შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცოცხლე ჩემთვის


13-02-2017, 00:09
ავტორი snazina
ნანახია 1 282

თავი 5
ლიკა, დილით დეიდამ გააღვიძა.
-ადექი შვილო, სახლში წასვლის დროა.- ეუბნებოდა და თმაზე ნაზად ეფერებოდა.
- როგორაა?- შეეკითხა ნამძინარევი ხმით ლიკა.
-ვინ?- ვერ მიხვდა უცებ დეიდა. შემდეგ თავში გაუელვა ვისზეც იყო საუბარი და კარს შეწუხებული სახით გახედა.- იცი...
ლიკა წამოჯდა და დეიდას დაძაბული სახით გამომცდელად შეხედა.
-არ ვიცი შვილო. ახლა ექიმი შემოვა, გაგსინჯავს და ვკითხოთ. კარგი?- თბილად გაუღიმა დის შვილს. თუმცა მისი ნათქვამი ,, არ ვიცი“ იმდენად ყალბად ჟღერდა და თანაც სახეზე ეხატა რომ ყველაფერი მშვენივრად იცოდა, უბრალოდ ლიკას შეშფოთება არ უნდოდა.
ათი წუთი გავიდა რაც ლიკამ გაიღვიძა და ეს ათი წუთი საუკუნედ ეჩვენებოდა. საათს შეჰყურებდა და წამებს ითვლიდა.
-სადაა ამდენ ხანს?!- ნერვულად ჩაილაპარაკა და პალატაში ბოლთის ცემას მოჰყვა.
- შვილო დაჯექი. მალე მოვა, ჯერ სხვა პაციენტებთან შეყოვნდა ალბათ. დაჯექი ღვთის გულისათვის, ახალი ნაოპერაციებელი ხარ, თავს არაფერი აუტეხო.- უკან დასდევდა დაიდა. როგორც იქნა გაიღო პალატის კარი და ექიმიც გამოჩნდა.
-როგორაა?- შემოსვლა არ აცადა ლიკამ, კართან მიიჭრა და დასახვრეტად გამზადებული ადამიანის სახით შეხედა ექიმს.
- ლიკა დაბრძანდით.- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ექიმმა და პალატაში შევიდა.
- დღეს სახლში გაგიშვებთ. აი ამ საბუთებს ხელი მოაწერეთ და თავისუფალი ხართ, შეგიძლიატ წაბრძანდეთ.
- ის ბიჭი, დონორი როგორაა? მოვიდა გონს?
- ეს თქვენ არ გეხებათ, მისი ნათესავი არ ხართ და მე უფლება არ მაქვს ჩემი პაციენტების შესახებ ინფორმაცია უცხო პირებზე გავცე.- მკაცრად წარმოთქვა ექიმმა და ხმაზე ეტყობოდა შედავებას აზრი არ ჰქონდა.
ექიმმა ლიკა გასინჯა, ხელმოწერილი საბუთები გაიტანა და გავიდა. ლიკამ დეიდას დახმარებით ტანსაცმელი გამოიცვალა, დერეფანში გამოვიდა და ვერ მოითმინა, მოპირდაპირე პალატის კარი შეაღო. საწოლი ცარიელი დახვდა, მედდა პალატას ახალი პაციენტის მისაღებად ამზადებდა.
- სად არის?- შეეკითხა ლიკა. მის ხმაზე მედდა შემობრუნდა.
- აქ რას აკეთებთ? ახლავე დატოვეთ პალატა.
