურად... მეთქვა მაინც... - საკუთარ თავს უკვე მერამდენედ უმეორებდა. ობოლი ცრემლი კი ჯიუტად მიიკვლევდა გზას სახეზე, თავი შეეცოდა, ისევ ეტკინა, ისევ გაიბრძოლა, ტკივილისგან დაიკრუნჩხა და ...
ვინ თქვა, რომ ზღაპარი ყოველთვის კარგად სრულდება?! მათი ლამაზი ზღაპარი კოშმარად ქცეულიყო.

ოცდამეთოთხმეტე თავი
რა შეიძლებოდა ამისთვის დაგერქმია? ირონია, უბედობა, შოკის მომგვრელი დასასრული?! სულ რაღაც ერთი დღის, ერთიც არა, ნახევარი დღის, თორმეტ საათიან მონაკვეთში შეიცვალა ყველაფერი, ასეთ ფინალზე არ ოცნებობენ. ექიმებს დააგვიანდათ, მისულებს ლიკა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ცემისგან დალურჯებული, დალილავებული გიგა ხელ-ფეხ გაკოჭილი იქვე ეგდო, სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასაგდენას, გვამი პროზექტურაში უნდა გადაეყვანათ.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოწმეები დაკითხა, ამოიღეს დანაშაულის იარაღი, შემდეგ კი უკვე ბორკილებ დადებული ეჭვმიტანილი, ფუჭად მოსულ ექიმებსა და ძვირფას გვამთან ერთად ვერტმფრენით შატილში გადააფრინეს. მათთან ერთად წავიდა ბექაც, როგორც უახლოესი ოჯახის წევრი და ნათესავი.
კრიმინალისტები შემთხვევის ადილზე ისევ აგრძელებდნენ მუშაობას. ეძებდნენ დამატებით სამხილებსა და დანაშაულის ნიშნებს.
- რატომ?.. რისთვის?... - ეზოში დანარჩენებთან ერთად მყოფი თეკლე უკვე მერამდენედ იმეორებდა ერთი და იგივე კითხვას.
ერთად-ერთი რაც მეგობრისგან შერჩენოდა ლიკას მობილური ტელეფონი გახლდათ, ინსტიქტურად გახსნა და მისგან გამოგზავნილი მესიჯებს გადაავლო თვალი. უკანასკნელი წერილი, სულ რამოდენიმე საათის წინ დაეწერა ქალს, თუმცა თეკლესთვის არ გაუგზავნია, მხოლოდ შაბლონად ჰქონდა შენახული.
- „მთელი დღე გელოდით, მჯეროდა რომ შენ მაინც არ მიმატოვებდი“... - ასე იწყებდა წერილს, ეს სიტყვები ალბათ მათი ლოდინით დაღლილმა დაწერა და წაშლა ვეღარ მოასწრო - „ვერც კი წარმოიდგენ რა მტკივნეულია უთქვენობა, განსაკუთრებით კი უმისობა... მაპატიე. ისე ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა... ტკივილამდე მენატრებით... ვგრძნობ, რომ გკარგავთ, თუ უკვე არ დაგკარგეთ...
ვიცი, ეგოისტი ვარ და ამ ეგოიზმით მჯეროდა, რომ შეძლებდი, დაითანხმებდი და მიუხედავად ყველაფრისა მაპატიებდა... ვიცი, სულელი ვარ, მაგრამ... ამ ბოლო დროს საკუთარ თავში ახალი თვისებაც აღმოვაჩინე, სულელთან ერთად მშიშარაც ვყოფილვარ. რამდენჯერ ვიფიქრე, რომ წამოვიდოდი, მუხლებზე დავუდგებოდი და შევეხვეწებოდი, როგორმე ეპატიებინა, დაევიწყებინა წარსული, მაგრამ ვერ გავბედე.
კიდევ ერთი უარყოფის შემეშინდა. ვიცი დავიმსახურე, მაგრამ მაინც მისი ზიზღითა და ტკივილით სავსე თვალების დანახვის შემეშინდა....
ბევრი არაფერი მსურს, მხოლოდ ერთი ჩახუტება, ერთი კოცნა, ერთი სიტყვა „მიყვარხარ“! თუმცა ახლაც ვიტყუები, ეს ხომ ბევრია?!..
მთელი დღეა უაზრო შიში ამეკვიატა. ჩემი წამება თითქოს სრულდება. მინდა ვიკივლო, ხმამაღლა ვიყვირო, იქნებ მიშველოს?! მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, ბოღმას ისევ გულში ვიტრიალებ. გარეთ ვიყურები და ისევ გელოდებით... როგორ მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი... გკოცნი, ჩემო ერთადერთო“... - ვეღარ გაუძლო გოგონამ, თვალები ცრემლებით ავსებოდა, ხელები უცახცახებდა, ფეხქვეშ თითქოს სიცარიელე იგრძნო, იმდენი კი მოახერხა იქვე მდგომ გოგას დაყრდნობოდა, უკანასკნელად ძმის შიშისგან გაფართოებული თვალები დაინახა და ძალა გამოცლილი ვაჟის მკლავებში ჩაესვენა.

- ერთი დღისთვის ამდენი ნერვიულობა მართლაც მეტისმეტია! - ბრაზმორეულმა თავი ვეღარ შეიკავა და მსუბუქად უსაყვედურა დას, როგორც კი თვალები გაახილა გოგონამ.
- კარგი რა თეკლე, გარდაცვლილზე ვინერვიულოთ თუ შენზე... - შეშინებული დასცქეროდა აკაც.
ვიღაც თითებს უსრესდა, ვიღაც ისევ ნიშადურიან ბამბას სტენიდა ცხვირში.
- ძალით მინდოდა?! მორჩით მაიმუნობას, დიდი რამე ოდნავ სუსტად ვარ, მეც ადამიანი ვარ!... - მადლობის მაგივრად შეუღრინა მათ და მყისვე წამოდგა ფეხზე. თვალებით ნიკა მოძებნა და ლიკას მობილური მიაწოდა.

ყველასგან განცალკევებით გაფითრებული კითხულობდა ვაჟი გოგონებს შორის არსებულ რამოდენიმე თვიან მიმოწერას. როგორც ყოველთვის, ახლაც ცდილობდა თავი შეეკავებინა, ემოციები არ გამოეხატა, მაგრამ არ გამოუვიდა. სიმწრისგან იქვე მდგომ ხეს ურტყავდა მუშტებს, თუმცა ტკივილს ვერ გრძნობდა. ძალა გამოცლილი იქვე ჩაიმუხლა და უხმოდ ატირდა.
ძნელი წარმოსადგენი არაა როგორ ჩაივლიდა დასაფლავება. იყო ტკივილი, ტირილი, კივილი და ბევრი ცრემლი. შემდეგ კი - სასამართლო. თითქოს ისევ მეორდებოდა ისტორია. ოღონდ ამჯერად ბედისწერამ მბრალმდებლად მოავლინა ჩვენი გმირები.
- მე მგონი შენი დაზარალებულის დედის წყევლამ გვიაწია ყველას... - ერთხელ ნახევრად ირონიულადაც კი უთხრა ტატომ გიორგის. - იმდენი იკივლა, საკუთარ თავზე გამოსცადეთო, მეტი რაღა უნდა მოგვსვლოდა?!...
- ის ახვარი გიგა არ ყოფილიყო იქ და რა წყევლაც გვიწევდა მაგასაც ვნახავდით!... - კბილების ღრჭიალით გამოეპასუხა ფარნა.
თუმცა რეალობა ისევ რეალობად რჩებოდა, ლიკა აღარ იყო.
ყველაზე გასაგიჟებელი და გამაოგნებელი ბრალდებულის ჩვენების მოსმენა აღმოჩნდა. უტიფრად ამტკიცებდა, რომ ლიკა და ის შეყვარებულები იყვნენ, მასზე გიჟდებოდა და დაქორწინებასაც კი გეგმავდნენ. იეჭვიანა, როცა სტუმრებს შორის მამაკაცები დაინახა. მკვლელობის მომენტი კი რატომღაც არ ახსოვდა. მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი თავი შეურაცხადად, გიჟად გამოეცხადებინა და სასჯელი აერიდებინა. თავისთავად ცხადია, როგორც უმეტესად ხდება, საიდანღაც წლების წინანდელი ფსიქიატრიულის ცნობაც, ეგრეთ წოდებული „თეთრი ბილეთიც“ მოიტანეს, თურმე ყმაწვილს ნერვიული აშლილობის გამო, მკურნალობა ჩასტარდებოდა.
- თუ გიჟი იყო, გარეთ რა ჯანდაბას აკთებდა?! უსინდისო, უნამუსო... არ შეგარჩენ, არ გამოგივა...ციხეში ჩალპები!... - ზიზღით უმზერდა თეკლე.
- მეტიც არ მინდა ეგ ნაგავი გარეთ გამოვიდეს, სამართალს ჩემით ვიპოვი, ბოლოს მე მოვუღებ!... - ემუქრებოდა ნიკა.
მხოლოდ გიორგი დუმდა და საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას ერიდებოდა, არ იფიქროთ თითქოს უდანაშაულოდ თვლიდა, უბრალოდ ზუსტად იცოდა, რომ გიგა, როგორც არ უნდა ცდილიყო, მის მიმათ როგორი განაჩენიც არ უნდა დამდგარიყო, რეალურად მაინც მკვლელად დარჩებოდა. ეს მისი ჯვარი იქნებოდა. შეძლებდა კი ამხელა ტვირთის ტარებას?! გიორგიმ ის მაინც იცოდა, რომ მისი საყვარელი ადამიანები გადაარჩინა საკუთარი ქმედებით, გიგას ეს განცდაც ვერ ექნებოდა, პირიქით მიუხედავად იმისა, რომ არავინ იჯერებდა მის ლიკასადმი სიყვარულს, ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, ალბათ მართლა არ იყო გოგონასადმი გულგრილი და თუ ეს მართალი იყო, წესით ყველაზე მეტად ის უნდა ყოფილიყო გამწარებული. საკუთარი მოსაზრება მეგობრებსაც გაუზიარა ასათიანმა.
- ფიქრობ რას ამბობ?! - თავი ვერ შეიკავა თეკლემ - ეს არის სიყვარული?.... საყვარელ ადამიანს მოსაკლავად ვინ იმეტებს?
- შენ მაგას ვერ გაიგებ... - ხელი ჩაიქნია გოგამ და დაღვრემილ, ჩაფიქრებულ ნიკას გახედა.
ჩუმად იყო ვაჟი, მართალია არ აღიარებდა, მაგრამ გულის სიღრმეში იძულებული იყო დასთანხმებოდა მეგობრებს, განა თავად არ ჰკითხა ლიკას, ეს ბიჭი ხომ არ ეჭვიანობსო? საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი, რატომ ვერ განსაზღვრა, რატომ ვერ იფიქრა რა შედეგამდე შეიძლებოდა მიეყვანა ეჭვსა და ბოღმას.
უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა ნიკას:
- იქნებ დროულ ჩარევას შედეგი გამოეღო?!...
- იქნებ ახლა ცოცხალიც ყოფილიყო?!
- რა იქნებოდა, იმ დღეს რომ არ მისულიყვნენ?!..
- რომ არ ენახა? რომ მიმხდარიყო გიგას განზრახვას? რომ.. რომ...

თუმცა ზედმეტად საფიქრალიც აღარაფერი იყო. დამცველი მხარე, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე თავხედურად ამტკიცებდა ბრალდებულის შეურაცხადობას. ერთად-ერთი გამოსავალი ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება გახლდათ. პროკურატურამ და მბრალდებელი მხარის ადვოკატმა სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს. საბოლოოდ საქმე პროკურატურის სასარგებლოდ სწორედ ექსპერტიზის პასუხებმა გადაწონა პროკურატურის სასარგებლოდ. მიუხედავად გიგას ჯანმრთელობის პრობლემებისა, სამედიცინო ექსპერტთა კონსილიუმმა მისი შეურაცხადობა არ დაადასტურა. ასევე ეჭვქვეშ დადგა დამცველი მხარის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობის ნამდვილობაც. როგორც იქნა დასრულდა ამდენ თვიანი წამება, სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლის თანახმად, „განზრახ მკვლელობისთვის“ გიგა დამნაშავედ სცნეს და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, თავისუფლების აღკვეთა თხუთმეტ წლამდე.
ჩუმად გამოვიდნენ სასამართლოს შენობიდან, დაინახეს როგორ მიჰყავდათ ბადრაგს თავჩაქინდრული ტუსაღი. ლიკას მშობლები ცრემლიანი თვალებით აცილებდნენ მათი უბედურების მიზეზს, არაფერი ზედმეტი, არც კივილი, არც წყევლა... სამართლიანობის დამყარებით თითქოს შვება უნდა ეგრძნოთ, მაგრამ ვერაფერი იგრძნეს, მხოლოდ მოუშუშებელი ტკივილის შეგრძნება დარჩათ.

ოცდამეთხუთმეტე თავი
ალბათ როგორი რთული იქნებოდა ცხოვრება დაისს აისი რომ არ მოჰყვებოდეს, უბედურებას ბედნიერება, ცრემლებს ღიმილი, ტკივილი თანდათან ყუჩდება, ან უბრალოდ მასთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ.
აშკარად შეიცვალნენ ჩვენი გმირები. დაღვინდნენ, თითქოს დამძიმდნენ, ან იქნებ ერთმანეთის დაკარგვის შიში გაუჩნდათ?.. სიკვდილსა და გარდაცვალებაზე, ყოველთვის ხუმრობდნენ, აგდებულად უდგებოდნენ ამ საკითხს. ნებისმიერის ბაბუა-ბებიის პანაშვიდი მათთვის მორიგი გასართობი თემა ხდებოდა. გულგრილად ამბობდნენ: - ნეტა ამ ასაკამდე ჩვენც მივიდეთო... აზრს არ აყოლებდნენ ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ ფრაზებს, ახლა კი მართლაც რომ სანატრელი გახდომოდათ სიბერემდე მისვლა. ლიკას გარდაცვალებამ აშკარად წერტილი დაუსვა უდარდელობას. ძნელი მისახვედრი არაა ყელაზე მეტად ვინც დარდობდა ქალიშვილის გარდაცვალებას. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას უპრობლემო ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონდა, ამ ტკივილმა მაინც ყველა გრძნობა გადაფარა. თავს იდანაშაულებდა, ხომ შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო? ხომ შეეძლო ამდენი არ ეფიქრა? განა პატიება ასე რთულია? თუმცა მისთვის რთული გამოდგა. მუდმივად იღრინებოდა, გაღიზიანებული აღარავის ხვდებოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. იცოდა თვითგვემა ხსნა არ ვერ იქნებოდა, შვებას ვერც მეგობრებისგან გარიყვა მოუტანდა, განა ეს გააცოცხლება ლიკას? უბრალოდ მათ თვალებში დანახული ტკივილი და აუტანელი სიბრალული უშლიდა ნერვებს. მხოლოდ თეკლეს და გოგას ეკონტაქტებოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირა მათ ზარებსაც აღარ პასუხობდა. ოჯახის წევრები სოფელში წავიდნენ. თითქოს მათ წასვლას ელოდაო, არც პირი გაუპარსია, არც გარეთ გასულა, ჩაბნელებულ ოთახში იჯდა და საკუთარ „უბედობას“ არყის ბოთლთან ერთად გლოვობდა. სწორედ ამ დროს მირიანმა დაურეკა მობილურზე, გოგა რომ ყოფილიყო ტელეფონს ნამდვილად არ უპასუხებდა, თუმცა მამაკაცს ეს ვერ აკადრა. ეუხერხულა. წელმოწყვეტილი წამოდგა, შეძლებისდაგვარად ხმა ჩაიწმინდა და ისე დაელაპარაკა:
- გისმენთ მირიან ბიძია..
- კარგია თუ მისმენ... - ირონია იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში. - შენი ნახვა მინდა, სად ხარ?
- სახლში. მამუკა ბიძა არ გეწყინოთ, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ ნამდვილად ვერ გამოვალ... - უნებურად თავის მართლების რეჟიმში საუბრობდა ვაჟი.
- გეტყობა ხმაზე რა მდგომარეობაშიც ხარ... - მკაცრი ხმით უპასუხა მამუკამ - არცაა საჭირო შენი გამოსვლა, რამდენიმე წუთში მანდ ვიქნები, იმედია კარებს მაინც გამიხსნი... - სიმკაცრე ბოლომდე ვერ შეინარჩუნა, წინადადების ბოლოს ხმა მაინც დაუთბა მამაკაცს.
მისმა სიტყვებმა თითქოს უცებ გამოაფხიზლა ნიკა. აქეთ იქით მიმოიხედა, სწრაფად დაიწყო ოთახის მილაგება, თუმცა ძნელია ამ ყველაფრისთვის დალაგება გეწოდებინა, უბრალოდ ცარიელ ბოთლებსა და დასვრილ მაისურებს უმისამართოდ ტენიდა სხვადასხვა მიმართულებით. სახეზე გრილი წყალი მიისხა. რათქმა უნდა ბოლომდე ვერ გამოფხიზლდა, თუმცა მისთვის რომ გეკითხათ, საერთოდ აღარ იყო მთვრალი.
ალბათ ნახევარ საათზე მეტი არც იქნებოდა დარეკვიდან გასული, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ერთხელ კიდევ ღრმად ჩაისუნთქა და კარებიც გახსნა. კოპებშეკრული, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უმზერდა მირიანი, ვაჟის მიპატიჟებას აღარც დაელოდა პირდაპირ მისაღებში შევიდა. სავარძელში ჩაჯდა და ყურადღებით დააკვირდა ნიკას გაცრეცილ, გაუპარსავსა და გაფითრებულ სახეს. რაღაც ეტაპზე გააღიზიანა კიდევაც მირიანის დაჟინებულმა მზერამ. მის წინ სკამზე ჩამოჯდა, თვალები უხერხულად აარიდა და უაზროდ მიაჩერდა კედელზე მოწიკწიკე საათს.
- ნასვამი ხარ? - ისევ მკაცრად ჟღერდა მისი ხმა.
- არა... - ორმაგად გააღიზიანა დასმულმა კითხვამაც. ცდილობდა არ შემჩნეოდა, მაგრამ მირიანის სახის გამომეტყველებით მიხვდა მის ფირებს. სახე უფრო მოექუფრა მამაკაცს. თუმცა სმასთან დაკავშირებით კომენტარი აღარ გაუკეთებია, მორიგი კითხვა დასვა: - როდემდე აპირებ ასე ყოფნას?
- ასე როგორ? - თითქოს ვერ მიუხვდა ირონიას ნიკა.
- ბომჟივით... - ფიცხი ხმით უპასუხა მირიანმა - გგონია ვერ ვამჩნევ ფარდებთან გადამალულ ბოთლებს? შენი ჩალურჯებული, ამოღამებული თვალები უფრო მეტს მეუბნება, ვიდრე შენი სიტყვები. აშკარად არც იკვებები, თავს იკლავ? თუ ასე გადაწყვიტე, ბევრად მარტივ გზას გასწავლი.... - ირონიულად უთხრა კაცმა.
- თქვენ არ გესმით!... თქვენ ვერ მიხვდებით!... - ხმა ჩაუწყდა ვაჟს. თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და იატაკს ჩასჩერებოდა.
- არ მესმის?! - ტონს აუწია მამუკამ - რა არ მესმის? ერთი უპასუხისმგებლო ლაწირაკი რომ გამოდექი?! მხოლოდ შენ გტკივა?! მხოლოდ შენ დაგწდა გული?! ყველაფერი დაივიწყე, მეგობრები, პასუხისმგებლობა, მოვალეობები რაც სამსახურის მიმართ გაგაჩნდა. მე შენზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა, ვხედავ შევმცდარვარ. ძლიერი მეგონე, ვფიქრობდი ბრძოლის უნარი გაგაჩნდა.
მირიანისგან ასეთ მწარე სიტყვებს აშკარად არ ელოდა. ბრაზი მოერია, თავი ვეღარ შეიკავა.
- ასე ნუ მელაპარაკებით. - ტონს აუწია ნიკამ - უფლება არ გაქვთ მისაყვედუროთ, რატომ ითხოვთ ჩემგან გმირობას? მეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალოდ მტკივა და ....
- და ბოთლი გეხმარება?! - არ უთმობდა მირიანი.
- ამას თქვენ ვერ გაიგებთ... ვერ მიხვდებით... - უკვე მერამდენედ იმერებდა ვაჟი. - ჩემს გარდა ვერავინ მიხვდება...
- მომისმინე, ნიკა... - ტონი შესამჩნევად შეარბილა მამაკაცმა. - მაპატიე რაც გითხარი, აქ სასაყვედუროდ არ მოვსულვარ. უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე. შენი ამ მდგომარეობაში ყოფნით მას ვერ გააცოცხლებ, ვერ დაიბრუნებ... არც სახლში მარტო ყოფნა წაგადგება, ნუ მოწყდები მეგობრებს, ეს თქვენი საერთო ტკივილია და ერთად უნდა გადაიტანოთ. სამსახურშიც დაბრუნდი. რაც უფრო მეტს იფიქრებ, მით გაგიჭირდება ამ ამბავთან შეგუება. სამუშაო ყურადღებას გადაგატანინებს, დროც შედარებით სწრაფად გავა... შემდეგ კი... ისწავლი ტკივილთან ერთად ცხოვრებას...
ხვდებოდა ნიკა, რომ მირიანი მართალი იყო.
- ძალიან მიჭირს... - ხმა ჩამწყდარმა აღიარა მან. - არ შემიძლია, ყველაფერი მძულს, და მეზიზღება. ეს ქალაქი მტკივა, ეს ქვეყანა მახრჩობს. თითოეული ხაზი, თითოეული ქუჩა მას მახსენებს...
- მესმის, მაგრამ არც მარტოობაა გამოსავალი...
- ალბათ... თუმცა ძალების აღდგენა მჭირდება.. ნელ-ნელა შევეჩვევი და ისევ დავბრუნდები... - მირიანი მიხვდა, მისი სიტყვების თავადაც რომ არ სჯეროდა. მკაცრი სახე შესცვლოდა, თბილად, ტკივილით უმზერდა ვაჟს. რაღაცაზე ფიქრობდა მამაკაცი, აშკარად ყოყმანობდა ეთქვა თუ არა, თუმცა საბოლოოდ გამბედაობა მოიკრიფა და მაინც უთხრა:
- რაღაც მინდა შემოგთავაზო. პასუხი ახლავე არ მინდა, თუმცა იმედი მაქვს დამეთანხმები... იქნებ ცოტა ხნით საქართველოდან წასულიყავი? გერმანიაში წარმომადგენელი მჭირდება, თუ დამეთანხმები...
გაოცებულმა ახედა ნიკამ. ასეთ შემოთავაზებას ნამდვილად არ ელოდა. მშვენივრად იცოდა, რომ გერმანიაში კარგად აწყობილი, მომართული სისტემით მუშაობდნენ. ადგილზე წარმომადგენელის ყოლის აუცილებლობა ნამდვილად არ იყო. მიხვდა, ამას მისი დეპრესიიდან გამოსაყვანად რომ აკეთებდა მირიანი და გული მადლიერებით აევსო.
- თქვენი მადლობელი ვარ, მაგრამ ... - უხერხულად შეიშმუშნა ის.
- რა მაგრამ... - დაძაბული ჩაეკითხა მამაკაცი.
- ზედმეტი, გაუმართლებელი ხარჯია, ჩემს გამო ნამდვილად არ ღირს...
- რა არის გამართლებული და რა არა მე უკეთ ვიცი!... - შეაწყვეტინე მირიანმა, - მთავარია შენ დამეთანხმო... - ისევ დაუყვავა ვაჟს.
- მე სიხარულით წავიდოდი, მაგრამ არ მინდა ჩემს გამო...
- ეხ, ნიკა, ნიკა... - თავი დანანებით გადააქნია კაცმა. - თურმე როგორ ცუდად მიცნობ!. - მირიანი მიუახლოვდა და ბიჭი შვილივით ჩაიკრა გულში - შენი ტკივილი ჩემი ტკივილიცაა... მინდა ძველებურად ხალისიანი გნახო, შეიძლება ისეთი უდარდელი არა, მაგრამ მაინც ბედნიერი...
ცრემლები მოაწვა, მაგრამ მაინც შეიკა ნიკამ. ესიამოვნა მისი სითბო. ტკივილი არ გამქრალა, თუმცა გრძნობდა, რომ აშკარად მალამოდ ედებოდა მირიანის თანადგომით წარმოთქმული თითოეული სიტყვა. ასე ალბათ მამუკაც კი ვერ დაამშვიდებდა. ალბათ ისიც ვერ გაუგებდა.
უმოკლეს დროში მოაწესრიგეს და მომაზადეს ნიკას გერმანიაში წასასვლელად საბუთები, ვიზა ისედაც ჰქონდა, სასტუმროს დაბრონვასა და ბილეთების აღებას რაღა ედგა წინ?! საქმეც სწრაფად გამოუჩინეს. ალბათ გახსოვთ, მირიანს საკუთარი ტაქსო-პარკი და რამოდენიმე სერვს -ცენტრი რომ ჰქონდა. გერმანიაში BMW-სთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული გოგას და ნიკას ერთობლივი ხელშეკრულებაც გემახსოვრებათ, სწორედ ამ სათადარიგო ნაწილების დატვირთვა და ტრანსპორტირება უნდა უზრუნველეყო.
მეგობრების დაჟინებული თხოვნით გასაცილებლად ყველანი მივიდნენ. საბოლოოდ შეიპირეს, რომ ნიკა საქართველოში გოგას და თათიას ქორწილისთვის დაბრუნდებოდა.
- ბოლოს და ბოლოს მეჯვარე ხარ... - თბილად ეუბნებოდა გოგა. - არ დამაღალატო იცოდე, შენ თუ არ იქნები, ქორწილს უსიკვდილოდ გადავდებ...
- ისედაც საკმაოდ გაგიჯანჯლდათ... - ხმაში სევდა გაერია ნიკას. - ლიკას ორმოცამდე სრულიად საკმარსი იქნებოდა მოცდა, წლისთავს არ უნდა დალოდებოდით. კიდევ რაღაცამ რომ შეგიშალოს ხელი, დარწმუნებული ვარ თათიას ვეღარც გადავურჩებით... - ხუმრობა სცადა ვაჟმა.
- ჩვენი ქორწილი ყველაზე მხიარული და ბედნიერი დღე უნდა იყოს, მგლოვიარე და ცხვირდაშვებული მეჯვარე არ გვჭირდება... - ხუმრობანარევი ტონით ჩაერთო ძმაკაცების საუბარში თათიაც.
- არ დაგვაღალატო იცოდე!... - ნაძალადევი მხიარულებით ეხვეოდა შვილს მამუკაც. არაფერი უთქვამთ გვერდი-გვერდ მდგომ თეკლეს და იაკოს, იცოდნენ ერთი სიტყვაც და ცრემლებს ვეღარც შეიკავებდნენ. უბრალოდ ჩაეხუტნენ ნიკას.
- ჭკვიანად იცოდე, მამას დაუჯერე.. - ისევ პატარა ბავშვივით არიგებდა დას. ძლიერად იკრავდა გოგოებს გულში, ზუსტად იცოდა, რომ მათი სითბო ყველაზე მეტად მოაკლდებოდა. მათთან ერთად თითქოს ლიკასაც ემშვიდობებოდა, თითქოს ისევ კარგავდა, ისევ სტკიოდა, ისევ ბოღმა ახრჩობდა. გული ისევ დარდით აევსო. ერთი სული ჰქონდა როდის ავიდოდა ტრაპზე. უნდოდა გაქცეულიყო, ყველას და ყველაფერს მოშორებოდა. მიდიოდა ნიკა და ალბათ, ყველაზე მეტად ახლა უხაროდა მშობლიური ქალაქიდან წასვლა. უკან არ იხედებოდა, ამაყად თავაწერული, მხრებში გაშლილი მიაბიჯებდა. აღარ უნდოდა დარდი, აღარ უნდოდა. მაშ ასე ნიკას ბედი უკვე გარკვეული იყო, მასთან შეხვედრა გოგას და თათია ქორწილში შედგებოდა. თუმცა მანამდე....
თეკლემ მუშაობა დაიწყო. ერთ-ერთ კომპანიაში უცხო ენების მცოდნე იურისტისთვის სტაჟირებას აცხადებდნენ. თეკლემ მისი CV გაგზავნა, შერჩევაში გავიდა, რამოდენიმე თვიანი სტაჟირების შემდეგ კი იმდენად მოეწონათ ახალგაზრდა, ენერგიული, სხარტი და მუდამ მხიარული გოგონა, რომ სამსახურიც შესთავაზეს. მართალია მაღალ ანაზღაურებას ვერ სთავაზობდნენ, მაგრამ ქალი სიხარულით დაეთანხმა. ყურებს არ უჯერებდა, როცა მათი წინადადება მოისმინა, დაფრინავდა სიხარულით.
ალბათ, იფიქრებთ რა უხაროდა ასე განსაკუთრებითო? ეს ხომ პირველი, დამოუკიდებელი მიღწევა გახლდათ. ისეთი ტკბილი იყო პირველი ხელფასი, აჟიტირებულმა დაურეკა აკას, კიოდა სიხარულისგან, მთელი საღამო ფეხით სეირნობდნენ ქალაქში. ღიმილით უსმენდა ვაჟი. ერთად აწყობდნენ მომავალის გეგმებს. თურმე რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის. სულაც აღარ ესახებოდათ მათი ერთად ცხოვრება შორეულ პრესპექტივად. ექნებოდათ ლამაზი, მათი პატარა ოჯახი.
კიდევ ჰქონდა ერთი პატარა სიურპრიზი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა, დროებით არ უმხელდა ვაჟს. აკას შექმნილი „წითელი ავაზის“ დიზაინი და ესკიზური ნახაზები ელექტონულად გადაგზავნა თეკლემ ავტომობილების მწარმოებელ სხვა და სხვა ევროპულ კომპანიებში. მართალია მათგან პასუხები მიღებული არ ჰქონდა, მაგრამ ქალიშვილს ღრმად სჯეროდა, რომ აუცილებლად მოიწონებდნენ. ამის მთელი გულით სწამდა. ერთ თვეში ნელ-ნელა იწყო საპასუხო წერილებმაც მოსვლა. თავაზიანად, დაშტამპულად თითქოს ერთი და იგივე ტესტს იმეორებდნენ:
- თქვენი წინადადება მივიღეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევისწავლით და დაგიკავშირდებით... - თვალები ცრემლებით ევსებოდა პასუხების კითხვისას.
- უგემოვნოები... რა იციან კარგი ავტომობილი რა არის?! - აღშფოთებული მერამდენედ იმეორებდა თეკლე.
რამოდენიმე ფირმამ კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. ვიღაც მათ იგნორს, უარყოფით პასუხად მიიღებდა, თუმცა თეკლე ასე სულაც არ ფიქრობდა.
- ალბათ მოეწონათ და ჩემს წინადადებას სწავლობენ, აანალიზებენ... - უკვე მერამდენედ ეუბნებოდა საკუთარ თავს.

ოცდამეთექვსმეტე თავი
თითქოს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს მიჰყვებოდა. კიდევ ერთი მტკივნეული დღე, ლიკას წლისთავი, კიდევ ერთხელ დაკარგული მეგობრის მოგონება, ტკივილი, ცრემლები. სიცოცხლისა და ერთმანეთის ორმაგად დაფასება. სიყვარულის სწავლა. ამბობენ ზოგჯერ სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, უნდა ვეცადოთ საკუთარი ბედნიერება არ გავწიროთ, არ დავკარგოთ, მაგრამ ვახერხებთ კი?!
სექტემბრის შუა რიცხვებისთვის თათია და გოგა დიდ საქორწილო სამზადისში იყვნენ. აქტიურად ჩაებნენ მოსამზადებელ პროცესში მეგობრებიც. მექორწილეთათვის ორიგინალური და გამორჩეული ავტომობილი აკას უნდა მოეძია. ერთი რამ ზუსტად იცოდა ყმაწვილმა, ავტომობილი კაბრიოლეტის ტიპის უნდა ყოფილიყო, სხვა კონკრეტული მოთხოვნები წყვილს არ გამოუხატავს.
დარბაზის მორთვა და დიზაინის შემუშავება მომავალმა მულმა იკისრა. ამ საკითხში სრული თავისუფლება ჰქონდა თეკლეს წყვილისგან მინიჭებული. რესტორნის შერჩევისას დარბაზი მხოლოდ ერთხელ ნახეს, ეს იყო და ეს. მაინცდამაინც აღტაცებულნი არ დარჩნენ, თუმცა რადგან თეკლემ გამოაცხადა ჩემი გეგმებისთვის სწორედ ასეთი ტიპის ნაგებობა მჭირდებაო, ხათრი ვერ გაუტეხეს. საღამოს მუსიკალური გაფორმებით ოთო და თამარი დაკავდნენ.
აი ყველაზე მოსაწყენი და საპასუხისმგებლო სტუმრების სიის შედგენა, თავისი მოხერხებული და საუკეთესო თამადის შერჩევით, უფროსებმა იკისრეს. ახალგაზრდების მოთხოვნა იყო, თამადად მირიანი ყოფილიყო, თუმცა უარი მიიღეს.
- მე ამ დღეს საპატიო სტატუსს ვიძენ, მამამთილის წოდება უნდა შევიფერო, ასე რომ ამ დღეს მაინც გამანთავისუფლეთო!... - სიცილით ეუბნებოდა ის.
თუმცა საბოლოოდ მაინც დაპირდა, რომ თამადას შეძლებისდაგვარად დაეხმარებოდა. კარგად იცოდნენ მეგობრებმა ეს დაპირება რასაც ნიშნავდა, ფაქტიურად საღამოს მირიანი უხელმძღვანელებდა.
ეს იყო საღამოს მცირედი, ყველასთვის გამჟღავნებული მონახაზი, თუმცა თეკლეს გეგმებით უნდა ყოფილიყო ბევრი სურპრიზი, გართობა, სიცილი და იქნებ მცირეოდენი ცრემლიც კი....
ნიკა პირობას ასრულებდა, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე თბილისში ბრუნდებოდა. ვიკა და ალეკოც ზაფხულის არდადაგებზე თბილისში გახლდნენ, შესაბამისად ქორწილშიც რჩებოდნენ.
უცნაური ურთიერთობა ჩამოყალიბდა თეკლეს და ვიკას შორის. თითქოს ფარული ომი გამოუცხადეს ერთმანეთს. თეკლე ვიკას არ იმჩნევდა, ის კი რატომღაც პირიქით, შანსს არ ტოვებდა, რომ არ წაეკბინა, ირონიული რეპლიკა არ ესროლა ქალისთვის. უკვე ცხადი იყო, რომ ეს ორნი ერთმანეთს დიდად ვერ ეგუებოდნენ. მეგობრებს მომენტებში ეჩვენებოდათ, რომ ვიკა დაქალს ვერ თმობდა და თეკლეზე ეჭვიანობდა. ყოველ შემთხვევაში ეს ალბათ გოგონას ქცევის ყველაზე ლოგიკური და სასურველი ახსნა იქნებოდა. გოგონებს შორის წარმოქმნილ გაუგებრობას ყველაზე მტკივნეულად ხომ სწორედ თათია განიცდიდა, რამდენიმეჯერ ჰკითხა ვიკას: - აკას მიმართ რამე გრძნობა გაქვსო?
გოგონასგან კი ძველებურად ირონიულ პასუხს იღებდა: - ვის რაში სჭირდება ერთი უბრალო მანქანების ხელოსანიო...
მიუხედავად ასეთი პასუხისა, გულისსიღრმეში მაინც ეშინოდა ქალიშვილის დაბრუნებას თეკლეს და აკას ურთიერთობაზე არ ემოქმედა. მართალია ვიკა მისი ბავშვობის მეგობარი იყო და ძალიან უყვარდა, თეკლეს მეგობარსაც ვერ უწოდებდა, დასავით ჰყავდა. გული სტკიოდა ვიკას უაზრო რეპლიკების მოსმენისას, თუმცა მაინც ვერაფერი შეაგნებინა. აკას დასანახად გოგონები თბილად უღიმოდნენ ერთმანეთს. თუმცა საკმარისი იყო ვაჟი შებრუნებულიყო, ვიკა მაშინვე იცვლიდა გამომეტყველებას და რეალურ სახესაც ამჟღავნებდა. ალბათ, თეკლეც ანალოგიურად იყო განწყობილი, თუმცა დიდი ძალისხმევის ფასად თავს იკავებდა. გრძნობდა თეკლე, რომ ვიკას აშკარად ანგარიშს უწევდა აკა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ქცევებში ბევრი რამ არ მოსწონდა, მაინც დიდი გავლენა ჰქონდა ვაჟზე. ზუსტად იცოდა, თეკლესგან ნებისმიერ ემოციის გამოვლენას, ვიკა მაშინვე ეჭვიანობას დაუდებდა საფუძვლად. ვერ ხვდებოდა რა მიზნები ამოძრავებდა ვიკას, თუმცა აშკარად მისთვის საზიანო, რომ იქნებოდა ამას ხვდებოდა. ამიტომაც არ სურდა თავისდაუნებურად გოგონას გეგმის განხორციელებაში დაჰხმარებოდა.
არ იფიქროთ, თითქოს აკასა და თეკლეს ურთიერთობა შეიცვალა. ვაჟს ანალოგიურად, ან იქნებ უფრო მეტადაც კი უყვარდა გოგონა, თუმცა ისე ხშირად ვეღარ ნახულობდა. ალეკოს თბილისში დაბრუნებას ისევ სამეგობროს სამეულის, დათუნას, აკასა და ალეს გაერთიანება მოჰყვა. უმეტეს დროს მონატრებულ მეგობართან ატარებდა. რაც შეეხება ვიკას, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ადრე არსეული გრძნობა, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვური გატაცება იყო. ზედმეტად კარგად იცნობდა ქალს, თეკლესთან მიმართებაში მისი უცნაური ქცევაც არ გამოჰპარვია მხედველობიდან, მაგრამ მათი ბავშვობის მეგობრობის ხათრით ცდილობდა არ ჩარეულიყო.
რადგან აკა ისევ დათუნასთან ცხოვრობდა, საღამოობით ალეკოც იქ ადიოდა და მიმოიხლავდნენ „მსოფლიოს“ პრობლემებს.
- მეჩვენება, თუ ჩვენი ვიკულა და თეკლე ერთმანეთს ვერ ხდებიან? - ვაჟისთვს მტკივნეულ საკითხს შეეხო დათუნა.
- ქალები არიან და ურთიერთობას თვითონვე გაარკვევენო!... - ერთ საღამოს დათუნასა და ალესთან საუბარში აღნიშნავდა აკა.
- ვიკა ისე იქცევა, ლამისაა ვიფიქრო, რომ უყვარდი, ან ახლაც უყვარხარ. ასეთი გაავებული და გაკაპასებულ არასოდეს მინახავს!... - აღნიშნა დათუნამ.
- სიყვარულის რა გითხრა და თავმოყვარეობა შელახული, კაპასი ცოლივით კი იქცევა!... - ირონიულად დაეთანხმა ალეკოც - თეკლეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ კარგი გოგო ჩანს, ალალი, მეგობრული... ფრთხილად იყავი, ვიკას თამაშისგამო არ დაკარგო...
- სისულელეა, არ არსებობს ქალი თეკლესთან რომ დამაშორებს, მით უმეტეს ვიკა... - თავს ირწმუნებდა აკა.
ასეა თუ ისეა ამ ყველასთვის უაზრო და უსიამოვნო სიტუაციაში აშკარად არავინ ერეოდა. თუმცა ნელ-ნელა სამეგობრო მაინც ვიკას წინააღმდეგ ამხედრდა. ეს ქალმაც იგრძნო, მათი უარყოფოთი დამოკიდებულება ისევ თეკლეს დააბრალა და ორმაგად შეაძულა გოგონა:
- მაგ, ვითომ მიამიტმა და თვალებფახულა თეკლემ ყველა ჩემს წინააღმდეგ აამხედრა!...- ბოღმით, საკმაოდ აგრესიული ტონით აღნიშნავდა თათიასთან.
პირობისამებრ ნიკაც რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. შეცვლილიყო ვაჟი, თითქოს დაკაცებულიყო, სერიოზული სახით ისმენდა თეკლეს მინი მოხსენებას ქორწილის გეგმებთან დაკავშირებით. წინა საქორწილო ისტერიკამ პიკამდე მიაღწია. აღარც თეკლეს და ვიკას რჩებოდათ დრო კინკლაობისთვის. ყოველ შემთხვევაში დანარჩენებს თავს ისე აჩვენებდნენ, თითქოს ერთმანეთის ატანა ისწავლეს. მათი დროებითი დაზავებით ცხადია ყველაზე კმაყოფილი თათია და აკა იყვნენ.

როგორც იქნა დადგა ქორწილის დღეც. შეთანხმებისამებრ გოგონები დილიდანვე თათიასთან იკრიბებოდნენ, ბიჭები სიძესთან ერთად გამოცხადდებოდნენ პატარძალთან.
თეთრი ფერის, ექვსი ერთი მოდელის ორ კაციანი კაბრიოლეტი ხმაურითა და სიგნალებით გრაციოზულად შემოვიდნენ თათიას ეზოში, სადაც უკვე ელოდნენ მშობლები და გვერდი-გვერდ გაჩერდნენ. კრემისფერ სმოკინგებში გამოწყობილი ვაჟები ჟრიამულით, ახალგაზრდული, სხარტი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ სადარბაზოს კიბეებს.
ზოგადად ამბობენ პატარძლობა ყველას უხდებაო, მაგრამ აქ მხოლოდ ამ სიტყვებს ვერ იტყოდი. უდაოდ ლამაზი იყო თათია, ჰაეროვანი, თეთრ კაბაში გამოწყობილი დედოფალი მისი ულამაზესი ამალით მისაღებში ელოდა საყვარელ მამაკაცს. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები და ყველასგან გამორჩეულები იყვნენ გოგოები, დამუნჯებულები მისჩერებოდნენ ბიჭები.
- შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა! - ჩუმად უჩურჩულა გოგამ თათიას და გვერდით ამოუდგა.
სიძე-ბატონს მიბაძეს ბიჭებმაც და სწრაფად დაწყვილდნენ. შესაფერისი წყვილები ხშირად გინახავთ?! ჩემს და სამწუხაროდ მე არა... ალბათ, ეს ის იშვიათი შემთხვევა გახლდათ. მეჯვარეები აქეთ-იქიდან ამოუდგნენ მეფე-პატარძალს. ოდნავ მოშორებით გვერდი-გვერდ იდგნენ თეკლე და აკა, ოთო და თამარი, გიორგი და იაკო, ხმამაღალი ხარხარი მოჰყვა, როცა ტატომ ვითომ დამორცხვებულმა და გაპნარჭულმა, თვალები დააფახუნა, ფარნას გაუყარა ხელ-კავი და კმაყოფილი სახით წყვილებს შეუერთდნენ.
ბედნიერი სახეებით იღებდა მილოცვებს. როგორც იქნა, ერთმანეთის მიყოლებით ნელი ნაბიჯით გამოვიდნენ ეზოში, იმდენად მომხიბვლელები და ლამაზები იყვნენ, რომ მათ სამზერად შემთხვევითი გამვლელებიც ჩერდებოდნენ,
პომპეზურად ავტომობილის კარებები გაუხსნეს მანდილოსნებს. ძნელი მისახვედრი არაა, როგორ გადანაწილდნენ წყვილები: - ესკორტს თავში მეფე-პატარძალი მიუძღოდა, შემდეგ ირონიულად მომღიმარი ვიკა და ოდნავ დაღვრემილი ნიკა, რომელთაც უკან ორ-ორად მსხდომი აკა და თეკლე, ოთო და თამარი, უკვე ოფიციალურ წყვილად აღიარებული გიორგი და იაკო იდგნენ, სულ ბოლოს კი ყველაზე მხიარული და მასხარა წყვილი, ფარნა და ტატო იკრიჭებოდნენ.

გეზი მცხეთისკენ აიღეს ახალგაზრდებმა, როგორც ქართული ქორწილისთვისაა დამახასიათებელი, გზაში რა თქმა უნდა ჭარბად იყო მხიარულება, ერთმანეთის გასწრება, შამპანურის წვიმა...
სვეტიცხოველში მხურვალედ ლოცულობდნენ წყვილები, ერთად - ერთი სურვილი ჰქონდათ: - ულევი სიყვარული!
მამაო, რომელიც ალბათ ბევრად მათზე დიდი ასაკის არ იქნებოდა, მეგობრულად მოეხვია და პატარა ბავშვივით ჩაიხუტა ბიჭები.
- დიდი ხანია ტაძარში არ გამოჩენილხარ!... - მსუბუქად უსაყვედურა ნიკას.
- ხომ იცით... - სიტვა ვერ დაასრულა ვაჟმა.
- უფალი გასაჭირში არ მიგატოვებს!... - მეტი არაფერი უთქვამს, თუმცა არც სჭირდებოდა მეტი ნიკას. ეს ოთხი სიტყვა ისეთი მრავლის მეტყველი იყო. უმზერდა რწმენით გაცისკროვნებულ თვალებში მამაოს და გრძნობდა ნელ-ნელა ამდენი თვეების ნანატრი შვება როგორ მოდიოდა, თითქოს დღემდე ღია ჭრილობამ შეიკრა პირი.
ჯვრისწერაც დაიწყო. დანთებული სანთლები ხელში ეჭირათ წყვილსა და მის მაყარს, მამაო ლოცულობდა, ჩურჩულით ჰყვებოდნენ ახალგაზრდებიც. თავზე გვირგვინებ დამშვენებული წყვილი მეჯვარეებთან ერთად მხრებში გაშლილნი, წრიულად, ლაღად მიაბიჯებდა მამაოსთან ერთად, რომელმაც სახარების წაკითხვისას ხმამაღლა წარმოთქვა:
- ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი!.
ისეთი სულში ჩამწვდომი იყო, ისეთი გულის ამაჩუყებელი, ცრემლებს ვერ იკავებდნენ.
ეხვეწნენ მამაოს, შეერთებოდა მათ მხიარულებას, მაგრამ თავაზიანი უარი მიიღეს. კიდევ ერთხელ თბილად დალოცა წყვილი და მიულოცა დაქორწინება.
სვეტიცხოვლიდან გამოსულებმა ამაყად მომზირალი ჯვრის მონასტერიც მოინახულეს, გადმოჰყურებდნენ თეთრსა და შავ არაგვს, კიდევ ერთხელ მონუსხულები შესცქეროდნენ როგორ ერწყმოდა უკვე ერთ არსად ქცეული მდინარე მტკვარს. ხვლიკისფერი ტაძარი მთელი მისი დიდებულებებით ამაყად იწონებდა თავს. აშკარად ბევრად ამაღლებულ განწყობაზე ბრუნდებოდნენ თბილისში, ისევ შეჯიბრი, ისევ გართობა და რესტორანშიც მივიდნენ. დიდი მრგვალი კიბით ახალგაზრდები მეორე სართულზე ავიდნენ, თუმცა დარბაზში შევიდნენ თუ არა, მოულოდნელად შუქიც ჩაქრა, ჩაბნელებულ დარბაზს ოდნავ კედლებზე დამონტაჟებული პატარა, სანთლების ფორმის ბრები ანათებდნენ. დიდ ეკრანზე მეფე - პატარძლისა და მათი მეგობრების ფოტოებისგან გაკეთებული სლაიდები ენაცვლებოდა ერთმანეთს, დარბაზის ყოველი მხრიდან გაისმოდა გოგას ხმა:
- შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი-
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...

რა ჯობს-სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს- მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე.

და ცა!- ღმერთების ცისფერი ჰოლი-
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით-
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!

უხერხულია-შენ გერქვას ცოლი,
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...
ფოტო-კოლაჟში უკანასკნელი სწორედ ის ფოტო იყო, როცა წყნეთში ლექსების კითხვისას ბიჭებმა გოგოებს დაუჩოქეს. ამ ფოტოზე ლიკაც ჩანდა, გაბრწყინებული, ბედნიერი სახით მისჩერებოდა ნიკას.
- მაპატიე, არ მინდოდა გული გტკენოდა!... - ცრემლებით სავსე თვალებით გახედა თეკლემ გოგას გვერდით მდგომ ნიკას - მაგრამ არც უმისობა შემეძლო, დღეს ჩვენთან უნდა ყოფილიყო!...
- არაფერია, პირიქით მიხარია მისი დანახვა... - თბილად ჩაიხუტა ატირებული გოგონა ვაჟმა.
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის... - ამჯერად გულ-აჩუყებულმა უჩურჩულა მულს თათიამაც. დასრულდა ლექსის კითხვა და ტაშის გრიალით მიაცილეს მოწვეულმა სტუმრებმა მეფე-პატარძალი საკუთარ მაგიდამდე.

ოცდამეჩვიდმეტე თავი
რაოდენ ჭკუა მხიარულებიც იყვნენ ჩვენი მეგობრები, ისე მხიარულად და თბილად მიჰყავდათ ქორწილი. იყო ლექსებად ნათქვამი სადღეგრძელოები, დედოფლისთვის ბიჭებისგან ანთებული ფიალებით მიძღვნილი „მუხამბაზი“. მეფე-დედოფლის ულამაზესი დაისი... არ იფიქროთ თითქოს მხოლოდ ქართული, ტრადიციული ელემენტებით იყო გაჯერებული საღამო. როგორ გეკადრებათ.
ყველაზე დიდი აჟიოტაჟით დარბაზი გოგონებისგან მოწყობილ კარაოკე - ტურს შეხვდა. მთელი მონდომებით მღეროდნენ ქალბატონები და ცდილობდნენ მამაკაცები დაეჯაბნათ ცეკვითა და სიმღერით. უზომოდ ბედნიერი და შეყვარებული წყვილის განწყობა გადამდები გახლდათ. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ, სტუმრებს ეფერებოდნენ, მადლობას უხდიდნენ დაფასებისა და მათი სიხარულის გაზიარების გამო. ცეკვავდნენ, მღეროდნენ და საკუთარ ქორწილში ყველაზე მეტად თვითონვე ხალისობდნენ.
ნიკას მალევე მოსწყინდა დაბღვერილი, ყველაფერზე იაზვა რეპლიკების მქონე ვიკას გართობა, რადგან მეფე-პატარძალი დიდად საკუთარ მაგიდასთან ჯდომით არ იწუხებდა თავს, მანაც მეგობრებთან ერთად გართობა ამჯობინა და მათ შეუერთდა. ალბათ არ ელოდა ვაჟისგან ასეთ საქციელს, ცოტა არ იყოს იხტიბარ გატეხილი, ნირ წამხდარი იყურებოდა ვიკა.
- გოგა, ყურადღება მიაქციეთ ვიკას, უხერხულია... - ჩუმად გადაულაპარაკა თეკლემ ძმას.
- თოთო ბავშვი ხომ არაა? ქორწილია, რა ყურადღების მიქცევა უნდა? ცოტას თუ გაიღიმება, იქნებ ვინმე მოატყუოს კიდეც!... - ირონიულად გაიცინა ვაჟმა.
- საძაგელი ბიჭი ხარ... არაა, ლამაზი, თქვენ ერთობით, ის კი...
- ნეტა შენ, მეტი სადარდებელი რომ არ გაქვს, თათია არ ღელავს ასე!... - სიცილს არ წყვეტდა გოგა.
თუმცა, ალბათ მაინც შეაწუხა ნამუსმა, დის რჩევა გაითვალისწინა და ნიკას სთხოვა: - მოდი მეფე-დედოფალმა და მეჯვარეებმა ვიცეკვოთ!...
გოგას წინადადება აშკარად არ მოეწონა ნიკას: - თუ ძმა ხარ, მაგისი ნერვები არ მაქვს, ყოველი მეორე სიტყვა შხამი ამოსდის, მე თათიასთან ვიცეკვებ, მეჯვარე კი შენ გაართე... - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ნიკამ.
- კარგი, იყო შენებურად. ოღონდ მე და თათია დავიწყებთ, შემდეგ კი გავცვალოთ მეწყვილეები...
- კარგი, რადგან სხვა გზას არ მიტოვებ, ორი წუთით ავიტან უჟმურ ნათლიას... - ისევ ღლაბუცობდა ნიკა.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შეუკვეთეს ვალსი და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდნენ გოგონებს, თათია ბედნირი სახით, ცქრიალ - ცქრიალით გაჰყვა მეუღლეს, პეპელასავით ნაზა დაფარფატებდა ქალი. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდით ვიკაზე, ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდით, ცოტაც და ატირდებაო.
- ვიკა, რამე გაწუხებთ? - ინტერესით, ალბათ უფრო თავაზიანობის გამო შეეკითხა ნიკა.
- არა, უბრალოდ არ მიყვარს ქორწილები...
- მართლა? უცნაურია, არა და თქვენს მეგობრებზე იგივეს ვერ იტყვი!... - უცნობ გოგონებთან მხიარულად მოსაუბრე დათუნას და ალეკოს გახედა ნიკამ.
- ისინი ცხოვრებას ბევრად მარტივად აღიქვამენ...
- თქვენ რატომღა ამძიმებთ?! - ვაჟის ხმაში ფარული ირონია მაინც იგრძნო ვიკამ.
ვიდრე გოგონა პახუხს გასცემდა, გოგა და თათიაც მიუახლოვდნენ:
- თუ უფლებას მომცემთ, ჩვემს ულამაზეს მეჯვარესთან მე გავაგრძელებ ცეკვას... - თვალი ჩაუკრა გოგამ ნიკას.
- აბა, ჩემო რძალო, როგორი კმაყოფილი ხარ? ხომ არ დაგვეღალე? - ღიმილით დააბზრიალა ნიკამ თათია.
- არა გრცხვენია, ასე მიცნობთ? - კისკისებდა თეკლე - ვერ ხედავ, ჩემი მეუღლე უკვე გაქცევაზეა... - ეშმაკურად გახედა გოგას.
ნელ-ნელა დანარჩენებიც შეუერთდნენ მოცეკვავე წყვილებს. ვერ-იქნა და საერთო სასაუბრო თემა ვიკასთან გოგამ ვერ გამონახა, ალბათ ამიტომაც სწრაფად მობეზრდა. თვალებით მოცეკვავე აკა და თეკლე მოძებნა და ნელ-ნელა მათი მიმართულებით გადაინაცვლა:
- მეგობარო, ვიცი, რომ ჩემი დაიკო ძალიან გიყვარს, მაგრამ იქნებ სულ ცოტა ხნით ერთად ცეკვის უფლება მოგვცე?! - ისეთი ვედრებით სავსე მზერა ჰქონდა, რომ უარს როგორ აკადრებდნენ სიძეს, სიცილით გაცვალეს მეწყვილეები ბიჭებმა.
უცებ გახსნა შუბლი ვიკამ. როგორც იქნა ღიმილი გაკრთა მის სახეზე. რაღაცაზე ეჩურჩულებოდა ვაჟს, ტუჩებით ოდნავ ეხებოდა ყვრიმალზე. ქალის განწყობის ცვლილება არ გამოპარვიათ ბიჭებს:
- შეხედე ჩვენს ვიკაჩკას, ასე თუ ესიამოვნებოდა აკასთან ცეკვა, აქამდე გაგვეხერხებინა ეგ ამბავი, შენც დაისვენებდი და მეც!... - ირონიული რეპლიკა მაშინვე გადაულაპარაკა გოგას ნიკამ. თეკლესგან განსხვავებით, ბიჭების სიტყვები თათიამ გაიგონა და მაშინვე დაიცვა მეგობარი:
- ცუდად მაიმუნობთ... უბრალოდ თქვენთან ერიდება და ამიტომაც იქცევა ასე...
- კარგი, ოღონდაც შენ არ გეწყინოს და მეუღლესთან დაგაბრუნებ საცეკვაოდ.. - დანაშაულის გამოსყიდვა სცადა ნიკამ. - რა ვქნა ძმაო, ასეთი უჟმური რძალი არ მყოლია, პრინციპში მეტი საერთოდ არც მყავს, ერთი ცეკვა ვთხოვე და ახლაც ლამის ფეხები დამამტვრია... - საპასუხოდ მაშინვე თათიას მუშტი მოხვდა მხარში, სიცილით გადაულოცა გოგას მეუღლე და თვითონ თეკლე ჩაიხუტა გულში.
- აბა, ჩემი პატარა გოგო რას მომიყვება ახალს? - ეშმაკურად ჩამოხედა ზემოდან თეკლეს.
- ხედავ რა დრო დაგვიდგა? თბილისის ამბებს მე გიყვები... - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას, თუმცა სწრაფადვე შეიკავა, თითის წვერებზე აიწია და ყურში ჩუმად რაღაც უჩურჩულა. ასეთი რა უთხრა ზუსტად ვერც გაიგეს, მაგრამ ვაჟის გაოცებული და გაფართოებული თვალები ნამდვილად არავის გამოჰპარვიათ.
- კაი, ტო.... არ მატყუებ?! - აშკარად ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი. - ძალიან მაგარი ხარ... - ხელში აიტაცა და დააბზრიალა გოგონა.
აქეთ-იქიდან ცნობისმოყვარედ გამოხედეს მობზრიალე წყვილს.
- როგორი ცუდი ბიჭი ხარ, ემოციებს საერთოდ ვერ მართავ. მე საიდუმლოდ გითხარი, შენ კი ლამისაა ქვეყანას მოსდო. დამაცადე, სიურპრიზის მოწყობა... - მსუბუქად უსაყვედურა მეგობარმა.
- კარგი, კარგი... გპირდები, ჩემგან ვერაფერს გაიგებს... - მაშინვე დაშოშმინდა ნიკა. - ოღონდაც დამპირდი, რომ მეც იქ ვიქნები, როცა ეტყვი, მისი გაოგნებული სახის დანახვის სიამოვნებას ვერ დავაკლდები... - მუდარით უმზერდა თეკლეს.
- ლამისაა ვინანო, რომ გაგიმხილე. პატარა, ჭორიკანა ქალივით ხარ.. - კისკისებდა გოგონა.
- არ გეჩვენება, რომ შენი თეკლე და ბატონი მეჯვარე ზედმეტად რომანტიულად ჟღურტულებენ?! - წყვილის ჩურჩული უკომენტაროდ ვერ დატოვა ვიკამაც და ინტერესით შეხედა აკას.
- შენ მაგათ არ იცნობ.... - მხიარულად ახარხარდა აკა - სალაპარაკოს რა გამოულევთ!...
- შორიდან შეყვარებული წყვილიც კი ეგონება ვინმეს... - არ ჩუმდებოდა ვიკა.
- არ ხარ მართალი, მაგ პრინციპით იქნებ ჩვენზეც იგივე ეფიქრათ?! - აშკარად არ ესიამოვნა ქალის მწარე რეპლიკა.
- ეფიქრათ?! განა შეცდებოდნენ?! - გამომწვევად ახედა ვაჟს.
- ვერ გავიგე, რის თქმას ცდილობ?! - გაოცებულმა ჰკითხა აკამ.
- იმას, რომ სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ ჩემზე გიჟდებოდი, ჩემთვის თვალის გასწორებასაც კი ვერ ბედავდი, ნატრობდი ჩემს მოფერებას, ჩახუტებას... - ირონიულად გამოუცხადა ქალმა.
- აშკარად არ დაგილევია იმდენი, რომ ასე ემოქმედა!... - მისი სიტყვების ხუმრობაში გატარებას ცდილობდა აკა.
- თუ შვებას მოგცემს, იყოს შენებურად, ჩემი სიტყვები დააბრალე სიმთვრალეს, თუმცა მე ნამდვილად მჯეროდა, რომ გიყვარდი... არა და თურმე სიყვარული არც შეგრძლებია, რამოდენიმე თვეც კი საკმარისი ყოფილა ჩემს დასავიწყებლად... - ისეთი ღვარძლით ამბობდა ამ სიტყვებს, რომ ვაჟმა დაეჭვებულმა დახედა. იქნებ რაღაც გამოეპარა? იქნებ ვიკას ჰქონდა რამე გრძნობა? თუმცა საკუთარი ეჭვები, სწრაფადვე უკუაგდო.
- მე მგონი ჩვენს მეგობრობას არასწორ მიმართულებას აძლევ. იქნებ გამორჩეულად გექცეოდი, შეიძლება მართლაც ვფიქრობდი რომ მიყვარდი, მაგრამ თეკლეს გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ მეგობრობა და სიყვარული ერთმანეთში ამერია...
- აგერია?! - გაღიზიანება და სიბრაზე გაკრთა ვიკას ხმაში - ხვდები მაინც შეურაცყოფას, რომ მაყენებ?
- შეურაცყოფა ის არ იქნებოდა, თუ მეგობარი, რომელსაც ძმასავით უყურებდი სიყვარულს აგიხსნიდა და შემდეგ მიხვდებოდა, რომ არ ჰყვარებიხარ?!
- უსინდისო ხარ, თურმე საერთოდ არ გიცნობდი, ამ თითისტოლა გოგომ სულ გადაგაგვარა, გადაგრია.... - ქალის სიტყვებზე საბოლოოდ გაღიზიანებულმა აკამ შუა ცეკვის დროს მიატოვა ვიკა და გაცოფებული აივანზე გავარდა.
ვაჟისგან ასეთ ქცევას არ ელოდა ქალი, უხერხულად შეიშმუშნა და ისიც გაჰყვა გარეთ გასულს.
- მე მგონი მისმა ძვირფასმა დაქალმა გაგიბრაზა ბიჭი!... - ჩუმად უჩურჩულა თეკლეს ნიკამ.
- ცოტა რთული შემთხვევაა, ალბათ ჩემი ჩარევა არც ივარგებს, იმედი მაქვს თვითონ მორიგდებიან.... - მართალია ნიკას ასე უთხრა, მაგრამ მაინც ცნობისმოყვარეობა აწუხებდა, რა ვერ გაიყვეს აკამ და ვიკამ.
- არა მგონია, მოახერხონ გამშველებლის გარეშე... - ხელზე აკოცა ნიკამ. - წადი, მიხედე, უყურადღებობოს გამო არ გაგინაწყენდეს ყმაწვილი!... - თვალი ჩაუკრა ვაჟმა.
არ უნდოდა კამათში ჩარევა, მაგრამ ნიკას მაინც დაუჯერა. ნელი ნაბიჯით, დაძაბული, ჩაფიქრებული უახლოვდებოდა თეკლე აივანზე გამსვლელ ყრუ კარებს.
- საით გაუწევია ჩემს გოგონას? - უკვე საკმაოდ ნასვამმა, მეუღლესთან მოცეკვავე მირიანმა შეაყოვნა ქალიშვილი. რამოდენიმე წამით იტრიალეს სამეულმა წრეზე. ისევ პატარა გოგოსავით დაუკოცნა ლოყები: - მე მგონი შენი მომავალი დედამთილ-მამამთილი რიგდებიან, რაღაც საეჭვოდ კურკურებენ მთელი საღამო... - სიცილით აღნიშნა მირიანმა - მალე შენს ქორწილშიც ვიქეიფებ, მამიკო.... შემდეგ შვილიშვილებში, შვილთაშვილებში, როგორ ფიქრობ მე უფრო ვეყვარები შვილიშვილებს თუ ჯუმბერი?
- რა თქმა უნდა შენ... - სიცილით დაამშვიდა ქალიშვილმა.
- აბა, რა... - ოცნებობდა მამაკაცი, როგორც იქნა დაუსხლტა თეკლე მამას ხელებიდან და უკვე საეჭვოდ გამქრალი აკასა და ვიკასკენ გაემართა.

გქონიათ მომენტი როცა სულ ერთ წამში თავზე გექცევა ყველაფერი, საგულდაგულოდ ნაშენები სასახლე ნაწილ-ნაწილ იმსხვრევა და აღარაფერი გრჩება? თეკლე აივანზე გავიდა, მიიხედ - მოიხედა, აშკარად ვერ დაინახეს მოკამათე წყვილმა, არც კი შეუნიშნავთ, თვითონაც ეუხერხულა ახლოს მისვლა, ალბათ ქალურმა ცნობისმოყვარეობამაც სძლია, მისდა უნებურად მიაყურადა:
- მიყვარხარ, იმ თავქარიანი გოგოს დანახვისთანავე მივხვდი, რომ ვერ დაგთმობ, არ შემიძლია... - ვნება მორეული ეუბნებოდა ვიკა.
- გაგიჟდი, რას ბოდავ, შენ სიყვარულის რა იცი?! ერთი ახირებული გოგო ხარ... მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობა გაღელვებს, მეტი არაფერი...
- მაგრამ სწორედ ეს ახირებული გოგო გიყვარდი და გიყვარვარ დღემდე...
- მორჩი სისულელეს, მე თეკლე... - თუმცა წინადადება აღარ დაასრულებინა. მოულოდნელად შეაწყვეტინა ვიკამ სიტყვა, ხელები შემოჰხვია კისერზე და ვნებიანად დაეწაფა ვაჟის ტუჩებს. აშკარა იყო, რომ მის კოცნას არ ელოდა ბიჭი, ამას ბრმაც კი დაინახავდა, მაგრამ თეკლესგან მოულოდნელად აკა რატომღაც სულაც არ ცდილობდა ქალის შეჩერებას. თითქოს ესიამოვნა კიდეც, ხელები წელზე მოჰხვია, მთელი სხეულით ჩაიხუტა, მისკენ უფრო ძლიერად მიიზიდა და თეკლესთვის რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, აშკარად აჰყვა კოცნაში...
იგრძნო როგორ შებარბაცდა, თითქოს თვალთ დაუბნელდა, ხელით აივნის კარებს მოეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო, გულიდან წამოსული კვნესა, რომ შეეკავებინა კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა. იმდენი კი მოახერხა, რომ სიტყვაც არ დასცდენია, როგორ ჩუმადაც გავიდა აივანზე, ისევე შებრუნდა დარბაზში. გაფითრებული მივიდა ნიკასთან.
- რა ფერი გადევს? რა მოხდა? - გაოცება ვერ დამალა ვაჟმა.
- არაფერი, ნიკუშ, მშვიდობაა... - ხმა ჩამწყდარმა, ნახევრად ტირილით უპასუხა ქალმა. - აკა როცა შემობრუნდება, უთხარი რომ წავედი...
- კარგი ვეტყვი... - არც კი გაუაზრებია მისი სიტყვები მყისვე დაეთანხმა ვაჟი, თუმცა მოგვიანებით, უკვე კარებში გასვლისას მიაძახა თეკლეს: - როგორ თუ წახვედი? მარტო? ერთი წამით დამელოდე, მოიცადე თეკლე!... - თუმცა ნიკა ვეღარ წამოეწია. დაინახა რესტორნიდან გასულმა ტაქსს როგორ დაუქნია ხელი ქალმა და თვალსაც მიეფარა.
- მიხვდი რა სხვაობაა ჩემსა და თეკლეს შორის?! - როგორც კი კოცნა დაასრულეს, აშკარად კმაყოფილმა ჰკითხა ვიკამ აკას.
- რა თქმა უნდა, ის ქალია შენ კი - კახპა. თუმცა უნდა ვაღიარო კოცნა ნამდვილად შეგიძლია... - ირონია არ დაიშურა ვაჟმაც.
ეს სიტყვები სამწუხაროდ აღარ გაუგია თეკლეს და უკვე ვეღარც გაიგებდა. აივანზევე მიატოვა შეურაცყოფილი ვიკა და სწრაფი ნაბიჯით შებრუნდა დარბაზში ვაჟი. თვალებით თეკლეს ეძებდა, თუმცა გოგონა აღარსად ჩანდა.

ოცდამეთვრამეტე თავი
- თეკლე ხომ არ გინახავთ? - მეფე-დედოფალთან მოიკითხა აკამ.
- არა, ნიკასთან ერთად ცეკვავდა... - იქვე მდგომ ვაჟს გახედეს წყვილმა.
- ისიც აივანზე აპირებდა გამოსვლას, შემდეგ მეც ვერ მივხვდი რა დაემართა, დაიბარა, აკას გადაეცით მივდივარო და გავარდა.... - საუბარში ჩაერია ნიკაც.
- აივანზე?! ... - ტანში ჟრუანტელმა დაუარა ვაჟს, ხმა ჩაუწყდა. მაშინვე მიხვდა, რა სცენაც ნახა თეკლემ და როგორი დასკვნაც გამოიტანა - შეუძლებელია!... - ქვემოდან გახედა ირონიულად, გამარჯვებული სახით მომღიმარ ვიკას. - წინასწარ დაგეგმე?!
- მე?!... - მიამიტურად აფახუნებდა თვალებს ვიკა - არ მეგონა ასეთი მგრძნობიარე თუ იქნებოდა...
გაღიზიანებული ვაჟი მაშინვე რესტორნის ეზოში გავარდა, თან თეკლეს ტელეფონის ნომერს ჰკრეფდა, ზარი გადიოდა, თუმცა გოგონა აღარ პასუხობდა.
- დროს ნუ კარგავ, წამოდი, მოვძებნოთ... - ფეხებთან ნიკამ მოუყენა ავტომობილი.
სიტყვა არ ამოუღია ნიკას, კითხვაც კი არ დაუსვამს, რა მოხდა წყვილს შორის. ინტუიციით ხვდებოდა, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემა წარმოეშვათ, მთელი არსებით ცდილობდა დაჰხმარებოდა, არ უნდოდა სულში ჩასძვრომოდა. ხედავდა ნერვიულობისგან კბილს კბილზე როგორ აჭერდა აკა, სახეზე უფეთქავდა დაძაბული ძარღვი.
- ვახ, ჩემი... - უკვე მერამდენედ ურტყამდა ავტომობილის პარპრესს მუშტს.
- ყველაფერი მოგვარდება... - მის დამშვიდებას ცდილობდა ნიკა.
- შენ არც კი იცი, უკანასკნელ ნაძირალასავით მოვიქეცი... არ მაპატიებს, ჩემი სისულელით დავკარგე ნიკუშ... - სასოწარკვეთილი იმეორებდა აკა.
რამოდენიმე წუთში თეკლესთან იყვნენ, მაგრამ გოგონა იქ არ დახვდათ. გამორიცხვის მეთოდით ცდილობდნენ ქალის მდებარეობის დადგენას. თუმცა ნერვიულობისგან ფიქრის უნარიც დაჰკარგვოდათ.
სად იყო ამ დროს თეკლე? უმისამართოდ დაატარებდა ტაქსი ქალაქის ბნელ ქუჩებში. ბოლოს მეტრო ავლაბართან გააჩერებინა ავტომობილი.
- ქალიშვილო, აქ მარტო ყოფნა სახიფათოა... - იქნებ გადაიფიქროსო, მაინც ურჩია მძღოლმა. თუმცა გოგონას თითქოს არც კი გაუგია, მომსახურების ღირებულება ორმაგად გადაუხადა და ავტომობილიდან გადმოვიდა.
საღამოს კაბაში გამოწყობილი, ფეხით ამაყად მიუყვებოდა ავლაბრიდან მეტეხის ხიდისკენ მიმავალ გზას. წყნარად მოდუდუნებდა მტკვარი. ზემოდან გადმოჰყურებდა თბილისს გორგასალი. თითქოს მის ტკივილს გრძნობდა ბუნებაც. ოდნავ შესამჩნევად ჟინჟლავდა. შესცივდა, მოიბუზა. მხრებზე თხელი მოსასხამი შემოიხვია. გულით უნდოდა ტირილი თეკლეს, მაგრამ ვერ ტიროდა. ჩუმად უმზერდა გარშემო მიმობნეულ ტაძრებს, ვინ იცის რას ფიქრობდა, რას ეჩურჩულებოდა მთაწმინდას. ალბათ, წარსულის სურათებს იხსენებდა, მის ტკივილს შესჩიოდა დედა-ქალაქს.
- ასე როგორ დამამცირა?! როგორ გამიმეტა?! ჩემი ძმის ქორწილში, ამდენი ახლობლების წინ, სხვა ქალს კოცნიდა! თან ვის? ვიკას... ესე იგი არ დავიწყებია, ესე იგი არც არასოდეს ვყვარებივარ! - გული ბოღმითა და ტკივილით ევსებოდა, მუდამ მომღიმარი, ამჯერად ზიზღით მისჩერებოდა წყალს. უნდოდა ეყვირა, ხმამაღლა ეკივლა, ისტერიკაში ჩავარდნილიყო, ემოციებისგან დაცლილიყო, იქნებ ტკივილისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ ვერც ამას ახერხებდა. თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა.
ორმაგად ეტკინა: - არ შეგძლებია, საკუთარ თავთანაც კი ვერ გამოხატავ ემოციას. სად შევცდი? სად შემეშალა? ან იქნებ ზედმეტად მიყვარდა? იქნებ ზედმეტად იდეალურად მეჩვენებოდა? ის კი ერთი უბრალო ბიჭი გამოდგა. შეიძლება სიყვარული ზედმეტი იყოს? შეიძლება ერთგულებით ადამიანი დაღალო?
ხელჩანთიდან წერილი ამოიღო, მართალია ნაწერს ვერ არჩევდა, მაგრამ არც ჭირდებოდა, ისედაც ზეპირად იცოდა თითოეული სიტყვა, ეს ხომ კომპანია Mercedes-Benz-იდან აკას სახელზე გამოგზავნილი მიწვევა გახლდათ. სიურპრიზის მოწყობას გეგმავდა. სწორედ ამ შემოთავაზებაზე ეჩურჩულებოდა და უყვებოდა ცეკვის დროს ნიკას. თეკლეს გაგზავნილი „წითელი ავაზი“-ს ესკიზები მერსედესმა მოიწონა, მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდნენ და აქვე ატყობინებდნენ, რომ თანხმობის შემთხვევაში მისი ტრანსპორტირებისა და ყველა დამატებით ხარჯების აანაზღაურების ვალდებულებასაც თავად უზრუნველყოფდნენ.
ერთი პირი კი იფიქრა წერილს მდინარეში გადავაგდებო, მაგრამ როცა ვაჟის ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები წარმოიდგინა ვერ შეძლო, ვერ გაიმეტა... - რატომ? რატომ? ახლაც კი ისევ მასზე ვფიქრობ!...
საკუთარ სისუსტეზე გაბრაზდა, გაღიზიანდა და ამდენი ხნის ნაგროვებმა ცრემლებმაც ამოხეთქა. მოაჯირთან იდგა თეკლე და ტიროდა. აღარ აღელვებდა, ნელ-ნელა ხიდზე გამვლელები რომ მატულობდნენ, არც მათი გაოცებული, ცნობისმოყვარე მზერა აწუხებდა დიდად და აღარც გარშემო მოძრავი ავტომობილების ხმა ...
ასე იდგა ვიდრე გამვლელთაგან ერთ-ერთი გვერდით არ გაუჩერდა. გვერდულად, ქვემოდან გახედა მამაკაცს, რომელიც უხამსად ათვალიერებდა საღამოს კაბაში გამოპრანჭულ ქალს.
- ისე „პუტანკის“ კვალობაზე ზედმეტად მოვლილი ხარ, ხომ იცი შენ!... - ვნება მორეულმა ურცხვად შესცინა უცნობმა.
მისმა სიტყვებმა შეაკრთო თეკლე. უსიამოვნოდ გასცრა ტანში, მთელი ღამის ნაგროვებმა სიბრაზემ და წყენამ თითქოს ერთბაშად ამოხეთქა.
- უკაცრავად, ვის შემადარეთ? - ირონია, ზიზღი, ფარული მუქარაც კი, ყველაფერი ერთად იგრძნობოდა ამ სამ სიტყვაში.
- ბოდიშით, ალბათ გირჩევნიათ... - მისი ტონი არ შეიმჩნია მამაკაცმა, რომელიც სავარაოდოდ მირიანის ასაკის იქნებოდა, შეიძლება ოდნავ დიდიც კი.
ამის გაფიქრებაზე ისტერიული ხარხარი ვერ შეიკავა ქალმა.
- ავადმყოფი, პედო-ფილი ხარ? სახლში ქალი არ გყავს, ქუჩა-ქუჩა რომ ეძებ?! ... - შეტევაზე გადავიდა ის.
- შენისთანა ლამაზი არაა... - სახეზე მოფერება სცადა კაცმა.
- არც კი გაბედო... - ზიზღით კბილებში გამოსცრა თეკლემ და ინსტიქტურად უკან გაიწია.
- თუ გავბედავ რას მიზავ, რომ?.. - არ შოშმინდებოდა კაცი.
- რას, და... - რამდენიმე წამი დასჭირდა სიტუაციის შესაფასებლად, მაცდური ღიმილით მიუახლოვდა მამაკაცს, მოულოდნელად რაც ძალა და ღონე ჰქონდა ახტა და წვრილი ქუსლი მთელი ძალით ჩაარტყა ტერფზე, სწრაფად შემობრუნდა გასაქცევად, თუმცა ვერ მოასწრო, მკლავში მოუჭირა კაცმა ხელი. ქალი არც ამჯერად დაბნეულა, აკრძალული ილეთი გამოიყენა და ფეხებ-შუა ამოარტყა. სწრაფად გაუშვა ხელი, ტკივილისგან რაღაც ყმუილის მსგავსი ხმაც გამოუშვა პირიდან. იგრძნო როგორ გაეხა ისედაც ვიწრო კაბა თეკლეს, თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია, პანიკაში ჩავარდნილი თავ-ქუდ მოგლეჯილი გარბოდა.
თითქმის ფეხებთან გაუჩერდა შავი მრგვალ ფარებიანი მერსედესი, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, კარებები გაიხსნა და ერთმანეთის მიყოლებით ოთო, ნიკა და აკა გადმოხტნენ.
- გაგიჟდი, გოგო? აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!- სიბრაზეს ვერ მალავდა ნიკა.
იმდენად გახარებული იყო თეკლე მათი გამოჩენით, ყურადღებაც არ მიუქცევია ბიჭის ყვირილისთვის ისე ჩამოეკიდა აკას კისერზე, თუმცა ვაჟის ხელები იგრძნო თუ არა წელზე, მალევე გაახსენდა წყენა და მაშინვე მოშორდა. უკანა სავარძელზე მასთან ერთად რომ არ დამჯდარიყო, დაუპატიჟებლად მძღოლი გვერდზე შეხტა.
- ის რატომ გორაობს ხიდზე?! - წარბაწეულმა ჰკითხა აკამ გოგონას.
- მე რა ვიცი, მოსწონს ალბათ.. - აგდებულად უპასუხა ქალმა.
- რაღაც მოწონების რეპლიკებს არ ისვრის, ჩვენც ხომ არ დავუმატოთ? - ბიჭებს გამოხედა ნიკამ.
- აღარაა საჭირო, ვერ ხედავ ფეხზე ვერ დგას... ეს გადარეული მივიყვანოთ სახლში, ამის გადამკიდე ლამისაა მეფე-პატარძალმაც კი გადაიფიქროს საქორწინო მოგზაურობაში წასვლა... - ფარული საყვედური ოთოს ხმაშიც ჟღერდა.
- შენ დაჯდები საჭესთან? - ჩუმად ჰკითხა ნიკამ აკას.
- გიჟი ხომ არ ხარ? ამათი გვერდი-გვერდ დასმა იქნება? ვერ ხედავ რა თვალებით უყურებს? გვერდზე რომ დაუსვა სადმე გადაგვჩეხავს გადარეული... - სიცილით თავით თეკლეზე ანიშნა ოთომ.
საჭესთან ისევ ნიკა დაჯდა, აკა და ოთო უკან მოთავსდნენ. ეწყინა მათი აგდებული დამოკიდებულება თეკლეს, მაგრამ არ შეიმჩნია, ხვდებოდა რომ კარგად იცოდნენ მისი გაბრაზების რეალური მიზეზი, მაგრამ იმდენად არასერიოზულად აღიქვამდნენ ამ ყველაფერს, რომ უკვე მხოლოდ აკაზე კი არა მათზეც გაბრაზდა. გაბუტული მისჩერებოდა უკანა ხედვის სარკიდან ბიჭებს. თან ცნობისმოყვარეობით კვდებოდა, როგორ იპოვეს და ასე უცებ როგორ მიაგნეს მეგობრებმა:
- ბედი შენი, რომ ტაქსის მძღოლმა დაგვირეკა... - თითქოს მის ფიქრებს უპასუხა ნიკამ - ასე რამ გადაგრია? არ იცოდი, კაცები ზოგჯერ გასართობად ქალებთან რომ დადიან? ამ გაჭირვებულს ეგ არც კი უფიქრია, უბრალოდ აკოცა. ერთი კოცნის გამო ასეთ დღეში უნდა ჩავარდე? ისიც კარგი, რომ მანქანაში დაგრჩენია ტელეფონი და დილით ნახა იმ დალოცვილმა... უკანასკნელი შესული ზარი აკასგან იყო და გადმორეკა, მისგან გავიგეთ ავლაბარში რომ დაგტოვა. ცოტა ჩვენზეც ხომ უნდა გეფიქრა? მთელი ღამე ქუჩა-ქუჩა დავეხეტებოდით, ლამის გადავირიეთ, დედას გეფიცები მორგშიც კი დავრეკე... - ხმა გაებზარა ბოლო სიტყვებზე.
ნიკა გაჩუმდა, ხომ ვერ ეტყოდა რომ მისი გაუჩინარებით პანიკაში ჩავარდნილი ისტერიკიანი ქალივით ყველა ტუპიკსა და კუთხეში დაეძებდა ბიჭებთან ერთად? ხმამაღლა ვერ ამბობდა, არ უნდოდა აკას შეშინება, მაგრამ ფიქრობდა, რომ მასაც ლიკას მსგავსად კარგავდა?!
- ერთი კოცნის გამო?! - მისი სიტყვები თავში უტრიალებდა თეკლეს, აშკარად მიხვდა ნათქვამი სიტყვების ფარულ ქვეტექსტსაც, ნიკას ტკივილს ვერ მიაყენებდა, იგივე ოთოს რომ ეთქვა ალბათ დაუფიქრებლად დაეტაკებოდა, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა, აცახცახებული თითებით შეეხო ხელზე და გაჩუმდიო ანიშნა.
- ეგოისტურად მოიქეცი თეკლე, ჩვენზე არც კი იფიქრე... - საუბარში ჩაერია ოთოც.
- ისე ნუ მეპალარაკებით, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო, არ შეიძლება ყველაფერს გამართლება მოუძებნოთ. არც თქვენი მზრუნველობა მჭირდება, როგორმე თავს ჩემითაც გავიტან...
- გეტყობა... რატომ ფართხალებდა ის კაცი? - არ ჩუმდებოდა ოთო.
- რატომ და აკრძალული ილეთი გამოვიყენე და თუ თავს არ დამანებებ შენზეც იგივე წარმატებით ვცდი! ამის მოსმენა გინდოდა?! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან და ხმას აუწია თეკლემ.
- რომ ვერ მოგეხერხებინა მისი მოშორება? რომ დაგწეოდა? - თითქოს არ გაუგია მისი მუქარა, ისევ უტევდა ბიჭი.
- საკმარისია, არ გაქვთ უფლება, ასე ნუ მელაპარაკებით... - სიბრაზისგან ცახცახებდა თეკლე - მით უმეტეს ამის თანდასწრებით. - აგდებულად, ზიზღით გახედა უკან, ჩუმად მჯდომ აკას. - რაო ბატონო აკა? მაშ მხოლოდ ერთი კოცნა ყოფილა ხომ? რატომ დუმხარ? არ მოგერიდოს, ალბათ შენც გექნება ერთ-ორი საყვედური შემონახული, პატარა ხუთი წლის გოგოსავით გსურთ ჩემი დატუქსვა? შემთხვევით თქვენც ხომ არ ინერვიულეთ?! - გაღიზიანებულმა, დაუფარავი ირონით ჰკითხა უკან მჯდომს.
- არა, არ იყო უბრალო კოცნა... - მშვიდად უპასუხა აკამ და თვალებში მიაჩერდა ქალს. - ვხედავდი ვიკას ბინძურ თამაშს და მეც ავყევი, მინდოდა მისი წესებით მეთამაშა და...
თვალები ცრემლებით აევსო თეკლეს: - კარგია, რომ აღიარებ მაინც...
- არაფერს არ ვაღიარებ! ამ მაიმუნობის გამო ვერ დაგკარგავ, ვერ დაგთმობ, არ შემიძლია...
- საკმარისია, ცინიზმსაც აქვს საზღვარი, გაერთე, ისიამოვნე, ოღონდ ჩემგან შორს... - კბილებში ცივად გამოსცრა თეკლემ და ისევ წინ შეტრიალდა.
- შეცდომას უშვებ!... - ისევ ნიკა ჩაერია მოკამათე წყვილის საუბარში.
- წესით ყველაზე კარგად შენ უნდა გაგეგო ჩემი!... - ცრემლებით სავსე თვალებით შეხედა ქალმა.
- ალბათ.. მაგრამ შენ არც კი იცი, რამდენჯერ ვინატრე ლიკა ცოცხალი ყოფილიყო და დაშვებული შეცდომების გამოსწორება შემძლებოდა. ზოგჯერ სიმართლის აღიარება გვიჭირს. დაფიქრდი გთხოვ, გულის სიღრმეში სიმართლე შენც ხომ იცი...
- ნიკუშ, მადლობელი ვარ, დახმარებას რომ ცდილობთ, მაგრამ... - სიტყვა შეაწყვეტინა აკამ.
- რა მაგრამ? ... - სარკიდან ინტერესით გახედა ნიკამ.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, აქედან მგზავრობას მხოლოდ მე და თეკლე გავაგრძელებთ.... - სარკეში თვალი ჩაუკრა ბიჭს.
გააზრებაც ვერ მოასწრო თეკლემ, ავტომობილი გააჩერა ნიკამ და ის და ოთო სწრაფად გადავიდნენ, აკა მაშინვე საჭეს მიუჯდა, ვიდრე თეკლე მომხდარს გაიაზრებდა, კარებები ჩაკეტა, დაბლობა და ადგილიდან მოწყდა.

ოცდამეცხრამეტე თავი
ერთი კი გახედა გვერდულად თეკლემ საჭესთან დაძაბული სახით მჯდომ აკას, რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ისევ გაჩუმება არჩია, უმზერდა ვაჟს და აშკარად ებრძოდა საკუთარ თავს, ათასი სალანძღავი სიტყვა მოსდიოდა, უამრავი საყვედური, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ემოციებით დაღლილს აღარც კამათის თავი ჰქონდა და არც წინააღმდეგობის გაწევის სურვილი შერჩენოდა.
ისეთი დაჭიმული სახე ჰქონდა აკას, აშკარად გრძნობდა ქალის განწყობას, ყოველ წამლს ელოდა როდის გადავიდოდა შეტევაზე. თეკლე კი სულაც არ ჩქარობდა დუმილის დარღვევას. ცდილობდა მოვლენები ცივი გონებით გაეანალიზებინა. აშკარად ხვდებოდა, რომ ყველაზე მეტად მათი ჩხუბი ვიკას გაუხარდებოდა, მისი გამარჯვებული, ირონიული ღიმილის წარმოდგენაზე ორმაგად ბრაზდებოდა. იმასაც კარგად იაზრებდა, რომ ამას სიყვარულის გამო არ აკეთებდა, მის ქცევაში უცნაურ სპორტულ ინტერესს ამჩნევდა, თითქოს ერთობოდა, ეგოისტურად ცდილობდა ადრე მისად დაგულებულის დაბრუნებას.
ავტომობილი თანდათან თბილისს შორდებოდა, მცხეთის მიმართულებით მიმავალ გზასაც გასცდნენ და გეზი მთიულეთისკენ აიღეს. არც ამჯერად დაურღვევიათ დუმილი, თეკლე მოგონებებს უკირკიტებდა, გაახსენდა მათი გაცნობის დღე, ერთად განცდილი ბედნიერებითა, თუ ტკივილით სავსე წუთები. ნიკას სიტყვებიც ახსენდებოდა: - „ყველაფერს მივცემდი წარსულის დაბრუნება რომ შემეძლოს“....
უცებ თვალი სპიდომეტრისკენ გაექცა, ისარი სიჩქარის უმაღლეს მაჩვენებელს უახლოვდებოდა. მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა, პანიკურად შეეშინდა, არ იფიქროთ თითქოს საკუთარ თავზე ფიქრობდა, არა. თავის და უნებურად, წარმოიდგინა, თითქოს უკანასკნელად ხედავდა ვაჟს, ტანში უსიამოვნოდ გასცრა, ამ სისულელს გაფიქრებისგანაც კი იმდენად ეტკინა თვალები ცრემლებით კი აევსო. აღარც ჩხუბი სურდა, აღარც გაბუტვა.
- ცოტა ნელა იარე, გთხოვ!... - ხმაგაბზარულმა, მუდარით შეხედა ვაჟს.
გაოცებულმა შეხედა აკამ, კარგად იცოდა, რომ სისწრაფე არ აშინებდა. მაშ რამ გამოიწვია მისი დაფრთხობა?! მზერა აარიდა თეკლემ და ისევ ფანჯრიდან გააგრძელა ულამაზესი ხედებით ტკბობა. ნელ-ნელა დააგდო სიჩქარე. პერიოდულად გამოხედავდა ხოლმე ქალს, რომელიც ისევ ჯიუტად არიდებდა სახეს და მალულად ცდილობდა ცრემლების მოწმენდას.
- თეკლე გთხოვ, ჩუმად ნუ ხარ, მითხარი რამე. გამლანძღე, მეჩხუბე, რაც გინდა ის ჰქენი, ოღონდ ხმა ამოიღე!... - ნერვებმა უმტყუნა აკას.
როგორც იქნა ვაჟისკენ მიბრუნდა, ცრემლებითა და საყვედურით სავსე, ცისფერი თვალებით უმზერდა.
- არც ჩხუბი მინდა და არც ისტერიკის მოწყობა!. - მტკიცე ხმით გამოუცხადა მან.
- აბა, რა გსურს?! - მისგან ასეთ სიტყვების გაგებას აშკარად არ ელოდა ვაჟი.
- არაფერი, საერთოდ არაფერი...
- გამებუტე? ხომ იცი, რომ არ შემიძლია, ბუტიაობას ისევ ჩხუბი და კამათი სჯობს. სიჩუმით გინდა მატკინო?!
- არა, უბრალოდ... - სიტყვებს თავი ვერ მოუყარა, ისევ ცრემლებმა ჩაუხშო ხმა.
- ვიცი, რომ გაწყენინე, მაგრამ.... მიყვარხარ, შენც ხომ იცი, რომ მიყვარხარ?! არ მიმატოვო, გთხოვ!... - მუდარით ეუბნებოდა აკა.
მისი „მიყვარხარ“ გულს მალამოდ მოედო. ტანში სასიამოვნოდ დაუარა.
- არ მინდა იფიქრო, თითქოს შენს დასჯას ვცდილობ, უბრალოდ, მტკივა და მინდა ემოციებისგან დავიცალო!... - საკუთარ თავზე ღიზიანდებოდა, როცა სურდა ტირილი ცრემლი ვერ გადმოაგდო, ახლა კი თავს ვერ იკავებდა.
სახეზე ოდნავ შეეხო ვაჟი, იგრძნო როგორ შეკრთა, თითებით ფრთხილად მოწმინდა ობლად ჩამოგორებული ცრემლები, მისი ხელის მოცილება არ უცდია თეკლეს. პირიქით, ლოყით მიეფერა ხელის გულზე. ახლაღა მიხვდა რა აკლდა აკას, მთელი დღეა ელოდა მისგან სულ მცირედ სითბოს გამოვლინებას, როგორც იქნა ოდნავ შესამჩნევად დაძრა მათ შორის არსებული ყინულიც. ქალის საქციელზე ღიმილი ვერ შეიკავა. საჭესთან რომ არ მჯდარიყო, ალბათ გულშიც ჩაიკრავდა და ცრემლიან თვალებს სათითაოდ დაუკოცნიდა. მისი ათრთოლებული, პატარა თითები მარჯვენა ხელის მტევანში მოიქცია, ერთი კი სცადა ქალმა მისი მოშორება, მაგრამ ვაჟმა ამის საშუალება არ მისცა, უფრო ძლიერად მოუჭირა თითებზე ხელი და გულში ჩაიკრა. ესმოდა როგორ გამალებით უცემდა გული, დამფრთხალი ჩიტივით საგულედან ამოხტომას ლამობდა. რამოდენიმეჯერ ისევ გაიფართხალა თეკლემ, მაგრამ თითები ვერ გაინთავსუფლა, მარწუხებივით უჭერდა ვაჟი მტევანს.
- ასეთი ძლიერიც არ ვარ, მეტკინა!.... - ტირილით ამოიკვნესა მან.
- მაპატიე, ვერ მოვზომე... - ღიმილშეპარული ხმით სწრაფად გაუშვა ხელი აკამ. აწითლებულ თითებს ისრესდა თეკლე.
- ალბათ მართალი ხარ, გავბრაზდი, მეწყინა, მეტკინა კიდეც, მაგრამ შენგან წასვლა რომც მინდოდეს, მაინც ვერ შევძლებ... ზედმეტად მიყვარხარ, იმისთვის რომ მიგატოვო!.... - თითქოს თავის თავს გამოუტყდაო, მისთვის არც შეუხედავს, ჩურჩულით წარმოსთქვა გოგონამ.
უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ მის ჩანახატებში ყოველი მეორე სიტყვა სიყვარულზე გახლდათ, ხმამაღლა საკუთარ გრძნობებზე არ საუბრობდა. ამისგამო ხშირად საყვედურობდა ვაჟი. თუმცა ის პოზიციებს არ თმობდა და დამაჯერებლად აცხადებდა: - სიყვარულს საუბარი კი არა საქმით უნდა დამტკიცებაო... ალბათ, მართალიც იყო, მაგრამ ამჯერად საკუთარ პრინციპებს უღალატა. მიხვდა ვაჟი რამხელა ძალისხმევა დასჭირდა ბოლო წინადადების ხმამაღლა წარმოსათქმელად.
- ეს დღე კალენდარზე უნდა მოვნიშნო, აშკარად მადლობა მაქვს ვიკასთვის სათქმელი... როგორც იქნა ერთხელ მაინც მითხარი, რომ გიყვარვარ!... - ბედნიერების ღიმილმა ერთბაშად გაუნათა სახე ვაჟს.
- ჩემი მოთმინებით ბოროტად ნუ სარგებლობ. წუხანდელი ღამე არ დამვიწყნია. ერთხელ კიდევ ახსენებ და გპირდები ჩემი წერა გახდები!... - სიცილით დაემუქრა და სიწითლის დასამალად ისევ მზერა აარიდა ქალმა. ქვემოდან გახედა პატარა ბავშვივით სახე აჭარხლებულ თეკლეს. - სად მივდივართ? - საუბრის თემის შეცვლა სცადა გოგონამ.
- სიურპრიზია...
- იმედია ... - საკუთარ ჩაცმულობას დახედა ქალმა.
- ბანკეტზე ნამდვილად არ გეპატიჟები, თუმცა.... - უნებურად თვალი მარცხენა ფეხზე არსებული კაბის ღრმა ჭრილისკენ გაექცა ვაჟს, რომელიც ხიდზე განვითარებული მოვლენების დროს კიდევ უფრო ღრმად გაჰხეოდა და თეკლეს გრძელი, სრულყოფილი ფეხები მთელი მისი დიდებულებით საკმაოდ მაცდურად გამოიყურებოდნენ. ქალმა ხელით სცადა გარღვეული ნაწილის დაჭერა, თუმცა სრიალა ატლასის ნაჭერს ბევრი ვერაფერი მოუხერხა, ჯიუტად ისევ გვერდზე იხსნებოდა.
- მაგ კაბას ასეთი ღრმა ჭრილი ჰქონდა, თუ?! .... - ხუმრობანარევი ტონით კითხვა არ დაასრულა ვაჟმა.
- ჩემი ორთაბრძოლის ილეთები ვერ გადაიტანა... - უხერხულად შეიშმუშნა თეკლე.
- უდაოდ მაგარი სანახაობა გამოვტოვეთ!... - თვალი ისევ ჭრილისკენ გაექცა ვაჟს. თუმცა ქალმა ჭკუა იხმარა, ნეხევრად გვერდულად შებრუნდა, მარჯვენა ფეხი მარცხენაზე გადაიდო და მოხერხებულად დამალა შიშველი ნაწილი. - ბოროტი ხარ... დიდი რამე ოდნავ თუ დავტკბები შენი ცქერით... - უკმაყოფილოდ ამოიღრინა აკამ.
- მხოლოდ ქორწილის შემდეგ, ძვირფასო!... - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და გამარჯვებული, კმაყოფილი მზერით მიაჩერდა ნირწამხდარ ვაჟს.

წინა ღამის ემოციებმა და დაღლილობამ ერთბაშად იჩინა თავი, მართალია არ უნდოდა, მაგრამ მაინც ჩაეძინა თეკლეს. პატარა ბავშვივით ძილში ეღიმებოდა ქალს.
ფასანაურს გასცდა თუ არა, მარჯვენა მხარეს მთებისკენ გადაუხვის აკამ. ხეობაში ვიწრო გზა შედიოდა. ერთ დროს ალბათ მჭიდროდ დასახლებული სოფლიდან, ამ ჯერად ამოღამებული ნასახლარებიღა დარჩენილიყო. ნელ-ნელა ზემოთ, მთებისკენ მიიწევდა ავტომობილით. ოღრო-ჩოღრო გზაზე მოძრაობა საკმაოდ ჭირდა, მაგრამ მიუხედავად სირთულისა მაინც წინ მიიწევდა ყმაწვილი. როგორც იქნა მივიდა სასურველ ადგილზე. მთის წვერზე, თითქმის უღრან ტყეში, თითქოს არსაიდან მოულოდნელად ჩნდებოდა უზარმაზარ ეზოში ობლად მდგომი, ერთ დროს ალბათ საკმაოდ ლამაზი, შუშაბანდიანი სახლი.
გული მოგონებებითა და სიხარულით აევსო აკას, რამოდემეჯერ დაასიგნალა, მასპინძლის გამოჩენას არ დალოდებია, ალაყაფის რკინის კარები სწრაფად გახსნა და ავტომობილი ეზოში შეაყენა. ხმაურზე თეკლესაც გაეღვიძა, დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა.
- სად ვართ? - თავისდაუნებურად, რატომღაც ჩურჩულით ჰკითხა ვაჟს.
- მთიულეთში, ერთი ადამიანი უნდა გაგაცნო... - ღიმილით თვითონაც ჩურჩულით უპასუხა აკამ.

სწორედ ამ დროს სახლიდან შავოსანი, მოხუცი ქალი გამოვიდა, შუბლზე ხელს იფარებდა და ცდილობდა დაუპატიჟებლად მისული სტუმრები შორიდანვე ამოეცნო.
- აი, ჩვენი მარიამიც! ....
მოხუცის დანახვაზე მყისვე გადახტა ვაჟი მანქანიდან. სხარტი, სწრაფი ნაბიჯით მირბოდა ქალისკენ. შორიდანვე დაინახა თეკლემ, როგორ აიტაცა მოხუცი ხელში, პატარა ბავშვივით სახეს უკოცნიდა და ეფერებოდა ქალიც. როგორც იქნა დასვა მოხუცი ვაჟმა.
- ჩემი გადარეული ბიჭი, როგორც იქნა გაგახსენდი, ასე უნდა?!... - საყვედურობდა მოხუცი.
- გახსოვს დაგპირდი, შემდეგ ჩამოსვლაზე ცოლთან ერთად გესტუმრებითქო, პირობას ვასრულებ, მარიამ!... - მხიარულად შესცინა ვაჟმა.
- რას მეუბნები ბიჭო?! სახლში პატარძალი ასე გაუფრთხილებლად უნდა მოგეყენებინა?! - შეიცხადა ქალმა.
- ასე ხმამაღლა ნუ ყვირი, პატარძლობის ამბავი ჯერ-ჯერობით თვითონაც არ იცის... - მხიარულად იცინოდა ბიჭი.
- მოიტაცე ბიჭო?! - გაოცებულს აღმოხდა მოხუცს.
- მოვიპარე! - თბილად, სიყვარულით გახედა ავტომობილიდან გადმოსულ, მათკენ გაუბედავი ნაბიჯით მიმავალ თეკლეს, რომელსაც აშკარად უჭირდა ოღრო-ჩოღრო, უსწორ-მასწორო ეზოში ქუსლებით სიარული.
- მიდი დაეხმარე, მშვიდობით მოყვანილი, აქ არ წაგვექცეს ბალღი!... - ხელით გოგონასკენ უბიძგა ქალმა.
თითქოს მის სიტყვებს ელოდაო, თითქმის სირბილით მივიდა თეკლესთან აკა, ხელში პატარა ბავშვივით აიტაცა და მარიამისკენ სირბილ-სირბილით წაიყვანა.
- დამსვი, სირცხვილია... - აფართხალდა თეკლე.
- მოისვენე, დამივარდები იცოდე!... - სიცილს ვეღარ იკავებდა აკა.
- აქ რატომ ვართ? - ჩუმად ჩაეკითხა თეკლე.
- წლების წინ დავპირდი მარიამს, რომ ჩემს ერთადერთს, ჩემს მეუღლეს პირველად მას გავაცნობდი. პირობას ვასრულებ!...
- რა თქვი, ჩემს ვისო?! - თვალები ჭყიტა გაოცებისგან გოგონამ.
- მეუღლეს...
- მეხუმრები?!
- თუ გინდა ხუმრობად ჩათვალე, ოღონდ მარიამთან არ შემარცხვინო იცოდე!... - თვალი ჩაუკრა აკამ და მყისვე ქალის წინ დასვა. - გაიცანი ჩემი ერთად-ერთი, ჩემი თეკლე... ეს კი ჩემი მამიდაშვილების ალალი ბებია, მარიამია, ბავშვობაში ბრონხების პრობლემა მქონდა, ასთმური ნიშნებით... აქაური ჰაერი მიხდებოდა და მამიდაშვილებთან ერთად ხშირად ჩამოვდიოდით. ასე რომ მარიამი ჩემი ბებიაცააა... - თბილად წარუდგინა ერთმანეთს ქალბატონები.
- ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ, შვილო! - შუბლზე აკოცა მოხუცმა. - წამოდით, წამოდით... გარეთ გრილა, არ გამიცივდეთ, ასე თხლად ჩაცმულები... - უცებ დაფაცურდა ქალი.
- არა გრცხვენია, რომ ატყუებ?! - აკას მკლავზე დაყრდნობილი, ჩუმად ედუდუნებოდა თეკლე.
- კი, ოღონდ არ მეტყობა... - აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო ვაჟი.

ორ სართულიანი სახლის პირველ სართულზე სავარაუდოდ იქაური წესისამებრ შინაური ცხოველებისთვის „გომური“ იყო მოწყობილი. მეორე სართულზე კი საცხოვრებელი აპარტამენტები. სიტყვა აპარტამენტი ცოტა არ იყოს ზედმეტად ხმამაღალ ნათქვამად ჩაითვლება. დიდი მისაღები ოთახი, ორ შედარებით მცირე ზომის საძინებელში გადიოდა. იქვე გვერდით იყო მოშენებული პატარა საკუჭნაო, სადაც მოხუცს სამზარეულო ჰქონდა მოწყობილი, დიდი ხის, ძველებური ბუფეტის გვერდზე მცირე ზომის ტახტი, იგივე „კუშეტკა“ იდგა, შუა ოთახში - პატარა შეშის ფეჩი. ზამთარში სავარაუდოდ საკუჭნაო მოხუცისთვის საძინებლის ფუნქციასაც ითავსებდა. მთელი მისი ცხოვრება, მისი სამყარო თითქოს ამ ერთ ოთახში იყო მოთავსებული.
სახლში შევიდნენ თუ არა მოხუცი მაშინვე დაფაცურდა, ხის დიდი კასრიდან ფქვილი ამოიღო:
- ისეთ ხაბიძგინებს დაგიცხობთ, ისეთ მხლოვანებს, თითები ჩაიკვნიტოთ...
- ჩვენს გამო არ შეწუხდეთ... - უხერხულად იშმუშებოდა თეკლე.
- თქვენზე უკეთესს ვის მოვემსახურები?!... - უკვე ფქვილს სცრიდა ქალი.
- მოგეხმარებით მაინც. ასე სულელივით უნდა ვიყო გამოწყობილი?! -ჩუმად დუდუნებდა თეკლე, აშკარად არ შეეფერებოდა იქაურ სიტუაციას მისი საღამოს კაბა. - აკა, შვილო.. ოთახში შეიყვანე თეკლე, კარადაში თქვენი დატოვებული ტანსაცმელები მაქვს დარეცხილი, რამეს შეარჩევს ჩასაცმელად... თბილად ჩაიცვი შვილო, საღამოს აცივდება! - აშკარად არ ელოდა მოხუცი მის წუწუნს თუ გაიგონებდა, ღიმილით გახედა აკამ თავდახრილ, აწითლებულ თეკლეს და მოხუცს თვალი ჩაუკრა.
ოთახში შეუძღვა ვაჟი, კარადაში კოხტად დალაგებული ტანსაცმელი აჩვენა:
- ქორწინებაზე იხუმრე ხომ?! - ვაჟისკენ არც გაუხედავს, კარადაში თავჩარგულმა ჰკითხა ქალმა.
- წინასწარ არასოდეს ვგეგმავთ აქ ჩამოსვლას, ვისაც როდის მოგვეხასიათება მაშინ მოვდივართ, ამიტომ გამოსაცვლელად რამოდენიმე წყვილი სამოსი ყოველთვის გვაქვს დატოვებული... - პასუხს თავი აარიდა ვაჟმა.
- კითხვაზე პასუხს რატომ არ მცემ?! - ხმა ათრთოლებული შემობრუნდა თეკლე. ზედმეტად ახლოს მდგომ ვაჟს თვალებში უმზერდა. აშკარად ესმოდა საკუთარი გულისცემა. მღელვარების დასამალად გულში ძლიერად იკრავდა კარადიდან გამოღებულ სპორტულებს.
- არ მიხუმრია, არც ტყუილი მითქვამს... - იგრძნო მღელვარებისგან როგორ დაეძაბა ხმა ბიჭსაც. - კარგად იცი, უაზროდ მიყვარხარ. ავადმყოფურად, ჩემთვის ჰაერივით ხარ. გუშინდელმა მოვლენებმა კი შიში გამიჩინა. იმ სისულელის გამო რომ დამეკარგე, თავს ვერ ვაპატიებდი. ვიცი ბევრს ვერაფერს გთავაზობ და ალბათ ვერც შემოგთავაზებ, რაც ვარ - ეს ვარ. შენი სიყვარულის მეტი არც არაფერი მაქვს, შენ ხარ ჩემი სიმდიდრეც და ჩემი ცხოვრებაც. გთხოვ, უარს ნუ მეტყვი... - მუდარით, იმხელა ტკივილით უმზერდა, რომ ქალმა თავი ვეღარ შეიკავა, ბედნიერების ცრემლები წამოსცვივდა. - ჩუ... ნუ სტირი... - გულში ძლიერად იკრავდა ვაჟი - დედას გეფიცები გავიგებ, თუ არ გინდა ჩემთან ყოფნა გაგიგებ, ძალას არ დაგატან, ოღონდ არ იტირო, ოღონდ შენს ცრელებს ნუ...
- ღმერთო ჩემო, როგორი სულელი ხარ!... - წინადადების დასრულება არ აცალა თეკლემ, თითისწვერებზე აიწია და ვაჟს სულ ოდნავ, ფრთხილად შეეხო ტუჩებზე. უცნაური რეაქცია ჰქონდა აკას. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. თითქოს ყურებს არ უჯერებდა. გაოგნებული, დაბნეული დაჰყურებდა. - ისეთი სახე გაქვს, მე მგონი გსურდა უარი მეთქვა?! - სიცილით, მეტიჩრულად მოწკუპული თვალებით უმზერდა ქალი.
- არც კი იოცნებო! - ბედნიერმა, უფრო ძლიერად ჩაიხუტა საყვარელი არსება ვაჟმა და ვნებიანად დაეწაფა მონატრებულ ბაგეებს.

მეორმოცე თავი
(დასასრული)
რამდენიმე წუთში შეუერთდნენ მარიამს ახალგაზრდები. ვაჟის სპორტულები აშკარად დიდი ჰქონდა თეკლეს, თუმცა არ იმჩნევდა. მოხერხებულად დაეკაპიწებინა მკლავები და მოხუცს ეხმარებოდა. საკუჭნაოში შეშის ღუმელი დაანთო აკამ. ცომი მოზილეს. ქალები ჭარხლის ფურცლებს ჭრიდნენ მხლოვანებისთვის, აკას კი მოხარშული კარტოფილი მიაწოდეს გასარჩევად. გიჭამიათ მთიულური მხლოვანა? თუ არა, ბევრიც დაგიკარგავთ. სიტყვაზე უნდა მენდოთ, უგემრიელესია. ჩვენი გმირიც პირველად აგემოვნებდა, ოდნავ ამრეზით დასცქეროდა ერთმანეთში არეულ წვრილად დაკეპილ ჭარხლის ფოთოლსა და ჭყინტ ყველს.
მთელი დღის მშიერი გაუბედავად დასწვდა ერთ ნაჭერს. გვერდულად გამოხედა აკამ, ფრთხილად დააგემოვნა გოგონამ. თვალები გაუბრწყინდა მოულოდნელობისგან. იმდენად მოეწონა ქადებს აღარც მიჰკარებია.
- უგემრიელესია.... - კმაყოფილი ილუკმებოდა ის.
- შეგარგოს... - თბილად გამოხედა ვაჟმა.
- მოგეწონა? აკასაც უყვარს... - ეშმაკურად გამოხედა მოხუცმა ბიჭს.
- მართლა, არ გითქვამს?.. - ეჭვით გახედა თეკლემ.
- ასეთ გემრიელ მხლოვანებს მხოლოდ მარიამი აკეთებს. აქ სხვა გემო აქვს...
- აი, ვასწავლი თეკლესაც და მე რომ აღარ ვიქნები... - ნაღვლიანად გამოხედა ახალგაზრდებს.
- თქვენ სულ იქნებით, უფლება არ გაქვთ მიგვატოვოთ... - სიცილით მიეფერა თეკლე, სიკვდილის ხსენებაზე არც აკას შეჭმუხნილი შუბლი გამოჰპარვია მოხუცს - თუმცა, მომზადებას თუ მასწავლით მადლობელი დაგრჩებით. ყველის გარდა კიდევ რა გაურიეთ?
ხომ საერთოდ არ იცნობდა ამ ერთი ციდა გოგონას, მაგრამ მისმა სიტყვებმა გული გაუთბო მარიამს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდა, მასთან გაიზარდა, უბრალოდ მისი იყო...
აშკარად გაახალისეს და გამოაცოცხლეს მიტოვებული სახლ-კარი სტუმრებმა.
საღამოს გვიან დაწვნენ დასაძინებლად. ერთ ოთახში მოხუცს ეძინა, მეორეში კი... გვერდი-გვერდ მიდგმულ ლითონის რიკულებიან, ზამბარიან ლოგინებში თეთრ, თოვლივით ფითქინა თეთრეულში იწვნენ ახალგაზრდები. მატყლის საბანში ჩაცმული შეძვრა თეკლე და ლოგინში ნელ-ნელა გაიხადა, აკას ზედმეტი რომ არ დაენახა საგულდაგულოდ შეიკეცა საბანი კუთხეებში, გარეთ მხოლოდ ცხვირი ჰქონდა გამოყოფილი.
- ფრთხილად იყავი არ გაიგუდო!... - დასცინოდა ვაჟი. - ბარემ ხმალიც ხომ არ ჩაგვედო შუაში? ჩემი ასე თუ გეშინოდა, გეთქვა და გარეთ დავიძინებდი... - უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა.
- მართლა?! - აშკარად ჩაუჯდა მისი სიტყვები ჭკუაში თეკლეს.
- აბა რა, თბილად მივწდებოდი შეშის ღუმელთან და... - სიტყვის დასრულება ვეღარ მოასწრო, გარედან უცნაური ყმუილის ხმა შემოესმათ.
- ეს რა იყო?! - თვალებდაჭყეტილი, შეშინებული საცვლების ამარა წამოვარდა თეკლე, სულ დაავიწყდა რამოდენიმე წამის წინ საბანში რომ იმალებოდა.
- მგელი. - სიცილით უპასუხა ვაჟმა, სწრაფად აარიდა თვალი და ყელში ძლივს გადააგორა ნერწყვი ქალის გამომწვევი ფორმების დანახვისას.
- მეხუმრები, ხომ? - ცრემლებით აევსო თვალები თეკლეს.
- არა. - ეშმაკურად უმზერდა ვაჟი.
- შეუძლებელია, აშკარად მატყუებ, აქ მგელს რა უნდა!... - ისევ ლოგინში შეძვრა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა თეკლე.
არადა აკა აშკარად ხალისობდა მის შიშზე, სიტუაციას უფრო და უფრო ამძაფრებდა:
- აქ მხოლოდ მგელი კი არა, დათვიც იცის. ბავშვობაში მკაცრად გვაფრთხილებდნენ შებინდებისას მარტო, უფროსის გარეშე არსად გავსულიყავით, ისინიც ხელში იარაღს იღებდნენ და ისე მოგვყვებოდნენ.
- აუ, კარგი რა!.... - ვეღარ მოითმინა თეკლემ და ცრემლებიც გადმოჰყარა.
- ღმერთო ჩემო, რა სულელი ხარ! - თავი ვეღარ შეიკავა ვაჟმა - მგელი აქ ზამთარში ჩამოდის, როცა ზემოთ მთებში საკვებს ვერ შოულობს. რომც იყოს სახლში ხომ არ შემოგვიხტება?!
- ბოროტო, ჩემი შიშით ერთობი?!... - აშკარად გვიან მიხვდა და გაბუტულმა ზურგი შეაქცია თეკლემ.
- ჩურჩუტო, რამდენიც არ უნდა ეცადო ქალივით მოქცევას, მაინც პატარა ბავშვი ხარ! - მის მხარეს გადაიწია და თმები აუჩეჩა. მართალია ვაჟისკენ აღარ შებრუნებულა, მაგრამ ოდნავ ჩაჩვრეტილი ლოყით, მიხვდა, რომ იცინოდა თეკლე. - ტკბილი ძილი! - ზურგიდან ტუჩებით ფრთხილად შეეხო რამოდენიმე წამის წინ გაღიმებულ სახეზე.
- ღამე მშვიდობის! - ღიმილნარევი, თითქმის ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები როდის-როდის მისწვდა ძილ-ბურანში წასულს ვაჟს.

ჯიუტმა მზის სხივებმა თვალებში მიაჭყიტა თეკლეს. სხარტად გვერდით გადაბრუნდა, ეგონა აკას გააღვიძებდა, თუმცა ვაჟი იქ არ დახვდა. გაოცებულმა ფანჯრიდან გაიხედა. წელს ზემოთ შიშველი ბიჭი პირსაბანთან იდგა, ცივი წყლით ხელ-პირს იბანდა, თან მხიარულად პირსახოცით ხელში იქვე მდგომ მარიამს ელაპარაკებოდა. ისე მძაფრად მოუნდა თეკლეს მასთან ჩახუტება და მოფერება, რომ უნებურად გაწითლდა. თითქოს საკუთარი აზრების შერცხვაო, მყისვე მოაშორა თვალი, ლოგინიდან თვითონაც სწრაფად წამოხტა, იქვე წინა ღამით დალაგებული სპორტულები ჩაიცვა და გარეთ გავარდა.
- ოჰო, მძინარე მზეთუნახავო, უკვე გაიღვიძეთ?! - პირის მშრალებისას ღიმილით შესცინა ვაჟმა.
- მძინარე აღარ ვიქნებოდი, რომ გაგეღვიძებინე!... - ჩუმად, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა თეკლემ.
- ყველა სიკეთესთან ერთად ბუზღუნაც ყოფილხარ!... - თვალი ჩაუკრა მოხუცს - ამბობენ ქალი ახალგაღვიძებული თუ მოგეწონება, ესე იგი მართლა ლამაზიაო. მარიამ, მე მეჩვენება, თუ მართლა ლამაზია ჩემი თეკლე?!
- ლამაზია, შვილო, ლამაზი... - სიცილით დაეთანხმა ქალიც.
- ყვავს მისი ბახალა ლამაზი ეგონაო, ასეა შენი საქმე!... - სიწითლის დასამალად თავადაც პირსაბანთან მივიდა თეკლე.
- ასეთი ბიჭი ყვავს შემადარე გოგო?! - ისევ იცინოდა აკა - ხუმრობა იქეთ იყოს და, ცოტა რომ მოწესრიგდები, ოთახში შემოდი რაღაც უნდა გაჩვენო! - ჩუმად უჩურჩულა და მარიამს სახლში შეჰყვა.

ცნობისმოყვარეობით კვდებოდა, რატომ ეძახდა ვაჟი. შეძლებისდაგვარად სწრაფად მოწესრიგდა, ცოტა ფორმაში მოიყვანა ერთ ღამეში ბუჩქად ქცეული თმა და ოთახში შევიდა. მარიამი საკუჭნაოში ფუსფუსებდა. აკა სავარაუდოდ საძინებელში ელოდა. წინა დღის ქადებსა და მხლოვანებს აწყობდა მოხუცი.
- მოდი ბებია, მოდი, ნუ უსმენ მაგ გადარეულს, ცხელი წყალი ავადუღე. ყავა ან ჩაი, რომელიც გაგიხარდეთ ის მიირთვით. აკას, რომ უსმინო, მთელი დღე მშიერს გატარებს, აიჩემა დილიდანვე უნდა წავიდეთო, სულ ორი წუთი უნდა, უცბად მიირთვით და!... - ქოთქოთებდა მარიამი.
ისეთი სუნი იდგა სულმა წასძლია თეკლეს, ხათრიც ვერ გაუტეხა მოხუცს, მაშინვე სუფრასთან მოკალათდა.
- აკა, გესმის ბიჭო? ბალღი მშიერია, მოდი შენც, ჭამე ორი ლუკმა და წადით მერე...
- ეეე, კარგი რა თეკლე!... - ბუზღუნ-ბუზღუნით გამოვიდა ვაჟი ოთახიდან.
კინაღამ ლუკმა გადასცდა ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, მხრებში ამაყად გამართული აკას დანახვაზე თეკლეს.
- აღიარე, ხომ მიხდება?! - ეშმაკური ღიმილით ეკითხებოდა გოგონას, თუმცა ქალს პასუხის გაცემის თავი აღარ ჰქონდა, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა მისი რეაქციით გამხიარულებულ ბიჭს.
- რამე გამოვტოვე?!- ამჯერად მოხუცს მიაჩერდა თეკლე.
- ჯერჯერობით არა, მაგრამ თუ დიდხანს გააგრძელებ მარიამთან ქეიფს, საკუთარ ქორწილს გამოტოვებ!...
- მორჩი მასხრობას, მოდი ორი ლუკმა შენც შეჭამე და აუხსენი ადამიანურად, ნუ დააბნიე ბალღი!... - თბილად უღიმოდათ მოხუცი.
თეკლეს გვერდით მოთავსდა ვაჟიც: - იმედია მოსამზადებლად ნეხევარი საათი გეყოფა!... - ჩუმად უჩურჩულა დაბნეულ ქალს.
აშკარად აღარ ახსოვდა საუზმე თეკლეს. თითო-თითო ნაჭერი მხლოვანა და ქადა მაინც შეჭამა, ესეც იმიტომ, რომ მარიამი არ გაენაწყენებინა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვაჟს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, სული მისდიოდა ისე უნდოდა ეკითხა მისი გეგმების შესახებ, მაგრამ ზედმეტი კითხვის დასმას ვერ ბედავდა. იცოდა, მაინც არ გაუმხელდა.
ოთახში თითქმის შეფრინდა და მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. ლოგინზე თეთრი საქორწილო კაბა იყო მიფენილი.
- შეუძლებელია!. - ხელში ატრიალებდა თხელ გიპიურის ქსოვილს.
სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა თეკლე. ასე სწრაფად ცხოვრებაში არ მომზადებულა. რამოდენიმე წუთში გაიხადა სპორტულები. ძველებური კარადის სარკეში შეათვალიერა საკუთარი გამოსახულება. ულამაზესი, თეთრ კაბაში გამოწყობილი სილუეტი გაბრწყინებული თვალებით მისჩრებოდა ქალს. მკერდთან გადაჭრილი, გიპიური ლამაზად ვარდებოდა და უკან შლეიფად მიჰყვებოდა. თმას ბევრი ვერაფერი მოუხერხა, უბრალოდ ბალერინასავით აიკეცა და სახელდახელოდ შეიკრა.
- იდეალური არაა, თუმცა ცუდიც არ ითქმის... - თვალი ჩაუკრა საკუთარ გამოსახულებას და გარეთ გავიდა.
ერთ რამედ ღირდა აკას გაოცებული და დაბნეული სახის დანახვა. აშკარად დამუნჯდა თეკლეს შემხედვარე.
- აღიარე, ხომ მიხდება?! - რამოდენიმე წუთის წინ დასმული საკუთარი სიტყვები გაუმეორა ქალმა.
- ულამაზესი ხარ... - როგორც იქნა სიტყვებს თავი მოუყარა - თუმცა ერთი რამ გაკლია... - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თეკლეს, საგულდაგულოდ აკეცილი თმები ცალი ხელით ფრთხილად დაუშალა და თავზე ზურგს უკან დამალული მინდვრის ყვავილების საკმაოდ სქელი გვირგვინი დაადგა. - ჩემი დედოფალი ხარ! - ვნებიანად, ყურთან უჩურჩულა და სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით ყვრიმალზე. ისევ დაბურძგლა სიამოვნებისგან, ისევ დაუარა ცხელმა ტალღამ სხეულში, საკუთარი ემოციებისგან გაწითლდა და ვაჟის მკერდში დამალა სახე. - სულ ორი წუთი დამელოდე კარგი?! -
მის პასუხს აღარც დალოდებია, კარებში გავარდა აკა და მალე თეთრ ცხენზე ამხედრებული მოადგა სახლის კარებს.
- ცხენი?- დაბნეულმა ახედა ქალმა.
- იქ სამწუხაროდ ავტომობილით ვერ ავალთ...
- კი მაგრამ, ასეთ ადგილზე სად მივდივართ?! - შიში შეეპარა ხმაში.
- მენდობი?! - თვალებში უმზერდა ვაჟი - ჩემი გჯერა?! - ინსტინქტურად დაუქნია თავი თეკლემ თანხმობის ნიშნად. - მაშინ არაფრის შეგეშინდეს... - მსუბუქად აიტაცა გოგონა ხელში და წინ შემოისვა. გამალებით უცემდა გული დამფრთხალ თეკლეს, თუმცა ვაჟის ძლიერი ხელები იგრძნო თუ არა წელზე, მაშინვე დამშვიდდა. მთელი სხეულით მიეკრა მკერდზე.
- ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ შვილებო! - პირჯვარი ხელის კანკალით გადასწერა უკვე საკმაოდ შორს მყოფ მხედარს.
თითქმის ერთ საათზე მეტ ხანს მიდიოდნენ ციცაბო აღმართზე გამოკიდებულნი. ალაგ-ალაგ თვალებს ხუჭავდა თეკლე და მკერდში ეკვროდა ვაჟს, რომელიც აშკარად არ აპროტესტებდა ქალის ჩახუტებას. პირიქით, თავზე კოცნიდა და ათას სასიამოვნო სიტყვებს ეჩურჩულებოდა საყვარელ არსებას.
მთის წვერზე ავიდნენ მხედრები, გაფართოებული თვალებით უმზერდა ქალი თავზე წამომდგარ მყინვარს. ხელის გულივით მოსჩანდა ქვემოთ დარჩენილი სოფელი. იქვე ახლო-მახლოს პატარა ტაძარი შენიშნა ქალმა.
- სად ვართ?
- ახლა მლეთას გადავყურებთ ზემოდან. ეს კი ლომისის წმინდა გიორგის ტაძარია.
- შეუძლებელია... - ყურებს არ უჯერებდა გოგონა. - ყოველთვის მინდოდა აქ მოხვედრა, ყოველ ზაფხულს გვეგმავდით, მაგრამ...
- ლეგენდა იცი?
- გამიგია, თუ სწორად მახსოვს მონადირესა და მის უშვილო ცოლს უკავშირდებოდა...
- როგორც მარიამისგან გამიგია, მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი აოხრებდა საქართველოს, არბევდა და ტყვედ მიჰყავდათ ხალხი. ეს ყველაფერი გაგრძელდა ჭირივით გაგრძელდა თითქმის ხუთი წელი. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვედყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ამ ნიშებს ლომისის ნიშებს უწოდებენ.
შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მოუღწევია და აქ უსულოდ დაცემულა. ხატიც აქვე დააბრძანეს. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი ასე აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამბობენ ტაძარში სასწაულ მოქმედი ჯაჭვია, რომლითაც ხატი ყოფილა დაბრძანებული და დამაგრებული, ვინც ჯაჭვს კისერზე დაიდგამს და ტაძარს სამჯერ ლოცვით შემოუვლის ნებისმიერი სურვილი აუსრულდებათო. შენ რაც სთქვი, უშვილო ცოლ-ქმარზე, ამბობენ ცოლი სწორედ იმ ტყვედყოფილებში ყოფილა, ხარს კი წინ მისი მეუღლე მოუძღვოდაო. ლეგენდის თანახმად, უფალმა უდუდესი მადლი უბოძა, ერთ წელიწადში წყვილს ვაჟი შესძენიათ.
- და ჩვენ, აქ?... - მღელვარებისგან კითხა ვერ დაასრულა თეკლემ.
- ჩვენ ჯვარს დავიწერთ. - გაბრწყინებული სახით შესცინა აკამ.
- კი, მაგრამ... მეჯვარეები? - დაიბნა ქალი.
- სულ ცოტაც მოითმინე და... - სიცილს ვეღარ იკავებდა ვაჟი. - ტაძრამდე ცხენით მისვლა არ შეიძლება, ეგ კი არა, სულ რამოდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე ქალსაც კი არ უშვებდნენ, აქედან ფეხით უნდა წავიდეთ... - მსუბუქად ჩამოხტა ცხენიდან და ქალსაც დაეხმარა ჩამოსვლაში.
გრძნობდა როგორ ცახცახებდა ემოციებისგან თეკლე. პატარა ბავშვივით ხელმოკიდებული მიჰყავდა ტაძარში მომავალ მეუღლეს. გაუბედავად მიჰყვებოდა თეკლე, აქეთ-იქით დაბნეული აცეცებდა თვალებს, წინასწარ აფრთხილებდა საკუთარ თავს, რომ რაც არ უნდა დაენახა, გაოცება არ გამოეხატა, თუმცა მაინც ვერ შესძლო. აქამდე შეკავებული კივილი მისით აღმოხდა ყელიდან. სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა, როცა ტაძრის კარებთან მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები დაინახა.
- ცოტა არ იყოს შევშინდით, ხომ არ გადაიფიქრა ჩვენმა გადარეულმა გოგომო? - ხელებგაშლილი მიეგება ეკა და თბილად ჩაიკრა გულში.
- აქ საიდან? - ცრემლებს ვერ იკავებდა თეკლე.
- გეგონა, გამოვტოვებდით? მამას პრინცესა, რა ლამაზი ხარ. აღიარე, ბევრი გაწვალა?! - მეგობრულად მხარზე ხელი დაჰკრა მირიანმა აკას.
- დედას გეფიცებით ნამდვილი გიჟები ხართ. მთის წვერზე ქორწილს მხოლოდ თქვენ ორნი თუ მოიფიქრებდით!... - წუწუნით წამოვიდნენ ჩასახუტებლად ტატო და ფარნა.
- ეგ ჩემი იდეა არ ყოფილა, საყვედურებით თქვენს ძმაკაცს მიმართეთ! - სიცილს ვეღარ იკავებდა თეკლე.
- ხედავ, ჩვენი გოგო კმაყოფილი არაა, უკან მიგვყავს!... - ხუმრობდა თამარი.
- გაგიჟდი გოგო?! - სწრაფად შეიცხადეს ნიკამ და ოთომ - რაც ამის აქ ამოტყუებაში ენერგია დავხარჯეთ, საკუთარ ქორწილში არ ვინერვიულებთ ამდენს.
- კი, მაგრამ თქვენ აქ საიდან მოხვდით? - როგორც იქნა დასვა მისთვის საინტერესო კითხვა თეკლემ.
- რას არ იზავ მეჯვარეობის გამო, - ფეხით ამოვედით მლეთიდან!... - ამაყად გაიბღინძა დათუნა.
- ასე ჩაცმულები? - გაოცებულმა გადახედა აკას მსგავსად სხვადასხვა ფერის ჩოხებში გამოწყობილ ბიჭებს.
- გატყუებს, მაშველებს სთხოვა მამაომ და ხევისბერთან ერთად ვერტმფრენით ამოგვიყვანეს!... - სიცილს ვეღარ იკავებდა ჯუმბერიც.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოკლედ გეტყვით, რომ მეჯვარეები, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, დათუნა და თამარი გახლდნენ. ჯვარი ჩვენთვის კარგად ნაცნობმა მამაომ დასწერა წყვილს. ხელისმომკიდეების მიერ ჩამოტანილი მარადიული სიყვარულის, ერთგულებისა და უსასრულობის სიმბოლო, ოქროს რგოლები საკუთარ გულებთან ერთად ერთმანეთს სამუდამოდ აჩუქეს. ბედნიერებით გაბრწყინებულებმა იტრიალეს გვირგვინებით საკურთხეველთან, უდაოდ უცნაური ცერემონიალი გამოვიდა. მამაოს ხომ ჯვრისწერისას ხევისბერიც ეხმარებოდა.
ერთად-ერთი რაზეც გული სწყდებოდა თეკლეს, ის იყო, რომ გოგა და თათია არ იყვნენ მათთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანახვა დიდად არ გაჰხარებია, ვიკაც კი არ დააკლდნენ ცერემონიალს, სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ ასათიანებიც. აიკოც მხარს უმშვენებდა შეყვარებულს.
ტაძრის კარებთან ხმლებით გაკეთებულ თაღქვეშ გამოატარეს ბედნიერი წყვილი ბიჭებმა. იაკო, ქეთა და თამარი ყვავილების ფურცლებს აყრიდნენ თავზე. ღიმილით ულოცავდნენ ახლობლები დაოჯახებას.
- ბედნიერებას გისურვებთ! - ცალ-ყბად, როგორც იქნა თავი მოუყარა სიტყვებს ვიკამ.
ოდნავ შესამჩნევად დაუქნიეს წყვილმა მადლობის ნიშნად თავი.
- იცოდეთ ასე მშრალად არ გამოგივათ, გოგა და თათიაც ჩამოვლენ და ხელისმოწერის დროს ერთს ჩვენებურად... - ისევ გეგმებს აწყობდა მირიანი.
- მაპატიე, თუ ყველაფერი ისეთი იდეალური არაა, შენ რომ გსურდა!... - ჩუმად უჩურჩულა აკამ.
- ამაზე უკეთესად წარმოუდგენელია, მადლობ ყველაფრისთვის!. - ფრთხილად, მსუბუქად შეეხო ტუჩებზე ტუჩებით თეკლე - შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს... უბრალოდ აქამდე ვერ გითხარი. გიგას ქორწილში ერთ ადამიანს დავპირდი, რომ როცა გეტყოდი, ისიც იქ იქნებოდა!... - ცალი თვალით იქვე მდგომ ნიკასკენ გაიხედა და ანიშნა ახლოს მოდიო.
მისი ქცევა არ გამოჰპარვიათ სტუმრებს და ჩუმად, მოლოდინით მიაჩერდნენ წყვილს.
საგულდაგულოდ დამალული მერსედესიდან მიღებული მოწვევა ამოიღო გოგონამ და აკანკალებული ხმით დაიწყო ხმამაღლა კითხვა.
- შეუძლებელია, რაღაც მომეჩვენა?! ეს როგორ მოახერხე?... - თავი ვეღარ შეიკავა ემოციებისგან, აღარ აღელვებდა გარშემო ამდენი ხალხის ყოფნა, ბედნიერებისგან იცინოდა თუ ტიროდა ვეღარ არჩევდა.
- მე მგონი ჯობდა ნელა შეგვეპარებინა, პირველივე დღეს შეურაცხადი ქმარი დიდი ვერაფერი ხეირია!... - როგორც ყოველთვის ხუმრობდა ნიკა.
და რა იყო შემდეგ? თბილისთან და ოჯახის წევრებთან განშორების შვიდი გრძელი წელი. სანუკვარი ოცნების ახდენისკენ მიმავალი შვიდი, ყველაზე მძიმე და შრომატევადი წელი.
მერსედეს - ბენტსის მიერ წარმოებული „წითელი ავაზა“ ავტომობილების გამოფენაზე პოტენციურ მომხმარებელთა წინაშე ამაყად იწონებდა თავს და ალბათ, მხოლოდ ერთეულებმა თუ იცოდა ერთი პატარა გოგონას ოცნების ასახდენად, როგორ შექმნა პატარა ბიჭმა სათამაშო მაკეტი, სახელად „წითელი ავაზა“ .



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორია.... ძალიან მიყვარს ძალიან ძალიან მაგარი ისტორიაა და ის ემოციები კიდევ ერთხელ გამიცოცხლდა რასაც ამ ისტორიის პირველად კითხვის დროს განვიცდიდი...

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორია.... ძალიან მიყვარს ძალიან ძალიან მაგარი ისტორიაა და ის ემოციები კიდევ ერთხელ გამიცოცხლდა რასაც ამ ისტორიის პირველად კითხვის დროს განვიცდიდი...


ჩემო ძვირფასო, როგორ გამახარე kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი ემი

როგორ მიყვარს აკო, ძალიან, ძალიან... ჩემთვის მინდოდა,მაგრამ თეკლაც ისეთი კარგია, რომ არ დამენანა მისთვის heart_eyes ... კარგი ისტორიაა ძალიან და კიდე მინდა, ახალი wink

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
როგორ მიყვარს აკო, ძალიან, ძალიან... ჩემთვის მინდოდა,მაგრამ თეკლაც ისეთი კარგია, რომ არ დამენანა მისთვის heart_eyes ... კარგი ისტორიაა ძალიან და კიდე მინდა, ახალი wink

როგორი კეთილი ხარ, გამიმართლა აკა თეკლეს რომ დაუტოვე smile სულ ცოტაც და გამოვჩნდები ახალი ისტორიით, მინდა იმედი ვიქონიო, რომ ახალ პერსონაჟებსაც არანაკლებ შეიყვარებთ heart_eyes

 


№5 სტუმარი Guest alisa

Guli damwyda nikaze da likaze ((

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest alisa
Guli damwyda nikaze da likaze ((


ამ ისტორიაში ეგ წყვილი ცოტა ტრაგიკული გამოვიდა disappointed_relieved

 


№7 სტუმარი harry Carlos Loans

გამარჯობათ, მე ვარ დოქტორი ჰარი Carlos, კერძო სესხის კრედიტორების i გასცემენ სესხს ის, რომ სჭირდება სესხი, და ის, რომ მინდა, რომ დაიწყოს ახალი business.I გასცემენ პირადი სესხი, ბიზნეს სესხი, სტუდენტური სესხი, კომპანია სესხები და ყველა სახის სესხების, დაინტერესებული განაკვეთი 2% საკონტაქტო დღეს: [email protected] ან +2348073303418


LEGIMATE სესხის კრედიტორების

 


№8  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე რა იყო ეს, აქამდე როგორ არ წავიკითხე, იმხელა ემოცია დამიტოვა, იმდენი მატირა. არაჩვეულებრივად წერ ჩემო კარგო. ეხლა უნდა ჩავუჯდე და სულ გადავიკითხო ყველა ისტორია, სასწაული გოგო ხარ

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Chikochiko
ვაიმე რა იყო ეს, აქამდე როგორ არ წავიკითხე, იმხელა ემოცია დამიტოვა, იმდენი მატირა. არაჩვეულებრივად წერ ჩემო კარგო. ეხლა უნდა ჩავუჯდე და სულ გადავიკითხო ყველა ისტორია, სასწაული გოგო ხარ


პატარა ბავშვივით გამიხარდა თქვენი კომენტარი, ძალიან დიდი მადლობა kissing_heart

 


№10 სტუმარი Akrep

harry Carlos Loans
გამარჯობათ, მე ვარ დოქტორი ჰარი Carlos, კერძო სესხის კრედიტორების i გასცემენ სესხს ის, რომ სჭირდება სესხი, და ის, რომ მინდა, რომ დაიწყოს ახალი business.I გასცემენ პირადი სესხი, ბიზნეს სესხი, სტუდენტური სესხი, კომპანია სესხები და ყველა სახის სესხების, დაინტერესებული განაკვეთი 2% საკონტაქტო დღეს: [email protected] ან +2348073303418


LEGIMATE სესხის კრედიტორების

ეს რა მაგარი კაცია

 


№11  offline წევრი ქეთი:)

ძალიან მაგარი იყო აკა :
<3 თეკლე :* ძალიან მაგრები იყვნენ :
:)
--------------------
ITEQ..!

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ქეთი:)
ძალიან მაგარი იყო აკა :
<3 თეკლე :* ძალიან მაგრები იყვნენ :
:)

მართლა? მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes

 


№13 სტუმარი Americanloan

Real estate investing, even on a very small scale, remains a tried and true means of building an individual's cash flow and wealth before you can become a millionaire, you must learn to think like one. You must learn how to motivate yourself to counter fear with courage. Making critical decisions about your career, business, investments and other resources conjure up fear, fear that is part of the process of becoming a financial success.
Are you in need of a loan? Email [email protected] for a financial assistance today.

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

აი ძალიან ძალიანნ ფერადი და საყვარელიი ისტორიაა იყო მომეწონაა ძალაინნ

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნარჩიტა
აი ძალიან ძალიანნ ფერადი და საყვარელიი ისტორიაა იყო მომეწონაა ძალაინნ

უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ. ამ ისტორიის მეორე ნაწილი "ბედნიერების რეცეპტია". გირჩევთ ისიც წაიკითხოთ. იმედია მოგეწონებათ.

 


№16  offline წევრი TamoTi

უსაყვარლესი ისტორია იყოო❤️❤️ძალიან მომეწონა❤️❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Tamuna Gogaladze
უსაყვარლესი ისტორია იყოო❤️❤️ძალიან მომეწონა❤️❤️

მაგ ისტორიას მეორე ნაწილის აქვს. "ბედნიერების რეცეპტი". სადაც შვილების ისტორიაა მოცემული, შეგიძლიათ იხილოთ.

 


№18 სტუმარი Eagle loan company

Dear Customer

Are You Looking For a Loan?

Welcome to Eagle Loan company .

we are located in Ohio, united state of America we offer loan to those In bad credit, student looking for financial help and loan purpose such as

1: House Loan.

2: Car Loan.

3: Capital Loan.

4: Business and

5: Personal Loan.

With a 1-30 years repayment duration period to any part of the world, where everyone is approved, bad credit OK or even low credit ok.

 

We give out loans from the range of $1,000 to $10,000,000.00 USD. Our loans are well insured for maximum security is our priority Are you losing sleep at nights worrying how to get a Legit Loan Lender? Are you biting your fingernails to the quick? Instead of beating yourself up, call us now, a loan specialist who can help you to stop your Bad Credit History, to discover a win-win solution which is Our Mission.

 

* Are you financially squeezed?

* Do you seek funds to pay off credits and debts?

* Do you seek finance to set up your own business?

* Are you in need of personal or business loans for various purposes?

* Do you seek loans to carry out large projects?

 

If you have any of the above problems, we can be of assistance to you but I want you to understand that we give out loans at an interest rate of 5%.

 

* Borrow anything up to $10,000,000.00 USD.

* Choose between 1 to 30 years to repay.

* Choose between Monthly and Annual repayments Plan.

* Flexible Loan Terms.

you can contact us now! 
Email: [email protected]

Dear Customer

Are You Looking For a Loan?

Welcome to Eagle Loan company .

we are located in Ohio, united state of America we offer loan to those In bad credit, student looking for financial help and loan purpose such as

1: House Loan.

2: Car Loan.

3: Capital Loan.

4: Business and

5: Personal Loan.

With a 1-30 years repayment duration period to any part of the world, where everyone is approved, bad credit OK or even low credit ok.

 

We give out loans from the range of $1,000 to $10,000,000.00 USD. Our loans are well insured for maximum security is our priority Are you losing sleep at nights worrying how to get a Legit Loan Lender? Are you biting your fingernails to the quick? Instead of beating yourself up, call us now, a loan specialist who can help you to stop your Bad Credit History, to discover a win-win solution which is Our Mission.

 

* Are you financially squeezed?

* Do you seek funds to pay off credits and debts?

* Do you seek finance to set up your own business?

* Are you in need of personal or business loans for various purposes?

* Do you seek loans to carry out large projects?

 

If you have any of the above problems, we can be of assistance to you but I want you to understand that we give out loans at an interest rate of 5%.

 

* Borrow anything up to $10,000,000.00 USD.

* Choose between 1 to 30 years to repay.

* Choose between Monthly and Annual repayments Plan.

* Flexible Loan Terms.

you can contact us now! 
Email: [email protected]

Dear Customer

Are You Looking For a Loan?

Welcome to Eagle Loan company .

we are located in Ohio, united state of America we offer loan to those In bad credit, student looking for financial help and loan purpose such as

1: House Loan.

2: Car Loan.

3: Capital Loan.

4: Business and

5: Personal Loan.

With a 1-30 years repayment duration period to any part of the world, where everyone is approved, bad credit OK or even low credit ok.

 

We give out loans from the range of $1,000 to $10,000,000.00 USD. Our loans are well insured for maximum security is our priority Are you losing sleep at nights worrying how to get a Legit Loan Lender? Are you biting your fingernails to the quick? Instead of beating yourself up, call us now, a loan specialist who can help you to stop your Bad Credit History, to discover a win-win solution which is Our Mission.

 

* Are you financially squeezed?

* Do you seek funds to pay off credits and debts?

* Do you seek finance to set up your own business?

* Are you in need of personal or business loans for various purposes?

* Do you seek loans to carry out large projects?

 

If you have any of the above problems, we can be of assistance to you but I want you to understand that we give out loans at an interest rate of 5%.

 

* Borrow anything up to $10,000,000.00 USD.

* Choose between 1 to 30 years to repay.

* Choose between Monthly and Annual repayments Plan.

* Flexible Loan Terms.

you can contact us now! 
Email: [email protected]

 


№19  offline წევრი OKI ME

ვინაიდან ამ უმაგრეს საიტს ცოტა გვიან შემოვუერთდი, თავისთავად ეს საოცარი ისტორიაც გვიან აღმოვაჩინე.

ჰოო, რაც შეეხება ისტორიას. ბევრი ვიტირე, ვიცინე, უამრავი ემოციით ავივსე.

ლიკას სიკვდილი ვერ მოვინელე ((( ამ ისტორიაში, ყველაზე მეტად ნიკას და ლიკას ამბავმა დამწყვიტა გული. ემოციური იყო, არ ველოდი ამას. არ ვარ მთლად ასეთი ემოციური, რომ ადვილად ავტირდე თუმცა, ლიკამ ამატირა. ისე ემოციურად გაქვს აღწერილი ყველაფერი, რომ ახლა, გახსენებაზეც კი ცრემლები მერევა. მთელი ღამე გავათენე და აი, ახლა დავასრულე კითხვა. არ შემეძლო უკომენტაროდ დატოვება.

საოცარი ისტორიაა. მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის ❤️❤️❤️ წარმატებები შენ ❣️❣️

 


№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Megioki
ვინაიდან ამ უმაგრეს საიტს ცოტა გვიან შემოვუერთდი, თავისთავად ეს საოცარი ისტორიაც გვიან აღმოვაჩინე.

ჰოო, რაც შეეხება ისტორიას. ბევრი ვიტირე, ვიცინე, უამრავი ემოციით ავივსე.

ლიკას სიკვდილი ვერ მოვინელე ((( ამ ისტორიაში, ყველაზე მეტად ნიკას და ლიკას ამბავმა დამწყვიტა გული. ემოციური იყო, არ ველოდი ამას. არ ვარ მთლად ასეთი ემოციური, რომ ადვილად ავტირდე თუმცა, ლიკამ ამატირა. ისე ემოციურად გაქვს აღწერილი ყველაფერი, რომ ახლა, გახსენებაზეც კი ცრემლები მერევა. მთელი ღამე გავათენე და აი, ახლა დავასრულე კითხვა. არ შემეძლო უკომენტაროდ დატოვება.

საოცარი ისტორიაა. მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის ❤️❤️❤️ წარმატებები შენ ❣️❣️

დიდი მადლობა, რომ არ დაგეზარათ და წაიკითხეთ..ორმაგად დიდი მადლობა, რომ აზრი გამიზიარეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება. ვკითხულობდი კომენტარს და მივხვდი რამდენად მომნატრებია წერაც და თქვენი კომემტარებიც. მიყვარხართ ძალიან..მადლობა კიდევ ერთხელ

 


№21 სტუმარი იზოლდა

მინდა მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო ისტორიისათვის, ლამაზად წერთ, წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც, თუმცა მინდა გითხრათ საშინლად შემებრალა ნიკა და ლიკა, ცრემლებიც ვღვარე ტქვენი გმირების ტკივილზე, ... მოკლედ ვისიამოვნე...გაიხარეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent