დღიური(თავი-10)
მოვიდა ეს ნანატრი 5 საათიც და მანქანაში ჩავსხედით,საჭესთან დაჩი იჯდა,მის გვერდით კი მე ვიჯექი. ჩვენს უკან სანდრო და ელენე ისხდნენ ხელი ხელ გადახვეულები.მუსიკას ვუსმენდით და გზას მივუყვებოდით.უკან ლუკა მოგვყვებოდა თავისი მანქანით,ტასო კი რაღათქმაუნდა ლუკას მანქანაში იჯდა.. რამოდენიმე საათმა ასე განვლო,შემდეგ კი მივედით ჩვენს დანიშნულ ადგილამდე. გადმოვბარგდით.. დასაწყისისთვის ვარჩიეთ ყავით გამხნევება,შემდეგ კი გასეირნება. ლუკა:რას იტყვით გოგოებო,მოგწონთ აქაურობა? ტასო:მე ძაან მომეწონა აქაურობა,საიდან იპოვეთ ეს ადგილი? სანდრო ჩაერთო-ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი ტასოო(გაიცინა).. ელენე:ოჰ,ამათ შეხედე რაა(იცინოდა). ქეთა:არა,მართლა საოცრებააა.. დაჩი:არ გინდა გავისეირნოთ ქეთა? ქეთა: კარგი,თანახმა ვარ. მე და დაჩი წინ მივდიოდით,დანარჩენებიც მიმოიფანტნენ, ტრიალი მინდორი მინდვრის ყვავილებით და გვირილებით იყო მორთული. ყვავილები ჩემი სუსტი წერტილია და ძალიან მიყვარს,გასაკვირვი არ იყო ჩემი ემოცია რომ გამოვხატე დაჩისთანაც და შეუდგა გვირილების კრეფვას,ხელი ჩამჭიდა მერე და რაღაც უცნაურმა გრძნობამ გამიელვა თავში,ხელი გავაშვებინე და გადავწყვიტე ჩემი სიმსივნეს შესახებ ახლა მეთქვა. ქეთა:დაჩი მისმინე.. დაჩი:არ არის საჭირო ქეთა,მესმის შენი. ქეთა:არა,არ იცი ახლა რის თქმას ვაპირებ,ეს ისაა რის გამოც მე შენთან ურთიერთობისგან თავს ვიკავებ და უნდა იცოდე,ვერ მოგატყუებ,მაგრამ მინდა დამპირდე რომ ეს მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება და არავის ეტყვი! გოგოებმაც კი არ იციან ამის შესახებ. დაჩი:ნუ მაშინებ პირდაპირ მითხარი,რა არის ისეთი რაც გოგოებმაც არ იციან? ქეთა:სიმსივნე მაქვს დაჩი,მაშინ ლუკასთან წვეულებაზე გული რომ წამივიდა გახსოვს? სიმსივნე აღმომაჩნდა. დაჩი:რაა? მეხუმრები ხო?! ქეთა:ნეტავ მართლა ვხუმრობდე დაჩი,მერე კი უარყოფის ნიშნად თავი დავხარე,მიხვდა რომ არ ვეხუმრებოდი. დაჩი:კი,მაგრამ როგორ? ჯერ ხომ 16 წლის ხარ,ესეთი მხიარული,სილაღით სავსე,ლამაზი და.. ქეთა:მორჩი დაჩი! არც მე ვიცი როგორ, მაგრამ ასეა. ვერსად გავექცევი ამ ფაქტს.. დაჩი:მერე რა,ამიტომ არ შეგვიძლია ურთიერთობა გვქონდეს? ქეთა:ხო,შენ გინდა მომაკვდავი გოგო გვერდით? მომაკვდავი გოგოს სიყვარული გინდა? დაჩი:რეებს ამბობ შენ! გაჩუმდი,აღარაფერი მითხრა.. შემდეგ კი ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი,რომ ბაგეებს დააცხრა თავისი ტუჩებით. ქეთა:დაჩიი,ხვდები მაინც რა ჩაიდინე? დაჩი:რა ჩავიდინე? ჩემს საყვარელ გოგოს ვაკოცე,რომელიც პირველი ნახვისთანავე ჩამივარდა გულში,ყველაფერი შენით დაიწყო და ასე გაგრძელდება კიდეც. ჩემთვის არაფერს ნიშნავს ეს ყველაფერი. მიყვარხარ ქეთა და ასე დარჩები ჩემს გულში სამუდამოდ! ქეთა:განა ეს შესაძლებელია? ასეთი რაღაცეები ხომ მხოლოდ ფილმებში და ზღაპარში ხდება. დაჩი:უნდა დაიჯერო,რადგან მართლა არ ვაპირებ შენს გადაყვარებას! ახლა კი შენს პასუხს ველოდები. ქეთა:ჩემი პასუხი ესაა.. მივუახლოვდი და მის ბაგეებს კიდევ ერთხელ შევეხე. მიყვარხარ დაჩი! დაჩი:ნეტავ იცოდე,როგორი ბედნიერი ვარ ახლა! გპირდები,რომ ძალიან კარგად ვიქნებით ერთად და შევეცდები ყოველთვის გაგაბედნიერო.. ქეთა:ვუთხრათ ჩვენებს ჩვენს შესახებ? დაჩი:თუ საჭიროდ თვლი ვუთხრათ. ქეთა:კარგი,ვუთხრათ მაშინ. დაჩი:ვიყოთ ცოტახნით კიდევ? თუ დავბრუნდეთ უკან. ქეთა:არა,ვიყოთ ცოტახნით კიდევ. ასე მივდიოდით,ხელი ხელ ჩაკიდებულები და ერთმანეთს სიხარულის მზერას ვესროდით. არ ვიცი თქვენ რაც გინდა ის დაარქვით,სიხარულის იქნება ეს თუ სიყვარულის,რადგან ყველაფერს ერთად მოეყარა თავი.პირველად განვიცადე რას ნიშნავს მუცელში პეპლების ფრიალი და იყო ბედნიერი უსაზღვროდ. ამასობაში სიბნელეც ჩამოწვა და უკან დავბრუნდით.ხელი არ გაუშვია მთელი გზა,რომ დავბრუნდით შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ჩვენი ჩაბმული ხელები. ელენე:თქვენ? ქეთა:ხო ჩვენ.. ტასო:რაო,რაო? დაჩი:ბოლო ბოლო გამოვუტყდით ერთმანეთს,ნუ ქეთა გამომიტყდა რომ მასაც ვუყვარვარ. ელენე:ვაიმეეე,თქვე ეშმაკუნებოოო(იცინის),გილოცააავთ. მოდით ჩაგეხუტოთ. ტასო:ვაიმეე,გილოცავთ! ძალიან გამიხარდა.. ამ დროს კარვებს შლიდნენ სანდრო და ლუკა,შემდეგ შემოგვიერთდნენ ისინიც და მოგვილოცეს. კოცონი დაანთეს ბიჭებმა,კარვები გაშალეს,ყავა გავაკეთეთ ჩვენ.. ჩიფსები,სენდვიჩები და ტკბილეულობები ამოვალაგეთ და ერთმანეთის გვერძე,ახლა უკვე წყვილ-წყვილად ვიჯექით და ერთმანეთს ბედნიერი სახეებით შევსცქეროდით. არ მინდა თავი მოგაბეზროთ,მაგრამ ამ დიდი ბედნიერების უკან ჩემი მწუხარება იმალებოდა,რომელიც ყოველთვის მახსენებდა თავს. ყველა ერთად მივუსხედით კოცონს,ვლაპარაკობდით.. ბოლოს თემა გამოგველია და დაჩი ადგა,მანქანის საბარგულიდან გიტარა გადმოიღო. ქეთა:მოიცა,შენ უკრავ გიტარაზე? დაჩი:ხო,არ შეიძლება? ქეთა:არა,როგორ არა უბრალოდ გამიკვირდა. არ ვიცოდი.. დაჩი:შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემს შესახებ..(ესღა მითხრა და თვალი ჩამიკრა). ელენემ და ტასომ შემომხედეს მომცინარი სახეებით,იცოდნენ რომ ძალიან მიყვარს გიტარა,ნუ ბიჭი რომ უკრავს გიტარაზე ხომ საერთოდ. დაჩი:აბა,რა ვიმღეროთ? ელენე:ალუდა ქეთელაურის-ზეცას შახედეო აპარაკე ვიმღეროთ რააა^^ დაიწყო დაჩიმ გიტარაზე დაკვრა,პირველი ნოტიც მან გააჟღერა.. ტანში დამიარა,მომნუსხა მისმა ხმამ და არა მარტო მე. შემდეგ ყველა ერთად ავყევით,ერთს მეორე სიმღერა მივაყოლეთ.. მეორეს მესამე და ა.შ ბოლოს ყველა თავ თავის წყვილს მიეკრა და ბედნიერი სახეებით შევსცქეროდით ერთმანეთს. შემდეგ კარვებში შევიყუჟეთ,კოცონი ისევ ისე გიზგიზებდა. გოგოები ერთ კარავში ვიყავით,ბიჭებიც რათქმაუნდა ერთად იყვნენ. ყველას მშვიდად ეძინა სანამ ფეხის ფხაკუნი არ გაისმა და ჩუმი შეძახილი ქეთა,ქეეთ. შემეშინდა,ძილში ვიყავი წასული,რომ დაჩის ხმამ გამომაფხიზლა. ქეთა:რა იყო დაჩი?! მოხდა რამე? დაჩი:არა,უბრალოდ ვიფიქრე თუ არ ეძინა ვილაპარაკებდით ცოტასთქო. ქეთა:კარგი,ჰოო უკვე გამოვფხიზლდი. დაჩი:აუ მაპატიე რა,არ მეგონა თუ გეძინა. ბოდიში მართლა რაა.. ქეთა:კაი,რა ბოდიშებს მიხდი ბიჭო,ვერ ხარ? კოცონის გარშემო დავსხედით და დილამდე ვლაპარაკობდით. გამთენიისას დავიშალეთ და ჩვენ ჩვენს კარვებში შევედით. რომ შევედი,2 წუთის შემდეგ დაჩიმ მომწერა მობილურზე. დაჩი:დაიძინე ქეთ? ქეთა:არა,რას მოვასწრებდი,მაშინვე მომწერე(იცინის). დაჩი:არ მეძინება,შენზე ვფიქრობ. ქეთა:ჩემზე? რას ფიქრობ? დაჩი:ვფიქრობ თუ როგორ გამიმართლა შენნაირი გოგო,რომ მყავს გვერძე. ქეთა:კაი ნუ გამაწითლე ეხლა(გაიხუმრა). დაჩი: ქეთა.რას ფიქრობ ჩემზე? ქეთა:კარგი ბიჭი ხარ. დაჩი:სულ ეს არის რისი თქმაც შეგიძლია ჩემზე? ქეთა:ნუ არა,რათქმაუნდა. შენც კარგად იცი.. გამიმართლა,რომ შენნაირ ბიჭს ვუყვარვარ,არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ყველაფრის მიუხედავად ჩემს გვერდით ხარ. მაგრამ არის ერთი რამ რაც შენში ძალიან მომწონს.. შენი ხმაა! გამოგიტყდები და უბრალოდ შენში ყველაფერი მიყვარს! შენი ხმის გაგონებისას ტანში სასიამოვნოდ მივლის ჟრუანტელი. დაჩი:ჩემი სიყვარული!! შენსავით ლამაზი შვილები გვეყოლება.. ქეთა:ჯერ ადრე ხომ არ არის ამაზე საუბარი? დაჩი:ხო,მაგრამ ვიცი რომ ბოლოს ერთად ვიქნებით. ქეთა:რა იცი? იქნებ ვიჩხუბოთ და მერე აღარ შეგირიგდე? დაჩი:არაფერი იქნება ისეთი რაზეც ჩხუბის მიზეზს მოგცემ. თან ისეთს,მერე რომ აღარ შემირიგდე. ქეთა:კარგი,ვნახოთ რა იქნება. დაჩი:ქეთა,ხომ იცი რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი? (გაიხუმრა). ქეთა:ამას დამიხედეთ რა დღეშია რა? ძაან ხო არ შეიჭერი როლებში? დაჩი:ხო კარგი,კარგი(გაიცინა). ქეთა:მეც დამიფრთხე ძილი)) დაჩი:ვერ გშორდები,რა ჩემი ბრალია? ქეთა:ვისი ბრალია აბა? დაჩი:გულს ვერაფერს უბრძანებ ჩემო ქეთა(გაიხუმრა). ქეთა:ვაიმეე,შენ ვინ ყოფილხარ(გაიცინა). დაჩი:შენი მომავალი საქმრო. ქეთა:არაფერი არ თქვა წინასწარ,რა იცი რა ხდება. იქნებ ჩემი საქმე უარესობისკენ წავიდეს. დაჩი:აღარ გაბედო მაგის თქმა. აზრადაც კი აღარ გაიელვო ესეთი სისულელე. ქეთა:კარგი დაჩი რაა. დაჩი:ქეთა! იცოდე სერიოზულად ვიჩხუბებთ მაგაზე,ჩახვალ თბილისში და იმკურნალებ. მაგაზე არც იფიქრო და არც ინერვიულო.. ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ლამაზო გოგო. ქეთა:ოხ დაჩი! რას წარმოვიდგენდი თუ ასე შემიყვარდებოდი. დაჩი:ოჰოო,ძლივს არ გამომიტყდა გოგოო,აი ასე რა.. ცოტა თავისუფლად იყავი ხოლმე. ქეთა:კარგი,კარგიიიი.. ესეც მე10-ე თავი,იმედია მოგეწონებათ! სიყვარულით ნინუცა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.