-გუშინ აქ ბიჭი იყო. ახლა სად არის?- შეეკითხა თვალზე ცრემლ მომდგარი ლიკა. ეკითხებოდა და პასუხის მოსმენის ეშინოდა.
- არ მაქვს უფლება...- დაიწყო მედდამ. მაგრამ ლიკა ხელზე ჩააფრინდა, ცრემლები წასკდა და ვედრებით სავსე თვალები შეანათა.
- გემუდარებით მითხარით სადაა? გაიღვიძა?-ისეთი საწყალი ხმით ეხვეწებოდა, რომ მედდას შეეცოდა და მოლბა.
- დაწყნარდით. ძალიან გთხოვთ შეწყვიტეთ ეს ისტერიკა და დამშვიდდით. არ ვიცი იმ ბიჭს რა დაემართა, მე რომ მოვედი საწოლი უკვე ცარიელი იყო. ძალიან გთხოვთ ახლა გაბრძანდით თორემ აქ თუ დაგინახავენ უსიამოვნებები მექნება.
ლიკა გარეთ გამოვიდა, ჯერ კიდევ ვერ დაწყნარებულიყო. მთელი ტანით თრთოდა და ცრემლები ნიაღვრებად სდიოდა თვალებიდან.
- ლიკა. ჩემო გოგო რა დაგემართა?- მივარდა პალატიდან გამოსული დეიდა.
- არაფერი. წავიდეთ დეიდა. სახლში მინდა. წავიდეთ ჩემო ტკბილო და ერთადერთო დეიდა.- ჩაილაპარაკა ლიკამ და გასასვლელისკენ წაბრაცუნდა.
- ჩემო საბრალოვ. ჩემო საბრალო ბავშვო.- გაყვა უკან დეიდა.
გზაში ლიკას ხმა არ ამოუღია, გაჩუმებული ფანჯარაში იყურებოდა.
- დეიდა.- მოუბრუნდა უცებ დეიდას.- ხომ შეიძლება ცოცხალი იყოს? ხომ შეიძლება გაიღვიძა და ახლა სხვა პალატაში გადაიყვანეს?
- რა თქმა უნდა შვილო, ყველაფერი შეიძლება.- დაუყვავა დეიდამ, ლიკას ისეთი იმედიანი თვალები ჰქონდა ვერ გაბედა შეპასუხება, ან რად უნდოდა გული დაეწყვიტა მისთვის. დაე იცხოვროს იმ იმედით რომ მისი მხსნელი ცოცხალია. ყველასთვის ასე აჯობებდა.
- ნამდვილად ასე იქნება. ის ცოცხალია და უვნებელი. ის ცოცხალია და...- ლიკა გულში გაჩენილ იმედის პატარა ნაგლეჯს ჩაებღაუჭა. მისთვის ცხოვრება უფრო ადვილი იქნებოდა თუ ეცოდინებოდა რომ ადამიანი რომელმაც სიცოცხლე უკვე ორჯერ აჩუქა ახლა თავადაც ცპოცხალი და უვნებელია. თავის თავს აჯერებდა და აგულიანებდა. - ის იცოცხლებს. ის იცოცხლებს ჩემთვის.
მანქანა დეიდას სახლის წინ გაჩერდა და ლიკა ცოტა ხანში უკვე თავის ფუმფულა ლოგინში იწვა, ჭერს შესცქეროდა და მოახლოებულ გამოფენაზე წარსადგენ სურათზე ფიქრობდა. გამოფენა ეძღვნებოდა თემას ,, დაგაარჩინე სიცოცხლე“. ლიკას უკვე ჰქონდა დახატული ნახატი რომლის წაღებასაც აპირებდა, მაგრამ ახლა მის გონებაში სულ სხვა სურათი ამოტივტივდა და რამდენიმე წუთში ლიკა ფუნჯით ხელში ტილოს წინ იდგა და რაღაცას გატაცებით ხატავდა.


*******
ერთი წლის შემდეგ ლიკას ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი რომელიც მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ისე იქცა, რომ ლიკამ ვერც კი შეამჩნია ეს როგორ მოხდა. ერთ დღესაც ამ ადამიანმა ცოლობა სთხოვა და ლიკა დათანხმდა. ყველაფერი შესანიშნავად იყო და ლიკა ბედნიერებისგან გაბრწყინებული დადიოდა. ერთ დილით როგორც ყოველთვის სამსახურში მიდიოდა, აი მიუახლოვდა გზაზე გადასასვლელს, გზის მეორე მხარეს თავისი საქმრო ელოდა, ხელი დაუქნია, შუქნიშანში ჩახატული მწვანე კაცუნა აინთო და ორი სიხარულით აძგერებული გული ერთმანეთისკენ დაიძრა. მიუახლოვდნენ ართმანეთს, ცოტაც და ხელის ჩაკიდვას შეძლებენ. ლიკამ მკლავში უეცრად ძლიერი ტკივილი იგრძნო, თითქოს მთელი ძალით რაღაც გასცხესო. უცებ მისი საქმრო ჩაიჩოქა და მკერდიდან სისხლმა გამოუჟონა. ლიკას მკლავის ტკივილი გადაავიწყდა, ბიჭს მივარდა.
- ლუკა. ლუკა რა დაგემართა?- ყვიროდა გამწარებული ლიკა. ბიჭი მკლავებში ჩაუვარდა და გონება დაკარგა. მათ გარშემო ხალხი შეჯგუფდა, ვიღაცამ სასწრაფო გამოიძახა. მომხდარით გაბრუებული ლიკა ვერაფერს ამჩნევდა, ხალხს დაბინდული მზერა შეავლო და თვითონაც გაითიშა.
თვალები რომ გაახილა ხის ჭერი დაინახა. წამოჯდა და მარცხენა ხელი საფეთქელზე მიიჭირა, ძალიან სტკიოდა თავი. ოთახი მოათვალიერა. ვერ იცნო გარემო. პატარა ოთახი, ხის კედლები და ჭერი, ერთი პაწია მაგიდა საწოლის გვერდით და რკინის საწოლი რომელზეც თვითონ იწვა. ფანჯარაზე ფიცრები იყო აკრული და მზის სინათლე მხოლოდ მათ შორის დარჩენილ ღრიჭოებში აღწევდა. მკლავში იგრძნო ტკივილი, დაიხედა, მტკივანი ადგილი შეხვეული ჰქონდა. ,, რა მოხდა, სად ვარ?“ გაიფიქრა. წამოდგა და თავბრუ დაეხვა, კარებამდე მილასლასდა. ,, რა უცნაურია?“- გაუელვა თავში უსახელურო კარის დანახვაზე. კარს მიაწვა ვერ გააღო. ჩარჩოდან ოდნავ გამოწეული ადგილი იპოვა თითები წვალები მოსჭიდა და თავისკენ მოზიდა, ამაოდ კარები მაგრად იყო დახურული და როგორც ჩანდა ასე იოლად არ იღებოდა.
-არის აქ ვინმე?- დაიძახა და პასუხს დაელოდა.- გესმით?
არავინ პასუხობდა. ხელის გულით დააბრახუნა კარზე.
- კარი გააღეთ. მანდ ვინ არის? გესმით ჩემი ხმა?- იძახდა და კარზე ხელს არტყამდა, მაგრამ არავინ ეპასუხებოდა. გაჩერდა და კარებს ყური მიადო, ფიქრობდა იქნებ ხმა გავიგო რამეო, მაგრამ სიჩუმის გარდა არაფერი ისმოდა. რამდენჯერმე ისევ დაიძახა. მობრუნდა, კარებს მიეყრდნო და ნელ- ნელა იტაკისკენ ჩაცურდა. დაჯდა თავით კარებს მიეყრდნო და მომხდარი მოვლენების გახსენება დაიწყო.
გაახსენდა რომ ლუკა დაეცა, შემდეგ ის ყვიროდა, ხალხი, ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა, შემდეგ კი აღარაფერი ახსოვდა.
- აქ საიდან მოვხვდი, ან საერთოდ სად ვარ?- ფიქრობდა ხმამაღლა. ადგა და ფანჯარასთან მივიდა. ფიცრებს შეავლო ხელი უნდოდა როგორმე ერთი მაინც გამოეძრო და გარეთ გაეხედა, მაგრამ ვერ შეძლო, თავის ტკივილიც უმატებდა. ღრიჭოში სცადა გახედვა, თვალები დაძაბა, ცოტა ხანში ვიღაცის მოახლოებული ლანდი შენიშნა და აყვირდა.
- მიშველეთ. დამეხმარეთ.- ყვიროდა და თაან ხელებს იქნევდა, ტითქოს გამვლელი მისი ხელების დანახვას შეძლებდა. ისე იყო გართული თავისი საქმიანობით ხელისა და ტავის ტკივილი სულ გადაავიწყდა.- აქ ვარ სახლში, დამეხმარეთ.
უცებ ვიღაცამ ზურგიდან ხელი მოხვია, მთელი სხეულით მიიკრა და მხარში ნემსი მთელი ძალით ისე სწრაფად ჩაასო რომ ლიკამ გონს მოსვლა და მომხდარის გააზრებაც ვერ მოასწრო. სცადა თავის გამოხსნა მაგრამ ვიღაცის ძლიერი ხელები მაგრად იჭერდნენ და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. სხეული მოუდუნდა, ბრძოლა შეწყვიტა და თვალებიც დაეხუჭა. მალე ღრმად ჩაეძინა. ბიჭმა, რომელსაც გულში ყავდა ჩაკრული და არ უშვებდა, ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. შუბლზე ჩამოშლილი თმა ნაზად გადაუწია, გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. კარებთან მობრუნდა, კიდევ ერთხელ შეხედა ლიკას სახეს, თბილად, სიყვარულით სავსე თვალებით გაიღიმა და კარი დახურა.



№1 სტუმარი lolipop

იცოცხლე ჩემთვის დაბრუნდა. რა მაგარიააააა.

ანდრია გადარჩა ბოლოს და ბოლოს თუ არა?

აუ არ მითხრათ, ასე უფრო საინტერესო იქნება.ინტრიგაააა.

 


№2 სტუმარი lolipop

გზაზე რა მოხდა კარგად ვერ მივხვდი, რატომ დაეცნენ? და საერტოდ მალე გააგრძელე რააა.

 


№3 სტუმარი Tako...^^

Eiiiiii ra magariaa <3 neta ufro adre menaxa <3 magari gagrdzelebaa <3 migixvdi chanafiqrs da dzalian momwons <3 !!!! Gaagrdzele raa ... isev imdeni xani ar malodino !!! <3 madloba am tavistviss <3 !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent