შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ასეც მიყვარხარ (სრულად)


13-02-2017, 00:17
ნანახია 13 235

-მე წავალ!... წარმოვთქვი უმისამართოდ და გათხლეშილი მთვრალი ავდექი დაბადების დღის სუფრიდან... ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომ არ მეცვა მხოლოდ მაშინ მივხვდი როცა ფეხზე წამოვდექი და სიცივე ვიგრძენი ფეხის გულებზე. ცოტა არიყოს შემრცხვა და ფხიზლად დავდექი.
-სად წახვალ დარჩი! -მხარს ქვემოდან ამომძახა ანი მეტრეველმა და მკლავზე ხელი ჩამომქაჩა, რის შედეგადაც ისევ ტახტზე აღმოვჩნდი.
-უკვე ძალიან გვიანია ანი!... -ნახევრად მძინარე და შეწუხებული სახით გავხედე ანის და ისევ ფეხზე წამოვდექი. ანი ჩემი საუკეთესო მეგობარია... ბაღიდან მოყოლებული მეგობრები ვართ. ერთად ვატარებთ თითოეულ წუთს რომელიც თავისუფალ დროს მიეკუთვნება... 24 წლისაა, ჩემზე მხოლოდ ორი თვით დიდია.
გათხოვილია ვატო ახვლედიანზე. ანის მეჯვარე რათქმაუნდა მე ვარ. ვატო დღეს გახდა 26 წლის. სწორედ მის დაბადების დღეზე დავთვერი ასე ძალიან. სიმართლე რომ ვთქვა მთლიანი სამეგობრო არ გვაქვს შექმნილი. მე, ანი, ჩვენი მეგობრები და ვატო და მისი ძმაკაცები. უბრალოდ მათთანაც კარგად ვართ... მაგრამ ანი რომ არა აქ ალბათ არც ვიქნებოდი. მეე?! მე გათხოვილი არ ვარ. არც "შეყვარებული" მყავს, მაგრამ ვფიქრობ ამ თემის განხილვა ჩემთან არასოდესაა საჭირო. არც კი ვიცი ჩემი თავის თქვენთვის გაცნობა პირველივე საკითხში ამ თემის "ჩაკვეხებით" რატომ დავიწყე. საერთოდ ამ თემაზე არასოდეს ვსაუბრობ რადგან მაღიზიანებს როდესაც დედაჩემის, ნანას დაქალები შეტევაზე გადმოდიან კითხვით: "როდის თხოვდები ნინა?!"
ამ კითხვაზე არც პასუხი გამაჩნია და არც მოსაზრება. არც ავტობიოგრაფიის წერა მიყვარდა. ერთადერთხელ მაშინ მომიწია ამის გაკეთება როცა ჟურნალისტიკაში ვაპირებდი სამსახურის დაწყებას. მოკლედ რომ ვთქვათ ვერ ვიტან ჩემს თავზე საუბარს. ყოველთვის მგონია რომ ვიღაცას თავს ვაბეზრებ. ხო... სწორედ მოგესმათ. ჟურნალისტი ვარ. და მოცეკვავეც. ცეკვას მაშინ შევეშვი როცა 2 წლის წინ ფეხი მოვიტეხე... დიახ! ჩემი ზედმეტად ძლიერი მოხერხებულობის გამო კიბეებიდან დავგორდი. სწორედ ამ ფაქტს შეესწრო ბიჭი, რომლის წინაშეც შერცხვენა არ ღირს. სწორად რომ ვთქვათ არ ღირს კი არა, დაუშვებელია! მერე ცეკვის გაგრძელებას აზრიც აღარ ჰქონდა... სჯობდა რაიმე სამსახურეობრივი პროფესიით მერჩინა თავი. და ჟურნალისტიკას გავყევი. ჟურნალისტიკაზე ცეკვის დროსაც ვსწავლობდი ამიტომ ამ პროფესიის ათვისება არ გამჭირვებია. ანი მსახიობია. თეატრალური აქვს დამთავრებული. სწორედ იქ გაიცნო ვატოც. ყველაზე მოკლედ რომ ავღწერო ჩემი თავი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვარ ნინა ჩოხელი, 24 წლის, ჯურნალისტი. აი გარეგნობის აღწერას კი ნამდვილად არ დავიწყებ რადგან ვერ ვიტან ამაზე საუბარს. მიუხედავად იმისა რომ ვატოს დაბადების დღეზე უამრავი სიმპატიური ბიჭი იყო დაპატიჟებული, ანიმ მაინც ვერ შეძლო რომ რომელიმე გამეცნო და მომწონებოდა. მათ შორის არის ლუკა მესხიც... ვერც ის გამირიგა. ეს ის ბიჭია ჩემს კიბიდან დაგორებას რომ შეესწრო და წამომაყენა, მაგრამ მას წარმოდგენაც არააქვს ჩემზე. ლუკა ვატოს მამიდაშვილის, ბექა გელოვანის ძმაკაცია. რომლის დაუპატიჟებლობა აქ არ შეიძლებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ ამ ფრაზას რამხელა ირონიით ვამბობ!... ლუკა მესხი ის ბიჭია რომელზეც ვერავინ იტყვის "არ გამიგია". მას ხომ მთელი ქალაქი იცნობს. ის ხომ მამის ფულებით, ორსართულიანი დიდი სახლით, აგარაკებით, რესტორნებით და მანქანებით განებივრებული ბიჭია... რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს. ჰყავს ახალ-ახალი შეყვარებულები... უფროსწორად "ნაშები"... ერთადერთხელ, მაშინ როცა სასტიკად მთვრალი ვიყავი წამომცდა სიტყვა მისი სიმპატიურობის შესახებ და მას მერე აქვს ანის აჩემებული რომ მე ლუკა მესხი უნდა გამირიგოს... რაც ძალიან მაქვს მობეზრებული. მოკლედ მე ლუკა მესხს არ ვიცნობ და მასთან არანაირი საერთო არ მაქვს, არც ის გარემოება სადაც ორივე ვიმყოფებით ვატოს დაბადების დღეზე.
-ჩემები გაგაცილებენ... -სუფრის თავში მჯდომმა ვატომ მითხრა, რომელიც ასევე მთვრალი იყო. სხვათაშორის სიმთვრალეშიც კი სიმპატიურად გამოიყურებოდა. ანის გემოვნება ნამდვილად დასაფასებელია.
-შენები?! ვინ შენები?! -ნაკლებ გამომხატველი შეცხადებით მივმართე მას.
ვატომ ღვინის ჭიქა დადო და ხელით საძმაკაცოზე მიმითითა, სადაც ლუკა მესხი ნახევრად გადახსნილი თეთრი პერანგით მიყუდებოდა სკამის საზურგეს და შამპანიურის ჭიქას გადაჰკრავდა. თავს დავდებდი, იმდენად იყო შამპანიურზე გადართული ვერც კი გაიგებდა ვატოს ნათქვამ "ჩემები გაგაცილებენ"ს.
-ჩემით წავალ... უკვე გვიანია, უნდა გამოვიძინო, რომ დილით ადრე ავდგე და სამსახურში წავიდე. -უკვე, მზად ვიყავი და ჩანთის აღება გადავწყვიტე, როდესაც ანის საწყალი ხმა გავიგონე მხრის ქვემოდან.
-აუ ნინნ... არ წახვიდე რა სამსახურში ძალიან გთხოოვ!... დარჩი ამაღამ რა...
-რა?! შენ რა, აპირებ ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყაროც კი გაანადგურო?! მე ხომ ისედაც მარტო ვცხოვრობ?!
-კარგი რა ერთი დღე არ შეიძლება გააცდინო?! დარეკე და უფროსი გააფრთხილე,
-ანი!... -ნაღვლიანად ვუთხარი.
-მთვრალი ხარ და მაინც ვერ წახვალ. ბიჭებიც ნასვამები არიან და აქედან ვერავინ წაგიყვანს. -მკაცრი ტონით მელაპარაკებოდა -შენ კი შენსას არ იშლი... ოხ ეს ჟურნალისტიკა რა!!! -გაბრაზებული ანი ტახტზე დაჯდა და გაიბუტა.
-მაშინ...
-მაშინ ის რომ ხვალ დილისთვის მაღვიძარას დავაყენებთ 8 საათზე და ცხრაზე თავისუფლად იქნები სამსახურში. აქ რჩები... -შემაწყვეტინა, ჩემი ჩანთა ტახტზე მიაგდო, ხელი ჩამკიდა და საცეკვაო ადგილას მიმათრია. მუსიკალური ცენტრის წინ იდგა ლუკა, რომელიც მთვრალი საერთოდ არ ჩანდა. მას მთელი დღის მანძილზე ჩემთვის ერთხელაც კი არ შემოუხედავს. იქ მისვლისას არც კი მომსალმებია. რამოდენიმე წამით ადგილზე გავშეშდი, როცა დავინახე როგორ მომხიბვლელად და გიჟურად ცეკვავდა ჩემს საყვარელ მუსიკაზე... ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი.
-ცუდად ხომ არ ხარ?! -ანის ხმამ გამომაფხიზლა.
-არა უბრალოდ ჩავფიქრდი -ხმადაბლა ვუთხარი და მეგობრების წრეს შევუერთდი რომ მეცეკვა.
დიდ ხანს ვიცეკვეთ შემდეგ კი ანი გვერდით გამოვიყვანე-ანი მე უნდა დავიძინო... ჯერ შხაპს მივიღებ მერე კი დავწვები. ძალიან გთხოვ მაღვიძარა შენ დააყენე.
-კარგი... მაგაზე ნუ იდარდებ. ტკბილი ძილი... -დამემშვიდობა და ცეკვა განაგრძო.
მეორე სართულზე ავედი, შხაპი მივიღე და უბრალოდ დავწექი. მალევე არ ჩამძინებია. დიდხანს მეღვიძა მაგრამ ვერ გავიგე როგორ დამთავრდა გართობა...
დილით გამეღვიძა, ოღონდ არა იმიტომ რომ მაღვიძარამ დარეკა. ვიფიქრე კიდევ მქონდა დრო მის დარეკვამდე და მშვიდად ავდექი ლოგინიდან. გავხედე ანის რომელსაც იმდენად ღმად ეძინა, რომ ვერც კი გაიგო ჩემი ადგომა. ძალიან მუქი წითელი ფარდები გადავწიე და როცა დავინახე როგორ მკვეთრად იყო მომდგარი მზე ფანჯრებზე, შიშმა ამიტანა. საათს დავხედე და მივხვდი რომ უკვე ძალიან გვიანი იყო. 11 ის ნახევარი... მე კი 9 ზე უკვე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი.
ძალიან ავნერვიულდი. მაღვიძარას შევხედე რომელსაც უკვე სამჯერ ჰქონდა დარეკილი მაგრამ ვერ გავიგე რადგან ხმა ჩაწეული იყო!!! ვიცოდი ანის გაღვიძება, რომ არ ღირდა. სასწრაფოდ ჩავიცვი, და სამზარეულოში სწრაფად ჩავედი რომ ჩემი ჩანთა მეპოვნა.
კიბის ბოლო საფეხურზე ვიდექი როცა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომი ბიჭი დავინახე. ეს ლუკა მესხი იყო. ერთი ხელით მაგიდაზე ყავით სავსე ჭიქა ეჭირა,
ყავას ცხელი ორთქლი ასდიოდა, ეტყობოდა რომ ახალი გაკეთებული იყო. მეორე ხელის იდაყვით მაგიდას ეყრდნობოდა და ხელის მტევანი სახეზე ჰქონდა აფარებული. ჩაფიქრებული ჩანდა. ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გამაოგნა რომ ყველაფერი დალაგებული იყო მთელ სართულზე.
-უკაცრავად!... -ვთქვი და სწრაფად მოვაშორე ამ ბიჭს თვალი. რადგან ვიცოდი გამომხედავდა. ჩანთის ასაღებად სწრაფად გავემართე და მალევე ავიღე. უცებ მისი ხმა გავიგე
-უკაცრავად თუ გაგაღვიძე -ძალიან უმნიშვნელოდ მითხრა, ეტყობოდა არც კი ანაღვლებდა ეს... მის სკამს გამოვცდი და კარისკენ წავედი. თვალის კუთხით დავინახე რომ თავს ერთ ადგილას არ აჩერებდა. მოუსვენრად იხედებოდა აქეთ იქით და თან თვალებს იფშვნეტდა. წამის მეასედში შევხედე და მისი ჩაწითლებული თვალები დავინახე. ამით უფრო გავოგნდი და თავი ძლივს შევიკავე რომ არ ვკითხე რა ხდებოდა.
-ნახვამდის... -ვთქვი და მის პასუხს არც კი დაველოდე, ისე გავედი კარიდან.
ო არა! არ მახსოვდა სად დავაყენე მანქანა. როგორც იტყვიან "ბოლო ჭიქა არ უნდა დამელია"... სიმართლე რომ ვთქვათ არცერთი არ უნდა დამელია რადგან მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ აქ მანქანით არ მოვსულვარ. გუშინ ვატომ მომიყვანა. ღმერთო მე ხომ ახლა ძალიან მაგვიანდება. მართალია უკვე დამაგვიანდა მაგრამ სამსახურში მაინც უნდა მივიდე. ნერვიულობისგან ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და სახლის ეზოში კიბეზე ჩამოვჯექი. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები. ვინანე რომ დაბადების დღეზე მოვედი.
თავი ხელებში ჩავრგე და კინაღამ ტირილი დავიწყე 24 წლის გოგომ.
უცებ სახლის კარი გაიღო და ვიღაც გამოვიდა, ყურადღება არც კი მიმიქცევია მისთვის. მხოლოდ მაშინ ავწიე თავი, როცა ამ ადამიანმა ჩემს გვერდით ჩაიარა და იმ კიბეს გასცდა რომელზეც მე ვიჯექი. თავის მანქანას მიუახლოვდა ლუკა მესხი. ამჯერად ისე ავიფარე სახეზე ხელები რომ მხოლოდ მის ფეხსაცმელებს ვხედავდი.
-ხო მშვიდობაა?! -მესხის ხმაზე თავი ავწიე.
-სამსახურში დამაგვიანდა, მე კი მანქანა ჩემს სახლთან მიყენია, რომელიც ძალიან შორსაა აქედან. -ძალიან უმნიშვნელოდ ვთქვი.
-მე წაგიყვან სამსახურში. დაჯექი! -თქვა, ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს და შავ ჯიპში ჩაჯდა.
უარის თქმა არც გამიფიქრებია მაშინვე ავდექი და მანქანაში მძღოლის სავარძლის გვერდით დავჯექი.
ნახევარი გზა გავლილი გვქონდა მაგრამ ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. გვერდით არც კი გამოუხედავს ისე ატარებდა მანქანას. პროფილში იჯდა მაგრამ რამოდენიმეჯერ მაინც დავინახე მისი ჩაწითლებული თვალები და ცრემლები, რომელიც მუქ, მწვანე თვალებზე შეშრობოდა.
-ნინა ჩოხელი! -გადავწყვიტე ის მაინც სცოდნოდა ვინ ეჯდა მანქანაში. თითქოს ძალიან იყო ფიქრებში შერეული და ჩემმა ხმამ გამოაფხიზლა. უცებ შემომხედა და მალევე გაიხედა.
-ვიცი. -მოკლედ და გადაჭრით უცბად მიპასუხა ლუკა მესხმა.
-საიდან... -ამჯერად მართლა გამიკვირდა მაგრამ მისკენ არ გამიხედავს.
-იქიდან რომ ნინა ჩოხელს ყოველ დილით ვხედავ ტელევიზორში -უემოციოდ თქვა და ნომერი აკრიფა.
-როგორაა?! -აკანკალებული ხმით დაილაპარაკა. -კარგი მალე მოვალ -თქვა და ტელეფონი უკანა სავარძელზე გადააგდო.
-უმჯობესია აქედან ფეხით წავიდე. ვიცი რომ გეჩქარება. -დავასკვენი მე და ჩანთას ხელი მოვკიდე რადგან უკვე მზად ვიყავი მანქანიდან გადასვლისთვის. ის კი სვლას არც კი ანელებდა რომ რამოდენიმე წამში გაეჩერებინა.
-მეც იქით მივდივარ -თქვა რამოდენიმე წამის შემდეგ. და სვლას საგრძნობლად მოუმატა, ეტყობოდა რომ ძალიან ეჩქარებოდა.
-ფეხი როგორ გაქვს?! -მკითხა მოულოდნელად.
-რ... რომელი ფეხი?! -დაბნეულმა და ენის ბორძიკით მივმართე. აი უკვე მესამედ შევრცხვი ამ ბიჭის წინაშე.
-მაშინ რომ მოიტეხე...
-...
-კიბეების გამო... -დაამატა რომ ამ წინადადებით მაინც მივეხვედრებინე.
-ახლა მშვენივრად. ანუ გახსოვს?! -მე კი მეგონა ლუკას ჩემზე წარმოდგენაც არ ჰქონდა.
-მახსოვს... -გვვერდული ღიმილით შემომხედა და მე მის მზერას თავი ავარიდე. არ მინდოდა დაენახა როგორ დავდნი მის მომხიბვლელ და სიმპატიურ ღიმილზე.
-აი მოვედით... -ვთქვი და გაჩერებული მანქანიდან გადმოვედი. კარი ისე მივკეტე რომ არც შევბრუნებულვარ.
-კარგად... -ზურგს უკან მომესმა მისი ხმა და უნდა შევტრიალებულიყავი რომ დავმშვიდობებოდი და მანქანა სასწრაფოდ მოშორდა ადგილს. დავინახე როგორ მიჰქროდა. მე კი ჩაფიქრებული ვიდექი და იმ ფიქრებმა გამომაფხიზლა რომ მე სამსახურში დამაგვიანდა.

სასწრაფოდ შევვარდი დაუკაკუნებლად უფროსის კაბინეტში და აღელვებულმა მივმართე.
-ბატონო დავით!!! -ცოტაც და ვიტირებდი. ოღონდ არა იმიტომ რომ მისთვის თავი შემეცოდებინა, არამედ სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა და ვნანობდი ჩემს გაუთვალისწინებელ საქციელს.
-ოჰ მობრძანებულხარ... -ფანჯარასთან მდგომი ბატონი დავითი ჩემსკენ შემოტრიალდა და ირონიული ღიმილით მითხრა.
-იცით... -დავიწყე მაგრამ არ მქონდა მოფიქრებული რა უნდა მეთქვა და მოხარული ვიყავი რომ შემაწყვეტინა.
-იცი ჩვენს არხზე რა გავუშვით?!
-რა...
-ისევ ის საახალწლო კონცერტი რომელიც უკვე 17 ჯერ გავიდა ეთერში! თანაც ახლა მარტია. -დამიყვირა -მხოლოდ იმიტომ რომ შენ არ მოხვედი და არც კი გამაფრთხილე რომ მცოდნოდა და რამე უკეთესი გამეშვა. შენთვითონ თუ მოგწონს შენი საქციელი!!!
-მაპატიეთ.
-რა გაპატიო ნინა?! ასეთი უპასუხისმგებლობა რომ გამოამჟღავნე და შეგვარცხვინე?!
-მეგობართან ვიყავი დაბადების დღეზე, ბევრნი ვიყავით, ვერთობოდით და დალევა ვერ გავაკონტროლე... მაღვიძარა დავაყენე დილისთვის, მოსვლას ვაპირებდი მაგრამ მაღვიძარას ხმა ჰქონია ჩაწეული და ვერ გავიგე. მაპატიეთ... -თავი დახრილი მქონდა და თითებს ვიფშვნეტდი.
-ნუთუ არ იცი რომ სამსახურის დღეებში არ უნდა დალიო!!! -ხმას უკვე საგრძნობლად მოუმატა...
-გთხოვთ...
-ნუ მთხოვ! გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. შენ მეც შემარცხვინე და ჩვენი კოლეგებიც! ახლა კი შეგიძლია შენ კაბინეტში შეხვიდე, შენი ნივთები მოაგროვო და აქედან წახვიდე, რადგან აქ აღარ გვჭირდები... მე კი შენზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი და მოლოდინები ვერ გაამართლე.
-კიმაგრამ მე ხომ ამის მეტი შემოსავალი არ მაქვს... მარტო ვცხოვრობ სახლში -ვუთხარი და ცრემლი გადმომვარდა.
-ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა... ამ თვის ხელფასს დღეს მიიღებ და უბრალოდ აქედან წახვალ. -თქვა და კაბინეტიდან გაბრაზებული გავარდა.
მე მთლიანი შენობიდან გამოვედი სახლში ტაქსით წავედი...
-ანი!... -ტირილით დავურეკე მას...
-ნინა რა მოხდა!!! შენ ხომ ახლა სამსახურში უნდა იყო...
-ანი!... -ვერ ვახერხებდი თქმას.
-ახლავე შენთან გავჩნდები... -გამომძახა ტელეფონში და გათიშა.
"მეთვითონ მოვალ შენ სახლში იყავი!" -ავკრიფე და სმს გავუგზავნე.
ტანსაცმელი გამოვიცვალე მანქანის გასაღები ავიღე და მანქანაში გაუაზრებლად ჩავჯექი.
ისე მივედი ანისთან რომ ტირილი არ შემიწყვეტია მთელი გზა.
ანი სახლის ეზოში იდგა და მელოდებოდა.
-რა ხდება?! -მომვარდა მაშინვე როგორც კი მანქანიდან გადმოვედი და ჩემი ჩაწითლებული თვალები დაინახა. -ნანა დეიდას დაემართა რამე?! -აღელდა ანი.
-სახლში შევიდეთ მცივა...
სახლში ვატო და ანი იყვნენ.
-რა მოხდა ნინა?! -გაოცდა ვატოც.
-სამსახურიდან გამომაგდეს -ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე.
-რაა?! კი მაგრამ სამსახურში ხომ წახვედი... -შეიცხადა ანიმ.
-კიი წავედი... 11 ის ნახევარზე. როცა 9 ზე უკვე ეთერში უნდა ვყოფილიყავი. მაღვიძარაზე ხმა ჩაწეული იყო და ვერ გავიგე...
-კარგი დამშვიდდი რამეს ვიზავთ... აუ ჩემი ბრალია რა არ უნდა დამეძალებინა შენი დარჩენა. ან კიდე მაღვიძარა უნდა შემემოწმებინა.
ვატომ ჯიბიდან სასწრაფოდ ამოიღო ტელეფონი და მისაღები ოთახიდან გავიდა რომ ელაპარაკა.
როცა შემოვიდა მშვიდი სახე ჰქონდა მიღებული.
-ყველაფერი კარგად იქნება... -ვიცოდი ამ ფრაზაში არანაირი აზრი არ იდო და არაფერი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია მაგრამ ვატოს ნათქვამმა მაინც გამამხნევა და დამამშვიდა. რისი იმედი მქონდა ან რისი იმედი უნდა მქონოდა აზრზე არ ვიყავი.
-გისმენთ! -მეორე დღეს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა 11 საათზე.
-ნინა 12 საათზე ტელევიზიაში იყავი საქმე მაქვს შენთან. -ბატონი დავითის ხმა მეცნო.
-მოვალ აუცილებლად... -დასრულებული კი არა დაწყებულიც არ მქონდა რომ ტელეფონი გათიშა.
დარეკვამდე ღრმა ძილში ვიყავი მაგრამ ამ დიალოგმა კარგად გამომაფხიზლა. სასწრაფოდ გავემზადე და მანქანაში ჩავჯექი. არ ვიცოდი რისი იმედით მივდიოდი...
-ბატონო დავით... -კარზე დავუკაკუნე და ისე შევედი რომ არც უთქვამს შემოდიო.
-ახლა კარგად მომისმინე!
-გისმენთ... -თვალებში ვუყურებდი და ისე ველაპარაკებოდი
-შეგიძლია მოიტანო შენი ნივთები და სამსახურში დაბრუნდე. მადლობა თქვი რომ არ მქონდა ხელი მოწერილი განცხადებაზე. მეორეჯერ გაცდენა კი არა დაგვიანებაც არ დავინახო გაუფრთხილებლად თორემ მერე ლუკა მესხიც ვერ გიშველის...
-რაა?! -ადგილზევე გამაშეშა ამ სახელმა და გვარმა
-ხო რა იყო... ლუკა მესხმა გადაგარჩინა. კარგი ეხლა არ მცალია. წადი და კარგად გამოიძინე ამაღამ, რომ ხვალ არ დაგაგვიანდეს...
-დიდი მადლობა. -გაოგნებულმა ვთქვი და კაბინეტიდან გამოვედი...
მაშინვე ანისთან და ვატოსთან წავედი სახლში...
-ვატო ლუკა სად არის?! -სწრაფად ვკითხე და ჩანთა და მანქანის გასაღები ტახტზე უმნიშვნელოდ მივაგდე.
-ვინ?! -გაოცებულმა იკითხა ანიმ.
-ლუკა სად არის მეთქი!... -ჩემს ხმას მკაცრი ტონი შევაპარე.
-მოიცა დავურეკავ და მოვა...
-კარგი. ანი დღეს დილიდან არ მიჭამია, როგორც კი გავიღვიძე ტელევიზიაში წავედი. მაჭამე რა რამე, სანამ ის ბიჭი მოვა.
-რათქმაუნდა, წამოდი სამზარეულოში.
-ხო მშვიდობაა?! რატო დამიბარეთ ასე სასწრაფოდ. -ერთი საათის შემდეგ მოვიდა მესხი. მე ტახტზე ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი
ფეხზე წამოვდექი და ლუკა მესხის წინ დავდექი
-შეგიძლია მომიყევე?! -მორიდებულად ვკითხე
-კი მაგრამ რა უნდა მოგიყვე?! ან რატომ?!
-რაც მოხდა აი იმაზე უნდა მომიყვე... ბატონ დავითთან იყავი?!
-მამაჩემის მეგობარია. ამიტომ აარა პანიკები საჭირო -ცივად თქვა
-კი მაგრამ...
-აუუ... შემეძლო დახმარება და დაგეხმარე. -გამაჩერა და გაღიზიანებულმა მიპასუხა. ეტყობა ამ ბიჭს რომ სასტიკი ნერვოზი აქვს. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ასეთი საქმე გააკეთა არ აქვს უფლება ასე უხეშად მომმართოს.
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო... -თავი დარცხვენილად დავხარე
-ექიმი რომ იყო ვიცი როგორც დამეხმარებოდი მაგრამ სიმართლე, რომ გითხრა ჟურნალისტი არაფერში მჭირდება...
-ჰმმ... -მისი უხეშობა უკვე მაღიზიანებდა. -ვატო შენ დაურეკე?!
-კიი ვიცოდი ამ საქმეში ვინც დაგვეხმარებოდა. არ იცნობ შენ ლუკას და მამამისს...
-ნუ რავი ეხლა... გიჩევნია დაბადების დღეებზე დათრობისგან თავი შეიკავო თორე მეორედ თუ განმეორდება ასეთი რამ მე იმ ტელევიზიაში მიმსვლელი არ ვარ. არავის აღარაფერს აღარ ვთხოვ!
-მადლობა... -მართალია ნერვები მეშლებოდა მაგრამ ისეთი საქმე მოაგვარა ვერ გავუბრაზდებოდი.
-არაფერს... -თქვა და კარისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?! -ვატომ დაუძახა.
-იცი სადაც... -არც შემოტრიალებულა ისე თქვა და სახლიდან უხასიათოდ გავიდა.
-რა სჭირს ამ ბიჭს?! მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ არ აქვს უფლება ასე მელაპარაკოს... მიუხედავად იმისა რომ ასე დამეხმარა. ძალიან უხეშია.
-რთული ცხოვრება აქვს ნინა... -ვატომ მითხრა სევდიანი ხმით.
-ასეთი რა რთული ცხოვრება აქვს თავს რომ ვერ იკავებს! -უცბად გამახსენდა მისი ცრემლიანი თვალები, გუშინ რომ დავინახე, ჩემს თავზე ნერვები ამეშალა და გავჩუმდი!...
-დედა ჰყავს ცუდად. სიმსივნე 1 წლის წინ დაუდგინეს, ქმარს და შვილს უმალავდა. ეს ბოლო ერთი კვირა კი ძალიან ცუდადააა. საავადმყოფოში წევს... ბოლო სტადიაა, ექიმები ვერაფერს აკეთებენ... დღე და ღამ მასთანაა ლუკა და ყველაფერს აკეთებს რომ დედამისს თავი კარგად აგრძნობინოს. რაც ეს ამბავი გაიგო ლუკამ იმის მერე უხასიათოდააა. დაბადების დღეზეც ძალით მოვიყვანე რომ ცოტა გამემხიარულებინა. სხვანაირად არ შეიძლება. ძალიან ცუდადაა... -ვუყურებდი ვატოს და გაოგნებული ვუსმენდი.

-ანუ დედა ჰყავს ცუდად?! -ვიკითხე ნაღვლიანად.
-ხოო თან ძალიან მძიმედ...
-ღმერთო რა საშინელებაა... -ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.
-საწყალი ლუკა! -ტირილით დაამატა ანიმ. ბავშვობიდანვე ძალიან გულჩვილი იყო. მასწავლებელი 5 იანის მაგივრად 4ს რომ დაუწერდა ერთი კვირა დეპრესიაში იყო. ჩემს თვალზე კი ცრემლს იშვიათად თუ ნახავდით.
-აი ასე. ფულიანი ოჯახია მაგრამ სულ პრობლემები აქვთ რა... დაჭრილიც კი იყო.
-დაჭრილიი?! რატომ?! -ინტერესით ვიკითხე.
-ფული, ბიზნესი და გოგოები რა... ექვსი წლის წინ ერთ ბიჭთან ვმეგობრობდით. ამ ბიჭს ერთი გოგო, ლიკა უყვარდა ძალიან. დაქორწინებას აპირებდნენ და ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ამდგარა ეს გოგო და გამოუცხადებია მე ლუკა მესხი მიყვარს და მასზე უნდა დავქორწინდეო. არადა ლუკას წარმოდგენაც არ ჰქონდა ამ გოგოზე. ის ბიჭი იმდენად გამწარდა რო ლუკას დახვდა ქუჩაში და ესროლა. 2 თვე საავადმყოფოში იწვა. ძლივს გადაარჩინეს.
-და არ უჩივლა ლუკამ?! -ვიკითხე დაბნეულმა.
-არა რა უჩივლა. გინდა თუ არა ეს კომფლიქტი მოლაპარაკებით უნდა მოვაგვაროო. იმას კიდე სისხლის ღვრა ურჩევნია. თან ლუკას მამა და იმის მამა მეგობრები იყვნენ. ბიზნესი ჰქონდათ წამოწყებული, მერე ამ ბიზნესის გამო პრობლემები შეექმნათ და კამათის დროს იმ ბიჭის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა. ამასაც ლუკას ოჯახს აბრალებენ და ერთ ამბავში არიან. არ ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდება...
-და ანი შენ იცნობ იმ ბიჭს?! -ვკითხე ანის.
-არა... ხო იცი არ ვერევი მე ამათ საქმეებში.

ლუკა მესხი.
-დედა... -შევედი პალატაში და დედას შუბლზე ვაკოცე.
-ლუკა შვილო... -გულს მიკლავდა ის ფაქტი, დედას რომ უძლურს და დასუსტებულს ვხედავდი. მისი ხმაც ძალზედ მთრგუნავდა.
-როგორ ხარ?! -ვკითხე და ხმა ამიკანკალდა ცუდი პასუხის მოლოდინში.
-კარგად ვარ.
-დედა ვიცი რომ არ ხარ კარგად...
-მართლა კარგად ვარ ლუკა. -დედას ღიმილიანმა სახემ გული ამიჩუყა.
-და სულ რომ ტკივილები გაქვს? -ფრთხილად ვკითხე.
-მართლა სულ ტკივილები მქონდა მაგრამ ბოლო ორი დღეა არაფერს არ შევუწუხებივარ. უფრო მშვიდად ვარ... სიძლიერეს და ენერგიას არ ვგრძნობ მაგრამ მთავარია რომ არაფერი მტკივა.
-და ექიმი რას ამბობს?! -სიხარულით ვკითხე.
-შეიძლება სიმსივნე გაქრობას იწყებსო...
-ხოდა უნდა გამაგრდე დე!... -ცრემლი წამომივიდა, რომელიც სიხარულნარევი იყო.
-შევეცდები შვილო შენ რომ მყავხარ ამით ვარ ბედნიერი. ვამაყობ შენით... შენ მაბედნიერებ ლუკა!... -ამჯერად ტირილი ვეღარ შევიკავე. მომდიოდა ცრემლები, რომლებსაც დედის გადარჩენის იმედი ჰქონდათ.
-მიყვარხარ დე! -ხმადაბლა ვუთხარი და ჩავეხუტე.
-მეც მიყვარხარ. ახლა წადი, უკვე საღამოა. დღეს მამაშენი დარჩება ჩემთან. მშვიდად იყავი, დაისვენე და კარგად გამოიძინე. მე კარგად ვიქნები...
-მპირდები?! -ვიკითხე იმედიანად და თან ცრემლები შევიმშრალე.
-გპირდები!!! -ამ სიტყვამ დამამშვიდა.
-მაშინ მე წავალ... -ვუთხარი და კარისკენ წავედი. -და ხვალ რომ მოვალ უფრო უკეთესად დამხვდები
-კარგი ლუკა. კარგად...

ნინა ჩოხელი.
სახლში ვიჯექი როცა ანიმ დამირეკა.
-ჰო ანი... -საჭმელს ვჭამდი და პირი გამოტენილი მქონდა როცა ვუპასუხე.
-ხვალ ხო კვირაა... -რიტორიკულად მკითხა.
-კიი კვირაა.
-ხოდა კარგად ვიცი რომ ხვალ არ მუშაობ. მე და ვატო ვართ სახლში. მოდი და ერთად ვივახშმოთ ლუკაც უნდა მოვიდეს. კარგი ამბავი მაქვს. -სიხარულით მითხრა ანიმ და ხმაზე ეტყობოდა რომ მოლოდინი ჰქონდა, დავთანხმდებოდი.
-ლუკა?! ლუკაც უნდა მოვიდეს? მერე უხერხული არააა ჩემი მოსვლა?! -ვიკითხე ისე თითქოს მისვლა არ მინდოდა.
-არაფერი არააა უხერხული. აუცილებლად მოხვალ. კარგი ამბავი მაქვს მეთქი გითხარი. ხოდა გაჩუმდი, მანქანაში ჩაჯექი და ჩემთან დააწექი.
-კარგი კარგი ხოო.
ავიღე მანქანის გასაღები და ანისთან წავედი.

ლუკა.
-კარს მე გავაღებ... -ვთქვი და პასუხის გარეშე წავედი კარისკენ.
-გამარჯობა!... -თქვა ჩოხელმა და ზღურბლთან შეჩერდა.
-გამარჯობა ნინა! -ლოყაზე კოცნით შევეგებე. ჩალისფერ თმაზე მარწყვის შამპუნის სურნელი ასდიოდა. თავს ვძლიე და უკან დავიხიე. ეტყობოდა როგორ გაუკვირდა და როგორი მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი ასეთი ქმედება.
ნინა სახლში შემოვიდა, ანის ცალი მხრით გადაეხვია და ტახტზე ჩამოჯდა.
-აბა რა ამბავი გაქვს ანი?! -ღიმილით მიმართა, წამის მეასედში მე გამომხედა და მე მის მზერაზე უბრალოდ დავდნი. თვალის ზემოთ მსუბუქი თვალის ჩრდილი ჰქონდა, რომელიც მის მწვანე თვალებს მკვეთრად გამოკვეთდა. მივშტერებოდი მის სახეს და უბრალოდ ოცნებებმა შემითრია.
-რ... რა იყო ლუკა რატომ მიყურებ ასე... -დაბნეულმა და ღიმილნარევი სახით შემომხედა.
-არა არაფერი... ჩავფიქრდი. მაპატიე! -ვთქვი სწრაფად და სამზარეულოში გავედი.
-მოდი სუფრას მივუსხდეთ და ვიტყვი. -ანი ისევ ბედნიერი იყო.

ნინა.
მაგიდასთან ისე ვისხედით რომ ლუკას პირდაპირ ვუყურებდი.
თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი და ყოველი მხრივ ვიყურებოდი ოღონდ, არა პირდაპირ.
-აუ ნინ... -ლუკას ხმა მომესმა -ის სალათი მომაწოდე რა!... -თბილად და გვერდული ღიმილით მომმართავდა.
-აი აიღე. -თავაზიანად მივუგე, სალათი გავუწოდე ისე რომ თეფშს დავყურებდი.
-მადლობა!... -თვალებში შემომხედა და ვიგრძენი ხელზე მისი ხელის შეხება. უცბად გამაჟრიალა მთელ სხეულში.
-თქვი... -მოუთმენლად ვუთხარი ანის და ფორთოხლის წვენი მოვსვი.
-მოკლედ!... -მხიარულად დაიწყო ანიმ. -ეს ის ამბავია რომელიც ვატომაც კი არ იცის...
-ვაიმე ანი მაშინებ... -შეშინებულმა თქვა ვატომ
-არაფერია საშიში... -ფეხზე წამოდგა და თქვა.
-ანი ამოღერღე. -სიცილით მივმართე.
-ფეხმძიმედ ვარ!... -აღტაცებულმა წარმოთქვა...
-რაა?! -გაოგნებული ვატოს სახე არ დამავიწყდება. -ანუ მე მამა ვხდები?! -თვალები გაუფართოვდა მას...
-არა დედა ხდები! -ცალი წარბის აწევით უთხრა ანიმ. -მამა ხდები აბა რაა!... -შეჰკივლა ანიმ და ვატოს ჩაეხუტა.
-ბიჭია?! -გახარებულმა იკითხა ვატომ და ანის მუცელს მოეფერა.
-ვატო ჯერ ორი კვირის ვარ...
-არაუშავს. მაინც დარწმუნებული ვარ რომ ბიჭია.
-აი მე კი ვფიქრობ რომ გოგოა. ხომ იცი დედის გული ყველაფერს წინასწარ ხვდება...
-გილოცავ ძმაო პატარა გეყოლება! -გახარებული ლუკა ფეხზე წამოდგა და ვატოს გადაეხხვია.
მე ანის ჩავეხუტე. მერე ვატოსაც, ბოლოს კი ვერ გავაცნობიერე ლუკას რომ ვეხებოდი.

ლუკა
ეს სპეციალურად გავაკეთე... ნინას ჩავეხუტე. ახლა ყველაზე მეტად ეს მინდოდა. თან იმის გამოსწორება მინდოდა დღეს რაც მოხდა. ნინას ძალიან ცივად ველაპარაკე...
რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ სუფრას მივუსხედით.
-ნათლიები თქვენ იქნებით!... -მოგვმართა ანიმ მე და ნინას.
-... -სიჩუმემ დაისადგურა
-მ... მშვენიერია... -დაბნეულად წარმოვთქვი. -მე და ნნ... ნინა დავნათესავდებით -ენის ბორძიკით დავამთავრე წინადადება.
-გაგვიმარჯოს!!! ჩვენც... და პატარასაც... -თქვა ვატომ და შამპანიურის ჭიქები ოთხივემ ერთმანეთს მივუჭახუნეთ.

