...და მე, შემიყვარდი შენ. (3)
-ნეტავ რა რეაქცია ექნება, როდესაც საქორწინო კაბაში დამინახავს? ჩურჩულით იკითხა ნიტამ, როდესაც სამივე ლოგინზე მოვთავსდით, აი ისე, როგორც ბავშვობაში ვიცოდით ხოლმე, მერე ღამეს ვათენებდით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით. ვგეგმავდით მომავალს, რომელიც ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვედგინა. გვეგმავდით ჩვენს ქორწილს და წინასწარ ვთანხმდებოდით იმაზე რომ აუცილებლად ერთმანეთის მეჯვარეები უნდა ვყოფილიყავით, სხვანაირად არ გამოვიდოდა. ამ თემაზე რაც წამოვიზარდეთ ბევრჯერ გვისაუბრია, ოღონდ უფრო სერიოზულად, უფრო რეალურად. ეს საოცნებო დღე ნიტასთვის ახლოვდებოდა, მაგრამ ღელავდა კიდეც. -მოეწონები. ისე მოეწონები შეიძლება გული წაუვიდეს კიდეც. უთხრა ელენემ და გაიღიმა. -ჰო? მეშინია. ხმა გაუტყდა და თვალებზე ცრემლი მოადგა. -რას ჰქვია გეშინია? ნიტა რა მოხდა? ხმა ამიკანკალდა და მის ხელს ჩავეჭიდე. რათქმაუნდა ვიცოდი, რომ ღელავდა მაგრამ იმის საბაბი არ ჰქონია, რომ ეთქვა მეშინიაო. არც ემოციების გამოხატვა უყვარს დიდად ამიტომ მისი მხრიდან ასეთი განცხადება იმას ნიშნავდა, რომ ისეთი რაღაც მოხდა რაც არ გვითხტა. ან უბრალოდ ამ ყველაფერმა იმოქმედა მასზე. ვიმედოვნებ რომ მეორე ვარიანტი გამართლდება. -გახსოვთ ის წელი, სამივე ერთად ბორჯომში რომ ვიყავით? -6 წლის წინანდელი რამ გაგახსენა ახლა, ასე უცებ? ნიტამ მწარედ ჩაიცინა და კბილებს შორის გამოცრა. -არც არასდროს დამვიწყებია. ახლა ელენეს მოადგა ცრემლები თვალებზე. -უკვე სერიოზულად მაშინებ, ნიტა, გესმის? ნიტა კი თითქოს არც უსმენდა, თითქოს აქ არც იყო. ჭერს მიშტერებოდა და თვალებსაც არ ახამხამებდა. სახეზე ეტყობოდა როგორ ტკიოდა. სული ტკიოდა. ამ წამს მერჩივნა მიწა გასკდომოდა და შიგნით ჩავეტანე ოღონდ მისი ნატანჯი სახე არ მენახა. -იმ ღამეს გახსოვთ რომ გავიპარე? რას ვფიქრობდი ნეტა. ნეტავ გაგეგოთ და გაგეჩერებინეთ, ნეტავ იმ დაწყევლილ ღამეს ჩემს გვერდზე ყოფილიყავით. შემიტყუა იმ არაკაცმა და.. ხმა გაუწყდა. ყველაფერი გარშემო დატრიალდა. სუნთქვა შეუძლებელი გახდა. რათქმაუნდა მას არ ჭირდებოდა წინადადების დამთავრება რომ მიმხვდარიყავით რა მოხდა. იმ წამს ისე მომინდა ვინც არ უნდა, ყოფილიყო საკუთარი ხელებით დამეგლიჯა. მკვლელობაზეც არ დავიხევდი უკან. საკუთარი ხელებით ვაქცევდი არარაობად, ოღონდ მცოდნოდა ვინ იყო. ერთდროულად იმდენმა გრძნობამ შემომიტია. ზიზღი, ბოროტება, ბრაზი, სინანული, სიყვარული. სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ რამე ვთქვა. თუმცა არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. აქ სიტყვები ვერაფერს გახდება. ელენეს შევხედე. ჯერ გალურჯდა, გამწვანდა, გაწითლდა. შემდეგ თვალებში ზიზღი ჩაუდა. ადგა და ნიტა მთელი ძალით ჩაიხუტა. მეც ჩავეხუტე მათ. და ერთად ვტიროდით. ნიტასთვის და ყველა იმ ქალისა თუ ბავშვისთვის რომელიც ასეთი ამაზრზენი ქმედების მსხვერპლი გახდა. -იცი რამდენი ხანი ვიკავებდი თავს? იცი დღეში რამდენჯერ ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე? მაგრამ არასდროს მყოფნიდა გამბედაობა. ყოველთვის თავს ვიკავებდი. იმის გამო კი არა, რომ მეშინოდა, არა. უბრალოდ ვიცოდი ეს რამხელა ტრავმას მიაყენებდა ჩემს გარშემო მყოფ თითოეულ ადამიანს. თქვენ, ჩემს მშობლებს, ჩემს ნათესავებს. ყველას. ამდენი წლის განმავლობაში ამხელა დარდს ჩემში ვინახავდი იმის იმედით რომ ერთი დღე როგორმე გადამეგორებინა. ყოველ ღამე ვათენებდი და ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ასე უაზროდ რომ არ მოვქცეულიყავი. მაგრამ იცი რა იყო ყველაზე უარესი? ამ ყველფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ყველაფერში. ეს რაღაც მხრივ სიმართლეა. მაგრამ მაშინ საკუთარი თავი მძულდა. ვერ ვიტანდი იმას რასაც ვხედავდი სარკეში ჩახედვისას. მაგრამ ეს ყველაფერი გადავლახე. ძლიერი აღმოვჩნდი. მაგრამ როგორ ვუთხრა ნიკას ეს ყველაფერი? არ შემიძლია! არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. უბრალოდ იქვე დავრჩით სადაც ვიყავით. ნიტა ცოტა ხანში დაწყნარდა და ემოციების მოზღვავების გამო გადაღლილს უცებ ჩაეძინა. მე და ელენეს კი დილამდე არ გვძინებია. როგორ შეგვეძლო ისეთი ბრმები ვყოფილიყავით, რომ ვერ დაგვენახა მის თავს რა ხდებოდა? ღმერთო! 7 საათი რომ გახდა წამოვედი და წერილი დავუტოვე რომ მეორე დღეს აუცილებლად მივიდოდი. დავაყოლე მიყვარხარ და გამაგრდი-თქო, სხვა არ ვიცოდი რა მეთქვა. *** სახლში ავედი თუარა მაშინვე საწოლისკენ გავემართე. ამდენმა ინფორმაციამ ერთად ისე გადამღალა... კიდევ ერთხელ გავიხსენე ყველაფერი და ისევ ის ემოციები დამეუფლა. ისე ჩამეძინა ვერც გავიგე. *** მაღვიძარამ 9 საათზე დარეკა, მაგრამ როგორც ჩანს არ გამეღვიძა. ყოველთვის ცხრა საათზე ვდგები, თუნდაც საქმე არაფერი მქონდეს, მაგრამ გუშინდელ ამბებს რომ ვიხსენებ, არც მიკვირს რომ თორმეტ საათამდე მეძინა. თავი რომ მოვიწესრიგე მანანა ბებიასთან გავედი. კარის მეზობლები ვართ და მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა, ჩემი დროის უმეტეს ნაწილს მასთან ვატარებ. არც თვითონაა წინააღმდეგი, მეც მსიამოვნებს მის კამპანიაში ყოფნა. ის-ის იყო რომ უნდა დამეკაკუნებინა, რომ კარი გაიღო და იქიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა. ასე, 25-26 წლისა იქნებოდა. შარვალ-კოსტუმში იყო გამოწყობილი, რომელიც უნდა ვაღიარო, ძალიან უხდებოდა. ჩემთვის არც შემოუხედია ისე ამიარა გვერდი და კიბისკენ წავიდა. გამიკვირდა მისი იქ ყოფნა. არც ისე ხშირად მოსდიან მანანას სტუმრები. -დილამშვიდობისა, ბებო! -რაღა დილამშვიდობისა, შვილო, შუადღეა უკვე. გაიცინა და ჩამეხუტა. შემდეგ სახეზე დამაკვირდა და თვალების ქვეში ჩაშავებული ადგილები შეიცხადა. -რა არის ბებო ეს?! ღამე არ გძინებია? კიდევ ერთხელ ამომიტიტივდა თავში ყველაფერი. -არაფერი, ბე. შენ ის მითხარი, ის სიმპათიური ყმაწვილი ვინ იყო? გამაცნობ? წარბები ავათამაშე და გადავიკისკისე. მასაც გაეცინა და თავი გააქნია. -ამხელა გოგო ხარ ნუ მაიმუნობ, მარიამ. თავზე ხელი ღიმილით გადამისვა და სამზარეულოსკენ მიბიძგა. -მიდი, შვილო. ნამცხვარი გამოვაცხე, შენ რომ გიყვარს ის. *** სახლში რომ დავბრუნდი უკვე სამი საათი ხდებოდა. მალევე მოვემზადე და დაველოდე სანამ საბა მოვიდოდა. უკვე ოთხი საათი გახდა, საბა არ ჩანს. ოთხი საათი და ოცდაათი წუთი, საბა არ ჩანს. ხუთი საათი გახდა, საბა კი ისევ არ ჩანს. ვცდილობ თვალებზე მოწოლილი ცრემლი უკუვაგდო, მაგრამ არაფერი გამომდის. ჯერ ერთ ლოყაზე მოგორავს ცრემლი, მერე მეორეზე. გადამაგდო? ის-ისაა ჩემს ოთახში უნდა გავიდე, რომ ზარის ხმა ისმის. უნებურად მეღიმება და ცრემლებს სწრაფად ვიშრობ. -ორი წუთით! გავძახი საბას და სარკეში ვიხედები იმის იმედით რომ არაფერი მეტყობა. მიმართლებს. კარებს ვაღებ და კედელს ცალი ხელით მიყრდნობილი საბა მხვდება. ოდნავ აღელვებული და შეწუზებული ჩანს, ფიქრებში წასული. როგორც კი ხვდება, რომ კარები გავაღე მიღიმის და ცდილობს აღელვება დამალოს. -ყველაფერი კარგადაა? -კი, კი! წავიდეთ? თავს ვუქნევ და სახლის კარს ვკეტავ. -ბოდიში დაგვიანებისთვის. გზაში რაღაც პრობლემა შეგვექმნა და ამიტომ დაგვაგვიანდა. -არაუშავს, ბოდიშს ნუ მიხდი. გარეთ გავდივარ და შავ მანქანასთან მდგომ 3 ადამიანს ვხედავ. მათ შორის ორი ბიჭია, რაღაცაზე ბჭობენ, ერთ-ერთი მათგანი დაძაბული მეჩვენება. გვერდით გოგონა დგას, ხელში ტელეფონი უჭირავს, ახლოს მდგომ გოგოსა და ბიჭს უყურებს, სანახაობით შეწუხებული თვალებს ატრიალებს და ისევ ტელეფონს უბრუნდება. ბიჭი გოგოსკენაა გადახრილი და რაღაცას უჩურჩულებს, გოგონა იღიმის და წითლდება, შემდეგ ბიჭს ტელეფონს ართმევს, სავარაუდოდ ნომერს უწერს და სადარბაზოში შედის, სანამ ბიჭი რამის თქმას მოასწრებდეს. ჩვენს დანახვაზე გოგონას თვალები უნათდება და ერთ-ორ ნაბიჯს დგამს ჩვენი მიმართულებით. -როგორც იქნა! ლამისაა ამ ორს მანქანით გადავუარო. გვითხრა სერიოზულად და თავით გოგო-ბიჭისკენ გვანიშნა. როცა დაინახა, რომ გოგო წავიდა კმაყოფილმა გაიღიმა და თვალები გაუბრწყინდა. მეღიმება და ხელს ვუწვდი. -მარიამი. -ოჰ არ გვინდა ეს ფორმალობები. ჩემს გაწვდილ ხელს ყურადღებას არ აქცევს და მეხუტება. გონზე მოსვლას ვერ ვასწრებ რომ ისევ იწევა. -მე ნინი, ეს ალექსანდრეა, ეს გიორგი,-მანიშნებს ბიჭებზე, ისინიც გულთბილად მიღიმიან, ნინი განაგრძობს,- აი ის ბიჭი, თითით მანიშნებს მოშორებით მდგარ ბიჭზე, -სანდროა, ჰორმონებმა შეუტიეს, ნუ მიაქცევ ყურადღებას. კისკისებს და ხელს ჰაერში იქნევს. სახელის გაგონებაზე ტრიალდება და ჩვენკენ მოემართება. -გამარჯობა, მარიამ! მიღიმის და ნინის უბრუნდება. -შენ რა თქვი, გოგო? -რა და ჰორმონები გიტევს, ჰორმონები. ისე, არ ვიცოდი შენს ასაკში კიდევ თუ ემართებოდათ.-იცინის ნინი და ძალაუნებურად მეც მეღიმება. -ჰმ... ეს პატარა ლაწირაკები როგორ გათამამდნენ უყურე შენ! ნინი იცინის და ტელეფონს ჯიბეში იდებს. -გადაწყვიტეთ სად წავიდეთ? მოჩვენებითი მხიარულებით ვამბობ და პასუხს ველოდები. ჯერაც არ ვარ დაწყნარებული გუშინდელის შემდეგ. -ბოულინგს ვითამაშებთ, შემდეგ ბილიარდს, ან რამეს, იქვე გადავწყვიტოთ რა. მპასუხობს ალექსანდრე და ყველა თავს ვუქნევთ. -წაგებული რესტორანს კისრულობს! მხიარულად ამბობს ნინი და მანქანაში ჯდება. -ოჰ, როდიდან გავხდით ასე თავდაჯერებული? კითხულობს საბა და იცინის. -მას შემდეგ რაც წინაზე ყველას მოგიგეთ. -ჰო, მაშინ ნასვამები ვიყავით იცინის გიორგი და ისიც მანქანაში ჯდება. მე კი საბას ჩუმად ვუჩურჩულებ. -აზრზე არ ვარ როგორ ვითამაშო. -ნუ გეშინია, გასწავლი. მიღიმის და მანქანის კარებს მიღებს. შემდეგ კეტავს და თვითონ საჭესთან ჯდება. __________________________________________ იმედია იმედები გაგიმართლეთ და ცუდი არ გამოვიდა შეაფასეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.