-მოდი მე წავალ ხო... -თქვა ნინამ და ფეხზე წამოდგა. დავითრგუნე როცა გავიგე, წასვლას აპირებდა.
-დარჩი ცოტახანიც რა... -სთხოვა ანიმ.
-მეც მივდივარ... -ვთქვი და ვატოს გადავეხვიე.
-კარგით რა გაეწყობა... ხშირად გამოგვიარეთ ხოლმე -"თ"ს რატომ ავატებდა ვატო არ ვიცოდი. კი მსიამოვნებდა მაგრამ გაურკვევლობაში ვიყავი.
ნინას კარი თავაზიანად გავუღე, ყველანაირად ვეცადე მომხიბვლელი ღიმილი მქონოდა სახეზე და ხელით კარისკენ ვანიშნე რომ გასულიყო.
-გმადლობ! -ასევე თავაზიანად მიპასუხა და გარეთ გავიდა.
მანქანისკენ მიდიოდა როცა გავაჩერე.
-აუ მე მიგიყვან რა სახლში! -თითქოს ვთხოვდი.
-მანქანით ვარ. -არც კი შემოუხედავს ჩემთვის ისე მიპასუხა. როგორც ჩანს ნინა ჩოხელს საერთოდ არ ვაინტერესებ...
-როგორც გინდა... -დაბალი ხმით ვუთხარი -უბრალოდ მეც მაგ გზაზე მივდივარ და ვიფიქრე... კარგი კარგად -სწრაფად დავასრულე.

ნინა ჩოხელი
ლუკა მესხს თავს ყველანაირად ვარიდებდი... ვატოს ნათქვამიდან გამომდინარე არ მინდოდა ლუკას მორიგი "ნაშა" ვყოფილიყავი. ძალიან მაღიზიანებდა ამაზე ფიქრი.
პასუხი არ გამიცია ისე ჩავჯექი მანქანაში და ადგილიდან გავქრი. 11 საათი ხდებოდა და ბნელოდა. ლამპიონები მთელ ქუჩებს ანათებდა და მსიამოვნებდა გადატვირთულ გზაზე მანქანით სეირნობა. ნუ სეირნობას თუ დავარქმევდით ამას... დაძაბული ვიყავი როცა სარკეში ვიხედებოდი და ვხედავდი ჩემს უკან მომავალ შავ ჯიპს.
მოდი შევთანხმდეთ რომ მას მშვენივრად შეეძლო ჩემთვის გაესწრო ან უბრალოდ სხვა გზით წასულიყო მაგრამ ის უბრალოდ მე მომდევდა.
-გისმენ ანი! -ვუპასუხე როცა ტელეფონზე დამირეკა.
-ჩქარაა ვეღარ ვითმეენ მაინტერესებს შენი და ლუკას ამბები.
-რა ამბები?!!! -ზედმეტად მკაცრად ვკითხე.
-კარგი რა... ვხვდებით მე და ვატო ყველაფერს. არც შენ და არც ლუკა დღეს ჩვეულებრივ არ იქცეოდით. -ანის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი როგორ ეშმაკურად იღიმოდა.
-ანი დაიმახსოვრე და მუდამ გახსოვდეს რომ ჩემსა და ლუკას შორის არაფერი არ ხდება და არც არაფერი მოხდება. არანაირი საერთო არ გვაქვს, არც მეგობრობა და არც მომავალი ნათესაობა. ეს სამუდამოდ გაგრძელდება. გესმის?! სამუდამოდ... -მინდოდა ეს სიტყვები ლუკასაც სცოდნოდა რადგან მისი ასეთი სიახლოვე მაშინებდა.
-რა ჯიუტი ხარ ღმერთო ჩემო! -გაბრაზდა ანი.
-აუ ანი კარ... -ტელეფონი ჩამივარდა. მოდი ვაღიაროთ რომ მძღოლობის წესებს მკვეთრად ვარღვევდი. ტელეფონის ასაღებად დავიხარე და ჩემი მზერა გზას მოშორდა. მიკვირს ეს როგორ დამემართა... საჭეს ხელი როგორ გავუშვი. ძლივს ტელეფონი სავარძლის ქვეშიდან ამოვაძვრინე და მხოლოდ ახლა შევხედე გზას. წამის მეასედში კი დავინახე ჩემი მანქანა როგორ მკვეთრად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ვხედავდი როგორ ვუახლოვდებოდი ბორდიურს და მასთან მდგომ გაჩერებულ უზარმაზარ სატვირთოს. ჩემს უკან მომავალი მძღოლი გაუჩერებლად მისიგნალებდა. ჰოდა აი ასე... ავწიე თავი და შევეჯახე კიდეც ამ სატვირთოს... ჩემი მანქანა ჯართად იქცა. სატვირთოს არაფერი მოსვლია. თავი საჭეს დავარტყი. წინა საქარე მინა დაიფშვნა და ფეხი გავიჭერი, ხელიც და შუბლზეც დიდი ჭრილობა მქონდა. მკლავიდანაც სისხლი მომდიოდა. შოკში ვიყავი. მოდი სიმართლე ვთქვათ რომ ავარიამდე 1 წამით ადრე ჩემთვის მთელ ცხოვრებას თვალწინ არ ჩაუვლია... უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი ისევ როგორ შევრცხვი ლუკა მესხთან... უკვე მერამდენედ! სატვირთოდან მძღოლი ლანძღვით გადმოვიდა... უფრო სწორად რომ ვთქვათ გინებით.
-აი ესეც ქალი მძღოლი! -ყვიროდა ის -თვალები სად გქონდა შვილო -თქვა მანამდე სანამ მანქანას მოუახლოვდებოდა. მე პირდაპირ ვიყურებოდი და შოკიდან ჯერაც არ გამოვსულვარ.
ვაღიარებ რომ ამ ავარიას ძალიან უმნიშვნელოდ მივიჩნევდი. თვალები დავხუჭე და შეგნებულად არ ვინძრეოდი.
-ნინა!!! -გავიგონე როგორ მორბოდა გაგიჟებული ლუკა და როგორ მოუახლოვდა მანქანას შეშინებული.
-ლუკა?! -თითქოს შევიცხადე
-ღმერთო ჩემო!!!... -ამოისუნთქა ლუკამ და სახეზე ხელები აიფარა.
-რაიყო!... -ნაძალადევი გაკვირვება დამეტყო ხმაზე.
-მეგონა... -შეწყვიტა. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა-ნინა შენ ცოცხალი ხარ!!! -ისევ ამოისუნთქა მან... თითქოს ეს შვება იყო.
-ხოო ცოცხალი ვარ... -უმნიშვნელოდ მივუგე.
-მოდი ეხლა ჩემს თითს თვალი გააყოლე. რამდენი თითია?! დაითვალე!... ერთი?! ორი?! სამი?! ნინა ტვინის შერყევა ხომ არ გაქვს?! გონება არ დაკარგო ფხიზლად იყავი კარგი?! ახლავე დაგეხმარები. -კითხვები დამაყარა ლუკამ. აღელვება ეტყობოდა.
-მოიცა ლუკა -შევხედე მას. -შეგიძლია შენი გზა განაგრძო... მე მანქანიდან ჩემით გადმოვალ და ჩემს თავს მეთვითონ მივხედავ კარგი?!
-კარგი... -საყვედურის გამოხატვით ხელები გადააჯვარედინა და დადგა. მე გადმოსვლა დავიწყე... ჯერ ერთი ფეხი გადმოვდგი მანქანიდან და უკვე მეორეც უნდა გადმომედგა რომ მივხვდი როგორ მტკიოდა...
-აუუ!!! -შევყვირე როცა მეორე ფეხის გამოძრავება ვცადე.
მან კარი გააღო, რომელიც მაშინვე ჩამოვარდა და ლუკას ფეხზე მსუბუქად დაეცა.
-რას აკეთებ?! -მბრძანებლურად ვკითხე როცა მას უკვე წელზე ხელები ჰქონდა შემოხვეული.
-ვცდილობ დაგეხმარო რომ არ მოკვდე!... -ცალი წარბის აწევით მიპასუხა მან.
მე კი რამოდენიმე წამში უკვე მესხის მკლავებში ვიყავი. შვება ვიგრძენი, როცა მივხვდი რომ მანქანაში უსულოდ აღარ ვეგდე.
-ლუკა დამსვი! -კი არ ვთხოვე... არამედ ვუბრძანე.
-ვერა. -გითხარი ვცდილობ დაგეხმარო მეთქი და გთხოვ უბრალოდ დაკმაყოფილდი. ნუ ხარ ჯიუტი!
-ლუკა!!! -დავუყვირე მას. და თან შევეცადე ხალხის მზერა არ შემემშნია.
-ნინა!!! -დამიყვირა მანაც და ვხედავდი როგორ მივყავდი თავისი მანქანისკენ. რომელიც წესის დარღვევით იყო გაჩერებული შუა ქუჩაში.
-მოიცა ჩემი მანქანა?! -ვცდილობდი უკან დარჩენილი მანქანისთვის მიმეხედა.
-შენს მანქანას უბრალოდ ჯართში ჩააბარებენ შენ მაგაზე არ იღელვო. უბრალოდ ეცადე გონება არ დაკარგო და ჩემთან დარჩე!... -მისი თბილი ტონით ნათქვამი სიტყვების მოსმენისას ტანში მაჟრიალებდა. ხოლო როცა გავაცნობიერე მას მთელი სხეულით ვეყრდნობოდი, მთლიან ტანში გამაჟრჟოლა და უცებ ავკანკალდი. შემცივდა...
"ჩემთან დარჩი"-ამ სიტყვებმა უბრალოდ დამატყვევა...
-ძალიან გთხოვ ფრთხილად ატარე! -მივუგე როცა მანქანაში ვისხედით.
-ნუ გეშინია! -მშვიდი და დაბალი ხმით მითხრა და ცალი ხელით ყურზე თმა გადამიწია. თან რამოდენიმე წამში ერთხელ გამომხედავდა ხოლმე.
-კიმაგრამ სად მივდივართ?! -ვკითხე ინტერესით.
-ეგვიპტეში. სად წავალთ ნინა... საავადმყოფოში. -გაეცინა მას და მალევე შეწყვიტა სიცილი.
-და იქ რა გვინდა?! -შევეკითხე ისე თითქოს არ ვიცოდი.
-რა და ექიმმა უნდა გაგსინჯოს. და ეგ ჭრილობებიც გასაკერია.
-აა... -მივხვდი.
-რატომ კანკალებ?! -მკითხა მოულოდნელად.
-შემეშინდა. ახლაც მეშინია... მეგონა მოვკვდებოდი -ერთი ცრემლი ჩამომიგორდა
-როცა ჩემს გვერდით ხარ არ მოკვდები ნინა!

-შენს გვერდით?! რას ნიშნავს ეს... ესეიგი ამის მერე აპირებ ჩემს გვერდით იყო ხოლმე?! -უმნიშვნელოდ გავიკვირვე და ისევ გზას შევხედე
-კი... -სწრაფად მიპასუხა და შემომხედა
-მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ეს დღე. გააჩერე მანქანა, გადავალ და საავადმყოფოში ჩემით წავალ. ვიცი ამას მოვალეობის გამო აკეთებ. დამიჯერე არაა საჭირო... -დედამისი გამახსენდა და მივხვდი რომ მე უბრალოდ დროს ვაკარგვინებდი.
-ეს მოვალეობა არაა. უბრალოდ მშვიდად იჯექი და შეეცადე თვალები არ დახუჭო. მე მიყურე!... -ხმაზე ეტყობოდა რომ შეშინებული იყო... ჰაჰ! ლუკა მესხს რამის ეშინია?!
ჩემი ტელეფონი ავიღე და და ანის ნომერი ავკრიფე.
-რას აკეთებ?! -მბრძანებლური ტონით მკითხა მან.
-ანის ვურეკავ. უნდა ვუთხრა რაც მოხდა. -ისეთი სახით შევხედე, ვაგრძნობინე უფლება არ ჰქონდა ეს კითხვა დაესვა.
-შენს ავარიას რომ არ შევსწრობოდი გკითხავდი თავი რამეს ხომ არ დაარტყი მეთქი მაგრამ... გაგიჟდი ხო?! ანი ორსულადაა და გინდა რომ მუცელი მოეშალოს?! გინდა რომ ინერვიულოს? -მკაცრად მითხრა
-არც მიფიქრია... -დამნაშავესავით დავხარე თავი -აბა რა ვქნა?!
-მე მენდე ნინა!...
როგორც კი საავადმყოფოში მივედით ლუკამ მაშინვე ექიმს დაუძახა
-ავარიაში მოყვა... თავი დაარტყა, ჭრილობები აქვს... ფეხიც სტკივა, ვერ დადის. -უთხრა ექიმს
-ლუკა შენ ხომ იმის საშუალებაც კი არ მომეცი გამეარა და რა იცი რომ ვერ დავდივარ?! მომეცი საშუალება მეთვითონ გავესაუბრო... -ავუხსენი მე და ექიმისკენ შევტრიალდი.
-თქვენ ვინ ხართ მისი?! ქმარი?! -ღმერთო რა სულელური კითხვა დასვა ექიმმა. "ქმარი" -ამ სიტყვის გაგონებაზე მაშინვე დამცხა, გავშრი და თავი დავხარე.
-არა ჩვენ...
-ახლობელი ვარ! -შემაწყვეტინა ლუკამ... რა ახლობელი! ჩემი სახელის და გვარის მეტი არაფერი არ იცის...
-კარგი შენი სახელი?! -მომმართა ექიმმა.
-ნინა! -უსწრაფესად ვუპასუხე და გამიხარდა რომ მორიგი სულელური შეკითხვა არ დასვა.
-კარგი ნინა პალატაში შევიდეთ, წამოწექი... გაგსინჯავთ.
-კარგით -მაშინვე გავყევი.
-ნინა არაფერზე არ ინერვიულო მე აქ დაგელოდები!... -მომაძახა ლუკამ როცა შუა დერეფანში ვიყავით.
უკან გავიხედე და ლუკას შევხედე მაგრამ უპასუხოდ შემოვტრიალდი და გზა განვაგრძე...
ვბრაზობდი რომ ავარიას ლუკა შეესწრო მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მშვიდად ვიყავი და თითქოს ვიცოდი რომ ვიღაც მიცავდა. ნუ ვიღაც რა... ლუკა მესხი!

ლუკა მესხი
როცა დავინახე ნინა როგორ შეასკდა სატვირთოს გული კინაღამ გამიჩერდა...
რამოდენიმე წამით შუა ტრასაზე იმის იმედით გავჩერდი რომ ნინას მოძრაობას შევამჩნევდი მაგრამ ის გაუნძრევლად ეგდო სავარძელზე. უდიდესი შიში ვიგრძენი, უსწრაფესად მივვარდი მასთან და მისი გახელილი თვალები რომ დავინახე გულზე რაღაც მომეშვა. ყველას თავს ისე ვაჩვენებ თითქოს არაფერი მაინტერესებდეს მაგრამ ეს ასე არაა... როცა გავიგე დედა ტკივილს აღარ გრძნობდა, მაშინ ყველაზე და უველაფერზე მეტად ბედნიერი ვიყავი... მის ღიმილიან სახეს რომ ვხედავდი სიხარულისგან ვტიროდი. რომ დავინახე ნინა ცოცხალი იყო მაშინაც კინაღამ ვიტირე. მე ნინა ჩოხელს ასე უბრალოდ ვერ გავუშვებდი... ის ჩემს გვერდით უნდა იყოს!
3 საათი ვიჯექი მოსაცდელში და ველოდებოდი ნინას გამოჩენას.
-ლუკა! -დამიძახა უცებ ნინამ...
-ნინა როგორ ხარ?! -მივმართე აღელვებულმა.
-ჭრილობები გამიკერეს. არაფერი არ მჭირს. ფეხი უბრალოდ შემიხვიეს. შიშის გამო ვარ სუსტად. ტვინის შერყევა არ მაქვს...
-ძალიან კარგი... შეგვიძლია წავიდეთ?! -გახარებული ვიყავი.
-კი შეგვიძლია... იცი ექიმს როგორ გაუკვირდა?! ავარიის შესახებ რომ მოვუყევი განცვიფრდა ცოცხალი როგორ გადავრჩი. ისე მეც კი გამიკვირდა. თან რა საშინელებაა წარმოიდგინე რომ ხედავ, როგორ ეჯახები დიდ სატვირთოს -გაეცინა მას. მისგან რაღაცნაირად დიდი სითბო ვიგრძენი. მისი ეშხიანი ღიმილით დატყვევებული ვიყავი... ვუყურებდი მას და ვტკბებოდი.
ნინა ჩოხელი
ლუკამ ფრთხილად ჩამსვა მანქანაში... დავფიქრდი და მივხვდი რომ არ იქნებოდა ცუდი მას თბილად თუ მოვექცეოდი. არ მგონია ლუკა ყველა "ნაშას" ასე ექცეოდეს.
-ისე რატო დაეჯახე მანქანას?! -მკითხა ლუკამ მოულოდნელად და თან სიცილის შეკავებას ცდილობდა.
-ანის ველაპარაკებოდი და ტელეფონი ხელიდან გამეშვა. ასაღებად დავიხარე. ბოლო წამს ავწიე თავი, როცა უკვე გვიანი იყო და შევასკდი კიდეც.
-აქამდე მოყოლილხარ ავარიაში?! -ინტერესით მკითხა
-კი... -ტირილისგან თავს ვიკავებდი.
-ეს შეკითხვა არ უნდა დამესვა ხომ?! მაპატიე. სხვარამეზე ვილაპარაკოთ...
-11 წლის ვიყავი... -განვაგრძე მე -მე და მამა დაბადების დღეზე ვიყავით. იქიდან რომ წამოვედით რაღაცაზე ვლაპარაკობდით. მას გაეცინა, მერე უცებ ისე მოხდა რომ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შევასკდით. მამა ადგილზე გარდაიცვალა და მე ძლივს გადამარჩინეს... სიკვდილისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო. არ უნდა მომკვდარიყო... იმ დღის მერე ჩემი ერთადერთი შიში ეს იყო... ვერცერთ ტრანსპორტში ვერ ვჯდებოდი. მერე როგორც იქნა დავძლიე ეს შიში, მანქანის ტარებაც ვისწავლე და თავისუფლად დავდიოდი. მაგრამ დღეს ეს მოხდა და დარწმუნებული ვარ ჩემი შიში გაიღვიძებს. -ისე ვყვებოდი ამ ამბავს თითქოს რაღაცას ვნანობდი
-ვწუხვარ... -სევდიანად თქვა მან -არაუშავს, ამის მერე ყველგან მე გატარებ ხოლმე. შენ ამაზე არ ინერვიულო. შენ უბრალოდ დამირეკავ და სადაც მეტყვი იქ გავჩნდები -თბილი ღიმილით დაასრულა მან
-არაა საჭირო, ისედაც ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის. მადლობა! -ყველანაირად ვცდილობდი სითბო გამომემჟღავნებინა
-საჭიროა! -დაამტკიცა ლლუკამ
-გავიგე ლუკას დედა ცუდადააო. -ფრთხილად მივმართე მას.
-ცუდად იყო... მაგრამ დილით რომ მივედი მასთან მითხრა რომ ტკივილები აღარ აქვს. იმედი მაქვს სიმსივნე გაქრობას იწყებს -იმედიანად შემომხედა მან.
-ყველაფერი კარგად იქნება! -ჩემს ჭკუაში დავამშვიდე მე.
-მაპატიე დილით რომ უხეშად გელაპარაკე. დედაზე ვღელავდი და ცუდ ხასიათზე ვიყავი. მერე კი მივხვდი რომ შენგან შორს ყოფნა არ შემიძლია...
-ანუ... რას ნიშნავს ეს?! -ჩავაცივდი. თითქოს ვერ ვხვდებოდი.
-ეგ შენზეა დამოკიდებული. მინდა რომ ხვალაც შევხვდეთ.
-ხვალ?! -დაბნეულად ვკითხე და დავფიქრდი საქმეები რომ არ მქონდა. რომც მქონოდა ლუკას გარეშე მაინც ვერ წავიდოდი ასეთ მდგომარეობაში.
-ხოო ხვალ... -მიპასუხა და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ მანქანა ჩემს სახლთან გაჩერებულიყო.
-თანახმა ვარ. -ვთქვი დაბალი ხმით და ისეთი ტონით თითქოს რაიმეს ვპირდებოდი.
მანქანის კარები გავაღე და გადასასვლელად ვემზადებოდი.
-მოიცა!! -გამაჩერა ლუკამ.
მანქანას წინიდან მოუარა და კარი გამიღო. ფეხი უნდა გადამედგა მაგრამ დამასწრო და ხელში სწრაფად ამიტაცა.
-რას აკეთებ ლუკა?! -ვკითხე და სიცილი ამიტყდა
-ვცდილობ სახლამდე მშვიდობით მიგიყვანო. -გაეცინა მასაც. მე ხელები მის კისერზე მქონდა შემოხვეული და თვალებში ვუყურებდი.
სახლში შევედით და ლოგინზე ნაზად დამაწვინა.
-დარჩი! -შევაჩერე მოულოდნელად, როცა უკვე კართან იყო. მისი გაკვირვებული სახე რომ დავინახე სწრაფად დავამატე: -ყავა დავლიოთ!
-ყავას ხვალ დავლევთ მე და შენ. ეხლა წავალ. ძალიან მეძინება...
-აა კარგი... -მოწყენილი ხმა მქონდა.
-თუ თავს კარგად არ გრძნობ დავრჩები -შემოტრიალდა და მკითხა
-არა არაა საჭირო დიდი მადლობა... -დარწმუნებით ვუთხარი და თავი ბალიშზე დავდე.
ის კარისკენ წავიდა და როცა მიხვდა რომ არ დამემშვიდობა გაჩერდა.
-კარგად -თბილი ღიმილი "მივიხატე" სახეზე და ხელი პატარა ბავშვივით დავუქნიე
-კარგად! -ასევე თბილი ღიმილით მითხრა და მარჯვენა თვალი მომხიბვლელად ჩამიკრა.
კარი გაიხურა და წავიდა. მე კი არ ვიცოდი სწორად ვიქცეოდი თუ არა მაგრამ თვალები დავხუჭე და უბრალოდ ოცნებებში უსულოდ წავედი...
მეორე დღე...
იქიდან გამომდინარე რომ დღეს კვირაა და სამსახურში წასასვლელი არ ვარ 10 საათზე გავიღვიძე და ისე წამოვხტი ფეხზე, რომ დამავიწყდა გუშინ როგორ დავსახიჩრდი ავარიის დროს. ფეხი როგორც კი დავდგი ცივ იატაკზე მწარე ტკივილმა შემომიტია და ძალაუნებურად ისევ ლოგინზე დავეცი.
დღე რაღაცნაირად ხალისიანად დაიწყო. გულისსიღრმეში თითქოს ძალიან ბედნიერი ვარ ოღონდ ვერ ვხვდები რატომ. ან ვხვდები და ამის დამტკიცება მინდა...
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ველოდები.
ფრთხილად დავდექი ფეხზე, მოვწესრიგდი და კარტოფილის დაჭრა დავიწყე რადგან მივხვდი როგორ ძალიან მშიოდა.
ტაფა ცეცხლზე დავდგი, ზეთიც ჩავასხი და წვრილად დაჭრილი, მარილმოყრილი კარტოფილი შიგ ჩავყარე... სკამზე ჩამოვჯექი და ანის ნომერი ავკრიფე.
-ორსული ქალბატონი გისმენთ! -ჩაიხითხითა ანიმ.
-რასშვები ანიი?! -მის "ხუმრობაზე" არ გამცინებია, მაგრამ შევეცადე ეგრძნო რომ კარგ ხასიათზე ვიყავი.
-რავი ეხლა გავიღვიძე შენ?!
-მეც...
-აუ დღეს ჩემთან ხომ მოხვალ?! -თბილად მკითხა ანიმ
-კიი აბა რას ვიზავ. -დაუფიქრებლად ვთქვი და დამავიწყდა ანიმ დამტვრეული მანქანის და დასახიჩრებული ნინას შესახებ რომ არაფერი იცოდა. -არ ვიცი შევეცდები...
-მოხდა რამე?! -ინტერესით მკითხა.
-არა არაფერი რა უნდა მომხდარიყო... -უმნიშვნელოდ ვუთხარი და ლოგინზე თავით გადავეშვი.
-კაი კაი დაგირეკავ მერე და მოდი რა.
-ხო ვიზამ რამეს.
10 წუთის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა.
-ვინ არის?! -ვიკითხე ხმამაღლა.
-მე ვარ სიხარულო!... -ჩაიხითხითა ვიღაცამ კარის მიღმა.
-ლუკაა... -ღიმილით, მორცხვად და ნაზად ვთქვი როცა კარი გავაღე და კარს მივეკარი.
-ნინაა... -კარის ზღურბლთან ჩაიკლაკნა, თავის ჭკუაში მომბაძა და დამცინა...
-რა ცანცარა ხარ! -გავიცინე და თვალები გადავატრიალე.
-ჰა ეხლა... საღამომდე ვიდგე თუ შემომიშვებ სახლში! ნუგეშინია პატარავ. მანიაკი არ ვარ!... -სერიოზული ხმით დაიწყო, ბოლოს კი გაიცინა.
-პატარაო?! პატარას, რომ მეძახი ერთი შენ რამდენი წლის ხარ?! -ყალბი სიმკაცრით ვკითხე
-26 ის...
-მერე რა... მე 25 ის ვხდები! -ბუზღუნით ვუთხარი
-ასაკს არ ვგულისხმობ. ჭკუით ხარ პატარა... სულ ბავშვივით იქცევი.
-პატარა ჭკუა რომ მქონდეს და ბავშვივით ვიქცეოდე ახლა ჟურნალისტი არ ვიქნებოდი.
-სიმართლე რომ გითხრა არ მიყვარს ეგ პროფესია. მგონია რომ ეს ჟურნალისტები სულ ვიღაცას ეტენებიან რომ რაიმე ათქმევინობ. დასდევენ რესპოდენტებს და სანამ რამეს არ დაარტყავ არ დაგანებებენ თავს...
-ეგრეც არ არის... შენც კარგად იცი რომ მე ეგრე არ ვმუშაობ. მე უფრო დონე ხო იცი... -ჩამეცინა და ისიც გადაბჟირდა.
-ნუ შენ არც მიგულისხმიხარ. შენი სამსახური მომწონს. -თქვა და მარჯვენა თვალი მომხიბვლელად ჩამიკრა, რაზეც უბრალოდ დავდნი...
-ჰოო... -სხვა რომ არაფერი შემეძლო უბრალოდ თავი დავუქნიე.
-ხომ არ ჯობია წავიდე?! -თქვა მორიდებით და თითქოს გატრიალებას აპირებდა მაგრამ მაინც დარჩენა უნდოდა.
-კარგიროგორც გინდა... -ამჯერად მართლა გატრიალდა ისე რომ არ დამემშვიდობა აშკარაა რომ ეწყინა.
-ჰმ... როგორც მინდა. -ჩაიბურტყუნა რაღაც და ნელი ნაბიჯებით წავიდა , ალბათ იმიტომ რომ ელოდა დავუძახებდი.
-მოდი ხოო რა სისულელეებს ამბობ. -დავუძახე სიცილნარევი ხმით.
-რაა... -დაბნეულად გამოხედა
-შემოდი, გეგონა ასე უბრალოდ გაგიშვებდი?! -ამის თქმის შემდეგ დავფიქრდი ჩემს ნათქვამზე... რას ნიშნავს "ასე უბრალოდ გაგიშვებდი?!". რამეს ვაპირებდი თუ?! "ოჰჰ ნინაა რა შტერი ხარ. ჯერ დაფიქრდი ხოლმე რას ამბობ და მერე თქვი რა!"- ვუთხარი ჩემთავს და ლუკას შევხედე რომელიც დამატყვევებლად მოდიოდა ჩემსკენ.
სახლში შემოაბიჯა მე კი ზღურბლთან დავრჩი. რას ველოდებოდი არც კი ვიცი... ალბათ ისევ რაიმე სისულელეს.
-მოდი დაჯექი! -ხელით ვანიშნე ტახტზე და კოჭლობით წავედი ტელევიზორის ჩასართავად.
-რა საყვარელი სახლია -თვალების ცეცებით ათვალიერებდა კედლებსა და ჭერს ლუკა.
-ჰოო... -დავეთანხმე მე.
-დაბლა 4 ოთახია?! -ყალბი ინტერესით მკითხა.
-დაბლა 5 და მეორე სართულზე 6...
-ძალიან კომფორტულია. მიყვარს ხის ინტერიერი... -ცდილობდა გაუჩერებლივ გველაპარაკა რაიმე თემაზე და უხერხული სიტუაცია არ დამდგარიყო.
-მამამ იყიდა სანამ ცოცხალი იყო. თავიდან დედასთან ვცხოვრობდი მერე ხო იცი მაინც სულ სხვაა მარტო რომ ცხოვრობ და სწავლა როგორც კი დავამთავრე აქ გადმოვედი. სანამ გადმოვიდოდი ბიძაჩემმა გაარემონტა... -გავაგრძელე ისე თითქოს ძალიან მსიამოვნებდა ამაზე ლაპარაკი.
-დედაშენი სად მუშაობს?! -ისევ ყალბი ინტერესი.
-ნანა?! -ისე ვიკითხე თითქოს სხვა დედაც მყავდა. -ბუღალტერია. სხვათაშორის არ სდომებია რომ მეც ამ პროფესიას გავყოლოდი.
-და მამაშენი რა პროფესიის იყო?!
-გიორგი?! -ისევ სულელურად დავსვი შეკითხვა. არ ვიცი რის დაკონკრეტებას ვცდილლობდი. თან შინაგანად თითქოს მეცინებოდა. -მამა ექიმი იყო... წლები ისწავლა ბოლოს კი ასე ახალგაზრდა დაიღუპა.
-ვწუხვარ...
-მადლობა!
-შეყვარებული გყავს?! -ისევ დაუსრულებელი კითხვები... ეს მოულოდნელი კითხვა იყო მაგრამ გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც ამ თემას რომ შევეხეთ.
-დღეს რა დღეა, რამდენ კითხვას მისვამ... -ნაზი ღიმილით ვუთხარი და ტელევიზორისკენ გავიხედე.
-მინდოდა შენზე რაღაცეები მცოდნოდა... რაც შეიძლება მეტი. წვრილმანებიც კი! -თვალებში მიყურებდა -მინდა უკეთ გიცნობდე! -დაამატა ბოლოს... მაგრამ თუ გაწუხებ...
-არ მაწუხებ -შევაწყვეტინე უცებ. -შეყვარებული არ მყავს! და არც მყოლია... -თითქოს რაიმეს ვამტკიცებდი.
-კარგია. -ისეთი სახე ჰქონდა თითქოს რაიმე კითხვას ელოდებოდა ჩემგან.
-და შენ?! -ვკითხე სწრაფად, და სწრაფ პასუხსაც ველოდებოდი...
-მე არა! -უსწრაფესად მიპასუხა, თან მე მიყურებდა.
-აღარ! -ჩემთვის ჩავიბურტუნე, მაგრამ ისე რომ ლუკას გაეგო.
-რათქვი?! -დაეჭვდა ის...
-არა არაფერი. -უმნიშვნელოდ ვუთხარი და ველოდებოდი რომ ისევ ჩამაცივდებოდა.
-მაინც?! -ინტერესით მკითხა. -რახდება ნინა?! -თითქოს შეეშინდა.
-მაინც ის რომ, გავიგე ყოველდღე ახალ-ახალი "გოგოები" გყავს... -დაუფიქრებლად ვთქვი და ჩემს თავზე გავბრაზდი. "ნინა! ყველაფრის წამოყრანტალება არაა საჭირო"
-რას ნიშნავს ახალახალი გოგოები?! -მის ტონში სიმკაცრე იგრძნობოდა.
-რას ნიშნავს და... -შევჩერდი
-გეკითხები ნინა! -თითქოს მიბრძანა
-"ნაშები" რა!... -ხმადაბლა და გაურკვევლად ვთქვი მაგრამ მაინც გაიგო. თან თავი ტელევიზორისკენ გავატრიალე რადგან ამ სიტყვის თქმის შემრცხვა.
-ჰმ... -ირონიული ღიმილი "მიიხატა" სახეზე -ეგ იყო ადრე. თანაც "ნაშები" არა... უბრალოდ ჩემი ურთიერთობები ხშირ-ხშირად იცვლებოდა. დაა სიყვარულით არავინ მყვარებია. -ხელი ხელზე დამადო თითქოს უნდოდა დავერწმუნებინე. მის შეხებაზე "გული კრუნჩხვებში ჩამივარდა" -და ისე შენ საიდან იცი?! -კითხვა დაამატა ბოლოს.
-მოდი შენ ის მითხარი ამ ქალაქში ლუკა მესხს ვინ არ იცნობს და მე იმას გეტყვი მე ვინ მითხრა.
-ჰოო... -დაფიქრდა და ჩაეცინა.
-და ახლა ვინმე გყავს?! -ინტერესი იგრძნობოდა ჩემს კითხვაში.
-რას გულისხმობ?! -მკითხა ისე თითქოს ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი.
-ანუ ვინმესთან გაქვს თუ არა ურთიერთობა. -თვალები გადავატრიალე და მივახვედრე, რომ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი არ მესიამოვნებოდა.
-არა რათქმაუნდა! -სწრაფად მიპასუხა -ერთი მომწონს და ამას თვითონაც კარგად ხვდება. -ეშმაკურად ჩაიცინა და ისევ თვალი ჩამიკრა, რამაც უკვე მესამედ დამადნო და დამატყვევა. თან თვალის ჩაკვრის დროს რომ იღიმის ეს უფრო ცუდად მხდის... "ეს ბიჭი უბრალოდ შოკია" -ჩემს თავს ვუთხარი და ჩამეცინა...
-საინტერესოა!... -ტუჩი მოვიკვნიტე და ნიკაპი ხელს დავადე, იდაყვით კი მუხლს ვეყრდნობოდი.
-ნინა რა სუნია?! -შეიცხადა მოულოდნელად. -ეხლა ძალიან გთხოვ არ მითხრა რომ ჩემს უკან ხანძარია და მთელი სახლი იწვის...
-ვაიმე ლუკა კარტოფილი -ინსტიქტურად მუხლზე ხელი დავარტყი და სამზარეულოში კოჭლობით გავვარდი.
-დაგეხმარო?! -შემომყვა ლუკა და თან დავინახე მუხლს როგორ ისრესდა...
-არ არსებობს! -ვთქვი და ტაფას სახურავი ავხადე, დანახშირებული კარტოფილი რომ დავინახე თვალები შუბლზე ამივიდა.
-რა გემრიელად გამოიყურება!... -დამცინა ლუკამ.
-აუ ლუკა!!! -შეწუხებული სახით გავხედე -მინდოდა დამეპატიჟებინე და ჩემი მომზადებული საჭმელი ერთხელ მაინც გაგესინჯა... -დამწუხრებულმა ვუთხარი.
-ნუ ღელავ, მე ასეც მიყვარხარ! -თქვა და უცებ გაჩერდა რადგან მიხვდა რომ რაღაც წამოსცდა...
-რა თქვი?! -გავშეშდი და გაზქურის გამორთვა დამავიწყდა რომ ჩემი გაშავებული კარტოფილი კიდევ უფრო არ დანახშირებულიყო.
მუცელში "პეპლების ფრენა" ვიგრძენი... თავიდან თვალს არ ვაშორებდი მის ღია მწვანე თვალებს და მერე კი იატაკს დავხედე და სმენად ვიქეცი. მინდოდა არცერთი სიტყვა უყურადღებოდ არ დამეტოვებინა.
ლუკა მესხი მაცივარს მიეყრდნო და ხელები გადააჯვარედინა... დიდხანს მიყურა, მიყურა, მიყურა და ბოლოს ჩემსკენ სამი ნაბიჯი გადმოდგა. ხელებით ჩემი სახე დაიჭირა. მე იმდენად მსიამოვნებდა მისი ეს ქმედება, რომ ინსტიქტურად თვალები დავხუჭე. ის წინ წამოიწია და შუბლზე მაკოცა. მისი ცივი ტუჩების შეგრძნება რომ ვიგრძენი კინაღამ მესხის ხელებში ჩავიკეცე...
შუბლზე მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა.
-მოიცა ლუკა!.. -დავეწიე და დავუძახე როცა ის მისაღებ ოთახში შედიოდა
-გისმენ ნინნ! -თბილად მომმართა და ტახტზე ჩამოჯდა.
-არა არაფერი. -ზედმეტი კითხვების დასმისგან თავი შევიკავე და დაბნეული ვიდექი.
-ნინა იცოდე შენი სახლი გადაიწვება!!! -სიცილით გამაფრთხილა მესხმა...
-ვაიმე... -წამოვიყვირე და ისევ სამზარეულოში შევვარდი...
ცეცხლწაკიდებული ტაფა რომ დავინახე "გული ფეხებში ჩამივარდა"
-ლუკა!!! -განწირული ხმით დავუძახე და კედელთან ავიტუზე მის შემოსვლის მოლოდინში.
-ნინა!!! -შეშინებული შემოვარდა და ჩემთან გამოიქცა.
-რამე მოიმოქმედე რა... -პატარა ბავშვივით ავწუწუნდი.
მაშინვე შიშველი ხელებით აიტაცა ტაფა, ნიჟარაში ჩააგდო და წყალი მოუშვა. მერე კი ჩემსკენ წამოვიდა.
-დაშავდი?! რამე დაიწვი?! -ღელავდა ლუკა... და ნერვიულად მისვამდა კითხვებს.
-კარგად ვარ... -დავამშვიდე მე.
-შეხედე... -ჩემი ხელი აიღო და გულის მხარეს დამადებინა... -გესმის?! აი ასე მიცემდა ზუსტად გული როცა ჩემთვალწინ ავარიის დროს კინაღამ... მოდი ასე ნუღარ შემაშინებ ხოლმე რა. ვეღარ გაუძლებს ჩემი გული ამდენს!... -ამოისუნთქა მან.
-ნუ ღელავ. ხომ გითხარი კარგად ვარ მეთქი... -კიდევ ერთხელ დავარწმუნე.
-მოდი ჩემთან! -ეს თქვა, თავისკენ მიმიზიდა და გულში ჩამიკრა, ხელები მომხვია. არ მიცდია რომ მოვშორებოდი. უბრალოდ მეც ჩავეხუტე... მის გულის ცემას მკვეთრად ვგრძნობდი.
-დამელოდები რომ ისევ შევწვა კარტოფილი?! -ვკითხე როცა ერთმანეთს მოვშორდით.
-მოდი ეხლა ჩვენ კაფეში წავიდეთ კარგი?! სხვათაშორის ეს დილითვე მქონდა გათვალისწინებული, აქ რომ მოვედი. -ნიჟარასთან მივიდა და წყალი დაკეტა. -მოდი, ყოველთვის, როცა სადილის გაკეთებას დააპირებ უბრალოდ დამირეკე კარგი?! არ მინდა რამე დაგემართოს. -თქვა და გაიღიმა.
-მე საერთოდ არ ვარ ასეთი მოუხერხებელი როგორიც დღეს მნახე!!! -გაბუტულმა ვთქვი. -უბრალოდ დავიბენი. - ზურგი შევაქციე მას.
-წამოდი წავიდეთ კარგი?! -მისკენ შემატრიალა და სამზარეულოდან გამიყვანა
-მოვემზადები და გავიდეთ...
-კარგი... -გამიღიმა მან.
-შენ დაჯექი. მე ოთახში შევალ. -ნაზი ღიმილით ვუპასუხე.
-რათქმაუნდა! -დამეთანხმა მესხი. მე კი ოთახისკენ უკან სვლით წავედი და ერთმანეთს ღიმილიანი სახეებით შევცქეროდით. სანამ ოთახს არ მივუახლოვდი და კარი არ ჩავკეტე მანამდე ჩვენი მზერა ერთმანეთს არ მოშორებია. კარის მიხურვა და ლუკას თვალის ჩაკვრა ერთი იყო... კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მისაღებში გავედი. მისაღებში რაა... ლუკასთან!
-მეგონა გოგოები 2 საათი ემზადებოდნენ ხოლმე... -ზურგით იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. და კარის ხმაზე შემოტრიალდა. -ნინა! -პირი დააღო მან -რა ლამაზი ხარ! -გაოგნდა ლუკა. არადა აქ გასაოგნებელი არაფერი იყო.
-წავედით! -მივმართე მას, ტელევიზორი გამოვრთე და კოჭლობით გავედი სახლიდან.
-ფეხი ისევ გტკივა?! -დიდი ინტერესით მკითხა ლუკამ როცა ჩემს უკან მოდიოდა.
-კი ოღონდ ცოტა. -შეუტრიალებლად ვუთხარი და გზა განვაგრძე.
მანქანაში ისე ჩავჯექი რომ ლუკას თავაზიანობის გამომჟღავნება არ ვაცადე. შკარად უნდოდა ჩემთვის კარის გაღება დაესწრო
-რომელ კაფეში მივდივართ?! -ვკითხე მოულოდნელად როცა მანქანა დაქოქა.
-აი შენ რომ დადიხარ ხოლმე. -ღიმილით მიპასუხა.
-შენ რა იცი მე სად დავდივარ -საყვედურით მივმართე
-ერთი ორჯერ დაგინახე... -ჩაიხითხითა მან
კაფეში როგორც კი მივედით სკამი თავაზიანად გამომიწია და დასაჯდომად მიმითითა. თვითონ კი რათქმაუნდა ჩემს პირდაპირ დაჯდა
-რას შეუკვეთავთ?! -ვერც კი დავინახე ჩვენს მაგიდასთან მოსული მიმტანი, რომელსაც ეტყობოდა რომ ლუკა მოეწონა
-გოგონას დავუთმობ! -ჩემზე მიუთითა ლუკამ
-მე... არ მშია. -მორცხვად ვუთხარი
-ნინა! -ბრძანებით მომმართა მან.
-კარგი ჰო... ქათმის სალათი თუ შეიძლება. და წვენი... -ყველაზე პირველი რაც გამახსენდა ის ვთქვი
-და წვენი რომელი?! -ჩამაცივდა მიმტანი, ამ კითხვისთვის პასუხი მზად არ მქონდა ამიტომ დავიბენი
-სულერთია... -ამოვღერღე ბოლოს.
-და თქვენ?! -ეშმაკური ღიმილით გახედა გოგონამ ლუკას. ახალგაზრდა იყო ეტყობოდა.
-მეც იგივე რაც მან აარჩია. -თქვა მესხმა. მიმტანმა ისევ გაიღიმა და წავიდა.
-ლუკა რას აკეთებ?! -გაკვირვებულმა ვკითხე გოგანას წასვლის შემდეგ.
-რას ვაკეთებ?! -გაიკვირვა მანაც.
-ამ გოგოს აშკარად მოეწონე, დაა ცოტა უხეშობა ხომ არ გამოგდის ასე ცივად რომ ელაპარაკე?!
-გოგო შენ მე მართლა ისეთი ხო არ გგონივარ?!!! -მეჩხუბა ლუკამ. -მე ერთი მომწონს, ერთი მიყვარს და მის თვალებზე ვგიჟდები. არ ვაპირებ ვინმე სხვას ვეფლირტავო. -დარწმუნებით ამიხსნა მან.
-და რა თვალები აქვს ასეთი იმ გოგოს. და შენ ხომ თქვი შეყვარებული არ მყავსო?! -ცალი წარბის აწევით ვუთხარი
-არც მყავს. მაგრამ მეყოლება! -თქვა და ჩემსკენ გადმოიწია. თავით ცალ ხელს დაეყრდნო. მეორე ხელი კი მაგიდაზე ედო და მე გაშტერებული შემომცქეროდა
-რამე მოხდა ლუკა?! -გავუღიმე მე.
-ვტკბები და მაცადე...
-რით ტკბები?! -გამომცდელად შევხედე...
-შენით! -სწრაფად თქვა და ასევე სწრაფადვე წინ წამოიწია, ტუჩზე მაკოცა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
ცოტაც და გული წამივიდოდა. ყველაზე ნაკლებად ლუკას ამ ქმედებას ველოდებოდი. ცივი ტუჩები ჩემსას რომ შეეხო ცუდად გავხდი. ნუთუ ეს საჭირო იყო?! ესე ძალიან უნდა მომწონებოდა ერთწამიანი კოცნა?! მიმტანი მოგვიახლოვდა და სალათი დაგვიდო. მხოლოდ ახლა გამოვფხიზლდი და ზღაპრული ფიქრებიდან გამოვიპარე. გოგონა დამწუხრებული წავიდა. ეტყობოდა რომ კოცნა დაინახა.
-რას აკეთებ ლუკა?! -ნაკლებად გაოცებით ვკითხე.
-ახლა რაღა დავაშავე? როდის მოვექეცი იმ გოგოს ცუდად!... -ჩაიბურტყუნა მან.
-ეს რა იყო... -ტუჩზე თითით ვანიშნე.
-ის, რაც უნდა ყოფილიყო. -ეშმაკურად ჩაიცინა მან და ისევ თვალი ჩამიკრა.
ღმერთო ეს თვალის ჩაკვრა ამ ბიჭს უკვე ჩვევაში აქვს გადაზრდილი... როდის უნდა მოეშვას ჩემი გულის აჩქარებას?! რომ კითხოთ არ უნდა რომ ცუდად გავხდე და შევაშინო...
სალათი სწრაფად შევჭამე. კაფეში ყოფნის დროს ლუკა უმეტესწილად მე შემომცქეროდა და იღიმოდა. არც სალათი უჭამია და არც წვენი დაულევია. გადახდაში არ შევჯიბრებივარ და კაფიდანაც მალე გამოვედით...
ლუკა მესხი
როგორც კი მანქანაში ჩავსხედით ნინამ მაშინვე ლაპარაკი გააგრძელა...
-დედა როგორ გყავს?! -იმედიანად მკითხა
-სანამ შენთან მოვიდოდი დილით მასთან ვიყავი და მითხრა რომ მშვენივრად გრძნობს თავს. ძალიან მახარებს ეს. -ვუთხარი და ვაგრძნობინე რომ ბედნიერი ვიყავი.
-ძალიან კარგია...
-იცი დედა როგორ მიყვარს?! -გავხედე ნინას და ვუთხარი... -ვერ გადავიტან ის რომ არ მყავდეს. მის გარეშე ალბათ ვერ ვიცოცხლებ. ის რომ ჩემს გვერდით არ ყოფილიყო ჩემი ცხოვრების საშინელ წუთებში ალბათ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. დედა რომ მეხმარებოდა ისე არავინ დამხმარებია. დედა რომ მანუგეშებდა ისე არავინ... -ვთქვი და ჩემს ლოყაზე დიდი მარილიანი ბურთი ჩამოგორდა...
-მესმის შენი. -თითქოს დამამშვიდა.
-ბოლო დღეებია ყოველ მისვლაზე მეუბნება რომ კარგადაა და არაფერი სტკივა... იცი ეს როგორ მაბედნიერებს?! ამდენი ხნის განმავლობაში გუშინ ალბათ პირველად მეძინა. სიმართლე რომ გითხრა ვფიქრობ ყველაფერი ისე კარგად რომ იყოს როგორც საჭიროა ექიმი მეტყოდარომ დედას ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მიდის. მაგრამ მე მაინც დედასი მჯერა. ის ძალიან ახალგაზრდაა სიცოცხლისთვის და ის ჩემთვის იცოცხლებს!!! -ბოლო წინადადება ისე მკაცრად ვთქვი თითქოს ვინმეს ვეჩხუბებოდი. -დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია... -ვუთხარი და მეორე ცრემლიც ჩამომიგორდა...
-ყველაფერი კარგად იქნება... -მითხრა და ხელის ნაზი მოძრაობით ცრემლი შეაშრო.
-იმედია -ვთქვი და მის ხელს ვაკოცე.
-ლუკა დამიჯერე! ყოველთვის შეგიძლია მენდო და გული დარდისგან გაითავისუფლო. მე სულ მოგისმენ... მართალია შენ როგორც გგონია მოუხერხებელი, უყურადღებო და დაბნეული ვარ, მაგრამ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე და დარწმუნდე რომ ყველა სიტყვა ჩემთან დარჩება... -ნინას ამ სიტყვებმა ისე გამამხნევა როგორც არასდროს.
-რაკარგი ადამიანი ხარ ნინა! -თბილი თვალებით გავხედე, მან კი გამიღიმა.
-ის ბიჭი ისევ გემტერება?! -მოულოდნელად წამოჭრა საკითხი ნინამ ამ თემაზე...
-ვინ ბიჭი?! -გაკვირვებულმა შევხედე.
-რომ დაგჭრეს... -მოკლედ ამიხსნა მან.
-ჰმ... დვალი!... -თვალების გადატრიალებით ვთქვი და ვაგრძნობინე როგორ არ მიყვარდა ამ თემაზე ლაპარაკი.
-მომიყევი! -ინტერესით მკითხა. მაინც ჩამაცივდა და თითქოს სმენად იქცა.
-ამ ბიჭთან ვმეგობრობდით მე, ახვლედიანი და გელოვანი... -დავიწყე მე. -ოღონდ ცოტახნით. სულ რაღაც სამი წელი ვმეგობრობდით -უმნიშვნელოდ ვუთხარი და განვაგრძე. -ამ სამი წლის შემდეგ ერთი გოგოს ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, რომელიც მე საერთოდ არ მყავდა ნანახი და წარმოდგენაც კი არ მქონდა მასზე მიუხედავად იმისა რომ ძმაკაცის საცოლე იყო. ქორწილი დაგეგმეს უკვე და ამ გოგომ გამოაცხადა ლუკა მესხი მიყვარსო... არადა ხომ გითხარი არც კი ვიცოდი ვინ იყო. რათქმაუნდა დვალი გაბრაზდა. ერთხელაც თავზე დამადგა და დანა მითავაზა... არ გავამწვავე ეს ყველაფერი და არ ვუჩივლე. მინდოდა ყველაფერი მშვიდობიანი გზით მომეგვარებინა. თურმე მამაჩვენებიც მეგობრობდნენ. ბიზნესი ჰქონდათ და პრობლემები შეექმნათ. უკამათიათ და ამ კამათის დროს დვალის მამა წაქცეულია. გულის შეტევით გარდაიცვალა. ამაზეც გამწარებულია. და ჩვენ გვაბრალებს მამის სიკვდილს. აი ასეთი სახიფათო ვინმეა ეს დვალი. არც ნომერი ვიცი მისი და არც მისამართი. მინდა ოდესღაც შემხვდეს სადმე, თუნდაც შემთხვევით და მოლაპარაკების გზით გადავჭრა მთელი კომფლიქტი... -როცა ამას ვუყვებოდი ნინას, მე გზაზე ვიყურებოდი ის კი მე მიყურებდა. -კიმაგრამ შენ საიდან იცოდი ამ ბიჭზე და ჩემს დაჭრაზე...-გამახსენდა ბოლოს
-ქალაქი პატარაა ლუკა! -ჩაეცინა მას... რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ყველა გიცნობს...
-სხვათაშორის არც თუ ისე სასიამოვნოა იმ ფაქტის გახსენება რომ ყველა მიცნობს. -ცალი წარბის აწევით ვუთხარი.
-რას ვიზამთ უნდა გაუძლო... -ისევ გაიცინა. მე კი ნაზად ყურთან თმა გაავუსწორე.
ნინა ჩოხელი
მისი შეხებები გულს მიჩქარებდა. როცა მეხებოდა გზას ვუყურებდი მაგრამ ცუდად გახდომისგან ამით თავს ვერ ვიძვრენდი. "შოკია ეს ბიჭი! უბრალოდ სასწაულია!!!" -ჩემს თავს ვუთხარი გონებაში და ლუკას შევხედე.
-რა ლამაზი ხარ არა?! -დამატყვევებელი მზერით შემომხედა, თითქოს რაიმეთი ტკბებოდა. მაგრამ უკვე ცნობილი იყო რით. არ ვფიქრობდი იმაზე თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მისი ასეთი ქცევები... კოცნა, ჩახუტება, შუბლზე კოცნა, ნერვიულობა... "მე ასეც მიყვარხარ!" ან ეს ფრაზა... არ მინდა ამ ფრაზას ჩავეძიო და დავფიქრდე რა შეიძლება იყოს სიმართლე.
-მეკითხები თუ რიტორიკულ შეკითხვას მისვამ?! -სიცილით მივუბრუნდი და არც მიცდია ამ სიცილის შეკავება რადგან ყველანაირად მინდოდა მისთვის მეგრძნობინებინა რომ მასთან ყოფნის დროს სულ მხიარული ვიყავი...
-რიტორიკულ შეკითხვას გისვამ... -დამტკიცებით მითხრა. -შენი თმა... შენი თვალები... -ამოისუნთქა. -რა ხარ ასეთი საოცრება!!! -მოუსვენრად თქვა ბოლოს.
-რაზე ოცნებობ ლუკა?! -ვკითხე მოულოდნელად.
-შენზე! -სწრაფად მიპასუხა...
-ლუკა მისმინე! ჩვენი ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს... -მშვიდად ვუთხარი.
-და რატომ?! -მოწყენილად მითხრა. ალბათ ეგონა ურთიერთობის დამთავრებას ვაპირებდი.
-უნდა გავარკვიოთ ლუკა... -ნაღვლიანად ვუპასუხე.
-კარგი გისმენ... -შეშინებულმა მიპასუხა.
-რას ნიშნავს ეს...
-რა! -უმნიშვნელოდ მომმართა.
-მოდი განვიხილოთ კოცნა, თბილად მოქცევა, ჩახუტება, შუბლზე კოცნა და ბოლოს ფრაზა "მე ასეც მიყვარხარ!" -დავუწყე ახსნა.
-... -ბოლო ხმაზე გადაიხარხარა ლუკამ!
-რატომ დამცინიი!!! -ბუზღუნით შევბრუნდი მისკენ.
-... -არ წყვეტდა მესხი სიცილს...
-ლუკა ეხლა იცოდე მანქანიდან გადავალ! -დავუყვირე მე.
-კარგი ხო... -ხელზე ხელი ნაზად დამადო და ისე გამაჩერა...მე კი უბრალოდ ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში
-მაშინ ამიხსენი ლუკა... ასე ვერ გავჩერდები. ნუთუ ჩვენ შორის რამე ხდება და მე გამომრჩა. -ჩამეცინა. -არა თუ რამე ხდება და მე ვერ ვხვდ...
-მიყვარხარ! -შემაწყვეტინა ლუკა მესხმა.
-რა თქვი?! -1 წუთის მერე ვუთხარი.
-მიყვარხარ ნინა ჩოხელ! -მე არც მიყურებდა ისე მელაპარაკებოდა. მე კი მთელი მზერა მისკენ მქონდა მიმართული და ამ სიტყვებისგან გაშეშებული ვიყავი.
-და ლუკა ჩვენ ხომ მხოლოდ 3 დღეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ...
-ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ეს შენც კარგად იცი... მე ტელევიზიიდან და შეენ... -ჩაფიქრდა. -ქალაქი პატარააო და -სიცილით დაამატა ლუკამ. მეც გულიანად გამეცინა.
-ანუ გიყვარვარ?! -ეჭვით ვკითხე ლუკას. რადგან იმის დამტკიცება მინდოდა რომ ეს არც ჩემი სიზმარი და არც ჩემი ზღაპრული ფიქრები არ იყო. მინდოდა დამეჯერებინა რომ რასაც ვხედავდი და რაც მესმოდა რეალობა იყო.
-მართლა მიყვარხარ ნინა! -ჩემს დაჯერებას ცდილობდა.
-დარწმუნებული ხარ?! -იმედიანი სახით ვკითხე. სიმართლე რომ ვთქვათ დადებითი პასუხის მოლოდინი მქონდა.
-სრულიად!... -დაამტკიცა მან და გზისკენ გაიხედა. -შენს პასუხს დაველოდო?! თუ გინდა, რომ ახლავე გავწყვიტოთ ურთიერთობა...
-მხოლოდ 3 დღეა... და კარგად არც მიცნობ. -სევდიანად ვუთხარი.
-მე ამ სამ დღეში რა კარგად გაგიცანი იციი?! ვიცი რომელ კაფეში დადიხარ. ვიცი რრა საჭმელი გიყვარს ყველაზე ძალიან... ვიცი რომ შამპანიურს ძალიან ნელა სვამ... დავაკვირდი შენს ჯდომის მანერას. გამოვიცანი შენი საყვარელი ფერი, საყვარელი ყვავილი, საყვარელი მუსიკა... ვიცი რომ მხოლოდ საზამთროს საღეჭი რეზინი გიყვარს... შევამჩნიე რომ ლაპარაკის დროს ადამიანს ყოველთვის თვალებში უყურებ... ჩანთას როგორ იჭერ ეგეც ვიცი! შენი საყვარელი სუნამოც კი ვიცი... -იმედიანად მიყვებოდა ლუკა და მე გაკვირვებული ვუსმენდი. ამდენი რამ მგონი მეც კი არ ვიცოდი ჩემს თავზე. -სიყვარულს რატომ სანზღვრავ იმის მიხედვით თუ რამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს? არ მიცნობ?! გამიცნობ... მალე უფრო დავახლოვდებით დამიჯერე. ვიცი რომ არც შენ ხარ ჩემს მიმართ ცივად. გრძნობები შენც გაქვს... -დარწმუნებით ლაპარაკობდა ის.
-არ ვიცი ლუკა!... რაღაცას ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი რას...
-თავს შეგაყვარებ ნინა! -სწრაფად მითხრა.
-... -ხმა ვეღარ ამოვიღე.
-დღეს სად ხარ წასასვლელი?! დღის ნებისმიერ მომენტში დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები... -სასწრაფოდ შეცვალა თემა და ღიმილით მითხრა. მინდოდა სიყვარულზე კიდევ დიდი ხანი გველაპარაკა რადგან ვიცოდი მიყვარდა ეს ბიჭი. უბრალოდ ვცდილობდი არ მეჩქარა.
-ანისთან წამიყვან?! -მოურიდებლად და სიცილით ვკითხე.
-რათქმაუნდა... -თვალი ჩამიკრა მან.
-6 ზე ჩემ სახლთან იყავი. -ვუთხარი და მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე რადგან მანქანა უკვე ჩემს სახლთან იდგა.
-კარგი ნინა! -მანქანას მოუარა და კარის გაღება დამასწრო.
-არაა საჭირო. -მორცხვად დავხარე თავი.
-კარამდე მიგაცილებ და მე დედასთან წავალ საავადმყოფოში... 6 ის ნახევარზე აქ ვარ! -კაპიტნის ჟესტით მომცა პირობა და სახლის კარი გამიღო.
-კარგად ნინა! -მითხრა და უკან სვლის დაწყებას აპირებდა როცა სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და კარიც სწრაფად მივხურე.
მაგიდასთან ვიჯექი და სტატიას ვწერდი. კონცენტრაციას ვერ ვახდენდი რადგან მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში... "6 ის ნახევარზე შენთან ვარ". სულ საათს ვუყურებდი. ჯერ მხოლოდ სამი წინადადება მქონდა დაწერილი. ზღაპრული ფიქრებისას დრო იმდენად მალე გასულა რომ 6 ის 25 წუთი დადგა.
წამოვხტი და კართან დავდექი. მის დაკაკუნებას ველოდებოდი. ვიცოდი რომ წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო.
ფანჯრიდან დავინახე რომ ლუკას მანქანა ჩემს ეზოს უახლოვდებოდა. კართან მივირბინე და სახელურს მოვკიდე ხელი. გაღება გადავწყვიტე მაგრამ უცბად დავფიქრდი და მივხვდი რომ სულელური საქციელია სამი დღის გაცნობილ ბიჭთან ასე რომ ცანცარებ და სულელივით დახტიხარ.
სიმშვიდე შევინარჩუნე და ტახტზე ჩამოვჯექი. უცბად კარზე კაკუნი გაისმა. ყველანაირად ვეადე წყნარად მივსულიყავი და კარიც უმნიშვნელოდ გამეღო
-ნინა! -მომმართა ღიმილით როცა გავაღე...
-ლუკა შემოდი. -ვუთხარი და მიუსალმებლად შემოვტრიალდი.
მაგიდასთან მივედი, ტელეფონი ავიღე და ანის ნომერი ავკრიფე.
-ხო ნინა. -სწრაფად მიპასუხა
-გავემზადები ეხლა და შენთან წამოვალ... პრობლემა ხო არაა რამე?!
-არა რა პრობლემა -გაუკვირდა მას -მალე გაემზადე და მოდი... გელოდებიი!
-კარგი ანი გკოცნი! -ვუთხარი და სწრაფად გავთიშე ტელეფონი
-ლუკა ოთახში შევალ გავემზადები და მალე გავიდეთ კარგი?!
-კარგი მე აქ დაგელოდები... -თქვა და ჩამოჯდა.
ოთახში შევედი და კარი ჩავკეტე ისე თითქოს ვინმე შემომივარდებოდა...
-ეს შენ დახატე ნინა?! -დამიძახა მან. როცა უკვე გამოცვლა დავიწყე.
-რა...
-გოგო და ბიჭი! -მის სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ ხმაზეც კი ეტყობოდა რომ იღიმოდა.
-კი მე დავხატე. დაახლოებით სამი დღის წინ. საქმე რო არ მქონდა...
-მშვენიერია! -აღტაცებულმა შესძახა ლუკამ.
წითელი მაისური ჩავიცვი, რომლის მკლავის სიგრძეც მკლავამდე მოშვებულად აღწევდა. წელთანაც მოშვებული იყო.... შავი "მოტკეცილი" ქვედაბოლო. რომელიც მუხლის ზემოთ დაახლოებით ათ სანტიმეტრზე იყო. ფეხზე კი უბრალოდ შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. თმა გავიშალე და ლუკასთან ვავედი.
-რა ხარ ასეთი საოცრება -თქვა როცა კარის ხმა გაიგო, ფეხზე წამოდგა და გაოცებისგან პირი გააღო.
-წავედით ლუკა! -მივმართე და კარისკენ კოჭლობით წავედი, რადგან ფეხზე ტკივილმა შემომიტია.
-ფეხი ძალიან გტკივა?! -დარდიანად მკითხა.
-არა. რამდენჯერ უნდა გითხრა. -უმნიშვნელოდ ვუთხარი -სულ ცოტათი... უბრალოდ სიარული მიჭირს.
-გინდა ექიმთან წაგიყვანო?! -გადაწყვიტა უცბად
-არა ლუკა. არაა საჭირო. უბრალოდ წავიდეთ. -კარი გავაღე და მისი მანქანისკენ წავედი.
-ხვალ ხომ გცალია?! -იმედიანად შემომხედა, როცა მანქანა დაქოქა.
-სამსახურის მერე კი და მანამდე არა.
-და როდის ამთავრებ სამსახურს?!
-3 ზე ტეელევიზიასთან იყავი რა მოკლედ -გავუღიმე.
-კარგი მაშინ დამპირდი, რომ საღამომდე ჩემთან ერთად იქნები...
-გპირდები! -არც კი დავფიქრებულვარ ისე ვუთხარი მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ეს მინდოდა.
-ჰოდა ძალიან კარგი... -ჩემსკენ გადმოიხარა და ღვედი შემიკრა...
-საავადმყოფოში იყავი ხომ?! -თემა შევცვალე
-კიი დედა ვნახე -ბედნიერმა მითხრა და შემომხედა.
-მერე როგორაა?! -მეც ღიმილით ვკითხე
-ისევ ისე... ამბობს რომ კარგად. მეც იმედი მაქვს რომ ასეა...
-ძალიან მიხარია! -მშვიდად მივმართე
-მეც!... -თქვა და ცაზე მიმოფანტული ღრუბლები საქარე მინის ქვემოდან შეათვალიერა.
ამის მერე მთელი გზის განმავლობაშ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს ისე მივედით ანის სახლთან
მანქანიდან გადმოვედით, ეზო გავიარეთ და კართან მივედით.
-აუ ეხლა გაგიჟდება ანი რომ გაიგებს რაც დამემართა! -ფრთხილად ვთქვი და ლუკას ხელი მოვკიდე. დავეყრდენი რომ ფეხსაცმელი გამესწორებინა. კარზე დავაკაკუნე და კარის გაღებას დაველოდე.
უცბად ლუკამ ხელში ამიტაცა და მის მკლავებში ისე მომაქცია ვერც კი გავაანალიზე.
-ლუკა დამსვიი! -წავიბუზღუნე და სიცილი ამიტყდა. ლუკასაც გაეცინა და ასე გიჟებივით ვიცინოდით სანამ ანიმ კარი არ გააღო.
-დამსვი! -მკაცრად ვუთხარი მაგრამ მაინც ჩავიხითხითე. შემდეგ ორივე სერიოზული სახით დავდექით და განცვიფრებულ ანის შევცქეროდით. ველოდი ანი როდის გააღებდა პირს და გვეტყოდა შემოდითო რადგან ძალიან მინდოდა ამ უხერხული სიტუაციისგან თავი დამეღწია
-მობრძანდით! -ოფიციალური ტონით მოგვმართა და ეტყობოდა და მის ხმაში სიბრაზე გარეულიყო.
-როგორ ხარ?! -ცალი მხრით გადავეხვიე მას და ვატოს და ფრთხილად და მორიდებულად წავედი ტახტისკენ.
-ნინა! -შეიცხადა ვატომ -რა მოხდა?! -ჩემი ჭრილობებიდან და შეხვეული ფეხიდან გამომდინარე გადაწყვიტა ეკითხა.
-წავიქეცი... -ყალბი ღიმილით ვთქვი.
-მეც წავქცეულვარ მაგრამ ასეთი ჭრილობები არ მქონია შუბლზე, მუხლზე, მკლავზე, ხელზე და შეხვეული ფეხითაც არ დავდიოდი. -ცალი წარბის აწევით თქვა ანიმ. ოღონდ ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. ხელები გადააჯვარედინა და მკაცრად დადგა.
-ამიხსნით რა ხდება?! -იკითხა ვატომ.
-წამოდი ერთი შენ ჩემს ოთახში... -ამხედ დამხედა ანიმ და ისე მითხრა მერე კი ჩემს პასუხსაც არ დაელოდა ისე წავიდა კიბისკენ.
-ლუკა აგიხსნის -ვატოს ვუთხარი და ანის გავყევი.
-ახსნას დაიწყებ და დაგელოდო თუ მე დავიწყო?! -ამ სიტყვების დროს ანის ერთხელაც კი არ გაუღიმია მიუხედავად იმისა რომ სულ გაღიმებულს ვხედავდი.
-რა აგიხსნა... -დაბნეულმა ვკითხე და თავი მორცხვად დავხარე. თავს მართლაც რომ დამნაშავედ ვგრძნობდი.
-რა უნდა ამიხსნა და ეგ ნაკერები და ჭრილობები, შეხვეული ფეხი... და ლუკა მესხი!!! -მკაცრი ტონით მომმართა და ლოგინზე გაბუტული ჩამოჯდა.
-ავარიაში მოვყევი...
-რაა?! -უცბად შეიცხადა მაგრამ მიხვდა რომ გაბრაზებული სახე უნდა მიეღო და მალევე შეჩერდა -ჰმმ... -ჩაიბურტყუნა მან. -და ახლა უნდა ვიგებდე ამას?! -დამიყვირა მან და ცოტაც და ატირდებოდა.
-გუშინ... -დავიწყე ახსნა. -აქედან რომ წავედი დიდ სატვირთოს შევეჯახე. ჩემი მანქანა სულ დაიმსხვრა. მერე აღმოჩნდა რომ ჩემს უკან ლუკა მოდიოდა და როცა ავარია დაინახა უბრალოდ გვერდს ხომ არ ამივლიდა?! საავადმყოფოში წამიყვანა და ექიმს გამასინჯა. სერიოზული არაფერი მომსვლია. უბრალოდ ფეხი გახდა შესახვევი და ცოტა სიარული მიჭირს. ეს ჭრილობები კი შუშის გამო მაქვს. გამეჭრა და გამიკერეს... საშიში არაფერია! -დავარწმუნე ის
-მართლა?! -სევდიანი ხმა ჰქონდა მას. -ხომ არ მატყუებ ნინა?! და აქამდე რატომ არ მითხარი?! -მკაცრი გამომეტყველება მიიღო უცბად მან.
-ორსულად ხარ ანი! არ მინდოდა გენერვიულა და მუცელი მოგშლოდა... მართლა არაფერი მომხდარა სერიოზული.
-და ლუკა?! ლუკა მესხი?! -ისევ გაამკაცრა ტონი.
-აი ლუკასთან კი საქმე მართლაც რომ სერიოზულადაა... ავარიის შემდეგ ყველგან მანქანით დავყავარ და თავს უზრუნველად მაგრძნობინებს. დილით ჩემთან იყო მოსული კაფეში წავიდეთო. კარტოფილს ვწვავდი და მასთან ლაპარაკში დამავიწყდა რომ დაიწვებოდა. უცბად ტაფას ცეცხლი წაეკიდა. ის სამზარეულოში შემოვარდა და "გადამარჩინა"... მერე კი ჩამეხუტა. და შუბლზე მაკოცა...
-რამაგარია! -გაოცდა ანი.
-ახლა ისეთი რაღაც უნდა გითხრა ძალიან გთხოვ დაჯექი ან წონასწორობა შეინარჩუნე. ეცადე გული არ წაგივიდეს!...
-კარგი გისმენ! -ეშმაკურად ჩაიხითხითა მან და მიხვდა რომ რაღაც ძალიან გასაოცარი უნდა მეთქვა მისთვის. სმენად იქცა
-მაკოცა!... მიყვარხარო მითხრა!... -ანიმ თვალები გააფართოვა
-რაო?! -გაოგნდა ის... -მოდი ჯერ ერთი ფაქტი ამიხსენი და მერე მეორე -ნერვიულად და მოუსვენრად მითხრა და ჩემს ახსნა-განმარტებებს დაელოდა.
-კაფეში ვისხედით. მიმტანი ეპრანჭებოდა, ის კი უბრალოდ მაგიდას დაყრდნობოდა და მე მიყურებდა. რომ ვუთხარი რას აკეთებ თქო მითხრა მაცადე შენით ვტკბებიო. შემდეგ წამოიწია და ტუჩზე მაკოცა.
მანქანაში რომ ვისხედით და იქიდან რომ მოვდიოდით ყველაფრის ახსნა მოვთხოვე. მიყვარხარო მითხრა!... სამი დღის მიუხედავად ძალიან კარგად გიცნობო და მიყვარხარო. ჩემგანაც მოითხოვა პასუხი მაგრამ ვუთხარი რომ ზუსტად არ ვიცი რას ვფიქრობ და რას ვგრძნობ მის მიმართ...
-და რას გრძნობ?! -მკითხა ისე თითქოს არ მოელოდა ჩემგან კონკრეტული და მოკლე პასუხის გაცემას.
-მიყვარს! -სწრაფად და დაუფიქრებლად ვუთხარი. მეც კი არ მოველოდი ჩემს ასეთ პასუხს.
-დარწმუნებული ხარ?! -გახარებულმა შესძახა ანიმ.
-კი! -დამტკიცებით ვუთხარი...
-და რაღას ელოდები?! -მოუთმენლად მკითხა
-იმას რომ ჯერ მხოლოდ სამი დღეა რაც ვიცნობ და აჩქარებას არ ვაპირებ! -მკაცრად ვთქვი...
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასწაულია შენ რომ ვინმე შეგიყვარდა. თანაც ლუკა მესხი! -ჩაიხითხითა ანიმ და ჩამეხუტა.
-მეც არ მოველოდი ამას ანი! -მეც ჩავეხუტე და სიხარულის ცრემლებით ვტიროდით ორივე...
მისაღებში ლუკასთან და ვატოსთან ჩავედით...
-მე რა ამბები გავიგეე! -ეშმაკურად თქვა ვატომ და ლუკას მხარზე ხელი დაჰკრა.
-რა ამბები?! -ტუჩი მოვიკვნიტე და მორცხვად ვიკითხე. თან ღიმილის შეკავებას ვცდილობდი
-ის რომ შენ და ლუკა...
-ვატო! -შეაწყვეტინა ანიმ -ამის განხილვის დრო ჯერ არაა! მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ! -მკაცრად თქვა ანიმ მაგრამ ბოლოს მაინც ჩაეცინა.
-ანი! -წავიბუზღუნე
-კარგი მოდი ვისადილოთ. უგემრიელესი სალათი მოვამზადე და მინდა რომ თქვენ ორმა გამისინჯოთ.
სადილის დროს ლუკა ისევ ჩემს პირდაპირ დაჯდა და ყოველ წამს შემომცქეროდა.
-მოეშვით ერთმანეთის ყურებას. ამით მერეც დატკბებით. ახლა კი მიირთვით -თქვა ვატომ და ჩაიცინა.
-ჩვენ...
-ჩვენ ვმეგობრობთ! -შევაწყვეტინე ლუკას და სწრაფად ვთქვი.
-სვათაშორის მეგობრები ერთმანეთს ასე არ უჟუჟუნებენ თვალებს... -ეშმაკურად თქვა ანიმ და ვატოს გახედა.
-აი ამიტომ მიყვარს ჩემი ცოლი რა!... გენიოსია!!! -ბედნიერად თქვა და ანის შუბლზე აკოცა.
მეორე დღეს 7 საათზე გავიღვიძე, შხაპი მივიღე და მაშინვე სამსახურში გავვარდი. ტაქსში ჩავჯექი და მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ ლუკას უნდა გამოევლო... ალბათ მანამდეც რომ გამხსენებოდა არ დავთანხმდებოდი. იმიტომ რომ შეგნებული ადამიანი ვარ და კარგად ვხვდები როგორი უხერხულია 4 დღის გაცნობილ ადამიანს ყოველთვის და ყველგან ისე რომ დაყავხარ, თითქოს მძღოლი იყოს... თანაც როცა იცი რომ ამ ბიჭს უყვარხარ და შენზე ოცნებობს.
-გისმენთ! -ვუპასუხე ტელეფონს როცა ლუკამ დარეკა
-რატო "თ"... -ჩაეცინა მას.
-გამარჯობა ლუკა! -უცბად მივესალმე
-ძალიან დიდი ბოდიში. გვიან გამეღვიძა და ადრე ვერ მოვედი. 10 წუთში შენს სახლთან ვარ -აღელვებულვა მითხრა მესხმა
-არა ლუკა მე უკვე სამსახურში მივდივარ. ტაქსში ვზივარ. ისედაც არ უნდა შეწუხებულიყავი. არაა საჭირო...
-როგორ არაა. ვალდებული ვარ! -დაამტკიცა მან.
-არ ხარ ლუკა ვალდებული! -მკაცრად ვუთხარი
-რომელზე გამოგიარო?!
-სამზე... -სწრაფად ვუპასუხე და მერე გამახსენდა რომ დრო არ უნდა დამესახელეებინა. რადგან მის შეწუხებას აღარ ვაპირებდი.
-სამზე ტელევიზიასთან ვარ.
-კარგი... -თბილი ხმით ვუთხარი
-გკოცნი... -თქვა და გათიშა.
ლუკა მესხი
ვიცი! ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ! ვიცი რომ ნინა ჩოხელს ისე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს ის! მერე რა რომ ასეთი ცოტახანია ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენ ხომ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით... რომც არ ვიცოდეთ მაინც გვიყვარს ერთმანეთი! როგორ ავხსნა ჩემი სიყვარული მის მიმართ არც კი ვიციი... უბრალოდ როცა ვხედავ გული მიჩქარდება, სუნთქვა მიხშირდება როცა ვეხები, ღამე სულ ნინა მესიზმრება. სულ მასზე ვფიქრობ და სულ ბედნიერი ვარ როცა ვხედავ. განა რა საოცრებაა ასეთი!!! მასზე ფიქრით ვიძინებ და მასზე ფიქრით ვიღვიძებ. ჩემს ფიქრებს ნინა ჰქვია. ის ჩემი ზღაპარია. ზღაპარი და ოცნება. ზღაპარი, რომელიც რეალურია და ოცნება, რომელიც უნდა ახდეს!!!...
ნინა ჩოხელი
მთელი დღის განმავლობაში სამსახურში გაფანტული ვიყავი რადგან ვიცი რომ მე ლუკა მესხს ვუყვარვარ. ნაწილობრივ მინდა რომ ვიცოდე ეს ფაქტი და ნაწილობრივ არა. არ მინდა იმიტომ, რომ ვფიქრობ ზედმეტ ინფორმაციას ვფლობ და ეს საჭირო არაა. და მინდა იმიტომ, რომ ლუკა მესხი მეც მიყვარს.
3 საათი შესრულდა თუ არა გარეთ გავვარდი. გზაში სვლა შევანელე, რადგანაც მე ვარ 24 წლის სერიოზული ადამიანი და არა გოგო, რომელიც ბიჭის თვალწინ ცანცარებს.
ტელევიზიიდან როგორც კი გავედი კართან შავ ჯიპთან მდგომი ბიჭი შევნიშნე, რომელიც სიგარეტს ეწეროდა და ხელში ორი ცხელი "ლატე" ეჭირა.
-როგორ ხარ?! -გამიღიმა და ფრთხილად გადამკოცნა.
-არამიშავს... -ვუთხარი ხმადაბლა. -შენ?! -ვუპასუხე რამოდენიმე წამის შემდეგ, ლუკას "ლატე" გამოვართვი და მანქანაში ისე ჩავჯექი, რომ მას კარის გაღება არ ვაცალე.
საჭეს გაკვირვებული მიუჯდა. ალბათ ეგონა რომ უფრო თბილად შევხვდებოდი.
-აბა საით?! -შემომხედა და მანქანა დაქოქა.
-საითაც გენებოთ! -სერიოზული სახით მივუგე და წინა საქარე მინის ქვემოდან ლურჯ ცაზე გაფანტულ ქათქათა ღრუბლებს ავხედე. შემდეგ მივხვდი, რომ მზე, რომელიც ანათებდა ძალიან მწვავდა. ვიგრძენი რომ ყელზე შემოხვეული ნაცრისფერი შარფი არ მსიამოვნებდა და სასწრაფოდ მოვიხსენი. მესხს გავხედე და შევამჩნიე რომ ოდნავ გაღიმებული სახით შემომცქეროდა.
-?! -ისეთი სახით შევხედე რომ მეტყობოდა, პასუხებს მოვითხოვდი მისი გამომეტყველების შესახებ.
-რატო ასე ოფიციალურად ნინა ჩოხელ?! -გაურკვეველი მზერით იყურებოდა გზისკენ. -რამე მოხდა?! რამე დავაშავე და გამომრჩა?! -დაამატა სწრაფად.
-უბრალოდ არ ვარ ხასიათზე ლუკა! სამსახურში გადავიღალე... გთხოვ წავიდეთ.
-იმედია არ ხარ წინააღმდეგი კაფეში რომ წავიდეთ... -მკითხა და ისევ გზას გაჰყურებდა.
-არა! -სწრაფად ვუპასუხე.
-არა არ ხარ წინააღმდეგი თუ არა, არ წავიდეთ?! -ჩაეცინა მას.
-არა არ ვარ წინააღმდეგი -გავუღიმე მე.
-ძალიან კარგი -თქვა და რამოდენიმე წამი მე შემომცქეროდა.
-ფრთხილად! -წამოვიყვირე როცა ლუკამ ჩემს ყურებაში წინ გაჩერებული მანქანები და წითლად ანთებული შუქნიშანი ვერ შენიშნა და იმდენად სწრაფად დაამუხრუჭა რომ კინაღამ თავი დავარტყი.
-მაპატიე! -შეშინებულმა შემომხედა.
-კარგი... -ვთქვი და თმა გავისწორე.
-რამე იტკინე?! -აღელდა ის.
-არაფერი დამშავებია. უბრლაოდ ძალიან გთხოვ ფრთხილად იარე და კაფემდე მშვიდობით მიმიყვანე... -იმედიანი გამომეტყველებით გავხედე. ის კი თვალებში დამნაშავესავით მიყურებდა... -ლუკა! -დაჟინებით ვუთხარი და ხელით გზისსკენ ვანიშნე როცა შევამჩნიე შუქნიშანზე მწვანე ანთებულიყო და ჩვენ წინ მდგომი მანქანები დაძრულან...
-მაპატიე! -დაბალი ხმით მითხრა და სწრაფად გააგრძელა გზა.
-რაღაც დაბნეული ჩანხარ ლუკა...
-შენ რომ ჩემთან ხარ მაგიტომ... -გვერდულად გამიღიმა.
-ანუ წავიდე?! -გამეცინა მე
-სად უნდა წახვიდე გოგო. უბრალოდ ულამაზესი და საოცრება, რომ ხარ ვტკბები და შენზე ფიქრებში გართული ვიბნევი. -თქვა და შავი "რეიბანები" მოიგო.
-ხოდა ნუ ფიქრობ ჩემზე. -ამაყი ღიმილით მივმართე, თავი დავიფასე და მხრებში გავსწორდი. მსიამოვნებდა მისი ასეთი სიტყვები.
-აბა ამის გარეშე არ შემიძლია. -ნაზად მიპასუხა და გვერდულად გამიღიმა.
კაფეში შესვლისას კარი გამიღო. რომ დავსხედით ისევ ის მიმტანი გოგო მოვიდა მაშინ ლუკა რომ მოეწონა.
-რას მიირთმევთ?! -გახედა გოგონამ ლუკას და მომხიბვლელად გაუღიმა.
-რაღათქმაუნდა გოგონას არჩევანს ვეყრდნობი... -იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და თვალებში შემომხედა
-პიცას დავაგემოვნებდი... -ვთქვი და მხრები ავიჩეჩე. -და კიდევ წვენი... ატმის. -დავამატე უცბად და ლუკას გავხედე.
-თქვენი სახელი?! -მიმართა ლუკამ მიმტან გოგონას.
-ლანა! -აღფრთოვანებულმა წარმოთქვა გოგონამ, იმის იმედით რომ ეგონა ეს ბიჭი ეპრანჭებოდა.
-ლანა... ორი პიცა და ორი ატმის წვენი თუ შეიძლება. -ცალყბად გაიღიმა მაგრამ ლანას კი არა მე მიყურებდა.
-ახლავე! -შეტრიალდა გოგონა.
-ქათმის სალათიც... -ვუთხარი ფრთხილად.
-ქათმის სალათიცო ლანა! -დაუძახა ლუკამ. ცოტაარიყოს ვღიზიანდებოდი რადგან მეგონა მართლა ეპრანჭებოდა მას.
-რათქმაუნდა. -ღიმილით თქვა გოგონამ და შეკვეთილის მოსატანად წავიდა.
-დესერტსაც მიირთმევ ხო ბოლოს?! -მშვიდად მითხა.
-ალბათ. -ცივად ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე.
-გაწყენინე რამე?! -ცალი წარბის აწევით მკითხა და თავი დახარა.
-არაფერი... -ისევ ცივად მივუგე და შუშის მიღმა, ქუჩაში ვიყურებოდი. -არ მესიამოვნა ლანას რომ ეპრანჭებოდი და თვალებს "უჟუჟუნებდი" -უცბად და ბუზღუნით ვუთხარი.
ლუკამ მომხიბვლელად გადაიხარხარა და სათვალე მოიხსნა.
-რა გაცინებს?! -მკაცრად ვკითხე
-გოგო ხო იცი რაც ვარ არა?! ხო იცი ვინც მიყვარს. რა საჭიროა ეს ეჭვიანობა. -ცალყბად გამიღიმა, წინ გადმოიხარა და ყურთან თმა ნაზად გადამიწია.
-ვინ გითხრა რომ ვეჭვიანობ... -ისევ წავიბუზღუნე
-თვალებზე გეტყობა ნიინ...
-უბრალოდ არ მიყვარს როცა ჩემს თვალწინ ბიჭი სხვას ეპრანჭება.
-გავითვალისწინებ გოგონი! -თქვა და მადლობაც კი არ გადაუხადა ლანას, რომელმაც შეკვეთა მოიტანა.
-მადლობა! -მივუგე მიმტანს და სწრაფად დავიწყე პიცის ჭამა.
-მიყვარხარ! -თქვა ლუკამ და ატმის წვენი მოსვა.
-რაღაც არ მახსოვს ჩვენი შეთანხმება, რომ გქონდა უფლება მუდმივად გაგემეორებინა ეს... -პირგამოტენილმა ვუპასუხე და უცბად ჩამეცინა.
-ეს ჩემი პირადი უფლებაა... -გამიღიმა მესხმა.
-კიდევ რამეს მიირთმევთ?! -თავაზიანი ღიმილით გვკითხა ლანამ... უფროსწორად მე კი არა, ლუკას კითხა. უკვე მაღიზიანებდა მისი ქცევები. როგორ მიყვარდა ეს კაფე და მან თითქმის უკვე შემაძულა. ბოლობოლო ჩემს თავთან ხომ მაინც ვაღიარებ რომ ლუკა მიყვარს და არ მსიამოვნებს ბიჭს, რომელიც მიყვარს სხვა რომ ეპრანჭება. მოდი იმასაც ვაღიარებ რომ ვეჭვიანობ. ამას ეჭვიანობა ჰქვია...
-დესერტს... ნინა! -მომმართა ლუკამ მე.
-ორი შოკოლადის ნამცხვარი ალუბლით... -სწრაფად მივმართე მიმტანს. საშუალება არ მივეცი ლუკას რომ შეკვეთა თვითონ გაემეორებინა და ამით ლანას ჰგონებოდა რომ რაიმეს შანსი ჰქონდა.
-ახლავე. -არც თუ ისე თბილი ტონით თქვა მიმტანმა და ნამცხვრის მოსატანად წავიდა.
-ცოლად უნდა მოგიყვანო! -ხელს დაეყრდნო და ღიმილით მომმართა ლუკამ. მე კი ნამცხვარი კინაღამ ყელში გადამცდა. ხველება ამიტყდა და გავწითლდი. არ ვიცი ამ დროს ხველების გამო უფრო ავწითლდი თუ ლუკას ნათქვამის გამო...
-რა თქვი?! -მშვიდად და უმნიშვნელოდ ვკითხე თითქოს მის ნათქვამს დიდი ემოცია არ გამოუწვევია ჩემში.
-რა ვთქვი და ცოლად უნდა მოგიყვანო პატარავ! -ცალყბად გაიღიმა მან.
-ლუკა რამდენჯერ უნდა გითხრა რომ მე პატარა არ ვარ. 25 ის ვხდები და შენ 26 ის ხარ. ერთი წელი არაფერია.
-ჩემთვის მაინც პატარა ხარ. მაგრამ ჩემს გულში იცი რა დიდი ადგილი გიკავია?! აი ამხელა!!! -პატარა ბავშვივით გაშალა ხელები და ჩაიხითხითა.
-ცოლად რატომ უნდა მომიყვანო?! -ჩამეცინა და ამ თემას მივუბრუნდი
-იმიტომ რომ მიყვარხარ!... -ისეთი ტონით მიპასუხა თითქოს ეს იმდენად აშკარა იყო რომ არც კი უნდა მეკითხა.
-და ჯერ ხომ...
-ნინა ჩოხელ! -მკაცრი გამომეტყველება მიიღო მან. -რამდენჯერ უნდა გითხრა რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. მთავარი ისაა თუ რამდენად გვიყვარს ერთმანეთი.
-ერთმანეთი?! -ისევ ავწითლდი და მორცხვად ვკითხე
-ჰოო ერთმანეთი. -სწრაფად დაახამხამა თვალები და "ჰაეროვანი კოცნა" გამომიგზავნა.
-ვნახოთ! -ვუთხარი და ნამცხვრის ბოლო ლუკმაც გადავყლაპე.
-ვნახოთ არა. ცოტაც მოიცადე და ნახავ რამაგარი წყვილი ვიქნებით. -ხელები მოისრისა ისე თითქოს ერთი სული ჰქონდა როდის მოხდებოდა ეს.
-და მაინც რამდენი?! -სასაცილო დიალოგი გავაგრძელე.
-რა რამდენი...
-რამდენი ხანი მოვიცადო?! -ფრთხილად გაუღიმე.
-2... -დაფიქრდა და თქვა.
-ორი რა... დღე? კვირა? თვე? წელი?! საუკუნე?! -ჩამეცინა ბოლოს
-დღევანდელი დღის ჩათვლით დაითვალე და რომ მორჩება მეთვითონ გეტყვი... -წინ გადმოიწია და უბრალოდ მაკოცა. ტუჩზე მაკოცა. იმდენად ნაზად რომ სკამზევე დავდნი. თვალები ძლივს გავახილე შოკისგან და ფეხზე ავდექი.
-ანგარიში თუ შეიძლება. -დავუძახე ლანას.
-რა ანგარიში გოგო. ხომ იცი მე ვიხდი არა?! -გაკვირვებით მომმართა ლუკამ.
-მერამდენედ ლუკა. მე გადავიხდი. -დაჟინებით ვუთხარი
-არაფერიც. -მოკლედ მითხრა და წვენი მოსვა.
კაფედან წამოვედით და ლუკამ სახლამდე მიმაცილა.
ორი დღე გავიდა... წინა დღესაც შევხვდით მე და ლუკა სამსახურის მერე და ერთ რამეს მივხვდი. ეს უნდა ვთქვა... უბრალოდ კი არ უნდა ვთქვა. ლუკა მესხს უნდა ვუთხრა!
დილით ბექა გელოვანის ზაარმა გამაღვიძა.
-გამარჯობა ნინაა! -თბილად მომესალმა ის.
-ოჰ... -სიმართლეს ვიტყვი გამიკვირდა მისი ზარი. -როგორ ხარ ბექა?!
-რავიცი არამიშავს შეენ?!
-ნორმალურად... -ვთქვი და თმის დავარცხნა დავიწყე.
-დღეს ხომ იცი რა დღეცაა?! ხოდა უნდა მოხვიდე ჩემთან..
-კიი... -ნამდვილად არ ვიცი რა დღეა მაგრამ ყველანაირად ვიკავებ თავს ამ კითხვის დასმისგან რადგან ზუსტად ვიცი ეს ბექას ეწყინება. -იცი არ ვიცი... თუ მეცლება.
-გეცლება! 26 წლის ვხდები. ოქროს დაბადების დღე მაქვს ბოლობოლო და ძალიან გთხოვ ნუ მაწყენინებ. მოდი!
ღმერთო ჩემო 26 მარტი! დღეს ხომ ბექას დაბადების დღეა
-კარგი შევეცდები ბექა. პირველ რიგში... მინდოდა მომელოცა! -ყველანაირად ვეცადე თბილი ვყოფილიყავი
-მადლობა! -გაიღიმა მან...
მე ხომ მისთვის საჩუქარიც არ მაქვს ნაყიდი. როგორ მივიდე მის დაბადების დღეზე...
-ხომ მოდიხარ?-დამირეკა ანიმ.
-სად... -დავიბენი მე.
-ბექასთან. ისევ დაგავიწყდა ხო?! -ამოიხვნეშა მან.
-არა წეღან ბექამაც დამირეკა. აქამდე არ მახსოვდა და ამიტომ გათვალისწინებული არ მქონდა რას ვუყიდდი.
-მოდი საჩუქარზე რომ აღარ იდარდო ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს გეტყვი რის გამოხ უნდა მოხვიდე...
-აბა გისმენ...
-ლუკაც მოდის.
-მესხი?! -ძალიან სულელური შეკითხვა დავსვი.
-ვაიმე ნინა რაღაც ძალიან დაბნეული ჩანხარ. აბა რომელი ლუკა იქნება. -ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა.
-ჰო კარგი კარგი მაგას მნიშვნელობა არ აქვს. წამოვალ... -მგონი ძალიან გამახარა ამ ამბის გაგებამ და უბრალოდ ჩემდაუნებურად დავთანხმდი.
-ჰოდა ძალიან კარგი. მესხს უთხარი და 6 ზე გამომიარეთ.
-კარგი... -ბოლომდე თქმაც ვერ მოვასწარი რომ მას ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა.
სასწრაფოდ წავედი და ყველაზე კარგი რაც შემხვდა პირველი ის ვუყიდე. საათი... მერე კი სამსახურში გავიქეცი.
-ისევ არ დამელოდე... -დამირეკა ლუკამ და სინანულით მითხრა.
-მერე რა... -უმნიშვნელოდ ვუთხარი.
-მერე ის რომ მწყინს... მწყინს რომ ჩვენს ურთიერთობას ასე უპატივცემულოდ ექცევი.
-უპატივცემულოდ?! -გავუბრახდი მე. -ფიქრობ რომ ჩვენს ურთიერთობას პატივს არ ვცემ და ვუგულებელვყოფ?! ფიქრობ ამას უმნიშვნელოდ ვთვლი?! -ყვირილშ გადადიოდა ჩემი ლაპარაკი. მე მას პირველად ვუყვირე.
-მე ეს არც მიგულისხმია. უბრალოდ იმას ვამბობ რომ არ უნდა მოიქცე ასე... მე ხომ არაფერს გაძალებ. უბრალოდ მინდა შენთან დიდი დრო გავატარო. ყველგან მე გატარო, შენ კი არც მატყობინებ რომ არ დაგელოდო. ვიცი ამაზე არ უნდა ვბრაზდებოდე, მაგრამ უნდა იცოდე რომ მწყინს. მიყვარხარ და ამას ყოველთვის გაგიმეორებ მაგრამ არ მინდა ამით თავი მოგაბეზრო. თუ მართლა არ მოგწონვარ და ჩემთან არ ხარ ბედნიერი ჯობს პირდაპირ მითხრა...
-მიყვარხარ ლუკა! -შევაწყვეტინე მე. სწრაფად და დაუფიქრებლად ვუთხარი. ვგრძნობდი როგორ გაშეშდა ის. მიუხედავად იმისა რომ ის ხმას არ იღებდა. დამუნჯდა.
-მე... -დაიბნა ის. -ბატონო?! -ორაზროვნად მკითხა
-რა იყო...
-რა თქვი?! -გაკვირვებით მკითხა.
-ის რომ მიყვარხარ. რა არის ამაში გასაოცებელი. შენც ხომ ეს გინდა. ხომ გინდოდა რომ მყვარებოდი. ხოდა გეუბნები კიდეც... -სახეზე ღიმილი მივიხატე. -დღეს გადავწყვიტე რომ ეს მეთქვა.
-ეს... ეს ძალიან კარგია! -აღტაცებულმა მიპასუხა ლუკამ.
-ისე მიკვირს ეს სიტყვა რომ არასოდეს მითქვამს. დღეს პირველად ვთქვი და ისიც ტელეფონში და არა პირისპირ
-ხოდა... ეხლა დედასთან უნდა შევიარო. 5 ზე შენს სახლთან ვარ... ანისთან მივდივართ.
-ანისთან 6 ზე მივდივართ.
-არაუშავს ერთი საათით შენს ყურებაში დავტკბები. -თბილი ხმით მითხრა და ტელეფონი გათიშა
ლუკა მესხი
მიყვარხარო მითხრა!!! ნინა ჩოხელმა მითხრა მიყვარხარო!... იქნებ სიზმარში ვარ და ჩვენი წეღანდელი ლაპარაკი ტელეფონზე არარეალურია. იქნებ უბრალოდ ჩემი წარმოსახვის უნარი იმდენად განვითარებულია რომ ყველაფერი ნამდვილი მგონია...
მაგრამ არა... დარწმუნებული ვარ მე ნინას მართლა ვუყვარვარ!...
მინდა მასთან იმდენად დიდი დრო გავატორო რომ უფრო შევუყვარდე და ისე დავახლოვდეთ რომ მალე ცოლადაც მოვიყვანო. მართლა მოვიყვან მე მას ცოლად. მე ის ძალიან მიყვარს!!! და ამას ყველგან ვიტყვი. სადაც არ უნდა ვიყო. და როგორც არ უნდა ვიყო!...
ნინა ჩოხელი
-გამარჯობა ლუკა! -ვუთხარი მას როცა კარი გავაღე.
-ნინა როგორც ჩანს მზად ხარ. წამოდი! -სწრაფად მითხრა ლუკამ
-კიმაგრამ ჯერ ხომ 5 საათია. ჩვენ კი იქ 6 ზე უნდა ვიყოთ.
-ჯერ სადღაც უნდა წაგიყვანო...
-სად! -დავიბენი.
-რაღაც უნდა განახო!!! -დაჟინებით მითხრა.
-კიმაგრამ რაა... -ისეთივე დაჟნებით მოვთხოვე პასუხი.
-წამოდი! -მითხრა, ხელი ჩამავლო და მანქანისკენ მიმარბენინებდა.
-მოიცა კარიც არ დამიკეტია... -შევაჩერე ის
-აბა ეს ხომ რომანტიკული აღარ გამოვა! -თავი დახარა მან და დაღონდა.
-ლუკა! -შემრცხვა და ვუსაყვედურე.
-კარგი მიდი დაკეტე კარი და წავედით...
სახლში შევედი, ჩანთა ავიღე, კარი ჩავკეტე და ლუკას მანქანისკენ წავედი.
-აუ რა ლამაზი ხარ ნეტა იცოდე... -ტუჩი მოიკვნიტა მან და მითხრა როცა უკვე დაძრულ მანქანაში ვისხედით.
-იცი ლუკა... მე სახლში დიდი სარკე მაქვს და თითქმის ყოველ წუთს ვიხედები მასში... -მადლობის ნიშნად ეს ვუთხარი და მხარზე ჩამოყრილი თმა ამაყად გავისწორე.
-ჰმ... შენში კიდევ ერთი თვისება აღმოვაჩინე...
-აბა გისმენ! -ისეთი ტონი მქონდა თითქოს პასუხს ვთხოვდი.
-არ ხარ თავმდაბალი! -დაასკვნა მან.
-კი მაგრამ მე ხომ ამაყიც არ ვარ... -ვუსაყვედურე ლუკას. -ანუ შენ ასე ფიქრობ?!
-არა რა სისულელეა! უბრალოდ ხომ იცი გოგოებმა როგორ იციან... თავს ისე გვაჩვენებენ თითქოს დაბალი თვითშეფასება აქვთ და მახინჯად თვლიან თავიანთ თავს. სხვას ეუბნებიან რა მახინჯი ვარო თანაც ისე თითქოს ეს არ ადარდებთ და სინამდვილეში ყოველ წამს სარკეში იყურებიან და იღიმიან იმის აღსანიშნავად თუ რა "ლამაზები" არიან ისინი. -ამიხსნა ლუკამ.
-ოჰოო... რა ჩამოაყალიბეე!!! -ჩავიხითხითე...
-ჰოდა სწორედ ეს მომწონს შენში. იცი როგორ უნდა შეაფასო საკუთარი თავი... და როცა ვინმე კომპლიმენტით მოგმართავს არასოდეს უარყოფ და უბრალოდ წითლდები.
-ვწითლდები?! -გავოცდი მე. -მე არასოდეს ვწითლდები.
-ჩემთან ასე ხარ ხოლმე... სიყვარულის ბრალია ალბათ... -ცალყბად გამიღიმა და ისევ გზას გახედა.
-საიდან მოიტანე... -ყალბი გაკვირვება მივიხატე სახეზე და ღრუბლებს ავხედე.
-შენთვითონ მითხარი!
-როდის!.. -თავი ისე მოვაჩვენე თითქოს ვერ ვხვდებოდი. მაგრამ ეს იმდენად არ გამომივიდა რომ თავადვე შევწყვიტე ამის გაკეათება.
-დილით... როცა დაგირეკე! -
-აა ჰოო...
-კარგი კარგი. მეც ვიცი რომ ამაზე სხვა დროს უნდა ვილაპარაკოთ!
-რათქმაუნდა. -დავეთანხმე და გამიხარდა რომ ახლა ამ თემაზე არ უნდა დავლაპარაკებოდი.
-აი მოვედით! -მითხრა როცა მე ჯერ კიდევ ფიქრებში ვიყავი.
-ჰმ... მშვენიერია -ხმადაბლა ვთქვი და მანქანიდან გადავედი.
ზუსტად ვიცოდი რომ ამ ადგილას არასდროს ვყოფილვარ.
-ეს იყო სანახავი?! -ირონიული ტონი გამოვიყენე.
-შიგნით უნდა შევიდეთ... -ჩაეცინა მას. მე დამცინა.
-ჯერ გარეთ როგორია და შიგნით რა იქნება... -ჩუმად ჩავიბურტყუნე მაგრამ იმდენად გარკვევით რომ მას გაეგო. ალბათ ეს შეგნებულად გავაკეთე.
-ჰმმ... -აშკარა წყენა გამოიხატებოდა მის ხმაში. -თუ გინდა წავიდეთ -თქვა და მანქანისკენ შებრუნდა.
-რა სისულელეა. მე მინდა ამის ნახვა... -დავარწმუნე ლუკა მესხი
-მაშინ შევიდეთ. -თავდახრილმა წარმოთქვა.
ეს ადგილი ჰგავდა იმდენად მიტოვებულს რომ ალბათ შიგნით შესვლისას ჩემი მოლოდინები გამართლდებოდა. აგურით ნაშენები შენობის უკანა მხარე. სადაც ნაგვის ურნასთან შავი კატა შემაშინებლად დაძრწოდა... სინესტის საშინელი სუნი იდგა, რაც ძალიან მთრგუნავდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მეცვა და სველ ასფალტზე სიარულისას მკაფიო ხმა ისმოდა. და ეს ხმა ჩაკეტილ და დიდ სივრცეში სიარულს გავდა.
იქ სადაც ჩვენ უნდა შევსულიყავით უფროსწორად ჩავსულიყავით სარდაფს გავდა. 5 საფეხურისგან შემდგარი კიბე რომელიც ასევე სველი იყო კართან ჩადიოდა.
-ჩამომყევი! -თქვა და ხელი გამომიწოდა.
-და აქ რა დაგვხვდება?! -მოუთმენლად ვიკითხე
-ნახავ...
-ერთი სული მაქვს -ვუთხარი, მაგრამ ჩემი მოუთმენლობა აშკარად ყალბი იყო.
-ფრთხილად! -შეშინებულმა მომმართა მაშინ როცა სველ კიბეზე ფეხი გადამიბრუნდა და მის მხარს დავეყრდენი... კინაღამ დავეცი.
-მაპატიე! -უმნიშვნელოდ მივმართე.
-რა სისულელეა! -თავი გააქნია მან.
-ანუ შენ იმას გულისხმობ რომ არ მპატიობ?! -ჩემდაუნებურად გაეღიმა.
-ეგეც დიდი სისულელეა! -გაიცინა... -უბრალოდ ის ვიგულისხმე რომ პატიებას არ უნდა მთხოვდე.
-ჰოო... -დავეთანხმე ლუკას.
-გეტკინა ფეხი?! -უცბად მოეღუშა სახე მას.
-საერთოდ არ მტკენია... -სიმართლე ვუთხარი.
-აბა შევდივართ... -თქვა და ჯიბიდან კარის გასაღები ამოიღო.
-კარგია... -იმედიანად ვთქვი მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ იქ იმაზე უკეთესი არაფერი დამხვდებოდა რაც გარეთ დამხვდა.
-ღმერთო ჩემო!!! -აღტაცებულმა წარმოვთქვი როცა ლუკამ შუქი აანთო. ჩემს გამომეტყველებაში გაოცებაც გამოიხატებოდა, აღტაცებაც, გაკვირვებაც და სიხარულიც.
-ამას ველოდი ზუსტად! -თქვა და მზის სათვალე მოიხსნა.
-ეს რა არის ლუკა!!! -თვალები გამიფართოვდა და პირდაპირი მნიშვნელობით პირი დავაღე
-რასაც ხედავ!
-ეს ხომ საოცრებაა!!!
-შენზე საოცრება მაინც არაფერია...
-შენ რა, ხატავ?! -ჩემს ემოციებში ყალბი აღაფერი ყოფილა.
-დიახ...
ვუყურებდი კედლებს, რომელიც უამრავი ნახატებით იყო მოფენილი. თვითონ კედლები კი ღია სალათისფრად იყო შეღებილი. ოთახი საკმაოდ დიდი, კომფორტული და ლამაზი იყო. ჩემი მოლოდინები ნამდვილად არ გამართლებულა თუ იმას გავითვალისწინებთ გარეთ რაც ვნახე. ოთახს ფანჯრები არ ჰქონდა. მის ცენტრში იდგა დიდი მოლბერტი და ამ მოლბერტის გვერდით უამრავი ფერის საღებავი და ბევრი ფუნჯი. ასევე იდგა ხის სკამი... ამჟამინდელ ფურცელზე პორტრეტი ეხატა.
-ლუკა?! -შემრცხვა და თავი დავხარე.
-ნინა... -მშვიდი ხმით თქვა მან.
-ეს ვინ არის?! -ვიკითხე ისე თითქოს ვერ ვხვდებოდი. ალბათ იმიტომ რომ არ მინდოდა მივმხვდარიყავი რადგან ძალიან უხერხული სიტუაცია დადგა და არ მინდოდა ამ უხერხულობაში დიდი ხნით ვყოფილიყავით.
-ჩემი ოცნება... -თქვა, ხელი ჩამჭიდა და მოლბერტის წინ ხის სკამზე დამსვა. თვითონ კი ჩემს გვერდით მომხიბვლელად დადგა.
-და შეიძლება გკითხო რა არის შენი ოცნება?! -მორიდებით ვკითხე და მას ავხედე.
-შენ!... -დამატყვევებელი მზერით შემომხედა.
-ანუ ეს მე ვარ?! -თვალით ნახატზე ვანიშნე.
-პირველად რომ გნახე მას მერე ამას ვხატავ... ჯერ არ დამიმთავრებია მაგრამ როცა დავამთავრებ ეს აუცილებლად შენი იქნება!...
-ჰმ... -ოდნავი ღიმილით თავი ძალიან ნელა გავაქნიე და მისკენ წავიწიე. უბრალოდ ჩავეხუტე და მისი გულის ცემა ვიგრძენი...
მისი ნახატების ყურებით იმდენად ვტკბებოდი რომ თვალს ვერ ვაშორებდი მათ.
-და ლუკა! -მივმართე მას
-გისმენ... -თქვა და თავისი ნახატი შეათვალიერა.
-რატომ არასოდეს არავისგან მსმენია ამაზე?!
-რაზე... -უმნიშვნელოდ მკითხრა მან.
-იმაზე, რომ შენ ხატავ...
-ნინა შენ ამბობ, რომ ქალაქი პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის ჩემზე, მაგრამ... აი ხომ ხედავ, არავის არაფერი სცოდნია! ეს სახელოსნო... ჩემმა დიდმა ბაბუამ შექმნა. მე კი ასე მოვაწყე როცა გავიზარდე. დედას და მამასაც კი წარმოდგენა არ აქვთ იმაზე რომ მე ხატვა მიყვარს. ბავშვობაში რომ ვხატავდი საერთოდ არ შეუმჩნევიათ. ძალიან უმნიშვნელოდ მიიჩნევდნენ და ჩემს ნახატებს ფურცლის ნაგლეჯზე ნაჯღაპნს ეძახდნენ... -მოიწყინა მან.
-და ხატვაზე არ გივლია?! -ვკითხე ინტერესით.
-არასოდეს! -დარწმუნებით მითხრა მან
-შესანიშნავია...
-ეს მოგწონს?! -ჩემს პორტრეტზე მიმითითა.
-საოცრებაა... განა იმიტომ რომ ამ პორტრეტზე მე ვარ, არამედ იმიტომ რომ შენ ასე საოცრად გამოგდის ხატვა.
-პირველად თვალები დავხატე... შენი ულამაზესი და განსხვავებული თვალები, მერე შენი სწორი ცხვირი, მერე წითელი ტუჩები. ბოლოს კი შენი გასაოცარი თმა... რომელზეც უბრალოდ ჭკუა მეკეტება.
-ვფიქრობ აზვიადებ...
-არაფერიც! -მბრძანებლური ტონით მიპასუხა მან.
-კარგი კარგი... ჯობს წავიდეთ. ექვსი ხდება! ხომ იცი ანა ორსულადაა და ხასიათი შეეცვალა. გაბრაზდება! -შევეცადე უხერხული სიტუაციისგან თავი დამეღწია და რამოდენიმე წამიანი სიჩუმე დავარღვიე.
-კარგი წავედით. ოღონდ კიბეებზე ფრთხილად უნდა ახვიდე. არ მინდა რამე დაიშავო. -სერიოზული ხმით მითხრა მაგრამ ბოლოს მაინც დამცინა.
-ეგეთი მოუხერხებელიც არ ვარ ლუკა! -ვუსაყვედურე მესხს.
-ჰმ... -ისევ ჩაეცინა მას.
-კარგი. ვაღიარებ ყოველთვის ყველაფერს ვაფუჭებ...
-არაუშავს! მე ასეც მიყვარხარ! -შემაწყვეტინა მან...
უბრალოდ გავიღიმე და კარისკენ წავედი. როცა გარეთ გავედი ისევ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით... მთელი გზა ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. ანას და ვატოს გავუარეთ, შემდეგ კი ბექასთან წავედით...
-გამარჯობა ბექა! -ვუთხარი როცა კარი გააღო და გადავეხვიე.
-გამარჯობაა ნიინ! მააქვს უფლება ახლა რაც ხდება გავიკვირვო?! -დაბნეულად იკითხა ბექამ.
-მოდი პასუხს ჯერ მე მოვითხოვ.. რას გულისხმობ?! -მართლაც რომ ვერ ვხვდებოდი.
-შენ და ლუკა!... ერთად... -აღარ გააგრძელა მან. აშკარად არ უნდოდა შეკითხვა არასწორად დაესვა.
-ჰო... სწორად აზროვნებ. -ვუთხარი და მხარზე ხელი დავადე. შემდეგ კი სახლში შევედი.
-ყოჩაღ ძმაო! -ზურგსუკან გავიგე როგორ მიმართავდა ბექა ლუკას.
-ჩემი გოგოა!!! -მესხის ხმა ვიცანი და დარწმუნებული ვიყავი რომ მისი მზერა ჩემკენ იყო მომართული.
ნახევრად შევტრიალდი და ლუკას გამომცდელად შევხედე. ის კი უბრალოდ მიღიმოდა.
-ცოტახნით მოდი! -ანის დავუძახე.
-რა იყოო...
-ესენი ვინ არიან?! -წიგნების თაროს გვერდით მყოფ ფოტოზე მივუთითე.
-აჰაჰაჰ... -იცინოდა ანი..
-რა გაცინებს! სერიოზულად გეკითხები -ვუსაყვედურე მას. და ცოტა არიყოს მის სიცილზე მეც მეცინებოდა.
-ტატო, ბექა და ლუკა! -ისევ ჩაიხითხითა ანიმ.
-რაა?! -ახლა მეც გამეცინა.
-ჰო... ნახე რა პატარები არიან.
-ლუკა რა დაბალია! -ვთქვი უცბად.
-ამ ფოტოში რა დაბალია და ახლა შეხედე -ხელი გაიშვირა მისკენ -ყველა ძმაკაცზე მაღალია.
-ვატოს რამხელა თმა აქვს... -ვხარხარებდი მე.
-ეხლაც რომ ასე ჰქონდეს თმა ალბათ გავშორდებოდი...
-ბექას სახეს შეხედე! -ამჯერად ნამდვილად ხმამაღლა მომივიდა გაცინება.
-რა გაცინებთ გოგოებო?! -შამპანიურის ჭიქით მომხიბვლელად მოგვიახლოვდა სამივე.
-არაფერი... -თქვა ანიმ მაგრამ სიცილს ვერ ვიკავებდით
-ოო ძმაო ხომ გითხარი ის ფოტო დამალე მეთქი!!! -გაოცდა ლუკა
-არც გამხსენებია გეფიცები! -შერცხვა ბექას.
-კარგით რა... რა არის ამაში დასამალი?! -დაჟინებით მიმართა ანიმ.
-ნახე რას ვგავარ! -გაბრაზდა ვატო.
-დაა აქ რამდენი წლისები ხართ?! -ინტერესით ვიკითხე გაღიმებულმა.
-დაახლოებით 12... -ჩაფიქრდა ბექა.
-აი ნინა. ახლა ნამდვილად არ ვართ ისეთები როგორიც ფოტოზე ჩანს. -ისეთი თვალებით მიყურებდა მესხი თითქოს რაიმეს მთხოვდა.
-კარგი რა იყოთ! მშვენივრად გამოიყურებით! -სერიოზული ხმით ვთქვი მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევიკავე.
-აიი ნინა! ანი! გაიცანით ეს ჩემი შეყვარებულია... ელენე! -თქვა ბექა გელოვანმა როცა მის გვერდით შავგვრემანი გოგო დადგა.
-სასიამოვნოა! -თქვა ანიმ.
არაფერი არ მითქვამს უბრალოდ გავიღიმე და ხელი ჩამოვართვი მას.
-ჩემთვისაც! იმედია კარგად გავუგებთ ერთმანეთს და დავმეგობრდებით ისე როგორც ჩვენი ბიჭები! -თქვა და ბექას მხარს ჩამოეყრდნო.
-იმედია!... -ისევ იღიმოდა ანი და ეჭვიც არ შემპარვია რომ ეს ღიმილი გულწრფელი იყო. მე კი თვალებგაფართოებული ვიდექი "ჩვენი ბიჭების" ხსენების შემდეგ.
-მიირთვით! -ხელით მიგვითითა ბექამ ხილით, ტკბილეულით და ნამცხვრებით სავსე მაგიდაზე.
-მე გამოვაცხვე! -მხიარულად შესძახა ელენემ როცა დააფიქსირა რომ ჩემი მზერა ნამცხვრებისკენ იყო მიმართული.
-მშვენიერია! -აღვფრთოვანდი მე.
ეს გოგო უკვე ძალიან მომწონს...
-ადექი რა... იცეკვე!!! ნახე მე ორსულად ვარ და მაინც ვცეკვავ. -შეწუხებული სახით მომმართა ანიმ.
-ხომ იცი მე არასოდეს ვცეკვავ.
-და ვატოს დაბადების დღეზე რომ იცეკვე?! -ბუზღუნებდა ის.
-მაშინ მთვრალი ვიყავი.
-ხოდა მოგიწევს დღესაც დათვრე... -ეშმაკურად ჩაიღიმა ანიმ.
-დღეს მე ერთ ჭიქასაც არ დავლევ! მხოლოდ წვენს ან წყალს. ისიც მხოლოდ იმიტომ რომ წყურვილი დავიკმაყოფილო. ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი უფროსი ისევ გავაბრაზო და სანანებელი გამიხდეს რომ ერთი ჭიქის გამო სამსახურიდან გამაგდეს! -ჩემს ხმაში მკაცრი ტონი იგრძნობოდა.
-ჰო კარგი კარგი.
-შენ გაერთე. მე დავისვენებ! -იმედიანად გავუღიმე ანის.
მუსიკები ძალიან ხმამაღალ ხმაზე იყო ჩართული.
-შეიძლება გაგეცნო გოგონავ?! -ზურგს უკან ვიღაც ბიჭის ხმა შემომესმა.
-ლუკა! -შეუტრიალებლად ვთქვი და გამიკვირდა მისი ხმა ასეთ ხმაურში რომ გავარჩიე.
-თქვენი სახელი?! -დავიჯერო ერთმა ჭიქამ უკვე დაათრო?!
-ნინა! -ღიმილის გარეშე ავყევი სულელურ დიალოგში.
-მე ლუკა... სასიამოვნოა! ვიცეკვოთ?! -განაგრძობდა მომხიბვლელობას.
-ჰმ... -ჩავფიქრდი და თავით ხელს დავეყრდენი. თვალები დავხუჭე.
-რა გჭირს ნიინ?! -მზრუნველი ხმით მომიახლოვდა ის.
-არ ვარ მხიარულების ხასიათზე.
-და რატომ?! -ინტერესით მკითხა.
-თავი მტკივა... -ამის თქმის დროს არც ტონი მქონია დამაჯერებელი და არც გამომეტყველება რაც ძალიან მაღიზიანებდა.
-თავი როცა გტკივა შენ გაცილებით ცუდ ხასიათზე ხარ. ამიტომ გთხოვ ნუ მატყუებ.
-არ გატყუებ... -წავიბუზღუნე მე.
-შამპანიური?! -ჭიქა გამომიწოდა მან.
-არ ვსვამ.
-ეს რამე ახალი პრინციპია?! -გაუკვირდა მას.
-მე ვიგულისხმე რომ დღეს არ ვსვამ. ხომ იცი სამსახური...
-კარგი არაუშავს. დალევის გარეშეც მოგიყვან ხასიათზე! ადექი! -არც კი დაელოდა ჩემს პასუხს ისე მომკიდა ხელი და ტახტიდან წამომაგდო. იქ მიმიყვანა სადაც ჩვენი მეგობრები ცეკვავდნენ.
-ლუკა კარგი რა! -მორიდებულად და ღიმილით ვუთხარი ბიჭს რომელიც ჩემს წინ საოცრად ომძრაობდა რიტმულ მუსიკაზე.
-უბრალოდ ამყევი! -მისი მომხიბვლელი მოძრაობები უბრალოდ მაგიჟებდა
-ვერ ვცეკვავ! -საწყალი თვალები მქონდა. თან მეცინებოდა და სახეზე ხელებს ვიფარებდი.
-როცა ჩემთან ხარ მოგიწევს უბრალოდ იცეკვო ნინა! არ მინდა სევდიანს გხედავდე! რადგან ჩემთან ვერასოდეს მოიწყენ!... -თბილად დაამთავრა მან.
-ლუკა... -შეწუხებულმა მივმართე მას. -არ გირჩევნია რომ უბრალოდ დავსხდეთ?!
-რატომ უნდა დავსხდეთ როცა შეგვიძლია რომ მაგრად გავერთოთ.
-მაშინ მე დავჯდები! -ვთქვი და შევბრუნდი რომ ტახტისკენ წავსულიყავი.
-არც იფიქრო! -ხელი ხელზე მომკიდა და თავისკენ შემატრიალა. სწრაფად ამიტაცა ხელში და დამატრიალა. ამით ოდნავ თავბრუ დამეხვა.
-რა ცანცარა ხარ! -თავი გავაქნიე და სიცილით ვუთხარი მას.
-ცანცარა კი არა მხიარული ვარ! -თქვა და შუბლზე მაკოცა.-ნახე შენი საყვარელი მუსიკა ჩაირთო. ამაზე მაინც იცეკვე...
-ეგ საიდანღა იცი! -გამიკვირდა მე.
-კარგი რა შენ გონია ვერ ვამჩნევ?! დებილი ნუ გგონივარ. სადაც ეს მუსიკა ირთვება სულ ცდილობ არ შეიმჩნიო მაგრამ ვიცი რომ ცეკვა ძალიან გინდება.
-გენიოსი ხარ! ესეიგი იმდენი რამ იცი ჩემზე რომ ან ახლავე უნდა მოგკლა ან კიდევ ცხოვრების ბოლომე შენთან უნდა ვიყო! -
ჩავიხითხითე და უბრალოდ მუსიკის რიტმს ავყევი.
-ასე გამოდის! მე ალბათ მეორე ვარიანტს ვამჯობინებდი. რადგან ამ ასაკში სიკვდილი ნამდვილად არ მინდა. თან შენთან ყოფნა უკეთესია...
ვცდილობდი შეუმჩნევლად მეცეკვა. და არავის ყურადღება არ მიმეპყრო. მათშორის ლუკასიც.
არც კი ვიცი როგორ ავხსნა ეს ფაქტი. ან საერთოდ რა დავარქვა ამას. სიყვარული თუ გატაცება... ჯერაც ვერ გამიგია როგორ შეიძლებოდა ლუკას ისე ძალიან შევყვარებოდი როგორც თვითონ ამბობს. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ რაზე მეტყველებს მისი ქცევები?! რას დავაბრალო მისი სიგიჟეები. მისი ქცევები ჩვეულებრივ მოვლენაზე არ მიგვითითებს. ნუთუ ის მაინც არის ჩვეულებრივი მოვლენა რომ მეშინია?! მეშნია იმის, რომ ეს ყველაფერი, რასაც ლუკა აკეთებს შეიძლება უბრალოდ გიჟური გატაცება იყოს... ეს თუ სიმართლეა გული ნამდვილად დამწყდება. მოდი მეორე ვარიანტზეც დავფიქრდეთ... იქნებ ლუკა მესხს მართლა არაამქვეყნიურად ვუყვარვარ?! ვფიქრობ მეორე ვარიანტს ვამჯობინებდი რადგან მე ლუკა ნამდვილად მიყვარს!
უამრავმა მუსიკამ ჩაიარა ჩემი ცეკვის თანხლებით. ვცეკვავდი და ვასრულებდი გიჟურ მოძრაობებს ლუკასთან ერთად. რატომ?! იმიტომ რომ ჩემს პრინციპეპს ვუღალატე და დავლიე. ეს ხომ იმას ნიშნავს რომ ჩემი პრინციპები არც თუ ისე დიდ გავლენას ახდენს ჩემს ქცევებზე. არადა მე ხომ აქ დალევას არ ვაპირებდი. არ გამიკვირდება თუ ხვალ დილით გაღვიძებულს თითზე საქორწინო ბეჭედი დამხვდება, თუ რაიმე ისეთ საბუთზე მექნება ხელი მოწერილი რის გამოც შეიძლება დამიჭირონ, თუ სამსახურიდან ისევ გამომაგდებენ, თუ ქუჩაში გავლისას შემაწუხებს ხალხის უცნაური მზერა რომელიც ჩემკენ იქნება მომართული. იქნებ ჯობს მომავალი უხერხული სიტუაციებიდან ახლავე დავაღწიო თავი და სახლში წავიდე?! ბოლოს და ბოლოს ჩემს უკანასკნელ შემოსავლის წყაროს მაინც შევინარჩუნებ. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ აღარასოდეს წავალ დაბადების დღეებზე. და თუ ესეც პრინციპის საკითხია რაღაც არ მგონია დარღვევას არ ექვემდებარებოდეს. როგორ შეიძლება ასეთი ცუდი შთაბეჭდილება დავუტოვო ჩემზე ბიჭს, რომელიც მიყვარს და მასზე ბევრი დავლიო... სულ უცხოც კი იმას იფიქრებს რომ მე წარმატებული ჟურნალისტი კი არა ის გოგო ვარ 24 საათი თავისნაირ დაქალებთან ერთად სულ ბარში რომ გდია, სვამს, ეწევა, ქუჩაში დახეტიალობს მხოლოდ იმიტომ რომ რაიმეთი გაერთოს... უკვე ძალიან მრცხვენია ხვალინდელი დღის. მართლა სჯობს სირცხვილს ეხლავე დავაღწიო თავი.
-უკაცრავად... -ჩემივე სიმთვრალით შეწუხებულმა გვერდი ავუარე ერთერთ ნაცნობს და კარისკენ წავედი. ყველანაირად ვეცადე თავი ისე დამეჭირა როგორც მოწესრიგებულ, ცივილიზებულ, ზრდილობიან, გაწონასწორებულ, სერიოზულ ჟურნალისტ ქალს შეეფერება. კარამდე ერთი ვერტიკალური ხაზი განვსაზღვრე და მასზე გავიარე რომ სიმთვრალე არ შემტყობოდა. ლუკას არც კი ვემშვიდობები. რა დამპალი ვარ!
-სად მიდიხარ?! -ანის ხმა შემომესმა ზურგს უკან.
-სახლში... -დაღლილი და სუსტი ხმით მივუგე. -დავიღალე. სჯობს სახლში წავიდე, და კარგად გამოვიძინო.
-კარგი რა დარჩი! -ანის საწყალი ხმა მთრგუნავდა. და მინდოდა დავრჩენილიყავი. თანაც ზუსტად ვიცოდი რომ წვეთიც არ ჰქონდა დალეული ორსულობის გამო და შეძლებდა ჩემს გაკონტროლებას. მაგრამ გამახსენდა რომ ის ასეთი არ არის. არასოდეს არავის არაფერში არ უშლის ხელს და არაფერს კრძალავს.
-უკვე საკმარისზე მეტი დავლიე და სანამ რამე სისულელე და სამარცხვინო გამიკეთებია სჯობს წავიდე.
-არაფერს არ გააკეთებ. კარგად ვიცი როგორი გაწონასწორებულიც ხარ... -თავის ჭკუაში დამამშვიდა მან.
-შარშანაც გაწონასწორებული ვიყავი ხომ?! -მკაცრი ტონი გამოვიყენე.
-არა რატო... მშვენივრად ცეკვავდით შენ და ბექა აჭარულს. -სერიოზული ხმით მითხრა მაგრამ ბოლოს მაინც გაეცინა.
-მაინც არ უნდა მეცეკვა!
-დღემდე ვინახავ მაგ ვიდეოს... და თან წაშლასაც არ ვაპირებ.
-არავის აჩვენებ! -ვუბრძანე მას. -განსაკუთრებით მესხს. -სწრაფად დავამატე.
-არა მესხს არ ვაჩვენებ. უკვე ნანახი აქვს!
-რა?! -დავუყვირე ანის და შევეცადე დავწყნარებულიყავი. -რატომ აყურებინე?!!! -ბრაზი მომერია.
-ვაიმე ნინა ეხლა არ გამაგიჟო. -შუბლზე ხელი შემოირტყა. -რომ ცეკვავდი იქ იყო ისიც... ეს ვიდეო ვინ გადაიღო შენ როგორ გგონია. -ცალი წარბის აწევით მითხრა მან.
-რა?! არც კი მახსოვდა! წარმოგიდგენია როგორი მთვრალი ვიყავი რომ ვერც კი შევამჩნიე... ნეტავ მიწა გამსკდომოდა და არავის დავენახე.
-კარგი დაწყნარდი მგონი თვითონაც არ ახსოვს.
-კარგი იქნება. მოკლედ წავედი მე...
-არ წახვალ! -მიბრძანა მან.
-წავალ! ანი, იმისთვის უკვე საკმარისად მთვრალი ვარ რომ რამე სისულელე გავაკეთო...
-მე ვიზრუნებ შენს ქცევებზე... არაფრის შეგრცხვება დამერწმუნე... -ზურგს უკან ლუკას ხმა გავიგე რომელსაც ხელში შამპანიურის ჭიქა ეჭირა.
-არ მინდა ისევ გამაგდონ სამსახურიდან...
-დარეკილია!
-ლუკა! რატომ დარეკე. მე ხვალ წასვლას ვაპირებდი! -ვუსაყვედურე მესხს. -ისე როგორც მახსოვს თქვი რომ ჩემი სამსახურის საქმეზე შეწუხებას აღარ აპირებდი.
-ჰო... მაგრამ როცა საქმე შენ გეხება მზად ყველაფრისთვის ვარ.
-აჭარბებ! -ვუთხარი და ტახტისკენ წავედი იმდენი მქონდა დალეული კინაღამ ჩამეძინა. ცოტაც და ხვრინვას დავიწყებდი...
ზოგი სვამდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი უბრალოდ თავისთვის იჯდა. ვატო და ანი ფანჯარასთან იდგნენ და ლაპარაკობდნენ. ბექა და ელენე კი მოპირდაპირე ტახტზე ისხდნენ და ტორტს მიირთმევდნენ. მუსიკა კი ისევ ჩართული იყო.
პირდაპირ ვიყურებოდი მაგრამ თვალის კუთხით დავინახე ჩემს გვერდით როგორ დაჯდა ლუკა. რომელიც ხელში ისევ შამპანიურის ჭიქას ატრიალებდა. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არცერთი არ ვიღებდით.
-დღეს რაც მითხარი სიმართლეა?! -სწრაფად ამოღერღა, როცა ფიქრებში იმდენად ვიყავი ჩაძირული რომ მისი კითხვა გავიგე მაგრამ ვერ გავაანალიზე... პასუხის გაცემას ვამჯობინე რომ კითხვა გაემეორებინა
-რა?! -სუსტი ხმით ვკითხე.
-დღეს მთელი დღე ვცდილობდი რომ ამ თემაზე ლაპარაკი წამოგეწყო, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს. ამიტომ იქნებ შეკითხვაზე მიპასუხო... -სახეზე ოდნავი ღიმილიც კი არ შეპარვოდა.
-ლუკა... ვერ ვხვდ... -შევეცადე დამაჯერებლად მეკითხა მაგრამ შემაწყვეტინა
-აუ ნინა ძალიან გთხოვ არ გინდა თავის მოჩვენება ვითომ ვერ ხვდები რას ვგულისხმობ და რისი თქმა მინდა. არ მინდა შენი ნათქვამი "მიყვარხარ" უბრალოდ ვალდებულებითი იყოს. ჰოდა ახლა ამის დაზუსტებას ვცდილობ. და თუ მართლა ტყუილია დღეს რაც მითხარი... სჯობს პირდაპირ მითხრა რომ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა და ჩვენ ყველანაირ კონტაქტს შევწყვეტთ ვიდრე ჩვენი ყოველი დიალოგი იმ სიტყვით დაამთავრო რომელიც უბრალოდ სიცრუეს და გაუგებრობას შეიცავს. შევეცდები გაგიგო!
-...
-გელოდები ნინა! -მოუთმენლად მომმართა.
-... -ხმას არ ვიღებდი და უბრალოდ პასუხზე ვახდენდი კონცენტრაციას.
-კარგი ყველაფერი გასაგებია!.. -ნაღვლიანად თქვა და ფეხზე წამოდგა. ალბათ წასვლას აპირებდა.
-არარის ასე! -სწრაფად ვდავუახე რითაც ისი შეჩერება ვცადე.
-მაშინ როგორ არის ნინა?!
-სულ სხვანაირად.
-მაინც როგორ! -მკაცრი გამომეტყველებით მელაპარაკებოდა.
-სიმართლეა! რაც დილით ვთქვი... სიმართლეა!!! -ჩვენი ლაპარაკი კამათში გადაიზარდა. -შენ რა, ფიქრობ ამ თემაზე შემიძლია ვიხუმრო?! რადგანაც შეყვარებული არასოდეს მყოლია და არავინ არასდროს მყვარებია გგონია სიყვარულს პატივს არ ვცემ და ვუგულებელვყობ?!
-მაშინ მითხარი ეს... უბრალოდ გამიმეორე. თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი! -თბილად მითხრა, ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა და თვალებში შემომცქეროდა.
-...
-ნინა! -მისი დაჟინებული მზერა მთრგუნავდა.
-მიყვარხარ!!! -სწრაფად ვუთხარი მე
-დარწმუნებული ხარ? -ინტერესით და იმედიანად მკითხა მან.
-სავსებით!!! -ვუთხარი. მან კი ცალყბად და მომხიბვლელად გაიღიმა. უცბად წინ წავიწიე და მესხს ვაკოცე!
ეს ხომ ადრე თუ გვიან მაინც უნდა მეთქვა. და მაინც უნდა გამეკეთებინა არა?! რატომ უნდა მეცადა უფრო დიდხანს როცა საშუალება მქონდა რომ შანსი გამომეყენებინა. ისევ მეშინია! მეშინია რომ... ჩემს სიყვარულს ისე ვერ გამოვხატავ როგორც საჭიროა. ვფიქრობ რასაც ნამდვილად განვიცდი იმაზე მეტია იმასთან შედარებით რასაც ვაკეთებ. მინდა ლუკამ ზუსტად იცოდეს რასაც განვიცდი. მაგრამ სამწუხაროდ ვერც სიტყვებით გადმოვცემ ამას და ვერც მოქმედებებით. თან ყველაზე საშინელება ისაა რომ არც კი ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ეს.
-ნინა რა საოცარიქალი ხარ! -ვნებით დაახამხამა მესხმა თვალები, ხელი ჩამჭიდა და ფეხზე წამომაყენა.
-ეს მეც კარგად ვიცი! -ეშმაკური ღიმილით ვუთხარი და მუსიკაზე წავიცეკვე.
-მაგიჟებ! -წამოიყვირა მან.
-არ დაიჯერებ და... ესეც ვიცი! -ისეთი ტონით ვთქვი თითქოს ეს აშკარა ყოფილიყო
-თავს არ შევიწუხებ და არ გკითხავ თუ საიდან იცი რადგან დარწმუნებული ვარ ქცევებზე მეტყობა ყველაფერი.
-მართალი ხარ! -დავეთანხმე მას.
-მიყვარხარ! -მტკიცე ხმით წარმოთქვა მან!
-მეც მიყვარხარ! -ასევე მტკიცედ ვთქვი მეც. ის კი ჩამეხუტა და მთელი სხეულით მომეკრო. ჩემი ხელები მის კისერზე იყო შმოხვეული. მისი ხელები კი ჩემს წელზე დნებოდა...
-ლუკას და ნინას გაუმარჯოს!!! -ბექას ხმა შემომესმა. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ ჩვენს ირგვლივ სიჩუმე ჩამოწოლილიყო და მუსიკაც დაბალხმაზე იყო ჩართული. იმასაც მივხვდი რომ ყველა ნაცნობი ჩვენ გვიყურებდა ბედნიერი თვალებით.
-გმადლობ ძმაო! -მესხმა გელოვანს მიმართა მე კი უბრალოდ გავწითლდი.
-როგორც იქნა ნინას ვიღაც შეუყვარდა... ლუკამ კი ნამდვილი სიყვარული იპოვა! -ღიმილით თქვა ვატომ. -ეს ორნი კი ერთად შეუდარებლები არიან! -თბილად დაამატა მან.
-ნინა! -მომვარდა ანი და ჩამეხუტა. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა... სიხარულის ცრემლები!
-რამდენი ხანია ასეთი ბედნიერი არ მინახიხარ. -გადაეხვია ვატო ლუკას.
-მე ნინა ჩოხელმა გამაბედნიერა!... -ლუკა უზომოდ ბედნიერი იყო.
-კარგი ანი რატომ ტირი... დაქორწინებას ხომ არ ვაპირებთ. უბრალოდ ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით. -თბილად მივმართე ანის.
-მიხარია ასეთი ბედნიერი რომ ხარ... -ცრემლებს იშრობდა ის
-ქორწინებაც მალე იქნება! -მოგვაძახა ბექამ, როცა ჩემი და ანის საუბარი მოისმინა.
-რათქმაუნდა! -ამაყად დაეთანხმა ლუკა.
-ნუ მაწითლებთ... -წავიბუზღუნე. მესხმა კი ხელი გადამხვია და გულში ჩამიკრა.
უცბად ჩაირთო მუსიკა რომელზეც უბრალოდ მაჟრიალებს. ცეკვის დროს ყველა დაწყვილდა. რათქმაუნდა ლუკამაც არ გაუშვა ხელიდან ეს შანსი და ცალი ხელი წელზე მომხვია. მეორეთი კი ჩემი ხელი ეჭირა... ნაზად და მშვიდად ვმოძრაობდით. არანაირი ილეთები... უბრალოდ ჰაეროვანი რხევა. მთელი ცეკვის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ერთმანეთით ვტკბებოდი.
-ახლა ხომ მიხვდი როგორ იყოფილა სიყვარული. -უფრო ახლოს მიმიზიდა და ყურთან მის სუნთქვას ვგრძნობდი.
-ჰო... -ტკბილი ხმით დავეთანხმე მას.
-ხომ იცი ცოლად უნდა მოგიყვანო... და არც იფიქრო შენს თავს ვინმეს დავუთმობ. სიცოცხლის ბოლომდე დაგიცავ. სულ შენს გვერდით ვიქნები... და როცა ჩვენ საკურთხეველთან დავდებთ პირობას ეს უფრო განამტკიცებს ჩვენს სიყვარულს.
-ვფიქრობ ის ისედაც მტკიცეა! -დავარწმუნე ლუკა.
-ხომ სამუდამოდ გეყვარები?! -იმედიანად მკითხა
-ხომ არ მიღალატებ?! -შევუბრუნე კითხვა
-არასოდეს! -მტკიცედ თქვა მან.
-ხოდა მეც სამუდამოდ მეყვარები! -თავი მხარზე დავადე.
-დაითვალე?! -ყურში ჩამჩურჩულა მან.
-დავითვალე! -მისი კითხვის მნიშვნელობას მაშინვე მივხვდი და პასუხიც მაშინვე გავეცი.
-მერე რამდენია?! -ტუჩი მოიკვნიტა მან.
-2...
-ორი?..
-ხოო ორი...
-და ორი რა... -ვერ გაერკვა ის.
-ორი დღე! -სწრაფად ვუპასუხე.
-ხომ ვამბობდი! -ამაყად თქვა მან.
-და ასე ზუსტად საიდან იცოდი?! -გამომცდელად შევხედე.
-მე უბრალოდ იმედი მქონდა!
-რისი?! -დაზუსტებას ვთხოვდი.
-შენი! და შენი სიყვარულის!!! -თვალებში ჩამხედა მან.
-ჰოო იმედი კარგი რამეა!
-მე ოცნებაც ამისრულდა! -ისევ ამაყი ტონით მელაპარაკებოდა.
-რომელი?!
-მე ხომ მხოლოდ ერთი ოცნება მქონდა! და ეს ოცნებაც შენ იყავი! -ჰოდა ეს ახდენილი ოცნება ხომ იცი სამუდამოდ რომ უნდა შეინარჩუნო...
-უსიტყვოდ!
-ხომ არასოდეს მიმატოვებ?! -ხმაში სევდა შემეპარა. თითქოს რაღაც ცუდს ველოდი და რაიმესი მეშინოდა.
-არასოდეს! -მკაცრად თქვა.
-დაიფიცე! -მოვთხოვე.
-შენს თავს ვფიცავარ!
-დამპირდი!
-გპირდები! -ის ყველაფერზე მტკიცედ მპასუხობდა მაგრამ
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს პირობა ადრე თუ გვიან დაირღვეოდა და შიშმა ამაკანკალა.
-გახსოვს რომ გეუბნებოდი სულ მალე მაგარი წყვილი ვიქნებით მეთქი! -სახეზე ღიმილი დაეტყო
-კი მახსოვს! ხოდა ვართ კიდეც! და სულ ვიქნებით! -დავარწმუნე ის.
დილით ყველანაირად გაოცებულმა გავიღვიძე... ლოგინში ვიწექი და თვალები რომ გავახილე დავინახე ჩემს გვერდით მწოლიარე ლუკა მესხი როგორ დამცქეროდა... აი რა მოყვა ჩემს დალევას!!! ასეც ვიცოდი. ვიცოდი ისეთ რაღაცას აუცილებლად ჩავიდენდი რისიც შემრცხვებოდა.
-გაიღვიძე პატარავ?! -მზრუნველი ხმით მკითხა.
თავის აწევა ვცადე მაგრამ მხოლოდ ახლა ვიგრძენი როგორ მტკიოდა. მეგონა შუბლი გამისკდებოდა.
-სად ვართ ლუკა?! -ვთქვი და ორივე ხელი სახეზე ავიფარე ისე შემრცხვა. თვალები მაგრად დავხუჭე და ცუდი პასუხის მოლოდინში ვიყავი
-შენს სახლში! -გაკვირვებით თქვა მან.
-ლუკა ჩვენ... აუ! არ ვაპირებდი! ხომ იცი მთვრალი ვიყავი!... -ისეთი ხმა მქონდა თითქოს მალე ტირილს დავიწყებდი.
-აჰაჰაჰ -სიცილს ვერ იკავებდა
-ლუკა! -წავიბუზღუნე მე.
-... -სიცილისგან გაწითლდა
-ნუ იცინი! -ძლიერად ვუთავაზე მხარში ხელი.
-ნუ ღელავ ნინა! -არც კი ცდილობდა სიცილი შეეწყვიტა მხოლოდ იმიტომ მაინც რომ მე ამით არ შევწუხებულიყავი. -არაფერი არ მომხდარა. ვგულისხმობ... ჩვენს შორის არაფერი არ ყოფილა!
-დაა რატომ ვწევართ ერთ ლოგინში. და შენ რატომ გაქვს ტანს ზევით გახდილი?! -შეშინებულმა ვიკითხე.
-აგიხსნი! შენ რომ სახლამდე მოგაცილე მთხოვე ყავა დავლიოთ დარჩიო. მეც დამეზარა საჭესთან ჯდომა და გადავწყვიტე შენთვის დამეჯერებინა. ოთახში რაღაც სურათის სანახავად შემომიყვანე. მერე კი ლოგინზე წამოწექი. მეც წამოვწექი და ისე ჩაგვეძინა კარის ჩაკეტვაც კი დაგვავიწყდა.
-ღმერთო ჩემო კარი ღიაა?! -უცბად ავღელდი.
-დამშვიდდი ღამე გამეღვიძა. ავდექი და ჩავკეტე.
-მადლობა ღმერთს! იმ კითხვაზე არ გიპასუხია თუ რატომ არ გაცვია მაისური.
-იმიტომ რომ... ის შენ გაცვია! -თითით მანიშნა.
შეშინებულმა ფრთხილად დავიხედე ტანზე და თავში ხელი შემოვირტყი.
-კიმაგრამ მე რატომ მაცვია... -გაურკვევლობამ მომიცვა.
-შენ გამახდევინე. გინდა თუ არა მცივა და მე უნდა ჩავიცვაო.
-... -გავჩუმდი და ხმას არ ვიღებდი მაგრამ ეს სულაც არ მათავისუფლებდა უხერხული სიტუაციისგან.
-ნუ ღელავ. ხომ იცი ისე მიყვარხარ, რომ შენი სურვილისამებრ არაფერს გავაკეთებდი. ვიცოდი რა მდგომარეობაშიც იყავი!... მთელი ღამე ორივეს ძალიან ღრმად გვეძინა.
-კარგი ბიჭი ხარ! -გახარებულმა მივმართე.
-ვიცი! -ამაყად თქვა -ამაზე ეს საუზმეც მოწმობს. -თქვა და ლანგარზე დადებული კრუასანები და ყავა მუხლებზე დამიდო
-კი მაგრამ კრუასანები არ მქონია...
-დილით წავედი და ვიყიდე! -თქვა და კომპიუტერთან გადაჯდა.
-რა მზრუნველი ხარ! -თბილად ვუთხარი და ყავა მოვსვი.
-არა ისე... -გორგოლაჭებიანი სკამით ჩემსკენ შემოტრიალდა -იმდენი როგორ დალიე რომ ანისაც ვერ ცნობდი?! -წარბის აწევით მკითხა მაგრამ ბოლოს მაინც ჩაეცინა.
-ლუკა! -ვუსაყვედურე და ბალიში გავუქანე...
რამდენიც არ უნდა დამელია და რაც არ უნდა გამეკეთებინა მაინც მახარებდა ის ფაქტი რომ ლუკა მესხი ჩემს გვერდით იყო. და იმედი მქონდა რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდა.
მეორე დღეს ლუკას მიერ გამოგზავნილი სმს ის ხმამ გამაღვიძა. ვფიქრობ ის მაღვიძარას ფუნქციას უფრო ასრულებს ვიდრე შეყვარებულის. ისე... ამან ძალიან დამაბნია. გონებაში ლუკამესხს "შეყვარებული" ვუწოდე. თუმცა არც კი ვიცი რატომ გამიკვირდა. ეს ხომ ისედაც ასეა. მე და ლუკა შეყვარებულები ვართ. აბა რა უნდა ვუწოდოთ წყვილს რომლებიც ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. სულ ერთად დადიან და ეხუტებიან.
შეყვარებული პირველად მყავს. მგონი ლუკაც პირველია ვისაც ვუყვარვარ, თუ ჩემს კლასელ კახი ცერცვაძეს არ ჩავთვლით რომელმაც მე11 კლასში სიყვარული ამიხსნა. ისეთი სულელი ვიყავი კინაღამ ვუთხარი მეც მიყვარხარ მეთქი...
ლუკა ჩემი შეყვარებულია მაგრამ დაძაბული ვარ... თითქოს ეს არ მყოფნის, თითქოს რაღაც მაკლია. არადა ლუკა იმდენ სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ რა უნდა მაკლდეს არ ვიცი. შეიძლებოდა დავფიქრებოდი იმ ვარიანტზე რომ არ მინდა შეყვარებული მაგრამ მე ხომ ლუკა ძალიან მიყვარს. ამიტომ ჯობს ჩემს სულელურ ფიქრებს ყურადღება არ მივაქციო... ერთადერთი პასუხი ჩემს გაუცემელ კითხვაზე "რა მჭირს?!" არის "მეშინია!"
რისი?! არ ვიცი... უბრალოდ რაღაცის მაინც მეშინია.
-დილამშვიდობისა! -ლუკას გამოგზავნილი სმს სიხარულით გავხსენი და ლოგინიდან წამოვხტი რადგან მივხვდი რომ სამსახურისთვის მაღვიძარა არ დამიყენებია და შესაძლებელი იყო რომ დამგვიანებოდა.
-დილამშვიდობის! სწორედ დროზე მომწერე და გამაღვიძე თორემ მაგვიანდებოდა... -დავუბრუნე პასუხი მესხს.
-აი რა ყურადღებიანი ვარ. შემიძლია გამოგიარო... -თითოეულ სმს გულის და სიცილის სმაილებს აყოლებდა, რაც დიალოგს თითქოს უფრო თბილს და მხიარულს ხდიდა.
-არა ლუკა! არაა საჭირო... 5 ზე შევხვდეთ კაფესთან.
-და რატომ 3 ზე არა?! შენ ხომ ამ დროს ამთავრებ სამსახურს?!
-საქმე მაქვს... -მოკლედ ვუთხარი მაგრამ არ მინდოდა რომ ეს "მესიჯობა" დამთავრებულიყო.
-საქმე ჩემს გარეშე?! -აშკარა წყენით მომწერა მან. თან თითქოს რაღაცაში ვალდებულს მხდიდა. ნუთუ ესეც შეყვარებულების დაუწერელი კანონია?!
-უბრალოდ 5 ზე შევხვდეთ კარგი?! მოგვიანებით აგიხსნი... მიყვარხარ! გკოცნი. -პასუხი დავუბრუნე და ტელეფონი გავთიშე
სამსახურში სამუშაო საათებმა მშვენივრად ჩაიარა... ჩემი საქმე მოვაგვარე და ლუკასთვის არც დამირეკავს ისე მივედი კაფესთან. ის ამჯერად გარეთ მდგომ მაგიდასთან იჯდა.
-როგორ ხარ?! -მითხრა და გადამეხვია...
-ცოტა არ იყოს დავიღალე... -შეწუხებული სახით მივმართე მაგრამ ხალისიანი გამომეტყველება მაინც შევინარჩუნე.
-ეს რა არის?! -ხელით მანიშნა მანქანაზე როცა სკამი თავაზიანად გამომიწია.
-ჩემი ახალი მანქანა! -მხიარულად ვუთხარი და მოხერხებულად დავჯექი. გასაღები კი მაგიდაზე დავაგდე
-ჰმ... -ჩაიბურტყუნა, ყალბი ღიმილი სახეზე მიიხატა და ჩემს პირდაპირ დაჯდა.
-იძულებული ვარ გკითხო... რა იყო ლუკა?! -გაურკვეველი ღიმილი დამეტყო სახეზე.
-იყიდე?! -ირონიულად ჩაიცინა.
-სამი დღის წინ! -აღფრთოვანებულმა შევძახე და ვეცადე დიალოგი მხიარულად გამეგრძელებინა.
-და მე რატომ არ ვიცოდი.
-არც მე ვიცოდი -ჩავიხითხითე -ზუსტად არც ვიცოდი მეყიდა თუ არა... მერე უცბად გადავწყვიტე და დღეს გამოვიყვანე. არ მინდოდა წინასწარ მელაპარაკა ამ საკითხზე რადგან დაგეგმილის განხორციელება ყოვეთვის მირთულდება ამის გამო. -სწრაფად ავუხსენი მას.
-მშვენიერია... -ღიმილი, ოღონდ ისევ ყალბი.
-რა გჭირს ლუკა?! -პასუხი მოვთხოვე.
-არაფერი... -ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ჩემი მანქანის გასაღები ხელში აიღო და კარგად შეათვალიერა.
-აუცილებელია კიდევ გკითხო?! უბრალოდ მიპასუხე! -მკაცრად ვუთხარი, მისკენ წავიწიე და იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი.
-რადგანაც შენ უკვე მანქანა გყავს გამოდის მე ვეღარ შევძლებ ყველგან გატარო. -სევდიანი ხმით დაიწყო მან. -ისედაც ასე ცოტახნით გვიწევს ხოლმე ერთმანეთის ნახვა. მეგონა ასე მაინც შევძლებდი შენთან ახლოს ყოფნას. გული ხარობდა როცა სამსახურში გამოგივლიდი ხოლმე... ან იქ მიმყავდი! ამით მზრუნველობას გამოვხატავდი... -თვალებში არც შემოუხედავს ისე მითხრა. შემდეგ სკამის საზურგეს მიეყრდნო და ისეთი სახე მიიღო პატარა ბავშვს შოკოლადს რომ წაართმევენ და ტირილის პირასაა...
-ჩემო საყვარელო! -თბილი ღიმიილით ვუთხარი და ჩემი სკამი მასთან ახლოს მივაჩოჩე რომ ჩემი სითბო ეგრძნო... -ხომ იცი რომ ჩვენი ურთიერთობა ამის გამო არასდროს შეიცვლება. პირიქით! რადგანაც უკვე მანქანა მყავს უფრო ხშირად გნახავ... არც იფიქრო რომ შენი მზრუნველობა მხოლოდ ამით გამოიხატებოდა. შენი მზრუნველობა სიყვარულშია! -ნაზი ხმით ავუხსენი და ლოყაზე ვაკოცე.
-მიყვარხარ! -თქვა და ხელზე ნაზად მაკოცა.
-მეც მიყვარხარ! -ვუთხარი და მის თვალებს მივაცქერდი.
-რას ინებებთ?! -მიმტანი გოგონას ხმამ გამომაფხიზლა და სკამით ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. მისი ტონი ადრინდელივით მხიარული არ იყო. აი მაშინ ლუკას რომ ეპრანჭებოდა.
-ორი ქათმის სალათი და ორი ფორთოხლის წვენი. მოგვიანებით კი დესერტი ორი შოკოლადის ნამცხვარი ალუბლით... ხომ არ მეშლება ნინა?! -თქვა და დამატყვევებელი მზერით შემომხედა. ლანა კი ლუკას ადრინდელივით არ მიშტერებოდა. უბრალოდ შეკვეთას იწერდა.
-არანაირად! -გულწრფელი ღიმილით წარმოვთქვი.
-ანუ როგორც ყოველთვის... -დაასკვნა ლუკამ და გოგონას შეხედა.
-ახლავე! -თქვა მან და შეტრიალდა.
-ოჰო... მგონი ნაწყენია... -მორიდებულად ჩამეცინა.
-რაზე უნდა იყოს ნაწყენი?! -გაკვირვებით მკითხა მან.
-ლუკა ეს ხომ ისედაც აშკარაა რომ ამ გოგოს მოსწონხარ... -ორაზროვნად ვუთხარი და მხარზე ჩამოყრილი თმა გავისწორე.
-მერე რა! მე შენ მიყვარხარ. -თქვა და მაჯაზე შავ საათს დახედა.
-სადმე გეჩქარება?! -ვკითხე მე
-არა უბრალოდ ასეთი ჩვევა მაქვს. მიკვირს აქამდე რომ არ შეგიმჩნევია... სულ საათს ვუყურებ. მინდა ყოველთვის ზუსტი დრო ვიცოდე.
-დროის შეგრძნება არ გაქვს!... -დასკვნა გამოვიტანე
-ზუსტად! -დამეთანხმა ის. ამასობაში შეკვეთა მოიტანეს.
-გემრიელად მიირთვით! -ზრდილობიანად გვითხრა გოგონამ და ჩვენს მადლობასაც არ დაელოდა ისე შეტრიალდა.
-ისე ჩემზე რას ფიქრობდი თავიდან?! -პირგამოტენილმა ინტერესით მკითხა.
-ვაიმეე... ესეიგი მეგონე ტიპიური ქართველი ბიჭი რომელსაც ფულის, გოგოების და ერთი რამის გარდა არაფერი აინტერესებთ. მეგონე ბიჭი რომელიც 24 საათი გართობაზე ფიქრობს, სვამს, ეწევა. მეგონე გაუწონასწორებელი, უზრდელი, თავხედი, მოუწესრიგებელი, უსაქმური, თავში ავარდნილი ფულიანი ბიჭი რომელიც პატივს არ სცსემს არავის და არაფერს. -ვუთხარი ჩამოყალიბებულად და იმდენად სწრაფად რომ მეც ვერ მოვასწარი ამის გაანალიზება. თითქოს დიდიხანი ბოღმა მახრჩობდა და ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა.
-... -გადაბჟირდა ლუკა
-ნამდვილად სასაცილოა -ვთქვი და მეც გადავიხარხარე.
-და მერე სინამდვილეში როგორი ვყოფილვარ?! -თქვა სიცილისგან გაწითლებულმა და წვენი მოსვა.
-როგორი და... -სკამის საზურგეს მოხერხებულად მივეყუდე და დავიწყე -სიმპატიური, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი, საყვარელი, მხიარული, მხატვარი, გაწონასწორებული, ზრდილობიანი მოწესრიგებული ბიჭი რომელმაც იცის გოგოს პატივისცემა და მუდამ დროს ამოწმებს...
-ეს უკვე კარგია... -ცალყბად გაიღიმა მან.
-და მე?!
-შენ უბრალოდ საოცრება მეგონე და საოცრება ყოფილხარ! -დაამტკიცა მან.
-კარგი ნუ გამაწითლე... უხერხულობაში ვარ შენ რაკარგად დამახასიათე და მე პირდაპირი მნიშვნელობით გაგლანძღე.
-არაუშავს! მაინც ხო გიყვარვარ...
-რათქმაუნდა -ვთქვი და წვენი მოვსვი. ის კი წინ წამოიწია და შუბლზე მაკოცა.
-ისეე მინდა დედაჩემთან მივიდეთ და შენი თავი გავაცნო. გავახარებ იმ ფაქტით რომ როგორც იქნა შეყვარებული მყავს. -მორიდებულად წამოვჭერი თემა.
-ხვალ საღამოს მივიდეთ! -ღიმილით თქვა და მორიგი პრობლემაც გადაჭრა.
-ძალიან კარგი. გაუხარდება! -ვთქვი და დაძაბულობამ შემიპყრო როცა დავინახე ლუკას უკან მდგარი გოგო როგორ გვაკვირდებოდა. უფროსწორად მე კი არა ლუკას აკვირდებოდა! თანდათან გვიახლოვდებოდა და თითქოს მისი სახის გამოცნობას ცდილობდა... შიშმა ამიტანა და გავღიზიანდი. დაახლოებით 24 წლის გოგო იქნებოდა. თმა ძალიან მოკლედ (ბიჭურად) ჰქონდა შეჭრილი. მოკლე, წითელი კაბა ეცვა ღრმა დეკოლტეთი... მუქი შვინდისფერი ტუჩსაცხი და მძმე მაკიაჟი. თავიდან ფეხებამდე გაშპაკლული... მისმა დანახვამ გამაღიზიანა.
-ლუკა მესხი! -აღფრთოვანებულმა გაფართოებული თვალებით შესძახა როცა ლუკას წინ დადგა. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.
-ეკაკო?! -გაკვირვებული ლუკა მესხი ფეხზე წამოდგა და გაფითრდა.
-ღმერთო ჩემო! -წამოიყვირა ეკაკომ და ლუკას მივარდა. პირდაპირი მნიშვნელობით კისერზე ჩამოეკიდა. ამაზე მე რეაქცია არ მქონია. უბრალოდ ტანში გამცრა და სახე წამეშალა.
ბიჭი გოგონას არ ჩახუტებია. უბრალოდ ხელები მსუბუქად მოხვია და ამ რამოდენიმე წამის განმავლობაში მე მიყურებდა. მე კი ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი ასეთი გაოცება და მანქანისკენ გავიხედე. ეკაკომ ვერც კი შენიშნა ჩემი იქ ყოფნა.
-როგორ ვეცადე დაგკავშირებოდი... ბევრჯერ მოგწერე, დაგირეკე მაგრამ არ მპასუხობდი. ბოლოს კი ეს ნომერი არც იყო ფიქსირებული.
-ჰოო... ნომერი შევცვალე, ჟურნალისტები მაწუხებდნენ და -ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე ლუკა და თან ლაპარაკის დროს გამომხედავდა ხოლმე, რაც უბრალოდ მაღიზიანებდა. შევატყე ეს სიტუაცია როგორ არ სიამოვნებდა. მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი მის სიამოვნებაზე არაა დამოკიდებული.
-იციი როგორ მომენატრე?! ჩვენი გატარებული დღეებიც მომენატრა. ხომ მითხარი დაგირეკავო?! -დამწუხრებული სახით მიმართა გოგონამ და სათვალე გაისწორა... ამაზე ლუკა უფრო გაფითრდა და ისევ შემომხხედა. მე კი თვალები მძიმედ დავახამხამე და ირონიული გამომეტყველება მივიღე. ყველაფრის გაანალიზება გადავწყვიტე და ვცდილობდი ნაკლებად შეუმჩნეველი ვყოფილიყავი რომ მათთვის ხელი არ შემეშალა. მესხი ხელებს ისრესდა და თითქოს ნერვიულობისგან კანკალებდა.
-აღარ მახსოვდა შენი ნომერი. -ამის თქმაზე წარბი შეერხა რაც ტყუილის ნიშანი იყო.
-2 კვირა გავიდა რაც არ მინახიხარ... -ამ გოგოს სახის მიმიკები და მოძრაობა უბრალოდ ამაზრზენი იყო.
-ჰო... ასე მოხდა! -დაბნეული ხმით თქვა ლუკამ
-არაუშავს იმედი მაქვს ისევ შევხვდებით ხოლმე... -ღიმილით თქვა
-... -ხმას არ იღებდა
-რა საყვარელი ხარ... -თბილი ტონით თქვა ეკაკომ და ისევ კისერზე ჩამოეკიდა მას. თან თმაზე ეფერებოდა. ლუკას სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა. არამარტო სახეზე. ერთადგილას ვერ ისვენებდა და ცახცახებდა. ხელები მსუბუქად ჰქონდა მოხვეული. რამოდენიმე წამით უბრალოდ დაჟინებით ვუყურებდი მათ "სითბოს"... ერთი ფაქტის დანახვამ გამყინა...
გოგონა ლუკას ტუჩებისკენ წაიწია და კოცნა დააპირა ><
-არ შევსულვარ!.. -ვუთხარი და მორიდებულად გავისწორე თმა. -ლუკა მესხს იცნობ?! -დაუფიქრებლად და გაუცნობიერებლად ვკითხე. თანაც სწრაფად რომ არ შევჩერებულიყავი.
-ლუკა მესხს?! -ყალბად გაიკვირვა მან.
-ჰო ზუსტად მაგას...
-მსგავსი სახელით და გვარით არავინ მახსენდება. ცნობილია ვინმე?!
-არა.. ჩემი ნაცნობი იყო. -დამწუხრებულმა ვუთხარი და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ვცადე. -და შენ რა გვარის ხარ?! -ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია არადა აქამდე არც დამაინტერესდებოდა.
-დვალი! -მტკიცედ მიპასუხა მან. მე კი თვალები გამიფართოვდა. თითქოს ეს გვარი აქამდეც გამიგია მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი სად.. ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ ზედმეტი ინფორმაცია გავიგე, რაც არ უნდა გამეგო!...
-რა იყო რატომ გაგიკვირდა?! -ინტერესით მკითხა.
-არა არა ისე..
-რა ლამაზი ხარ! -წინ წამოიწია და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. ლუკას თავი შემახსენა..
-მადლობა! -ისეთი ტონით ვუთხარი რომ ვაგრძნობინე კომპლიმენტები აღარ უნდა გაეგრძელებინა..
-ხვალაც ხომ შემხვდები?! -იმედიანად მკითხა.
-შევეცდები.. -მოკლედ ვუთხარი

ორ კვირაზე მეტი გავიდა და ჯერაც არაფერი მსმენია ლუკაზე. მხოლოდ აკო დვალს ვხედავდი!.. ჩემი ცხოვრება მესხის გარეშე ერთფეროვანია. დილით სამსახური, მერე კაფეში ჯდომა აკოსთან ერთად თანაც ზუსტად იმ ადგილას სადაც ერთ დროს მე და ის ვიჯექით.. რად მინდოდა დვალის გაცნობა თუ მაინც ისევ ასეთი უბედური ვიქნებოდი?!

-ხომ მოდიხარ ნინა?! -მკითხა ვატომ ბექას ქორწილამდე ორი დღით ადრე.
-რათქმაუნდა.. -ვუთხარი უხასიათოდ.
-ჯერაც არ მიყიდია კაბა! -გაბრაზებულმა ანიმ შესძახა.
-არც მე მიყიდია.. ჰოდა წამოდი და ეხლა შევარჩიოთ.. დიდი დრო არ დაგვჭირდება..
-კარგი წამოდი.. ოღონდ იქ არ იწუწუნო. ისეთ კაბას ვერ ვიყიდი მერე რომ ვინანო.. -წაიბუზღუნა მან.
-არაა არ ვიწუწუნებ. -თბილი ღიმილით ვუთხარი და კარისკენ წავედით.
-გოგოებო.. ბექასთვის უთქვამს ელენეს რომ ყველას შეუძლია ქორწილში პარტნიორი, ქმარი ან შეყვარებული წამოიყვანოსო. ნუ მეე და ანი მივდივართ და სხვას ვისღა წავიყვან და შენ რას იზავ?! -ფრთხილად მკითხა. მე თავი დავხარე
-აკოს წამოვიყვან! -სწრაფად ვუპასუხე რომ ჩემი არჩევანი არ მენანა.
-როგორც იქნა გავიცნობთ შენს აკოოს! -ნერვიულად და მოუთმენლად ჩაიღიმა ვატომ.
-აბაა! -უმნიშვნელოდ ვუთხარი მე და ანი სახლიდან გამოვედით.

-აკო როგორი ბიჭია?! -ინტერესით მკითხა ანიმ როცა კაბებს ათვალიერებდა.
-ძალიან კარგი... სულ ცდილობს ჩემს გვერდით იყოს! -ვუთხარი და არჩეული კაბა სახის მიმიკებით დავუწუნე.
-ვიღაცისგან განსხვავებით!.. -ჩავილაპარაკე ბოლოს.
-გჩუქნის რამეს?!
-კი.. თითქმის ყოველდღე. ხან ყვავილებს, ხან ტკბილეულს, შოკოლადს და ხანაც ყელსაბამს.. ცოტა არ იყოს და ხანდახან მოსაბეზრებელია!..
-თავს დავდებ მოსწონხარ! -ეშმაკურად ჩამიღიმა..
-რა იცი?! -ყალბად გავიღიმე მეც.
-ქცევებზე ეტყობა..
-სხვასაც ეტყობოდა მაგრამ ბოლოს რაც მოხდა შენც კარგად იცი! -წარბის აწევით ვუთხარი.
-შენც ხომ მოგწონს?!
-ვინ?! -ისე ვკითხე თითქოს ვერ მივხვდი ვის გულისხმობდა.
-აკო! აბა სხვაზე ვისზე ვსაუბრობთ..
-ნუ მომწონს.. როგორ გითხრა! მივეჩვიე..
-და ლუკა მესხი?!
-მე ლუკა მესხს ვერასდროს დავივიწყებ ანი! -აკანკალებული ხმით ვუპასუხე და ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა.
-დაბრუნდება! -მტკიცედ და იმედიანად თქვა და ჩამიხუტა..
-რაღაც არ მგონია დაბრუნდეს.. -ვუთხარი და ავქვითინდი!
გრძელი ლურჯი კაბა შევარჩიე. ზურგთან ამოჭრილი.. ანის მუხლიდან 10 სანტიმეტრით მაღლა.. წითელი, მომდგარი კაბა. უნდოდა რომ მისი ერთთვიანი ორსულობა გამოკვეთილიყო..
იქიდან რომ წამოვედით კაფეში სამი კვირის ნაცნობი აკო ვნახე.
-როგორ ხარ ნინა?! -თბილი ტონით მომმართა მან.
-მშვენივრად შენ?! -ყალბი ღიმილით ვუპასუხე.
-კარგად. მომენატრე!
-მართლა?! -ისე ვუთხარი თითქოს გამიკვირდა არადა ამის მსგავსი არაფერი იყო.
-ჰოო მართლა. რაღაც უნდა გითხრა! ოღონდ არ გვინდა კაფეში ჯდომა. ავდგეთ და გავისეირნოთ..
-კარგი..
ჩვეულებრივ ნელა მივაბიჯებდით საბურთალოზე.
-რა უნდა გეთქვა?! -უინტერესოდ მაგრამ თავაზიანობის გამოვლინების მიზნით ვკითხე.
-მიყვარხარ! -სწრაფად მითხრა მან მე კი უბრალოდ გავშრი..
-რასშვები?! -ორაზროვნად ვკითხე.
-მიყვარხარ!
-ასე მალე?! -ნამდვილად გავიკვირვე მე. თუმცა რა მიკვირდა.. ლუკამ გაცნობიდან მესამე დღეს მითხრა მიყვარხარო. მაგრამ ის ხომ განსაკუთრებული იყო..
-რატომ მალე?! სამი კვირა გავიდა..-გაუკვირდა მასაც.
-არა უბრალოდ...
-შენ არ გიყვარვარ?! -შემაწყვეტინა მან.
რა ბანალური სიყვარულის ახსნაა არა?! მესხი ამაშიც განსაკუთრებული იყო.
-კი!.. -უსწრაფესად ვუპასუხე რომ ჩემი გადაწყვეტილება არ მენანა. ზუსტად ვიცოდი რომ ტყუილი ვთქვი მაგრამ ეხლა ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.
-ულამაზესო! -მითხრა ბედნიერად და ჩამეხუტა. მეც მსუბუქად მოვხვიე ხელები. ზუსტად ისე, მაშინ ლუკა რომ ჩაეხუტა ეკაკოს ჩემ თვალწინ. მალევე მოვშორდი მის სხეულს და თემა წამოვჭერი რომ უხერხული სიტუაციიდან თავი დამეღწია
-ზეგ არის ჩემი მეგობრის ქორწილი.. და მითხრეს რომ შემიძლია ის წავიყვანო ვინც მინდა.. და წამოხვალ?!
-რათქმაუნდა! -ეშმაკურად ჩაიღიმა და შუბლზე ფრთხილად მაკოცა.
ამ ყველაფერს მხოლოდ ის მერჩივნა მის მაგივრად ჩემს გვერდით ლუკა მესხი მდგარიყო. მაგრამ ჩემი ცხოვრება ასეთია და უნდა შევეგუო ამ ყველაფერს. ლუკამაც ხომ ეს მითხრა. ბედნიერება მისურვა და ვიქნები კიდეც. ყოველ შემთხვევაში შევეცდები ვიყო..
-მშვენიერია. -ვუთხარი და მისი ხელი მხარზე გადავიხვიე.
როგორც იქნა მოვიდა ბექას ქორწილის დღე.
ჯვრისწერას არც დავსწრებივართ პირდაპირ დარბაზში მივედით.
ანი და ვატოც იქ დაგვხვდნენ. როგორც კი შევედით ვატო ფეხზე წამოხტა მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ისევ დაჯდა. არც კი ვიცი რა დაემართა. ბექას და ელენეს გადავეხვიე მაგრამ ბექას გაოცებულმა მზერამ გამაკვირვა. აღარაფერი მიკითხავს და იქ სადაც ვატო, ანი და კიდევ ორი ჩვენი მეგობარი იჯდა 6 კაციან მრგვალ მაგიდასთან მივედი..
-გაიცანით ეს არის აკო! აკო დვალი! -თბილად ვთქვი მაგრამ ვატოს ზიზღით მოცულმა თვალებმა გამაშეშა.
-სასიამოვნოა. მე ანი! -ფეხზე წამოდგა და ღიმილით მიესალმა.
-ეს ვატოა! ანის ქმარი.. -მასზე მივანიშნე.
-სასიამოვნოა! -სახეწაშლილი ადგა და ხელი მძიმედ ჩამოართვა.
-ჩემთვისაც.. -ირონიული გამომეტყველება შევნიშნე დვალის სახეზე.
ჩემს გვერდით დაჯდა. ჩვენ პირდაპირ კი ანი და ვატო ისხდნენ.
-რამდენი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ?! -ყალბი ინტერესით იკითხა ვატომ.
-3 კვირაზე ცოტა მეტი.. -ვუპასუხე და შამპანიური მოვსვი უხერხული სიტუაციისგან თავის დასაღწევად.
-მშვენიერია. -ნერვიულად თქვა და აკოს დაჟინებით მიაცქერდა. მანაც გამოიყენა საშუალება და თვალი არ მოუშორებია მისთვის სანამ ახალი თემა არ წამოვჭერი მუსიკის ჩართვის დროს.
-ვიცეკვოთ! -თან სკამიდან ავდექი.
ანიც მაშინვე ადგა და დათოც და ნუცაც. დვალს და ახვლედიანს კი ჩემი ნათქვამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ რამაც ძალიან გამაღიზიანა..
როგორც კი მუსიკას ავყევი ვატომ აქეთ-იქით გაიხედა და ჩემს ადგილას დაჯდა. მაგიდისკენ მომართული ბექა დავინახე რომელიც დვალს მეორე მხრიდან მიუჯდა.
ვეცადე მათი ლაპარაკი გამეგო და რაც შეიძლება ახლოს და შეუმჩნევლად დავდექი მათთან. თან მიხაროდა რომ ვერ მხედავდნენ და ჩემკენ ზურგით ისხდნენ.
-რა გინდა ნინასგან?! -ჰკითხა ბექამ.
-მიყვარს! და ხელს ვერც ვერავინ შემიშლით ამ სიყვარულში. -უმნიშვნელო ტონით თქვა აკომ.
-ეხლა კარგად მომისმინე! -კბილებში გამოსცრა ახვლედიანმა. -ნინა ჩოხელი ჩვენი დაიკოა! -მტკიცედ წარმოთქვა. -ეს ის გოგოა რომლის თავსაც არავის დავაჩაგვრინებთ.. და შენ რომ ამას რამე დაუშავო.. ჩემს ფეხმძიმე ცოლსა და ჯერ არ დაბადებულ შვილს ვფიცავარ. არ გაცოცხლებთ!!! უბრალოდ კი არ მოგკლავთ.. გაგანადგურებთ!..
-არ დაგინდობთ დვალო! -დაამატა გელოვანმა. -გინდა ლუკა მესხს ერთადერთი სიყვარული წაართვა არა?! არ გამოგივა!!! -ამჯერად ნამდვილად დავუშვი მეფიქრა, რომ რაღაც ხდება!
-გირჩევნია წყნარად იჯდე, ილოცო და ზედმეტი არაფერი თქვა. ამ თემაზე კი უფრო ვრცლად მერე ვილაპარაკებთ რადგან ნინას დიდ პატივს ვცემთ და მისი გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის! ვატოს სიბრაზე ზღვარს სცდებოდა.
-მე როგორც საჭიროდ ვთვლი ისე მოვიქცევი და ვერც თქვენ და ვერც მესხი ვერ შემიშლით ამაში ხელს.. -დაამატა ირონიულად დვალმა.
ჩემი გაურკვევლობა, ინტერესი და შიში პიკს აღწევდა. როცა თავის ადგილებს დაუბრუნდნენ ვატოსთან მივედი.
-ადექი რა ახვლედიანო! ვიცეკვოთ... -თავი ისე მოვაჩვენე თითქოს მთვრალი ვიყავი. არადა ორ ჭიქა შამპანიურზე მეტი არ მქონდა დალეული.
როცა საცეკვაო ადგილას ხალხში შევიჭერით მხარზე ჩამოვქაჩე და ყურში ჩავჩურჩულე.
-რა ხდება ვატო ამიხსნი?! -ტონს სიბრაზე შევურიე
-ამ ყველაფერზე სახლში ვილაპარაკებთ ნინა. მანამდე კი ეცადე ბევრი არ დალიო და სისულელე არ ქნა.
-და ახლა რომ ამიხსნა არა?!
-არა! -თქვა და მუსიკის რიტმზე დამატრიალა!..
ქორწილი 2 საათზე დამთავრდა. იქ ყოფნის განმავლობაში სულ თვალებს ვაცეცებდი რომ ლუკა მესხისთვის სადმე კუთხეში მაინც მომეკრა თვალი. ბავშვობის მეგობრის ქორწილშიც კი არ მოვიდა. ასე როგორ დაივიწყა ყველა და ყველაფერი?! ადგა წავიდა და უკან ჩამოგვიტოვა მეც, მომავლის სიყვარული და წარსული ცხოვრებაც.. ეს იყო მისთვის გამოსავალი!.. ასე დანებდა ის. ჰოდა ჩემთვის ის იქნება გამოსავალი რასაც გავაკეთებ. ასე დავნებდები მეც.
ბევრი ვიცეკვე მაგრამ ვატოს სურვილს დავემორჩილე და ბევრი არ დამილევია. აკოსთან ერთადაც ვიცეკვე თუმცა მათი საუბრის შემდეგ თავის შეკავება ვცადე მასთან ზედმეტი სიახლოვისგან. სანამ ჩემს შეკითხვებს ზუსტი პასუხები არ გაეცემა მანამდე არაფერს მოვიმოქმედებ.
ვინ არის აკო?!
ვატომ სახლში მიგვიყვანა მე და ანი. მანქანაში ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.
-ამიხსენი! -ვუბრძანე სამზარეულოში წყლის დასალევად შესვლისას როგორც კი სახლში მივედით
-პირველ რიგში დამავიწყდა მეთქვა დღეს ორივე რომ ულამაზესები ხართ! -თქვა და მაგიდის კიდეს ერთი ხელით ჩამოეყრდნო.
-მადლობა საყვარელო! -თბილად უთხრა ანიმ. -
-მალე დაიწყე ვატო -ვუთხარი მოუთმენლად.
-მოკლედ აკო დვალი... ეს ის დვალია ლუკასთან რომ აქვს პრობლემები. დაჭრილიც ხო იყო მესხი.. ჰოდა მაგან დაჭრა. აი ეგაა ლუკას მოსისხლე მტერი..
-სერიოზულად?! -მთელი სერიოზულობით ვკითხე და ჩავფიქრდი.
-ჩემს ბიჭს ვფიცავარ!.. -ანის მუცელს ნაზად აკოცა მან.
-და რა გინდა ამით რომ თქვა.. -ინტერესით ვკითხე.
-ის რომ ფრთხილად იყავი! -მზრუნველი ტონი გამოიყენა.
-რას გულისხმობ?! -ჩემი გამომეტყველება საყვედურს და ოდნავ სიბრაზესაც გამოხატავდა
-მოკლედ არ ღირს მასთან საქმის დაჭერა და დაახლოვება..
-რადგანაც ლუკას მტერია?! -ირონიულად ჩამეცინა მე.
-მარტო ამის გამო არა.. მოკლედ არაა კარგი ბიჭი!
-ჩემთან მისი "ცუდი ბიჭობა" არ გამოუმჟღავნებია ამიტომ მე მაპატიეთ და ვიცი ჩემი გადაწყვეტილების სისწორე.
-და ლუკამაც ხომ აგიხსნა ყველაფერი და მეც. როგორ გგონია სწორია მასთან ურთიერთობა?!
-და თუ ვუყვარვარ?! -ცალი წარბის აწევით ვუთხარი
-და იქნებ არ უყვარხარ?! -მკაცრად მკითხა.
-მისმინე! მესხის და დვალის კამათი ჩემი საქმე არაა. აქ სიყვარულია მთავარი და არა დაპირისპირება ორ მხარეს შორის! რომლის მიზეზიც მე არ ვარ!
-დამიჯერე უკვე ხარ! -დაასკვნა მან.
-ანი შენ რაღას ფიქრობ?! -ამჯერად მას შევუტრიალდი.
-ზუსტად იგივეს რასაც ჩემი ქმარი. -დამწუხრებულმა თქვა. თითქოს არ უნდოდა ამის თქმა მაგრამ მოუწია.
-ჰმ.. -ირონიულად ჩავიბურტყუნე და ჩანთა ავიღე.
-მოკლედ თუ ჩემი მეგობრები ხართ გვერდში დამიდექით თუ არადა მე მაცადეთ! -მტკიცედ ვუთხარი და კარისკენ წავედი.
-და თავად თუ გიყვარს?! -დამისვა რიტორიკული შეკითხვა ვატომ. რაზეც პასუხი მხოლოდდამხოლოდ უარყოფითია.. კითხვა რომელზეც არსებობს პასუხი, უბრალოდ მე არ შემიძლია ვაღიარო.
-ყველაფერს დრო გვიჩვენებს!.. -კარის სახელური ჩამოვწიე და არც შევტრიალებურვარ ისე ვუპასუხე. მერე კი უბრალოდ ზღურბლს გადავაბიჯე და კარი მკაცრად გავიხურე.
-აი ესაა ნინა! ესაა შენი ცხოვრება! -კარს რომ გავცდი სწორედ მაშინ გავიგე ზურგს უკან მისი ხმა. -შენ თვითონ ქმნი შენს უბედურ ბედს! -სახლიდან გამომძახა მან.

კიდევ 6 თვე ლუკა მესხის გარეშე. აკო დვალთან ერთად..
მორიგი ოთხი თვე ვატოს და ანის შეწუხებული სახეების შემყურე. იმის გამო რომ მე აკოსთან ვარ.. ანის გაზრდილი მუცელი და ვატოს ბედნიერება. მზადება პატარა ბიჭისათვის. უემოციოდ ნათქვამი "მიყვარხარ!" და უემოციო ჩახუტება რომელიც არაფერს მახსენებს გარდა ლუკა მესხის მონატრებისა და გახსენებისა..
-ცოლად გამომყვები ნინა?! -ერთ მორიგ დღეს როცა კაფეში ვისხედით ეს შეკითხვა დაისვა. გაურკვევლობით მოცული შეკითხვა... ჯიბიდან წითელი პატარა ყუთი ამოიღო. ცალ მუხლზე დადგა და ბეჭედი იმედიანი გამომეტყველებით გამომიწოდა..
-ბატონო?! -დაბნეულმა წარმოვთქვი როცა ჩემკენ მომართული უამრავი ადამიანის მოუთმენლობით აღსავსე მზერა დავინახე.
-სრული სერიოზულობით გეკითხები ნინა.. 6 თვეა რაც გიცნობ და მინდა კიდევ უამრავი 6 თვე გავატაროთ ერთად.. უზომოდ ბედნიერი ვარ შენთან ყოფნის დროს. ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის ისე მიყვარხარ. რაც დაგინახე მაშინვე მომეწონე.. და მოვლენები ისე განვითარდა შემიყვარდი კიდეც. გაღიმებულს რომ გხედავ გული მინათდება!
ვფიქრობ ეს 6 თვეც საკმარისი იყო იმის დასამტკიცებლად რომ შენ საუკეთესო ხარ!! -გაოგნებული ვუსმენდი მას.. ფეხზე წამოვდექი რადგან უხერხული სიტუაცია შეიქმნა.
იმედიანი მზერა ისევ ჩემკენ მომართა და ხალხის აღტაცებაც შევამჩნიე.
-მე... -წარმოვთქვი დაბნეულად.
-მოკლედ მითხარი ნინა. გამომყვები ცოლად თუ არა?!
ტყუილი! ეს რაღა ჯანდაბაა?! ალბათ ადამიანს ცხოვრებას რომ უნადგურებს ის.. ზოგმა არც კი იცის ამის მნიშვნელობა და უბრალოდ ამბობს. მთავარია თქვას და რა მნიშვნელობა აქვს ვისთვის რა ზიანის მომტანია! შეიძლება ვივარაუდოთ რომ ტყუილი ორნაირია.. კეთილი და ბოროტი! მე კი ამ სისულელის არ მჯერა. არანაირად! ეს ისეთი რამაა გინდ კეთილი იყოს და გინდ ბოროტი მაინც ტკივილი მოაქვს ადამიანისთვის. რა მნიშვნელობა აქვს ახლა თუ 100 წლის შემდეგ?! ის მაინც საშინელებაა.
მცირე ტყუილიც კი ოდესმე მაინც გამჟღავნდება რადგან ამ სამყაროში მას დასამალი ადგილი არ აქვს. ის მხოლოდ ცოტახნით თუ იცხოვრებს, მერე მას სიმართლე შეცვლის. შეცვლის და ის გაქრება... გაქრება სამუდამოდ!
ზოგი ამ ტყუილს თავისი ბედნიერებისთვის იყენებს და სხვისი უბედურებით განსაზღვრავს. ზოგს კი სხვისი ბედნიერება უხარია!
არსებობენ ადამიანები რომელთაც ტყუილის თქმის დროს მიმიკები ამჟღავნებთ.. ნერვიული მიმიკები! ან წარბის ათამაშება, ყურების და ლოყების აწითლება, ღიმილი, ან თუნდაც ხელების უნებლიე მოძრაობა. სწორედ ამიტომაცაა რომ ის ვერსად და ვერასოდეს დაიმალება!... მეც ვიცრუე ცხოვრებაში! მაგრამ ბოლოს უბრალოდ კი არ გამჟღავნდა, მეტიც.. უბედურება მომიტანა!
-მოკლედ მითხარი ნინა. გამომყვები ცოლად თუ არა?!
-კი! -ვუპასუხე რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. მაგრამ ამ წამების განმავლობაში ერთხელაც კი არ დავფიქრებულვარ მის შეკითხვაზე. უბრალოდ მინდოდა უხერხული სიტუაციისგან თავი დამეღწია და სულელური პასუხი წამოვროშე.. და ყველაზე ცუდი რა არის?! ეს პასუხი არც მინანია!
-მიყვარხარ ნინა! -ფეხზე წამოდგა აკო და თბილად ჩამეხუტა.
-მეც.. -აი გამოჩნდა ჩემი სიცრუეც. მსუბუქად მოვხვიე ხელები მას და მალევე მოვშორდი.
თითზე ფრთხილად მომარგო ბეჭედი და მაკოცა..
-ქორწილი სამ კვირაში კარგი?! -ბედნიერად დაიწყო, როცა ხალხი ისევ მიმოიფანტა და ჩვენ მაგიდას მივუსხედით.
-კარგი.. -უმნიშვნელოდ და ყალბი ღიმილით დავეთანხმე მას. ვუსმენდი მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. სხვაგან რა.. ლუკასთან!
-სადაც შენ გინდა იქ ვიქორწინოთ ხო?! -ისევ ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა.
-კარგი.. -არც კი ვთვლიდი დასაფიქრებლად მის კითხვებს

-ვთხოვდები! -ყალბი ბედნიერებით ვუთხარი ვატოს და ანის როცა მათთან ვიყავი.
-რა მაგარია! -წამოიძახა აღტაცებულმა ანიმ და ჩამეხუტა.
-თხოვდები ნინა?! -შეცხადებით იკითხა ვატომ და ტელევიზორი გამორთო.
-კი..
-მერე?! -ცალი წარბის აწევით თქვა.
-და რაიმე შეცდომას ხედავ ამაში?! -გავიკვირვე მე.
-კი -დამეთანხმა ის.
-რას?! -გაღიზიანებულმა ვკითხე და ტახტზე უკმაყოფილო სახით ჩამოვჯექი.
-არასწორად იქცევი ნინა. -ვაშლი მოკბიჩა და ისე მითხრა.
-რატომ ვიქცევი ვატო არასწორად?! რა მიზეზებს მისახელებ?! -გაბრაზება გამოვხატე
-ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი.. შენ ის არ გიყვარს! -მტკიცედ მიპასუხა.
-მიყვარს! -მორიგი სიცრუე..
-იცი მაინც ვის მიყვები ცოლად?! რანაირად გიყვარს?! 6 თვის ნაცნობობას მხოლოდ სახელის, გვარის და ასაკის ცოდნა ამტკიცებს?!
-აკო დვალს. ვიცნობ მე მას.. -თავი დავხარე.
-იცნობ?! იცი მისი საყვარელი ფერი?! იცი მისი საყვარელი მუსიკა?! იცი მისი ჩვევები?! ცნობ მის ხასიათს?! და აი ასე უბრალოდ ყვავილების და ტკბილეულის ჩუქებით შეგიყვარდა?!
-მარტო მაგაში არაა საქმე! ასე რომ ვიმსჯელოთ ლუკაზე ყველაფერი მაგრამ შენც იცი რაც მოხდა! -გავუბრაზდი მას.
-აჰაამ... აი ახლა მიგიხვდი ნინა! მესხს უხდი სამაგიეროს არა?! გამოგივიდა კიდეც! ამით შენ ყველაზე მტკივნეულ ადგილას აჭერ ფეხს.
-რა სამაგიერო საერთოდ რაზე ლაპარაკობ. -ფეხზე ავდექი
-უბედურებას რატომ ელოდები?! თავად შექმენი ბედნიერება!..
-როგორ შევქმნა! როგორ?! ლუკა წავიდა!!
-არ გაყვე დვალს ცოლად! -მუდარით მითხრა მან.
-მაინც სად არსებობს ეს დაუწერელი კანონი რომ მე მხოლოდ იმიტომ არ უნდა გავყვე დვალს რომ ლუკას მტერია?!
-მარტო ამიტომ არა!
-აბა კიდევ რა მიზეზია ვატო?! -დავუყვირე მას
-ის რომ არ უყვარხარ! -სწრაფად და თითქოს დაუფიქრებლად მიპასუხა მან.
-მატყუებს?! ნუ ცდილობ ჩემს გადარწმუნებას. მე ვიცი რასაც ვაკეთებ.. -მტკიცე ტონით ვუთხარი
-შეიძლება სულაც ლუკასთვის სამაგიეროს გადახდისთვისაა შენთან.
-სისულელეა! შენ რაღას ფიქრობ ანი?! -მისკენ შევტრიალდი.
-რას უნდა ვფიქრობდე. მთავარია შენ იყო ბედნიერი! არ მინდა რომ აკოს ცოლად გაყვე მაგრამ... როგორც სწორად თვლი ისე მოიქეცი... -დამწუხრებულმა თქვა
-ჩვენ შენი ბედნიერება გვსურს ნინა! ამით ვხარობთ ჩვენც.. -თქვა ვატომ და მხარზე ხელი დამადო.
-რაღაც ეჭვი მეპარება. მაშინ რატომ მიშლით ამაში ხელს?! -ვკითხე საყვედურით.
-იმიტომ რომ უბედური იქნები!
-უკვე ვარ!!! -სწრაფად და ხმამაღლა ვთქვი.
-კარგი მაშინ რა გამოსავალს პოულობ ამ ქორწინებაში?! უბედურებისგან თავს აღწევ და ბედნიერებისკენ მიდიხარ?! -ნერვიულად ჩაეცინა და ტახტზე ჩამოჯდა
-და ლუკამ რა გამოსავალი იპოვა წასვლაში?! -კითხვა ირონიულად შევუბრუნე.
-მე მირჩევნია მასთან ვიყო ვისაც ვუყვარვარ ვიდრე იმასთან ვინც სიგიჟემდე მიყვარს და მიმატოვებს! -მტკიცედ დავასკვენი და ამჯერად საბოლოოდ დავუშვი რომ ლუკა მესხის დაბრუნების იმედი აღარ მქონდა!..
-იცი რა არის შენი მთავარი პრობლემა?! არც კი ცდილობ ბედნიერება დაუშვა შენს ცხოვრებაში! -თვალებში ჩამხედა.
-ყველანაირად ვეცადე! -დავიყვირე -ვცდილობდი მაგრამ ამის მცდელობის მაგალითმა უბრალოდ დამტოვა.. -ყვირილითვე დავამთავრე.
-სულ შეიცვალე! -თავზე ხელები შემოიწყო ვატომ.
-ლუკამ შემცვალა.. -ათრთოლებული და ტირილნარევი ხმით წარმოვთქვი.
-ლუკამ კი არა დვალმა შეგცვალა! -ბრაზით მომმართა.
-მოკლედ ან ჩემს გვერდით იდექით ან დამივიწყეთ და მაცადეთ მშვიდად ცხოვრება!!!
-ქორწილი როდისაა?! -მოულოდნელად წამოჭრა თემა ანიმ.
-3 კვირაში.. -სწრაფად ვუპასუხე.
-გადაიფიქრე გთხოვ! -მთხოვდა ვატო. -თქვი უარი! ყველასთვის ასე აჯობებს..
-კარგად მიცნობთ და იცით რომ არ ვარ ისეთი დღეს რომ კი ვთქვა და ხვალ არა. ამიტომ ნუ ეცდებით ჩემს გადარწმუნებას.
-იცოდე ვერ დავუშვებ შენს ტანჯვას!
-მესხს რატომ დააშვებინე?!
-არ შეიძლება ყოველ სიტყვაში მისი სახელი რომ არ ახსენო? თუ ის შენთვის მნიშვნელოვანი აღარაა?!
რაღაცას უეჭველი მოვიმოქმედებთ. სხვები თუ არა მე აუცილებლად!
-მაინც გავყვები ცოლად.
-ჰოდა ჩვენ არ მოვდივართ ქორწილში! ანისი არ ვიცი მაგრამ მე არ წამოვალ. როგორ გგონია ჩემი ძმაკაცის მოსისხლე მტრის ქორწილში ასე მშვიდად ვიჯდები?!
-როგორც გინდათ.. -ვთქვი და კარისკენ წავედი.
-მაშინაც ძმაკაცი იყო ასე უბრალოდ რომ დაგტოვათ?!
-რაც გინდა ის ქენი! -თქვა და მისაღებიდან გავიდა.
მე კი მათი სახლიდან გამოვედი და ჩემი სახლისკენ გზააბნეულივით წავედი...
ლუკა
-გისმენთ?! -ვუპასუხე უცხო ნომრისგან შემოსულ ზარს, რომელმაც ძალიან გამაკვირვა რადგან ჩემი ნომერი არავინ იცოდა.
-შენი გოგო თხოვდება ძმაო! -ირონიული და ბრაზ ნარევმა ნაცნობმა ხმამ შემაძრწუნა..
-ვატო?! -ვკითხე გაოცებით.
-ხოო ლუკა!... მე ვარ.. შენი ძმაკაცი რომელიც ასე უბრალოდ დაივიწყე.
-ვატო.. -იმდენად ამანერვიულა მასთან საუბარმა რომ ცოტაც და ტელეფონს გავთიშავდი მაგრამ მისი ხმა ისე მომნატრებია არ შემეძლო ეს გამეკეთებინა.
-იცი მაინც რამდენი გირეკე?! როგორ ვეცადე დაგკავშირებოდი.. რა აღარ გავაკეთე რომ ჩემი ხმა შენთვის მომეწვდინა. შენ კიდე ადექი და წახვედი! კარგი მე და ბექა შეიძლება მაგრამ ნინას რაღას ერჩოდი?! ყველა გვერდში დაგიდგებოდით ოღონდ შენ არ წასულიყავი! -სუსტი ხმა შეეპარა მას.. რამაც იმდენად დამთრგუნა რომ სუნთქვა შემეკრა.
-... -ხმის ამოღებაც კი არ შემეძლო რომ მისთვის პასუხი გამეცა.
-მოკლედ! მეორედ გიმეორებ.. შენი გოგო თხოვდება!
-რა?! -გული შემეკუმშა ამის გაგონებაზე.
-ჰოო ნინა ჩოხელი თხოვდება! ძლივს გავიგე შენი ნომერი ოღონდ ახლა ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.
-თხოვდება?! -თითქოს ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა.
-ჰო საყვარელი გოგო გითხოვდება! და ვის მიყვება?! -ირონიული ტონით განაგრძო მან.
-ვის?! -საშინელი პასუხის მოლოდინში კინაღამ გული გამიჩერდა. ვცადე ჩემი მოუთმენლობა არ გამომეხატა და რაც შეიძლება მოკლედ ვლაპარაკობდი.
-დვალს! -დაიყვირა ახვლედიანმა ტელეფონში. -აკო დვალს!!! -ყვირილითვე დაამატა ბოლოს.
-უკაცრავად?! -სიმწრისგან აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და სიგარეტის ღერი ხელში შემომეფშვნა. ამჯერად გული უფრო მტკიოდა ვიდრე ხელი მეწვებოდა.
-რაც გაიგე. ბოლო შანსი გაქვს ძმაო! ყველანაირად ვცადე ჩოხელის გადარწმუნება მაგრამ წარბიც არ შეხრია.. ჰოდა შენ უნდა შეძლო ის რაც მე ვერ შევძელი! ეს შანსი უნდა გამოიყენო. ქორწილი 2 კვირაშია... რამე მოიმოქმედე თორემ სამუდამოდ დაკარგავ მას!.. დაივიწყე მარტო ცხოვრება და ჩვენკენ დააწექი! -თქვა და ტელეფონი ისე გათიშა სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. ანდაც რა უნდა მეთქვა? უბრალოდ გაშეშებული ვიდექი და ყველაფერი თვალწინ დამიდგა რაც ნინა ჩოხელის მოგონებებთან მაკავშირებდა..
რამოდენიმე წუთიანი გაშეშებული დგომის შემდეგ გავაკეთე ის რაც ნამდვილად უნდა გამეკეთებინა სანამ დრო იყო!
სახლიდან გიჟივით გავვარდი და ის საქმეები მოვაგვარე რითაც საქართველოში ჩასვლას მოვახერხებდი!
ნინა
-ჯერ არ გადაგიფიქრებია არა?! -მკითხა ანიმ როცა ჩემთან სახლში მოვიდა.
-არა ანი! ვინ უნდა იყოს ისეთი ვინც შეძლებს რომ გადამაფიქრებინოს?!
-ლუკა მესხი! -ისეთი ტონით თქვა თითქოს ეს ნათქვამი ყველანაირ ასპექტში ყველა პრობლემას აგვარებდა.
-ნუღარ ახსენებთ ამ ადამიანს! -მკაცრად ვთქვი მაგრამ მისი სახელის და გვარის გაგონებაზე უნდა ვაღიარო რომ გულის ცემა ამიჩქარდა.
-როგორც გენებოს! უბრალოდ კარგად იცი რომ ძალიან მიყვარხარ. შენი უახლოესი ადამიანი ვარ და შენს გამო დვალის ქორწილშიც კი მოვალ! მაგრამ ვატოზე ნუ გაბრაზდები. თავისებურად მართალიცაა..
-მესმის მაგრამ ძალიან გული მწყდება რომ არ მოდის...
ვატოსთან საუბრიდან ორი დღის შემდეგ უკვე თბილისში ვიყავი. სახლში შევიარე, სადაც მამა დამხვდა.
-ლუკა?! -მასთან კაბინეტში შევედი. ის კი ფეხზე წამოხტა და ძლიერად გადამეხვია.
-მამა! -ასევე ძლიერად გადავეხვიე მეც.
-რატო წახვედი ლუკა?! იცი როგორ დამაკლდი? დედაშენის გარდაცვალების შემდეგ შენც წახვედი და ამხელა სახლ-კარში მარტო დამტოვე.. როგორ უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე?! -მისაყვედურა მაგრამ ცრემლები წამოუვიდა. რამაც იმდენად დამთრგუნა რომ კინაღამ მეც ავქვითინდი.
-სად მიდიხარ?! -მკითხა 20 წუთის შემდეგ, როცა ჩემოდანი ოთახში შევაგდე და მე კარისკენ გავემართე
-საქმეებზე მამა... -სწრაფად ვუპასუხე.
-ჯერ ახლა არ ჩამოხვედი?! რა საქმე გაქვს. არ მოიცდის?!
-ჩემი გოგო უნდა დავიბრუნო! -მტკიცედ ვთქვი და სახლიდან გამოსვლა დავაპირე როცა მისმა ხმამ გამაჩერა
-ნინაზე ამბობ?! კაი დროსია... -ნერვიულად ჩაეცინა
-ვიცი დავაგვიანე მაგრამ.. -ვეღარ დავასრულე ჩემი სათქმელი და უბრალოდ სახლიდან გამოვედი.
მაშინვე ვატოსთან მივედი. კარი ჩაკეტილი არ იყო და პირდაპირ შევედი. ვატო და ანი ტელევიზორის წინ ტახტზე ისხდნენ და ფილმს უყურებდნენ... ისე შევედი რომ ალბათ მძარცველი ან მანიაკი ვეგონე ორივეს და სახეწაშლილები მიყურებდნენ.
ანი ფეხზე წამოხტა და ჩასახუტებლად გამოიქცა.
-ფრთხილად! -ვუთხარი როცა ჩემსკენ მომართული ანი შევნიშნე დიდი მუცლით...
-ყველას როგორ მოგვენატრე ნეტა იცოდე.. -აღტაცებულმა შესძახა. -შენს გარეშე აქაურობა არაფერი არ იყო..
უცბად ვატომ თავი ხელებში ჩარგო. ხელები სახეზე აიფარა და რამოდენიმე წამის შემდეგ თავი მაღლა აწია.. ნიკაპს ჩამოეყრდნო და მომაშტერდა. დიდხანს მიყურა. ბოლოს რომ ვეღარ მოვითმინე კედელს მივეყრდენი და მივმართე.
-ახვლედიანო!!! არ უნდა მომესალმო ძმაო?! -ენერვიულებულმა ღიმილით ვუთხარი და ხელები გავშალე.. ჩასახუტებლად მოვემზადე
ადგა და შეტრიალდა, მერე კვლავ შემოტრიალდა. ხელები ისევ სახეზე აიფარა და ბოლოს ჩემკენ გამოექანა.
ის სითბო ვიგრძენი რომელიც 6 თვის შემდეგ არ მიგრძვნია.
-სად დაიკარგე ლუკა! -ამჯერად კითხვა არ დაუსვამს უბრალოდ ფაქტი აღნიშნა..
-ვეღარ გავუძელი ვატო! -დამწუხრებულმა ვუთხარი და თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა. მანაც ვერ შეიკავა თავი და პატარა ბავშვივით ჩემს მხარზე აქვითინდა.
-ბოლოს იცი რა ვიფიქრე?! იმედი რომ სულ დამეკარგა.. მეგონა ცოცხალიც აღარ იყავი. -მაისურის სახელოთი თვალები შეუმჩნევლად შეიშრო.
-არა ეგ გამორიცხული იქნებოდა! -თბილად ჩავიცინე და მხარზე ხელი გამამხნევებლად დავადე
-გაფიცებ იქ რას აკეთებდი?! ან რომელ ქვეყანაში იყავი?! -ინტერესით მკითხა
-რავი ხან სად ვიყავი და ხან სად... -უმნიშვნელოდ ვუთხარი და წყალი მოვსვი.
-გეშიება... -მზრუნველად მითხრა ანიმ. -ნამგზავრი ხარ. წამოდი ჩემი გაკეთებული სალათი უნდა გაგასინჯო..
-მოკლედ შენ სულ არ შეცვლილხარ. ისევ სალათებს აკეთებ! მუცელიც როგორ გაგზრდია.. ბიჭია თუ გოგო?!
-ბიჭი.. -ბედნიერად მიპასუხა ვატომ.
-სახელი?!
-ცოტნე...
-დემეტრე! -ერთდროულად თქვეს ცოლ-ქმარმა.
-ლუკა დაარქვით! -ეშმაკურად ჩავიღიმე და საათზე ნერვიულად დავიხედე.
-ჩემი ნინა სადაა?! -ვიკითხე მოუთმენლად. თან ფეხი კარისკენ მიწევდა რომ რაც შეიძლება მალე მენახა...
-დვალს მიყვება ცოლად, იჩქარე! -მითხრა ახვლედიანმა და თვალებში დაჟინებით მომაჩერდა

მაინც როგორია ეს ცხოვრება.. გამუდმებით რომ გვეთამაშება და სულ ცდილობს მოგვატყუოს?! ილუზიებს გვიქმნის და რეალობისგან იმდენად გვწყვეტს რომ ნამდვილი შთაბეჭდილებები უბრალოდ გვეკარგება! ამ სულელური თამაშის შემდეგ სულ სხვა სამყაროში გადავდივართ სადაც ვერაფერს ვაკეთებთ გარდა საკუთარი ცხოვრების განხილვისა. ბოლოს ყველა ვკვდებით და გვგონია არც გვიცხოვრია. ამ ცხოვრებამ კი მხოლოდ მოგონებების დატოვება იცის! რომელიც ხან გულს გვწყვეტს, ხან კი უბრალოდ გვაბედნიერებს!

-იცი რას ვერ ვხვდები?! -გაკვირვებულმა დავსვი შეკითხვა -სად იპოვეს დვალმა და ნინამ ერთმანეთი?! როგორ ან რანაირად შეუყვარდათ.. ან დაქორწინებამდე როგორ მივიდა საქმე. მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ნინამ გაიგო რა მოხდა ჩემსა და მას შორის.
-სანაძლეოს დავდებ არ უყვართ ერთმანეთი! -მტკიცედ მითხრა ვატომ -აკო იძახის რომ უყვარს მაგრამ უეჭველი ამ ყველაფერს შენს გასამწარებლად აკეთებს... შემეშინდა რომ იქამდე მივიდოდა საქმე ნინას რამეს დაუშავებდა და ამიტომ დაგირეკე. ნინაც გაბრაზდა შენ რომ წახვედი და აი ასე სულელურად გიხდის სამაგიეროს. ჰგონია რომ მართლა უყვარს და ცოლობაზე დათანხმდა...
-გამოდის რომ ნინას ვერანაირად შემოვირიგებ.. -დამწუხრებულმა სევდანარევი ხმით ვთქვი
-ძმაო არაფერი არ გჭირდება! არც ყვავილების ჩუქება და არც შოკოლადები უბრალოდ ლაპარაკი მოაგვარებს საქმეს. შეხვდები და დაელაპარაკები.
-და როგორ გაიცნეს ერთმანეთი?! -გაღიზიანებული ვიყავი
-წერილი რომ დაწერე და წახვედი მეორე დღეს კაფეში იჯდა ნინა. ბართან დვალი მჯდარა და ნინა მოსწონებია. გამოელაპარაკნენ ერთმანეთს, ისაუბრეს. მეორე დღეს ისევ შეხვდნენ, მესამე დღესაც. ორი კვირის წინ უთხრა მიყვარხარო. გავიდა 6 თვე და ცოლობა სთხოვა. ისიც დათანხმდა...
-როგორ შეეძლო ასეთი არაკაცს ცოლობაზე დათანხმებოდა?! -ირონიულად ჩამეცინა
-არსად წასულიყავი ძმაო და ახლა შენი ცოლი იქნებოდა!
-სად ვნახო? -ინტერესით ვიკითხე
-იმ კაფეში ნამდვილად არა.
-ეს რა არის?! -როიალთან აყუდებულ ნახატზე ვანიშნე. კარგად ვიცოდი რაც იყო უბრალოდ გაკვირვებული ვიყავი იქ რომ იდო.
-ეს ის ნახატია შენ რომ დაუხატე ნინას! წერილის მერე ნახა და წაღება დაავიწყდა. მერე არც გახსენებია..
-მშვენიერია..
-აი მაინც არ მესმის როგორ წახვედი საქართველოდან.. სამსახური, ჩვენ, ნინა, მამა და კიდევ ათასი რამე მიატოვე და გაიქეცი! ეს ხომ ყველაზე სულელური ქმედება იყო რაც კი ოდესმე გაგიკეთებია. ქვეყნიდან წასვლით შენ ყველა პრობლემა გადაჭერი გგონია? პირიქით უფრო გაამწვავე. თავადვე ხედავ როგორც. აქ რომ დარჩენილიყავი გულსაც არავის დასწყვეტდი და გვერდშიც დაგიდგებოდით.
-რა ვიცი ვატო... ისეთი განადგურებული ვიყავი ყველაფრით რომ აქ ვერ დავრჩებოდი. უბრალოდ მინდოდა ყველასა და ყველაფერს გავქცეოდი. თვალებში ვერავის ვუყურებდი და უბრალოდ ეს გადავწყვიტე!..
-იმედია კიდე არ წახვალ -გაბრაზებული ტონით და წარბის აწევით მომმართა მან და თვალები შეწუხებულმა "გადაატრიალა"
-რა სისულელეა! -მნიშვნელოვნად ვთქვი და კარისკენ გავემართე.
-სად მიდიხარ?! -თითქოს შეშინებული ხმით დამიძახა ანიმ.
-ნინა ჩოხელთან! -მტკიცედ წარმოვთქვი და სახლიდან გავედი.
-ხომ მოხვალ?! -ვატოს ხმაც დაერთო ჩემი ნაბიჯების ხმას.
-აუცილებლად! -ვთქვი და მანქანაში ჩავჯექი.
ტელევიზიაშიც გავიარე ნინას სანახავად მაგრამ აღმოჩნდა რომ შვებულებაში გასულიყო ქორწილისთვის მოსამზადებლად. კაფეშიც კი გავიარე მაგრამ იქ ხალხის გაოცებული მზერის გარდა, რომელიც ჩემკენ იყო მომართული არაფერი შემინიშნავს. ირგვლივ მხოლოდ ის მესმოდა ლუკა მესხი ჩამოსულაო.. ნინას კი ვერსად მოვკარი თვალი. ალბათ სათანადოდ არ ვეძებდი და იმიტომ.. არ მინდოდა ჩემი ანგელოზი იმ არაკაცის გვერდით დამენახა. შებინდებას დაველოდე და იმედიანად გავუყევი მისი სახლისკენ გზას.
მანქანა მოშორებით გავაჩერე რომ ძრავის ხმა არ გაეგო.
ეზოს რომ მივუახლოვდი ყველაფერი შეცვლილი მეჩვენა. თითქოს სულ სხვის სახლში მივდიოდი. ახალი დარგული ყვავილებით იყო იქაურობა მორთული. ხის სკამი და მაგიდაც ახლით შეეცვალა. სახლში შუქი იყო ანთებული და ფარდების მიღმა ფანჯარაში დავინახე როგორ ალაგებდა იქაურობას. კიდევ კარგად შევათვალიერე იმის იმედით რომ დვალი იქ არ იჯდებოდა. ყველანაირად ვეცადე დამეჯერებინა საკუთარი თავი რომ სწორ დროს და სწორ ადგილას მოვედი. ოღონდ მისი თვალები დამენახა ჩემკენ თბილად მომართული და მეტი არაფერი მინდოდა.
კართან დავდექი და სახლის გარეთა კედელს ხელით დავეყრდენი. ვეცადე წონასწორობა შემენარჩუნებინა და არ წავქცეულიყავი იმის მოლოდინში რომ ჩემი დანახვისას ნინა კარს ცხვირწინ მომიჯახუნებდა.
კართან უფრო ახლოს მივედი.. ხელი ავწიე, ღრმად ამოვისუნთქე და სამჯერ ფრთხილად დავაკაკუნე.
რამოდენიმე წამის შემდეგ სახლიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა.
-ვინ არის?! -გამომძახა კარს მიღმა. მისმა ხმამ გული იმდენად შემიკუმშა მეგონა გამისკდებოდა..
-... დაბნეულობისგან ხმა არ ამომიღია. თვალები მაგრად დავხუჭე სანამ მის სახეს არ დავინახავდი
უცბად საკეტის ხმა გავიგე. როცა თვალი გავახილე და ის ჩემ წინ მდგომი დავინახე თითქოს მთელ ჩემს სხეულს ენერგია მოსწყდა. ჰაერი არ მყოფნიდა და არ ვიცოდი როგორ მესუნთქა.
-ნინა!... -დაჟინებით, მაგრამ თბილად მივაშტერდი მის გაფითრებულ სახეს. მძიმედ დავახამხამე თვალები და თავი დავხარე. ჩემს გამომეტყველებას ოდნავი თბილი ღიმილიც შევაპარე და მის წინ ავიტუზე.. თითქოს გული ამომგლიჯეს ისეთი სიმძიმე ვიგრძენი მისი გამომეტყველების დანახვის დროს. მისი დაჭერისთვის მომზადებული ვიყავი იმ შემთხვევაში თუ გონებას დაკარგავდა. ისეთი ფერი ჰქონდა სახეზე გამორიცხული არ იყო. სურნელი ვიგრძენი რომელიც ბოლო ჩახუტებისას დამამახსოვრდა და უბრალოდ დავდნი!..
ნინა
კარი გავაღე და განვიცადე შოკი რომელსაც მთელი 6 თვის მანძილზე ველოდი. თითქოს მთელი სხეულით გავშრი. ძალა არც ფეხებში მქონდა რომ მყარად ვმდგარიყავი და არც ხელებში. ვერ ვსუნთქავდი, უფროსწორად არც ვცდილობდი რომ მესუნთქა. დამაჟრიალა და გამცრა. ვერ ვიგებდი სითბოს ვგრძნობდი თუ სიცივეს. მხოლოდ ის ვიცოდი რომ ცუდად ვიყავი! ყველაზე ნაკლებად ახლა გულის წასვლას ვისურვებდი. ვერც იმას ვიგებდი სიზმარში ვიყავი თუ რეალობას ვეყრდნობოდი. ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი ან რის გაკეთებას ვაპირებდი. რა მინდოდა ან რისთვის ვიდექი აქ. ღირდა კი ამ კარის გაღება?! არავინ არაფერს ლაპარაკობდა მაგრამ თითქოს სმენა მაინც დახშული მქონდა. მესხის ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი. ანდაც რა უნდა შემემჩნია?! ჩემ წინ ხომ ის იდგა ვისაც 6 თვე ველოდი?! მუცელში სიცარიელეს ვგრძნობდი. გონებაშიც თითქოს მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა.. "ლუკა მესხი!". ჩემს წინ იდგა და გამახსენდა ყველა ის წამი, წუთი და საათი რომელიც მასთან ერთად მქონდა გატარებული. მოგონებები თვალწინ დამიყენა და თვითონაც მათთან ერთად დადგა!
უცებ ღრმად და მძიმედ ჩავისუნთქე, თვალები მაგრად დავახამხამე რომ რეალობას არ მოვშორებოდი. კარის სახელურს მყარად მოვეჭიდე და სუსტი, აკანკალებული და ათრთოლებული ხმით ამოვღერღე..
-ლუკა! -ყველა ის ფრაზა ყურში ჩამესმა რომელსაც ექვსი თვის წინ ამ სიტყვით ვიწყებდი...

მაშინ გამოჩნდა ლუკა მესხი როცა იმედი სულ დამეკარგა, რომ მას ოდესმე კიდევ ვნახავდი სადმე.. თუნდაც შემთხვევით! თან რა უცნაურად გამოჩნდა.. უბრალოდ სახლში დამადგა ქორწილამდე ორი კვირით ადრე.
რა უნდა მეფიქრა ამ დროს?! ასე მოულოდნელად? მეგონა სამუდამოდ გაქრა და აღარ დაბრუნდებოდა.
მის წინ უძრავად ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი.. ან რა უნდა გამეკეთებინა როცა სუნთქვის გარდა არაფერი შემეძლო. კარის სახელურს ვეყრდნობოდი და ვცდილობდი მყარად ვმდგარიყავი, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა.
ვერაფერს ვამბობდი! ან რა უნდა მეთქვა... რის თქმა შემეძლო ამ წუთას?! რამოდენიმე წუთი ვიდექით ერთმანეთის პირისპირ სიტყვის უთქმელად, მაგრამ ეს წუთები საუკუნეებად გაიწელა ჩემთვის. ყველაფერი ის რაც ლუკასთვის მქონდა აქამდე ნათქვამი, ჩვენი დიალოგები.. ყოველი წუთი რომელიც ერთად გვქონდა გატარებული ერთდროულად ამომიტივტივდა გონებაში და აღარ მშორდებოდა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით ის კი რამოდენიმე წამში ერთხელ თავს დაბლა ხრიდა და თვალს მორიდებულად მარიდებდა.. ეს ყურადღებას მიფანტავდა და უფრო მიჭირდა ყველაფრის გაცნობიერება.
-ლუკა! -გაღებულ კარს თავი ფრთხილად მივადე და კიდევ ერთხელ ამოვღერღე.
-ნინა! -აკანკალებული ხმით მითხრა და თავი დამწუხრებული გამომეტყველებით ასწია
-შემოდი! -ვუთხარი დაბალი ტონით ჩემდაუნებურად მარჯვნივ გამოვიწიე რომ გამომეტარებინა და სახლში შემოსულიყო.
ზღურბლი ფრთხილად გადმოკვეთა და ნაბიჯი გადმოდგა. წამის მეასედში შემომხედა და მალევე ჩამოშორდა ჩემს ტერიტორიას. ტახტთან მივიდა და თითქოს დაჯდომა დააპირა მაგრამ შეჩერდა.
-შეიძლება?! -თავაზიანად მკითხა.
-დაჯექი! -სწრაფად ვუთხარი და სარკესთან მივედი. თმა მხრებზე გადავფანტე და მისგან შორს დავდექი.
-გთხოვ ყურადღებით მომისმინე. მინდა მშვიდად ვილაპარაკოთ! -მითხრა დარცხვენილად და თვალებში დაჟინებით, ფრთხილად მომაცქერდა.
-აა ანუ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს?! -ირონიულად ჩავიცინე და მის გვერდით, ტახტის მეორე კუთხეში დავჯექი.
-ყველაფერზე! -დაასკვნა და ჩემკენ შემოტრიალდა. მე კი მისთვის ერთხელაც არ შემიხედავს. ვერ ვბედავდი!
-რა ყველაფერზე ლუკა?!.. -შევეცადე მისთვის მესაყვედურა მაგრამ ვეღარ შევძელი.
-მთელ ექვს თვეზე! -მტკიცედ თქვა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო
-და ამ ექვსი თვის განმავლობაში რა არის მოსაყოლი როცა შენ არაფერი გეხება?! შენ აქ არ იყავი..
-ნინა აგიხსნი ყველაფერს.. -დაიწყო მან, მე კი შევაწყვეტინე.
-მაშინ ერთ შეკითხვაზე სრულყოფილად და დამაკმაყოფილებლად მიპასუხე. თუ არადა სჯობს ახლავე ადგე და წახვიდე! -მკაცრად და სწრაფად მივმართე მას.
-აგიხსნი! -თავის ნათქვამს ხმამაღალი ტონი შეაპარა..
-ჰოდა ამიხსენი! -ბალიში მუხლებზე დავიდე.
-დედის გარდაცვალება.. ღალატი.. შენ რომ გიღალატე! ყველაფერი ერთად მომაწვა. ვეღარ ვაზროვნებდი.. და ჩემთვის ეს იყო საუკეთესო ვარიანტი. არც სასმელი მშველოდა და არც წამლები..
-წამლები?! -გავიკვირვე მე -რა წამლები?!
-წამლებს ვსვამდი. ცუდად ვიყავი.. თავს ვერ ვაკონტროლებდი, ნერვიული შეტევები მქონდა.. სულ ცუდად ვიყავი და არ მინდოდა ამ მდგომარეობაში დაგენახე.. ვერც შენთან ვიყავი და ვერც შორს ვიჭერდი შენგან თავს..
-მე ხომ ყველანაირად გაგამხნევებდი ლუკა... ერთად შევძლებდით ყველაფერს.. ცხოვრებას გამოვასწორებდით და ახალს ბედნიერად დავიწყებდით. ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა!..
-მერჩივნა სხვა ქვეყანაში ვყოფილიყავი ვიდრე შენს გვერდით და შენც ჩემთან ერთად გეტანჯა. არ მინდოდა მთელი ცხოვრება ჩემს უშედეგო გამხნევებაში დაგეხარჯა..
თავი ხელებში ჩავრგე. ხელებით კი მუხლებს დავეყრდენი.
-ვთხოვდები! -ვთქვი და ხელი ისე დავდე ბალიშზე რომ ჩემი ბეჭედი დაენახა.
-ვიცი! ამიტომაც ჩამოვედი.. -თქვა და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია.
-დვალზე ვთხოვდები! -ვეცადე უფრო დამეკონკრეტებინა ჩემი ნათქვამი.
-ეგეც ვიცი ნინა! -შეწუხებული გამომეტყველებით მომმართა. -რატომ აკეთებ ამას?! -თითქოს მსაყვედურობდა.
-იქნებ ესაა გამოსავალი.. -ოდნავ ჩავიღიმე და მას შევხედე.
ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და კიდევ ერთხელ დამიარა ტანში ჟრუანტელმა. ძლივს გავუძელი ცდუნებას რომ არ ჩავხუტებოდი..
-რანაირადაა გამოსავალი ნინა! -ბრაზნარევი და მაღალი ტონით მითხრა მან. -ჩემს გამწარებაშია გამოსავალი?! ამით მიხდი სამაგიეროს?! ხომ კარგად იცი რა უთანხმოებაც გვაკავშირებს ერთმანეთთან მე და აკო დვალს?! სპეციალურად აკეთებ? -გამომეტყველებას საწყალი ხმაც დააყოლა.
-ვიცი მაგრამ მე რომ არაფერ შუაში ვარ ეგეც ხომ ფაქტია? არ მინდა ამ უთანხმოებაში ვიყო ჩარეული.. და თქვენი ჩხუბის მიზეზი გავხდე! -მკაცრი ხმით ვუთხარი მას.
-დამიჯერე უკვე ხარ!
-რამეს აპირებ ლუკა?! -შეშინებული შევტრიალდი მისკენ.
-არ მინდა რომ მას გაყვე ცოლად! -მის თვალებს რომ შევხედე გავნადგურდი. თითქოს პატარა ბავშვივით ტირილს აპირებდა.
-ეს არც ვატოს უნდოდა. მაგრამ მე გადაწყვეტილება უკვე გავაკეთე. ვუყვარვარ მე აკოს! -მოვიღუშე.
-ჰაჰ... დარწმუნებული ხარ რომ უყვარხარ?! -ჩემდაუნებურად ირონიულად ჩამეცინა. -გგონია გულწრფელად აკეთებს ყველაფერს? ფიქრობ მას ჩემი გამწარება არ აქვს განზრახული და ეს შურისძიება არაა?! -ჩემს წინ დადგა და ფრთხილად ჩაიმუხლა. თვალებში შემომცქეროდა მე კი აღელვებული ვუსმენდი.
-არც მიფიქრია ამ ყველაფერზე.. -შეწუხებული სახის დამალვას ვეცადე მაგრამ არ გამომდიოდა. თვალებზე ხელები ავიფარე რომ მას ასე არ დავენახე
-დაფიქრდი ნინა.. უბრალოდ დაფიქრდი! -იმედიანად შემომხედა და ნიკაპზე შემეხო. თავი ფრთხილად ამაწევინა.
-ლუკა! -ათრთოლებული ხმით მივმართე და მის შეხებაზე ცრემლები წამომივიდა. უფრო მომიახლოვდა და თვალებში მომაცქერდა. ცრემლები შემიშრო მან.
-არ გინდა ლუკა! -ვუთხარი როცა ჩემი ტუჩებისკენ წამოიწია.
-რატომ ნინა?! -თქვა და ისევ ტახტზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით.
-სხვისი ცოლი ვხდები! -ნაღვლიანად მივმართე და ბეჭედზე თვალით ვანიშნე.
მან კი უცბად თითიდან გამომაძრო ბეჭედი და მიმართულების განუსაზღვრელად ისროლა
-რას აკეთებ?! -დავუყვირე მას.
-იმას რომ ვერ დავუშვებ შენ ასე უბრალოდ დაგკარგო.. -დაიყვირა მანაც.
-დარჩენილიყავი მაშინ! -უფრო და უფრო ავუწიე ხმას.
-ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ ნინა! -ჩვენი ლაპარაკი კამათში უფრო გადადიოდა. მაგრამ ამ კამათის გამწვავება ნამდვილად არ მინდოდა. პირიქით.. ყველაფერს ვამჯობინებდი აკოსთვის თანხმობა არ განმეცხადებინა და ამ ლაპარაკისთვის თავი ამერიდებინა. მინდოდა უბრალოდ ლუკას ჩავხუტებოდი და მთელი წარსული ისე დამევიწყებინა თითქოს არც არაფერი მომხდარა!..
-ნინა მისმინე! -ხელი ხელზე მომკიდა. -ჩვენ შეგვიძლია...
-ჩვენ შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ! -სწრაფად შევაწყვეტინე -კარგი მეგობრები! -დავამატე ბოლოს
-რაა?! -სუსტი ხმით შეიცხადა მან.
-ასე აჯობებს ლუკა! -გამამხნევებლად მივმართე და თითქოს ამით ყველა პრობლემა გადავჭერი. ეს ხომ ყველაზე სულელური ფრაზაა რომელსაც ყოველი შეყვარებული წყვილიდან ერთ-ერთი მაინც ამბობს და ამით შორდება მშვიდობიანად.
-მეგობრები?! -უკვირდა მესხს.
-ჰოო მეგობრები. -ვცდილობდი ყველა კითხვაზე სწრაფად მეპასუხა.
-კარგი.. როგორც გინდა. -სუსტი და ყალბი ღიმილით მიპასუხა და ფეხზე ადგა.
-მიდიხარ?! -დავუძახე მას.
-კი მივდივარ.. -თქვა და კარისკენ წავიდა.
-მაშინ... -თავს ვერ ვაბამდი სიტყვებს -მაშინ კარგად ლუკა! -თბილი ტონი გამოვიყენე
კარი გააღო და ზღურბლს გადააბიჯა. მე კი კართან დავდექი და გული ამიჩქარდა იმის მოლოდინში რომ ის წავიდოდა და ბოლო შანსიც სამუდამოდ დაიკარგებოდა.
-ერთ რამეს ბოლოჯერ გეტყვი და მართლა წავალ!.. -მითხრა და კარის სახელურს ხელი ჩასჭიდა
-გისმენ! -ყველანაირად ვეცადე სითბო გამომეხატა
-მიუხედავად იმისა რომ შენ სხვაზე თხოვდები, თანაც ჩემს მოსისხლე მტერზე.. მე ასეც მიყვარხარ! და სულ მეყვარები! -როცა ყურში ეს ორი ფრაზა ჩამესმა ცუდად გავხდი. თვალები ამეწვა ცრემლების შეკავების მცდელობისაგან.
-დროებით ნინა! -თქვა და კარი თავადვე გაიხურა.
სწრაფად მივეყრდენი მიხურულ კარებს, რომლის მიღმაც ლუკა იდგა. ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. მინდოდა ენერგიისგან დავცლილიყავი მთელი გულით ამეტირა. ჩავსრიალდი და დაბლა დავეგდე. მერე რატომღაც თავი ისე ვიგრძენი თითქოს ეს მე არ ვიყავი. საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდით. ფეხზე უსწრაფესად წამოვდექი და კარის სახელური კინაღამ მოვტეხე იმდენად სწრაფად გამოვაღე.
-და მეგობრებზე მეტი?! -გავძახე ჩემს ეზოში მიმავალ მესხს.
-რა?! -არც შემოტრიალებულა ისე მკითხა.
-მეგობრებზე მეტი რომ ვიყოთ... -მტკიცედ ვლაპარაკობდი და არც ვნანობდი ჩემს ქმედებას. თითოეული სიტყვაც კი არ მინანია.. მისკენ ბავშვივით გავიქეცი და მის ზურგს უკან დავდექი. არც კი ვიცოდი ამ ყველაფერს როგორ ვაკეთებდი.. არადა მეგონა მთელი ენერგია მოსწყდა ჩემს სხეულს. მესხმა მხარს ქვემოდან გადმომხედა და ფრთხილად შემობრუნდა ჩემკენ.
-ლუკა! -თვალებში შევცქეროდი მას..
-ნინა! -ხმადაბლა წარმოთქვა და მთელი სხეულით მომეკრო. ის სითბო ვიგრძენი მისგან რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არავისგან მიგრძვნია! ვეხუტებოდი და არ ვშორდებოდი! არც შემეძლო რომ მოვშორებოდი. როგორც იქნა დადგა ეს დღე.. ლუკას სიყვარულით მოცული მზერა ისევ დავინახე! მის სურნელს ვგრძნობდი და უბრალოდ ვდნებოდი!

ლუკა
მთელი სხეულით ვეყრდნობოდი და ხელსაც არ ვუშვებდი. ისიც არ მაძლევდა ამის საშუალებას და მყარად მეხუტებოდა. ანდაც რატომ უნდა მოვშორებოდით ერთმანეთს?! ისედაც ხომ ძლივს დადგა ეს ნანატრი წუთები..
-აღარასოდეს მიგატოვებ! -ვუთხარი და კიდევ უფრო მივეკარი.
-დამპირდი! -ხელზე ხელი მომიჭირა.
-გპირდები! -მტკიცედ ვუთხარი ნინას.
-ძალიან მენატრებოდი..
-მეც რომ ვერ გავძელი შენს გარეშე იმიტომ წამოვედი. თანაც..
-კარგი კარგი ვხვდები! -სწრაფად გამაჩერა.
-ხომ მაპატიე?! -იმედიანად ვკითხე
-ყველანაირად! -ისე თქვა თითქოს თავის ნათქვამში ასი პროცენტით დარწმუნებული იყო
-ცოლადაც ხომ გამომყვები?! -მის თვალებს დაჟინებით მივაცქერდი.
-აუცილებლად! -თბილად მიპასუხა.
-იცი როგორ ძალიან მიყვარხარ?!
-მეშინია! -ფრთხილად ამომხედა და მისი შეშინებული თვალები რომ შევნიშნე თითქოს მთელ სხეულში სისხლი გამეყინა
-რისი ჩემო ანგელოზო?!
-დვალის! -თავი დახარა ნინამ.
-მისმინე! -მტკიცედ მივმართე მას -სანამ მე ცოცხალი ვარ შენ უსაფრთხოდ ხარ. მერწმუნე არასოდეს არაფერი გემუქრება როცა მე შენს გვერდით ვარ!
-მადლობა ლუკა! -კარგა ხანს ვუყურე შემდეგ ხელი ხელზე მოვკიდე, სახლში შევედით და ტახტზე დავსხედით.
-დვალზე რა უნდა ქნა?! -მოულოდნელად წამოვჭერი თემა და თითქოს მკაცრად ვკითხე.
მაშინვე ფეხზე წამოდგა და ფურცელზე რაღაც სწრაფად დაწერა. კონვერტში ჩემს ნასროლ ბეჭედთან ერთად ჩადო, რომელიც მაგიდასთან დავარდნილიყო.
-რას აკეთებ?! -ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვიყავი მისი ასეთი ქმედებებით.
-აი ამას.. -კონვერტი გამომიწოდა. -ხვალ დილით აკოს სახლთან დავტოვებთ. -კონვერტზე ეწერა "ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით! მაპატიე!"
-და პატიებას რატომ სთხოვ ნინა?! -ვუსაყვედურე.
-თავაზიანობის გამო.. -ჩაეცინა მას.
-და პირდაპირ რატომ არ მიხვალ და რატომ არ დაელაპარაკები?!
-არ მინდა ლუკა მას ამ თემაზე ველაპარაკო. უბრალოდ ამ 4 სიტყვითაც ყველაფერი გასაგებია ჩემი აზრით.. თანაც უკვე გაიგებდა შენი ჩამოსვლის ამბავს. ამით ისედაც ყველაფერი ნათელია.. ამიტომ აღარაა საჭირო პირისპირ საუბარი.
-რისი გეშინია ნინა?! -გვერდით მოვისვი და დაჟინებით ვკითხე
-არაფრის ლუკა. უბრალოდ მინდა მშვიდობიანად მოგვარდეს ეს საქმე.. -წაიბუზღუნა მან და თავი მხარზე დამადო.
-მაგიჟებ! -ჩემდაუნებურად ჩამეღიმა მის ქცევებზე.
-მიყვარხარ ლუკა.. -თბილად მომმართა მან.
-როგორი საყვარელი ხარ... მეც მიყვარხარ! -ცალი მხრით ჩავეხუტე.
ღამე მასთან დავრჩი. დილით კი 8 საათზე მანქანა დავქოქეთ და აკო დვალის სახლისკენ გავემართეთ.
ცოტა მოშორებით გავაჩერე და ეზოში ჩუმად შევედით.
კართან მიირბინა ნინამ და წერილი ზღურბლთან დადო.
-ახლავე მივალ. კარზე დავაკაკუნებ და პირისპირ დაველაპარაკები! -ვთქვი როცა ეზოდან გამოსვლა დავაპირეთ.
-არა გთხოვ! -სწრაფად შემაჩერა მან. -უბრალოდ წავიდეთ!... -თითქოს მემუდარებოდა.
-კარგი წავიდეთ ოღონდ დამპირდი რომ თუ რამე მოხდება აუცილებლად მეტყვი..
-გპირდები! -თქვა და უცბად მაკოცა. ამის შემდეგ ვატოს და ანის სახლისკენ წავედით.. თან მანქანაში წამიც არ გასულა ისე რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვეთქვას. რაც მთელი 6 თვის განმავლობაში არ გვილაპარაკია ახლა ვისაუბრეთ!
ნინა
-ნინა! -თვალები აუცრემლიანდა ანის როცა კარი გააღო და დაინახა რომ ლუკას ხელი ჩემს მხარზე ჰქონდა გადახვეული
-გეღირსათ?! -თქვა ვატომ და გადაგვეხვია.
-ჰო ძმაო.. ვილაპარაკეთ და შევრიგდით! -შუბლზე მაკოცა ლუკამ.
-მშვენიერია.. -ღიმილით თქვა მან.
-ცოლადაც კი მომყავს! -ლუკას ხმაში აშკარად იგრძნობოდა რომ უზომოდ ბედნიერი იყო.
-რაა? როდის? -გაიკვირვა ანიმ.
-ერთ კვირაში! -სწრაფად უპასუხა ლუკამ. ამ პასუხმა კი ძალიან გამაკვირვა რადგან ამ თემაზე სერიოზულად არც კი გვილაპარაკია.. თარიღის დანიშვნაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი
-ღმერთო ჩემო რა მაგარია! -სიხარულით აღსავსე ანი ჩამეხუტა.
-ასე მალე?! -ვატო ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ჩვენს ნათქვამს.
-სულაც არაა ადრე.. ვფიქრობ აქამდეც უნდა გვექორწინა. ისედაც ამდენი დრო დავკარგეთ..
-დარჩენილიყავი და ახლა უკვე ცოლ-ქმარნი ვიქნებოდით! -სიცილით გადავუჭერი სიტყვა
-დაა დვალი? -უკვე იმდენ შეკითხვას სვამდა ანი რომ სახეზე გაურკვევლობა ეტყობოდა
-რა დვალი! -გაბრაზება შეერია ლუკას ხმაში
-რას აპირებთ..
-ჩათვალეთ მოგვარებულია! -მტკიცედ და გვერდული ღიმილით თქვა.
-ლუკა მისმინე.. -მის გვერდით ჩამოჯდა და მისკენ წაიწია. ყურში ხმადაბლა უთხრა მაგრამ მაინც ყველაფერი გავიგეთ. -მაგასთან ასე ადვილად არ მოგვარდება. კარგად იცნობ და ხო იცი ისე არ გაჩერდება! ფრთხილად იყავი ძმაო..
-ვიცი ვიცი.. ნუ ღელავ არაფერი მოხდება. თუ არადა აქ არ ვართ მე და შენ?! -სიცილით თქვა მაგრამ ვფიქრობ ზედმეტად დარწმუნებული იყო და ამან შემაშინა.
-მეჯვარეები?!
-ჩემი მეჯვარე ანი იქნება და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ლუკა ვატოს მეჯვარე იყო მაშინ ვატო ვერ იქნება ლუკას მეჯვარე.. -სწრაფად ჩამოვაყალიბე და მესხს გავხედე.
-ბექა! -წამოიძახა მან. -ბექა იქნება ჩემი მეჯვარე..
-თავის ქორწილში სხვათაშორის ნაწყენი იყო შენ რომ არ ჩამოხვედი.. -ფრთხილად თქვა ვატომ.
-დღეს ვიყავი მისული. მასაც ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა და სულ დაავიწყდა წყენა.. -გახარებით თქვა და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.
-დარბაზი ის იქნება რომელსაც ნინა შეარჩევს.. კაბაზე ანი და ნინა წავლენ. ჩვენ კი დანარჩენ საქმეებს მოვაგვარებთ!..
-დამერწმუნე.. ეს იქნება ქორწილი რომლის მსგავსიც ამ ქალაქში არ ყოფილა! -მტკიცედ თქვა ვატომ და ლუკას გადაეხვია.
-დარწმუნებული ვარ!
მეორე დღეს დედაჩემის სახლში გავიარეთ.. ლუკა მისთვის უნდა გამეცნო. ნუ რათქმაუნდა იცნობდა როგორც ქალაქში ერთ-ერთ ცნობილ ბიჭს, მაგრამ არ იცნობდა როგორც ჩემს საქმროს.
-ნინა შვილო როგორ მომენატრე! -კარის გაღებისთანავე თბილად შემომეგება ნანა და ცოტაარიყოს გაუკვირდა ჩემს გვერდით მდგარი ადამიანი რომ შეათვალიერა.
-გამარჯობა ქალბატონო ნანა! -თავაზიანად მიმართა ლუკამ
-შემოდით.. -ყველანაირად ცდილობდა დედაჩემი გაოცება დაემალა. მისაღებში მორიდებულად დავსხედით მე და მესხი ერთმანეთის გვერდიგვერდ
-რატომ არ გამაფრთხილე მოსვლას რომ აპირებდი? უფრო კარგად მოვემზადებოდი.. -დამწუხრებული სახე მიიღო მან და მაგიდაზე ხილით სავსე ვაზა დაგვიდო.
-არ იყო საჭირო დეე... ესეც საკმარისია! -ნაზად გავუღიმე
-გამაცანი შვილო! უხერხულია... -რამოდენიმე წამიანი უხერხული სიტუაციის შემდეგ თემა წამოჭრა დედამ..
-ეს ლუკა მესხია. -ფრთხილად დავიწყე -ჩემი საქმრო.. -ფრთხილად და იმედიანადვე დავამთავრე ჩემი სათქმელი. როცა მას ისე მოვიხსენიებდი, როგორც საქმროს მაჟრიალებდა. გაბედულად ვერ ვამბობდი მაგრამ ვცდილობდი სიხარული არ დამემალა. გული მიჩქარდებოდა ამ სიტყვის ხსენებაზე.. და საერთოდ ლუკას დანახვაზე..
-საქმრო?! -დედაჩემის გაფართოებული და გაოცებული თვალები შევნიშნე.
-ხო დედა.. დიდი ხანია ვიცნობ უკვე და ერთმანეთი გვიყვარს.. 6 დღეში ქორწილი გვაქვს..
-მერე ახლა უნდა მეუბნებოდე ამას?! -მისაყვედურა მან. -წარმოდგენაც კი არ მქონდა..
-ჩვენც გუშინწინ გადავწყვიტეთ.. -თბილად თქვა ლუკამ.
-ასე მგონია საერთოდ აღარ გიცნობ ნინა.. -სახე მოეღუშა დედას -შენ რომ ჩემთან აღარ ცხოვრობ ამის ბრალია.. აღარაფერი ვიცი შენს ცხოვრებაზე.
-არაუშავს დეე.. ხომ იცი ცუდს არაფერს გავაკეთებ -გავამხნევე ის.
-ამიტომაც მიყვარხარ.. -ხელი ხელზე მომკიდა.
-ჩემს ქორწილში რათქმაუნდა მოხვალ ხომ ასეა?! -იმედიანად ვკითხე მას.
-აბა რას ვიზამ... რას საქმიანობთ ლუკა?! -მიმართა მას. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად იცოდა ამ კითხვაზე პასუხი. ალბათ უნდოდა ჭორების დონეზე კი არა პირადად გაეცნო ის.
-ბიზნესი.. მე და მამაჩემი ერთად გვაქვს წამოწყებული..
-მშვენიერია. ისე ვწუხვარ დედაშენის გამო.. ასე თუ ისე ვიცოდი მასზე და მეწყინა ეს ამბავი რომ გავიგე.
-მადლობა ქალბატონო ნანა...
-მოკლედ იმედი მაქვს ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება არაა და ნამდვილად იცით რომ დაქორწინება გსურთ..
-რათქმაუნდა! -მტკიცედ დაეთანხმა ლუკა.
-ჰოდა ბედნიერებას გისურვებთ.. ჩემს გოგონას შენ განდობ და დარმწუნებული ვარ კარგად გაუფრთხილდები.. -იმედიანად თქვა.
-დედა! -არ მიყვარდა ასეთი ბანალური საუბრები და სწრაფად შევაწყვეტინე.
-როგორც იქნა მოვესწარი შენს გათხოვებას!.. -გახარებას არ მალავდა ის.
-კარგი დეე ჩვენ წავალთ..
-დარჩენილიყავით ცოტახანიც.. -თქვა როცა უკვე კარისკენ მივდიოდით.
-მოსაგვარებელი გვაქვს რაღაც საქმეები. ხომ ხვდები ქორწილს რამდენი რამ სჭირდება.
-კარგი აბა დროებით! იცოდე აუცილებლად დამირეკავ ნინა.. -გამაფრთხილა მან. -ნახვამდის ლუკა.. სასიამოვნო იყო შენი პირადად გაცნობა.
-ნახვამდის ქალბატონო ნანა! -თბილად გაუღიმა და ხელზე ნაზად აკოცა.
-მიყვარხარ დე.. -გადავეხვიე და ზღურბლს გადმოვაბიჯეთ.
ეზოს გავცდით და მანქანით ჩემს სახლში წავედით. ერთი რამ ძალიან მიკვირდა და გაუგებრობაში ვიყავი. გუშინდელიდან მოყოლებული ჩემს ტელეფონზე არცერთი ზარი არ შემოსულა აკო დვალისგან. არც სმსები. დავიჯერო საერთოდ არაფერი გაკვირვებია?! უბრალოდ იმით ვიმშვიდებ თავს რომ მასთან კონტაქტი აღარ იყო საჭირო.

დადგა ის დღე რომელსაც მთელი კვირაა ველოდი.
20 ნოემბერი.. ჩემი ქორწილის დღე! მადლობელი ვარ რომ მე და ლუკა ისევ ერთად ვართ. არ ვიცი რამდენად მზად ვარ "ცოლი"-ს წოდებისთვის მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ მესხთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება ძალიან მინდა. აკოსგან არაფერი ისმოდა. ამდენი ხნის მერე ერთხელაც კი არ უცდია ჩემთან დაკავშირება.. მაეჭვებს ეს საქმე მაგრამ თუ სულაც არ დარეკავს მოხარული ვიქნები.
მე და ანიმ უკვე შევარჩიეთ საქორწინო კაბა.. ამჯერად ცხოვრებაში პირველად უბრალოებაზე უარი ვთქვი და ძვირფასი კაბა შევარჩიე. ყველას უკვირდა ეს და მათ შორის მეც.
სტუმრებიც დავპატიჟე. თანამშრომლები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები..
ყველანაირად ვცდილობ თავი უკეთ დავარწმუნო რომ ეს ყველაფერი ნაადრევი გადაწყვეტილება არაა.. ყველას უკვირდა ცოლად მესხს რომ მივყვებოდი რადგან აქამდე ნორმალურად არც არავინ იცოდა ერთად რომ ვიყავით. თან ყველაფერი ერთად დატრიალდა. გაკვირვებული სახეებით გვაშტერდებოდნენ ქუჩაში რადგან იცოდნენ დვალზე რომ ვაპირებდი დაქორწინებას. ეს გამომეტყველებები იმდენად მეზიზღებოდა უკვე რომ გარეთ გასვლა აღარ მინდოდა.
მართალია არავის ზიზღით მოცული თვალები არ დამინახავს მაგრამ გასაბრაზებლად გაკვირვებული მზერაც კი საკმარისი იყო ჩემთვის.
ჩემი ახლობლებიდან ყველა ძალიან გახარებული იყო. ვატოც და ანიც დიდ მზადებაში იყვნენ. ვამაყობ ლუკას მეგობრებით.. ყველა ასე ერთგულად რომ უდგას მხარში.
-ნინაა აბა რასშვებით?! -სწრაფად ვუპასუხე ტელეფონს როცა ახალგაზრდა გოგო მაკიაჟს მიკეთებდა.
-ვემზადებით თქვენ?! -თბილად ვუპასუხე ლუკას.
-ჩვენც.. რამე ხომ არ გჭირდება?! ხომ არ გინდა შემოვიარო..
-პატარძლის ნახვა ქორწილამდე არ შეიძლება! -ხმამაღლა თქვა ანიმ რომ ლუკას კარგად გაეგო.
-კარგი კარგი!.. -ჩაეცინა მას. -4 ზე გამოვივლით და აბა თქვენ იცით! -ტონზევე ეტყობოდა მესხს რომ უზომო ბედნიერებას გრძნობდა.
-კარგი შევეცდებით 4 მდე მზად ვიყოთ. მიყვარხარ! -თბილად მივმართე მას.
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე! -მისი ასეთი ლაპარაკი ძალიან მახარებდა.. -ანგელოზო! -დაამატა ბოლოს.
-რა ლამაზი ხარ ნინა! -მომმართა ჩემს გვერდით მდგარმა დედამ, რომელიც ბედნიერად შემომცქეროდა.
-მადლობა დეე.. -ვუთხარი მას და მის თვალზე ცრემლი შევნიშნე.
-არა არა! დღეს ცრემლები არ გვინდა.. უბედნიერესი დღეა -შესძახა ანიმ.
-ვნერვიულობ.. -ვთქვი და შევეცადე დაძაბულობა მომეხსნა.
-რა განერვიულებს?! -მისაყვედურა ანიმ.
-რავიცი.. კონკრეტულად არ ვიცი მაგრამ ხომ იცი პატარძლისთვის როგორი რთული მოსამზადებელია ეს დღე..
-ვიცი უკვე გამოცდილი მაქვს.. -ეშმაკურად ჩაიღიმა მან.
-ისე როგორ მიხარია შენ რომ დამთანხმდი მეჯვარეობაზე.. -ვთქვი და თვალები ისევ დავხუჭე რომ სტილისტისთვის ხელი არ შემეშალა
-და დარწმუნებული ხარ რომ გინდა შენი მეჯვარე 8 თვის ფეხმძიმე იყოს?! -დაჟინებით მკითხა მან.
-რათქმაუნდა. -მტკიცედ ვუთხარი და თბილად გავუღიმე.
-მამიდაშენიც დაპატიჟე ხო?! -ცალი წარბის აწევით მკითხა ნანამ.
-კიი დავპატიჟე დეე.. მართალია არც თუ ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს მასთან მაგრამ ბოლოსდაბოლოს მამიდაა და მე მისი ძმიშვილი ვარ...
-იმედია ამ დღის მერე მაინც მოვა გონს და მიხვდება რომ ჩვენ ცუდად განწყობილნი არ ვართ მის მიმართ. -ჩაფიქრებულმა თქვა.
-კარგი ნუ ღელავ დედა -დავამშვიდე ის.
მამიდაჩემი თეა ჩოხელი უკვე 1 წელია რაც არ გვინახავს. სიმართლე რომ ვთქვა არც აქამდე ვნახულობდით ხშირად. თანაც ეს მისი ბრალია. ბოლოს სისულელეზე შევკამათდით. როგორც ჩანს დიდ ხანს უნდოდა იმის თქმა რომ მამაჩემი ჩვენს გამო გარდაიცვალა და თქვა კიდეც.. იმასაც არ ითვალისწინებს რომ მძიმე ავარია მოხდა და მეც კი ძლივს გადავრჩი. გათხოვილი არაა, შვილებიც არ ჰყავს და სულ მარტო ცხოვრობს. ყოველთვის ყველას ეჩხუბება და იმიტომაც ვერ გათხოვდა ალბათ. მე მაინც გამოვიჩინე "სიყვარული" რომელიც მის მიმართ გამაჩნდა და მოსაწვევი გავუგზავნე. ყველანაირად ვეცადე თავაზიანი ვყოფილიყავი და მისი კეთილგანწყობა მომეპოვებინა..
თეა და ნანა თავიდანვე კამათობდნენ ხოლმე. როცა მამამ დედა ცოლად მოიყვანა იმის მერე.
ვარცხნილობაც კარგი შევარჩიე მაგრამ ამაზე გამოვაცხადე რომ სადა მინდოდა ყოფილიყო. და ასეც მოხდა. ყოველ წამს საათს ვაშტერდებოდი. ალბათ იმიტომ რომ 4 საათს ველოდი. პრინციპში.. 4 საათს კი არა ლუკა მესხს ველოდი! მოვიდა კიდეც ეს დრო და კარზე ზარი გაისმა. მეც ყველანაირად მზად ვიყავი.
გული სწრაფად მიცემდა როცა ვაცნობიერებდი რომ ერთ საათში მე და ლუკა ეკლესიაში საკურთხეველთან ვიდგებოდით ერთმანეთის გვერდიგვერდ და პირობას დავდებდით რომ მთელ ცხოვრებას ერთად გავატარებდით.. ჭირსა თუ ლხინში! ბედნიერებასა თუ უბედურებაში!
-აი ჩვენი პატარძალიც.. -ბედნიერი შემოვიდა პირველად ვატო და გადამეხვია.
-ულამაზესი ხარ ნინა! -შემომეგება ბექაც.
-მადლობა ბიჭებო! -თბილად ვუპასუხე და როგორც იქნა ლუკაც შემოვიდა.
-ჩემო ანგელოზო! -ძლიერად ჩამეხუტა მესხი.
თავს ძლივს ვიკავებდი რომ ცრემლები არ წამომსვლოდა.
-ლუკა! -მეც მაგრად მოვხვიე ხელები.
-როგორ მომენატრე... გახსოვს თავიდან კარგად რომ გავიცანით ერთმანეთი.. აი მაშინ რომ გითხარი ცოლად უნდა მოგიყვანო მეთქი.. -მომხიბვლელი ღიმილით საუბრობდა ის. -აი მოვიდა კიდეც ეს დღე.. ძალიან ლამაზი ხარ! -ღიმილითვე დაამთავრა.
-შენც ძალიან სიმპატიურად გამოიყურები... -შევათვალიერე და თვალში მკვეთრად მომხვდა მისი თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი.. მხედველობიდან არ გამომრჩენია მისი შავი ბაფთა საყელოზე და ფრთხილად გავუსწორე.
-აბა წავედით?! -იკითხა გახარებულმა ანიმ
-ერთი წუთით! -თქვა ლუკამ როცა ტექსტური შეტყობინების ხმამ გაიჟღერა და ტელეფონზე დაიხედა.
ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და უბრალოდ სარკესთან ვტრიალებდი.
-რა მოხდა?! -გაკვირვება შეეტყო ვატოს
-მალე მოვალ.. -სიჩუმემ დაისადგურა როცა ლუკამ ეს თქვა.
-სად მიდიხარ?! -ვკითხე ისე თითქოს ამის უფლებას არ ვაძლევდი.
-რამოდენიმე წუთში დავბრუნდები გპირდებით.. რაღაც საქმე გამომიჩნდა და მალე მოვალ.. -ნერვიულად თქვა
-ქორწილის დღეს რა საქმეა ისეთი რომ უნდა წახვიდე?! -გაოცებას ვერც ანი მალავდა
-მართლა მალე დავბრუნდები. უბრალოდ დამელოდეთ.. -თქვა და სახლიდან სწრაფად გავიდა. მე კი თვალებგაფართოებული და თითქოს შიშნარევი გამომეტყველებით გაშეშებული ვიდექი.
ლუკა
"სასწრაფოდ ნინას სახლთან ახლოს შენობა რომაა.. იმის უკან მოდი!" -აი ამ სმსის წაკითხვის შემდეგ მაშინვე გამოვედი სახლიდან. ნომრის დანახვისას გავშრი.. შეიძლება სახელის აღმნიშვნელი არაფერი ეწერა მაგრამ ეგრევე ვიცანი ვინც იყო. ეზოში ფრთხილად, ნელა და აუჩქარებლად მივდიოდი. ძალიან მეჩქარებოდა დანიშნულ ადგილას მისვლა მაგრამ მხოლოდ იმის გამო მივაბიჯებდი ნელა რომ ნინას არ დავენახე. არ მინდოდა ცუდზე ეფიქრა და ენერვიულა.
შენობას რომ მივუახლოვდი აქეთ-იქით გავიხედე და იქაურობა ფრთხილად შევათვალიერე. შემოვუარე და მოსახვევში შევედი. რომლის ბოლოშიც ის იდგა..
მისი სახის დანახვაზე მინდოდა საყელოში ვწვდომოდი და სახეში შემეფურთხებინა. ვგრძნობდი როგორი ზიზღით სავსე მზერა მქონდა. მთელი სხეული ამიკანკალდა ისე შემომიტია სიძულვილმა. ნელი სიარულით წავედი მისკენ.. ფეხს არავითარ შემთხვევაში არ ვუჩქარებდი. არც თუ ისე ვიწრო გზა იყო. ორივე მხრიდან აგურით ნაშენები კედლებით იყო შემოღობილი. კედლების მიღმა უამრავი ხე. საბედნიეროდ შენობას უკან ფანჯრები არ ჰქონდა და ვერავინ დაინახავდა ცოტახანში იქ მომხდარ სიტუაციას. არ ვიცი რის გაკეთებას ვაპირებდი მაგრამ ყველანაირ შემთხვევაში მზა ვიყავი ნინასთან სწრაფად დავბრუნებულიყავი..
-გამარჯობა ლუკა! -სიგარეტი ძირს დააგდო და ფეხით მოსრისა როცა მას მივუახლოვდი. ნელა შემოტრიალდა და ირონიული ღიმილით მომესალმა. მასთან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით გავჩერდი და თვალებში დაჟინებით მივაჩერდი.
-გამარჯობა აკო!... -ხმადაბლა მაგრამ გარკვევით მივმართე მას, თანაც ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია.
-როგორ ხარ? რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს არა?! -უკვე ზღვარს სცდებოდა ჩემი სიბრაზე როცა მის სახეზე მკვეთრად გამოიხატებოდა ირონიით მოცული ღიმილი.
-საკმაოდ დიდი ხანია.. -სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი და ღრმად ვსუნთქავდი რომ თავი შემეკავებინა.
-რას ფიქრობ რა მოხდება ახლა?! -გულს მირევდა მისი ხმა და თითოეული წამიც კი როცა ის მედგა წინ.
-ვილაპარაკებთ.. -დავასკვენი და მყარად დავდექი.
-ქორწილი გაქვს არაა?! ცოლი მოგყავს ხომ?! -ჯიბეში ხელები ჩაიწყო და მე შემომხედა
-რა გინდა დვალო! მოკლედ მითხარი! მეჩქარება.. -ვეცადე ნინაზე ლაპარაკი არ გამეგრძელებინა და ეს საუბარი ჩხუბში არ გადასულიყო. პირველრიგში ქორწილის ჩაშლა არ მინდოდა და მეორე რიგში არ მინდოდა ნინას ენერვიულა.
-რა მინდაა?! შენ როგორ ფიქრობ?! -კითხვა შემომიბრუნა მან.
-მე საიდან უნდა ვიცოდე.. ამდენი დრო არ მაქვს...
-შურისძიება ლუკა! -თქვა და თვალები გადაატრიალა.
-ეგ ხომ ისედაც ნათელია.. შენი მთავარი მიზანი ესაა...
-აა ანუ გახსოვს რა და როგორ დაიწყო არაა?! -ყალბ ღიმილს არ იშორებდა გაყინული სახიდან.
-ყველაფერი.. -მტკიცედ ვუთხარი და თავზე ხელი გადავისვი.
-ძალიან კარგი.. პირველი სიყვარული უკვე წამართვი ახლა..
-არ გინდა დვალო! -სწრაფად შევაწყვეტინე.
-არ მინდაა?! არ მინდა არა?! -დაიყვირა მან. შემდეგ ხელები სახეზე აიფარა, თითქოს ნერვული შეტევა დაეწყო
-ამაზე უბრალოდ მშვიდად ვილაპარაკებთ და ისე მოვაგვ...
-მამაჩემის სიკვდილი... -შემაწყვეტინა. აგრძელებდა ამ დიალოგს.
-აკო! -ხელის აწევით ვუბრძანე რომ გაჩერებულიყო.
-მერე ნინაც წამართვი!!! -დამიყვირა ბოლო ხმაზე -
-პატარა ბავშვი არ ვარ ასე რომ ყვირი. ტონს დაუწიე! -მკაცრად და სწრაფად ვუთხარი და კედელს მივეყუდე. ამ მომენტში სულ არ მაღელვებდა დაისვრებოდა თუ არა ეს პიჯაკი. ახლა მხოლოდ ამ საუბრის მშვიდობიანად დასრულება მინდოდა
-და მე პატარა ბავშვი ვიყავი ასე რომ მომექეცი?!
-აკო შენც კარგად იცი რომ ჩემი ბრალი არაფერია!
-შენ რას ფიქრობ ჩემი და ნინას სიყვარულზე?! -ყალბი ღიმილი ისევ სახეზე მიიხატა რამაც შესაბამისად გამაღიზიანა.
-კარგად იცი ვინც უყვარს.. და არ გვინდა ახლა ნინაზე ლაპარაკი. დღეს ბედნიერი დღეა და გთხოვ გვაცადე ამ დღის ბედნიერადვე დასრულება!
-ეს ჩემი საქმე არაა... ჩემი მოვალეობა შენი განადგურებაა ლუკა!
-მოდი ახლა უბრალოდ დაფიქრდი. ყველაფერი გაანალიზე და გააცნობიერე... აქამდე როგორ ვერ მიხვდი რომ მე არაფერ შუაში ვარ. არაფერს გიმტკიცებ და არ გთხოვ! უბრალოდ მინდა შეიგნო. სხვათაშორის ჩვენ კიდევ შევძლევდით მეგობრობის გაგრძელებას რომ არა შენი უაზრო გამოხტომები! -სწრაფად ვუთხარი მე.
-არა ჩვენ ვეღარ ვიმეგობრებდით რადგან ცხოვრება გამინადგურე. ახლა ჩემი ჯერია!
-დამშვიდდი.. -მისი შეჩერება ვცადე როცა ხელი ჯიბიდან წაიღო. ქურთუკი გვერდით გადაწია და იარაღი შევნიშნე.
-ხმას ნუ იღებ და უბრალოდ მისმინე! -იარაღი არ ამოუღია თუმცა არც ხელი მოუშორებია მისთვის.
-გისმენ.. -ჩქარა ვუპასუხე.
-როგორც კი წახვედი საქართველოდან მაშინვე გავიგე ეს ამბავი. ისიც კარგად ვიცოდი ვინ იყო შენი შეყვარებული. მაშინვე მის წინ დავჯექი და გამოველაპარაკე.. გეცოდინება ალბათ..
-კიი ვიცი! -ჩავეჭერი საუბარში.
-ნუ მაწყვეტინებ! -მიბრძანა მან. -ისიც გეცოდინება რომ შენი გამწარების მიზნით ვეცადე მისთვის თავი შემეყვარებინა! იმდენად მინდოდა შენზე შური მეძია რომ მას ცოლობაც კი ვთხოვე. და ის ბეჭედი ვაჩუქე რომელიც ადრე ჩემი პირველი სიყვარულისთვის იყო განკუთვნილი, შენ რომ წამართვი! დამთანხმდა ნინა და ორ კვირაში დაქორწინებას ვაპირებდით. არ დაგიმალავ, სიმართლეს გეტყვი.. შემიყვარდა კიდეც.. ოღონდ ნუ გეგონება რომ ეს სიყვარული იმ შურისძიების წყურვილზე დიდი იყო. უბრალოდ შევეჩვიე მას. და შენ ისიც წამართვი! -თქვა და იქვე დიდ ქვის ლოდზე ჩამოჯდა.
-კარგად იცი რომ ნინას და მე თავიდანვე გვიყვარდა ერთმანეთი. ცოლობაზე იმიტომ კი არ დაგთანხმდა რომ უყვარდი.. ჩემზე იყო გამწარებული და ვერ აცნობიერებდა რა უნდოდა და რას აკეთებდა.. ხომ ნახე. როგორც კი ჩამოვედი მაშინვე შემირიგდა.. ამიტომ საბოლოოდ დაიმახსოვრე რომ მე შენთვის არავინ და არაფერი წამირთმევია. -მაღალი ტონი გამოვიყენე რომ მისთვის რამე გამეგებინებინა
-და თავად როგორ ფიქრობ ლუკა?! -დაჟინებით მომაცქერდა და ნერვიულად ჩაიცინა. -გეგონა ეს საქმე ასე ადვილად მოგვარდებოდა და დაწყნარდებოდა?! კართან რაღაც ფურცლის ნაგლეჯის დატოვებით ფიქრობ მე არაფერს მოვიმოქმედებდი? არც იფიქრო... პირიქით ახლა დაიწყო! მგონი დღესვე დამთავრდება! დაიმახსოვრე რაც არ უნდა მოხდეს მე იმას მაინც გავაკეთებ რაც აქამდე დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა. არაფრის რომ არ შემეშინდება ალბათ ეგეც ძალიან კარგად იცი.. ასე თუ ისე ვმეგობრობდით ადრე და კარგად მიცნობ!
-იცი რაა დვალო?! -კედელს უფრო მყარად მივეყრდენი და ხელები გადავაჯვარედინე. -არარაობა ხარ! არაკაცი და ლაჩარი! -ზიზღით მოცული მზერა მისკენ წარვმართე.
მაშინვე ფეხზე წამოდგა და საყელოში მწვდა. ბაფთა ძირს მოისროლა და მუშტი სახეში დამარტყა. ტუჩები ერთმანეთზე მივუს-მოვუსვი. ისეთი გემოს შეგრძნება მქონდა თითქოს ჟანგიან ლითონს ვღეჭდი!
ხელი ტუჩთან მოვისვი და სისხლი შევნიშნე რამაც ძლიერ დამთრგუნა. არ მინდოდა ნინას ამ მდგომარეობაში ვენახე. ჩავთვალე რომ ჩემი ქორწილი უკვე ჩაიშალა მაგრამ მაინც ვცდილობდი ეს კომფლიქტი მალევე დამესრულებინა რომ მასთან წავსულიყავი.
დრო გამოვიყენე და იმდენად ძლიერად დავარტყი როგორც შემეძლო. დაეცა და თავი დაარტყა. არ მინდოდა ადამიანის სიკვდილში ბრალდებული ვყოფილიყავი და დაგდებულ დვალს მივუახლოვდი. მანაც რათქმაუნდა დრო იხელთა და მუცელში ფეხი ჩამარტყა.
-გაჩერდი! -დავუღრიალე მას.
-აქამდე გეფიქრა ამაზე! -თქვა და ფეხი ისევ მომიქნია. სახეზე მძიმედ მომხვდა. უხეშად გავსრიალდი ასფალტზე რითაც ჩემი პიჯაკის უკანა მხარე გაიცრიცა.
-ეს უკვე ძალიან კარგია. ამ ფორმაში ქორწილში ვერ მიხვალ... -ჭკუიდან შეშლილივით გადაიხარხარა მან. რაც სიტუაციას უკვე ამძიმებდა.
-დაწყნარდი.. -ხელით ვცადე მისი გაჩერება მაგრამ უშედეგოდ. კინაღამ ყბა მომტეხა.. გიჟივით იყო. მეც ვერაფერს ვახერხებდი.. წამის მეასედშიც კი როცა ვცდილობდი მისთვის დამერტყა ის ხელს მიბრუნებდა.
ზუსტად ვიცოდი, მთელი ძალა რომ გამომეყენებინა ჩემდაუნებურად მოვკლავდი..
რამოდენიმე წამში ერთმანეთის პირისპირ დაახლოებით 4 მეტრის დაშორებით ვიდექით. ჯიბეს ხელი სტაცა და შავი იარაღი სწრაფად ამოიღო...
ადგილზევე გავშეშდი და სუნთქვა შემეკრა.
ხელში ეჭირა და ატრიალებდა... ხან წინა მხრიდან შეატრიალა და ხან უკნიდან. დატენა და ჩემკენ მომართა.. უკვე სერიოზულად მეშინოდა იმის რაც აქ მოხდებოდა. ვფიქრობ რასაც ის აპირებდა გარდაუვალი იყო რადგან ჩემი მშველელი ირგვლივ არავინ ჩანდა.
-იცი ახლა რა მოხდება?! -კბილებში გამოსცრა დვალმა
-შენ რა აპირებ მესროლო? -შოკიდან ვერ გამოვდიოდი და წამებს ვითვლიდი.
-რათქმაუნდა.. -წარბი მაღლა აზიდა.
-და ჯოჯოხეთში რომ მოხვდები?! -რიტორიკული შეკითხვა დავუსვი თანაც ისე რომ ვიცოდი ამას აზრი არ ჰქონდა.
-ფაქტია... -ისეთი ტონიც მითხრა თითქოს ეს ისედაც აშკარა იყო.
-გთხოვ დაწყნარდი! -ჩემი ხმა შიშით იყო სავსე. არ მეგონა ოდესმე ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი. როცა მან ადრე დამჭრა ეს განზრახული არ ჰქონდა. ამიტომაც გადავრჩი. და ახლა?! ყველანაირად განსაზღვრული აქვს რა და როგორ უნდა ქნას. ამიტომ ყველაზე ცუდის მოლოდინში ვდგავარ ადამიანის პირდაპირ რომელსაც ჩემი მოკვლა ასე ძალიან უნდა...
-დაწყებულ საქმეს რომ აუცილებლად დავამთავრებ ეს ხომ ძალიან კარგად იცი! -ყალბი და გაყინული ღიმილი ყურებამდე გაეხა.
-გიღირს ეს?! -ვკითხე აკანკალებული ხმით.
-აშკარაა... -დაასკვნა მან.
-რად.. -ჩავაცივდი მას და ვეცადე ფსიქოლოგიურად მივდგომოდი. მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-შენს სიკვდილად! -სწრაფად მიპასუხა და თითი სასხლეტს მყარად მიადო. მძიმედ ჩავისუნთქე და ნერვიულად ხელი შუბლზე მოვისვი.
-როგორც გინდა! -როცა მივხვდი რომ ფსიქოლოგიურ მიმართებაში სპეციალისტი არ ვიყავი დავნებდი და დაველოდე მის საბოლოო ქმედებას რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი.
უცბად სწრაფი ნაბიჯების ხმა გავიგე. ფრთხილად მივიხედე უკან და მოსახვევში შემოსულნი ვატო და ბექა დავინახე.
შიშმა უფრო შემიპყრო. მაგრამ გადარჩენის იმედი მაინც მომეცა.
ჩვენკენ გამოიქცნენ მაგრამ რატომ არ ვიცი.. რის გაკეთებას აპირებდნენ?! სიტუაციას მაინც ვერ გამოასწორებდნენ რადგან რაც მოსახდენი იყო აუცილებლად მოხდებოდა.
წამის მეასედში დვალისკენ შემობრუნება ვცადე და უცებ ჩემს სხეულში რაღაც ცივმა გაიარა.. თუმცა არ გაუვლია.. იქვე დარჩა! გულში. ვერ ვიგებდი სიცივეს ვყავდი შეპყრობილი თუ სიცხეს. გულში რაღაც საშინელი ტკივილი ვიგრძენი რომელმაც სისხლის მიმოქცევა შემიწყვიტა. ნელნელა მთელ სხეულში ძალას ვკარგავდი. თითქოს ყველაფერს ენერგია სწყდებოდა. სული მეხუთებოდა და თვალები მეხუჭებოდა. ყველანაირად ვცდილობდი ფხიზლად ვყოფილიყავი და თუნდაც ბოლოჯერ მაინც ნინა დამენახა, ოღონდ არა ამ მდგომარეობაში!
საფეთქლის წილებიც ტკივილმა შეიპყრო.. ვეღარ ვიგებდი გონებას ვკარგავდი თუ არა. უბრალოდ დიდ სისუსტეს ვგრძნობდი. ეს ყველაფერი რამოდენიმე წამში მოხდა თუმცა ჩემთვის საუკუნესავით გაიწელა. მეგონა ამ წამებში ჩავრჩი და ვეღარ ვაღწევდი იქიდან. თავსაც ვერ ვატრიალებდი რომ ჩემკენ წამოსული ძმაკაცები დამენახა.
უემოციო გამომეტყველებით მივაცქერდი დვალს, რომელსაც იარაღი ხელიდან გაეშვა. იარაღთან ერთად დაეცა ჩემი სხეულიც. თვალები დამივიწროვდა. ვცდილობდი არ დამეხუჭა მაგრამ უშედეგოდ..
ხმასაც ვერ ვიღებდი. არ შემეძლო! ანდაც რომ შემძლებოდა რა უნდა მეთქვა?! შველას ვითხოვდი თუ დახმარებას?!
ისიც არ ვიცოდი როგორ გაიგეს ბექამ და ვატომ ჩემი ადგილსამყოფელი. მერე გამახსენდა რომ ტელეფონი სახლში დამრჩა და სავარაუდოდ დვალისგან მოსული სმს წაიკითხეს. მერე მათ სახლში რაღა გააჩერებდათ?!
ნინა
ბექას და ვატოს უკან ჩუმად გავყევით მე და ანი როცა ისინი სახლიდან გამოვიდნენ. კაბა იმდენად გრძელი იყო რომ სიარულში ხელს მიშლიდა. რამოდენიმეჯერ ფეხიც წამოვკარი მაგრამ წონასწორობას ვინარჩუნებდი. წაქცევა არ შემეძლო რადგან რაც იქ დამხვდებოდა იმ მოლოდინის მეშინოდა.
როგორც იქნა მოსახვევამდე ძლივს მივაღწიეთ. ფრთხილად გავიხედე ორ კედელს შუა და აკოს წინ დაგდებული სხეული თვალში ცუდად მომხვდა. შიშმა ამიტანა... ისიც დავინახე როგორ სწვდა ბექა დვალს. ვატო კი სხეულს ნერვიულად დასცქეროდა.
სანამ იმ კონკრეტულ ადგილამდე მივედი იმაზე ცუდად გავხდი ვიდრე იქ გავხდებოდი.
-ლუკა! -ბოლო ხმაზე აღმომხდა..
საქორწილო კაბაში ჩაცმული მისკენ გავემართე და მის სხეულთან მუხლებზე დაჩოქილი დავდექი
-ლუკა! -თეთრ პერანგს შევეხე რომელიც მარცხენა მხარეს სისხლით იყო გავსებული..
-სასწრაფო გამოძახებულია.. -ნერვიულად თქვა ვატომ და ლუკას გონზე მოყვანას ცდილობდა. მართალია გონზე იყო მაგრამ რა აზრი ჰქონდა ამას?!
-ნ.. ნინა!... -ლუკას ჩახლეჩილმა და დამძიმებულმა ხმამ დამთრგუნა. ცდილობდა გაღიმებოდა.. თვალებში ძლივს შემომცქეროდა და ცრემლები მოსდიოდა.. ეს უფრო და უფრო ცუდად მხდიდა. იმაზე მეტად ვიდრე ის იყო.
-არ დამტოვო რა ლუკა! -განწირული ხმით ვთქვი და გავიგონე პატრულის მანქანის ხმა. რომელსაც უკვე აღარაფრის აზრი არ ჰქონდა. დვალს ბექა იჭერდა მაგრამ ის არც ცდილობდა გაქცევას. გაშეშებული, უძრავად იდგა ერთ ადგილას და ჩვენ მოგვჩერებოდა.
ლუკას სხეულზე ჩემი ცრემლები ეცემოდა. ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა და მძიმედ ჩაისუნთქა.
-მეორედ მტოვებ ლუკა?! -დავუყვირე მას. როცა მის სახელს ვახსენებდი და მის თვალებს ვხედავდი გული მეკუმშემობდა.
-ლუკა ძალიან მიყვარხარ. გთხოვ ჩემთან დარჩი.. სასწრაფო მალე მოვა და აი ნახავ გადაგარჩენენ! შენ ჩემთან უნდა იყო. ხომ არ დაგავიწყდა რომ ჩვენ დღეს ქორწილი გვაქვს?! საკურთხეველთან რომ ფიცი უნდა დაგვედო ისიც დაგავიწყდა?! სიკვდილს აპირებ?! ასე უბრალოდ?!!! ხომ მითხარი აღარასოდეს მიგატოვებო?! ხომ შემპირდი?! იმასაც ხომ დამპირდი რომ შენი სიცოცხლი ბოლომდე აღარაფერი მემუქრებოდა? ეხლა რაღა ვქნა?! როგორ ვიცხოვრო?! და ასე აპირებ პირობის დარღვევას არა?! ხვალ ხომ მე შენი ცოლი უნდა მერქვას შენ კი ჩემი ქმარი.. უბრალოდ თვალები არ დახუჭო და ფხიზლად იყავი.. სასწრაფოც ძალიან მალე მოვა და შენც კარგად იქნები! -მტკიცედ და სწრაფად ველაპარაკებოდი და თან თვალებს ვისრესდი. სიმწრის ცრემლებს ვიშრობდი. -ჩვენი ბავშვი ლუკა?! იცი რომ ფეხმძიმედ ვარ?! არ იცი.. მეც გუშინ გავიგე და დღეს, ქორწილში ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ რა აზრი აქვს ახლა ამას?! ასე უბრალოდ გვტოვებ მე და ჩემს შვილს?! ახლა ხომ იცი.. ჰოდა დარჩი ჩვენთან და მოგვიფრთხილდი! -შეიძლება ფეხმძიმე ვიყავი მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ მუცელი ძალიან მალე მომეშლებოდა.
-ძალიან მიყვარხარ ნინა! -სუსტი ხმით წარმოთქვა და თვალები დახუჭა. დახუჭა საბოლოოდ!
-ლუკა! -ჩემი ყვირილი აღარაფერს ცვლიდა რადგან მე მისი ნათქვამი "მიყვარხარ!" ყურში ბოლოჯერ ჩამესმა..
შიში! ტყუილი! სიყვარული! -აი რისი მეშინოდა მე...
-ძალიან მიყვარხარ ნინა! -სუსტი ხმით ვუთხარი და თვალები საბოლოოდ დავხუჭე. აღარც გული მიცემდა და ვეღარც ვსუნთქავდი.. სასწრაფოს მანქანის ხმაც არაფერს ცვლიდა რადგან მე უკვე გარდავიცვალე.
"ჩემო ნინა! ჩემო ანგელოზო! ჩემო სიცოცხლე, ულამაზესო!!! ჩემი შვილის დედავ.. შეიძლება გემშვიდობები მაგრამ შენ ნუ იღელვებ! უბრალოდ ცხოვრება განაგრძე და იყავი ბედნიერი ჩვენს შვილთან ერთად. ეს ალბათ ოდესმე უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. არაფრის შეგეშინდეს.. შეიძლება ჩემი ლაპარაკი არ გესმის და უბრალოდ ჩემს მკვდარ სხეულს ხედავ მაგრამ მე მთელი გულით მოგმართავ და ყველა ჩემი სიტყვა მუდამ გეცოდინება! პატიებას გთხოვ! დიდ ბოდიშს გიხდი.. თავი ასე ძალიან რომ შეგაყვარე და მერე ასე უბრალოდ დაგტოვე.. მეორედ გტოვებ მაგრამ ახლა სამუდამოდ. ვიცი ვეღარასოდეს დაინახავ ჩემს სახეს მაგრამ მუდამ გემახსოვრება.. ყოველთვის.. სადაც არ უნდა იყო! სიმართლეს ვიტყვი.. კარგია რომ ვერ მოვასწარით დაქორწინება რადგან არ მინდა ჩემს გამო დაქვრივდე! შეიძლება მე არ მეღირსა ბედნიერება მაგრამ შენ ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი უნდა იყო! არ მინდოდა ასე მომხდარიყო მაგრამ ყველაფერი კარგად ხომ არ მთავრდება არა?! გახსოვს ადრე გითხარი ჩვენ მაგარი წყვილი ვიქნებით მეთქი. ასეც იყო და ასეც გაგრძელდება სამუდამოდ! გინდ ვიყო ცოცხალი და გინდ არა. ფიზიკურად ცალცალკე მაგრამ სულიერად ერთად ვიცხოვრებთ. ზემოდან დაგყურებ ხოლმე და იქიდან გეტყვი რომ მიყვარხარ. თუმცა ეს არცაა საჭირო შენ ხომ ეს ისედაც ძალიან კარაგად იცი. გახსოვს რომ გიღალატე?! იმაზეც ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი... მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო... შეიძლება შენგან შორს ვიყო, ძალიან შორს! სულ სხვაგან.. სხვა სამყაროში, მაგრამ მე ასეც მიყვარხარ!"
დ ა ს ა ს რ უ ლ ი ! ! !
ავტორი ნანიკო!
მ თ ვ ა რ ე ზ ე მ ო ხ ე ტ ი ა ლ ე!
გასაგებია რომ ბევრს არ მოგეწონათ ასეთი დასასრულის გამო მაგრამ რას ვიზამთ... ამ მოთხრობაში "ჰეფი-ენდი" ვერციქნებოდა თავიდანვე ისე განვითარდა მოვლენები! მინდა შეაფასოთ რა. ბევრი ვიწვალე ამის დაწერისთვის მთელი გული და სული ჩავდე. შემიფასეთ თავიდან ბოლომდე, ისტორია, სიუჟეტი, პერსონაჟები, მოვლენების განვითარება და ა.შ. დამწყები ვარ, ჯერ მხოლოდ 15 ის ვხდები მაგრამ მინდა აქედან დავიწყო... გამოცდილება საერთოდ არ მაქვს მაგრამ რადგანაც დავიწყე დავამთავრე. თუმართლა არაფერი გამოვიდა და არც მომავალში გამოვა, მირჩევნია შევწყვიტო. მაგრამ რა ვქნა... ჩემი ცხოვრება გახდა წერა!



№1 სტუმარი anuki

Guli damwyda :((( 4:40 movrchi kitxvas da ramis vitire bednieri dasasruli jobda ar miwkino cudi dasasruli realobashic gveyofa ddddd

 


anuki
Guli damwyda :((( 4:40 movrchi kitxvas da ramis vitire bednieri dasasruli jobda ar miwkino cudi dasasruli realobashic gveyofa ddddd

რათქმაუნდა კარგი დასასრული ყველგან კარგია მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით მიხვდებით რომ ამ ისტორიაში მოვლენები ისე განვითარდა კარგი დასასრული დიდი სისულელე და ბანალური იქნებოდა

 


№3 სტუმარი anuki

Albat mtlianobashi dzalian momewona

 


№4 სტუმარი ქეთი^^

აუ ესე "ნოემბრის 13"-ს არ დადებ?

 


ქეთი^^
აუ ესე "ნოემბრის 13"-ს არ დადებ?

კი დღეს <3

 


№6 სტუმარი Eto

SAertod ar iqneboda sisulele da banaliri ese rom ar dagemtavrebina nina imdeni xani ita ja imsaxurebda bednierebas ... imedebi gagvicrue bevr mkitxvels :( :(

 


Eto
SAertod ar iqneboda sisulele da banaliri ese rom ar dagemtavrebina nina imdeni xani ita ja imsaxurebda bednierebas ... imedebi gagvicrue bevr mkitxvels :( :(

ჩემი დაწერილი ყველა ისტორია კარგად და უაზროდ დამთავრდა ამიტომ რაღაც უნდა შემეცვალა

 


№8 სტუმარი მეამობხე

ესეც კარგია, მაგრამ კარგი დასასრული ბევრად აჯობებდა.

 


№9 სტუმარი Guest baby girl

ვაიმეეეეე მემგონი ლუკასთან ერთად მეც მოვკვდი იმდენი ვიტირე რო არ ვიცი sob sob არა რა როგორ გაიმეტე ჯერ ლუკა და მერე ჩვენ შენი მკითხველები :( მაინც ძაან მომეწონა kissing_heart

 


№10  offline წევრი ucnobi_18

მეღადავებიი ააუუუ კაი რაა რატოო ლუკაა რააატოო ნინასს რას ერჩოდიიი

 


№11 სტუმარი სტუმარი ანონიმური

  არასდროს მქონია სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადება) და არასდროს მქონია დაუცველი სექსი.  თუმცა, მე მყავდა საყვარელი, რომელსაც იმ დროს გაციება ჰქონდა.  მართალი გითხრათ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს მხოლოდ გამონაყარი იყო, რადგან აქამდე არასდროს გვსმენია ჰერპესის შესახებ.  ორალური სექსი გვქონდა და ასე დამემართა ჰერპესი.  მადლობა ღმერთს, რომ ინტერნეტში ვიპოვე ვუდუს მბრძანებელი, რომელმაც გარკვეული ჯადოსნური შელოცვა მოამზადა და მცენარეული წამალიც მომიმზადა, რომელსაც რწმენით ვსვამდი მხოლოდ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ, როდესაც სხეულში ცვლილებები შევნიშნე, საავადმყოფოში წავედი შესამოწმებლად. up  და მე დავადასტურე, რომ მთლიანად განვკურნე ჰერპესისგან (ჰერპესი უარყოფითი).  მის წამლებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები, არ არსებობს სპეციალური დიეტა წამლების მიღებისას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მის ელფოსტაზე: [email protected] და ასევე WhatsApp +234-8097014925 და მოაგვაროთ თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემა.

 


№12 სტუმარი TANYA MONROE

  მსოფლიომ უნდა იცოდეს მართლწერის დიდი „ვუდუს ლორდის“ შესახებ, რომელსაც აქვს იდეალური გადაწყვეტა ურთიერთობის, ქორწინების, ჯანმრთელობის, ფინანსური და სხვა პრობლემებისთვის, რომლებიც აწუხებს კაცობრიობას.  მთავარი მიზეზი, რის გამოც ვუდუს ბატონთან მივედი, იყო გამოსავლის პოვნა ქმრის დასაბრუნებლად და დაორსულებისთვის იყო ის, რომ ქმარმა მიმატოვა, რადგან ქორწინების 14 წლის შემდეგ ვერ დავორსულდებოდი.  ახლახან ინტერნეტში წავიკითხე ჩვენებები, რომლებიც ზოგმა დაწერა ვუდუ ლორდზე და ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე დახმარება მეთხოვა.  მან დიდი სამუშაო გააკეთა იმით, რომ ჩემი ქმარი ჩემთან დაბრუნდა და პატიება მთხოვა, რამდენიმე თვის შემდეგ მე დავორსულდი.  ახლა მე ვარ ტყუპების, ბიჭის და გოგოს, ამაყი დედა, ჩემს ქმარს კი არასოდეს შეუწყვეტია ჩემი სიყვარული და ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით ერთად.  მე არ შემიძლია მისი სახელის ინტერნეტში განთავსება, რადგან მან კარგი საქმე გააკეთა ჩემთვის.  ვისაც მისი დახმარება სჭირდება, უნდა დაუკავშირდეს მას ელფოსტით [[email protected]] ან დაამატოთ WhatsApp-ზე [+234 8097014925] შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას დღეს, რომ მოაგვაროთ თქვენი პრობლემები და დარჩეთ სამუდამოდ ბედნიერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent